განაჩენი

სისხლის სამართლის 04.10.2019
საქმის ნომერი
170100119002951336
ინსტანცია
თარიღი
04.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 170100119002951336

საქმე №1ბ/1326-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

04 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მა-------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

იო------------–---ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 13 მარტს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №5----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების წალკა, დ-----------–---–-- დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენით იო------------–---ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, იო------------–---ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი ორი პირის მიმართ;

მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, იგივე ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

იო------------–---ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

წალკის რაიონის დ-----------–---–-- იო------------–---ი უკანასკნელი ოთხი თვის მანძილზე, არასრულწლოვანი შვილების - ემ--–------------–---ასა და ლა--------------–---ას თანდასწრებით, სისტემატური შეურაცხყოფის გზით, ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლის ელ---------------–---ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა. 2019 წლის 18 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე, წალკის რაიონის დ-----------–---–-- კ-------–------- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ყოფითი ხასიათის თემაზე განაწყენებულმა იო------------–---მა სახის არეში ხელის გარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი არასრულწლოვანი შვილის - ემ--–------------–---ას მიმართ. შემთხვევის ადგილზე მყოფმა ელ---------------–---ამ მეუღლეს სთხოვა შეეწყვიტა შვილის მიმართ განხორციელებული ძალადობა, რის საპასუხოდ იო------------–---მა გამოხატა აგრესია, ხოლო შემდეგ თავის არეში ხელის ძლიერი დარტყმით ასევე იძალადა მეუღლის - ელ---------------–---ას მიმართ, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი წაიქცა. იო------------–---ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად ემ--–------------–---ამ და ელ---------------–---ამ განიცადეს ფიზიკური ტკივილი. იო------------–---ის მიერ მეუღლის - ელ---------------–---ას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები - ემ--–------------–---ა და ლა--------------–---ა.

 

2019 წლის 18 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე, წალკის რაიონის დ-----------–---–-- კ-------–------- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ყოფითი ხასიათის თემაზე განაწყენებულმა იო------------–---მა სახის არეში ხელების არაერთჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი არასრულწლოვანი შვილის - ემ--–------------–---ას მიმართ. ასევე ფიზიკურად იძალადა შემთხვევის ადგილზე მყოფი თავისი მეუღლის ელ---------------–---ას მიმართ, რომელიც ცდილობდა შვილის დაცვას. ძალადობის განხორციელების მომენტში იო------------–---ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილს - ემ--–------------–---ასა და მეუღლეს - ელ---------------–---ას, რის შედეგადაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

აღნიშნული ქმედებებისათვის იო------------–---ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დადგინდა იო------------–---ის მიერ უკანასკნელი ოთხი თვის მანძილზე, არასრულწლოვანი შვილების - ე---–--- და ლა--------------–---ების თანდასწრებით, სისტემატური შეურაცხყოფის გზით, მეუღლეზე - ელ---------------–---აზე ფსიქოლოგიური ძალადობა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა. ასევე არ დადასტურდა იო------------–---ის მიერ 2018 წლის 18 მარტს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლის ელ---------------–---ასა და არასრულწლოვანი შვილის - ემ--–------------–---ას მიმართ ფიზიკური ძალადობისა და აღნიშნული ძალადობით გამოწვეული ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტი, ასევე მათ მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რის შედეგადაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მა-------------–--ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, იო------------–---ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბრალდებულმა იო------------–---მა ნამდვილად ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულები, კერძოდ, მოწმეების დე-----------------სა და და------------ის ჩვენებებით, სამედიცინო ბარათით, ე---–--- და ელ---------------–---ების ვიზუალური დათვალიერების ოქმებით. აპელანტმა ასევე აღნიშნა, რომ მართალია, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, მათ დაზიანებები არ აღენიშნებოდათ, მაგრამ სამედიცინო ბარათით და ოქმით, რომლებიც შედგენილ იქნა ძალადობის განხორციელებიდან უმოკლეს ვადაში, დეტალურად არის აღწერილი ბრალდებულ იო------------–---ის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგი. ბრალდების მხარემ ასევე მიუთითა, რომ საქმეზე გამოკითხული მოწმეების ჩვენებებით დეტალურადაა გადმოცემული არა მათი სუბიექტური შეხედულება, არამედ დაზარალებულის მიერ ძალადობის შედეგად განცდილი და მოწმისათვის გაზიარებული ფაქტი. აპელანტმა განმარტა, რომ ირიბი მტკიცებულებების გამოყენების შესაძლებლობასთან მიმართებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში მითითებული გამონაკლისი შემთხვევები, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე დაზარალებულებმა უარი განაცხადეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე, დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია, რომ სურთ დროულად დაუბრუნდეთ სახლში, რა დროსაც არ უარუყვიათ იო------------–---ის მიერ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტი. ბრალდების მხარემ ასევე აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

გამართლებულ იო------------–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ელ-----–-------ძემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება ითხოვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა იზიარებს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს არგუმენტებს იო------------–---ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა იო------------–---ის მიერ ოჯახის წევრების მიმართ ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტებს. აპელანტის მიერ იო------------–---ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებლად მიჩნეული საქმეში არსებული მტკიცებულებები ერთობლიობაში უტყუარად ვერ ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:

 

აპელანტი აქცენტს აკეთებს მოწმეების - დე------------------ისა და და------------ის ჩვენებებზე და მიაჩნია, რომ მათ მიერ მიცემულ ჩვენებებში აღწერილია არა სუბიექტური ემოცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, არამედ დაზარალებულის მიერ ძალადობის შედეგად განცდილი ემოცია. მოწმეები - და------------ე და დე------------------ი არიან გამომძიებლები, რომლებიც მივიდნენ ბრალდებულის სახლში შეტყობინების შემდეგ და მათი გამოკითხვის ოქმების მიხედვით, ისინი მიუთითებენ ე-–------- ე---–--- და ლა--------------–---ების მონათხრობს სავარაუდო დანაშაულის შესახებ. აღნიშნულ პირთა გამოკითხვის ოქმებთან მიმართებით პალატა განმარტავს, რომ ისინი არ არიან ფაქტის შემსწრე თვითმხილველები და გადმოსცემენ მხოლოდ სხვისგან, თუნდაც პირველწყაროსგან მიწოდებულ ინფორმაციას, შესაბამისად, ისინი თავიანთი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს და (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს აპელანტის მითითებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების საგამონაკლისო შემთხვევებზე და განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსში განვითარებულ მსჯელობაში არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი როგორც მოწმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრლადებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს.

 

პალატა განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულ საგამონაკლისო შემთხვევას იო------------–---ის სისხლის სამართლის საქმეში ადგილი არ აქვს, ვინაიდან დაზარალებულებმა გამოიყენეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება და არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ნათესავს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს მათ მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებს.

 

პალატა განმარტავს, რომ საქმის მასალებიდან არ იკვეთება, ეს უფლება მოწმეთა მიერ გამოყენებულ იქნა რაიმე მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის გამო, არ დასტურდება იო------------–---ის მხრიდან ოჯახის წევრების დაშინების ან სხვაგვარი გავლენის ნიშნები, რაც დაზარალებულებს აიძულებდა დასახელებული პროცესუალური უფლებით სარგებლობას. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში ასახული საგამონაკლისო შემთხვევა, ირიბ მტკიცებულებაზე დაყრდნობით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, სახეზე არ გვაქვს. ამასთან, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მართალია, სასამართლო სხდომაზე დაზარალებულებმა უარი განაცხადეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე, თუმცა არ უარუყვიათ იო------------–---ის მიერ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტი. ასეთი მსჯელობა სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული, რადგან დაზარალებულების უარი ოჯახის წევრის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე, არ შეიძლება განხილულ იქნეს დანაშაულებრივი ფაქტის დადასტურებად მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მათი უარყოფა არ მომხდარა ამავე პირების მიერ. მოცემულ შემთხვევაში არსებითია, რომ საქმეში არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იო------------–---ის მხრიდან ოჯახური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტებს.

 

აპელანტი ასევე ყურადღებას ამახვილებს სამედიცინო დოკუმენტაციაზე და მიაჩნია, რომ სამედიცინო ბარათით, ასევე ე---–--- და ელ---------------–---ების ვიზუალური დათვალიერების ოქმებით, რომლებიც შედგენილ იქნა ძალადობის განხორციელებიდან უმოკლეს ვადაში, დეტალურად არის აღწერილი იო------------–---ის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგი. პალატა აღნიშნავს, რომ სხეულის ვიზუალური დათვალიერების ოქმების მიხედვით, ელ---------------–---ას თავის არეში მარჯვენა მხარეს აღენიშნება დაახლოებით 2 სმ. სიგრძის კოპი მტკივნეული პალპაციით. ხოლო ემ--–------------–---ას სხეულზე რაიმე დაზიანება არ აქვს, სახეზე აღენიშნება ცხვირიდან სისხლდენის შემდგომ სისხლის ნაკვალევი, ცხვირის მარჯვენა და მარცხენა მხარეს აღენიშნება ნაკაწრები. №--- და №2-- სამედიცინო ბარათების მიხედვით, ელ---------------–---ას აღენიშნება თავზე მარჯვნივ 2 სმ. კოპი პალპაციით მტკივნეული, ხოლო ემ--–------------–---ას აღენიშნება სახეზე სისხლის ნაკვალევი. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- და №0-------- დასკვნების მიხედვით, საბუთებით, ელ---------------–---ას და ემ--–------------–---ას ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებათ. დასახელებული სამედიცინო დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად, ნათელია, რომ ელ---------------–---ასა და ემ--–------------–---ას სხეულებზე ვიზუალური დათვალიერების ოქმებში აღწერილი დაზიანებების მიღების დრო და მიმყენებელი პირის ვინაობა არ შეიძლება იყოს დადგენილი. დაზიანებების არსებობის ფაქტი ასევე არაა დადასტურებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით. თუმცა, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ობიექტურად შეუძლებელია, ექსპერტის დასკვნითაც განისაზღვროს დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობა, შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნით იმის მტკიცება, რომ მსხვერპლს დაზიანება მიაყენა კონკრეტულმა პირმა, შეუძლებელია და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რაც ასევე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

 

დასკვნის სახით, პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ იო------------–---მა განახორციელა ოჯახში ძალადობა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრების მიმართ. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში საკმარისია იო------------–---ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რადგან არასაკმარისი და ირიბი ხასიათი საფუძველს აცლის პირის ბრალეულობის დასადასტურებლად მათ გამოყენებას.

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა იო------------–---ის დამნაშავეობაში. სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება იო------------–---ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი იო------------–---ის ბრალეულობის დასადგენად, ისინი არ ქმნიან დანაშაულის ერთიან სურათს და, შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მა-------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

იო------------–---ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

 

იო------------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, იო------------–---ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე