განაჩენი

სისხლის სამართლის 14.11.2019
საქმის ნომერი
340100119003065364
ინსტანცია
თარიღი
14.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340100119003065364

№1ბ/1609-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 ნოემბერი 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე

სხდომის მდივანი: ნანა გიგიტაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ოთარ სამუნაშვილი

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ა-–---------- კ------ე

მსჯავრდებული: თ---------- ლ----–---–ი, დაბადებული: 1----–-–---------------ს, პირადი ნომერი: 4----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ყვ----–--------–----–----------------–--–--–---.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სხდომის სახე - ღია სასამართლო სხდომა.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

მხარეთა პოზიციები:

გურჯაანის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 26 ივლისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ---------- ლ----–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-–---------- კ------ემ და მოითხოვა, თ---------- ლ----–---–ის მიმართ, გურჯაანის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 26 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანით დანიშნული სასჯელის შემსუბუქება. აპელანტს მიაჩნია, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენი უსამართლოა სასჯელის ნაწილში. ვინაიდან თ---------- ლ----–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი უსამართლოდ მკაცრია, რის გამოც გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და თ---------- ლ----–---–ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს სამართლიანი განაჩენი, სასჯელის შემსუბუქებით.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა ბრალდების მხარემ და მოითხოვა, გურჯაანის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 26 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, მსჯავრდებულმა თ---------- ლ----–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-–---------- კ------ემ მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს დანიშნული სასჯელის შემცირება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ სამუნაშვილმა, მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა, თ---------- ლ----–---–ის მიმართ, გურჯაანის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 26 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:

თ---------- ლ----–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ–ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 15 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ყ-----–--------–----–----------------–-–--–---ში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა თ---------- ლ----–---–მა საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების გამო მუცლის არეში დაარტყა ხელი შვილს ს--------ი ლ----–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები თ---------- ლ----–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ კობა ძაგანიშვილის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ს--------ი ლ----–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მოწმეების: ნ----- ლ----–---–ის და გ------- დ---–-ს გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით და თავად მსჯავრდებულ თ---------- ლ----–---–ის აღიარებითი ინფორმაციით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, მსჯავრდებულ თ---------- ლ----–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ თ---------- ლ----–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ–ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

მსჯავრდებულ თ---------- ლ----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულთან, ჰყავს შვიდი შვილი, მათ შორის კმაყოფაზე მყოფი სამი არასრულწლოვანი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ თ---------- ლ----–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-–---------- კ------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, სასჯელის შემსუბუქების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და გურჯაანის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 26 ივლისის განაჩენში მსჯავრდებულ თ---------- ლ----–---–ის მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულს უნდა შეუმსუბუქდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელთა სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი თ---------- ლ----–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ასორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ თ---------- ლ----–---–ს უნდა შეუმსუბუქდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომა, ვინაიდან სასჯელის დანიშვნისას არ იქნა გათვალისწინებული მსჯავრდებულ თ---------- ლ----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი მთელი რიგი გარემოებები, კერძოდ: თ---------- ლ----–---–ს კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი, არ არის ნასამართლევი, მან როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ამას გარდა, პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ, დაზარალებულ ს--------ი ლ----–---–ის გამოკითხვის ოქმებს და განცხადებას, რომელთა მიხედვითაც, ძალადობის ფაქტი იყო პირველი შემთხვევა, მან აპატია მამას და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომა-განცდა ჩადენილი დანაშაულის გამო, ასევე ქმედების ჩადენის შემდგომ პირის ქცევა, რომ მან შეძლო დაზარალებულთან შერიგება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ სხვა გარემოებებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იყოს სასჯელის დანიშვნისას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მსჯავრდებულ თ---------- ლ----–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომა შეუმცირდეს ექვსი თვით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. რაც, პალატის დასკვნით, იქნება მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. ამასთან, სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა განმარტავს, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 26 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ თ---------- ლ----–---–ის მიმართ, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების კვალიფიკაციის თვალსაზრისით, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო განაჩენში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომის შემსუბუქების თვალსაზრისით.

 

შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ თ---------- ლ----–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-–---------- კ------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, სასჯელის შემსუბუქების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და გურჯაანის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 26 ივლისის განაჩენში მსჯავრდებულ თ---------- ლ----–---–ის მიმართ, უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლით, 297-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ თ---------- ლ----–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-–---------- კ------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 26 ივლისის განაჩენში თ---------- ლ----–---–ის მიმართ შევიდეს ცვლილება.

 

თ---------- ლ----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ თ---------- ლ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 26 ივლისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დროის პერიოდი - 2019 წლის 16 მაისიდან, 2019 წლის 05 ივლისის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულ თ---------- ლ----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე