განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#190100119002981619
საქმე №1ბ/1487-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ-----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ--------------–--------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის, პ--------------- უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლევის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის: ქ.------–---------–----------------–------------------- და ფაქტობრივად მცხოვრების: გ----------------------------–-------–----–ა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, კ------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენით კ------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი. კ------------–---–ი იყო რა ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ნასამართლევი, მან კვლავ, არაერთგზის ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული, კერძოდ, გ------------------------------–-------–----–-ში მცხოვრები ი----------–---- შვიდი წელია იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში კ------------–---–თან. 2015 წლიდან მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა, რაც გამოიხატებოდა ხშირ კონფლიქტში. 2019 წლის 8 აპრილს დაახლოებით 18:00-19:00 საათზე, მათ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე გ----------------------------–------–----–აში, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი დავის დროს, კ------------–---–მა ი----------–----ს გაარტყა ხელი სახის არეში, დარტყმის შედეგად წაქცეულ ი----------–----ს კ------------–---–მა სამჯერ დაარტყა ფეხი თავის არეში, რის შედეგადაც ი----------–----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განაჩენით:
კ------------–---–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-----------------ემ, რომელმაც მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განაჩენის გაუქმება და კ------------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ კ------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების განხორციელებას.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა კ------------–---–ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ი----------–----მ ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–-------------მ განმარტა, რომ 2019 წლის 8 აპრილს, იმყოფებოდა გ--------------------------–------–----–-ში მდებარე კ------------–---–ის სახლში, სადაც პ---–------------სთან ერთად სახლის აივანსა და სააბაზანო ოთახში დაასხა ბეტონი. სამუშაოების დასრულების შემდეგ მან (ი-----–-------------მ) მიიღო ალკოჰოლური სასმელი კ------------–---–თან და პ---–-------------სთან ერთად. მისივე განმარტებით ამ დროს სახლში იმყოფებოდა კ------------–---–ის მეუღლე ი----------–----. იმის გამო, რომ დაღლილი იყო სუფრასთან დიდხანს არ დარჩენილა და წავიდა სახლში. მეორე დღეს, დარჩენილი საამშენებლო სამუშაოების დასრულების მიზნით მივიდა კ------------–---–ის სახლში, სადაც დახვდნენ პატრულის თანამშრომლები და მათგან გაიგო, რომ წინა საღამოს ი----------–----ს და კ------------–---–ს შორის მომხდარა უთანხმოება და პოლიციის თანამშრომელები დაინტერესდნენ, თუ რა ინფორმაციას ფლობდა იგი (მოწმე) აღნიშნულის შესახებ. მან (ი-----–-------------მ) პოლიციელებს განუმარტა, რომ წინა ღამეს იყო თავის სახლში და შესაბამისად არ შესწრებია კ------------–---–სა და ი----------–----ს შორის მომხდარ უთანხმოებას თუ ასეთს ჰქონდა ადგილი. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მის მიერ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას კ-------------–---–ს რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა. მოწმემ ბეტონის დასხმის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ბეტონის ჩასასხმელი ყალიბი (ე.წ. აპალოვკა) შეკრული ჰქონდათ ხის ფიცრებით და ხის კოჭებით (ე.წ. ბალკებით). მისივე განმარტებით „აპალოვკის“ ჩამოხსნაში მონაწილეობა არ მიუღია ის ჩამოხსნა პ---–--------------მ, რადგან თვითონ ადრე დატოვა კ------------–---–ის სახლი. მანვე აღნიშნა, რომ ი----------–----სგან გადმოცემით იცის, რომ სააბაზანოსთან ჩამოვარდა ხარაჩო, რომელიც დაეცა თავზე, მაგრამ თავდაპირველად ეგონა, რომ კ------------–---–მა დაარტყა, თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ თავზე არსებული დაზიანება რაც მიიღო ხარაჩოს ნაწილის დაცემის შედეგად და არა კ------------–---–ის დარტყმის შედეგად. მანვე დაადასტურა, რომ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას გამოკითხვის ოქმი არ წაუკითხავს, რადგან არ იცის ქართულად წერა-კითხვა, როგორც ახსოვს გამოკითხვას თარჯიმანი არ ესწრებოდა, ხოლო გამომძიებლებმა წაუკითხა თუ არა გამოკითხვის ოქმი არ ახსოვს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პ---–------------მ განმარტა, რომ 2019 წლის 8 აპრილს, როცა გ----------------------------–------–----–აში მდებარე კ------------–---–ის სახლის მეორე სართულზე მარტო შლიდა ე.წ. „აპალოვკას“ მისი შემადგენელი ფიცარი შემთხვევით დაეცა სახლში მყოფ ი----------–----ს, რომელიც ფიცრის დაცემის შედეგად დავარდა ბეტონზე და მიიღო დაზიანება თავის არეში. ვინაიდან, ი----------–----მ მიიჩნია, რომ ფიცარი ჩაარტყა კ------------–---–მა, აიღო აღნიშნული ფიცარი და ჩაარტყა კ------------–---–ს, რომელიც ამ დროს იწვა საწოლში და ეძინა. ფიცრის ჩარტყმის შედეგად შეშინებული და დაბნეული კ------------–---–ი წამოხტა საწოლიდან, რა დრისაც შეამჩნია ღუმელიდან გადმოვარდნილი ნაკვერჩხლის შედეგად დამდგარი კვამლი და ვინაიდან იფიქრა, რომ სახლში გაჩენილი იყო ხანძარი დაიწყო ყვირილი გვიშველეთ ხანძარიაო. თავის მხრივ, ი----------–---- იყო ისტერიკაში და რეკავდა 112-ში. მოწმის განმარტებით, კ------------–---–ის ძახილზე მათთან დასახმარებლად მივიდა მეზობელი, რომელიც გადმოხტა ღობეზე, შევიდა სახლში და გაიტანა კვამლის წარმომშობი ნაკვერჩხალი. მოწმის განმარტებით შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც მოახსენა ყველაფერი, რაც მოხდა სახლში და წარუდგინა ის (სისხლიანი) ფიცარი, რომელიც დაეცა ი----------–----ს. მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს კ------------–---–ი და ი----------–---- იყვნენ ნასვამები (დალიეს დაახლოებით 09 ლიტრი ღვინო). დამაზუსტებელი კითხვების დასმისას დადგინდა, რომ მოწმეს პირადად არ უნახავს ი----------–---სათვის ფიცრის დაცემის ფაქტი, თუმცა მოვლენათა განვითარების თანმიმდევრობიდან გამომდინარე სხვაგვარ შესაძლებლობას გამორიცხავს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ---–--------------მ განმარტა, რომ 2019 წლის 8 აპრილს იმყოფებოდა გ--------------------------–------–----–-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მოესმა კ------------–---–ის ყვირილი - ,,პაჟარ, პაჟარ“, რის გამოც გაემართა კ------------–---–ის სახლისკენ, თუმცა ღობეზე თვითონ ვერ გადახტა, მისი შვილი ო------------- გადაძვრა ღობეზე, შევიდა კ------–---–ის სახლში და გამოიტანა პლასტმასის „ტაშტი“, რომელსაც კვამლი ასდიოდა. მოწმემ ამავე დროს შეამჩნია სახლის გარეთ მჯდომი ი----------–----, რომელიც ტიროდა, ხოლო კ------------–---–ი იყო სახლში და ითხოვდა შველას. მოწმის განმარტებით შემთხვევის დღეს რა მოხდა კ------------–---–ის სახლში არ იცის და არც დაინტერესებულა. ი----------–---ს ტირილის მიზეზით არ დაინტერესებულა, ვინაიდან ი----------–---- ხშირად ტიროდა უმიზეზოდ, როცა კ------------–---–ი სვამდა ალკოჰოლს. მოწმემ ასვე განმარტა, რომ კ-------სა და ი---ს შორის ხშირად ხდებოდა სიტყვიერი კონფლიქტი სასმლის დალევის გამო, მათ შორის ფიზიკურ კონფლიქტს არასდროს შესწრებია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ო-------------მ განმარტა, რომ 2019 წელს 8 აპრილს, საღამოს საათებში, მოესმა კ------------–---–ის ყვირილი-ხანძარიაო, იგი ითხოვდა შველას. ის (ო-------------) მაშინვე შევიდა კ------------–---–ის სახლში, სადაც დაინახა, რომ მაგიდაზე რაღაცა იწვოდა, რაც გაიტანა გარეთ და გადაყარა. მოწმის განმარტებით სახლში ხანძარი არ ყოფილა იყო მხოლოდ კვამლი, ამ დროს ეზოში იყო ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ი----------–----, რომელსაც წონასწორობის შენარჩუნება უჭირდა. მანვე აღნიშნა, რომ კ------------–---–ს და ი----------–----ს აქვთ ჩვეულებრივი ოჯახური ურთიერთობა.
პროკურორის მიერ გამოქვეყნებულ იქნა რა მოწმის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება მოწმემ დაადასტურა მისი სისწორე და განმარტა, რომ კ------------–---–ი და ი----------–---- ხშირად სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს, რის შემდეგაც მოსდიოდათ კონფლიქტი. კონფლიქტის მიზეზი არ იცის, რადგან ესმის მხოლოდ მათი ყვირილის ხმა. მეგობრებისგან სმენია, რომ კ------------–---–ი ხშირად არის ნასვამ მდგომარეობაში და ცოლს აყენებს შეურაცხყოფას. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ პოლიციელების მისვლამდე კ------------–---–ი არ მიახლოებია ი----------–----ს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა - გ----------------–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 8 აპრილს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც შსს ვაზიანის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც კ------------–---–ი ძალადობდა თავის მეუღლეზე ი----------–----ზე. აღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე იგი (გ----------------–---–ი), თავის თანამშრომელთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე. მისთვის (გ----------------–---–ისთვის) ცნობილი იყო, რომ ხსენებულ ოჯახში ძალადობის ფაქტი პირველი არ იყო, აღნიშნული პირი ოჯახური ძალადობის ფაქტზე ერთხელ უკვე მხილებული და პასუხისგებაში იყო მიცემული და იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ. ადგილზე მისულებს სახლის გარეთ, დახვდათ ი----------–----, რომელსაც სტკიოდა თავი. შემთხვევის ადგილზე დაახლოებით ათ-თხუთმეტ წუთში მივიდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. რადგან საცხოვრებელი სახლი იყო ერთოთახიანი და ქალბატონს სამედიცნო დახმარება ვერ გაეწეოდა, ი----------–---- გადაიყვანეს ვაზიანის პოლიციის განყოფილებაში, სადაც დაუმუშავდა ჭრილობა და გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება. გზაში ი----------–----მ განმარტა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცყოფა, დაარტყა თავის არეში და დააგდო დაბლა. ამასთანვე განმარტა, რომ მეუღლის მხრიდან ძალადობის ფაქტი არ იყო ერთჯერადი ხასიათის და აღნიშნულს ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, რის გამოც ითხოვდა დახმარებას.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი მ------------------იძე, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხული ჰყავს პ---–------------, ი-----–-------------, ო-------------, გულადო ძაგანია. კ------------–---–ს გააცნო დადგენილება ბრალდების შესახებ და გამოკითხა ბრალდებულის სახით. მოწმის განმარტებით პ---–------------ს დაკითხვას ესწრებდა რუსულ ენოვანი თარჯიმანი, თუმცა ზუსტად არ ახსოვს ი-----–-------------ს გამოკითხვის დროს ადგილზე იყო თუ არა თარჯიმანი.
ადვოკატის მიერ გამოქვეყნებული იქნა გამოძიების ეტაპზე მოწმე - პ---–------------ს გამოკითხვის ოქმი, რომელზეც აღნიშნულია, რომ პ---–------------ს ოქმი გაეცნო აზერბაიჯანულ ენაზე, რაზეც მოწმემ განმარტა, რომ შესაძლოა ოქმზე გაკეთებული თარჯიმნის შესახებ აღნიშვნა იყო მექანიკური შეცდომა, რადგან თარჯიმანი რ----------------- არის, როგორც აზერბაიჯანული ენის, ისე რუსული ენის თარჯიმანი. ი-----–-------------ს დაკითხვას მის გარდა სხვა გამომძიებელი არ ესწრებოდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი, - გ---------–---–-- რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 8 აპრილის ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო შეტყობინება ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით, კერძოდ ი----------–--- აცხადებდა, რომ ს------–------–----–-ში მასზე იძალადა მეუღლემ. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე ადგილზე გამოცხადდა თავის თანამშრომელებთან გ----------------–---–თან და ზ-----------–-----თან ერთად. შემთხვევის ადგილზე დახვდათ კ------------–---–ი, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში და იყო გაბრაზებული თავის მეუღლეზე, იგინებოდა მისი მისამართით. ი----------–----მ კი განაცხადა, რომ დაზიანება ჰქონდა მიღებული თავის არეში, რომელიც მიაყენა კ------------–---–მა, ბლაგვი საგნის ჩარტყმით. მოწმის განმარტებით მათთან ერთად შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ი----------–---- გადაიყვანა ვაზიანის პოლიციის განყოფილებაში და გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება. მოწმის განმარტებით ი----------–---- იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. მოწმის განმარტებით კ------------–---–ი იყო აგრესიული ი--- ვ-----–----ს მიმართ და იგინებოდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, გამომძიებელი ზ-----------–-----ი, რომელმაც განმარტა, რომ შსს ვაზიანის პოლიციის განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე გავიდა შემთხვევის ადგილზე, თანამშრომლებთან გ---------–---–თან და გ----------------–---–თან ერთად, სადაც დახვდათ ი----------–----, რომელსაც ჰქონდა თავზე სისხლის ლაქები, კ------------–---–ი კი იყო სახლში და იგინებოდა ქალბატონის მიმართულებით. მოწმის განმარტებით ი----------–----ს გადმოცემით ის კ------------–---–მა სცემა, რის გამოც ჰქონდა სისხლის ლაქები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი ფ--------------–--ლი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 8 აპრილს მიიღო შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის შესახებ. გამოძახების ადგილზე მისვლისას, დახვდათ პოლიციის თანამშრომლები, ქალბატონი და მამაკაცი კი ჩხუბობდნენ ერთმანეთში (მათი სახელები და გვარები არ ახსოვს), შუაში ედგათ პოლიციის თანამშრომელი. პოლიციის თანამშრომელმა უთხრა, რომ ქალბატონს თავზე ჰქონდა დაზიანებები და რადგან შემთხვევის ადგილზე იყო არასტაბილური მდგომარეობა სთხოვა, ბარათი ადგილზე არ შედგენილიყო და ქალბატონი გადაეყვანათ პოლიციის განყოფილებაში. მოწმის განმარტებით ადგილზე მართლაც არ იყო ჯანსაღი სიტუაცია, რის გამოც ქალბატონი გადაიყვანეს ვაზიანის პოლიციის განყოფილებაში, სადაც მოხდა მისი ზედაპირული დათვალიერება. ქალბატონს თავის არეში მიღებული ჰქონდა ზედაპირული დაზიანებები, დაჟეჟილობები, ექსკორაციები. ქალბატონის განმარტებით, დაზიანებები მიაყენა მეუღლემ, რომელმაც ჰკრა ხელი და მიაჯახა კედელს. მოწმის განმარტებით მათ ქალბატონს დაუმუშავეს ჭრილობა და ასევე შესთავაზეს საავადმყოფოში გადაყვანა, რადგან შესაძლოა ჰქონოდა ტვინის შერყევა, თუმცა ქალბატონმა უარი განაცხადა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ქალბატონი (ი----------–----) იყო ნასვამ მდგომარეობაში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექთანი, ნ-----–---–-----ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 8 აპრილს გავიდნენ გამოძახებაზე გ--------------------------–------–----–-ში, სადაც დახვდათ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. ქალბატონი იდგა ეზოში, მის მეუღლეს (რომელიც იყო აღელვებული) კი ესაუბრებოდნენ პოლიციის თანამშრომლები. მოწმის განმარტებით, მათ ქალბატონი (სახელი და გვარი არ ახსოვს) პოლიციის თანამშრომლებთან ერთად გადაიყვანეს განყოფილებაში, სადაც აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება. დაზარალებულს აღენიშნებოდა მცირე ექსკორიაცია თავზე, მარცხენა მხარეს, რომელიც დაუმუშავეს. დაზიანება იყო მცირე მნიშვნელობის, რის თაობაზეც შეივსო ოქმი და გადაეცა გამომძიებელს. მოწმის განმარტებით ქალბატონი (დაზარალებული) იყო ნასვამი, აღელვებული და იძახდა, რომ მეუღლე ეჩხუბა.
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს მხოლოდ ერთ პირს, რადგან შეტყობინება მხოლოდ ერთ პირზე ჰქონდათ მიღებული.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი - ბ-------------–--ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 24 მაის გაცემული, N--------- ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვითაც ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტის მიხედვით მოქ. ი--- ვ-----–----ს 08.04.19წ. დაუდგინდა ექსკორიაცია თავის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად; დაზიანების ხანდაზმულობა
მისი მორფოლოგიური აღწერილობის არ არსებობის გამო-ვერ დგინდება.
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ შესამოწმებელმა პირმა უარი განცხადა ტანსაცმლის გახდაზე, რის გამოც მისი შემოწმება მოხდა მხოლოდ სამედიცინო დოკუმენტით. ასევე დაზარალებულს ჰქონდა თავზე ნახვევი, რომლის მოხსნის უფლებაც არ აქვს და რის გამოც ვერ დაათვალიერა აღნიშნული მიდამო. მოწმის განმარტებით დაზიანების ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენების შესაძლებლობაში მოიაზრება, როგორც დაცემა, დარტყმა ასევე სხვა მოქმედებები.
#901571 შეტყობინების თანახმად 2019 წლის 8 აპრილს გ----------------------------–------–----–აში ი----------–----ს, მეუღლემ კ------- ს---–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა (აქვს თავის დაზიანება).
კ------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში არ სცნო თავი დამნაშავედ და განმარტა, რომ 2019 წლის 8 აპრილს მას ი----------–----ზე არანაირი ფიზიკური ძალადობა არ განუხორციელებია და მათ აქვთ კარგი ურთიერთობა.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ი--- ვ-----–---ამ (კ------------–---–ის მეუღლე) რომელიც ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი და მისი ჩვენება სადავოდ იყო გამხდარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავი“-ს დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც სხვა პირებთან ერთად მითითებულია მეუღლე. ი----------–---- არის ის პირი (გამართლებულის ოჯახის წევრი), რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია კ------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ.
რაც შეეხება მოწმეეების - ი-----–-------------ს, გ----------------–---–ის, გ----------–---–ის, ზ-----------–-----ის, ფ--------------–--ლის, ნ-----–---–-----ის
და ბ-------------–--ის ირიბ ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის (დაზარალებულის) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, მითითებულ პირთა ირიბი ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული, - კონკრეტული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგში, - ფიზიკური ტკივილი (რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ამდენად, დაზარალებული (ოჯახური ძალადობის მსხვერპლი) წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია დაადასტუროს მის მიმართ განხორციელებულმა ძალადობამ მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს დაზარალებულის სასამართლოში გაცხადებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კ------------–---–ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიიღო დაზიანება და მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და
გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ კ------------–---–მა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ქმედება ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა კ------------–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ კ------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის
სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა და უდავოდ ცნობილმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა კ------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის განაჩენი კ------------–---–ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის განაჩენი კ------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
კ------------–---–ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს;
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ კ------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
კ------------–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, დადგენიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი