განაჩენი

სისხლის სამართლის 27.11.2019
საქმის ნომერი
120100118002620131
ინსტანცია
თარიღი
27.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 120100118002620131

საქმე № 1ბ/1744-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

27 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ე-–--------ა დ------–-–---–ი

დაცვის მხარე:

გამართლებული - დ-------- მ-------ე - დაბადებული 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 6----------, მცხოვრები: ხ---–-----------------------------–-–-;

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19. 344-ე მუხლის პირველი ნაწილი - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი

1.1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ-------- მ-------ეს ბრალი დაედო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაში.

1.2. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ-------- მ-------ემ განიზრახა თურქეთის მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2018 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 11:15 საათზე, მივიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N--------------–---------––------------------------------–-- სექტორის დასაცავი მონაკვეთის მარჯვენა ფლანგზე, N------- სასაზღვრო რაიონში გამავალ საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრთან დაახლოებით 160 მეტრში და ცდილობდა საქართველოდან თურქეთის მიმართულებით სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, რა დროსაც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ აღკვეთილი იქნა დ-------- მ-------ის მიერ საქართველოდან თურქეთის მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობა.

1.3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენით დ-------- მ-------ე - ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19. 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2. მხარეთა პოზიცია:

2.1.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 11 სექტემბრის, განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს--–-------------ს საოლქო პროკურატურის პროკურორმა ე-–--------ა დ------–-–---–მა და ითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და დ-------- მ-------ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებაში. სააპელაციო საჩივრის თანახმად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ მოწმეების: დ------ გ------–--ის, ე------ დ---–-–-----ის, ლ---- მ-----ის ჩვენებებით უტყუარად დასტურდება დ-------- მ-------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მათი ჩვენებების თანახმად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულოებისას, ახორციელებდენენ რა სასაზღვრო კონტროლს, შეამჩნიეს უნობი პირი, რომელიც სწრაფად მოძრაობდა საქართველოდან თურქეთის მიმართულებით. ერთ-ერთმა მესაზღვრემ დაუყვირა და მოუწოდა შეჩერებისკენ, დაძახების შემდგომ უცნობი მინდორში, ბალახებში დაიმალა, შემდგომ კი კვლავ სწრაფი ნაბიჯებით გააგრძელა მოძრაობა. ისინი ცხენების საშუალებით გავიდნენ შემთხვევის ადგილზე და შეაჩერეს პირი, რომელიც დ-------- მ-------ე აღმოჩნდა.

2.1.2. პროკურორის მითითებით, ე------ დ---–-–-----ის მიერ მიცემული ჩვენებით, დასტურდება რომ დ-------- მ-------ის შეჩერების ადგილზე იყო ბალახი და არ იყო მოთიბული, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სურათი გადაღებულია ბევრად დაბლა, ვიდრე შემთხვევის ადგი-–--. ამასთან ფოტო გადაღებულია არა ივლისის, არამედ აგვისტოს თვეში, რასაც ადასტურებს 2018 წლის 10 აგვისტოს განცხადება, რომლითაც დაცვის მხარის მიერ მოთხოვნი-–-- შესვლის ნებართა. ამასთან, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ფოტო გადაღებულია იმ გზაზე, რაც დ-------- მ-------ემ გაიარა, მაგრამ არა იმ ადგილამდე, სადაც დ-------- მ-------ე შეაჩერეს, არამედ შუა გზამდე. შესაბამისად დაცვის მხარის აღნიშნული მტკიცებულებით სასამართლოს შეცდომაში შეყვანა სურს.

2.1.3. რაც შეეხება ა--–-- ა--–--ის ჩვენებას, პროკურორის მითითებით, იგი იმყოფებოდა ბევრად შორს, ვიდრე დ-------- მ-------ე შეაჩერეს. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან მიღებული ინფორმაციით ცალსახად და უტყუარად იქნა დადასტურებული, რომ დ-------- მ-------ის შეჩერების ადგილი მდებარეობს საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღრვის მიმდებარე 500-მეტრიან სასაზღვრო ზოლში, ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სასაზღვრო პოლიციის N--------------–---------––------- სასაზღვრო სექტორის (ირმისჭალა) დასაცავ მონაკვეთზე, ხოლო სახელმწიფო საზღვრიდან დაშორებულია დაახლოებით 160 მეტრით.

2.1.4. სააპელაციო საჩივარში პროკურორი ყურადღებას ამახვილებს გამოძიებასა და სასამართლო სხდომაზე გამართლებულის მიერ მიცემული ჩვენებების წინააღმდეგობებზე და მიუთითებს, რომ გამოძიების დროს მიცემული ჩვენებით, განსხვავებით სასამართლოში მიჩემული ჩვენებისგან, დ-------- მ-------ემ განმარტა, რომ ინტერნეტის დასაჭერედ მინდორში გამოსულმა, სიარულის დროს გაიგო ხმა - შეჩერდი, თუმცა გააგრძელა მოძრაობა, ცოტახანში ისევ გაიგო ხმა გაჩერდი, სასაზღვრო პოლიციია, აღნიშნულზე გაჩერდა და დაინახა ფორმიანი პირები.

2.1.5. სააპელაციო საჩივრის თანახმად, ბრალდებულმა გამოგონილი ვერსია - მინდორში ინეტრნეტის ძენბის თაობაზე, პირველი ინსტანციის სასამართლოში, შეცვალა იმით, რომ იგი არა ინტერნეტის საძებნელად, არამედ თურქული სიმბარათიდან დარეკვის მიზნით გავიდა მინდორში. ვერსიის შეცვლას პროკურორი უკავშირებს იმ ფაქტს, რომ დ-------- მ-------ის სიმამარის - ა-–---------ე მ-------ის სახლიდან დ-------- მ-------ის შეჩერების ადგილამდე, ყველგან იყო ინტერნეტთან წვდომა, როგორც მობილური ტელეფონის ქსელის, ასევე 4 G ინტერნეტი. მანძილი, რომელიც მან გაიარა იყო ძალიან შორი და ერთხელ მაინც ეცდებოდა დაკავშირებას, მან აღშნული მხოლოდ საზღვართან მიახლობისას სცადა, რითაც დასტურდება, რომ მისი მიზანი არა ტელეფონით სარგებლობისთვის საზღვრის პირას მისვლა, არამედ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა იყო.

2.1.6. პროკურორის მითითებით სიმართლეს არ შეესაბამება ასევე დ-------- მ-------ისგან იმის მტკიცება, რომ მისი ბალახებში ჩაცუცქვა გამოწვეული იყო სიმბარათის დაკარგვით, აღნიშნულზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მას შეჩერებისას ბარათი არა ხელში, არამედ ტელეფონში, გააქტიურებულ მდგომარეობაში ქონდა. გარდა ამისა, მას სასაზღვრო ზონაში შესვლის ნებართვის აღება არც კი უცდია.

2.2. დაცვის მხარე შესაგებლით არ დაეთანხმა პროკურორის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება. დაცვის მხარის მითითებით დ-------- მ-------ეს სამი წლის განმავლობაში თუქეთის საზღვარი 97-ჯერ ლეგალრად აქვს გადაკვეთილი, იგი თურქეთის რესპუბლიკიდან გამოძევეbული არ ყოფილა და არაფერში სჭირდებოდა საზღვარზე უაკნონოდ გადასვლა.

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1. სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსი-–-- საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. განსახილველი საქმე სწორედ ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტს, საჩივარში მითითებული არგუმენტების გასამყარებლად რაიმე დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და არც გამოკვლეული მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევის საჭიროებაზე მიუთითებია. მტკიცებულებებთან დაკავშირებით იგივე პოზიცია უკავია აპელანტის მოწინააღმდეგე მხარესაც. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა და გადაწყვეტა შესაძლებელია ზეპირი მოსმენის გარეშე.

3.2. სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს--–-------------ს საოლქო პროკურატურის პროკურორის ე-–--------ა დ------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

3.3. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენი-–-- ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

3.4. პირველი ინსტანციის სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ე------ დ---–-–-----ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2018 წლის 24 ივლისს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, იმყოფებოდა სასაზღვრო პოსტ ,,2------- დ------ გ------–--ესა და ლ---- მ-----ესთან ერთად. დასასვენებელ ოთახში ყოფნისას, დ------ გ------–--ემ, რომელიც გუშაგად იმყოფებოდა საგუშაგო პოსტზე, დაიძახა რომ 2------- სასაზღვრო ნიშნების რაიონს შორის მოძრაობდა პირი, მან მიმართა ასევე მოძრავ პირსაც - ,,სდექ, სასაზღვრო პოლიციაა“. დ------ გ------–--ემ მომხდარის შესახებ ინფორმაცია გადასცა ბაზას (სექტორს). მოწმის განმარტებით, მანძილი მასსა და მოძარვ პირს შორის 250-300 მეტრი იქნებოდა. სექტორიდან მოსული ბრძანების საფუძველზე, თავად მოწმე და ლ---- მ-----ე, ცხენების საშუალებით გავიდნენ პირის შესაჩერებლად, რომელიც მოძრაობდა 2------ სასაზღვრო ნიშნის რაიონში, მომიჯნავე სახელმწიფო - თურქეთის საზღვრის მიმართულებით. 20 მეტრით მიახლოებისას დაინახეს, რომ აღნიშნული პირი ხან იკუზებოდა, ხან ძუნძულით მოძრაობდა. მათი მხრიდან ,,სდექ სასაზღვრო პოლიციაა“ დაძახების შემდეგ იგი შეჩერდა. მესაზღვრების მოთხვოვნაზე, ამოალაგა პირადი ნივთები, წარუდგინა პირადობის დამადასტურებელი საბუთი, თუმცა სპეციალური ნებართვა, ე. წ. საშვი, მას არ ქონდა. პირის განმარტებით ამ ადგილებში იმყოფებოდა ინტერნეტის გამო. მოწმემ აჩვენა, რომ მათში ეჭვი გამოიწვია პირის ჩაცმულობამ, ვინაიდან მას გამოსასვლელი ტანისამოსი ეცვა, ხოლო მენახირე და მეცხვარე იქ ამგვარი ჩაცმული არ დადის. ასევე საეჭვო იყო ის გარემოება, რომ იქ, საიდანაც ეს პირი წამოვიდა, უპრობლემოდ იჭერდა ინტერნეტი და საზღვრის მიმართულებით 4-5 კმ.-ის გამოვლა ამ მიზეზით საჭირო არ იყო. მოწმის განმარტებით შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ფოტოსურათები გადაღებულია საქართველოს მხრიდან თურქეთის მიმართულებით. ადგილი ე.წ. თაგოს ველები, საიდანაც დ-------- მ-------ე წამოვიდა მდებარეობს სასაზღვრო ზონაში, ხოლო გზაზე საიდანაც დ-------- მ-------ე გადმოვიდა დგას სასაზღვრო ზონის აღმნიშვნელი ბანერი. ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებებიდან მეცხრე სურათის მიხედვით მოწმემ განმარტა, რომ ეს დასახლება სოფ. უ------------ და იქ მოსახვედრად საჭიროა სურათზე ასახული გზის გავლა. მესამე ფოტოს მიხედვით მოწმე განმარტავს, რომ ამ ადგილას ძველად (რუსების დროს) გადიოდა მავთულხლართები. ე.წ დემბელსკი ლოდის ზემოთ არის მესაზღვრეების ორი ხის შენობა, სხვადასხვა მანძილში, კიდევ უფრო ზემოთ არის ქვითკირის შენობა და ძველი საყარაულო, რკინის კოშკი, რომელიც აღმოსავლეთის მხარესაა წაქცეული. ამ წაქცეული კოშკიდან უკვე სასაზღვრო ზოლი იწყება, საიდანაც თურქეთის საზღვრამდე დაახლოებით 500 მეტრია.

3.5. მოწმე ლ---- მ-----ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2018 წლის 25 ივლისს, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, სასაზღვრო სექტორი ,,ი---------–----“, სასაზღვრო პოსტი ,,2------- რომელიც ესაზღვრება აჭარის სამმართველოს. მომხდარი შემთხვევისას, იმყოფებოდა ე------ დ---–-–-----ესთან და დ------ გ------–--ესთან ერთად, რომელიც იმ დღეს გუშაგი იყო. ამ უკანასკნელმა, საქართველოს მხრიდან თურქეთის საზღვრის მიმართულებით მიმავალი პირი შენიშნა და დაუძახა, ,,სდექ სასაზღვრო პოლიციაა“, ასევე გადამცემშიც გადასცა აღნიშნულის შესახებ. რის შემდეგაც თავადაც შეამჩნიეს მოძრავი პირი. იმისათვის, რომ თავიანთი ვალდებულება შეესრულებინათ, კერძოდ შეეჩერებინათ და შეემოწმებინათ პირი, თვითონ და ე------ დ---–-–-----ე, ცხენებით გაემართნენ მისკენ. საზღვართან 20-30 მეტრით მიახლოებისას დაუძახეს - ,,სდექ სასაზღვრო პოლიციაა“, შეაჩერეს და სამმართველოდან მისული ბრძანების საფუძველზე, შეამოწმეს, კერძოდ მოსთხოვეს საბუთები. შეჩერებულმა პირმა აჩვენა მხოლოდ პირადობის მოწმობა, ხოლო სპეციალური საშვი არ ქონდა. სამმართველოს გადასცეს შეჩერებული პირის მონაცემები. შეჩერებისას დ-------- მ-------ემ განუმარტა მესაზღვრეებს, რომ ინტერნეტი ჭირდებოდა და ტელეფონით კარგი ინტერნეტ კავშირის (სიხშირის) დასაჭერად ადგილს ეძებდა. მოწმის განმარტებით, ინტერნეტი არ შეიძლება გახდეს პირის იქ მოხვედრის მიზეზი, ვინაიდან ინტერნეტისთვის საჭირო სიხშირის დაჭერა და კავშირის დამყარება სოფელშივეა შესაძლებელი და ამისთვის იმ ადგილამდე მისვლა, სადაც დ-------- მ-------ე იმყოფებოდა, საჭირო არ იყო. ამასთან, იგი ძალიან ახლოს იმყოფებოდა საზღვართან, არ გავდა მთიბავს და არც მწყემს, ხოლო სხვა პირს იქ შესვლის უფლება არ ჰქონდა. შესაბამისად, დ-------- მ-------ის სოფლიდან შორს გამოსვლა იწვევდა ეჭვს, რომ იგი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას აპირებდა. მოწმის განმარტებით შვიდი წელია, რაც აღნიშნულ სექტორში ასრულებს მის სამსახურეობრივ მოვალეობას, გარკვეულწილად შესწავლილი აქვს გარემო და ყველა რისკ-ფაქტორი და მათაც უწევთ გადაადგილება გარკვეულ ტერიტორიებზე, ისინიც ვალდებულები არიან იქონიოს ტელეფონი და საჭიროების შემთხვევაში ისარგებლონ ტელეფონით და ინტერნეტით. ხანდახან მესაზღვრეებიც ცდილობენ დაიჭირონ ინტერნეტისთვის საჭირო სიხშირე. მოგვიანებით სამმართველოდან მოვიდნენ მათი თანამშრომლები - გამომძიებლები და შეჩერებული პიროვნება გადაიყვანეს სამმართველოში. ლ---- მ-----ის ჩვენების თანახმად, უშუალოდ მათი საყარაულო ჯიხურია ე.წ. ,,დემბელსკი ლოდთან “, მავთულხლართების შიგნით, შემაღლებულ ადგილზე საიდანაც საგუშაგო პერიმეტრი შედარებით უკეთ ჩანს და ტერიტორიის კონტროლიც შედარებით ადვი-–--. პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ ფოტოსურათთან დაკავშირებით (ს.ფ.-21) მოწმემ აჩვენა, რომ ეს ადგილი მისთვის ნაცნობია და ფოტოსურათზე დატანილი გზით დ-------- მ-------ის საზღვრამდე მისვლა, როგორც ამას თავად განმარტავდა, შეუძლებელია ვინაიდან ამ გზას მესაზღვრეები აკონტროლებენ. მოწმემ წარდგენილი მეცხრე ფოტოსურათთან დაკავშირებით განმარტა, რომ სურათზე დატანილი სოფელი არის ე. წ. „თაგოჩაოს“ ბინები. ამ ტეროტორიაზე განთავსებულია სასაზღვრო ზონის აღმნიშვნელი ორი ბანერი (N2 ფოტოსურათის მიხედვით). ერთი ბანერი განთავსებულია გზიდან ამოსასვლელში, ხოლო მეორე ე.წ. ,,დემბილსკი“ ლოდთან, ზემოთ რომ მიდის გზა. მოწმე ე------ დ---–-–-----ის მიერ განმარტებულ ინფორმაციასთან დაკავშორებით, იმის თაობაზე, რომ აღნიშნული პოსტი მდებარეობს 252-253 ბოძებს შორის, უკან გასდევს მავთულხლართები, შემდეგ იწყება სასაზღვრო ზოლი და შემდეგაა თურქეთის საზღვარი, მოწმემ განმარტა, რომ ჯერ არის მავთულხლართები (რომელიც რუსების დროინდელია და დღეის მდგომარეობით არ ფუნქციონირებს), შემდეგ მათი ჯიხური, შემდეგ 500 მეტრიანი სასაზღვრო ზოლი, სადაც საშვის გარეშე შესვლა აკრძალულია და ამ 500 მეტრიან ზოლში შესვლამდე განთავსებულია საინფორმაციო ბანერები, რომ მიმდებარე ტერიტორია სასაზღვრო ზონაა, ხოლო მანამდე განთავსებულია საბჭოთა კავშირის დროინდელი სასაზღვრო ბოძები, რომლის დანახვისას ნებისმიერი უცხო მოქალაქე მიხვდება, რომ ამ ტერიტორიაზე არის სასაზღვრო ზონა. აღნიშნული შემთხვევა მოხდა 2------ სასაზღვრო ნიშნის რაიონში, რომელთა შორის მანძი-–-- 300-400 მეტრამდე. სასაზღვრო ნიშნებს შორის არის დამატებითი ბოძებიც, დაახლოებით სულ 700 მეტრამდე. მათი დასაცავი ზონაა მეორე სამმართველოს პირველი სექტორი. ისინი საზღვარს აკონტროლებენ 246-ე ბოძიდან 255-ე ბოძამდე. აღნიშნულ ადგილებში არის გამაფრთხილებელი ნიშნები და ბანერები, რომლებზეც ქართულ და ინგლისურ ენებზე განთავსებულია სასაზღვრო ზონის აღმნიშვნელი, გამაფრთხილებელი წარწერები და მითითებულია, რომ აღნიშნულ ზონაში უცხო პირების დაშვება აკრძალულია. გარდა ამისა, მოსახლეობაც, მწყემსებიც და მთიბავებიც გაფრთხილებულნი არიან, რომ მესაზღვრეების ნებართვის გარეშე არ უნდა შევიდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე. ხოლო იმ ტერიტორიაზე, სადაც შეჩერდა პიროვნება, არც მთიბავები და არც მწყემსები არ მოძრაობენ და 500 მეტრიან სასაზღვრო ზოლში საერთოდ აკრძალულია ვინმეს შესვლა. ამ ადგილას მოძრაობა არ არის, ხალხი ბალახის მოსათიბადაც არ შედის, რადგან იმდენად უხეში, მსხვილ ღეროიანი და მაღალი ბალახია, რომ არც პირუტყვი ეკარება და არც მწყემსები დადიან. ამიტომ იყო საეჭვო და ყურადსაღები ამ ადგილებში ვინმეს გადაადგილება. თუ მოქალაქეს აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნის ნებართვა აქვს, ამის შესახებ იციან მესაზღვრეებმა, რადგან, აღნიშნულის თაობაზე თავად მოქალაქეები აფრთხილებენ, რის შემდეგაც, ხელმძღავნელობასთან შეთანხმებით ტერიტორიზე შესვლის ნებას რთავენ. ხოლო, სხვა შემთხვევაში გამორიცხულია, მითუმეტეს ამ ტერიტორიაზე საშვის გარეშე გადაადგილება აკრძალულია. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ოთახში ყოფნისას გუშაგი მათგან დაშორებული იყო 15-20 მეტრით, ხოლო დ-------- მ-------ე სავარაუდოდ 400-500 მეტრით იქნებოდა დაშორებული. ხოლო როდესაც მათ დაინახეს დ-------- მ-------ე, იგი უკვე 500 მეტრიან სასაზღვრო ზოლში იყო. მათ დ-------- მ-------ემდე მისასვლელად დასჭირდათ დაახლოებით 7-8 წუთი (ცხენების საშუალებით). როდესაც ისინი ცხენების საშუალებით გადაადგილდებოდნენ (ცხენები სირბილით მიჰყავდათ) დ-------- მ-------ისკენ, მას არ შეუნიშნავს დ-------- მ-------ემ შეამჩნია თუ არა ისინი, რადგან ცხენზე იჯდა ცხენიდან რომ არ გადმოვარდნილიყო ყურადღება ამაზე ჰქონდა გადატანილი და სავარაუდოდ დ-------- მ-------ეს უნდა შეემჩნია ისინი, რადგან ის ტერიტორია გაშლილი ადგი-–--. წარდგენილ ფოტოსურათთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ ერთი ჯიხურია, რომელიც დემბელსკი ქვასთან მდებარეობს და კარ-ფანჯარა არ აქვს. ხოლო მეორე ჯიხური მდებარეობს ზემოთ 30 - 40 მეტრზე უფრო შორს. როდესაც მოხდა დ-------- მ-------ის შეჩერება, მის გადასაყვანად მანქანა ამოვიდა სექტორიდან, რომელიც შემთხვევის ადგილიდან 6-7 კმ.-ის დაშორებით მდებარეობს, ხოლო მათ შემთხვევის ადგილზე გაჩერება მოუწიათ დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში. ამ დროს დ-------- მ-------ეს დაურეკა თუ არა ტელეფონმა ან თავად დ-------- მ-------ე ესაუბრა თუ არა ვინმეს მოწმეს არ ახსოვს. შემთხვევის ადგილიდან მოშორებით იყვნენ მთიბავები, რომლებიც არ იმყოფებოდნენ 500 მეტრიან ზოლში. რა საუბარი შედგა დ---–-–-----ესა და მ-------ეს შორის მთიბავებთან დაკავშირებით მოწმეს არ გაუგია. მოწმეს არ ახსოვს ჰქონდათ თუ არა თურქეთში არსებულ ხორცის ფასთან დაკავშირებით საუბარი დ-------- მ-------ესთან. მოწმის თქმით, დ-------- მ-------ემ მათ განუმარტა, რომ სტუმრად იმყოფებოდა მის სიმამრთან, თურქეთში მუშაობდა და იყო ჩამოსული დროებით კვლავ უკან აპირებდა წასვლას. მოწმემ ასევე არ იცის შედგა თუ არა დ-------- მ-------ესა და ე------ დ---–-–-----ეს შორის საუბარი, რომ არანაირი პრობლემა არ შეიქმნებოდა იმ შეთხვევაში თუ დ-------- მ-------ეს საზღვარი კანონიერად ექნებოდა გადმოკვეთილი, არ ექნებოდა დეპორტი და საბუთები ექნებოდა წესრიგში, რადგან იგი დროდადრო ცხენებს აქცევდა ყურადღებას. დაკავებისას მანქანით ამოსულმა თანამშრომლება ჯერ დ-------- მ-------ე გადაიყვანეს სექტორში, ხოლო შემდეგ თავად მესაზღვრეები. სექტორში ჩაყვანისას დ-------- მ-------ე არ გაუჩხრეკიათ უშუალოდ მის თვალწინ. მესაზღვრეები სთავაზობდნენ დ-------- მ-------ეს, რომ ეთანამშრომლა მათთან. მოწმის თქმით მან სექტორში ნახა დ-------- მ-------ის პირადი ნივთები, თუმცა არ უნახავს სიმ-ბარათები.

3.6. მოწმე დ------ გ------–--ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2018 წლის 24 ივლისს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, მეორე სამმართველოს პირველ სექტორზე- ,,ირმის ჭალა “ , საიდანაც გაგზავნილი იყო სასაზღვრო პოსტ ,,24“-ზე. შემთხვევის დღეს პოსტზე იმყოფებოდნენ თავად, ე------ დ---–-–-----ე და ლ---- მ-----ე. დილის 10 საათისთვის იგი იმყოფებოდა გუშაგის პოსტზე (საგუშაგო განთავსებულია ვაკე ადგილას) და ახორციელებდა სამორიგეო ტერიტორიის დათვალიერებას, ხოლო დანარჩენი ორი მესაზღვრე იმყოფებოდა იქვე ახლოს, მესაზღვრეებისთვის განკუთვნილ ხის შენობაში და ისვენებდნენ. იგი მათგან დაშორებული იყო დაახლოებით 20 მეტრით. შენობის (პოსტის) უკანა მხარეს, (საქართველოს მხარეს) არის მავთულხლართები და ბოძები, პოსტი შეღობი-–-- და მავთულხლართების შიგნით არის განთავსებული. ადგილმდებარეობის მიხედვით პოსტი განთავსებულია 500 მეტრიანი სასაზღვრო ზოლის დასაწყისში. ამ დროს დააფიქსირა უცხო პირი, რომელიც სწრაფი სიარულით მოძრაობდა საქართველოს ტერიტორიიდან თურქეთის მიმართულებით. მათ შორის მანძილი დაახლოებით 200-250 მეტრი იყო. შეძახილით - ,,სდექ, სასაზღვრო პოლიცია“ მოუწოდა ამ პირს შეჩერებულიყო, თუმცა პირმა ჩვეულებრივად გააგრძელა მოძრაობა, შემდეგ კი ბალახებში ჩაიცუცქა და ვეღარ ხედავდა მას. რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ, ეს პირი კვლავ გამოჩნდა მისი მხედველობის არეში, ადგა და გააგრძელა მოძრაობა თურქეთის ტერიტორიის მიმართულებით. მომხდარის შესახებ ინფორმაცია გადასცა სექტორს და მიიღეს ბრძანება, რომ ეს პირი შეეჩერებინათ. მასთან მყოფი ორი მესაზღვრე ცხენებით გაემართნენ ამ პირისაკენ, თვითონ კი აკონტროლებდა მის მოძრაობას სანამ პატრული მივიდოდა მასთან. მან არ იცის გაიგო თუ არა მისი მოწოდება, თუმცა განმარტავს, რომ დაძახებისას მოძრავ პირს სავარაუდოდ უნდა გაეგო მისი ხმა, რადგან სხვა დროს ამ მანძილზე მყოფ პირებს გაუგიათ. დ---–-–-----ემ და მ-----ემ შეაჩერეს დ-------- მ-------ე. მოწმის განმარტებით ტერიტორიაზე განთავსებულია სასაზღვრო ზონის აღმნიშვნელი, გამაფრთხილებელი ბანერები, რომლებიც მდებარეობს იმ ტერიტორიაზე, რომელი გზითაც გაიარა დ-------- მ-------ემ. დასახლება საიდანაც წამოვიდა დ-------- მ-------ე თურქეთის საზღვრის მიმართულებით, არის სასაზღვრო ზონა. სასაზღვრო ზონა თურქეთის საზღვრიდან აქეთ არის 5 კმ. ამ ტერიტორიაზე სასაზღვრო ზონის აღმნიშვნელი გამაფრთხილებელი ბანერი არ არის განთავსებული. იმ გზაზე რომელზეც გაიარა დ-------- მ-------ემ არ არის განთავსებული ბანერი. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ მათი საკონტროლო ტერიტორიაა 252-დან 255-ე სასაზღვრო ბოძის ჩათვლით. 256-ე სასაზღვრო ბოძიდან საზღვარს უკვე აჭარის სამმართველო აკონტროლებს. შემთხვევის დროს, თვითონ იმყოფებოდა 254-ე და 255-ე სასაზღვრო ბოძებს შორის (უფრო 255-ე ბოძთან ახლოს). მან არ იცის რა მანძი-–-- ბოძებს შორის. 255-ე ბოძის ზონა უფრო მთაგორიანია. შემთხვევის დღე იყო მზიანი, კარგი ამინდი, ქარი არ ქროდა. დ-------- მ-------ე გადაადგილდებოდა ე.წ. ,,დემბელსკი" ლოდიდან ზემოთ, თურქეთის მიმართულებით. ,,დემბელსკი“ ლოდთან ახლოს დაახლოებით 20 მეტრში, გვერდით დგას ერთი ხის შენობა, მეორე ხის შენობა განთავსებულია შედარებით ზემოთ, რომელიც მესაზღვრეების საგუშაგოა. ეს ორი საგუშაგო ერთმანეთს უყურებს და ასევე ქვემოთაც არის კიდევ ერთი ხის შენობა - საგუშაგო. ზონაში არსებული ყველა საგუშაგო ერთმანეთს უყურებს. ზემოთ ასვლისას არის ქვითკირის შენობა და აღმოსავლეთისკენ არის წაქცეული რკინის კოშკი. იმ კოშკის ძირიდან (ზუსტი მანძილი არ იცის) დაახლოებით 50 მეტრიდან იწყება 500 მეტრიანი სასაზღვრო ზოლი. ,,დემბილსკი“ ლოდიდან დაახლოებით 30 მეტრში იწყება აღმართი, შემდეგ ზემოთ იწყება შედარებით ვაკე ადგილი, შემდეგ ისევ მკვეთრი აღმართი და შემდეგ არის აჭარის საზღვარი. მოწმე განმარტავს, რომ იმ დროს როდესაც ადვოკატმა დაათვალიერა შემთხვევის ადგილი ბალახი იყო მოთიბული, 15 აგვისტოდან იწყებს ხალხი თიბვას და სანამ ბალახი მოითიბებოდა დ-------- მ-------ეს თავისუფლად შეეძლო ბალახში დამალვა. დ-------- მ-------ის დაკავების დროს იგი იმყოფებოდა პოსტზე და მიმართულებას აძლევდა დ---–-–-----ეს და მ-----ეს. იგი დ-------- მ-------ეს მაშინ შეხვდა, როდესაც ის მესაზღვრეებმა პოსტთან მიიყვანეს, ხოლო შემდეგ ის სექტორზე გადაიყვანეს. მოწმის განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე შესვლისთვის საჭიროა სპეციალური ნებართვა, იქმნება სპეციალური სიები, რომელიც იგზავნება სექტორზე და შემდგომ სექტორი გასცემს საშვს. ამ საშვით მოქალაქე მიდის მათთან, რომელსაც ატარებენ სპეციალურ აღრიცხვის ჟურნალში და ისე ხდება პიროვნების შეშვება სასაზღვრო ზონაში თუ ზოლში. შემთხვევის დროს დ-------- მ-------ეს რაიმე ნებართვა ან საშვი არ ქონია. მას ქონდა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3.7. მოწმე ა-–---------ე მ-------ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ არის დ-------- მ-------ის სიმამრი. ცხოვრობს ხულოს რაიონის სოფელ ჩ---–- ოჯახთან ერთად. იგი მისდევს მესაქონლეობას და სეზონურად, ზაფხულის განმავლობაში ოჯახთან ერთად მიდის პირუტყვის საძოვრად ბეშუმში. შემთხვევის დროს დ-------- მ-------ის მეუღლეც, შვილებთან ერთად მის ოჯახთან ერთად იყო ბეშუმში. ბეშუმში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლებიდან სახელმწიფო საზღვარი დაშორებულია დაახლოებით 1 კმ.-ით. 2018 წლის 24 ივლისს, დ-------- მ-------ე, რომელიც თურქეთიდან ახალი ჩამოსული იყო, მისი ოჯახის მოსანახულებლად ავიდა მთაში და მის სახლში იმყოფებოდა. დ-------- მ-------ე თურქეთის რესპუბლიკაში ხშირად დადის სამუშაოდ, იგი კვლავ აპირებდა თურქეთში წასვლას და თურქეთიდან ელოდებოდა სატელეფონო ზარს. დ-------- მ-------ის თურქეთში ყოფნის პერიოდში მასთან დაკავშირება ხდებოდა ტელეფონის ან ინტერნეტის საშუალებით. მთაში, უმეტეს შემთხვევაში ტელეფონს არ აქვს სიხშირის კარგი მიღება, რადგან სატელეფონო ანძა შორს არის და რთულდება ტელეფონის საშუალებით ვინმესთან კომუნიკაციის დამყარება. საჭიროა საცხოვრებელი ადგილიდან გარკვეული მანძილით გასვლა და აქეთ-იქით სიარული, რათა ტელეფონმა შემთხვევით დაიჭიროს სიხშირე. გარდა ამისა, თუ თურქეთშია დასარეკი, საჭიროა უფრო მეტი მანძილის გავლა, ვიდრე სხვა შემთხვევაში. ვინაიდან დ-------- მ-------ე თურქეთიდან ელოდებოდა სატელეფონო ზარს და არ ურეკავდნენ, გადაწყვიტა თავად დაერეკა თურქეთში. ტელეფონს არ ჰქონდა კარგი მიღება და ამის გამო დ-------- მ-------ე ეძებდა ადგილს, რათა ტელეფონს დაეჭირა სიხშირე და გარკვეულ მანძილზე გადაადგილდებოდა. ამის შესახებ მან ოჯახის წევრებსაც შეატყობინა და უთხრა, რომ თურქეთში დარეკვას აპირებდა, ამიტომ გარკვეული მანძილი უნდა გაევლო და შემდეგ უკან დაბრუნდებოდა. დაცვის მხარის მტკიცებულებებში მოთავსებული სურათი N 2-ის მიხედვით, მოწმემ განმარტა, რომ გზაჯვარედინის ზემოთ, მთისკენ, კოშკურებამდე განთავსებულია მათი კუთვნილი სათიბები, რომლის ზემოთაც არის ქვიშიანი ადგილი, ხოლო მთის მეორე მხარეს უკვე თურქეთის ტერიტორიაა. გზაჯვარედინიდან აღმოსავლეთით არ ჩანს სასაზღვრო ზონის აღმნიშვნელი ნიშანი (ბანერი) ან მესაზღვრეთა რაიმე შენობა. მესაზღვრეების სექტორი განთავსებულია გზაჯვარედინიდან მარცხნივ, დაახლოებით 1 კმ.-ში. გზაჯვარედინიდან, რკინის, წაქცეულ კოშკურამდე იქნება დაახლოებით 100-150 მეტრი. ამ ადგილიდან 50-60 მეტრის გავლის შემთხვევაში, საზღვართან 160 მეტრით მიახლოება გამორიცხულია, რადგან ამ მანძილის გავლის შემთხვევაში ადამიანი მოხვდება სათიბების ტერიტორიაზე. გზაჯვარედინიდან ასევე არ ჩანს საზღვრის სექტორების გამიჯვნის ადგილიც. დ-------- მ-------ე დააკავეს დაახლოებით ღამის 12 საათზე და მან მისი დაკავების შესახებ შეიტყო დ-------- მ-------ის ძმისგან. დ-------- მ-------ე აღნიშნულ ტერიტორიაზე მანამდე არასდროს იყო ნამყოფი, არ იცოდა რომ სასაზღვრო ზონა იყო და საშვი იყო საჭირო, აღნიშნულის შესახებ არც თავად მოწმეს განუმარტავს მისთვის.

3.8. მოწმის სახით დაკითხვის დროს დ-------- მ-------ემ განმარტა, რომ ცხოვრობს ხულოს რაიონის სოფელ ძ------–-–ი, ხოლო მისი სიმამრი ხულოს რაიონის სოფელ ჩ---–-. 2005 წლიდან ძირითადად თურქეთის რესპუბლიკაში დადის სამუშაოდ და მუდმივად მუშაობს ერთი და იგივე პიროვნებასთან. მისი სამუშაო სეზონურია და ძირითადად ზაფხული, მაისიდან - სექტემბრის ჩათვლით. წასვლამდე თურქეთში მყოფ პიროვნებას ყოველთვის უკავშირდება ტელეფონის საშუალებით და არკვევს სამუშაოსთან დაკავშირებულ საკითხებს, ან თავად თურქეთიდან უკავშირდებიან და აწვდიან ინფორმაციას. თურქეთიდან ზარი შესაძლოა განხორციელებულიყო ნებისმიერ დროს, ამისთვის ინტერნეტი საჭირო არ არის და მასაც თუ რამე ჰქონდა გასარკვევი, მის ტელეფონში დაფიქსირებულ ნომერზე რეკავდა თურქეთში. მოწმის განმარტებით შემთხვევის დღეს, მისი მეუღლე მთაში წაყვა მამამისს (სიმამრს), ვინაიდან ამის საჭიროება იყო და თან ოჯახის პირუტყვიც წაიყვანეს სამთაბაროდ. თვითონ თურქეთიდან ჩამოვიდა 20 ივლისს, ხოლო 23 ივლისს გადაწყვიტა ოჯახის მოსანახულებლად წასულიყო მთაში და უკან დაბრუნებას აპირებდა ან იმ საღამოსვე, ან მეორე დღეს. (დამოკიდებული იყო თურქეთიდან დარეკვაზე). იგი ხშირად ესაუბრებოდა მთაში მყოფ მეუღლეს ტელეფონის საშუალებით, ხოლო თურქეთიდან ვერ ახერხებდა ქართულ ნომერზე დარეკვას, რადგან თურქული სიმ ბარათი ამის საშუალებას არ იძლეოდა. თუმცა თურქეთიდან ხშირად უკავშირდებოდა შვილს და ოჯახის წევრებს ინტერნეტის საშუალებით. შემთხვევის დღეს იმყოფებოდა სიმამრთან მთაში და თურქეთში უნდოდა დაერეკვა ახლობელთან. ეს პირი ქართველია - ცხოვრობს საგარეჯოში და იმ დროისთვის სამუშაოდ იმყოფებოდა თურქეთში - რიზეში. თვითონაც თურქეთში აპირებდა სამუშაოდ წასვლას შვილებთან ერთად, ვინაიდან თხილის სეზონი იწყებოდა. ამ საქმეზე დარეკვის გამო დასჭირდა მას გადაადგილება და გარკვეული მანძილის გავლა. გადაადგილების დროს, იმ ადგილამდე, სადაც მოხდა მისი შეჩერება, გაიარა სათიბები, შეხვდა ერთი მოხუცი მწყემსი, შემდეგ ავიდა ქვის ლოდთან, რომელსაც რუსული წარწერები ჰქონდა, იქიდან წავიდა მარჯვნივ, სადაც მას შეხვდა ხის შენობა - მწყემსების ქოხი, შემდეგ იყო პატარა ხის შენობა (რომლის შესახებაც შემდგომ შეიტყო, რომ მესაზღვრეებს ეკუთვნოდა). ამ შენობას გვერდი აუარა, ავიდა ქვის შენობასთან (სამი კედელი იყო), შემდეგ ავიდა წაქცეულ კოშკთან და იქიდან მარცხნივ გაიარა დაახლოებით 40-45 მეტრი, რა დროსაც სცადა დარეკვა. მიუხედავად მცდელობისა კონტაქტი არ შედგა და გამობრუნდა უკან, გამოიარა კოშკურის მარჯვენა მხარეს დაახლოებით 15-20 მეტრი და ამ დროს მასთან მივიდნენ მესაზღვრეები. გადაადგილების დროს მას რაიმე ბანერი ან სასაზღვრო ზონის მანიშნებელი ნიშანი არსად შეხვედრია. დ-------- მ-------ის განმარტებით, მისი ახლობლის (თერთმეტ ნიშნა) ნომერი შენახულია მის ტელეფონში, ხოლო თავად ზეპირად არ ახსოვს. ვინაიდან მას დიდი ხნით უწევს ხოლმე თურქეთში ყოფნა, შეძენილი ქონდა თურქული სიმ-ბარათი, რომელზეც დარიცხული ქონდა სასაუბრო დრო დაახლოებით 450 წუთი (1 თვიანი პაკეტი ქონდა). მისი ქართული სიმბარათი ანძის სიხშირეს სათანადოდ ვერ იჭერდა ინტერნეტით რომ ესარგებლა და დაერეკა. ამ შემთხვევაში პრობლემა იყო სათანადო სიხშირის დაჭერა, რომელიც ინტერნეტით სარგებლობისთვის საკმარისი იქნებოდა, ხოლო სიხშირე რომელსაც ტელეფონი იჭერდა, რიგ შემთხვევებში მხოლოდ ზარის განსახორციელებლად იყო საკმარისი და ინტერნეტით სარგებლობისთვის საკმარისი არ იყო. ვინაიდან ვერ ახერხებდა დარეკვას, მთაში ყოფნისას, კითხვაზე, თუ როგორ დაერეკა თურქული სიმბარათიდან, სოფლის თავშეყრის ადგილას მყოფმა ხალხმა განუმარტეს, რომ სათიბში ჯეოსელის ნომერი როუმინგში ავტომატურად ირთვებოდა, თურქეთის ქსელს იჭერდა, რის გამოც მანაც ჩათვალა, რომ მისი თურქული სიმ ბარათი თურქულ სატელეფონო სიხშირეს ადვილად დაიჭერდა. ვინაიდან მისი ტელეფონი არ იჭერდა სატელეფონო სიხშირეს, სწორედ ამის გამო ავიდა იგი მაღლობზე და სცადა დარეკვა, თუმცა ვერ მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ ზარი გავიდა და დაახლებით 30 წამის განმავლობაში საუბრის წამზომი ჩართული იყო, ცუდი სიხშირის გამო ხმა არ ესმოდა და ამიტომ ტელეფონი გათიშა. ამის შემდეგ, ინტერნეტის გარეშე, ქართულ სიმბარათზე უპრობლემოდ დაურეკა და ესაუბრა თავის დის შვილს-ბოლნისში, შემდეგ ონლაინ ტოტალიზატორ ,,კრისტალ ბეთში“ შეამოწმა მის მიერ განთავსებული ფსონი და დაბრუნდა უკან. მოწმის განმარტებით, გადაადგილების დროს მას რაიმე ხმა, ვინმეს დაძახება ან მოწოდება შეჩერებისკენ, არ გაუგია. მოგვიანებით, დაინახა ცხენებით მოსული ორი პირი, რომლებიც იყვნენ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები (მ-----ე და დ---–-–-----ე). მათ წარუდგინეს თავი და მოსთხოვეს პირადობის მოწმობა და მანაც მიაწოდა. ისინი იყვნენ მთიბავების (სათიბი ტერიტორიების) ზემოთ და აღნიშნულ ტერიტორიაზე დაჰყვეს საათ ნახევრიდან-ორ საათამდე. ამ დროს მესაზღვრეებმა მისი მონაცემები გადააგზავნეს შესამოწმებლად და ახორციელებდნენ შესაბამის პროცედურებს მის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად. დაახლოებით საათნახევრის შემდეგ მათ წასაყვანად მივიდა მანქანა, ხოლო ის მესაზღვრეები, რომლებმაც შეაჩერეს კვლავ ცხენებით დაბრუნდნენ უკან. როგორც მას მესაზღვრეებმა აუხსნეს, თუ საზღვრის კვეთისას რაიმე დარღვევა ან დეპორტი არ ქონდა, პრობლემები არ შეექმნებოდა. სასაზღვრო სექტორში (შენობაში) მისვლისა და გაჩხრეკის შემდეგ, ჩამოართვეს ყველა ნივთი, მათ შორის მობილური ტელეფონიც და დაუწყეს მაპროვოცირებელი შეკითხვების დასმა თურქეთში ხორცის ფასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, დაახლოებით ღამის 11 სთ-ის შემდეგ, იგი გადაიყვანეს ახალციხეში, სასაზღვრო პოლიციის სამმართველოში, სადაც მან ასევე ნახა მისი შემჩერებელი მესაზღვრეებიც, რომლებიც იკითხებოდნენ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

3.9. 2018 წლის 25 ივლისის დათვალიერების ოქმით დადგენი-–--, რომ დასათვალიერებელი ადგილი მდებარეობს ადიგენის მუნიციპალიტეტის, სასაზღვრო პოლიციის N--------------–--------------რის დასაცავი მონაკვეთის მარჯვენა ფლანგის N 2------ სასაზღვრო ნიშნებს შორის მიმდებარე ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილი არის მთაგორიანი, რომელიც დაფარულია ბალახის საფარით. დათვალიერებაში მონაწილეობა მიიღო ე------ი დ---–-–-----ემ რომელმაც მიუთითა თუ სად დააკავა დ-------- მ-------ე დათვალიერების ადგილიდან აიღეს კოორდინატები. დათვალიერების დროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე ნივთი, ნივთიერება ან საგანი ამოღებული არ ყოფილა. ოქმს თან ერთვის შემთხვევის ადგილის ფოტოსურათები. დათვალიერების დროს აღებულ იქნა კოორდინატები.

3.11. საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის სასაზღვრო მონიტორინგისა და რისკების შეფასების განყოფილების, 2018 წლის 25 ივლისის, მომართვით დგინდება, რომ დ-------- მ-------ის (დ--------------–- პ/ნ 6----------) მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით, 2010 წლის 1 იანვრიდან, 2018 წლის 25 ივლისამდე, დაფიქსირდა ს.ს.კ.გ. ,,სარფის’’ გავლით. დაფიქსირებულია კვეთა 97-ჯერ. ბოლოს დ-------- მ-------ე გავიდა თურქეთის რესპუბლიკაში 2018 წლის 11 ივლისს და დაბრუნდა 2018 წლის 20 ივლისს. საზღვრის კვეთა დაფიქსირებულია არ არის წლის განმავლობაში ნოემბრიდან მაისამდე პერიოდში.

3.12. ბრალდების მხარის მიერ ნივთიერი მტკიცებულების სახით წარმოდგენილი, დ-------- მ-------ის კუთვნილი მობილური ტელეფონის დათვალიერებით დადგინდა, რომ 2018 წლის 24 ივლისს ბრალდებულის დაკავების პერიოდში (11:15 საათთან მიახლოებით) მობილური ტელეფონის თურქული სიმბარათის ნომრიდან განხორციელებულია ზარი თურქული სიმბარათის ნომრებზე.

3.13. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას საქმის გამომძიებელმა ბ---- ბ--------–---–მა დაასტურა მის მიერ შედგენილი დოკუმენტების სისწორე.

3.14. დაცვის მხარის მოწმე ა--–-- შ-----ემ დაკითხვისას აჩვენა, რომ 34 წლის განმავლობაში, უწყვეტად, ყოველ ზაფხულს მიდის ბეშუმის მთაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად. კერძოდ - თიბავს ბალახს (ჩეგირში) სასაზღვრო სექტორის ზონაში, თურქეთის საზღვართან ახლოს და აღნიშნულ ტერიტორიას კარგად იცნობს. დაცვის მხარის მტკიცებულებებში მოთავსებულ N4 ფოტოსურათის მიხედვით, განმარტავს, რომ აღნიშნულ ტერიტორიას კარგად იცნობს. შემთხვევის დროს იგი დაბლობზე იმყოფებოდა და ბალახს თიბავდა (რაც დასტურდება N5 ფოტოსურათით), რა დროსაც მან ზედა მხარეს, მისგან 100-150 მეტრის დაშორებით შეამჩნია 2 სამხედრო პირი-მესაზღვრე, რომლებიც ამოვიდნენ ზემოთ მდებარე დიდ ლოდთან (ე.წ. ,,დემბელსკი" ლოდთან), სოფელ უ--------–-- მხრიდან (მარჯვენა მხრიდან), ხოლო ჯარისკაცების საყარაულო ობიექტი განთავსებულია ლოდიდან მარცხნივ, დაახლოებით 2-3 კილომეტრში. სამხედროები გადაადგილდებოდნენ ცხენებით და გააგრძელეს გზა ზემოთ, წაქცეული კოშკურისკენ. ამ დროს კოშკურის მიმდებარე (გადმოღმა) ტერიტორიაზე მას სამოქალაქო პირი, ცხენოსნებთან ერთად არ შეუნიშნავს. მოგვიანებით, შესვენების დროს დაიწყო მოვლენებზე დაკვირვება და შეამჩნია, რომ იქ ვიღაც იყო. დაახლოებით 3 საათის გასვლის შემდეგ, ზემოდან ჩამოიარა სამხედრო მანქანამ, მოგვიანებით სოფელში მისვლის შემდეგ შეიტყო დ-------- მ-------ის დაკავების შესახებ. ასევე თავად სამხედროებმა, რომლებმაც დააკავეს დ-------- მ-------ე, მოგვიანებით უთხრეს მას, რომ დ-------- მ-------ის შეჩერება მოხდა კოშკურიდან დაახლოებით 50 მეტრის დაშორებით და მეორე დღეს თვითონაც იყო ასული შემთხვევის ადგილზე სამხედროებთან ერთად. ამ დროს სამხედროებმა მას დეტალურად აღუწერეს, სად და როგორ დააკავეს დ-------- მ-------ე. ამავე დროს მან განუმარტა სამხედროებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ისიც ბევრჯერ იყო ნამყოფი, ამაზე სამხედროებმა უპასუხეს, რომ დ-------- მ-------ე შემთხვევის დროს დამალვას ცდილობდა. მანძილი ლოდიდან კოშკურამდე დაახლოებით 100-150 მეტრია. ამ 150 მეტრიდან, თურქეთის საზღვრის მიმართულებით 50 მეტრის, ან ნებისმიერი მიმართულებით თუნდაც 500 მეტრის გავლის შემთხვევაში, შეუძლებელია სასაზღვრო ზონაში მოხვედრა, რადგან კოშკურიდან დაახლოებით 1200 მეტრია სათიბი ზოლის სიგრძე. კოშკურიდან 200-300 მეტრის მანძილი, რადიუსში, არ ითიბება და მხოლოდ საქონლის საძოვრად გამოდგება. მისი განმარტებით, ბალახის თიბვის დროს იგი თურქეთის სასაზღვრო ზოლთან 2 მეტრის მანძილზეც კი მიახლოებულა, ხოლო იყო შემთხვევები როდესაც სამხედროებმა სასაზღვრო ზოლთან 200 მეტრის მანძილზე მიახლოების უფლებაც კი არ მისცეს. სასაზღვრო ზონაში შესასვლელად და სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა სპეციალური საშვი, რომელშიც არ წერია თუ რა მანძილის გათიბვის უფლება აქვს მას და სამხედროები თავად მიუთითებენ კონკრეტულ მანძილს და ადგილს სადამდეც მას მისვლის უფლება აქვს. შემთხვევის დროს, ამ ტერიტორიაზე სასაზღვრო ზონის აღმნიშვნელი რაიმე ნიშანი არ იდგა და მოგვიანებით, შემთხვევიდან დაახლოებით ერთი თვის გასვლის შემდეგ იმ ადგილზე გაკეთდა სასაზღვრო ზონის აღმნიშვნელი ორი (მისთვის უცხოენოვანი) წარწერა. ერთი წარწერა გაკეთდა სოფელ უ--------–-- მხრიდან ამომავალ გზაზე, ხოლო მეორე წარწერა გაკეთდა დ-------- მ-------ის დაკავების ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოწმის განმარტებით, დ-------- მ-------ის დაკავების ადგილიდან 300-500 მეტრის დაშორებით იგი ჩვეულებრივ თიბავდა ხოლმე ბალახს და მას პრობლემა არასდროს შექმნია, ხოლო დაკავების ადგილიდან თურქეთის საზღვრამდე დაახლოებით 1 კმ. -ია. იგი თიბავს ხოლმე 1 კმ. და 200 მეტრიან ზოლს. გარდა ამისა დ-------- მ-------ის დაკავების ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე ის და მისი ოჯახის წევრებიც ხშირად ყოფილან და მათ პრობლემა არასდროს შექმნიათ.

3.15. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად დ-------- მ-------ის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახში 10 პირია, ჰყავს შვიდი შვილი.

3.16. დავცის მხარის მიერ წარმოდგენილი დახასიათების მიხედვით, დ-------- მ-------ე ხულოს რაიონის სოფელ ძ------–-ს მაცხოვრებლების მიერ ხასიათდება დადებითად, პატიოსანი შრომით შეაქვს ოჯახში შემოსავალი და რაიმე დანაშაულებრივ ქმედებაში შემჩნეული არ არის.

3.17. 2018 წლის 15 აგვისტოს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით დადგენი-–--, რომ ექსპერიმენტი ჩატარდა დ-------- მ-------ის მონაწილეობით. ბრალდებულს მიეცა წინადადება ეჩვენებინა ის ადგილები, სადაც იმყოფებოდა დაკავებამდე. მან დაიწყო მოძრაობა სამხრეთის მიმართულებით. ექსპერიმენტის დაწყებიდან 30-40 მეტრში არის ჯიხური, რომელსაც ჩრდილოეთის მხარეს აქვს ფანჯარა. ჯიხურამდე არის ქვის ლოდი, რომელსაც აქვს რუსული წარწერა. ექსპერიმენტის დაწყების ადგილიდან 100-120 მეტრში არის ორი შენობა - მესაზღვრეთა ჯიხური და ქვითკირის შენობა. ბრალდებულმა გზა გააგრძელა ჩრდილოეთით და გაიარა შენობებს შორის. ქვითკირის შენობის უკან არის ლითონის წაქცეული კონსტრუქცია. 30 მეტრის გავლის შემდეგ, მარცხნივ, დაახლოებით 50 მეტრის მოშორებით მიუთითა ადგილზე საიდანაც სცადა დაერეკა თურქეთში. შემდეგ გააგრძელა გზა უკან საიდანაც შემოვიდა. აჩვენა საყარაულო ჯიხურის დასავლეთის მხარეს 40 მეტრში ადგილი სადაც იმყოფებდა, როდესაც დაინახა ცხენოსანი მესაზღვრეები და გაემართა მათკენ. ამ ადგილას მოხდა მისი დაკავება. ოქმს ერთვის სქემა შესაბამისი აღნიშვნებით.

3.18. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელ----ტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

3.19. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეცამეტე ნაწილით დადგენი-–-- გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის რაობა. კერძოდ, ეს სტანდარტი წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ცალსახაა, რომ კანონის ამ ნორმის თანახმად დასახელებული სტანდარტის არსებობისათვის საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ანუ რამდენიმე - არანაკლებ ორი მტკიცებულება. ამავდროულად პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

3.20. ის, თუ რომელი მტკიცებების ერთობლიობა ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს სასამართლომ კონკრეტული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენში აღნიშნა, რომ: „საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია“.

3.21. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ყველა თეორული - შესაძლო, მაგრამ ძნელად წარმოსადგენი და პრაქტიკულად განუხორციელებადი ვარიანტის გამორიცხვას. გონივრული ეჭვი არის მოვლენათა ისეთი განვითარების დაშვების შესაძლებლობა, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება და აფიქრებინებს, რომ დაცვის მხარის მიერ დასახელებული ვერსია დასაშვებია, შესაძლოა პრაქტიკულად მომხდარიყო ასეთი რამ. შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, აფასებს სახეზეა თუ არა ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ისეთი მაღალი ალბათობით, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა გამოირიცხოს მოვლენათა სხვაგვარი განვითარების ალბათობა.

3.22. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა. დანაშაულის ობიექტია ჩვენს ქვეყანაში დადგენილი მმართველობის წესი და საქართველოს სახემწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა. ობიექტური მხარე გამოიხატება დამნაშავის მიერ სახელმწიფო საზღვარის გადაკვეთაში ნებისმიერი ხერხით, მათ შორის ეს შეიძლება იყოს: საზღვრის უკანონო გადაჭრა ფეხით, ცურვით, სატრანსპორტო საშუალებით, შესაძლოა საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით და სხვა. სუბიექტული მხარე გულისხმობს განზრახვას. დანაშაული დამთვარებულია სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან. იმ შემთხვევაში, თუ საზღვრის გადაკვეთა ვერ მოხერხდა დამნაშავისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მაგალითად ის დაკავებული იქნა საკონტროლო ხაზზე, ქმედება დაკვალიფიცირდება როგორც სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მცდელობა.

3.23. განსახილველ შემთხვევაში დ-------- მ-------ე სადავოდ არ ხდის სახელმწიფო საზღვრთან ახლოს ყოფნის ფაქტს, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოხატული პოზიციის (ჩვენების) მიხედვით მან თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე მის ყოფნის მიზეზი, თურქეთში დამსაქმებელთან კომუნიკაციისთვის, სატელეფონო სიხშირის საჭიროებით იყო გამოწვეული, ვინაიდან სოფელში, რომელიც მდებარებს მთაში, სათანადო სიხშირის არ არსებობის გამო, თურქეთში დარეკვას ვერ ახერხებდა, ხოლო ადგილობრივების რჩევით, თურქეთში დარეკვა შესაძლებელი იყო სახელმწიფო საზღვრიდან. ამ ადგილებში აქტიურდებოდა როუმინგი და იძლეოდა საქართველოს საზღვრებს გარეთ ზარის განხორციელების შესაძლებლობას.

3.24. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19. 344-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობის ერთ-ერთ სავალდებულო ნიშანია ის, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული წარმოადგენს განზრახ დანაშაულს და ის სახეზეა მხოლოდ მაშინ, როდესაც დადასტურებულია ქმედების ჩამდენის განზრახვა უკანონოდ გადაკვეთოს სახემწიფო საზღვარი. ამდენად, ბრალდების მხარე ვალდებულია დაადასტუროს არა მხოლოდ ის გარემოება, რომ პირი მოძრაობდა სახელმწიფო საზღვრის მახლობლად, მიუახლოვდა მას ან/და ემალებოდა მესაზღვრეებს, არამედ ისიც, რომ მას გააჩნდა საზღვრის უკანონოდ კვეთის განზრახვა და ამ ქმედებით სისრულეში მოჰყავდა იგი.

3.25. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დ-------- მ-------ის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ფაქტს, რომ დ-------- მ-------ემ ჩაიდინა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა. კერძოდ, გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება ბრალად წარდგენილი დანაშაულის ისეთი ნიშანი - როგორიცაა განზრახვა. სხვაგვარად რომ ვთქვათ გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება, რომ დ-------- მ-------ე საზღვართან ახლოს მივიდა მისი უკანონოდ გადაკვეთის მიზნით.

3.26. ამ დასკვნამდე პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე:

შემთხვევა მოხდა იყო დილის საათებში, როდესაც არ იყო შეზღუდული მხედველობის არე. მ-------ე არ გადაადგილდებოდა მალულად და საგუშაგოდან იმყოფებოდა 250 მეტრის მოშორებით. იმის გათვალისწინებით, რომ გუშაგმა ადვილად შეამჩნია ბრალდებული, სავარაუდოდ ბრალდებულიც შეამჩნევდა საგუშაგოს და გონივრულია ვივარაუდოთ, რომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის სურვილის შემთხევაში გაითვალისწინებდა ამ ყველაფერს.

დამაფიქრებელია თუ რა მიზნით უნდა გადაეკვეთა დ-------- მ-------ეს საქართველო-თურქეთის საზღვარი მალულად. ამ მომენტის შეფასებისას სააპელაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის სასაზღვრო მონიტორინგისა და რისკების შეფასების განყოფილებდან, 2018 წლის 25 ივლისის, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დ-------- მ-------ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 2010 წლის 1 იანვრიდან, 2018 წლის 25 ივლისამდე დაფიქსირდა ს.ს.კ.გ. ,,სარფის’’ გავლით. დაფიქსირებულია კვეთა სულ 97-ჯერ. ბოლოს დ-------- მ-------ე გავიდა თურქეთის რესპუბლიკაში 2018 წლის 11 ივლისს და დაბრუნდა 2018 წლის 20 ივლისს. შესაბამისად მას, წლების განმავლობაში, არაერთხელ აქვს კანონიერად გადაკვეთილი საზღვარი. ინფორმაცია, დამაბრკოლებელ გარემოებებზე, რაც დ-------- მ-------ეს ხელს შეუშლიდა ლეგალურად საზღვრის გადაკვეთაში, როგორიც არის მისი დეპორტაცია ან რაიმე სხვა სახის დარღვევა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის. ამდენად გაურკვეველია, თუ რა უნდა ყოფილიყო საზღვრის უკანონოდ გავლის მიზეზი მაშინ, როდესაც მას შეეძლო საბაჟო-გამშვები პუნქტის შეზღუდვების გარეშე გავლა. ეს კითხვა მით უფრო ლოგიკურია იმ ფონზე, როდესაც დადგენი-–--, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მ-------ე დასაქმებული იყო ოჯახის წევრებთან ერთად და ეს საქმიანობა იყო მისი შემოსავლის წყარო. ისმის ლოგიკური კითხვა, რატომ უნდა დაეყენებინა ეს ყველაფერი დ-------- მ-------ეს საფრთხის წინაშე.

ბრალდების მხარის მოწმე მესაზღვრეების განმარტებით მათ დაახლოებით 250 მეტრი მანძილიდან დაუძახეს დ-------- მ-------ეს შეჩერებულიყო, რასაც იგი არ დაემორჩილა. ამ ფონზე არ ჩატარებული რაიმე საგამოძიებო მოქმედება იმის გასარკვევად გაიგებდა თუ არა ბრალდებული ამ დაძახილს.

მოწმე დ------ გ------–--ე განმარტავს, რომ ბრალდებული ბალახებში ჩაიმალა, თუმცა სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით არ დგინდება, რომ მითითებულ ტერიტორიაზე არის ისეთი მაღალი ბალახი სადაც შესაძლებელია დაიმალოს ადამიანი. შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩატარებულია შემთხვევიდან მომდევნო დღეს, მიუხედავად ამისა ფოტოსურათებზე შეუძლებელია გარკვევა ადგილზე არის თუ არა მაღალი ბალახი, ხოლო მოწმე მესაზღვრის განმარტებით ეს ადგილი არ ითიბება.

ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებით, რომ მითითებულ ტერიტორიაზე განთავსებულია სასაზღვრო ზონის აღმნიშვნელი და შესვლის ამკრძალავი ბანერები, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების ოქმებში აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია არ მოიპოვება.

ასევე მესაზღვრე განმარტავს, რომ ამ ტერიტორიაზე საერთოდ თიბვაც კი არ შეიძლება. დაცვის მხარის მოწმე ა--–-- შ-----ე კი განმარტავს, რომ ეს ბანერები ბრალდებულის დაკავების შემდეგ დაახლოებით ერთ თვეში განათავსეს და ამ შემთხვევაშიც წარწერა არაქართულ - მისთვის უცნობ ენაზეა შესრულებული. ა--–-- შ-----ემ ასევე განმარტა, რომ დ-------- მ-------ის დაკავების ადგილიდან მოშორებით იგი სხვებთან ერთად თიბავდა ანუ გამოდის, რომ აქ თიბვა შეიძლება. ეს ჩვენება განსხვავდება გუშაგის ჩვენებისაგან იმითაც, რომ მ-------ის დაკავებისას მათ გარდა მიმდებარე ტერიტორიაზე არავინ იმყოფებოდა.

ბრალდების მხარეს არ გაუტარებია ღონისძიებები ბრალდებულის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ვერსიის გადასამოწმებლად. დ-------- მ-------ის განმარტებით, სოფლის თავშეყრის ადგილზე ურჩიეს, რომ თურქეთში დარეკვა შესაძლებელი იყო იმ ადგილებიდან სადაც ისინი იმყოფებიან თიბვის დროს. ამ ადგილებში აქტიურდებოდა როუმინგი და იძლეოდა საქართველოს საზღვრებს გარეთ ზარის განხორციელების შესაძლებლობას. ამ ფონზე, ბრალდების მხარემ (გამომძიებელმა) შეამოწმა მხოლოდ სიხშირე ბრალდებულის სიმამრის საცხოვრებელ ადგილზე და შეადგინა ოქმი, რომ ამ ტერიტორიაზე შესაძლებელია დარეკვა და ინტერნეტით სარგებლობა. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ საეჭვოა რამდენად პროფესიულია გამომძიებლის ეს შეფასება. ეს ეჭვები საფუძვლიანია იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვაა მობილური ტელეფონების შესაძლებლობები იმის მიხედვით თუ რამდენად განვითარებულია უშუალოდ ამ სახის ტელეფონის აპარატი ტექნოლოგიურად. ეს გარემოება გამომძიებელმა არ გაითვალისწინა და აღნიშნული დასკვნის დროს ოქმში ასახა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის მონაცემები.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ნივთიერი მტკიცებულების - დ-------- მ-------ის კუთვნილი მობილური ტელეფონის დ-------- მ-------ის მიერვე დათვალიერების შედეგად დადგენილი იქნა, რომ მისი დაკავების პერიოდისათვის ტელეფონის თურქული სიმბარათიდან მართლაც განხორციელებულია ზარი არაქართულ ქსელზე. ამ ფონზე პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდებას არც კი უცდია დაედგინა და გამოეკითხა ის პირები, ვინც დ-------- მ-------ის განმარტებით ურჩიეს წასულიყო საზღვართან ახლოს და იქიდან შეძლებდა თურქეთში დარეკვას. ან/და თუ დაადგენდა, რომ ასეთი არ მომხდარა, ეს არსებითად გაამყარებდა ბრალდების მხარისავე ვერსიას.

ბრალდების მხარის მტკიცებით მესაზღვრემ დ-------- მ-------ე შენიშნა საგუშაგოდან 250 მეტრის მოშორებით, ის მიდიოდა ძუნძულით, პერიოდულად იკუზებოდა, გაიგო შეძახილი ,,სდექ" მაგრამ მაინც განაგრძო გზა. ამ გარემოებებზე მითითება და ამით იმისი მტკიცება, რომ მას ჰქონდა საზღვრის კვეთის განზრახვა, არის მხოლოდ ვარაუდები. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც დაცვის მხარეც არანაკლებ საწმუნო ვარაუდებით ხსნის ამ ყველაფერს, მაგალითად განმარტავს, რომ მ-------ე მესაზღვრეებს კი არ დაემალა, არამედ საგანი დაუვარდა და ასაღებად დაიხარა, ან ვერ გაიგო დაძახება დამძახებლისაგან 250 მეტრის მანძილით დაშორების გამო.

ამავე დროს მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ დ-------- მ-------ის შეჩერებისას იგი არ გაქცეულა, არ უცდია დამალვა, არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია გუშაგებისათვის, წარუდგინა პირადობის მოწმობა და სხვა თანნაქონი ნივთები. ლოგიკურია ის კითხაც, რომ თუ მან გაიგონა დაძახილი ,,სდექ" 250 მეტრიდან და ამ დროს იმყოფებოდა საზღვრიდან ახლოს, რატომ არ სცადა საზღვრის გადაკვეთა გაქცევით, რასაც დიდი ალბათობით მოასწრებდა.

ბრალდების მხარე აპელირებს ბრალდებულის ჩაცმულობაზე - დაკავებისას იგი არ გავდა მწყემსს და არც მთიბავს, ეცვა თეთრი წინდები, შავი კარგად გაწმენდილი ფეხსაცმელი და კლასიკური შარვალი რაც მისი აზრით საზღვრის გადაკვეთის მიზანზე უთითებს, რამეთუ სხვა ქვეყანაში გადასული ნორმალურად უნდა ყოფილიყო ჩაცმული. პირველი ინსტანციის სასამართლომ სავსებით სწორად მიუთითა, რომ ეს ყველაფერი ვარაუდია. ამავე წარმატებით შეიძლება საპირისპირო აზრის განვითარებაც - პირი რომელიც აპირებს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას მწვანე ზოლით და შესაბამისად მრავალი კილომეტრის ფეხით გავლას, მინიმუმ ჩაიცმევს სპორტულად, ხოლო იმ ნივთებს, რომელიც სხვა ქვეყანაში მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წაიღებს თან.

3.27. პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43). სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

3.28. განსახილველ შემთხვევაში პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები არის წორი და ამავდროულად საკმარისი სააპელაციო საჩივრის გადაწყვეტისათვის. ზემოთ მოყვანილი მსჯელობა შეეხება და დასაბუთებულ პასუხს სცემს საჩივარში მოყვანილ ყველა მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მოსაზრებას.

3.29. ამრიგად, მხარეების მიერ წარმოდგენი-–-- ჩვენებები და წერილობითი მტკიცებულებები. მათი ერთობლივად შეფასების შედეგად კი დადგენი-–-- არაერთი ფაქტობრივ გარემოება, რომლებიც ეჭვს იწვევს და კითხვებს ბადებს იმ კუთხით, რომ შესაძლოა მოვლენები ისე არ განვითარებულიყო, როგორც ამას ბრალდება ამტკიცებს. პალატა განმარტავს, რომ ცალკ-ცალკე აღებული ამ ფაქტობრივი გარემოებების მიმართ, შესაძლოა ბრალდების მხარეს ჰქოდეს დასაბუთებული არგუმენტი. მიუხედავად ამისა, ობიექტური დამკვირვებლის მიერ, გონივრული და სამართლიანი შეფასების შედეგად, წარმოუდგენელია ამ გარემოებების ერთობლივად არსებობის შემთხვევაში არ გაჩნდეს საფუძვლიანი ეჭვი და ვარაუდი დ-------- მ-------ის სასაგებლოდ.

3.30. როგორც აღინიშნა, პირის მსჯავრდება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდება მის მიერ დანაშაულის ჩადენა. ამ სტანდარტთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ (2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება, N 1\1\548, პარაგრაფი II. 44-45) აღნიშნა, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მხოლოდ მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ. გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა კი სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდოდ და დასაშვებად მიიჩნევს.

3.31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელ----ტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მოცემულ ბრალდებასთან მიმართებით ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა დ-------- მ-------ის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 19. 344-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ საქმეზე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ასეთის ეჭვი, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მეხუთე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“. მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოიშვა არაერთი ეჭვი, რაზეც ზემოთ პალატამ დეტალურად მიუთითა და რომელიც არ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენი გამართლებულ დ-------- მ-------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა: დ ა ა დ გ ი ნ ა:

ს--–-------------ს საოლქო პროკურატურის პროკურორის ე-–--------ა დ------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენი.

დ-------- მ-------ე - ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 19. 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

დ-------- მ-------ე - მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას ი-–-- მ-------ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: სა---------------------------–----–----------------------------------------- (2018 წლის 30 ივლისის №12/047-17წ განჩინება).

ნივთიერი მტკიცებულება: ყავისფერი საფულე, დ-------- მ-------ის პირადობის მოწმობა, ,,საქართველოს ბანკის" პლასტიკური ბარათი, მ-----–- მ-------ის პირადობის მოწმობა, ერთ დოლარიანი კუპიურა, სამი ხუთლარიანი კუპიურა, სამი ცალი ათლარიანი კუპიურა, ორი ოცლარიანი კუპიურა, ერთი ცალი ხუთი ლირა, ხურდა ფული სულ 1 ლარი და 80 თეთრი, გადახდის ქვითრები, ლოტოს ბილეთი, მობილური ტელეფონი ,,სამსუნგის" ფირმის, ერთი ქართული და ერთი თურქული სიმბარათით, ცხვირსახოცი და სანთებელა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დ-------- მ-------ეს.

გამართლებულ დ-------- მ-------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი