განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100119003037872
საქმე № 1ბ/1771-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე
სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: მ-------------–-–---–ი.
დაცვის მხარე:
გამართლებული: მ-----– ც-----–---–ი, დაბადების თარიღი: 1----–-–-----------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 1----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ზ------------------------------–----------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, დ-----------------------------–----------------------------–--
ადვოკატი - ც--------------------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „კ“ ქვეპუნქტები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1443 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტები.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა - თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ-------------–-–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამართლებული მ-----– ც-----–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „კ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1443 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა. აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან მ-----– ც-----–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები მიეკუთვნება ოჯახურ დანაშაულთა კატეგორიას, რომელიც გამოირჩევა მოწმეთა სიმცირით, ამასთან, მსხვერპლი ეჩვევა ძალადობას და ხდება დამაშავე პირზე მიჯაჭვული. გარდა ამისა მაღალია დაზარალებულებზე ზემოქმედების საფრთხე. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო არ უნდა დაეყრდნოს მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას და უნდა გაითვალისწინოს დაზარალებულთან უშუალო შემხებლობაში მყოფი პირების ჩვენებები, რომლებიც აღწერენ დაზარალებულთა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობას. მოცემულ შემთხვევაში გამოძიება დაიწყო მ-----– ც-----–---–ის შეტყობინების საფუძველზე, რომლის თანახმად, ე-–----- გ-----–---მა მასზე განახორციელა ძალადობა. აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმის სახით დაკითხულმა თ------- ჭ---–---–მა გამოძიებას განუცხადა, რომ ე-–----- გ-----–---ს თავად მ-----– ც-----–---–მა მიაყენა შეურაცხყოფა, ასევე განაცხადა მ-----– ც-----–---–ის მიერ განხორციელებული იმ ძალადობრივი ქმედებების შესახებ, რომლის მსხვერპლი თავად და მისი შვილები იყვნენ. თ------- ჭ---–---–ი თარიღებს და ფაქტებს გადმოსცემდა თანმიმდევრულად და ზუსტად. მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე საქმე გამოიყო ცალკე წარმოებად და ოჯახში ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძება წარიმართა ცალკე. ბრალდების მხარის მიერ გამოიკითხნენ დაზარალებულები, რომელთა ჩვენებებიც იყო თანმიმდევრული. ასევე დაიკითხნენ გამომძიებლები, რომლებსაც უშუალო შეხება ჰქონდათ დაზარალებულებთან. მათ დეტალურად აღწერეს დაზარალებულთა ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობა. გამომძიებლებმა ისეთი ფაქტები შეიტყვეს დაზარალებულებისგან, რომ მას სხვაგვარად ვერ გაიგებდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე გამომძიებლების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორე არ იწვევს ეჭვს. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ასევე განთავსებულია შემაკავებელი ორდერები და ოქმები, რაც ასევე ადასტურებს მ-----– ც-----–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა მ-----– ც-----–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „კ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1443 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე გამართლებული მ-----– ც-----–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ც-------------------ის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც მათ ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა მ-----– ც-----–---–ის ბრალეულობას, ირიბი მტკიცებულებები, კი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
ბრალდების არსი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, მ-----– ც-----–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:
- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრთა მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი სამი პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრების მიმართ.
- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ოთხი პირის მიმართ.
- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
- ოჯახის წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური იძულება შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის დამცირება, იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ორი პირის მიმართ, დამნაშავისათვის წინასწარ შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის აგვისტოდან 2019 წლის 20 აპრილის ჩათვლით, მ-----– ც-----–---–ი სისტემატურ ფიზიკურ ძალადობას ახორციელებდა მეუღლის თ------- ჭ---–---–ისა და ქალიშვილების ლ--- და ლ--- ც-----–---–ების მიმართ, როგორც ცალკე, ისე არასრულწლოვანი შვილის - ა-----– ც-----–---–ის თანდასწრებით. კერძოდ, ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საკითხების ნიადაგზე, ან ნებისმიერი სახის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მ-----– ც-----–---–ი დაზარალებულებს სისტემატურად სცემდა, ასევე აყენებდა ერთჯერად დარტყმებს სხეულის სხვადასხვა მონაკვეთში როგორც ხელით და ფეხით, ისე საყოფაცხოვრებო საგნების გამოყენებით, რის შედეგადაც დაზარალებულები ყოველ ჯერზე განიცდიდნენ ფიზიკურ ტკივილს, ხშირ შემთხვევაში იღებდნენ დაზიანებებს სისხლნაჟღენთების სახით და ქმედებების სისტემატურობისა და ინტენსივობის გათვალისწინებით, ასევე განიცდიდნენ ფსიქიკურ ტანჯვას.
2015 წლის აგვისტოდან 2019 წლის 20 აპრილის ჩათვლით, მ-----– ც-----–---–ი მეუღლეს თ------- ჭ---–---–ს და შვილებს - ლ---, ლ--- და არასრულწლოვან ა-----– ც-----–---–ებს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, ამცირებდა როგორც ცალკე, ისე არასრულწლოვანი ა-----– ც-----–---–ის თანდასწრებით, ეძახდა შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ სიტყვებს, ცდილობდა ჰყოლოდა მორჩილებაში, რის გამოც დაზარალებულები იმყოფებოდნენ მუდმივ სტრესსა და დაძაბულობაში, გრძნობდნენ თავს დამცირებულად, დაკომპლექსებულად და დათრგუნულად, რის გამოც განიცდიდნენ ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
2016 წლის ზაფხულის პერიოდში, იმერეთის რაიონის სოფელ მ--------------ში, მ-----– ც-----–---–მა სცემა არასრულწლოვანი შვილი - ა-----– ც-----–---–ი, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის აპრილის თვეში, თბილისში, პ-----------ის ქუჩაზე, მ-----– ც-----–---–მა დასჯის მიზნით, ხვეწნის მიუხედავად, იძულებით გადაპარსა თავი არულწლოვან შვილს - ა-----– ც-----–---–ს, რომელიც თვეების განმავლობაში იზრდიდა თმას, რამაც დაზარალებულს მიაყენა ფსიქოლოგიური სტრესი.
2011 წლის აგვისტოს თვეში, თბილისში, ვ-–-–----------------–-----------–---–-------- N--–-, მ-----– ც-----–---–მა იმ დროს არასრულწლოვანი ქალიშვილები ლ--- და ლ--- ც-----–---–ები მთელი დღით ჩაკეტა საპირფარეშოში, იატაკზე დაუდო ერთი პური სიტყვებით: „ჭამეთ ღორებო“ და ბავშვების ხვეწნის მიუხედავად არ უშვებდა გარეთ, რამაც გამოიწვია დაზარალებულების ფსიქოლოგიური დათრგუნვა, დამცირება და მორალური ტანჯვა.
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენით მ-----– ც-----–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
მ-----– ც-----–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
მ-----– ც-----–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
მ-----– ც-----–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
მ-----– ც-----–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მ-----– ც-----–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ისარგებლა დუმილის უფლებით.
დაზარალებულებმა ლ--- ც-----–---–მა, ლ--- ც-----–---–მა, ა-----– ც-----–---–მა და თ------- ჭ---–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ახლო ნათესავის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი.
მოწმე მ---------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მ-----– ც-----–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.
მოწმე ბ--------–-–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ მან რ-------------ესთან ერთად ბრალდებულის სახით დააკავა მ-----– ც-----–---–ი, რომელსაც ადგილზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. მ-----– ც-----–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები დაილუქა ბრალდებულის თანდასწრებით, რის შემდეგაც ამ უკანასკნელს გადაეცა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის ასლი, რაც მ-----– ც-----–---–მა დაადასტურა ხელმოწერით.
მოწმე გ----------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2019 წლის აპრილში დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პ------–-----------–---–- დაიწყო გამოძიება, მ-----– ც-----–---–ის მიერ მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, რის შემდეგაც დაზარალებულის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით მის მიერ ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. მანვე მოწმის სახით გამოკითხა მ------ ჭ---–---–ი, ხოლო 2019 წლის 25 აპრილს, გასცა შემაკავებელი ორდერი მ-----– ც-----–---–ის ა-----– ც-----–---–თან მიახლოების აკრძალვის შესახებ.
მოწმე თ---------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ მან მ-----– ც-----–---–ს გაუცვალა მტკიცებულებები, გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და გამოკითხა ბრალდებულის სახით. მ-----– ც-----–---–მა გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.
მოწმე თ-----------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მას დაზარალებულმა თ------- ჭ---–---–მა უამბო მეუღლის მხრიდან წარსულში განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის ორსულობის პერიოდში განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე, რის გამოც მის მიერ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მ-----– ც-----–---–ს აეკრძალა დაზარალებულთან კონტაქტი.
მოწმე რ-------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მის მიერ მოწმის სახით გამოიკითხა ე-–----- გ--------ი, თ------- ჭ---–---–ი, ლელა, ლ--- და ა-----– ც-----–---–ები. მანვე ლ--–--–-----–---–-- და თ------- ჭ---–---–ის მონაწილეობით ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი და დაკავების შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს.
მტკიცებულებების ნაწილი, კერძოდ მოწმე ე-–----- გ-----–---ის გამოკითხვის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, შემაკავებელი ორდერები, მათი ოქმები და სხვა წერილობითი მტკიცებულებები, დაცვის მხარის მიერ მიჩნეული იქნა უდავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მ-----– ც-----–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „კ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1443 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში - ცემაში ან სხვაგვარ ძალადობაში, შედეგში - დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილში და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ძალადობრივ ქმედებას ცემის სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში, როდესაც მოძალადე მსხვერპლს სხეულზე ერთდროულად აყენებს რამდენიმე დარტყმას, ხოლო სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ აქტში, მაგ: ხელის ერთხელ დარტყმაში. დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის გამოწვევა. ადამიანის სხეულზე დარტყმა ან სხვაგვარი ძალადობა, რაც იწვევს ფიზიკურ ტკივილს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და მეტნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას.
პალატა ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ემუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. გარდა ამისა ამავე მუხლის მე-2 ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იგივე ქმედებისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლით კი დასჯადია იძულება, ესე იგი ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორცილებაც მის უფლებას წარმოადგენს. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი სურვილისამებრ. ობიექტური მხრივ იძულება გამოიხატება მოქმედებაში - ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ, პირის ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. დანაშაულის ობიექტური მხარე ვლინდება პირის ფსიქიკურ იძულებაში. მუქარა შეიძლება იყოს ნებისმიერი შინაარსის. შესაძლებელია იგი მიმართული იყოს როგორც უშუალოდ იმ პირისადმი, ვისგანაც ითხოვენ გარკვეული ქმედების შესრულებას, ისე მისი ახლობლისადმიც, ვისი ბედითაც დაინტერესებულია დაზარალებული. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივს ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არა აქვს, იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას, ხოლო მიზანს ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა აქვს. ფსიქიკური იძულების მიზანია სხვა პირს ჩაადენინოს რაიმე ქმედება, ან საკუთარ თავზე განაცდევინოს მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ქმედება. მიაღწია თუ არა მიზანს დამნაშავემ, ამას ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ასევე მისი პატივი და ღირსება, ხოლო დამატებითი ობიექტია ადამიანთა თანასწორუფლებიანობა რასის, კანის ფერის და სხვა ნიშნის მიხედვით. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ქმედებაში, შედეგში (ძლიერ ფიზიკურ ტკივილსა ან მორალურ ტანჯვაში) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. დანაშაულის ობიექტური მხარეა პირის დამცირება, იძულება, არაადამიანური, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება. ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება გამოიხატება ისეთი ქმედებების ჩადენაში, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება ადამიანებისადმი მოპყრობის ზნეობრივ წესს. აღნიშნულ ქმედებებს უნდა მოჰყვეს ძლიერი ფიზიკური ან ფსიქიკური ტკივილი ან მორალური ტანჯვა.
პალატა არ იზიარებს პროკურორის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მ-----– ც-----–---–ის ბრალეულობას და ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის სამართლებრივ დასაბუთებას მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მ-----– ც-----–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ არ მოპოვებულა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ მ-----– ც-----–---–მა დაზარალებულების მიმართ განახორციელა ბრალად წარდგენილი ქმედებები. ასევე არ არსებობს მტკიცებულება იმისა, თუ რა განიცადეს დაზარალებულებმა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამასთან, სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05 , 45553/05 , 35680/05 , 36085/05 , 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10 , 31/03/2016, §58-IV).
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულებმა: ლ--- ც-----–---–მა, ლ--- ც-----–---–მა, ა-----– ც-----–---–მა და თ------- ჭ---–---–მა ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს მ-----– ც-----–---–ის მამხილებელი ჩვენება.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი. ამდენად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ინფორმაციის (ჩვენების) და საგამოძიებო ვერსიის შესამოწმებლად. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების საფუძველი იყო დაზარალებულების ლ--- ც-----–---–ის, თ------- ჭ---–---–ის და ლ--- ც-----–---–ის გამოკითხვის ოქმები, რომელთა შესამოწმებლადაც ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები ფაქტობრივად (შინაარსობრივად) არის დაზარალებულთა ჩვენების, მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება, რომელიც ასახულია გამოკითხვის ოქმებში. თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დაზარალებულებმა ლ--- ც-----–---–მა, თ------- ჭ---–---–მა და ლ--- ც-----–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს მ-----– ც-----–---–ის მამხილებელი ჩვენება, შესაბამისად მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ უნდა იქნეს განხილული, როგორც დამოუკიდებელი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებაში (საქმე N647აპ-17) მიუთითა, რომ დაზარალებულების ჩვენება, ამოცნობის ოქმი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ვერ ჩაითვლება მტკიცებულებათა ერთობლიობად, ვინაიდან სამივე მტკიცებულების წყაროდ მხოლოდ დაზარალებულია წარმოდგენილი. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებაში (საქმე N263აპ-17) განმარტებულია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი არის დაზარალებულის ჩვენების გაგრძელება და მისი ცალკე მტკიცებულებად მიჩნევა ბრალდებული პირის ბრალეულობის დასადასტურებლად დაუშვებელია.
უდავოდ ცნობილი მოწმე ე-–----- გ-----–---ის ჩვენებით კი, ირკვევა, რომ იგი არ არის ფაქტის უშუალო შემსწრე პირი, მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ეხება ძირითადად მის მიმართ განხორციელებულ ძალადობას. მოწმის ჩვენებით მან დაზარალებულების მიმართ მ-----– ც-----–---–ის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ იცის, მხოლოდ დაზარალებულ თ------- ჭ---–---–ისგან. მოწმეებმა: მ---------------ემ, ბ--------–-–---–მა, გ----------------მა, თ---------------–---–მა, თ-----------------ემ და რ-------------ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ნამდვილობა. შესაბამისად აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით შეუძლებელია იმის დადგენა რომ მ-----– ც-----–---–მა დაზარალებულთა მიმართ განახორციელა სისტემატური ცემა, სხვაგვარი ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, ძალადობა, თავისუფლების უკანონო შეზღუდვა და ოჯახის წევრის დამცირება, იძულება, არაადამიანური, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მოწმეები არ არიან მ-----– ც-----–---–ის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების შემსწრენი-თვითმხილველნი და შესაბამისად მისი დამნაშავეობა უდანაშაულობის დადგენის თვალსაზრისით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (22/01/2015; №1/1/548; §52) მითითებულია, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს. სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13, §4.1.2.).
შესაბამისად, ირიბი ჩვენებების სამართლებრივი ღირებულება, მაშინ, როდესაც მტკიცების ტვირთი სწორედ ბრალდების მხარეს აკისრია, არის ძალიან დაბალი და სასამართლო ვერ დაეყრდნობა მათ გადაწყვეტილების მიღებისას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29 და 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).
პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მ-----– ც-----–---–ის ბრალეულობას ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით კი, არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს. საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და შესაბამისად სწორედ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი კი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ-----– ც-----–---–ი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „კ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1443 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენი მ-----– ც-----–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-------------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
მ-----– ც-----–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და გამართლდეს.
მ-----– ც-----–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და გამართლდეს.
მ-----– ც-----–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და გამართლდეს.
მ-----– ც-----–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და გამართლდეს.
მ-----– ც-----–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და გამართლდეს.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ მ-----– ც-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გაუქმებულია.
მ-----– ც-----–---–ს უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო სანდოძე