განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100114551024
№1ბ/1551-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ნოემბერი 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე
სხდომის მდივნები: მერი ლაბარტყავა და ნანა გიგიტაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ლევან ჯალაღონია
დაცვის მხარე:
ადვოკატი: კ----------------ი
გამართლებული: მ-----ა ბ-------ი, დაბადებული: 1981 წლის 12 ოქტომბერს, პირადი ნომერი: 2----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ------–-------------------------–-------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–---------------–-----------------–----------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილი (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
სხდომის სახე - ღია სასამართლო სხდომა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
მხარეთა პოზიციები:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 19 ივლისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ლევან ჯალაღონიამ და მოითხოვა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება მ-----ა ბ-------ის მიმართ და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ გააანალიზა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმეთან მათი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეზე არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა რაც დააკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ მ-----ა ბ-------მა ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ბარლდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის საკმარისი, ეჭვის გამომრიცხავი ერთმანეთთან შეთანხმებული პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებები, კერძოდ: დაზარალებულ კ----------–-–---–ის, მოწმეების ა-–-----------–---–ის, ნ-----------–---ის და ა-–-------------------ის ჩვენებები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ამ დასკვნის ირგვლივ დაკითხული ექსპერტის მიერ მიცემული ინფორმაცია. ამდენად აპელანტი განმარტავს, რომ სრულიად უსაფუძვლოა სასამართლოს დასკვნა, რომ მ-----ა ბ-------ის დამნაშავედ ცნობისათვის არ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს, გაუქმდეს მ-----ა ბ-------ის მიმართ დადგენილი გამამართლებელი განაჩენი და მის მიმართ გამოტანილ იქნას გამამტყუნებელი განაჩენი, წარდგენილი ბრალდების შესაბამისად.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე, დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ლევან ჯალაღონიამ, მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა, მ-----ა ბ-------ის მიმართ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 19 ივლისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, გამართლებულმა მ-----ა ბ-------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ----------------მა მხარი არ დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 19 ივლისის განაჩენი, მ-----ა ბ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
მ-----ა ბ-------მა ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2014 წლის 27 მაისს, დაახლოებით 22:30 საათზე, თ------–-------------------------–------ში, ბ-------ების და ს-----–-–---–ების ოჯახებს შორის არსებული კონფლიქტის გამო თანასოფლელებს მოუხდათ ჩხუბი, რომელშიც მონაწილეობდა მ-----ა ბ-------ი. ჩხუბის დროს მ-----ა ბ-------მა, წინასწარ მომარჯვებული მკვრივი ბლაგვი საგანი შუბლის მარცხენა მხარეს ჩაარტყა კ----------–-–---–ს, რითაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი და მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ-----ა ბ-------ის ბრალეულობას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
დაზარალებულმა კ----------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2014 წლის 27 მაისს ს------–------ში გადასვლისთანავე ჩხუბის ხმა გაიგეს, ის და მ-–--ო ჩხუბის ხმაზე გასაშველებლად მივიდნენ, რა დროსაც, მ-----ა ბ-------მა ჯერ მ-–--ოს დაარტყა. შემდეგ მას, რა ეჭირა ხელში არ იცის. მ-----ა ბ-------ი მ-–--ოს წაქცეულს ურტყამდა და ამიტომ გადაეფარა მას, როდესაც გადაეფარა იმ მომენტში, მ-----ამ მასაც დაარტყა თავის არეში, დარტყმის შედეგად იგრძნო ძალიან დიდი ტკივილი, გაითიშა და გონება დაკარგა, დარტყმა ერთჯერადი არ ყოფილა, რამდენჯერმე ჩაარტყა. მანვე განმარტა, რომ მ-----ა ბ-------ისგან განხორციელდა მ-–--ოს მიმართ პირველი დარტყმა, მ-–--ო რომ დაეცა იგი გადაეფარა. წაქცეულს კიდევ ურტყამდა მ-–--ოს ,,მანტიროვკის“ მსგავს რაღაცას. თვითონ მას ერთხელ მ-----ამ დაარტყა, როდესაც მ-–--ო წ---–-----ს გადაეფარა, ერთხელ კი დაარტყა სხვამ. მ-----ა ბ-------ის მიერ მოქნეული რაღაც საგანი მოხვდა ყურის ზედა მიდამოში.
მოწმე ალექსანდრე წ---–-----მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მ-----– წ---–-----ი მისი შვილია, რაც სხვებისგან მოსმენილი აქვს, მხოლოდ ის იცის ამ საქმესთან დაკავშირებით, თავისი თვალით არაფერი უნახავს. მონაყოლით იცის, რომ ჩხუბი იყო და მ-----ა, ს------ და სხვები ურტყამდნენ დანარჩენებს. ჩხუბობდნენ ძმები ბ-------ები და სხვები კიდევ, მგონი ჩეჩნებიც იყვნენ, წვერიანები. რამდენი კაცი იყო არ იცის ზუსტად.
მოწმე თ---------- ს-----–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ს------–------ში თავისი მანქანით მივიდა, საღამო იყო და სინათლე ჰქონდა ანთებული, შეესწრო ჩხუბს. დაინახა, რომ კ----------–-–---–ი, ნ-----------–---ი და ს-----–---–ი ა-–--ო ეყარნენ ძირს. ნ-----------–---ი იყო გულწასული და მ-----ა ბ-------ის ძმა ს------ ბ-------ი წაქცეულ მარკელოვს წიხლით სცემდა, მისი ბიჭიც თავგატეხილი ეგდო. მისი მანქანის სინათლეზე ნახა რომ მ-----ას ცულის ტარი ეკავა, ცემით რომ ვინმეს სცემდა ეგ არ დაუნახავს, უბრალოდ ნახა რომ ცულის ტარი ეჭირა მ-----ას. ცულის ტარზე სისხლის კვალი არ დაუნახავს, არ დაკვირვებია. იქ რომ მივიდა რამდენი კაცი იყო ზუსტად არ იცის. კ----------–-–---–ი ნახა იქ ეგდო თავგატეხილი, ვინ წაიყვანა არ იცის.
მოწმე ნ-----–---- რ----–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მის მიერ დაიკითხა მოწმის სახით კ----------–-–---–ი, რომელიც დაკითხული იქნა მის სამუშაო ოთახში, ჩვენების შემდეგ გაფორმდა დაკითხვის ოქმი და კ---ს მიერ იქნა ხელმოწერილი. მოწმის დაკითხვა მიმდინარეობდა თავისუფალი თხრობის რეჟიმში, უსვამდა ასევე დამაზუსტებელ კითხვებსაც. კ----------–-–---–ის დაკითხვის ოქმში დამახინჯებულად და შეცვლილად არაფერი წერია. კ----------–-–---–მა წაიკითხა მის მიერ მიცემული ჩვენება. ა-–-------------------ი დაკითხვის დროს იყო არასრულწლოვანი, მიმართვა ფსიქოლოგის მოწვევის შესახებ შეიძლება მისი გაკეთებულიც იყოს. არ ახსოვს. არარეგისტრირებული განცხადებები როგორ მოხდა საქმეში არ იცის, შესაძლოა იყო შაბათ-კვირა არ მუშაობდა კანცელარია და შემდეგ გამორჩათ კანცელარიაში გატარება.
მოწმე გ-----------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2015 წელს მუშაობდა თეთრიწყაროს სამმართველოში, კ----------–-–---–ს გააცნო დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ და მის მიერ დაკითხული იქნა დაზარალებულად, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, მოწმე თვითონ გადმოსცემდა ინფორმაციას, გაეცნო დაკითხვის ოქმს დეტალურად და ხელმოწერით დაადასტურა, მას შენიშვნა არ გამოუთქვამს. კ----------–-–---–მა განაცხადა, რომ მ-----ა ბ-------მა მას თავის არეში ჩაარტყა მკვრივი ბლაგვი საგანი, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
მოწმე ო----- ს-----–-–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მ-----ა ბ-------ს კ----------–-–---–ი არ უცემია. 2014 წლის 27 მაისს საღამოს საათებში იყო ს------–------ში, მასთან ერთად იყო მისი ძმა კ----------–-–---–ი. დარწმუნებით იცის, რომ მისი ძმა არ იყო ნაცემი. ჩხუბი იყო, მაგრამ ჩხუბი არ მომხდარა მ-----ასა და კ---ს შორის, მასსა და ს------ს შორის მოხდა ჩხუბი. პროკურორის მიერ გამოქვეყნებულ ჩვენებაზე მოწმე აცხადებს, რომ ეს არ არის მის მიერ მიცემული ჩვენება და ეს ჩვენებები შეთხზულია. ჩვენებაზე არსებული მინაწერი მისი გაკეთებულია, ჩვენება არ წაუკითხავს. რაც ილაპარაკა და რა ჩვენებაც მისცა, ის წაუკითხეს და მოაწერა ხელი, მაგრამ ახლა რა ჩვენებაც გამოქვეყნდა, არ არის მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, დამატებულია ბევრი რამ. მანვე განმარტა, რომ კ----------–-–---–ი მკურნალობდა ფსიქიატრიულში, ეს ინციდენტი, რომ მოხდა იქამდე მკურნალობდა ალბათ 2 წლით ადრე, ამჟამადაც უნდა მკურნალობდეს. კ---სთვის მ-----ას რომ დაერტყა დაინახავდა. კ---ს შეუძლია არასწორი ინფორმაცია თქვას.
მოწმე ა-–-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მ-----ა ბ-------ის მხრიდან კ----------–-–---–ზე დარტყმის ფაქტი არ დაუნახავს, მას ვინ დაარტყა არც ის იცის.
მოწმე თემურ დევსურაშვილმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იმყოფებოდა ს------–------ში, ზუსტად არ ახსოვს როდის, 6-7 წლის წინ, თვითონ იყო ს------ და მ-----ა ბ-------ები. ჩხუბი მოხდა, ვიღაც სხვა ბიჭებიც იყვნენ, მეტს ვერაფერს ვერ იხსენებს. მეხსიერებასთან დაკავშირებით აქვს პრობლემები, სკლეროზი აქვს და მკურნალობდა. ჩხუბის ფაქტს ადასტურებს, ვინ ჩხუბობდა ეგ აღარ ახსოვს. მ-----ას ჩხუბი არ ახსოვს.
2014 წლის 19 ივნისის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვის (28.05.2014 წ) და სამედიცინო საბუთების მონაცემებით კ----------–-–---–ს აღენიშნებოდა: ნაჭდევი შუბლზე მარცხნივ, ნახეთქი ჭრილობა მარჯვნივ კეფის მიდამოში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ნაჭდევი მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო ჭრილობა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა გ----------------–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ 28.05.2014 წელს დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, ექპერტიზაზე წარმოდგენილი იყო შესამოწმებელი პირი კ----------–-–---–ი, ასევე სამედიცინო ბარათის ასლი, ჩატარდა ექსპერტიზა, შემოწმებული იქნა შესამოწმებელი პირი მისი სამედიცინო დოკუმენტაცია, ამის შედეგად გაიცა დასკვნა, დასკვნის მიხედვით კ----------–-–---–ს აღენიშნებოდა ნაჭდევი შუბლზე მარცხნივ, ნახეთქი ჭრილობა მარჯვნივ კეფის მიდამოში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებით, ნაჭდევი მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო ჭრილობა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით. მან გამოსაკვლევი პირი უშუალოდ გამოიკვლია, 28.05.2014 წელს 18:40 წუთზე, დადგენილებიდან ირკვეოდა, რომ პირს წინა დღით ჰქონდა მიყენებული დაზიანებები. შესამოწმებელი პირის გადმოცემით 27.05.2014 წელს, ღამის საათებში მეზობელი სოფლის მაცხოვრებელთან კამათის დროს მას ჩაარტყეს მკვრივი ბლაგვი საგანი და დაკარგა გონება. გამოსაკვლევ პირს მისთვის, რომ ეთქვა კონკრეტულად ვინ მიაყენა დაზიანება ამას დაწერდა დასკვნაში.
მოწმე ნ-----------–---ის მიერ 2014 წლის 28 მაისს გამოძიებაში მიცემული ჩვენებით დადგენილია, 2014 წლის 27 მაისს მას, თავის მეგობრებთან, მათ შორის კ----------–-–---–თან ერთად ჩხუბი ჰქონდათ ს------ ბ-------თან, მის ძმებთან და ორ სხვა პირთან. მან არ იცის ვინ ვის ეჩხუბებოდა, რადგან ჩხუბის დროს გადართული იყო იმაზე, რომ ვინმეს არ ეცემა.
მოწმე ა-–-------------------ის გამოძიებაში მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ 2014 წლის 27 მაისს ს------–------სში, როდესაც ის და მ-----– წ---–-----ი მიუახლოვდნენ ს------ ბ-------ის სახლთან შეკრებილ ხალხს, ჩხუბი დაიწყო მოულოდნელად და მ-----–მა შეიგინა ბ-------ების მიმართულებით, მას მაშინვე მივარდნენ ს------ ბ-------ი, მ-----ა ბ-------ი და მისთვის უცნობი ორი პიროვნება. მათ ყველამ ერთად დაუწყეს ჩხუბი მ-----– წ---–-----ს, ჩხუბის დროს მ-----ა ბ-------ს ხელში ეჭირა ხის მრგვალი საგანი, რომელიც თავში ჩაარტყა მ-----– წ---–-----ს.
მოწმე ზ-----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წელს, შემთხვევის ადგილზე მივიდა, როცა უკვე ჩხუბი დამთავრებული იყო. ახსოვს რომ მ-----ა ბ-------ი აშველებდა ხალხს, აწყნარებდა ბიჭებს, მანქანაში სვამდა, ეუბნებოდა წადითო. ვინმეს მ-----ა ბ-------თან პრეტენზია არ ჰქონდა. კ----------–-–---–ს დაზიანება, რომ ჰქონდა მიღებული ამას ადასტურებს, თუმცა ვინ მიაყენა ეს დაზიანება არ იცის.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა მ-----ა ბ-------მა განმარტა, რომ 2014 წლის 27 მაისს კ----------–-–---–ი ჩხუბის დროს და მერეც არ უნახავს, ჩხუბიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა, დაიბარა პროკურორმა მ-------მ და იქ უთხრეს, რომ კ----------–-–---–ი იმ ჩხუბის დროს გიცემიაო, რასაც უარყოფს, რადგან მას არ უჩხუბია, მხოლოდ აწყნარებდა და აშველებდა ხალხს.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორის ლევან ჯალაღონიას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 19 ივლისის განაჩენი გამართლებულ მ-----ა ბ-------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, ,,არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება, როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე, უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად, ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამასთან, სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05 , 45553/05 , 35680/05 , 36085/05 , 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10 , 31/).
სააპელაციო პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, სრულიად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში არსებულ მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება მ-----ა ბ-------ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი. საქმეზე დაკითხული არცერთი თვითმხილველი მოწმე, გარდა დაზარალებულისა, არ ასახელებს მ-----ა ბ-------ს, როგორც კ--- ს-----–-–---–ის მიმართ ძალადობის ჩამდენ სუბიექტს. მოწმეთა უმრავლესობა აფიქსირებს, რომ იქ ბევრი ხალხი იყო, ჩხუბი იმდენად მოულოდნელად დაიწყო რამდენიმე პირს შორის, რომ შეუძლებელი იყო იმის დადგენა ვინ ვის დაარტყა, მოწმეთა უმრავლესობა ჩხუბის ძირითად ფიგურანტებად ასახელებენ ს------ ბ-------ს და მ-----– წ---–-----ს, რომელიც ამ ინციდენტის შედეგად გარდაიცვალა, ასევე ს------ ბ-------ს და ო----- ს-----–-–---–ს. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ო----- ს-----–-–---–ი, რომელიც დაზარალებულად ცნობილი კ----------–-–---–ის ძმაა და ისინი კონფლიქტის ერთ მხარეს იყვნენ, კატეგორიულად გამორიცხავს მ-----ა ბ-------ის მხრიდან კ----------–-–---–ის ცემის ფაქტს. გარდა აღნიშნულისა, მისივე განმარტებით, კ----------–-–---–ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა და შეუძლია არასწორი ინფორმაციის მიწოდება.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ ა-–-----------–---–ის, ნ-----------–---ის და ა-–-------------------ის ჩვენებებით დასტურდება მ-----ა ბ-------ის მხრიდან, კ----------–-–---–ზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი, ვინაიდან მოწმე ა-–-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მას მ-----ა ბ-------ის მხრიდან კ----------–-–---–ზე დარტყმის ფაქტი არ დაუნახავს. ნ-----------–---ი და ა-–-------------------ი ადასტურებენ, რომ ჩხუბში მონაწილეობდა მ-----ა ბ-------იც, თუმცა მათი ჩვენებებით არ დასტურდება, რომ მას რაიმე სახით ფიზიკური კონტაქტი ჰქონდა თავად კ----------–-–---–თან, მაშინ როდესაც მ-----ა ბ-------ს წარდგენილი აქვს ბრალდება კ----------–-–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე და არა ჩხუბში მონაწილეობის ფაქტზე.
ა-–-------------------ის დამატებით ჩვენებაში მითითებული გარემოება, რომ მ-----ა ბ-------ს ხელში ხის მრგვალი საგანი ეჭირა უპირობოდ არ ადასტურებს, რომ მ-----ა ბ-------მა ეს საგანი ჩაარტყა კ----------–-–---–ს, მოწმე განმარტავს, რომ მან არ იცის ვინ მიაყენა დაზიანება კ----------–-–---–ს. მისივე ჩვენებით, მ-----ა ბ-------მა რაღაც საგანი ჩაარტყა მ-----– წ---–-----ს, რომელიც წაიქცა, რა დროსაც უკვე ს------ ბ-------ი მოექცა ზემოდან და რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი, მან წამოაყენა მ-----– წ---–-----ი და გაიქცნენ. მოწმე არ ადასტურებს მ-----ა ბ-------ის მიერ, მ-----– წ---–-----ზე განხორციელებული საგნის დარტყმის მომენტში, კ----------–-–---–ის იქვე ყოფნას და რაიმე სახის ურთიერთობას მ-----ა ბ-------თან ან მ-----– წ---–-----თან, ასევე არ ადასტურებს მ-----ა ბ-------ის მიერ საგნის მრავალჯერად დარტყმას, რაც არსებით წინააღმდეგობაში მოდის კ----------–-–---–ის ჩვენებასთან, რომ მ-----ა ბ-------ი აგრძელებდა წაქცეულ მ-----– წ---–-----ზე საგნის დარტყმას, რის გამოც იგი გადაეფარა და ამ დროს დაარტყა მ-----ა ბ-------მა მას თავის არეში რაღაც საგანი.
დაზარალებულ კ----------–-–---–ის ჩვენების სანდოობასთან მიმართებაში პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას. კერძოდ, მოწმის ჩვენების სანდოობის შეფასებისას არსებითად მნიშვნელოვანია, როგორც მისი არადამაჯერებელი ქცევა და ფსიქო-ემოციური მდგომარეობა უშუალოდ სასამართლოში დაკითხვისას, ასევე მის მიერ ჩვენებაში გადმოცემულ ფაქტებს შორის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, მათ შორის მიყენებული დარტყმების განსხვავებული რაოდენობების მითითება, შემთხვევის ადგილის არასწორად მითითება, შემთხვევის ადგილზე განათებასა და ხილვადობასთან დაკავშირებული გარემოებების წინააღმდეგობრივი აღწერა. ყოველივე აღნიშნული კი, მოწმე ო----- ს-----–-–---–ის განმარტებასთან ერთად, რომ კ----------–-–---–ს შეუძლია არასწორი ინფორმაციის მიწოდება, დაზარალებულის ჩვენებას უტყუარობის თვალსაზრისით უკარგავს სამართლებრივ ღირებულებას.
2014 წლის 19 ივნისის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის შეფასებისას, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის შეფასებას და დამატებით განმარტავს, ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტ გ----------------–---–ის ჩვენება, მართალია ადასტურებს, რომ პირადი გასინჯვის (28.05.2014 წ) და სამედიცინო საბუთების მონაცემებით კ----------–-–---–ს აღენიშნებოდა: ნაჭდევი შუბლზე მარცხნივ, ნახეთქი ჭრილობა მარჯვნივ კეფის მიდამოში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ნაჭდევი მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო ჭრილობა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს, თუმცა ნაჭდევი შუბლზე მარცხნივ, რომ მიყენებული იყო მ-----ა ბ-------ის მიერ, არ დასტურდება ექსპერტიზის დასკვნით, ან მასთან შეჯერებული რაიმე პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებით. საქმეზე არსებული ყველა სხვა მტკიცებულება კი ან არაფერს ადასტურებს და არარელევანტურია ან ირიბ ინფორმაციას წარმოადგენს, რასაც სასამართლო ვერ დაეყრდნობოდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29 და 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).
წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით კი, არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს. საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით, მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და შესაბამისად სწორედ მხარეთა მომზადებაზე. მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, მათ უტყუარობაზე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული, სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა და შეთანხმებული მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ მ-----ა ბ-------მა ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა მ-----ა ბ-------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორის ლევან ჯალაღონიას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 19 ივლისის განაჩენი მ-----ა ბ-------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სახელმწიფო ბრალმდებლის, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორის ლევან ჯალაღონიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 19 ივლისის განაჩენი მ-----ა ბ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
მ-----ა ბ-------ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
მ-----ა ბ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია.
საქართველოს სსსკ–ის 92-ე მუხლის საფუძველზე, მ-----ა ბ-------ს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
საქმეზე არსებული საგნები და ნივთები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კ----------–-–---–ის სისხლის ნიმუში – განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე