განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002616877
საქმე №1ბ/744-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - ნა-----------–---–ის
ადვოკატ - ლაშ------–------ის
მსჯავრდებულ - და--------------–ის
მონაწილეობით,თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
და--------------–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 09 იანვარს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ. თბილისი, პ----------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულების: ედ-----------------–ის და ქე----------------–ის ეპიზოდები).
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 01 აპრილის განაჩენით:
და--------------–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
და--------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულების: ედ-----------------–ის და ქე----------------–ის ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ედ-----------------–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვისა და 5 (ხუთი) დღის ვადით;
-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ქე----------------–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვისა და 5 (ხუთი) დღის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ქე----------------–ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ედ-----------------–ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, და--------------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვისა და 5 (ხუთი) დღის ვადით.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, და--------------–ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (დაზარალებულ ედ-----------------–ის ეპიზოდი);
მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (დაზარალებულ ქე----------------–ის ეპიზოდი);
მანვე, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.
და--------------–ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 26 ივლისს, დაახლოებით 21:55 საათზე, ქ. თბილისში, ვ---------–------------–--------------------------------ში და--------------–მა, ურთიერთშელაპარაკების დროს, მამას - ედ-----------------–ს გულმკერდის არეში მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა, რა დროსაც ედ-----------------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შემდეგ, დ----- გომარელმა ედ-----------------–ს უთხრა, რომ მოკლავდა, რადგან მის სახელზე არ არეგისტრირებდა ქ. თბილისი, პ---------------------------------ში მდებარე ბინა N----, რა დროსაც ედ-----------------–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ზემოაღნიშნულის გამო, და--------------–ის და - ქე----------------–ი, ედ-----------------–სა და და--------------–ს შორის ჩადგა, რა დროსაც და--------------–მა ქე----------------–ს სახის არეში ერთხელ დაარტყა მუშტი, რის შემდეგაც მარჯვენა ხელზე იდაყვის არეში მოუჭირა ხელი და დაემუქრა, რომ მოკლავდა და დაუწვავდა საცხოვრებელ ბინას ქ. თბილისში, ვ---------–------------–---------------------------------. აღნიშნულის შედეგად ქე----------------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული ქმედებებისათვის და--------------–ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ედ-----------------–ის ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ქე----------------–ის ეპიზოდი).
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ 2018 წლის 26 ივლისს, დაახლოებით 21:55 საათზე, ქ. თბილისში, ვ---------–------------–--------------------------------ში და--------------–ი, ურთიერთშელაპარაკების დროს, მამას - ედ-----------------–ს და დას - ქე----------------–ს დაემუქრა მოკვლით, რა დროსაც ედ-----------------–სა და ქე----------------–ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ მიუთითა, რომ და--------------–ის მხრიდან ოჯახის ორი წევრის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტებმა დადასტურება ვერ ჰპოვა გამოკვლეული მტკიცებულებებით, რაც ამ ეპიზოდებში მისი გამართლების საფუძველი გახდა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნა-----------–---–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და--------------–ის გამართლების ნაწილში, მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლებით:
აპელანტის განმარტებით, მართალია, და--------------–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს დაზარალებულებმა ქე----------------–მა და ედ-----------------–მა გამოიყენეს კანონით მათთვის მინიჭებული უფლება და სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს, მაგრამ, აღნიშნულის მიუხედავად და--------------–ის მიერ დანაშაულის ჩადენა საქმეზე არსებული სხვა პირდაპირი მტკიცებულებებით დასტურდება, კერძოდ, მოწმეების ლი-----------ის, ქე--------------–---–ის, ლე-–----------ის, დაცვის მხარის მოწმის - დი------------–--ის და თავად და--------------–ის ჩვენებებით, ასევე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ქე----------------–ის სხეულზე ფოტოსურათების გადაღების ოქმით და თანდართული ფოტოსურათებით. ბრალდების მხარემ ასევე მიუთითა, რომ ოჯახური ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ დანაშაულთა უმრავლესობა ლატენტური ხასიათისაა და ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მსხვერპლისა და მოძალადის ხილვადობისა და სმენის არეალში ხორციელდება, რაც, სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უჩენს, რომ მსხვერპლის უფლებები ეფექტურად იქნეს დაცული.
აპელანტმა ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლო აბსოლუტურად არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების დასაშვებობის და მისი, როგორც გამამტყუნებელ მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას. ბრალდების მხარე სწორედ ასეთ საგამონაკლისო შემთხვევად მიიჩნევს მოცემულ საქმეს და განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ირიბი ჩვენებების სისხლის სამართლის საქმეზე გამოყენების კუთხით აწესებს მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რა დროსაც აუცილებელია ირიბი ჩვენების გამოყენება მოხდეს სასამართლოს მიერ ყოველი კონკრეტული გარემოების შეფასებით, რომელიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ. ამასთან, ირიბი ჩვენების საგამონაკლისო დაშვებას გამართლებულად მიიჩნევს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელი იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო მსჯავრდებულმა და--------------–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლაშ------–------მა მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელმა საჩივარი წარადგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და--------------–ის დამნაშავედ ცნობის კუთხით, რასაც სააპელაციო პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ და--------------–ის ბრალეულობა ედ-----------------–ისა და ქე----------------–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდებში დასტურდება მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების ლი-----------ის, ქე--------------–---–ის, ლე-–----------ის, დაცვის მხარის მოწმის - დი------------–--ის და თავად და--------------–ის ჩვენებებით, ასევე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ქე----------------–ის სხეულზე ფოტოსურათების გადაღების ოქმით და თანდართული ფოტოსურათებით. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა განმარტავს:
მოწმე ლი-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის და--------------–ის დედა. 2018 წლის 26 ივლისს, იმყოფებოდა მისი ქალიშვილის დაზარალებულ ქე----------------–ის და მეუღლის - ედ-----------------–ის საცხოვრებელ ბინაში, სადაც დაახლოებით 22:00 საათზე მივიდა მისი ვაჟი - და--------------–ი, დი------------–--ესთან და ამ უკანასკნელის შვილთან ერთად. ოჯახის წევრებს შორის წარმოიშვა კონფლიქტი სამემკვიდრეო ბინასთან დაკავშირებით, რადგან მეუღლემ, ედ-----------------–მა დ-----ს უთხრა, რომ მხოლოდ მაშინ გაუფორმებდა ბინას, როცა იგი მუშაობას დაიწყებდა და დამოუკიდებლად ცხოვრებას შეძლებდა. ედუარდმა დ-----ს სთხოვა სახლიდან წასულიყო და მხრით გასასვლელისკენ გაწია იგი, რასაც მამა-შვილს შორის ძიძგილაობა მოჰყვა, რის შედეგადაც მისმა მეუღლემ თავი ვერ შეიკავა და წაიქცა. ქ-------- მოჩხუბრებს შორის იდგა, რის გამოც, ხელების ქაოტური ქნევის შედეგად, იგი შემთხვევით დაზიანდა კიდეც - სახეზე ჰქონდა ნაჭდევი, რომელიც ქ--------ს თქმით, სავარაუდოდ, ძიძგილაობის პროცესში მიიღო. დ-----ი ინციდენტისას გაბრაზებული იყო და ცხელ გულზე იგინებოდა და იმუქრებოდა, თუმცა, ეს მხოლოდ მისი სიბრაზის გამოხატულება იყო, არანაირ სერიოზულ დამუქრებას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული მოწმე ცალსახად მიუთითებს მამა-შვილს შორის წარმოშობილ ძიძგილაობაზე მხოლოდ და--------------–ის სახლიდან გაყვანის მიზნით, ხოლო ქე----------------–ის დაზიანებები კი არა განზრახ, არამედ ხელების ქაოტური მოქნევისას არის მიყენებული. ქე----------------–ის სხეულზე არსებული დაზიანებებისათვის ფოტოსურათის გადაღების ოქმით დასტურდება მხოლოდ აღნიშნული დაზიანებების დასურათების ფაქტი, რომელთა არსებობა მის სხეულზე სადავო გარემოებას არ წარმოადგენს.
ქე----------------–ის სხეულზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო N1--- ბარათის მიხედვით, მოქ. ქე----------------–თან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ადგილზე გამოცხადდა 27.07.18 წ. 01:58 სთ-ზე, რა დროსაც ქე----------------–ს ლოყისა და საფეთქელ-ქვედა ყბის არეში დაუდგინდა ღიაჭრილობა. სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას ქე----------------–ს მარცხენა ლოყის და მარჯვენა იდაყვის სახსრის მიდამოში აღენიშნებოდა ნაჭდევები, ორივე მხრის მიდამოში - სისხლნაჟღენთები. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 26.07.2018 წ. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქე--------------–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ ქე----------------–ის სხეულზე მის მიერ ნანახი დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება შემთხვევის თარიღს, თუმცა, ვერც იმას გამორიცხავს, რომ ისინი დაზარალებულს მიეღო 1-3 დღით ადრეც.
ამ მიმართებით, ასევე ნიშანდობლივია სასამართლო სამედიცინო ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის №0------- დასკვნა, რომლის მიხედვით, ლ. სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტის N0-------- დასკვნის გამოკვლევითი ნაწილით, 27.07.18 წ. ექსპერტიზის ცენტრში ჩატარებული პირადი გასინჯვისას, მოქ. ქე----------------–ს აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით, კერძოდ, ერთი ნაჭდევი - მარცხენა ლოყაზე, ხოლო ორი ნაჭდევი - მარჯვენა იდაყვის სახსრის გარეთა ზედაპირზე. ნაჭდევი, როგორც ასეთი, წარმოადგენს მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგს, რა დროსაც ზიანდება კანის მთლიანობა. ამ სახის დაზიანების განვითარებისთვის მნიშვნელობა ენიჭება დაზიანების ლოკაციის ანატომიურ ფიზიოლოგიურ თავისებურებებს (ქსოვილის სტრუქტურა, დრეკადობა, ელასტიურობა და ა. შ.) და დამაზიანებელი მკვრივი ბლაგვი საგნის ინდივიდუალურ მახასიათებლებს (ზედაპირი, სიმკვრივის ხარისხი და ა. შ.). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლოყის არეში შეუიარაღებელი მუშტის ზემოქმედებით (ჩარტყმით) და იდაყვის სახსრის პროექციაზე ხელის თითების მოჭერით მოქ. ქე----------------–ს ნაჭდევები ვერ განუვითარდებოდა. დაზიანების ხანდაზმულობის ზუსტი განსაზღვრა (დღე, საათი), სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაში სათანადო მეთოდიკის არარსებობის გამო, შეუძლებელია. დაზიანების - ნაჭდევის მიახლოებითი ხანდაზმულობა ისაზღვრება დინამიკაში მისი მორფოლოგიური სურათის (ფერი, ფუფხის მდგომარეობა) ცვლილებების მიხედვით. ექსპერტის N0-------- დასკვნის მიხედვით, მოქ. ქე----------------–ის გადმოცემით, ფიზიკური დაზიანება მიაყენეს 26.07.18 წ. დაახლოებით 22:00 სთ-ზე, ხოლო სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში იგი შემოწმებულ იქნა 27.07.18წ 16:20 სთ-ზე. ე. ი. შემთხვევიდან 30 საათის შემდეგ. ექსპერტიზის შედეგებით მარცხენა ლოყის და მარჯვენა იდაყვის სახსრის ნაჭდევები დაფარულია მოყავისფრო ფერის ფუფხით, რომელიც წამოწეულია კანის ზედაპირიდან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოქ. ქე----------------–ის ნაჭდევების მორფოლოგიური სურათის აღწერილობის გათვალისწინებით, დაზიანებები შესაძლებელია განვითარებულიყო შემთხვევიდან ერთი ან ორი დღით ადრეც. ნაჭდევები განლაგებულია საკუთარი ხელისათვის მისაწვდომ ლოკაციებში.
აღნიშნული დასკვნები ადასტურებენ ქე----------------–ის სხეულზე დაზიანებების არსებობის ფაქტს, თუმცა ობიექტურად შეუძლებელია, ექსპერტის დასკვნით განისაზღვროს დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობა, შესაბამისად, ექსპერტის დასკვნით იმის მტკიცება, რომ მსხვერპლს დაზიანება მიაყენა კონკრეტულმა პირმა, შეუძლებელია და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ვარაუდი საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ დ----- გმარელმა განახორციელა ძალადობა ქე----------------–ის მიმართ. ხოლო, მსჯავრდებულის მამის - ედ-----------------–ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი კი საქმეზე გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულებით არ არის დადგენილი. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, არ წარმოუდგენია პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა და--------------–ის მიერ მამისა და დის - ედ-----------------–ისა და ქე----------------–ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს.
შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ და--------------–ის დანაშაულებრივ ქმედებას ამ ეპიზოდში მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
პალატა ყურადღებას მიაქცევს აპელანტის მითითებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე და განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. აპელანტი მიუთითებს ამავე გადაწყვეტილების შინაარსში განვითარებულ მსჯელობაზე, რომლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი როგორც მოწმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს.
პალატა განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულ საგამონაკლისო შემთხვევას და--------------–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში ადგილი არ აქვს, ვინაიდან დაზარალებულებმა ქე----------------–მა და ედ-----------------–მა გამოიყენეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება და არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ნათესავს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს მათ მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებს.
პალატა განმარტავს, რომ საქმის მასალებიდან არ იკვეთება, ეს უფლება დაზარალებულების მიერ გამოყენებულ იქნა რაიმე მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის გამო, არ დასტურდება და--------------–ის მხრიდან მათი დაშინების ან სხვაგვარი გავლენის ნიშნები, რაც დაზარალებულებს აიძულებდა დასახელებული პროცესუალური უფლებით სარგებლობას. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში ასახული საგამონაკლისო შემთხვევა, ირიბ მტკიცებულებაზე დაყრდნობით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, სახეზე არ გვაქვს.
სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ და--------------–მა განახორციელა ოჯახში ძალადობა ორი პირის მიმართ. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ საქმეზე შეკრებილი ირიბი მტკიცებულებები საკმარისია და--------------–ის მიმართ ამ ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა და--------------–ის დამნაშავეობაში. სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია იმის შესახებ, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება და--------------–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი და--------------–ის ბრალეულობის დასადგენად გამართლებულ ეპიზოდში და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
რაც შეეხება სასჯელს სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ და--------------–ისათვის დამნაშავედ ცნობილ ეპიზოდებში დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 01 აპრილის განაჩენი და--------------–ის მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 01 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
და--------------–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
და--------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულების: ედ-----------------–ის და ქე----------------–ის ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ედ-----------------–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვისა და 5 (ხუთი) დღის ვადით;
-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ქე----------------–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვისა და 5 (ხუთი) დღის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ქე----------------–ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ედ-----------------–ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, და--------------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვისა და 5 (ხუთი) დღის ვადით.
მსჯავრდებულ და--------------–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 27 ივლისიდან, რაც მას მოხდილი ჰქონდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის მომენტისთვის და იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე