განაჩენი

სისხლის სამართლის 11.10.2019
საქმის ნომერი
330100119002964205
ინსტანცია
თარიღი
11.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002964205

№1ბ/1464-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - რ----- უ------ი, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, რეგისტრირებული: თბილისი, ქ---–---------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–-------------------–----–----------------------–----------------------------------ში.

 

კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასჯელი:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ----- უ------მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ივლისის განაჩენის გაუქმება გამამტყუნებელ ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება. საქმეზე ობიექტურად არ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და უსამართლო შეფასების ფონზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება. სასამართლომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო მტკიცებულებები, რომლებიც თანხვედრაში არ მოდის ერთმანეთთან, არასწორად იქნა შეფასებული მტკიცებულებები და საქმეში არ დევს ვიდეო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა პატრულ-ინსპექტორების მიერ მიცემულ ჩვენებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი, მსჯავრდებული რ----- უ------ი ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გიორგი შაფათავამ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა და რ----- უ------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშიც, ხოლო სხვა ნაწილში განაჩენის უცვლელად დატოვება. შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები საკმარისი იყო იმისათვის, რომ სასამართლოს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დაედგინა გამამტყუნებელი განაჩენი. დაზარალებულმა დაადასტურა, როგორც მუქარის, ასევე ფიზიკური ძალადობის ფაქტი, აღნიშნული ასევე დაადასტურეს ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა. შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებები წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებებს, რომ რ----- უ------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვისაც დამდგარიყო გამამტყუნებელი განაჩენი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი, სახელმწიფო ბრალმდებელი, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი გიორგი შაფათავა, ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამამართლებელი ნაწილის გაუქმებას და მის ნაცვლად რ----- უ------ის მიმართ ამ ნაწილშიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, რომ რ----- უ------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ რ----- უ------მა ჩაიდინა მუქარა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 27 მარტს, ქ. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი, მე-4 შესახვევი, კორპუსი N4, ბინა N60-ში, რ----- უ------მა ოჯახური კონფლიქტის დროს მუქარა განახორციელა დედაზე, ლ-------–- პ--------აზე, კერძოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფის დროს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ლ-------–- პ--------ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ივლისის განაჩენით, რ----- უ------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ რ----- უ------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 27 მარტიდან.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

მოწმეების თ-------- გ------–-–---–ის და ვ------- მ------–-–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ისინი მუშაობენ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორებად. 2019 წლის 27 მარტს ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, დაახლოებით 19:00-20:00 საათზე, მიიღეს შეტყობინება ქ. თ---–--–-----------–----–--------------ზე მომხდარი ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულებს, კორპუსთან დახვდათ გამოძახების ინიციატორი - ლ-------–- პ--------ა, რომელიც საკმაოდ აღელვებული და შეშინებული ჩანდა. ქალბატონმა მათ განუცხადა, რომ შვილმა, რ----- უ------მა, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, სველი პირსახოცი ურტყა სახეში და დაემუქრა მოკვლით, რამაც რეალურად შეაშინა, რადგან რ----- უ------ს წარსულში საკუთარი მამის მიმართაც ჩადენილი აქვს ძალადობრივი ქმედება. მისგანვე შეიტყვეს, რომ რ----- უ------ის მიმართ რამდენიმე თვის წინ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი. დაზარალებულთან საუბრისას, მათთან მივიდა თავად რ----- უ------ი, რომელიც იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. რ----- უ------ი აგრესიას გამოხატავდა, როგორც მათ მიმართ, ისე დედის მისამართით, რომელსაც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი და ვინაიდან სახეზე იყო დანაშაულის აშკარა ნიშნები, რ----- უ------ი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.

 

ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორ ვ------- მ------–-–---–ის მიერ, 2019 წლის 27 მარტს, 21:00 საათზე, 30 დღის ვადით, რ----- უ------ის მიმართ გამოცემული იქნა N0----- შემაკავებელი ორდერი.. შემაკავებელ ორდერს საფუძვლად დაედო რ----- უ------ის მიერ, ლ-------–- პ--------ას მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

 

დაზარალებულ ლ-------–- პ--------ას ჩვენებით დადგენილია, რომ რ----- უ------თან ერთად ცხოვრობს და მის ყოფას, ალკოჰოლური სასმელის ყოველდღიურ მოხმარებას, მტკივნეულად განიცდის, მით უფრო, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფი რ-----ი აგრესიული ხდება. 2019 წლის 27 მარტს რ-----ი ისევ მთვრალი დაბრუნდა შინ და მოუვიდათ კამათი. კამათისას რ-----ი ემუქრებოდა - „აუცილებლად უნდა მოგკლა?! რამაც შეაშინა, რადგან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი არაადეკვატურია და მისგან ყველაფერს მოელის. ორი დღით ადრე კი რ----- უ------მა პირველად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სველი პირსახოცი დაარტყა სახეში, რის გამოც განიცადა ტკივილი.

 

მოწმე ბ--- დ--------–---–ის, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებლის ჩვენებით დადგენილია, რომ რ----- უ------ის ბრალდების საქმის გამოძიების დროს დაკითხა დაზარალებული ლ-------–- პ--------ა, რომელიც აცხადებდა, რომ შვილი - რ----- უ------ი ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელს და ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებულის განმარტებით, შვილისგან, რომელიც სიმთვრალეში თავს ვერ აკონტროლებდა, საფრთხეს გრძნობდა, რის გამოც მის იზოლირებას მოითხოვდა.

 

ბრალდებულმა რ----- უ------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულები არ ჩაუდენია და ისინი მოგონილია მისი დედის და პოლიციის თანამშრომლების მიერ. შემთხვევამდე ერთი თვის განმავლობაში უწყვეტად სვამდა ალკოჰოლს, რამაც დედამისი აიძულა ამ მდგომარეობიდან მის გამოსაყვანად პოლიციისთვის მიემართა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. მტკიცებულებათა მოპოვებისას და დამაგრებისას რაიმე სახის კანონდარღვევას, რაც შეიძლება საფუძველი გამხდარიყო მათ დასაშვებობაზე უარის თქმის ან მათ უტყუარობაზე მოეხდინა გავლენა, საქმეში არ არსებობს. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის და მსჯავრდებულ რ----- უ------ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი რ----- უ------ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, ,,არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად, ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05 , 45553/05 , 35680/05 , 36085/05 , 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10 , 31/).

 

სააპელაციო პალატა, ააანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ დაზარალებულის ჩვენების გარდა, სახელმწიფო ბრალდებას არ წარმოუდგენია სხვა თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდებოდა, რომ რ----- უ------მა 2019 წლის 25 მარტს, ლ-------–- პ--------ას მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სასამართლოში, ფაქტობრივად, წარდგენილი იქნა მართლაც მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულ ლ-------–- პ--------ას ჩვენება. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორების - თ-------- გ------–-–---–ის და ვ------- მ------–-–---–ის ჩვენებები კი ფიზიკური ძალადობის ნაწილში ირიბი მტკიცებულებებია, ისინი არ შესწრებიან ფიზიკური ძალადობის ფაქტს, სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია მიიღეს შემთხვევიდან ორი დღის შემდეგ - 2019 წლის 27 მარტს და ინფორმაციის წყარო დაზარალებული ლ-------–- პ--------აა, რის გამოც მათ სასამართლო დამოუკიდებელ მტკიცებულებებად ვერ მიიღებს. ანალოგიურად, პალატა დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად მტკიცებულებათა ერთობლიობად ვერ განიხილავს მოწმე ბ--- დ--------–---–ის ჩვენებას, ვინაიდან მოწმემ ინფორმაცია მიიღო დაზარალებულისგან გამოძიების პროცესში. შესაბამისად, არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო „ გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტი.

 

შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ერთადერთ მტკიცებულებაზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ნაწილში სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა რ----- უ------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ რ----- უ------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნაწილში, უდანაშაულოდ ცნობისა და სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენის თაობაზე, პალატა განმარტავს, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით ცალსახად დადგინდა, რომ მან დაზარალებულ ლ-------–- პ--------ას მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რამაც ამ უკანასკნელს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

დაზარალებულ ლ-------–- პ--------ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 27 მარტს რ-----ი ისევ მთვრალი დაბრუნდა შინ და დაემუქრა მოკვლით, რამაც შეაშინა, რადგან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რ----- უ------ი არაადეკვატურია, მისგან ყველაფერს ელოდება და მუქარის გამო წარმოშობილი შიში გახდა პოლიციის გამოძახების საფუძველი. მოწმეების თ-------- გ------–-–---–ის და ვ------- მ------–-–---–ის ჩვენებებით, 2019 წლის 27 მარტს ბრალდებული რ----- უ------ი მათი თანდასწრებითაც კი, ლ-------–- პ--------ას ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. მუქარის ეპიზოდთან მიმართებაში თ-------- გ------–-–---–ის და ვ------- მ------–-–---–ის ჩვენებები არის პირდაპირი მტკიცებულებები, მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულია ინფორმაცია, რომლის თვითმხილველები შეიქმნენ თავად. რაც შეეხება მსჯავრდებულის აპელირებას, რომ არ არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელიც დაადასტურებდა პატრულ-ინსპექტორების ჩვენებას, პალატა განმარტავს, სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპით და სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მხარეთა მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებული და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე. ბრალდების ან დაცვის მხარის მიერ ვიდეოჩანაწერი არ წარდგენია სასამართლოს. პალატა განმარტავს, მუქარის ფაქტთან დაკავშირებით დაზარალებულ ლ-------–- პ--------ას ჩვენება, თ-------- გ------–-–---–ის და ვ------- მ------–-–---–ის ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ წარმოშობს კითხვებს მათი ჩვენებების სანდოობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ბრალდების მხარის მტკიცებულებები: დაზარალებულ ლ-------–- პ--------ას ჩვენება, თ-------- გ------–-–---–ის და ვ------- მ------–-–---–ის ჩვენებები, ქმნის მტკიცებულებათა იმ ერთობლიობას, რომელიც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისთვის, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნიოს - რ----- უ------მა ჩაიდინა ოჯახის წევრის დედის - ლ-------–- პ--------ას მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა და ბრალდებულის პიროვნების და ქცევის გამო ლ-------–- პ--------ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ რ----- უ------მა ჩაიდინა მუქარა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2019 წლის 27 მარტს, ქ. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი, მე-4 შესახვევი, კორპუსი N4, ბინა N60-ში, რ----- უ------მა ოჯახური კონფლიქტის დროს მუქარა განახორციელა დედაზე - ლ-------–- პ--------აზე, კერძოდ, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ლ-------–- პ--------ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

რ----- უ------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს წარმოადგენს ის, რომ მან დანაშაულებრივი ქმედება - მუქარა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ და წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ რ----- უ------ის მიმართ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა, მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი რ----- უ------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 531-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, თავისუფლების აღკვეთის სახით დასანიშნი სასჯელის მინიმალური ვადაა ექვსი თვე. შესაბამისად, რ----- უ------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით მინიმალური სასჯელის ზომაა 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.

 

რ----- უ------ი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით. სასჯელი მოიხადა 2016 წლის 24 ივნისს, ნასამართლობა გაქარწყლებული ან მოხსნილი არ აქვს. შესაბამისად, განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის ნასამართლევი რ----- უ------ის მიერ ჩადენილია ახალი განზრახი დანაშაული, ანუ სახეზეა დანაშაულის რეციდივი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ რ----- უ------ისთვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ასევე გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ივლისის განაჩენი რ----- უ------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი, არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის და მსჯავრდებულ რ----- უ------ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი რ----- უ------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გიორგი შაფათავას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ რ----- უ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ივლისის განაჩენი რ----- უ------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

რ----- უ------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

რ----- უ------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ რ----- უ------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 27 მარტიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ჯორბენაძე