განაჩენი

სისხლის სამართლის 22.10.2019
საქმის ნომერი
330100119002956810
ინსტანცია
თარიღი
22.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002956810

საქმე № 1ბ/1544 -19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებულები:

კ------- ხ------–--ე, დაბადებული 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, რეგისტრირებული: ჭ----------------------------–-–-------––- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------–--------------------------–-.

ლ------------------ე, დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------–----------------------------------------ში.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

 

სასჯელი:

კ------- ხ------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3(სამი) წელი.

ლ------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3(სამი) წელი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა ლ-–- ფ------–--ემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა, კერძოდ, კ------- ხ------–--ის და ლ------------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას. კ------- ხ------–--ის და ლ------------------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლომ არ გაითვალისწინა საამისოდ მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას სხვა გარემოებებთან ერთად, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით დაზარალებულთან მიმართებაში. მოცემულ შემთხვევაში, კ------- ხ------–--ემ და ლ------------------ემ დანაშაული ჩაიდინეს დისკრიმინაციის მოტივით, რასაც ორი ადამიანის მკვლელობის მცდელობა მოჰყვა, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა, ხოლო მეორეს ჯანმრთელობა მძიმედ დაუზიანდა. აღნიშნული გარემოებების გამო, მითითებული მიზნების უზრუნელსაყოფად, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ კ------- ხ------–--ის და ლ------------------ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი არ იქნა წარდგენილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

კ------- ხ------–--ემ და ლ------------------ემ ჩაიდინეს სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 31 მაისს, დაახლოებით 14:57 საათზე, ქ-------–--–---------–-------–----------------------------ში მდებარე ე-–--- ბ-–-------------ს საცხოვრებელ ბინაში, მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სახაზო საპატრულო სამმართველოს (დიდუბე-ჩუღურეთის) პატრულ-ინსპექტორები - ლ------------------ე და კ------- ხ------–--ე. პატრულ ინსპექტორებმა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ, იმის გამო, რომ ე-–--- ბ-–------------- მათი შეხედულებით იყო მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონი, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულეს არაჯეროვნად - სათანადოდ არ შეაფასეს ადგილზე შექმნილი ვითარება, კერძოდ პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საფრთხის აღმოფხვრამდე, ა-–---------- ჯ------–-–---–ს მისცეს ე-–--- ბ-–-------------სთან მიახლოების საშუალება, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ა-–---------- ჯ------–-–---–მა მოახერხა და ეჭვიანობის ნიადაგზე, განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის მიზნით, სამსახურებრივი ,,HS-9” მოდელის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით საძინებელ ოთახში, ე-–--- ბ-–-------------ს შვილის - თ----- გ-----ის თვალწინ, ზურგის არეში, სიცოცხლისათვის სახიფათო გამჭოლი ჭრილობა მიაყენა ოჯახის წევრს მეუღლეს - ე-–--- ბ-–-------------ს, რის შედეგადაც ნასროლი ტყვია ლოგინზე მყოფ მცირეწლოვან თ----- გ-----იდან 15 სანტიმეტრში დაეცა. ამასთან, ე-–--- ბ-–-------------მ სროლის შედეგად დაინახა თუ როგორ შეეღება სისხლით სახე და ტანსაცმელი მის მცირეწლოვან შვილს, რამაც გამოიწვია მისი ფსიქოლოგიური ტანჯვა. ამის შემდეგ, ა-–---------- ჯ------–-–---–მა ამავე იარაღიდან სამზარეულოს შესასვლელთან განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის მიზნით, 3-ჯერ ესროლა თ----- გ-----ის მამას - მ------ გ-----ეს და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა გულმკერდის და მუცლის არეში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კ------- ხ------–--ის და ლ------------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულების- კ------- ხ------–--ის და ლ------------------ის ქმედებებს. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: ე-–--- ბ-–-------------ს, ტ----------–-----------------–------------–---–-------------------–-----–---–--------–---------------------–------------–--------------------------- გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად კ------- ხ------–--ი-------–----ი ვ------------ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმებით და მათ მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით ბრალის აღიარების შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ,,HS-9” მოდელის ცეცხლსასროლი იარაღით, მასრებით, ტყვიის გულებით და გულის ფრაგმენტებით, ა-–---------- ჯ------–-–---–ისგან სისხლის ნიმუშის აღების ოქმით და აღებული სისხლის ნიმუშით, ა-–---------- ჯ------–-–---–ის ანაწმენდის აღების ოქმით და აღებული ანაწმენდით, კ------- ხ------–--ისგან დენთის კვალის აღების ოქმით და აღებული დენთის კვალით, ლ------------------ისგან სამსახურებრივი სამხრე აუდიო-ვიდეო კამერის ამოღების ოქმით, ამოღებული სამხრე კამერა N0--- და კამერაზე არსებული ვიდეოჩანაწერით, ე-–--- ბ-–-------------ს ტანსაცმლის ამოღების ოქმით და ამოღებული ტანსაცმელით, პლედით, ბალიშის პირით, თ----- გ-----ის ტანსაცმლის ამოღების ოქმით და ამოღებული ტანსაცმელით, ა-–---------- ჯ------–-–---–ის ტანსაცმლის ამღების ოქმით და ამოღებული ტანსაცმლით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სასამართლო ბალისტიკური ექსპერტიზის N1----- დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ფიზიკოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, ქიმიურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო ბალისტიკური ექსპერტიზის N1----- დასკვნით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, კომპიუტერული ექსპერტიზის N0-------- და N0-------- დასკვნებით, ბიოლოგიური (გენეტიკურ სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამონაწერები კ------- ხ------–--ის და ლ------------------ის თანამდებობებზე დანიშვნის თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 სექტემბრის განაჩენით ა-–---------- ჯ------–-–---–ის მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 4 დეკემბრის განაჩენით ა-–---------- ჯ------–-–---–ის მიმართ და სისხლის სამართლის საქმეში საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულების - კ------- ხ------–--ის და ლ------------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულების ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ კ------- ხ------–--ემ და ლ------------------ემ ჩაიდინეს სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

კ------- ხ------–--ის და ლ------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ისინი აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს.

 

კ------- ხ------–--ის და ლ------------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ის, რომ დანაშაული ჩაიდინეს გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმოადგენს დამაძიმებელ გარემობას.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულებისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.

 

საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულების მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულებს განუსაზღვრათ შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობით.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ლ------------------ის და კ------- ხ------–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტებს, რომ მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს დანაშაული, რასაც ორი ადამიანის მკვლელობის მცდელობა მოჰყვა, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა, ხოლო მეორეს ჯანმრთელობა მძიმედ დაუზიანდა, რაც პალატის შეფასებით დაუსაბუთებელია. პალატა მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ ლ------------------ემ და კ------- ხ------–--ემ ჩაიდინეს სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, რისთვისაც მათ უნდა დაეკისროთ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ვინაიდან ლ------------------ის და კ------- ხ------–--ის მიერ ჩადენილი დანაშაული შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს, ადამიანის სიცოცხლის მოსპობას და სხვა მძიმე შედეგს, ამდენად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.

 

აპელანტის მიერ ლ------------------ის და კ------- ხ------–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებული არგუმენტია, რომ მსჯავრდებულებმა დანაშაული ჩაიდინეს დისკრიმინაციის მოტივით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულებმა ლ------------------ემ და კ------- ხ------–--ემ ჩაიდინეს დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. პირველი ინსტანციის სასამარლოს მიერ მსჯავრდებულების მიმართ სასჯელის დანიშნულია საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. მოცემულ შემთხვევაში ითვალისწინებს კ------- ხ------–--ის და ლ------------------ის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ლ------------------ის და კ------- ხ------–--ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის, გაუფრთხილებლობითი დანაშაული, ისინი აცნობიერებენ მათ მიერ ჩადენილი ქმედებების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებენ და გულწრფელად ინანიებენ, არ არიან ნასამართლევი, არიან დაოჯახებულები, ორივე მათგანი იყო საჯარო მოხელე, (კერძოდ სამართალდამცავები, რომლებიც იცავდნენ ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებს), სისხლის სამართლის საქმის მასალები, მათი წარსული ცხოვრების უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას, არ იძლევა და მათ მიმართ პირველად უნდა იქნეს სისხლისსამართლებრივი სანქცია გამოყენებული. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, კ------- ხ------–--ის და ლ------------------ის მიმართ პირველივე შემთხვევაში საპატიმრო სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, ვინაიდან შემცირებულია მათგან მომდინარე საფრთხეები, რომლის აღკვეთა კ------- ხ------–--ის და ლ------------------ის პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულისადმი მათი დამოკიდებულებისა და სინანულის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებშიც.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულების -კ------- ხ------–--ის და ლ------------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მსჯავრდებულებისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კ------- ხ------–--ის და ლ------------------ის მიმართ სასჯელის ისეთი სახე და ზომის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად პალატას მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და მათ მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და კ------- ხ------–--ის და ლ------------------ის სათანადო ქცევას.

 

სააპელაციო პალატის აზრით, სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კ------- ხ------–--ის და ლ------------------ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორის ლ-–- ფ------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორის ლ-–- ფ------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ივლისის განაჩენი კ------- ხ------–--ის და ლ------------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

კ------- ხ------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3(სამი) წელი;

 

ლ------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3(სამი) წელი;

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ კ------- ხ------–--ი-------–---- ვ------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს თანხა, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდეს მათ შემტან პირს;

 

პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე და მსჯავრდებულების კ------- ხ------–--ის და ლ------------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი, განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

_ 1 ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი