განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100118002595859
საქმე №1/ბ-424-2019წ.
განაჩენი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
24 ივლისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) ლერი თედორაძე
მოსამართლეები: მაკა გორგოძე, თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
ბრალდების მხარე: ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი კ-----------ე;
მსჯავრდებული: გ--------–------ე, დაბადებული 1991 წლის 30 ივლისს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 1----------), საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე; მცხოვრები: ქ-------------ი, ქ-–---–---–------------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილი;
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) თვის და 09 (ცხრა) დღის ვადით და ჯარიმა 4500 (ოთხიათას ხუთასი) ლარის ოდენობით
საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა
აღწერილობითი ნაწილი
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ--------–------ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
- ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით, გ--------–------ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი; სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის, გ--------–------ე, ითვლებოდა ნასამართლობის მქონედ. 2016 წლიდან შ--–-------------–---–ი ქორწინებაში იმყოფება გ--------–------ესთან. ისინი ერთად ცხოვრობენ ქ-------------ში, ქ-–---–---–-------------ში, გ--------–------ის მშობლების საცხოვრებელ სახლში.
2018 წლის ივნისის ბოლოს (ზუსტი დრო დაუდგენელია), ქ-------------ში, ქ-–---–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გ--------–------ემ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლე შ--–-------------–---–ს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ერთხელ დაარტყა მარჯვენა ხელი მუცლის არეში, მარჯვენა მხარეს. გ--------–------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად, შ--–-------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა;
2018 წლის 8 ივლისს, დილის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ქ-------------ში, ქ-–---–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გ--------–------ემ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლე შ--–-------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ერთხელ დაარტყა ხელი მარჯვენა მხარეს გვერდის არეში. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, კონფლიქტში ჩაერთო გ--------–------ის მამა რ-------–------ე, რომელიც ცდილობდა გ--------–------ის დამშვიდებას და ოთახიდან გაყვანას, მიუხედავად ამისა, გ--------–------ემ შეძლო და ერთხელ დაარტყა ფეხი მეუღლე შ--–-------------–---–ს მუცლის არეში, მარჯვენა მხარეს. გ--------–------ის მხრიდან განხორციელებული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, შ--–-------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
- ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წელს (ზუსტი დრო დაუდგენელია), გ--------–------ემ, პირადი მოხმარებისათვის, ქ-------------ში, ქ-–---–---–-------------ში მდებარე საკუთარ სახლში, ქოთანში, უკანონოდ დათესა, კულტივირება გაუკეთა და მოიყვანა ერთი ძირი ნარკოტიკული საშუალება - კანაფი (მცენარე), საერთო წონით 22.41 გრამი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, 2018 წლის 8 ივლისს, ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ზესტაფონის შს რაიონული სამმართველოს მუშაკების მიერ.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის განაჩენით: გ--------–------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2018 წლის ივნისის თვის ეპიზოდით), სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 ივლისის ეპიზოდით) წარდგენილ ბრალდებაში, ასევე, სსკ-ის 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ეხება - ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას; გ--------–------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით გ--------–------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი (თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს, ჯარიმას 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, ნაწილობრივ დაემატა წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის 10 (ათი) თვის და 19 (ცხრამეტი) დღის ნაწილი, 1 (ერთი) თვე და 9 (ცხრა) დღე, დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 2500 (ორიათას ხუთასი) ლარი და საბოლოოდ, გ--------–------ეს (განაჩენთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) თვის და 9 (ცხრა) დღის ვადით და ჯარიმა 4500 (ოთხიათას ხუთასი) ლარის ოდენობით; გ--------–------ეს, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 8 ივლისიდან, 2018 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით - 1 (ერთი) თვე და 9 (ცხრა) დღე; გ--------–------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა; შესაბამისად, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს N12/21-2018 განჩინებით, გ----–------ის (პირადი ნომერი 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (მდებარე: საკადასტრო კოდით N3-----------; N3-----------; N3-----------); ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, გ--------–------ეს - 10 (ათი) წლით ჩამოერთვა საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; დადგინდა, რომ საქმეზე დართული ნივთები და საგნები: სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ამოღებული 1 (ერთი) ძირი ნარკოტიკული საშაულება „კანაფი“, წონით - 22.41 გრამი (საექსპერტო კვლევის შემდეგ დარჩა 22.02 გრამი), რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
2018 წლის ივნისის ბოლოს (ზუსტი დრო დაუდგენელია), ქ-------------ში, ქ-–---–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, გ--------–------ეს, მეუღლის - შ--–-------------–---–ის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია;
2018 წლის 8 ივლისს, დილის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ქ-------------ში, ქ-–---–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, გ--------–------ეს, მეუღლის - შ--–-------------–---–ის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია;
2018 წელს (ზუსტი დრო დაუდგენელია), გ--------–------ემ, პირადი მოხმარებისათვის, ქ-------------ში, ქ-–---–---–-------------ში მდებარე საკუთარ სახლში, ქოთანში, უკანონოდ დათესა და მოიყვანა ერთი ძირი ნარკოტიკული საშუალება - კანაფი (მცენარე), საერთო წონით 22.41 გრამი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, 2018 წლის 8 ივლისს, ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ზესტაფონის შს რაიონული სამმართველოს მუშაკების მიერ.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ საქმეზე წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულებით, ბრალდების მხარემ ვერ დაასაბუთა გ--------–------ის ბრალეულობა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებაში.
სააპელაციო საჩივრების არსი:
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი კ-----------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ გ--------–------ის მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში შევიდეს ცვლილება და დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2018 წლის ივნისის თვის ეპიზოდით), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 ივლისის ეპიზოდით) წარდგენილ ბრალდებაში, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რისთვისაც მას დაენიშნოს შესაბამისი სამართლიანი და მკაცრი სასჯელი რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, იმ საფუძვლით, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებათა შესაბამისი ანალიზით აშკარად და უტყუარად დასტურდება გ--------–------ის მიერ გამოძიებისას ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.
დაცვის მხარე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის 500 ლარამდე შემცირებას, შემდეგი საფუძვლებით: საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გ--------–------ემ სასამართლო სხდომაზე თავი ცნო დამნაშავედ, აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი ქმედება, იგი არის უმუშევარი და არ აქვს შემოსავალი, რის გამოც, სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის, 2000 ლარის, გადახდა მისთვის არის შეუძლებელი.
დაცვის მხარემ ასევე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც არ დაეთანხმა პროკურორის სააპელაციო საჩივარს და მისი უარყოფა ითხოვა.
სააპელაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა კ-----------ემ მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ასევე, მოითხოვა მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის უარყოფა. მოწინააღმდეგე მხარემ, მსჯავრდებულმა გ--------–------ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ფ-----------------მა, მხარი არ დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი უარყოფა, ხოლო მოითხოვეს მათ მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).
სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.
რადგანაც, მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა, სააპელაციო საჩივრები, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ-----------ისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
იმისათვის რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ, რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
პალატა აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებენ, პირის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს არ უნდა იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადგენენ გარკვეულ გარემოებებს, აშკარად უნდა ადგენდნენ დანაშაულის ფაქტს და იმდენად დამაჯერებელი უნდა იყოს, რომ გონივრულ კითხვებს არ აჩენდეს პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან, რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტის უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე მოახდინოს მტკიცებულებების ავთენტიკურობის და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულებების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას, როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს, რადგან თუ ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სასამართლოს უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს ოჯახურ ძალადობაში გ--------–------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ--------–------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, როგორც 2018 წლის ივნისის ეპიზოდში, ასევე 2018 წლის 08 ივლისის ეპიზოდში.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულმა გ--------–------ემ თავი არ ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა შ--–-------------–---–მა და მოწმეებმა: ლ-----–------ემ, შ--–---–------ემ და ბ----–------ემ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ------–------ემ განმარტა, რომ ცხოვრობს ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირში. 2018 წლის 8 ივლისს, დილის საათებში, სვირიდან რძალი შ--–-------------–---–ი და შვილიშვილი წამოიყვანა ზესტაფონში, ქ-–---–---–ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც იმყოფებოდნენ გ-------, ლ----, შ--–-- და ბ----–------ეები. როდესაც სახლთან მივიდნენ, მანქანიდან გადასულმა შ--–----მა შეასწრო სახლში. რამდენიმე ხანში გაიგონა მისი ყვირილისა და კივილის ხმა, რომელიც ეჩხუბებოდა გ-------ს, თუ რატომ დაყარა ნივთები. გ------- ეუბნებოდა თავი დაენებებინა, ეძინა. აღნიშნული გაუმეორა ადგილზე მყოფმა ბ---მაც. საუბრისას, გ-------მ, შ--–----ს უთხრა, რომ აღარ უნდოდა, რომ მისი ცოლი ყოფილიყო. აღნიშნულზე, გაღიზიანებული შ--–----ი, გავიდა ოთახიდან და გასვლისას მიაძახა, რომ ყველას დაიჭერდა. შვილიშვილთან ერთად გაყვა უკან შ--–----ს, რომელიც გაემართა სახლთან მდებარე მაღაზიისკენ და შევიდა მაღაზიაში. შეყვა შ--–----ს და უთხრა, რა აყვირებდა, ახლაც გ------- იყო დამნაშავე. შ--–----ი იძახდა პოლიციაში დავრეკავ, უნდა დავიჭიროო. საუბრისას, მიაწოდა შვილიშვილი და გამოვიდა უკან. მოწმის განმარტებით, ის არ შესწრებია ფაქტს, რომ გ-------ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინოს შ--–----ისათვის. გ-------ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ბრონქული ასთმა, დაუძლურებულია და გვიან იღვიძებს ხოლმე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ---------------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 8 ივლისს, იმყოფებოდა ქ-–---–---–ის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში, სადაც მუშაობდა. მაღაზიაში შევიდა შ--–-------------–---–ი, რომელმაც სთხოვა ტელეფონზე დარეკვა. ვინაიდან თანხა არ ჰქონდა, უარით უპასუხა. უარზე, შ--–----მა უთხრა, რომ სურდა 112-ში დარეკვა და ანგარიშზე თანხის არსებობდა არ იყო საჭირო. საუბრისას უთხრა, რომ გ------- უნდა დაეჭირა. შ--–----ის შესვლიდან რამდენმე წამში, მაღაზიაში შევიდა რ------–------ე, რომელმაც შ--–----ს უთხრა „ბავშვი ვის დაუტოვე, რატომ ყვიროდი რა გინდოდაო“. აღნიშნულზე, შ--–----მა უპასუხა, „ხომ იცი შენი შვილი რაც არისო“. რაზეც რ-----იმ უპასუხა, „ვიცი, მაგრამ ახლა რა შუაშიაო“. საუბრის დასრულებისთანავე, რ-----ი გავიდა მაღაზიიდან და შ--–----იც გაყვა. მოწმის განმარტებით, შ--–----ს მისთვის არ უთქვამს თუ რატომ უნდა დაეჭირა გ------- და აღნიშნულის თაობაზე, არც მას დაუსვამს შეკითხვა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ 08.07.2018წ. 19:31-19:45სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. შ--–-------------–---–ს სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთების სახით (ჩივილებს ტკივილზე არ წარმოადგენს. მარჯვენა მხრის გარეთა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მოწითალომოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 1.5X0.4სმ.). დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე გამოკითხული მოწმეები არ წარმოადგენდნენ ფაქტის უშუალო შემსწრე (თვითმხილველ) პირებს, შესაბამისად, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მათ მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით უტყუარად არ დასტურდებოდა პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებები.
მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაული შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.
მტკიცებულებების დამაჯერებლობა, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.
ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სწორად არ იქნა მიჩნეული უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულიყო, გ--------–------ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, რადგანაც, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, იმისათვის, რომ 2018 წლის ივნისისა და ივლისის თვეში, ქ-------------ში, ქ-–---–---–ის ქ. N11-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, გ--------–------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლე - შ--–-------------–---–ს, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულმა გ--------–------ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა შ--–-------------–---–მა, რომელიც მას გამოძიების ეტაპზე ამხელდა ძალადობის ჩადენაში, გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ--------–------ის მიერ 2018 წლის ივნისისა და ივლისის თვეებში თავისი მეუღლე შ--–-------------–---–ის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარუდგენია. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით, ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდებოდა ვარაუდს, რადგანაც ისინი არსებობდა მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძველი გამხდარიყო პირის დამნაშავედ ცნობასათვის, აღნიშნული შეფასებული იქნა სასამართლოს მიერ და გ--------–------ე სწორად იქნა ცნობილი უდანაშაულოდ და გამართლებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ ბრალდებაში.
რაც შეეხება გ--------–------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას და მოყვანას, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: თავად ბრალდებულ გ--------–------ის ჩვენებით; მოწმეების: ნ-----–--------------ის, ი-----–-----------ის ჩვენებებით; ქიმიური ექსპერტიზის №1----- დასკვნით; ნარკოლოგიური შემოწმების N8----- და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ--------–------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა.
ამასთან, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს გ--------–------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებაში, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულებით, ბრალდების მხარემ ვერ დაასაბუთა გ--------–------ის ბრალეულობა აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----–--------------ემ განმარტა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 8 ივლისს, იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, სამმართველოში მიღებული იქნა შეტყობინება ოჯახურ ძალადობაზე. დაზარალებულმა, გამოკითხვისას მიუთითა საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკული საშუალების არსებობის შესახებ. აღნიშნულის საფუძველზე, თანამშრომლებთან კ----------–---–თან, ი-----------თან, მ---------თან და კ------–----თან ერთად გამოცხადდა ქ-------------ში, ქ-–---–---–ის ქუჩაზე მდებარე გ-–------ის საცხოვრებელ სახლში. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა ერთი ძირი, მწვანე ფერის ნივთიერება. ამოღების შემდეგ, ნივთიერება დალუქული იქნა ადგილზე. მოწმის განმარტებით, გ--------–------ემ, მათ განუმარტა, რომ ნივთიერება მან დათესა და მოიყვანა პირადი მოხმარების მიზნით.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–----------ემ განმარტა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 8 ივლისს, იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც სამმართველოში მიღებული იქნა შეტყობინება ოჯახურ ძალადობაზე. დაზარალებულმა, გამოკითხვისას მიუთითა საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკული საშუალების არსებობის შესახებ. აღნიშნულის საფუძველზე, ქ-------------ში, ქ-–---–---–ის ქუჩაზე მდებარე გ-–------ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული იქნა ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ქოთანში დარგული, ერთი ძირი, დაკბილულფოთლებიანი მწვანე ნივთიერება. ამოღების შემდეგ, ნივთიერება დალუქული იქნა ადგილზე. ასევე, შედგენილი იქნა ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე, კ----------–--–ის და მ-------ის მიერ, ადგილზე, დაკავებული იქნა გ-–------ე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა გ--------–------ემ განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალება მას ეკუთვნოდა. გამოკითხვისას, გ-–------ემ უარყო ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვის, მოყვანის და კულტივირების ფაქტი. განაცხადა, რომ მცენარის მარცვალი (თესლი), მას არ ჩაუგდია ქოთანში, აღნიშნული არ ახსოვს. ასევე, არასდროს დაუსხია წყალი, არ დაუყრია სასუქი და არც მიწა მოუფხვიერებია. რაიმე მანიპულაცია, რომ უფრო დიდი და კარგი ყოფილიყო მცენარე, არ გაუკეთებია. 2018 წლის ივნისის თვეში აღმოაჩინა ქოთანში ეს მცენარე, მიხვდა რაც იყო და თუ გაიზრდებოდა, მოიხმარდა. საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას კი, გ--------–------ემ განაცხადა, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე მან დათესა და მოიყვანა.
საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარემ, უდავოდ მიიჩნია საქმეზე არსებული წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ: სახლისა და სათავსოების ჩხრეკის ოქმი; ნარკოლოგიური შემოწმების N8----- დასკვნა; ქიმიური ექსპერტიზის N1----- დასკვნა. ასევე, აღარ მოითხოვა მოწმეების თ-------------------ის, მ--–-----------ის, კ----------–--ის, მ-----------–--ის, გ------- ფ-----ის და კ-------–-----------–---–ის დაკითხვა.
მოწმე თ-------------------ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 8 ივლისს, სამსახურში ყოფნის დროს, მისთვის ცნობილი გახდა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რა დროსაც, დაზარალებული სახით გამოკითხულმა შ--–-------------–---–მა მიუთითა მეუღლის მხრიდან ქ-------------ში, ქ-–---–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის ქოთანში შენახვის ფაქტი. აღნიშნულის საფუძველზე, თანამშრომლებთან ერთად გამოცხადდა მითითებულ მისამართზე, რა დროსაც ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა მწვანე ფერის, დაკბილულფოთლებიანი, მძაფრის სუნის მქონე მცენარე, რომელზეც გ--------–------ემ განაცხადა, რომ მცენარე იყო მის მიერ დარგული და მოყვანილი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“.
ანალოგიური შინაარსის შემცველია საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული კ----------–--ის და მ--–-----------ის გამოკითხვის ოქმები.
2018 წლის 8 ივლისის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, დამხმარე სათავსოდ გამოყენებული ოთახიდან, ამოღებული იქნა ქოთანში ჩარგული, ერთ ძირი, მწვანე ფერის, დაკბილულფოთლებიანი, მძაფრი სუნის მქონე მცენარე, რომელზეც გ--------–------ემ განმარტა, რომ ეს მცენარე არის მის მიერ დარგული ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური ექსპერტიზის N8----- დასკვნით დასტურდება, რომ ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, გ--------–------ეს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ქიმიური ექსპერტიზის N1----- დასკვნით დასტურდება, რომ 1-2) ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, გ--------–------ის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული, 1 ძირი, მომწვანო ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე ნედლი მცენარე, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება - კანაფს (მცენარეს), წონით - 22.41 გრამს.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, მასზედ, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები - გამომძიებლები და უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმები (მოწმე-გამომძიებლები), უთითებენ, რომ ჩხრეკის შედეგად, გ--------–------ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იქნა მწვანე ფერის, მძაფრი სუნის მქონე, დაკბილულფოთლებიანი მცენარე, რომელიც გ--------–------ის განმარტებით მან დათესა და მოიყვანა, პირადი მოხმარების მიზნით. ის გარემოება, რომ აღნიშნული მცენარე კანაფი დარგო და მოიყვანა გ--------–------ემ, ასევე, დასტურდება თავად ბრალდებულის მიერ სასამართლოზე მიცემული განმარტებითაც. შესაბამისად, სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანა გამოიხატება ამ მცენარის მოვლაში სხვადასხვა ქმედებებით, მათ შორის მორწყვაში. ბრალდების მხარეს კი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა, რომ გ--------–------ემ დაამუშავა, გააშენა, ახალი სახეობა გამოიყვანა ან/და იმდაგვარად გადაამუშავა მცენარე, რომ ამაღლდა მისი მოსავლიანობა და გამძლეობა არახელსაყრელი გარემო პირობებისადმი, არ წარმოუდგენია, მხოლოდ მცენარის მორწყვა და მოვლა კი არ იძლევა კულტივირების შემადგენლობას, რის გამოც, გ--------–------ე სწორად იქნა გამართლებული წარდგენილი ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ეხება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას.
საქმეში არსებული ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით დასტურდება, რომ გ--------–------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი; საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, გ--------–------ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს, მთლიანად დაემატა წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 ოქტომბრის N1/74 განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2500 (ორიათას ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, გ--------–------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, ხოლო, სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და დამატებითი სასჯელები საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით, და ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ეროვნული სააგენტოს იმერეთის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 9 ივლისის NM---------------- მომართვით დასტურდება, რომ გ--------–------ე აღიცხვაზე იმყოფება და მასზე კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს იმერეთის პრობაციის ბიურო, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენის საფუძველზე. გ--------–------ემ დამატებითი სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდა დაასრულა 2017 წლის 11 დეკემბერს, ხოლო პირობითი მსჯავრის მოხდის ვადა სრულდება 2018 წლის 13 ოქტომბერს.
იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ჯარიმა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად და ასევე, სსსკ-ის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ჯარიმა სხვა სასჯელებთან მიმატების შემთხვევაში დამოუკიდებლად გამოიყენება, სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში, საბოლოო სასჯელის დანიშვნის დროს, სასჯელის სახედ და ზომად ცალ-ცალკე ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მიეთითოს ჯარიმა 2000 ლარი, როგორც ძირითადი სასჯელი და ჯარიმა 2500 ლარი, როგორც დამატებითი სასჯელი (არა მათი შეკრებით მიღებული ჯამი 4500 ლარი, როგორც ეს გასაჩივრებულ განაჩენშია მითითებული), აღნიშნული არ იწვევს როგორც კვალიფიკაციის, ასევე, დაკისრებული ჯარიმის საბოლოო ოდენობის შეცვლას და კანონიერი იქნება, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების საფუძველზე, საბოლოო სასჯელის დანიშვნის დროს.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეები განაჩენს, ასაჩივრებენ ასევე დანიშნული სასჯელის ნაწილში, სახელდობრ:
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი კ-----------ე ითხოვს მსჯავრდებულ გ--------–------ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, რასაც პალატა არ ეთანხმება. დაცვის მხარე ითხოვს გ--------–------ისათვის სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის შემსუბუქებას 500 ლარამდე, რასაც სააპელაციო პალატა, ასევე, არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის პიროვნება და საქმის გარემოებები, ასევე, ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სრულყოფილად შეაფასა და გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები და გ--------–------ეს დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება, როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ-----------ის და მსჯავრდებულ გ--------–------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ-----------------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ-----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.მსჯავრდებულ გ--------–------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის, ფ-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3.ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
4.გ--------–------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2018 წლის ივნისის თვის ეპიზოდით) წარდგენილ ბრალდებაში;
5.გ--------–------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 ივლისის ეპიზოდით) წარდგენილ ბრალდებაში;
6.გ--------–------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ეხება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას;
7.გ--------–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით;
8.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით გ--------–------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი (თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით);
9.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს, ჯარიმას 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, ნაწილობრივ დაემატოს წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის 10 (ათი) თვის და 19 (ცხრამეტი) დღის ნაწილი, 1 (ერთი) თვე და 9 (ცხრა) დღე, დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 2500 (ორიათას ხუთასი) ლარი და საბოლოოდ, გ--------–------ეს (განაჩენთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) თვის და 9 (ცხრა) დღის ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; მასვე, დამატებითი სასაჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 2500 (ორიათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
10.გ--------–------ეს, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 8 ივლისიდან, 2018 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით - 1 (ერთი) თვე და 9 (ცხრა) დღე;
11. გ--------–------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმებულია; შესაბამისად, გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს N12/21-2018 განჩინებით, გ----–------ის (პირადი ნომერი 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (მდებარე: საკადასტრო კოდით N3-----------; N3-----------; N3-----------);
12.,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, გ--------–------ეს - 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
13.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ამოღებული 1 (ერთი) ძირი ნარკოტიკული საშაულება „კანაფი“, წონით - 22.41 გრამი (საექსპერტო კვლევის შემდეგ დარჩა 22.02 გრამი), რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
14.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
15.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ლ.თედორაძე/
მოსამართლეები: /მ. გორგოძე/
/თ. სვანიძე/