განაჩენი

სისხლის სამართლის 01.11.2019
საქმის ნომერი
010100119002952276
ინსტანცია
თარიღი
01.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100119002952276

საქმე №1/ბ-677-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25 ოქტომბერი, 2019 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

მოსამართლე - მარინა სირაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე

განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ--–---- ო-----ს ძე ლ----–---–-ს მიმართ, დაბადებული: 0---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, მცხოვრები ქობულეთი, სოფელი ქ----------------;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

პირის ბრალდების დადგენილების მიხედვით, მ--–---- ლ----–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა:

 

- ოჯახში ძალადობა, ორი პირის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრების მიმართ და არასრულწლოვნის თანასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;

 

- ოჯახში ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრების მიმართ და არასრულწლოვნის თანასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;

 

- ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვიასც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორცილებელის საფუძვლიანი შიში;

 

ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

- 2019 წლის 04 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კ--------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ--–---- ლ----–---–მა ურთიერთშელაპარაკებისას არასრულწლოვან გ---- ლ----–---–-ს თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრებს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ი---- მ--–-----ეს, ვისთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას ხელის თმებში მოქაჩვით, ასევე ხელებისა და ფეხების სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებით, ხოლო არასრულწლოვან შვილ გ------- ლ----–---–ს ხელის სახის არეში დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ემუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

- 2019 წლის 15 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კ--------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ--–---- ლ----–---–მა ურთიერთშელაპარაკებისას არასრულწლოვან გ------- ლ----–---–-ს თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრს, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს გ---- ლ----–---–ს, თმებში მოქაჩვით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ეან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

- 2019 წლის 15 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კ--------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ--–---- ლ----–---–მა ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი უთანხმოების გამო თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა მუქარა, კერძოდ, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ი---- მ--–-----ეს, ვისთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რა დროსაც ი---- მ--–-----ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენით:

 

მ--–---- ლ----–---–- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

 

მ--–---- ლ----–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათის ვადით;

 

მ--–---- ლ----–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, მ--–---- ლ----–---–- მთლიანად გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

 

3. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი პ----- ც-–--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენში, მ--–---- ლ----–---–- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით. სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და დაენიშნოს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი.

 

ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი მ--–---- ლ----–---–-ს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების ნაწილში დაუსაბუთებელი და უკანონოა, უდაოდ მიჩნეული დაზარალებულების: გ------- ლ----–---–-ს და გ---- ლ----–---–-ს ჩვენებებით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ი---- ლ----–---–მა არ მისცა სასამართლოს ჩვენება, დასტურდება მ--–---- ლ----–---–-ს მიერ ი---- მ--–-----ის მიმართ ოჯახში განხორციელებული მუქარის ფაქტი. გარდა აღნიშნულისა, გასაჩივრებული განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით. სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, მ--–---- ლ----–---–-ს მიმართ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მსუბუქი, არ შეესაბამება ჩადენილ ქმედებებს და მსჯავრდებულის პიროვნებას.

 

მსჯავრდებულ მ--–---- ლ----–---–ს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, მ--–---- ლ----–---–-ს საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ:

 

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა ი---- მ--–-----ემ (მ--–---- ლ----–---–-ს მეუღლემ) და მოწმე ო---- ლ----–---–მა (მ--–---- ლ----–---–-ს მამამ) ისარგებელს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცახადეს ახლოს ნათესავის, ოჯახის წევრის (მ--–---- ლ----–---–-ს) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

საქმეში წარმოდგენილი და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ გ------- ლ----–---–-ს გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ არის მ--–---- ლ----–---–-ს შვილი. 2019 წლის 15 მარტს სახლში მამა, მალახაზ ლ----–---–- გვიან დაბრუნდა და ჩვეულებისამებრ დედას, ი---- მ--–-----ეს უმიზეზოდ დაუწყო სიტყვიერი კამათი და გინება, რაზეც მისმა ძმამ, გ----მ უთხრა მამას, რომ თავი დაენებებინა დედისთვის, რა დროსაც მამამ, მას თმაზე მოწიწკნა. შემდეგ ხელში აიღო პატარა ხის სკამი და უნდოდა დედისთვის გაექნია, მაგრამ დედა დროულად გავიდა ოთახიდან და სხვა ოთახში შევიდა. მამა მას აღარ დადევნებია, იქვე დააგდო პატარა სკამი და წავიდა სახლიდან. ამის შემდეგ კი მათთან სახლში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები.

 

ანალოგიური ფატქრობრივი გარემოებებია დადგენილი საქმეში წარმოდგენილ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ გ---- ლ----–---–-ს ჩვენებით, კერძოდ, მისი გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ არის მ--–---- ლ----–---–-ს შვილი. 2019 წლის 15 მარტს სახლში მამა გვიან დაბრუნდა და ჩვეულებისამებრ დედას უმიზეზოდ დაუწყო სიტყვიერი კამათი და გინება. მან მამას უთხრა, რომ თავი დაენებებინა დედისთვის, რა დროსაც მამამ, მ. ლ----–---–მა მას თმაზე მოწიწკნა, შემდეგ კი ხელში აიღო პატარა ხის სკამი და უნდოდა დედისთვის გაექნია, მაგრამ დედა დროულად გავიდა ოთახიდან და სხვა ოთახში შევიდა. მამა მას აღარ დადევნებია, იქვე დააგდო პატარა სკამი და წავიდა სახლიდან. ამის შემდეგ მათთან სახლში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. აღნიშნული უფლება, სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებზე:

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულებმა ლია ბოჟაძემ და ნუგზარ ბოჟაძემ, ასევე მოწმემ ნოდარ ბოჟაძემ ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - ნუგზარ ბოჟაძის წინააღმდეგ.

 

პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, მოცემულ შემთხვევაში კი არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია მ--–---- ლ----–---–-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების (სიცოცხლის მოსპობის მუქარის) ჩადენის თაობაზე.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ და უდაოდ მიჩნეულ გ------- და გ---- ლ----–---–ების ჩვენებებს, მათი ჩვენებებით ირკვევა, რომ 2019 წლის 15 მარტს მამა, მ--–---- ლ----–---–- დედას, ი---- მ--–-----ეს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და რომ ცდილობდა მისთვის მოექნია ხის პატარა სკამი, თუმცა დედამ შეძლო სხვა ოთახში გასვლა. მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მ--–---- ლ----–---–- ი---- მ--–-----ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ 2019 წლის 15 მარტს მ--–---- ლ----–---–- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, ი---- მ--–-----ეს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაამართლა მ--–---- ლ----–---–- საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერ შეძლო აღნიშნულ ეპიზოდებში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მ--–---- ლ----–---–-ს ბრალდების დადასტურება.

 

მ--–---- ლ----–---–-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით. სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც შეეხება ამ კვალიფიკაციით დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, სასჯელის მიზნების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია მსჯავრდებულ მ--–---- ლ----–---–-ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კოდექსის 269-ე, 270-ე მუხლებით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

მ--–---- ლ----–---–- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

 

მ--–---- ლ----–---–- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და დანაშაულთა ერთობლიობით, მ--–---- ლ----–---–ს განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, მ--–---- ლ----–---–- გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელი მოხდისაგან.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე