განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100119003058260
№1ბ/1642-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული - ე-–---- ი-----–---ი, დაბადებული - 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N2----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. მა-------–--------------------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასჯელი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 110 (ას ათი) საათის ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, სახელმწიფო ბრალმდებელმა, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მადონა ურუშაძემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ე-–---- ი-----–---ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება. აპელანტის მოსაზრებით, ე-–---- ი-----–---ის მიმართ დანიშნული სასჯელი შეუსაბამო და არასამართლიანია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის დამამძიმებელი გარემოება, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. მსჯავრდებულმა ყოველგვარი მიზეზის გარეშე, თმის ძლიერი დაქაჩვით და მუშტის მკლავზე ერთჯერადი დარტყმით, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე. დანაშაულის ჩადენის ხერხის გათვალისწინებით, დანიშნული მსუბუქი სასჯელი მიზანშეუწონლად მიაჩნია და სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ე-–---- ი-----–---ის მიმართ სანქციის ფარგლებში უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ ე-–---- ი-----–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა---------------ა და მოითხოვა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება
სასამართლომ დაადგინა:
ნიკოლოზ ზუბაძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 08 ივნისს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ.მ--------––-----------–-------------ში ნ-----------–---ას და ე-–---- ი-----–---ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ე-–---- ი-----–---მა თმის ძლიერი დაქაჩვით და მარჯვენა მუშტის მარცხენა მკლავზე ერთჯერადად დარტყმის გზით, ფიზიკურად იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის ნ-----------–---ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 სექტემბრის განაჩენით, ე-–---- ი-----–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ასოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ე-–---- ი-----–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 9 ივნისიდან 2019 წლის 12 ივნისის ჩათვლით - 4 (ოთხი) დღე და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 110 (ას ათი) საათის ვადით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ე-–---- ი-----–---ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ე-–---- ი-----–---ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ - ნ-----------–---ას გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, დათვალიერების ოქმით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და ე-–---- ი-----–---ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, მსჯავრდებულ ე-–---- ი-----–---ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ე-–---- ი-----–---მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ე-–---- ი-----–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ე-–---- ი-----–---ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციის და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ ე-–---- ი-----–---ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათის გავრცელებას, განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი.
სააპელაციო საჩივრის ავტორის პოზიციას, რომ ე-–---- ი-----–---ის მიერ დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ცალსახად წარმოადგენს პასუხისმგებლობის (სასჯელის) დამამძიმებელ გარემოებას, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, კი საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ნიშანია. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად. გარდა აღნიშნულისა პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს, წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია რაიმე სამართლებრივი არგუმენტი და არ წარმოუდგენია მტკიცებულება დამატებით, რომელიც გახდებოდა მსჯავრდებულ ე-–---- ი-----–---ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმების საფუძველი.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა ან თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლა, იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.
სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია - ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. საქმეზე არსებული გარემოებები, რომ ე-–---- ი-----–---ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, შეურიგდა დაზარალებული, ყავს არასრულწლოვანი შვილები და არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, წარმოადგენს მნიშვნელოვან საფუძველს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიეჩნია, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნით, თავიდან იქნება აცილებული ახალი დანაშაულის ჩადენის რისკები და უზრუნველყოფილი იქნება დამნაშავის რესოციალიზაცია. სააპელაციო პალატა ეთანხმება სასამართლოს შეფასებას და თვლის, რომ ე-–---- ი-----–---ის მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება სამართლიანი და კანონიერია.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ე-–---- ი-----–---ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის მადონა ურუშაძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სახელმწიფო ბრალმდებლის, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის მადონა ურუშაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 სექტემბრის განაჩენი ე-–---- ი-----–---ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ე-–---- ი-----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ას ოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ე-–---- ი-----–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 9 ივნისიდან, 2019 წლის 12 ივნისის ჩათვლით - 4 (ოთხი) დღე და სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 110 (ას ათი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებულ ე-–---- ი-----–---ს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე განუსაზღვროს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მსჯავრდებულ ე-–---- ი-----–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ჯორბენაძე