განაჩენი

სისხლის სამართლის 13.11.2019
საქმის ნომერი
330100114487600
ინსტანცია
თარიღი
13.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100114487600

საქმე #1/ბ-152-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

6 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ლევან თევზაძე

 

სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები - ბე--------–---–ი, გი-------–-–--–--ე;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატები - ლი-------ძე, და-------------ძე, და-----–-–--–---–ი;

 

მსჯავრდებული - ნე---------–------------–------–---ი დაბადებული 19-- წლის 2-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თბილისი, გ.ჭ-----------–-- N3-- ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ვ-------------------–---, კორპუსი N1- ბინა N8-- ამჟამად პატიმარი.

 

ქმედების კვალიფიკაცია:

1. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით - ბათუმის ეპიზოდი);

 

2. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტები (თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ);

 

3. საქართველოს სსკ-ის 193-ე მუხლი (ცრუ მეწარმეობა, ე.ი. საწარმოს შექმნა სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე, აკრძალული საქმიანობის დაფარვის მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).

 

სასჯელი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენით ნე----------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (თბილისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 193-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ბათუმის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ბათუმის ეპიზოდი) -თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (თბილისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 193-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი ან წარმომადგენლობითი თანამდებობის დაკავების უფლება.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნე----------–---ს, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი ან წარმომადგენლობითი თანამდებობის დაკავების უფლება.

ნე----------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 20 დეკემბრის 17:50 საათიდან. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო -2013 წლის 16 აგვისტოდან 2013 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

მსჯავრდებულ ნე----------–---ის ადვოკატმა (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირება იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ ვერ იქნა სრულყოფილად გამოკვლეული ნე----------–---ის უდანაშაულობის დამამტკიცებელი გარემოებები, მტკიცებულებებს არ მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. სასამართლოში არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა არ დადასტურებულა დანაშაულის ჩადენა ორგანიზებული ჯგუფის მიერ. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამსრულებელთან ერთად იგულისხმება ორგანიზებული ჯგუფის ყველა წევრი, მათ შორის თანამონაწილე, ორგანიზატორი, რომელიც ორგანიზებული ჯგუფის წევრია. მაკვალიფიცირებელი ნიშანი მხოლოდ იმას შეერაცხება ბრალად, ვინც ორგანიზებული ჯგუფის წევრია ან შეგნებულად ხელს უწყობს ასეთი ჯგუფის მოქმედებას. მოცემულ შემთხვევაში კი, ნე----------–---ის გარდა, მასთან მომუშავე არც ერთი პირისთვის ბრალი არ წარუდგენიათ, მოწმედაც კი არ დაუკითხავთ ისინი.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან განაჩენი კანონიერია. ნე----------–---ი იყო კომპანიის დირექტორი და მტკიცებულებების მოპოვება დირექტორის მიმართ უფრო მარტივია, ვიდრე სხვა თანამონაწილე პირების მიმართ. საქმე გამოყოფილია მზ------------–-–---–ის და სხვების მიმართ, მიმდინარეობს გამოძიება და მოხდება მათი დანაშაულებრივი ქმედებების სამართლებრივი შეფასება. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ჩამოაყალიბეს შპს, ატარებდნენ პრეზენტაციებს თითქმის ყოველდღიურად, ჩართული იყო არაერთი ადამიანი, მათ შორის ბუღალტერი, ე.წ ლიდერები, რომლებიც საქმიანობაში უწევდნენ დახმარებას, მათ მიმართაც გრძელდება გამოძიება და მათი ქმედებების სამართლებრივი შეფასებაც მოხდება.

 

სასამართლომ დაადგინა:

ნე----------–---მა, ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, განიზრახა ქ. თბილისში მცხოვრებ პირთა ფულადი თანხების დაუფლება და ამ მიზნით შეიმუშავეს ე.წ. „ფინანსური პირამიდის“ განხორციელების დანაშაულებრივი გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა განუსაზღვრელ პირთა დიდი ოდენობით ფულადი თანხების დაუფლებას და ამ მიზნით გაინაწილეს როლები, კერძოდ: ნე----------–---ს დაევალა ორგანიზაციის დაფუძნება, პრეზენტაციების ჩატარება და მოქალაქეთა დარწმუნება მათი საქმიანობის კანონიერებაში. ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებს დაევალათ ორგანიზაციის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მოტყუებით დაუფლებული ფულადი თანხების შენახვა და მოქალაქეთა მოზიდვა, მათი ფულადი თანხების დაუფლების მიზნით.

აკრძალული საქმიანობის - ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლების დაფარვისა და მათი საქმიანობისათვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, 2012 წლის 29 ნოემბერს ნე----------–---მა დააფუძნა შპს „ო-----------------------“, რომელსაც ფაქტიურად ხელმძღვანელობდნენ თავად ნე----------–---ი და ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრები, რომლებსაც ასევე ეხმარებოდნენ შპს „ო-----------------------“-ში ფაქტიურად დასაქმებული სხვა პირები. პირთა მაქსიმალური რაოდენობის მოზიდვისა და მათი ფულადი თანხების დაუფლების მიზნით, ნე----------–---ი შპს „ო-----------------------“-ის ოფისებში სისტემატიურად ატარებდა პრეზენტაციებს, რა დროსაც დამსწრე პირებს აწვდიდა განზრახ ცრუ ინფორმაციას შპს „ო-----------------------“-ის საქმიანობის ძირითადი პრინციპების, შემოსავლის წყაროების, პარტნიორებისა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რამაც გამოიწვია პირთა ნდობა და მათი თანხმობა ორგანიზაციაში ფულადი თანხების შეტანაზე. საწყის ეტაპზე, ნე----------–---ისა და ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრთა მიერ მოქალაქეთათვის შეთავაზებულ იქნა ე.წ. „ბიზნეს პროექტი“, რომლის ფარგლებში პირი ორგანიზაციაში გარკვეული ფულადი თანხის შეტანის შემთხვევაში მიიღებდა დაახლოებით 14-ჯერ გაზრდილ შემოსავალს, რამაც უზრუნველყო პირთა მაქსიმალური რაოდენობის მოზიდვა და შპს „ო-----------------------“-ის შესახებ ინფორმაციის სწრაფი გავრცელება საზოგადოებაში. ამასთანავე, დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვის მიზნით, პირთა ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლებისას, ფორმდებოდა ე.წ. „სახელშეკრულებო შეთანხმება“, რომელიც ანალოგიურად ქმნიდა კანონიერი საქმიანობის განხორციელების შთაბეჭდილებას. შემდგომში უკვე მაქსიმალური ოდენობის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, გაზრდილი იქნა შესატანი ფულადი თანხის ოდენობა და შემცირდა ე.წ. „გასაცემი სარგებლის“ ოდენობა, რამაც უზრუნველყო შპს „ო-----------------------“-ში მაქსიმალური ოდენობის ფულადი თანხის შეტანა მოქალაქეთა მიერ, რასაც დაეუფლნენ ორგანიზებული ჯგუფის წევრები.

აღნიშნული დანაშაულებრივი ხერხით შპს „ო-----------------------“-ის დაფუძნებიდან 2013 წლის აპრილამდე დროის შუალედში ნე----------–---ი და ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრები მოტყუებით დაეუფლნენ დაახლოებით 560 დაზარალებული პირის კუთვნილ 808,587 აშშ დოლარსა და 50,257 ლარს.

შპს ,,ო--------------------------- - დამფუძნებელმა და დირექტორმა ნე----------–---მა, 2013 წლის იანვრის თვიდან - 2013 წლის აპრილის თვის შუალედში, ქ. ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში და ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ფ------ საჯარო სკოლაში, ჩაატარა პრეზენტაციები თავისი ბიზნეს გეგმის შესახებ, სადაც ის იძლეოდა დაპირებას, რომ შპს ,,ო------------–-" მოქალაქის მიერ ფულადი თანხის 850 აშშ დოლარის შეტანის შემთხვევაში, თითქოს 35 სამუშაო დღეში, სამ ეტაპად, დაუბრუნებდა შეტანილი თანხის სამმაგ ოდენობას, ანუ 2 400 აშშ დოლარს. იცოდა რა მისი ბიზნეს გეგმის (ფინანსური ,,პირამიდა'') მიხედვით დანაპირების ასრულების და მიღებული ფულადი თანხების დაბრუნების შეუძლებლობის შესახებ, ნე----------–---ი, ქ. ბათუმში, 2013 წლის იანვრის თვიდან - 2013 წლის აპრილის თვის შუალდეში, 149 პირისაგან, ზემოაღნიშნული თაღლითური სქემით, მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით ფულად თანხას. პირველ ხანებში, სხვა მოქალაქეებისგანაც მეტი თანხის მიღების, მათი კეთილგანწყობის მოპოვების და თვალის ახვევის მიზნით, ერთი თვის განმავლობაში, პირობის შესაბამისად კონტრაქტორების ნაწილზე გასცა შეთანხმების პირველი ეტაპის თანხები. რამდენიმე თვე კვლავ განაგრძობდა მოქალაქეებისაგან თანხების მიღებას, ხოლო შემდეგ კი თანხების გაცემა შეწყვიტა და დაზარალებულებს რაიმე სარგებელი ან გადახდილი თანხა აღარ დაუბრუნა.

ზემოაღნიშნული თაღლითური სქემის გამოყენებით, ნე----------–---ის მიერ, მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებულმა ფულადი თანხის ოდენობამ და დაზარალებულებზე მიყენებულმა ზიანმა მთლიანობაში შეადგინა 174 525 აშშ დოლარი და 27 036 ლარი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან მოცემულ საქმეზე დაცვის მხარის მიერ განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 193-ე მუხლით, ნე----------–---ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება (სამართლებრივი შეფასება).

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა თანახმად, სასამართლოს ყველა სახის საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ამასთან, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე კოდექსის მიხედვით, საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებანი. პალატა გაეცნო და შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ნე----------–---ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნე----------–---ის ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას საქმეში მსჯავრდებულ ნე----------–---ის ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებათა არარსებობის გამო მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მაკვალიფიცირებელ ნიშანს წარმოადგენს თაღლითობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად. ორგანიზებული ჯგუფის არსებობისთვის არ არის სავალდებულო, ჯგუფი შექმნილი იყოს რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად, საკმარისია ჯგუფის შექმნა თუნდაც ერთი დანაშაულის ჩასადენად, თუ ის დააკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რაც, პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სრულად გამოკვეთილია.

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც ნე----------–---ის მიერ მოცემული დანაშაულის ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად ჩადენას ადასტურებენ. მოწმის სახით დაკითხულმა ელ------------------–---–მა განმარტა, რომ ,,ო--------------“ შესახებ გაიგო ახლობლისგან და დაესწრო პრეზენტაციას ყიფშიძის ქუჩაზე, რომელსაც ატარებდა ნე----------–---ი. მან დააჯერა და დაარწმუნა, რომ თანხა შეეტანა. ოფისში არსებულ კაბინეტში ისხდნენ ბუღალტრები, ერთ-ერთი იყო მზ------------–-–---–ი, რომელთანაც გააფორმა ხელშეკრულება. პრეზენტაციაზე იყვნენ სხვებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ სამჯერ აიღეს მოგება. მოწმე მზ---------------მ საქმის არსებითი განხილვის დროს მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ 2013 წლის იანვარში, რამდენჯერმე დაესწრო ნე----------–---ის მიერ ჩატარებულ პრეზენტაციას, რომელზეც ნე----------–---მა განაცხადა, რომ თანხის შეტანით, უფრო მეტი თანხის გატანა შეეძლოთ, თუ არადა ცხრა თვის შემდეგ ძვირადღირებულ ნივთებს შემოიტანდნენ საზღვარგარეთიდან და ვინც მოგებას ვერ ნახავდა, იმათ მისცემდნენ. მან ფულადი თანხა გადასცა ქალბატონ მ-----, რომელიც ოფისში იყო და ის იღებდა თანხებს, ხოლო ხელშეკრულებაზე ნე----------–---მა მოაწერა ხელი. მოწმე თა------–-----ის ჩვენების თანახმად, 2013 წელს, ყიფშიძის ქუჩაზე დაესწრო ,,ო--------------“ პრეზენტაციას, რომელსაც ატარებდა ნე----------–---ი და ამბობდა, რომ თუ შეიტანდა 850 აშშ დოლარს, პერიოდულად მიიღებდა 2400 აშშ დოლარს, ხოლო თუ კიდევ ოთხ ადამიანს მიიყვანდა, დამატებით 2400 აშშ დოლარს მიიღებდა. პრეზენტაციაზე ნე----------–---ი დამაჯერებლად საუბრობდა და ზეპირ გარანტიას იძლეოდა, რომ თანხას ყველა აიღებდა. მან შეიტანა 850 აშშ დოლარი და მიიღო 400 აშშ დოლარი, 450 აშშ დოლარი იზარალა. თანხა ოფისის ერთ-ერთ ოთახში მჯდომ ქალბატონ მ----- მისცა. ის სხვებსაც ეკითხებოდა იღებდნენ, თუ არა თანხებს, რასაც ადასტურებდნენ. მოწმე ირ---------–--ამ დაადასტურა, რომ ,,ო--------------“ ოფისში დაესწრო პრეზენტაციას, რომელსაც ატარებდა ნე----------–---ი. მან შეიტანა 10000 აშშ დოლარი და მისცა ნე----------–---ს, რომელმაც ბუღალტერ მ----- გადასცა თანხა. ,,ო--------------“ ოფისში იყვნენ ადამიანები, რომლებიც არწმუნებდნენ, რომ ნე----------–---ი სიმართლეს ამბობდა. მზ------------–-–---–ი კაბინეტში იჯდა და ფული მასთან მიჰქონდათ. სასამართლო სხდომაზე მოწმე ოლ-------------მა დაადასტურა, რომ მთლიანობაში შეიტანა 5350 აშშ დოლარი, აიღო 2000 აშშ დოლარი და იზარალა 3350 აშშ დოლარი. ,,ო--------------“ შემდეგ დაცვაც აიყვანა და თანხებს აღარ აბრუნებდნენ, ამბობდნენ რომ ბანკში არ იყო თანხები. ,,ო-------------“ ლიდერთა ჯგუფი მართავდა, ხოლო ფინანსებს ნე----------–---ი და მზია განკარგავდნენ. ,,ო--------------“ ერთ-ერთი თანამშრომელი იყო ნა---------ა, მაგრამ მ----- და ნ-------- გარდა ფულს ვერავინ ეკარებოდა, ისინი მხოლოდ ხელშეკრულებებს ავსებდნენ. მოწმის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია არაერთი დაზარალებულის ჩვენებებით და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, მათ შორის ნე----------–---ის სახელით გაფორმებული სახელშეკრულებო შეთანხმებებით, ადგილმდებარეობის დათვალიერების შედეგად ამოღებული დოკუმენტაციით, ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული დოკუმენტაციით, დათვალიერების ოქმებით, საჯარო რეესტრიდან მოპოვებული მასალებით, დაზარალებულთა ერთობლივი განცხადებით, ამონაწერებით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

დაცვის მხარის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ნე----------–---ის მიერ დანაშაულის აღიარება გამოწვეული იყო ადვოკატისგან არასრულყოფილი სამართლებრივი კონსულტაციის მიღებით, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, ნე----------–---მა, რომელიც უზრუნველყოფილი იყო დაცვის უფლებით და ადვოკატის მომსახურებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში აღიარა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა, დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების დადგენილებებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი, რომლებიც სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. აღსანიშნავია, ისიც რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვისას მსჯავრდებულის ინტერესებს იცავდნენ იგივე ადვოკატები, რომლებიც მის ინტერესებს წარმოადგენდნენ ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში.

სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ჯგუფური დანაშაულის ერთ-ერთი თანამონაწილის მზ------------–-–---–ის და ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების მიმართ თაღლითობისა და ცრუ მეწარმეობის ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა აღნიშნული გარემოება გავლენას ვერ მოახდენს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენის კანონიერებასა და დასაბუთებულობაზე, ვინაიდან საქმეში მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით (თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ) ნე----------–---ის დამნაშავეობის დასადასტურებლად.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სრულიად საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ნე----------–---ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დასადასტურებლად.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ნე----------–---ისთვის განსაზღვრულ სასჯელს, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალიწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალიწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.

საქართველოს სსკ-ის 193-ე მუხლით გათვალიწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრის დროს გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები - დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, დაზარალებულთა ნაწილისთვის ზიანის ანაზღაურება, დამამძიმებელი გარემოებების არარსებობა და ნე----------–---ს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი, (რომელმაც შთანთქა სხვა სასჯელები), რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. როგორც მსჯავრდებული, ასევე სხვა პირები განიმსჭვალებიან მართლწესრიგის დაცვით და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, მოემსახურება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებული გააცნობიერებს ჩადენილ ქმედებებს, გამოიტანს სათანადო დასკვნებს, მოახდენს საკუთარი თავის რეაბილიტაციას და ღირსეულ წევრად დაუბრუნდება საზოგადოებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ნე----------–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ლი-------ძის და და-------------ძის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენი ნე----------–---ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ნე----------–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ლი-------ძის და და-------------ძის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენი ნე----------–---ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

ნე----------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, (თბილისის ეპიზოდი) საქართველოს სსკ-ის 193-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვე პუნქტით (ბათუმის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ბათუმის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (თბილისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სსკ-ის 193-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი, ან წარმომადგენლობითი თანამდებობის დაკავების უფლება.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნე----------–---ს, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 1(ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი, ან წარმომადგენლობითი თანამდებობის დაკავების უფლება.

მსჯავრდებულ ნე----------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 20 დეკემბრის 17:50 საათიდან. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 16 აგვისტოდან 2013 წლის 5 დეკემბრის ჩათლით.

ნე----------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმებულია.

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას: და-----------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს: ქ. თბილისი, ს--------------------–---------, ნაკვეთი 25/05 (საკადასტრო კოდით 0--------------- და 0---------------).

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ცალი CD/DVD დისკი, რომელზეც ელექტრონული სახით სამ ფაილად ჩაწერილია სს 0----------- საქმის მასალები, ერთი ცალი CD/DVD დისკი, რომელზეც ელექტრონული სახით სამ ფაილად ჩაწერილია სს 1----------- საქმის მასალები სრულად, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

სისხლის სამართლის 0----------- საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს მოცემული სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ლევან თევზაძე