განაჩენი

სისხლის სამართლის 10.10.2019
საქმის ნომერი
330100118002648752
ინსტანცია
თარიღი
10.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002648752

საქმე №1ბ/885-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

ბესიკ ბუგიანიშვილი

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ა-–--–-------ას,ადვოკატ - ნ---------------ას,მსჯავრდებულ - დ--------------–ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ დ--------------–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ---------------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

დ------------------------------–-ს მიმართ - დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------------–--------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის განაჩენით:

 

დ--------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 აგვისტოს განაჩენით, დ--------------–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 08 (რვა) წლის ვადით, შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 აგვისტოს განაჩენით, დ--------------–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 01 (ერთი) წლითა და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ--------------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ დ--------------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 07 აგვისტოდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენით დაადგინა, რომ:

 

დ--------------–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 აგვისტოს განაჩენით, დ--------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა - 100 (ასი) საათის ვადით.

 

2018 წლის 04 აგვისტოს, ღამის საათებში, თბილისში, ვაგზლის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ქვეშ არსებულ ლიანდაგებზე, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი დ--------------–ი და არასრულწლოვანი რ-------------–--ლი, დანების გამოყენებით, თავს დაესხნენ ე-–-------------–ის და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცეს 50 ლარად ღირებული საფულე, მასში მოთავსებული ფულადი თანხით 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, 450 (ოთხასორმოცდაათ) ლარად ღირებული „აიფონ 5S“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, 200 (ორას) ლარად ღირებული „TISSOT“-ის ფირმის მაჯის საათი, 15 (თხუთმეტ) ლარად ღირებული ყურსასმენი და 10 (ათი) ლარად ღირებული ე.წ. „კ---“. დ--------------–ის და რ-------------–--ლის დანაშაულებრივი ქმედებით, ე-–-------------–ის მიადგა საერთო ჯამში, 875 ლარის ქონებრივი და ასევე მორალური სახის ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ--------------–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ---------------ამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა კვალიფიკაციის ნაწილში და დ--------------–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ცალმხრივად გაიზიარა მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ყურადღება არ გაამახვილა დაცვის მხარის მიერ არგუმენტირებულად და სამართლებრივად დასაბუთებულ საკითხებზე. დაცვის მხარე არ უარყოფს, რომ დ--------------–ი, რ-------------–--ლი და დაზარალებული ე-–-------------–ი მართლაც შეხვდნენ ერთმანეთს შემთხვევის დღეს; ასევე, ბრალდებულებს, დაკავებისა და პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდათ დაზარალებულის პირადი ნივთები. თუმცა, დამცველის განმარტებით, მთავარი აპელირება არის სწორედ იმაზე, რომ მსჯავრდებულ დ--------------–ის მიერ არ განახორციელებულა ყაჩაღობა და ადგილი ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ ძარცვას. მთავარი კითხვის ნიშანი, რომელიც პირდაპირ განსაზღვრას პირის კვალიფიკაციის საკითხს, არის დაზარალებულის მიერ მიცემული სუსტი და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება. ის გარემოება, რომ დაზარალებულმა ჯერ კიდევ გამოძიების ეტაპზე და შემდგომში სასამართლოს სხდომაზეც მისცა სრულიად განსხვავებული ჩვენებები, არ იძლევა საშუალებას, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მივიჩნიოთ სანდოდ. ის ემსახურება მხოლოდ ბრალდებულების სამართლებრივი მდგომარეობის დამძიმებას და ფაქტების იმ მოცემულობით წარმოჩენას, რომელსაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია. ადვოკატი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიცემული ურთიერთსაწინააღმდეგო და ცრუ გარემოებებზე აგებული ჩვენება, მაშინ როდესაც თავადაც დარწმუნდა, რომ პროკურორმა სხდომაზე პირდაპირ მიანიშნა ე-–-------------–ის, თუ რა უნდა ეთქვა.

 

გარდა აღნიშნულისა, დაცვის მხარე აპელირებს, რომ საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით წარიმართა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ბრალდებულ დ--------------–ის ამოცნობა; ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტი დაზარალებულთან ორჯერ ჩატარდა სწორედ იმის გამო, რომ მან მეორედ დაკითხვისას მიუთითა პირველი ჩვენებისაგან სრულიად განსხვავებულ გარემოებებზე. ასევე, მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ შესაბამისი ზომები არ იქნა მიღებული დანების აღმოსაჩენად, თუკი ასეთი მართლაც არსებობდა; მითუმეტეს იმ პირობებში, როცა თითქოს საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს დ--------------–მა მიუთითა ადგილი, სადაც გადააგდო დანა და დაზარალებულის საფულე. რაც შეეხება დაზარალებულის კუთვნილი ყურსასმენების რ-------------–--ლთან აღმოჩენას, დაცვის მხარე განმარტავს, რომ აღნიშნული ყურსასმენი სახლში ჰქონდა დ--------------–ს, რომელთან ერთადაც ცხოვრობს რ-------------–--ლი და შესაბამისად, მასთან დაზარალებულის ნივთის აღმოჩენის ფაქტი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერაფერს ადასტურებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, დაცვის მხარე უთითებს, რომ მსჯავრდებული დ--------------–ი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს - ძარცვას, მას არ ჩაუდენია ყაჩაღობა და მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების გადაკვალიფიცირება უნდა მოხდეს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა დ--------------–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება. ამასთან, დამცველმა ყურადღებაა გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ რ-------------–--ლის მიმართ დადგენილი იქნა გამამართლებელი განაჩენები.

 

პროკურორმა ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივარს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ე-–-------------–იმ განაცხადა, რომ 2018 წლის 03 აგვისტოს, საღამოს საათებში, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე, ველოსიპედის სკულპტურასთან და სურდა ნახალოვკაში წასვლა. იქვე იდგა ორი მამაკაცი, რომლებთანაც მივიდა და კითხა - როგორ წასულიყო ნახალოვკაში. აღნიშნულმა პირებმა უთხრეს, რომ ისინიც იქით მიდიოდნენ და შესთავაზეს მათთან ერთად წასვლა, რაზეც დათანხმდა. ერთ-ერთ მამაკაცს (მიუთითა სხდომაზე წარმოდგენილ ბრალდებულ დ--------------–ზე), ეცვა ნაცრისფერი მაისური წარწერებით, იმავე ფერის შარვალი და შავი ფეხსაცმელი. ხოლო მასთან ერთად მყოფი მეორე მამაკაცი - რ-------------–--ლი იყო ასაკით და სიმაღლით შედარებით პატარა, ქონდა თეთრი სახე, გრძელი თმა, ეფარა ქუდი და ეცვა ე.წ. „ბრიჯი“. გზად დ--------------–ი და რ-------------–--ლი ეკითხებოდნენ, თუ სად ცხოვრობდა, სად მუშაობდა, სად სწავლობდა და თბილისში რას აკეთებდა. ეს პირები საუბრობდნენ და იცინოდნენ ხმამაღლა, რის გამოც მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა, გადაამოწმეს მათი ვინაობა, შეამოწმეს დოკუმენტები, კითხეს - სად ცხოვრობდნენ და სად მიდიოდნენ, მოუწოდეს დაწყნარებისკენ და გაუშვეს. მათ ჩხრეკა ან სხვა საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებიათ. ამის შემდეგ მივიდნენ ვაგზლის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ქვეშ არსებულ ლიანდაგებთან, სადაც დ--------------–მა მარცხენა ხელით დაიჭირა, მარჯვენა ხელით ყელის არეში მიადო პატარა დანა და ძალის გამოყენებით და მუქარით გასტაცა მობილური ტელეფონი, ყურსასმენი და „კ---“. ამ დროს, რ-------------–--ლმა ჯიბიდან ამოიღო წითელი ე.წ. „ფიქსატორის დანა“, მიადო მუცლის მარცხენა გვერდის არეში და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოუღო საფულე, ხელიდან კი მოხსნა საათი. დ--------------–ი აფრთხილებდა - ხმა არ ამოეღო, თორემ მოკლავდა. ასევე უთხრეს, რომ მისი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების შესახებ უკვე ყველაფერი იცოდნენ და იმ შემთხვევაში, თუ პოლიციას მიმართავდა, დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით. დ--------------–მა და რ-------------–--ლმა დანების გამოყენებით და მუქარით, მთლიანობაში წაართვეს 450 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი, 200 ლარად ღირებული „ტისოტის“ ფირმის საათი, 50 ლარად ღირებული საფულე, მასში მოთავსებული 150 ლარით, 15 ლარად ღირებული ყურსასმენი და 10 ლარად ღირებული ე.წ. „კ---“. საბოლოოდ, რ-------------–--ლის და დ--------------–ის დანაშაულებრივი ქმედებით მიადგა 875 ლარის მატერიალური ზიანი. ე-–-------------–ის განმარტებით, ბრალდებულები იყვნენ აგრესიულები, გაღიზიანებულები, ჰქონდათ ორი დანა და შიშის გამო მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ დანაშაულის ჩადენის ადგილი იყო კარგად განათებული; ამასთან, დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა თავდამსხმელ პირებთან კომუნიკაცია და მათი სახეები კარგად დაამახსოვრდა. მის მიერ ამოცნობილი იქნა ორივე პირი, კერძოდ დ--------------–ი - პირადად, ხოლო რ-------------–--ლი - ფოტოსურათით; ასევე, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, ამოიცნო მისი პირადი ნივთები და დ--------------–ის მაისური, რომელიც ეცვა დანაშაულის ჩადენის დროს. გამოძიების ეტაპზე სხვადსხვა დროს გამოკითხვის ოქმებში განსხვავებული ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ თავდაპირველად არ იყო გარკვეული რა მოხდა, ხოლო მოგვიანებით მისცა დამაჯერებელი ჩვენება. დაცვის მხარის კითხვაზე - თუ რა მოიმოქმედეს პოლიციელებმა მარჯანიშვილის მიმდებარედ მათი გააჩერების შემდეგ, განაცხადა, რომ სახელები და გვარები გამოკითხეს და ფოტოები გადაუღეს, ხოლო პირადობის მოწმობები არ გამოურთმევიათ. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ როგორც ახსოვს, პოლიციის თანამშრომლებმა ორჯერ გააჩერეს ისინი მარჯანიშვილის ქუჩაზე, თუმცა მოგვიანებით ისევ განმარტა, რომ ერთხელ იყვნენ გაჩერებულები. 2018 წლის 3 აგვისტოს მისი მეგობარი გოგონა - მონიკა არ უანხავს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------------------–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 07 აგვისტოს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის მოქალაქე ე-–-------------–ის მიმართ განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობდნენ დ--------------–ი და რ-------------–--ლი. ინფორმაციის მიღების მომენტში ისინი უნდა ყოფილიყვნენ მ-------–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე და თან უნდა ჰქონოდათ ნაყაჩაღარი ნივთები. მიღებული ინფორმაციის შესახებ პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ--------------–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 04 აგვისტოს, მეწყვილე რ----–-------–-------ნ ერთად, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით 03:00 საათზე იმყოფებოდნენ ა----–-----–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათი ყურადღება მიიქცია ქუჩაში ხმაურით მოსიარულე სამმა ახალგაზრდა მამაკაცმა. მეწყვილესთან ერთად აღნიშნულ პირებს წარუდგინეს თავი, მოუწოდეს, რომ დაწყნარებულიყვნენ და მოახდინეს მათი გადამოწმება. როგორც აღმოჩნდა, მათ მიერ შეჩერებული პირები იყვნენ დ--------------–ი, რ-------------–--ლი და ეროვნებით აზერბაიჯანელი - ე-–-------------–ი. ვინაიდან მათ ქმედებაში არ იკვეთებოდა დანაშაულის ან რაიმე სახის გადაცდომის ნიშნები, ამასთან, დაემორჩილნენ სამართალდამცავების მითითებას, ისინი დაემშვიდობნენ ერთმანეთს. დაახლოებით ორ დღეში, სამსახურში მიღებული იქნა ინფორმაცია, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მომხდარი იყო ყაჩაღობა, სადაც მითითებული იყო იმ პირთა მსგავსი აღნაგობა და ჩაცმულობა, რომლებიც პირადად ყავდა გადამოწმებული. მათი იდენტიფიკაციის მიზნით, ბრალდებულ პირთა ბაზაში არსებული მონაცემები გადასცა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს გამომძიებელს. მოგვიანებით მისი მონაწილეობით ჩატარდა ამოცნობა, რა დროსაც ამოიცნო დ--------------–ი, როგორც მის მიერ გადამოწმებული პირი.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე რ----–-------–---მ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე რ-------------–--ლმა განაცხადა, რომ 2018 წლის 03 აგვისტოს, ბიძასთან - დ--------------–თან ერთად, ფეხით წავიდა სასეირნოდ ნახალოვკიდან, რუსთაველის გამზირის მიმართულებით. ვარდების მოედანზე მდებარე ველოსიპედის ძეგლთან მათ ნახეს ე-–-------------–ი, რომელმაც ქართულ ენაზე განუცხადათ, რომ სურდა ნახალოვკაში ფეხით წასვლა, თუმცა გზა არ იცოდა. ვინაიდან თავადაც აპირებდნენ უკან დაბრუნებას ნახალოვკის მიმართულებით, ე-–-------------–ის შესთავაზეს, რომ მათთან ერთად წასულიყო. გზაში გაიცნეს ერთმანეთი და ისაუბრეს ზოგად საკითხებზე მათი ვინაობის შესახებ. გზაში გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა, გადაამოწმეს მათი პირადი მონაცემები, გაჩხრიკეს, მოუწოდეს ჭკვიანად ყოფილიყვნენ და გაუშვეს. პოლიციის თანამშრომლების მიერ მათი გაჩერება ორჯერ მოხდა და მეორედაც გადაამოწმეს და გაუშვეს. ლიანდაგებთან მისვლისას, ე-–-------------–იმ კითხათ თუ საით უნდა წასულიყო. ამ დროს თავად (რ-------------–--ლი) ძველი ვაგონის მიღმა გავიდა ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, ხოლო დ--------------–მა ელმანს მიუთითა მიმართულება და გააცილა. როცა უკან დაბრუნდა, დ--------------–თან ერთად წავიდა სახლში. მომდევნო დღეს, როდესაც დ--------------–ის ბინიდან ბრუნდებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, დაუკავშირდა დათოს დედა და უთხრა, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მათთან მისულები. მაშინვე დაბრუნდა უკან, დ--------------–ის ბინაში, სადაც სამართალდამცავებმა დააკავეს. ბიძამისს მისთვის არაფერი უთქვამს ჩადენილი დანაშაულის შესახებ და არც დაზარალებულის ნივთები უნახავს მასთან. მომხდარი ფაქტის შესახებ მისთვის მხოლოდ პოლიციის განყოფილებაში გახდა ცნობილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამომძიებლებმა გ----------------მ, გ--------------–-–---–-----------------–---–-----------------------–---–-------------------–---–---------------------------------------------–---------------------------------------------------–---–--------–-------------–---–-ა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა ე-–-------------–იმ მიუთითა, რომ 2018 წლის 04 აგვისტოს, ღამის საათებში, მისთვის უცნობმა ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა შეაჩერა თბილისის სავაგონო ე.წ. „არკის“ მიმდებარედ, მა--------–-------–----------–--------ე მაღალი ძაბვის ძეგლთან, რის შემდეგაც მიუთითა გადასასვლელი ხიდის ქვეშ, პირველი სალიანდაგო რელსის გვერდით და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ ადგილზე, ორმა მამაკაცმა დანის გამოყენების მუქარით, წაართვა პირადი ნივთები და ფულადი თანხა, რის შემდეგაც გაიქცნენ.

 

ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერება ჩატარდა დაზარალებულის მიერ მითითებულ ტერიტორიაზე, გარე პერიმეტრის სათვალთვალო კამერების დაფიქსირების მიზნით. დათვალიერების შედეგად, მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირებულ იქნა არაერთი ვიდეოსამეთვალყურეო კამერა.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ე-–-------------–იმ მიუთითა ვარდების მოედანზე მდებარე ველოსიპედის სკულპტურის მიმდებარე ტერიტორია, სადაც გაიცნო ორი მამაკაცი, რომლებთან ერთადაც პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს აღმაშენებლის გამზირზე და მოახდინეს მათი გადამოწმება, რის შემდეგაც გაემართნენ გადასასვლელი ხიდის ქვეშ არსებულ ლიანდაგებთან, სადაც აღნიშნულმა ორმა პიროვნებამ დანის გამოყენების მუქარით, გასტაცეს პირადი ნივთები და ფულადი თანხა.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ბრალდებულმა დ--------------–მა მიუთითა ვარდების მოედანზე მდებარე ველოსიპედის სკულპტურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც 2018 წლის 04 აგვისტოს, მან და მისმა დისშვილმა რ-------------–--ლმა გაიცნეს ე-–-------------–ი, რომელთან ერთადაც წავიდნენ ნახალოვკის მიმართულებით. დ--------------–მა მიუთითა დ.აღმაშენებლის N153-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გადამოწმების მიზნით, გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა, რის შემდეგაც გზა განაგრძეს და მივიდნენ გადასასვლელი ხიდის ქვეშ არსებულ ლიანდაგებთან, სადაც მხოლოდ მან დანის გამოყენებით, დააყაჩაღა ე-–-------------–ი და გასტაცა მობილური ტელეფონი, მაჯის საათი და საფულე ფულთან ერთად, რის შემდეგაც გაიქცა ნახალოვკის მიმართულებით, სადაც გადააგდო დანა და საფულე.

 

ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, დ--------------–ი ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2018 წლის 07 აგვისტოს, 01:10 საათზე, რომლის პირადი ჩხრეკისას მისი მარცხენა ხელიდან ამოღებულ იქნა „ტისოტის“ ფირმის მაჯის საათი, ხოლო ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან - „IPHONE 5S“-ის ფირმის მობილური ტელეფონი.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, რ-------------–--ლი ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2018 წლის 07 აგვისტოს, 01:12 საათზე, რომლის პირადი ჩხრეკისას, მისი ტანთ ნაცვამი შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა შავი ყურსასმენები, თავისივე რეზინებით. რ.კავთუაშვილის მარცხენა ხელიდან ამოღებულ იქნა ლითონის სამაჯური, ზედ ამოტვიფრული ქართული წარწერით - „უფალო შეგვიწყალენ“, ხოლო მარჯვენა ხელიდან - დაწნული მწვანე სამაჯური და თმის ორი რეზინი.

 

ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, თბილისში, ე---------–----------------ში, დ--------------–ის საცხოვრებელ სახლში, საძინებელ ოთახში მდებარე საწოლზე ნანახი და ამოღებულ იქნა ნაცრისფერი მოკლემკლავიანი მაისური, რომელიც დ--------------–ის დედის განმარტებით, ეკუთვნის მის შვილს.

 

პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა ე-–-------------–იმ, ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მარჯვნიდან და მარცხნიდან მეორე, შუაში მდგომი პიროვნება დ--------------–ი, რომელიც გაიცნო 2018 წლის 04 აგვისტოს, ღამის საათებში, ვარდების მოედანზე მეორე მამაკაცთან ერთად, რის შემდეგაც ერთად წავიდნენ ნახალოვკის მიმართულებით და გზად, ვაგზლის მოედნის მიმდებარედ, გადასასვლელი ხიდის ქვეშ, ორივე მათგანმა დანის გამოყენების მუქარით, ყაჩაღურად გასტაცა მაჯის საათი, მობილური ტელეფონი და საფულე, მასში მოთავსებულ ბარათებთან და ფულად თანხასთან ერთად. დაზარალებულის განმარტებით, დ--------------–ი ამოიცნო აღნაგობით, სახის იერით, სწორი ცხვირით, საშუალო ზომის ტუჩებით და საერთო იერით.

 

პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, დ--------------–---–მა ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მარჯვნიდან პირველ რიგში მდგომი დ--------------–ი, რომელიც 2018 წლის 04 აგვისტოს, შეჩერებული და გადამოწმებული იქნა მის მიერ.

 

პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, რ----–-------–---მ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მარჯვნიდან პირველ რიგში მდგომი დ--------------–ი, რომელიც 2018 წლის 04 აგვისტოს, შეჩერებული და გადამოწმებული იქნა მის მიერ.

 

საგნების ამოცნობის ოქმების თანახმად, დაზარალებულმა ე-–-------------–იმ ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო „IPHONE 5S“-ის ფირმის მობილური ტელეფონი და მაჯის საათი, რომლებიც 2018 წლის 04 აგვისტოს, ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა წაართვა დანის მუქარით. დაზარალებულმა ასევე ამოიცნო მოკლემკლავიანი მაისური, რაც შემთხვევის დღეს ეცვა ერთ-ერთ თავდამსხმელს.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ე-–-------------–იმ ამოსაცნობად წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ა----–-------ე ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება - რ-------------–--ლი. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნულმა პიროვნებამ, 2018 წლის 04 აგვისტოს, სხვა თანამზრახველთან ერთად, დანის მუქარით, გასტაცა პირადი ნივთები.

 

2018 წლის 07 სექტემბრის სასაქონლო ექსპერტიზის N-----ს დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი მობილური ტელეფონის „IPhone 5S Model: A1533“-ის საბაზრო ღირებულება, მუშა მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს 220 ლარს. ექსპერტიზაზე წარდგენილი მაჯის საათის „TISSOT 1853 Le Lode quartz“-ის საბაზრო ღირებულება შეადგენს 50 ლარს. ექსპერტიზაზე წარდგენილი ყურსასმენის საბაზრო ღირებულება, ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს 02 ლარს. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ნ-------------მ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 აგვისტოს განაჩენით, დ--------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა - 100 (ასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს თბილისის პრობაციის ბიუროს ოფიცრის - ბ-----------ს წერილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის - 100 (ასი) საათის ვადით მოხდა, დ--------------–მა დაასრულა 2017 წლის 27 სექტემბერს, ხოლო პირობით მსჯავრდებული თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე იმყოფება 2017 წლის 01 სექტემბრიდან.

 

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებები გახლავთ ის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა შეფასების საფუძველზე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დ--------------–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით. საქართველოს სსსკ-ის მე-82 მუხლის შესაბამისად, სასამართლო აფასებს რა წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ დ--------------–ის მიერ ჩადენილი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული იმ პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების - ყაჩაღობის ჩადენას.

 

პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - ყაჩაღობის დროს ერთდროულად სახეზეა ორი სიკეთის - ადამიანის საკუთრების უფლების და ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის ხელყოფის საშიშროება; ხოლო ობიექტური მხრივ, ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა. თავდასხმაში თავის მხრივ იგულისხმება დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან. თუმცა, თავდასხმის ფაქტი, რომელსაც თან ერთვის ფიზიკური ძალადობა, მოულოდნელობის მიუხედავადაც, როგორც წესი, კარგად აქვს გაცნობიერებული დაზარალებულს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით, დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, მის მიერ დ--------------–ის და რ-------------–--ლის ამოცნობის ოქმებით, მათი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის და დაზარალებულის მიერ მისი კუთვნილი ნივთების ამოცნობის ოქმებით უტყუარად დგინდება, რომ ე-–-------------–ისაგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებული იქნა საფულე, მასში მოთავსებული ფულადი თანხით 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, „აიფონ 5S“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, „TISSOT“-ის ფირმის მაჯის საათი, ყურსასმენი და ე.წ. „კ---“. ასევე, ზემოაღნიშნული ნივთებიდან საათი და მობილური ტელეფონი ამოღებული იქნა დ--------------–ისგან, რ-------------–--ლის კი პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა ყურსასმენები.

 

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ, მისი პოზიციით, წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი დ--------------–ის დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილ ბრალდებაში, ვინდაიდან მას დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისას თან არ ჰქონია ცივი იარაღი, განახორციელა ძარცვა და ამასთან, იმ მომენტში იმყოფებოდა მარტო, ხოლო რ-------------–--ლი მის მიერ ჩადენილი ქმედების შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა.

 

პალატა უპირველესად ყურადღებას ამახვილებს თავად დაზარალებულ ე-–-------------–ის ჩვენებაზე და ხაზს უსვამს მის ცვალებად პოზიციას როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე სასამართლოს სხდომაზე პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვების მიმდინარეობისას. საქმის არსებითი განხილვისას დაკითხვის დასაწყისში, დაზარალებულმა განაცხადა, რომ როდესაც დ--------------–თან და რ-------------–--ლთან ერთად რუსთაველის გამზირიდან ნახალოვკის მიმართულებით გადაადგილდებოდა, მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთხელ გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა, ჰკითხეს ვინაობა და ამასთან, შეუმოწმეს დოკუმენტები, მოუწოდეს დაწყნარებისკენ და გაუშვეს. სხვა მოქმედებები მათ არ განუხორციელებიათ; ხოლო მოგვიანებით, დაცვის მხარის შეკითხვაზე განაცხადა, რომ პოლიციელებმა სახელები და გავრები გამოკითხეს და ფოტოები გადაუღეს, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები კი არ გამოურთმევიათ. მან ადვოკატს შეკითხვაზე დაუდასტურა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ორჯერ გააჩერეს ისინი მარჯანიშვილის ქუჩაზე, თუმცა მოგვიანებით, ხელახალი პირდაპირი დაკითხვისას განმარტა, რომ ერთხელ გააჩერეს. ასევე, დამაჯერებლობას მოკლებულია დაზარალებულ ე-–-------------–ის განმარტება, რომ გამოძიების ეტაპზე თავდაპირველად არ იყო გარკვეული რა მოხდა, ხოლო მოგვიანებით მისცა დამაჯერებელი ჩვენება. მას არ მიუთითებია, რომ იმყოფებოდა მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, რის გამოც უჭირდა მოვლენების აღქმა და გადმოცემა. ამდენად, სასამართლოს წინაშე საფუძვლიანად ვერ იქნა დადასტურებული, თუ რა იგულისხმა დაზარალებულმა გაურკვევლობაში და მისი მეორედ გამოკითხვისას რამ განაპირობა განსხვავებული პოზიციის დაფიქსირება არაერთ საკითხთან დაკავშირებით.

 

სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს ე-–-------------–ის ჩვენების არასანდოობაზე იმ საფუძვლითაც, რომ მისი 2018 წლის 04 აგვისტოს განცხადების თანახმად, რომლის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება, ც---------------ის ქუჩიდან ფეხით მიდიოდა გადასასვლელი ხიდის მიმართულებით, აღნიშნულ მისამართზე კი იგი იმყოფებოდა ორი დღის გაცნობილ გოგონასთან - ვინმე მონიკასთან. როდესაც მონიკასგან წამოვიდა და გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მიდიოდა, მას დაუძახა ორმა პიროვნებამ, სთხოვეს სიგარეტი და შემდეგ დააყაჩაღეს. იმავე დღეს - 2018 წლის 04 აგვისტოს დაკითხვისას, დაზარალებულმა კვლავ განაცხადა, რომ ორი დღის უკან ქუჩაში გაიცნო ვინმე მონიკა, რომელმაც დაპატიჟა თავისთან ნახალოვკაში მდებარე სახლში. ნახალოვკიდან წამოსვლის შემდგომ შეხვდა ორი პიროვნება, რომლებმაც მოსთხოვეს სიგარეტი და განახორციელეს მასზე ყაჩაღური თავდასხმა. ამის შემდგომ დაზარალებული დაკითხულია 2018 წლის 6 აგვისტოს, სადაც იგი აცხადებს, რომ მისმა დაქალმა ფეისბუქის მეშვეობით გააცნო ვინმე მონიკა და მისი ნახვა გადაწყვიტა სწორედ 2018 წლის 3 აგვისტოს, რომელიც ცხოვრობდა ნახალოვკაში. ამჯერად იგი რუსთაველიდან მიდიოდა ნახალოვკის მიმართულებით, რა დროსაც გაიცნო დ--------------–ი და რ-------------–--ლი, რომლებმაც დააყაჩაღეს. ასევე დაზარალებული მისი გამოკითხვის ოქმში აცხადებს, რომ მან არ იცოდა, როგორ წასულიყო მონიკას საცხოვრებელ უბანში, რა დროსაც დაინახა ორი პირი და ჰკითხა მათ, თუ როგორ უნდა მოხვედრილიყო ნახალოვაკში, მაშინ როდესაც მის წინა ჩვენებებში აცხადებდა, რომ ბრალდებულებმა, პირიქით, მას დაუძახეს და სთხოვეს სიგარეტი. ანალოგიურად, 2018 წლის 4 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად დაზარალებული აცხადებს, რომ იმყოფებოდა მეგობართან, ვინმე მონიკასთან ქ.თბილისში, იმერეთის ქუჩაზე. ამის შემდგომ კი ც---------------ის მიმართულებით წავიდა, რა დროსაც გააჩერეს მისთვის უცნობმა მამაკაცებმა და გადასასვლელი ხიდის ქვეშ დააყაჩაღეს; ხოლო 2018 წლის 6 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს იგი აცხადებს, რომ იმყოფებოდა ვარდების მოედანზე ველოსიპედების ძეგლთან, სადაც გაიცნო დ--------------–ი და რ-------------–--ლი. მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი აანალიზებს რა ე-–-------------–ის მიერ გამოძებისათვის მიწოდებულ ინფორმაციას, მიიჩნევს, რომ დამაჯერებლობის კუთხით იგი ვერ უძლებს კრიტიკას და არ უნდა იქნეს გაზიარებული.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, პალატის შეფასებით, სრულიად ლოგიკურია დაცვის მხარის ზემოაღნიშნული არგუმენტაცია, ვინაიდან მოწმის ცვალებადი პოზიცია გამოძიებისა და საქმის არსებითი განხილვის სხვადასხვა ეტაპზე, არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს მისი სანდოობის კუთხით და ქმნის მისი ჩვენების რეალურობაში ეჭვის შეტანის საფუძველს.

 

იმისათვის, რომ წარმოჩინდეს - მართლაც არსებითი და მნიშვნელოვანია თუ არა დაცვის მხარის მიერ მითითებული წინააღმდეგობები, ასევე საფუძვლიანია თუ არა მისი ეჭვები და ვარაუდები ბრალდების მხარის მოწმის არასანდოობის თაობაზე, ობიექტურად უნდა გაანალიზდეს და შეფასდეს სადავო მომენტები. ამასთან, ბუნებრივია, რომ მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება განაჩენი, უნდა იყოს ურთიერთშესაბამისი, ისინი ძირითად და არსებით გარემოებებთან დაკავშირებით, უნდა ემთხვეოდნენ ერთმანეთს. მოცემულ შემთხვევაში კი აღსანიშნავია, რომ ერთმანეთს ეწინააღმდეგება ე-–-------------–ის მიერ გამომძიებლის და სასამართლოს წინაშე მიცემული ჩვენებები; გარდა ამისა, სასამართლოში პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვების დროსაც განსხვავებულად დააფიქსირა მის მიერვე მანამდე აღწერილი გარემოებები.

 

რაც შეეხება უშუალოდ ყაჩაღური თავდასხმის მომენტს, აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში დ--------------–ის მიერ რ-------------–--ლთან ერთად ჯგუფურად, დაზარალებულ ე-–-------------–ის მიმართ თავდასხმისა და ძალადობის გამოყენების მუქარით სხვადასხვა ნივთების წართმევის დასადასტურებლად, პირდაპირი მტკიცებულებების სახით წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, ასევე მის მიერ ამოცნობისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებში მითითებული ინფორმაცია, რომლის ერთადერთი წყაროც კვლავ ეს უკანასკნელია.

 

ყოველივე აღნიშნულის საპირისპიროდ კი მსჯავრდებული დ--------------–ი განამრტავს, რომ მან მარტომ განახორციელა ე-–-------------–ის ძარცვა, რა დროსაც დანა ან სხვა იარაღი თან არ ჰქონია და ასევე, იმ მომენტში მასთან ერთად არ იმყოფებოდა რ-------------–--ლი. ანალოგიურად, საქმის არსებითი განხილვისას მოწმე რ-------------–--ლმა განაცხადა, რომ როდესაც სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დ--------------–ი და ე-–-------------–ი ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს, იგი გავიდა ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფლიებლად, ხოლო უკან დაბრუნებულს დაზარალებული უკვე წასული დახვდა. დ--------------–ს მისთვის არაფერი უთქვამს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შესახებ და არც დაუფლებული ნივთები უჩვენებია. ამდენად, დ--------------–ის მიერ ყაჩაღობის ჩადენასთან დაკავშირებით წარმოიშვა არაერთი საეჭვო და ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოება, ბრალდების მხარემ კი მოპოვებული და სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ უზრუნველყო აღნიშნული ეჭვების გაბათილება. იმის გათვალისწინებით, რომ ე-–-------------–იმ მიუთითა არაერთ ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებაზე, რითაც მთლიანობაში ნაკლები დამაჯერებლობა შესძინა თავის ჩვენებას, მხოლოდ მის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან შექმნილი ეჭვი დ--------------–ის მიმართ ჯგუფურად ყაჩაღობის კვალიფიკაციით, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება და იგი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული პოლიციის თანამშრომლები ინფორმაციას იძლევიან მხოლოდ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე, ისინი არ არიან ფაქტის შემსწრე პირები; მათთვის უცნობია, თუ ვინ და რა ვითარებაში ჩაიდინა დანაშაული. ამდენად, მათი ჩვენებები ვერ ქმნიან ობიექტურ საფუძველს დ--------------–ის დამნაშავედ ცნობისათვის წარგენილ ბრალდებაში. რაც შეეხება საქმეზე წარმოდგენილ დ--------------–ისა და რ-------------–--ლის პირადი ჩხრეკის და დაზარალებულის მიერ ნითების ამოცნობის ოქმებს, დ--------------–ი არ უარყოფს, რომ მან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად გასტაცა ე-–-------------–ის მისი კუთვნილი ნივთები. ხოლო რ-------------–--ლთან ყურსასმენების აღმოჩენასთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას გაამახვილებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არცერთ შემთხვევაში არ დასტურდება ე-–-------------–ის კუთვნილი და რ-------------–--ლისაგან ამოღებული ყურსასმენების იდენტურობა, დაზარალებულთან აღნიშნული ნივთის ამოცნობა არ ჩატარებულა. ამასთან, გასათვალისწინებელია საერთო სასამართლოების მიერ არაერთი გადაწყვეტილებით დადგენილი პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, მხოლოდ დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაუფლებული ნივთის ბრალდებულთან აღმოჩენა, სხვა უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას პირის მსჯავრდებისათვის. მოცემულ შემთხვევაში, როგორც რ-------------–--ლმა განაცხადა, მან შემთხვევის ღამე გაატარა ბიძამისის საცხოვრებელ სახლში და არ არის დამაჯერებლობას მოკლებული, რომ ესარგებლა მასთან არსებული დაზარალებულის ყურსასმენებით.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს დ--------------–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზეც, რომლის შეფასებასთან დაკავშირებითაც ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ N5------- 2016 წლის 28 აპრილის განაჩენში აღნიშნა, რომ „ბრალდებულის მიერ ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის პირველ ნაწილში.“ ხსენებულის და საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლის მოთხოვნის საფუძველზე, პალატა განმარტავს, რომ დაუშვებელია ბრალდებულის მიერ გამოძების ეტაპზე მიცემული ჩვენება რაიმე ფორმით გამოქვეყნდეს სასამართლო სხდომაზე და იგი გამოყენებული იქნას როგორც მტკიცებულება, თუ ეს უკანასკნელი არ იქნება თანახმა. შესაბამისად, მოცემული საქმის ფარგლებში, როდესაც საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა დ--------------–ის მიერ მიცემული ჩვენების შესამოწმებლად, პალატა არ იზიარებს მის შინაარსს და ვერ შეაფასებს მას საქმეზე წარმოდეგნილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.

 

აღსანიშნავია ასევე, რომ დაზარალებულის განმარტება მისი ცივი იარაღის გამოყენებით დაყაჩაღებასთან დაკავშირებით, ვერ იქნა გამყარებული სხვა პირდაპირი მტკიცებულებით, მათ შორის ვერ იქნა ამოღებული ცივი იარაღი - დანა, რაც ასევე ეჭვის საფუძველია დაზარალებულის ჩვენების სარწმუნოობის კუთხით.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ იქნა დადასტურებული მსჯავრდებულის მიერ იმ ქმედების ჩადენა, რისთვისაც იგი დამნაშავედ ცნო პირველი ინსტანციის სასამართლომ; სახეზე არ არის ყველა ის ნიშანი, რაც ახასიათებს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას - ყაჩაღობას და რაც აუცილებელია მითითებული ბრალდებით პირის მსჯავრდებისათვის, ასევე უტყუარობის მაღალ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს ბრალდების მხარის პოზიცია დ--------------–ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჯგუფურად ჩადენასთან დაკავშირებით.

 

სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ქმნიან დასკვნის გამოტანის საფუძველს, მხოლოდ იმ ნაწილში, რომ 2018 წლის 04 აგვისტოს, ღამის საათებში, თბილისში, ვაგზლის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ქვეშ არსებულ ლიანდაგებზე, დ--------------–მა ე-–-------------–ის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცა საფულე, მასში მოთავსებული ფულადი თანხით, „აიფონ 5S“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, „TISSOT”-ის ფირმის მაჯის საათი, ყურსასმენი და ე.წ. „კ---“. პალატა ასევე მიუთითებს, რომ სახეზეა დ--------------–ის მიერ ძარცვის ჩადენა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და არაერთგზის. კერძოდ, როგორც დაზარალებულის ჩვენებით, ასევე სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ე-–-------------–ის კუთვნილი ნივთების ღირებულება, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დ--------------–ი, აღემატება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილით საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების შემთხვევაში განსაზღვრულ მნიშვნელოვანი ზიანის მინიმალურ ოდენობას - 150 ლარს. ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 აგვისტოს განაჩენით, დ--------------–ი ნასამართლევია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში და ე-–-------------–ის მიმართ ძარცვის განხორციელების მომენტისათვის - 2018 წლის 4 აგვისტოს მდგომარეობით, მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია, რაც საქართველოს სსკ-ის 15-ე მუხლის პირველი ნაწილის და ამავე კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად იძლევა მისი დამაშავედ ცნობის საფუძველს ქმედების არაერთგზის ჩადენისათვის.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ დ--------------–მა ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზეც, რომელიც, გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში, განაჩენში ცვლილების შეტანას არ მიიჩნევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი განხილვის უფლება) საწინააღმდეგოდ. კერძოდ, ევროპული სასამართლოს აზრით, იმის შეფასებისას სამართალწარმოება მთლიანობაში იყო თუ არა სამართლიანი, დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლა არ არღვევს დაცვის მხარის უფლებებს, თუკი საქმის ზემდგომი ინსტანციაში განხილვისას მას მიეცემა თავის დაცვის საკმარისი საშუალებები. პირველ რიგში, ამისათვის მას უნდა მიეცეს საქმის გასაჩივრების უფლება და ახალი კვალიფიკაციის კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების საშუალება. გარდა ამისა, ევროპული სასამართლო დიდ ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, თუ რამდენად შეიცვალა დანაშაულის მაფუძნებელი ნიშნები.

 

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილი, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა ითვალისწინებს დ--------------–ის მიმართ არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ (აღიარა ჩადენილი დანაშაული) და დამამძიმებელ (ახალი დანაშაული ჩადენილი იქნა პირობით გამოსაცდელი ვადის პერიოდში) გარემოებებს, ჩადენილი ქმედების ფართოდ გავრცელებულ ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას, დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს, მსჯავრდებულის პიროვნებას, მის ინდივიდუალურ მახასიათებლებს და მიიჩნევს, რომ დ--------------–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. აღნიშნული იქნება ადეკვატური და სამართლიანი სასჯელი, რაც განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენების პირობებში, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ დ--------------–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის განაჩენში;

 

დ--------------–ის ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებზე.

 

დ--------------–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 აგვისტოს განაჩენით, დ--------------–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 აგვისტოს განაჩენით, დ--------------–ის მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 01 (ერთი) წლითა და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ--------------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

დ--------------–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულ დ--------------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 07 აგვისტოდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ადგილმდებარეობის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, ჩაწერილი 04 (ოთხ) კომპიუტერულ დისკზე; სს „თ--------------ნ“, შპს „გ---------------ის“ საიუველირო მაღაზიიდან, ინდ.მეწარმე გ--------–-----------ს ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან, სს „ს----------–-------------“, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ფ---------------ან“, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტიდან“ და კაზინო „მონტეკარლოდან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, გადატანილი 24 (ოცდაოთხ) კომპიუტერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო საქმეზე დართული სხვა საგნების და ნივთების ბედი გადაწყდეს მოცემული საქმიდან გამოყოფილ, რ-------------–--ლის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების დროს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. კაპანაძე

 

მოსამართლეები: კ. მაჭავარიანი

 

ბ. ბუგიანიშვილი