განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.10.2019
საქმის ნომერი
140210118002574866
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
01.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/1350-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

01 ოქტომბერი, 2019 წ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - მაია სულხანიშვილი

სხდომის მდივანი - მ------ თათრიაშვილი

 

აპელანტი - ნ----- ბ----–-–---–ი

წარმომადგენელი - ტ---- რ------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - გ------- დ---–---–---–ი, ნ---- გ-------ი, ლ------ თ-------, ნ-------- ბ--------ე, მ------ ს--------–--ე, ნ---- თ---------ე, ი---- ა-----–---–ი, ჯ----– თ--------–---–ი, დ---- ბ-----ე, მ----- ნ------ე, გ------- ი------–---–ი, მ------ კ-------ე, შპს „ე--------------ი“ - დირექტორი ქ------- ყ------–---–ი;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გ----ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ქონების ყადაღისგან გათავისუფლება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება;

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: გ----ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ----- ბ----–-–---–ის სარჩელი მოპასუხეების - გ------- დ---–---–---–ის, ნ---- გ-------ის, ლ------ თ-------ს, ნ-------- ბ--------ის, მ------ ს--------–--ის, ნ---- თ---------ის, ი---- ა-----–---–ის, ჯ----– თ--------–---–ის, დ---- ბ-----ის, მ----- ნ------ის, გ------- ი------–---–ის, მ------ კ-------ის და შპს „ე--------------ის“ მიმართ, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ნ---- ქ-----–--ის მიერ მოძრავი ნივთების აღწერისა და დაყადაღების აქტით გ----ში, ბ----ს ქ. 8----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში დაყადაღებული მოძრავი ნივთების: ა) ფილიპსის შავი ტელევიზორის; ბ) ჰიტაჩის შავი მაცივრის; გ) ელჯის თეთრი სარეცხი მანქანის; დ) ელჯის შავი მონიტორის, კლავიატურის, პროცესორის; ე) კრემისფერი ნაჭრის კუთხის დივნის და ერთი რბილი ბუფის; ვ) მისაღები ოთახის ავეჯის, კომპლექტი ყავისფერი 2ც. ჭურჭლის კარადა და დესაუ; ზ) შარფის შავი ფერის ტელევიზორის; თ)

ყავისფერი ხის ჟურნალების მაგიდის ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1. შიქა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, ნ---- ქ-----–--ის მიერ 2018 წლის 10 ივლისს გ----ში, ბ----ს ქ. #8--- დაყადაღდა მოვალის, შპს „ე--------------ის“ რეგისტრაციის ადგილზე, საცხოვრებელ სახლში განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: ა) ფილიპსის შავი ტელევიზორი; ბ) ჰიტაჩის შავი მაცივარი; გ) ელჯის თეთრი სარეცხი მანქანა; დ) ელჯის შავი მონიტორი, კლავიატურა, პროცესორი; ე) კრემისფერი ნაჭრის დივანი კუთხის და ერთი რბილი ბუფი მეორადი მოხმარების; ვ) მისაღები ოთახის ავეჯი, კომპლექტი ყავისფერი 2ც. ჭურჭლის კარადა და დესაუ; ზ) შარფის შავი ფერის ტელევიზორი; თ) ყავისფერი ხის ჟურნალების მაგიდა.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.2. მოპასუხე შპს ,,ე--------------ი“ რეგისტრირებულია მისამართზე ქ. გ----ი, ბ----ს ქ. N8--- და მისი დირექტორი ქ------- ყ------–---–ია.

 

2.3. ქ. გ----ში ბ----ს ქუჩა N8--- მდებარე საცხოვრებელ სახლში ფაქტობრივად ცხოვრობენ ქ------- ყ------–---–ის ოჯახის წევრები.

 

2.4. მოპასუხე შპს ,,ე--------------ის“ მიმართ გ----ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცლები კრედიტორების: მ------ კ-------ის, დ--–- ე------–---–ის, დ---- ბ-----ის, ჯ----– თ--------–---–ის, ნ-------- ბ--------ის, გ------- დ---–---–---–ის, ნ---- გ-------ის, ლ------ თ-------ის, ნ---- თ---------ის, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მ------ ს--------–--ის სასარგებლოდ შპს „ე--------------ისათვის“ დაკისრებული თანხის ანაზღაურების მიზნით, ხოლო კრედიტორების: გ------- ი------–---–ის, მ----- ნ------ის და ი---- ა----–---–ის მიმართ აღსრულების ეროვნული ბიუროს ბრძანებები დავალიანების გადახდევინების შესახებ.

 

2.5. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება მოსარჩელის საკუთრების უფლება შემდეგ მოძრავ ნივთებზე: ა) ფილიპსის შავი ტელევიზორი; ბ) ჰიტაჩის შავი მაცივარი; გ) ელჯის თეთრი სარეცხი მანქანა; დ) ელჯის შავი მონიტორი, კლავიატურა, პროცესორი; ე) კრემისფერი ნაჭრის დივანი კუთხის და ერთი რბილი ბუფი მეორადი მოხმარების; ვ) მისაღები ოთახის ავეჯი, კომპლექტი ყავისფერი 2ც. ჭურლის კარადა და დესაუ; ზ) შარფის შავი ფერის ტელევიზორი; თ) ყავისფერი ხის ჟურნალების მაგიდა.

 

აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვითაც უძრავი ქონება მდებარე, გ----ი, ბ----ს ქ. N8---, 2018 წლის 20 თებერვლიდან რეგისტრირებულია ნ----- ბ----–-–---–ის საკუთრებად და ამ უძრავ ქონებაზე მესაკუთრე ე----- ყ------–---–სა და მოსარჩელეს, ნ----- ბ----–-–---–ს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება; საგარანტიო მომსახურების ბარათის მიხედვით, მაცივარი 2015 წლის 17 აპრილს შეძენილია ლ.ყ------–---–ის მიერ (ს.ფ. 40); საგარანტიო მომსახურების ბარათის მიხედვით კი, ტელევიზორი შეძენილია გ--–----ში 2015 წლის 06 დეკემბერს, საგარანტიო ბარათს ხელს აწერენ მყიდველი და გამყიდველი, თუმცა ამ ხელმოწერებით ვერ დგინდება მათი ვინაობა (ს.ფ. 41); ამასთან, არც შპს „ე-–------–------------ში“ 15.12.2015 წ. შეძენილი კომპიუტერის საგარანტიო ტალონით დგინდება ამ ნივთის შემძენის ვინაობა. რაც შეეხება ავეჯს, მოსარჩელის განმარტებით, ავეჯის ნაწილი შეიძინა თბილისში მაღაზია ს---ში, ნაწილი ე--------ში, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, გარდა ზეპირი განმარტებისა, ვერ წარმოადგინა.

 

აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შეს---მისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის გადანაწილების შედეგად მოსარჩელეს ეკისრებოდა ვალდებულება, წარმოედგინა სასამართლოსათვის შეს---მისი მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა, რომ იგი არის დაყადაღებული მოძრავი ნივთების მესაკუთრე აღნიშნული სახის მტკიცებულება მოსარჩელეს პასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ სრულ და ობიექტურ განხილვას. (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.6. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. ამავე კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). აღნიშნული ნორმის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ მოვალის საკუთრებაში არსებული ქონება. ამასთან, ამავე კანონის მე-40 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი იმავდროულად განუმარტავს პირს მის უფლებას - მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ე.წ. საკუთრების პრეზუმფციასთან. ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი და მოსარგებლე მისი მესაკუთრეა, სანამ ამის საწინააღმდეგო არ დამტკიცდება, ე.ი. სანამ დადგენილი წესით უარყოფილი არ იქნება მოცემული ვარაუდი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. გ----ში, ბ----ს ქ. №-----ში არსებულ საცხოვრებელ სახლი რეგისტირებულია მოსარჩელე ნ----- ბ----–-–---–ის სახელზე, რეესტრის მონაცემების მიმართ კი მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია და რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა (სკ-ის 312-ე მუხლი), თუმცა მოპასუხე მხარემ საეჭვოდ მიიჩნია, როგ----ც ამ საცხოვრებელ სახლზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ისე სადავო გახადა ის გარემოება, რომ ამ სახლში დაყადაღებული მოძრავი ნივთები მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო საქმეს იხილავს წარმოდგენილი სარჩელისა და შესაგებლის ფარგლებში და მოპასუხე მხარის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერებასთან დაკავშირებით მითითებულ გარემოებებზე ვერ იმსჯელებს, მაგრამ საქმის მასალებით უდავოდ დგინდება სადავო მოძრავი ქონების განთავსების ადგილის - საცხოვრებელი ბინის სამართლებრივი მდგომარეობა, კერძოდ ის, რომ აღნიშნული საცხოვრებელი ფართი მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს, მაგრამ სასამართლოზე საქმის განხილვისას დადგინდა, რომ საცხოვრებელი სახლი მოსარჩელემ შეიძინა 2018 წლის თებერვალში, თუმცა ნივთების დაყადაღებისას (2018 წლის 10 ივლისს) აღმასრულებელს იგი არ დახვდა სახლში, ნივთების დაყადაღებას ესწრებოდნენ ქ------- ყ------–---–ის შვილი და ლ. ყ------–---–ი, რომელიც არის სახლის ყოფილი მესაკუთრის შვილი და ქ------- ყ------–---–ის და, ანუ ისინი არიან ერთი ოჯახის წევრები. აღნიშნული გარემოების შესახებ თავად მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ეს პირები დროებით ცხოვრობდნენ ამ სახლში, ე.ი. ისინი საცხოვრებელ სახლზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგაც, მყიდველის ნებართვით, აგრძელებენ ამ სახლში ცხოვრებას და არიან კეთილსინდისიერი მფლობელები ამ საცხოვრებელი სახლისა და სარგებლობდნენ (ფლობდნენ) როგ----ც ამ სახლით, ისე მასში განთავსებულ ნივთებით. შეს---მისად, წამოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა დადგინდეს ამ სახლში განთავსებული ნივთების მოსარჩელისათვის კუთვნილების ფაქტი.

 

2.7. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, შეჯიბრებითობა ნიშნავს მოდავე მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დასამტკიცებად. სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნის თუ შესაგებლის ფარგლებით, რასაც პირდაპირ ადგენს საქართველოს სსკ-ის 248-ე მუხლი, არამედ მათი მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ თავის მოთხოვნას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ მოსარჩელე უძრავი ქონების მესაკუთრეა, შეს---მისად, მასში მოთავსებული მოძრავი ნივთების მესაკუთრეც იგია, ვინაიდან აღნიშნული ნივთები ამ სახლის შემადგენელი ნაწილს წარმოადგენს.

 

აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით, ხოლო ამავე კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ამ ნივთის მესაკუთრე, თუმცა ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნავს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველ პუნქტის შინაარსს, რომლის თანახმადაც, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება (სუსგ 22.06.15წ. საქმე №ას-1021-979-2014, 11.12.2015წ. საქმე №ას-952-902-2015).

 

სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ.

 

სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც, იგი სივრცობრივად მთავარ ნივთს უკავშირდება და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე. მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. თუ საქმის მასალებით დასტურდება და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საცხოვრებელი ბინა რეგისტრირებულია კონკრეტული პირის სახელზე, შეს---მისად, ივარაუდება, რომ ამ ბინაში განთავსებული ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელიც აღნიშნული პირია. სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით ცალსახად დადგენილია, რომ ნივთზე მფლობელის უფლებამოსილების არამართლზომიერების მტკიცების ტვირთი უფლების შემცილებელს აწევს (სუსგ 6.02.2015წ. საქმე №ას-1202-1144-2014, 25.06.2012წ. ას-262-253-2012).

 

ამდენად, მოპასუხე მხარე ვალდებული იყო, თავად წარმოედგინა მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ დაყადაღებული ნივთები იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს არ ეკუთვნის, რომელშიც ეს ნითებია განთავსებული. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ წარმოადგინა მხოლოდ ზეპირი განმარტება და მიუთითა, რომ სადავო სახლში დღესაც ცხოვრობენ ქ------- ყ------–---–ის (შპს „ე--------------ის“ დირექტორის) ოჯახის წევრები, მაგრამ აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მათ არ წარმოუდგენიათ, თუმცა საქმის მასალებში წარმოდგენილია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 07 ნოემბერს და 15 ნოემბერს (საცხოვრებელი ბინის გაყიდვამდე), ასევე 2018 წლის 6 მარტს მიღებული ბრძანებები დავალიანების გადახდევინების შესახებ (ს.ფ. 18-20) აპლიკანტების: გ------- ი------–---–ის, მ----- ნ------ის და ი---- ა-----–---–ის მიმართ, რომელთა მიხედვითაც ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბრის, ასევე დეკემბრის თვეში განხორციელდა გამარტივებული წარმოებები და მოპასუხის ადგილსამყოფელად (რეგისტრაციის ადგილად) მითითებული იყო გ----ი, ბ----ს ქ. №8--- და საცხოვრებელი სახლზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდეც და გაფორმების შემდეგაც ამ მისართზეა რეგისტრირებული იურიდიული პირი შპს „ე--------------ი“, მისი დირექტორის ოჯახის წევრები - შვილი და და დედა ამ სახლში ცხოვრებას განაგრძობენ, შეს---მისად, დადგინდა, რომ მოძრავი ნივთების დაყადაღების მომენტში, უძრავ ქონებას ფლობდა ყ------–---–ის ოჯახი და არა მოსარჩელე ნ----- ბ----–-–---–ი. ამდენად, ნ----- ბ----–-–---–ის მიერ მითითებული გარემოება, რომ მან საცხოვრებელი ბინის შეძენის შემდეგ ამ სახლში გადაიტანა თავისი საკუთარი ნივთები, თავად მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა განკუთვნადობის საკითხი, კერძოდ, დაადგინა სასამართლოს ვალდებულება, შეფასება მისცეს მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად შეიძლება დადასტურდეს სადავო ფაქტი წარდგენილი მტკიცებულებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თუ მხარე, რომელსაც დაკისრებული აქვს კონკრეტული გარემოებების მტკიცების ტვირთი და მტკიცებას ვერ უზრუნველყოფს, ეს აისახება მის საზიანოდ. ამ კუთხით საგულისხმოა ის შემთხვევა, როცა მხარე საერთოდ არ წარმოადგენს მტკიცებულებას, ან წარმოდგენილი მტკიცებულებითა და მითითებული გარემოებებით ვერ მოახერხებს სასამართლოს დარწმუნებას. აქვე დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ სამართალწარმოებისას მოქმედებს ის პრინციპი, რომ მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის სასარგებლო გარემოებები.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარემ თავად უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები მის მიერ მითითებული გარემოებების დასადასტურებლად და ეს მტკიცებულება შეიძლება იყოს თავად მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები, ფაქტების კონსტანტაციის მასალები, წერილობთი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნები, მოსარჩელემ კი წარმოადგინა მხოლოდ ზეპირი განმარტება ნივთების ერთი ადგილიდან მეორე სახლში გადატანის შესახებ, რომლის დასადასტურებლად მას არ წარმოუდგენია მტკიცებულება თუნდაც მოწმის ჩვენების სახით და ეს იმ გარემოებების არსებობის შემთხვევაში, როცა ძველი მფლობელების მხრიდან საცხოვრებელი სახლის გასხვისების შემდეგაც არ შეწყვეტილა ამ სახლის მფლობელობის ფაქტი. და ბოლოს, რაც ყველაზე საგულისმოა, სასამართლომ შენიშნა, რომ დაყადაღების აქტის შედგენისას დაყადაღებული ქონება ჩაბარდა ლ--–- ყ------–---–ს, აქტს მასთან ერთად ხელს აწერს ოჯახის წევრი ბ-------ე, არცერთ მათგანს მოძრავ ნივთებთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზია ან შენიშვნა არ განუცხადებია და შემდეგ აღნიშნული მოძრავი ნივთების თაობაზე აუქციონის დანიშვნასთან დაკავშირებით სააღსრულებო ბიუროდან, 2018 წლის 27 ივლისს, ტ---- რ------ე ითხოვს ინფორმაციას, როგ----ც მოპასუხე (მოვალე) შპს „ე--------------ის“ წარმომადგენელი (ს.ფ. 35), რომელიც ამავე დროს წარმოადგენს მოსარჩელის ინტერესებს.

 

2.8. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ყურადღება გაემახვილებინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნა, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელიც გადაწყვეტილებას ედება საფუძვლად.

 

განსახილველ შემთხვევაში, როგ----ც უკვე აღინიშნა, მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ მოძრავი ნვთების დაყადარების მომენტში უძრავ ქონებას ფლობდა არა მესაკუთრე, არამედ ძველი მესაკუთრის ოჯახი, სწორედ მოსარჩელეზე იყო გადატანილი იმ გარემოების მტკიცების ტვირთი და სწორედ მას უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ერთადერთ სადავო გარემოებას, კერძოდ, 2018 წლის 10 ივლისის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული ნივთების მესაკუთრეს რომ თავად წარმოადგენდა.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ყადაღის აქტში მითითებული ნივთების ნ----- ბ----–-–---–ის საკუთრების უფლება წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა. ამდენად, აღმასრულებლის მხრიდან განხორციელებული ღონისძიება შეეს---მებოდა კანონის მოთხოვნებს და მართალია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართელოს კანონის 32-ე მუხლი ითვალისწინებს მესამე პირის უფლებას აღწერილ და დაყადაღებულ ქონებაზე, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). დასახელებული კანონის მიხედვით, როგ----ც ზემოთ აღინიშნა, ივარაუდება, რომ ნივთი რომელსაც მოვალესთან პოულობენ არის მისი საკუთრება, მესაკუთრემ კი უნდა შეძლოს ამ ვარაუდის გაქარწყლება, უნდა დაადასტუროს სადავო ქონების მის საკუთრებაში არსებობა, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ ვერ დადასტურდა. შეს---მისად, სასამართლოს შეფასებით, არ არსებობდა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიიღო უსამართლო და უკანონო გადაწყვეტილება.

 

აპელანტი განმარტავს, რომ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემულია ბრძანება Nს----------------- ი---- ა-----–---–ის, ბრძანება Nს----------------- მ----- ნ------ის, ბრძანება #ს----------------- გ------- ი------–---–ის, გ----ის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლები: N2------- მ------ კ-------ის, N2------- დ--–- ე------–---–ის, N2-------- დ---- ბ-----ის, N2------- ჯ----– თ--------–---–ის, N2-------- ნ-------- ბ--------ის, N2------- გ------- დ---–---–---–ის, N2-------- ნ---- გ-------ის, #2-------- ლ------ თ-------ის, N2-------- ნ---- თ---------ის და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი N2--------- მ------ ს--------–--ის მიმართ, რომლის საფუძველზეც დაიწყო სააღსრულებო წარმოება შპს „ე--------------ის“ მიმართ ზემოთ მითითებული კრედიტორების სასარგებლოდ თანხების ამოღების მიზნით. აღნიშნული ბრძანებებისა გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით 2018 წლის 10 ივლისს მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაში, მდ. ქ. გ----ი, ბ----ს ქ. N8---, რომელიც ნ----- ბ----–-–---–მა შეიძინა 2018 წლის 19 თებერვალს, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ნ---- ქ-----–--ის მიერ აღიწერა და დაყადაღდა მოძრავი ნივთები, რომლებიც ეკუთვნის ნ----- ბ----–-–---–ს და რომლებიც შეძენილი აქვს სხვადასხვა დროს, კერძოდ; ფილიპსის შავი ტელევიზორი შეიძინა 2015 წლის 15 დეკემბერს 400 ლარად; შარფის შავი ფერის ტელევიზორი - 2015 წლის 6 დეკემბერს შეიძინა გ--–---ში 500 ლარად; ელჯის კომპიუტერი (შავი მონიტორი, კლავიატურა, პროცესორი) - ტ---------ში 600 ლარად; ჰიტაჩის შავი მაცივარი - შეიძინა ლ--–- ყ------–---–ისგან 400 ლარად; ელჯის თეთრი სარეცხი მანქანა - 2010 წელს 500 ლარად; კრემისფერი ნაჭრის დივანი კუთხის და ერთი რბილი ბუფი და ყავისფერი ჟურნალების მაგიდა შეიძინა ე--------ში 2000 წელს 1000 ლარად; მისაღები ოთახის ავეჯის კომპლექტი: ყავისფერი 2ც. ჭურლის კარადა და დესაუ შეიძინა თბილისში მაღაზია ს---ში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი თვლის, რომ იგი არ არის ვალდებული, საკუთარი ქონების რეალიზაციით მოახდინოს შპს ,,ე--------------ის“ დავალიანების გადახდა, მით უმეტეს, რომ მისი საცხოვრებელი მისამართი და შპს ,,ე--------------ის“ ოფისის მისამართი განსხვავებულია, შპს ,,ე--------------ს“ ამ მისამართზე არასოდეს უფუნქციონირებია, ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული მოძრავი ქონება კი მხოლოდ ნ----- ბ----–-–---–ის საკუთრებაა და შპს ,,ე--------------თან“ კავშირი არ გააჩნია, რის გამოც აპელანტი ითხოვს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას და ხსენებული უძრავი ქონების ყადაღისგან გათავისუფლებას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლ--–-დ დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შეს---მისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შეს---მისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლ--–-დ დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ----ის რაიონულმა სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შეს---მისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

დადგენილია, რომ შიქა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 10 ივლისს გ----ში, ბ----ს ქ. N8--- დაყადაღდა მოვალის, შპს „ე--------------ის“ რეგისტრაციის ადგილზე, საცხოვრებელ სახლში განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: ა) ფილიპსის შავი ტელევიზორი; ბ) ჰიტაჩის შავი მაცივარი; გ) ელჯის თეთრი სარეცხი მანქანა; დ) ელჯის შავი მონიტორი, კლავიატურა, პროცესორი; ე) კრემისფერი ნაჭრის დივანი კუთხის და ერთი რბილი ბუფი მეორადი მოხმარების; ვ) მისაღები ოთახის ავეჯი, კომპლექტი ყავისფერი 2ც. ჭურჭლის კარადა და დესაუ; ზ) შარფის შავი ფერის ტელევიზორი; თ) ყავისფერი ხის ჟურნალების მაგიდა. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხე შპს ,,ე--------------ი“ რეგისტრირებულია მისამართზე ქ. გ----ი, ბ----ს ქ.8--- და მისი დირექტორი არის ქ------- ყ------–---–ი. ამავე მისამართზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ფაქტობრივად ცხოვრობენ ქ------- ყ------–---–ის ოჯახის წევრები.

დადგენილია აგრეთვე, რომ მოპასუხე შპს ,,ე--------------ის“ მიმართ გ----ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცლები, კრედიტორების მ------ კ-------ის, დ--–- ე------–---–ის, დ---- ბ-----ის, ჯ----– თ--------–---–ის, ნ-------- ბ--------ის, გ------- დ---–---–---–ის, ნ---- გ-------ის, ლ------ თ-------ის, ნ---- თ---------ის, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მ------ ს--------–--ის სასარგებლოდ შპს „ე--------------ისათვის“ დაკისრებული თანხის ანაზღაურების მიზნით, ხოლო კრედიტორების გ------- ი------–---–ის, მ----- ნ------ის და ი---- ა----–---–ის მიმართ აღსრულების ეროვნული ბიუროს ბრძანებები დავალიანების გადახდევინების შესახებ.

 

4.2. პალატა მიიჩნევს, რომ ნ----- ბ----–-–---–მა ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ვერ შეძლო დაყადაღებული ნივთების მისდამი კუთვნილების ფაქტის დადასტურება, შეს---მისად, სასამართლოს შეფასებით, მან ვერ შეძლო დაესაბუთებინა მისი სასარჩელო მოთხოვნის - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, საფუძვლიანობა.

პალატა შენიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი შეიცავს ზოგად დებულებას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე. ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელებზე მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსაზღვრულია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ).

 

ამდენად, მითითებული ნორმის თანახმად, ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელზე მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, წერილობითი მტკიცებულებები წარმოადგენს მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს. ამავე კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის შეს---მისად, წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XVIII თავი ეხება მოწმეთა ჩვენებას, როგ----ც მტკიცებულებათა ერთ-ერთ სახეს.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატის შეფასებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება აპელანტის საკუთრების უფლება შემდეგ მოძრავ ნივთებზე: ა) ფილიპსის შავი ტელევიზორი; ბ) ჰიტაჩის შავი მაცივარი; გ) ელჯის თეთრი სარეცხი მანქანა; დ) ელჯის შავი მონიტორი, კლავიატურა, პროცესორი; ე) კრემისფერი ნაჭრის დივანი კუთხის და ერთი რბილი ბუფი მეორადი მოხმარების; ვ) მისაღები ოთახის ავეჯი, კომპლექტი ყავისფერი 2ც. ჭურლის კარადა და დესაუ; ზ) შარფის შავი ფერის ტელევიზორი; თ) ყავისფერი ხის ჟურნალების მაგიდა.

 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად ნ----- ბ----–-–---–ის მიერ საქმეზე წარმოდგენილი იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვითაც უძრავი ქონება, მდებარე: გ----ი, ბ----ს ქ. N8---, 2018 წლის 20 თებერვლიდან რეგისტრირებულია ნ----- ბ----–-–---–ის საკუთრებად და ამ უძრავ ქონებაზე მესაკუთრე ე----- ყ------–---–სა და თავად ნ----- ბ----–-–---–ს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება; ამასთან, წარმოდგენილი საგარანტიო მომსახურების ბარათის მიხედვით, სადავო მაცივარი 2015 წლის 17 აპრილს შეძენილია ლ. ყ------–---–ის მიერ (იხ. ტომი 1, ს.ფ. 40); საგარანტიო მომსახურების ბარათის მიხედვით კი, ტელევიზორი შეძენილია გ--–----ში 2015 წლის 06 დეკემბერს, საგარანტიო ბარათს ხელს აწერენ მყიდველი და გამყიდველი, თუმცა ამ ხელმოწერებით ვერ დგინდება მათი ვინაობა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 41); ამასთან, არც შპს „ე-–------–------------ში“ 15.12.2015 წელს შეძენილი კომპიუტერის საგარანტიო ტალონით დგინდება ამ ნივთის შემძენის ვინაობა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 42-43). რაც შეეხება ავეჯს, მათი შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება, თუმცა, როგ----ც ნ----- ბ----–-–---–ი ზეპირსიტყვიერად განმრატავს (რაც, შეს---მისი წერილობითი ან სხვა სახის მტკიცებულებების არქონის პირობებში, სარწმუნო და სათანადო მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული), ავეჯის ნაწილი შეიძინა თბილისში მაღაზია ს---ში, ნაწილი ე--------ში.

 

პალატა მიუთითებს, რომ რომ განსახილველი კატეგ----იის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა. სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც, იგი სივრცობრივად მთავარ ნივთს უკავშირდება და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე. მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები საქმეებზე: Nას-305-293-2012; Nას-1522-1529-2011 და Nას-1777-1755-2011).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია გამოიყენება მხოლოდ მოძრავი ნივთების მიმართ, ვინაიდან კანონი მათზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის არ ადგენს სპეციალურ რეჟიმს, როგ----იცაა წერილობითი გარიგება და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მეორე ნაწილი). მოძრავი ნივთების ცნებას სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა, რის გამოც მოქმედებს პრეზუმფცია, რომ ყველა ნივთი მოძრავია, რომელიც არაა უძრავი. ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.

ამ გარემოებათა შეფსების შედეგად, პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე ნ----- ბ----–-–---–ის საკუთრების უფლება არ დგინდებოდა, მით უფრო კი, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დასტურდება ისიც, რომ მართალია გ----ში, ბ----ს ქუჩა N8--- მდებარე საცხოვრებელი ფართი აპელანტის საკუთრებას წარმოადგენს, მაგრამ მასში ფაქტობრივად ცხოვრობენ შპს ,,ე--------------ის“ დირექტორის - ქ------- ყ------–---–ის ოჯახის წევრები. როგ----ც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დადგინდა, საცხოვრებელი სახლი აპელანტმა შეიძინა 2018 წლის თებერვალში, თუმცა ნივთების დაყადაღებისას (2018 წლის 10 ივლისს) აღმასრულებელს იგი არ დახვდა სახლში, ნივთების დაყადაღებას ესწრებოდნენ ქ------- ყ------–---–ის შვილი და ვინმე ლ. ყ------–---–ი, რომელიც არის სახლის ყოფილი მესაკუთრის, ე----- ყ------–---–ის შვილი და ქ------- ყ------–---–ის და, ანუ ისინი წარმოადგენენ ერთი ოჯახის წევრებს. აღნიშნული გარემოების შესახებ თავად აპელანტის წარმომადგენელმა მიუთითა სხდომაზე, რომ ხსენებული პირები დროებით ცხოვრობდნენ ამ სახლში, ე.ი. ისინი საცხოვრებელ სახლზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგაც აგრძელებენ ამ სახლში ცხოვრებას, თავად ნ----- ბ----–-–---–ის ნებართვით და ლოგიკურად, არიან საცხოვრებელი ბინის და მასში განთავსებული მოძრავი ნივთების მფლობელები. შეს---მისად, პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქმეზე წამოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, შეუძლებელია დადგინდეს გ----ში, ბ----ს ქუჩა N8----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში განთავსებული ნივთების ნ----- ბ----–-–---–ისადმი კუთვნილების ფაქტი.

 

4.3. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი, პალატა შენიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო გარემოებების დადგენის თვალსაზრისით საქმის მასალები ერთობლიობაში მართებულად და სწორად შეაფასა, სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს და შეს---მისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შეს---მისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ----- ბ----–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლ--–-დ უნდა დარჩეს გ----ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ აპელანტი ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათვალისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და შეს---მისად, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლ--–-დ იქნა დატოვებული, არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ----- ბ----–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლ--–-დ დარჩეს გ----ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია სულხანიშვილი