განაჩენი

სისხლის სამართლის 14.11.2019
საქმის ნომერი
160100119003075210
ინსტანცია
თარიღი
14.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100119003075210

№1ბ/1568-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 ნოემბერი 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე

სხდომის მდივანი: ნანა გიგიტაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ნინო პაპაშვილი

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: დ-------ი ნ-–--–-–---–ი

მსჯავრდებული: მ--–--- კ----------ი, დაბადებული - 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი N1----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ---–-----------–----–----------------–----------ი.

 

თარჯიმანი: ზარიფა გაჯიევა

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი.

 

სხდომის სახე - ღია სასამართლო სხდომა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

მხარეთა პოზიციები:

ბოლნისის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 19 აგვისტოს განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ--–--- კ----------ის ინტრესების დამცველმა ადვოკატმა ბ-----------------მ და მოითხოვა, მ--–--- კ----------ის მიმართ, ბოლნისის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 19 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა და დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა. აპელანტს მიაჩნია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით მკაცრია, ვინაიდან მ--–--- კ----------მა, გამოძიების დაწყებისთანავე აღარა და მოინანია დანაშაული, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, შეურიგდა დაზარალებულს და არის ოჯახის მარჩენალი. შესაბამისად, ითხოვს ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება და მსჯავრდებულ მ--–--- კ----------ს დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით ჩაეთვალოს პირობით.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 19 აგვისტოს განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ--–--- კ----------მა და მოითხოვა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 19 აგვისტოს განაჩენის გაუქმება. აპელანტს, მიაჩნია რომ მას მეუღლე შვილების თანდასწრებით არ უცემია, მისი მეუღლე და შვილები არ დაიკითხნენ სასამართლოში, არ განემარტათ უფლება რომ მამის წინააღმდეგ შეეძლოთ არ მიეცათ ჩვენება. შესაბამისად ითხოვს ბოლნისის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 19 აგვისტოს განაჩენის გაუქმებას.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრებზე შესაგებელი წარმოადგინა ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო პაპაშვილმა და მოითხოვა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 19 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, მსჯავრდებულმა მ--–--- კ----------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ-------ი ნ-–--–-–---–მა დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, მხარი დაუჭირეს ადვოკატ ბ-----------------ს მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მსჯავრდებულ მ--–--- კ----------ს დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ჩაეთვალოს პირობით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა, ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო პაპაშვილმა, მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 19 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:

მ--–--- კ----------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 19:30 საათზე, მ--–--- კ----------მა, არასრულწლოვანი შვილების - მ--–-- კ----------ის, ნ------ კ----------ისა და გ----–--- კ----------ას თანდასწრებით, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე - ბ--–-–ი მ--------ა, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, იმის გამო, რომ მას სურდა მამის მოსანახულებლად წასვლა, ჯერ ბ---–-----------------------–---------–ი მდებარე თავისი მამის - გ------–ი კ----------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში ითრია თმებით, რა დროსაც ბ--–-–ი მ--------ა წაიქცა მიწაზე, ძლიერად მოუჭირა ხელი მარჯვენა მკლავზე, თან, როდესაც ბ--–-–ი მ--------ა თხოვდა თავი გაენებებინა მისი ცემისთვის, მ--–--- კ----------ი ეუბნებოდა, რომ იყო მისი ქმარი და რაც არ უნდა ექნა მისთვის, უნდა დამორჩილებოდა მას და ხმა არ უნდა ამოეღო მთელი დღე რომ ეცემა. შემდეგ კი, ეზოდან მ--–--- კ----------მა ბ--–-–ი მ--------ა შეათრია იმავე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე თავიანთ საძინებელ ოთახში, დააგდო სავარძელზე, რის შემდეგაც მარჯვენა ხელი ძლიერად წაუჭირა მარცხენა მკლავზე, წამოაყენა სავარძლიდან და დააგდო იქვე მდგარ საწოლზე, ლოყაში გაარტყა გაშლილი ხელი და სამჯერ ჩაარტყა მუშტი თავის არეში, რა დროსაც ბ--–-–ი მ--------ა გადმოვარდა საწოლიდან და მ--–--- კ----------მა წაქცეულს რამდენჯერმე დაარტყა ფეხი ტანის არეში, რის გამოც ბ--–-–ი მ--------ამ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრის განხილვისაქს დააზუსტამოთხოვნა, რომ განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მ--–--- კ----------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

პალატა განმარტავსა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან ადგილი არ ჰქინია მ--–--- კ----------ის უფლებების შეზღუდვას, მხარეები შეთანხმდნენ უდავო მტკიცებულებებზე, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებზე, დაცვის მხარეს სადაოდ არ გაუხდია შეთანხმების ფაქტი არსებითი განხილვისას და სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ მ--–--- კ----------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ:

დაზარალებულ - ბ--–-–ი მ--------ას გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მოწმეების: ს---- მ--------ის, ნ------ კ----------ის, მ--–-- კ----------ის, გ----–--- კ----------ას, ტ--------- კ----------ას, გ------–ი კ----------ის, ი----------–--– გ---------ს, ს--–---ა მ--------ას გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და თავად მსჯავრდებულ მ--–--- კ----------ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, მსჯავრდებულ მ--–--- კ----------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მ--–--- კ----------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

მსჯავრდებულ მ--–--- კ----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულთან, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სააპელაციო პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულ მ--–--- კ----------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი მ--–--- კ----------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა მ--–--- კ----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, წარსული ცხოვრება და მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას და განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ--–--- კ----------ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, შეურიგდა დაზარალებულს, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მას დაუნიშნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის გათვალისწინებული, სასჯელის მინიმუმი 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ამავდროულად გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი შეხედულებები სხვათა უფლებების, თავისუფლებისა და ჯანმრთელობის შესახებ, ასევე მსჯავრდებულის აგრესიული მოქმედება, მიიჩნია და სააპელაციო პალატაც ეთანხმება, რომ დამნაშავის რესოციალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ პენიტენციურ დაწესებულებაში დანიშნული სასჯელის მოხდით და თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით არის სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ მ--–--- კ----------ის ინტრესების დამცველმა ადვოკატის და მსჯავრდებულ მ--–--- კ----------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბოლნისის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 19 აგვისტოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ მ--–--- კ----------ის ინტრესების დამცველმა ადვოკატის და მსჯავრდებულ მ--–--- კ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 19 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

მ--–--- კ----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

2. მსჯავრდებულ მ--–--- კ----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია

 

მსჯავრდებულ მ--–--- კ----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 27 ივნისიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე