განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100118002637645
საქმე №1/ბ-488-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
03 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
ბრალდების მხარე: ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ--------------–--ე;
მსჯავრდებული: ბ--------–-----ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №6----------), ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ვ------------ი, სოფელი უ-----ი;
ადვოკატი: ა-–------------------–-–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;160-ე მუხლის პირველი ნაწილი;
საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა
აღწერილობითი ნაწილი
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბ--------–-----ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
- ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
- სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოწვია, არაერთგზის.
- სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა რომელიც არღვევს ბინის და სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას.
ზემოაღნიშნულის გამო, ბ--------–-----ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;160-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის განაჩენით: ბ--------–-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 160-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ბ--------–-----ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ბ--------–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 06 აგვისტოდან.
დადგინდა, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით. მ-----------–--ისაგან ამოღებული პერანგი - დაუბრუნდეს მ-----------–--ეს. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ორი გასაღები - დაუბრუნდეს მესაკუთრეს. მ-----------–--ისაგან ამოღებული დანა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული თმისმაგვარი ღერები და მოწითალო ფერის ლაქა - განადგურდეს. დიდი ზომის დანა, დაზიანებული მაისური, კარის ზედა საკეტი მექანიზმი და დაზიანებული სათვალე - დაუბრუნდეს დაზარალებულ ი----------ეს.
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია:
2018 წლის 6 აგვისტოს ქ-------–-, ი------–--ის გამზირი N-----ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ბ--------–-----ემ მ-----------–--ეს ხელი დაარტყა ორჯერ თავის არეში. დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2018 წლის 6 აგვისტოს ქ-------–-, ი------–--ის გამზირი N-----ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ბ--------–-----ე დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ-----------–--ეს, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2018 წლის 6 აგვისტოს ქ-------–-, ი------–--ის გამზირი N--------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა ბ--------–-----ემ ყოფილ მეუღლეს ი----------ეს დანა დაუსვა მარცხენა ხელის და ლოყის არეში და მოქაჩა თმებში. დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური სახის ტკივილი. 2018 წლის მაისის თვიდან 2018 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით ბ--------–-----ე ყოფილ მეუღლეს ი----------ეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას;
2018 წლის 6 აგვისტოს ქ-------–-, ი------–--ის გამზირი N--------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ბ--------–-----ე დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს ი----------ეს, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2018 წლის 6 აგვისტოს ბ--------–-----ემ მფლობელის (ი----------ის) ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შეაღწია ქ-------–-, ი------–--ის გამზირი N--------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულით ბრალდებულმა დაარღვია ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა.
სააპელაციო საჩივრის არსი:
დაცვის მხარე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ბ--------–-----ის გამართლებას წარდგენილ ბრალდებებში. აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის დადგენით წინააღმდეგობაში მოვიდა, როგორც საქართველოში მოქმედ, ასევე, საერთაშორისო კანონმდებლობასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებთან. განაჩენი ემყარება მხოლოდ დაზარალებულების ჩვენებებს, სხვა პირდაპირი მტკიცებულება კი საქმეში არ მოიპოვება, შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო მხოლოდ ეჭვი და ვარაუდები.
სააპელაციო პალატის სხდომაზე, მსჯავრდებულმა ბ--------–-----ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-–------------------–-–---–მა მხარი დაუჭირეს მათ მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება. პროკურორმა გ--------------–--ემ, მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი უარყოფა მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).
სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.
იმის გათვალისწინებით, რომ მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გაანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
იმისათვის რომ მოხდეს წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ, რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
პალატა აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებენ, პირის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს არ უნდა იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადგენენ გარკვეულ გარემოებებს, აშკარად უნდა ადგენდნენ დანაშაულის ფაქტს და იმდენად დამაჯერებელი უნდა იყოს, რომ გონივრულ კითხვებს არ აჩენდეს პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან, რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტის უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე მოახდინოს მტკიცებულებების ავთენტიკურობის და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულებების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას, როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს, რადგან თუ ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სასამართლოს უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად.
მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდებებიდან, პალატა დადგენილად მიიჩნევს ბ--------–-----ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწლის „ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;160-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებს, ხოლო მსჯავრდებულის მიმართ, დაზარალებულ მ-----------–--ის ნაწილში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებები არ დასტურდება საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული მტკიცებულებებით, შემდეგი გარემოებათა გამო:
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. მაკვალიფიცირებელი ნიშანია ქმედების ჩადენა არაერთგზის.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბ--------–-----ე წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის სუბიექტს. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიციისთვის აუცილებელია, რომ ქმედება განხორციელდეს ოჯახის ერთი წევრის ოჯახის სხვა წევრის მიმართ. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: ყოფილი მეუღლე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ ი----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ბ--------–-----ე არის მისი ყოფილი მეუღლე, რომელთანაც განქორწინდა 2010 წელს. განქორწინების შემდეგ ბ--------–-----ე მასთან არ წყვეტდა ურთიერთობას და ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას, მის მიმართ არაერთხელ იქნა გამოცემული შემაკავებელი ორდერი, თუმცა, ორდერის ვადის გასვლის შემდეგ, ისევ აგრძელებდა დაზარალებულზე ზემოქმედებას. ვერანაირმა დამსჯელობითმა ღონისძიებამ მასზე ვერ იქონია შემაკავებელი ეფექტი. მოიხადა სასჯელიც და გათავისუფლების შემდეგ კვლავ მიაკითხა დაზარალებულს, დასდევდა, უთვალთვალებდა, არ აძლევდა ნორმალურად გადაადგილების საშუალებას, ურეკავდა ტელეფონზე განუწყვეტლად, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, დაზარალებული განიცდიდა მუდმივ შიშსა და ფსიქოლოგიურ ტანჯვას. 2018 წლის 6 აგვისტოს ბ---- ვ-–-----ე ურეკავდა ბავშვთან დაკავშირებით, სად იყო ბავშვი და ტელეფონი რატომ არ ჰქონდა თან, საღამო ხანს კი მიაკითხა სამსახურში, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც, ის დაცვამ გაიყვანა. სამსახურის შემდეგ, დაზარალებულის განმარტებით, როდესაც საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაბრუნდა, კარი საკუთარი გასაღებით გააღო და სახლში დახვდა ბ---- ვ-–-----ე, ხელში სამზარეულოს დანა ეჭირა, შეშინებულმა დაიწყო კივილი, რაზეც ბ---- ვ-–-----ემ თმებში ჩაავლო ხელი და უყვიროდა გაჩუმებულიყო, თორემ მოკლავდა, დაუსხლტა ხელიდან და გაიქცა აივნისაკენ, რა დროსაც, ბ--------–-----ე წვდა მაისურში მას და შემოახია, წაიქცა აივანზე, ბრალდებული კი დანით დაახტა თავზე, დანის წვერს სახესა და ხელებზე უსვამდა და ემუქრებოდა მოკვლით, კივილის ხმაზე ეზოში შეგროვდა ხალხი და დარეკეს 112-ში. დაზარალებულის განმარტებით, ბ---- ვ-–-----ის მიერ მისთვის მიყენებული შეურაცხყოფები, განცდები და შიშები იყო რეალური, აბსოლუტურად ნამდვილი და მასში იწვევდა განუზომელ ტანჯვასა და შიშს - შიშს ფიზიკური განადგურებისას. დაზარალებულის განმარტებით, თუ საიდან მოხვდა გასაღები ბრალდებულის ხელში არ იცის, ვარაუდობს, რომ ბრალდებულის მიერ მოხდა გასაღების გამრავლება. განმარტავს, რომ პოლიციის თანმშრომლებისა და ექსპერტების მისვლის შემდეგ, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, ამოღებული და დალუქული იქნა ნივთები, ასევე, ამოღებული იქნა მისი თმა. ის პირადად ეცნობოდა საგამოძიებო მოქმედებების ოქმებს და აკეთებდა ხელმოწერებს. დაზარალებულმა სასამართლოს მიმართა, რომ ის თავს გრძნობს დაუცველად, იმყოფება ყოველწუთიერ საფრთხეში და ითხოვს გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნეს მისი აღნიშნული მდგომარეობა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა მ-----------–--ემ განმარტა, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს, საღამოს საათებში, იმყოფებოდა პირად საქმეზე საჯარო რეესტრში, რა დროსაც, ახლდა მისი ყოფილი თანამშრომელი, რომელიც დატოვა სახლში და საკუთარი ავტომანქანით გაემართა თავის ბინის მიმართულებით, ი-------–--ის ქუჩაზე, კუთხის ბინასთან, დაინახა ხალხმრავლობა, ხალხი იყურებოდა კორპუსის აივნისკენ, როდესაც აიხედა, დაინახა ბ---- ვ-–-----ე, რომელსაც ხელში ეჭირა დანა და ყოფილ ცოლს ყელზე ,,აბჯენდა“. მოწმემ განმარტა, რომ ბ---- ვ-–-----ეს და ი----------ეს იცნობს დიდი ხანია ბ---- ვ-–-----ის მიერ მეუღლის მიმართ არაერთხელ განხორცილებული ძალადობის გამო, ადრე მუშაობდა უბნის ინსპექტორად და ხშირი იყო ბ---- ვ-–-----ის მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტები და გამოძახებები აღნიშნულ პირთან. მან მაშინვე დაურეკა მის ყოფილ უფროსს, აცნობა ფაქტის შესახებ, მოვიდა პოლიციაც, რადგან იქ თავშეყრილ ადამიანებს უკვე დარეკილი ჰქონდათ 112-ზე. განმარტა, რომ ბ---- ვ-–-----ე დანით, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ი----------ეს, თან ცდილობდა აივნიდან შეეყვანა ბინაში, დაზარალებული კი ითხოვდა შველას. ამ სურათის დანახვისთანავე, იგი შევიდა სადარბაზოში, რათა ბ---- ვ-–-----ე არ მიმალულიყო. შევიდა თუ არა სადარბაზოში, კიბიდან ჩამორბოდა ბ---- ვ-–-----ე, რა დროსაც, დაუძახა მას, რომ მ-----------–--ე იყო, რაზედაც ბ---- ვ-–-----ემ უპასუხა, ,,მ-----------–--ე რომ ხარ შენი დედაცო...“ ამ სიტყვებისთანავე დაარტყა ხელი თავის არეში, მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო გასაშლელი დანა, რა დროსაც, დაზარალებულის განმარტებით, შეეცადა მისთვის დანის წართმევას, დანის წართმევისას ხელიც გაეჭრა. ბ--------–-----ე დანას უქნევდა გულ-მკერდის არეში, თან ემუქრებოდა ოჯახის დაწიოკებით და მცირეწლოვანი შვილის მოკვლით. მის მიერ მოხდა ბ---- ვ-–-----ისათვის დანის წართმევა, რის შემდეგაც, იგი ფიზიკურად შებოჭა, რა დროსაც, ბ---- ვ-–-----ე უწევდა წინააღმდეგობას, თავად დაელოდა დახმარებას, ხოლო, როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიცია ბ--------–-----ე გადასცა მათ, დაზარალებულის განმარტებით, რაც შეეხება მუქარას, ბ---- ვ-–-----ის წარსულიდან გამომდინარე, ვინაიდან სხვადასხვა დანაშაულისათვის ნასამართლევია არაერთხელ, მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი, მუქარა რეალურად აღიქვა. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ ეცვა მომწვანო ფერის პერანგი, რომელზეც აწყდა ღილები ბ---- ვ-–-----ისთვის დანის წართმევისა და წინააღმდეგობის გაწევის დროს, აგრეთვე ყელზე ეკიდა ოქროს ძეწკვი, რომელიც ჩამოწყვიტა და კისერი ჩაუჭრა. ხელზე დღემდე აქვს დანით მიყენებული ,,შრამი”, რომელიც ბ---- ვ-–-----ისთვის დანის წართმევისას მიიღო.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, მოწმე ნ----------------ის განმარტებით, 2018 წლის 06 აგვისტოს იმყოფებოდა სამსახურში. საღამოს 18:30 საათზე დაასრულა მუშაობა, რა დროსაც, გაიგონა ქუჩიდან ქალის კივილის ხმა, რომელიც ითხოვდა შველას, რის გამოც, გამოვიდა გარეთ და დაინახა, რომ მისი სამსახურის გვერდით განთავსებული საცხოვრებელი კორპუსის წინამდებარე ტერიტორიაზე ხალხი იყო შეკრებილი, რომლებიც იყურებოდნენ კორპუსის მაღლა სართულისაკენ, მიუახლოვდა მათ, რა დროსაც, კორპუსის მეოთხე სართულის აივანზე დაინახა ქალბატონი, რომელიც იყო ძალიან აღელვებული და ყვიროდა ,,მიშველეთო“. მას ხელში ეჭირა ტელეფონი, ხალხმა თქვა, რომ პოლიცია უკვე გამოძახებული იყო. როგორც იქ მყოფმა მოქალაქეებმა მას განუმარტეს, ქალბატონს ვიღაც მამაკაცი სცემდა აივანზე, მას პირადად მამაკაცი არ დაუნახავს, ცოტა ხანში ქალბატონი შევიდა ბინაში.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ დ--------------ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 6 აგვისტოს, პოლიციის მე-5 განყოფილებაში მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადნენ ქ.ქ-------–- ი-----–-----–--ის ქუჩაზე, სადაც ქალბატონი ი----------ე ითხოვდა დახმარებას, რომ ყოფილი მეუღლე დახვდა მის საცხოვრებელ სახლში დანით და აყენებდა შეურაცხყოფას. საცხოვრებელი ბინის სადარბაზოში ერთ-ერთ პიროვნებას მეორე მამაკაცი ჰყავდა შებოჭილ მდგომარეობაში, როგორც შემდგომში გაირკვა მ-----------–--ეს შებოჭილი ჰყავდა ბ---- ვ-–-----ე, რომელმაც ყოფილ მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ემუქრებოდა მ-----------–--ესაც. აღნიშნულის შემდეგ მოხდა ბ---- ვ-–-----ის დაკავება ყველა პროცედურის დაცვით, ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც, მისგან ამოღებული იქნა ორი ცალი გასაღები, რაც დაილუქა შესაბამისი წესით. ბრალდებული გაეცნო მის მიმართ ნაწარმოებ ყველა საგამოძიებო დოკუმენტს, თუმცაჰ ხელმოწერაზე უარი განაცხადა. მოწმის განმარტებითჰ ბ---- ვ-–-----ეს ეტყობოდა ალკოჰოლური თრობა, თუმცა მათ წინააღმდეგ არანაირ კანონსაწინააღმდეგო ქცევას არ გამოხატავდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მხოლოდ მ-----------–--ეს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხული პოლიციის მე-5 განყოფილების ინსპექტორის გ--------------ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 6 აგვისტოს, შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ ქ.ქ-------–- ი-------–---------------ში მდებარე მისამართზე, სადაც დაზარალებული ი----------ე ითხოვდა დახმარებას. სადარბაზოში მათ დახვდათ იატაკზე დაწოლილი ორი პიროვნება - ერთ-ერთი ბ---- ვ-–-----ე, ხოლო მეორე - მ-----------–--ე, რომელმაც, ოჯახური ძალადობის ფაქტის გამო, მოახდინა ბ---- ვ-–-----ის შებოჭვა, ვინაიდან, ის მეუღლეს დაესხა თავს დანით და ემუქრებოდა. დააკავეს ბ---- ვ-–-----ე, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, ამოღებულ იქნა ორი ცალი გასაღები, რაც ასახული იქნა შესაბამის საგამოძიებო ოქმში.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ, პოლიცის მე-5 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა გ------------------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მის მიერ გამოკითხულ იქნა მოწმე მ-----------–--ე, რომელმაც განმარტა, რომ იცნობდა დაზარალებულ ი----------ეს და მის მეუღლეს ბ---- ვ-–-----ეს 2011 წლიდან, როდესაც მუშაობდა დაცვის პოლიციაში და იცავდა ,,ოქროს ბირჟას“, სადაც სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა ი----------ე, ხოლო აღნიშნულის მერე ის შეესწრო ბ---- ვ-–-----ის მიერ განხორციელებულ ოჯახური ძალადობის ფაქტს ი----------ის მიმართ. მოწმემ, ასევე, განმარტა, რომ მ-----------–--ისგან ამოიღო პერანგი, რომელსაც არ ჰქონდა ღილები და აღენიშნებოდა სისხლისმაგვარი ლაქები, ასევე, ამოიღო თეთრტარიანი დანა, რომელიც, მ-----------–--ის განმარტებით, ეკუთვნოდა ბ--------–-----ეს და დაპირსპირების დროს მოახერხა მისი წართმევა. ნივთები ამოღებული და დალუქული იქნა კანონის შესაბამისად.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხულმა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ლ-----–--–--------ემ განმარტა, რომ მის მიერ ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, კერძოდ, 2018 წლის 6 აგვისტოს, ქ-------–-, ი------–--ის ქუჩაზე შემთხვევის ადგილზე მისულებს დახვდათ დაზარალებული ი----------ე, რომელმაც განუმარტა მათ, რომ სახლში დაბრუნებულს დახვდა მისი ყოფილი მეუღლე ბ---- ვ-–-----ე, რომელსაც ხელში ეჭირა დანა. დაზარალებული შეშინებული გაიქცა აივნისკენ, რა დროსაც, მას ბრალდებული წვდა თმაში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა დაზარალებულის თმა, აგრეთვე ი----------ის მაისური, რომელიც ეცვა შემთხვევის დროს და შემოახია ბ---- ვ-–-----ემ. დაზარალებული უთითებდა, რომ სახლის კარი იყო დაკეტილი და თავისივე გასაღებით გააღო, ამოიღეს კარის საკეტი და სამზარეულოს დანა, რომლითაც დაზარალებულის განმარტებით მას ბ---- ვ-–-----ე ემუქრებოდა. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონის შესაბამისად.
გამოძიების დაწყების ბარათით, ფორმა N1 დადგენილია, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ქ. ქ-------–- ი-------–--ის გამზირი N-----ში, ი----------ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით.
საქმეში წარმოდგენილი დანაშაულის შესახებ შეტყობინების N1------ თანახმად ირკვევა, რომ შეტყობინების ინიციატორია ი----------ე, რომელმაც განმარტა, რომ ყოფილი მეუღლე სახლში დახვდა დანით.
06.08.2018 წლის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ქ. ქ-------–-, ი-------–--ის გამზირი N-----ის სადარბაზოში, დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებელ დ--------------ის მიერ დაკავებულ იქნა ბ--------–-----ე, რომელსაც პირადი ჩხრეკის შედეგად შარვლის ჯიბიდან ამოუღეს 2 ცალი მოყვითალო ფერის, სხვადასხვა ფორმის გასაღები, ერთ-ერთს აქვს შავი ფერის პლასტმასის სახელური.
06.08.2018 წლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ დათვალიერებულ იქნა ქ. ქ-------–- ი-------–--ის N 1-------ში ი----------ის საცხოვრებელი სახლი რა დროსაც ამოღებული იქნა: შესასვლელში იატაკზე აღმოჩენილი და ამოღებული იქნა თმის მაგვარი ღერები, ასევე სამზარეულოს მაგიდასთან იატაკზე აღმოჩენილი და ამოღებული იქნა თმის მაგვარი ღერები, რის შედეგადაც ისინი დაილუქა FCD 836809 ნომრის პაკეტში (პაკეტიN1); დიდი ზომის სამზარეულოს დანა, წარწერით EVERRICH, არის შავი მოვერცხლისფრო ზოლებში გაწყობილი, რომელიც ამოღებულ იქნა, მოთავსდა მუყაოს კოლოფში, რის შედეგადაც დაილუქა FCD879237 ნომრის პაკეტში (პაკეტიN2); მისაღებ ოთახში განთავსებულ სავარძელთან ამოღებულ იქნა მოვარდისფრო მაისური, დაზიანებულ მდგომარეობაში, მაისურს აქვს სხვადასხვა ფერის ასოებში წარწერა BURBERRYS OF LONDON, მაისური მოთავსდა FCD861352 ნომრის პაკეტში და დაილუქა (პაკეტიN3); საცხოვრებელ ბინაში შესასვლელი კარის ზედა საკეტი მექანიზმი, რომელიც მის გასაღებთან ერთად დაილუქა FCD687882 ნომრის პაკეტში (პაკეტი N4). აღნიშნულის შემდეგ დათვალიერდა სადარბაზო, სადაც სადარბაზოს იატაკზე პირველ სართულზე აღმოჩენილი და ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ლაქა, რომელიც საკონტროლო ნიმუშთან ერთად დაილუქა FCD856810 ნომრის პაკეტში (პაკეტიN5), იმავე სართულზე იატაკიდან ამოღებული იქნა მუქი ფერის სათვალე დაზიანებულ მდგომარეობაში, რომელიც მოთავსდა FCD836811 ნომრის პაკეტში და დაილუქა (პაკეტიN6). შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიმდინარეობა დასურათდა ექპერტების მიერ.
06.08.2018 წლის ამოღების ოქმით ირკვევა, რომ მოწმე მ-----------–--ისაგან ამოღებულ იქნა მისივე ტანთცმული მწვანე ფერის მოკლესახელოიანი პერანგი, რომელსაც აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, და მომძვრალი აქვს ზემოდან მესამე ღილი, მისივე განმარტებით მას აღნიშნული პერანგი ეცვა ბ---- ვ-–-----ესთან კონფლიქტის დროს და ასევე ამოღებულ იქნა მის მიერ წარმოდგენილი თეთრტარიანი გასაშლელი დანა, რომელიც მისივე განმარტებით აღნიშნული კონფლიქტის დროს ხელში ეჭირა ბ--------–-----ეს და ემუქრებოდა სიცოცხლის ხელყოფით. წარმოდგენილი და ამოღებული მწვანე ფერის პერანგი და გასაშლელი დანა დაილუქა 2 პაკეტად N33/511/5 ლუქის ბეჭდით.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები.
სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით 06.08.2018წ. 23:52სთ-ზე - 07.08.2018წ. 00:10 ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. მ-----------–--ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევის, სისხლნაჟღენთებისა და სწორკიდეებიანი ჭრილობების სახით. დაზიანებები სწორკიდეებიანი ჭრილობების სახით განვითარებულნი არიან რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით 07.08.2018წ. 00:25-00:40 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ი----------ეს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევის, ნაკაწრებისა და სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები ნაკაწრების სახით განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით 06.08.2018წ. 22:36-22:55სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ბ--------–-----ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების, სისხლნაჟღენთებისა და სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით. დაზიანება სწორკიდეებიანი ჭრილობების სახით განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ექსპერტის დასკვნა N2--–- გამოსაკვლევად წარმოდგენილი: ქარხნული წესით დამზადებული ერთი ცალი სამეურნეო ტიპის დანა მიეკუთვნება მჩხვლეტავ- მჭრელი მოქმედების ცივ იარაღთა კატეგორიას. ქარხნული წესით დამზადებული ერთი ცალი ტურისტული ტიპის დასაკეცი დანა მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელი მოქმედების ცივ იარაღთა კატეგორიას.
ტრასოლოგიური ექსპერტის დასკვნა N2------- სისხლის სამართლის N0----------- ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი საკეტი მოწყობილობა შესაძლებელია გაღებული იყოს თავისი ან ანალოგიური წესით დამზადებული გასაღებებით. პაკეტ N1-ში არსებული მოყვითალო ფერის ლითონის გასაღები მოთავსებული იქნა პაკეტ N2-ში საკეტი მოწყობილობის განკუთვნილ ჭრილში და გადაბრუნდა მარჯვნივ და მარცხნივ, რაც განხორციელდა ნორმალურად შეფერხების გარეშე. მოყვითალო ფერის ლითონის გასაღებზე არსებულ ჭრილზე აღენიშნება მექანიკური დაზიანების კვალი ლითონის ნაჭდევების და ნაკაწრების სახით. გასაღები დამზადებულია კუსტარული წესით.
ამბულატორიული სასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და ი----------ის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ი----------ემ, ბ--------–-----ის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით - განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: გ----------------–-–---–მა, გ--------–--–-----მა, გ-----------მ და თამრიკო ფირცხალავამ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნების სისწორე.
სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილის განაჩენით დადგენილია, რომ ბ--------–-----ე გასამართლებულია საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.
პენიტენციური დეპარტამენტის მიერ გაცემული გათავისუფლების ცნობით დადგენილია, რომ ბ--------–-----ე საპატიმრო სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლა 2018 წლის 23 აპრილს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა ბ--------–-----ემ განმარტა, რომ მის მიმართ დაზარალებულ მ-----------–--ეს გააჩნია პირადი ინტერესი, დიდი ხანია მას დასდევს და ცდილობს სხვდასხვა დანაშაულებებში მის მხილებას, ვინაიდან წარსულში მ-----------–--ე იყო პოლიციის თანამშრომელი და ყოველი მისი ოჯახური კონფლიქტის დროს იყო გამოძახებული პოლიციელი. 2018 წლის 6 აგვისტოს ფაქტთან დაკავშირებით ბრალდებულმა განმარტა, რომ დილიდან ეძებდა მის შვილს ლ---- ვ-–-----ეს, რომელიც სპორტზე იყო წასული და შინ მისვლას იგვიანებდა, აღნიშნულის გამო რამდენჯერმე დაურეკა ყოფილ მეუღლეს ი----------ეს, რომელმაც უხეშად უპასუხა და შემდეგ საერთოდ აღარ პასუხობდა მის ზარებს, შემდეგ დაახლოებით ექვსი საათისათვის მიაკითხა ი----------ეს მის საცხოვრებელ სახლში, რადგან აინტერესებდა ბავშვის ამბავი, დააკაკუნა კარზე და კარი გაუღო ი----------ემ, ამის შემდეგ მაშინ როდესაც თვითონ აივანზე გავიდა გაიგონა თუ როგორ ურეკავდა მისი ყოფილი მეუღლე ვიღაცას და ეუბნებოდა ,,ჩქარა ქენი, ბესო აქ არისო“ შესაბამისად, თვითონაც დაინტერესდა თუ ვისთან ქონდა მის ყოფილ მეუღლეს სატელეფონო კავშირი და მოსთხოვა მისთვის ეჩვენებინა ტელეფონი, აღნიშნულზე კი ი----------ე გაიჭრა აივანზე და დაიწყო კივილი ,,მიშველეთო“, რაზეც თვითონ აფარებდა პირზე ხელს, შემდეგ შერცხვა და წამოვიდა ბინიდან, თუმცა, სადარბაზოში მას შეეჩეხა მ-----------–--ე, რომელმაც დაუწყო ცემა, გამოიძახეს პოლიცია და დააკავეს იგი. ბრალდებულმა განმარტა, რომ თეთრტარიანი დანა მას არ ქონია, დანა, რომ ჰქონოდა და ი----------ის მოკვლა ნდომოდა, მას ვერავინ შეუშლიდა ხელს, არც აივანზე გასვლის საშუალებას მისცემდა. შესაბამისად, ბრალდებულის განმარტებით, ი----------ისა და მ-----------–--ის მიერ მიცემული ჩვენებები არ შეეფერება სინამდვილეს და მათი ინტერესია, რომ პასუხისგებაში მისცენ იგი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ ი----------ის განმარტების თანახმად, 2018 წლის 6 აგვისტოს სამსახურის შემდეგ, როდესაც დაბრუნდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, კარი გასაღებით გააღო და სახლში დახვდა ბ--------–-----ე, ხელში სამზარეულოს დანით. შეშინებულმა დაიწყო კივილი, რაზეც ბ---- ვ-–-----ემ თმებში ჩაავლო ხელი და უყვიროდა გაჩუმებულიყო, თორემ მოკლავდა. იგი დაუსხლტა ხელიდან და გაიქცა აივნისაკენ, რა დროსაც, ბ--------–-----ე წვდა ,,მაისურში“ და შემოახია, იგი წაიქცა აივანზე, ბრალდებული კი დანით ,,დაახტა’’ თავზე, დანის წვერს სახესა და ხელებზე უსვამდა და ემუქრებოდა მოკვლით. დაზარალებულის გადმოცემით, ბ--------–-----ის მიერ განხორციელებული ქმედებებით განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ დაზარალებულ ი----------ის ჩვენება სრულ შესაბამისობაშია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან, რომლის შესაბამისად სამზარეულოს მაგიდასთან იატაკზე აღმოჩენილი და ამოღებული იქნა თმისმაგვარი ღერები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, ასევე, ამოღებული იქნა დიდი ზომის დანა, რომლითაც დაზარალებულის განმარტებით, ბ--------–-----ე ემუქრებოდა და სხეულზე სხვადასხვა ადგილას აყენებდა დაზიანებას. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მისაღებ ოთახში განთავსებულ სავარძელთან, ასევე, ამოღებულ იქნა ი----------ის მოვარდისფრო მაისური, დაზიანებულ მდგომარეობაში. დაზარალებულ ი----------ის ჩვენება, ასევე, სრულ შესაბამისობაშია საქმეში წარმოდგენილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნასთან, რომლის თანახმად 07.08.2018წ. 00:25-00:40 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით ი----------ეს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევის, ნაკაწრებისა და სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები ნაკაწრების სახით განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. დაზარალებულ ი----------ის ჩვენებას, ასევე, ადასტურებს სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ნ----------------ისა და დაზარალებულ მ-----------–--ის ჩვენებები, რომელთა განმარტებით, ქ-------–-, ი-------–--ის გამზირი N---ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან შეკრებილი იყო ხალხი, ვინაიდან აივანზე დაზარალებული კიოდა და ითხოვდა დახმარებას.
შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს ქ-------–-, ი------–--ის გამზირი N--------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ბ--------–-----ემ ყოფილ მეუღლე ი----------ეს დანა დაუსვა მარცხენა ხელის და ლოყის არეში და მოქაჩა თმებში. დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური სახის ტკივილი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბ--------–-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რასაც გამოკვლეული მტკიცებულებათა საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე, დასტურდება, რომ ბ--------–-----ე, 2018 წლის მაისის თვიდან 2018 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით, ყოფილ მეუღლე ი----------ეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა ი----------ემ განმარტა, რომ პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ბ--------–-----ემ კვლავ მიაკითხა დაზარალებულს, დასდევდა, უთვალთვალებდა, არ აძლევდა ნორმალურად გადაადგილების საშუალებას, ურეკავდა ტელეფონზე განუწყვეტლად, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, დაზარალებული განიცდიდა მუდმივ შიშსა და ფსიქოლოგიურ ტანჯვას. დაზარალებულ ი----------ის ჩვენებას ადასტურებს ამბულატორიული სასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ ი----------ე ბ--------–-----ის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით - განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
სასამართლომ სწორად არ გაიზიარა ბრალდებულ ბ--------–-----ის პოზიცია, იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებული ი----------ე დაინტერესებულია მისი პატიმრობაში ყოფნით და ამის გამო ამხელს მას დანაშაულის ჩადენაში, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები თანხვედრაშია დაზარალებულ ი----------ის მიერ გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებთან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა ი----------ემ ანალოგიურად აღწერა ფაქტობრივი გარემოებები გამომძიებელთან გამოკითხვისას, ასევებ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს და ექსპერტებთან შემოწმებისას.
პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენში სწორად მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, - დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.
საქმეში წარმოდგენილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილის განაჩენით, დადგენილია, რომ ბ--------–-----ე გასამართლებულია საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით. პენიტენციური დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ ბ--------–-----ე საპატიმრო სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა 2018 წლის 23 აპრილს.
ამდენად, ვინაიდან, ბ--------–-----ეს დანაშაულის ჩადენის მომენტში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილის განაჩენისთვის დადგენილი ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, მისი მხრიდან ოჯახში ძალადობის არაერთგზის ჩადენა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის თანახმად, მუქარად ითვლება: „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“. მაშასადამე, ამ ნორმით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ამასთან დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
დაზარალებულმა ი----------ემ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ როდესაც საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაბრუნდა და კარი გასაღებით გააღო, სახლში დახვდა ბ--------–-----ე, სამზარეულოს დანით ხელში, შეშინებულმა დაიწყო კივილი, რაზეც ბ--------–-----ემ თმებში ჩაავლო ხელი და უყვიროდა გაჩუმებულიყო, თორემ მოკლავდა. ი----------ე გაიქცა აივნისაკენ, წაიქცა აივანზე, ბრალდებული კი დანით ,,დაახტა’’ თავზე, დანის წვერს სახესა და ხელებზე უსვამდა და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, დაზარალებული კიოდა და ითხოვდა შველას. დაზარალებულმა მუქარა აღიქვა რეალურად, მანვე განმარტა: ,,ამ დროს ვიფიქრე, რომ უკვე მკვდარი ვიყავი’’. დაზარალებულ ი----------ის ჩვენებასთან თანხვედრაშია სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ მ-----------–--ისა და მოწმე ნ----------------ის ჩვენებები. დაზარალებულ მ-----------–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ აივანზე ბ---- ვ-–-----ე დანით ემუქრებოდა ი----------ეს სიცოცხლის მოსპობით, თან ცდილობდა მის აივნიდან ბინაში შეყვანას, დაზარალებული კი ითხოვდა შველას. მოწმე ნ----------------ემ დაკითხვისას, ასევე დაადასტურა, რომ ი----------ე კიოდა და შველას ითხოვდა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მითითებულია, რასაც სააპელაციო სასამართლოც ეთანხმება, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ--------–-----ემ ი----------ის მიმართ დანის გამოყენებით განახორციელა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც ი----------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლით კრიმინალიზებულია ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელის ხელშეუხებლობას. დანაშაულის საგანს წარმოადგენს სხვა პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ბინა, ხოლო ჩადენილი დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლაში, რაც, გულისხმობს ბინის მფლობელის ხელშეუხებლობის უკანონო დარღვევას. ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს დანაშაულის სუბიექტის პირდაპირი განზრახვა, რომელსაც გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და სურს უკანონოდ ბინაში შესვლა. დანაშაული დამთავრებულია ბინაში უკანონოდ შესვლისთანავე.
დაზარალებულ ი----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ საცხოვრებელი ბინის კარი საკუთარი გასაღებით გააღო და ბინაში შესულს, მისი ნების საწინააღმდეგოდ იქ დახვდა ბ--------–-----ე. დაზარალებულმა განმარტა, რომ ბ--------–-----ესთან საკეტის გასაღები საიდან მოხვდა არ იცის, ვარაუდობს, რომ ბრალდებულის მიერ მოხდა გასაღების გამრავლება. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა საცხოვრებელ ბინაში შესასვლელი კარის ზედა საკეტი მექანიზმი, კარის საკეტი, ხოლო ბ--------–-----ის პირადი ჩხრეკის შედეგად შარვლის ჯიბიდან ამოღებული იქნა ორი ცალი მოყვითალო ფერის, სხვადასხვა ფორმის გასაღები. საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ტრასოლოგიური ექსპერტის დასკვნით კი დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი საკეტი მოწყობილობა შესაძლებელია გაღებული იყოს თავისი ან ანალოგიური წესით დამზადებული გასაღებებით. პაკეტ N1-ში არსებული მოყვითალო ფერის ლითონის გასაღები მოთავსებული იქნა პაკეტ N2-ში საკეტი მოწყობილობის განკუთვნილ ჭრილში და გადაბრუნდა მარჯვნივ და მარცხნივ, რაც განხორციელდა ნორმალურად შეფერხების გარეშე. მოყვითალო ფერის ლითონის გასაღებზე არსებულ ჭრილზე აღენიშნება მექანიკური დაზიანების კვალი ლითონის ნაჭდევების და ნაკაწრების სახით. გასაღები დამზადებულია კუსტარული წესით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბ--------–-----ე ი----------ის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შევიდა, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ, ვინაიდან არ იყო გამოხატული მფლობელის ნება-სურვილი, ნებართვა, აღნიშნულიდან გამომდინარე დაირღვა ი----------ის, ბინის მფლობელის ხელშეუხებლობა, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული დასაბუთება საფუძვლიანია და იგი უშუალოდ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მოთხოვნას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111;160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში ბ--------–-----ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე, ვინაიდან, თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ საპროცესო ნორმათა სრული დაცვით მოპოვებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ბ--------–-----ის მიერ, მის მიმართ წარდგენილი ბრალდების, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111;160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენა, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, გაანალიზა სასამართლო განხილვით გამოკვლეული მტკივებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბ--------–-----ის მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენაში (დაზარალებულ მ-----------–--ის ეპიზოდი) დადგენილი არ არის ეჭვისგამომრიცხავი, უტყუარი მტიცებულებებით, შემდეგი გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია, ცემისთვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფიზიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) ცემაში ან სხვაგვარ ძალადობაში. ცემა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობის განხორციელებისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული უნდა დასტურდებოდეს, არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით, არამედ, სხვა პირდაპირი მტკიცებულებებით, ხოლო რაც შეეხება ბ--------–-----ის მიმართ მუქარის ნაწილში წარდგენილ ბრალდებას სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მუქარა თავისი შინაარსით, დამოუკიდებელი სახის დანაშაულია, იგი მხოლოდ განზრახვის გამომჟღავნებას წარმოადგენს, რა დროსაც, დამუქრების მიზანი მხოლოდ და მხოლოდ პირის დაშინებაა, რა დროსაც, აუცილებელია არა მხოლოდ მუქარის განხორციელება, არამედ ასევე, იმას ვისაც ემუქრებიან უნდა გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ გარემოების დასადგენად, აუცილებელია გამოკვლეული იქნეს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური გარემოება, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დამმუქრებლის პიროვნება, ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავისა და მსხვერპლს შორის, მუქარის გამოხატვის ხერხი, რაც საშუალებას მისცემს სასამართლოს დაადგინოს, კონკრეტულ შემთხვევში გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მოსპობის საფუძვლიანი შიში.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულ მ-----------–--ის მიერ მიცემული ჩვენების თანახმად, ამ უკანასკნელმა ჯერ კიდევ ეზოში ყოფნის დროს დაინახა, თუ როგორ აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას მსჯავრდებული თავის მეუღლეს და როგორ ემუქრებოდა მას დანით. დაზარალებულის განმარტებით, მან დააპირა ბინაში ასვლა, მაგრამ სადარბაზოში შეხვდა კიბეებზე ჩამომავალ მსჯავრდებულ ბ--------–-----ეს, რომელსაც კარგად იცნობდა პოლიციაში უბნის ინსპექტორად მუშაობის დროიდან და არაერთხელ არის ნამყოფი მსჯავრდებულის ოჯახში მის მიერ განხორცილებეული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. განმარტა, რომ იგი შეეცადა მსჯავრდებულის დაკავებას რომ ეს უკანასკნელი არ მიმალულიყო, რა დროსაც მსჯავრდებულმა გაუწია მას ფიზიკური წინააღმდეგობა, ხელი ჩაარტყა ორჯერ თავის არეში და დანის გამოყენებით, სოცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას. დაზარალებულმა მ-----------–--ემ იქვე განმარტა, რომ მიუხედავად მსჯავრდებულის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობისა, მან შეძლო მისი შებოჭვა და იგი ჩააბარა შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს.
აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს სხვაგვარად აღწერს მსჯავრდებული ბ---- ვ-–-----ე და თავის ჩვენებებში განმარტავს, რომ დაზარალებულ მ-----------–--ეს იცნობდა შემთხვევამდე, ეს უკანასკნელი დაინტერესებული იყო მისი დაჭერით და როდესაც შეხვდა მას სადარბაზოს კიბესთან მ-----------–--ემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას და ისე შეძლო მისი შებოჭვა.
საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელთა ჩვენებები, სადაც მიუთითებენ, რომ შემთხვევის ადგილზე მისულებს მ-----------–--ემ შებოჭილ მდგომარეობაში დაახვედრა მსჯავრდებული ბ---- ვ-–-----ე, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მ-----------–--ეს, შემთხვევის ადგილზევე მ-----------–--ემ გადასცა მათ მის მიერ შებოჭილი მსჯავრდებული ბ--------–-----ე, რის შემდეგაც მოხდა ამ უკანასკნელის დაკავება და პოლიციის განყოფილებაში წარდგენა. მხოლოდ ამის შემდგომ, მოგვიანებით და არა უშუალოდ შემთხვევის ადგილზე, პოლიციის განყოფილებაში მ-----------–--ემ წარადგინა დანა, რომელზედაც განაცხადა, რომ დაკავების დროს ამ დანით ემუქრებოდა მას მსჯავრდებული სიცოცხლის მოსპობით, ასევე, წარადგინა მისივე კუთვნილი დაზიანებული მაისური, რომელიც დაუზიანდა მსჯავრდებულის დაკავების დროს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით, არსებობს დაზარალებულ მ-----------–--ის ჩვენება, მის მიმართ მსჯავრდებულის მხრიდან განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, რაც არ დასტურდება სასამართლო განხილვით გამოკვლეული სხვა რაიმე სახის პირდაპირი მტკიცებულებებით, ხოლო პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები, მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რადგანაც ისინი პირადად არ შესწრებიან მსჯავრდებულის მხრიდან დაზარალებულის მიმართ განხორციელებულ ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის და ჯამრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტს, ისინი ქმედების ამ ნაწილში მხოლოდ მ-----------–--ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე მიუთითებენ. ამასთან, მათი მხრიდან მხოლოდ იმ გარემოებებზე მითითება, რომ შემთხვევის ადგილზე მ-----------–--ის მიერ შებოჭილი მსჯავრდებული სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ამ უკანასკნელს, საკმარისი არ არის მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდებების დასადასტურებლად. ხოლო, რაც შეეხება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის მიერ გაცემულ დასკვნას, მ-----------–--ის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ, საკმარის მტკიცებულებას არ წარმოადგენს ძალადობის ნაწილში წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, რადგანაც, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, სხეულზე დაზიანებები მიღებული აქვს, როგორც დამკავებელ პირს მ-----------–--ეს, ასევე, მსჯავრდებულ ბ--------–-----ეს.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით, ირიბი ჩვენება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, ბ--------–-----ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია, მხოლოდ მოწმეთა ირიბი ჩვენებები და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მინდია კომლაძის მიმართ არსებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ამ შემთხვევაში იგი ადასტურებს მხოლოდ დაზიანების არსებობას, პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად კი აუცილებელია დადგინდეს, მიაყენა თუ არა ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა და იყო თუ არა მისი ქმედება ბრალეული. აღნიშნული მტკიცებულების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სასამართლოსთვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მსჯავრდებულის მიმართ მ-----------–--ის ნაწილში წარდგენილ ბრალდებებს.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მხარეთა მიერ წარდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი ისეთი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადგენდა, რომ მსჯავრდებულმა ბ--------–-----ემ ჩაიდინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ-----------–--ის ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რადგანაც, მხარეთა მიერ შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოსთვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, მსჯავრდებულის მიმართ, მ-----------–--ის ეპიზოდში წარდგენილი ბრალდება მხოლოდ ეჭვს ემყარება და ეს ეჭვი არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით წარდგენილი პირდაპირი მტკიცებულებებით.
შესაბამისად, ბრალდებული ბ--------–-----ე უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ-----------–--ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის პიროვნება და საქმის გარემოებები, ასევე, ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სრულყოფილად შეაფასა და გაითვალისწინა ჩადენილი ქმედების ძალადობრივი ხასიათი, მისი წარსული და მსჯავრდებულ ბ--------–-----ეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწლის „ე“ ქვეპუნქტით, 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111;160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება, როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ ბ--------–-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის, ა-–------------------–-–---–ის, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის განაჩენში, ბ--------–-----ის მიმართ, შევიდეს ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3.ბ--------–-----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ-----------–--ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;
4.ბ--------–-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;160-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
5.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ბ--------–-----ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
6.ბ--------–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა -გაუქმებულია.
7. ბ---- ვ-–-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 06 აგვისტოდან.
8.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
- მ-----------–--ისაგან ამოღებული პერანგი - დაუბრუნდეს მ-----------–--ეს;
- ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ორი გასაღები - დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
- მ-----------–--ისაგან ამოღებული დანა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული თმისმაგვარი ღერები და მოწითალო ფერის ლაქა - განადგურდეს;
- დიდი ზომის დანა, დაზიანებული მაისური, კარის ზედა საკეტი მექანიზმი და დაზიანებული სათვალე - დაუბრუნდეს დაზარალებულ ი----------ეს;
9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ლ.თედორაძე/