განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020100119002829091
საქმე №1/ბ-561-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
06 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) ლერი თედორაძე
მოსამართლეები: მაკა გორგოძე, თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
ბრალდების მხარე: ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ--------------ე;
მსჯავრდებული: ა-----–---–---, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №1----------), უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ--------------–-------------;
ადვოკატი: დ---------------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 126 -ე მუხლის 11 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით;
საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა
აღწერილობითი ნაწილი
ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა-----–---–---ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
- ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ-----------–------------------------------------------------ში, ა-----–---–---მ შურისძიების მოტივით, მ-------------ს მიმართ ჩაიდინა ცემა, მან მ-------------ს ბლაგვი საგანი სამჯერ ჩაარტყა თავის არეში, რის შედეგად ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
- ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას.
2018 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ა-----–---–---, მფლობელი მ-------------ს ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შევიდა ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ-----------------------------------------------------------ში, რითაც დაარღვია მ-------------ს ბინის ხელშეუხებლობის უფლება.
- პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.
2018 წლის 06 დეკემბერს, ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი დ------------, ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებთან: გ---------------სთან, ა-----–-----------სთან და ლ-–-------სთან ერთად მივიდა ა-----–---–---ს საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ-----------------–-----------------ში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მისი ბრალდებულის სახით დაკავების მიზნით, რა დროსაც ა-----–---–---მ დ------------ს, გ---------------ს და ა-----–-----------ს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ძალადობის გამოყენებით, მათი კანონიერი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, გაუწია წინააღმდეგობა, ჩადენილი ძალადობით. აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, ფიზიკური სახის ზიანი განიცადეს: დ------------მ, გ---------------მ და ა-----–-----------მ.
ზემოაღნიშნულის გამო, ა-----–---–---ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის განაჩენით: ცნობილ იქნა უდანაშაულოდ ა-----–---–--- საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და გამართლდა; ა-----–---–--- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ა-----–---–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით; ა-----–---–---ს მიმართ სასჯელის ათვლა დაიწყო დაკავების მომენტიდან, 2018 წლის 20 დეკემბრის 23:51 საათიდან; ა-----–---–---ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა; დადგინდა, რომ ნივთიერი მტკიცებულება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი, ფეხსაცმლის ჩასაფენი ნაჭერი, კოვზი, პლასტმასისმაგვარი საგანი, ყურსასმენის გადანაჭერი, სავარძლის გადასაფარებელი ჭრელი ნაჭერი, ზეწარი და ა-----–---–---ს თმის ნიმუში, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული შავი ფერის ჯემპრი და ნაცრისფერი უმკლავო მაისური, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ა-----–---–---ს ოჯახს; მ-------------ს კუთვნილი შავი ფერის ქურთუკი, სვიტერი და დაზიანებული სათვალე, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ მ-------------ს; დ------------სგან ამოღებული შავი ფერის ქურთუკი და ჯინსის შარვალი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დ------------ს; გ---------------სგან ამოღებული ლურჯი ფერის ქურთუკი და ნაჭრის შარვალი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს გ---------------ს; ა-----–-----------სგან ამოღებული შავი ფერის ჯემპრი და ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ა-----–-----------ს; მ------------ისგან ამოღებული ა-----–---–---ს თეთრეული, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ა-----–---–---ს ოჯახს.
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია:
2018 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ-----------–------------------------------------------------ში, ა-----–---–---მ შურისძიების მოტივით, მ-------------ს მიმართ ჩაიდინა ცემა, მან მ-------------ს ბლაგვი საგანი სამჯერ ჩაარტყა თავის არეში, რის შედეგად ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;
2018 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ა-----–---–---, მფლობელი - მ-------------ს ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შევიდა ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში - მდებარე ქ------------------------------------------------------------ში, რითაც დაარღვია მ-------------ს ბინის ხელშეუხებლობის უფლება;
სასამართლომ მიიჩნია, რომ ა-----–---–---ს ბრალეულობის დასადასტურებლად არ არსებობს საკმარისი, ურთიერთავსებადი, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ა-----–---–---ს მიერ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
სააპელაციო საჩივრების არსი:
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა-----------, სააპელაციო საჩივრით ითხოვს ა-----–---–---ს მიმართ გამოტანილ იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის და შესაბამისად, განესაზღვროს სათანადო სასჯელი, იმ საფუძვლებზე მითითებით, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება მის მიერ ბრალად წარდგენილ დანაშაულთა ჩადენა.
დაცვის მხარე, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ა-----–---–---ს გამართლებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას. ამასთან, დაცვის მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის უარყოფა.
სააპელაციო პალატის სხდომაზე, პროკურორმა მ--------------ემ მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ასევე, ითხოვა მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის უარყოფა; მოწინააღმდეგე მხარემ, მსჯავრდებულმა ა-----–---–---მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ---------------მ, მხარი არ დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი უარყოფა, ხოლო მათ მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).
სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.
იმისათვის რომ მოხდეს წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ, რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
პალატა აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებენ, პირის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს არ უნდა იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადგენენ გარკვეულ გარემოებებს, აშკარად უნდა ადგენდნენ დანაშაულის ფაქტს და იმდენად დამაჯერებელი უნდა იყოს, რომ გონივრულ კითხვებს არ აჩენდეს პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან, რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტის უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე მოახდინოს მტკიცებულებების ავთენტიკურობის და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულებების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას, როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს, რადგან თუ ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სასამართლოს უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად.
იმის გათვალისწინებით, რომ მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა, ორივე მხარის სააპელაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებულ განაჩენში, სასჯელის ნაწილში, უნდა შევიდეს მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და დადგენილად მიიჩნევს მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდებებიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 11 ნაწლის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებს, ხოლო მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება არ დასტურდება საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ:
სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია, ცემისთვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფიზიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) ცემაში ან სხვაგვარ ძალადობაში. ცემა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობის განხორციელებისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული უნდა დასტურდებოდეს, არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით, არამედ, სხვა პირდაპირი მტკიცებულებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლით კრიმინალიზებულია ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელის ხელშეუხებლობას. დანაშაულის საგანს წარმოადგენს სხვა პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ბინა, ხოლო ჩადენილი დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლაში, რაც, გულისხმობს ბინის მფლობელის ხელშეუხებლობის უკანონო დარღვევას. ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს დანაშაულის სუბიექტის პირდაპირი განზრახვა, რომელსაც გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და სურს უკანონოდ ბინაში შესვლა. დანაშაული დამთავრებულია ბინაში უკანონოდ შესვლისთანავე.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 01 თებერვლის №0-------- სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით ა-----–---–---ს აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - შერეული პერსონოლოგიური აშლილობა, ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა-შერეული პერსონოლოგიური აშლილობა და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავის ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა), მაგრამ მას შეუძლია წარსდგეს სასამართლოს წინაშე და არ საჭიროებს იძულებით მკურნალობას (ს.ფ 83-88, ტ3).
მოწმე დ--------------ის განმარტებით, ა-----–---–---, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მოთავსდა ფსიქიკური ჯანმრთელობის დეპარტამენტის სტაციონარში და ექსპერტთა კომისიამ ჩაუტარა ფსიქიატრიული გამოკვლევა, მისი ფსიქიკური მდგომარეობის შეფასებით გაიცა დასკვნა, რომ მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა, არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავის ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის, მაგრამ მას შეუძლია წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის, მისი ფსიქიკური აშლილობა არ აღწევს შეურაცხადობის დონეს, იგი სულით ავადმყოფი და ჭკუასუსტი არ არის, არც იძულებით ან არანებაყოფლობით მკურნალობას საჭიროებს და სახეზეა შეზღუდული შერაცხადობა.
ანალოგიური განმარტება მისცა სასამართლოს მოწმე ვ--------–----–---–---მა და დაადასტურა, რომ მონაწილეობდა საექსპერტო კომისიაში, რომელმაც ა-----–---–---ს დაუდგინა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა და შეზღუდული შერაცხადობა.
ა-----–---–---მ სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და ისარგებლა კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით, ხოლო საბოლოო სიტყვაში ითხოვა გამართლება.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს- ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს.
დაზარალებული მ-------------ს განმარტებით, ა-----–---–--- აწუხებდა მის შვილს ნ---------–--ს, 2018 წლის 23 ნოემბერს მოვიდა მათ საცხოვრებელ სახლში, ამბობდა, რომ მასთან მეგობრობა და ცოლად მოყვანა უნდოდა, რაშიც ის უშლიდა ხელს და ემუქრებოდა, რის გამოც დარეკა საპატრულო პოლიციაში, მას ახლდა მამამისიც და მათი წასვლის შემდეგ თვითონაც გავიდა სახლიდან და როდესაც მობრუნდა კარების საკეტი დახვდა დაზიანებული, შეეშინდა და პოლიციაში აპირებდა დარეკვას, რა დროსაც იგრძნო ტკივილი, მიტრიალდა და დაინახა ა-----–---–---, რომელიც მანამდეც ემუქრებოდა, უთხრა „შენ არ მომეშვებიო“ და ორჯერ ჩაარტყა თავში, მას სისხლი წამოუვიდა, თავი და ყურები ძალიან ეტკინა, აიხედა და გაოგნებულმა თვალებში შეხედა ა----ს და სათვალეც ჩამოუვარდა, კივილი დაიწყო, შემდეგ გამოუძახეს პოლიციას და სასწრაფო დახმარებას, ა-----–---–--- სახლში იყო შესული, მაგიდაზე იდო პური და ყველი, ტელევიზორი და ღუმელი ჰქონდა ჩართული და ღუმელზე შესაშრობად სველი ჯემპრი გადაფენილი, ის ადრეც მასზე და მის შვილზე ძალადობდა და მოკვლით ემუქრებოდა.
მოწმე ნ---------–--ს განმარტებით, ა-----–---–--- გაიცნო სუფრაზე, თავიდან ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ მერე დაუწყო დევნა და შევიწროება, სახლში უვარდებოდა, ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა, ვერაფერი შეაგნებინა, იძულებული გახდა ეჩივლა და სასჯელიც მოიხადა, მაგრამ კვლავ გააგრძელა მისი დევნა, ჰყავს არასრულწლოვანი შვილი და ბავშვთან და დედასთან ერთად ცხოვრობს მუდმივ შიშში. 2018 წლის 23 ნოემბერს ა-----–---–--- შესულა მათ საცხოვრებელ სახლში და მ-------------სთვის ბლაგვი საგანი ჩაურტყამს თავში და სასწრაფო დახმარება გაუწიეს, დედამისი არის I ჯგუფის ინვალიდი და ამ ფაქტის შემდეგ კვირაზე მეტხანს მწოლიარე იყო.
მოწმე ი-–------–-–---ს განმარტებით, მ------------- არის მისი მეზობელი, 2018 წლის 23 ნოემბერს იმყოფებოდა სახლში, მაკამ დაუტოვა შვილიშვილი და უთხრა, რომ ა-----–---–--- გამოვიდა ციხიდან, ნ----ს კვლავ აწუხებდა და განცხადება უნდა დაეწერა პოლიციაში, შუადღეს კარზე დააკაკუნა მ-------------მ, მას ხელი და კისრის არე ჰქონდა სისხლიანი და უთხრა, რომ ა-----–---–--- დახვდა სახლში, თავში ჩაარტყა და გაიქცა, სთხოვა რომ დაერეკა პოლიციაში.
მოწმე ლ-----------–---ს განმარტებით, 2018 წლის 22 ნოემბერს, ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, დაიწყო გამოძიება, მოწმის სახით გამოკითხა ნ---------–-- და მ-------------, 23 ნოემბერს ისევ შევიდა ნ---------–--სგან შეტყობინება, რომ ა-----–---–--- იდგა კარებთან და ვერ ახერხებდა სამსახურში წასვლას და ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხა საპატრულო პოლიციის თანამშრომლები რ------------ და კ----------------ი და ასევე მოწმის სახით გამოკითხა უბნის ინსპექტორი ნ----------ე, ნ---------–--ს შვილის მასწავლებელი ს-------–-----–---.
მოწმე ნ----------ის განმარტებით, 2018 წლის 23 ნოემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, სსიპ 112-დან შემოსული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ქ-----------–--------------------- ადგილზე დახვდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მ-------------, რომელიც იყო აღელვებული და ამბობდა, რომ ა-----–---–--- არ აძლევდა ნორმალური ცხოვრების საშუალებას, ხოლო ა-----–---–---ს განმარტებით მას ცოლად უნდოდა ნ---------–--.
მოწმე რ------------ს განმარტებით, 2018 წლის ნოემბრის თვეში ის და კ----------------ი გამოცხადნენ ბ----------------- მ-------------ს ინიციატივით, სახლში დახვდნენ ნ---------–-- და მისი შვილიც, შემდეგ მივიდნენ ა-----–---–--- და მამამისი, მ-------------მ განმარტა, რომ ა-----–---–--- დაუკითხავად მიდიოდა მათთან სახლში, ექცეოდა მათ აგრესიულად და ემუქრებოდა, ა-----–---–---მ აღნიშნა, რომ ნ---- უყვარდა, ამიტომ ყოველ ნახევარ საათში დადიოდა მათთან დაოჯახების მიზნით და უკან დახევას არ აპირებდა. ასევე განმარტა, რომ ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობდა გამოძიება, რის გამოც შეადგინეს შესაბამისი ოქმი, გამოიძახეს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ნ----------ე და მასალები გადაუგზავნეს კრიმინალურ პოლიციას.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე კ----------------მა და განმარტა, რომ შეტყობინების საფუძველზე გავიდა მეწყვილესთან ერთად ქ-----------–--------------------- მდებარე საცხოვრებელ სახლში, გამოძახების ინიციატორი იყო მ-------------, რომელმაც განმარტა, რომ ა-----–---–--- უნებართვოდ შევიდა მათ სახლში და ემუქრებოდა, რამდენიმე წუთში ადგილზე მამასთან ერთად გამოცხადდა ა-----–---–---, შეადგინეს შეტყობინების და რეაგირების ოქმი და ჩააბარეს კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელს ნ----------ეს.
2018 წლის 23 ნოემბრის დათვალიერების ოქმით დადასტურებულია, რომ შემთხვევის ადგილი წარმოადგენს ქ--------------------------------------------------ში მდებარე 12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულს, რომლის დერეფნის მეტლახის ზედაპირზე მრავლად აღინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, საცხოვრებელი ბინის საკეტი მექანიზმი დაზიანებულია, კარზე შიგნითა მხარეს სახელურის სამაგრ ადგილზე ხელოვნურად მიერთებულია სამზარეულოს კოვზი, ოდნავ ზემოთ კი მრგვალი პლასტმასისმაგვარი საგანი და დაზიანებული ყურსასმენის გადანაჭერი, მისაღებ ოთახში დგას დივანი, ელექტრო გამათბობელი, რომელზეც დევს ორის ცალი ფეხსაცმლის ჩასაფენი ნაჭერი, ტელევიზორის დასადგამი მაგიდა, რომლის კიდეზე გადაკიდებულია ნაცრისფერი უმკლავო მაისური, სკამი, რომელზეც გადაკიდებულია შავი ფერის გრძელსახელოიანი ჯემპრი, სავარძელი, რომელზეც გადაფარებულია ჭრელი ნაჭერი და დევს საბანი, დათვალიერების დროს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტის მეშვეობით აღებულია მოწითალო სისხლისმაგვარი ლაქის ანაწმენდები, სამი ცალი სუნის ნიმუში, ამოღებულია საკეტი მექანიზმი, კოვზი, პლასტმასისმაგვარი საგანი, დაზიანებული ყურსასმენის გადანაჭერი, შავი ფერის ჯემპრი, ნაცრისფერი მაისური, ორი ცალი ფეხსაცმლის ჩასაფენი, სავარძლის გადასაფარებელი და ზეწარი (ს.ფ 4-10, ტ.1);
მოწმე ბ---------------მ განმარტა, რომ 2018 წლის 23 ნოემბერს შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება მ-------------ს ცემის ფაქტზე, ექსპერტების მონაწილეობით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, კიბეებზე და სადარბაზოდან ამოიღო სისხლისმაგვარი ლაქები, ბინიდან სუნის ნიმუშები, კარზე მორგებული იყო სამზარეულოს კოვზი, პლასტმასის საგანი და ყურსასმენის გადანაჭერი, რაც ამოიღეს, ჩართული იყო ელექტროქურა, სადაც იდო ფეხსაცმლის გადანაჭერი, სკამზე გადაკიდებული იყო ჯემპრი, დივანზე ოყო გადასაფარებელი და საბანი, საიდანაც ასევე აღებული იქნა სუნის ნიმუში, ამოღებული ნივთები დალუქეს, მოწმის სახით გამოკითხა ნ---------–--, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ა-----–---–---მ მის დამკავებელ ა-----–-----------ს, ლ-–-------ს, დ------------ს და გ---------------ს გაუწია წინააღმდეგობა და გაიქცა, ის 20 დეკემბერს დააკავეს ბათუმში ერთ-ერთ კლინიკაში, დანიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, №2 პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპერტის და ადვოკატის მონაწილეობით იძულებით აიღო ა-----–---–---სგან თმის ნიმუში და ამოიღეს თეთრეული. დანიშნა ოდოროლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზა, მოწმის სახით გამოკითხა ა-----–---–---ს მეზობლები.
მოწმე ი-–---------მ განმარტა, რომ 2018 წლის 23 ნოემბერს დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და პროკურორის ზეპირი დავალებით გამოკითხა მ------------- და ამოიღო ქურთუკი, სვიტერი და დაზიანებული სათვალე სისხლისმაგვარი ლაქებით, გამოკითხა მ-------------, რომელიც ახალი გამოწერილი იყო საავადმყოფოდან და იყო აღელვებული. დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა.
მოწმე ლ-----–-----მ განმარტა, რომ 2018 წლის 23 ნოემბერს ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მიიღო მონაწილეობა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, სახლში იმყოფებოდა ბინის მესაკუთრე მ-------------, რომელსაც დაზიანება ჰქონდა მიყენებული და ნ---------–--, კინოლოგის მიერ სუნის ნიმუშის აღების შემდეგ ი-----–----------თან ერთად ამოიღო კარის საკეტი, კოვზი, ყურსასმენის გადანაჭერი, ელექტრო მადუღარა, ფეხსაცმლის ჩასაფენი ნაჭერი, მაისური, ჯემპრი, ზეწარი, რომელიც დივანზე იყო გადაფარებული, კარებთან მეტლახის ზედაპირიდან სისხლის ანაწმენდები.
ანალოგიური განმარტება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი-----–----------მა და აღნიშნა, რომ ლ-----–-----სთან ერთად მონაწილეობდა ბ---------------------ში შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, ბინის შესასვლელთან ამოიღეს სისხლისმაგვარი ლაქის ანაწმენდი, პლასტმასისმაგვარი საგანი, ყურსასმენის გადანაჭერი, შავი ფერის ჯემპრი, ფეხსაცმლის ჩასაფენი ნაჭერი, დაზიანებული კარის საკეტი, გადასაფარებელი, ამოღებული ნივთები დალუქეს 7 პაკეტად და გადასცეს გამომძიებელს.
მოწმე გ---------------მ განმარტა, რომ არის კინოლოგი. 2018 წლის 23 ნოემბერს მიიღო მონაწილეობა ქ-----------–- ბ----------------- შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. მისაღებ ოთახში, შესასვლელ კარებთან და საძინებელ ოთახში იატაკის ზედაპირიდან აიღო სუნის ნიმუში, დალუქა მინის ქილაში და გადასცა გამომძიებელს, 45 წუთში დაამთავრა ნიმუშის აღება, რის შემდეგ გამომძიებელმა, ექსპერტების ლ-----–-----ს და ი-----–----------ის მონაწილეობით, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, შეადგინა ოქმი, რასაც მოაწერა ხელი.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2018 წლის 26 ნოემბრის №0-------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით მ-------------ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები უსწოროკიდეებიანი ჭრილობის, სისხლნაჟღენთისა და ნაჭდევების სახით, განვითარებული მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, რომელიც მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს (ს.ფ. 48-51, ტ.1);
მოწმის სახით დაკითხული შ--------------ის განმარტებით ირკვევა, რომ მ-------------ს ჩაუტარა სამედიცინო ექსპერტიზა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციის და პირადი გასინჯვის საფუძველზე გასცა დასკვნა, რომ მაკა ხარებავას სხეულზე აღენიშნებოდა უსწოროკიდეებიანი ჭრილობა სისხლნაჟღენთისა და ნაჭდევის სახით, ყურის ნიჟარის წინა ზედაპირზე უსწორო, ოვალური ფორმის სისხლნაჟღენთი და ნაჭდევი, კისრის მარჯვენა ზედაპირზე შუა მესამედში ნაჭდევი სახის დაზიანება, მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე პირველი თითის ფალანგზე ნაჭდევი, თხემ-კეფის საზღვარზე უსწორო - ნაპრალისებური ჭრილობა და სისხლჩაქცევები, მ-------------ს დაზიანებები მიყენებული ჰქონდა მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
2018 წლის 23 ნოემბრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, მ-------------ს აღენიშნება სკალპის ღია ჭრილობა (ს.ფ 43, ტ1)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე განჩინების საფუძველზე 2019 წლის 29 იანვარს ა-----–---–---ს მარჯვენა და მარცხენა ხელის მტევნიდან ექსპერტის მონაწილეობით აღებულია თმის ნიმუში (ს.ფ 120-123, ტ.2);
მოწმე ი-–---------მ განმარტა, რომ 2019 წლის 29 იანვარს მიიღო მონაწილეობა გამომძიებელ ბ--------------სთან ერთად ა-----–---–---ს მიმართ №2 პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპერტის მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თმის ნიმუშის აღებაში, რომელზეც მან უარი განაცხადა და საჭირო გახდა პროპორციული ძალის გამოყენება, საპროცესო მოქმედების ოქმზე ა-----–---–---მ ხელი არ მოაწერა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ განჩინების საფუძველზე, 2019 წლის 30 იანვარს ქ.ქუთაისი, ხარებავას ქუჩა №85-ში მდებარე №2 პენიტენციური დაწესებულების №106-ე საკნიდან მ------------ის მიერ ამოღებულია ა-----–---–---ს ბალიშის პირი, საბნის პირი და ზეწარი;
მოწმე მ------------ემ განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის №2 დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ა-----–---–---ს საკნიდან ინსპექტორ-კონტროლიორებთან ერთად ამოიღო მისი კუთვნილი თეთრეული, ზეწარი, ბალიშის და საბნის პირი, ა-----–---–---ს რამდენიმეჯერ განემარტა, რომ ნებაყოფლობით წარმოედგინა, მაგრამ ის არ იყო თანახმა და მისი თანხმობის გარეშე ამოიღო.
2018 წლის 23 ნოემბერს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მ-------------სგან ამოღებულია შავი ფერის ქურთუკი და სვიტერი სისხლისმაგვარი ლაქებით (ს.ფ. 24-26, ტ.1);
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 24 ნოემბრის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მ-------------ს მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება-ამოღება ცნობილია კანონიერად (ს.ფ. 30-31, ტ.1);
2018 წლის 23 ნოემბერს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მ-------------სგან ამოღებულია შავი ფერის პლასტმასის კორპუსის მქონე დაზიანებული სათვალე მოწითალო სისხლისმაგვარი ლაქებით (ს.ფ. 34-36, ტ.1);
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 24 ნოემბრის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მ-------------ს მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება-ამოღება ცნობილია კანონიერად (ს.ფ.40-41, ტ.1 )
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 14 ივნისის №0-------- ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით სადარბაზოს მეტლახის იატაკის ზედაპირიდან აღებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.№3) წარმოადგენს მდედრობითი სქესის ადამიანის სისხლს; პლასტმასისმაგვარ საგანზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.№7) წარმოადგენს მდედრობითი სქესის ადამიანის სისხლს და ობიექტი №3-ის პროფილის იდენტურია; მისაღებ ოთახში მდგარი სკამის ზედაპირიდან ამოღებულ ჯემპრზე არსებული ბიომასალის შერეულ გენეტიკურ პროფილში ვლინდება ა-----–---–---ს გენეტიკური თანამონაწილეობა; მ-------------სგან ამოღებულ სათვალეზე არსებული მოწითალო ფერის ლაქები წარმოადგენს მდედრობითი სქესის ადამიანის სისხლს და იდენტურია №3,7 გენეტიკური პროფილის; ობ №13-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირებს და ერთი წილი ობ.№3,7,11-ის პროფილის იდენტურია;
მოწმის სახით დაკითხული შ-----------–-----ის განმარტებით ირკვევა, რომ ჩაატარა ბიოლოგიური ექსპერტიზა და დაადგინა, რომ მ-------------სგან ამოღებულ სათვალეზე მოწითალო ფერის ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ-------------ს. ბინის კარის წინ სადარბაზოს მეტლახის იატაკიდან ამოღებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მდედრობით სქესის პირს, მ-------------ს ტანსაცმელზე არსებული სისხლი ეკუთვნის მ-------------ს, მ-------------ს ბინის მისაღები ოთახიდან ამოღებულ ჯემპრზე არსებული ბიომასალის შერეულ გენეტიკურ პროფილში ვლინდება ა-----–---–---ს გენეტიკური თანამონაწილეობა.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 29 მარტის №4-------- ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ ქ--------------------------------------------------ში მდებარე მ-------------ს საცხოვრებელი ბინა №30-ის შესასვლელი კარის წინ ლამინირებული იატაკის ზედაპირიდან, ასევე მისაღებ ოთახში არსებულ დივანსა და სავარძელს შორის ლამინირებული იატაკის ზედაპირიდან, საძინებელ ოთახში ლამინირებული იატაკის ზედაპირიდან და ერთი ცალი რუხი ფერის უმკლავო მაისურიდან, ორი ცალი ფეხსაცმლის შავი ფერის ჩასაფენი ნაჭრიდან სუნის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ა-----–---–---ს პირადი საწოლის თეთრეულიდან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
მოწმის სახით დაკითხული გ-----------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2019 წლის 29 მარტს ჩაატარა ოდოროლოგიური ექსპერტიზა, გამოსაკვლევად წარედგინა სუნის კვალის ნიმუში სამ პაკეტად და ნივთები, სუნის კვალის ნიმუშები მოათავსა ოდოროლოგიური ექსპერტიზის განყოფილების ლაბორატორიაში არსებულ კონტეინერში და სამჯერ სპეციალური ძაღლების მეშვეობით მოხდა ა-----–---–---ს პირადი საწოლის თეთრეულიდან და მისი კუთვნილი ნივთებიდან აღებული სუნის კვალის ნიმუშების შედარება, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშებთან და გაიცა დასკვნა, რომ შემთხვევის ადგილიდან, მ-------------ს საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარის წინ ლამინირებული იატაკი ზედაპირიდან, ასევე მისაღებ ოთახში დივანსა და სავარძელს შორის იატაკის ზედაპირიდან, საძინებელ ოთახში იატაკის ზედაპირიდან და ერთი ცალი რუხი ფერის უმკლავო მაისურიდან, ორი ცალი ფეხსაცმლის შავი ფერის ჩასაფენი ნაჭრიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ ა-----–---–---ს პირადი საწოლის თეთრეულიდან აღებული სუნის კვალის ნიმუშის (ს.ფ 129-132. ტ.3)
ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მითითებულია, რასაც სააპელაციო სასამართლოც ეთანხმება, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა-----–---–---მ მ-------------ს მიმართ განახორციელა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ ა-----–---–--- მ-------------ს საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შევიდა, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ, ვინაიდან არ იყო გამოხატული მფლობელის ნება-სურვილი, ნებართვა, აღნიშნულიდან გამომდინარე დაირღვა მ-------------ს, ბინის მფლობელის ხელშეუხებლობა, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული დასაბუთება საფუძვლიანია და იგი უშუალოდ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 11 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში ა-----–---–---ს უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე, ვინაიდან, თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ საპროცესო ნორმათა სრული დაცვით მოპოვებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ა-----–---–---ს მიერ, მის მიმართ წარდგენილი ზემოაღნიშნული ბრალდების, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 11 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენა, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
სააპელაციო სასამართლო მხარეთა მოსმენისა და კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასამართლო განხილვით გამოკვლეული მტკივებულებების გააანალიზების შედეგად სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს რომ ა-----–---–---ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში დადგენილი არ არის ეჭვისგამომრიცხავი, უტყუარი მტიცებულებებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია, პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობისათვის, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.
საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშულის ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედებაში, პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში და მათი კანონიერი საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლაში ფიზიკური ძალადობით.
დაზარალებულ დ------------ს განმარტებით, ა-----–---–---ს დაკავების მიზნით, გამოცხადნენ მის საცხოვრებელ სახლში, ქ-----------–--–----ის ქუჩაზე, დააკაკუნა წინა კარებზე და უთხრა, რომ მოსული იყო მის დასაკავებლად, ა-----–---–---მ უპასუხა, რომ წინა კარები არ იღებოდა და უკანა კარებს გააღებდა, სადაც გ--------------- იდგა, თვითონაც გაემართა იქეთ, მარჯვენა მხრიდან მოუარა და ვიდრე კარებამდე მივიდოდა შიშველი გადმოხტა ფანჯრიდან, ყვიროდა, უხსნიდნენ, რისთვის იყვნენ მისული, მაგრამ არ ემორჩილებოდა მათ, უძალიანდებოდა, დაარტყა მუშტი, ა-----–-----------მ დაიყვირა, რომ ხელზე უკბინა, ხელ-ფეხს იქნევდა და სამივეს ურტყამდა, ასევე შემოახია მათ ტანსაცმელი, თვითონ შარვალი და ქურთუკი ჰქონდა გახეული, ისე ისტერიულად ყვიროდა და საოცარი სისწრაფით იქნევდა ხელ-ფეხს ვეღარ აკავებდნენ, გორაობდნენ ტალახში და ხელიდან უსხლტებოდა მათ, თან მშობლებიც ეხმარებოდნენ, დედა და და კიოდნენ, შემდეგ დედა გახდა ცუდად და სასწრაფო დახმარებას გამოუძახეს, ხოლო ა-----–---–--- დაუსხლტდა მათ და მეზობლის ეზოდან გაიქცა.
დაზარალებულ ა-----–-----------ს განმარტებით, 2018 წლის დეკემბრის თვეში მივიდნენ ა-----–---–---ს სახლში მის დასაკავებლად, დ------------მ წინა კარებზე დააკაკუნა და უთხრა, რომ მისი დაკავების მიზნით იყვნენ მისული, თვითონ და გ---------------მ გვერდიდან მოუარეს სახლს, ამ დროს ა-----–---–--- წინა ფანჯრიდან გადმოხტა, შეეცადნენ დაკავებას, მაგრამ ის იყო აგრესიული, ყვიროდა, ტალახში იყვნენ ამოსვრილი, ფეხი უცურდებოდათ და ეცემოდნენ. გ---------------ს შემოახია ტანსაცმელი, მას უკბინა თითზე და ყველას ურტყამდა, მეზობლები იდგნენ ჭიშკრის გარეთ, მშობლები ყვიროდნენ ცუდად არის გული აწუხებსო, მაგრამ ის გაიქცა.
ანალოგიური განმარტება მისცა სასამართლოს დაზარალებულმა გ---------------მ და განმარტა, რომ 2018 წლის 6 დეკემბერს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ა-----–---–---ს დაკავების მიზნით, დილის საათებში, გამოცხადნენ ქ-----------–---–----ის ქუჩაზე, განყოფილების უფროსი დ------------ მივიდა წინა კარებთან, დააკაკუნა და უთხრა, რომ მოსულები იყვნენ ა-----–---–---ს დასაკავებლად, ა----მ უპასუხა, რომ წინა კარი არ იღებოდა და უკანა კარებს გააღებდა, თვითონ იდგა უკანა კარებთან, ა-----–----------- სახლის გვერდით და დ------------მ სახლს მოუარა, რა დროსაც ა-----–-----------მ დაიძახა, რომ ა-----–---–--- ფანჯრიდან გადმოხტა, ა-----–მა დააკავა, მაგრამ დაუსხლტა, იყო არაადეკვატური, ყვიროდა, არ ემორჩილებოდა მათ სამივე ცდილობდნენ მის დაკავებას და დაწყნარებას, მაგრამ ურტყამდა მათ, შემოახია ტანსაცმელი, ა-----–-----------ს უკბინა თითზე და გორაობდნენ ტალახში, ამ ჭიდილში ა-----–---–--- მათ დაუსხლტდა, გადავიდა მეზობლის სახლში და გაიქცა.
მოწმე ლ-–-------ს განმარტებით, 2018 წლის 06 დეკემბერს მივიდნენ ა-----–---–---ს სახლში მისი დაკავების მიზნით, ის იდგა სახლის უკანა მხარეს ქუჩაში, დ------------, გ--------------- და ა-----–----------- ეზოში შევიდნენ, ცოტახანში მოესმა ხმაური და შევიდა სახლში, ხალხი იყო შეკრებილი, გ---------------ს ტანსაცმელი ჰქონდა შემოხეული, ა-----–-----------მ უჩვენა ა-----–---–---ს მიერ ნაკბენი თითი.
მოწმე ა-------------ს განმარტებით, 2018 წლის 06 დეკემბერს დილით ა-----–---–---ს სახლიდან მოესმა კივილი, ჩაირბინა ეზოში და ნახა შეხლა-შემოხლა ა-----–---–---ს და ვიღაც ორ პიროვნებას შორის, მას ეჭიდავებოდა მაღალი და ფიზიკურად ჩამოსხმული პიროვნება, მერე გაიგო, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ცდილობდნენ მის დაკავებას, ხოლო ა----ს უნდოდა თავის დაღწევა, მაგრამ არავისთვის დაურტყამს, შემდეგ ა-----–---–--- გახდა ცუდად და პოლიციელები შეეშვნენ, ამით ისარგებლა და გაიქცა.
მოწმე ზ--------------ს განმარტებით, ა-----–---–--- არის მისი მეზობელი, 2018 წლის 06 დეკემბერს დილით ყვირილსა და ხმაურზე მივიდა მის ეზოში და დაინახა, რომ ვიღაც ბიჭები ექაჩებოდნენ ა-----–---–---ს, მაგრამ მას არ უნახავს, რომ ა---- ურტყამდა იმ პირებს, ის იყო თვითონ გაშავებული, მეზობლებმა მიირბინეს, ა----ს დედა კიოდა, მალე წამოვიდა იქედან, რადგან სამსახურში ეჩქარებოდა.
მოწმე გ-----------ის განმარტებით, 2018 წლის 06 დეკემბერს დაიწყო გამოძიება პოლიციის თანამშრომელთა წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე და შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც დაზარალებულ ა-----– ს---------სგან ამოიღო ტანსაცმელი-ჯემპრი და ჯინსის შარვალი, რომელიც მას ეცვა შემთხვევის დღეს.
მოწმე ი-----–--------–-----მ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა 2018 წლის 20 დეკემბერს ბათუმის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამედიცინო ცენტრში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ა-----–---–---ს ბრალდებულის სახით დაკავება.
მოწმე მ-----–-–-----–--ს განმარტებით, ა-----–---–---ს მიმართ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და გამოკითხა დ------------, ლ-–------- და გ---------------, ამოიღო მათი კუთვნილი ტანსაცმელი და დანიშნა ტრასოლოგიური ექსპერტიზა, რის შემდეგ საქმე გადასცა სხვა გამომძიებელს.
მოწმე მ------------ის განმარტებით, მუშაობს ქუთაისის №2 დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ა-----–---–---ს საკნიდან ინსპექტორ-კონტროლიორებთან ერთად ამოიღო მისი კუთვნილი თეთრეული, ზეწარი, ბალიშის და საბნის პირი, ა-----–---–---ს რამდენიმეჯერ განემარტა, რომ ნებაყოფლობით წარმოედგინა, მაგრამ ის არ იყო თანახმა და მისი თანხმობის გარეშე ამოიღო.
2018 წლის 06 დეკემბერს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დ------------სგან ამოღებულია შავი ფერის ქურთუკი და ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი (ს.ფ. 151-153, ტ.1);
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 07 დეკემბრის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დ------------ს მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება-ამოღება ცნობილია კანონიერად (ს.ფ.157-160, ტ1);
2018 წლის 06 დეკემბერს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გ---------------სგან ამოღებულია ლურჯი ფერის პოლიციის ქურთუკი და ლურჯი ფერის ნაჭრის შარვალი (ს.ფ. 171-173, ტ.1);
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 07 დეკემბრის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გ---------------ს მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება-ამოღება ცნობილია კანონიერად (ს.ფ.177-178, ტ1);
2018 წლის 06 დეკემბერს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ა-----–-----------სგან ამოღებულია შავი ფერის ჯემპრი და ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი;
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 07 დეკემბრის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ა-----–-----------ს მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება-ამოღება ცნობილია კანონიერად (ს.ფ. 205-206, ტ1);
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე განჩინების საფუძველზე 2019 წლის 29 იანვარს ა-----–---–---ს მარჯვენა და მარცხენა ხელის მტევნიდან ექსპერტის მონაწილეობით აღებულია თმის ნიმუში ( ს.ფ 120-123, ტ.2);
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ განჩინების საფუძველზე 2019 წლის 30 იანვარს ქ.ქუთაისი, ხარებავას ქუჩა №85-ში მდებარე №2 პენიტენციური დაწესებულების №106-ე საკნიდან მ------------ის მიერ ამოღებულია ა-----–---–---ს ბალიშის პირი, საბნის პირი და ზეწარი;
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 14 ივნისის №0-------- ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ა-----– ს---------სგან ამოღებულ ჯემპრზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება ა-----–---–---ს ობ. №1,2 ობ №14, ობ.№25 და ობ №27 პროფილის მაჟორული წილისგან; დ------------სგან ამოღებულ შარვალზე არსებული გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება ა-----–---–---ს ობ. №1,2 ობ №14, ობ.№25 და ობ№27 პროფილის მაჟორული წილისგან; შარვალზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება ა-----–---–---ს ობ. №1,2 ობ №14, ობ.№25 და ობ №27 პროფილის მაჟორული წილისგან (ს.ფ 76-90, ტ. 4);
მოწმე მ-------------–--ის განმარტებით, დ------------ს ჩაუტარა სამედიცინო ექსპერტიზა, მაგრამ მას არ გააჩნდა მექანიკური დაზიანების ნიშნები და არც ა-----–-----------ს აღენიშნებოდა დაზიანება, მას, რომ ნაკბენი ჰქონოდა დაეტყობოდა.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო - კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 10 დეკემბრის №3----- და 2019 წლის 31 იანვრის №3---- ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით გ---------------ს ლურჯი ფერის უნიფორმა - ქურთუკზე არსებული დაზიანებები, მკლავის შეერთების ადგილას ნაკერი ძაფის გარღვევის და ჯიბესთან ქსოვილის გახევის სახით, თავისი ფორმით, წარმოქმნის მექანიზმით და განვითარების ხასიათით განვითარებულია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად და კარის საკეტი მექანიზმის სახელურებიდან ერთ-ერთი სახელურის კორპუსზე არსებული დაზიანებები წარმოქმნილია მექანიკური ძალის ზემოქმედებით, მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად, როგორიც შეიძლება იყოს ძალაყინი, სატეხი და სხვა (ს.ფ145-149, ტ1, ს.ფ. 182-186, ტ2);
მოწმე პ-----------------ს განმარტებით, 2018 წლის 10 დეკემბერს ჩაატარა ტრასოლოგიური ექსპერტიზა, გამოსაკვლევად წარედგინა ნივთიერი მტკიცებულება ორ პაკეტად, პოლიციის უნიფორმას - ქურთუკს აღენიშნებოდა დაზიანება ორივე მკლავის შეერთების ადგილას ნაკერი ძაფის გარღვევის სახით და ჯიბესთან დაზიანება გახევის სახით, რომელიც გამოწვეული იყო ფიზიკური ზემოქმედების შედეგად. 2019 წლის 30 იანვარს ასევე ჩაატარა ტრასოლოგიური ექსპერტიზა, ვიზუალურად და ხელსაწყოების გამოყენებით დაასკვნა, რომ კარის საკეტი მექანიზმის სახელურები დაზიანებული იყო ძლიერი ფიზიკური ზემოქმედების შედეგად, ძალაყინის, სატეხის და ა.შ გამოყენებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2015 წლის 01 ოქტომბრის ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განყოფილებაში მყოფი, საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი სამხარეოს მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი- გამომძიებელი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი დ--------------------------------- (პ/ნ 1----------) დაინიშნა საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი-გამომძიებლის თანამდებობაზე (ს.ფ 250, ტ1);
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2015 წლის 01 ოქტომბრის ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განყოფილებაში მყოფი, საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი სამხარეოს მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ- გამომძიებელი, პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი ლ-–------- (პ/ნ 6----------) დაინიშნა საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე (ს.ფ 251, ტ1);
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 17 დეკემბრის ბრძანებით ა-----–----------- (პ/ნ 6----------) დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად 2018 წლის 15 დეკემბრიდან (ს.ფ. 253, ტ1);
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 02 აგვისტოს ბრძანებით გ--------------- (პ/ნ 1----------) დაინიშნა საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად „პოლიციის კაპიტანი“-ს საშუალო სპეციალური წოდების მინიჭებით (ს.ფ 254-255, ტ1);
დაცვის მხარის ინიციატივით, მოწმის სახით დაკითხული ა-----–---–---ს მამა ა---------–-–---–--- თავის ჩვენებაში აღნიშნავს, რომ 2018 წლის 23 ნოემბერს დაურეკა მ-------------მ და შეთავაზა შერიგება, მაგრამ როდესაც მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები დაახვედრა, იქედან მისი შვილი წაიყვანა ავტოსადგურში და თბილისში გაამგზავრა, მისთვის უცნობია იმავე დღეს თუ როგორ აღმოჩნდა მ-------------ს ბინაში. 2018 წლის 06 დეკემბერს დაახლოებით 07:00 საათზე ყვირილის ხმამ გააღვიძა, ა---- ითხოვდა შველას, წინა ოთახში იწვა და გავიდა გარეთ, მისი შვილი მიწაზე იწვა და ორი უცნობი ახრჩობდა, ერთი ყელზე აწვებოდა, მეორეს გაკავებული ჰყავდა, მას წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა არ ჰქონდა, მეუღლის კივილზე მეზობლები შეიკრიბნენ, თხოვდა მათ არ დაეხრჩოთ, ა---- გახდა ცუდად, გაშავდა და ხელი გაუშვეს, მოსულიერდა და ლერმონტოვის ქუჩით წავიდა, მესამე იდგა ქუჩაში. შემდეგ თქვეს, რომ იყვნენ პოლიციელები, მოვიდნენ ა----ს გამოსაკითხად და არა დასაჭერად.
მოწმე გ---–-----------–----მ განმარტა, რომ 2018 წლის 06 დეკემბერს 07:00 საათზე საშინელმა ღრიალმა გამოაღვიძა და გავიდა აივანზე. დაინახა, რომ მისი შვილი-ა-----–---–--- ორ ბიჭს ჰყავდა გაკავებული, ერთი ყელში უჭერდა და ახრჩობდა, მას წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო, იყო გაშავებული, თვალები ჰქონდა გადმოკარკლული და თავი გადაგდებული, მეზობლები შემოვიდნენ, თხოვდნენ, რომ არ დაეხრჩოთ, მისი შვილი იყო ცუდად და თვითონაც ცუდად გახდა, რომ გამოეღვიძა სასწრაფო დახმარება ადგა თავზე.
მოწმე დ--–--–----ა-----–ავამ განმარტა, რომ 2018 წლის 06 დეკემბერს 07:00 საათზე მოესმა საშინელი კივილის ხმა და როცა შევიდა ა-----–---–---ს ეზოში, იგი ძირს ეგდო ტალახში და ორი მამაკაცი აწვა ზემოდან, ერთი მაღალი და ჩაფსკვნილი ყელში უჭერდა ხელს და ა---- წინააღმდეგობას არ უწევდა, იგი იხრჩობოდა, ა-----–---–---ს დედა კიოდა და თვითონაც დაიწყო კივილი, მეზობლები მოვიდნენ და თხოვდნენ გაეშვათ, მაგრამ მათაც ემუქრებოდნენ. ა---- თითქმის მკვდარი იყო. დედამისიც ცუდად იყო და სასწრაფოს გამოუძახეს, როდესაც ნახეს, რომ ა-----–---–--- ცუდად გახდა, ხელი გაუშვეს, ამ დროს ის ლერმონტოვის ქუჩით გაქცეულა.
მოწმე ზ---------------მ განმარტა, რომ დილით ხმაურმა და კივილმა გამოაღვიძა, გაიხედა, ხალხმრავლობა იყო ა-----–---–---ს სახლში, როდესაც მივიდა ორი უცხო მამაკაცი ამტკიცებდა, რომ ა----ს დასაჭერად არ იყვნენ მისულები, ის სხვა არაფერს შესწრებია.
მოწმე დ------------–--მ განმარტა, რომ ა-----–---–--- არის მისი მეზობელი, 2018 წლის 06 დეკემბერს გამოაღვიძა საშინელმა ყვირილმა, რომ მივიდა ა----ს ტანსაცმელი არ ეცვა, ქვევით იყო მოქცეული და წინააღმდეგობას ვერ უწევდა, ორ პირს ჰყავდა გაკავებული, ერთი ყელში უჭერდა, მეორე ხელებს უკავებდა, მესამე იდგა გარეთ. ა---- ყვიროდა, ის იყო ცუდად, გული მისდიოდა, თვალები გადმოეკარკლა, მათ შეეშინდათ და ხელი გაუშვეს, რა დროსაც იგი გაიქცა.
მოწმის სახით დაკითხული ა-----–---–---ს დის, ა---–---–---ს ჩვენებით, დილით 07:00 საათზე მოესმა ძმის განწირული ხმა, გავიდა აივანზე, ორი უცნობი პიროვნება ზედ აჯდა ა-----–---–---ს, ერთი იყო მაღალი და ზორბა, მეორე საშუალო ტანის, მესამე იდგა გარეთ. ა---- ეგდო ძირს, მამამისი თხოვდა მათ, რომ გაეშვათ, დედა კიოდა, თვითონაც დაიწყო კივილი და ეხვეწებოდა ძმა არ მოეკლათ. ა---- ცუდად გახდა, გალურჯდა და ვერ სუნთქავდა, მათ ხელი გაუშვეს და ეზოდან გავიდნენ, მაგრამ მესამემ დაუძახა ადგა და გაიქცაო, ის მაღალი დ------------ დაბრუნდა და დაედევნა.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას მასზედ, რომ ბრალდების და დაცვის მხარის მიერ ა-----–---–---ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში დაზარალებულთა ჩვენებები ეწინააღმდეგება მოწმეთა ჩვენებებს და თვით დაზარალებულთა ჩვენებებს შორისაც არსებობს გარკვეული ურთიერთგამომრიცხავი გარემოებები.
ბრალდების მხარე ა-----–---–---ს ედავება დაზარალებულებისთვის ფიზიკური ზიანის მიყენებას, თუმცა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დ------------ს, ა-----–-----------ს და გ---------------ს დაზიანებები არ აღენიშნებოდათ, დაზარალებულთა ჩვენებებით ბრალდებულმა სამივეს შემოახია ტანსაცმელი, ხოლო ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, მხოლოდ გ---------------სგან ამოღებულ სამსახურებრივ ქურთუკს აქვს დაზიანება მკლავის შეერთების ადგილას ნაკერის გარღვევის და ჯიბესთან მცირე ზომის გახევის სახით, მაგრამ ამ დაზიანებათა წარმოშობის მექანიზმის მხედველობაში მიღებით, იგი შესაძლებელია განვითარებულიყო დაკავების პროცესშიც, ყურადსაღებია, ასევე, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც.
როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითებს, დაზარალებულად ცნობილი პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებით, სამივე ცდილობდა ა-----–---–---ს დაკავებას, მაგრამ მან გაუწია წინააღმდეგობა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემოახია ტანსაცმელი, თითზე უკბინა ა-----–-----------ს, შემდეგ დაუსხლტათ ხელიდან და გაიქცა. ბრალდების მხარის დანარჩენ მოწმეთა და დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებით, მხოლოდ ორი პირი აკავებდა ა-----–---–---ს და მისი მხრიდან წინააღმდეგობას და ძალადობას ადგილი არ ჰქონია, მას არც ჰქონდა ამის შესაძლებლობა, რადგან ჰყავდათ გაკავებული და ერთ-ერთი ყელში უჭერდა, ა-----–---–--- იხრჩობოდა, გაშავდა და ვერ სუნთქავდა და მას ცუდად ყოფნის გამო გაუშვეს ხელი, რითაც ისარგებლა და გაიქცა, ანუ დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ პოლიციის მუშაკებმა ვერ შეძლეს სასამართლოს განჩინების შესრულება და ბრალდებულის სახით მისი დაკავება. ამასთან, პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის დასკვნას, რომ ა-----–---–---ს მხრიდან პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევას, რომელიც მიზნად ისახავდა მათი საქმიანობის შეწყვეტას და რასაც ახლდა ამ მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის სავალდებულო პირობა - ძალადობა, ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული. ხოლო, რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების კანონიერ განკარგულების ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას, ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას, წარმოადგენს არა სისხლის სამართლის წესით დასჯად, არამედ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას და იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას. აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიციის თანამშრომლებს თან არ გააჩნდათ მოსამართლის განჩინება პირის დაკავების შესახებ, ოქმის შესადგენად და საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარებისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, სააპელაციო პალატა მთლიანად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მითითებულ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს მხარეთა მიერ წარდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი ისეთი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადგენდა, რომ მსჯავრდებულმა ა-----–---–---მ ჩაიდინა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილითა გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რადგანაც, მხარეთა მიერ შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოსთვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, მსჯავრდებულის მიმართ, წარდგენილი აღნიშნული ბრალდება მხოლოდ ეჭვს ემყარება და ეს ეჭვი არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით წარდგენილ მტკიცებულებებათა ერთობლიობით, რაც ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის უარყოფის საფუძველია.
რაც შეეხება სასჯელს, ამ მიმართებით პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის პიროვნება და საქმის გარემოებები, ასევე, ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
დადგენილია, რომ ა-----–---–--- გასამართლებულია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19;150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 160-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ა-----–---–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
ა-----–---–---ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების მიმართ სახეზეა მაკვალიფიცირებელი გარემოება - დანაშაულის ჩადენა არაერთგზის, მაგრამ, საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 (ერთი) წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
შესაბამისად, სასჯელთან მიმართებით, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, იმას, რომ ა-----–---–--- საქმეზე ჩატარებული სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად თვლის გასაჩივრებული განაჩენით მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირებას, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა: ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის განაჩენში, სასჯელის ნაწილში, უნდა შევიდეს მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-----------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.მსჯავრდებულ ა-----–---–---ს ინტერესების დამცველი ადვოკატის, დ---------------ს, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის განაჩენში, სასჯელის ნაწილში, შეტანილ იქნეს ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4.ა-----–---–--- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
5.ა-----–---–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;
6.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ა-----–---–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;
7.ა-----–---–---ს მიმართ სასჯელის ათვლა დაიწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 20 დეკემბრის 23:51 საათიდან;
8.ა-----–---–---ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა -გაუქმებულია;
9.ა-----–---–---ს განემარტოს, რომ მას, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
10.ნივთიერ მტკიცებულება საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი, ფეხსაცმლის ჩასაფენი ნაჭერი, კოვზი, პლასტმასისმაგვარი საგანი, ყურსასმენის გადანაჭერი, სავარძლის გადასაფარებელი ჭრელი ნაჭერი, ზეწარი და ა-----–---–---ს თმის ნიმუში, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული შავი ფერის ჯემპრი და ნაცრისფერი უმკლავო მაისური, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში -დაუბრუნდეს ა-----–---–---ს ოჯახს;
- მ-------------ს კუთვნილი შავი ფერის ქურთუკი, სვიტერი და დაზიანებული სათვალე, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს დაზარალებულ მ-------------ს;
- დ------------სგან ამოღებული შავი ფერის ქურთუკი და ჯინსის შარვალი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს დ------------ს;
- გ---------------სგან ამოღებული ლურჯი ფერის ქურთუკი და ნაჭრის შარვალი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს გ---------------ს;
- ა-----– ს---------სგან ამოღებული შავი ფერის ჯემპრი და ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში -დაუბრუნდეს ა-----–-----------ს;
- მ------------ისგან ამოღებული ა-----–---–---ს თეთრეული, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს ა-----–---–---ს ოჯახს.
11.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
12.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ლ.თედორაძე/
მოსამართლეები: /მ. გორგოძე/
/თ. სვანიძე/