განაჩენი

სისხლის სამართლის 18.11.2019
საქმის ნომერი
160100118002512007
ინსტანცია
თარიღი
18.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100118002512007

საქმე №1ბ/1048-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატა შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

მაია თეთრაული

 

სხდომის მდივანი - ლელა ბახტაძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ზ---ა ც---------ა;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ს----- ო---------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, დაბადებული 1----–-–---------------ს, ნასამართლევი, რეგისტრირებული და მცხოვრები: მ--------–----–-----------------–-------------------ში;

 

ადვოკატი - ნ-----------–-–---–ი;

 

დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი.

 

სასჯელი: დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

თარჯიმანი - ასიფ სულეიმანოვი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ს----- ო---------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბერის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა ს----- ო---------მა გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ საერთო წონით 0,0582 გრამი, რომელიც 2018 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე ქ.მ--------––--------------–-----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე 100 ლარად გაასაღა მოქალაქე რ-–--- მ------ზე.

 

ს----- ო---------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის; მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბერის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა ს----- ო---------მა გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ საერთო წონით 0,0673 გრამი, რომელიც 2018 წლის 16 ივნისს, დაახლოებით 12:00 საათზე ქ. მ--------––--------------–-----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე 100 ლარად გაასაღა მოქალაქე რ-–--- მ------ზე.

 

ს----- ო---------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბერის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა ს----- ო---------მა არაერთგზის უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ საერთო წონით 0,0152 გრამი, რომელიც ამოღებული იქნა შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2018 წლის 22 ივნისს ს----- ო---------ის პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

ს----- ო---------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისიწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილს დადგენილებით ს----- ო---------ს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი. იყო რა ადმინისტრაციულსახდელდადებული, მან ექიმის დანიშნულების გარეშე უკნაონოდ მოიხმარა ოპიუმის ჯგუფის და მეტადონის ნარკოტიკული საშუალება, რაც 2018 წლის 22 ივნისს დაუდგინდა ნარკოლოგიური შემოწმებისას.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენით:

 

ს----- ო---------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 15 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით;

 

ს----- ო---------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 16 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.

 

ს----- ო---------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

 

ს----- ო---------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ს----- ო---------ს დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად გაუქმდა ს----- ო---------ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 9 წლის ვადით ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით და საბოლოოდ ს----- ო---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად ს----- ო---------ს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება, 15 წლის ვადფით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; 20 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც დაცვის მხარემ - მსჯავრდებულმა ს----- ო---------მა, ასევე ბრალდების მხარემ - მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ---ა ც---------ამ.

 

3. მხარეთა პოზიციები:

 

დაცვის მხარის პოზიციით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლო და უნდა გაუქმდეს, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ს----- ო---------ის მსჯავრდება კი განხორციელდა მარტოოდენ ეჭვის საფუძველზე - საქმეში არ არსებობდა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. თვით ოპერატიული მასალაც კი, რაც იქნა წარმოდგენილი სასამართლო პროცესზე, ექვემდებარებოდა დიამეტრალურად განსხვავებულ ინტერპრეტაციებს, რომ არაფერი ვთქვათ ე.წ. მთავარი მოწმის მოქმედებათა გამიზნულ და მაპროვოცირებელ ხასიათზე, რაც სათანადოდ არ იქნა შეფასებული პირველი ინსტანციის მოსამართლის მიერ.

 

ბრალდების მხარის პოზიციით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენი უნდა შეიცვალოს, რადგან სასჯელის ნაწილში არის ლმობიერი, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული მსჯავრდებულის პიროვნება და დანაშაულის ხასიათი - ს----- ო---------ი მხილებული იქნა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ორ ეპიზოდში, ამასთან, იგი იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, რაც მიუთითებს მის მიდრეკილებაზე ნარკოტიკული დანაშაულისადმი და უარყოფითად ახასიათებს მსჯავრდებულს, რის გამოც მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას უფრო მკაცრი სასჯელი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).).

 

ამდენად სააპელაციო პალატა შეაფასებს წარმოდგენილ მტკიცებულებებს, იმსჯელებს აპელანტების საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ იზიარებს ან არ იზიარებს მათ.

 

4. მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია, შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია.იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)

 

ამდენად, სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს მტკიცებულებების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები და განსაზღვრავს, რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე, იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობაზე.

 

2018 წლის 15 ივნისის ეპიზოდი (ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა და გასაღება)

 

საქართველოს შსს ქ-------------–-------–-–-------------------------------–-ს რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის დ-----------ის პატაკის (03.06.2018) მიხედვით, მის ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციით ს----- ო---------ი და ა-------------ვი არიან ნარკორეალიზატორები. აღნიშნულზე ითხოვა ხელმძღვანელობის რეაგირება.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის (03.06.2018) მიხედვით, 2018 წლის 3 ივნისს საქართველოს შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა დ---------------მ დაიწყო გამოძიება ს----- ო---------ის და ა-------------ვის მიერ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტზე.

 

შსს ქ-------------–-------–-–-------------------------------–-ს რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის დ-----------ის პატაკის (03.06.2018) მიხედვით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მარნეულის რაიონული სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე ა-------------ვის და ს----- ო---------ის მიმართ. მის ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას უნდა ფლობდეს რ-–--- მ------ი. აღნიშნულზე ითხოვა ხელმძღვანელობის რეაგირება.

 

მოწმე დ-----------მა (გამომძიებელი) დაადასტურა, რომ 2018 წლის 3 ივნისს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ს----- ო---------ი იყო ნარკორეალიზატორი. ასევე მის მიერ მიღებული იქნა ინფორმაცია, რომ აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას ფლობდა რ-–--- მ------ი. მიღებული ოპერატიული ინფორმაციების შესახებ პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს განჩინებით (06.06.2018) გაიცა ნებართვა, რათა 2018 წლის 7 ივნისის 09:00 საათიდან 2018 წლის 6 ივლისის 23:00 საათამდე მომხდარიყო რ-–--- მ------ის, ს----- ო---------ის და ა-------------ვის შეხვედრის ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერა. ამავე სასამართლოს განჩინებით (14.06.2018) გაგრძელდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის განჩინებით განსაზღვრული ფარული საგამოძიებო მოქმედების ვადა და გაიცა ნებართვა 2018 წლის 14 ივნისის 18:00 საათიდან 2018 წლის 10 ივლისის 23:00 საათამდე განხორციელებულიყო რ-–--- მ------ისა და ს----- ო---------ის შეხვედრის ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერა.

 

მოწმე რ-–--- მ------მა განმარტა, რომ ბრალდებულ ს----- ო---------ს იცნობს, როგორც მარნეულელს და მის მიმართ რაიმე პირადი ინტერესი არ გააჩნია. 2018 წლის ზაფხულში, 15 ან 16 ივნისს ქუჩაში შეხვდა ს----- ო---------ს მისივე საცხოვრებელ სახლთან და მისგან 100 ლარად შეიძინა ერთ ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - ე.წ. ,,სირეცი“. ს----- ო---------თან შეხვედრის დროს იგი პოლიციის მიერ აღჭურვილი იყო ვიდეო კამერით და ახდენდა შეხვედრის ჩაწერას. ს----- ო---------ისგან შეძენილი ნარკოტიკი მან მიიტანა პოლიციაში და გადასცა პოლიციელებს. პოლიციის განყოფილებამდე მანძილი დაახლოებით 3-4 კმ-ია. მან პოლიციელებს სწორედ ის ნივთიერება გადასცა, რომელიც ს----- ო---------ისგან შეიძინა.

 

მოწმე დ---------------მ (გამომძიებელი) დაადასტურა მის მიერ/მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/ საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე და განმარტა, რომ ს----- ო---------ის საქმესთან დაკავშირებით 2018 წლის 3 ივნისს დ-----------მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ს----- ო---------ი უნდა ყოფილიყო ნარკორეალიზატორი და ამის შესახებ ინფორმაციას ფლობდა რ-–--- მ------ი, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. გამოიკითხა რ-–--- მ------ი, სასამართლოსგან მიღებულ იქნა ნებართვა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თაობაზე. 2018 წლის 15 ივნისს რ-–--- მ------ი პოლიციის მიერ აღიჭურვა ჩამწერი მოწყობილობით და მარნეულში, რუსთაველის მე-8 ჩიხთან შეხვდა ს----- ო---------ს. ამ შეხვედრიდან დაბრუნების შემდეგ რ-–--- მ------ი გამოიკითხა პოლიციაში და მისგან ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება, რომელზეც დაინიშნა შესაბამისი ქიმიური ექსპერტიზა. რ-–--- მ------ს ს----- ო---------თან შეხვედრამდე გადასცეს ნარკოტიკული საშუალების შესაძენად საჭირო თანხა - 100 ლარი.

 

ამოღების ოქმის (15.06.2018) თანახმად, 2018 წლის 15 ივნისს, 18:55-19:05 საათებს შორის შუალედში ქ.მ--------––--------------–-------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე რ-–--- მ------ისგან ამოღებული იქნა ერთ წონაკად დაფასოებული, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც გახვეული იყო ლურჯი ფერის პოლიეთელინის ნაჭერში.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტის №4-------------- დასკვნის (19.06.2018) თანახმად ექსპერტიზ---ე წარდგენილი ცისფერ და ლურჯ პოლიეთილენის ნაჭერში დაფასოებული ყავისფერი ნივთიერება სპეციფიური სუნით, წონით - 0,13 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით - 0,0582გრამს.

 

ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნ--------------------მ და ს--------–--------მ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ რ-–--- მ------ის და დავით ბოჭოიძის ჩვენებებით ცალსახად დგინდება 2018 წლის 15 ივნისს ს----- ო---------ისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის დეტალები. რ-–--- მ------მა დეტალურად განმარტა მისი ს----- ო---------თან ურთიერთობის შესახებ, დაადასტურა, რომ ითანამშრომლა სამართალდამცავ ორგანოებთან, აღიჭურვა ჩამწერი მოწყობილობით. რ-–--- მ------ის განმარტებით, ბრალდებულთან მისი შეხვედრა შედგა ქუჩაში, ამ უკანასკნელის სახლთან. შეხვედრისას ს----- ო---------ს მან გადასცა 100 ლარი, ხოლო სანაცვლოდ მიიღო ერთ ცალად დაფასოვებული ნარკოტიკული საშუალება ე.წ. „სირეცი“. დ---------------მ ასევე დაადასტურა, რომ რ-–--- მ------მა ნებაყოფლობით ითანამშრომლა გამოძიებასთან, რომლის ფარგლებში 2018 წლის 15 ივნისს აღიჭურვა ჩამწერი მოწყობილობით და გადაეცა საკონტროლო შესყიდვისთვის თანხა - ერთ შესყიდვაზე 100 ლარი. რ-–--- მ------ი მიიყვანეს მარნეულში, რუსთაველის მე-8 ჩიხთან ს----- ო---------თან შესახვედრად, რომლისგანაც ამ უკანასკნელმა შეიძინა ნივთიერება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება. ბრალდებულთან რ-–--- მ------ის შეხვედრას სხვა მესამე პირი არ დასწრებია. რ-–--- მ------მა დაადასტურა, რომ მისგან სწორედ ის ნივთიერება იქნა ამოღებული, რომელიც მან ს----- ო---------ისგან შეიძინა.

 

ამოღების ოქმით (15.06.2018) უტყუარად არის დადასტურებული, რომ ს----- ო---------თან შეხვედრის შემდეგ რ-–--- მ------ისგან ქ.მ--------––--------------–-------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე (სადაც ცხოვრობს ს----- ო---------ი), ამოღებული იქნა ერთ წონაკად დაფასოვებული ნივთიერება, რაც საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტის N4-------------- დასკვნით შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით - 0,0582გრამს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოწმეების - რ-–--- მ------ის და დავით ბოჭოიძის ჩვენებებით, ამოღების ოქმითა და ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ რ-–--- მ------მა 2018 წლის 15 ივნისს, ოპერატიული მიზნით გადაცემული ფულადი თანხით - 100 ლარით ს----- ო---------ისგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“. უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ, გარდა მითითებული მტკიცებულებებისა, წარმოდგენილი იქნა ვიდეო-აუდიო ჩანაწერები, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელთა შინაარსის დეტალური და გონივრული ანალიზის შედეგად უტყუარად დგინდება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რომლებშიც გონივრული ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს და ცალსახად აქარწყლებს დაცვის მხარის მიერ განვითარებულ ვერსიას ს----- ო---------ის უდანაშაულობის შესახებ, კერძოდ:

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის №4--- დასკვნის (30.01.2019) თანახმად გამოკვლევაზე წარდგენილ ლაზერულ დისკებზე არსებული ვიდეოგრამებიდან სახელწოდებით -,,ს.ო---------ი N1.avi” და ,,ს.ო---------ი N2.avi” ამოღებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N2 და ფოტო N3) და ექსპერტიზის ბიუროს ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაში 04.08.1971 წელს დაბადებული ს----- ს------ს ძე ო---------ის (პ/ნ2----------) სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე არსებული ფოტოსურათზე (ფოტო N4) გამოსახულია ერთიდაიგივე პიროვნება.

 

ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---------------–---–მა.

 

საყურადღებოა, რომ არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ 2018 წლის 15 ივნისის ვიდეოჩანაწერში ს----- ო---------ის არსებობა. მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენდა არა თავად კომუნიკაციის ფაქტი, არამედ მისი შინაარსი, ვინაიდან ს----- ო---------ის მტკიცებით შეხვედრისას სწორედ მან შეიძინა რ-–--- მ------ისგან ნარკოტიკული საშუალება და არა პირიქით, რაზედაც სააპელაციო პალატა თავად ვიდეოჩანაწერის შინაარსის შეფასებისას იმსჯელებს.

 

საგამოძიებო მოქმედების - ფარული აუდიო/ვიდეოჩაწერის ჩატარების შუალედური ოქმის N3---ის თანახმად ჩაწერა მიმდინარეობდა 2018 წლის 15 ივნისის 17:21:56 საათიდან 2018 წლის 15 ივნისის 17:26:17 საათამდე. ვიდეოჩანაწერში მამაკაცი (რ-–--- მ------ი) კერძო დასახლებებს შორის გზ---ე აჩერებს მანქანას და გადმოდის. რამდენიმე წუთის ლოდინის შემდეგ მასთან მიდის მამაკაცი (ს----- ო---------ი), რომელსაც ხელში უჭირავს სიგარეტის კოლოფი და მობილური ტელეფონი. მამაკაცი (ს----- ო---------ი) საყვედურობს ლოდინის გამო. მამაკაცს (რ-–--- მ------ს) ხელში უჭირავს სავარაუდოდ ფულის კუპიურები. მამაკაცი (ს----- ო---------ი) ახლოს მიდის მამაკაცთან (რ-–--- მ------თან), მაგრამ ხელის მოძრაობები არ ჩანს.

 

ს----- ო---------ი: ,,პლასტელიანია, პლასტელინი. კარგია. სუფთაა.“

რ-–--- მ------ი: ,,ეს არის?“

ს----- ო---------ი: ,,ჰო. კარგია, პლასტელინია, ცელოფანშია. ოთხ კაცზე კეთდება.“

რ-–--- მ------ი: ,,კარგია?“

ს----- ო---------ი: ,,ჰო, 80 წყალს უკეთებს და მარილსაც ცოტა მეტს უკეთებს. შეძლებისდაგვარად მეტ მარილს უკეთებს. სამ კაცს მაგრად ეყოფა, მუქი შავია.“

რ-–--- მ------ი: ,,მადლობა.“

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა ზემოაღნიშნული ვიდეოჩანაწერი, ვიდეოჩანაწერში აღბეჭდილი გამოსახულება და საუბარი, რაც გადათარგმნილ იქნა თარჯიმნის მიერ, ემთხვეოდა ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ოქმს.

 

სააპელაციო პალატა დეტალურად აფასებს ვიდეო ჩანაწერს და აღნიშნავს, რომ ს----- ო---------ი და რ-–--- მ------ი ცალსახად საუბრობენ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით და ს----- ო---------ი უხსნის (უქებს) რ-–--- მ------ს, როგორია ნარკოტიკი, რომელიც უნდა გაასაღოს ამ უკანასკნელზე, ეუბნება, რომ არის ხარისხიანი, აზუსტებს, რამდენმა ადამიანმა უნდა მოიხმაროს, რომ სათანადო შედეგი მიიღონ. ჩანაწერში კარგად ჩანს, რომ თავდაპირველად თანხა ხელში უჭირავს სწორედ რ-–--- მ------ს, რაც უტყუარად მიუთითებს, რომ სწორედ ის არის მყიდველი და არა პირიქით (როგორც ამაზე ჩვენებაში ს----- ო---------ი უთითებს), ხოლო საუბრის შინაარსიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ სიტყვიერი კომუნიკაცია არის ორმხრივი, შეეხება ნარკოტიკული საშუალების შეძენას და ს----- ო---------ი არის გამყიდველი, რომელიც კლიენტს დეტალურად უხსნის, როგორ ნარკოტიკს ყიდულობენ მისგან. ყველა აღნიშნული გარემოების საღი და გონივრული შეფასების პირობებში უტყუარად დგინდება, რომ სწორედ ს----- ო---------მა გაასაღა რ-–--- მ------ზე ნარკოტიკული საშუალება და რაიმე გონივრული ეჭვი ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ არ არსებობს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას ბრალდებულმა ს----- ო---------მა განმარტა, რომ რ-–--- მ------ს იცნობს დიდი ხანია, თუმცა უარყო რ-–--- მ------ზე ნარკოტიკული საშუალების გასაღება. პირიქით, იგი აძლევდა რ-–--- მ------ს თანხას, ამ თანხით რ-–--- მ------ს მიჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ერთადაც მოუხმარიათ. ასევე მოხდა ივნისის თვეშიც, ზუსტად რიცხვი არ ახსოვს. დაადასტურა, რომ რ-–--- მ------ი მივიდა მასთან, გამოართვა ფულადი თანხა, ერთი საათის შემდეგ კვლავ შეხვდა და გადასცა ნარკოტიკული საშუალება, ე.წ. ,,პლასტელინი“, რომელიც მან მოიხმარა. ვიდეოჩანაწერში არ ჩანს, რომ მას ხელში რამე ეკავა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ს----- ო---------ის განმარტებას, რომ თითქოს მას ნარკოტიკული საშუალებები არ გაუსაღებია რ-–--- მ------ზე, არამედ პირიქით, ამ უკანასკნელისგან შეიძინა. აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების შინაარსიდან, არ დასტურდება არცერთი პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულებით. საპირისპირო გარემოებები დასტურდება ფარული ვიდეო ჩანაწერით, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნითა და მოწმეების - რ-–--- მ------ისა და დავით ბოჭოიძის ჩვენებებით, რომელთა შეფასების შემდეგ შეუძლებელი ხდება ს----- ო---------ის მიერ სხდომაზე გაჟღერებული პოზიციის გაზიარება.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ს----- ო---------მა შეიძინა, შეინახა და 2018 წლის 15 ივნისს რ-–--- მ------ზე გაასაღა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნული ქმედების კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

2018 წლის 16 ივნისის ეპიზოდი (ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა და გასაღება)

 

მოწმე რ-–--- მ------მა განმარტა, რომ 2018 წლის 16 ივნისს (წინა დღის მსგავსად) იგი კვლავ ქუჩაში შეხვდა ს----- ო---------ს და მისგან ისევ 100 ლარად შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ასევე გადასცა პოლიციელებს. პირველი შეხვედრის მსგავსად ამჯერადაც ს----- ო---------თან შეხვედრის დროს იგი პოლიციის მიერ აღჭურვილი იყო ვიდეო კამერით და ახდენდა შეხვედრის ჩაწერას. მას ს----- ო---------ისთვის ნარკოტიკი არ გადაუცია, პირიქით მისგან იძენდა ნარკოტიკებს. მას წარსულშიც არაერთხელ შეუძენია ნარკოტიკი ს----- ო---------ისგან.

 

მოწმე დ---------------მ (გამომძიებელი) დაადასტურა მის მიერ/მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/ საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე და განმარტა, რომ 2018 წლის 16 ივნისს პოლიციაში კვლავ გამოცხადდა რ-–--- მ------ი, რომელიც გამოკითხულ იქნა, აღიჭურვა შესაბამისი ჩამწერი მოწყობილობით და განხორციელდა ს----- ო---------ისგან ნარკოტიკის ფარული შესყიდვა. რ-–--- მ------ი მარნეულში, რუსთავლის მე-8 ჩიხთან შეხვდა ს----- ო---------ს. რამდენიმე ხანში რ-–--- მ------ი დაბრუნდა პოლიციაში და მისგან ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება. ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებაზე დაინიშნა შესაბამისი ქიმიური ექსპერტიზა.

 

ამოღების ოქმის (16.06.2018) თანახმად, 2018 წლის 16 ივნისს, 12:40-12:50 საათებს შორის შუალედში, ქ. მ--------––--------------–--------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა ამოღება, რა დროსაც რ-–--- მ------ისგან ამოღებული იქნა ერთ წონაკად დაფასოებული, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც გახვეული იყო ლურჯი ფერის ცელოფანში.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის №4-------------- დასკვნის (19.06.2018) თანახმად ექსპერტიზ---ე წარდგენილი ცისფერ და ლურჯ პოლიეთილენის ნაჭრებში დაფასოებული ყავისფერი ნივთიერება სპეციფიური სუნით, წონით - 0,15 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშულება ჰეროინს, წონით 0,0673 გრამს.

 

ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნ--------------------მ და ს--------–--------მ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ რ-–--- მ------ის და დავით ბოჭოიძის ჩვენებებიდან ცალსახად დგინდება 2018 წლის 16 ივნისს ს----- ო---------ისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის დეტალები. რ-–--- მ------მა დეტალურად განმარტა მისი ს----- ო---------თან ურთიერთობის შესახებ, დაადასტურა, რომ წარსულშიც არაერთხელ შეუძენია ამ უკანასკნელისგან ნარკოტიკული საშუალება. რ-–--- მ------ის განმარტებით, ს----- ო---------თან მისი შეხვედრა შედგა ქუჩაში, ამ უკანასკნელის სახლთან. შეხვედრისას, იგი აღჭურვილი იყო ჩამწერი მოწყობილობით. ს----- ო---------ს მან გადასცა 100 ლარი, ხოლო სანაცვლოდ მიიღო ნარკოტიკული საშუალება. დ---------------მ ასევე დაადასტურა, რომ რ-–--- მ------მა ნებაყოფლობით ითანამშრომლა გამოძიებასთან. მას ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადაცემული ჰქონდა თანხა - ერთ შესყიდვაზე 100 ლარი. გამოძიებასთან თანამშრომლობის ფარგლებში რ-–--- მ------ი 2018 წლის 16 ივნისს აღიჭურვა ჩამწერი მოწყობილობით, რის შემდეგ რუსთაველის მე-8 ჩიხთან იგი შეხვდა ს----- ო---------ს, რომლისგანაც შეიძინა ნივთიერება, რაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება. ს----- ო---------თან რ-–--- მ------ის შეხვედრას სხვა მესამე პირი არ დასწრებია. რ-–--- მ------მა დაადასტურა, რომ მისგან სწორედ ის ნივთიერება იქნა ამოღებული, რომელიც მან ს----- ო---------ისგან შეიძინა.

 

ამოღების ოქმით (16.06.2018) უტყუარად არის დადასტურებული, რომ ს----- ო---------თან შეხვედრის შემდეგ რ-–--- მ------ისგან ქ.მ--------––--------------–--------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე (სადაც ცხოვრობს ს----- ო---------ი), ამოღებული იქნა ერთ წონაკად დაფასოებული ნივთიერება, რაც საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N4-------------- დასკვნით შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით - 0,00673 გრამს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოწმეების - რ-–--- მ------ის და დავით ბოჭოიძის ჩვენებებით, ამოღების ოქმითა და ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ რ-–--- მ------მა 2018 წლის 16 ივნისს ოპერატიული მიზნით გადაცემული ფულადი თანხით - 100 ლარით ს----- ო---------ისგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ასევე ვიდეო-აუდიო ჩანაწერები, ჰაბიდოსკოპიური დასკვნა, რომელთა შინაარსის დეტალური და გონივრული ანალიზის შედეგად უტყუარად დგინდება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რომელშიც გონივრული ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს და ცალსახად აქარწყლებს დაცვის მხარის მიერ განვითარებულ ვერსიას ს----- ო---------ის უდანაშაულობის შესახებ, კერძოდ:

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის N4--- დასკვნის (30.01.2019) თანახმად გამოკვლევაზე წარდგენილ ლაზერულ დისკებზე არსებულ ვიდეოგრამებიდან სახელწოდებით -,,ს.ო---------ი N1.avi” და ,,ს.ო---------ი N2.avi” ამოღებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N2 და ფოტო N3) და ექსპერტიზის ბიუროს ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაში 04.08.1971 წელს დაბადებული ს----- ს------ს ძე ო---------ის (პ/ნ2----------) სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე არსებული ფოტოსურათზე (ფოტო N4) გამოსახულია ერთიდაიგივე პიროვნება.

 

ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---------------–---–მა.

 

საყურადღებოა, რომ არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ 2018 წლის 16 ივნისის ვიდეოჩანაწერში ს----- ო---------ის არსებობა. მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენდა არა თავად კომუნიკაციის ფაქტი, არამედ კომუნიკაციის შინაარსი, ვინაიდან ს----- ო---------ის მტკიცებით შეხვედრისას სწორედ მან შეიძინა რ-–--- მ------ისგან ნარკოტიკული საშუალება და არა პირიქით, რაზეც სააპელაციო პალატა თავად ვიდეოჩანაწერის შინაარსის შეფასებისას იმსჯელებს.

 

ფარული აუდიო/ვიდეოჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შუალედური ოქმის N3---ის თანახმად ჩაწერა მიმდინარეობდა 2018 წლის 16 ივნისის 12:04:13 საათიდან 2018 წლის 16 ივნისის 12:04:51 საათამდე.

 

ვიდეოჩანაწერში ჩანს კერძო სახლებით დასახლებული ქუჩა, სადაც მოდის საშუალო ასაკის მამაკაცი (ს----- ო---------ი) სიგარეტით პირში და ხვდება მეორე მამაკაცს (რ-–--- მ------ს).

 

რ-–--- მ------ი: ,,ეს საქონელი არ არის ბიჭო!“

 

ს----- ო---------ი მიუახლოვდა რ-–--- მ------ს. სავარაუდოდ, მან ხელის მოძრაობით რ-–--- მ------ს გადასცა რაღაც.

 

ს----- ო---------ი: ,,აიღე ზემოდან, რომ შავია. ზემოდან გახსენი.“

რ-–--- მ------ი: ,,ეს კარგია?“/ხელში უკავია ცისფერ პოლიეთილენში გახვეული ე.წ. ,,ბაში“.

ს----- ო---------ი: ,,შავი საქონელია, რა. დღევანდელი შავისნაირია.

სავარაუდოდ ისმის ფულის გადათვლის ხმა.

ს----- ო---------ი: ,,ჟირნი“ საქონელია. შეინახე ხომ?“

რ-–--- მ------ი: ,,ჰო, კარგად, წავედი მადლობა.“

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა ზემოაღნიშნული ვიდეოჩანაწერი, ვიდეოჩანაწერში აღბეჭდილი გამოსახულება და საუბარი, რაც გადათარგმნილ იქნა თარჯიმნის მიერ. იგი ემთხვეოდა ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ოქმს.

 

სააპელაციო პალატა დეტალურად აფასებს ვიდეო ჩანაწერს და აღნიშნავს, ს----- ო---------ი და რ-–--- მ------ი ცალსახად საუბრობენ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით, მეტიც, ს----- ო---------ი უთითებს, რომელი ნარკოტიკული საშუალება არის განკუთვნილი რ-–--- მ------ისთვის, უთითებს, რომ ზემოდან აიღოს, ამასთან, რ-–--- მ------ის შეკითხვაზე უქებს ნარკოტიკს, რომელსაც ასაღებს, ეუბნება, რომ არის მსუყე. ამასთან, სთხოვს, გამოიჩინოს სათანადო სიფრთხილე, დამშვიდობებამდე ამოწმებს, შეინახა თუ არა მისგან შეძენილი ნარკოტიკი. ამდენად, რ-–--- მ------ისა და ს----- ო---------ის საუბარში და მოქმედებებში ცალსახად ჩანს კომუნიკაციის მონაწილეთა როლები, მკაფიოდ იკითხება, ვინ არის მყიდველი და ვინ - გამყიდველი, რაც უტყუარად მიუთითებს, რომ სწორედ ს----- ო---------მა გაასაღა რ-–--- მ------ზე ნარკოტიკი და არა პირიქით (როგორც ამაზე ჩვენებაში ს----- ო---------ი აპელირებს) და რაიმე გონივრული ეჭვი ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ არ არსებობს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას ბრალდებულმა ს----- ო---------მა განმარტა, რომ 2018 წლის 16 ივნისს, წინა დღის მსგავსად მან გადასცა რ-–--- მ------ს თანხა 80 ლარი და შეიძინა მისგან ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მან მოიხმარა. იგი ყოველდღიურად იძენდა რ-–--- მ------ისგან ნარკოტიკს, რადგან ჰქონდა პრობლემები. ვიდეოჩანაწერში არ ჩანს, რომ მას ხელში რამე ეკავა.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ს----- ო---------ის განმარტებებს, რომ თითქოს მას ნარკოტიკული საშუალებები არ გაუსაღებია რ-–--- მ------ზე, არამედ პირიქით, ამ უკანასკნელისგან შეიძინა, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების შინაარსიდან, არ დასტურდება არცერთი პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულებით. საპირისპირო გარემოებები დასტურდება ფარული ვიდეო ჩანაწერით, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნითა და მოწმეების - რ-–--- მ------ისა და დავით ბოჭოიძის ჩვენებებით. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ს----- ო---------ის განმარტებები, ვინაიდან ვიდეო ჩანაწერის ნახვისა და საუბრის მოსმენის შემდეგ შეუძლებელი ხდება ს----- ო---------ის სხდომაზე გაჟღერებული პოზიციის გაზიარება.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ს----- ო---------მა შეიძინა, შეინახა და 2018 წლის 15 ივნისს რ-–--- მ------ზე გაასაღა ნარკოტიკული საშუალება, რომლის ქმედების კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

2018 წლის 22 ივნისის ეპიზოდი (ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა)

ჩხრეკის ოქმის (22.06.2018) თანახმად, 2018 წლის 22 ივნისს, 05:00-05:30 საათებს შორის შუალედში, მ--------––---–-----------------–-----------------ში მდებარე ს----- ო---------ის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ს----- ო---------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ნაცრისფერი სპორტული შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა პატარა ზომის შუშის ქილა, რომელიც ცარიელია, მაგრამ ქილის შიდა კედლებზე აღინიშნება მოშავო ფერის ნივთიერება.

 

მოწმე გ-----–------მ (გამომძიებელი) დაადასტურა მის მიერ/მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/ საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე და განმარტა, რომ 2018 წლის 22 ივნისს იგი ესწრებოდა ს----- ო---------ის პირად ჩხრეკას, რა დროსაც ს----- ო---------ის შარვლის ჯიბიდან ამოღებული იქნა მცირე ზომის სინჯარა, რომელის კედლებზე დალექილი იყო მოშავო-მოყავისფრო ფერის ნივთიერება.

 

მოწმე ქ------------–---მა (გამომძიებელი) დაადასტურა მის მიერ/მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/ საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე და განმარტა, რომ 2018 წლის 22 ივნისს მონაწილეობდა ს----- ო---------ის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებული იქნა პატარა შუშის ქილა, სადაც აღინიშნებოდა მოშავო ნივთიერება. ქილა იყო პატარა შუშის, ნივთიერება იყო მოშავო. ქილა ხელში არ ჭერია, თუმცა კარგად დაინახა მასში არსებული ლაქები.

 

დაკავების ოქმის (22.06.2018) თანახმად, ს----- ო---------ი დაკავებულია 2018 წლის 22 ივნისს, 05:35 საათზე ქ. მ--------––--------------–-------------------------ში მდებარე მისსავე საცხოვრებელ სახლში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით ასევე დაიკითხა რ----------–----ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ/მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/ საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ეს მტკიცებულება ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია, სააპელაციო პალატა მას სიღრმისეულად არ მიმოიხილავს.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N1--------------- დასკვნის (22.06.2018) თანახმად ექსპერტიზ---ე წარდგენილ იქნა უფერო, გამჭირვალე პოლიეთელინის ერთი პაკეტი დალუქული სახით. პაკეტში მოთავსებული იყო უფერო გამჭირვალე მინის ფლაკონი ხუფით, ფლაკონში მოთავსებულია 0,4 მლ მოყავისფრო, მღვრიე ხსნარი, ფლაკონის შიდა კედლებზე აღინიშნება მოყავისფრო ნივთიერების დანაშრევები. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად მინის ფლაკონში მოთავსებული 0,4 მლ მოყავისფრო, მღვრიე ხსნარი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით 0,0152 გრამს.

 

ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ-----------–---მ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას ბრალდებულმა ს----- ო---------მა განმარტა, რომ მას პირადი ჩხრეკისას ცარიელი შუშის (გულისხმობს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ სინჯარას) გარდა არაფერი ჰქონია.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ს----- ო---------ის განმარტებას, თითქოს მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ფლაკონში ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია, შემდეგ გარემოებათა გამო: არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ და სააპელაციო პალატასაც დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ს----- ო---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ფლაკონი. მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენდა ამ ფლაკონის შიგთავსი. სააპელაციო პალატისთვის საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ს----- ო---------მა თავადვე დაადასტურა, რომ არის ნარკოტიკების მომხმარებელი და მას დაკავების შემდგომ დაუდგინდა სწორედ ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი, რომლის შემადგელობასაც იძლევა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ და რომელიც აღმოჩენილი იქნა ფლაკონში. ეს კი განამტკიცებს სააპელაციო პალატის რწმენას იმის თაობაზე, რომ ს----- ო---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ფლაკონში იყო სწორედ ამ სახეობის ნარკოტიკული საშუალება. ზემოაღნიშნული გარემოება ასევე უტყუარად არის დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ცალსახა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა სანდოობაში გონივრული ეჭვის შეტანის საფუძველი სააპელაციო პალატას არ გასჩენია. კერძოდ: მოწმეების გია ნიჟარაძის და ქ------------–---ის ჩვენებებით, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ს----- ო---------ის პირადი ჩხრეკის ოქმთან, დადასტურებულია, რომ ს----- ო---------ისგან ამოღებული სინჯარის კედლებზე აღინიშნებოდა მოშავო ფერის ნივთიერება. ამასთან, პირადი ჩხრეკის ოქმი და მისი შედეგები (მათ შორის ამოღებული ნივთმტკიცების შეფუთვა და დალუქვა) ხელმოწერით აქვს დადასტურებული თავად ბრალდებულს, რაც მისი წარსულის და სამართალდამცავ ორგანოებთან არცთუ იშვიათი შემხებლობის გათვალისწინებით, გამორიცხავს მისი მხრიდან მიამიტურ შეცდომას. 2018 წლის 22 ივნისის N1--------------- ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის აღწერილობით ნაწილში მითითებულია, რომ პაკეტი ექსპერტიზას წარედგინა დალუქულ მდგომარეობაში, პაკეტი გახსნეს ექსპერტებმა თავად და მასში აღმოჩნდა უფერო, გამჭირვალე მინის ფლაკონი ხუფით, ფლაკონში მოთავსებულია 0,4მლ მოყავისფრო, მღვრიე ხსნარი. ფლაკონის შიდა კედლებზე აღინიშნებოდა მოყავისფრო ნივთიერების დანაშრევი. მინის ფლაკონი, რომელიც ამოღებული იქნა ს----- ო---------ის პირადი ჩხრეკისას, აღწერილია, ერთი მხრივ, გამომძიებლების და, მეორეს მხრივ, ექსპერტების მიერ და ამ განმარტებებში უმნიშვნელო განსხვავებების არსებობა (სინჯარაში უმნიშვნელო რაოდენობის სითხის არსებობის შესახებ) ეჭვქვეშ ვერ დააყენებს მთლიანობაში ნივთმტკიცების სანდოობას იმის გათვალისწინებით, რომ გამომძიებლისგან განსხვავებით ექსპერტი აღჭურვილია სპეციალური ცოდნით და ექსპერტზას ატარებს, მათ შორის, მიკროსკოპული კვლევით. ამასთან, ნივთმტკიცება მხარეთა მონაწილეობით იყო დალუქული და ექსპერტების წინაშე წარდგენილი იქნა დაუზიანებელი, ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 22 ივნისს ს----- ო---------მა შეიძინა და პირადად ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება) ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას ბრალდებულმა ს----- ო---------მა განმარტა, რომ არის ნარკოტიკების მომხმარებელი და აღიარა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების განმეორებით მოხმარების ფაქტი, რაც მას დაუდგინდა დაკავების შემდეგ.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების N7021015 დასკვნის (22.06.2018) თანახმად ს----- ო---------ს 2018 წლის 22 ივნისს ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად კლინიკურად არ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ფაქტი, თუმცა ლაბორატორიულად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ოპიუმის ჯგუფისა და მეტადონის მოხმარება.

 

ზემოაღნიშნული შემოწმების დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-----------–---–ი.

 

საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ცნობის თანახმად 2018 წლის 27 აპრილის დადგენილებით ს----- ო---------ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მეორე ნაწილით და დაჯარიმდა 500 ლარით.

 

ამდენად, არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ და სააპელაციო პალატასაც უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ს----- ო---------ი 2018 წლის 22 ივნისისათვის ითვლებოდა ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულ პირად, რა დროსაც დაუდგინდა ნარკოტიკული საშაულების ოპიუმის და მეტადონის მოხმარების ფაქტი, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

დაცვის მხარის მტკიცებით, ს----- ო---------ის მიმართ ადგილი ჰქონდა დანაშაულის პროვოკაციას, რაც სააპელაციო პალატის აზრით არ წარმოადგენს საკმარის და წონად არგუმენტს. საქართველოს კანონმდებლობა არ უკრძალავს პირს (თანამშრომლობა, როგორც წესი, არ წარმოადგენს კანონის დარღვევას), რომ ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან, თუმცა სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, ყურადღება გაამახვილოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებზე პირის მიერ საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის პირობებში დანაშაულის გამოვლენის, საქმის სამართლიანი განხილვის უფლებასთან (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან) შესაბამისობის შესახებ.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ რ-–--- მ------ის თანამშროლობა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების პირობებში საკონტროლო შესყიდვის განხორციელება მოცემულ შემთხვევაში სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილ სტანდარტებს, კერძოდ:

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სახელისუფლებო ორგანოებს განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდებისთვის მიმართვა უწევთ, რაც განსაკუთრებით საჭიროა ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების პროცესში. ამასთან, დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდები, კერძოდ, ფარული ოპერაციების ჩატარების ტექნიკა თავისთავად არ არღვევს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პარ. 51). ამასთან დაკავშირებით სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ პოლიცია უფლებამოსილია, ჩაატაროს ფარული ოპერაციები, მაგრამ არა წააქეზოს დანაშაული (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Khudobin V. Russia, პარ. 128). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე Miliniene v. Lithuania ასევე განმარტებულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ გავლენა იქონია მოვლენების მსვლელობაზე იმით, რომ კერძო პირს ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა საუბრების ჩასაწერად და ხელს უწყობდა მომჩივანისთვის ფინანსური შეთავაზების გაკეთებას, პოლიციის ქმედებები კვალიფიცირებული იქნა, როგორც დანაშაულებრივ საქმიანობასთან ,,მიერთება“ და არა როგორც ამ საქმიანობის ინიცირება, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, ინიციატივა კერძო პირისგან მოდიოდა. ამ უკანასკნელმა იჩივლა პოლიციასთან, რომ მომჩივანი ქრთამს მოითხოვდა მისი საქმის მისთვის ხელსაყრელი შედეგით დასრულებისთვის. სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე არ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Miliniene v. Lithuania, პარ. 37-38, 41).

 

სასამართლომ მხილების მიზნით დანაშაულის წაქეზებასა და ლეგიტიმურ ფარულ ოპერაციებს შორის გამიჯვნის მიზნით, დანაშაულის წაქეზება განსაზღვრა, როგორც სიტუაცია, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების ან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ან მათი ინსტრუქციებით მოქმედი სხვა პირები არ შემოიფარგლებიან მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულის პასიური გამოძიებით, არამედ მტკიცებულებების მოძიებისა და წარმოების დაწყების მიზნით ისეთ ზემოქმედებას ახდენენ სუბიექტზე, რომ იგი ხელს უწყობს ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რომელსაც იგი ასეთი წაქეზების გარეშე არ ჩაიდენდა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პარ. 55).

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და საგამოძიებო ორგანოს მოქმედებები სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ ზემოაღნიშნულ სტანდარტებს. მოწმეთა ჩვენებებით, ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით ცალსახად დგინდება, რომ ს----- ო---------ი აბსოლუტურად ნებაყოფლობით, მომზადებული ხვდება რ-–--- მ------ს, იღებს ფულად თანხას, ხოლო სანაცვლოდ გადასცემს ნარკოტიკულ საშუალებას. ვიდეო ჩანაწერებიდან არ იკვეთება, რომ ს----- ო---------ი ყოყმანობს, ჩაიდინოს თუ არა დანაშაული. პირიქით, იგი მომზადებული მიდის რ-–--- მ------თან შეხვედრაზე, ესაუბრება ნარკოტიკების საკითხზე, აქებს თავის პროდუქტს, რათა მეტად მიმზიდველი გახადოს კლიენტისთვის და გადასცემს ნარკოტიკულ საშუალებას. რ-–--- მ------ი არის არსებითად პასიური და მის მოქმედებებში რაიმე ფორმით არ შეინიშნება იძულების, დაყოლიების, თავის შეცოდების მცდელობა, რაც ს----- ო---------ს უბიძგებდა (წააქეზებდა) დანაშაულის ჩადენისაკენ. საგამოძიებო ორგანოების მოქმედებებიც შეესაბამება ევროპული სასამართლოს სტანდარტებს, ვინაიდან გამოძიება დაიწყო ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რაც შეეხებოდა ს----- ო---------ის საქმიანობას და მხოლოდ გამოძიების დაწყების შემდეგ იქნა მიღებული ცნობა იმის თაობაზე, რომ ს----- ო---------ის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ფლობდა რ-–--- მ------ი, რომლის გამოკითხვის შემდეგ მისი ნებით დაგეგმა ფარული საგამოძიებო მოქმედებები. ის გარემოება, რომ ს----- ო---------ი ჩართული იყო დანაშაულებრივ (ნარკოტიკულ) საქმიანობაში, დაადასტურა მოწმე რ-–--- მ------მა, რომელმაც აღნიშნა, რომ წარსულშიც არაერთხელ შეუძენია ამ უკანასკნელისგან ნარკოტიკი. ეს დადასტურდა ფარული საგამოძიებო მოქმედებებით, ხოლო ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულება ჩვენებაში არ უარყო თავად ს----- ო---------მაც. ამდენად, საგამოძიებო ორგანოები შემოიფარგლნენ მხოლოდ დანაშაულის პასიური გამოძიებით და მიუერთდნენ დაწყებულ დანაშაულს, რაც სრულად შეესაბამება დანაშაულის წაქეზების საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს.

 

ამდენად, აპელანტის მიერ წარმოდგენილი საკვანძო არგუმენტების ერთობლივი ანალიზით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს ისეთი კითხვები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ საფუძველს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაცხადებული პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

მოცემულ შემთხვევაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენი დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებულია ს----- ო---------ის მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ს----- ო---------ის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობის (უდანაშაულობის) და მისი გამართლების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილით - ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენაში და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების (შეძენა/შენახვა) უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით. უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე. ეს ხერხებია: გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა სხვა ნივთში, გასესხება, ვალის გადახდა (პირს ემართა სხვისი ფული და კრედიტორს ფულის ნაცვლად ვალში მისცა ნარკოტიკული საშუალება). ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონით, რომელშიც ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია №1-ში, ჰორიზონტალური გრაფა №189-ში არის ,,ჰეროინი“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ამავე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა დანაშაულების ჩადენა არაერთგზის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის განაჩენით ს----- ო---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით. ნასამართლობა ს----- ო---------ს კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია.

 

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევმა ს----- ო---------მა უკანონოდ შეძინა, შეინახა და 2018 წლის 15 ივნისს უკანონოდ გაასაღა 0,0582 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ რ-–--- მ------ზე, ამდენად, ს----- ო---------ის ქმედებაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც იგი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ.

 

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევმა ს----- ო---------მა უკანონოდ შეძინა, შეინახა და 2018 წლის 16 ივნისს რ-–--- მ------ზე უკანონოდ გაასაღა 0,0673 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“. ამდენად, ს----- ო---------ის ქმედებაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც იგი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ.

 

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევმა ს----- ო---------მა უკანონოდ შეძინა და შეინახა 0,0152 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რომელიც 2018 წლის 22 ივნისს ამოღებული იქნა მისი პირადი ჩხრეკისას. ამდენად, ს----- ო---------ის ქმედებაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც იგი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი ან/და ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ქმედების ჩამდენი პირის ფიზიკური და ზნეობრივი ჯანმრთელობა. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ ა) ნარკოტიკული საშუალების მოხმარება იყოს უკანონო, კერძოდ, იგი მოხმარებული უნდა იყოს სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის - ამ შემთხვევაში ექიმის დანიშნულების გარეშე და ბ) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი უნდა იყოს განმეორებითი - აღნიშნული ქმედებისათვის პირს ერთხელ უკვე დაკისრებული უნდა ჰქონდეს ადმინისტრაციული სახდელი ან/და იგი ამ დანაშაულისთვის უნდა იყოს ნასამართლევი.

 

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ მარნეულის რაიონის მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 27 აპრილის დადგენილებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით ადმინისტრაციულსახდელდადებულ ს----- ო---------ს 2018 წლის 22 ივნისს ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად კვლავ დაუდგინდა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება ოპიუმის ჯგუფის და მეტადონის მოხმარების ფაქტი. ამდენად, ს----- ო---------ის ქმედებაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც იგი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ს----- ო---------ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენი ს----- ო---------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტი, რითიც მსჯავრი დაედო ს----- ო---------ს, უალტერნატივოდ ისჯება ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტი - შვიდიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი - ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის განაჩენი ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია სასჯელის ნაწილში. ამიტომ სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს ს----- ო---------ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის ანგარებით მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას - დამნაშავის მყარ სურვილს, ჩაიდინოს დანაშაული, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას - ჩადენილია ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ერთობლიობა, ამასთან, ნარკოტიკების გასაღება ხდებოდა ქუჩაში, რაც მიუთითებს მართლწესრიგის უგულებელყოფის მაღალ ხარისხზე, ამოღებული ნარკოტიკის სახეობას, რომელიც შეტანილია სამოქალაქო ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდულ ნივთიერებათა სიაში, ასევე მსჯავრდებულის პიროვნებას - მან პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფნისას, გამოსაცდელი ვადის დინებისას ჩაიდინა არაერთი დანაშაული და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, პალატა მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ აღნიშნული კრიტერიუმებით სასჯელის განსაზღვრას და მიიჩნევს, რომ ს----- ო---------ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ორივე ეპიზოდში) 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

გასათვალისწინებელია, რომ ს----- ო---------მა ჩაიდინა დანაშაულთა ერთობლიობა და სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მას სასჯელის უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით. ამასთან, ს----- ო---------მა დანაშაულები ჩაიდინა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რისი გათვალისწინებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და ს----- ო---------ს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიბით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

ამასთან, ს----- ო---------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, 5 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც უნდა ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ: ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ და შუშის ქილა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს, ხოლო 2 ცალი DVD დისკი შენახული უნდა იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ს----- ო---------ის და მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ---ა ც---------ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ ს----- ო---------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

ს----- ო---------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 15 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით;

 

ს----- ო---------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 16 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით;

 

ს----- ო---------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით;

 

ს----- ო---------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და ს----- ო---------ს სასჯელის სახით და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს ს----- ო---------ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 9 წლის ვადით დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ს----- ო---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით;

 

ს----- ო---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 22 ივნისიდან.

 

ს----- ო---------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, 5 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ს----- ო---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

 

ნივთმტკიცება:

 

- ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ და შუშის ქილა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

-

- 2 DVD დისკი შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვ. ლომიძე

 

მოსამართლეები: ნ. ბარბაქაძე

 

მ. თეთრაული