განაჩენი

სისხლის სამართლის 31.10.2019
საქმის ნომერი
330100119002969170
ინსტანცია
თარიღი
31.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002969170

№1ბ/1581-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - ნ-----–----- ტ---–-----ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, პირადი N2----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ლ--------------------------–---–----–----ში და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------–----------------------------------------------ში.

 

კვალიფიკაცია პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტიები (ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ).

 

სასჯელი:

ნ-----–----- ტ---–-----ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნ-----–----- ტ---–-----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ ჭურღულიამ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა, ნ-----–----- ტ---–-----ის ქმედების, ასევე საქართველოს სსკ–ის 1261–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით დაკვალიფიცირება და აღნიშნული კვალიფიკაციით მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ნ-----–----- ტ---–-----ის მხრიდან, არა მხოლოდ გ---–- ლ---–----ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი, არამედ ლ---- ტ---–-----ის მიმართაც. კერძოდ, ნ-----–----- ტ---–-----მა, იმის გამო, რომ მისი არასრულწლოვანი შვილები ლ---- და გ------ი ტ---–-----ები თამაშობდნენ და არ აძლევდნენ დაძინების საშუალებას, გაშლილი ხელი დაარტყა ლ----ს, რის შემდეგაც ბავშვის ტირილზე შემოსულ მეუღლეს - გ---–- ლ---–----ეს ჯერ მუშტი ჩაარტყა თავში, შემდეგ თმები მოქაჩა ძლიერად და ბოლოს მთელი ძალით შეაჯახა საძინებელში მდგარ კარადას, რა დროსაც, როგორც ლ---- ტ---–-----მა, ისე გ---–- ლ---–----ემ განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, ასევე არასამართლიანია და დანიშნული სასჯელით - პირობითი მსჯავრით, ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები. სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ იქნა მიღებული, დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროება, ძალადობრივი ქმედების გამოვლენის ფორმა, ძალადობის განხორციელება არასრულწლოვნების თანდასწრებით და არასრულწლოვნის მიმართ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს მსჯავრდებულ ნ-----–----- ტ---–-----ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ–ის 1261–ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და უფრო მკაცრის სასჯელის განსაზღვრას.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ ნ-----–----- ტ---–-----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ------------------–---–მა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

ნ-----–----- ტ---–-----მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 17 მარტს, დაახლოებით 12 საათზე, ქალაქი თ---–-------–-------------------------------------------------------ში, ნ-----–----- ტ---–-----მა, არასრულწლოვანი შვილების ლ---- და გ------ი ტ---–-----ების თანდასწრებით, მეუღლეს - გ---–- ლ---–----ეს მუშტი ჩაარტყა თავში, შემდეგ მიაჯახა საძინებელში მდგარ მაგიდაზე. გ---–- ლ---–----ე მეორე საძინებელში შეეცადა ნ-----–---- ტ---–-----ისგან თავის დაღწევას. ნ-----–---- ტ---–-----მა იგი წააქცია საწოლზე, შემდეგ ჩაავლო თმაში ხელი, მოქაჩა, წამოაყენა ფეხზე და მთელი ძალით დააჯახა საძინებელში მდგარ ტანსაცმლის კარადაზე. ნ-----–---- ტ---–-----ის ქმედების შედეგად, გ---–- ლ---–----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ივლისის განაჩენით, ნ-----–----- ტ---–-----ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის ზომად დაენიშნა - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი.

 

ნ-----–----- ტ---–-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 17 მარტიდან - 2019 წლის 03 ივლისის ჩათვლით პერიოდი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

დაზარალებულ გ---–- ლ---–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ქორწინებაში იმყოფება ნ-----–----- ტ---–-----თან და მათ ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი, ლ---- და გ------ი ტ---–-----ები. 2019 წლის 17 მარტს დაკავებული იყო საოჯახო საქმიანობით როცა საძინებლიდან გაიგო ბავშვების ტირილის ხმა. ლ----მ და გ------იმ უთხრეს, რომ ნ-----–----- ტ---–-----მა ლ----ს ხელი დაატრყა იმის გამო, რომ ხმაურობდნენ და მამას არ მისცეს დასვენების საშუალება.

 

გ---–- ლ---–----ემ ბრალდებულს მაისურზე მოქაჩა და ჰკითხა შეესაბამებოდა თუ არა ბავშვების მონაყოლი სიმართლეს. საპასუხოდ, ნ-----–----- ტ---–-----მა აგრესია გადაიტანა მასზე და არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით გ---–- ლ---–----ეს მუშტი ჩაარტყა თავში, წააქცია საწოლზე და მიაჯახა საძინებელში მდგარ ტანსაცმლის კარადას. დაზარალებულის განმარტებით ორივე შვილი მამის მიერ ლ----ს მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, ხან ადასტურებდნენ და ხან უარყოფდნენ. ამავე ჩვენებით, ნ-----–----- ტ---–-----ი არის მზრუნველი მამა და თანაცხოვრების პერიოდში, მისი მხრიდან ოჯახის წევრების მიმართ არ ჰქონია ძალადობის ფაქტს ადგილი.

 

არასრულწლოვანი გ------ი ტ---–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ძმასთან ლ---- ტ---–-----თან ერთად თამაშობდა. ლ----მ ცუდი სიტყვა უთხრა მამას, რაზეც გაბრაზებულმა ნ-----–----- ტ---–-----მა მის ძმას უყვირა. ლ----ს შეეშინდა და დაიწყო ტირილი. მანვე განმარტა, რომ მამამ - ნ-----–----- ტ---–-----მა, გ---–- ლ---–----ეს დაუწყო ყვირილი და ხელი დაარტყა.

 

ბრალდებულმა ნ-----–----- ტ---–-----მა თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა: - გამთენიისას, დაღლილი დაბრუნდა სამუშაოდან და სურდა დასვენება. არაერთხელ სთხოვა შვილებს არ ეხმაურათ თუმცა აღნიშნულის მიუხედავად ლ---- არ ჩერდებოდა და ყვიროდა. მან ლ----ს ხმამაღლა მისცა შენიშვნა, რის გამოც ბავშვმა დაიწყო ტირილი. მომხდარი გარემოების გამო მეუღლესთან მოუვიდა კონფლიქტი და მან გ---–- ლ---–----ეზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა რასაც აღიარებს. ამავე ჩვენებით მომხდარს შვილები, ლ---- და გ------ი შეესწრნენ. ძალადობა განახორციელა მხოლოდ მეუღლის - გ---–- ლ---–----ის მიმართ და შვილს, ლ---- ტ---–-----ს ფიზიკურად არ შეხებია.

 

დანაშაულის შესახებ N680585 შეტყობინებით, ირკვევა რომ 112-ის ოპერატორმა ს--–-----------–---–მა, ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ინსპექტორს მ-----–----------ეს ელ-სმენით შეატყობინა, რომ გ-–------------------------------------------------ში მცხოვრებ გ---–- ლ---–----ეს კონფლიქტი ჰქონდა მეუღლესთან.

 

2019 წლის 17 მარტის ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, ქ.თბილისი, გლდანის მე-6 მ/რნ-ის N29-ე კორპუსის მიმდებარედ, 2019 წლის 17 მარტს დაკავებული იქნა ნ-----–----- ტ---–-----ი, მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ჩადენის გამო. დაკავების მომენტში ბრალდებულს მარცხენა ხელის მაჯაზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრების სახით, რაც მისი განმარტებით მიღებული აქვს ქავილის შედეგად.

 

2019 წლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, გ---–- ლ---–----ის წერილობითი თანხმობით, დათვალიერება ჩატარდა თ---–-------–-----------------------------------------------ში. აღნიშნულ ბინაში N1 საძინებელში მდგარ მაგიდაზე მიუთითა გ---–- ლ---–----ემ და განმარტა, რომ მითითებულ მაგიდაზე მიაჯახა მეუღლემ ნ-----–----- ტ---–-----მა და დაარტყა მუშტი თავში. ამის შემდეგ, დაზარალებულმა მიუთითა მე-2 საძინებელში კარიდან ხელმარჯვნივ მდგარ კომოდზე, რომელზეც მიაჯახა მეუღლემ, ხოლო მის წინ მდგარ საწოლზე დააგდო და ითრია თმით. დათვალიერების ოქმს ახლავს ფოტოსურათები.

 

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდების მხარემ უარი თქვა არასრულწლოვან ლ---- ტ---–-----ის დაკითხვაზე. სხვა მტკიცებულებები კი მხარეთა შეთანხმებით უდავო მტკიცებულებად იქნა ცნობილი.

 

უდავო მტკიცებულებით - მოწმე ზ----- ლ---–----ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ნ-----–----- ტ---–-----ი და მისი ქალიშვილი გ---–- ლ---–----ე დაახლოებით 8 წელია იმყოფებიან ქორწინებაში. 2019 წლის 17 მარტს, ნ-----–----- ტ---–-----მა სცემა მეუღლე - გ---–- ლ---–----ე და არასრულწლოვანი შვილი ლ---- ტ---–-----ი. გ---–-მ მომხდარის შესახებ დასახმარებლად მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც ნ-----–----- ტ---–-----ი დააკავეს. ფაქტს თავად არ შესწრებია და ოჯახური კონფლიქტი მისთვის ცნობილი გახდა შვილისაგან.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ნ-----–----- ტ---–-----ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ნ-----–----- ტ---–-----ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება, როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად, ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ნ-----–----- ტ---–-----ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეატანის და ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის თაობაზე.

 

სააპელაციო პალატა, ააანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურდებდა ნ-----–----- ტ---–-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ გ---–- ლ---–----ის სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, ლ---- ტ---–-----ზე განხორციელებული ძალადობის ნაწილში დაუზუსტებელი და ირიბია, ის არ ყოფილა ძალადობის შემსწრე და საძინებელ ოთახში ლ---- ტ---–-----ის ტირილის ხმაზე შევიდა, ლ---- და გ------ი ტ---–-----ები მას ხან უდასტურებდენენ, ხან კი უარყოფდნენ მამის მხრიდან ლ---- ტ---–-----ის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს. ირიბია ზ----- ლ---–----ის ინფორმაციაც, ვინაიდან არც ის შესწრებია ოჯახური კონფლიქტის დროს მომხდარ ძალადობას და ინფორმაცია გადმოცმით იცის შვილის - გ---–- ლ---–----ისაგან, რომელიც თავის მხრივ არ ყოფილა ძალადობის თვითმხილველი. აღნიშნული მოწმეების ირიბი ჩვენებები არ დაადასტურა, ბრალდების მხარის თვითმხილველმა მოწმემ, არასრულწლოვანმა გ------ი ტ---–-----მა, მან სასამართლოს განუმარტა, რომ მამას - ნ-----–---- ტ---–-----ს მისი ძმისთვის, ლ---- ტ---–-----ისათვის ხელი არ დაურტყამს და მხოლოდ ხმამაღლა მისცა შენიშვნა, რაზეც ამ უკანასკნელმა ტირილი დაიწყო. თავად არასრულწლოვანი ლ---- ტ---–-----ი კი სასამართლოში არ დაკითხულა. მსჯავრდებულმა ნ-----–----- ტ---–-----მა უარყო ლ---- ტ---–-----ის მიმართ ძალადობის განხორციელება და დააადასტურა, რომ მისი მხრიდან ძალადობას ადგილი ჰქონდა მხოლოდ გ---–-ა ლ---–----ის მშესაბამისად, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხმებულ, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც დადასტურებდა ნ-----–----- ტ---–-----ის მხრიდან ძალადობის ფაქტს, არასრულწლოვნ ლ---- ტ---–-----ის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და შესაბამისად, დადასტურდებოდა ძალადობა ჩადენილი ორი პირის მიმართ.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29 და 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაშიც კი, საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით), არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).

 

შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ირიბ და არასანდო მტკიცებულებაზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი ბრალდების ამ ეპიზოდში სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ნ-----–----- ტ---–-----ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქმეზე წარდგენილი და გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებულ, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებულ გ---–- ლ---–----ის, ზ----- ლ---–----ის, გ------ი ტ---–-----ის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და თავად ბრალდებულ ნ-----–---- ტ---–-----ის აღიარებითი ჩვენება, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ნ-----–----- ტ---–-----მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ნ-----–----- ტ---–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულს, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი და არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ნ-----–---- ტ---–-----ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის ნაწილშიც, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ნ-----–----- ტ---–-----ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ნ-----–----- ტ---–-----ისთვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, რომ ნ-----–----- ტ---–-----ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს, კმაყოფაზე ჰყავს არასრულწლოვანი შვილები და არის მზრუნველი მამა, ასევე გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, მსჯავრდებულ ნ-----–----- ტ---–-----ის მიმართ დანიშნული, სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ივლისის განაჩენი ნ-----–----- ტ---–-----ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი, არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ჭურღულიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ივლისის განაჩენი ნ-----–----- ტ---–-----ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ნ-----–----- ტ---–-----ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნ-----–----- ტ---–-----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

 

მსჯავრდებულ ნ-----–----- ტ---–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნ-----–----- ტ---–-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 17 მარტიდან - 2019 წლის 03 ივლისის ჩათვლით პერიოდი.

 

მსჯავრდებულ ნ-----–----- ტ---–-----ს საქართველოს სსკ–ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. ამასთან, მსჯავრდებულ ნ-----–----- ტ---–-----ის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს – მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოცხრილი, განთავსებული 1 (ერთ) ცალ ლაზერულ დისკზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ჯორბენაძე