განაჩენი

სისხლის სამართლის 20.11.2019
საქმის ნომერი
120100119003055195
ინსტანცია
თარიღი
20.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100119003055195

№1ბ/1683-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - მ-----ა ბ--–----ე, საქართველოს მოქალაქე, დაბადების თარიღი: 1----–-–---------------, პირადი ნომერი - 5----------, რეგისტრაციის მისამართი: ხ-–------------–----–----------------–-----------–---ი, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ა---––-------------–---–----------ში.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და ორი პირის მიმართ.

 

სასჯელი:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კახაბერ ლეკიშვილმა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ აღნიშნული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ვერ იქნება შემაკავებელი, ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სასჯელის მიზნებს. სასამართლომ არ გაითვალისწინა, დაზარალებულთა მდგომარეობა, მათ მიმართ არსებული დამამცირებელი მოპყრობა და ტკივილის განცდა, მ-----ა ბ--–----ის პოზოცია დაზარალებულთან შერიგების თაობაზე ვერ გადაწონის დამამძიმებელ გარემოებას, გათვალისწინებულს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლით. სასჯელი იმდენად ლმობიერია, რომ მსჯავრდებულს უქმნის დაუსჯელობის სინდრომს, მისთვის სტიმულის მიმცემი და წამახალისებელია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს მსჯავრდებულ მ-----ა ბ--–----ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ მ-----ა ბ--–----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ----------------ემ და მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

მ-----ა ბ--–----ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის და ორი პირის მიმართ. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 07 მაისს დაახლოებით 19:00 საათზე, არასრულწლოვან 2010 წლის 10 დეკემბერს დაბადებული შვილის ქ---- ბ--–----ისათვის შენიშვნის მიცემით გაღიზიანებულმა, ქ. ა---––-------------–---–----------------ში დროებით მცხოვრებმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მ-----ა ბ--–----ემ არასრულწლოვან შვილს ქ---- ბ--–----ეს ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც ქ---- ბ--–----ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, დაიწყო ტირილი და წავიდა სახლიდან, არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტის შემსწრე ფ------ ლ-----ემ მეუღლეს მ-----ა ბ--–----ეს მოუწოდა დამშვიდებისა და მსგავსი ქმედებისაგან თავის შეკავებისაკენ, რის გამოც მ-----ა ბ--–----ემ მეუღლეს ასევე მიაყენა ჯერ სიტყვიერი, შემდგომ კი სახის არეში ხელის ერთხელ დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა, ძალადობრივი ქმედების შედეგად ფ------ ლ-----ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენით, მ-----ა ბ--–----ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი.

 

მსჯავრდებულ მ-----ა ბ--–----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დროის პერიოდი - 2019 წლის 08 მაისიდან 2019 წლის 16 მაისის ჩათვლით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მ-----ა ბ--–----ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ მ-----ა ბ--–----ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულების ფ------ ლ-----ის და ქ---- ბ--–----ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, მოწმეების: რ---- ლ-----ის, მ--–---- ბ--–----ის, თ-------- გ--------ის, ლ-–---------ის და გ-------– ხ-------–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით და თავად მსჯავრდებულ მ-----ა ბ--–----ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ მ-----ა ბ--–----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მ-----ა ბ--–----ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

მ-----ა ბ--–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, მ-----ა ბ--–----ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რომელთა სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი მ-----ა ბ--–----ეს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მ-----ა ბ--–----ეს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობითად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა ან თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლა, იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ამავდროულად საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ-----ა ბ--–----ე აცნობიერებს, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ დაზარალებული შეურიგდა და ითხოვა კანონით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება მსჯავრდებულის მიმართ, რაც მიუთითებს, რომ ბოლო ქმედების ჩადენიდან მ-----ა ბ--–----ის ყოფაქცევა შეიცვალა დადებითად და გახდა დაზარალებულების მხრიდან პატიების წინაპირობა. შესაბამისად პალატა თვლის, რომ არსებობს მ-----ა ბ--–----ის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, აპელანტის და სასამართლოს მითითება საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლით გათვალისწინებულ დამამძიმებელ გარემოებაზე, წარმოდგენილ საქმეზე მხედველობაში ვერ იქნება მიღებული, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი. მ-----ა ბ--–----ის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში კი, დანაშაული ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის მიმართ წარმოადგენს - მაკვალიფიცირებელ ნიშნებს, რის საფუძველზეც წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილით. ამასთან, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მ-----ა ბ--–----ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას დათვალისწინებული იქნა ქმედების განხორციელების სახე, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი და დანიშნული სასჯელის ვადა, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის გამოყენების გარეშეც, 1 წლით აღემატება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილით ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ზღვარს.

 

პალატას მიაჩნია, რომ მ-----ა ბ--–----ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის კახაბერ ლეკიშვილის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის კახაბერ ლეკიშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენი მ-----ა ბ--–----ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

მ-----ა ბ--–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ მ-----ა ბ--–----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დროის პერიოდი - 2019 წლის 08 მაისიდან 2019 წლის 16 მაისის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულ მ-----ა ბ--–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულ მ-----ა ბ--–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება გირაოს 4000 (ოთხი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად, გ------–----ისა (პ/ნ 0----------) და ს---------------–---ის (პ/ნ 0----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებაზე, მდებარე: ა-------------–----–----------------–----–----ა, ს.კ. 6-----------, დადებული ყადაღა გაუქმებულია.

 

საქართველოს სსკ–ის 66-ე მუხლისა და ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლების თანახმად, მსჯავრდებულ მ-----ა ბ--–----ის ქცევაზე კონტროლი დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ჯორბენაძე