განაჩენი

სისხლის სამართლის 20.11.2019
საქმის ნომერი
010100218700050617
ინსტანცია
თარიღი
20.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100218700050617

საქმე №1b/390-11

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

სა--რთველოს სახელით

 

31ოქტომბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი

მოსამართლეები: გია კახეთელიძე

ვეფხია ლომიძე

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ს--–---------------

ადვოკატის: მ-----------–---–--

მსჯავრდებულის: გ---------------–---–--

 

მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ---------------–---–-- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ-----------–---–-- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ---------------–---–-- მიმართ, დაბადებული 1----–-–----------------–-, სა--რთველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, მცხოვრები: ქ------–-----------------------------------–----------------------------- დანაშაული გათვალისწინებული სა--რთველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2005 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია); სა--რთველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), სა--რთველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), სა--რთველოს სსკ-ის 220-ე მუხლით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), საქრთველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით, სა--რთველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ„ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია);

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის სა--ლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 დეკემბრის განაჩენით, გ----------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ სა--რთველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2005 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია); სა--რთველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), სა--რთველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით(2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), სა--რთველოს სსკ-ის 220-ე მუხლით(2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), საქრთველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით, სა--რთველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ„ ქვეპუნქტებით(2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

- სა--რთველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2005 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

სა--რთველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 1.000.000(ერთი მილიონი)ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

- სა--რთველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე, 2(ორი)წლის ვადით ჩამოერთვა საწარმოო საქმიანობის უფლება;

- სა--რთველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2010 წლის 23 თებერვლიდან მოქმედი სსკ-ის 59-ე მუხლის 11ნაწილის თანახმად გაუნახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით.

- სა--რთველოს სსკ-ის 212 -ე მუხლის მუხლის მე-4 ნაწილით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 59-ე მუხლის 11ნაწილის თანახმად გაუნახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით.

სა--რთველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ამ მუხლით გ---------------–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

- სა--რთველოს სსკ-ის 220-ე მუხლით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2008 წლის 21 ნოემბრის ამნისტიის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 1(ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქრთველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2010 წლის 23 თებერვლიდან მოქმედი სსკ-ის 59-ე მუხლის 11ნაწილის თანახმად გაუნახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი)წლის ვადით.

- სა--რთველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ''ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2007 წლის 27 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ სა--რთველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად გაუნახევრდა და განესაზღვრა 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

სა--რთველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ გ---------------–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 22(ოცდაორი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე, 2(ორი)წლის ვადით ჩამოერთვა საწარმოო საქმიანობის უფლება და სა--რთველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 1.000.000(ერთი მილიონი)ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

სა--რთველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, გ---------------–---–- სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა, ქ.თბილისის კ--–----------–------- რაიონული სასამართლოს 2004 წლის 19 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე დაყადაღებული სს „----------- შენობაში განთავსებული ქონება: საწერი მაგიდა, კარადა, მაგიდაზე მისამაგრებელი ტუმბო, კომპიუტერის მონიტორი, კლავიატურა, ოთხი ცალი სკამი, რკინის სეიფი, სს „გ-------ის საცავში არსებული საწერი მაგიდა და 176 ცალი ინდივიდუალური სეიფი.

თბილისის სა--ლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 იანვრის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ სა--რთველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გ---------------–---–- გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელებისაგან და აღუდგა ჩამორთმეული სამეწარმეო საქმიანობის უფლება.

პირველი ინსტანციისა სასამართლოს განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

გ---------------–---–- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, ე.ი.ფულისთვის და სხვა ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემა, აგრეთვე უკანონო შემოსავლის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, ქონების ნამდვილი მესაკუთრის, მფლობელის და ქონებრივი უფლების დამალვა ჯგუფურად, არაერთგზის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (2005 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია);

- მანვე, ჩაიდინა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ესე იგი სამეწარმეო ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი და სხა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია(2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია);

- მანვე არაერთგზის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და გაფლანგვა(2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია);

- მანვე ჩაიდინა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და გაფლანგვა ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად, დიდი ოდენობით;

- მანვე ჩაიდინა დიდი ოდენობით ყალბი ფასიანი ქარალდების დამზადება და შენახვა, გასაღების მიზნით;

- მანვე ჩაიდინა ყალბი ფასიანი ქაღალდების დასამზადებლად საბეჭდი ფორმისა და ქაღალდის უკანონო დამზადება და შენახვა(2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია);

- მანვე, არაერთგზის ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის შტამპის, ბლანკის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია(2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია);

- მანვე, ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევას საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას ჩადენილი ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით(2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია);

გ---------------–---–-- ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2000 წელს ა--------------–---–-- სს კომერციულ ბანკ „----------- წილების ნომინალური ღირებულებით შესყიდვისა და ფულადი შენატანების განხორციელების გზით ხელში ჩაიგდო აღნიშნული ბანკის მართვის სადავეები, თავად გახდა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის მოადგილე, რის შემდეგაც განიზრახა აღნიშნული ბანკის გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებით, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი ფულადი სახსრების მითვისების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სხვა უკანონო ფინანსური ოპერაციების წარმოების მიზნით.

აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანისათვის ა--------------–---–--, ს.ს კ/ბ „--------–-- შექმნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი მისივე ოჯახის წევრების, კერძოდ, შვილების - ა-----–---------------------–---–----- მეუღლის -ნ-----------–---–-- შემადგენლობით. წლების განმავლობაში აღნიშნულმა ჯგუფმა სხვადასხვა დანაშაულის ჩადენაში ჩაითრია ბანკის სხვა თანამშრომლებიც. მოგვიანებით ა--------------–---–- გამოვიდა სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობიდან, თუმცა შვილები მოაწყო ბანკის ხელმძღვანელ პოსტებზე, მათ შორის გ---------------–---–- ჯერ სს კ/ბ „----------- საკორესპონდენტო ანგარიშების დეპარტამენტის უფროსად, შემდეგ ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილედ, ხოლო 2004 წლის 1 მარტიდან გენერალურ დირექტორად.

ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი საქმიანობის ძირითად მიმართულებად იქცა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ანუ ფულისათვის კანონიერი სახის მიცემა, უკანონო შემოსავლის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, ქონების ნამდვილი მესაკუთრის ან მფლობელის, ანდა ქონებრივი უფლებების დამალვა.

წლების განმავლობაში სხვადასხვა კომერციული ბანკებიდან და სამეწარმეო სუბიექტებიდან სს კ/ბ „----------- სხვადასხვა ანგარიშებზე გადმორიცხული ფულის გათეთრების მიზნით ორგანიზებული ჯგუფი მიმართავდა შემდეგ უკანონო ოპერაციებს: ახდენდა უცხოეთიდან გადმორიცხული თანხების მობილიზებას კონკრეტულ ანგარიშებზე, ზოგ შემთხვევაში ეს ხედბოდა თითქოსდა საწესდებო კაპიტალის შესავსებად, ხოლო შემდეგ ადგენდა ყალბ დოკუმენტაციას თითქოსდა საბანკო სესხების გაცემის თაობაზე. სინამდვილეში სესხები არ გაიცემოდა და არც ბრუნდებოდა უკან და ეს თანხები შესაბამის სუბიექტებს უკან უბრუნდებოდათ უკვე გარეცხილი სახით.

გარდა ამისა, ხდებოდა უცხოეთიდან გადმორიცხული თანხების მობილიზება ფიქტიური სამეწარმეო სუბიექტების ანგარიშებზე, სადაც ეს თანხები ნაწევრდებოდა, მიემართებოდა სრულიად გაურკვეველ, ძირითადად ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული სუბიექტების ანგარიშებზე, ასევე გაურკვეველი დანიშნულებით.

ფულის გათეთრების მიზნით სს კ/ბ „---------- ახორციელებდა ვალუტის კონვერტაციის ოპერაციებსაც. ამ მიზნის მისაღწევად დანაშაულებრივი ჯგუფი ახორციელებდა სს კ/ბ „----------------- აშკარა წამგებიან ფინანსურ გარიგებებს.

1. რუსეთის ფედერაციაში არსებული სს კ/ბ ,------------ კორესპოდენტი ბანკების ანგარიშებზე მობილიზებული თანხებისათვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, გ---------------–---–--ა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ წინასწარი შემუშავებული სქემის შესაბამისად, 2003 წლის 29 დეკემბერს, სს კ/ბ „----------- დამფუძნებლების “-----------------------–-----------------–-----------------–----- მიერ სა--რთველოს ეროვნულ ბანკში გადარიცხული იქნა 1.230.244 აშშ დოლარი თითქოსდა სს კ/ბ „-----------საწესდებო კაპიტალის შესავსებად. აღნიშნული თანხიდან 645.000 აშშ დოლარი ამ თანხების უკეთ შენიღბვის მიზნით გადატანილი იქნა სს „---------------ში არსებულ საკორესპონდენტო ანგარიშზე. ამის შემდეგ, 2004 წლის 9,12,14 იანვარსა და 4 თებერვალის საგადასახადო დავალებების შესაბამისად, ს.ს „---------------დან და სა--რთველოს ეროვნული ბანკიდან, რუსეთის „-----–----------–-- გახსნილ ს.ს კ/ბ „----------- საკორესპონდენტო ანგარიშზე გადარიცხული იქნა 1.222.000 აშშ დოლარი თითქოსდა საკორესპონდენტო ანგარიშის გასამაგრებლად. აღნიშნული თანხისათვის საბოლოოდ კანონიერი სახის მიცემის მიზნით, გ---------------–---–--ა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ გადაწყდა ს.ს კ/ბ „გ------–-- ყალბი საკრედიტო ხელშეკრულებების, აგრეთვე, ყალბი საგარანტიო წერილებისა და განცხადება-მოთხოვნების მომზადება 15 არარეზიდენტ იურიდიულ პირზე სესხების გაცემის შესახებ, რის გამოც აღნიშნული დოკუმენტები მათი მითითებით მომზადებული იქნა ს.ს კ/ბ „----------- გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის ი-------------------- და საკრედიტო დეპერტამენტის უფროსის მ------------------ მიერ მათ სარგებლობაში არსებული კომპიუტერების მეშვეობით. დასახელებულ დოკუმენტებზე გ---------------–---–-- მიერ შესრულებული იქნა არარეზიდენტი იურიდიული პირების ყალბი ხელმოწერები და დამოწმებული იქნა ამავე იურიდიული პირების ყალბი ბეჭდებით, რომლებსაც გ---------------–---–- ინახავდა მის სამუშაო ოთახში არსებულ სეიფში. იმავდროულად, გ---------------–---–--- შედიოდა რა ს.ს კ/ბ „----------- საკრედიტო კომიტეტის შემადგენლობაში, კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად ხელი მოაწერა ფიქტიურად შედგენილ საკრედიტო კომიტეტის სხდომის ოქმებს, თითქოსდა სესხის გაცემის საკითხი განიხილა და დადებითად გადაწყვიტა კომიტეტმა. აღნიშნული ყალბი დოკუმენტების მეშვეობით სესხის მიღების სურვილი თითქოსდა გამოთქვა 15 არარეზიდენტმა იურიდიულმა პირმა: „კ----–-------------------------------------––------–-----------–---------------–----–--–----------------––-------–--------------------------------------------––------–--------------------–-–--------------––------–---------------------------------------––------–-----------------------–-----–----------------––------–------------------–--–----------------------––------–-------------------------------–----------------––------–--------–--–-----–----–----------------––------–-----------------------–----------------––------–------------------–-----------–---------------------––------–-----------------------------------------––------–---------------------------------------––------–---------------------------------------------––------–-----------------------------------------მა 79.000 ასს დოლარის მიღებაზე.

აღნიშნული სესხების გაცემა სს კ/ბ „----------- ბუღალტერიაში ასახული იქნა ისე, რომ გ---------------–---–-ა და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს არ უფიქრიათ მოქმედი კანონმდებლობის ფორმალური დაცვაც კი და თხუთმეტივე შემთხვევაში კრედიტის გაცემა აჩვენეს კანონმდებლობით გათვალისწინებული რიგი აუცილებელი დოკუმენტების, კერძოდ, სესხების, ანგარიშების, საბალანსო, მოგება-ზარალის, ფულის მიმოქცევის უწყისებისა და ბიზნეს-გეგმის დართვის გარეშე. სს „----------- ბუღალტერიაში ნაჩვენები იქნა თითქოს აღნიშნული კრედიტები სრულად იქნა დაბრუნებული 2004 წლის მაისის თვეში, თუმცა საბუღალტრო დოკუმენტაციით არ ჩანს, თუ კონკრეტულად რომელი საკრედიტო დაწესებულების მეშვეობით იქნა დაბრუნებული სესხი.

სინამდვილეში არც ერთი აღნიშნული სესხი სს კ/ბ „----------- მიერ გაცემული არ ყოფილა, ყველა დოკუმენტაცია მათთან დაკავშირებით არის ყალბი და აღნიშნული ფინანსური მაქინაცია განხორციელდა ფულის გათეთრების მიზნით.

მსჯავრდებულ გ---------------–---–-- ქმედება ბრალდების ამ ეპიზოდში დაკვალიფიცირდა სა--რთველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2005 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია); სა--რთველოს სსკ-ის 220-ე მუხლით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), სა--რთველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია);

2. 2000-2004 წლებში სს კ/ბ „----------- საკორესპონდენტო ანგარიშებზე უცხოური ბანკებიდან და სხვა სამეწარმეო სუბიექტებიდან სისტემატურად ირიცხებოდა ათეული და ასეული მილიონობით თანხები უცხოურ ვალუტაში. ფულისათვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ხდებოდა ამ უკანასკნელთა მიერ შექმნილი ფიქტიური ფირმების, უცხოეთში, მათ შორის ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული ფირმების საბანკო ანგარიშებზე, სადაც მიმდინარეობდა თანხების დანაწევრება და მიმართვა სრულიად გაურკვეველი დანიშნულებით.

2004 წლის 1 იანვრიდან 2004 წლის 13 ივლისამდე პერიოდში რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებულმა შპს „----------------–------–----------------–-------------–---------–--- თითქოსადა უძრავი ქონების, ძირითადად ფასიანი ქაღალდების შესაძენად, სინამდვილეში კი თანხის ლეგალიზაციის მიზნით, აშშ-ს ა----------- შტატში რეგისტრირებულ კომპანია „------------------------------–---- სს კ/ბ „---------–-- გახსნილ საბანკო ანგარიშზე რუსეთის ფედერაციის ბანკ „--–------------–-- არსებულ სს კ/ბ „----------- საკორესპოდენტო ანგარიშის მეშვეობით ჩაურიცხა 2.095. 679.603 რუსული რუბლი.

გ---------------–---–-- ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით განახორციელა წინასწარი შეცნობით ფინანსურად წამგებიანი ოპერაცია, კერძოდ, კონვერტაცია გაუკეთა კომპანია „------------------------------–----------- ჩარიცხულ თანხას სულ 72.759.645 აშშ დოლარად, ისე, რომ კონვერტაციის შედეგად ს.ს კ/ბ „----------- განიცადა 53.166,69 ლარის ზარალი, ხოლო კონვერტირებული თანხა ს.ს კ/ბ „--------–-- დამზადებული „------------------------------–----- ყალბი ბეჭდით დამოწმებული საგადასახადო დავალების საფუძველზე ჩაურიცხა მისი და ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო საბანკო ოპერაციებისათვის საგანგებოდ შექმნილ ფიქტიურ სამეწარმეო ორგანიზაცისბს: შპს „ფ------ -ს 6.934.673 აშშ დოლარი და ს.ს „-----ს 65.824. 972 აშშ დოლარი.

უკანონო შემოსავლის წყაროს, მისი განთავსების, მოძრაობის და ქონების ნამდვილი მესაკუთრის დამალვის მიზნით გ---------------–---–--ა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ფიქტიურ ორგანიზაციებზე ჩარიცხული თანხები დანაწევრებული იქნა მცირე თანხებად და 2659 საგადასახადო დავალებით გაფორმებული იქნა მათი გადარიცხვა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში თითქოსდა სხვადასხვა პროდუქტების შესაძენად და გაწეული მომსახურებისათვის.

გადარიცხვების შესახებ საგადასახადო დავალებები მომზადებული იქნა სს კ/ბ „--------–-- და დამოწმებული იქნა შესაბამისად შპს „---------- და სს „-----ს მრგვალი ბეჭდებით, რომლებსაც უკანონოდ ფლობდნენ გ---------------–---–- და ორგანიზებული ჯგუფის წევრები.

მსჯავრდებულ გ---------------–---–-- ქმედება ბრალდების ამ ეპიზოდში დაკვალიფიცირდა სა--რთველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2005 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია); სა--რთველოს სსკ-ის 220-ე მუხლით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), სა--რთველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ'' ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია);

3. გ---------------–---–-- ბოროტად გამოიყენა რა სს კ/ბ „--------–-- გენერალური დირექტორის მოადგილის უფლებამოსილება რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებულ კომერციულ ბანკ „------–-------------- 2002 წლის 19 აპრილს და 2004 წლის 5 იანვარს გააფორმა საკორესპოდენტო ანგარიშის შესახებ ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმება ისე, რომ აღნიშნულ ბანკში არსებული საკორესპოდენტო ანგარიში საერთოდ არ აუსახავს სს „----------- ბალანსში. აღნიშნული საკორესპოდენტო ანგარიშის გამოყენებით გ---------------–---–-- სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ბანკის ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით მარტო 2004 წლის 5 იანვრიდან 20 იანვრამდე პერიოდში სს კ/ბ „--------–-- ბუღალტერიის გვერდის ავლით აწარმოა 22. 546.898 აშშ დოლარის გადარიცხვა, რითაც სს „---------- მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი გაწეული საბანკო მომსახურეობის საფასურის გადაუხდელობის გამო.

მსჯავრდებულ გ---------------–---–-- ქმედება ბრალდების ამ ეპიზოდში დაკვალიფიცირდა სა--რთველოს სსკ-ის 220-ე მუხლით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია).

4. ს.ს კ/ბ „---------- 2001 წლის ივლისიდან აწარმოებდა ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სატრანზიტო ანგარიშებზე ბიუჯეტის კუთვნილი მიწის გადასახადისა და საჯარო რეესტრის მოსაკრებლების თანხების მიღებას მათი სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვისათვის. აღნიშნული გარემოებით ისარგებლა გ---------------–---–-- და ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად განიზრახა სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მათი დავალებით, მთავარი ბუღალტერი მ--------------–---–-- მისი მოადგილე მ------------- და სპეციალისტი ც-–------------–---–- შემოსულ თანხებს, ნაცვლად ბიუჯეტისა, რიცხავდნენ სს კ/ბ „--------–-- გახსნილ „---------–------------------ საკორესპონდენტო ანგარიშზე. ამ გზით 2001-2003 წლებში „---------–------------------ საკორესპონდენტო ანგარიშზე გადატანილი იქნა 1.476.074 ლარი და 86 თეთრი. გ---------------–---–--ა და ორგანიზებული ჯგუფის წევრების დავალებით, მ----------------------------------–---- მიერ ეტაპობრივად მოხდა ამ თანხის გადატანა სავალუტო პოზიციის N------ ანგარიშზე კონვერტაციის მიზნით, ხოლო კონვერტირებული თანხა კვლავ გადაირიცხა სს „--------–-- უცხოურ ვალუტაში გახსნილ „---------–------------------ საკორესპოდენტო ანგარიშზე, რის შემდეგაც ნ-------------–---- მიერ ყალბი მემორიალური ორდერების გამოყენებით „---------–--------------------- აშშ დოლარებში კონვერტირებული ბიუჯეტის კუთვნილი თანხები სხვადასხვა დროს ჩაირიცხა გ---------------–-----------------------–---–---- და მათთან დაკავშირებული სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშებზე, საიდანაც გ---------------–---–-ა და ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ ხდებოდა დასახელებული თანხების გამოტანა ნაღდი ფულის სახით პირადი საჭიროებისათვის გამოყენების, არაოფიციალური ხელფასების გაცემისა და უკანონო გარიგებების მიზნით. აღნიშნულისათვის გ---------------–---–- თავისი პერსონალური კომპიუტერით აწარმოებდა ე.წ. „შავ ბუღალტერიას“, რომელშიც ასახავდა მისი და ორგანიზებული ჯგუფის მიერ მითვისებული თანხების ხარჯვას, მათ შორის, სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო საქმიანობისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ ჩ-------------- რესპუბლიკაში რეგისტრირებულ „---------–----------------- 2002 წლის 1 აგვისტოს გაუუქმდა საბანკო ლიცენზია, გ---------------–---–- ორგანიზებულ ჯგუფან ერთად ფლობდა რა „---------–------------------ ყალბ ბეჭედსა და ტიტულოვან ბლანკებს, მათი გამოყენებით, ამავე ბანკის სახელით 2003 წლის 19 სექტემბრამდე აგრძელებდა ზემოაღნიშნულ უკანონო ფინანსურ ოპერაცისებს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 2.919.882,58 ლარის ზიანი სანქცია-საურავების გათვალისწინებით.

მსჯავრდებულ გ---------------–---–-- ქმედება ბრალდების ამ ეპიზოდში დაკვალიფიცირდა სა--რთველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), სა--რთველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ„ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია);

5. გ---------------–---–--- სხვადასხვა უკანონო გარიგებების წარმოების მიზნით, ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად განიზრახა ყალბი ფასიანი ქაღალდების დამზადება, რისთვისაც შეიმუშავა შემდეგი მექანიზმი, კერძოდ, სს კ/ბ „--------–-- კომპიუტერის მეშვეობით დაამზადა შესაბამისი საბეჭდი ფორმა და ფასიანი ქაღალდებისათვის განკუთვნილი სპეციალური ქაღალდის ფორმატი, რომლებსაც ინახავდა სს კ/ბ „--------–-- მის სამუშაო ოთახში არსებულ სეიფში. აღნიშნული ყალბი საშუალებების გამოყენებით გ---------------–---–-- ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად დაამზადა 2000 წლის 15 დეკემბრით დათარიღებული „---------–------------------ უბრალო თამასუქები, რომლებიც თითქოსდა შეიძინეს ამავე ბანკიდან და მეტი დამაჯერებლობისათვის დაამოწმეს მითითებული ბანკის ყალბი ბეჭდით, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა სს კ/ბ „--------–-- თავის სამუშაო ოთახში განთავსებულ სეიფში. აღნიშნული წესით დამზადებული ფასიანი ქაღალდები გ---------------–---–-- შეინახა სს „--------–-- უკანონო გარიგებების წარმოებისა და გასაღების მიზნით.

გ---------------–---–-- ქმედება მსჯავრდების ამ ეპიზოდში დაკვალიფიცირდა სა--რთველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია).

გ---------------–---–--ა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სს კ/ბ „--------–-- დანაშაულებრივი საქმიანობის პროცესში სახელმწიფოსათვის მიყენებული იქნა მნიშვნელოვანი ზიანი 11.717.378,3 ლარის ოდენობით. საბოლოოდ, გ---------------–---–- „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ სა--რთველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით ბრალად დაედო 2.919.882,58 ლარის სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი.

6. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სხვა უკანონო გარიგებების მიზნით, გ---------------–---–-- ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ადგილას დაამზადა კომპანიების: „--------------------–--–-------------–-----------–--–--------------------–---------------------------------------------------------–-----------------------–-----------------------------------------------------------------------------------------–-----------–---------------–--–-----–----–--------------------------------------------------------–--------------–---------------–----–--–-------------------------–----------–-------------------------------–------------------------------–--–--------------------–-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–----------–-------- მრგვალი ბეჭდები და ამ კომპანიის წარმომადგენელთა ხელმოწერების ფაქსიმილიები. აღნიშნული ატრიბუტების გამოყენებით, სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო ქმდებების ჩადენის მიზნით გ---------------–---–-- ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად 2000-2004 წლებში დაამზადა ყალბი სასეხო ხელშეკრულებები, ბანკის საგარანტიო წერილები, სასესხო განაცხადები, საგადასახადო დავალებები და სხვა საფინანსო დოკუმენტები.

გ---------------–---–-- და დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ დამზადებული იქნა „---------–------------------ ტიტულიანი ბლანკები, რომელთა მეშვეობითაც და ამავე ბანკის მრგვალი ბეჭდის გამოყენებით ადგენდა ყალბ დოკუმენტებს უკანონო ფინანსური ოპერაციებისათვის.

გ---------------–---–-- ქმედება მსჯავრდების ამ ეპიზოდში დაკვალიფიცირდა სა--რთველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ'' ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია);

7. გ---------------–---–- 2003 წლის 24 მაისს 11:00 საათზე ძმასთან ა-----–--------–---–---- ერთად იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, ქ------–--–----------------------------------–---------------------------ში, რა დროსაც მათი ბინის კარზე დააკაკუნეს „--------------–------- მეანაბრეებმა. მათ სურდათ ა-----------------------–---–------ შეხვედრა და მოლაპარაკება მათი კუთვნილი თანხების ეტაპობროივად უკან დაბრუნების თაობაზე. გ------------------–--------–---–---- განიზრახეს დაერბიათ მათი ბინის კართან შეკრებილი მოქალაქეები, რა მიზნითაც კართან მდგომ მეანაბრეებს დაუწყეს ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა, რითაც გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა. ა-----–--------–---–- ხელის კვრით აიძულებდა მეანაბრეებს გასულიყვნენ სადარბაზოდან, ხოლო გ---------------–---–- მასზე შენახვის უფლებით განპიროვნებული ცეცხლსასროლი იარაღით „------–------ით ემუქრებოდა მეანაბრეებს, რის შემდეგაც გ---------------–---–--- საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან შეკრებილი მეანაბრეების შეშინების მიზნით, გაისროლა აღნიშნული იარღიდან. გ------------------–--------–---–---- ხულიგნური ქმედება გაგრძელდა დაახლოებით 20-30 წუთი, რა დროსაც დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი, მათი ძალადობის შედეგად, დაზარალებულებს: ა-----–-------------------------–---–----------------------------------–----------–-------------–---–----------–-------------------------------------–---–---------–--------------–---–-------–---–----------–---–- მიადგათ ფიზიკური და მორალური ზიანი.

გ---------------–---–-- ქმედება მსჯავრდების ამ ეპიზოდში დაკვალიფიცირდა საქრთველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით(2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია).

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ---------------–---–-- და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომლებმაც მოითხოვეს გამამატყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

აპელანტების მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, ბრალად წარდგენილ ვერც ერთ ეპიზოდში უტყუარად და პირდაპირ ვერ ადასტურებენ გ---------------–---–-- ბრალეულობას. სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასებები მისცა, როგორც ფაქტობრივ გარემოებებს ისე, მოწმეთა ჩვენებებს, რამაც განაპირობა გ---------------–---–-- მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ არსებითად განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, ერთობლიობაში შეაფასა როგორც სააპელაციო, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოებში გამოკვლეული, ასევე წინასწარი გამოძიებისას მოპოვებული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დგინდება, რომ ს.ს კ/ბ „---------- სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 1995 წლის 30 აპრილს, როგორც შპს კომერციული ბანკი „----------.

ქ.თბილისის დ---------------------- რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ივლისისN2/5-18 დადგენილებით, შეიცვალა შპს კომერციული ბანკი „----------- იურიდიული სტატუსი და ის გარდაიქმნა სს კ/ბ „-------------

ქ.თბილისის დ---------------------- რაიონული სასამართლოს 2004 წლის დადგენილების მიხედვით მოცემული თარიღისათვის გარდა ადგილობრივი ფიზიკური და იურიდიული პირებისა, საწესდებო კაპიტალის აქციათა მნიშვნელოვან რაოდენობას ფლობდნენ: „-----–-----------------–---------–-----------------–-----------------–---–---------------------------------–-----

გ---------------–---–- 2000 წლის 1 ივლისიდან 2001 წლის 1 ივლისამდე სს კ/ბ „--------–-- იკავებდა საკორესპონდენტო დეპარტემენტის უფროსის თანამდებობას, 2001 წლის 1 ივლისიდან 2002 წლის 24 იანვრამდე ამავე დეპარტამენტში სპეციალისტის თანამდებობას, 2002 წლის 24 იანვრიდან 2004 წლის 1 მარტამდე იყო სს კ/ბ „----------- გენერალური დირექტორის მოადგილე, ხოლო 2004 წლის 1 მარტიდან დაინიშნა ამავე ბანკის გენერალურ დირექტორად.

 

1. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის, ბლანკის დამზადება- გამოყენების ეპიზოდი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით გ---------------–---–- მსჯავრი დაედო ყალბი ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის, ბლანკის დამზადება-გამოყენებაში.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2004 წლის 21-22 ივლისს სს კ/ბ „----------- სერვერების და გენერალური დირექტორის ოთახიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა სხვადასხვა იურიდიული პირების ბეჭდები, შტამპები, ხელმოწერის ფაქსიმილიები. ასევე 15 არარეზიდენტ იურიდიულ პირებზე სესხის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ: სასესხო ხელშეკრულებები, საგარანტიო წერილები, სასესხო განაცხადები, თამასუქები და საგადასახადო დოკუმენტები. ბრალდების მხარე გ---------------–---–- სწორედ მათი ყალბად დამზადებასა და გამოყენებაში ედავება, რასაც თავის მხრივ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოც.

ბრალდების მხარე ამ ეპიზოდში ძირითადად ეყრდნობა ჩხრეკის შედეგად ამოღებულ საგნებსა და დოკუმენტებზე ჩატარებულ 2005 წლის 2 თებერვლის ტექნიკურ-კრიმინალისტიკური-ექსპერტიზის დასკვნას.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას მოცემულ ეპიზოდში გ---------------–---–-- ბრალეულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან არც პირველ და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში არ გამოკვლეულა თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მსჯავრდებულის ბრალეულობას.

პალატა განმარტავს, რომ ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებაში იგულისხმება როგორც ფიქციური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, ისე ნამდვილი ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის ნაწილობრივ შეცვლა-გაყალბება, მაგალითად, სხვის მაგივრად ხელის მოწერა, რიცხვის, ნომრის შეცვლა ციფრების გადაადგილებით.

2005 წლის 2 თებერვლის ტექნიკურ-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი შტამპები, ბეჭდები და ფაქსიმილიები დამზადებულია ფაბრიკული წარმოების წესის დაცვით. ასევე, იმ 15 არარეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებთან დაკავშირებით, რაც მსჯავრდებულს ცალკე ეპიზოდად აქვს წარდგენილი, მაგალითად, „-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------------––-------–-------------------–-–----------------------------–-------------------------------------------------------------------------------- საკრედიტო ხელშეკრულებებზე არსებული ბეჭდის ანაბეჭდები დატანილია შესაბამისი კორპორაციების ბეჭდებით, რომლებიც წარდგენილი იყო ექსპერტიზის წინაშე.

გარდა აღნიშნულისა, 15 საკრედიტო ხელშეკრულებაზე დატანილი ხელმოწერები, რომლებიც მოთავსებულია სასესხო განაცხადებზე, შესრულებულია შესაბამისი გვარების ფაქსიმილიებით, რომლებიც წარდგენილი იყო ნიმუშის სახით შესადარებლად. ამასთან, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ზოგიერთი კორპორაციის სასესხო განაცხადებებზე და სასესხო ხელშეკრულებებზე მოთავსებული ხელმოწერები ასევე 15 საკრედიტო ხელშეკრულებაზე მოთავსებული სს კ/ბ „----------- გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე „-------------- გვარით ხელმოწერები შესრულებულია საწერი საშუალებებით და არა ფაქსიმილიებით.

პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე ექსპერტიზაზე წარდგენილ “-----------------------------------------------------ის ბეჭდებზე, რადგანაც აღნიშნული კომპანიების ბეჭდების ყალბად გამოყენება გ---------------–---–- ბრალდების სხვა ეპიზოდებშიც აქვს წარდგენილი.

ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი 56 ვექსილზე არსებული ბეჭდის ანაბეჭდები დატანილია ერთი და იმავე ბეჭდით, კერძოდ “---------------------”-ის ბეჭდით, რომელიც ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო ნიმუშად. “---------------------”-ის კორპორაციის ბეჭდის ანაბეჭდები, რომელიც მოთავსებულია ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებზე, არ არის დატანილი “---------------------”-ის ბეჭდით, რომელიც წარმოდგენილია ექსპერტიზაზე ნიმუშებად. ასევე, 882 ცალ საგადასახადო დავალებებზე არსებული ბეჭდის ანაბეჭდები დატანილია ერთი და იმავე ბეჭდით, კერძოდ, “---------------------”-ის ბეჭდით, რომელიც წარდგენილი იყო ექსპერტიზაზე ნიმუშად.

რაც შეეხება, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ „----------------------ის ბეჭედს, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ვექსილებზე დატანილი ბეჭდები დატანილია ერთი და იმავე ბეჭედით, კერძოდ, „----------------------ის ბეჭდით, რომელიც წარმოდგენილი იყო ექსპერტიზაზე ნიმუშად.

რაც შეეხება ხელმოწერებს, რომლებიც მოთავსებულია ვექსილებზე, შესრულებულია საწერი საშუალებებით და არა ფაქსიმილიებით.

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული ექსპერტიზის დასკვნით, თავად ექსპერტიზაზე წარდგენილი ბეჭდების, ფაქსიმილიების და დოკუმენტებზე შესრულებული ხელმოწერების სიყალბის ფაქტი ვერ დგინდება, რომ არაფერი ვთქვათ, გ---------------–---–-- მიმართ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მოწმე ა--------------–---–-- აღნიშნულ ბეჭდებთან და ფაქსიმილეიბთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აღნიშნული საგნები ნამდვილად ინახებოდა მის სეიფში, რომელიც იდგა „---------–------------------ წარმომადგენლობის ოთახში, გასაღები ჰქონდა თავად მას და მის გარეშე ვერავინ გამოიყენებდა. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნული ბეჭდები და შტამპები ჩამოიტანა თავად ინვესტორმა და მისი დანიშნულება იყო ის, რომ აღნიშნულ კომპანიებთან საქმიანი ურთიერთობის გაგრძელების შემთხვევაში მომხდარიყო მათი გამოყენება დროის დაზოგვის მიზნით. ბეჭდების გამოყენების უფლება ინვესტორისაგან მხოლოდ მას ჰქონდა მინიჭებული. რაც შეეხება 15 არარეზიდენტ იურიდიულ პირზე სესხის გაცემის დამადასტურებელ დოკუმენტებზე არსებულ ხელმოწერებს, მოწმემ მიუთითა, თუ ვის მიერ არის შესრულებული ეს ხელმოწერები, მისთვის უცნობია, რადგანაც გამზადებული დოკუმენტაცია იგზავნებოდა კომპანიებთან და დაახლოებთ ორი კვირის განმავლობაში ხელმოწერილი უკან ბრუნდებოდა.

პალატა აღნიშნვს, რომ მოწმის ამ ჩვენების სანდოობასთან ან უტყუარობასთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს გარკვეული ეჭვი, თუმცა ბრალდების მხარის მიერ არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკციებულება, რომელიც გაა--რწყლებდა ამ ეჭვს.

გარდა იმისა, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში თავად მსჯავრდებულმა გ---------------–---–-- უარყო აღნიშნული ბეჭდების, შტამპების, ფაქსიმილიების და ოფიციალური დოკუმენტების მის მიერ გაყალბების ფაქტი, გამოძიების მიერ დადგენილი არ იქნა ჩხრეკის შედეგად ამოღებული ბეჭდები, შტამპები, ფაქსიმილიები, ბლანკები ნამდვილად ეკუთვნოდათ თუ არა ამ კომპანიებს, ან სად და რა გარემოებაში მოხდა მათი დამზადება, ან ნამდვილად დამზადბული იყო თუ არა ისინი სა--რთველოში. გ---------------–---–-- სად, როდის, რა ვითარებაში, უშუალოდ ან სხვისი მითითებით საერთოდ მოაწერა თუ არა ვინმეს მაგივრად ხელი დოკუმენტებს, ან როგორც ორგანიზებული ჯგუფის წევრი ფლობდა თუ არა თუნდაც ინფორმაციას ამ ჯგუფის რომელიმე წევრის მიერ მათი გაყალბების თაობაზე.

პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გ---------------–---–-- მიერ ყალბი ბეჭდის, შტამპის ან ოფიციალური დოკუმენტის გაყალბების მტკიცება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, ვერ იქნება გაზიარებული და, შესაბამისად, გ---------------–---–- სა--რთველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

2. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ეპიზოდი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ს.ს კ/ბ „--------–-- შექმნილი ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი საქმიანობის ძირითად მიმართულებად იქცა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ანუ ფულისათვის კანონიერი სახის მიცემა, უკანონო შემოსავლის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების მოძრაობის, ქონების ნამდვილი მესაკუთრის ან მფლობელის, ანდა ქონებრივი უფლებების დამალვა.

ბრალდების მიხედვით, რუსეთის ფედერაციაში არსებული სს კ/ბ ,------------ კორესპოდენტი ბანკების ანგარიშებზე მობილიზებული თანხებისათვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, გ---------------–---–--ა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2003 წლის 29 დეკემბერს, ს.ს კ/ბ „----------- დამფუძნებლების „-----------------------–-----------------–-----------------–----- მიერ სა--რთველოს ეროვნულ ბანკში გადარიცხული იქნა 1.230.244 აშშ დოლარი თითქოსდა სს კ/ბ „----------- საწესდებო კაპიტალის შესავსებად. აღნიშნული თანხიდან 645.000 აშშ დოლარი ამ თანხების უკეთ შენიღბვის მიზნით გადატანილი იქნა სს „---------------ში არსებულ საკორესპონდენტო ანგარიშზე, ხოლო ამის შემდეგ, ს.ს „---------------დან და სა--რთველოს ეროვნული ბანკიდან, რუსეთის „-----–----------–-- გახსნილ ს.ს კ/ბ „----------- საკორესპონდენტო ანგარიშზე გადარიცხული იქნა 1.222.000 აშშ დოლარი თითქოსდა საკორესპონდენტო ანგარიშის გასამაგრებლად. სინამდვილეში კი, ლეგალურ ბრუნვაში მოხვედრილი თანხა ისევ დაბრუნდა „-----–----------–-- არსებულ ს.ს კ/ბ „----------- საკორესპონდენტო ანგარიშზე. აღნიშნული თანხისათვის საბოლოოდ კანონიერი სახის მიცემის მიზნით, გ---------------–---–--ა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ გადაწყდა ს.ს კ/ბ „გ------–-- ყალბი საკრედიტო ხელშეკრულებების, აგრეთვე, ყალბი საგარანტიო წერილებისა და განცხადება-მოთხოვნების მომზადება 15 არარეზიდენტ იურიდიულ პირზე სესხების გაცემის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტები მათი მითითებით მომზადებული იქნა ს.ს კ/ბ „----------- გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის ი-------------------- და საკრედიტო დეპერტამენტის უფროსის მ------------------ მიერ მათ სარგებლობაში არსებული კომპიუტერების მეშვეობით. გ---------------–---–-- მიერ კი ამ დოკუმენტებზე შესრულებული იქნა არარეზიდენტი იურიდიული პირების ყალბი ხელმოწერები და დამოწმებული იქნა ამავე იურიდიული პირების ყალბი ბეჭდებით, რომლებსაც გ---------------–---–- ინახავდა მის სამუშაო ოთახში არსებულ სეიფში. ამავდროულად, გ---------------–---–--- შედიოდა რა ს.ს კ/ბ „----------- საკრედიტო კომიტეტის შემადგენლობაში, კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად ხელი მოაწერა ფიქტიურად შედგენილ საკრედიტო კომიტეტის სხდომის ოქმებს, თითქოსდა სესხის გაცემის საკითხი განიხილა და დადებითად გადაწყვიტა კომიტეტმა. რის შემდეგაც, თითქოს 15 არარეზიდენტ იურიდიულ პირზე(დასახელებები მითითებულია განაჩენის აღწერილობით ნაწილში) გაიცა სესხები. სინამდვილეში არც ერთი აღნიშნული სესხი სს კ/ბ „----------- მიერ გაცემული არ ყოფილა, ყველა დოკუმენტაცია მათთან დაკავშირებით არის ყალბი და აღნიშნული ფინანსური მაქინაცია განხორციელდა ფულის გათეთრების მიზნით.

პალატა აღნიშნავს, რო სა--რთველოს სსკ-ის 180-ე მუხლის, როგორც 2005 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი, ასევე, ახალი რედაქციის დისპოზიცია კატეგორიულად მოითხოვს იმ წინაპირობის არსებობას, რომ დადგინდეს, თანხა თუ სხვა შემოსავალი დამნაშაულებრივი გზით არის თუ არა მოპოვებული.

1990 წლის 8 ნოემბრის ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოთა მიერ მიღებული ,,დანაშაულებრივი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების გარეცხვის, გამოვლენის, დაყადაღებისა და კონფისკაციის შესახებ’’ კონვენციის (სტრასბურგის კონვენცია) პირველი მუხლის მიხედვით ,,შემოსავალი’’ ნიშნავს ნებისმიერ ეკონომიკურ სარგებელს, რომელიც შეძენილია დანაშაულებრივი გზით, ხოლო ,,------------------–----–--- ნიშნავს ნებისმიერ დანაშაულს, რომლის შედეგადაც წარმოიშვა შემოსავალი, რაც გარეცხვის (ლეგალიზაციის) საგანი შეიძლება იყოს. იგივე აზრია გატარებული გაეროს 2000 წლის 12 დეკემბრის ,,ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ’’ კონვენციაში, რომლის მიხედვითაც კონვენციის მიზნებისათვის დანაშაულით მიღებული შემოსავალი ნიშნავს რაიმე დანაშაულებრივი გზით პირდაპირ, ან არაპირდაპირ შეძენილ, ან მიღებულ ნებისმიერ ქონებას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებაში მითითებულია, რომ რუსეთის ფედერაციაში არსებულ სს კ/ბ ,------------- კორესპონტენტი ბანკების ანგარიშზე მობილიზებული თანხებისათვის კანონიერი სახის მიცემის გზით ,,ე----------------------–-------------------–---------------–----–---- მიერ სა--რთველოს ეროვნულ ბანკში გადარიცხული იქნა 1 230 244 აშშ დოლარი. გამოძიებას პირველ რიგში, უნდა დაედგინა სწორედ ამ თანხების დანაშაულებრივი გზით მოპოვების ფაქტი, უნდა ემსჯელა იმ ,,პრედიკატ დანაშაულზე“, რომლის მეშვეობითაც მიღებული იქნა ეს თანხები და ამის შემდეგ უკვე დასაბუთებული იქნებოდა მსჯელობა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში ,,პრედიკატ დანაშაულს“ წარმოადგენს სესხის გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაციის გაყალბება, ვინაიდან ზემოაღნიშნული თანხების დანაშაულებრივი გზით მოპოვების დამტკიცების შემთხევაში ,,გაყალბება’’, როგორც ქმედება, იქნებოდა უკვე ამ გზით მიღებული შემოსავლის ლეგალიზაციის ერთ-ერთი ხერხი და არა ,,პრედიკატი დანაშაული“.

ამასთან, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ სისხლის სამართლის საქმეში მოთავსებულია სს კ/ბ ,------------- აქციონერების (ინვესტორების) ,------------------------–------------------------–--–-----–-----------–------------- -ს სათანადო წესით დამტკიცებული სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის კ---–---------–-- ხელმოწერით დამოწმებული (ტომი 36; საქმის ფურცელი 138-195), რაც პალატის აზრით, მათ მიმართ რაიმე ეჭვის საფუძველს გამორიცხავს. ასევე, რუსეთის ფედერაციის ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან მიღებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ 2005 წლის 22 ნოემბრის ,,აღნიშნულ სამსახურს არ გააჩნია ინფორმაცია ,,პრედიკატული დანაშაულის“ შესახებ ცნობები სს კ/ბ ,------------- და სხვა პირთა შესახებ“.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხეხაში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, როგორც დანაშაულის შემადგენლობა, არ არსებობს.

რაც შეეხება გ---------------–---–-- ბრალდებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მათთან მსჯავრდებულის უშუალო კავშირს, ბრალდების მხარე ამ ეპიზოდში ეყრდნობა მოწმეების: ი------------------- და მ------------------ ჩვენებებს, ასევე, სა--რთველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამმართველოს 2004 წლის 27 სექტემბრის რევიზიის აქტს.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გამოქვეყნდა მოწმე ი------------------- მიერ გამოძიებასა და სასამართლოში მიცემული ჩევნებები. გამოძიებისათვის 2004 წლის 6 დეკემბერს მიცემულ ჩვენებაში მოწმე ი------------------- განმარტა, რომ 2000 წლიდან 2002 წლის თებერვლის ჩათვლით ასრულებდა სს კ/ბ ,------------- გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის ფუნქციებს, ხოლო 2002 წლის თებერვლის შემდეგ 2004 წლის მარტამდე ახორციელებდა გენერალური დირექტორის მოვალეობას. 2003 წლის ნოემბრის თვეში ა--------------–---–-- უთხრა, რომ არარეზიდენტ იურიდიულ პირებზე საჭირო იყო სესხის გაცემა და სესხის მიმღებ კომპანიებს რეკომენდაციას აძლევდნენ სს კ/ბ ,------------- არარეზიდენტი დამფუძნებლები. მანვე გადასცა აღნიშნული კომპანიების იურიდიული საბუთები და დაავალა შეედგინა სასესხო ხელშეკრულებები, განცხადებები სესხის გაცემაზე და საგარანტიო წერილები. განცახდებების ბლანკებს აკლდა 5-6 ფურცელი და მისივე მითითებით, დასახმარებლად მიმართა ა-----–--------–---–-- საბოლოოდ კი, ამ უკანასკნელისგან უარის მიღების შემდეგ დარჩენილი ბლანკები დაამზადა მ------------------- მოწმის განმარტებით, მან თავად გააკეთა საგარანტიო წერილების ნიმუშები და განცხადებები, ხოლო მ------------------ დაამზადა ხელშეკრულებები. რაც შეეხება სასესხო განხადებების, ხელშეკრულებების და საგარანტიო წერილების ტექსტები შესრულებული და ამობეჭდილი იქნა მ------------------ მიერ. მოწმის თქმით, სესხები ძირითად გაცემული იქნა ,,ზ---–------------------ რაც გამოწვეული იყო იმით, რომ მოხდა სს კ/ბ ,------------- საწესდებო კაპიტალის გაზრდა, ბანკის არარეზიდენტ დამფუძნებლებმა გაზარდეს საწესდებო კაპიტალი და თანხა ამერიკულ დოლარებში ჩარიცხეს სა--რთველოს ეროვნულ ბანკში სს კ/ბ ,------------- საკორესპონდენტო ანგარიშზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ა--------------–---–-ს მითითებით ამ ანგარიშებიდან თანხა გადაირიცხა ,,ზოლოსტ ბანკში’’ საკორესპონდენტო ანგარიშის გასამაგრებლად

მოწმე ჩვენებაში უთითებს, რომ სესხის გაცემისათვის ყველა საჭირო დოკუმენტაცია შეჰქონდა ა--------------–---–----- ხოლო 10-15 დღის შემდეგ შესაბამისი იურიდიული პირის ხელმოწერლი და ბეჭედ დასმული მას უკან უბრუნდებოდა.

2007 წლის 27 მარტის გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში ი------------------- იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა და მიუთითა, რომ, როდესაც სესხების გაცემასთან დაკავშირებით ა--------------–---–-- მისცა დავალება, იმ მომენტში ა--------------–---–-ს ოთახში იმყოფებოდა გ---------------–---–-, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩართული იყო ამ საკითხში, მით უმეტეს, რომ ის იყო საკრედიტო კომიტეტის წევრიც.

პირველი ინსტანციის სასამრთლოში ი------------------- ფაქტობრივად ანალოგიური ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ აღნიშნული სესხები გაიცა და 2004 წლისათვის უკვე დაფარული იყო.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გამოქვეყნდა მოწმე მ------------------ მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსა და გამოძიებაში მიცემული ჩევნებები. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე მ------------------ დაადასტურა მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩევნებები და განმარტა, რომ 2001 წლიდან მუშაობდა სს კ/ბ ,---------–---- ხოლო 2003 წლიდან დაინიშნა ამავე ბანკში საკრედიტო განყოფილების უფროსად. მის მოვალეობაში შედიოდა კლიენტებთან მომსახურება და კრედიტების გაცემა. 2004 წლის იანვრის თვეში მისმა უფროსმა ი------------------- უთხრა, რომ ა--------------–---–-სგან მოდიოდა დავალება და სესხები უნდა გაცემულიყო არარეზიდენტ იურიდიულ პირებზე. პირადად მან დაამზადა 15 არარეზიდენტ იურიდიულ პირზე სასესხო ხელშეკრულებები, განცახდებების ბლანკები და გადასცა მის უშუალო უფროსს, ი-------------------. რაც შეეხება ხელმოწერებსა და ბეჭდების დასმას აღნიშნულ დოკუმენტაციაზე, მას არ შეუსრულებია, მასთან უკვე ხელმოწერილი და ბეჭედ დასმული დოკუმენტაცია მიდიოდა. ამის შემდეგ კი კეთდებოდა განკარგულებები, რომლებსაც ხელს აწერდა ი------------------- როგორც მისთვის ცნობილია, სესხის გაცემა და დაფარვა თავისი პროცენტებით მოხდა დროულად. მოწმის განმარტებით, ამ საკითხებთან დაკავშირებით გ---------------–---–- მისთვის არანაირი დავალება არ მიუცია და მასთან შეხება არ ჰქონია.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მოწმე ა--------------–---–-- განაცხადა, რომ სა--რთველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ბანკებს ევალებოდათ, რომ საწესდებო კაპიტალი გაეზარდათ. რაც შეეხება თავად სს ბ/კ „----------- , საწესდებო კაპიტალი უნდა გაეზარდა 1 ივლისამდე-5 000.000 ლარამდე, შესაბამისად, ამ საკითხის გადასაწყვეტად უნდა მოძებნილიყო ინვესტორი. ბანკის პირველადმა დამფუძნებლებმა მას სთხოვეს ინვესტორის მოძიებაში დახმარება, რაც გააკეთა კიდეც. 15 არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გაცემულ სესხებთან დაკავშირებით ინვენსტიცია შემოვიდა 2003 წლის 29 დეკემბერს. ეს თანხა აშშ-ს ბანკებიდან გადმოირიცხა სა--რთველოს ეროვნულ ბანკში სს კ/ბ ,------------- საკორესპონდენტო ანგარიშზე, რომელიც უმოძრაოდ იდო ერთი თვის განმავლობაში და ვერც ინვესტორი და ვერც თავად სს კ/ბ ,------------ ვერანაირ მოგებას ვერ ნახულობდა. ვიდრე თანხა შემოვიდოდა ეროვნულ ბანკში, დამფუძნებლებმა მოახდინეს თავიანთი სადამფუძნებლო დოკუმენტაციის აპოსტილირება, რაც ხელმოწერილი იყო აშშ-ს სახელმწიფო მდივნის კ---–---------–-- მიერ. ეს საბუთები მოხდა ამერიკაში სა--რთველოს საელჩოში, საიდანაც გადმოიგზავნა სა--რთველოში და სს კ/ბ ,------------- ერთი ეგზემპლარი გადასცა ეროვნულ ბანკს, ხოლო მეორე ეგზემპლარი თავად დაიტოვა.

სესხის გამცემი იყო უშუალოდ ინვესტორი და მასთან გ---------------–---–- არანაირი შეხება არ ჰქონია. სა--რთველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გაკეთდა ყველა სახის დოკუმენტაცია, რაც იგზავნებოდა შესაბამის კომპანიებში და დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში უბრუნდებოდათ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული. საკრედიტო კომიტეტს, რომლის წევრი იყო გ---------------–---–- ფორმალურად შეეძლო დაებლოკა სესხის გაცემა, მაგრამ რეალურად ამას ვერ გააკეთებდა, ვინაიდან ეს ხდებოდა ინვესტორის მოთხოვნით და სესხის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი რეალურად არ არსებობდა. არარეზიდენტ იურიდიულ პირებზე სესხი გაიცა რეალურად და დროულად დაიფარა თავისი პროცენტებით, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც საქმეში მოიპოვება.

პალატა განმარტავს, იმ შემთხვევაში, როდესაც მოცემულ ეპიზოდში ბრალდების ძირითად არსს წარმოადგენს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რომელიც არ დასტურდება იმის გამო, რომ გამოძიებამ არ დაადგინა გადარიცხული თანხების დანაშაულებრივი გზით მოპოვების ფაქტი და „პრედიკატი დანაშაული“, სასამართლოს შესაფასებელი რჩება ის გარემოება, თუ რა კავშირი ჰქონდა მსჯავრდებულ გ---------------–---–- სესხების გაცემასთან, რომელიც როგორც ცალკე აღებული ქმედება, დანაშაულს არ წარმოადგენს.

ზემოაღნიშნული ჩვენებებიდან აშკარად დასტურდება, რომ 15 არარეზიდენტ იურიდიულ პირებზე სესხის გაცემასთან დაკავშირებით მხოლოდ ი------------------ მიუთითებს 2007 წლის 27 მარტის გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში, რომ, როდესაც ა--------------–---–-- მისცა დავალება სესხების გაცემასთან დაკავშირებით, გ-------– იქ იმყოფებოდა და საქმის კურსში იყო. თავად ოთახში ყოფნის ფაქტი რაიმე დანაშაულის ჩადენის დასადასტურებლად ვერ გამოდგება, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც თავად მსჯავრდებულიც არ უარყოფს იმას, რომ სესხების გაცემასთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო. რაც შეეხება უშუალოდ დოკუმენტაციის მომზადების პროცესს, ი------------------ მასში გ---------------–---–-- მონაწილეობაზე არც ერთ თავის ჩვენებაში არ მიუთითებს.

პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ საკამათო სიტყვაში მოწმე მ------------------ ჩვენების ისეთი სახით ინტერპრეტაციას, თითქოს მან ი-------------------გან იცოდა, რომ სესხების გაცემასთან დაკავშირებით დავალება მოდიოდა ა---------------------------–---–--------- რადგანაც მ------------------ საქმის წარმოების არც ერთ ეტაპზე ასეთი რამ არ განუცხადებია.

მოწმე მ------------------ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში საერთოდ გამორიცხა გ---------------–---–--გან რაიმე დავალების მიცემა და მისი ამ საკითხთან რაიმე კავშირი. პირიქით, მისი განმარტებით, მან იცოდა, რომ დავალება მოდიოდა ა--------------–---–-სგან.

რაც შეეხება ა--------------–---–-ს ჩვენებას იმასთან დაკავშირებით, რომ სესხის გაცემა მოხდა ინვესტორის ინიციატივით და აქედან გამომდინარე, ის ყველა შემთხევევაში უნდა გაცემულიყო, ამ ფაქტის საწინააღმდეგო მტკიცებულება ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.

გ---------------–---–--თვის წარდგენილ ბრალდებაში მითითებულია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებებზე, საგარანტიო წერილებზე და განცხადებებზე მის მიერ შესრულებული იქნა არარეზიდენტი იურიდიული პირების ყალბი ხელმოწერები და დაამოწმა ამავე პირების ყალბი ბეჭდებით.

პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო ინსტანციისა სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ საკამათო სიტყვაში დაფიქსირებულ პოზიციას თითქოს რევიზიის აქტით, მ------------------ და ი------------------- ჩვენებებით დადგენილია, რომ სესხების გაცემას წინ უძღვოდა გ---------------–---–-- მონაწილეობით ყალბი დოკუმენტაციისა და ასევე საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის შედგენა.

პალატა აღნიშნავს, რომ არც პირველ და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, არც ერთი მოწმე არ ადასტურებს ამ ფაქტს და არც რევიზიის აქტში არ არის ამის შესახებ მითითებული.

2005 წლის 2 თებერვლის ტექნიკურ - კრიმინალისტიკური ექსპერტიზის თანახმად, სასესხო განაცხადზე, საკრედიტო ხელშეკრულებებზე დატანილი ხელმოწერები, ზოგიერთ მათგანზე შესრულებულია ფაქსიმილიებით, რომელიც წარდგენილი იყო ექსპერტიზაზე ნიმუშის სახით, ხოლო ზოგზე და მათ შორის ,,--------------- გვარით შესრულებული იყო საწერი საშუალებით. რაც შეეხება ,------–------------------------------------ მიერ გაცემულ საგარანტიო წერილებზე, ,--------------- შემთხვევაში ,,---–------ გვარით ხელმოწერები და ბეჭდის ანაბეჭდები შესრულებულია კომპიუტერულ სკანერზე ფერადი პრინტერის გამოყენებით, ხოლო ,------–-------------- საგარანტიო წერილზე ხელმოწერები ,--------------- გვარით შესრულებულია საწერი საშუალებით.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ი------------------- თავის ჩევნებებში დაადასტურა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებებზე და განცხადებებზე თავად მოაწერა ხელი და არსად არ უთქვამს, რომ მის მაგივრად გ---------------–---–- აწერდა ხელს. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ეჭვს მაინც შექმნიდა, რომ გ---------------–---–-- ,--------------- მაგივრად მოაწერა ხელი, ან ,,---–------ გვარით შესრულებული ხელმოწერები და ბეჭდის ანაბეჭდები ფერადი პრინტერის გამოყენებით დაიტანა საგარანტიო წერილებზე.

რაც შეეხება მოცემულ ეპიზოდში ყალბი ბეჭდების გამოყენების ფაქტს, ამასთან დაკავშირებით, პალატამ უკვე იმსჯელა სა--რთველოს სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებაზე მსჯელობისას და დამატებით აღარ განმეორდება.

ბრალდების მხარე მოცემულ ეპიზოდში ეჭვქვეშ აყენებს ,-------------------------–------------------–------------------–------ მიერ სა--რთველოს ეროვნულ ბანკში გადმორიცხული თანხის მიზნობრიობას და მიუთითებს, რომ ეს თანხა თითქოსდა გადარიცხული იქნა სს კ/ბ ,------------- საწესდებო კაპიტალის შესავსებად.

ბრალდების მხარის მოწმე ი------------------ მის მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს თანხები განკუთვნილი იყო სს კ/ბ ,,----------’’ საწესდებო კაპიტალის გაზრდისათვის. ამასვე ადასტურებენ მოწმეები: მ--------------–---–------------–---–-------

გამოძიების მსვლელობის დროს დაცვის მხარემ აღნიშნული ინფორმაციის მიღების მიზნით მიმართა ეროვნულ ბანკს, რაც არ დაკმაყოფილდა იმ მიზეზით, რომ საჭირო იყო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება, თუმცა სასამართლომაც თავის მხრივ არ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა.

მოწმე ა--------------–---–-ს ჩვენების მიხედვით, სწორედ ეროვნული ბანკის მოთხოვნა იყო საწესდებო კაპიტალის გაზრდა და გადმორიცხული თანხების ეროვნულ ბანკში განთავსება, სწორედ ამ მიზნებს ემსახურებოდა. ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც გაა--რწყლებდა ამ ინფორმაციას. შესაბამისად, ბრალდების ფორმულირებაში სიტყვა ,,თითქოსდა’’-ს გამოყენება დანაშაულის არსებობის აპრიორად ვერ გამოდგება.

ბრალდების მხარის მტკიცებით, სინამდვილეში სს კ/ბ ,----------’ მიერ სესხი გაცემული არ ყოფილა და ეს ფინანსური მაქინაცია განხორციელდა ფულის გათეთრების მიზნით.

პალატა აღნიშნავს, იმ ვითარებაში, როდესაც სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება სესხის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე, ბრალდების მხარის მოწმეები ადასტურებენ როგორც სესხის გაცემის, ისე დაფარვის ფაქტს, ამავე დროს, გამოძიების მიერ დადგენილი არ არის სეხის მიმღებმა იურიდიულმა პირებმა რეალურად მიიღეს და დაფარეს მათზე გაცემული სეხი, იმის მტკიცება, რომ სინამდვილეში სესხის გაცემას ადგილი არ ჰქონია, რეალურ საფუძველს მოკლებულია.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარემ საკამათო სიტყვაში ეჭვქვეშ დააყენა სესხის მიმღები კომპანიების არსებობის ფაქტი და ამის დასადასტურებლად ეყრდნობა 2004 წლის 27 სექტემბრის რევიზიის აქტს, რომლის მიხედვითაც თითქოსდა დასტურდება მაგალითად ,---------------------------- რეალურად არარსებობის ფაქტი, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. 2004 წლის 27 სექტემბრის რევიზიის აქტში აღწერილია როგორც სხვა კომპანიებზე და მათ შორის ,------------------------------ სესხის გაცემის, დაფარვის და სესხით სარგებლობის პროცენტის დაფარვასთან დაკავშირებით. რაც საერთოდ არ მიანიშნებს აღნიშნული კომპანიის რეალურად არ არსებობის ფაქტს.

პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების ამ ეპიზოდში რაც დასტურდება, არის ის ფაქტი, რომ სესხის გაცემის თანხმობაზე გაცემასთან დაკავშირებით ნამდვილად არ შემდგარა საკრედიტო კომიტეტის სხდომა.

პირველი ინსტანციის სასამრთლოში მოწმე მ------------------ განმარტა, რომ საკრედიტო კომიტეტის შემადგენლობნაში შედიოდნენ ი------------------, მ--------------–---–-- გ---------------–---–-, იურისტი რ-----------–----- და თავად. სესხის გაცემის საკითხთან დაკავშირებით რაეალურად კომიტეტის სხდომა არ შემდგარა, მან შეადგინა სხდომის ოქმი, სათითაოდ შეიტანა კომისიის წევრებთან, მათ შორის გ---------------–---–----- რომელმაც სხვების მსგავსად ოქმს ხელი მოაწერა. აღნიშნულ ფატქს ადასტურებენ მოწმეები: ი------------------------------------–---–- და თავად მსჯავრდებული.

პალატა აღნიშნავს ის ფაქტი, რომ რეალურად საკრედიტო კომიტეტი არ შემდგარა და შესაბამის ოქმზე ისე მოხდა ხელმოწერა, ფორმალურად შეიცავს სიყალბის ნიშნებს, თუმცა პალატის აზრით, იმის გათვალისწინებით, რომ სესხის გაცემის თაობაზე ინფორმირებული იყო კომიტეტის ყველა წევრი, მათ იცოდნენ, რომ სესხი აუცილებლად უნდა გაცემულიყო, შესაბამის ოქმებს რეალურად მათ მოაწერეს ხელი, ამასთან, ა--------------–---–-ს ჩვენების მიხედვით, სესხის გაცემაზე უარის თქმის რეალური მიზეზი არ არსებობდა, რადგან ეს იყო ინვესტორის მოთხოვნა (რასაც ვერ აბათილებს ბრალდების მხარე) და ამასთან, გამოძიებამ ვერ წარმოადგინა რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც უარყოფდა სესხის გაცემის ფაქტს, საკრედიტო კომიტეტის შეკრების გარეშე ოქმზე ხელის მოწერა ატარებს წმინდა ფორმალურ ხასიათს და თავისი დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, სისხლის სამართლებრივი კუთხით არ უნდა შეფასდეს.

ამავე ეპიზოდში გ---------------–---–- ბრალად წარდგენილი აქვს სა--რთველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, თუმცა ბრალდების ფორმულირებაში საერთოდ არ არის აღწერილი, თუ რაში გამოიხატა მისი მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სს კ/ბ „-----------’ ინტერესების საწინააღმდეგოდ, რა გამორჩენა მიიღო თავად, ან სხვას რა უპირატესობა მიანიჭა თავისი ქმედებით და რეალურად რა მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სს კ/ბ „-----------.

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ გ---------------–---–--ათვის მოცემულ ეპიზოდში წარდგენილი ბრალდებები დაუსაბუთებელია და იგი უნდა გამართლდეს.

 

3. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ყალბი ბეჭდის გამოყენების ეპიზოდი:

 

მსჯავრდებულ გ---------------–---–--ათვის ამ ეპიზოდში წარდგენილი ბარლდების მიხედვით, 2004 წლის 1 იანვრიდან 2004 წლის 13 ივლისამდე პერიოდში რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებულმა შპს „----------------–------–----------------–-------------–---------–--- თითქოსადა უძრავი ქონების, ძირითადად ფასიანი ქაღალდების შესაძენად, სინამდვილეში კი თანხის ლეგალიზაციის მიზნით, აშშ-ს ა----------- შტატში რეგისტრირებულ კომპანია „-------------------------------–---- სს კ/ბ „---------–-- გახსნილ საბანკო ანგარიშზე რუსეთის ფედერაციის ბანკ „--–------------–-- არსებულ სს „----------- საკორესპოდენტო ანგარიშის მეშვეობით ჩაურიცხა 2.095. 679.603 რუსული რუბლი.

გ---------------–---–-- ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით განახორციელა წინასწარი შეცნობით ფინანსურად წამგებიანი ოპერაცია, კერძოდ, კონვერტაცია გაუკეთა კომპანია „-------------------------------–----------- ჩარიცხულ თანხას სულ 72.759.645 აშშ დოლარად, ისე, რომ კონვერტაციის შედეგად ს.ს კ/ბ „----------- განიცადა 53.166,69 ლარის ზარალი, ხოლო კონვერტირებული თანხა ს.ს კ/ბ „--------–-- დამზადებული „------------------------------–----- ყალბი ბეჭდით დამოწმებული საგადასახადო დავალების საფუძველზე ჩაურიცხა მისი და ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო საბანკო ოპერაციებისათვის საგანგებოდ შექმნილ ფიქტიურ სამეწარმეო ორგანიზაციებს: „შპს „ფ------ -ს 6.934.673 აშშ დოლარი და ს.ს „-----ს 65.824. 972 აშშ დოლარი. ფიქტიურ ორგანიზაციებზე ჩარიცხული თანხები დანაწევრებული იქნა მცირე თანხებად და 2659 საგადასახადო დავალებით გაფორმებული იქნა მათი გადარიცხვა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში თითქოსდა სხვადასხვა პროდუქტების შესაძენად და გაწეული მომსახურებისათვის.

გადარიცხვების შესახებ საგადასახადო დავალებები მომზადებული იქნა სს კ/ბ „--------–-- და დამოწმებული იქნა შესაბამისად შპს „ფ------“-ს და სს „-----ს მრგვალი ბეჭდებით, რომლებსაც უკანონოდ ფლობდნენ გ---------------–---–- და ორგანიზებული ჯგუფის წევრები.

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ ეპიზოდში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით ანალოგიური ვითარებაა, კერძოდ, გამოძიების მიერ დადგენილი არ არის რუსული კომპანიებიდან სს კ/ბ ,------------- საკორესპონდენტო ანგარიშზე გადმორიცხული თანხის დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფაქტი და „პრედიკატი დანაშაული“.

პალატამ ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე იმსჯელა წინა ანალოგიური ეპიზოდის შეფასებისას და დამატებით აღარ განმეორდება.

ამდენად, სასამართლოს შესაფასებელი რჩება, რა შემხებლობაში იყო მსჯავრდებული გ---------------–---–- წინასწარი შეცნობით განხორციელებულ წამგებიან საფინანსო ოპერაციასთან - კონვენტაციასთან, ასევე შპს ,,ფ-------ზე და სს „ა--’’-ზე თანხების გადარიცხვასთან დაკავშირებით.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ ძირითადად ინფორმაცია მიიღო ამირან და არჩილ ქ------–---–----გან და მზია გ--------–---–------

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მოწმე ა--------------–---–-- განმარტა, რომ შპს ,,--------’-ს და სააქციო ,,ა--’’-ს ,,------------------------------–-------’ გაფორმებული ჰქონდა ე.წ. ,---------------- ხელშეკრულებები, რაც გულისხმობდა, რომ ორივე აღნიშნული კომპანია ამ ხელშეკრულებების საფუძველზე ,,------------------------------–----- მისი დავალებით უწევდა საბანკო მომსახურეობას, რაც საბანკო მომსახურეობის პრაქტიკაში ხშირია და არავითარ დარღვევას არ წარმოადგენს. მითითებული ხელშეკრულებები გამოძიების მიერ ამოღებული იქნა, თუმცა საქმეში არ მოიპოვება.

რაც შეეხება თითქოსდა წინასწარი შეცნობით წამგებიან კონვერტაციას, ასეთი მიდგომა არასწორია, რადგანაც ეს საფინანსო ოპერაცია უშუალოდ მიმდინარეობდა კლიენტის ,--------------------------------–-----’ თანხებით და არა ბანკის - ს.ს კ/ბ ,------------- თანხით. ს.ს კ/ბ „---------- ამაში იღებდა მხოლოდ ტარიფის გადასახადს. ამასთან, კონვერტაციის შედეგად მიღებული ზარალი ან მოგება შესაძლებელია დადგინდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც საპირისპირო კონვენტაციის ოპერაცია შესრულდება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. კონვერტაციის მექანიზმით რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა და მით უმეტეს, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, შეუძლებელია, ვინაიდან კონვერტაცია ბანკის ან ბირჟის მექანიზმის გამოყენებით ხდება.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე ა-----–--------–---–---

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მოწმე მ--------------–---–-- აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტა, რომ, როდესაც ბანკი ფულის კონვენტირებას აკეთებს, ასეთ შემთხვევაში ეს ხდება თავად კლიენტის ფულით. რაც შეეხება იმას, რომ თანხის კონვერტაციის დროს ბანკმა რა შემთხვეაში შეიძლება განიცადოს ზიანი, მოწმემ ვერ ახსნა.

პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მოწმე მ--------------–---–ს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია, ხოლო გამოძიებისათვის 2004 წლის 24 დეკემბერს ბრალდებულის სახით მიცემულ ჩვენებაში (ტ.5.ს.ფ.358) განმარტავს, რომ როგორც ყველა კომერციულ ბანკში ისე სს კ/ბ „--------–-–-- დადგენილი იყო მომსახურების ტარიფი და ამ ტარიფს ადგენდა დირექტორატი. 2002 წელს ტარიფი შეადგინა ა-----–--------–---–--. ის, როგორც მთავარი ბუღალტერი აკონტროლებდა იურიდიული პირების ანგარიშებიდან საკომისიოების ჩამოჭრის სისწორეს. ბანკ ,---–--------------- საკორესპონდენტო ანგარიშიდან წარმოებულ გადარიცხვებზე შპს ,,--------ს’’-ის და სს ,ა--“-ს მიერ წარმოებული თითოეული გადარიცხვიდან ნაცვლად 30 აშშ, ან 60 აშშ დოლარისა, როგორც ბანკის მომსახურეობის ტარიფი, ეწერებოდა მხოლოდ 20 აშშ დოლარი. მოწმის განმარტებით, ამ საკითხის გასარკევავდ შევიდა ა-----–--------–---–----, რომელმაც განუცხადა, რომ ბანკ ,,ე-–------------სთან’’ დაკავშირებულ სს ,,ა--“-ს და შპს ,,ფ------’’-ს ბრუნვებზე მომსახურეობის ტარიფი უნდა დარჩენილიყო ისევ 20 აშშ დოლარი.

ანალოგიური ჩვენება მისცა მ--------------–---–-- ა--------------–---–-ს სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესის განხილვისას, სადაც განმარტა, რომ ტარიფებთან დაკავშირებით ასევე საქმის კურსში იყო ა--------------–---–- და ასეთი სატარიფო მომსახურეობით ბანკი იღებდა ზარალს.

2004 წლის 7 დეკემბრის საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური რევიზიის აქტის მიხედვით დგინდება, რომ 2002 წლის 11 მარტიდან 2004 წლის 13 ივლისამდე რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებულ შპს ,,--------------ს, შპს ,,ალ-----------ს და შპს ,------------------–---ს მიერ შპს ,,კ-----------------------------–----’’ ანგარიშზე სულ გადარიცხულია 14.476. 97.7 565 რუსული რუბლი, რომლის კონვენტირებულმა თანხამ შეადგინა 472. 727. 779 აშშ დოლარი. ამ თანხებიდან ,,------------------------------–----- სს ,,ა--’’-სთვის გადარიცხული აქვს 303.303.310 აშშ დოლარი, ხოლო შპს ,,ფ------სათვის’’ 138.773 665 აშშ დოლარი, შესაბამისად, აღნიშნულმა კომპანიებმა თანხები გადარიცხეს სხვადასხვა ქვეყნებში. ეს საფინასო ოპერაცია განხორციელებულია ბანკ ,,ე-–------------ში’’ სს კ/ბ ,------------- საკორესპონდენტო ანგარიშიდან. სს კ/ბ „--------–-- მოქმედი საბანკო მომსახურეობის ტარიფების მიხედვით, ფულის გადარიცხვისათვის საკომისიო უცხოურ ვალუტაში 10 000 აშშ დოლარამდე შეადგენდა 30 აშშ დოლარს, ხოლო 10 000 აშშ დოლარზე ზევით 60 აშშ დოლარს. სს კ/ბ „----------- მიერ შპს ,,ა--“-სა და შპს ,,ფ-------ის ანგარიშებზე განხორციელებულ გადარიცხვების მომსახურებაზე გადახდილია შემცირებული ტარიფი, შესავბამისად, 2002-2004 წლებში გაწეული საბანკო მომსახურეობიდან სს კ/ბ ,,გ-------მა“ მიიღო 1. 229, 858,1 ლარის შემოსავალი, ანუ კონვერტირებული თანხის 0,013, მაშინ, როდესაც დადგენილი საბანკო მომსახურეობის ტარიფის მიხედვით უნდა მიეღო კონვერტირებული თანხის 0,2 პროცენტი. თავის მხრივ სს კ/ბ ,------------- რუსული რუბლის კონვერტაცია განახორციელა ბანკ ,,ე-–------------ში’’ და ამ საბანკო მომსახირეობაში გადაიხადა 1. 511. 218 ლარი, აქედან გამომდინარე, კონვერტაციის ოპერაციიდან სს კ/ბ ,,გ-------მა“ 2002-2004 წლებში მიიღო 281, 359,9 ლარის ზიანი.

წარდგენილი ბრალის მიხედვით, გ---------------–---–-- ინკრიმინირებული ქმედება მოიცავს 2004 წლის 1 იანვრიდან 2004 წლის 13 ივლისამდე პერიოდს, ხოლო ზარალი შეადგენს 53 166,69 ლარს. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ზემოაღნიშნულ აქტში მითითებულ პერიოდთან და ზარალთან დაკავშირებით აღნიშნული არ არის. ხოლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ 2004 წლის 27 სექტემბრის რევიზიის აქტს, ამ საკითხთან დაკავშირებით საერთოდ არ მსჯელობს.

სისხლის სამართლის საქმის მასალებით დასტურდება, რომ სს ,,ა--“-ს დამფუძნებლები იყვნენ ნ-----------–---–-- ა-----–--------–---–- და ნ--–------------- ხოლო დირექტორის უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა მ-------------–---–-- სამეთვალყურეო საბჭოში შედიოდნენ, ა-----–--------------------------–---–---- რაც შეეხება შპს ,,ფ-----ს’’ მისი დამფუძნებელი იყო ს--------------- რომელიც საწესდებო კაპიტალის 100% წილს ფლობდა და იმავდროულად, იყო საზოგადოების დირექტორი. ასევე 2000 წლის 2 ოქტომბრიდან მუშაობდა სს კ/ბ ,------------- ფასიანი ქაღალდებისა და ბლასტიკური ბარათების დეპარტამენტის უფროსად.

მოწმე ს-------------- გამოძიებისათვის 2004 წლის 3 აგვისტოს მიცემულ ჩვენებაში განმარტავს, რომ 2004 წლის სექტემბერში მისმა მეგობარმა ა--------------–---–-- შესთავაზა სამსახური ,---------–---- რაზედაც დაეთანხმა. შემდეგ დაინიშნა პლასტიკური ბარათებისა და ფასიანი ქაღალდების დეპარტამენტის უფროსად. ა--------------–---–-- დამფუძნებლის თხოვნით მას შესთავაზა საშუამავლო ფირმის დაფუძნება, რაზედაც დასთანხმდა. 2002 წელს მის საცხოვრებელ მისამართზე დარეგისტრირდა შპს ,,ფ------’’, რაშიდაც მას რეალურად მონაწილეობა არ მიუღია. რაც შეეხება საზოგადოების ბეჭედს, მას ის არ ჰქონია და გადასცა ა--------------–---–-- კომპანია რეალურად საქმიანობას არ ეწეოდა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მას შეუტანეს საგადასახადო დავალებები, სადაც ფიქსირდებოდა დიდი თანხების მოძრაობა. ა--------------–---–-- უთხრა, რომ საგადასახადო დავალებებზე ხელი მოეწერა, რაზეც არ დათანხმდა. შემდეგ აღნიშნულ დოკუმენტაციას დაარტყეს მისი ფაქსიმილიე. მას შპს ,,ფ------“-ს სახელით არავითარი გადარიცხვები არ უწარმოებია ,-------------------------------–------ დაკავშირებით გამომძიებლის მიერ დასმულ შეკითხვაზე, „რომ წარმოდგენილი ამონაწერებიდან დგინდებოდა ,,კადოგან ბიზნეს კორპორეიშენსა'' და შპს ,,ფ-----ს’’ შორის გადარიცხვების თაობაზე შეთანხმება, რაც გაფორმებული იყო ხელშეკრულებით და ვინ აწერდა ხელს ამ ხელშეკრულებას“, მოწმემ არ უარყო ასეთი ხელშეკრულების და მასზე მისი ხელმოწერის არსებობის ფაქტი.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ს--------------მ ანალოგიური ჩვენება მისცა და განმარტა, რომ ყველა დავალებას იღებდა ა--------------–---–-სგან. მისთვის უცნობი იყო კიდევ ვინ უნდა ყოფილიყო ამ საქმეში ა---------- ერთად. მოწმის განმარტებით, გ---------------–---–- დირექტორი იყო 2003-2004 წლებში, ა-------- მას ყველაფერი ჩააბარა, რომ ბანკირად გაზრდილიყო. გ----------- მას რაიმე დავალება არ მიუღია. მაგრამ გ------- აგრძელებდა იმას, რაც ა-------- დაიწყო. პირადად მას გ------- ქ------–---–---- ფინანსურად არანაირი შეხება არ ჰქონია.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მოწმე ს--------------მ შპს ,,ფ-----თან’’ დაკავშირებით ფაქტობრივად იგივე ჩვენება მისცა და განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოზე გ---------------–---–-- მიმართ მიცემული ჩვენება ,,რომ ის როგორც ოჯახის წევრი შეიძლება საქმის კურსში ყოფილიყო’’, იყო მისი ვარაუდი (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 16.04.19. 10:53:45). სინამდვილეში გ---------------–---–- შპს ,,ფ-----თან’’ არავითარი კავშირი არ ჰქონია და მასთან მხოლოდ ბანკის სამეურნეო საკითხთან ჰქონდა კომუნიკაცია. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მოწმემ ამავე ჩვენებაში დაადასტურა, რომ შპს ,,ფ------“-ს ბეჭედი თავიდან მასთან ინახებოდა, რასაც უარყოფდა წინა ჩვენებებში.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული ბრალდების ეპიზოდში მოწმეების: მ--------------–---–-ს და ს--------------- ჩვენებებით მსჯავრდებულ გ---------------–---–-- რაიმე სახით მონაწილეობის ფაქტი თანხების კონვერტანციის, საბანკო მომსახურებისათვის განკუთვნილ სატარიფო განაკვეთის შედგენის პროცესთან მიმართებაში, ასევე, სს ,,ა--“-ს და შპს ,,ფ------“-ს ანგარიშებზე წარმოებულ გადარიცხვებთან დაკავშირებით არ დასტურდება.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც უტყუარად და ეჭვის გამომრიცხავად დაადასტურებდა მსჯავრდებულ გ---------------–---–-- ბრალეულობას ბრალდების ამ ეპიზოდში, არ გამოკვლეულა. ასევე, საქმეში არ მოიპოვება ერთი მტკიცებულებაც კი, რომელიც დაადასტურებდა გ---------------–---–-- მხრიდან ,-------------------------------–------ ბეჭდის გამოყენების ფაქტს, ან თავად ამ ბეჭდის სიყალბეს, პალატამ უკვე იმსჯელა სა--რთველოს სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში და დამატებით აღარ განმეორდება.

რაც შეეხება ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ სს ,,ა--“-ს და შპს ,,ფ------“-ს ბეჭედს უკანონოდ ფლობდა გ---------------–---–- ორგანიზებულ ჯგუფის წევრებთან ერთად, აქ ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ბეჭედი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა სერვერების ოთახიდან და არა გ---------------–---–-- ოთახიდან, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მსჯავრდებულის მხრიდან ბეჭდის ფლობის ან გამოყენების ფაქტს, სასამართლოში არ გამოკვლეულა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნვეს, რომ მოცემულ ეპიზოდში გ---------------–---–-- მიმართ წარდგენილი ბრალდებები დაუსაბუთებელია, არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით და იგი უნდა გამართლდეს.

 

4.უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ეპიზოდი:

 

ბრალდების მხარის მტკიცებით, რასაც იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოც, გ---------------–---–-- ბოროტად გამოიყენა გენერალური დირექტორის უფლებამოსილება და რუსეთში რეგისტრირებულ კომერციულ ბანკ „------–-------------- 2002 წლის 19 აპრილს და 2004 წლის 5 იანვარს გააფორმა საკორესპონდენტო ანგარშის შესახებ ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმება ისე, რომ აღნიშნულ ბანკში არსებული საკორესპონდენტო ანგარიში საერთოდ არ ასახა სს კ/ბ „----------- ბალანსში და ბანკის ინტერესების საწინააღმდეგოდ 2004 წლის 5 იანვრიდან 20 იანვრამდე პერიოდში სს კ/ბ „----------- გვერდის ავლით აწარმოა 22.546.898. აშშ დოლარის გადარიცხვა, რითაც სს კ/ბ „---------- მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი გაწეული საბანკო მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო.

პალატა უპირველესად აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ როგორც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევისას, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული და გამძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებეით დგინდება - იმისათვის, რომ პირმა გახსნას საკორესპონდენტო ანგარიში, ამისათვის საჭირო იყო რამდენიმე აუცილებელი პირობის არსებობა. კერძოდ: ა) სახეზე უნდა ყოფილიყო მინიმუმ ორი პასუხისმგებელი პირის „ფაქსიმილიე“, რათა ბანკს, კონკრეტულ შემთხვევაში „აბსოლუტ ბანკს“ მიეღო საგადასახადო დავალებები და აქედან გამომდინარე, ერთი პირი ვერ აწარმოებდა გადარიცხვას. ბ) პირს საჭირო გადარიცხვების განხორციელებისათვის აუცილებლად უნდა ჰქონოდა ელექტრონული წვდომა, ანუ კავშირი ბანკის სერვერებთან. გ) პირს აუცილებლად უნდა ჰქონოდა წვდომა შიფრკოდებთან.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება გ------- ქ------–---–---- მიმართებაში ამ სამი ძირითადი გარემოების არსებობის ფაქტი.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმემ სს კ/ბ „----------- საკორესპონდენტო ანგარიშების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, მოწმე ნ-------------–---- აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უჩვენა, რომ საკორესპონდენტო ანგარიშებზე თანხების გადარიცხვისათვის საჭირო იყო „-------–-------------–-------------- აქედან ერთ-ერთის არ ქონის შემთხვევაში ან ელექტრონული წვდომის გარეშე გადარიცხვების განხორციელება შეუძლებელი იყო. მოწმემ კითხვაზე - გ---------------–---–- ჰქონდა თუ არა რომელიმე მათგანი, უპასუხა, რომ გ---------------–---–- მათთან წვდომა არ ჰქონდა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 16.04.19 11:54;47-11:55:59).

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ანალოგიური განმარტება მისცა ბრალდების მხარის მოწმემ სს კ/ბ „----------- მთავარი ბუღალტერის ყოფილმა მოადგილემ, მოწმე მ-------------მ.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გამოქვეყნდა სს კ/ბ „----------- გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილის ი------------------- პირველი ინსტანციის სასამართლოში და გამოძიებაში მიცემული ჩვენებები. როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმიდან ირკვევა მოწმეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვაც არ აქვს დასმული, ხოლო გამოძიებისათვის 2007 წლის 28 მარტს მიცემულ ჩვენებაში მოწმე უთითებს, რომ არ ახსოვს „------–-------------- დაკავშირებით რაიმე დოკუმენტზე ხელი აქვს თუ არა მოწერილი და 2004 წლის 5 იანვრის დამატებითი შეთანხმებიდან გამომდინარე გამოთქვამს მხოლოდ ვარაუდს გ---------------–---–-- „------–-------------- კავშირის თაობაზე.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სს კ/ბ „----------- ყოფილმა მთავარმა ბუღალტერმა, მოწმე მ--------------–---–-- დაადასტურა მის მიერ წინასწარ გამოძებაში მიცემული ჩვენება, საიდანაც დგინდება, რომ მისთვის უცნობია სს კ/ბ ,,გ-------ს’’ გახსნილი ჰქონდა თუ არა „------–---------–-- საკორესპონდენტო ანგარიში, ვინაიდან ასეთი სახის ანგარიში არ იყო ასახული სს კ/ბ „----------- ბალანსში. შესაბამისად, მისთვის უცნობია რაიმე საფინანსო ოპერაცია წარმოებდა თუ არა მითითებულ ანგარიშზე. მოწმე ჩვენებაში უთითებს, რომ უცხოურ ბანკებში ანგარიშის გახსნის დოკუმენტაციაზე ხელს აწერინებდა ა--------------–---–- და შემდეგ მეორე მხარის ხელმოწერის მიზნით იგზავნებოდა შესაბამის ბანკებში.

აღნშნული მოწმეების ჩვენებებიდან ნათლად ჩანს, რომ არც ერთი მოწმე პირდაპირ არ ადასტურებს გ---------------–---–-- კავშირს „------–--------------.

ამასთან, გამოძიების მიერ არ არის დადგენილი 2002 წლის 19 აპრილისათვის, ანუ ხელშეკურლების გაფორმების მომენტისათვის გ------- ქ------–---–- ფლობდა თუ არა საკორესპონდენტო ანგარიშის გახსნისათვის აუცილებელ ფაქსიმილიეს. უფრო მეტიც, სისხლის სამართლის საქმის მასალებში საერთოდ არ მოიპოვება „------–-------------- 2002 წლის 19 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება. შესაბამისად, სასამართლო ობიექტურად მოკლებულია შესაძლებლობას, რომ მტკიცებით ფორმაში ასაბუთოს გ---------------–---–-- მიერ აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ფაქტი.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიერ „------–--------------- გამოთხოვილი იქნა სს კ/ბ „----------- ყველა ვალუტაში არსებული საკორესპონდენტო ანგარიშის გახსნის დამადასტურებელი და ასევე ანგარიშებზე თანხის მიმოქცევის ამსახველი დოკუმენტაცია. საყურადღებოა, რომ არც გადმოგზავნილ დოკუმენტებში არ აღმოჩნდა 2004 წლის 19 აპრილის ხელშეკრულება.

სისხლის სამართლის საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბანკის სერვერების მართვა, რომლის გარეშეც გ---------------–---–- ვერ განახორციელებდა შესაბამის გადარიცხვებს, ჩაბარებული ჰქონდა კომპიუტერული და პროგრამული უზუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს - თ-------------------- ხოლო შიფრკოდები ინახებოდა სერვერების ოთახში და მათთან ჰქონდა თუ არა მსჯავრდებულს რაიმე წვდომა, დადგენილი არ არის.

გარდა ამისა, ბრალდების მხარე ვერ ადასტურებს გ---------------–---–-- აღნიშული ფინანსური ოპერაციიდან რა გამორჩენა მიიღო თავისთვის ან სხვას რა უპირატესობა მიანიჭა თავისი ქმედებით და რეალურად რაში გამოიხატა სს კ/ბ „----------------- მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი, რაც აუცილებელია სა--რთველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის არსებობისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გ---------------–---–-- მიმართ ამ ეოპიზოდში სა--რთველოს სსკ-ის 220-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება დაუსაბუთებელია, არ დასტურდება არც ერთი მტკიცებულებით და იგი უნდა გამართლდეს.

 

5. გასაღების მიზნით ყალბი ფასიანი ქაღალდების დამზადება-შენახვის ეპიზოდი:

 

ბრალდების მხარე მოცემულ ეპიზოდში გ---------------–---–- ედავება ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად განზრახ ყალბი ფასიანი ქაღალდების დამზადებას და შენახვას მისი გასაღების მიზნით, რისთვისაც მან შეიმუშავა მექანიზმი, კერძოდ, სს კ/ბ „--------–-- დაამზადა შესაბამისი საბეჭდი ფორმა და ფასიანი ქაღალდებისათვის განკუთვნილი სპეციალური ქაღალდის ფორმატი. აღნიშნული საშუალებების გამოყენებით კი დაამზადა 2000 წლის 15 დეკემბრით დათარიღებული „---------–------------------ უბრალო თამასუქები, რომლებიც თითქოს შეიძინა ამავე ბანკიდან და დაამოწმა ამავე ბანკის ყალბი ბეჭდით, რომელსაც ინახავდა თავის სამუშაო ოთახში.

პალატა აღნიშნავს, იმისათვის, რომ სასამართლომ დასაბუთებულად ამტკიცოს წარდგენილი ბრალდების მიხედვით ყველა შერაცხული ქმედების არსებობა, უნდა არსებობდეს სულ მცირე ორი ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულება მაინც, რასაც კონკრეტულ შეთხვევაში ადგილი არ აქვს.

ზოგადად, „---------–-------------------- დაკავშირებით სასამართლომ ინფორმაცია მიიღო მოწმე გ-----–---–------------ რომელიც წლების განმავლობაში იყო „---------–------------------ დირექტორის მოადგილე და სა--რთველოში ამ ბანკის წარმომადგენლობის დირექტორი.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მოწმე გ-----–---–------- დაადასტურა მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ ა--------------–---–- იცნობს 1998 წლიდან. 2000 წლის დეკემბრიდან 2004 წლის ივლისამდე ის მუშაობდა როგორც სს კ/ბ „--------–-- ასევე „---------–---------------–--- კერძოდ, სს კ/ბ „--------–-- ის იყო შიდა აუდიტის თანამდებობაზე, ხოლო შემედეგ ამავე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. რაც შეეხება „---------–----------------- , ამ ბანკში იყო დირექტორის მოადგილე, ხოლო შემდეგ, ამავე ბანკის წარმომადგენლობის დირექტორი. ორივე შემთხვევაში აღნიშნულ თანამდებობებზე ის დანიშნული იქნა ა--------------–---–-ს რეკომენდაციით. „---------–----------------“ რეგისტრირებული იყო ოფშორულ ზონაში ჩ-------------- რესპუბლიკაში. მას, როგორც დირექტორის მოადგილეს, ჰქონდა გარკვეული უფლებები, თუმცა ძირითადად ასრულებდა ა--------------–---–-ს მითითებებს და მთელ კორესპონდენციას მისგან იღებდა.

მოწმე გ-----–---–------- განმარტა, რომ 1998 წლის „თამასუქების შესახებ“ კანონის თანახმად, არ არსებობდა თამასუქისათვის რაიმე სპეციალური ფორმა. თამასუქი შეიძლება შედგენილიყო ჩვეულებრივ ქაღალდზე, მასში იწერებოდა შესაბამისი რეკვიზიტები და ჰქონდა წმინდა შეტყობინებითი ხასიათი. მოწმე პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავს, რომ ა--------------–---–- შეეძლო სხვა ბანკებიდან მიეღო თამასუქები ისე, რომ მას არ სცოდნოდა, ხოლო თუ ვინმე „---------–------------------ გარდა დაამზადებდა ასეთ თამასუქს, ჩაითვლებოდა გაყალბებულად. გ-----–---–------- არც გამოიძებისას, არც პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში ჩვენების მიცემისას არ უთქვამს, თუ რა კავშირი შეიძლება ჰქონოდა გ---------------–---–- აღნიშნული თამასუქების დამზადებასა და გამოყენებაში. ერთადერთი რაზედაც მან მიუთითა იყო ის, რომ მისი სამუშაო ოთახი განთავსებული იყო შენობის ბოლო სართულზე და სხვა თანამშრომლებთან ერთად მასთან ოთახში იჯდა გ---------------–---–-ც. მოწმის ჩვენების ეს ნაწილი შესაბამისობაში მოდის მოწმე ა--------------–---–-ს მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მიცემულ ჩვენებასთან.

სხვა მოწმე, რომელიც ირიბად მაინც დაადასტურებდა გ---------------–---–-- მონაწილეობას ყალბი თამასუქების დამზადებაში ან გამოყენებაში, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ა--------------–---–-ს ჩვენების მიხედვით მან „---------–----------------“ შეიძინა მისი დამფუძნებელი კომპანიების „-----–---------------------------------ს შესყიდვის გზით.

სისხლის სამართლის საქმის მასალებში მოთავსებულია „---------–------------------ სადამფუძნებლო დოკუმენტები, ლიცენზიის დედანი (ტომი 31, ს.ფ. 196), ასევე 2004 წლის 26 ივლისის დალუქული დოკუმენტების გასხნისა და დათვალიერების ოქმი, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ გამოძიების მიერ ამოღებული იქნა „-----–---------- ლეგალიზებული დოკუმენტები.

პალატის აზრით, აღნიშნული გარემოების და იმის გათვალისწინებით, რომ გ-----–---–------ „---------–---------------–--- როგორც დირექტორის მოადგილედ, ისე წარმომადგენლობის დირექტორად დანიშნული იყო ა-------------–---–-- რეკომენდაციით, არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა იმისა, რომ ყალბად მომხდარიყო თამასუქების დამზადება.

ამასთან, გამოძიებას „---------–---------------–-- არ გადაუმოწმებია ნამდვილად მათი დამზადებული იყო თუ არა აღნიშნული თამასუქები და ნამდვილად შეიძინა თუ არა ეს თამასუქები სს კ/ბ „-----------.

სისხლის სამართლის საქმეში მოთავსებულია (ტომი 32, ს.ფ. 219) 2000 წლის 15 დეკემბრით დათარიღებული „---------–------------------ უბრალო თამასუქი, რომელზეც არ არის მოთავსებული გიორიგ ქ------–---–-ს ხელმოწერა.

2005 წლის 9 თებერვლის ტექნიკურ-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამასუქებზე ხელმოწერები შესრულებულია საწერი საშუალებებით და არა ფაქსიმილიეთი.

ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება - შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა გ---------------–---–-- მიერ სხვის მაგივრად თამასუქზე შესრულებული ხელმოწერის ფაქტს. რაც შეეხება თამასუქზე დატანილ „---------–------------------ ბეჭედს პალატამ ამასთან დაკავშირებით უკვე იმსჯელა გ---------------–---–-- მიმართ სა--რთველოს სსკ-ის 362-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში და დამატებით აღარ განმეორდება.

ამდენად, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება გ---------------–---–-- მიერ სს კ/ბ „--------–-- კომპიუტერის მეშვეობით შესაბამისი საბეჭდი ფორმის და ფასიანი ქაღალდებისათვის განკუთვნილი სპეციალური ქაღალდის ფორმატის და ყალბი უბრალო თამასუქის დამზადება-შენახვის ფაქტი.

პალატა კიდევ ერთხელ იმეორებს რომ, როდესაც პირს ბრალი ედება ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად ჩადენილი ქმედებისათვის, ასეთ შემთხვევაში დადგენილი უნდა იყოს, თუ რაში გამოიხატა თავად ამ პირის ფუნქცია კონკრეტული ქმედების ჩადენისას ან ეს პირი ფლობდა თუ არა თუნდაც ინფორმაციას ჯგუფის სხვა წევრების მიერ ამ ქმედების ჩადენასთან დაკავშირებით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი არ არის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით გ---------------–---–-- მიერ სა--რთველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა არ დასტურდება და იგი ამ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

6. ხულიგნობის ეპიზოდი:

 

ბრალდების ამ ეპიზოდის მიხედვით, გ---------------–---–-- 2003 წლის 24 მაისს 11:00 საათზე ძმასთნ - ა-----–--------–---–---- ერთად განიზრახა დაერბიათ მათი საცხოვრებელი ბინის კართან შეკრებილი „--------------–------- მეანაბრეები. ბინის კართან მდგომ მეანაბრეებს დაუწყეს ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა, რითაც გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა. გ---------------–---–- მასზე შენახვის ულფებით განპიროვნებული ცეცხლსასროლი იარაღით „ბ----–--–-----ით ემუქრებოდა მეანაბრეებს, რის შემდეგაც მან საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან შეკრებილი მეანაბრეების შეშინების მიზნით გაისროლა აღნიშნული იარაღი.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა დ----------------–---–-- დაადასტურა მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენება და განაცხადა, რომ სს „------–-- შეტანილი ჰქონდა 3000 აშშ დოლარი და თვეში უნდა მიეღო 10%, მაგრამ არც დივიდენდები აუღია და არც თანხა დაუბრუნეს. ა--------------–---–- მეანაბრეებს პირდებოდა თანხის დაბრუნებას, მაგრამ არ დაუბრუნებია. ამიტომ თანხის დაბრუნების მოთხოვნის მიზნით, რამდენიმე მეანაბრე შეიკრიბა და 2003 წლის 24 მაისს მივიდნენ ქ. თბილისში, დ------------–- ა--------------–---–-ს საცხოვრებელ ბინასთან. ძირითადად ასაკოვანი ხალხი იყო შეკრებილი, რომლის ერთი ნაწილი დარჩა ეზოში, ხოლო ნაწილი სადარბაზოში შევიდა, ავიდნენ მე-2 სართულზე და ბინის შესასვლელ კარზე დაიწყეს კაკუნი. ცოტა ხანში გამოვიდა ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც აგრესიულად იყვნენ განწყობილნი. მათ თავად განაცხადეს, ვინც იყვნენ. გ---------------–---–-- ჯიბიდან ამოიღო ვერცხლისფერი იარაღი და ერთ-ერთ ქალბატონს შუბლზე მიადო, ხოლო იქვე მდგომ მამაკაცს ფეხი დაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიყენა. ძირითადად გ------- აყენებდა შეურაცხყოფას. დაზარალებულის განმარტებით, კართან შეკრებილი ხალხი ხელის კვირით ჩაყარეს კიბეებიდან. როდესაც ეზოში ჩავიდნენ, შემედეგ მეზობლებიც გამოვიდნენ. ამის შემდეგ, გ---------------–---–- გადმოდგა ფანჯრიდან და მათი მიმართულებით ისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან. მოწმის თქმით, ეს ქმედება გაგრძელდა დაახლოებით 20 წუთი.

საააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა ლ----------------- დაადასტურა ანალოგიური ფაქტობრივი გარემოება და დამატებით განმარტა, რომ ბინის კარზე ნამდვილად აკაკუნებდნენ, თუმცა მათი მხრიდან რაიმე შეურაცხყოფას ქ------–---–---- მიმართ ადგილი არ ჰქონია. გ------- ქ------–---–---- მიმართებაში, მოწმემ მიუთითა, რომ მან იარაღი ამოიღო და უთხრა გესვრიო, მაგრამ არ შეშინებია. ის პირველად იყო იმ დღეს მისული ქ------–---–---- სახლში და უნდოდა დალაპარაკება თანხის დაბრუნების თაობაზე. დაზარალებულის განამრტებით, მას შემდეგ, რაც ეზოში ჩავიდნენ, გაიგო გასროლის ხმა, აიხედა და დაინახა სილუეტი, რომელიც ტანსაცმლით მიამსგავსა გ---------------–---–-, შემდეგ კი თქვეს გ-------მ გაისროლაო.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში იგივე გარემოებებზე მიუთითა დაზარალებულმა რ-----------–---–------- რომელმაც განაცხადა, რომ მათი ქ------–---–------ მისვლის მიზეზი იყო ნორმალურად დალაპარაკებოდნენ ა--------------–---–- და მისგან გაეგოთ, თუ როდის დაუბრუნებდა მათ კუთვნილ თანხებს. როდესაც რკინის კარზე დააკაკუნეს, გამოვიდა ორივე ძმა, რომლებიც აგრესიულად იქცეოდნენ და დაიწყეს მათზე შეურაცხყოფის მიყენება. დაზარალებულის თქმით, მას ფეხი მოხვდა, მაგრამ არ ახსოვს, რომელმა დაარტყა - გ-------მ თუ ა-----მ. გ---------------–---–-- და მისმა ძმამ ხალხი კიბეებიდან ძალის გამოყენებით ჩაყარეს, რაც შეეხება იარაღის გასროლის ფაქტს, ვერ იხსენებს.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ასევე გამოქვეყნდა დაზარალებულების ა-----–--------------------------------------–----------–-------------–---–----------–---–----------–---–-- სასამართლოში და გამოძიებაში მიცემული ჩვენებები, რომლებიც ფაქტობრივად ანალოგიურად აღწერენ გ---------------–---–-- ქმედებებს შემთხვევის დღეს.

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მოცემულ ეპიზოდთან დაკავშირებით დაიკითხნენ დაცვის მხარის მოწმეები, რომლებიც რადიკალურად განსხვავებულად აღწერენ 2003 წლის 24 მაისს ქ------–---–---- საცხოვრებელ ბინასთან განვითარებულ მოვლენებს.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მოწმე ე---------------–---- დაადასტურა მის მიერ გამოძიებასა და პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებები და განაცხადა, რომ 2003 წლის 24 მაისისთვის ის ცხოვრობდა თავის ნათესავთან - ს-----–------–---–-------- რომელიც იყო ქ------–---–---- კარის მეზობელი. აღნიშნულ დღეს დაახლოებით 10-11 საათზე, როდესაც იმყოფებოდა სახლში, ეზოს მხრიდან შემოესმა ჩოჩქოლი, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ, მათ სართულზე კიბის უჯრედზე, შემოსასვლელ რკინის კარზე ბრახუნის ხმა. ჯერ ხის კარზე იყო ბრახუნის ხმა, ხოლო შემედეგ რკინის კარზე. შეკრებილი ხალხის მხრიდან იყო მუქარის შემცველი შეძახილები, ა--------------–---–- ემუქრებოდნენ შვილების მოკვლით. ქ------–---–------- სახლში იმყოფებოდა მხოლოდ ა----- და დედამისი - ნ-----------–---–-- რაც შეეხება გ---------------–---–-, ის მას არ უნახავს. მოწმის განმარტებით, ა----- ქ------–---–-- გააღო ბინის კარამდე მისასვლელი, კიბის უჯრედზე არსებული რკინის კარი, რომელსაც ურტყამდნენ სხვადასხვა საგნებს. კარის გაღებისას ვიღაც მამაკაცმა სცადა შემოსვლა, ფეხი მოიქნია და ა-----ს მოხვდა. რამდენადაც ახსოვს, მათთან ერთად იმყოფებოდა აგრეთვე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც იყო ბანკის თანამშრომელი. ე---------------–---- თქმით, მეანაბრეები ადრეც ყოფილან მოსულები, მაგრამ იმ დღეს განსაკუთრებით აგრესიულობით გამოირჩეოდნენ. ა-----–--------–---–- მათთან შესახვედრად რომ გავიდა, იმ დროს მის გვერდით იყო, იქვე იყო მისი ნათესავი ნ----------–---–- ა-----–--------–---–-- შეკრებილი ხალხის დაწყნარება ვერ შეძლო. მათი წასვლის შემდეგ ნახა, რომ რკინის კართან ეყარა ქვები, რკინის ნაჭრები, დამტვრეული იყო მურაბის ქილები, რომლებსაც ს-----–------–---–---- ინახვადა სადარბაზოში მდგარ სათავსოში. მას უშუალოდ არ უნახავს კონკრეტულად ვინ ურტყამდა რკინის კარს, მაგრამ რკინის და ასევე ხის კარსაც, რომელიც რკინის კარამდე იყო, დაზიანებები ეტყობოდა. როგორც შემდეგ გაიგო, უთქვამთ, რომ გ---------------–---–-- მხრიდან მოხდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან გ------- იმ მომენტში სახლში არ იმყოფებოდა.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მოწმე რ-------------- დაადასტურა მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ ის არის ქ------–---–---- მეზობელი, კერძოდ, ცხოვრობს მ-------------–---- ხოლო ქ------–---–--- ცხოვრობენ მ-------------–---- 2003 წლის 24 მაისს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც გაიგონა ხმაურის ხმა. როდესაც ფანჯრიდან გაიხედა, დაინახა, რომ მოდიოდა დაახლოებით 20-25 ადამიანი, რომლებსაც ხელში ეკავათ სხვადასხვა საგნები. იმუქრებოდნენ ქ------–---–---- მიმართ და ამ გზით ცდილობდნენ მათზე ზეწოლის განხორციელებას. ისინი ხამურით შემოვიდნენ სადარბაზოში, სადაც თავადაც გავიდა და ნახა, რომ ეს ხალხი იდგა ქ------–---–---- ბინის კართან მისასვლელ კიბეებზე. მოწმის განმარტებით, სადარბაზოში პირველ სართულზე არავინ ცხოვრობდა, შემდეგ იყო ტექნიკური სართული, ქ------–---–---- ბინის კარამდე იყო ხის ერთფრთიანი კარი, ხოლო შემდეგ რკინის ორფრთიანი კარი და სწორედ ამ რკინის კარში ცდილობდა შეკრებილი ხალხი შესვლას. სადარბაზოში შესულმა ხალხმა დაამტვრია ხის კარი, ასევე სათავსოებში არსებული ქილები, რომლებსაც ინახავდა ს-----–------–---–----. ისინი სხვადასხვა საგნებს ურტყამდნენ რკინის კარს. მან პირადად დაინახა, რომ ა-----–--------–---–- ცდილობდა მათ დაწყნარებას. აშკარად ჩანდა, რომ ა-----–--------–---–- ვერ აღიქვამდნე,ნ როგორც ქ------–---–---- ოჯახის წევრს. რაც შეეხება გ---------------–---–-, ის არ დაუნახავს. რ-------------- განმარტებით, ეს შემთხვევა არ იყო პირველი და ადრეც მართავდნენ მეანაბრეები აქციებს ქ------–---–---- სახლთან და მეზობლები აღნიშნული ვითარებით შეწუხებულები იყვნენ. შემდეგ მეზობლებმა ერთობლივი განცხადებით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრს და ითხოვდნენ შესაბამის რეაგირებას.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე თ---------------------- ასევე გამოქვეყნდა მოწმეების ო--------–--------------------–------–---–----- მიერ გამოძიებასა და სასამართლოში მიცემული ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ შემთხვევის დღეს ქ------–---–---- საცხოვრებელი ბინის კართან შეკრებილი ხალხის მხრიდან აგრესიული ქმედებების განხორციელების ფაქტებს.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მოწმე ა-----–--------–---–-- უჩვენა, რომ 2003 წლის 24 მაისს სახლში იყო და ეძინა. დაახლოებთ იქნებიდა 1100 საათი, როდესაც გააღვიძა ხმაურისა და ჩხუბის ხმამ. გავიდა სადარბაზოს უჯრედზე, სადაც ნახა მეზობელი ე---------------–--- და დედამისი ნ-----------–---–-- რომლებიც შეშინებულები იყვნენ. შეკრებილი ხალხი რკინის კარზე ურტყამდა ფეხებს და ლითონის საგნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მან დაურეკა ბანკის დაცვის თანამშრომელს გ------- პ-------–---–-- რომელიც მივიდა. როდესაც რკინის კარი გააღო, ერთ-ერთმა ფეხი მოიქნია და მას მოხვდა. მან გ------- პ-------–---–---- ერთად შეძლო შეკრებილი ხალხის კიბის უჯრედიდან ჩაყვანა. რაც შეეხება მის ძმას - გ---------------–---–-, ის სახლში საერთოდ არ იმყოფებოდა და დილიდან ექიმთან იყო წასული. მოწმის განმარტებით, მას შემთხვევის ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა არ გაუგია, თავად საფანტის იარაღი ჰქონდა ტარების უფლებით გაფორმებული, მაგრამ არ გამოუყენებია.

ამდენად, მოცემულ ეპიზოდთან დაკავშირებით გვაქვს შემდეგი მოცემულობა, ერთ მხარეს არის დაზარალებულების ჩვენებები, რომლებიც გ------- ქ------–---–--- მიუთითებენ, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე და უარყოფენ მათი მხრიდან რაიმე ძალადობრივი ქმედებების ჩადენას, ხოლო მეორე მხრივ არის მოწმეთა ბაზა მეზობლების სახით, რომლებიც პირიქით მიუთითებენ დაზარალებულების ძალადობრივ ქმედებებზე და ამასთან, ცალსახად გამორიცხავენ შემთხვევის ადგილზე გ---------------–---–-- ყოფნის და მით უფრო, მისი მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები არ გაიზიარა იმ მოტივით, რომ ისინი იყვნენ მსჯავრდებულის მეზობლები, ოჯახის წევრები და ტენდენციურები გ---------------–---–-- სასარგებლოდ.

პალატის აზრით, თუ ასეთი სახის არგუმენტაციას გავიზიარებთ, მაშინ შეიძლება იგივე ითქვას დაზარალებულების მიმართაც, რადგანაც ასეთი ლოგიკით ისინიც გარკვეულწილად დაინტერესებულ მხარედ შეიძლება იქნენ მიჩნეულნი, რადგანაც ქ------–---–---- ოჯახის მიმართ გარკვეული პირადი მოტივი გააჩნდათ.

პალატა განმარტავს, რომ ასეთი დასაბუთება, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში სამართლებრივად გაუმართლებელია. მტკიცებულებას სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს მისი რელევანტურობიდან გამომდინარე, ასევე დამაჯერებლობის თვალსაზრისით რამდენად შესაბამისობაშია ის სხვა მტკიცებულებებთან და ზოგადად ფაქტობრივ გარემოებებთან.

დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებაში მითითებული ის ფაქტი, რომ 2003 წლის 24 მაისს გ---------------–---–- შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა, დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში მოთავსებული სამედიცინო ბარათით, რომლის მიხედვითაც 2003 წლის 24 მაისს გ---------------–---–- დილის 09:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე იმყოფებოდა აკადემიკოს ნ------–---- სახელობის ცენტრალურ კლინიკაში.

გარდა ამისა, 2003 წლის 24 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს ერთვის ფოტოილუსტრაცია, სადაც რკინის კარს აშკარად ეტყობა დაზიანებები (ტომი 4, სფ.164).

2003 წლის 24 მაისს, ქ------–---–---- ბინასთან განვითარებული მოვლენები დეტელურადაა აღწერილი, დ-----------------------------–-------------------- მცხოვრებთა განცხადებაში, რომელიც შედგენილია შინაგან საქმეთა მინისტრის სახელზე, სადაც ისინი მოითხოვენ მომხდართან დაკავშირებით შესაბამის რეაგირებას.

პალატის აზრით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გავიაზიარებთ გ---------------–---–-- შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტს, მისი ქმედება არ მოიცავს სა--რთველოს სსკ-ის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების შემადგენელობას.

პალატა განმარტავს, იმისათვის რომ სახეზე იყოს ხულიგნობის, როგორც დანაშაულის შემადგენლობა უნდა არსებობდეს შემდეგი ნიშნები: ა) პირი თავისი ქმედებით უხეშად უნდა არღვევდეს საზოგადოებრივ წესრიგს; ბ) ქმედება უნდა გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას; გ) ქბედება ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით; ამ ნიშნებიდან რომელიმე მათგანის არარსებობა გამორიცხავს ხულიგნობის შემადგენლობას.

საზოგადოების წესრიგის დარღვევა ამ დანაშაულის აუცილებელი ნიშანია და ამასთან, მნიშვნელოვანია მისი ჩადენის ადგილი. კერძოდ, ქმედება ჩადენილი უნდა იყოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე. სუბიექტური მხრივ აუცულებელია პირს სურდეს, რომ მის ქმედებას მოჰყვეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და რაც მათავარია, ხულიგნობა დაზარალებულის მიმართ გამორიცხავს პირად მოტივს.

პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას და ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც კი, ქმედება არ განხორციელებულა საზოგადოების თავშეყრის ადგილზე. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ინციდენტი მოხდა ქ------–---–---- ბინის კართან და ამ ადგილს არ გასცილებია. შესაბამისად, ბინის კართან არსებული ფართობი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილად ვერ მიიჩნევა. ამასთან, დასტურდება, რომ ქმედებას ეზოში გაგრძელება არ მოჰყოლია. რაც შეეხება მეზობლებს, რომლებიც კონფლიქტში არ მონაწილეობდნენ, თავიანთ ჩვენებებში არ მიუთითებენ, რომ ქ------–---–---- ქმედებებით მათ დაერღვათ სიმყუდროვე, ან მათ მიმართ გამოხატეს რაიმე სახით აშკარა უპატივცემულობა. რაც შეეხება თავად გ---------------–---–-- სუბიექტურ დამოკიდებულებას(თუ დადასტურებულად მივიჩნევთ, რომ ინციდენტში მონაწილეობდა) მას ვერ ექნებოდა რაიმე პირდაპირი განზრახვა, ვინაიდან პირიქით, მასთან სახლში განაწყენებული ხალხი მივიდა.

ბრალდების მიხედვით, გ---------------–---–-- და მისმა ძამამ გადაწყვიტეს დაერბიათ ბინასთან შეკრებილი ხალხი. ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც კი, გ---------------–---–-- ქმედებაში დაზარალებულების მიმართ, მათივე ქმედებიდან გამომდინარე, ჩნდება პირადი მოტივი, რაც თავის მხრივ გამორიცხავს ხულიგნობის არსებობას.

პალატა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმდების არ არსებობის გამო გ---------------–---–-- მიმართ 2003 წლის 24 აგვისტოს სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გ---------------–---–-- მიმართ ამ ეპიზოდში სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით წარდგენილი ბარლდება დაუსაბუთებელია, არ დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით და იგი უნდა გამართლდეს.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მსჯავრდებულმა გ---------------–---–-- ზემოაღნიშნულ ბრალდების ეპიზოდებთან დაკავშირებით განმარტა შემდეგი:

15 არარეზიდენტ იურიდიულ პირზე ნამდვილად გაიცა სესხი, რის საქმის კურსშიც იყო, თუმცა უშუალოდ სესხის გაცემაში და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.

„------------------------------–----- ანგარიშზე ჩარიცხული თანხების კონვერტაციასთან, ასევე ს.ს „-----სა და შპს „ფ------“-ს ანგარიაშებზე განხორციელებული გადარიცხვებთან დაკავშირებით უარყო მისი რაიმე სახით მონაწილეობა და განმარტა, რომ მას ურთიერთობა ჰქონდა მხოლო ს.ს „ა--სთან“, როგორც მისი ოჯახის მიერ დაფუძნებულ კომპანიასთან.

ამასთან, გამორიცხა მისი რაიმე ფორმით მონაწილეობა ყალბი ფასიანი ქაღალდების დამზადებასა და შენახვასთან, ასევე „------–-------------- წარმოებულ გადარიცხვებთან დაკავშირებით.

მსჯავრდებულმა გ---------------–---–-- ყალბი ბეჭდების, შტამპების, ფაქსიმილიების და ბლანკების დამზადება-გამოყენების ეპიზოდთან მიმართებაში სასამართლოს უჩვენა, რომ მასთან ერთად ოთახში ისხდნენ გ-----–---–------ და ბანკის სხვა თანამშრომლები. სეიფთან საიდანაც ბეჭდები, ფაქსიმილიები იყო ამოღებული, წვდომა ჰქონდა მას, მამამისს-ა--------------–---–- და ს.ს კ/ბ „----------- სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთ წევრს - ს--------–---------------- რომელიც ფაქტობრივად წყვეტდა ყველა საკითხს. როგორც ახსოვს, ეს ბეჭდები ჩამოიტანა თავად ინვესტორმა, იყო ისეთი ფირმის ბეჭდებიც, რომლებიც უკვე აღარ ფუნქციონირებდნენ. თავად იყენებდა მხოლოდ ს.ს კ/ბ „----------- ბეჭედს.

მსჯავრდებულმა გ---------------–---–-- უარყო ასევე მის მიერ ხულიგნობის ჩადენის ფაქტი და განაცხადა, რომ შემთხვევის დღეს, 2003 წლის 24 მაისს, დილით სახლში არ იმყოფებოდა.

სა--რთველოს სსსკ-ის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ხოლო სსსკ-ის 132-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომორიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით ეჭვი დამნაშავედ პირის ცნობისათვის მტკიცებულების უტყუარობასა და მისი საკმარისობის თაობაზე უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ზემოაღნიშნულ ეპიზოდებთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ეჭვისგამომორიცხავი და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, მხოლოდ ვარაუდი კი გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება.

 

7. ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის ეპიზოდი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩენით დადგენილია, რომ ს.ს კ/ბ „---------- 2001 წლის ივლისიდან აწარმოებდა ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ს.ს კ/ბ „--------–-- სატრანზიტო ანგარიშებზე ბიუჯეტის კუთვნილი მიწის გადასახადისა და საჯარო რეესტრის მოსაკრებლების თანხების მიღებას, მათი სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვისათვის. აღნიშნული თანხების მითვისების მიზნით, გ---------------–---–-- და ორგანიზებული ჯგუფის დავალებით მთავარი ბუღალტერი მ--------------–---–-- მისი მოადგილე მ------------- და სპეციალისტი ც-–------------–---–- შემოსულ თანხებს, ნაცვლად ბიუჯეტისა, რიცხავდნენ ს.ს კ/ბ „--------–-- გახსნილ „---------–------------------ საკორესპონდენტო ანგარიშზე. ამ გზით 2001-2003 წლებში „---------–------------------ საკორესპონდენტო ანგარიშზე გადატანილი იქნა 1.476.074 ლარი და 86 თეთრი. გ---------------–---–--ა და ორგანიზებული ჯგუფის წევრების დავალებით, მ----------------------------------–---- მიერ ეტაპობრივად მოხდა ამ თანხის გადატანა სავალუტო პოზიციის N------- ანგარიშზე კონვერტაციის მიზნით, ხოლო კონვერტირებული თანხა კვლავ გადაირიცხა სს „--------–-- უცხოურ ვალუტაში გახსნილ „---------–------------------ საკორესპოდენტო ანგარიშზე, რის შემდეგაც ნ-------------–---- მიერ ყალბი მემორიალური ორდერების გამოყენებით „---------–--------------------- აშშ დოლარებში კონვერტირებული ბიუჯეტის კუთვნილი თანხები სხვადასხვა დროს ჩაირიცხა გ---------------–-----------------------–---–---- და მათთან დაკავშირებული სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშებზე, საიდანაც გ---------------–---–-ა და ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ ხდებოდა დასახელებული თანხების გამოტანა ნაღდი ფულის სახით პირადი საჭიროებისათვის გამოყენების, არაოფიციალური ხელფასების გაცემისა და უკანონო გარიგებების მიზნით.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ჩ-------------- რესპუბლიკაში რეგისტრირებულ „---------–----------------- 2002 წლის 1 აგვისტოს გაუუქმდა საბანკო ლიცენზია, გ---------------–---–- ორგანიზებულ ჯგუფან ერთად ფლობდა რა „---------–------------------ ყალბ ბეჭედსა და ტიტულოვან ბლანკებს, მათი გამოყენებით, ამავე ბანკის სახელით 2003 წლის 19 სექტემბრამდე აგრძელებდა ზემოაღნიშნულ უკანონო ფინანსურ ოპერაცისებს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს სანქცია - საურევების გათვალისწინებით მიადგა 2.919.882,58 ლარის ზიანი.

დაცვის მხარე ბრალდების ამ ეპიზოდში, მსჯავრდებულ გ---------------–---–-- უდანაშაულობის დასასდასტურებლად ძირითადად ეყრდნობა ორ გარემოებას: ა) ს.ს კ/ბ „გ-------ისათის“ მოულოდნელად ბანკის ანგარიშებს დაედო ყადაღა და დაიწყო უაქცეპტო ავიზოების ჩამოწერა „--------------- სასარგებლოდ სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე. ანგარიშებზე შეტანილი თანხების დაცვის მიზნით ხდებოდა მათი გადატანა „---------–------------------ ანგარიშზე; ბ) 2004 წლის 20 ივლისისათვის, როდესაც პროკურატურა შემოვიდა ს.ს კ/ბ „--------–--, ბანკის სალაროში და მის საკორესპონდენტო ანგარიშებზე ირიცხებოდა უფრო მეტი თანხები(დაახლოებით 11 მილიონ ლარამდე) ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტში გადასარიცხად იყო დაგვიანებული. აღნიშნული თავის მხრივ დასტურდება ს.ს კ/ბ „----------- 2004 წლის 19 ივლისის სანაშთო ბალანსის უწყისით, რომელიც მოთავსებულია სისხლის სამართლის საქმეში.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მოწმე ა--------------–---–-- განმარტა, რომ ვიდრე ინვესტორები შევიდოდნენ სს ,----------–--- მათ შეისწავლეს ყველა დოკუმენტაცია, ასევე, ვალები. ინვესტორებმა ვალების გარკვეული ნაწილი გაისტუმრეს ნაღდი ფულის სახით, ხოლო საწესდებო კაპიტალი შეავსეს გადარიცხვების გზით. სს ,----------–--- პრობლემები შეიქმნა მაშინ, როდესაც ბანკის ანგარიშებს დაედო უაქცეპტო ავიზოები, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც კი ანგარიშზე ჩნდებოდა გარკვეული რაოდენობის თანხა, ხდებოდა მისი ჩამოჭრა. აღნიშნული პრობლემები მომდინარეობდა ,--------------------, რომელიც საერთოდ არ ჩანდა სს კ/ბ ,------------- ბალანსებში, ინვესტორის შემოსვლის დროს. აღნიშნული ბანკი გაკოტრების პირას იყო, რომელიც ჯერ შეუერთდა ბანკ ,-------------, სადაც ვერ გამოასწორა თავისი მდგომარეობა, შემდეგ გადავიდა სს კ/ბ ,----------–--- ფილიალად და როდესაც სს კ/ბ ,----------–--- ინვესტორი შემოვიდა, თავისი აქტივითა და პასივით უკვე გასული იყო სს კ/ბ ,---------------- და შეერწყა ,-----------------------–------------ აღნიშნულის თაობაზე საქმის კურსში იყო სა--რთველოს ეროვნული ბანკი.

მოწმის განმარტებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ინვესტორებმა მას სთხოვეს დაეცვა აქტივები მათი საზღვარგარეთ არსებული საკორესპონდენტო ანგარიშებზე გატანის გზით, თუმცა ლარს ვერ გაიტანდა. სს ,,გ-------ს’’ ,---------------- კრედიტორების სასარგებლოდ ჩამოეჭრა დაახლოებით 400 000 აშშ დოლარი, რამაც თავის მხრივ პრობლემები შექმნა სალარო ოპერაციებთან დაკავშირებით. სს კ/ბ ,------------- საკორესპონტენტო ანგარიში გახსნა ,----------–--------------–--- ვინაიდან აქ ანგარიშებს ინკასო ვერ დაედებოდა. ,----------–------------------ თავის მხრივ ანგარიში ჰქონდა გახსნილი სს კ/ბ ,,გ-------ში’’. სწორედ ამ მიზნით ხდებოდა სს კ/ბ ,,გ-------ში’’ გახსნილ სატრანზიტო ანგარიშზე შესული მიწის გადასახადისა და საჯარო რეესტრის მოსაკრებლის გადატანა ,----------–------------------ საკორესპონდენტო ანგარიშზე. რაც შეეხება უშუალოდ ფიზიკურ პირზე გადარიცხულ თანხებს, ეს იყო სს კ/ბ ,------------- და ზოგიერთ შემთხვევაში ,მისი ოჯახის წევრების პირადი თანხები და მათი გამოყენება ხდებოდა იმ მიზნით, რომ ბანკს გააჩნდა სხვადასხვა ხარჯები. როგორიც იყო მაგალითად: ხელფასები, რემონტი და ა.შ.

მოწმე ა--------------–---–-ს განმარტებით, რეალურად არავითარი თანხის მითვისებას ადგილი არ ჰქონია და მას შემდეგ, რაც გ---------------–---–- დაინიშნა ბანკის გენერალურ დირექტორად, 2003 წლის სექტემბრიდან ბიუჯეტში თანხების გადარიცხვასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობდა.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ანალოგიური ჩვენება მისცა მსჯავრდებულმა გ---------------–---–--- რომელმაც განაცხადა, რომ არათუ მითვისებას არ ჰქონია ადგილი, არამედ მათი მხრიდან გასტუმრებული იქნა გარკვეული ვალდებულებები. რაც შეეხება ფიზიკურ პირებზე გადარიცხულ თანხებს, ეს იყო მისი ოჯახის წევრების თანხები, ხოლო სხვა ფიზიკური პირები, რომლებზეც მოხდა თანხების გადარიცხვა, იყვნენ მათი ახლობლები და აღნიშნული თანხები მათი არ ყოფილა. ასევე, სხვისი სახელით შედგენილ სალაროს გასავლის ორდერზე, მას ხელი არ მოუწერია.

პალატა აღნიშნავს, ის ფაქტი, რომ სს კ/ბ ,------------- ანგარიშებს ,------------------- გამომდინარე პრობლემები ჰქონდა, ამას ადასტურებენ ბრალდების მხარის მოწმეებიც: მ--------------–---–-- მ-------------, ი------------------, თუმცა დაცვის მხარე გვერდს უვლის მათ ჩვენებებს, სადაც ისინი საუბრობენ მითითებული საფინანსო ოპერაციების უკანონობაზე.

სააპელაციო ინსტანცისი სასამართლოში მოწმე მ--------------–---–-- დაადასტურა მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში და ასევე გამოძიებაში მიცემული ჩვენებები და განაცხადა, რომ სს კ/ბ ,,გ-------ში’’ გახსნილ სატრანზიტო ანგარიშზე 2001 წლის 1 ივლისიდან დაიწყო ფიზიკური და იურიდიული პირებიდან თანხების შემოსვლა მიწის გადასახადების სახით ქალაქის მასშტაბით, ეს თანხები ბიუჯეტში გადარიცხვას ექვემდებარებოდა და როგორც ტრანზიტული თანხები ბიუჯეტში უნდა გადარიცხულიყო სამი დღის განმავლობაში. თავიდან შემოსული თანხები ირიცხებოდა ბიუჯეტში, ზოგიერთ შემთხვევაში დაგვიანებითაც კი, ხოლო შემდეგ ა--------------–---–-ს დავალებით ეს თანხები ირიცხებოდა ,----------–------------------- საკოსესპონდენტო ანგარიშზე. აღნიშნულ ბანკს სს კ/ბ ,,გ-------ში’’ გახსნილი ჰქონდა ასევე სალარო-ანგარიშები და სწორედ იქ ირიცხებოდა თანხები. შემდეგ მათ უკეთდებოდათ კონვერტაცია და ამის შემდეგ ირიცხებოდა ფიზიკური პირების ანგარიშზე, კერძოდ, გ---------------–---–--, ა----- ქ------–---–-ს, ივანე პ-------–---–-- და სხვა პირების ანგარიშებზე. მოწმის განმარტებით, მას და გ---------------–---–- ოფიციალურად ევალებოდათ სალაროს დახურვა და ის (გ---------------–---–-) აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავიდან ბოლომდე საქმის კურსში იყო. მასთან შეთანხმების გარეშე სალაროდან არც ერთი თეთრის გატანა არ ხდებოდა. გ-------ს დავალებით სალაროდან გამოჰქონდა თანხები და სალაროს გასავლის ხელმოუწერელ ორდერებთან ერთად შეჰქონდა მასთან ოთახში. გ---------------–---–- მისი თანდასწრებით სხვის სახელზე გაცემულ გასავლის ორდერზე ხელი არ მოუწერია და ხელს თუ ვინ აწერდა, მისთვის უცნობია. დღის ბოლოს უკვე გ---------------–---–- მას უბრუნებდა ხელმოწერილ გასავლის ორდერებს და ამ გზით ასწორებდნენ სალაროს. მოწმის განმარტებით, ბიუჯეტის კუთვნილი თანხების ჯერ ,----------–---------------–---- ხოლო შემდეგ ფიზიკურ პირების ანგარიშებზე ჩარიცხვა უკანონობა იყო, მაგრამ ა--------------–---–- ეუბნებოდა, რომ ინვესტორები შემოიტანდნენ თანხებს და ყველაფერი გასწორდებოდა, თუმცა ამ თანხების საბოლოოდ ბიჯეტში გადარიცხვა არ მომხდარა.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მოწმე მ-------------მ დადასტურა მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში და გამოძიებაში მიცემული ჩევნებები, სიაიდანაც დგინდება, რომ ის 2001 წლის 1 მარტიდან სს კ/ბ ,,გ-------ში’’ მუშაობდა საოპერაციო დეპარტამენტის სპეციალისტად, ხოლო 2002 წლის 1 აგვისტოდან მთავარი ბუღალტრის მოადგილედ. 2001 წლის 1 ივლისიდან სს კ/ბ ,,გ-------ში’’ სატრანზიტო ანგარიშზე შემოდიოდა ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადახდილი თანხები მიწის გადასახადისა და მოსაკრებლის სახით, რომელიც ექვემდებარებოდა ბიუჯეტში გადარიცხვას. ა--------------–---–-ს დავალებით, აღნიშნული თანხების გადარიცხვა ხდებოდა ,----------–---------------–---- სადაც მათ უკეთდებოდა კონვენტირება, ხოლო ამის შემდეგ ეს თანხები ირიცხებოდა ფიზიკური პირების ანგარიშზე, კერძოდ, გ---------------–---–--, ა--------------–---–-ს, გ------- პ-------–---–--, გ------- ჩ--------- და სხვა პირების და ასევე იურიდიული პირების ანგარიშებზე. ამის შემდეგ, მის მოვალეობაში შედიოდა ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნის შესაბამისად გამოეწერა გასავლის ორდერები და მათი დავალების მიხედვით გადაერიცხა. ა--------------–---–- მათ ეუბნებოდათ, რომ ინვესტორები გადმორიცხავდნენ თანხებს და პრობლემაც მოიხსნებოდა.

მოწმის განმარტებით, სალაროდან თანხები თავადაც ამოჰქონდა გ------------------–--------–---–---- დავალებით, ხოლო დღის ბოლოს ასწორებდნენ სალაროს. სალაროს გასავლის ორდერებზე ნამდვილად ის ადამიანები აწერდნენ ხელს, ვისაც თანხები გაჰქონდათ. თანხები, რომელიც წესით ბიუჯეტში უნდა წასულიყო, საბოლოოდ ირიცხებოდა ფიზიკური პირების ანგარიშზე, ნამდვილად უკანონობა იყო, თუმცა ჰქონდათ იმის იმედი, რომ ყველაფერი გამოსწორდებოდა.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მოწმე მ-------------მ განაცხადა, რომ დავალებებს გადარიცხვებთან დაკავშირებით ღებულობდა მ--------------–---–-სგან, რომელსაც ავალებდა ა--------------–---–-. ასევე, დავალებები მოდიოდა გ---------------–---–--განაც. გასავლის ორდერებს ადგენდა თვითონ, რის საფუძველზეც ჩადიოდა სალაროში და იქიდან თანხა ამოჰქონდა გ---------------–---–----- რომელთანაც ოთახში ასევე სხვა პირებიც იყვნენ. ამ თანხებს გ---------------–---–- თვითონ იღებდა, თუ სხვა აძლევდა, მისთვის უცნობია. მოწმემ განმარტა, რომ, როდესაც აღნიშნულ საფინანსო ოპერაციაში მიუთითა გ---------------–---–-- ჩართულობაზე, იგულისხმა მისი დავალებები კონკრეტულ თანხებთან მიმართებაში, მაგრამ მუშაობის მექანიზმთან დაკავშირებით დავალებებს ა--------------–---–- გასცემდა. გ---------------–---–- რომ სხვის მაგივრად მოეწეროს ხელი გასავლის ორდერებზე, ასეთი რამ არ უნახავს.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მოწმე ნ-------------–---- დაადასტურა ,----------–------------------- ანგარიშზე აღნიშნული თანხების გადარიცხვის ფაქტები და მიუთითა, რომ გადარიცხვას ახორციელებდა თავად. საბიუჯეტო თანხების გადარიცხვა ფიზიკური პირების ანგარიშზე ხდებოდა ა--------------–---–-ს დავალებით, რაც შეეხება გ---------------–---–-, მას ჩაურიცხა თუ არა თანხა, არ ახსოვს.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ი----------–------- აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტა, რომ დაახლოებით 2003 წელს ანგარიში გახსნა სს ,,გ-------ში’’ ფულის შეგროვების მიზნით. თავიდან დაახლოებით 2 000 აშშ დოლარამდე შეიტანა და ამ თანხით თავად სარგებლობდა. შემდეგ გ---------------–---–-ც სარგებლობდა. 2003 წლის 6 იანვრიდან 2004 წლის იანვრის თვემდე თუ რა მიზნით ჩაირიცხა მის ანგარიშზე თანხები, არ იცის. ის გ---------------–---–-- თხოვნით აწერდა ხელს გასავლის ორდერებს. გ------- მისი მეგობარი იყო და მას ენდობოდა. რეალურად მას ამ თანხებიდან არაფერი მიუღია. მოწმის განმარტებით, ის მიდიოდა ბანკში, მ--------------–---–- აძლევდა დოკუმენტებს ხელის მოსაწერად და ისე აწერდა ხელს. მაგრამ შინაარსს არ ეცნობოდა, რადგან ამას გ-------ს თხოვნით ასრულებდა.

სა--რთველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს რევიზიისა და კონტროლის სამსახურის 2004 წლის 27 სექტემბრის რევიზიის აქტის თანახმად, სს კ/ბ ,------------ 2001 წლის 1 ივლისის თვიდან აწარმოებდა ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სატრანზიტო ანგარიშზე ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მიღებას და მათი დანიშნულებით გადარიცხვას. ბანკი შემოსული თანხების გადარიცხვას ახდენდა დაგვიანებით, ხოლო უმეტეს შემთხვევაში, საერთოდ არ რიცხავდა ბიუჯეტში. ამასთან, ხდებოდა შემოტანილი თანხების არა ბიუჯეტში გადარიცხვა, არამედ გადარიცხვები ხდებოდა სს კ/ბ ,,გ-------ში’’ გახსნილი ,----------–------------------- საკორესპონდენტო ანგარიშზე ეროვნულ ვალუტაში, რამაც 2001-2003 წლებში შეადგინა 1.503.066 ლარი და 87 თეთრი, საიდანაც 1.476.064 ლარი და 86 თეთრი ბიჯეტში არ იქნა ჩარიცხული. ,----------–------------------- საკორესპონდენტო ანგარიშიდან თანხები ეტაპობრივად ირიცხებოდა სავალუტო პოზიციის 906001 ანგარიშზე უცხოურ ვალუტაში გახსნილ ,----------–------------------- საკორესპონდენტო ანგარიშზე, საიდანაც უკვე თანხების გადარიცხვა ხდებოდა ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშზე.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარემ განაცხადა, რომ მოცემულ ეპიზოდში ადგილი ჰქონდა არა სხვისი თანხების მითვისებას, არამედ ფიზიკური და იურიდიული პირების საგადასახადო დავალებების დაგვიანებით შესრულებას, რაც წარმოადგენს ეროვნული ბანკის ნორმატივების უხეშ დარღვევას და ისჯება ჯარიმით.

პალატა ვერ გაიზიარებს აღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან გ---------------–---–- მსჯავრი დაედო არა საბიუჯეტო თანხების ბიუჯეტში დაგვიანებით გადარიცხვისათვის, არამედ ამ თანხების არ გადარიცხვის გამო. რაც შეეხება დაგვიანებით გადარიცხულ თანხებზე გათვალისწინებულ ჯარიმებსა და საურავებს, ზემოაღნიშნულ რევიზიის აქტში გათვალისწინებულია.

პალატა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ სს კ/ბ ,,გ-------ს’’ ,------------------- დაკავშირებით შეექმნა გარკვეული პრობლემები და შესაძლებელია, რომ ანგარიშზე დადებული ინკასოების საფუძველზე თანხების ჩამოჭრის თავიდან აცილების მიზნით, მომხდარიყო თანხების გადარიცხვა ,----------–------------------- საკორესპონდენტო ანგარიშზე, მაგრამ ჩნდება ლოგიური კითხვა: მას შემდეგ, რაც ბიუჯეტისათვის განკუთვნილი თანხები მოხვდა ,----------–------------------- სალარო ანგარიშზე, რა აუცილებლობას წარმოადგენდა ამ თანხების სპეციალურ ანგარიშზე გადატანა და კონვენტირება, როდესაც შესაძლებელი იყო მათი სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა, თუნდაც დაგვიანებით.

პალატამ ამ კითხვაზე დაცვის მხარისგან დამაჯერებელი პასუხი ვერ მიიღო. მსჯავრდებულ გ---------------–---–-- პოზიცია, რომ ასეთ შემთხვევაში შეიძლებოდა ბანკს დაეკარგა კლიენტები, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან რევიზიის აქტით დასტურდება, რომ ,----------–------------------- საკორესპონდენტო ანგარიშზე ჩარიცხული თანხები დაგვაინებით პირდაპირ გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში 2002 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის და აპრილის თვეში.

აპელანტის პოზიცია დაუსაბუთებელია გ---------------–---–-- უდანაშაულობასთან იმ მიმართებაში, რომ 2004 წლის 20 ივლისისათვის ბანკს სალაროში და საზღვარგარეთ საკორესპონდენტო ანგარიშებზე არსებული თანხა ჯამში შეადგენდა დაახლოებით 11 000 000 ლარს, რაც თავის მხრივ გამორიცხავს მითვისების, როგორც დანაშაულის არსებობას.

პალატის აზრით, სს კ/ბ ,------------- საზღვარგარეთ საკორესპონდენტო ანგარიშებზე არსებულ თანხას არანაირი კავშირი არ აქვს ბრალდების ფორმულირებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებთან იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სს კ/ბ ,,გ-------ში’’ სატრანზიტო ანგარიშზე გადარიცხულ თანხებს სულ სხვა დანიშნულება ჰქონდა და არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენდა, მისი თუნდაც საზღვარგარეთ არსებულ საკორესპონდენტო ანგარიშზე გადარიცხვა, მით უმეტეს, რომ საქმეში ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ მოიპოვება.

გარდა აღნიშნულისა, სისხლის სამართლის საქმეში მოთავსებულია გ------- ქ------–---–---, ამირან ქ------–---–---, ი----------–--–------- გ------- პ-------–---–--- და სხვა ფიზიკურ პირებზე ასევე შეუვსებელი ხელმოწერილი 2001-2003 წლებში გაცემული გასავლის ორდერები, საიდანაც დასტურდება, რომ ეს თანხები გ------- პ-------–---–-- შემთხვევაში გაცემულია არა ორდერში მითითებულ პირებზე, არამედ მაგალითად ტრენაჟორების ხარჟზე, ვინმე გ----- ხელფასზე (2002 წლის 29 ივლისის გ------- პ-------–---–-- სახელზე გაცემული გასავლის ორდერი). გ---------------–---–-- სახელზე 2002 წლის 11 იანვრის გაცემულ გასავლის ორდერზე უკანა მხარეს გაკეთებულია მინაწერი: „500 ლარი ავიღე გ---- მანქანაზე, ჩემი ექიმი და ტელეფონი 200 ლარი“(ტომი 24 ს.ფ 83), მაშინ, როდესაც ,----------–------------------- საკორესპონდენტო ანგარიშზე არსებული ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გადარიცხვა ბიუჯეტში თუნდაც დაგვაინებით, შესაძლებელი იყო.

ამდენად, პალატა ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გათვალისწინებით ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას სა--რთველოს სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში გ---------------–---–-- უდანაშაულობის თაობაზე და მას მსჯავრი უნდა დაედოს ამ კვალიფიკაციით, თუმცა ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს ,,არაერთგზისობის’’ მაკვალიფიცირებელი ნიშანი, ვინაიდან ამ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის ,,არაერთგზისობა’’ გულისხმობს წინათ ნასამართლევი პირის მიერ იმავე მუხლით დანაშაულის ჩადენას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

გ---------------–---–- ბრალდების ამ ეპიზოდში მსჯავრი დაედო სა--რთველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით იმ მოტივით, რომ გ---------------–---–- ,----------–------------------- ყალბი ბეჭდისა და ტიტულიანი ბლანკის გამოყენებით ამავე ბანკის სახელით 2003 წლის 19 სექტემბრამდე აგრძელებდა ზემოაღნიშნულ უკანონო ფინანსურ ოპერაციებს, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ 2002 წლის 1 აგვისტოს ,----------–------------------ საბანკო ლიცენზია გაუქმებული ჰქონდა.

პალატამ ყალბ ბეჭედთან და ტიტულოვან ბლანკთან დაკავშირებით უკვე იმსჯელა და დამატებით ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებასთან დაკავშირებით, თუ როდის გახდა ცნობილი გ---------------–---–--ათვის ან სს კ/ბ ,------------- სხვა პასუხისმგებელი პირებისათვის ,----------–------------------- საბანკო ლიცენზიის გაუქმების შესახებ.

სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება მ-------------- რესპუბლიკის მთავრობის ფულის გათეთრების თავიდან აცილების ადმინისტრაციული სამსახურის 2004 წლის 19 ივლისის წერილი სა--რთველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელის ნ-----–--------------- სახელზე, საიდანაც დგინდება, რომ ,----------–------------------ დარეგისტრირებულია 2000 წლის 9 ოქტომბერს და მისი საბანკო ლიცენზია გაუქმებულია 2002 წლის 1 აგვისტოს და აღნიშნულ კომპანიას არასდროს ჩატარებია რაიმე გამოძიება საეჭვო ტრანზაქციების განხორციელების კუთხით (ტ.32.ს.ფ.285).

საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ 2004 წლის 19 ივლისამდე ან თუნდაც 2003 წლის 19 სექტემბრამდე გ---------------–---–--ათვის ან სს კ/ბ ,------------- რომელიმე პასუხისმგებელი პირისათვის ცნობილი იყო აღნიშნული ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.

ბრალდების მხარის მოწმეები: ი------------------, მ--------------–---–-- მ------------- და ნ-------------–--- თავიანთ ჩვენებებში მიუთითებენ, რომ მათთვის უცნობი იყო ,----------–------------------------- საბანკო ლიცენზიის გაუქმების შესახებ.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ საბანკო ლიცენზიის გაუქმების შესახებ არ ცოდნის ფაქტი გ---------------–---–-- ქმედებაში გამორიცხავს დანაშაულის სუბიექტურ მხარეს (განზრახვას) და შესაბამისად, მის ქმედებაში სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის არსებობას.

ამდენად, გ---------------–---–- ბრალდების ამ ნაწილში უნდა გამართლდეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, გ---------------–---–- სა--რთველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს სასარბლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა ქ.თბილისის კ--–----------–------- რაიონული სასამართლოს 2004 წლის 19 ნოემბრის განჩინების საფუძველზე დაყადაღებული სს კ/ბ ,,გ-------ში’’ განთავსებული ქონება.

სისხლის სამართლის საქმეში (ტ.29) არსებული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ აღნიშნული განჩინების საფუძველზე დაყადაღებულ ქონებასთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოება ამ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის უკვე დასრულებულია და აქედან გამომდინარე, პალატა ამ საკითხის თაობაზე აღარ იმსჯელებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის სა--ლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლიელბა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სა--რთველოს სსსკ-ის 536-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ---------------–---–-- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ-----------–---–-- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სა--ლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

3. გ---------------–---–- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს:

ა) სა--რთველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (2005 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცის); სსკ-ის 220-ე მუხლით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში (15 არარეზიდენტ იურიდიულ პირზე სესხის გაცემის ეპიზოდი);

ბ) სა--რთველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (2005 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია); სსკ-ის 220-ე მუხლით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში („------------------------------–----- ,----------–--- გახსნილ ანგარიშზე გადარიცხული თანხების ეპიზოდი);

გ) სა--რთველოს სსკ-ის 220-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) (კ/ბ „------–-------------- წარმოებული გადარიცხვის ეპიზოდი);

დ) სა--რთველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) (ყალბი ფასიანი ქაღალდის დამზადება-შენახვა-გასაღების მიზნით);

ე) სა--რთველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის, ბლანკის დამზადება- გამოყენება);

ვ) სა--რთველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში (ხულიგნობის ეპიზოდი);

ზ) სა--რთველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში (,----------–------------------- ყალბი ბეჭდისა და ყალბი ბლანკის გამოყენება - ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის ეპიზოდი);

თ) გ------- ქ------–---–- სა--რთველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი ნიშანი - ,,არაერთგზისობა’’;

4. გ----------------–---–- ცნობილი იქნეს დამანაშავედ სა--რთველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალსიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7(შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე 2(ორი)წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საქმიანობის უფლება;

5. მხედველობაში იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ თბილისის სა--ლაქო სასამართლოს 2013 წლის 17 იანვრის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ სა--რთველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გ---------------–---–-, გათავისუფლდა ამ მუხლით დანიშნული სასჯელისგან და მასვე, აღუდგა ჩამორთმეული საქმიანობის უფლება;

6.სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული ნივთმტკიცებები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;

7.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საკასაციო წესით, სა--რთველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: კ.მაჭავარიანი

 

მოსამართლეები: გ. კახეთელიძე

 

ვ. ლომიძე