განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 030100119003023207
საქმე №1/ბ-569-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ-----–---- თ------ს ძე ფ-–--ს მიმართ, დაბადებული: 197- წლის 05 ა--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 4----------, მცხოვრები: ფოთი, ფ------ს ქ. #69
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ რ-----–----ი ფ-–--მ ჩაიდინა 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც, არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 04 მაისს, დაახლოებით 20:25 საათზე, ქ. ფოთში, ფ------ს ქ.N69-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ-----–----ი ფ-–--მ, ალკოჰოლური სასმელის ყიდვის მიზნით მოსთხოვა თანხა მამას, თ----- ფ-–--ს, რაზეც უარი მიიღო, რითაც ის განაწყენდა და ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში თ----- ფ-–--ს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2019 წლის 04 მაისს, დაახლოებით 20:25 საათზე, ქ. ფოთში, ფ------ს ქ.N69-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ-----–----ი ფ-–--მ, ალკოჰოლური სასმელის ყიდვის მიზნით მოსთხოვა თანხა მამას, თ----- ფ-–--ს, რაზეც უარი მიიღო, რითაც ის განაწყენდა და ამ უკანასკნელს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ქონების განადგურებით, რა დროსაც თ----- ფ-–--ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით რ-----–----ი ფ-–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.
მასვე, 03 (სამი) წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.
მასვე, 03 (სამი) წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ რ-----–----ი ფ-–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.
მასვე, 03 (სამი) წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
რ-----–----ი ფ-–--ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 04 მაისის 20:55 საათიდან - 2019 წლის 10 ივნისის ჩათვლით (სსკ-ის 62.3 მუხლი, ანუ 37 დღე, ე.ი. 185 საათი).
მსჯავრდებულ რ-----–----ი ფ-–--ს მიმართ 2019 წლი 10 ივნისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
გაუქმდა რ-----–----ი ფ-–--ს მიმართ საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლით დაწესებული ყველა ვალდებულება და მას დაუბრუნდა საკუთარი პასპორტი და პირადობის მოწმობა.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა-–---------- კ------- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ რ-----–----ი ფ-–--ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: სასაჯელის დანიშვნისას სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი რ-----–----ი ფ-–--ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ რ-----–----ი ფ-–--ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ თ----- ფ-–--ს გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: ვ------–-----–--------–-------------------------------- გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ რ-----–----ი ფ-–--ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ რ-----–----ი ფ-–--ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-–---------- კ-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
რ-----–----ი ფ-–-- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.
მასვე, 03 (სამი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.
მასვე, 03 (სამი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ რ-----–----ი ფ-–--ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მსჯავრდებულ რ-----–----ი ფ-–--ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 04 მაისიდან - 2019 წლის 10 ივნისამდე ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და რ-----–----ი ფ-–-- გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისგან.
მასვე, 03 (სამი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
მსჯავრდებულ რ-----–----ი ფ-–--ს მიმართ 2019 წლი 10 ივნისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
გაუქმდეს რ-----–----ი ფ-–--ს მიმართ საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლით დაწესებული ყველა ვალდებულება და მას დაუბრუნდეს საკუთარი პასპორტი და პირადობის მოწმობა.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე