განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 82010011900296826-
საქმე №1/ბ-553-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ს----- ხ-----ს ძე ა--–--ის მიმართ დაბადებული: 196- წლის 29 თ--------–ს, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი კ-----–---ი, 1-ლი ქუჩა, სახლი N3, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
ს----- ა--–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა 1. ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის ორი წევრის მიმართ; 2.ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის ორი წევრის მიმართ; 3. ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; 4. ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. 5. ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ; 6. ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ.
რაც გამოიხატა შემდეგში:
1. 2018 წლის დეკემბრის თვიდან 2019 წლის 17 მარტამდე ჩათვლით პერიოდში, ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----–---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლქტის დროს, ს----- ა--–--ე არასრულწლოვანი შვილის ი----- ა--–--ის თანდასწრებით, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა თავის ოჯახის წევრებს მეუღლეს მ-----–ა შ------ეს და თავად არასრულწლოვან შვილ ი----- ა--–--ეს, რაც იწვევდა დაზარალებულთა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
2. ს----- ა--–--ე 2018 წლის დეკემბრის თვეში, ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----–---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ცეცხლის წაკიდებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისივე ოჯახის წევრს მეუღლეს მ-----–ა შ------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ს----- ა--–--ე 2019 წლის 17 მარტს, ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----–---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში,დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისივე ოჯახის წევრს მეუღლეს მ-----–ა შ------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. ს----- ა--–--ე 2018 წლის დეკემბრის თვეში, ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----–---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ცეცხლის წაკიდებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისივე ოჯახის წევრს, არასრულწლოვან შვილს ი----- ა--–--ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
5. ს----- ა--–--ე 2019 წლის 17 მარტს , ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----–---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, დანით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისივე ოჯახის წევრს, არასრულწლოვან შვილს ი----- ა--–--ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
6. 2019 წლის 17 მარტს დაახლოებით 20:00 საათზე, ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----–---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ს----- ა--–--ემ არასრულწლოვანი შვილის ი----- ა--–--ის თანდასწრებით, ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კომფლიქტისას, მეუღლეს მ-----–ა შ------ეს თმების ქაჩვით, სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელების დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ი----- ა--–--ე ჩადგა მათშორის და შეეცადა მამას ს----- ა--–--ეს შეეწყვიტა მეუღლის მიმართ ძალადობა, რის შემდეგაც ს----- ა--–--ემ მთელი აგრესია გადაიტანა შვილის მიმართ, ი----- ა--–--ეს ჩაავლო თმებში ხელი და მოქაჩვით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც მ-----–ა შ------ისა და ი----- ა--–--ისათვის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განაჩენით ს----- ა--–--ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (სისტემატიური შეურაცხყოფისა და დამცირების ნაწილში) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
ს----- ა--–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 02 (ორი) წლის ვადით აეკრძალა იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება.
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 ,151-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები, ხოლო დამატებითი სასჯელი შეჯამდა და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად ს----- ა--–--ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 02 (ორი) წლის ვადით აეკრძალა იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება.
მსჯავრდებულ ს----- ა--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია და მსჯავრდებული ს----- ა--–--ე განთავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ----- ბ---–----- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და ს----- ა--–--ის მიმართ მთლიანად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, ასევე, ს----- ა--–--ის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადით დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო და უსამართლო, ვინაიდან არ არის გამოტანილი საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული უნდა იყოს სისხლის სამართლის პროცესში. ს----- ა--–--ის მიერ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (სისტემატიური შეურაცხყოფისა და დამცირების ნაწილში) დანაშაულის ჩადენას ადასტურებენ საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ, მ-----–--–--------------------–---------------–-------------------------------–-----–---------------–-------------------–---- გამოკითხვის ოქმები, შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმეტის ოქმი, დაკავების ოქმი, შემაკავებელი ორდერები და შემაკავებელი ორდერების ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მ-----–ა შ------ის და ი----- ა--–--ის მიმართ, ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები. გარდა დაზარალებულების ჩვენებებისა, თავად მსჯავრდებული ს----- ა--–--ეც ადასტურებდა და უდაოდ მიიჩნევდა მის მიერ მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორცილებული სისტემატიური შეურაცხყოფის ფაქტს. ამდენად ფაქტი, რომ ს----- ა--–--ის მიერ ადგილი ჰქონდა მეუღლის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფას არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით და ასევე არასრულწლოვანი შვილის შეურაცხყოფას და დამცირებას, რამაც გამოწვია ტაჯვა დასტურდება როგორც დაზარალებულების ჩვენებებით, ასევე თავად მსჯავრდებულის ჩვენებით.
ამასთან, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, რითაც არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.
მსჯავრდებულ ს----- ა--–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ---------- მ----ის მიერ წარმოდგენილია შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარეს საქმეში წარმოდგენილი ბრალდების მხარის არცერთი მტკიცებულება სადაოდ არ გაუხდია და ორივე მხარე სრულად დაეთანხმა წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
ს----- ა--–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების მ-----–ა შ------ის და ი----- ა--–--ის ჩვენებით, ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, მ-----–--–--------------------–---------------–-------------------------------–-----–---------------–-------------------–---- გამოკითხვის ოქმებით, შეტყობინებით დანაშაულის ჩადენის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმეტის ოქმით, დაკავების ოქმით, შემაკავებელი ორდერებით და შემაკავებელი ორდერების ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივარს ს----- ა--–--ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება) დამნაშავედ ცნობის ნაწილში. შემდეგ გარემეობათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ოჯახში ძალადობა) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება, იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. სისტემატიური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით, რაც დღეს მოქმედი კანომდებლობის მიხედვით სს წესით არ ისჯება. განსახილველმა ნორმამ შეურაცხყოფისათვის შემოიღო სს პასუხისმგებლობა, თუკი იგი : ჩადენილია ოჯახში და სისტემატიური ხასიათისაა.
შეურაცხყოფა სისტემატიურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისაგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევევ დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს ა.შ.
დამცირების გამიჯვნა შეურაცხყოფისაგან ძნელია, რადგან შეურაცხყოფა გულისხმობს დამცირებას, მაგრამ შეურაცხყოფისას ეს დამცირება უწესო ფორმითაა გამოხატული. დამცირების დროს ოჯახის ერთი წევრი მეორეს ყოველდღიურ ურთიერთობაში აგრძნობინებს, რომ იგი არასრულფასოვანი პიროვნებაა.
პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ს----- ა--–--ის მხრიდან მ-----–ა შ------ის და ი----- ა--–--ის სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რაც გამოიწვევდა მათ ტანჯვას. აქვე პალატა ყურდღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებულის მ-----–ა შ------ის და ი----- ა--–--ის გამოკითხვის ოქმები, სადაც დაზარალებულები მიუთითებენ, რომ ს----- ა--–--ის ქმედება მათ ურღვევდა მყუდროებას და განიცდიდნენ შიშს. აღნიშნული კი არ არის საკმარისი, მტკიცებულება, რომ მ-----–ა შ------ე და ი----- ა--–--ე განიცდიდნენ ისეთი სახის სისტემატიურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს ან დამცირებას, რომელიც გამოიწვევდა მათ ტანჯვას, ხოლო ბრალდებულ ს----- ა--–--ის მიერ ამ ნაწილში ბრალად წარდგენილი ქმედების აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ ს----- ა--–--ის ქმედება არ შეიცავს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება) გათვალისწინებულ ნიშნებს.
შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები; სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი ს----- ა--–--ის მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ს----- ა--–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (სისტემატიური შეურაცხყოფისა და დამცირების ნაწილში) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ს----- ა--–--ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 02 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ს----- ა--–--ეს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 02 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება
ს----- ა--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობაგაუქმებულია.
ს----- ა--–--ეს სასჯელის მოხდილ ვადაში, აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში, ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 17 მარტიდან 2019 წლის 27 ივნისის ჩათვლით.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალოს გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.
საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი დანა, რომელიც ინახება ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს დაზარალებულის ოჯახს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე მაკა გორგოძე