განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.11.2019
საქმის ნომერი
330210018002758072
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
05.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/4282-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

05 ნოემბერი, 2019 წ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი -მაია სულხანიშვილი

სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი

 

I აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) – ნ---- ი----–---–ი

წარმომადგენელი - ნ--- ქ--–-----

 

II აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) _ ლ--–- ნ--------–---–ი, თ----–- დ-------ა

წარმომადგენელი - გ-- ფ---–----–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება

 

1. I აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარის თქმა;

 

II აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით, ლ--–- ნ--------–---–ისა და თ----–- დ-------ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნ---- ი----–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთავისუფლდა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, წ-----------–---–-ს ქ. N1--, ბინა 1-, საკადასტრო კოდი 0---------------------- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდა მესაკუთრეებს - ლ--–- ნ--------–---–სა და თ----–- დ-------ას. მოსარჩელე ლ--–- ნ--------–---–ისა და თ----–- დ-------ას მოთხოვნა მოპასუხისათვის 2 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე ლ--–- ნ--------–---–ისა და თ----–- დ-------ას მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 26 სექტემბრის 1--------------- განკარგულების თანახმად, ნ---- ი----–---–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: თბილისი, წ-----------–---–-ს ქუჩა N1--, ბინა N1-, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0---------------------- - მესაკუთრე 2018 წლის 18 სექტემბერს დასრულებულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ლ--–- ნ--------–---–ი.

 

2.2. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა წ-----------–---–-, 1--, სადარბაზო 1, ს--------–----, ბინა N1-, ფართი: 132.60 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0---------------------- - 2018 წლის 02 ოქტომბრის მდგომარეობით რეგისტრირებული იყო ლ--–- ნ--------–---–ის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: განკარგულება 1---------------, დამოწმების თარიღი: 26/09/2018წ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო.

 

2.3. 2018 წლის 05 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ლ--–- ნ--------–---–ის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით 0--------------------- - 2/8 ნაწილის მესაკუთრე გახდა თ----–- დ-------ა.

 

2.4. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა წ-----------–---–-,N1--, სადარბაზო 1, ს--------–---, ბინა N1-, ფართი: 132.60 კვ.მ, საკადასტრო კოდიN0---------------------- - დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია ლ--–- ნ--------–---–ის (2/10 ნაწილი) და თ----–- დ-------ას (8/10 ნაწილი) საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: განკარგულება NA1---------------, დამოწმების თარიღი: 26/09/2018წ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო; ხელშეკრულება უძრავი ქონების წილის გადაცემის შესახებ ვალის სანაცვლოდ, დამოწმების თარიღი: 05/10/2018წ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

 

2.5. ლ--–- ნ--------–---–ისა და თ----–- დ-------ას საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთს, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა წ-----------–---–-, N1--, სადარბაზო 1, ს--------–---, ბინა N1-, ფართი: 132.60 კვ.მ, საკადასტრო კოდი N0---------------------- - ფაქტობრივად ფლობს ნ---- ი----–---–ი.

 

2.6. მოსარჩელემ აღძრული სარჩელით მოითხოვა მოპასუხისათვის 2 000 აშშ დოლარის დაკისრება ქონების გაქირავების შეუძლებლობის გამო დაკარგული შემოსავლის ასანაზღაურებლად. მოთხოვნის ოდენობის გაანგარიშების დასტურად კი წარმოდგენილ იქნა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ შპს „ი-----–---------ს“ შეფასების ანგარიში.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ ნივთის ფლობის შედეგად, ყოველთვიურად 500 აშშ დოლარის ოდენობით შემოსავლის მიღების ფაქტი, რაც შეიძლება გამოხატულიყო ქონების გაქირავების შედეგად ოთხი თვის პერიოდზე სარგებლის მიღებაში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სწორედ ამიტომ სამართალწარმოების პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ექსპერტის დასკვნაც, ამ კოდექსის 162-ე მუხლით გათვალისწინებულ მტკიცებულებას განეკუთვნება და წარმოადგენს სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მიერ მოკვლეული საკითხის ირგვლივ განხორციელებულ შეფასებას. ექსპერტის დასკვნის შეფასებისას (იმდენად რამდენადაც დასკვნა სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება) ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილის შედეგი აისახება საბოლოო დასკვნაში, რომელსაც მართალია, არ აქვს სხვა მტკიცებულებებზე აღმატებული იურიდიული ძალა, თუმცა, მის იურიდიულ ძალასა და შინაარსს აფასებს სასამართლო მისივე დასაშვებობის, გამოყენებული კვლევის მეთოდების, საკვლევი მასალისა და ა.შ. მიხედვით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Nას-929-869-2017, 27.12.2017წ).

 

სადავო შემთხვევაში, მოპასუხე მხარე არ ეთანხმება მოთხოვნის დასტურად წარმოდგენილ შპს „ი-----–---------ს“ მიერ შედგენილ ქონების შეფასების თაობაზე დასკვნას და განმარტავს, რომ იგი არ შეესაბამება რეალურ მოცემულობას. სასამართლოს აზრით, წარმოდგენილი საშემფასებლო ანგარიში ვერ გახდება საპროცესო კოდექსის გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულება, რომლითაც შესაძლებელია დადგინდეს სადავო უძრავი ნივთის ყოველთვიური გასაქირავებელი თანხის ოდენობა, ვინაიდან მითითებული დასკვნა არ შეიცავს მითითებას და კვლევას, თუ რა შესადარებელი ანალოგები იქნა შესწავლ--–-, რა წესით გადამოწმდა ბაზარზე არსებული საიჯარო ქირის ოდენობა და კონკრეტულად რა კვლევის გათვალისწინებით მივიდა შემფასებელი დასკვნაში მითითებულ თანხის ოდენობამდე.

 

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის წარმოდგენილი დასკვნის სათანადოობას და მოსარჩელე მხარემ გარდა საშემფასებლო ანგარიშისა, ვერ მიუთითა კონკრეტულ მტკიცებულებაზე, რომლის მიხედვითაც ითხოვს 2 000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრებას, მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი მოთხოვნის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა სადავო ქონების გაქირავების გზით მოთხოვნილი ოდენობით შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო ამავე კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულების წარმოდგენა, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ ნივთის ფლობის გამო მოთხოვნილი ოდენობით შემოსავლის მიუღებლობის ფაქტს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით, საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება. საკუთრება წარმოადგენს პირის უფლებას თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება კანონსა და ზნეობის ნორმებს. დაუშვებელია პირს ფორმალურად ჰქონდეს საკუთრების უფლება და ფაქტობრივად ვერ სარგებლობდეს მისით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით აღძრული სარჩელი წარმოადგენს ვინდიკაციურ სარჩელს, რომლის საფუძველზეც მესაკუთრე უფლებამოსილია სხვისი უკანონო მფლობელობიდან გამოითხოვოს საკუთრება. ვინდიკაციური სარჩელის აღძვრა დასაშვებია იმ მოცემულობაში, როდესაც ილახება მესაკუთრის ნივთზე მფლობელობითი უფლება, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის სარგებლობაშია. მითითებული მოთხოვნით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მას არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მითითებულ პირობათაგან რომელიმეს არარსებობა (დაუდასტურებლობა), გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელია მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია მოსარჩელეთა საკუთრებაში. საკუთრების რეგისტრაციის კანონიერების საკითხი მოპასუხეს, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სადავოდ არ გაუხდია და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, ვიდრე საწინააღმდეგო არ დადასტურდება, მიიჩნევა ნამდვილად. ამასთან დადგენილია, რომ ქონება იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში. მოპასუხე მხარე ვერ მიუთითებს ქონების ფლობის უფლებამოსილების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებაზე. შესაბამისად, ლ--–- ნ--------–---–ისა და თ----–- დ-------ას მოთხოვნა მოპასუხის მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ნივთის შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მფლობელობა ზოგადად ზიანის მომტანია პირისათვის, რადგან მესაკუთრეს ყოველთვის აქვს ქონებით სარგებლის მიღების შესაძლებლობა, მაგრამ შემოსავლის მიუღებლობით დაკარგული სარგებლის ანაზღაურების მოთხოვნისას, მოდავე მხარემ კონკრეტული მტკიცებულებებით უნდა შეძლოს და დაადასტუროს მისთვის კონკრეტული ოდენობით შემოსავლის მიუღებლობის ფაქტი, რაც სადავო შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ვერ განხორციელდა. ამდენად, მხარის მოთხოვნა ნივთის გაქირავების შეუძლებლობის გამო მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით ოთხ თვეზე გაანგარიშებით 2 000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. ნ---- ი----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების სამი მოთხოვნიდან დაკმაყოფილდა ერთი და შესაბამისად, აპელანტ ნ---- ი----–---–ს დაევალა გამოათავისუფლოს სადაო უძრავი ქონება. აპელანტის განმარტებით, აღნიშნულ უძრავ ქონებას ჰყავს ორი მესაკუთრე - მოწინააღმდეგე მხარეები. ამათგან ერთ-ერთი, თ----–- დ-------ა იყო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით იპოთეკარი, ხოლო სესხისა და იპოთეკით გათვალისწინებული თანხა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ამ ქონების რეალურ ღირებულებას. აპელანტი ცდილობდა, რომ კანონით გათვალისწინებული ყველა მეთოდით შემდგარიყო მორიგება დღევანდელ მესაკუთრეებსა და მას შორის, თუმცა სამწუხაროდ დღემდე ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება. აპელანტი მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარეებს სურთ ამ ბინის გაყიდვა და იმაზე მეტი შემოსავლის მიღება, ვიდრე მათ ეს ეკუთვნოდათ, შესაბამისად, ცდილობენ თავი აარიდონ ყოველგვარ კონტაქტს. აპელანტი ასევე უთითებს, რომ იპოთეკარებმა ისარგებლეს მისი მარწმუნებლის სამართლებრივი ნორმების არცოდნით და აღნიშნული უძრავი ქონება გაიტანეს იძულებით აუქციონზე, ხოლო ლ--–- ნ--------–---–მა უძრავი ქონება შეიძინა 33 300 ლარად, რაც არის სადაო უძრავი ქონების რეალური ღირებულების მეათედი. ამის შემდგომ ვალის სანაცვლოდ ლ--–- ნ--------–---–ი თითქმის მთლიანი უძრავი ქონება გადასცა თ----–- დ-------ას.

 

3.2 ლ--–- ნ--------–---–ის და თ----–- დ-------ას სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტთა განმარტებით, გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ ნივთის ფლობის შედეგად ყოველთვიურად 500 აშშ დოლარის ოდენობით შემოსავლის მიღების ფაქტი, რაც შეიძლება გამოხატული ყოფილიყო ქონების გაქირავების შედეგად ოთხი თვის პერიოდში სარგებლის მიღებაში. აპელანტების განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა მოპასუხის მოსაზრება ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ შეფასების თანხა იყო მაღალი და 200 აშშ დოლარი იქნებოდა გონივრული ოდენობა. მხარის განმარტებით, კანონი არ ითვალისწინებს აუდიტის შეფასებაში სავალდებულოდ იყოს მითითებული კვლევა და მისი მეთოდები. თუ მოპასუხე არ ეთანხმება აღნიშნულ შეფასებას, მას ჰქონდა შესაძლებლობა მოსამზადებელი სხდომის დასრულებამდე წარმოედგინა საპირისპიროს დამადასტურებელი მტკიცებულება. აპენატები თვლიან, რომ მესაკუთრეებს დავის დასრულებამდე წართმეული აქვთ უფლება, მიიღონ შემოსავალი თავისი საკუთრების გაქირავებით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს იმის თაობაზე, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 26 სექტემბრის 1--------------- განკარგულების თანახმად, ნ---- ი----–---–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: თბილისი, წ-----------–---–-ს ქუჩა N1--, ბინა N1-, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0---------------------- - მესაკუთრე 2018 წლის 18 სექტემბერს დასრულებულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ლ--–- ნ--------–---–ი. 2018 წლის 05 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ლ--–- ნ--------–---–ის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით 0--------------------- - 2/8 ნაწილის მესაკუთრე გახდა თ----–- დ-------ა. დადგენილია, რომ ლ--–- ნ--------–---–ისა და თ----–- დ-------ას საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთს მოცემული მდგომარეობით ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფაქტობრივად ფლობს ნ---- ი----–---–ი.

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც მხარეებს უფლებებთან ერთად თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს აკისრებს, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისთვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამასთან, სააპელაციო სასამართლო აპელანტის ყურადღებას ამახვილებს მტკიცების საპროცესო სამართლებრივ სტანდარტებზე და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას მასზედ, რომ სასამართლოს უნდა გამოეკვლია იპოთეკარების მხრიდან ხომ არ ჰქონდა ადგილი მის შეცდომაში შეყვანას. პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, ამ მოცემულობაში, სასამართლოს კვლევის საგანია: ა) არის თუ არა მოსარჩელე მესაკუთრე, ბ) არის თუ არა მოპასუხე ნივთის მფლობელი და გ) აქვს თუ არა მოპასუხეს ამ ნივთის ფლობის უფლება. ამავდროულად, ეშლება თუ არა ხელი მესაკუთრეს თავისი კუთვნილი ნივთით სარგებლობაში და განიცდის თუ არა ზიანს. ხსენებული წანამძღვრების გათვალისწინებით კი, პალატა თვლის, რომ აპელანტის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მოხმობილი გარემოება იპოთეკარების ქმედების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით ვერ გახდება ვინდიკაციური სარჩელის ფარგლებში საკვლევი საკითხი, მით უფრო იმ პირობებში, რომ, აპელანტის მიერ საკუთრების უფლების მოწინააღმდეგე მხარეებზე აღირიცხვის დამადასტურებელი უფლების დამდგენი დოკუმენტის კანონიერება შედავებული არ ყოფილა.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ დავის ფაქტობრივი გარემოებები პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად და სამართლიანად არის დადგენილი და შეფასებული.

 

4.2. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეებს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. პალატა შენიშნავს იმასაც, რომ სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლებით მხარეთა შორის გადანაწილებულია მტკიცების ტვირთი. რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია შემძენს უადვილებს უფლების კანონიერების მტკიცების პროცესს. რეესტრის მონაცემთა უსწორობა და შემძენისათვის ამ ფაქტის ცოდნა მოდავე მხარემ უნდა ამტკიცოს, რაც აპელანტის მიერ მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნა რეალიზებული.

 

რაც შეეხება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას, რომ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად, გარდა იპოთეკარების მხრიდან ბინის ხელშეი ჩაგდების სურვილისა, სხვა არსებით გარემოებს არ უთითებს. პალატა შენიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით სადავო ქონებას მოცემული მდგომარეობით ჰყავს მხოლოდ ორი მესაკუთრე და სწორედ ისინი ითხოვენ აპელანტის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვას, ნ---- ი----–---–ის მიერ მოხმობილი გარემოება ვერ გახდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული ისეთი უფლების ხელყოფის საფუძველი, როგორიცაა საკუთრების უფლება. პალატა განმარტავს იმასაც, რომ უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა უნდა ხორციელდებოდეს კანონიერების ფარგლებში და არა კანონმდებლობის მოთხოვნათა, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ხარჯზე.

 

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, ვინაიდან სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობები - (ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება), პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით იყო საფუძვლიანი და სწორად დააკმაყოფილა იგი.

 

4.3. პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე: Nას-1--29-1443-2012, 2013 წლის 9 დეკემბერი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-664-635-2016).

 

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტები - ლ--–- ნ--------–---–ი და თ----–- დ-------ა მოითხოვდნენ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებას, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ბინის მესაკუთრედ აღრიცხვის შემდეგ, მათ საშუალება ექნებოდათ გაექირავებინა საცხოვრებელი ფართი.

 

სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი, პალატა მიიჩნევს, რომ დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის აუცილებელია შეფასდეს ნორმის დისპოზიციით გათვალისწინებული ელემენტები განხორციელებულია თუ არა.

 

ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ - გამდიდრების გათანაბრების შემთხვევას, რა დროსაც გასათვალისწინებელია, რომ მოხმობილი ნორმა უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტს განეკუთვნება, აღნიშნული კი მიუთითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 201- წლის 25 მაისის განჩინება საქმეზე Nას-838-796-2013, ასევე, ამავე სასამართლოს 201- წლის 02 ივლისის განჩინება საქმეზე Nას-881-843-2014).

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის მიხედვით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მართალია საკუთრების უფლება ცალსახად აბსოლუტური უფლება არაა, თუმცა იგი ამ რანგის უფლებათა რიგს განეკუთვნება, რადგან კანონით ამომწურავადაა ჩამოთვლ--–- ის წინაპირობები, როდესაც საკუთრების უფლების შეზღუდვა დასაშვებია, კერძოდ, მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. საქმეში ,,სკორიტსი უნგრეთის წინააღმდეგ“, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ყურადღება მიაქცია შემდეგ ფაქტებს: მომჩივანს ჰქონდა პირველი ოქმის პირველი მუხლით დაცული საკუთრების უფლება, მიუხედავად იმისა, მოიპოვა თუ არა მან ფაქტობრივი მფლობელობა სადავო მიწის ნაკვეთზე, როგორც ამას შიდა კანონმდებლობა მოითხოვდა.

 

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თუკი მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობის გამო დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა, ვინაიდან მან ვერ ისარგებლა საკუთარი ქონებით, მას უფლება აქვს, ამოიღოს ეს ქონება ხელმყოფისაგან. სწორედ აღნიშნული ქონებრივი წონასწორობის აღდგენას ემსახურება სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. გათანაბრების ოდენობის განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: საყურადღებოა შესრულების კონდიქციის რეგულირების მექანიზმი, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით... იმის გათვალისწინებით, რომ „შესრულების დაბრუნება“ (მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების უკანონო სარგებლობით მიღებული სიკეთე) შეუძლებელია, ზემოხსენებული ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, უფლების მქონე პირმა (მოსარჩელემ) შეიძლება გამოიყენოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა, რაც შეიძლება დადგინდეს მსგავსი უძრავი ქონების ქირის ოდენობით. ამავე გადაწყვეტილებაში საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ზემოხსენებული ფაქტობრივი წინაპირობების დადგენის შემთხვევაში, სამართლებრივი შეფასებისას ინტერესს იწვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 164-ე მუხლი, რომლის თანახმად, არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს, როგორც ნივთი, ასევე, მიღებული სარგებელი, ნივთის ან უფლების ნაყოფი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 164-ე მუხლის გამოყენების უპირატესობა, რადგან „მიღებული სარგებლის“ დაბრუნება შეუძლებელია, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში „მიღებულ სარგებელს“ წარმოადგენს სადავო უძრავი ქონებით სარგებლობა, რაც შესაძლებელია გამდიდრების გათანაბრების ოდენობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დანაწესების გამოყენებით, რომლის თაობაზეც ზემოთ უკვე აღინიშნა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-472-448-2013).

 

პალატა შენიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტები მოთხოვნას აფუძნებენ შპს „ი-----–---------ს“ ანგარიშზე, რომლის შეფასების შედეგად, სასამართლო ასკვნის, რომ ხსენებული მტკიცებულებით არ დგინდება ზიანის ოდენობა, კერძოდ, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ დასკვნა არ შეიცავს მითითებას და კვლევას, თუ რა შესადარებელი ანალოგები იქნა შესწავლ--–-, რა წესით გადამოწმდა ბაზარზე არსებული საიჯარო ქირის ოდენობა და კონკრეტულად რა კვლევის გათვალისწინებით მივიდა შემფასებელი დასკვნაში მითითებულ თანხის ოდენობამდე.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების პოზიციას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებას. პალატა თვლის, რომ მტკიცებულება, რომელიც აპელანტების მიერ განხორციელებადი სამეწარმეო ურთიერთობის ფარგლებში (რასაც წინასწარ ივარაუდებდა ვალდებული პირი) შემოსავლის რეალურად მიღების შესაძლებლობას დაადასტურებდა, არ არის წარმოდგენილი, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით, როდესაც მიუთითა, რომ მოსარჩელეებმა ვერ დაძლიეს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცების ტვირთი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და ნ---- ი----–---–ის და ლ--–- ნ--------–---–ის და თ----–- დ-------ას სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული, არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ--–- ნ--------–---–ის და თალიმა დ-------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ნ---- ი----–---–ის სააპელაციო საჩვარი არ დაკაყოფილდეს.

 

3. აპელანტთა მიერ სააპელაციო საჩივრებზე წინასწარ გაღებული სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.

 

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია სულხანიშვილი