განაჩენი

სისხლის სამართლის 01.11.2019
საქმის ნომერი
140100118002591895
ინსტანცია
თარიღი
01.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002591895

საქმე №1/ბ-335-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

ლევან თევზაძე

 

ანა გოცირიძის, გიორგი სვანიძის მდივნობით,პროკურორების - ო---------------–---–ის, თ----------------–---–ის,მსჯავრდებულების - ჯ----------------–---–ის, ზ---------–---–---–ის,ადვოკატ - ც---------------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულების ჯ----------------–---–ის და ზ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ჯ-----------------------------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 2----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: კ-----------------------–---------ი; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 10 ივლისის რედაქციით).

 

ზ-----------------–---–---–-ს მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 0----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ---------------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის განაჩენით:

 

ჯ----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (2015 წლის 10 ივლისის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (2015 წლის 10 ივლისის რედაქციით) - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ დანაშაულებისათვის განსაზღვრული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ჯ----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 24 აპრილიდან.

 

ზ---------–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ზ---------–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 25 აპრილიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ

 

ჯ----------------–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით; მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

 

ზ---------–---–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

 

მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2009 წლის 4 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გასამართლებულმა ჯ----------------–---–მა, 2007 წლის 12 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 2008 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდისათვის) გასამართლებულ ზ---------–---–---–თან და სხვა პირთან ერთად, რომლებიც შეიარაღებულები იყვნენ დანებითა და ცეცხლსასროლი იარაღებით, 2018 წლის 23 აპრილს, დაახლოებით 22:30 საათზე, ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწია კ-----------------------–--------–ი მდებარე ვ--–---------–-------–-ს საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ ვა-–---------–-------–--------------–---------------------------–-----------ს, რომლებსაც სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარითა და ასეთი ძალადობის გამოყენებით, მიაყენეს სხეულის დაზიანებები და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ვ--–---------–-------–-ს კუთვნილ თანხას 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და კრიალოსანს, ს--------–-----------ის ოქროს სამკაულებს ღირებულს, 8 450 (რვაათასოთხასორმოცდაათი) ლარად, „ჰუავეის“ ფირმის მობილურ ტელეფონს,-----------–------------ს ოქროს სამკაულებს, ღირებულს 2 900 (ორიათას ცხრაასი) ლარად და ყულაბაში მოთავსებულ ოჯახის კუთვნილ ფულად თანხას.

 

ჯ----------------–---–მა, გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი - სროლისათვის ვარგისი, 16 კალიბრის, გლუვი ლულის მქონე სანადირო თოფის მოდელი ЗК, რომელსაც კუსტარულად დამოკლებული აქვს ლულა, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ამოღებულ იქნა კ-----------------------–--------–ი, 2018 წლის 24 აპრილს ჩატარებული, ჯ----------------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა ჯ----------------–---–მა და ზ---------–---–---–მა, რომლებიც ითხოვენ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

 

აპელანტების მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; სისხლის სამართლის საქმის განხილვისას წარმოდგენილი მტკიცებულებები არის კანონის დარღვევით მოპოვებული, რომლებსაც სასამართლოს მხრიდან არ მიეცა სათანადო, ობიექტური შეფასება და მათ საფუძველზე მიღებული იქნა უკანონო გადაწყვეტილება.

 

ბრალდების მხარემ მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა საერთო ანალიზიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულთა მიერ ბრალად შერაცხული ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ვ--–---------–-------–-მ განაცხადა, რომ 2018 წლის 23 აპრილს, საღამოს, მეუღლესთან და შვილთან ერთად იმყოფებოდა ს------–--------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში. დაახლოებით 22:30 საათზე მათ თავს დაესხა სამი ნიღბიანი პიროვნება, რომლებსაც ხელში ეკავათ ავტომატები, ორლულიანი თოფი და დანა, ასევე ხელებზე ეკეთათ ხელთათმანები. ერთ-ერთ თავდამსხმელს, რომელიც დაახლოებით იყო 1,70 მეტრი სიმაღლის, ხელში ეკავა ავტომატი და ეცვა წითელი ზოლებით გაწყობილი ლურჯი ფერის ქურთუკი; მეორე თავმდამსხმელი აღნაგობით იყო შედარებით მაღალი და გამხდარი, რაც შეეხება მესამე თავმდამსხმელს, ის შედარებით სრული აღნაგობის იყო. შედარებით დაბალმა პირმა მას დაუმიზნა ავტომატი და უთხრა ძირს დაწოლილიყო. მისი მეუღლის ყვირილზე გვერდით ოთახიდან გამოვიდა მათი ქალიშვილიც. თავდამსხმელებმა ე.წ. „ხამუთებით“ შეუკრეს ხელები, შეიყვანეს საძინებელ ოთახში, დააწვინეს იატაკზე, სახით ქვემოთ, ზემოდან დააყარეს გარკვეული სახის ნივთები, სცემდნენ და ემუქრებოდნენ - ხმა არ ამოეღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკლავდნენ. ერთ-ერთმა თავმდამსხმელმა, რომელსაც ეცვა ლურჯი ფერის წითელი ზოლებით გაწყობილი ქურთუკი და ხელში დანა ეჭირა, სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოთხოვა ფული და ძვირფასი ნივთები, რომელსაც, მათი ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ინახავდა. მოთხოვნაზე უპასუხა, რომ არავითარი თანხა არ ჰქონდა, მხოლოდ 350 ლარი ედო ჯიბეში. აღნიშნულზე თავმდამსხმელი გაბრაზდა და იარაღის კონდახი თავში ჩაარტყა. ამის შემდეგ თავდამსხმელებმა ჯიბიდან ამოუღეს 350 ლარი და კვალავ განაგრძობდნენ მუქარას და ცემას. თავდამსხმელები მას ეუბნებოდნენ - „ტყუილად ხო არ გამოგვიშვეს, ფული მოგვეცი, 19 პირუტყვის ფული სად არისო?!“ ვ--–---------–------–ის განმარტებით, მას ამ დროს გაყიდული ყავდა ძროხები, თუმცა 45 000 ლარამდე თანხა ჯერ არ ქონდა აღებული. თავდამსხმელები ორსაათნახევრის განმავლობაში სწორედ აღნიშნულ თანხას ეძებდენენ, რის გამოც სახლი და იქ არსებული ნივთები სრულად დააზიანეს. ვ--–---------–-------–-ს განმარტებით, მისმა შვილმა - ს--------–-----------მა თავმდასხმელებს უთხრა - „სახლში „ყულაბებია“ და მამაჩემი იქ ინახავს ფულსო, რის შემდეგაც მათ აღნიშნული „ყულაბებიდან“ თანხა ამოიღეს. თავდამსხმელები გამოხატავდნენ უკმაყოფილებას: „რა არის, ამის გამო მოვედით?! 20 000-მდე მაინც არ უნდა წავიღოთო?!“ ვ--–---------–-------–-ს განმარტებით, მას ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა, მიბმული იყო საწოლზე და სამივე თავმდასხმელი წიხლებით და იარაღის კონდახით სცემდა, რის შედეგადაც მიიღო სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები. თავდამსხმლებს სახეზე ნიღბები ეკეთათ და მარტო თვალები უჩანდათ, ამიტომ მათი ამოცნობა არ შეუძლია. წასვლამდე დაემუქრნენ, რომ თუ ვინმეს შეატყობინებდნენ მომხდარის შესახებ, დაბრუნდებოდნენ და ყველას დახოცავდნენ. თავმდამსხმელების წასვლის შემდეგ, მეუღლემ ჯერ თვითონ გაითავისუფლა ხელები და შემდეგ მასაც გაუთავისუფლა. შვილი - ს--------–-----------ა დახმარების სათხოვნელად გავიდა მეზობელთან. მალევე მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლებიც. მოწმე და მისი მეუღლე სასწარფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით სახლის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ გარდა ფულისა, წაღებული იყო მისი მეუღლის და შვილის ოქროს ნივთები, ყუთში მოთავსებული მისი გოგონას მობილური ტელეფონი, ხოლო მისი ავტომანქანიდან - ყვითელი ფერის ე.წ. „კრიალოსანი“. მოგვიანებით ს--------–-----------მა მობილური ტელეფონით ერთ-ერთ ინტერნეტ გვერდზე შემთხვევით ნახა და მასაც (ვ--–---------–------–ის) აჩვენა აღნიშნული კრიალოსანი, რომელიც საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისასაც ამოიცნო. აღნიშნული კრიალოსანი ძვირფას ნივთს ჰგავდა და მისი დანახვისას ყველა აღნიშნავდა, რომ ის ძვირადღირებული იქნებოდა. დაზარალებულმა დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა და შესაბამისი ოქმების სისწორე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ა---------–-----------მა განაცხადა, რომ 2018 წლის 23 აპრილს, საღამოს მეუღლესთან და შვილთან ერთად იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში. სახლის კარები და ასევე ჭიშკარი გასაღებით არ იყო ჩაკეტილი, დახურული იყო. დაახლოებით 22:30 საათზე მათ თავს დაესხა სამი ნიღბიანი პიროვნება, რომლებსაც ხელში ეკავათ ავტომატები, თოფი, დანა და ასევე ხელებზე ეკეთათ ხელთათმანები. ერთ-ერთი თავდამსხმელი იყო დაბალი და გამხდარი, რომელსაც ეცვა წითელი ზოლებით გაწყობილი ლურჯი ფერის ქურთუკი, მეორე თავმდამსხმელი აღნაგობით იყო შედარებით მაღალი და გამხდარი, რაც შეეხება მესამე თავმდამსხმელს, ის იყო სრული აღნაგობის. თავდაპირველად მისი შვილი ს--------–-----------ი იმყოფებოდა სხვა ოთახში კომპიუტერთან. როდესაც ერთ-ერთმა თავდამსხმელიმა ავტომატის კონდახი ჩაარტყა, მის ყვირილზე საბინა გამოვიდა მისაღებ ოთახში. თავმდამსხმელებმა სამივეს ე.წ. „ხამუთებით“ შეუკრეს ხელები, შეიყვანეს საძინებელ ოთახში, დააწვინეს იატაკზე, სახით ქვემოთ, ზემოდან დააყარეს გარკვეული სახის ნივთები; მის მეუღლეს სცემდნენ, დაჟინებით ითხოვდნენ ფულს და ემუქრებოდნენ - ხმა არ ამოეღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკლავდნენ. ერთი თავდამსხმელი მათ ედგა თავზე იარაღით და ეუბნებოდა არ განძრეულიყვნენ, ხოლო დანარჩენი ორი კი სახლში ეძებდა ნივთებს. მისმა შვილმა - ს--------–-----------მა თავმდასხმელებს უთხრა - „სახლში „ყულაბებია“, იქ არის თანხა და ის აიღეთო. შედარებით დაბალ და გამხდარ თავდამსხმელს ჰქონდა ვერცხლისფერი, ბასრი დანა, რომელიც ცხვირთან მიადო და ემუქრებოდა, რომ ჭრილობას მიაყენებდა, თუ ფულს არ გამოიტანდა. ამ დროს სახეზე მიიღო ნაკაწრი. დაზარალებულის განმარტებით, თავდამსხმელები გამოხატავდნენ უკმაყოფილებას - „რა არის, ამის გამო მოვედით?! 20 000-მდე მაინც არ უნდა წავიღოთო?!“ ასევე ახსენებდნენ ვიღაც პიროვნებას, ვინც მათთან გამოგზავნა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ მას და ამბობდნენ - ამის გამო გამოგვაგზავნაოო?; ეკითხებოდნენ - 19 პირუტყვის ფული სად არისო. იატაკზე დაწოლილებს ზემოდან ეყარათ ტანსაცმელი და თავის აწევის საშუალება არ ჰქონდათ. მოგვიანებით ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მის ქალიშვილს ხელზე შებმული „ხამუთი“ გაუდიდა, ვინაიდან ძალიან მჭიდროდ იყო მიბმული და თავს ცუდად გრძნობდა. მეუღლემ - ვ--–---------–-------–-მ თავდამსხმელებს უთხრა, რომ მხოლოდ 350 ლარი ედო ჯიბეში, რაც ამოაცალეს თავდამსხმელებმა და წავიდნენ. წასვლისას გააფრთხილეს, რომ მომხდარის შესახებ არავისთან არაფერი ეთქვათ. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ მათ მართლაც გაყიდეს საქონელი, თუმცა 40000-50000 ლარამდე თანხა ჯერ არ ქონდათ აღებული. თავმდამსხმელების წასვლის შემდეგ მათი შვილი - ს--------–-----------ი დახმარების სათხოვნელად გავიდა მეზობელთან. ამ დროს მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლებიც და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. როდესაც ს--------–-----------თან ერთად სახლი დაათვალიერა, ნახეს, რომ წაღებული იყო მათი ოქროს ნივთები, ე.წ. „ყულაბებიდან“ ფულადი თანხა, ასევე, „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი ყუთთან ერთად, რომლის ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 500-600 ლარს. ასევე, მოგვიანებით ტელევიზორში და ინტერნეტსაიტზეც ნახეს „კრიალოსანი“, რომელიც იყო ვ--–---------–-------–-ს და მათ ამოიცნეს აღნიშნული ნივთი, რომელიც თავდამსხმელებს ჰქონდათ წაღებული მათი სახლიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ს--------–-----------მა განაცხადა, რომ 2018 წლის 23 აპრილს იმყოფებოდა კ-----------------------–--------–ი, მშობლების სახლში. დაახლოებით 22:30 საათზე, როდესაც იჯდა ე.წ. „კომპიუტერის ოთახში“, შემოესმა მშობლების ყვირილის ხმა, გავიდა მისაღებ ოთახში და დაინახა მისთვის უცნობი, დანითა და ცეცხლსასროლი იარაღებით, ნიღბებითა და ხელთათმანებით აღჭურვილი სამი პიროვნება, რომლებსაც მისი მშობლები ყვადათ გაკავებული. თავდამსხმელებიდან ერთ-ერთი მათგანი იყო შედარებით მაღალი, დაახლოებით 1,75-1,80 მეტრი სიმაღლის, გამხდარი, რომელსაც ეცვა კაპიშონიანი ნაჭრის ქურთუკი და იმავე ფერის შარვალი; მეორე იყო შედარებით დაბალი, დაახლოებით 170 მეტრი სიმაღლის, გამხდარი, რომელსაც ეცვა ლურჯი ფერის ზედა, მხრებზე და შესაკრავთან წითელი ზოლებით; მესამე კი იყო ჩასხმული აღნაგობის, შედარებით დაბალი. აღნიშნულმა პირებმა ს--------–-----------საც შეუკრეს ხელები. შედარებით გამხდარმა და დაბალმა თავდამსხმელმა, რომელსაც ხელში ეკავა ვერცხლისფერი დანა და ე.წ „ხამუთები“, მისი დედა - ა---------–-----------ი ხელებშეკრული გაიყვანა საძინებელ ოთახში და საწოლზე მიაბა. შემდეგ ამავე პირმა მამას - ვ--–---------–-------–-ს იარაღის კონდახი თავში ჩაარტყა და მასთან ერთად გაიყვანა იმ ოთახში, სადაც ა---------–-----------ი იმყოფებოდა. თავდამსხმელები სიცოცხლის მოსპობის მუქარით ითხოვდნენ ფულადი თანხისა და ოქროს ნივთების გადაცემას, ამასთანავე ეუბნებოდნენ, რომ ხმა არ ამოეღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავდნენ. ამის შემდეგ გამხდარი აღნაგობის, შედარებით დაბალმა თავდამსხმელმა, რომელსაც ეცვა ლურჯი ფერის ზედა წითელი ზოლებით, ს--------–-----------ს უთხრა, რომ ეჩვენებინა ადგილი, სადაც მისი მშობლები ფულს ინახავდნენ. მან ს--------–-----------ს ხელი კისერში მოკიდა და გაიყვანა მისაღებ ოთახში. ს--------–-----------მა მიუთითა შემინული კარადისკენ, სადაც შეიძლებოდა ყოფილიყო გარკვეული ოდენობის თანხა, მაგრამ როდესაც თავდამსხმელმა ვერაფერი აღმოაჩინა, ყელზე მოახვია ნაჭერი და გაშლილი დანა პირში ჩაუდო. იგი ემუქრებოდა და თხოვდა ეთქვა, თუ სად ინახავდენენ მისი მშობლები ფულად თანხას. ამის შემდეგ იგი (ს--------–-----------ი) ისევ საძინებელ ოთახში შეიყვანეს, სადაც ვ--–---------–-------–- და ა---------–-----------ი იწვნენ იატაკზე, ხელები უკან ჰქონდათ შეკრული და ზემოდან სხვადასხვა სახის ნივთები ეყარათ. ერთ-ერთი თავდამსხმელი მივიდა ვ--–---------–-------–-სთან, ჩაარტყა იარაღის კონდახი და სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულებდა ეთქვა, თუ სად ინახავდა ფულს და ოქროს ნივთებს. ვ--–---------–-------–-მ უთხრა, რომ მას ჰქონდა მხოლოდ 350 ლარი, რომელსაც ჯიბეში ინახავდა. თავდამსხმელებმა აღნიშნული თანხა ვ--–---------–------–ის ჯიბიდან ამოაცალეს. დაზარალებულის განმარტებით, თავდამსხმელები ერთმანეთთან საუბარში ახსენებდნენ 20 000 ლარს და გამოხატავდნენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ ვ--–---------–-------–-ს ოჯახში აღმოჩენელი თანხა იმ ოდენობის არ იყო, რის შესახებაც მათ ინფორმაცია ჰქონდათ. ამის შემდეგ ერთ-ერთმა თავდამსხმელმა კვლავ ხელი მოკიდა და უთხრა - ან ეთქვა სად ჰქონდათ ფული ან მამამისს მოკლავდა. როდესაც უპასუხა, რომ სხვა თანხა არ ჰქონდათ ოჯახში, თავდამსხმელმა გაშლილი ხელი ჩაარტყა სახეში, რის შედეგადაც ტუჩიდან სისხლი წამოუვიდა. ს--------–-----------მა თავდამსხმელს უთხრა, რომ შესულიყო საძინებელ ოთახში, სადაც მაგიდაზე ორი ცალი ე.წ „ყულაბა“ იდო. შედარებით სრული აღნაგობის თავმდამსხმელმა გახსნა ზემოაღნიშნული „ყულაბები“, საიდანაც ამოიღო ფულადი თანხა, თუმცა მან უკმაყოფილება გამოთქვა თანხის იმ ოდენობაზეც, რაც „ყულაბებში“ დახვდა. თავმდამსხმელები გავიდნენ მისაღებ ოთახში, სადაც აგრძელებდნენ ფულის და ოქროს ნივთების ძებნას. ერთ-ერთი თავდამსხმელი სახლის სახურავზეც კი ავიდა და იქ ეძებდა ფულს. მას შემდეგ, რაც თავდამსხმელებმა მათი სახლი დატოვეს, ს--------–-----------ი მეზობელთან გაიქცა და სთხოვა მომხდარის შესახებ მათი ოჯახის ახლობელისათვის ეცნობებინა. სახლში დაბრუნების შემდეგ შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლებიც მოვიდნენ. გადამოწმებისას კარადის უჯრაში აღარ დახვდა თავისი ოქროს ნივთები: ყელსაბამი, სამაჯური, ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლებით და კიდევ ორი ოქროს ბეჭედი - ერთი რომბის, ხოლო მეორე - ოთხკუთხედი ფორმის. როგორც აღმოჩნდა, თავდამსხმელებს ასევე წაღებული ჰოქნდათ მისი დედის კუთვნილი ოქროს სამკაულები, „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელშიც გააქტიურებული ჰქონდა სიმბარათი ნომრით - 5----------- და მამის კუთვნილი, ყვითელი ფერის, ე.წ „კრიალოსანი“. საბინა ალახვერდომა დაადასტურა, რომ თავდამსხმელი, რომელსაც ჰქონდა მოთაფლისფრო თვალები, ეცვა ლურჯი წითელზოლიანი ზედა და ყაჩაური თავდასხმისას ყველაზე მეტად აქტიურობდა, არის ბრალდებული ზ---------–---–---–ი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----–-----------ა განაცხადა, რომ 2018 წლის 24 აპრილს, ღამის საათებში იმყოფებოდა სახლში მეუღლესთან ერთად, რა დროსაც მათთან მივიდა ს--------–-----------ი. იგი იყო ძალიან აღელვებული, ეუბნებოდათ, რომ მამამისი სცემეს და ითხოვდა დახმარებას. კერძოდ დაზარალებული მოწმის ოჯახის წევრებს სთხოვდა, რომ დაერეკათ მის ნათესავთან. მოწმის განმარტებით, მისმა მეუღლემ დარეკა დაზარალებულების ნათესავთან და შემდეგ მეუღლესთან ერთად წავიდა ვ--–---------–-------–-ს სახლში. მან პირადად ნახა დაშავებული ვ--–---------–-------–- და ა---------–-----------ი, რომლებსაც სახეზე აღენიშნებოდათ დაზიანებები, კერძოდ, ვ--–---------–-------–-ს სახე ჰქონდა შეშუპებული და თვალი გალურჯებული, ხოლო ა---------–-----------ს სახე ჰქონდა სისხლიანი და დახეული ბალიშის ბუმბულები ჰქონდა თავზე. მათი სახლი მთლიანად იყო არეული, ხოლო ავეჯი და ნივთები - დაზიანებული. როგორც დაზარალებულებმა განუმარტეს, მათ თავს დაესხათ სამი ნიღბიანი, შეიარაღებული პიროვნება, რომლებმაც წაიღეს ფულადი თანხა და ოქროს ნივთები.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ასლან ა-----------–-მ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--–--------–---მ განაცხადა, რომ 2018 წლის 24 აპრილს ტელეფონით დაუკავშირდა პიროვნება, რომელმაც უთხრა, რომ ქონდა ოქროს ნივთები და სურდა ჩაებარებინა მისთვის. როდესაც სამსახურში მივიდა, მას დახვდა პიროვნება, რომელიც ადრეც ყავდა ნანახი, თუმცა, ვინაობა მისთვის ცნობილი არ იყო. გ--–--------–---ს განმარტებით, აღნიშნულ პიროვნებას ეცვა დუტის ჟილეტი, წითელ ფერებში. მან მიყიდა სამი ცალი ოქროს ბეჭედი, რომელთაგან ერთი იყო რომბის ფორმის, მეორე - ოთხკუთხედი ფორმის და მესამეს ჰქონდა ცირკონის თვლები. ამ პიროვნების წასვლიდან დაახლოებით საათნახევარში, მასთან (გ--–--------–---სთან) მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომელმაც ჩაატარეს ჩხრეკა და ამოიღეს აღნიშნული ნივთები. მოწმის განმარტებით, საქართველოს შსს კასპის რაიონული სამმართველოს პოლიციის შენობაში მონაწილეობა მიიღო ბრალდებულ ზ---------–---–---–ის ამოცნობაში. გ--–--------–---მ დაადასტურა, რომ ამოცნობისას მისთვის ზ---------–---–---–ზე არავის მიუნიშნებია, მან თავისი დაკვირვებით და სხვისი ჩარევის გარეშე ამოიცნო ზ---------–---–---–ი, რომელიც იდგა სხვა ორ პიროვნებასთან ერთად, ხოლო აღნიშნული პიროვნებები ამოსაცნობი პირისაგან და ერთმანეთისაგან არსებითად არ განსხვავდებოდნენ. მოწმის განმარტებით, პიროვნება, რომელმაც მას ოქროს ნივთები მიუტანა ჩასაბარებლად, ნამდვილად იყო ბრალდებული ზ---------–---–---–ი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმეებმა თ-------------–---–მა და დავით ასლამაზაშვილმა განაცხადეს, რომ ისინი იყვნენ ზ---------–---–---–ის ამოცნობაში მონაწილე პირები. მათი განმარტებით, ამომცნობისათვის ამოსაცნობ პირზე არავის მიუნიშნებია. მათთვის უცნობმა გ--–--------–---მ სხვათა ჩაურევლად ამოიცნო ზ---------–---–---–ი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ი-–-----–---–---–-ა განაცხადა, რომ არის ბრალდებულ ზ---------–---–---–ის ძმა. იგი ესწრებოდა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ მისი და მისი ძმის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკას, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ძალიან ბევრი პოლიციის თანამშრომელი. მოწმემ დაადასტურა, რომ იგი ჩხრეკის პროცედურას მუდმივად ადევნებდა თვალს და ამასთანავე იღებდა ვიდეოს. ვიდეოგადაღებას ახორციელებდნენ თავად მისი ჩამტარებელი პირებიც, თუმცა მათ კამერა ჩართეს სახლში შესვლიდან 10 წუთის მერე. ერთ-ერთმა სამართალდამცავმა გააღო მაცივარი, ხოლო შემდეგ მაცივრის გვერდით მდგომი სკამის საშუალებით აიხედა მაცივრის თავზე და იქიდან აიღო ტელეფონი. მოწმემ მაშინვე დააფიქსირა, რომ ეს ტელეფონი არ ეკუთვნოდა მისი ოჯახის არცერთ წევრს. მისი განმარტებით, ტელეფონი იდო თუ არა მაცივრის თავზე, არ ჩანდა, სკამის გამოყენების გარეშე მისი დანახვა და ჩამოღება შეუძლებელი იყო. სამართალდამცავების მიერ ასევე ამოღებული იქნა მოწმის ოქროს ნივთები და მისი დის ბიჟუტერიის სამკაულები. ჩხრეკა განხორციელდა სათავსოებში და სახლის სახურავზეც. მათი ბინიდან ამოღებული ნივთები დაილუქა შესაბამის პაკეტებში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმეებმა: გ--------------–-–---–------–----------------------–----------------------–-----------–-------------–---–-----------------–---–-------------------–---–---------------------–------------------------------–-------------------------------–---–----------------–--------------------–-------–-----------–----------–-------–---–--------–-----–----–---–-----------------–-----------------------------------–-------–---–------–------------–---–--------------–--–---–----------–--------–---–------–-------------------------------------------------------------–---–-------------------–---–------–---------------------------------–---–--------------–-------------------–---------------------------- დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების განხორციელება კანონის სრული დაცვით, საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და მათი ავთენტურობა.

 

2018 წლის 24 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს კ-----------------------–--------–ი, კერძოდ, ვ--–---------–------–ის საცხოვრებელ სახლში. სახლის ეზო შემოსაზღვრულია ბლოკით ნაშენი ღობით, რომელსაც აქვს ეზოში შემავალი რკინის ჭიშკარი. ეზოში შესასვლელიდან ხელმარჯვნივ განთავსებულია ღია ფერის გადახურული ავტოსადგომი, სადაც განთავსებულია ავტომაქანა „MERSEDES BENZ ML“, სახელმწიფო ნომრით „X------“. ეზოში შესასვლელი ჭიშკრიდან თხუთმეტ მეტრში მდებარეობს ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის შესასვლელ რკინის კართან განთავსებულია სამსაფეხურიანი ბეტონის კონსტრუქციის კიბე. სახლი შედგება 6 ოთახისგან. ყოველდღიური სამყოფი მისაღებ ოთახის ხელმარჯვნივ განთავსებულია ე.წ „კომპიუტერის ოთახი“, საიდანაც არის შესასვლელი საძინებელ ოთახში (საძინებელი N1). მისაღები ოთახიდან ხელმარცხნივ განთავსებულია სამზარეულოს ოთახი, მისაღები ოთახის პირდაპირ კი - სასტუმრო ოთახი, რომლის ხელმარცხნივ განთავსებულია მეორე საძინებელი ოთახი (საძინებელი N2). საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას ამოღებულ იქნა სხვადასხვა დაზიანებული ნივთები და კვლები, მათ შორის, მარჯვენა საძინებლის იატაკიდან, სამზარეულო ოთახიდან, მეორე საძინებლის იატაკიდან და ეზოში გაჩერებული ვ--–---------–-------–-ს კუთვნილი ავტომანქანა „მერსედესის“ მარცხენა სავარძლის ძირიდან სპეციალური საშუალებების გამოყენებით აღებულ იქნა სუნის ნიმუშები. შემთხვევის ადგილზე გამოყვანილ იქნა ძაღლი „გრაფი“, რომელმაც აიღო სუნის კვალი, გავიდა ეზოდან და გაემართა მარჯვენა აღმოსავლეთის მხარეს, გაიარა სოფლის საუბნო გზა 500 მეტრის მანძილზე და გაჩერდა სოფლის ბოლოში არსებულ გზაჯვარედინზე, საიდანაც ერთი გზა მიემართება ს------–--------ისკენ, ხოლო მეორე გზა - უკან სოფლისკენ. აღნიშნულ ადგილას ძაღლმა კვალი დაკარგა. სათანადო წესით დაილუქა ყველა ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება და ნიმუშები.

 

2018 წლის 24 აპრილის ამოღების ოქმების თანახმად,-----------–------------სა და ს--------–-----------ისგან ამოღებული იქნა ტანსაცმელი, რომელიც ა---------–-----------ს, ვ--–---------–-------–-ს და ს--------–-----------ს ეცვათ შემთხვევის დროს.

 

2018 წლის 24 აპრილის ინფორმაციული პატაკის თანახმად, გ----------------–---ს მიერ მიღებული იქნა ოპერატიურლი ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2018 წლის 23 აპრილს, კ-----------------------–--------–ი მცხოვრებ ვ--–---------–------–ის ყაჩაღურად თავს დაესხნენ კ-----------------------–--------–ი მცხოვრებნი - ხ--------------------------–---–ი, ჯ-----------------------------–---–ი და ზ-----------------–---–---–-, რომლებმაც იარაღის გამოყენებით და სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, მიისაკუთრეს ვ--–---------–------–ის კუთვნილი ოქროს ნივთები. ზ---------–---–---–მა აღნიშნული ოქროს ნივთები გაყიდა ქ. თბილისში, რკინიგზის სადგურთან არსებულ, „თბილისი ცენტრალში“ განთავსებულ „ოქროს ბირჟაზე“ მომუშავე, 18.03.1969 წელს დაბადებულ, გ--–---------------------–-----ე და არსებობდა მტკიცებულებების განადგურების ან გადამალვის რეალური საფრთხე.

 

2018 წლის 24 აპრილის ჩხრეკის ოქმის თანახმად, გ--–--------–---ს სამუშაო მაგიდიდან ამოღებულ იქნა ოქროსფერი ცეპი და ჯვარი იესო ქრისტეს გამოსახულებით, ასევე სხვადასხვა სახის 5 ცალი ოქროს ბეჭედი.

 

2018 წლის 25 აპრილის ამოცნობის ოქმების თანახმად, დაზარალებულ ს--------–-----------თან ჩატარდა გ--–--------–---ს სამუშაო ფართის ჩხრეკისას ამოღებული ნივთების ამოცნობა, რა დროსაც დაზარალებულმა ამოიცნო ოქროს ბეჭედი ცენტრში ერთი მოზრდილი ზომის ბრილიანტის თვლით და გვერდებზე სამ-სამი სწორ ხაზზე განლაგებული მცირე ზომის ბრილიანტის თვლებით. მან აღნიშნული ბეჭედი ამოიცნო ბეჭედზე არსებული თვლებით, თვლების განლაგებით და ბეჭდის მოყვანილობით და ზომით. ამასთან, ს--------–-----------მა ამოიცნო კუს ფორმის ოქროს ბეჭედი ოთხ რიგად გაწყობილი თეთრი ფერის გამჭვირვალე თვლებით, გვერდებში მომრგვალებული ორნამენტებით. მან აღნიშნული ბეჭედი ამოიცნო მასზე არსებული თვლებით, თვლების განლაგებით და ბეჭდის მოყვანილობით, ზომით და ფორმით. ს--------–-----------მა ასევე ამოიცნო ოქროს ბეჭედი, ზედა მხარეს რომბის ფორმით, რომელშიც ჩასმულია ცხრა ცალი გამჭვირვალე პატარა თვალი. აღნიშნული ბეჭედი მან ამოიცნო თვლების განლაგებით, ზომით და მასზე არსებული მცირე დეფორმაციით. ს--------–-----------თან ასევე ჩატარდა გ--–--------–---სგან ამოღებული სხვა ნივთების ამოცნობაც, თუმცა დაზარალებულმა, გარდა ზემოაღნიშნული ბეჭდებისა, სხვა ნივთები ვერ ამოიცნო.

 

2018 წლის 24 აპრილის ზ---------–---–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჩხრეკისას ამოღებულ იქნა სხვადასხვა ნივთები, მათ შორის, მისაღებ ოთახში მდგარი მაცივრის თავიდან - შავი ფერის, „ჰუავეის“ ფირმის, მობილური ტელეფონი იმეი კოდებით: 8----------------------------------, რომელსაც დაზიანებული ჰქონდა ეკრანი. ამოღების შემდეგ აღნიშნული ნივთი წარედგინა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, აღიწერა, შეიფუთა და დაილუქა დადგენილი წესით. ჩხრეკის ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამოკვლევის შედეგად დგინდება, რომ ვიდეომასალაში ჩხრეკის მიმდინარეობა სრული მოცულობით არის დაფიქსირებული. მასში აღბეჭდილია, თუ ვისი მონაწილეობით, საიდან და რა ვითარებაში მოხდა ნივთების ამოღება, მათ შორის, დაფიქსირებულია მისაღებ ოთახში მდგარი მაცივრის თავიდან, ზემოაღნიშნული „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონის ამოღების ფაქტი ზ---------–---–---–ის ოჯახის წევრების თანდასწრებით. ვიდეომასალით ასევე დადასტურდა, რომ ჩხრეკის დაწყებამდე ზ---------–---–---–ის ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ, ისინი საგამოძიებო მოქმედებაში ჩაერთვნენ მისი დაწყებისთანავე და სრულად აკონტროლებდნენ ჩხრეკის მიმდინარეობას. ჩხრეკის დასრულების შემდეგ ილია ბეჟუაშვილს გაეცნო საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმი, რაზედაც მას შენიშვნა არ გამოუთქვამს და დაადასტურა ხელმოწერით.

 

შპს „მაგთიკომიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, მობილური ტელეფონის ნომერი - 5----------- გააქტიურებული იყო, სხვადასხვა იმეი კოდების მქონე, მათ შორის 8-------------------------------- იმეი კოდის მქონე მობილურ ტელეფონებში.

 

2018 წლის 25 აპრილის საქართველოს შსს კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლის - გია შარიფაშვილის პატაკის თანახმად, მის მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კ-----------------------–--------–ი მცხოვრები, 18.12.1986 წელს დაბადებული, ზ---------–---–---–ი, გადაადგილდებოდა ს------–--------ში იმ ტანსაცმლით, რომელიც მას ეცვა 2018 წლის 23 აპრილს, კ-----------------------–--------–ი, ვ--–---------–-------–-ს ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის დროს.

 

2018 წლის 25 აპრილის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, გ--–--------–---მ წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო მარჯვნიდან მესამე ადგილას მდგომი ზ---------–---–---–ი, პირი რომელმაც 2018 წლის 24 აპრილს მიყიდა ოქროს სამკაულები და რომელსაც მან გადაუხადა 505 ლარი. გ--–--------–---მ აღნიშნული პირი ამოიცნო სიმაღლით, თმების ფერით და ფორმით, აღნაგობით, პირსახით და იგი ამოიცნობაში არის დარწმუნებული.

 

2018 წლის 25 აპრილის ამოღების ოქმების თანახმად, ზ---------–---–---–ისა და ჯ----------------–---–ისგან ამოღებულ იქნა ტანსაცმელი, რომელიც ტანთ ეცვათ 2018 წლის 23-24 აპრილს. კერძოდ ჯ----------------–---–ისაგან ამოღებული იქნა ჯინსის შარვალი, ლურჯი ფერის სვიტრი და ყავისფერი უმკლავებო ჟილეტი ორი ჯიბით; ზ---------–---–---–ისაგან ამოღებული იქნა მისი კუთვნილი ჯინსის შარვალი ქამართან ერთად, მწვანე ფერის ქურთუკი ქუდით და ელვაშესაკრავით და მუქი ლურჯი ფერის უმკლავებო ქურთუკი, შიგნიდან წითელი ფერის, ბოლოებში მხრებთან წითელი ფერის ზოლებით და ელვა-შესაკრავით.

 

2018 წლის 25 აპრილის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ს--------–-----------მა წარდგენილი სამი ცალი ქურთუკიდან ამოიცნო წითელი ზოლებით გაწყობილი ის ქურთუკი, რომელიც ეცვა მათ სახლში შეჭრილ სამიდან ერთ-ერთ ყაჩაღს, რომელიც იყო დაახლოებით 170 სმ, სუსტი აღნაგობის.

 

2018 წლის 24 აპრილის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ს------–-------------------–----------------------------ის მონაწილეობით ჩატარდა კ-----------------------–--------–ი მდებარე ჯ----------------–---–ის საცხოვრებელი სახლის, ეზოს და დახმარე სათავსოების ჩხრეკა. ჯ----------------–---–ის სახლის ჩხრეკისას, მეორე სართულზე მდებარე მისაღები ოთახის აღმოსავლეთ კედელთან მდგარ სკამიდან ამოღებულ იქნა „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით - ,,3--------------“; მისაღები ოთახის აღმოსავლეთ მხარეს მდებარე საძინებელ ოთახში მდგარ საწოლზე ნანახი და ამოღებული იქნა შავი ფერის ქურთუკი ე.წ. „კაპიშონით“; ოთახის სამხრეთაღმოსავლეთ კუთხეში მდგარი სკამიდან ამოღებულ იქნა მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი და შავი ფერის კაშნე გაწყობილი თეთრი ზოლებით. საძინებელ ოთახში მდგარი პატარა მაგიდიდა ამოღებულ იქნა „ACER“-ის ფირმის ლეპტოპი; საძინებელი ოთახის ჩრდილოეთით მდებარე ფანჯრიდან ამოღებულ იქნა ჯ----------------–---–ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა „ID 1------“; საძინებელი ოთახის დასავლეთ კედელთან მდგარი საწოლიდან, ლეიბსა და ე.წ. „მატრასს“ შორის ნანახი და ამოღებული იქნა ერთლულიანი გადაჭრილი თოფის მაგვარი საგანი; მის გვერდით ლეიბსა და მატრასს შორის ნანახი და ამოღებული იქნა სტაფილოსფერი მძივი, ე.წ. „კრიალოსანი“. მისაღებ ოთახში საწოლის ქვეშ ნანახი იქნა ლურჯი ფერის ფეხსაცმელი და მის გვერდით შავი ფერის ფეხსაცმელი. ყველა ნივთიერი მტკიცებულება, დაილუქა და შეიფუთა კანონით დადგენილი წესით.

 

2018 წლის 25 აპრილის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, დაზარალებულ ს--------–-----------ს წარედგინა ჯ----------------–---–ის კუთვნილი ქურთუკი, ორ მსგავს სხვა ქურთუკთან ერთად, რის შემდეგაც ს--------–-----------მა ჯ----------------–---–ის კუთვნილი ქურთუკი ამოიცნო და დაადასტურა, რომ სწორედ ეს ქურთუკი ეცვა და მისი კაპიშონი ეხურა თავზე მის ოჯახზე თავდასხმის დროს ერთ-ერთ ყაჩაღს, რომელიც იყო დაახლოებით 175-180 სანტიმეტრის სიმაღლის, სუსტი აღნაგობის.

 

2018 წლის 25 აპრილის ნივთის ამოცნობის ოქმების თანახმად, დაზარალებულებმა ს--------–-----------მა, ვ--–---------–-------–-მ და ა---------–-----------მა წარდგენილი სამი კრიალოსანიდან ფერით, ფორმით, ზომით, ბურთულების და ფირფიტების განლაგების, ასევე შესაკრავტან შავად მომწვარი კაპრონის ძაფით, ამოიცნეს ბრალდებულ ჯ----------------–---–ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული კრიალოსანი.

 

2018 წლის 25 აპრილის და 2018 წლის 27 აპრილის ნიმუშის აღების ოქმების თანახმად, ჯ----------------–---–ისგან და ზ---------–---–---–ისგან აღებული იქნა სუნის, ნერწყვის, ანაწმენდების, ფრცხილის და ხელის კვლის ნიმუშები.

 

2018 წლის 19 ივნისის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პაკეტში წარწერით ერთი ცალი ე.წ კრიალოსანი, მოთავსებულ მძივზე არსებული ბიომასალა ეკუთვნის ჯ----------------–---–ს. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ი-------------მ.

 

2018 წლის 17 მაისის №4-------- ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვ--–---------–-------–-ს საცხოვრებელი სახლის რიგით პირველ საძინებელ ოთახში ელექტრო ჩამრთველის წინ იატაკიდან, რიგით მეორე საძინებელ ოთახში ტანსაცმლის კარადის წინ იატაკიდან, სამზარეულო ოთახში კარადის წინ იატაკიდან და ვ--–---------–-------–-ს ავტომანქანის მძღოლის მარცხენა სავარძლის ფეხის დასადები ჩიხოლიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულებისაგან - ჯ----------------–---–ისაგან, ზ---------–---–---–ისგან და მოწმე ხვიჩა ოდოსაშვილისაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშებისა. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა გ------------------მ, რომელმაც მიუთითა, რომ გაცემული დასკვნა არის კატეგორიული ხასიათის.

 

2018 წლის 12 ნოემბრის №0-------- ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ პაკეტში წარწერით „1 (ერთი) ც შავი ფერის ქურთუკი“, მოთავსებული ქურთუკის ზედაპირზე რკინის (რკინა - II, რკინა - III), სპილენძის, თუთიის და ტყვიის მეტალიზაციის კვალი არ დაფიქსირდა; ზ---------–---–---–ის ორმაგი დუტის ჟილეტის ორივე ზედაპირზე მარჯვენა და მარცხენა ჩაჭრილ ჯიბეებში დაფიქისირდა არასაგნობრივი გამოსახულების, წერტილოვანი გაფანტული რკინის (რკინა - II) კვლები. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ლ-----------–---–მა.

 

2018 წლის 9 იანვრის №0-------- ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 1)ექსპერტიზაზე წარმოდგენილ სპეცპაკეტში შტრიხკოდით F--------- მოთავსებულ ზ---------–---–---–ის ჟილეტის ზედაპირზე, აღინიშნება მოყავისფრო-მოშავო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება პაკეტში წარწერით „ვ--–---------–-------–-ს ტანსაცმელი“ მოთავსებულ შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ ბოჭკოებთან; 2) ექსპერტიზაზე წარმოდგენილ სპეცპაკეტში შტრიხკოდით F--------- მოთავსებული ქურთუკის ზედაპირზე აღინიშნება მოყავისფრო-მოშავო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება პაკეტში წარწერით „ვ--–---------–-------–-ს ტანსაცმელი“ მოთავსებულ შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ ბოჭკოებთან; 3) სპეცპაკეტში შტრიხკოდით F--------- მოთავსებული ქურთუკის ზედაპირზე აღინიშნება მოთეთრო ფერის პოლიესტერის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება პაკეტში წარწერით „ვ--–---------–-------–-ს ტანსაცმელი“ მოთავსებულ მაისურის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; 4) პაკეტში წარწერით „ა---------–-----------ის ტანსაცმელი“ მოთავსებული კაბის ზედაპირზე, აღინიშნება მორუხო-მოშავო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება სპეცპაკეტში შტრიხკოდით F--------- მოთავსებული ქურთუკის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ს--------------–---–მა.

 

2018 წლის 11 აგვისტოს №0----------------------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, ა---------–-----------მა და ვ--–---------–------–იმ, 2018 წლის 24 აპრილს მომხდარ ფიზიკურ შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით, სამედიცინო დაწესებულებას ამბულატორიულად მიმართეს 24.04.18 წელს. ა---------–-----------ს დაუდგინდა დიაგნოზი: ლოყისა და საფეთქელ-ქვედაყბის ღია ჭრილობა. დაზიანება მიყენებულია რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ვ--–---------–------–ის დაუდგინდა დიაგნოზი: ზურგის ქვედა ნაწილის და მენჯის დაჟეჟილობა. მას აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები და ნაჭდევები. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკეც და ერთად აღებულიც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დასკვნების სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა მ-----------------–მა.

 

2018 წლის 11 აგვისტოს № 1--/ტრ ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული, ექვსი სკამიდან ხუთი სკამის დასაჯდომი შალითისა და მის ქვეშ განთავსებული ღრუბელის ზედაპირზე აღინიშნება ირიბი ფორმის დაზიანებები ჭრილის სახით, რომლებიც წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, რაიმე მჭრელი საგნის გამოყენების შედეგად. ორი ცალი ბალიშის ზედაპირზე დაზიანებები წარმოქმნილია გახევის სახით და განვითარებულია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. მობილური ტელეფონის წარწერით: „HUAWEI“ ზედაპირზე არსებული დაზიანებები ტეხვის, ბზარებისა და დეფორმაციის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად; „SONY“ ზედაპირზე არსებული დაზიანებები ტეხვის, ბზარებისა და დეფორმაციის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. ორი ცალი ლითონის ყუთის (სავარაუდოდ ყულაბა) ზედაპირზე დაზიანება წარმოქმნიია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, რაიმე მჭრელი საგნის გამოყენების შედეგად. ფაიფურის ნამსხვრევების ზედაპირზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შდეგად. ნამსხვრევები განცალკევებამდე შეადგენდნენ ერთ მთლიანობას, ფაიფურის ჭურჭლის თავსახურს. თაბაშირის ნამსხვრევების ზედაპირზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად. ნამსხვრევები განცალკევებამდე შეადგენდნენ ერთ მთლიანობას, თაბაშირის ქანდაკებას არწივის გამოსახულებით. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა რ----------------–---–-ა.

 

2018 წლის 26 აპრილის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ №П------ იარაღი თავდაპირველი სახით იყო ქარხნული წესით დამზადებული, 16 კალიბრის გლუვი ლულის მქონე სანადირო თოფის მოდელი „ЗК“. მას კუსტარულად დამოკლებული აქვს ლულა. კონსტრუქციაში შეტანილი ცვლილებების გამო, წარმოდგენილი სახით, იგი არის გადაჭრილი თოფი, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ტ------–-----–---მ.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 მარტის განაჩენით, ჯ----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით. იგი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2017 წლის 5 ივლისს.

 

კასპის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 სექტემბრის განაჩენით, ზ---------–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით, მას მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდისათვის) და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 24 წლის, 3 თვისა და 28 დღის ვადით. იგი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2016 წლის 13 ოქტომბერს.

 

ჯ----------------–---–მა და ზ---------–---–---–მა წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნეს, მათ კატეგორიულად გამორიცხეს შემთხვევის საღამოს კასპის რაიონ ს------–--------–- და მით უფრო, დაზარალებულ ვ--–---------–-------–-ს საცხოვრებელ ბინაში ყოფნის და ამ უკანასკნელის ოჯახზე განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში მათი შემხებლობის ფაქტი.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოცემულ საქმეზე სამართლებრივად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

განაჩენის გამოტანისას სასამართლო ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რომლებიც იცავენ პიროვნებას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების შემთხვევაში დამნაშავედ გამოცხადებისაგან. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლში მითითებულია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზეც, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ჯ----------------–---–ის და ზ---------–---–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას.

 

პალატა, უპირველეს ყოვლისა აფასებს საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული დაზარალებულების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და განმარტავს, რომ ვ--–---------–-------–-მ, ა---------–-----------მა დ ს--------–-----------მა სასამართლოს მისცეს საკმაოდ დამაჯერებელი, ურთიერთშეთანხმებული და თანმიმდევრული ჩვენებები. მათ ერთმანეთის იდენტურად განმარტეს, რომ შემთხვევის საღამოს, დამნაშავეთა მიერ მათ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული თავდასხმისას ს--------–-----------ი იმყოფებოდა კომპიუტერის ოთახში, ხოლო მისი მშობლები მისაღებ ოთახში დახვდნენ თავდამსხმელებს. ს--------–-----------ი მას შემდეგ გავიდა მშობლებთან, როდესაც შემოესმა დედის ყვირილის ხმა. დაზარალებულებმა დაადასტურეს, რომ თავდამსხმელებიდან ორს ეჭირა ავტომატი, მესამეს კი თოფი, ასევე, მათ ჰქონდათ დანები, ხელებზე ეკეთათ ხელთათმანები, ხოლო სახეზე ნიღბები, რის გამოც არ შეუძლიათ ამოიცნონ რომელიმე მათგანი. თუმცა მათ დეტალურად აღწერეს თითოეული თავდამსხმელის აღნაგობა, რომელთაგან ორ შემთხვევაში მათ მიერ მითითებული მახასიათებლები სრულად ემთხვევა მსჯავრდებულების ჯ----------------–---–ის და ზ---------–---–---–ის მახასიათებლებს. ასევე, დაზარალებულების ჩვენებით, თავდამსხმელებმა სამივე მათგანს შეუკრეს ხელები ე.წ. „ხამუთების“ საშუალებით და გაიყვანეს საძინებელ ოთახში. სამივე მათგანმა მაქსიმალური სიზუსტით აღწერა თავდამსხმელების მხრიდან მათ მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის დეტალები. კერძოდ, მიუთითეს, რომ თავდაპირველად ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ა---------–-----------ს ჩაარტყა ავტომატის ტარი სახეში, შემდეგ კი განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ ვ--–---------–-------–-ს მიმართ, რომელსაც ხელების შეკვრის შემდეგ ჩაარტყეს იარაღის კოდნახი და სცემდნენ ფეხებით. ასევე, ს--------–-----------ის და აგიგათ ალახვედორვის წინაშე ახდენდნენ დანის დემონსტრირებას და მისი გამოყენების მუქარით ითხოვდნენ მათგან ფულად თანხას, რა დროსაც ა---------–-----------მა დაზიანებაც მიიღო სახეზე. დაზარალებულებმა ნათლად განმარტეს, რომ თავდამსხმელები მათგან ითხოვდნენ ფულადი თანხის და ოქროს ნივთების გადაცემას, რა დროსაც გარდა ფიზიკური ძალის გამოყენებისა, ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობითაც. ამასთან, მათ შემთხვევის ადგილიდან წასვლის დროსაც დაუბარეს დაზარალებულებს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში ისინი დაბრუნდებოდნენ და ყველას დახოცავდნენ.

 

პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, რომ დაზარალებულის ჩვენებები, მათ მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ნაწილში, არ შეესაბამება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს. დაზარალებულებმა აღწერეს, რომ ფიზიკური ძალადობა ხორციელდებოდა ვ--–---------–-------–-ს და ა---------–-----------ის მიმართ, რასაც განამტკიცებს როგორც მათი მეზობლების ჩვენებები, ასევე სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები. კერძოდ, ნ-----–-----------ა და მისმა მეუღლემ დაადასტურეს, რომ ვ--–---------–-------–-ს სახე ჰქონდა შეშუპებული და თვალი გალურჯებული, ხოლო ა---------–-----------ს სისხლის კვალი ემჩნეოდა სახეზე. ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, ა---------–-----------ს ჰქონდა მჭრელი საგნით მიყენებული ლოყისა და საფეთქელ-ქვედაყბის ღია ჭრილობა, რაც შესაბამისობაშია მის ჩვენებასთან, რომ სახე დანის დემონსტრირების დროს დაუზიანა თავდამსხმელმა. ვ--–---------–-------–-ს კი დაუდგინდა ზურგის ქვედა ნაწილის და მენჯის დაჟეჟილობა, სისხლჩაქცევები და ნაჭდევები, რაც ასევე განამტკიცებს ამ უკანასკნელის ჩვენებას, რომ მას ფეხების გამოყენებით ცემდნენ თავდამსხმელები და ჩაარტყეს იარაღიც.

 

ასევე იდენტურია ვ--–---------–-------–-ს,-----------–------------ს და ს--------–-----------ის ჩვენებები თავდამსხმელების მიერ დაუფლებული ნივთების აღწერის ნაწილშიც, როდესაც ისინი განმარტავენ, რომ თავდამსხმელები მათი სახლიდან დაეუფლნენ 350 ლარს და „ყულაბაში“ არსებულ სხვა ფულად თანხას, ოქროს ნივთებს, „ჰუავეის“ მოდელის მობილურ ტელეფონს და ერთ ცალ კრიალოსანს. არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც დაზარალებულების ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა, არ არის გამოვლენილი; საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ისინი ცრუობენ სასამართლოს წინაშე; გამომდინარე იქიდან, რომ დაზარალებულთა ჩვენებები სრულიად თანმიმდევრული, ლოგიკური და დამაჯერებელია, ასევე სხვადასხვა გარემოებებთან დაკავშირებით, გამყარებულია წერილობითი მტკიცებულებებით, პალატას არ გააჩნია საფუძველი, რომ ეჭვი შეიტანოს მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობაში.

 

ის გარემოება, რომ ცეცხლსასროლი და ცივი იარაღებით აღჭურვილი ჯ----------------–---–ის და ზ---------–---–---–ის მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ყაჩაღობა, გარდა დაზარალებულების ჩვენებებისა, დადასტურებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილიდან და მსჯავრდებულებისაგან აღებული სუნის კვლის ნიმუშებით, დაზარალებულთა და მსჯავრდებულთა ტანსაცმლის ამოღების ოქმებით და აღნიშნულ საკვლევ ობიექტებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებით. კერძოდ, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვ--–---------–-------–-ს საცხოვრებელი სახლის პირველ საძინებელ ოთახში ელექტრო ჩამრთველის წინ იატაკიდან, რიგით მეორე საძინებელ ოთახში ტანსაცმლის კარადის წინ იატაკიდან, სამზარეულო ოთახში კარადის წინ იატაკიდან და ვ--–---------–-------–-ს ავტომანქანის მძღოლის მარცხენა სავარძლის ფეხის დასადები ჩიხოლიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები ჯ----------------–---–ის და ზ---------–---–---–ისგან აღებული სუნის კვლის ნიმუშების იდენტურია. დაცვის მხარე არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს შემთხვევის ადგილიდან სუნის კვლების აღებაში მონაწილე კინოლოგის ს--------------–---–-ს და დაზარალებულ ს--------–-----------ის ჩვენებებს, თითქოს ს--------–-----------ის მიერ ყოფილიყო მითითება კინოლოგისათვის, რომ მსჯავრდებულები ისხდნენ იატაკზე და სწორედ ამ მიზნით აიღო იქიდან სუნის კვლის ნიმუშები. განსახილველ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ ნიმუშების აღება მოხდა იმ ადგილებიდან, სადაც დაზარალებულების მითითებით მსჯავრდებულები ნამდვილად იმყოფებოდნენ და ეძებდნენ ნივთებს. სწორედ აღნიშნული დააფიქსირა მოწმის სახით დაკითხულმა კინოლოგმა სოსო ფეიქრიშვილმა და განმარტა, რომ გოგონამ მიუთითა ადგილები, თუ სად ძირითადად იმყოფებოდნენ დაზარალებულები. მსჯავრდებულების სუნის კვალის ნიმუშების დამთხვევა დაზარალებულის სახლის სავადასხვა ადგილებიდან ამოღებულ სუნის ნიმუშებთან მოწმობს იმას, რომ ორივე მათგანი ნამდვილად იმყოფებოდა ვ--–---------–-------–-ს სახლში და გარკვეული პერიოდი დაყვეს იქ. რაც შეეხება ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნას, მისი მეშვეობით უტყუარად დადასტურდა, რომ ზ---------–---–---–ის ჟილეტისა და ვ--–---------–-------–-ს შარვლის ქსოვილს გააჩნდათ საერთო გვარეობითი კუთვნილება; ასევე, ჯ----------------–---–ის ქურთუკსა და დაზარალებულების ვ--–---------–-------–-ს და ა---------–-----------ის ტანსაცმელზე აღმოჩნდა საერთო გვარეობითი ნიშნის მქონე ბოჭკოები. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს, რომ დაზარალებულებსა და მსჯავრდებულებს ახლო კონტაქტი ჰქონდათ ერთმანეთთან და მოხდა მათი უშუალო შეხება, რაც თუ არა დაზარალებულების მიერ აღწერილი დანაშაულებრივი ქმედების ვითარებისა, სხვა შემთხვევაში გამორიცხული იყო.

 

ჯ----------------–---–ისა და ზ---------–---–---–ის მიერ დაზარალებულ ვ--–---------–-------–-ს ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის განხორციელება დადასტურებულია ასევე იმ გარემოებით, რომ დაზარალებულებმა დეტალურად აღწერეს ის ტანისამოსი, რაც შემთხვევის დღეს ეცვათ თავდამსხმელებს, მოგვიანებით სწორედ ანალოგიური ტანისამოსი იქნა ამოღებული როგორც ზ---------–---–---–ისგან, ასევე ჯ----------------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას და ისინი ამოიცნო კიდეც დაზარალებულმა ს--------–-----------მა. კერძოდ, ამ უკანასკნელმა საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მიუთითა ზ---------–---–---–ისაგან ამოღებულ ქურთუკზე და განმარტა, რომ აღნიშნული წითელი ზოლებით გაწყობილი ქურთუკი ეცვა სამი თავდამსხმელიდან ერთ-ერთს, დაახლოებით 170 სმ, სუსტი აღნაგობის ყაჩაღს. ხოლო მსგავს ქურთკებთან ერთად წარდგენილ ჯ----------------–---–ის კუთვნილ ქურთუკზე განმარტა, რომ ის ეცვა და მისი „კაპიშონი“ ეხურა მის ოჯახზე თავდასხმის დროს ერთ-ერთ პირს, რომელიც იყო დაახლოებით 175-180 სანტიმეტრის სიმაღლის, სუსტი აღნაგობის. შემთხვევის ადგილზე მყოფი მსჯავრდებულების ჩაცულობასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დაზარალებულმა ვ--–---------–-------–-მ პირველივე დაკითხვისას მიუთითა, თუ როგორი ქურთუკები ემოსათ თავდამსხმელებს და შემდგომში აღნიშნული სრულად დაემთხვა ორივე მათგანისაგან ამოღებული ტანისამოსის აღწერილობას.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით დამაჯერებლობას მოკლებულია მსჯავრდებულ ზ---------–---–---–ის განმარტება, რომ თითქოს ვ--–---------–-------–-ს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვის მომენტში გამომძიებელი დაუკავშირდა მსჯავრდებულთან ერთად მყოფ პოლიციელს, გამოკითხა - თუ რა ეცვა ზ---------–---–---–ს და შესაბამისად, ეს მონაცემები იქნა ასახული ვ--–---------–-------–-ს გამოკითხვის ოქმში. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი საქმის მასალებით დასტურდება, რომ საგამოძიებო ორგანოში ვ--–---------–-------–-ს გამოკითხვა პირველ ჯერზე განხორციელდა 2018 წლის 24 აპრილს, 11:35 საათიდან, 14:05 საათამდე პერიოდში. დაზარალებულმა სწორედ ამ დროს მიუთითა, რომ ერთ-ერთ თავდამსხმელს ეცვა მუქი ფერის ქურთუკი მხრებთან წითელი ზოლებით. ზ---------–---–---–ის ადგილსამყოფელის შესახებ ოპერატიული პატაკი კი თანამშრომელმა გია შარიფაშვილმა შეადგინა 2018 წლის 25 აპრილს და იგი ამ ინფორმაციის თაობაზე გამოიკითხა ამავე დღეს 03:00 საათიდან, 03:15 საათამდე პერიოდში. ამდენად, ამ დრომდე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები არ ფლობდნენ ინფორმაციას, თუ სად იმყოფებოდა ზ---------–---–---–ი და მით უფრო, რა ტანსაცმელს ატარებდა იგი. შესაბამისად, ვ--–---------–-------–-ს მიერ გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ზ---------–---–---–ის ქურთუკის აღწერილობა არის მის მიერვე დანახული და აღწერილი ფაქტი და შეუძლებელია გამოკითხვის დროს მისთვის ვინმეს ეკარნახა, თუ რა ეცვა თავდამსხმელს.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით არაერთ შემთხვევაში დადასტურდა მსჯავრდებულების შემხებლობა დაზარალებულთა კუთვნილ და მათგან დანაშაულებრივი გზით დაუფლებულ ნივთებთან. ამ მხრივ პალატა უპირველეს ყოვლისა ყურადღებას გაამახვილებს ს--------–-----------ის მიერ ოქროს ნივთების ამოცნობის ოქმზე, რა დროსაც დაზარალებულმა სხვა მსგავსი სახის ნივთებთან ერთად წარდგენისას, ამოიცნო გ--–--------–---სთან ზ---------–---–---–ის მიერ ჩაბარებული სამი ცალი ოქროს ბეჭედი და მან დეტალურად მიუთითა იმ მახასიათებლებზე, რითაც შეძლო კუთვნილი ნივთების ამოცნობა. მოცემულ შემთხვევაში ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ ს--------–-----------ს წარედგინა გ--–--------–---ს მაგიდიდან ამოღებული ყველა ოქროს ნივთი, თუმცა მან მიუთითა მხოლოდ იმ ნივთებზე, როგორც თავის საკუთარზე, რომლებიც ზ---------–---–---–ის მიერ იყო ჩაბარებული გ--–--------–---სთან. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ სადავოდ მიჩნეულ იმ გარემობას, რომ დაზარალებულ ს--------–-----------თან არ ჩატარდა ზ---------–---–---–ის ბინიდან ამოღებული ოქროს ნივთების ამოცნობა, ასევე ნივთების ამოცნობა საერთოდ არ ჩატარებულა ვ--–---------–-------–-სთან და ა---------–-----------თან, აღნიშნულთან დაკაშირებით ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ მათ ამოცნობა ჩაატარეს დაკარგულ ნივთებთან დაკავშირებით დაზარალებულების მიერ გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებული ინფორმაციის შესაბამისად და ვინაიდან საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ამოღებული იყო მხოლოდ ს--------–-----------ის მიერ დაკარგული ნივთების იდენტური ოქროს ნაკეთობები, ამოცნობა ჩატარდა მხოლოს ამ ნაკეთობებზე, მხოლოდ იმ პირთან, ვინც იყო მათი მესაკუთრე.

 

ის ფაქტი, რომ დაზარალებულის მიერ ამოცნობილი სამი ცალი ბეჭედი სწორედ ზ---------–---–---–მა გაასხვისა, დასტურდება მოწმე გ--–--------–---ს ჩვენებით და მის მიერ მსჯავრდებულის ამოცნობის ოქმით. კერძოდ, გ--–--------–---მ მის წინაშე წარდგენილ სამ პიროვნებას შორის ამოიცნო ზ---------–---–---–ი, - პირი, რომელმაც 2018 წლის 24 აპრილს მიყიდა ოქროს სამკაულები და რომელსაც მან გადაუხადა 505 ლარი. მოწმის სახით დაკითხვისას გ--–--------–---მ დაადასტურა, რომ ამოცნობისას მისთვის ზ---------–---–---–ზე არავის მიუნიშნებია, მან თავისი დაკვირვებით და სხვისი ჩარევის გარეშე ამოიცნო ზ---------–---–---–ი, რომელიც იდგა სხვა ორ პიროვნებასთან ერთად. გ--–--------–---ს მიერ ზ---------–---–---–ის ამოცნობის კანონის სრული დაცვით განხორციელება დაადასტურეს მასში მონაწილე პირებმა და გამომძიებელმაც, რომელთა განმარტებითაც, არანაირ მინიშნებას ამოსაცნობ პირზე ადგილი არ ჰქონია და გ--–--------–---მ მსჯავრდებული ზ---------–---–---–ი ამოიცნო დამოუკიდებლად.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულ ნივთებს, დადგენილია, რომ ზ---------–---–---–ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა შავი ფერის, „ჰუავეის“ ფირმის, მობილური ტელეფონი იმეი კოდებით: 8----------------------------------, რომელსაც დაზიანებული ჰქონდა ეკრანი. ხოლო ჯ----------------–---–ის სახლის ჩხრეკისას სხვადასხვა ნივთებთან ერთად ამღებული იქნა კრიალოსანი. ზურაბ ფეიქრიშვილის სახლიდან ამოღებული მობილური ტელეფონის ვიზუალური აღწერილობა სრულად შეესაბამება დაზარალებულების მიერ იმ ტელეფონის აღწერილობას, რომელსაც დაეუფლნენ თავდამსხმელები მათი ბინიდან. ამასთან, შპს „მაგთიკომიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ს--------–-----------ის სიმ ბარათი - 5----------- გააქტიურებული იყო იმ იმეი კოდის მქონე მობილურ ტელეფონში, რომელიც ამოღებული იქნა ზ---------–---–---–ისაგან. დაზარალებულის კუთვნილი სიმ ბარათის მსჯავრდებულის ბინიდან ამოღებულ ტელეფონში დაფიქსირება უტუარად მიანიშნებს, რომ აღნიშნული ტელეფონი იმყოფებოდა დაზარალებულის მფლობელობაში. ამ მხრივ პალატა ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულ ზურაბ ფეიქრიშვილის აპელირებას, რომ მობილური ტელეფონი სამართალდამცავების მიერ იქნა მიტანილი და „ჩადებული“ მის ბინაში. გასათვალისწინებელია, რომ ზ---------–---–---–ის ბინის ჩხრეკა მიმდინარეობდა მისი ოჯახის წევრების თანდასწრებით, მსჯავრდებულის ძმამ ხელი მოაწერა ოქმის სისწორეს და მასზე არანაირი შენიშვნა არ გამოუთქვამს; ამასთან, ეს უკანასკნელი დაიკითხა საქმის არსებითი განხილვისას და მიუხედავად იმისა, რომ მისი განმარტებით, ამოღებული „ჰუავეის“ ფირმის ტელეფონი არ წარმოადგენდა მისი ოჯახის არცერთი წევრის საკუთრებას, მან ვერ მიუთითა, რომ აღნიშნული მობილური ტელეფონი სამართალდამცავებმა დადეს მათ ბინაში მაცივრის თავზე და შემდეგ მოახდინეს მისი ამოღება.

 

რაც შეეხება ჯ----------------–---–ისაგან ამოღებულ კრიალოსანს, დაზარალებულებმა ამოიცნეს და დაკითხვის დროსაც განაცხადეს, რომ ეს სწორედ ის ნივთია, რომელსაც იყენებდა ვ--–---------–-------–- და ინახავდა ავტომანქანაში. კრიალოსანზე ჯ----------------–---–ის შემხებლობა და ასევე მისი დაზარალებულის კუთვნილ ავტომანქანაში ჯდომის ფაქტი დადასტურდა საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული ოდოროლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით. ის გარემოება, რომ კრიალოსანზე აღმოჩნდა ჯუმბერ ფეიქირშვილის ბიოლოგიური მასალა, სრულად გამორიცხავს მის ვერსიას აღნიშნული ნივთის სამართალდამცავების მიერ მის საცხოვრებელ ბინაში ჩადების შესახებ.

 

მსჯავრდებულის განმარტება მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის კანონდარღვევით ჩატარებასთან დაკავშირებით არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. საქმის მასალებში წარმოდგენილი ჯ----------------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, მასში დეტალურადაა აღწერილი, რომ ჩატარდა როგორც სახლის, ასევე დამხმარე სათავსოების ჩხრეკა სრულად. მასში ასახული იქნა სახლის სართულების რაოდენობა და ის ოთახები, საიდანაც ამოღებული იქნა საქმისათვის მნიშვნელოვანი ნივთები. ამასთან, იმ გარემოების გათვალსწინებით, რომ ჯ----------------–---–ის სახლში არ იმყოფებოდა არავინ, სამართალდამცავების მიერ მოწვეული იქნა ს------–--------ში, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი - ზ--------------------ნი. ჩხრეკის მიმდინარეობისას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლის დასწრებას ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ზ--------------------ნი იყო სხვა სოფლის მაცხოვრებელი, აღნიშნული არ წარმოადგენდა ს------–--------ში მდებარე ჯ-----------------–---–ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ ჩხრეკაზე მისი დასწრების დამაბრკოლებელ გარემოებას. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება აღნიშნული პირის თანამდებობრივ სტატუსს, ვინაიდან კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში სწორედ ის გახლდათ ს------–--------ის წარმომადგენელი.

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს ადვოკატის აპელირებას მსჯავრდებულების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებული კრიალოსანის და „ჰუავეის“ ფირმის ტელეფონთან დაკავშირებით. როგორც დაცვის მხარე განმარტავს, აღნიშნული ნივთები, მათი დაბალი ღირებულების გამო, არ იქნებოდა თავდამსხმელთათვის საინტერესო და არც დაეუფლებოდნენ მათ. შესაბამისად, დაცვის მხარე ასკვნის, რომ აღნიშნული ნივთები სხვა გზებით მოხვდა მსჯავრდებულთა საცხოვრებელ ბინებში. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის აღნიშნულ მსჯელობას, ვინაიდან ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება ნივთების ღირებულებას, დაზარალებულებმა ნათლად განმარტეს, რომ გატეხილი „ჰუავეის“ ფირმის ტელეფონი იდო ყუთში და დამნაშავეებისათვის არ იყო ადვილად აღსაქმელი, იგი გატეხილი იყო თუ არა; ხოლო კრიალოსანი ძალიან გავდა ძვირფასი ქვებისაგან შემდგარ ნივთს და როგორც ვ--–---------–-------–-მ განმარტა, მისთვის სხვებსაც ხშირად უთქვამთ, რომ მისი კრიალოსანი იქნებოდა ძვირადღირებული. სწორედ აღნიშნულის გამო მოხდა ყაჩაღობის დროს თავდამსხმელთა მიერ მითითებული ნივთების დაუფლება. პალატა დამაჯერებლად მიიჩნევს დაზარალებულების განმარტებას, რომ აღნიშნული კრიალოსანი შემდგომში ნახეს ერთ-ერთ ინტერნეტ გვერდზე ვიდეორგოლის საშუალებით.

 

სააპელაციო პალატის შეფასებით ჯ----------------–---–ის და ზ---------–---–---–ის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა არსებით დარღვევას, რაც მათ დაუშვებლად ცნობას განაპირობებდა. თითოეული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში ამოღებული ნივთები და კვლები, მათ შორის შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვლები, დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. ექსპერტიზის დასკვნებში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. დასკვნების ავტორები დაიკითხნენ სასამართლოს წინაშე და დაადასტურეს მათ მიერ გაცემული შედეგების კატეგორიულობა, რასაც საეჭვო გარემოებების არსებობის შემთხვევაში, არ დააფიქსირებდნენ.

 

პალატას ასევე არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს საგამოძიებო მოქმედების ოქმების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულების მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან. საგამოძიებო მოქმედებების ოქმებში მითითებული გარემოებები დეტალურად აღწერეს პოლიციის თანამშრომლებმა. მათი ჩვენებები თანმიმდევრულია და ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების, სავარაუდო ჩამდენ პირთა ვინაობის და მათი ადგილსამყოფელის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიღების, მათი პირადი ჩხრეკის, ტანსაცმლის ამოღების, სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების და დაკავების მიმდინარეობის დეტალებთან დაკავშირებით, რის გამოც სასამართლოს არ გააჩნია მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი. თავად მსჯავრდებულების აპელირება იმ გარემოებაზე, რომ პოლიციელების მიერ მოხდა მათთვის დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთების ჩადება; ზ---------–---–---–ის ბიოლოგიური მასალა მოიპოვეს ავტომანქანაში, მისი ნებისაგან დამოუკიდებლად; ასევე, მას დაურღვიეს უფლებები და განახორციელეს ზეწოლა, უპირობოდ ვერ იქნება გაზიარებული და მიჩნეული მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძვლად, ვინაიდან დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია აღნიშნული გარემოების გამაბათილებელი და მტკიცებულებებით მანყარებული შესაბამისი არგუმენტაცია. საქმეში წარმოდგენილი მასალებით კი შეუძლებელია დასკვნების გაკეთება, თუ რა დაინტერესება უნდა ჰქონოდათ პოლიციის თანამშრომლებს, რომ მოეხდინათ ჯ----------------–---–ისა და ზ---------–---–---–ის მამხილებელი მტკიცებულებების ხელოვნურად შექმნა და მათი ფალისფიკაცია. რაც შეეხება გამომძიებელ ზურაბ ახლოურის მიერ შეგდენილ ზ-----------–-----–ის ავტომანქანის ჩხრეკისა და ამ უკანაკსნელის გამოკითხვის ოქმებს, რომლებზეც ფიქსირდება დროში თანხვედრა, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული მტკიცებულებები არ არის რელევანტური მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაულის შეფასებასთან მიმართებაში, ზ-----------–-----–ის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი და მისი ჩვენება საფუძვლად არ ედება გამამტყუნებელ განაჩენს და პალატა არ ხელმძღვანელობს აღნიშნული მტკიცებულებებით, ხოლო მათში გამოვლენილი გარკვეული უზუსტობები ვერ გახდება სხვა, კანონის სრული დაცვით შედგენილი საგამოძიებო მოქმედებების ოქმების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“ (იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 11.). განსახილველ შემთხვევაში, მტკიცებულებათა გაყალბების შესახებ გარდა მსჯავრდებულთა განმარტებისა, საქმეში არ არსებობს აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე ობიექტური გარემოება, ფაქტი ან მტკიცებულება. ასევე არ არსებობს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც ეჭვის ქვეშ დააყენებდა მოპოვებული მტკიცებულებების კანონიერებას და სანდოობას, ხოლო სასამართლოს მინიმუმ, მისცემდა შესაძლებლობას, სხვაგვარად შეეფასებინა ფაქტობრივი გარემოებები.

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ზ---------–---–---–ის დაკავების დროსთან დაკავშირებითაც, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებებით და წერილობითი მტკიცებულებებით უტყუარად დაგდინდა, რომ ზ---------–---–---–ი დააკავეს 2018 წლის 25 აპრილს, 06:30 საათზე, მას შემდეგ, რაც მოწმე გ--–--------–---მ ამოიცნო იგი. როგორც ზემოთ აღინიშნა, ზ---------–---–---–ის ადგილსამყოფელის შესახებ 2018 წლის 25 აპრილს გამომძიებელმა გია შარიფაშვილმა შეადგინა ოპერატიული პატაკი. შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მანამდე უცნობი იყო, თუ სად იმყოფებოდა ზ---------–---–---–ი და მისი დაკავება ვერანაირად ვერ მოხდებოდა 2018 წლის 24 აპრილს საღამოს, როგორც ამას თავად მსჯავრდებული უთითებს. აღნიშნული ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდეგ მსჯავრდებულმა ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში, კერძოდ ჩატარდა მისი პირადი ჩხრეკა, მისგან ტანსაცმლის ამოღება, მოწმის მიერ მისი ამოცნობა და ამ საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ მოხდა მისი დაკავება. მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულმა გაურკვეველი მიზეზით არცერთ ოქმს ხელი არ მოაწერა, მისი საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა იყო ნებაყოფლობითი, იგი ამ დროს დაკავებული არ ყოფილა, წინააღმდეგობის გაწევას და იძულების ღონისძიების გამოყენებას მის მიმართ ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება სამართალდამცავების მხრიდან მისი უფლებების დარღვევის ფაქტს, აღსანიშნავია, რომ გაჟღერებული პოზიციის გასამყარებლად, დაცვის მხარის მიერ არ მომხდარა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა; როგორც ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, ზ---------–---–---–ის განმარტებების საფუძველზე სამართალდამცავმა ორგანოებმა მოახდინეს სათანადო რეაგირება; ამასთან, მსჯავრდებულის განმარტებების გაზიარების შემთხვევაშიც, მის მიმართ დაკავების შემდეგ სამართალდამცავების მიერ განხორციელებული თუნდაც ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემცველი ქმედებები, ვერ ცვლის მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ვითარებას და ვერ წარმოშობს ბრალად წარდგენილ ქმედებაში მისი გამართლების საფუძველს.

 

დაცვის მხარე ასევე საეჭვოდ მიიჩნევს იმ გარემოებებს, რომ სამართალდამცავებმა არ დანიშნეს ექსპერტიზები ზ---------–---–---–ის სახლიდან ამოღებულ მობილურ ტელეფონზე და სხვადასხვა ნივთებზე, დაზარალებულის სახლიდან ამოღებულ „ყულაბებზე“, არ დაკითხეს იუველირის გევრდით მჯდომი პიროვნება და მათი სამუშაო ადგილიდან არ გამოითხოვეს ვიდეოჩანაწერები, ასევე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნების შედეგად გამოვლინდა, რომ მსჯავრდებულთა ბიოლოგიური მასალა და ხელის კვლები ვერ იქნა აღმოჩენილი შემთხვევის ადგილზე და იქიდან ამოღებულ ნივთებზე, ხოლო მსჯავრდებულთა ქურთუკებზე არ აღინიშნებოდა მეტალიზაციის კვალი.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. შესაბამისად, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი, მოეპოვებინა მისთვის სასურველი მტკიცებულებები, როგორც ბრალდების მხარე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, ანუ გამოძიებამ უნდა მოიპოვოს საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა შესაძლო მტკიცებულება და წარადგინოს სასამართლოში. ბუნებრივია, თუკი გამოძიება საჭიროდ ჩათვლიდა სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას და მათ შედეგებს მტკიცებულების სახით წარადგენდა, მათ მიეცემოდათ სათანადო შეფასება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა აღნიშნული მოქმედებების ჩაუტარებლობა ან ის გარემოება, რომ შემთხვევის ადგილზე არსებულ გარკვეულ ობიექტებზე არ დადასტურდა მსჯავრდებულთა შემხებლობა, სულაც არ აკნინებს იმ მტკიცებულებების სანდოობას და რელევანტურობას, რაც წარმოდგენილი და გამოკვლეული იქნა სასამართლოში და რის საფუძველზეც უტყუარად დადასტურდა მსჯავრდებულთა მიერ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებებთან დაკავშირებით კი პალატა თვლის, რომ აღნიშნული პირების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გაზიარების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მათ მიერ გაჟღერებული გარემოებები არ არის რელევანტური ზ---------–---–---–ის და ჯ----------------–---–ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შეფასებისათვის და არ გამორიცხავს მათ მონაწილეობას, დაზარალებულ ვ--–---------–-------–-ს ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის განხორციელებაში. ამ ნაწილში პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და თვლის, რომ აღნიშნულ პირთა ჩვენებები ემსახურება მხოლოდ მსჯავრდებულთათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობას.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი ქმედების დამამძიმებელ გარემოებებს, გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, რომ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებისათვის ნასამართლევმა ჯ----------------–---–მა და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევმა ზ---------–---–---–მა, სხვა პირთან ერთად უკანონოდ შეაღწიეს კ-----------------------–--------–ი მდებარე ვ--–---------–-------–-ს საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ ვა-–---------–-------–--------------–---------------------------–-----------ს და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მათ კუთვნილ საერთო ჯამში დიდი ოდენობით ღირებულების მქონე სხვადასხვა ნივთებს და ქონებას, კერძოდ: ვ--–---------–-------–-ს კუთვნილ თანხას 350 (სამასორმოცდაათი) ლარის ოდენობით და კრიალოსანს, ს--------–-----------ის 8 450 (რვაათას ოთხასორმოცდაათი) ლარად ღირებულ ოქროს სამკაულებს, „ჰუავეის“ ფირმის მობილურ ტელეფონს,-----------–------------ს 2 900 (ორიათასცხრაასი) ლარად ღირებულ ოქროს სამკაულებს და ყულაბაში მოთავსებულ ოჯახის კუთვნილ ფულად თანხას.

 

პალატა ასევე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ჯ----------------–---–ის მიერ ჩადენილია ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. მართალია ჯ----------------–---–მა არც ამ ნაწილში ცნო თავი დამნაშავედ და უარყო მისი ბინიდან ამოღებული გადაჭრილი თოფის კუთვნილება, ასევე, მასთან რაიმე სახის შემხებლობის ფაქტი, თუმცა საქმეზე არსებული უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას. ჯ----------------–---–ის ბინის ჩხრეკის ოქმით, რომლის კანონიერების საკითხიც უკვე შეაფასა სააპელაციო პალატამ და რომლის სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველიც არ გააჩნია, დადგენილია, რომ სახლში, სადაც ჯ----------------–---–ი მარტო ცხოვრობდა, მისი კუთვნილი საძინებელი ოთახის დასავლეთ კედელთან მდგარი საწოლიდან, ლეიბსა და ე.წ. „მატრასს“ შორის ნანახი და ამოღებული იქნა ერთლულიანი გადაჭრილი თოფის მაგვარი საგანი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული იარაღი თავდაპირველი სახით იყო ქარხნული წესით დამზადებული, 16 კალიბრის გლუვი ლულის მქონე სანადირო თოფის მოდელი „ЗК“ და მას კუსტარულად დამოკლებული აქვს ლულა. იგი არის გადაჭრილი თოფი, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. დასკვნის სისწორე სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა და განაცხადა, რომ იარაღი იყო სროლისათვის ვარგისი.

 

ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც ჯ----------------–---–ს და ზ---------–---–---–ს წარედგინათ ბრალი. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ჯ----------------–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 10 ივლისის რედაქციით); ხოლო ზ---------–---–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ყოველივე აღნიშნულისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ჯ----------------–---–სა და ზ---------–---–---–ს მათ მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, დაენიშნათ ადეკვატური და სამართლიანი, მათი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის პროპორციული სასჯელები, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამდენად, სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის განაჩენი ჯ----------------–---–ისა და ზ---------–---–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულების ჯ----------------–---–ის და ზ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს;

 

უვცლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის განაჩენი;

 

ჯ----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (2015 წლის 10 ივლისის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (2015 წლის 10 ივლისის რედაქციით) - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ დანაშაულებისათვის განსაზღვრული სასჯელები შეიკრიბოს მთლიანად და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ჯ----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 24 აპრილიდან.

 

ზ---------–---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ზ---------–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 25 აპრილიდან.

 

ჯ----------------–---–ის და ზ---------–---–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს სისხლის სამართლის №0----------- საქმიდან ვ--–---------–-------–-ს ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად, ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით ცალკე წარმოებად გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. კაპანაძე

 

მოსამართლეები: კ.მაჭავარიანი

 

ლ.თევზაძე