განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100118002660940
საქმე №1/ბ-402-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
თავმჯდომარე ლერი თედორაძე
მოსამართლეები: მაკა გორგოძე, თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
ბრალდების მხარე: ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი თ--------------–---–ი;
მსჯავრდებული: ვ-–-------------ე, დაბადებული 1----–-–-------------ოს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №6----------), დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ბ----------------------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები (ორი ეპიზოდი);
სასჯელი: საქართველო სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - ძირითადი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელი ჯარიმა - 7000 (შვიდი ათასი) ლარი დაემატა ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ-–-------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით და დამატებით სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ-–-------------ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
-ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია;
- ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ორი ეპიზოდი).
ზემოაღნიშნულის გამო, ვ-–-------------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 აპრილის განაჩენით: ვ-–-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით;
ვ-–-------------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ფ-------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 წლის (ექვსი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ა-----------------ის და ვაჟა ცისკარაძის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 წლის (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ი-------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 წლის (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი ზომის სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ-–-------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 წლის (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით და დამატებითი სასჯელი ჯარიმა - 7000 (შვიდი ათასი) ლარი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - ძირითადი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელი ჯარიმა - 7000 (შვიდი ათასი) ლარი დაემატა ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ-–-------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით და დამატებით სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ვ-–-------------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 03 სექტემბრიდან.
მსჯავრდებულ ვ-–-------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდა;
ამავე განაჩენით, გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ, დადგინდა, რომ ვ-–-------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ა-----------------ის ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ვ-–--–--------ის ამბულატორიული სამედიცინო ბარათი, ოთხი ცალი პოლიეთერენის პარკი, “SAMMSUNG"-ის ფირმის მობილური ტელეფონი, ერთი ცალი საფულე, ID ბარათი, მართვის მოწმობა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა, ბათუმის ავტოტრანსპორტის სამგზავრო ბარათი, 38 ლარი და 50 თეთრი, ერთი ცალი ქალის ბუსჰალტერი, ორი ცალი ტრუსი, ა-----------------ის „ვითიბი ბანკის“, ექსპრეს მასტერქარდის, PSP ჩემი ოჯახის, ავერსის მტრედი ბარათის, სააფთიაქო მწვანე ბარათის, GPS სააფთიაქო ბარათის პლასტიკური ბარათები, მაცხოვრის ხატი. ი-------------–---–ის საფულე, მასში მოთავსებული ხუთ ლარიანი კუპიურა, აღნიშნული ნივთები დალუქული ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, გარდა ა-----------------ის „ვითიბი ბანკის“, „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ქარდის, GPS აფთიაქის პლასტიკური ბარათებისა, ასევე ვ-–--–--------ის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი, ავტოტრანსპორტის სამგზავრო - ბარათი, მართვის მოწმობა, ID ბარათი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით. ნივთიერი მტკიცებულება - საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ი-------------–---–ის ხელჩანთა, რომელიც მოთავსებული იყო ტყავის საფულე, საფულეში არსებული 138 ლარი და 85 თეთრი, PSP და GPS აფთიაქის ბარათები, „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური - ID ბარათი, სადაზღვეო კომპანია „ირაო“-ს ბარათი, ჯანდაცვის საყოველთაო ბარათი, ნოკორას სუპერმარკეტის საოჯახო ბარათი, ერთი ცალი მზის და ორი ცალი ს ულობის სათვალე, ერთი კოლოფი სიგარეტი, “SAMSUNG”-ის და IPHONE-ს მობილური ტელეფონები, ერთი ცალი სავარცხელი, SAMSUNG-ის ფირმის ფოტო აპარატი, სამი ცალი გასაღები, კოსმეტიკური კრემი, ბუსჰალტერი, ჯინსის შარვალი, ქუდი, ორი ცალი ტრუსი, ბათუმის ტურისტული რუკა, ორი ცალი პოლიეთილენის პარკი, ერთჯერადი პაკეტი, ერთი შეკვრა მზესუმზირა, მაისური, ორი პოლიეთილენის საწვიმარი ლაბადა, აღნიშნული ნივთები დალუქული ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის ადმინისტრაციულ შენოში, გარდა საქართველოს ბანკის ორი ცალი ბარათის, ID ბარათის, სამი ცალი გასაღების და ერთი ცალი მხედველობის სათვალისა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით. ნივთიერი მტკიცებულება - მოწმე ფ-------------ისაგან ამოღებული ხელჩანთა მასში არსებული 680 აშშ დოლარი, 80 ლარი, ტყავის საფულე და მზის სათვალე რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის ადმინისტრაციულ შეობაში, გარდა 680 აშშ დოლარისა და 80 ლარისა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ-–-------------ემ ჩაიდინა ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია. ასევე, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ასევე, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
განაჩენის მიხედვით, ვ-–-------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:
2012 წლის 29 დეკემბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ქურდობისათვის ნასამართლევი ვ-–-------------ე, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, 2018 წლის 03 სექტემბერს, დაახლოებით 12:50 საათზე, ქ---------–--------------–--------------------------–-----------ის მოპირდაპირედ, ზღვის სანაპიროზე, აშკარად, მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ფ-------------ის ხელჩანთას, რომელშიც მოთავსებული იყო შავი ტყავის საფულე, 680 აშშ დოლარი, 80 ლარი და ერთი ცალი მზის სათვალე, რითაც დაზარალებულს, შესაძლოა, მიდგომოდა მნიშვნელოვანი ზიანი. ვ-–-------------ემ მისი დანაშაულებრივი ქმედება ვერ მოიყვანა სისრულეში, ვინაიდან, იგი შემთხვევის ადგილიდან ახლო მანძილზე დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ;
2012 წლის 29 დეკემბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ქურდობისათვის ნასამართლევი ვ-–-------------ე, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, 2018 წლის 03 სექტემბერს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ---------–--------------–--------------------------–-----------ის მოპირდაპირედ, ზღვის სანაპიროზე, ფარულად, მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ა-----------------ის ხელჩანთას, რომელშიც მოთავსებული იყო ა-----------------ის სს ,,საქართველოს ბანკის’’, სს ,,ვითიბი’’ ბანკის პლასტიკური ბარათები და პირადი ნივთები, ასევე თავისი მეუღლის ვ-–--–--------ის, „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ყავისფერი ტყავის საფულე, თანხა 38 ლარი და 50 თეთრი, სხვადასხვა დასახელების პირადი დოკუმენტები და ნივთები, რის შედეგადაც, ა-----------------ეს მიადგა 8 ლარისა და 50 თეთრის ქონებრივი ზიანი, ხოლო ვ-–--–--------ეს - 173 ლარისა და 50 თეთრის მნიშვნელოვანი ზიანი;
2012 წლის 29 დეკემბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ქურდობისათვის ნასამართლევი ვ-–-------------ე, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, 2018 წლის 03 სექტემბერს, დაახლოებით, 11:45 საათზე, ქ---------–--------------–--------------------------–-----------ის მოპირდაპირედ, ზღვის სანაპიროზე, ფარულად, მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ი-------------–---–ის ხელჩანთას, რომელშიც მოთავსებული იყო შავი ფერის ,,სამსუნგის’’ ფირმის ციფრული ფოტოაპარატი, სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, აიფონ 4-ის 3 ფირმის მობილური ტელეფონი, სამი ცალი სათვალე, სს ,,საქართველოს ბანკის’’ ორი ცალი პლასტიკური ბარათი, 138 ლარი და 85 თეთრი, სხვადასხვა დასახელების პირადი ნივთები, რითაც დაზარალებულს მიადგა 486 ლარისა და 85 თეთრის მნიშვნელოვანი ზიანი.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ-–-------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-----–-----–--ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ვ-–-------------ის გამართლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - სასჯელის მინიმალური ზომის განსაზღვრა.
აპელანტი მხარის მითითებით, ვ-–-------------ე თავს სრულად ცნობს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ, მასში, რომ მან ჩაიდინა სხვისი ნივთის ფარულად მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება - ქურდობა. ხოლო, რაც შეეხება, ძარცვის მცდელობას, გათვალისწინებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;178-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მსჯავრდებული თავს არ ცნობს დამნაშავედ. აღნიშნული, ასევე, ვერ დგინდება სისხლის სამართლის საქმის იმ მასალებითაც, რომლებიც ბრალდების მხარის მიერ იქნა სასამართლოში წარდგენილი. საქმის არსებითი განხილვისას არ დადგენილა ვ-–-------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, ხოლო, რაც შეეხება, მის შემამსუბუქებელ გარემოებებს: ვ-–-------------ემ დაკავებისთანავე აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული (177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული), მან ბოლომდე და ამომწურავად ითანამშრომლა როგორც საგამოძიებო ორგანოებთან, ისე სასამართლოსთან. არის მძიმე ავადმყოფი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ ვ-–-------------ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენი არის ნაწილობრივ უკანონო და იგი უნდა შეიცვალოს და შემსუბუქდეს.
ბრალდების მხარე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.
სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ვ-–-------------ემ, ასევე, მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-----–-----–--ემ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ვ-–-------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-----–-----–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, იმისათვის რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ, რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
პალატა აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებენ, პირის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს არ უნდა იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადგენენ გარკვეულ გარემოებებს, აშკარად უნდა ადგენდნენ დანაშაულის ფაქტს და იმდენად დამაჯერებელი უნდა იყოს, რომ გონივრულ კითხვებს არ აჩენდენდეს პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან, რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტის უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე მოახდინოს მტკიცებულებების ავთენტიკურობის და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულებების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას, როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს, რადგან თუ ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სასამართლოს უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად.
პალატა ვერ გაიზიარებს, დაცვის მხარის პოზიციას, რომ ვ-–-------------ეს არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ფ-------------ის ეპიზოდი), ვინაიდან, აღნიშნული გარემოებები არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებიდან, ამასთან ერთად, არადამაჯერებელია და მიზნად ისახავს მსჯავრდებულის მხრიდან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან თავის დაღწევისაკენ.
შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ვ-–-------------ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე, აპელანტის მოთხოვნას სააპელაციო პალატა არ იზიარებს, ვინაიდან, თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ საპროცესო ნორმათა სრული დაცვით მოპოვებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ვ-–-------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, სახელდობრ:
დაზარალებულ ფ-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 03 სექტემბერს დღისით, ბათუმში, ზღვის პირას პლაჟზე იმყოფებოდა, ამ დროს მოესმა ხმა ქალი კიოდა, რომ ჩანთა მოპარეს, გამოვიდა გასახდელიდან და შიშველი დარჩა, იქვე მასთან იყო ორი ქალი; არ იცის ვინ და როგორ, მაგრამ ამბობდნენ, რომ პოლიცია გამოძახებული იყო; ამ ქალბატონს ამშვიდებდა რომ არ ენერვიულა და მიუტანდა ჩასაცმელს; ამ დროს, როგორც ჩანს, თავადაც უპირებდნენ გაქურდვას, დაიწყო ტანსაცმლის ჩაცმა, ჩანთა იქვე მის წინ ედო, მოულოდნელად პირსახოცშემოფარებული მისთვის უცნობი მამაკაცი დაახტა მის ჩანთას და გაიტაცა; ის გამოედევნა საცურაო კოსტუმით, თან ყვიროდა, რომ დაეჭირათ; ამ მამაკაცს ფეხი დაუცდა და დაეცა, ამ დროს დაეწია და ჩანთა წაართვა; პოლიციელებმა დააკავეს; უნდოდა მძარცველზე თავდასხმა, მაგრამ პოლიციის თანამშრომლებმა უკვე არ გაუშვეს, დაამშვიდეს, გამობრუნდა, ჩაიცვა; ამ ფაქტზე შემდეგ პოლიციის განყოფილებაში მისცა ჩვენება, თუ როგორ მოხდა; ჩანთაში ჰქონდა ფულადი თანხა, რომელსაც აგროვებდა გარკვეული პერიოდი და სახლში ვერ ტოვებდა, ყოველთვის თან დაქონდა ჩანთით; ამიტომ ეს ჩანთა სულ ყურადღების ცენტრში იყო და როგორც კი მამაკაცმა მის წართმევა მოინდომა და გაიქცა, მაშინვე გაეკიდა; ასევე, ჩანთაში ჰქონდა ორი ტელეფონი და სხვა ნივთები; ბრალდებული წაიქცა ტროტუართან, ფეხი წამოკრა, თუ ბილიკზე ასვლისას დაუცდა ფეხი და წაიქცა; ეს პირი, ვინც წაართვა ჩანთა იყო ბრალდებული; ჩანთის აღების მომენტი დაინახა; იმიტომ გაეკიდა; ფეხზე იდგა, გაიგონა ქალის ყვირილი მანამ, სანამ მის ჩანთას წაიღებდა; დაახლოებით, მისგან 5 მეტრის მოშორებით იყო ეს ქალბატონი, მას ამშვიდებდა და რომ მობრუნდა და დააპირა ჩაცმა, პირსახოცმოფარებული უცხო პიროვნება დაახტა მის ჩანთას და გაიქცა; ჩანთას ის თვალს არ აშორებდა; მამაკაცი უკანა მხრიდან მივიდა, სწრაფად გარბოდა ფეხი დაუცდა და დავარდა, რა დროსაც დაეწია; (იხ ოქმი 20.02.2019წ; 15:42:38სთ -16:08:00სთ )
რ----–---------ისა და ლ-–--------ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 03 სექტემბერს, დაახლოებით, პირველი საათი იქნებოდა, მორიგეოდნენ; რაციით გადასცეს, რომ ბულვარის დაცვას სჭირდებოდა დახმარება, ახლოს იყვნენ, კერძოდ, ავტომანქანით მოძრაობდნენ რუსთაველის ქუჩაზე და მალევე მივიდნენ; შეჩერებული ყავდათ ერთი პირი, დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ შეჩერებულმა პირმა ქალბატონს წაართვა ჩანთა, შეატყობინეს განყოფილებას, დაახლოებით, 5 წუთში მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები - გამომძიებელი და ექსპერტები; გამომძიებელმა ჩაატარა ჩხრეკა, რომელშიც მონაწილოებას იღებდნენ; ჩხრეკისას ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნივთები, მათ შორის ქალის ჩანთა, რომელიც ეჭირა ხელში და ჯიბიდან ნაჭრის საფულე; წინააღმდეგობა არ გაუწევია საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, თუმცა, ასევე, აცხადებდა, რომ ხელს არ მოაწერდა არცერთ დოკუმენტს; (იხ ოქმი 07.02.2019წ 16:23:48სთ -16:34:22სთ)
პ----------------–---–ისა და ნ-----------------ის ჩვენებებით დადგენილია, რომ შემოვლაზე იმყოფებოდნენ, რესტორან „თ--------“ მოესმათ ყვირილის ხმა, ასაკის ქალბატონი ითხოვდა დახმარებას, ყვიროდა, რომ ჩანთა წაართვა და შეეჩერებინათ; დაინახეს, რომ პიროვნება გამორბოდა ზღვის მხრიდან, ერთხელ წაიქცა, წამოდგა და ისევ გაიქცა, რომ გადმოდიოდა, შეაჩერეს და ეს ქალბატონი ამბობდა, რომ ეს იყო მისი ჩანთა და წაართვა, ამ ქალბატონმა ხელიდან გამოსტაცა ეს ჩანთა; 5-7 მეტრამდე ხედავდა მამაკაცს, რომელიც მორბოდა და მისი სახე დაამახსოვრდათ, ეს არის ბრალდებული, თუმცა, მისთვის არ უკითხავთ ვინაობა, შეატყობინეს პოლიციის განყოფილებას; შეჩერებამდე გარბოდა, მაგრამ რომ შეაჩერეს შემდეგ წინააღმდეგობა არ გაუწევია; ის იყო მათი თვალთახედვის არეში; პოლიციის თანამშრომლები მალევე მოვიდნენ და აუხსნეს ვითარება, მათ დაიწყეს გამოკითხვა, თუ ვინ იყო; ამ ქალბატონმა შეჩერებისას ამ პიროვნებას გამოსტაცა თავისი ჩანთა, მას ხელში კიდე ეჭირა ერთი ჩანთა; ეს ქალბატონი იძახდა, რომ ის ჩანთა, რომელიც წაართვა იყო მისი და მეორე არ იყო მისი კუთვნილი, თუმცა, მალევე მოვიდა მეორე ქალბატონიც, რომლის ჩანთაც იყო ვარაუდით; პირველი წაქცევის დროს დაახლოებით 40 მეტრის მანძილით იმყოფებოდა; სხვაგვარად მათ რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღიათ, პოლიციის თანამშრომლების მოსვლის შემდეგ მათ დატოვეს ტერიტორია; ისინი მოძრაობდნენ მანქანით და სწრაფად მოახდინეს მასზე დადევნება და შეჩერება; მათ შეაჩერეს რომ არ წასულიყო;(იხ ოქმი 21.02.2019წ 16:09:47სთ -16:29:35სთ);
საქმის განხილვისას, მოწმე ბ-----------------ემ დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებებში და საპროცესო იძულების ღონისძიებებში მისი მონაწილეობის ფაქტი. სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ღონისძიებების კანონშესაბამისად ჩატარების თაობაზე; ის სასამართლოს არ აწვდის ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში, შესაბამისად, სასამართლო მის ჩვენებას დეტალურად არ განიხილავს, ვინაიდან, აღნიშნული ფაქტები საქმის არსებითი განხილვისას მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ; (იხ ოქმი 26.02.2019წ 16:09:58სთ -16:12:55სთ);
2018 წლის 03 სექტემბრის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის გამომძიებლის ბ-----------------ის მიერ, 2018 წლის 03 სექტემბერს, 12:55 საათზე, ქ. ბ------–---------------------------------------------’’ მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული იქნა ვ-–-------------ე. წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია. 2018 წლის 13:35 საათიდან 14:48 საათამდე დროის შუალედში ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა სხვადასხვა დასახელების ნივთები. დასურათებული იქნა ექსპერტების მიერ, რაც დასტურდება მონაწილე პირების ხელმოწერებით. (იხ. ტომი 1, ს/ფ 5-29);
2018 წლის 03 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის გამომძიებლის ბ-----------------ის მიერ, ექსპერტ ბ--------------ის, დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლის თ---------------ის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გ-------–----ის მონაწილეობით, 2018 წლის 03 სექტემბერს, 19:30 საათიდან, 21:10 საათამდე დროის შუალედში ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ვ-–-------------ის მითითებით გავიდნენ დ--–-----------ის მოპირდაპირედ, ზღვის პირას, პლაჟზე ტანსაცმლის გამოსაცვლელთან, სადაც აღნიშნა, რომ აღნიშნული ადგილიდან მოიპარა ნაჭრის თეთრი და ლურჯი ფერით გაწყობილი ჩანთა, რომელის შემდეგ დროებით შესანახად წაიღო დ--–-----------ის მოპირდაპირედ არსებულ ავტოსადგომის უკანა მხარეს. ამის შემდეგ ვ-–-------------ის მითითებით მივიდნენ აღნიშნულ ადგილას, სადაც დახვდათ ერთი ცალი მწვანე ფერის წიწვოვანი მცენარე, აღნიშნული ხის ძირი დაფარული არის ქვებით, ზემოდან კი ხის ტოტი აქვს გადაფარებული, რის შემდგომ აღნიშნული ადგილიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი თეთრ და ლურჯ ფერში გაწყობილი ნაჭრის ჩანთა. აღნიშნული ჩანთა არის ელვაშესაკრავიანი ერთგანყოფილებიანი. ხელჩანთის დათვალიერებისას გაირკვა, რომ მასში მოთავსებული არის ღია მწვანე ფერის ტყავის საფულე, საფულის გახსნისას მასში მოთავსებულია ერთი ცალი 100 ლარიანი, ერთი ცალი 20 ლარიანი, ერთი ცალი 10 ლარიანი, რვა ლარისა და 85 თეთრის ხურდა ფული, ასევე საფულეში მოთავსებულია პეესპეს და ჯიპისის აფთიაქის ბარათები, საქართველოს ექსპრეს ბანკის, საქართველოს ბანკის ბარათი, ი-------------–---–ის სახელზე გაცემული აიდი ბარათი, სადაზღვევო კომპანიის ირაოს სადაზღვევო ბარათი, ჯანდაცვის საყოველთაო ბარათი, ნიკორას სუპერმარკეტის საოჯახო ბარათი, ასევე ერთი ცალი მზის სათვალე, ერთი ცალი მხედველობის სათვალე თავის ჩასადებში მოთავსებული, ერთი კოლოფი სიგარეტი, ერთი ცალი სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, შავი ფერის აიფონის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც მოთავსებულია თეთრი ფერის ქეისში, ერთი ცალიო რუხი ფერის სავარცხელი, ერთი ცალი რუხი ფერის ნაჭრის კეტი, რომელშიც მოთავსებულია ,,სამსუნგის’’ ფირმის ფოტოგადამღები, ასევე ხელჩანთაში მოთავსებულია სამი ცალი გასაღები, ასევე ხელშანთაში მოთავსებულია ერთი ცალი ღია ცისფერი ფერის კოსმეტიკური კრემი წარწერით ,,MINISO’’ , ერთი ცალი შავი ფერის ბიუზჰალტერი, ერთი ცალი ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, ერთი ცალი კოფთა, ქუდი, ორი ცალი ღია ცისფერი ტრუსი, ერთი ცალი ბათუმის ტურისტული რუკა, ერთი ცალი თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკი, ერთი ცალი ერთჯერადი პაკეტი, ერთი ცალი გახსნილი მზესუმზირა, ერთი ცალი იასამნისფერი ზედა უკლაო-მაისური, ერთი ცალი პოლიეთილენის პარკი და ერი ცალი ცისფერი, ერთი ცალი ვარდისფერი პოლიეთილენის საწვიმარა. აღნიშნული ნივთები ექსპერტების მიერ დასურათებული იქნა ციფრული ფოტოაპარატი ნიკონით. შემდეგ მოთავსებული იქნა იმავე ხელჩანთაში, მას შემდეგ კი ექსპერტის მიერ მოთავსებული იქნა შსს სპეციალურ პოლიეთილენის პარკში და დაილუქა ლუქით, ერთ პაკეტად. ამის შემდეგ ვ-–-------------ის მითითებით გავიდნენ ზღვის ნაპირას, სადაც ზღვაზე მეორედ გასვლის შემდეგ მოიპარა ჩანთა, რომელიც წამოიღო და აპირებდა შემთხვევის ადგილიდან მიმალვას, თუმცა, დაცვის პოლიციის თანამშრომლების მიერ შეჩერებული იქნა და აჩვენა ის ადგილი, სადაც შემდგომში მისი ბრალდებულის სახით დაკავება მოხდა. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობა დასურათებული იქნა ექსპერტის მიერ ციფრული ფოტოაპარატი ნიკონით, ხელმოწერილი იქნა მონაწილე პირების მიერ (იხ. ტომი 01, ს/ფ 45-56);
2018 წლის 03 სექტემბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის გამომძიებლის ბ-----------------ის მიერ, ქ---------–---–-------------–--------ში მდებარე პოლიციის მ--------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, 2018 წლის 03 სექტემბერს, 22:50 საათიდან, 23:20 საათამდე დროის შუალედში, ფ-------------ისგან ამოღებული იქნა ნაჭრის ხელჩანთა მასში მოთავსებული ნივთებით. საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა ღამით, ხელოვნური განათების პირობებში მშვიდ და მყუდრო გარემოში, რაიმე წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია. ფ-------------ემ გამიკითხვის შემდეგ წარმოადგინა მისი კუთვნილი ხელჩანთა, რომელიც მძარცველმა გამოსტაცა. ხელჩანთა არის სტაფილოსფერი და ძვლისფერში გაწყობილი ნაჭრის ელვა შესაკრავით, ხელჩანთას ერთ მხარეს აქვს პატარა ზომის დამატებითი ჯიბე, ჯიბეზე არის კენგურუს ნახატი, აღნიშნული ჯიბის ზედა ნაწილში, რომელიც ჯიბის ჩამკეტია, ლათინური ასოებით აქვს წარწერა ,,NENNY BEBY’’ და კენგურუს ნახატი, აღნიშნულ ჯიბეში რაიმე ნივთი არ არის, ხელჩანთაზე არსებული ელვა შესაკრავის გახსნისას ხელჩანთაში მოთავსებულია ერთი ცალი ნაჭრის ქისა, ქისაში მოთავსებულია შავი ფერის მზის სათვალე, ხელჩანთაში ასევე მოთავსებულია ერთი ცალი მართკუთხა ფორმის ტყავის საფულე, საფულეს ერთ მხარეს აქვს ლათინური ასოებით წარწერა ,,LACE LORE BRAZIL’’, ასევე აღნიშნულ მხარეს აქვს დამაგრებული გამჭვირვალე ფერის თვლები, საფულის გახსნისას გაირკვა, რომ საფულე არის სამ განყოფილებიანი და დამატებით აქვს კიდევ რამოდენიმე ცალი პატარა ჯიბე. საფულის ერთ-ერთ განყოფილებაში მოთავსებულია ერთი ცალი 50 ლარიანი, ერთი ცალი 20 ლარიანი, ერთი ცალი 10 ლარიანი, ხოლო საფულის მეორე განყოფილებაში ასევე არის ხუთი ცალი 100 აშშ დოლარის კუპიურა, ორი ცალი 50 აშშ დოლარის კუპიურა, ორი ცალი 10 აშშ დოლარის კუპიურა. საფულის დათვალიერებისას, მასში მოთავსებული 80 ლარისა და 480 აშშ დოლარის გარდა სხვა რაიმე ნივთი ან ნივთიერება არ ყოფილა. ხელჩანთა და მასში მოთავსებული ნივთები დასურათებული იქნა, რის შემდეგ მოთავსებული იქნა სპეციალურ პოლიეთილენის პარკში და დაილუქა (იხ. ტომი 01, ს/ფ 62-74);
2018 წლის 04 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის გამომძიებლის ბ-----------------ის მიერ, ქ---------–---–-------------–-------ში მდებარე პოლიციის მ--------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, 2018 წლის 04 სექტემბერს, 12:42 საათიდან, 13:00 საათამდე დროის შუალედში, ჩატარებული იქნა ი-------------–---–ის მონაწილეობით, ქ---------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას ამოღებული ხელჩანთა მასში მოთავსებული ნივთების დათვალიერება. ლუქის მთლიანობა დარღვეული არ არის. მისი გახსნისას, მასში აღმოჩნდა თეთრი და ლურჯ ფერში გაწყობილი ნაჭრის ხელჩანთა, ხელჩანთაში მოთავსებული არის სამსუნგისა და აიფონის ფირმების მობილური ტელეფონი, სამსუნგის ფირმის ფოტოგადამღები აპარატი თავისი ჩიხოლით, ერთი ცალი ნაცრისფერი ფერის პატარა ზომის სავარცხელი, ერთი ცალი მზის სათვალე, ორი ცალი მხედველობის სათვალე რომელიც მოთავსებულია თავისივე ბუდეში, ერთი ცალი კეპკა ქუდი, ერთი ცალი ღია ლურჯი ფერის შორტი, ორი ცალი ნაჭრის ტრუსი, ერთი ცალი შავი ფერის ბიუზჰალტერი, ერთი ცალი იასამნისფერი მაისური, ერთი კოლოფი სიგარეტი, ერთი ცალი სადეზინფექციო სითხე, ერთი ცალი ერთჯერადი ჰიგიენური პაკეტი, ერთი ცალი მზესუმზირას გახსნილი პაკეტი, ერთი ცალი ბათუმის ტურისტული რუკა, ერთი ცალი დაზიანებული პოლიეთილენის პარკი, ერთი ცალი ლურჯი და ერთი ცალი ვარდისფერი საწვიმარი ლაბადა, ერთი ცალი მწვანე ფერის ტყავის საფულე, ხოლო საფულეში მოთავებულია ორი ცალი საქართველოს ბანკის ბარათი ერთი ცალი ი-------------–---–ის სახელზე გაცემული აიდი ბარათი, ჯიპისის და პსპ აფთიაქის ბარათი, ჯანდაცვის საყოველთაო ბარათი, ნიკორას სუპერმარკეტის საოჯახო ბარათი, სამი ცალი გასაღები და 138 ლარისა და 85 თეთრის ფულადი თანხა. დაზარალებულ ი-------------–---–ს აღნიშნული ნივთებიდან დაუბრუნდა ორი ცალი საქართველოს ბანკის ბარათი, მისი კუთვნილი აიდი ბარათი, სამი ცალი გასაღები და ერთი ცალი მხედველობის სათვალე დანარჩენი ნივთები კი კერძოდ: თეთრი და ლურჯ ფერში გაწყობილი ნაჭრის ხელჩანთა, სამსუნგისა და აიფონის ფირმის მობილური ტელეფონი, სამსუნგის ფირმის ფოტოგადამღები აპარატი თავისი ჩიხოლით, ერთი ცალი ნაცრისფერი ფერის პატარა ზომის სავარცხელი, ერთი ცალი მზის სათვალე, ერთი ცალი მხედველობის სათვალე, რომელიც მოთავსებულია თავისივე ბუდეში, ერთი ცალი კეპკა ქუდი, ერთი ცალი ღია ლურჯი ფერის შორტი, ორი ცალი ნაჭრის ტრუსი, ერთი ცალი შავი ფერის ბიუზჰალტერი, ერთი ცალი იასამნისფერი მაისური, ერთი კოლოფი სიგარეტი, ერთი ცალი სადეზინფექციო სითხე, ერთი ცალი ერთჯერადი ჰიგიენური პაკეტი, ერთი ცალი ბათუმის ტურისტული რუკა, ერთი ცალი დაზიანებული პოლიეთილენის პარკი, ერთი ცალი ლურჯი და ერთი ცალი ვარდისფერი საწვიმარი ლაბადა, ერთი ცალი მწვანე ფერის ტყავის საფულე, ჯიპისის და პსპ აფთიაქის ბარათი, ჯანდაცვის საყოველთაო ბარათი, ნიკორას სუპერმარკეტის საოჯახო ბარათი, სამი ცალი გასაღები და 138 ლარისა და 85 თეთრის ფულადი თანხა, დათვალიერების შემდეგ აღნიშნული მოთავსებული იქნა პოლიეთილენის პარკში-ფაილში და დაილუქა ლუქით 26/109 ცნობებისათვის ერთ პაკეტად და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს (იხ. ტომი 01, ს/ფ 62-74);
2018 წლის 08 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის გამომძიებლის ბ-----------------ის მიერ, ქ---------–---–-------------–-------ში მდებარე პოლიციის მ--------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, 2018 წლის 08 სექტემბერს, 13:45 საათიდან, 14:10 საათამდე დროის შუალედში, ჩატარდა ა-----------------ის ხელჩანთის დათვალიერება. ლუქის 11 მთლიანობა დარღვეული არ არის მისი გახსნისას მასში აღმოჩნდა რუხ და წითელ ფერში გაწყობილი ნაჭრის ხელჩანთა. ხელჩანთის დათვალიერებისას, აღმოჩნდა, რომ მასში მოთავსებული არის წითელ და თეთრ ფერში გაწყობილი პოლიეთილენის პარკი, რუხი ფერის პოლიეთილენის პარკი, ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკი, პოლიეთილენის ლურჯი ფერის ერთჯერადი პარკი, ერთი ცალი რუხი ფერის ბიუზჰალტერი, ორი ცალი შავი ფერის ტრუსი, ერთი ცალი შავი ფერის სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, ვ-–--–--------ის სახელზე შევსებული ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი, ყავისფერი ფერის ტყავის საფულე, რომელშიც მოთავსებულია კერძოდ: ვ-–--–--------ის სახელზე გაცემული შეღავათიანი ბართი, მართვის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა, ა-----------------ის სახელზე გაცემული ვითიბი ბანკის ვიზა ბარათი, საქართველოს ექსპრესს ბანკის ბარათი, ჯიპისის მუდმივი მოხმარების სააფთიაქო ქსელის ავერსის მტრედი ბარათი, სააფთიაქო ქსელ ფარმადეპოს მწვანე ბარათი, პსპ აფთიაქის ჩემი "ჯახის ბარათი, მაცხოვრის ხატი, ერთი ცალი 20 ლარიანი, სამი ცალი 5ლარიანი და სამი ლარისა და 50 თეთრის ხურდა ფული. ლუქის ახსნა მოხდა საგამოძიებო მოქმედების ნივთის ამოცნობის მიზნით. ოქმი დადასტურებულია ხელმოწერით (იხ. ტომი 01, ს/ფ 207-208);
2018 წლის 08 სექტემბრის ნივთის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის გამომძიებლის ბ-----------------ის მიერ, ქ---------–---–-------------–-------ში მდებარე პოლიციის მ--------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, 2018 წლის 08 სექტემბერს, 15:47 საათიდან, 16:10 საათამდე დროის შუალედში, ჩატარდა ა-----------------ის მონაწილეობით ამოცნობა. ამომცნობ პირს წარედგინა სამი ცალი ნაჭრის ხელჩანთა: საგნების ამოსაცნობად წარდგენის შემდეგ ა-----------------ემ განაცხადა, რომ წარმოდგენილ სამ ცალ ხელჩანთიდან ამოიცნო მისი კუთვნილი ხელჩანთა, რომელიც დევს მარცხნიდან პირველი და მარჯვნიდან მესამე ადგილას და მინიჭებული აქვს N1. მანვე განმარტა შემდეგი: 2018 წლის 03 სექტემბერს, მეუღლესთან და შვილთან ერთად დაახლოებით 10:00 საათიდან იყო ზღვაზე საბანაოდ ქ---------ში, ხოლო აღნიშნული ხელჩანთა დადებული ჰქონდა ზღვის ნაპირთან ახლოს, ხოლო ხელჩანთაში მოთავსებული ჰქონდა როგორც მისი კუთვნილი ასევე მისი მეუღლის ვ-–--–--------ის კუთვნილი ნივთები, დაახლოებით პირველი საათი იქნებოდა, როდესაც პლაჟზე ამოვდა ამოსვლისას მის ნივთებზე ყურადღება არც მიუქცევია, შვილთან ერთად პირდაპირ მივიდა სანაპიროზე დამონტაჟებულ საშხაპეში. დუშის მიღების შემდეგ, იქვე, სანაპიროზე, მისთვის უცნობი ქალი გამოელაპარაკა და უთხრა - ვიღაც მამაკაცი მისი ჩანთის მოპარვას ცდილობდა, ყვირილით დაედევნა და არ მისცა ჩანთის წაღების საშუალება. მისი ყვირილი პოლიციელებმა გაიგონეს და მისი მითითებით დააკავესო. ამ ქალის გადმოცემით დაკავებულს ხელში ეჭირა ქალის წითელი ფერის ჩანთა". შეეჭვდა დაბრუნდა ნივთებთან. აღმოჩნდა, რომ მისი ჩანთა მასში არსებული ნივთებით მოპარული იყო. ამის შემდეგ, დაუძახა მის მეუღლეს ვ-–--–--------ეს, რომელიც იმ მომენტისათვის ზღვაში იმყოფებოდა და უთხრა, რომ მათი ხელჩანთის ქურდობის ფაქტზე დაკავებული ჰყავდათ მამაკაცი და სასწრაფოდ ამოსულიყო ზღვიდან. როდესაც მისი მეუღლე ზღვიდან ამოვიდა და მივიდა დ--–-----------ის მოპირდაპირედ ზღვის პირა პარკში განთავსებულ კ------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც დაინახა, რომ პოლიციის თანამშრომლებს დაკავებული ჰყავდათ მამაკაცი, რომელსაც ხელში ეჭირა მისი კუთვნილი ნაჭრის ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო მათი პირადი ნივთები. ამოცნობილ ხელჩანთას სარგებლობს დაახლოებით ორი წელია, რომელიც შეიძინა ბაზრობაზე 15 ლარად და მის ამოცნობაში ეჭვი არ შეპარვია. ხელჩანთა ამოიცნო მოცულობით, ფორმით, ფერით და ვიზუალური შეხედულებით (იხ. ტომი 01, ს/ფ 210-211);
2018 წლის 08 სექტემბრის ნივთის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის გამომძიებლის ბ-----------------ის მიერ, ქ---------–---–-------------–-------ში მდებარე პოლიციის მ--------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, 2018 წლის 08 სექტემბერს, 14:15 საათიდან, 14:35 საათამდე დროის შუალედში, ჩატარდა ვ-–--–--------ის მონაწილეობით ამოცნობა. ამომცნობ პირს წარედგინა სამი ცალი ტყავის საფულე: საგნების ამოსაცნობად წარდგენის შემდეგ ვ-–--–--------ემ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე განაცხადა, რომ წარმოდგენილ სამი ცალი ტყავის საფულედან ამოიცნო N3. განაცხადა, რომ ეს არის ის საფულე, რომელიც 2018 წლის 03 სექტემბერს, შენახული ჰქონდა თავისი მეუღლის ა-----------------ის ხელჩანთაში, მის პირად ნივთებთან ერთად და ედო პლაჟზე (იხ. ტომი 01, ს/ფ 213-214);
2018 წლის 08 სექტემბრის ნივთის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის გამომძიებლის ბ-----------------ის მიერ, ქ---------–---–-------------–-------ში მდებარე პოლიციის მ--------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, 2018 წლის 08 სექტემბერს, 14:45 საათიდან, 15:15 საათამდე დროის შუალედში, ჩატარდა ვ-–--–--------ის მონაწილეობით ამოცნობა. ამომცნობ პირს წარედგინა სამი ,,სამსუნგის’’ ფირმის მობილური ტელეფონი. ამოსაცნობად წარდგენის შემდეგ, ვ-–--–--------ემ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე განაცხადა, რომ წარმოდგენილ სამი მობილური ტელეფონიდან ამოიცნო მისი კუთვნილი ტელეფონი, რომელიც იდო მარცხნიდან პირველი და მარჯვნიდან მესამე და მინიჭებული აქვს N1. განაცხადა, რომ ეს არის მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომელიც 2018 წლის 03 სექტემბერს, შენახული ჰქონდა თავისი მეუღლის ა-----------------ის ხელჩანთაში, მის პირად ნივთებთან ერთად და ედო პლაჟზე (იხ. ტომი 01, ს/ფ 215-216);
2018 წლის 08 სექტემბრის ნივთის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის გამომძიებლის ბ-----------------ის მიერ, ქ---------–---–-------------–-------ში მდებარე პოლიციის მ--------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, 2018 წლის 08 სექტემბერს, 16:41 საათიდან, 17:00 საათამდე დროის შუალედში, ჩატარდა ვ-–--–--------ის და ა-----------------ის მონაწილეობით დათვალიერება. ბრალდებულ ვ-–-------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული და ვ-–--–--------ის სახელზე გაცემული ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი, შეღავათიანი ბარათი, მართვის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა და მობილური ტელეფონის ბილაინის ქსელის 5---------7 და მაგთის ქსელის სიმბარათი 5---------- ნომრები ნელწერილის საფუძველზე დაუბრუნდა მესაკუთრე ვ-–--–--------ეს, ასევე ვ-–-------------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკისას ამოღებული ა-----------------ის კუთვნილ ხელჩანთაში მოთავსებული ა-----------------ის სახელზე გაცემული ვითიბი ბანკის ვიზა ბარათი, საქართველოს ექსპრეს ბანკის ბარათი, ჯიპისის მუდმივი მოხმარების ბარათი ხელწერილის საფუძველზე დაუბრუნდა მესაკუთრე ა-----------------ეს. ხოლო ამოცნობილი, ნაჭრის ხელჩანთა, სამსუნგის ს-7 ფირმის მობილური ტელეფონი, ყავისფერი ტყავის საფულე, ასევე ხელჩანთაში არსებული ნივთები კერძოდ წითელ და თეთრ ფერში გაწყობილი პოლიეთილენის პარკი, რუხი ფერის პოლიეთილენის პარკი, ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკი, პოლიეთილენის ლურჯი ფერის ერთჯერადი პარკი, ერთი ცალი რუხი ფერის ბუზჰალტერი, ორი ცალი შავი ფერის ტრუსი, სააფთიაქო ქსელის ავერსის მტრედი ბარათი, სააფთიაქო ქსელ ფარმადეპოს მწვანე ბარათი, პსპ აფთიაქის ჩემი ოჯახის ბარათი, მაცხოვრის ხატი, ერთი ცალი 20 ლარიანი, სამი ცალი 5 ლარიანი და სამი ლარისა და 50 თეთრის ხურდა ფული მოთავსებული იქნა შავი ფერის პოლიეთილენის პარკში და დაილუქა (იხ. ტომი 01, ს/ფ 217-218);
2018 წლის 22 სექტემბრის სასაქონლო ექსპერტიზის N766/ს დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნივთების საერთო საბაზრო ღირებულება მათი ფაქტიური-ფიზიკური მდგომარეობის (ექსპლუატაციაში ნამყოფი, მუშა მდგომარეობაში) გათვალისწინებით, შეადგენს - 501,50 (ხუთასერთი ლარი და 50 თეთრს) ლარს. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ხელჩანთაში არსებული სიგარეტის კოლოფის, ერთჯერადი საფენის და პოლიეთილენის პარკების საბაზრო ღირებულება არ განისაზღვრა, ვინაიდან შეფუთვის მთლიანობა დარღვეულია და ექსპერტისათვის უცნობია მათი ვარგისიანობა (იხ. ტომი 01, ს/ფ 225-232);
2018 წლის 27 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის გამომძიებლის ბ-----------------ის მიერ, ქ---------–---–-------------–-------ში მდებარე პოლიციის მ--------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, შედგენილი იქნა ოქმი მასზედ, რომ გადაუდებელი უაცილებლობიდან გამომდინარე, დაზარალებულ ფ-------------ისგან ამოღებული ნაჭრის ხელჩანთა, რომელიც დალუქული არის შსს სპეციალური პოლიეთილენის პარკში, გახსნილი იქნა და მასში მოთავესებულია ერთი ცალი შავი ფერის ტყავის საფულე, საფულეში კი მოთავსებულია 680 აშშ დოლარი და 80 ლარამდე ფულადი თანხა, ასევე ხელჩანთაში მოთასებულია სათვალე, სათვალე კი მოთავსებული შავი ფერის ნაჭრას ჩიხოლში. დაზარალებულ ფ-------------ეს აღნიშნული ნივთებიდან დაუბრუნდა 680 აშშ დოლარი და 80 ლარი დანარჩენი ნივთები კი კერძოდ: ხელჩანთა, მასში მოთავსებული ტყავის საფულე და სათვალე, დათვალიერების შემდეგ აღნიშნული ნივთები კვლავ მოთავსებული იქნა შავი ფერის პოლიეთილენის პარკში და დაილუქა ლუქით და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს (იხ. ტომი 01, ს/ფ 242-243);
ზემოთ დასახელებული მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ვ-–-------------ეს არ ჩაუდენია ძარცვის მცდელობა და რომ გასაჩივრებული განაჩენი ამ ეპიზოდში ემყარება მოწმეთა არასარწმუნო და არაობიექტურ ჩვენებებს და, შესაბამისად, გაზიარებული არ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ძარცვის მცდელობის ეპიზოდთან დაკავშირებით დაკითხული პოლიციელების ჩვენებები ურთიერთშეთანხმებულია და მათში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს შორის არ არსებობს რაიმე არსებითი წინააღმდეგობა. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც, თუნდაც ირიბად, დაადასტურებდა მათ მიკერძოებას, საქმის შედეგით დაინტერესებასა და შესაბამის ორგანოებში განზრახ ცრუ ჩვენებების მიცემას.
პალატამ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი უტყუარობის, ასევე ვ-–-------------ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ვ-–-------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების - ძარცვის მცდელობის, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობის ჩადენა, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, რაც დადგენილი და დადასტურებულია, როგორც მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის, ასევე, საქმის სასამართლო განხილვის დროს მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, რომელთაც სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენის დადგენის დროს.
რაც შეეხება ვ-–-------------ის მსჯავრდებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის (ორი ეპიზოდი), სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: თავად ბრალდებულ ვ-–-------------ის აღიარებითი ჩვენებით; დაზარალებულების: ა-----------------ის, ვ-–--–--------ის, ი-------------–---–ის, მოწმეების თ---------------ის, გ-------–----ის გამოკითხვის ოქმებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ნივთის ამოცნობის ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთებით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებითა და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ვ-–-------------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, დანაშაულები გათვალიწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის ნაწილში, რომლითაც დაცვის მხარე ითხოვს ვ-–-------------ისათვის უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნას, სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სრულყოფილად შეაფასა და გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის, როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები და ვ-–-------------ეს დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც, სრულად შეესაბამება, როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა: ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, მის მიმართ არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს და ისე განუსაზღვრავს სასჯელს.
დადგენილია, რომ ვ-–-------------ე გასამართლებულია გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით იმავე 05 წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელად დაენიშნა ჯარიმა - 7000 (შვიდი ათასი) ლარი. აჭარის პრობაციის ბიუროს მომართვით 04/09/2018 დადგენილია, რომ ვაჯა ტარიელის ძე თურმანიძე გორის რაიონული საქალაქო სასამართლოს 30.06.2017 წლის განაჩენის საფუძველზე იმყოფება აღრიცხვაზე აჭარის პრობაციის ბიუროში (იხ. ტომი 1, ს/ფ 132).
სააპელაციო პალატის შეფასებით, ვ-–-------------ისათვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ 2018 წლის 03 სექტემბერს განხორციელებული ჩადენილი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განზრახი დანაშაულების ჩადენა არ ყოფილა მის მიერ ჩადენილი განზრახი დანაშაულის პირველი ფაქტი, რასაც ადასტურებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 ნოემბრის განაჩენი, ასევე, 2017 წლის 30 ივნისის განაჩენით დანიშნულმა პირობითმა მსჯავრმა ვერ უზრუნველყო სასჯელის იმ მიზნების მიღწევა, რომელიც გულისხმობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას და ვ-–-------------ემ გამოსაცდელი ვადის პერიოდში კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაულები.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნასამართლობისა და მით უმეტეს, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსგავსი განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს ისეთ სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც ამცირებს დამნაშავის მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენების შანსს.
პალატა განმარტავს, რომ არ არსებობს ვ-–-------------ისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემცირების საფუძველი, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა დანაშაულის რეციდივი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 აპრილის განაჩენი, რომლითაც ვ-–-------------ე ცნობილია დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;178-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 177-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-----–-----–--ის, მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, რომლითაც ის ითხოვს ვ-–-------------ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო სასჯელის შემსუბუქებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის - არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ ვ-–-------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-----–-----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 აპრილის განაჩენი ვ-–-------------ის მიმართ დარჩეს უცვლელად;
3.ვ-–-------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;178-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 177-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ფ-------------ის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;
–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ა-----------------ისა და ვაჟა ცისკარაძის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი)წლის ვადით;
–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ი-------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
4.საქართველოს ს.ს.კ.-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და თანაბარი ზომის სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ვ-–-------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 წლის (ექვსი) წლის ვადით;
5.საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენით, დანიშნული პირობითი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით და დამატებითი სასჯელი ჯარიმა - 7000 (შვიდი ათასი) ლარი;
6.საქართველო სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - ძირითადი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელი ჯარიმა - 7000 (შვიდი ათასი) ლარი დაემატოს ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ვ-–-------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით და დამატებით სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
7.მსჯავრდებულ ვ-–-------------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 03 სექტემბრიდან;
8.ვ-–-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია;
9.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ვ-–-------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ა-----------------ის ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ვაჟა ცისკარიმის ამბულატორიული სამედიცინო ბარათი, ოთხი ცალი პოლიეთერენის პარკი, “SA MMSUNG"-ის ფირმის მობილური ტელეფონი, ერთი ცალი საფულე, ID ბარათი, მართვის მოწმობა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა, ბათუმის ავტოტრანსპორტის სამგზავრო ბარათი, 38 ლარი და 50 თეთრი, ერთი ცალი ქალის ბუსჰალტერი, ორი ცალი ტრუსი, ა-----------------ის „ვითიბი ბანკის“, ექსპრეს მასტერქარდის, PSP ჩემი ოჯახის, ავერსის მტრედი ბარათის, სააფთიაქო მწვანე ბარათის, GPS სააფთიაქო ბარათის პლასტიკური ბარათები, მაცხოვრის ხატი. ი-------------–---–ის საფულე, მასში მოთავსებული ხუთ ლარიანი კუპიურა, აღნიშნული ნივთები დალუქული ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, გარდა ა-----------------ის „ვითიბი ბანკის“, „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ქარდის, GPS აფთიაქის პლასტიკური ბარათებისა, ასევე ვ-–--–--------ის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი, ავტოტრანსპორტის სამგზავრო - ბარათი, მართვის მოწმობა, ID ბარათი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით;
- ნივთიერი მტკიცებულება - საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ი-------------–---–ის ხელჩანთა, რომელიც მოთავსებული იყო ტყავის საფულე, საფულეში არსებული 138 ლარი და 85 თეთრი, PSP და GPS აფთიაქის ბარათები, „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური - ID ბარათი, სადაზღვეო კომპანია „ირაო“-ს ბარათი, ჯანდაცვის საყოველთაო ბარათი, ნოკორას სუპერმარკეტის საოჯახო ბარათი, ერთი 19 ცალი მზის და ორი ცალი ს ულობის სათვალე, ერთი კოლოფი სიგარეტი, “SAMSUNG”-ის და IPHONE-ს მობილური ტელეფონები, ერთი ცალი სავარცხელი, SAMSUNG-ის ფირმის ფოტო აპარატი, სამი ცალი გასაღები, კოსმეტიკური კრემი, ბუსჰალტერი, ჯინსის შარვალი, ქუდი, ორი ცალი ტრუსი, ბათუმის ტურისტული რუკა, ორი ცალი პოლიეთილენის პარკი, ერთჯერადი პაკეტი, ერთი შეკვრა მზესუმზირა, მაისური, ორი პოლიეთილენის საწვიმარი ლაბადა, აღნიშნული ნივთები დალუქული ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის ადმინისტრაციულ შენოში, გარდა საქართველოს ბანკის ორი ცალი ბარათის, ID ბარათის, სამი ცალი გასაღების და ერთი ცალი მხედველობის სათვალისა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით;
- ნივთიერი მტკიცებულება - მოწმე ფ-------------ისაგან ამოღებული ხელჩანთა მასში არსებული 680 აშშ დოლარი, 80 ლარი, ტყავის საფულე და მზის სათვალე რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, გარდა 680 აშშ დოლარისა და 80 ლარისა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით;
10.განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
11.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ლ.თედორაძე/
მოსამართლეები: /მ. გორგოძე/
/თ. სვანიძე/