განაჩენი

სისხლის სამართლის 25.11.2019
საქმის ნომერი
330100119002848235
ინსტანცია
თარიღი
25.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002848235

საქმე №1ბ/1420-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 ნოემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი

სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ქ---------------ი;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - გ------------ე (დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------------------–---–-------------–-);

 

დანაშაულის კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი (შპს ,,ო------------“ ეპიზოდი) - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით; 2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი (შპს ,,ფ----------ის“ ეპიზოდი) - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით; 3) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (სს ,,ნ----------------ის“ ეპიზოდი) - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

 

ადვოკატი - ნ--------–--–--ე;

 

სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 08:00 საათზე, თ---–--–----------------------------ში მდებარე სს ,,ფ----------ის“ კუთვნილ მაღაზია ,,ს----ში“ გ------------ე, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავს დაესხა მაღაზიის მოლარე-კონსულტანტ ი-----–----–-----ეს, ყელზე მიადო დანა და სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, სალაროს უჯრიდან გასტაცა ფულადი თანხა 104 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გ------------ის ქმედებით ი-----–----–-----ეს მიადგა მორალური და ფიზიკური სახის ზიანი, ხოლო სს ,,ფ----------ს“ მიადგა ქონებრივი ზიანი 104 ლარის ოდენობით.

 

2018 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 08:05 საათზე, თბილისში, მ------------------------ში მდებარე შპს ,,ო------------“ კუთვნილ მაღაზიაში, გ------------ე, დანის გამოყენებით, სალაროდან ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, თავს დაესხა მაღაზიის მოლარე-კონსულტანტ ო-–---–----–-----ს. გ------------ის ქმედებით ო-–---–----–-----ს მიადგა მორალური სახის ზიანი.

 

2018 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 08:07 საათზე, თ---–--–----------------------------ში მდებარე სს ,,ნ----------------ის“ კუთვნილი მაღაზიის დახლიდან ფარულად დაეუფლა 311 ლარად ღირებულ 4 ბოთლ ალკოჰოლურ სასმელს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. გ------------ის ქმედებით სს ,,ნ----------------ს“ მიადგა 311 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის განაჩენით გ------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სს ,,ფ----------ის“ მაღაზია ,,ს-----ს’’ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

გ------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შპს ,,ო------------“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

გ------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და აღნიშნულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, გ------------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ------------ის ადვოკატმა ნ--------–--–--ემ და ითხოვა მისი შეცვლა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

 

3. მხარეთა პოზიციები:

 

დაცვის მხარის პოზიციით: წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გ------------ის მიერ სს ,,ფ----------ის“ კუთვნილ მაღაზია ,,ს----ში“ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი, არამედ დადასტურებულია გ------------ის მიერ ი-----–----–-----ის მიმართ განხორციელებული ძალადობა. გ------------ე თანხის გატაცების მიზნით არ დასხმია თავს ი-----–----–-----ეს, ვინაიდან ჰქონდა საკუთარი თანხა, უბრალოდ სურდა გაერკვია, რატომ დააკლო მოლარემ წარსულში თანხა, რაც დაზარალებულმა აღიქვა არასწორად. რაც შეეხება მაღაზია ,,ო------------’’ ეპიზოდს, დაცვის მხარის მტკიცებით, გ------------ე დანაშაულის ჩადენის დროს საერთოდ არ იმყოფებოდა მაღაზია ,,ო---------ში’’. ამასთანავე, ბრალდების მხარის მიერ დადგენილი გარემოებები არ შეიძლება შეფასდეს, როგორც დანაშაული, ვინაიდან მაღაზიის მოლარეზე არანაირ თავდასხმას არ ჰქონია ადგილი. ასევე არ დასტურდება გ------------ის მიერ მაღაზია ,,ნ-------ში“ ალკოჰოლური სასმელების ქურდობის ფაქტი, ვინაიდან გ------------ეს ჰქონდა თანხა, რაც მან მაღაზიიდან გამოსვლისას დადო სალაროსთან.

 

ბრალდების მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული და იგი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა შეაფასებს მტკიცებულებებს, იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

4. მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).

 

მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შეაფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და აერთობლიობაში.

 

სს ,,ფ----------ის“ ეპიზოდი

 

დაზარალებულმა ი-----–----–-----ემ განმარტა, რომ მუშაობს ქ-------–--–----------------------------ში მდებარე სს ,,ფ----------ის“ კუთვნილ მაღაზია ,,ს----ში“ მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. 2018 წლის 28 დეკემბერს დილის საათებში იმყოფებოდა მაღაზიაში და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. როდესაც იგი იყო სალაროსთან, მაღაზიაში შევიდა გ------------ე, რომელსაც კაპიშონი ეფარა თავზე და ეცვა მაღალყელიანი ჯემპრი. გ------------ემ თავდაპირველად იკითხა, თუ სად იყო ალკოჰოლური სასმელების სექცია, რაც მან მიუთითა. გ------------ემ აარჩია ალკოჰოლური სასმელი, მივიდა სალაროსთან და ალკოჰოლური სასმელის შესაძენად გადასცა მას ორი ცალი 100 ლარიანი კუპიურა. მან თანხის ჩასადებად გააღო სალაროს უჯრა, რა დროსაც გ------------ე თავს დაესხა და ყელზე მიადო დანა. მან ხელით მოიგერია გ------------ე და მათ შორის წარიმართა ფიზიკური დაპირისპირება, მაგრამ გ------------ემ მოახერხა სალაროს უჯრიდან ამოეღო ფულადი თანხა და გაიქცა მაღაზიიდან. გ------------ის თავდასხმის შედეგად მან მიიღო დაზიანებები ყელის არეში და ხელებზე. გ------------ემ სალაროდან გაიტაცა ერთი ცალი 100 ლარიანი კუპიურა, 50 და 20 ლარიანი კუპიურები. მან მოახერხა თავდასხმის მომენტში დაენახა გ------------ის სახე. ხმაურის დროს მისი თანამშრომელი თინათინ ჩიკორია გამოვიდა ოთახიდან და დაინახა, თუ როგორ ტოვებდა გ------------ე მაღაზიის ტერიტორიას. ისინი დაუკავშირდნენ მონიტორინგის სამსახურს, შემდეგ კი, პოლიციას. პოლიციის თანამშრომლები მალევე მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, ასევე მაღაზიაში მივიდა დისტრიბუციის თანამშრომელი ბ-----------–---–ი, რომლებსაც მან მოუყვა მომხდარი ფაქტის შესახებ. ბ-----------–---–ი წავიდა აფთიაქში პირველადი დახმარებისთვის საჭირო წამლების შესაძენად, რა დროსაც ,,ნ-------ს“ მაღაზიასთან შეამჩნია გ------------ე. როდესაც ბ-----------–---–ი დაბრუნდა მაღაზიაში, მან პოლიციის თანამშრომლებს მიუთითა, რომ თავდამსხმელი შეამჩნია ,,ნ-------ს“ მაღაზიასთან, რომელსაც თან ჰქონდა შავტარიანი დანა. ბ-----------–---–ის განცხადებაზე პოლიციის თანამშრომლები გავიდნენ მაღაზიიდან და დაედევნენ თავდამსხმელს. მან ასევე დატოვა მაღაზიის ტერიტორია და ,,ნ-------ს“ წინ დაინახა ძირს დაგდებული სწორედ ის დანა, რომელიც ჰქონდა გ------------ეს მაღაზია ,,ს----ში“ თავდასხმის დროს. მოგვიანებით მან მიიღო მონაწილეობა აგამოძიებო მოქმედებებში.

 

მოწმე თ-------------------მ განმარტა, რომ მუშაობს ქ-------–--–----------------------------ში მდებარე სს ,,ფ----------ის“ კუთვნილ მაღაზია ,,ს----ში“ მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. 2018 წლის 28 დეკემბერს დილის საათებში იმყოფებოდა მაღაზიაში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. მოსასვენებელ ოთახში ყოფნისას გაიგონა ხმაური, გავიდა ოთახიდან და დაინახა, რომ უცნობი პირი გადიოდა მაღაზიიდან. მისი განმარტებით, უცნობ პირს ეცვა მუქი ფერის შარვალი და ზედა, ასევე თავზე წამოფარებული ჰქონდა კაპიშონი. ი-----–----–-----ისგან შეიტყო, რომ ამ უკანასკნელს თავს დაესხნენ და სალაროს უჯრიდან თავდამსხმელი დაუფლა ფულად თანხას, ასევე თავდასხმის მომენტში ი-----–----–-----ეს ყელის არეში თავდამსხმელმა მიაყენა ჭრილობა. ის და ი-----–----–-----ე დაუკავშირდნენ როგორც მონიტორინგის სამსახურს, ასევე პოლიციის თანამშრომლებს. რამდენიმე წუთში მაღაზიაში მივიდა დისტრიბუტორი ბ-----------–---–ი, რომელსაც ი-----–----–-----ემ განუცხადა მომხდარის შესახებ. ი-----–----–-----ის ჭრილობის დასამუშავებლად ბ-----------–---–ი წავიდა აფთიაქში, საიდანაც დაბრუნების შემდეგ პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ მაღაზია ,,ნ-------სთან“ დაინახა თავდამსხმელი, რომელმაც დანა ჯიბეში ჩაიდო. პოლიციის თანამშრომლები წავიდნენ თავდამსხმელის დასაკავებლად, რა დროსაც თავად ისიც გავიდა მაღაზიიდან და დაინახა, რომ მაღაზია ,,ნ-------ს“ წინ ეგდო შავტარიანი დანა. მისი განმარტებით, თავდასხმის შედეგად სალაროს აკლდა 104 ლარის ოდენობის თანხა.

 

მოწმე ბ-----------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს დისტრიბუტორად. 2018 წლის 28 დეკემბერს დაახლოებით 08:00 საათზე ქ-------–--–----------------------------ში მდებარე სს ,,ფ----------ის“ კუთვნილ მაღაზია ,,ს----ში“ მივიდა, სადაც დახვდა ინვენტარი ძირს დაყრილი და ი-----–----–-----ეს ყელის არეში ჰქონდა ჭრილობა. ი-----–----–-----ისგან შეიტყო, რომ უცნობი მამაკაცი თავს დაესხა და დანით მიაყენა ჭრილობა. იგი გავიდა აფთიაქში ჭრილობის დასამუშავებელი საშუალებების შესაძენად. აფთიაქთან მისვლისას გვერდით ჩაუარა პიროვნებამ, რომლის ჩაცმულობაც და აღნაგობაც ემთხვეოდა ი-----–----–-----ის მიერ აღწერილ თავდამსხმელს. მან დაინახა ამ პიროვნებამ, როგორ ამოიღო დანა და ჩაიდო ქურთუკის ჯიბეში. ბ-----------–---–ი დაბრუნდა მაღაზია ,,ს----ში“ და იქ მყოფ პოლიციის თანამშრომელებს განუცხადა ნანახის თაობაზე. ბ-----------–---–მა აღნიშნა, რომ როდესაც პოლიციის თანამშრომლები დაედევნენ თავდასხმელს, მას დაუვარდა დანა, რომელიც მაღაზია ,,ნ-------ს“ წინ ეგდო.

 

მოწმე ბ-----------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს ის და მისი მეწყვილე ც-------–-----–--ე ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც 112-სგან მიიღეს შეტყობინება დ----------------------------ში მაღაზია ,,ს----ში“ მომხდარი დანაშაულის თაობაზე. შემთხვევის ადგილზე მისვლისას დახვდათ ი-----–----–-----ე, რომელსაც თავდამსხმელმა ყელის არეში მიაყენა ჭრილობა. მაღაზიაში ასევე იმყოფებოდა დისტრიბუტორი ბ-----------–---–ი, რომელმაც აფთიაქიდან მიიტანა ი-----–----–-----ისთვის პირველადი დახმარებისათვის საჭირო წამლები. მას და მის მეწყვილეს ბ-----------–---–მა განუცხადათ, რომ დაინახა ის პიროვნება, რომელიც ი-----–----–-----ეს თავს დაესხა, რომელიც იმყოფებოდა მაღაზია ,,ნ-------სთან“. ის და ც-------–-----–--ე გავიდნენ მაღაზიიდან და მყისიერად დაედევნენ გ------------ეს. ც-------–-----–--ე სხვა მხრიდან დაედევნა გ------------ეს, ხოლო თავად კორპუსის მეორე მხრიდან დაედევნა და მოუწოდა გ------------ეს დამორჩილებოდა და შეჩერებულიყო. მიუხედავად ამისა გ------------ე გაიქცა. მან რადიოსადგურის მეშვეობით გადასცა, თუ რა მიმართულებით მოძრაობდა გ------------ე, რომელიც კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მიერ იქნა დაკავებული.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ც-------–-----–--ემ.

 

ბრალდებულმა გ------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები, აქვს უძილობა და ნერვიული აშლილობა, რის გამოც ექიმის დანიშნულებით იღებდა დამამშვიდებელ საშუალებებს. ამ ფაქტამდე რამდენიმე ხნით ადრე მაღაზია ,,ს----ში“ მოლარემ ხურდის დაბრუნების დროს დააკლო თანხა, რის გამოც განერვიულდა და აპირებდა ამის გარკვევას. შემთხვევის დღეს დამამშვიდებელმა წამალმა მასზე არ იმოქმედა და გადაწყვიტა მაღაზია ,,ს----ში“ შეეძინა ალკოჰოლური სასმელი. როდესაც მაღაზიაში იმყოფებოდა დახლიდან აიღო ალკოჰოლური სასმელი და მივიდა სალაროსთან, სადაც მოლარეს გადაუხადა თანხა, რა დროსაც იქ მყოფი მოლარე მიამსგავსა იმ მოლარეს, ვინც ხურდა ფული დააკლო. იგი გაღიზიანდა, უნდოდა საყვედური ეთქვა მოლარესთვის, ჯიბიდან ამოიღო დაკეცილი დანა, მიუშვირა და უთხრა, რატომ მოატყუა ხურდის დაბრუნების დროს. როდესაც მოლარემ დანა დაინახა, შეეშინდა და დაიწყო ხელების ქნევა, საგნების სროლა. მას სურდა კუთვნილი თანხის უკან დაბრუნება, რის გამოც ხელი ჩაყო სალაროს უჯრაში და აიღო თანხა, მას სურდა მისი კუთვნილი ორი ცალი 100 ლარიანი კუპიურა აეღო, მაგრამ როგორც შემდეგ გაარკვია ერთი ცალი 100 ლარიანი კუპიურა და სხვა წვრილი კუპიურები აიღო. თანხის აღების შემდეგ მან დატოვა მაღაზიის ტერიტორია.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში, დი--------------------------------------------------------- მიმდებარედ, ასევე იმავე ნომერში მდებარეობს მაღაზია ,,ს-----“. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა: ანაწმენდები, ერთი ცალი მოშავო ფერის დანა, ორი ბოთლი ალკოჰოლური სასმელი ,,JAMESON” და ,,JIM BEAM”. ერთი ცალი 100 ლარიანი კუპიურა, ანაწენდი, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი, ხელის კვლები, ერთი ცალი დანა მოწითალო ფერის, ოთხი ცალი ალკოჰოლური სასმელი.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების სისწორე დაადასტურეს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პირებმა ექსპერტ-კრიმინალისტებმა გ---------------------მ, თ-------–-–----ემ და ი-----–--------–--ემ.

 

ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 28 დეკემბერს 08:10 საათზე ქ.------–--–---------------------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა გ------------ე, რომლის პირადი ჩხრეკისას ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ქაღალდის ფულის კუპიურები დაჭმუჭნულ მდგომარეობაში, კერძოდ: 7 ცალი 10 ლარიანი კუპიურა, ერთი ცალი 10 ლარიანი კუპიურა (შუაზე გახეულ მდგომარეობაში), ერთი ცალი 20 ლარიანი კუპიურა (შუაზე გადახეულ მდგომარეობაში), ერთი ცალი 50 ლარიანი კუპიურა, ხურდა ფული 2 ცალი 20 თეთრიანი და 2 ცალი 10 თეთრიანი მონეტა, შავი ფერის ,,ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი, გამჭირვალე ფერის ე.წ. ქეისი. ჯინსის შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის ტყავის საფულე, მასში მოთავსებული 2 ცალი 10 ლარიანი კუპიურით, ხურდა ფულით 4 ცალი 20 თეთრიანი, 2 ცალი 10 თეთრიანი და 2 ცალი 5 თეთრიანი მონეტით, 9 ცალი სხვადასხვა დასახელების საბანკო და სააფთიაქო პლასტიკური ბარათები, მედიკამენტების ფირფიტა მასზე არსებული აბებით.

 

პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ბ-----------–---–მა წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო მარცხნიდან მარჯვნივ მესამე და მარჯვნიდან მარცხნივ პირველი მდგომი მამაკაცი (გ------------ე) და განმარტა, რომ აღნიშნული პიროვნება არის ზუსტად ის პიროვნება, რომელიც ნახა 2018 წლის 28 დეკემბერს ქ-------–--–-----------------–----------------–----------------------ის მიმდებარედ. მან გ------------ე ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: საშუალო აღნაგობით, საშუალო სიმაღლით, მოგრძო ფორმის სახით, ყავისფერი თვალებით, კეხიანი ცხვირით, ასაკით.

 

პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ი-----–----–-----ემ წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო მარცხნიდან მარჯვნივ მეორე და მარჯვნიდან მარცხნივ მეორე მდგომი მამაკაცი (გ------------ე) და განმარტა, რომ აღნიშნული პიროვნება არის ზუსტად ის პიროვნება, რომელმაც 2018 წლის 28 დეკემბერს დააყაჩაღა იგი ქ-------–--–-----------------–----------------–----------------------ში მდებარე მაღაზია ,,ს----ში“. გ------------ე ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: საშუალო სიმაღლით, საშუალო აღნაგობით, მოგრძო ფორმის სახით, ახალამოსული წვერით, წინ გამოწეული ტუჩებით, ყავისფერი თვალებით, კეხიანი ცხვირით, ჩავარდნილი ლოყებით, რკალისებრი წარბებით.

 

ამოღების ოქმის თანახმად, გ------------ისგან ამოღებული იქნა მისი ტანთცმული მოშაო ფერის ქურთუკი, მოშავო ფერის ელვაშესაკრავით, უკანა მხარეს ელვაშესაკრავით მიმაგრებული კაპიშონით, საყელოზე იარლიყით, მუქი ფერის ჯინსის შარვალი, ასევე ამოღებული იქნა მოშავო ფერის ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, მოშავო ფერის ნაქსოვი ნაჭრის ქუდი.

 

ამოღების ოქმის თანახმად, თ------------–--სგან ამოღებული იქნა სამი ცალი 50 (ორმოცდაათი) ლარიანი კუპიურა დაჭმუჭნულ მდგომარეობაში.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გახსნილი და დათვალიერებული იქნა სს ,,ფ----------ი“-დან ამოღებული კომპიუტერული დისკი მასზე არსებული ჩანაწერები. ვიდეო ჩანაწერები დათვალიერდა ი-----–----–-----ის მონაწილეობით. გახსნილი იქნა ვიდეო ფაილი, სადაც მარცხენა კუთხეში აღნიშნულია თარიღი 12/28/2018, დრო 07:40:00, მონიტორზე გამოჩნდა სავაჭრო დარბაზი, ი-----–----–-----ის განმარტებით, აღნიშნული არის ქ-------–-------------------------------ში მდებარე მაღაზია ,,ს-----ს’’ სავაჭრო დარბაზი, ი-----–----–-----ე ზის მოლარის მაგიდასთან, ხოლო მარცხენა მხარეს აქვს სალარო ყუთი. 07:45:02 საათზე მაღაზიის კარი იღება და მაღაზიაში შედის პიროვნება, რომელსაც აცვია მოშავო ფერის კაპიშონიანი ქურთუკი, მუქი ფერის შარვალი და მოშაო ფერის ფეხსაცმელი, იგი იწყებს მოძრაობას სავაჭრო დარბაზში, ი-----–----–-----ის განმარტებით, აღნიშნული სწორედ ის პიროვნებაა, რომელმაც 2018 წლის 28 დეკემბერს დააყაჩაღა დანის გამოყენებით, რა დროსაც მიაყენა დანით დაზიანება ყელის არეში, იგი ამოიცნო პოლიციის განყოფილებაში. მოშაო ფერის ქურთუკიანი მამაკაცი სალაროსთან ალაგებს რაღაცეებს, ი-----–----–-----ის განმარტებით, ორ ცალ ალკოჰოლური სასმელის ბოთლს და 07:45:42 საათზე ჩერდება სალაროს მაგიდის წინ, 07:46:23 საათზე ი-----–----–-----ე ტრიალდება სალაროს ყუთისკენ, რა დროსაც 07:46:33 საათზე ი-----–----–-----ეს ხელში უჭირავს რაღაც, ი-----–----–-----ის განმარტებით, ფულადი თანხა, რომელიც მიაწოდა ყაჩაღმა ალკოჰოლური სასმელის შესაძენად, 07:46:33 საათზე მოშაო ფერის ქურთუკიანი მამაკაცი ხელს კიდებს ი-----–----–-----ეს, რა დროსაც ი-----–----–-----ე იწევა უკან და იწყებს ხელების მოქნევას, რა დროსაც ირაკლი იხევს უკან ხელს კრავს მაგიდაზე არსებულ თაროს, თარო წაიქცა, საიდანაც იყრება პროდუქცია, შემდეგ იღებს მეორე თაროს და ესვრის მოშაო ფერის ქურთუკიან მამაკაცს, რის შემდეგაც 07:46:42 წამზე მოშაო ფერის ქურთუკიანი მამაკაცი გარბის მაღაზიის გასასვლელი კარისკენ და 07:46:46 გარბის მაღაზიიდან. ი-----–----–-----ის განმარტებით, როდესაც სალარო ყუთი გააღო მოშაო ფერის ქურთუკიან მამაკაცმა კისრის არეში მოხვია ხელი და ყელზე დაადო დანა, რა დროსაც ხელი კრა, მაგრამ ამ დროს შავქურთუკიანმა მამაკაცმა რამოდენიმეჯერ მოუქნია დანა, მიუხედავად წინააღმდეგობისა სალარო ყუთიდან მაინც აიღო ფული და გაიქცა. 07:46:48 საათზე კადრში ჩნდება გოგო, რომელიც ი-----–----–-----ის განმარტებით, არის თ-------------------. 07:57:02 საათზე მაღაზიაში შედის დისტრიბუტორი ბ-----------–---–ი.

 

ოდოროლოგიური ექსპერტიზის N4------- დასკვნის თანახმად, ქ.------–--–-----------------–-----------------–----------------------------ში მდებარე მაღაზია ,,ს----ში“ და ქ.------–--–-----------------–-----------------–------------------ში მდებარე მაღაზია ,,ო-----------“-ში განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილებიდან, კერძოდ მაღაზია ,,ს----ში“ სალაროს დახლის წინ მეტლახის იატაკის ზედაპირიდან, მაღაზია ,,ო----------ში“ ტკბილეულობის დახლის წინ მეტლახის იატაკის ზედაპირიდან და ამავე მაღაზიაში ალკოჰოლური სასმელების დახლის წინ მეტლახის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ გ------------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-----------------ემ.

 

მოწმე შმ------------–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, როგორც შპს ,,ვ-------ის“ ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ #4-------დან ირკვევა, ი-----–----–-----ე აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 28.12.18 წ. 09:11 საათზე. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერში აღწერილია ღია ჭრილობები ხელი მარჯვენა პირველი თითს, მარცხენა პირველი თითს და კისრის არეში. 04.10.2019 წ. მოწ. ი-----–----–-----ეს პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა დაზიანებები კისრის მიდამოში მარჯვნივ ნაკაწრის, მარჯვენა მტევნის მე-5 თითს და მარცხენა მტევნის პირველი თითის დისტალური ფალანგის მიდამოში სწორკიდეებიანი ჭრილობების სახით. ნაკაწრი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. ორი სწორკიდეებიანი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი კიდის მქონე საგნის მოქმედებით. დაზიანებები როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს. ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

გ------------ის ბრალდებას ასევე ადასტურებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები. კერძოდ: სასამართლოში დასაკითხ პირთა სიიდან მოწმეები ვ-–---------------–-–---–----------–----–---–-----------------–----------–--–---–-–---–----–------------–---–--------------------–---–-----–----------–---–--------–-------–-–---–---------–------------–---–-----------------------------------------–--------------------ე, საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ანაწმენდები 2 ნიმუშად მაღაზია ,,ს-----დან“, ანაწმენდები 3 ნიმუშად მაღაზია ,,ს-----დან“, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი მაღაზია ,,ს-----დან“, 2 ცალი დაქტილოფირი ხელის კვლებით მაღაზია ,,ს-----დან“, გ------------ის ნერწყვის ნიმუში და ი-----–----–-----ის ნერწყვის ნიმუში, გ------------ის სუნის ნიმუში, კომპიუტერული დისკი ვიდეო ჩანაწერებით, 2 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი ,,ჯეიმისონი“ და ,,ჯიმ ბიმი“, 1 ცალი 100 ლარიანი კუპიურა, 1 ცალი 100 ლარიანი კუპიურა, გ------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, 150 ლარი ფულადი თანხა თ------------–--სგან ამოღებული, მოშაო ფერის ქურთუკი და მუქი ფერის შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი და ქუდი, შავი ფერის დანა, 1 ცალი დანა მოწითალო ფერის; მითითებული მტკიცებულებები სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

სააპელაციო პალატამ შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია გ------------ის მიერ მაღაზია ,,ს----ში“ თანხის გატაცების მიზნით ი-----–----–-----ეზე დანით თავდასხმის ფაქტი. შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დაზარალებულ ი-----–----–-----ის, მოწმეების თ-------------------ს, ბ-----------–---–ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს ი-----–----–-----ე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ქ-------–--–----------------------------ში მდებარე სს ,,ფ----------ის“ კუთვნილ მაღაზია ,,ს----ში“, სადაც მუშაობდა მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

 

დაზარალებულ ი-----–----–-----ის ჩვენებით, ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მაღაზია ,,ს----ში“ დაახლოებით 08:00 საათზე შევიდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ალკოჰოლური სასმელის შეძენის მიზნით მოლარე ი-----–----–-----ეს გადასცა ორი ცალი 100 ლარიან კუპიურა, მაგრამ როდესაც ი-----–----–-----ემ თანხის ჩასადებად გააღო სალაროს უჯრა, ეს მამაკაცი თავს დაესხა ი-----–----–-----ეს და ყელზე მიადო დანა, ი-----–----–-----ემ თავდამსხმელს გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა, რა დროსაც ი-----–----–-----ემ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება. მიუხედავად დაპირისპირებისა თავდამსხმელმა მოახერხა სალაროს უჯრიდან თანხის დაუფლება.

 

დაზარალებულ ი-----–----–-----ის, მოწმეების ბ-----------–---–ის, ბ-----------ის, ც-------–-----–--ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ი-----–----–-----ისა და ბ-----------–---–ის მიერ გ------------ის ამოცნობის ოქმებით, გ------------ისგან ამოღებული ტანსაცმლის ამოღების ოქმით, სს ,,ფ----------იდან“ ამოღებული კომპიუტერული დისკის ვიდეო ჩანაწერების დათვალიერებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის N4------- დასკვნით სასამართლო დადგენილად მიჩნევს, რომ ი-----–----–-----ეს ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავს დაესხა, ყელზე დანა მიადო და სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, სალაროს უჯრიდან ფულადი თანხა გასტაცა გ------------ემ;

 

დაზარალებულ ი-----–----–-----ის, მოწმეების თ-------------------ს, ბ-----------–---–ის ჩვენებებით, ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექპსერტიზის N--------- დასკვნით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ი-----–----–-----ემ გ------------ის თავდასხმის შედეგად მიიღო სხეულის დაზიანება, დაზიანებები როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. გ------------ის ქმედებით ი-----–----–-----ეს მიადგა მორალური და ფიზიკური სახის ზიანი, ხოლო სს ,,ფ----------ს“ მიადგა ქონებრივი სახის ზიანი 104 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო სარწმუნოდ არ მიიჩნევს გ------------ის ჩვენებას, რომ მას არ სურდა ი-----–----–-----ის მიმართ განეხორციელებინა ყაჩაღობა და დანა მხოლოდ იმიტომ მიუშვირა. რომ სურდა წინა დღეებში ხურდის დაკლების გამო პასუხი მოეთხოვა, ვინაიდან ეს არგუმენტი არადამაჯერებელია და ელემენტარულ კრიტიკას ვერ უძლებს, მაშინ, როდესაც საწინააღმდეგო დადასტურდა საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობით. არც თავად გ------------ე უარყოფს მაღაზია ,,ს----ში’’ ყოფნის და ი-----–----–-----ისთვის დანით დაზიანების მიყენების ფაქტს. ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს იმ ფაქტს, თუ რა ოდენობის თანხას დაეუფლა გ------------ე, იყო თუ არა ეს თანხა იმაზე მეტი ან ნაკლები, ვიდრე მას თავად შესაძლოა ჰქონოდა, ვინაიდან ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულია, იგი დასრულებულია თანხის გატაცების მიზნით თავდასხმის მომენტიდან და დანაშაულის შემადგენლობისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა ოდენობის თანხას დაეუფლა გ------------ე ან საერთოდ დაეუფლა თუ არა.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასადასტურდა, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქ-------–--–----------------------------ში მდებარე სს ,,ფ----------ის“ კუთვნილ მაღაზია ,,ს----ში“ გ------------ე, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავს დაესხა მაღაზიის მოლარე-კონსულტანტ ი-----–----–-----ეს, ყელზე მიადო დანა და სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, სალაროს უჯრიდან გასტაცა ფულადი თანხა 104 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გ------------ის ქმედებით ი-----–----–-----ეს მიადგა მორალური და ფიზიკური სახის ზიანი, ხოლო სს ,,ფ----------ს“ მიადგა ქონებრივი სახის ზიანი 104 ლარის ოდენობით, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

შპს ,,ო------------“ ეპიზოდი

 

დაზარალებულმა ო-–---–----–-----მ განმარტა, რომ მუშაობს ქ. თბილისში, მი-----------------------ში მდებარე შპს ,,ო------------“ მაღაზიაში მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. 2018 წლის 28 დეკემბერს დილის საათებში იმყოფებოდა მაღაზიაში და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. მაღაზიაში შევიდა მისთვის უცნობი მამაკაცი გ------------ე, მას კაშნე ჰქონდა სახეზე აფარებული, მხოლოდ თვალები უჩანდა, თავზე ქუდი და კაპიშონი ეფარა. ვინაიდან ო-–---–----–-----მ საეჭვოდ ჩათვალა გ------------ის ქცევა, მასთან მივიდა და დახმარება შესთავაზა, რაზეც უარი განაცხადა. შემდეგ გ------------ე მივიდა სალაროსთან, სადაც ცდილობდა სხვა მომხმარებლისთვის დაეთმო გზა, ვინაიდან მომხმარებელმა უარი განაცხადა, გ------------ემ ო-–---–----–-----ს გადასცა შესაძენად გამზადებული პროდუქცია და თანხა, სამი ცალი 50 ლარიანი კუპიურა, რა დროსაც ო-–---–----–-----მ გახსნა სალაროს უჯრა, სადაც მოათავსა თანხა და ხურდა 20 ლარიანი კუპიურა ამოიღო, რომელიც უნდა გადაეცა გ------------ისათვის. ამ დროს ო-–---–----–-----ს გ------------ემ დაანახა დანა, რაზეც ო-–---–----–-----ს შეეშინდა და სალაროს უჯრა დაკეტა, გ------------ე ცდილობდა სალაროს უჯრას ხელით მიწვდენოდა, მაგრამ ვერ მოასწრო. ო-–---–----–-----მ დაცვის სამსახურის ,,ალგანის“ ღილაკს დააჭირა თითი, რაც დაინახა გ------------ემ, პროდუქტებს დაავლო ხელი და დატოვა მაღაზიის ტერიტორია. ო-–---–----–-----ს განმარტებით, ის კარგად ხედავდა გ------------ის სახეს და კარგად დააკვირდა, ვინაიდან მასთან ერთ მეტრში იმყოფებოდა.

 

მოწმე თ------------–--ს გამოკითხვის ოქმი, რომელიც მხარეთა მიერ უდაოდ იქნა ცნობილი, იგი მუშაობს ქ. თბილისში, დ-----------------------------------------------------------ში მდებარე მაღაზია ,,ო------------“ მენეჯერის პოზიციაზე, მან მოლარე ო-–---–----–-----სგან შეიტყო, რომ უცნობი მამაკაცი დანის მუქარით აპირებდა მის დაყაჩაღებას. ო-–---–----–-----მ მას გადასცა 3 ცალი დაკუჭული 50 ლარიანი, რომელიც ალკოჰოლური სასმელის შეძენის მიზნით ამ პიროვნებამ მისცა ო-–---–----–-----ს. თ------------–--მ აღნიშნული თანხა გადასცა პოლიციას.

 

ბრალდებულმა გ------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განაცხადა, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს მაღაზია ,,ო---------ში“ არ ყოფილა, მან ვიდეო ჩანაწერის ნახვისას მისი თავი ვერ ამოიცნო.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.თბილისში, დ-----------------------------------------------------------ში მაღაზია ,,ო----------ში“. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა: ტკბილეულობის დახლის წინ მეტლახის იატაკის ზედაპირიდან და ამავე მაღაზიაში ალკოჰოლური სასმელების დახლის წინ მეტლახის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების სისწორე დაადასტურეს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პირებმა ექსპერტ-კრიმინალისტებმა გ---------------------მ, თ-------–-–----ემ და ი-----–--------–--ემ.

 

ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 28 დეკემბერს 08:10 საათზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა გ------------ე. მისი დააკვება მოხდა ქ.------–--–---------------------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. გ------------ის პირადი ჩხრეკისას მისი ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ქაღალდის ფულის კუპიურები დაჭმუჭნულ მდგომარეობაში, კერძოდ 7 ცალი 10 ლარიანი კუპიურა, ერთი ცალი 10 ლარიანი კუპიურა (შუაზე გახეულ მდგომარეობაში), ერთი ცალი 20 ლარიანი კუპიურა (შუაზე გადახეულ მდგომარეობაში), ერთი ცალი 50 ლარიანი კუპიურა, ხურდა ფული 2 ცალი 20 თეთრიანი და 2 ცალი 10 თეთრიანი მონეტა, შავი ფერის ,,ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი გამჭირვალე ფერის ე.წ. ქეისი. ჯინსის შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის ტყავის საფულე მასში მოთავსებული 2 ცალი 10 ლარიანი კუპიურით, ხურდა ფულით 4 ცალი 20 თეთრიანი, 2 ცალი 10 თეთრიანი და 2 ცალი 5 თეთრიანი მონეტით, 9 ცალი სხვადასხვა დასახელების საბანკო და სააფთიაქო პლასტიკური ბარათები, მედიკამენტების ფირფიტა მასზე არსებული აბებით.

 

პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ო-–---–----–-----მ წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო მარცხნიდან მარჯვნივ მეორე და მარჯვნიდან მარცხნივ მეორე პირი (გ------------ე) და განმარტა, რომ აღნიშნული პიროვნება არის ზუსტად ის პიროვნება, რომელმაც 2018 წლის 28 დეკემბერს დააყაჩაღა იგი ქ. თბილისში, დ------------–--------------------------ში მდებარე მაღაზია ,,ო---------ში“. მან გ------------ე ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: სიმაღლით, აღნაგობით, მოგრძო, ფორმის პირისახით, ახალმოსულის წვერით, წინ გამოწეული ტუჩებით, ყავისფერი თვალებით, კეხოვანი ცხვირით, რკალისებრი წარბებით.

 

ამოღების ოქმის თანახმად, გ------------ისგან ამოღებული იქნა მისი ტანთცმული მოშაო ფერის ქურთუკი, მოშავო ფერის ელვაშესაკრავით, უკანა მხარეს ელვაშესაკრავით მიმაგრებული კაპიშონით, საყელოზე იარლიყით, მუქი ფერის ჯინსის შარვალი, ასევე ამოღებული იქნა მოშაო ფერის ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, მოშაო ფერის ნაქსოვი ნაჭრის ქუდი.

 

ოდოროლოგიური ექსპერტიზის N4------- დასკვნის თანახმად, ქ.------–--–-----------------–-----------------–----------------------------ში მდებარე მაღაზია ,,ო-----------ში“ ტკბილეულობის დახლის წინ მეტლახის იატაკის ზედაპირიდან და ამავე მაღაზიაში ალკოჰოლური სასმელების დახლის წინ მეტლახის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ გ------------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-----------------ემ.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, ო-–---–----–-----ს მონაწილეობით გახსნილი და დათვალიერებული იქნა ქ. თბილისში, მ-------------------------ში მდებარე შპს ,,ო------------“ მაღაზიის ვიდეო ჩანაწერები. გახსნილი იქნა ვიდეო ფაილი ,,o-----------”, სადაც ზედა მარცხენა კუთხეში აღნიშნულია თარიღი 2018 წლის 08:02:1, მონიტორზე გამოჩნდა მომწვანო ფერის უნი ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა გოგო, რომელშიც ო-–---–----–-----მ ამოიცნო საკუთარი თავი. მოლარის მაგიდის გარედან დგას პიროვნება, რომელსაც აცვია მუქი ფერის შარვალი და მოშაო ფერის ფეხსაცმელი, აღნიშნული პიროვნებაზე ო-–---–----–-----მ განმარტა, რომ არის ის პიროვნება, რომელმაც სცადა მისი დაყაჩაღება 2018 წლის 28 დეკემბერს და შემდგომ ამოიცნო პოლიციის განყოფილებაში საგამოძიებო მოქმედების ამოცნობისას. 08:02:21 საათზე ო-–---–----–----- აღებს მონიტორის ქვეშ ყუთს, რომელზეც ო-–---–----–-----მ განმარტა, რომ არის სალაროს ყუთი, სადაც ინახავს, ნავაჭრ ფულს, ამ დროს მოლარის მაგიდასთან მდგომი პიროვნება მიდის ახლოს მაგიდასთან და იხრება სალარო ყუთისკენ, 08:02:24 საათზე მარჯვენა ხელით ჯიბიდან იღებს, რაღაც მოშაო ფერის ნივთს, რომელზეც ო-–---–----–-----მ განმარტა, რომ იყო შავი ტარიანი დანა, ხოლო მარცხენა ხელი მიაქვს ღია სალაროს ყუთისკენ, რა დროსაც ო-–---–----–----- კეტავს სალაროს ყუთს და იწევა უკან, ამ დროს მუქი ფერის შარვლიანი მამაკაცი მარჯვენა ხელში არსებულ დანას იდებს ჯიბეში, 08:02:31 საათზე ო-–---–----–----- იხრება მოლარის მაგიდისკენ და ხელს წევს წინ, ო-–---–----–-----ს განმარტებით ამ დროს დააჭირა განგაშის ღილაკს ხელი; პიროვნება რომელიც დგას სალაროს მაგიდის გარეთა მხრიდან იღებს საფულეს მოლარის მაგიდიდან, რის შემდეგაც მთავრდება ვიდეო ჩანაწერი. ო-–---–----–-----ს განმარტებით, აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი არის 2018 წლის 28 დეკემბერს გადაღებული და ასახავს იმ ფაქტს, როდესაც სცადა მისთვის უცნობმა ახალგაზრდა მამაკაცმა მისი დაყაჩაღება, რის შემდეგაც აღნიშნული პიროვნება იმავე დღეს ამოიცნო პოლიციის განყოფილებაში საგამოძიებო მოქმედება ამოცნობისას.

 

მოწმე შმ------------–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და შესაბამისად სააპელაციო პალატასაც მიაჩნია, რომ გ------------ის ბრალდებას ასევე ადასტურებეს: მოწმეების: ვ-–---------------–-–---–-----------------–--------------------–-–---–---------–--–---–-–---–-----–------------–---–---------------------–---–----------------–---–ის, თ------------–--ს, მი----–------------–---–--------------–----------------------------------------------–----------------------------------------–---–------------–--–--------–---–-----------------------------------–---–---------------------------–--------------–---–-- ჩვენებები/გამოკითხვის ოქმები; საქმეზე დართული საგნები და ნივთები: სუნის კვალი ნიმუში 2 ქილად მაღაზია ,,ო-----------“, გ------------ის ნერწყვის ნიმუში, გ------------ის სუნის ნიმუში, კომპიუტერული დისკი ვიდეო ჩანაწერებით, 2 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი ,,ჯეიმისონი“ და ,,ჯიმ ბიმი“, 1 ცალი 100 ლარიანი კუპიურა, 1 ცალი 100 ლარიანი კუპიურა, გ------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, 150 ლარი ფულადი თანხა, თ------------–--სგან ამოღებული, მოშაო ფერის ქურთუკი და მუქი ფერის შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი და ქუდი, შავი ფერის დანა, 1 ცალი დანა მოწითალო ფერის, რომლებსაც მინიჭებული აქვს პრეიუდიციული ძალა.

 

სააპელაციო პალატამ შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია გ------------ის მიერ მაღაზია ,,ო---------ში“ თანხის გატაცების მიზნით ო-–---–----–-----ზე დანით თავდასხმის ფაქტი. შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დაზარალებულმა ო-–---–----–-----მ სასამართლო პროცესზე დაკითხვისას დეტალურად აღწერა თუ რა ქმედება განახორციელა გ------------ემ, რაც ო-–---–----–-----ს მიერ აღქმულ იქნა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ მუქარად. კერძოდ, დაზარალებულის განმარტებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ო-–---–----–----- მუშაობდა ქ. თბილისში, მი-----------------------ში მდებარე შპს ,,ო----------ში“ მოლარე-კონსულტანტად. 2018 წლის 28 დეკემბერს დილის საათებში მაღაზიაში შევიდა მისთვის უცნობი მამაკაცი, აიღო სასმელები და მოლარე ო-–---–----–-----ს მიაწოდა სამი ცალი 50 ლარიანი კუპიურა, რა დროსაც ო-–---–----–-----მ გახსნა სალაროს უჯრა, სადაც მოათავსა თანხა და ამოიღო 20 ლარიანი კუპიურა ხურდაში დაბრუნების მიზნით, რა დროსაც გ------------ემ დაანახა დანა, რისიც ო-–---–----–-----ს შეეშინდა, სალაროს უჯრა დაკეტა და დაცვის სამსახურის ,,ალგანის“ ღილაკს დააჭირა თითი, გ------------ე შეეცადა სალაროს უჯრას ხელით მიწვდენოდა, მაგრამ ვერ მოასწრო, პროდუქტებს დაავლო ხელი და დატოვა მაღაზიის ტერიტორია. ო-–---–----–-----ს ჩვენებას სასამართლო მიიჩნევს სარწმუნოდ, რადგან სრულ თანხვედრაშია მაღაზია ,,ო-----------დან’’ ამოღებულ ვიდეო ჩანაწერებში ასახულ ინფორმაციასთან.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ო-–---–----–-----ს მიერ გ------------ის ამოცნობის ოქმით, გ------------ისგან მისი ტანსაცმლის ამოღების ოქმით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის N4------- დასკვნით, ქ.თბილისში, მ-------------------------ში მდებარე შპს ,,ო------------“ მაღაზიის ვიდეო ჩანაწერების დათვალიერებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მაღაზია ,,ო----------ში“ მოლარე ო-–---–----–-----ზე დანის დემონსტრირებით ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა გ------------ემ, რის შედეგადაც ო-–---–----–-----ს მიადგა მორალური სახის ზიანი.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ გ------------ე ბრალად წარდგენილი ქმედების დროს, საერთოდ არ იმყოფებოდა მაღაზია ,,ო---------ში’’, ვინაიდან უტყუარად არის დადგენილი, რომ იგი მაღაზია ,,ს-----დან’’ გამოსვლის შემდეგ შევიდა მაღაზია ,,ო---------ში’’ დანით შეიარაღებული, დანა მოთავსებული ჰქონდა ჯიბეში, მივიდა სალაროსთან, და როდესაც მოლარე ო-–---–----–-----მ გამოაღო სალარო, მასში არსებული თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ო-–---–----–-----ს დაანახა ჯიბეში ჩადებული დანა ისე, რომ არ შეემჩნია სალაროსთან მის უკან მდგომ მოქალაქეს, ამასთანავე, ეცადა ხელით მიწვდენოდა სალაროს უჯრას. გ------------ის ქმედება ო-–---–----–-----ს მიერ აღქმულ იქნა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ თავდასხმად, რის გამოც დაუყოვნებლივ დააჭირა განგაშის ღილაკს თითი.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასადასტურდა, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 08:05 საათზე, ქ. თბილისში, მი-----------------------ში მდებარე შპს ,,ო------------“ კუთვნილ მაღაზიაში, გ------------ე, დანის გამოყენებით, სალაროდან ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, თავს დაესხა მაღაზიის მოლარე-კონსულტანტ ო-–---–----–-----ს, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

სს ,,ნ----------------ის“ ეპიზოდი

 

სს ,,ნ----------------ის’’ მაღაზია ,,ნ-------ს’’ მენეჯერის ნ-----–------–-–---–ის ჩვენებით, რომელიც მხარეთა მიერ უდაოდ იქნა ცნობილი დასტურდება, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს მივიდა სამსახურში მდებარე ქ. თბილისში, დი---------------------------------------ის მიმდებარედ, სადაც დახვდა პოლიცია. თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ მისი მაღაზიის გვერდით მდებარე მაღაზია ,,ს-----’’ დააყაჩაღა უცნობმა მამაკაცმა, რომელიც ასევე შევიდა მაღაზია ,,ნ-------ში’’, საიდანაც გამოვიდა ბოთლებით ხელში და მას დაედევნა პოლიცია. ნ-----–------–-–---–მა დაათვალიერა მაღაზიის ვიდეოჩანაწერი და ნახა, რომ დაახლოებით 08:03 საათზე მაღაზიაში შევიდა მამაკაცი, რომელსაც აცვია შავი ფერის ქურთუკი, მუქი ფერის შარვალი და შავი ფერის ფეხსაცმელი, მიდის ალკოჰოლური სასმელის სექციაში და იღებს ოთხ ბოთლ სასმელს, კერძოდ 2 ბოთლ ,,ჯეკ დანიელს თაფლით’’, ერთ ბოთლ ,,ჩივას რეგალის’’ და ერთ ბოთლი ალკოჰოლურ სასმელს, შემდეგ გამოდის მაღაზიიდან.

 

სს ,,ნ----------------ის’’ მაღაზია ,,ნ-------ს’’ კონსულტანტის ნ---------ის ჩვენებით, რომელიც მხარეთა მიერ უდაოდ იქნა ცნობილი დასტურდება, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს დილით დაახლოებით 08:00 საათზე მისთვის ცნობილი გახდა, რომ ის პირი, რომელმაც დააყაჩაღა მაღაზია ,,ს-----’’ შესულა მაღაზია ,,ნ-------ში’’, საიდანაც გამოვიდა ოთხი ბოთლი ალკოჰოლური სასმელით ხელში, ხოლო პოლიციის დანახვისას იგი გაქცეულა. მან შეამოწმა ალკოჰოლური სასმელების სექცია და ნახა, რომ აკლდა ოთხი ბოთლი ძვირადღირებული სასმელი. ნ---------ემ ნ-----–------–-–---–თან ერთად დაათვალიერა მაღაზიის ვიდეოჩანაწერები და ნახა, თუ როგორ აიღო უცნობმა მამაკაცმა ოთხი ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და დატოვა მაღაზია. ამ დროს ნ---------ე იმყოფებოდა მაღაზიის სასაწყობე ოთახში და როდესაც მაღაზიის კარის ბრახუნის ხმა გაიგო, დაინახა აღნიშნული მამაკაცი, როგორ გავიდა მაღაზიიდან ბოთლებით ხელში.

 

ბრალდებულმა გ------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განაცხადა, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს მაღაზია ,,ნ-------ში“ როდესაც იმყოფებოდა, მან ალკოჰოლური სასმელების თაროდან აიღო ოთხი ბოთლი ვისკი და მივიდა სალაროსთან თანხის გადასახდელად. ვინაიდან, მაღაზიის კონსულტანტმა არ გაუწია მომსახურეობა სალაროს მაგიდაზე დადო 320 ლარი და დატოვა მაღაზიის ტერიტორია.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.თბილისში, დი--------------------------------------------------------- მიმდებარედ, იმავე ნომერში მდებარეობს მაღაზია ,,ნ-------“, შემდეგ დათვალიერებულ იქნა მაღაზია ,,ნ-------ს’’ უკანა მხარეს არსებული ტერიტორია, სადაც ნანახი და ამოღებულ იქნა ერთი ცალი 100 ლარიანი კუპიურა და ოთხი ბოთლი ალკოჰოლური სასმელი: 1 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი ,,CHIVAS REGALS’’, ორი ბოთლი ,,JACK DANIELS’’ სა ერთი ბოთლი მოშავო ფერი სასმელი ,,JACK DANIELS’’.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების სისწორე დაადასტურეს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პირებმა ექსპერტ-კრიმინალისტებმა გ---------------------მ, თ-------–-–----ემ და ი-----–--------–--ემ.

 

ამოღების ოქმის თანახმად, გ------------ისგან ამოღებული იქნა მისი ტანთცმული მოშაო ფერის ქურთუკი, მოშავო ფერის ელვაშესაკრავით, უკანა მხარეს ელვაშესაკრავით მიმაგრებული კაპიშონით, საყელოზე იარლიყით, მუქი ფერის ჯინსის შარვალი, ასევე ამოღებული იქნა მოშაო ფერის ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, მოშაო ფერის ნაქსოვი ნაჭრის ქუდი.

 

სს ,,ნ----------------ის“ მონიტორინგის სამსახურის მომართვის თანახმად, ქ. თბილისში, დ---------------------------------------ის მიმდებარედ, მ-------------------ში მდებარე სს ,,ნ----------------ის“ N249-ე ფილიალში მომხდარი ქურდობის შედეგად სს ,,ნ----------------ს“ მიადგა 311 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი, კერძოდ, მოპარული იქნა: 1 ბოთლი, 0.7 ლ მოცულობის ვისკი ,,ჩივას რეგალი“, რომლის საფასური შეადგენს 71 ლარსა და 70 თეთრს, 1 ბოთლი 1 ლიტრის მოცულობის ვისკი ,,ჯეკ დენიელსი“, რომლის საფასური შეადგენს 95 ლარსა და 90 თეთრს, 2 ბოთლი 0.7 ლიტრის მოცულობის ,,ჯეკ დენიელსი“ თაფლით, რომლის საცალო ღირებულება შეადგენს 71 ლარსა და 70 თეთრს.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, ნ-----–------–-–---–ის (სს ,,ნ----------------ის“ მენეჯერი) მონაწილეობით გახსნილი და დათვალიერებული იქნა ქ. თბილისში, მ-------------------------ში მდებარე სს ,,ნ----------------ის“ მაღაზია ,,ნ-------ს“ ვიდეო ჩანაწერები. გახსნილი იქნა ვიდეო ფაილი ,,n----- 1”, სადაც ზედა მარცხენა კუთხეში აღნიშნულია თარიღი 12-18-2018 08:06:31 საათი, მონიტორზე გამოჩნდა სავაჭრო დარბაზი, რომელიც ნ-----–------–-–---–ის განმარტებით, არის ქ. თბილისში, მ-------------------------ში მდებარე მაღაზია ,,ნ-------ს’’ სავაჭრო დარბაზი, ვიდეო ჩანაწერის ხანგრძლივობა არის 45 წამი, მონიტორზე მარცხენა ზედა კუთხეში მოსჩანს კარი, რომელიც ნ-----–------–-–---–ის განმარტებით არის მაღაზიაში შესასვლელი კარი. ვიდეო ჩანაწერის დაწყებისას 08:06:33 საათზე იღება მაღაზიის შესასვლელი კარი და შემოდის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აცვია მოშავო ფერის ქურთუკი კაპიშონით, მუქი ფერის შარვალი და მოშაო ფერის ფეხსაცმელი, იგი ჩერდება ალკოჰოლური სასმელების სექციის და სალარო მაგიდას შორის და იხედება გარშემო, რის შემდეგაც 08:06:58 საათზე იღებს ოთხ ბოთლს და იჭერს ორივე ხელში, თითოეულში ორ-ორ ცალს, აღნიშნულ მამაკაცზე ნ-----–------–-–---–მა განმარტა, რომ სწორედ ის ახალგაზრდა მამაკაცია, რომელმაც 2018 წლის 28 დეკემბერს დილის საათებში ქ.თბილისში, მ-------------------------ში მდებარე მაღაზიიდან მოიპარა ალკოჰოლური სასმელები, მისი განმარტებით კი აღნიშნული მამაკაცის მიერ აღებული ოთხი ბოთლი არის ის ალკოჰოლური სასმელები, რომელიც მისი მაღაზიიდან მოიპარეს 2018 წლის 28 დეკემბერს და მან მიუთითა გამოკითხვისას. მოშაო ფერის ქურთუკიანი მამაკაცი 08:07:05 საათზე ტრიალდება მაღაზიის გასასვლელისაკენ, რა დროსაც ხელში უჭირავს ოთხი ბოთლი და მაგიდასთან არ ჩერდება, ჩანაწერი მთავრდება 08:07:15 საათზე. შემდეგი ვიდეო ფაილის გახსნისას, მონიტორზე მოსჩანს ქუჩა გაჩერებულია ავტომანქანები, ხოლო საფეხმავლო ბილიკზე მიემართება მოშავო ფერის კაპიუშონიანი ქურთუკიანი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აცვია მოშაო ფერის ფეხსაცმელი და მუქი ფერის შარვალი. აღნიშნული მამაკაცი აღებს მაღაზია ნ-------ს კარს და შედის. 08:07:02 საათზე მაღაზია ნ-------ს კარებთან გარბის მამაკაცი, რომელსაც აცვია მუქი ფერის ქურთუკი და მოლურჯო ფერის შარვალი, ნ-----–------–-–---–ის განმარტებით, აღნიშნული მამაკაცი გაემართა მაღაზია ,,ს-----სკენ’’, რომელიც არის ,,ნ-------ს’’ გვერდით. 08:07:06 საათზე კი იღება მაღაზიის კარები და მაღაზიიდან გამორბის მოშაო ფერის კაპიშონიანი ქურთუკ ჩაცმული მამაკაცი, რომელსაც ხელში უჭირავს ოთხი ბოთლი, რა დროსაც მას უვარდება რაღაც საგანი, რომელზეც ნ-----–------–-–---–მა განმარტა, რომ არის შავტარიანი გასაშლელი დანა. 08:07:13 საათზე მაღაზია ,,ს-----ს’’ მხრიდან მორბის პოლიციის უნიფორმაში ჩაცმული რამოდენიმე მამაკაცი, ხოლო ლურჯ შარვლიანი მამაკაცი, რომელმაც მანამდე გაიარა მაღაზია ,,ს-----ს’’ მიმართულებით, მოყვება პოლიციას უკან და ჩერდება, იმ ადგილას სადაც გდია შავტარიანი დანა და ხელს იშვერს დანისკენ. ჩანაწერი მთავრდება 08:07:23 საათზე.

 

გ------------ის ბრალდებას ასევე ადასტურებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები. კერძოდ: სასამართლოში დასაკითხ პირთა სიიდან მოწმეები: ვ-–---------------–-–---–ი, ნ-----–------–-–---–ი, მ-------------------------------------–--------------------ე, ნ---------ე, მ--------------–---–ი, საქმეზე დართული საგნები და ნივთები: გ------------ის ნერწყვის ნიმუში, გ------------ის სუნის ნიმუში, კომპიუტერული დისკი ვიდეო ჩანაწერით, 1 ცალი 100 ლარიანი კუპიურა, 4 ცალი ალკოჰოლური სასმელი - 3 ბოთლი ,,ჯეკ დენიელსი“ და 1 ბოთლი ,,ჩივასი“, გ------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, 150 ლარი ფულადი თანხა, თ------------–--სგან ამოღებული მოშაო ფერის ქურთუკი და მუქი ფერის შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი და ქუდი, შავი ფერის დანა, 1 ცალი დანა მოწითალო ფერის; მითითებული მტკიცებულებები სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

სააპელაციო პალატამ შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია გ------------ის მიერ მაღაზია ,,ნ-------ში“ ოთხი ბოთლი ალკოჰოლური სასმელის ფარულად დაუფლების ფაქტი. შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ქ. თბილისში, მ-------------------------ში მდებარე სს ,,ნ----------------ის“ მაღაზია ,,ნ-------ს“ ვიდეო ჩანაწერებით და მაღაზიის მენეჯერ ნ-----–------–-–---–ის ჩვენებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 12-18-2018, 08:06:33 საათზე მაღაზია ,,ნ-------ს’’ სავაჭრო დარბაზში შევიდა ახალგაზრდა მამაკაცი, აიღო ოთხი ბოთლ ალკოჰოლური სასმელი და დატოვა მაღაზია.

 

მაღაზია ,,ნ-------ს’’ მიმდებარე ტერიტორიის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით სასამართლო დადგენილად მიჩნევს, რომ დათვალიერების შედეგად ნანახი და ამოღებულ იქნა მაღაზია ,,ნ-------ს’’ კუთვნილი ოთხი ბოთლი ალკოჰოლური სასმელი, რომელსაც მაღაზიაში ფარულად დაეუფლა უცნობი მამაკაცი.

 

გ------------ისგან ამოღებული ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით, ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მაღაზია ნ-------ში ქურდობა ჩაიდინა იმ პირმა, რომელმაც ყაჩაღობა ჩაიდინა მაღაზიებში ,,ს-----’’ და ,,ო-----------’’, რომლიც მაღაზია ,,ნ-------დან’’ გამოსვლის შემდეგ პოლიციელების მიერ იქნა დაკავებული, იგი აღმოჩნდა გ------------ე.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ გ------------ე ალკოჰოლურ სასმელებს ფარულად და მართლსაწინააღმდეგოდ არ დაუფლებია, ვინაიდან სალაროს მაგიდასთან პროდუქციის ღირებულებაზე მეტი თანხა დატოვა, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება ისეთ თვალსაჩინო მტკიცებულებას, როგორიც არის ვიდეოჩანაწერი, სადაც ნათლად არის აღბეჭდილი, თუ როგორ იღებს გ------------ე ალკოჰოლური სასმელების დახლიდან ოთხ ბოთლ ალკოჰოლურ სასმელს და ტოვებს მაღაზიის ტერიტორიას ისე, რომ არც მიდის სალაროსთან.

 

სს ,,ნ----------------ის“ მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით სასამართლო დადგენილად მიჩნევს, რომ ქ. თბილისში, დი---------------------------------------ის მიმდებარედ, მ-------------------ში მდებარე სს ,,ნ----------------ის“ N249-ე ფილიალში მომხდარი ქურდობის შედეგად სს ,,ნ----------------ს“ მიადგა 311 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასადასტურდა, რომ გ------------ე 2018 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 08:07 საათზე, ქ-------–--–----------------------------ში მდებარე სს ,,ნ----------------ის“ კუთვნილი მაღაზიის დახლიდან ფარულად დაეუფლა 311 ლარად ღირებულ 4 ბოთლ ალკოჰოლურ სასმელს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ გ------------ის მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ყაჩაღობისთვის. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, ანდა ასეთი ძალადობის მუქარა, რომელიც უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური. ამასთან დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან საფუძვლიანი ეჭვი უნდა გაუჩნდეს, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მუქარა რეალიზებული იქნება. აღნიშნული დანაშაული ერთდროულად ხელყოფს საკუთრების უფლებას და ადამიანის ჯანმრთელობას, შესაბამისად ამ დანაშაულისგან დაცვის ობიექტია, როგორც საკუთრების უფლება, ისე ადამიანის ჯანმრთელობა.

 

ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 08:00 საათზე, თ---–--–----------------------------ში მდებარე სს ,,ფ----------ის“ მაღაზია ,,ს----ში“ გ------------ე, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავს დაესხა მაღაზიის მოლარე-კონსულტანტ ი-----–----–-----ეს, ყელზე მიადო დანა და სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, სალაროს უჯრიდან გასტაცა ფულადი თანხა 104 ლარის ოდენობით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნიშნები, რისთვისაც გ------------ე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 08:05 საათზე, თბილისში, მ------------------------ში მდებარე შპს ,,ო------------“ კუთვნილ მაღაზიაში, გ------------ე, დანის გამოყენებით, სალაროდან ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, თავს დაესხა მაღაზიის მოლარე-კონსულტანტ ო-–---–----–-----ს, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნიშნები, რისთვისაც გ------------ე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს.

რაც შეეხება ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას - მნიშვნელოვან ზიანს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 08:07 საათზე, თ---–--–----------------------------ში მდებარე სს ,,ნ----------------ის“ კუთვნილი მაღაზიის დახლიდან ფარულად დაეუფლა 311 ლარად ღირებულ 4 ბოთლ ალკოჰოლურ სასმელს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რომლის ღირებულება აღემატება მნიშვნელოვანი ზიანის ნიშნულს, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ნიშნები, რისთვისაც გ------------ე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ------------ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს გ------------ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულები), მის პიროვნებას (სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები მისი უარყოფითად დახასიათების შესაძლებლობას არ იძლევა), მის პირად და ოჯახურ ვითარებას (იგი დაოჯახებულია და ჰყავს ახალშობილი შვილი) და მიიჩნევს, რომ სასჯელის სახედ და ზომად სამივე დანაშაულისათვის უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ზომით, კერძოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით - 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

ამასთან, ვინაიდან სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, გ------------ეს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

6. ნივთმტკიცებების ბედის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად: ანაწმენდები 2 ნიმუშად მაღაზია ,,ს-----დან“, ანაწმენდები 3 ნიმუშად მაღაზია ,,ს-----დან“, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი მაღაზია ,,ს-----დან“, 2 ცალი დაქტილოფირი ხელისკვლებით მაღაზია ,,ს-----დან“, სუნის კვალი ნიმუში 2 ქილად მაღაზია ,,ო-----------“, გ------------ის ნერწყვის ნიმუში და ი-----–----–-----ის ნერწყვის ნიმუში, გ------------ის სუნის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; 3 ცალი კომპიუტერული დისკი ვიდეო ჩანაწერებით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით; 2 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი ,,ჯეიმ სონი“ და ,,ჯიმ ბიმი“ მაღაზია ,,ს-----დან’’, 1 ცალი 100 ლარიანი კუპიურა მაღაზია ,,ს-----დან’’, 1 ცალი 100 ლარიანი კუპიურა მაღაზია ,,ნ-------ს’’ მიმდებარე ტერიტორიიდან, 4 ცალი ალკოჰოლური სასმელი - 3 ბოთლი ,,ჯეკ დენიელსი“ და 1 ბოთლი ,,ჩივასი“, გ------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, 150 ლარი ფულადი თანხა თ------------–--სგან ამოღებული, მოშაო ფერის ქურთუკი და მუქი ფერის შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი და ქუდი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან ნდობით აღჭურვილ პირს; შავი ფერის დანა, 1 ცალი დანა მოწითალო ფერის, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ------------ის ადვოკატის ნ--------–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის განაჩენი;

 

გ------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (სს ,,ფ----------ის“ მაღაზია ,,ს-----ს’’ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

გ------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს ,,ო------------“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

გ------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქას მეორე და აღნიშნულმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, გ------------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

გ------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

გ------------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 28 დეკემბრიდან.

 

ნივთმტკიცება:

 

- ანაწმენდები 2 ნიმუშად მაღაზია ,,ს-----დან“, ანაწმენდები 3 ნიმუშად მაღაზია ,,ს-----დან“, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი მაღაზია ,,ს-----დან“, 2 ცალი დაქტილოფირი ხელისკვლებით მაღაზია ,,საპრიდან“, სუნის კვალი ნიმუში 2 ქილად მაღაზია ,,ო-----------“, გ------------ის ნერწყვის ნიმუში და ი-----–----–-----ის ნერწყვის ნიმუში, გ------------ის სუნის ნიმუში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

- 3 ცალი კომპიუტერული დისკი ვიდეო ჩანაწერებით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

- 2 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი ,,ჯეიმ სონი“ და ,,ჯიმ ბიმი“ მაღაზია ,,ს-----დან’’, 1 ცალი 100 ლარიანი კუპიურა მაღაზია ,,ს-----დან’’, 1 ცალი 100 ლარიანი კუპიურა მაღაზია ,,ნ-------ს’’ მიმდებარე ტერიტორიიდან, 4 ცალი ალკოჰოლური სასმელი - 3 ბოთლი ,,ჯეკ დენიელსი“ და 1 ბოთლი ,,ჩივასი“, გ------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, 150 ლარი ფულადი თანხა თ------------–--სგან ამოღებული, მოშაო ფერის ქურთუკი და მუქი ფერის შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი და ქუდი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან ნდობით აღჭურვილ პირს.

 

- შავი ფერის დანა, 1 ცალი დანა მოწითალო ფერის - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი