განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100115001078457
საქმე №1ბ/284-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძე
სხდომის მდივანი - ლელა ბახტაძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ქ------- გ-----–---–ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - შ---–-- ჩ-------ი, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ---–--–------–-----------------ში;
დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილი - ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით;
სასჯელი: ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით;
მსჯავრდებული - ფ------- ჩ-------ი, დაბადებული 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის დროს ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. თ---–--–------–-----------------ში;
დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილი - ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით;
სასჯელი: 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ადვოკატები - მ----- ჩ-------ი და გ--- მ-----–---–ი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2015 წლის 30 ივნისს, ღამის საათებში ქ. თბილისში, ტ-–------------------ში მდებარე კაფე-ბარ ,,პ---------ს’’ მიმდებარე ტერიტორიაზე შ---–-- ჩ-------მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერაყელ მოქალაქეებს. ასევე, შ---–-- ჩ-------მა და ფ------- ჩ-------მა ამ უკანასკნელმა დანის გამოყენებით დააზიანეს კაფე-ბარ ,,პ---------ს’’ ინვენტარი, ემუქრებოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ კაფეში შეკრებილ საზოგადოებას. აღნიშნული ქმედება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რის გამოც დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და კაფე-ბარმა ,,პ---------მ’’ შეწყვიტა ნორმალური ფუნქციონირება.
შ---–-- ჩ-------ს წარდგენილი ჰქონდა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
ფ------- ჩ-------ს წარდგენილი ჰქონდა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით - ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ დადასტურებულად მიიჩნია შ---–-- და ფ------- ჩ-------ების მიერ ხულიგნობის ჩადენა, თუმცა იმავდროულად ჩათვალა, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა მათ მიერ ხულიგნობის ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ასევე დადასტურდა ფ------- ჩ-------ის მიერ ხულიგნობის ჩადენა იარაღად სხვა საგნის გამოყენებით - შესაბამისად, 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ:
2015 წლის 30 ივნისს ქ. თბილისში, ტ-–------------------ში მდებარე კაფე-ბარ ,,პ---------ს’’ მიმდებარე ტერიტორიაზე შ---–-- ჩ-------მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერაყელ მოქალაქეებს, რის შემდეგაც მან ძალის გამოყენებით დააზიანა კაფე-ბარ ,,პ---------ს’’ ინვენტარი, ემუქრებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა კაფეში შეკრებილ საზოგადოებას. მისი ქმედება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რის გამოც დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და კაფე-ბარმა ,,პ---------მ’’ შეწყვიტა ნორმალური ფუნქციონირება;
2015 წლის 30 ივნისს ფ------- ჩ-------მა ძალის გამოყენებით დააზიანა ქ. თბილისში, ტ-–------------------ში მდებარე კაფე-ბარ ,,პ---------ს’’ კარი, იმუქრებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა კაფეში შეკრებილ საზოგადოებას. მისი ქმედება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რის გამოც დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და კაფე-ბარმა ,,პ---------მ’’ შეწყვიტა ნორმალური ფუნქციონირება;
ფ------- ჩ-------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ფ------- ჩ-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
შ---–-- ჩ-------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
შ---–-- ჩ-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც ბრალდების მხარემ - ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი-----–- ყ------მ, ასევე - დაცვის მხარემ - მსჯავრდებულ ფ------- ჩ-------ის ადვოკატმა ი-----–- ბ------–---მ.
მსჯავრდებულების ფ------- და შ---–-- ჩ-------ების ადვოკატმა მ----- ჩ-------მა შესაგებ--–ი შემოიტანა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე.
3. მხარეთა პოზიციები:
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-----–- ყ-----ის პოზიციით: სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ შ---–-- და ფ------- ჩ-------ების მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ხულიგნობა, თუმცა არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებს. ბრალდების მხარე მსჯავრდებულებს ედავებოდა ხულიგნობის ჩადენას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ამასთან ფ------- ჩ-------ს ასევე - ხულიგნობის ჩადენას იარაღად სხვა საგნის გამოყენებით. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები ნათლად მიუთითებენ წარდგენილი ბრალდების სისწორეზე, ვინაიდან არაერთმა მოწმემ აჩვენა, რომ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების მომენტში ძმები იყვნენ ერთად. იმავდროულად, მტკიცებულებებით დადასტურდა, თუ როგორ დაურეკა ერთმა მსჯავრდებულმა მეორეს მობილური ტელეფონით და მიიყვანა შემთხვევის ადგილზე. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი დანაშაული, თუ მისი მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ამავდროულად, სახეზეა ფ------- ჩ-------ის მიერ ხულიგნობის ჩადენა იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, ვინაიდან მან დანით განახორციელა ძალადობის მუქარა. მითითებული მუხლის განმარტებით კი სხვა საგნად შესაძლოა, მიჩნეული იქნას ცივი იარაღიც.
მსჯავრდებულების ფ------- და შ---–-- ჩ-------ების ადვოკატის მ----- ჩ-------ის პოზიციით, პროკურორის სააპელაციო საჩივარი არის დაუსაბუთებ--–ი, უსაფუძვლო, სამართლებრივად უარგუმენტო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ ფ------- ჩ-------ის ადვოკატის ი-----–- ბ------–--ის პოზიციით: სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ფ------- ჩ-------ის მიერ ხულიგნობის ჩადენა. მეტიც, სასამართლო განხილვებისას დადასტურდა, რომ ფ------- ჩ-------ს არ დაუზიანებია კაფე-ბარ ,,პ---------ს“ ინვენტარი და საერთოდ არ შესულა კაბე-ბარში, მას არ მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა ბარში შეკრებილი საზოგადოებისათვის და ინციდენტი არ გაგრძელებულა რამოდენიმე წუთს. კაფე-ბარ ,,პ---------ს“ შუშის ჩამტვრევასთან დაკავშირებით მოწმეების ჩვენებები არსებითად განსხვავდებიან თავიანთი შინაარსით ერთმანეთისაგან. მათგან მხოლოდ მ----- ჯ-–--–---–ი აცხადებს, რომ თითქოს ფ------- ჩ-------მა ჩაამტვრია კაფე-ბარ ,,პ---------ს“ კარის შუშა, თუმცა ეს არ დაადასტურეს შემთხვევის დროს მის გვერდით მყოფმა მოწმეებმა ხ-----–-–---–მა და ლ---–--ემ. ფ------- ჩ-------ის მიერ ხულიგნობის ჩადენას გამორიცხავენ დაცვის მოწმეებიც, რომლებიც, მართალია, ოდნავ მოგვიანებით მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, თუმვა არც მისვლამდე და არც მისვლის შემდეგ არ გაუგონიათ და არც დაუნახავთ ფ------- ჩ-------ის მხრიდან რაიმე სახის აგრესიული ქმედება ან კაფე-ბარ ,,პ---------ში“ შეკრებილი საზოგადოების მიმართ სიტყვიერი შეურაცყოფა. კიდეც რომ გავიზიაროთ ბრალდების მოწმეთა წინააღმდეგობრივი ჩვენებები, ხულიგნობის ჩადენა მაინც არ შეიძლება, მიჩნეული იქნას დადასტურებულად, ვინაიდან ფ------- ჩ-------ის კაფე-ბარ „პ---------ში“ მისვლის მიზეზი გახლდათ პირადი მოტივი, რაც ცალსახად გამორიცხავს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის და საზოგაოდების უპატივცემულობის განზრახვის არსებობას. პირადი, შურისძიების მოტივით ჩადენილი ძალადობა და მუქარა, რომელსაც მოჰყვა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, არ წარმოადგენს ხულიგნურ ქმედებას და მას სისხლის სამართლის კოდექსის სხვა ნორმა არეგულირებს. დაცვა ასევე მიუთითებს კაფე-ბარ „პ---------სთან“ არსებული სათვალთვალო ვიდეო კამერის ჩანაწერზე, რომლის თანახმადაც ფ------- ჩ-------ის კაფესთან მისვლიდან მის წამოსვლამდე გავიდა სულ რამდენიმე წამი, რაც გამორიცხავს ხულიგნ----- ქმედების გაგრძელებას რამდენიმე წუთის განმავლობაში, როგორც ეს გასაჩივრებულ განაჩენშია მითითებული.
4. მტკიცებულებების ერთობლიობა:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებ--–ი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებ--–ი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებ--–ია, შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებ--–ია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებ--–ია. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)
ამდენად, სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს მტკიცებულებების შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, იძლევა თუ არა ფაქტების ცალსახად დადგენის შესაძლებლობას ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის მიხედვით, 2015 წლის 1 ივლისს ქ.თ---–-----–-------------------–ოს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ქ.ბილისში, ტ-–---------------ში მდებარე კაფე-ბარ ,,პ---------ში“ ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, 2015 წლის 1 ივლისს დათვალიერდა ქ. თბილისში, ტ-–-------------------ში მდებარე კაფე-ბარი ,,პ---------’’. დათვალიერებაზე თანხმობა განაცხადა ობიექტის მეპატრონემ მ----- ჯ-–--–---–მა. კაფე-ბარ ,,პ---------ს’’ ერთფრთიანი შემინული კარის მინა იყო დაზიანებული და მინის ნამსხვრევების ნაწილი მიმოფანტული იყო მეტლახის ზედაპირის მქონე იატაკზე, ნაწილი კი დარჩენილი იყო კარის ჩარჩოში. ... კაფის შესასვლელიდან პირდაპირ, შუა ადგილას იატაკზე უწესრიგოდ ეგდო მრგვალი ფორმის ხის მაგიდა და სკამები დაზიანებულ მდგომარეობაში, მის გვერდით ასევე უწესრიგოდ იდგა ხის ოვალური ფორმის მაგიდა სკამებით... შემთხვევის ადგილიდან - შესასვლელი კარის წინ მეტლახის ზედაპირიდან ექსპერტმა აიღო მინის ნატეხები, რომელიც დაილუქა სპეცპაკეტში, რომელსაც დაესვა თარიღი და გაკეთდა ხელმოწერები. ექსპერტმა გადაიღო ფოტოსურათები, რაც მოთავსდა ორ ცალ CD დისკზე. ერთი დისკი დაილუქა სპეცპაკეტში, მასზე დასმული იქნა თარიღი და გაკეთდა ხელმოწერები, მეორე დისკი კი დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.
საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის №ი----- დასკვნით (06.07.2015), ქ. თბილისში, ტ-–------------------ში მდებარე კაფე-ბარ „პ---------ს“ შესასვლელი კარის მინის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობამ აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინებით შეადგინა 64,60 (სამოცდაოთხი ლარი და 60 თეთრი).
ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა მ------ გ--–--ემ და ზ------ ჯ---–--ემ.
დაზარალებულმა რ--- ა-–----–-მ განმარტა, რომ 2015 წლის 30 ივნისს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა თბილისში, ტ-–-----------------------ში მდებარე კაფე-ბარ ,,პ---------ში’’. გვიან ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე ვ-----–---თან ერთად გავიდა კაფედან და ჩაჯდა კუთვნილ ავტომანქანაში. ამ დროს მანქანას მიუახლოვდა ახალგაზრდა მამაკაცი და უმიზეზოდ დაუწყო გინება, რის შემდეგაც იმავე უცნობმა გამოუღო მანქანის კარი, გადმოიყვანა მანქანიდან, სახეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი და დააგდო ძირს. აღნიშნულის გამო ავტომანქანიდან გადმოვიდა მისი მეგობარი ვ------–-–--ი, ასევე კაფედან გამოვიდნენ მისი სხვა მეგობრები და კაფეს მეპატრონე მ----- ჯ-–--–---–ი, რომელთა დახმარებით თავდასხმა შეწყდა. ამის შემდეგ მ-----ის შეთავაზებით დაბრუნდა კაფეს სამზარეულოში, სადაც მოისუფთავა დასისხლიანებული სახე. ამ დროს გაიგონა შ---–-- ჩ-------ის გინების და ასევე საგნების მტვრევის ხმა, მაგრამ ვინაიდან იყო შეშინებული, კაფეს დარბაზში არ გასულა. მალევე ადგილზე მივიდა პოლიცია და როცა სამზარეულოდან გამოვიდა, დაინახა, რომ მაგიდები და სკამები იყო გადატრიალებული, ხოლო მინის კარი იყო ჩამსხვრეული.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით (07.07.2015) მოქალაქე რ--- ა-–----–-ს 01.07.2015 წლის პირადი შემოწმების მომენტისათვის აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით. აღნიშნული დაზიანებები განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ელიკო კუმლაძემ.
დათვალიერების ოქმის თანახმად, 2015 წლის 1 ივლისს მოწმის სახით დაკითხული რ--- ა-–----–-ს მონაწილეობით დათვალიერდა მის მიერ წარმოდგენილი მოკლემკლავიანი ნაცრისფერი მაისური და გრძელმკლავიანი პერანგი, რომლებსაც ვიზუალურად აღენიშნებოდა დაზიანების კვალი.
ექსპერტიზის №7------- დასკვნით (10.07.2015) ექსპერტიზაზე წარდგენილი რ--- ა-–----–-ს პერანგის და მაისურის ზედაპირზე არსებული დაზიანებები ღილების ამოგლეჯის, ნაკერის განარღვევის და გახევის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. პერანგის და მაისურის ზედაპირზე არსებული დაზიანებები წარმოქმნილია რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად. მაისურის ზედაპირზე არსებული გამჭოლი დაზიანება წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად.
ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ-–- ს---–------ემ.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის (12.07.2015) თანახმად, რ--- ა-–----–-მ მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო №4 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება - შ---–-- ჩ-------ი, რომელმაც მისივე განმარტებით, 2015 წლის 1 ივლისს ქ.თბილისში, ტ-–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე თანმხლებ მეორე მამაკაცთან ერთად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
დაზარალებულმა მ----- ჯ-–--–---–მა განმარტა, რომ არის ი/მეწარმე და ფლობს თბილისში, ტ-–------ს ქუჩაზე მდებარე კაფე ,,პ---------ს’’, რომელსაც ძირითადად სტუმრობენ უცხოელი სტუდენტები, თუმცა მის კლიენტთა შორის ასევე არიან ქართველებიც. 2015 წლის 30 ივნისს, გვიან ღამით ვ------–-–-- ნ-----, ს------- ჰ----- და ა-–----–- რ--- გავიდნენ მისი კაფედან. მათი გასვლიდან 2-3 წუთის შემდეგ გაიგონა ხმაური და კაფეში მყოფ უცხოელებთან, ასევე მეგობრებთან ნ-----–-- ლ---–--ესთან, მ------ გ------–-–---–თან და ბ--–ა ხ----–---–თან ერთად გავიდა კაფედან. დაინახა, რომ ა-–----–- რ---ს ეჩხუბებოდა იქვე მეზობლად მცხოვრები შ---–-- ჩ-------ი. შ---–--ი ხელ-ფეხს ურტყამდა რ---ს, ხოლო ეს უკანასკნელი ეგდო ძირს. მათი ჩარევის შემდეგ ჩხუბი შეწყდა და ა-–----–- რ--- შეიყვანა კაფეს სამზარეულოში, რათა სისხლი მოებანა. მოულოდნელად კაფეში შევიდა შ---–-- ჩ-------იც, რომელიც დაწესებულებაში მყოფი სტუმრების და ასევე სხვა პირების მისამართით იგინებოდა, იმუქრებოდა, რომ ყველას დახოცავდა და უმიზეზოდ იატაკზე ყრიდა მაგიდებსა და სკამებს. ხმაურზე გამოვიდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, გარეთ გავიდნენ კაფეში მყოფი პირები და მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სუპერმარკეტების თანამშრომლები. მისმა კაფემ კი შექმნილი მდგომარეობის გამო შეწყვიტა მუშაობა. ნ----- ლ---–--ესთან და ბ--–ა ხ----–---–თან ერთად სცადა, შეეკავებინა ნასვამი შ---–-- ჩ-------ი, რა დროსაც მოულოდნელად დაინახა ფ------- ჩ-------ი, რომელსაც ხელში ეკავა დანა და ცდილობდა კაფეში შესვლას. გადაწყვიტეს აღეკვეთათ მისი კაფეში შესვლა და არ მიეცათ კარში შემოსვლის საშუალება, რა დროსაც ფ------- ჩ-------მა ფეხი ჰკრა შესასვლელი კარის მინას და ჩაამსხვრია. შემდეგ კი შ---–-- და ფ------- ჩ-------ები შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ.
მოწმე ვ------–-–-- ნ----- ს-------ი ჰ-----ს ჩვენებიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 30 ივნისს, საღამოს საათებში მეგობართან რ--- ა-–----–-სთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, ტ-–------ს ქუჩაზე მდებარე კაფე ,,პ---------ში’’, რომელსაც ისინი სისტემატურად სტუმრობდნენ. დაახლოებით 12-1 საათზე ის, რ--- ა-–----–- და ხ--–--- ა-–-------- გამოვიდნენ კაფედან. ხ--–---ის მიერ სიგარეტის შეძენის შემდეგ ის და რ--- ჩასხდნენ მანქანაში, ხოლო ხ--–---ი დაბრუნდა კაფეში. მოულოდნელად მათ მანქანას მიუახლოვდა ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი, რომელმაც რ---ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ გადაიყვანა ავტომანქანიდან და მუშტი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც რ--- ძირს დაეცა და წამოუვიდა სისხლი. ამ დროს კაფედან გამოვიდა კაფეს მეპატრონე მ-----ი მეგობარ ქალბატონებთან ერთად. გარეთ გამოვიდნენ კაფეში მყოფი სხვა პირებიც. მათი ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა მოჩხუბართა დაშოშმინება. ვინაიდან რ---ს სახიდან სდიოდა სისხლი, მ-----მა ის კაფეს სამზარეულოში შეიყვანა. მალევე კაფეში შევიდა ისევ ის მამაკაცი, რომელიც მანამდე რ---ს სცემდა და იმის მიუხედავად, რომ რ--- დარბაზში არ იმყოფებოდა, დაიწყო ყვირილი, იგინებოდა და მაგიდებს ძირს აყირავებდა. იმავდროულად კაფეში შესასვლელ კართან მივიდა დანით ხელში შეიარაღებული მეორე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ასევე ყვიროდა და კაფეში შესვლას ცდილობდა, თუმცა მ-----ისა და სხვა ქალების მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო დარბაზში ვერ შევიდა. ამით გაღიზიანებულმა მამაკაცმა ფეხი ჩაარტყა კარს და მინა ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ორივე მოჩხუბარმა დატოვა ტერიტორია. დანიანი მამაკაცი თავდაპირველი ჩხუბის დროს არ დაუნახავს. მას წინა ინციდენტში მონაწილეობა არ მიუღია. კაფეში პირის შევარდნის, გინებისა და მაგიდების აყირავების გამო კლიენტები აიშალნენ და შეწყვიტეს კაფეს მომსახურებით სარგებლობა.
2015 წლის 12 ივლისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ვ------–-–-- ნ----- ს------- ჰ-----მ მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო №2 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება - შ---–-- ჩ-------ი, რომელმაც მისივე განმარტებით, 2015 წლის 1 ივლისს, ღამის საათებში ქ. თბილისში, ტ-–------ს ქუჩაზე მის მეგობარ რ--- ა-–----–-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ კაფე-ბარ „პ---------ში“ აგრესიულად შევარდა და მაგიდა და სკამები გადააყირავა.
მოწმე მ-----------–--------ის განმარტებით, 2015 წლის 30 ივნისს, საღამოს საათებში მეგობრებთან რ--- ა-–----–-სთან და ვ------–-–-- ნ-----სთან ერთად იმყოფებოდა თბილისში, ტ-–------ს ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარ ,,პ---------ში’’. გვიან ღამით რ--- და ნ----- გავიდნენ კაფედან. მათი გასვლიდან მალევე კაფეში შევიდა ქართველი მამაკაცი, რომელმაც კაფეს მეპატრონეს - მ-----ს, უხეშად რაღაც უთხრა და წავიდა. მისი გასვლიდან უმოკლეს პერიოდში გაიგონა ჩხუბის ხმა. კაფეში მყოფ პირებთან ერთად გავიდა გარეთ და დაინახა, რომ რ--- ა-–----–-ს თავიდან სისხლი სდიოდა და ტანსაცმელი ჰქონდა შემოხეული. მ-----თან ერთად მან რ--- კაფეს სამზარეულოში შეიყვანა. ამ დროს კვლავ ჩხუბის და მსხვრევის ხმა გაიგონა. დარბაზში გამოსულმა დაინახა, რომ იქ იმყოფებოდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ყვიროდა, იგინებოდა და მაგიდებს აყირავებდა. ამავდროულად კარებს ყვირილით მიუახლოვდა მეორე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ხელში ეკავა დანა და დარბაზში შემოსვლას ცდილობდა, მაგრამ მ-----ი მას აკავებდა და არ უშვებდა. ამის გამო ამ მამაკაცმა ფეხი დაარტყა კარების მინას და ჩაამსხვრია. დარბაზში მყოფმა ქალბატონებმა პირველად შემოსული მამაკაცი იძულებით გაიყვანეს დარბაზიდან, რომელიც შემდგომ შემოერთებულ მეორე პირთან ერთად წავიდა მინის ჩამსხვრევის შემდეგ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა უ------------ის გამოკითხვის ოქმი (წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით იგი იმყოფება საზღვარგარეთ), საიდანაც ირკვევა, რომ 2015 წლის 30 ივნისს იგი თავის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, ტ-–------ს ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარ ,,პ---------ში’’. იმავე ღამეს, დაახლოებით 02:00 საათზე კაფეში ყოფნისას გაიგონა ჩხუბის ხმა და იქ მყოფ პირებთან, მათ შორის კაფეს მეპატრონე მ----- ჯ-–--–---–თან ერთად გავიდა ქუჩაში, სადაც დაინახა, რომ მის მეგობარ რ--- ა-–----–-ს, რომელიც ახალი გასული იყო კაფედან, სცემდა უცნობი ქართველი ახალგაზრდა მამაკაცი, ხოლო ვ------–-–-- ჰ------ ცდილობდა მათ გაშველებას. მათი ერთობლივი დახმარებით ჩხუბი შეწყდა და რადგან რ---ს სახეზე დაზიანებები ჰქონდა, მ-----მა ის კაფეს სამზარეულოში შეიყვანა სისხლიანი სახის მოსაბანად. მალევე ის პიროვნება, რომელიც გარეთ რ--- ა-–----–-ს სცემდა, შევარდა კაფეში ყვირილით, იგინებოდა და მაგიდებს აყირავებდა. ამავე დროს კარებთან მივიდა მეორე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ხელში ეკავა დანა და ყვიროდა, თუმცა მ-----ის და სხვა ქალბატონების წინააღმდეგობის გამო ის კაფეში ვერ შევიდა. ამით გაღიზიანებულმა მამაკაცმა ფეხი ჩაარტყა კარის მინას და ჩაამსხვრია. შემდეგ კი ორივე მოჩხუბარმა დატოვა შემთხვევის ადგილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა ხ--–--- ა-–--------ს გამოკითხვის ოქმი (წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით უცნობია მოწმის ადგილსამყოფელი), რომლითაც ირკვევა, რომ 2015 წლის 30 ივნისის საღამოს იგი თავის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, ტ-–------ს ქუჩის№23-ში მდებარე კაფე-ბარ ,,პ---------ში’’. ღამით, დაახლოებით 02:30 საათზე მეგობრებთან ვ------–-–-- ჰ-----სთან და რ--- ა-–----–-სთან ერთად გავიდა კაფედან სიგარეტის შესაძენად. სიგარეტის ყიდვის შემდეგ თავად კაფეში დაბრუნდა, ხოლო ჰ----- და რ--- ჩასხდნენ მანქანაში. კაფეში შესვლიდან რამდენიმე წუთში გაიგონა ხმაური და ჩხუბის ხმა, რის გამოც კაფეში მყოფ პირებთან ერთად გარეთ გავიდა, რა დროსაც დაინახა მანქანასთან წაქცეული რ---, რომელსაც სცემდა ახალგაზრდა მამაკაცი, ვ------–-–--ი კი ცდილობდა მათ გაშველებას. მათი დახმარებით ჩხუბი შეწყდა და რ---სთან და ვ------–-–--თან ერთად ისევ კაფეში დაბრუნდა. ვინაიდან რ---ს სისხლი სდიოდა, მ-----მა ის კაფეს სამზარეულოში შეიყვანა. რამდენიმე წუთში კაფეში შევიდა ის მამაკაცი, რომელიც მანამდე რ---ს სცემდა. იგი ყვიროდა, იგინებოდა და მაგიდებსა და სკამებს აყირავებდა, ამავდროულად კაფეს კარს ყვირილით მოადგა მეორე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ხელში ეკავა დანა და ცდილობდა კაფეში შესვლას, მაგრამ მ-----ი მას არ აძლევდა ამის საშუალებას, რის გამოც ის გაბრაზდა და ფეხი ჰკრა კარის მინას და ჩაამსხვრია. ამის შემდეგ ორივე მოჩხუბარი მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან წავიდა.
მოწმე ნ----- ლ---–--ის ჩვენებით, 2015 წლის 1 ივლისს, დაახლოებით ღამის 01:00 საათზე შვილთან ერთად იმყოფებოდა კაფე ,,პ---------ში’’, რა დროსაც გარედან მოესმა ჩხუბის ხმა და გარეთ გასვლისას დაინახა, რომ შ---–-- ჩ-------ი და ერაყელი სტუდენტი ერთმანეთში ჩხუბობდნენ. ამ ფაქტის გამო კაფეში მყოფი პირები გარეთ გავიდნენ და შეეცადნენ მოჩხუბართა დაშოშმინებას. გარეთ გავიდნენ ასევე მეზობლები და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ობიექტების თანამშრომლები. ვინაიდან ერაყელ ახლგაზრდას თავიდან სისხლი სდიოდა, იგი მ-----მა კაფეს სამზარეულოში შეიყვანა და სახე წყლით მობანა. მალევე კაფეში შესასვლელი კარის მინა ჩაიმსხვრა და ამის გამო მას ძალიან შეეშინდა, ისტერიულად ყვიროდა თავისი ქალიშვილის სახელს და უკიდურესი შეშფოთების გამო შემდეგ განვითარებული მოვლენები აღარ ახსოვს, თუმცა დანამდვილებით იცის, რომ ამ ინციდენტის გამო კაფეს იმ ღამით მუშაობა აღარ გაუგრძელებია.
მოწმე ბ--–ა ხ----–---–ის ჩვენებით, 2015 წლის 1 ივლისს იგი იმყოფებოდა ქ. თბილისში, ტ-–-------------------ში მდებარე მისი მეგობრის მ----- ჯ-–--–---–ის კუთვნილ კაფე ,,პ---------ში’’, რომელიც მდებარეობს მისი საცხოვრებ--–ი ადგილის სიახლოვეს. ღამით კაფეში შევიდა მეზობლად მცხოვრები შ---–-- ჩ-------ი, რომელთანაც მას ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს და განაცხადა, რომ ერთ-ერთ ერაყელ სტუდენტს შემთხვევით მხარი გაუკვრია მისთვის, თუმცა ბოდიშიც მოუხდია და მშვიდობიანად დაცილებიან ერთმანეთს. ამის შემდეგ შ---–--ის გარეთ გასვლისას მალევე გაიგონა ჩხუბის ხმა. გასვლისას დაინახა, რომ შ---–--ი და ერაყელი სტუდენტი ერთმანეთში ჩხუბობდნენ. დაპირისპირების განმუხტვის შემდეგ ისინი კაფეში შებრუნდნენ. მათთან ერთად შ---–-- ჩ-------იც ცდილობდა კაფეში შებრუნებას, მაგრამ მას ამის საშუალება არ მისცეს დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით. მალევე ფ------- ჩ-------იც მიადგა კაფეში შესასვლელ კარს, რა დროსაც მინა, მისი აღქმით, სავარუდოდ, შემთხვევით ჩაიმსხვრა.
მოწმის სახით დაკითხულმა გ-------–----–-–---–მა განაცხადა, რომ 2015 წლის 2 ივლისს იმყოფებოდა ქ.თბილისში, ტ-–-------------------ში მდებარე სადღეღამისო დაცვის სამსახურში და ასრულებდა დაცვის თანამშრომლის მოვალეობას. ამავე დღეს მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და განუცხადეს, რომ სურდათ მისი ოფისის გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერის დათვალიერება. პოლიციელთა მისვლამდე, მეზობლებისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ წინა საღამოს, მ----- ჯ-–--–---–ის კუთვნილ კაფე-ბარ ,,პ---------ში’’, სადაც, როგორც წესი, უცხოელები სტუმრობენ, მომხდარი იყო ჩხუბი. შესაბამისად, პოლიციის თანამშრომლებიც სწორედ ამ შეხლა-შემოხლის ამსახველი ჩანაწერების დასათვალიერებლად იყვნენ მისული. ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების შემდეგ პოლიციელებმა მისი თანხმობით ამოიღეს იგი, რაზეც შედგა შესაბამისი ოქმი და მისი სისწორე დაადასტურა ხელმოწერით.
ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2015 წლის 2 ივლისს მოწმის სახით დაკითხული გ-------–----–-–---–ის მონაწილეობით დათვალიერდა ქ.თბილისში, ტ-–----------------- კორპუსის გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერი 2015 წლის 1 ივლისის 00:30 საათიდან 01:30 საათამდე შუალედში. ვიდეო ჩანაწერში არსებული ინფორმაცია ასახავდა კაფე-ბარ ,,პირ---დისა’’ და სხვა ობიექტების მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს. ოქმში აღწერილია, რომ ,,00:41 საათზე, კაფის მიმდებარედ გაჩერდა მწვანე ფერის ნისანის ფირმის ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა არაქართული გარეგნობის მამაკაცი და გაემართა კაფესკენ. 00:48:50 საათზე კადრში გამოჩნდა ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც მოძრაობენ ტროტუარზე. აღნიშნულის შემდეგ კადრში ასევე გამოჩნდნენ სხვა პირებიც, რომლებიც ასევე ტრიალებენ კაფის წინ. ზემოაღნიშნულ ავტომანქანაში 00:56:45 საათზე ჯდება ორი მამაკაცი და მძღოლი ანთებს წინა შუქმნათს, რა დროსაც მანქანასთან მძღოლის მხარეს მარჯვნივ მიდის ორი მამაკაცი. იქვე იმყოფებიან სხვა პირებიც. ერთ-ერთს მანქანიდან გადმოჰყავს მძღოლი და ტროტუარზე იწყებს ჩხუბს. იმ პირს, რომელსაც მძღოლი გადმოჰყავს ავტომანქანიდან, მძღოლი ტროტუარიდან გაჰყავს ქუჩაზე და აქცევს ძირს, ამ დროს კადრში ჩნდებიან სხვა ახალგაზრდა მამაკაცები და ქალბატონები, რომლებიც ცდილობენ მოჩხუბართა გაშველებას. 00:59:05 საათზე ქუჩის მხრიდან ტროტუარზე ჩნდება ის მოკლემკლავიან მაისურში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მანამდე გადმოიყვანა ავტომანქანიდან მძღოლი და სცემა. იგი საუბრობს ტელეფონზე და ჩქარი ნაბიჯით მიემართება ტროტუარზე. მას ამ დროს აკავებენ ქალბატონები და ახალგაზრდა მამაკაცი. მათთან ჩნდებიან სხვა პირებიც. ტელეფონზე მოსაუბრე ახალგაზრდა მამაკაცი სხვა მამაკაცებს გაჰყავთ მოშორებით, რა დროსაც ისინი სცდებიან ჩანაწერის არეალს.
ტ-–------ს ჩიხის მხარეს დამონტაჟებულ კამერაში ჩანს, რომ ზემოაღნიშნული ახალგაზრდა მამაკაცი სხვა პირებს გაჰყავთ ჩიხის მხარეს და საუბრობენ, რა დროსაც მათთან თავს იყრიან კიდევ სხვა პირები. 01:04:13 საათზე პირთა ჯგუფს ცალკე გამოეყოფა ის პირი, რომელიც საუბრობდა მობილურზე და მეორე ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც გარბიან ტ-–------ს ქუჩაზე კაფის მხარეს. 01:04:18 საათზე, ჩიხის მხრიდან ზემოაღნიშნული პირის მიმართულებით მიემართებიან ჩიხის მხარეს გაჩერებული პირებიც. 01:04:43 საათზე კადრში ჩანს, რომ ტ-–------ს ქუჩიდან ჩიხის მხარეს თავდაპირველად მორბის შემელოტებული, მოკლემკლავიან მაისურში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ხელში კეცავს რაღაც საგანს, ხოლო მის უკან მოდის პირთა ჯგუფი, რომელთაც გამოჰყავთ ის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ტ-–------ს ქუჩაზე მანქანიდან გადმოიყვანა მანამდე სხვა, არაქართული გარეგნობის მამაკაცი და ცემა. ისინი 01:04:55 საათზე სცდებიან კამერის სათვალთვალო არეალს. 01:02:50 საათზე ტ-–------ს ქუჩაზე ჩანს, რომ ჩერდება დაცვის სამსახური ,,ა-–----ს’’ თანამშრომლები, ხოლო მოგვიანებით ასევე მოდიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
მოწმე ლ------------–---–მა (გამომძიებ--–ი) განმარტა, რომ 2015 წლის 1 ივლისს, ღამის საათებში, მიღებული შეტყობინების საფუძველზე თანამშრომლებთან ერთად გავიდა კაფე-ბარ ,,პ---------ში’’, სადაც მის მიერ ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობითა და კაფე-ბარის მფლობ--–ის მ----- ჯ-–--–---–ის თანხმობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, სადაც იყო არეულობა, მაგიდები და სკამები ეყარა ძირს, ასევე იატაკზე ეყარა მინის ნამსხვრევები. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული შემთვევის ადგილის დათვალიერების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
მოწმე გ-------–---–---–მა (გამომძიებ--–ი) განმარტა, რომ 2015 წლის 1 ივლისს, ღამის საათებში მიიღო შეტყობინება კაფე-ბარ ,,პ---------ში’’ მომხდარი ჩხუბის და ცემის შესახებ. შემთხვევის ადგილზე დახვდნენ ერაყელი ახალგაზრდები, რომელთაგან ერთ-ერთს თავი ჰქონდა დაზიანებული და ტანსაცმელი ჰქონდა შემოხეული. მომხდარი ფაქტის ირგვლივ დაიკითხნენ კაფეს მეპატრონე მ----- ჯ-–--–---–ი, ასევე მისი ორი მეგობარი ქალბატონი და კაფეში მყოფი ერაყელი პირები. ვინაიდან კაფეს შესასვლელი კარის მინა იყო ჩამსხვრეული, ზიანის დასადგენად დანიშნა სასაქონლო ექსპერტიზა. მ----- ჯ-–--–---–ის და მისი მეგობარი ქალბატონების მიერ დასახელდნენ დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირები. ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა დანაშაულის შესაძლო ჩამდენი ორი პირი - შ---–-- ჩ-------ი და ფ------- ჩ-------ი. გარდა ამისა, დათვალიერდა გარე პერიმეტრის ამსახველი კამერის ჩანაწერი, სადაც აღბეჭდილი იყო კაფეს გარეთ არსებული სიტუაცია. კერძოდ, იკვეთებოდა, რომ უცხოელი მამაკაცი ჩაჯდა მანქანაში, თუმცა მალევე მას კარი გაუღო ქართველმა მამაკაცმა და ხელი დაარტყა. კადრში ასევე ჩანდა, რომ კაფედან გამოვიდნენ სხვა პირები, რომელთა ჩარევით მდგომარეობა განიმუხტა. ჩანაწერში ასევე ჩანდა ორი პიროვნების კაფეში შესვლა და შემდგომ მათი გამოსვლა, ამასთან - ერთ-ერთი მათგანის მიერ რაღაც საგნის დაკეცვის და ჯიბეში ჩადების ფაქტიც.
მოწმე ი-----–- ბ-----------ას ჩვენების თანახმად, 2015 წლის 1 ივლისს, ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე, გააჩერა მისი მართვის ქვეშ მყოფი ტაქსი და ფულის დასახურდავებლად გადავიდა მანქანიდან, რა დროსაც ტ-–------ს ქუჩაზე შეხვდა შ---–-- ჩ-------ს, რომელიც იყო ნასვამი. ამ დროს იქვე კაფე-ბარ ,,პ---------სა” და სასურსათო მარკეტს შორის, ტროტუართან მდგომი ავტომანქანიდან მისი მისამართით ხმამაღალი საუბარი დაიწყო უცხოელმა ახალგაზრდა მამაკაცმა. იგი იჯდა ავტომანქანის საჭესთან, მანქანა იყო მარჯვენა საჭიანი, მას გვერდზე ეჯდა მეორე მამაკაცი. ეს ბიჭი ესაუბრებოდა ,,დამტვრეული’’ ქართულით. მძღოლმა მას ჰკითხა, თუ ვინ იყო მის გვერდით მყოფი პირი და მიანიშნა შ---–-- ჩ-------ზე, და უთხრა, რომ „ვერ ასწავლი ჭკუასო?” ამის გამო შ---–-- ჩ-------ი მივიდა მძღოლის კარებთან და დაუწყო მას საუბარი, თუ რა უნდოდა ამ უკანასკნელს მასთან და რა პრეტენზიები ჰქონდა. თან ცდილობდა, გაეღო მანქანის კარი. ამასობაში მანქანასთან მივიდა სამი-ოთხი უცხოელი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც გაჩერდნენ მათ სიახლოვეს. ამ დროს მოულოდნელად მძღოლმა, რომელსაც ესაუბრებოდა შ---–-- ჩ-------ი, გააღო მანქანის კარი და სახეში დაარტყა ხელი შ---–-- ჩ-------ს. შ---–--ი წაიქცა და მათ შორის დაიწწყო გაწევ-გამოწევა. ხმაურზე გამოვიდნენ კაფე-ბარ ,,პ---------ს” მომსახურე ქალები და მოჩხუბრები გააშველეს. ის მძღოლი ქალბატონებმა ბარში წაიყვანეს, ხოლო თვითონ და შ---–-- ჩ-------ი გადავიდნენ ბარის უკანა ქუჩაზე, სადაც შეხვდნენ მეზობლები - გ------–--------ი, გ-------------–---ი და კიდევ სხვა პირები. ცოტა ხანში მათთან მივიდა შ---–-- ჩ-------ის ძმა - ფ------- ჩ-------ი, რომელიც მანამდე სახლში იმყოფებოდა. შ---–-- ჩ-------მა აღწერა მომხდარი ფაქტი და განაცხადა, რომ სურდა კაფე-ბარ ,,პ---------ში” წასვლა და იმ უცხოელთან საქმის გარკვევა. მოსალოდნელი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ყველანი, მათ შორის ფ------- ჩ-------იც, გაჰყვნენ შ---–--ს. შ---–-- და ფ------- ჩ-------ები სწრაფი ნაბიჯებით წინ მიდიოდნენ და როდესაც თავადაც მივიდა კაფესთან, დაინახა, რომ შ---–--ი გაჭედილი იყო კარებში, კარს შიგნიდან აწვებოდნენ მომსახურე ქალები, ფ------- ჩ-------ი კი იყო გარეთ და შიგნით არ შესულა. ამ დროს ჩატყდა კაფე ,,პ---------ს’’ კარის მინა, შ---–--ს გაეჭრა ხელი და სისხლი წამოუვიდა. ამის გამო ყველანი დაიშალნენ. მოწმემ გამორიცხა ჩ-------ების მხრიდან ვინმესთვის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.
მოწმე გ-------------–---ის ჩვენების მიხედვით, 2015 წლის 30 ივნისს, საღამოს გ------–--------თან და სხვა მეზობლებთან ერთად იმყოფებოდა ეზოს ე.წ. ,,ბესედკაში’’ და საუბრობდნენ. ცოტა ხნით მათ შეუერთდა ფ------- ჩ-------ი, მაგრამ ვინაიდან ფ-------ი თავს ცუდად გრძნობდა, მალევე დატოვა ისინი და სახლში წავიდა. დაახლოებით ღამის 01:00 საათზე ტ-–------ს ქუჩიდან შემოესმათ ჩოჩქოლის ხმა. ქუჩის შესახვევთან შეხვდნენ ი-----–- ბ-----------ასა და შ---–-- ჩ-------ს. ეს უკანასკნელი იყო აღშფოთებული, რადგან მაღაზიაში უცხოელს მისთვის მხარი გაეკრა, ამასთან უცხოელი იქცეოდა ცინიკურად და აგრესიულად, შ---–--ისთვის მიუყენებია შეურაცხყოფა - თითი მიუდია შუბლთან და დაუტრიალებია და ამგვარი ჟესტიკულაციით მიუხვედრებია ,,გიჟი ხომ არ ხარო?’’ შემდეგ კი ხელიც დაურტყამს მისთვის. ამის გამო შ---–--ს სურდა კაფე-ბარ ,,პ---------ში’’ მისვლა და იმ უცნობთან საქმის გარკვევა. ყველანი, მათ შორის ფ------- ჩ-------იც, შ---–--ს გაჰყვნენ, თუმცა ვინაიდან ძმები ჩ-------ები მათზე წინ მიდიოდნენ, ისინი უფრო სწრაფად მივიდნენ კაფესთან. შ---–-- ჩ-------ს კაფეში მყოფმა ქალბატონებმა კარი გადაუღობეს, ხოლო ფ------- ჩ-------ს შიგნით შესვლა არც უცდია. ამასობაში ჩაიმსხვრა კარის მინა, რაზეც შ---–--ს ხელი გაეჭრა და სისხლი წამოუვიდა. მისი ვარაუდით მინა ჩაიმსხვრა მიწოლის და არა დარტყმის შედეგად. მოწმემ ასევე გამორიცხა ჩ-------ების მხრიდან ვინმესთვის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.
მოწმე გ------–--------მა განაცხადა, რომ 2015 წლის 1 ივლისს, ღამით კორპუსის ეზოში მეგობრებთან ერთად სვამდა ლუდს. მათ შეუერთდა ფ------- ჩ-------ი, მაგრამ ვინაიდან ფ-------ი იყო ავად, მალევე წავიდა სახლში. დაახლოებით 01:00 საათზე ტ-–------ს ქუჩიდან შემოესმათ ხმაური და ჩოჩქოლის ხმა. ისინი გაემართნენ აღნიშნული ქუჩისკენ და გზაში შეხვდნენ ი-----–- ბ-----------ასა და შ---–-- ჩ-------ს, რომელიც შეურაცხყოფილი იყო იმ ფაქტით, რომ მისთვის მაღაზიაში მხარი გაეკრა უცხოელს, რომელიც იქცეოდა ცინიკურად და შემდგომ შუბლზე თითის მიდებით და დატრიალებით კვლავ შეურაცხყოფა მიუყენებია, ბოლოს კი ხელიც დაურტყამს შ---–--ისათვის. ამის გამო შ---–--ს სურდა კაფე-ბარ ,,პ---------სკენ’’ წასვლა და იმ უცხოელთან საქმის გარკვევა. შეკრებილი პირები უკან გაჰყვნენ შ---–-- ჩ-------ს და მის ძმას. ვინაიდან ძმები მათზე წინ და უფრო სწრაფად მიდიოდნენ, უფრო ადრეც მივიდნენ კაფესთან. მისულებს ადგილზე დაუხვდათ ფ------- ჩ-------ი, რომელსაც არც კი უცდია კაფეში შესვლა და ასევე შ---–-- ჩ-------ი, რომელიც, მართალია ლამობდა კაფეში შესვლას, თუმცა ქალბატონები კარებში იდგნენ და შიგნით არ უშვებდნენ. ამასობაში კარის მინა შემთხვევით ჩაიმსხვრა და შ---–-- ჩ-------ს ხელი გაეჭრა. კაფესთან მათ დაჰყვეს სულ რამდენიმე წუთი და შემდეგ ყველანი დაბრუნდნენ უკან.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის N0-------- დასკვნის მიხედვით, 2015 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით შ---–-- ჩ-------ს მარჯვენა წინა მხრს ზედა და შუა მესამედების, უკანა და შიგნითა ზედაპირის საზღვარზე აღენიშნებოდა სწორნაპირებიანი ნაწიბური, რომელიც წარმოადგენდა ამავე მიდამოში არსებული სწორკიდეებიანი ჭრილობის შეხორცების შემდეგ კვალს, განვითარებულს რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ნაწიბურის ხანდაზმულობა, მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე, შეესაბამებოდა 1-2 თვეს და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა შ---–-- ჩ-------ის მიერ მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს - 2015 წლის 1 ივლისს.
ბრალდებულებს - ფ------- ჩ-------ს და შ---–-- ჩ-------ს სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუციათ.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ შ---–-- ჩ-------მა ერთპიროვნულად ჩაიდინა ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, ასევე ფ------- ჩ-------მა დამოუკიდებლად ჩაიდინა ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, თუმცა ვერ დადასტურდა დანაშაულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენა და ასევე ფ------- ჩ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენა იარაღად სხვა საგნის (დანის) გამოყენებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულ მ----- ჯ-–--–---–ის, მოწმეების ვ------–-–-- ნ----- ს------ი ჰ-----ს, მ-----------–--------ის ჩვენებებით და უ------------ის და ხ--–--–---–-------ის გამოკითხვის ოქმებით ცალსახად არის დადასტურებული, რომ შ---–-- ჩ-------ი, რომელსაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა რ--- ა-–----–-სთან, შეიჭრა თბილისში, ტ-–------------------ში მდებარე კაფეში, სადაც აგინებდა და ემუქრებოდა სტუმრებს და სხვა პირებს, დაარბია იქაურობა, იატაკზე დაყარა მაგიდები და სკამები, ხმაურზე შეიკრიბა ხალხი, კაფე დატოვეს სტუმრებმა და დაწესებულებამ შეწყვიტა ფუნქციონირება. ასევე შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდა ფ------- ჩ-------ი, რომელსაც ხელში ეკავა დანა და ცდილობდა კაფეში შეჭრას, რაც ვერ შეძლო კაფეს მეპარტონის და მისი მეგობრების წინააღმდეგობის გამო. ამიტომ გაბრაზებულმა წიხლით ჩაამსხვრია კაფეში შესასვლელი კარის მინა. კერძოდ:
დაზარალებულ მ----- ჯ-–--–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ შ---–-- ჩ-------ი მის კაფეში მყოფი სტუმრების და ასევე სხვა პირების მისამართით იგინებოდა, იმუქრებოდა, რომ ყველას დახოცავდა და უმიზეზოდ იატაკზე ყრიდა მაგიდებსა და სკამებს. ხმაურზე გამოვიდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, გარეთ გავიდნენ კაფეში მყოფი პირები და მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სუპერმარკეტების თანამშრომლები. მისმა კაფემ კი შექმნილი მდგომარეობის გამო შეწყვიტა მუშაობა. ფ------- ჩ-------ი კი, რომელსაც ხელში ეკავა დანა, ცდილობდა კაფეში შესვლას. იგი მეგობრებთან ერთად შეეცადა, აღეკვეთა მისი კაფეში შესვლა, რა დროსაც ფ------- ჩ-------მა ფეხი ჰკრა შესასვლელი კარის მინას და ჩაამსხვრია. მოწმე ვ------–-–-- ნ----- ს-------ი ჰ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ იმის მიუხედავად, რომ რ--- ა-–----–- კაფეს დარბაზში არ იმყოფებოდა, შ---–-- ჩ-------მა დაიწყო ყვირილი, იგინებოდა და მაგიდებს აყირავებდა. იმავდროულად კაფეში შესასვლელ კართან მივიდა დანით ხელში შეიარაღებული ფ------- ჩ-------ი, რომელიც ასევე ყვიროდა და კაფეში შესვლას ცდილობდა, თუმცა მ-----ისა და სხვა ქალების მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო დარბაზში ვერ შევიდა. ამით გაღიზიანებულმა ფეხი ჩაარტყა კარს და მინა ჩაამსხვრია. მათი მოქმედებით კაფეში სიტუაცია აირია, ამასთან, რადგან კაფეში უცაბედად შეჭრილი პიროვნება მაგიდებს აყირავებდა და იგინებოდა, კლიენტები აიშალნენ და შეწყვიტეს კაფეს მომსახურებით სარგებლობა. მოწმე მ-----------–--------ის ჩვენებით დასტურდება, რომ კაფეს სამზარეულოში იმყოფებოდა, როდესაც ჩხუბის და მსხვრევის ხმა გაიგონა. დარბაზში გამოსულმა დაინახა, რომ იქ იმყოფებოდა შ---–-- ჩ-------ი, რომელიც ყვიროდა, იგინებოდა და მაგიდებს აყირავებდა. ამავდროულად კარებს ყვირილით მიუახლოვდა ფ------- ჩ-------ი, რომელსაც ხელში ეკავა დანა და დარბაზში შემოსვლას ცდილობდა, მაგრამ მ-----ი აკავებდა და არ უშვებდა. ამის გამო ფეხი დაარტყა კარების მინას და ჩაამსხვრია. მოწმე უ------------ის დაკითხვის ოქმით ირკვევა, რომ ის პირი, რომელიც რ--- ა-–----–-ს სცემდა (დადგენილია, რომ არის შ---–-- ჩ-------ი), შევარდა კაფეში ყვირილით, იგინებოდა და მაგიდებს აყირავებდა. ამავე დროს კარებთან მივიდა მეორე ახალგაზრდა მამაკაცი (დადგენილია, რომ არის ფ------- ჩ-------ი), რომელსაც ხელში ეკავა დანა და ყვიროდა, თუმცა მ-----ის და სხვა ქალბატონების წინააღმდეგობის გამო ის კაფეში ვერ შევიდა. ამით გაღიზიანებულმა მამაკაცმა ფეხი ჩაარტყა კარის მინას და ჩაამსხვრია. მოწმე ხ--–--- ა-–--------ს დაკითხვის ოქმით ირკვევა, კაფეში შევიდა ის მამაკაცი, რომელიც მანამდე რ---ს სცემდა (დადგენილია, რომ არის შ---–-- ჩ-------ი). იგი ყვიროდა, იგინებოდა და მაგიდებსა და სკამებს აყირავებდა. ამავდროულად კაფეს კარს ყვირილით მოადგა მეორე ახალგაზრდა მამაკაცი (დადგენილია, რომ არის ფ------- ჩ-------ი), რომელსაც ხელში ეკავა დანა და ცდილობდა კაფეში შესვლას, მაგრამ მ-----ი მას არ აძლევდა ამის საშუალებას, რის გამოც ის გაბრაზდა და ფეხი ჰკრა კარის მინას და ჩაამსხვრია.
შ---–-- და ფ------- ჩ-------ების მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგები უტყუარად არის დადასტურებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (დადასტურდა შემთხვევის ადგილზე არსებული ვითარება), საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტის დასკვნით (დადგინდა მინის დაზიანებით მიყენებული ზიანი), სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტის დასკვნით (დადასტურდა ინციდენტის შედეგად რ--- ა-–----–-სთვის მიყენებული დაზიანებები).
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ეს მტკიცებულებები, ცალკე აღებულიც საკმარისია შ---–-- და ფ------- ჩ-------ების მიერ ძალადობით, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის ფაქტის დასადგენად. თუმცა ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტის დასაკმაყოფილებლად, სააპელაციო პალატა მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში ასევე მიმოიხილავს საქმეზე არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც მეტ დამაჯერებლობას შემატებს სასამართლოს მიერ უტყუარად დადგენილ ფაქტებს და არ დაუტოვებს მხარეებს მათში ეჭვის შეტანის გონივრულ საფუძველს. კერძოდ:
დაზარალებულ რ--- ა-–----–-ს ჩვენებით, უტყუარად დგინდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ იგი იმყოფებოდა კაფეს სამზარეულოში, რა დროსაც გაიგონა შ---–-- ჩ-------ის გინების და ასევე საგნების მტვრევის ხმა, მაგრამ ვინაიდან იყო შეშინებული, კაფეს დარბაზში არ გასულა. მალევე ადგილზე მივიდა პოლიცია და როცა გამოვიდა სამზარეულოდან, დაინახა, რომ მაგიდები და სკამები იყო გადატრიალებული, ხოლო მინის კარი იყო ჩამსხვრეული. რაც შეეხება დაზარალებულ მ----- ჯ-–--–---–ის თანმხლები პირების - ნ----- ლ---–--ის და ბ--–ა ხ-----–-–---–ის ჩვენებებს, ისინი არიან ფრაგმენტული, უფრო მეტად ავსებენ და ცალსახად არ ეწინააღმდეგებიან დაზარალებულისა და სხვა თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებს. კერძოდ, ნ----- ლ---–--ემ დაადასტურა, რომ კაფეში შესასვლელი კარის მინა ჩაიმსხვრა, რის გამოც ძალიან შეშინდა და ისტერიულად ყვიროდა ქალიშვილის სახელს, რაც ცალსახად მიუთითებს შემთხვევის ადგილზე არსებულ ქაოსურ ვითარებაზე, ხოლო ბ--–ა ხ-----–-–---–მა დაადასტურა, რომ შ---–-- ჩ-------ი ცდილობდა კაფეში შესვლას, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს ერაყელ ახალგაზრდასთან დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით. ფ------- ჩ-------ი ასევე მიადგა კაფეში შესასვლელ კარს, რა დროსაც, მისი აღქმით, შემთხვევით ჩაიმსხვრა მინა, რაც ცალსახად ვერ გახდება იმის უპირობოდ მტკიცების საფუძველი, რომ კაფეში შესასვლელი კარის მინა ფ------- ჩ-------ს არ ჩაუმსხვრევია, როდესაც საწინააღმდეგო დასტურდება არაერთი დამაჯერებ--–ი მტკიცებულებებით.
დაცვის მხარის მოწმეების - ი-----–- ბ-----------ას, გ-------------–---ის და გ------–--------ის ჩვენებების შეფასებისას პალატა ითვალისწინებს, რომ მათივე ჩვენებების თანახმად ისინი კაფესთან შ---–-- და ფ------- ჩ-------ების შემდეგ მივიდნენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იქ განვითარებული მოვლენების შესახებ არ ფლობენ სრულყოფილ ინფორმაციას. ამიტომ არადამაჯერებ--–ია მათივე კატეგორიული მითითება იმაზე, რომ თიტქოს შ---–-- ჩ-------ი კაფეში არ შესულა. მოწმეთა ჩვენებების არასანდოობაზე მეტყველებს მათ მიერ ფ------- ჩ-------ის ქმედების აღწერაც, რომ თითქოს მას კაფეს კარი ფეხით არ ჩაუმტვრევია და იგი შემთხვევი გატყდა, ვინაიდან მას შიგნიდან აწვებოდნენ ქალბატონები, რომლებიც ფ------- ჩ-------ისთვის გზის გადაღობვას ცდილობდნენ. დაცვის მოწმეთა ჩვენებების შინაარსი გაბათილებულია ბრალდების მხარის მოწმეთა თანმიმდევრული ჩვენებებით, რომლებიც თანხვედრაშია, ავსებენ ერთმანეთს და მათი შინაარსით დამაჯერებლადაა აღწერილი, რომ ფ------- ჩ-------ი ჯიუტად ცდილობდა კაფეში შეღწევას, იგინებოდა და ძალის გამოყენებით ცდილობდა შიგნით შესვლას და რადგან ამის საშუალება არ მიეცა, ფეხის დარტყმით ჩაამსხვრია კარის მინა და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა შემთხვევის ადგილი.
ამდენად, სააპელაციო პალატას ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ შ---–-- ჩ-------ი შეიჭრა კაფე-ბარ ,,პ---------ში“, დაარბია კაფეს ინვენტარი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა კაფეს სტუმრებსა და სხვა პირებს, რომლებიც იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ შეკრების ადგილი და გასულიყვნენ ქუჩაში, კაფემ კი შეწყვიტა ნორმალური ფუნქციონირება. ფ------- ჩ-------მა კი, რომელსაც ხელში ეკავა დანა, სცადა კაფე-ბარ ,,პ---------ში“ შეჭრა, რაც კაფეს მეპატრონის და სხვა პირთა წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლო, რის გამოც წიხლით ჩაამტვრია კაფეს შესასვლელი კარის მინა.
სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ შ---–-- და ფ------- ჩ-------ები მოქმედებდნენ დამოუკიდებლად და მათ შორის ადგილი არ ჰქონია დანაშაულის ჩასადენად წინასწარ შეთანხმებას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით დანაშაული მაშინ ჩაითვლება ჩადენილად, როდესაც ასეთი შეთანხმება დანაშაულში მონაწილე პირებს შორის მიღწეულია და არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში მითითებული ქმედების შემადგენლობის განხორციელების დაწყებამდე. ამასთან, ცხადია, მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი ხნით ადრე შედგა ასეთი შეთანხმება დამნაშავეთა შორის და რა ფორმით ან საშუალებით იქნა იგი გამოხატული. უშუალოდ დანაშაულის დაწყების შემდეგ, (მხედველობაშია თუნდაც ერთ-ერთი ამსრულებლის მიერ ქმედების შემადგენლობის განხორციელების დაწყება), მისი ჩადენის პროცესში დამნაშავეთა შორის შეთანხმება ერთობლივი მოქმედების თაობაზე არ შეიძლება ჩაითვალოს წინასწარ შეთანხმებად, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთოდ ვერ იარსებებდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ისეთი შემთხვევა, როგორიცაა წინასწარ შეუთანხმებლად ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენა, რომელშიც ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებ--–ი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 1 თებერვლის N868აპ.-10 განჩინება). წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებ--–ია, საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებ--–ია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ - წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში - გამოიხატოს. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის განჩინება №მ-ი შ-618აპ-15). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადგინდა შ---–-- და ფ------- ჩ-------ების მიერ წინასწარი შეთანხმებით მოქმედების ფაქტი, თუ როდის და რა პირობებში მოხდა მათ შორის შეთანხმება კაფე-ბარ „პ---------ში“ წესრიგის დარღვევისა და საზოგადოებისადმი უპატივცემულობის შესახებ და მხოლოდ ის ფაქტი, რომ შ---–-- ჩ-------ს (რომელიც კაფე-ბარ ,,პ---------ში’’ უკვე გამოხატავდა იქ შეკრებილი საზოგადოებისადმი აშკარა და უხეშ უპატივცემულობას), მალევე შეუერთდა ფ------- ჩ-------ი და თავის მხრივ, განახორციელა ხულიგნ----- ქმედებები, არ შეიძლება ჩაითვალოს წინასწარ შეთანხმებად. რაც შეეხება ბრალდების მხარის არგუმენტს, თითქოს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია იმ გარემოებით, რომ დანაშაულის ჩადენამდე ერთი ძმა ურეკავს მეორეს, არის მხოლოდ ბრალდების მხარის ეჭვი და ვარაუდი, რაც არ დადასტურებულა კანონით დადგენილი წესით.
რაც შეეხება ფ------- ჩ-------ის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისას იარაღად სხვა საგნის (დანის) შესაძლო გამოყენებას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით უტყუარად დადგენილია, რომ ფ------- ჩ-------ს დაზარალებულმა მ----- ჯ-–--–---–მა და მისმა მეგობრებმა კაფეში შესვლის საშუალება არ მისცეს, რადგან ივარაუდეს, რომ შესაძლოა, კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავებულიყო. იმის მიუხედავად, რომ ფ------- ჩ-------ისთვის გაწეული წინააღმდეგობა იყო საკმაოდ დიდი, იგი მაინც ჯიუტად ცდილობდა დარბაზში შეღწევას და მ----- ჯ-–--–---–ის მოწოდება - არ შესულიყო დარბაზში, არ აღმოჩნდა შემაკავებ--–ი მისთვის და საკუთარი თავშეუკავებლობისა და იქ შეკრებილი საზოგადოების ინტერესების იგნორირების უკეთ დემონსტრირებისთვის, მან კარის შუშაზე ფეხის დარტყმით ჩაამსხვრია მინა. მართალია, მოწმეები უთითებენ, რომ ფ------- ჩ-------ს ხელში ეკავა დანა, მაგრამ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის დროს დანის გამოყენების ფაქტს არავინ ადასტურებს. მოწმეები ხაზგასმით აღნიშნავენ მხოლოდ ფეხის დარტყმით ძალადობის გამოვლინებას და დანის გამოყენებას ცალსახად უარყოფენ. რაც შეეხება ბრალდების მხარის არგუმენტს, თითქოს ფ------- ჩ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენისას დანით გამოყენება დადასტურებულია ვიდეოჩანაწერით, სააპელაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დადასტურებულა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ფ------- ჩ-------ი საზოგადოებრივ წესრიგს სწორედ დანის გამოყენებით არღვევდა. ამდენად, დანის მხოლოდ თან ქონა, მისი გამოუყენებლობის შემთხვევაში გამორიცხავს დანაშაულის ჩადენას რაიმე საგნის გამოყენებით, რის გამოც სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ფ------- ჩ-------ს საზოგადოებრივი წესრიგი არ დაურღვევია იარაღად სხვა საგნის გამოყენებით.
სააპელაციო პალატა ასევე ვერ აუვლის გვერდს დაცვის მხარის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ კაფე-ბარ ,,პ---------ში’’ შ---–-- ჩ-------ის შესვლამდე, მას და დაზარალებულ რ--- ა-–----–-ს შორის არსებული წინარე კონფლიქტის არსებობა ადასტურებს კონფლიქტის პირად მოტივს, რაც გამორიცხავს ხულიგნურ მოტივს, თუმცა აღსანიშნავია, რომ კაფეში შესვლისას შ---–-- ჩ-------ს არ უცდია რ--- ა-–----–-სთან პირადი ანგარიშსწორება. საყურადღებოა, რომ კაფეს დარბაზში, სადაც დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი, რ--- ა-–----–-–ე საერთოდ არ იმყოფებოდა და მან გამოხატა იქ შეკრებილი საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, რომლებთანაც არანაირი წინარე კონფლიქტი არ ჰქონია და უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, დაარბია კაფეს ინვენტარი, რის გამოც იქ მყოფი პირები იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ ობიექტი, რაც გამორიცხავს პირად მოტივს და მკაფიოდ მიუთითებს ხულიგნურ მოტივზე.
დაცვის მხარის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ ფ------- ჩ-------ის ქმედება გრძელდებოდა არა რამდენიმე წუთის, არამედ წუთზე ნაკლები დროის განმავლობაში (რის დასტურადაც მიუთითა ვიდეოჩანაწერსა და მისი დათვალიერების ოქმზე), რის გამოც მის ქმედებას არ შეიძლება, გამოეწვია საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევაო, პალატა განმარტავს, რომ საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა შეფასებითი ცნებაა და ასეთის დადგენილად მიჩნევისათვის ერთდროულად მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ქმედების ჩადენის ადგილი, ვითარება, მისი ინტენსივობა და ხანგრძლივობა. ამდენად, არ არის მართებული მექანიკურად დროის გარკვეული ხანგრძლივობის მონაკვეთის წინასწარ განსაზღვრა, მინიმუმ რომლის განმავლობაშიც უნდა გრძელდებოდეს ხულიგნ----- ქმედება, რათა მას მიეცეს დანაშაულის კვალიფიკაცია. ცალკეულ შემთხვევაში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევამ „უხეში“-ს ზღვარს რომ მიაღწიოს, მართლაც საჭიროა, ქმედება გრძელდებოდეს რაღაც გარკვეული გონივრული დროის მონაკვეთის განმავლობაში, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ფ------- ჩ-------ის მომეტებული აგრესიულობა (ხმამაღალი ყვირილი, მუქარა და გინება), მისი მიზანმიმართული ქმედება, დაეძლია მოქალაქეთა წინააღმდეგობა (ჯიუტად ცდილობდა კაფეში შეღწევას, ყურად არ იღებდა კაფეს მეპატრონის მოწოდწებას, ხელი აეღო დარბაზში შესვლაზე) და გაწეული წინააღმდეგობის დაუძლევობის გამო ზღვარს გადასული მრისხანება და თავშეუკავებლობა (ფეხის დარტყმით მინის კარის ჩამსხვრევა) ცალსახად მიუთითებს კაფეში მყოფი საზოგადოების ინტერესების სრულ იგნორირებაზე და ძალადობრივი ქმედების ასეთი მაღალი ინტენსივობა ცალსახად მიუთითებს საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ დარღვევაზე. ამიტომ კონკრეტული ქმედების შეფასებისას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, თუ რამდენი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა ამგვარი ქმედება - რამდენიმე წუთს თუ რამდენიმე წამს.
სააპელაციო პალატამ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, იმსჯელა მხარეთა საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, რომ არ არსებობს ისეთი კითხვები, რომლებიც შ---–-- და ფ------- ჩ-------ების მიერ დანაშაულის (ძალადობით საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა და საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა) ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ საფუძველს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაცხადებული პოზიციის საწინააღმდეგოდ, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
5. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენი გასაჩივრებულია როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მიერ შ---–-- და ფ------- ჩ-------ების მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებ--–ი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებ--– მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებ--–ს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებ--–ი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებ--–ია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ - 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.).
სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან/და გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებ--–ი, ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი უნდა იყოს იმდენად მაღალი, რომ არ იწვევდეს რაიმე სახის გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ტოვებდეს კითხვის ნიშნებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ხულიგნობისთვის. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი, ასევე დამატებით ადამიანის ხელშეუხებლობა და მისი ჯანმრთელობა. ხულიგნობის შემადგენლობისთვის აუცილებ--–ია დანაშაულის სამი ელემენტის ერთდროულად არსებობა: ა) პირმა უხეშად უნდა დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი; ბ) ეს ქმედება უნდა გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას და გ) ქმედება ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით ან ძალადობის მუქარით.
სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებ--–ი გარემოება - ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით - იარაღად სხვა საგნის გამოყენებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. რაც შეეხება იარაღად სხვა საგნის გამოყენებას, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ იარაღად შესაძლებ--–ია გამოყენებული იქნეს ნებისმიერი საგანი, რითაც შეიძლება ადამიანი ან ქონება დაზიანდეს. მაგალითად, ცივი იარაღი, რკინის ჯოხი, დიდი ქვა, რკინის ჯაჭვი, ფიცარი და სხვა.
ამდენად, სააპელაციო პალატა დეტალურად მიმოიხილავს და განმარტავს სახეზეა თუ არა შ---–-- და ფ------- ჩ-------ების ქმედებებში დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებ--–ი სამივე კომპონენტი.
ა) შ---–-- და ფ------- ჩ-------ებმა საზოგადოებრივი წესრიგი უხეშად დაარღიეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას - დედაქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარე ხალხმრავალ კაფეში, მოქალაქეების დასვენებასა და განტვირთვისთვის განკუთვნილ ადგილას, სადაც დაირღვა დაწესებულების მუშაობის ჩვეული რიტმი, დაზიანდა კაფეს ინვენტარი, შეიცვალა კაფეში მყოფი სტუმრების რეკრეაციული გეგმები, რომლებმაც დატოვეს იქაურობა, ქუჩაში ხმაურზე კი შეიკრიბა ხალხი.
ბ) შ---–-- და ფ------- ჩ-------ებმა კაფესა და ქუჩაში საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა გამოხატეს, თავიანთი ქმედებით, ერთის მხრივ, შ---–-- ჩ-------ი, რომელიც აგინებდა კაფეში მყოფ ადამიანებს, რომლებთანაც წინარე კონფლიქტი არ ჰქონია და ძირს ყრიდა მაგიდებსა და სკამებს, ხოლო, მოერე მხრივ, ფ------- ჩ-------ი, რომელმაც კაფეს მეპატრონის წინააღმდეგობის გამო, რომელსაც არ სურდა ამ უკანასკნელის კუთვნილ კაფეში შეშვება, წიხლით შეამტვრია კაფეს შესასვლელი კარი, დაუპირისპირდნენ საზოგადოებას, არ დაემორჩილნენ კაფის მეპატრონის და იქ შეკრებილი ადამიანების მოწოდებებს და არ მისცეს საშუალება, დაწესებულება დაბრუნებოდა მუშაობის ჩვეულ რიტმს.
გ) რაც შეეხება შ---–-- და ფ------- ჩ-------ების მიერ გამოყენებულ ძალადობას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ შ---–-- ჩ-------ის მხრიდან კაფის დარბევა, რაც გამოიხატა მაგიდებისა და სკამების გადმოყრაში, ხოლო ფ------- ჩ-------ის მხრიდან კაფეს შესასვლელი კარის მინის წიხლით ჩალეწვა, სხვა არაფერია, თუ არა ამ უკანასკნელთა მხტრიდან გამოხატული ფიზიკური ძალადობა.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უტყუარად ვერ დადგინდა, რომ შ---–-- და ფ------- ჩ-------ები მოქმედებდნენ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ასევე ვერ დადგინდა ფ------- ჩ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენისას იარაღად სხვა საგნის (დანის) გამოყენება, თუმცა უტყუარად დადასტურდა, რომ შ---–-- ჩ-------მა ერთპიროვნულად ჩაიდინა ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, მისი ქმედება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რისთვისაც იგი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ.
ასევე უტყუარად დადასტურდა, რომ ფ------- ჩ-------მა დამოუკიდებლად ჩაიდინა ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, მისი ქმედება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რისთვისაც იგი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ შ---–-- და ფ------- ჩ-------ების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებ--–ი და დამამძიმებ--–ი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებ--–ი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს შ---–-- და ფ------- ჩ-------ების პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოც---–იზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებ--–ია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს შ---–-- და ფ------- ჩ-------ების მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (ჩადენილია საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ნაკლებად მძიმე კატეგორიის ძალადობრივი ხასიათის დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (შ---–-- ჩ-------ი შეიჭრა კაფეში, რომელიც დაარბია და იქ მყოფი საზოგადოება შეურაცხჰყო, ხოლო ფ------- ჩ-------მა კაფეს მეპატრონის წინააღმდეგობის საპასუხოდ წიხლით ჩაამტვრია კარის შუშა), მათ ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მათ სურვილს, მისწრაფებას, ძალადობით დაერღვიათ საზოგადოების მყუდროება, წესრიგი და აშკარად გამოეხატათ უპატივცემულობა), მათ პიროვნებებს (სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები მათი უარყოფითად დახასიათების შესაძლებლობას არ იძლევა) ასევე დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე გასულ ხანგრძლივ პერიოდს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შ---–-- და ფ------- ჩ-------ებს სასჯელად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 5000-5000 ლარის ოდენობით, რაც იქნება ორივე მსჯავრდებულის მიმართ ზომიერად მკაცრი სასჯელი და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს რეალურად შესრულებას.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ: რ--- ა-–----–-ს მოკლემკლავიანი ,,BERSHKA-ს’’ ფირმის მაისური და გრძელმკლავიანი ,,PLAZA ITALIA-ს’’ ფირმის პერანგი, რომლებიც ინახება ქ.თ---–-----–-------------------–ოს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს რ--- ა-–----–-ს; ,,ROLEX’’-ის ფირმის საათი და ,,SFR’’-ის ფირმის მობილური ტელეფონი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს კაფე-ბარ „პ---------ს“ კანონიერ მფლობ--–ზე გადაცემის მიზნით; ვიდეოჩანაწერი, განთავსებული ერთ ცალ CD-R დისკზე და შემთხვევის ადგილის ფოტოსურათები, განთავსებული ერთ ცალ CD-R დისკზე, შენახულ უნდა იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
6. ყადაღის ბედის გადაწყვეტა:
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 ივლისის განჩინებით შ---–-- ჩ-------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს თანხის - 8000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით ც---–ა ჩ-------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ.თბილისში, ტ-–------ს შესახვევი N5-7, ბინა N44-ში, საკადასტრო კოდით 0----------------------, 8.000 ლარის ექვივალენტურ ნაწილზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 აგვისტოს განჩინებით დადებული ყადაღა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა მოიხსნას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–- ყ-----ის და მსჯავრდებულ ფ------- ჩ-------ის ადვოკატის ი-----–- ბ------–--ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენში;
ფ------- ჩ-------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ფ------- ჩ-------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით;
შ---–-- ჩ-------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
შ---–-- ჩ-------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით;
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 ივლისის განჩინებით შ---–-- ჩ-------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს თანხის - 8.000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით ც---–ა ჩ-------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ.თბილისში, ტ-–------ს შესახვევი N5-7, ბინა N44-ში, საკადასტრო კოდით 0----------------------, 8.000 ლარის ექვივალენტურ ნაწილზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 აგვისტოს განჩინებით დადებული ყადაღა;
ნივთიერი მტკიცებულება:
- რ--- ა-–----–-ს მოკლემკლავიანი ,,BERSHKA-ს’’ ფირმის მაისური და გრძელმკლავიანი ,,PLAZA ITALIA-ს’’ ფირმის პერანგი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს რ--- ა-–----–-ს;
- ,,ROLEX’’-ის ფირმის საათი და ,,SFR’’-ის ფირმის მობილური ტელეფონი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს კაფე-ბარ „პ---------ს“ კანონიერ მფლობ--–ზე გადაცემის მიზნით;
- ვიდეოჩანაწერი, განთავსებული ერთ ცალ CD-R დისკზე და შემთხვევის ადგილის ფოტოსურათები, განთავსებული ერთ ცალ CD-R დისკზე, შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვეფხია ლომიძე