განაჩენი

სისხლის სამართლის 03.12.2019
საქმის ნომერი
330100118002745837
ინსტანცია
თარიღი
03.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002745837

საქმე №1ბ/1176-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 ნოემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი

სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - დ------–----–---–-;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ვ-–---------ე, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ხ----------------------------------------; დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------------------------------------------------.

 

დანაშაულის კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ჩადენილი სხვა დანაშაულის (ძარცვის) ჩადენის გაადვილების მიზნით, ჯგუფურად); 2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა შეეძლო, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის).

 

მსჯავრდებული - რ---------------–--, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ხ---------–--------------------–---–-–ე; დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------------------------–-------------------------------.

 

დანაშაულის კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ჩადენილი სხვა დანაშაულის (ძარცვის) ჩადენის გაადვილების მიზნით, ჯგუფურად); 2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა შეეძლო, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ).

 

ადვოკატები - თ--------------, ბ--------------–--;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ქ-------–--–------–----------------ში მდებარე სავაჭრო ცენტრ „კ--------ის“ წინ არსებულ სკვერში, რ---------------–-- და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი ვ-–---------ე აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შეეცადნენ დაუფლებოდნენ პ-----–--------ს კუთვნილ საფულეს, რა დროსაც ძარცვის ჩადენის გაადვილების მიზნით, ვ-–---------ემ შებოჭა პ-----–--------, ხოლო რ---------------–--მ ხელებისა და ფეხების დარტყმით, მას სახისა და მუხლის არეში მიაყენა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების შემდეგ, რ---------------–--მ და ვ-–---------ემ სცადეს მიმალვა, რა დროსაც შეჩერებულ იქნენ პოლიციის თანამშრომლების მიერ.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივნისის განაჩენით:

 

ვ-–---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.

 

ვ-–---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 6 თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ვ-–---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 6 თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 11 თვის და 28 დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სრულად შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ-–---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 6 თვის ვადით.

 

რ---------------–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 6 თვის ვადით.

 

რ---------------–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის და 6 თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ---------------–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის და 6 თვის ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ვ-–---------ის ადვოკატმა თ--------------მ და მსჯავრდებულ რ---------------–--ს ადვოკატმა ბ--------------–--მ.

 

3. მხარეთა პოზიციები:

 

მსჯავრდებულ ვ-–---------ის ადვოკატის თ--------------ს მტკიცებით, დაზარალებულ პ-----–--------ს ჩვენებებში არის არსებითი წინააღმდეგობები, მაგალითად დარტყმის ფაქტთან ან/და საფულის ამოღებასთან დაკავშირებით. ასევე, შეუძლებელია განაჩენი იყოს დამყარებული მხოლოდ ერთ, თანაც დეპონირებულ, ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებაზე. ასევე, საეჭვოა დაზარალებულის დაზიანების ხარისხი, ვინაიდან მას ექსპერტიზა ჩაუტარდა შემთხვევიდან რამდენიმე დღეში და არ არის გამორიცხული, რომ ამ პერიოდში დაზიანება, თუნდაც უნებლიედ დამძიმებოდა.

 

მსჯავრდებულ რ---------------–--ს ადვოკატ ბ--------------–--ს მტკიცებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელია, საქმეში არ მოიპოვება უტყუარი მტკიცებულებები, რაც აუცილებელია გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. სასამართლომ არ დაასაბუთა, რატომ არ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც სრულიად ცდება სამართლიანი სასამართლოს პრინციპს. მოწმეთა ჩვენებებით რ---------------–--ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში არ დასტურდებოდა. პოლიციელთა ჩვენებებით, ბრალდებულების ჩვენებებით და მოწმე გ---–-----------ის ჩვენებით, იქმნებოდა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დასტურდებოდა რ---------------–--ს უდანაშაულობა, თუმცა სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა ბრალდების მოსაზრებები, სათანადოდ არ შეაფასა დაზარალებულ პ-----–--------ს ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები.

 

ბრალდების მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივნისის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული და იგი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა შეაფასებს მტკიცებულებებს, იმსჯელებს აპელანტების საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

4. მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).

 

მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შეაფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და აერთობლიობაში.

 

საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაზარალებულ პ-----–--------ს მიერ მიცემული ჩვენება, რომლის თანახმად დგინდება, რომ იგი, როგორც ტურისტი, იმყოფებოდა საქართველოში. 2018 წლის 15 სექტემბერს, იმყოფებოდა ღამის კლუბ „ბ-----ში“. იქიდან გამოსული მიუყვებოდა ქუჩას, რა დროსაც შევიდა პარკში. მოწმის განმარტებით, ხალხთან გამოლაპარაკების მიზნით, მივიდა იქვე მყოფ პირთან, რა დროსაც დაახლოებით ერთ წუთში, უკნიდან იგრძნო დარტყმა. დარტყმის შედეგად ჩაიკეცა, შემდეგ ეცადა წამოდგომას, თუმცა ამაზე უცნობმა მეორედ დაარტყა და ისევ წაიქცა. თავდამსხმელი, რომელიც ვიზუალურად იყო მაღალი, აგრძელებდა მის ცემას, რა დროსაც მას მიუახლოვდა შედარებით დაბალი პირი, რომელიც მოქმედებდა მაღალ პირთან შეთანხმებულად და მისი ჯიბიდან საფულის ამოცლას ცდილობდა. ამ დროს მაღალმა მამაკაცმა ხელი გადაუწია და არ მისცა გაქცევის საშუალება, შედარებით დაბალმა პირმა კი ჯიბიდან ამოაცალა ფული, საფულე და ორივე ერთდროულად გაიქცა. მოწმემ დაადასტურა, რომ მაღალი მამაკაცი ხედავდა საფულისა და ფულის ამოცლის მომენტს. ამის შემდეგ, თავად გაეკიდა გაქცეულ თავდამსხმელებს, რა დროსაც დაინახა, რომ აღნიშნული პირები მალევე დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. მოწმის განმარტებით, საფულეში მოთავსებული ჰქონდა სხვადასხვა ტიპის საკრედიტო ბარათები და ფულადი თანხა. საერთო ჯამში თავდამსხმელთა მიერ დაუფლებულმა თანხამ შეადგინა დაახლოებით 220 ლარიდან 240 ლარამდე ან ცოტა მეტი, საფულის ღირებულება კი უტოლდება 30 კანადურ დოლარს. ჩვენების მიცემისას მოწმემ არაერთგზის აღნიშნა, რომ თავდამსხმელები მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებულად. სასამართლო დარბაზში მოწმემ მიუთითა ვ-–---------ესა და რ---------------–--ზე, როგორც თავდამსხმელებზე, რომლებმაც გასტაცეს კუთვნილი ნივთები. მანვე მიუთითა, რომ მის მიერ ხსენებული „მაღალი მამაკაცი“ იყო რ---------------–--, ხოლო „დაბალი მამაკაცი“ - ვ-–---------ე. თავდასხმის შედეგად მოწმემ მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული დაზარალებულ პ-----–--------ს გამოკითხვის ოქმით (15.09.2018) დგინდება, რომ შემთხვევის დღეს, ღამის კლუბ „ბ-----იდან“ გამოსვლის შემდეგ, თამბაქოს სათხოვნელად შევიდა იქვე არსებულ სკვერში, სადაც მივიდა იქვე მყოფ რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცთან და ერთ-ერთს სთხოვა სიგარეტი. სიგარეტის მოწევის პროცესში, მას მიუახლოვდა მისთვის უცნობი მაღალი მამაკაცი, რომელმაც მიახლოებისთანავე, ისე, რომ არაფერი უკითხავს, დაარტყა სახეში მუშტი. იგი მაშინვე წაიქცა, წაქცევის დროს შეეცადა წამოდგომას, ხსენებულმა მოძალადემ მუშტი მეორედ დაარტყა სახეში, რის შემდეგაც მაშინვე ჩაიმუხლა. თავდამსხმელმა მას ყელზე მოხრილი ფეხი დააჭირა, რათა ვერ მოეხერხებინა წამოდგომა. სწორედ ამ დროს მიუახლოვდა მეორე, შედარებით დაბალი მამაკაცი, რომელმაც დაიწყო მისი შარვლის ჯიბეების შემოწმება და საფულის ამოცლა. იგი თავდამსხმელებს შეძლებისდაგვარად უწევდა ფიზიკურ წინააღმდეგობას, ფიზიკური წინააღმდეგობის დასაძლევად მაღალი მამაკაცი, რომელსაც მუხლი ჰქონდა დადებული მოწმის კისერზე, ფიზიკური ძალის გამოყენებით ცდილობდა მის გადატრიალებას, რათა ამით გაემარტივებინა თანმხლები დაბალი მამაკაცისთვის საფულის ამოცლა. გადატრიალების მცდელობისას მაღალმა მამაკაცმა კიდევ ორჯერ დაარტყა ძლიერად, რა დროსაც იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამ დროს დაბალმა მამაკაცმა ამოაცალა საფულე, მასში მოთავსებული ფულადი თანხითა და პლასტიკური ბარათებით. გარდა აღნიშნული საფულისა, დაბალმა მამაკაცმა მას ამოაცალა ფულადი თანხა, რომელიც სხვა ჯიბეში ჰქონდა მოთავსებული. პირადი ნივთების ამოცლის შემდეგ, ზემოაღნიშნულმა პირებმა ერთდროულად დაანებეს თავი და გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან. მოწმის განმარტებით, ორივე მათგანი მოქმედებდა შეთანხმებულად. თავდასხმა მაღალი მამაკაცის მხრიდან განხორციელდა სრულიად მოულოდნელად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. გაქცეული პირები შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა. ფიზიკური ძალადობის შედეგად, მოწმემ დაზიანება მიიღო თავის არეში და მარჯვენა მუხლზე.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული დაზარალებულ პ-----–--------ს დამატებითი გამოკითხვის ოქმით (15.09.2018) დგინდება, რომ შემთხვევის დღეს, ღამის კლუბ „ბ-----იდან“ გამოსვლის შემდეგ, თამბაქოს სათხოვნელად შევიდა იქვე არსებულ სკვერში და მივიდა ახალგაზრდა მაღალ მამაკაცთან, რომელსაც თხოვა სიგარეტი. ამ პირმა, ისე რომ მისთვის არაფერი უკითხავს, რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, რა დროსაც ძირს დაეცა. ამ დროს მაღალ მამაკაცთან ერთად მყოფმა წვერიანმა მამაკაცმა დაიწყო მისი ჯიბეების შემოწმება. აღნიშნული პირები ერთმანეთში ლაპარაკობდნენ და ძალიან ჩქარობდნენ. მაღალი მამაკაცი, რომელსაც მუხლი ჰქონდა მიბჯენილი სახის არეში და ურტყამდა, მეორე წვერიან მამაკაცს ანიშნებდა, რომ უკანა ჯიბიდან მისთვის ამოეღო საფულე და ფულადი თანხა. მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა პირებმა ერთობლივი ძალისხმევით წაართვეს საფულე და ფულადი თანხა, გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან. გაქცეული პირები შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა. ფიზიკური ძალადობის შედეგად, მოწმე განიცდიდა ძლიერ ტკივილს თავის არეში, აგრეთვე დაზიანება აღენიშნებოდა მარჯვენა მუხლზე.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (15.09.2018) დგინდება, რომ პ-----–--------მ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაციის (ჩვენების) შემოწმების მიზნით, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებსა და ექსპერტ-კრიმინალისტებს მიუთითა ის ადგილები, სადაც ორმა მამაკაცმა ფიზიკური ძალის გამოყენებით წაართვა საფულე, მასში მოთავსებული ფულადი თანხითა და სხვადასხვა დოკუმენტაციით. აგრეთვე ადგილი, რა მიმართულებითაც გაიქცნენ ზემოაღნიშნული პირები.

 

ამოღების ოქმით (10.10.2018) დგინდება, რომ შპს „ა----------–----ის“ ხარისხის კონტროლის სამსახურის სპეციალისტისგან ამოღებულ იქნა პ-----–--------ს სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლის თანახმად, დაზარალებულმა აღნიშნულ კლინიკას მიმართა 2018 წლის 21 სექტემბერსა და 24 სექტემბერს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით, რომელიც ეყრდნობა როგორც დაზარალებულ პ-----–--------ს პირად გასინჯვას, ისე განმეორებით ჩატარებულ კვლევას, დგინდება, რომ 17.09.2018წ., მოქალაქე პ-----–--------ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა და მარცხენა /ამავე თვალის მიდამოში მოწითალო ფერის სისხლჩაქცევით/ თვალბუდის ორივე ქუთუთოზე სისხლნაჟღენთების და მარჯვენა და მარცხენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად. ორივე თვალბუდის მიდამოში არსებული სისხლნაჟღენთები და მარჯვნივ ჰაიმორის წიაღის წინა გვერდითი კედლების მოტეხილობები იმპრესიით იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. ნაჭდევები ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.

 

ზემოაღნიშნული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - გ---–-------------–---–მა. მანვე განმარტა, რომ მკვრივი ბლაგვი საგანი არის ყველა ის საგანი, რომელიც არის მკვრივი კონსისტენციისა და ბლაგვი ზედაპირის, მათ შორის, ადამიანის მუშტი.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული გამომძიებელ გ-------------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 15 სექტემბერს, ბ-–---------სთან, გ--------------------------------------------–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას - პატრულირებდა ქ-------–--–------–-------–ის ქუჩაზე, რა დროსაც შენიშნა ა. წერეთლის სახელობის სკვერიდან ორი მამაკაცის გაქცევა, რომელთაც უკან, დაახლოებით 10-15 მეტრის მოშორებით, მისდევდა მესამე მამაკაცი, რომელიც საეჭვოდ ყვიროდა და ითხოვდა დახმარებას. მოწმის განმარტებით, მათ შეაჩერეს ზემოაღნიშნული ორი პირი, რა დროსაც მალევე მიუახლოვდა მესამე მამაკაცი, რომელსაც ეტყობოდა, რომ იყო უცხოელი. მან ჟესტიკულაციითა და ინგლისური სიტყვებით, ანიშნა, რომ მათ მიერ შეჩერებულმა პირებმა წაართვეს ფულადი თანხა. ამ უკანასკნელს სახეზე ეტყობოდა ცემის კვალი, ხოლო მის ტანსაცმელს - ძირს გდების კვალი. მოწმის განმარტებით, მათ შეჩერებულ პირებს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ერთ-ერთ მათგანს აღმოაჩნდა საფულე, მასში მოთავსებული ფულადი თანხითა და პირადი ნივთებით.

 

მსგავსი ჩვენება მისცეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: ზ-------------–---–მა, ბ-–---------მ და გ------------------ემ.

 

სასამართლოში წარმოდგენილმა სხვა მოწმეებმა - გ----------------–---–-------------------–--–---–მა (გამომძიებლები) დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებათა ოქმების სისწორე, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ეს მტკიცებულებები ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია, სააპელაციო პალატა მათ სიღმისეულად არ მიმოიხილავს.

 

ბრალდებულ ვ-–---------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით (15.09.2018) დგინდება, რომ ვ-–---------ე დაკავებულ იქნა ქ-------–--–------–-------–ის გამზირისა და ს. მეტრეველის ქუჩის კვეთაზე, რომელსაც პირადი ჩხრეკისას ტანთ ნაცვამი შორტის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოუღეს ყავისფერი ტყავის საფულე, მასში მოთავსებული ფულადი თანხით - 220 ლარის ოდენობით, ერთი ცალი ფოტოსურათიანი პლასტიკური მოწმობა წარწერით: “R--------------”, ერთი ცალი პლასტიკური ბარათი, რომლის მფლობელად ფიქსირდება “P--------------”, აგრეთვე ერთი ცალი პლასტიკური ბარათი, რომელსაც რაიმე წარწერა ან განმასხვავებელი ნიშანი არ გააჩნია. ამავე შორტის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ფულადი თანხა 35 ლარის ოდენობით.

 

ბრალდებულ რ---------------–--ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით (15.09.2018) დგინდება, რომ რ---------------–-- დაკავებულ იქნა ქ-------–--–------–-------–ის გამზირისა და ს. მეტრეველის ქუჩის კვეთაზე, რომელსაც პირადი ჩხრეკისას ტანთ ნაცვამი შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოუღეს ფულადი თანხა 55 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა რ---------------–--მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს ვ-–---------ესთან ერთად იმყოფებოდა ქ-------–--–------–-------–ის სახელობის პარკში და სვამდნენ ლუდს, რა დროსაც მათთან სიგარეტის თხოვნით მივიდა პ-----–--------. ამ უკანასკნელმა მათ შესთავაზა სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება, რაზეც გაღიზიანდა და მოსთხოვა შეთავაზებული ნივთის ჯიბეში ჩადება. ამის შემდეგ განაგრძეს ლუდის სმა, რა დროსაც პ-----–--------მ სხეულზე ხელი დაადო, რამაც აგრესიული გახადა. იგი ხელით ანიშნებდა პ-----–--------ს, რომ ამდგარიყო და წასულიყო, შემდეგ თავად გავიდა საპირფარეშოში. იქიდან დაბრუნებულმა დაინახა, რომ ვ-–---------ე და მისი მეგობარი გოგონა ცალკე იყვნენ და რაღაცას საუბრობდნენ, ხოლო პ-----–-------- წასული იყო პარკიდან. ეს უკანასკნელი მალევე დაბრუნდა, მივიდა მასთან და კვლავ დაუწყო სხეულზე ხელების სმა. იგი იმდენად გაღიზიანდა, რომ პ-----–--------ს რამდენჯერმე დაარტყა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი წაიქცა. ჩხუბის დროს მათთან მივიდა ვ-–---------ე და მისი მეგობარი გოგო - გ---–-----------ე, რის შემდეგაც, სწრაფი ნაბიჯებით მალევე წავიდნენ სახლებისკენ. ამ დროს პ-----–--------მ დაიწყო ყვირილი, რაზეც გზად შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა. ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად, მისგან ამოიღეს ფულადი თანხა, ხოლო ვ-–---------ისგან საფულე და ფულადი თანხა.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ვ-–---------ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს თავის მეგობარ გოგოსთან ერთად შეხვდა რ---------------–--ს. ისინი იმყოფებოდნენ ქ-------–--–------–-------–ის სახელობის პარკში და სვამდნენ ლუდს, რა დროსაც მათთან სიგარეტის თხოვნით მივიდა პ-----–--------. ამ უკანასკნელმა მათ სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება შესთავაზა, რაზეც რ---------------–--მ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა. მართალია, პ-----–-------- იმ მომენტში წავიდა, თუმცა მალევე დაბრუნდა. ამ დროს თავად თავის მეგობარ გოგოსთან - გ---–-----------ესთან ერთად იდგა მოშორებით. იგი მალევე შეესწრო რ---------------–--სა და პ-----–--------ს შორის კონფლიქტს. მათთან მისვლის დროს რ---------------–--ს ხელი უკვე დარტყმული ჰქონდა პ-----–--------სთვის, რომელიც ეგდო ძირს, ხოლო რ---------------–-- იდგა ფეხზე. მან რ---------------–--ს უთხრა, რომ კონფლიქტის განმუხტვის მიზნით, წასულიყვნენ შემთხვევის ადგილიდან და დაიწყეს სვლა, რა დროსაც პ-----–-------- მათ გამოეკიდა ყვირილით, რომელიც პარალელურად შველას ითხოვდა. ისინი მიდიოდნენ სწრაფი ნაბიჯებით, უკან კი მიჰყვებოდა გ---–-----------ე. ამ დროს გამოჩნდნენ პოლიციის თანამშრომლებიც, რომლებმაც დააკავეს ისინი. პირადი ჩხრეკისას მას აღმოაჩნდა პ-----–--------ს საფულე. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნული საფულე იპოვა სკვერში ყოფნის დროს, ჩაიხედა შიგნით და ნახა რა ფული, ჩაიდო ჯიბეში. მან არ იცოდა, თუ ვინ იყო ნივთის მესაკუთრე, ამიტომ არც უფიქრია, რომ პოლიციელების მხრიდან მათი შეჩერების დროს მოეშორებინა საფულე. იგი აპირებდა საფულის მესაკუთრის ვინაობის დადგენას, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მისცემია, ვინაიდან პ-----–--------სა და რ---------------–--ს შორის კონფლიქტი მიმდინარეობდა.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული გ---–-----------ის ჩვენებით დგინდება, რომ შემთხვევის დღეს, ქ-------–--–------–-------–ის სკვერში იმყოფებოდა ვ-–---------ესთან და რ---------------–--სთან ერთად. ისინი სვამდნენ ლუდს, რა დროსაც მათთან მივიდა არაქართველი ეროვნების მქონე პირი, რომელმაც ანიშნა მათ, რომ სურდა ლუდის დალევა, რაზეც ბრალდებულები დათანხმდნენ და განაგრძეს ერთად ლუდის სმა. ისინი ყველანი ერთად ისხდნენ, რა დროსაც უცხოელი პირი, რ---------------–--ს ხელებს უსვამდა სხეულზე, რაზეც ამ უკანასკნელმა მოსთხოვა წასვლა. აღნიშნულმა პირმა მართლაც დატოვა შემთხვევის ადგილი. ამის შემდეგ, ის და ვ-–---------ე სეირნობდნენ სკვერში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა შენიშნა ძირს დაგდებული საფულე, რაც ვ-–---------ემ აიღო და გახსნა. საფულეში იყო ფული და პლასტიკური ბარათები. საფულის გახსნის დროს, მათთან ყვირილით მივიდა უცხოელი და რ---------------–--სკენ გაემართა დასარტყმელად. უცხოელის თავიდან მოშორების მიზნით, რ---------------–--მ მას ხელი ჰკრა, რაზეც უცხოელისგან მიიღო საპასუხო დარტყმა. დარტყმა რ---------------–--ს უპასუხოდ არ დაუტოვებია, რის შემდეგაც უცხოელი მიწაზე დაეცა. მოწმის განმარტებით, ვ-–---------ემ ის გააფრთხილა, რომ მასთან არ მისულიყო და თავად რ---------------–--სა და უცხოელისკენ წავიდა. ამის შემდეგ, მოწმე ბრალდებულებთან ერთად გაემართა სკვერის გასასვლელისკენ. ბრალდებულების სწრაფად გადაადგილების მიზეზად მიუთითა იმაზე, რომ თავად სთხოვა ასე, რათა ჩხუბი არ მომხდარიყო. ვ-–---------ე და რ---------------–-- სკვერიდან გასვლიდან მალევე დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. ჩხრეკის შედეგად ვ-–---------ეს რამდენიმე წუთით ადრე ნაპოვნი საფულე აღმოაჩნდა, რომელიც სკვერში მყოფი უცხოელის საკუთრება აღმოჩნდა. მოწმის განმარტებით, მას ერთ-ერთმა პოლიციის თანამშრომელმა გამოკითხა შემთხვევის დღეს მომხდარი დეტალები.

 

სააპელაციო პალატამ შეაფასა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია რომ რ---------------–-- და ვ-–---------ე აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შეეცადნენ დაუფლებოდნენ პ-----–--------ს კუთვნილ საფულეს, რა დროსაც დანაშაულის გაადვილების მიზნით, სახისა და მუხლის არეში მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დაზარალებულ პ-----–--------ს ჩვენებით დადგენილია, თუ რა მიზნით და რა ვითარებაში დაესხნენ მას თავს რ---------------–-- და ვ-–---------ე. დაზარალებულმა დეტალურად აღწერა შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები, კერძოდ, 2018 წლის 15 სექტემბერს, სკვერში ყოფნის დროს, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, როგორ მივიდა მასთან რ---------------–-- და დაარტყა. დარტყმის შედეგად იგი ჩაიკეცა, წამოდგომის ყოველ მცდელობაზე კი განმეორებით დატყმას იღებდა. სწორედ ამ პროცესში მიუახლოვდა მას ვ-–---------ე, რომელიც რ---------------–--სთან შეთანხმებული მოქმედებით მისგან ფულისა და საფულის ამოცლას ცდილობდა. მას შემდეგ, რაც მიისაკუთრეს მისი კუთვნილი ნივთები, ერთდროულად გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან. იგი გაეკიდა მათ ყვირილით, რა დროსაც ითხოვდა შველას. სწორედ ამ დროს შეაჩერეს დამნაშავეები პოლიციის თანამშრომლებმა. მასზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. საგულისხმოა, რომ დაზარალებულმა, რომელიც დანაშაულებრივი ფაქტიდან საგამოძიებო ორგანოში შემთხვევიდან მალევე დაიკითხა, ანალოგიური ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას.

 

დაცვის მხარის მტკიცებაზე, რომლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენი არ შეიძლება ემყარებოდეს მხოლოდ დაზარალებულის ურთიერთსაწინააღმდეგო დეპონირებულ ჩვენებასმ, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული პ-----–-------- დაიკითხა საქართველოს სსსკ-ის 114-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, რადგან ის ტურისტული მიზნით იმყოფებოდა საქართველოში და შესაბამისად, დიდი ხნით ტოვებდა საქართველოს ტერიტორიას. საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, ცალსახად დგინდება, რომ დაზარალებულის დაკითხვა განხორციელდა სისხლის სამართლის კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდეგში - ევროპული კონვენცია) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის (დ) ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები: დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (შემდეგში - ევროპული სასამართლოს) პრეცედენტული სამართლის თანახმად, პოლიციისა და სასამართლო გამოძიების ეტაპზე მოპოვებული ჩვენებების მტკიცებულებად გამოყენება, თავისთავად, არ ეწინააღმდეგება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის (დ) ქვეპუნქტს, თუ დაცვის უფლებები იყო დაცული. როგორც წესი, ეს უფლებები მოითხოვს, რომ დაცვას მიეცეს ბრალდების მოწმის დაკითხვისა და მისი ჩვენების გაპროტესტების ადეკვატური და ჯეროვანი შესაძლებლობა მის მიერ ჩვენების მიცემისას ან სამართალწარმოების შემდგომ ეტაპზე (იხ. ევროპული სასამართლოს 2002 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Birutis and Others v. Lithuania, განაცხადი №47698/99 და 48115/99, §28).

 

საქართველოს უზენაესი სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 114-ე მუხლით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხული მოწმის გამოქვეყნებული ჩვენება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეაფასა გამამტყუნებელი განაჩენისთვის საკმარის მტკიცებულებად და ქვედა ინსტანციების მიერ დადგენილი გამამართლებელი განაჩენი შეცვალა გამამტყუნებელი განაჩენით. დეპონირებული ჩვენების, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულების გამოყენების საფუძვლად, საკასაციო პალატამ მიუთითა დაცვის მხარის შესაძლებლობაზე - მოსამართლის წინაშე დაეკითხა ბრალდების მხარის მოწმეები, რითიც ისარგებლა კიდეც. ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდება, გარდა აღნიშნული მტკიცებულებისა ემყარებოდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და იმ მოწმის ჩვენებას, რომელიც, მართალია, უშუალოდ არ შესწრებია მომხდარ ფაქტს, თუმცა ადასტურებდა დაპირისპირებულ მხარეთა შორის კონფლიქტის არსებობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება, საქმე №334აპ-18, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 17).

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს თუ რა ეტაპზე მისცემს მოწმე ჩვენებას, მთავარია დაცვის მხარეს მიეცეს შესაძლებლობა დაკითხოს მოწმე და შესაბამისად, მონაწილეობა მიიღოს აღნიშნული მტკიცებულების გამოკვლევაში. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, იმ პირობებში, როდესაც დაცვის მხარემ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში მოახდინა საკუთარი უფლების რეალიზაცია, სასამართლო სხდომაზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხული დაზარალებულ პ-----–--------ს ჩვენება (რა დროსაც ორივე მხარეს თანასწორ პირობებში ჰქონდა მისთვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა) მიიჩნევა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებად. ამასთან, დაცულია საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნა - აღნიშნული მტკიცებულება გამყარებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებითაც, კერძოდ:

 

პ-----–--------ს ჩვენებაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებს გამომძიებლების: გ-------------–---–ის, ზ-------------–---–ის, ბ-–---------სა და გ------------------ის ჩვენებები, რომლებმაც დანაშაულებრივი ფაქტის განხორციელებიდან რამდენიმე წუთში შეაჩერეს და შეამოწმეს ბრალდებულები. პირადი ჩხრეკის შედეგად ვ-–---------ეს აღმოაჩნდა პ-----–--------ს კუთვნილი საფულე. აღნიშნულმა პირებმა ერთმნიშვნელოვნად მიუთითეს, თუ როგორ შენიშნეს ქ-------–--–------–-------–ის სახელობის სკვერიდან ორი მამაკაცის გაქცევა, ხოლო უკან - მესამე მამაკაცის დადევნება, რომელიც საშველად პოლიციას უხმობდა. სწორედ ეს საეჭვო გარემოება გახდა ბრალდებულთა შეჩერების საფუძველი. რომ არა პოლიციელთა დროული რეაგირება, ბრალდებულები შეძლებდნენ დაზარალებულის კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას. პ-----–--------ს ჩვენება, რომ მან რ---------------–--სა და ვ-–---------ის თავდასხმის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, დასტურდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რა დროსაც მას დაუდგინდა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება. დაცვის მხარის მტკიცებით, დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანება არ იყო შემთხვევის დროინდელი და რომ არსებობდა ზიანის მოგვიანებით სხვა გარემოებებში მიყენების შესაძლებლობა, თუმცა პ-----–-------- თავდასხმის შედეგად მიყენებულ დაზიანებაზე საუბრობს როგორც 2018 წლის 15 სექტემბრის გამოკითხვის ოქმებში, ისე სასამართლოში მოსამართლის წინაშე დაკითხვისას. ამდენად არ არსებობს გონივრული საფუძველი რაც ეჭვქვეშ დააყენებდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც პ-----–--------ს მიერ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის გარდა, ემყარება თავად დაზარალებულის პირად შემოწმებასაც.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულის ჩვენება შეიცავს არსებით წინააღმდეგობებს, სააპელაციო პალატა იშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია, შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია.იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)

 

მდენად, სააპელაციო პალატას ყურადღება შეაჩერებს დაზარალებულის ჩვენების შინაარსზე, იმსჯელებს მისი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, იძლევა თუ ფაქტების ცალსახად დადგენის შესაძლებლობას ეს მტკიცებულება ცალკე და სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუხედავად დაზარალებულის გამოძიების ეტაპზე, 2018 წლის 15 სექტემბერს მაცემული პირველი ჩვენებისა და სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მიცემული ჩვენების თანხვედრისა, საჭიროდ მიიჩნია ყურადღების გამახვილება 2018 წლის 15 სექტემბერს, პ-----–--------ს მეორე დაკითხვის ოქმზე, სადაც დაზარალებული აცხადებდა, რომ სკვერში შესვლის მომენტში, სიგარეტი სთხოვა რ---------------–--ს და არა სხვა პირს. აღნიშნულ ჩვენებაში მოწმე დანარჩენ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს აღწერს ისევე, როგორც აღწერდა მოსამართლის წინაშე დაკითხვისა და გამოძიების ეტაპზე პირველი გამოკითხვის დროს. სასამართლომ იმსჯელა აღნიშნულ განსხვავებაზე და პასუხი გასცა კითხვას - არის თუ არა ეს სხვაობა ისეთი არსებითი ხასიათის, რამაც შესაძლოა განაპირობოს ჩვენების არასანდოდ მიჩნევა? სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ იმ პირობებში, როდესაც მოწმე დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერს შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენებს, განსაკუთრებით კი იმ მომენტიდან, როდესაც მის მიმართ განხორციელდა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, ჩვენებებს შორის აღნიშნული არაარსებითი ხასიათის შეუსაბამობა, არ შეიძლება გახდეს მოწმის ჩვენების არასანდოდ მიჩნევის საფუძველი. ფაქტი - ითხოვა თუ არა პ-----–--------მ სიგარეტი და ვისგან, არ ცვლის სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივ გარემოებებს იმგვარად, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა რ---------------–--სა და ვ-–---------ის მიერ განხორციელებულ ქმედებათა სამართლებრივ შეფასებაზე. ამასთან, სასამართლომ ყურადრება გაამახვილა ბრალდებულ რ---------------–--ს განმარტებაზე, რომ დაზარალებული პ-----–-------- მას სხეულზე უსვამდა ხელებს, რაც გახდა მათ შორის კონფლიქტის დაწყების საფუძველი. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ რ---------------–-- ესწრებოდა სასამართლოში პ-----–--------ს დაკითხვას, რა დროსაც ბრალდების მხარის თანაბარ პირობებში ჰქონდა კითხვის დასმის შესაძლებლობა, დაზარალებულისთვის დაცვის მხარეს ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვა არ დაუსვამს.

 

რაც შეეხება დაცვის მოწმე გ---–-----------ის ჩვენებას, სააპალაციო პალატა იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმად, შეჯიბრებითი და სამართლიანი სამართალწარმოების უზრუნველყოფა ხდება მტკიცებულებათა ზეპირად და უშუალოდ გამოკვლევის შემთხვევაში. უშუალობა და ზეპირობა წარმოადგენს მტკიცებულებების გამოკვლევის გარეგან ფორმას. აღნიშნული პრინციპის მიზანია ხელი შეუწყოს შეჯიბრებითობის პრინციპის რეალიზაციას მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სარწმუნოობის ეფექტიანად ეჭვქვეშ დაყენების გზით, რისთვისაც გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება აღნიშნული შესაძლებლობის რეალიზაციას საქმის არსებითი განხილვის სტადიამდე. მხარეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გაეცნოს მტკიცებულებებს, მათ შორის მოწმის ჩვენებებს, რომელთაც მტკიცებულებითი ძალა გააჩნია და წარადგინოს მოსაზრებები მტკიცებულების არსებობასთან, მის შინაარსთან და ნამდვილობასთან დაკავშირებით (იხ. ევროპული სასამართლოს 2000 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Krcmar and Others v. Czech Republic, განაცხადი №35376/97, §38-42). ამდენად, შესაძლოა ითქვას, რომ მოწმის გამოკითხვის ოქმი, მოწმის სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმის შეფასებისას გარკვეულ როლს ასრულებს. საქმის არსებითი განხილვისას, უნდა შემოწმდეს მოწმის ჩვენება ხომ არ ხასიათდება ურთიერთწინააღმდეგობრიობით. მოწმის სანდოობა კი ორი ელემენტისგან შედგება: 1. უშუალოდ მოწმის პიროვნების სანდოობისა და 2. მის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) სარწმუნოობისგან. წარდგენილ ბრალდებებში ვ-–---------ის უდანაშაულობის დასადასტურებლად და რ---------------–--ს ძარცვის ფაქტთან შემხებლობის გამოსარიცხად, დაცვის მხარემ სასამართლოს ბრალდებულების ჩვენებასთან ერთად წარუდგინა გ---–-----------ის ჩვენება, რომლის სარწმუნოობის ხარისხსაც სასამართლო შეაფასებს ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად.

 

მოწმის პიროვნების სანდოობის შეფასებისას მოწმე გ---–-----------ის შესაძლო დაინტერესებაზე მიუთითებს მისი და ბრალდებულ ვ-–---------ის ახლო მეგობრული დამოკიდებულება. ამასთან, მისი პიროვნების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს პროცესის მონაწილე მხარისთვის „საქმის ფაქტობრივი გარემოების შესახებ“ ინფორმაციის დაგვიანებით მიწოდება (ბრალდების შესახებ დადგენილებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება განხორციელდა 2018 წლის 15 სექტემბერს, ხოლო გ---–-----------ე მოწმის სახით გამოიკითხა 2018 წლის 6 დეკემბერს, შემთხვევიდან თითქმის სამი თვის შემდეგ), რაც ცალკე აღებული (გამოკითხვის ოქმის შინაარსისგან დამოუკიდებლად) აჩენს კითხვებს: თუკი იგი ნამდვილად იყო შემთხვევის ადგილზე მყოფი ფაქტის შემსწრე პირი, რომელმაც დაინახა, თუ როგორ იპოვა ვ-–---------ემ საფულე, რატომ არ მიაწოდა აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოს (ინფორმაციის მიწოდება ხომ მისი და თავად ბრალდებულის ინტერესში შედიოდა)? ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, დაცვის მხარეს თავისეული ვერსია სასამართლოსთვის არ მიუწოდებია. მოწმის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) სარწმუნოობის შეფასებისას, საყურადღებოა 2018 წლის 6 დეკემბრის გამოკითხვის ოქმი. საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, ნებაყოფლობით შეიძლება გამოკითხულ იქნეს მხარეთა მიერ“. საქართველოს სსსკ-ის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „თუ პირის მიერ გამოკითხვისას მიწოდებულ ინფორმაციასა და მის ჩვენებას შორის ან მოწმის ჩვენებებს შორის არსებითი წინააღმდეგობაა, მხარე უფლებამოსილია მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა ჩვენების/ჩვენებების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის თაობაზე.“ აღნიშნული ნორმა გამოსაკითხ პირს ჩვენების მიცემის შემთხვევაში ავალდებულებს, გამოკითხვის მწარმოებელ მხარეს მიაწოდოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც ერთგვარი გარანტია იქნება მისი ჩვენების სანდოობისა. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ გამოკითხვის ოქმში, მოწმე გ---–-----------ე, მისი შემთხვევის ადგილზე ყოფნის გათვალისწინებით, უთითებს, რომ ფლობს მნიშვნელოვან ინფორმაციას, თუმცა საერთოდ არ საუბრობს აღნიშნული ინფორმაციის შინაარსზე, რაც მხარეს უზღუდავს საქართველოს სსსკ-ის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობას.

ასევე საყურადღებოა მოწმის ჩვენბებებში არსებული წინააღმდეგობები: საქმის არსებითი განხილვისას მოწმე გ---–-----------ემ ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ 2018 წლის 15 სექტემბერს, ვ-–---------ესთან და რ---------------–--სთან ერთად იმყოფებოდა ა. წერეთლის სახელობის სკვერში, რა დროსაც მათთან მივიდა პ-----–-------- და ანიშნა, რომ სურდა ლუდის დალევა. გ---–-----------ის ჩვენების ეს ნაწილი ეწინააღმდეგება ბრალდებულთა ჩვენებას, რა დროსაც მათ მიუთითეს, რომ პ-----–-------- მათთან მივიდა სიგარეტის და არა ლუდის სათხოვნელად. საქმის არსებითი განხილვისას მოწმე გ---–-----------ემ დაადასტურა, რომ მათი ერთად ყოფნის პერიოდში, დაინახა თუ როგორ უსვამდა ხელს პ-----–-------- რ---------------–--ს სხეულზე. აღნიშნული ფაქტის შესახებ რ---------------–--მ პ-----–--------ს მოსთხოვა წასვლა, რა დროსაც უცხოელმა მართლაც დატოვა შემთხვევის ადგილი. მოწმის მიერ გაცხადებული ფაქტის საპირისპიროდ მეტყველებს ბრალდებულ ვ-–---------ის ჩვენება, რომელსაც შემთხვევის ადგილზე ყოფნის მიუხედავად, არ შეუნიშნავს პ-----–--------ს მიერ რ---------------–--ს სხეულზე ხელით შეხების ფაქტი. მან მხოლოდ რ---------------–--ს მიერ პ-----–--------ს ცემა დაინახა. მოწმე გ---–-----------ის განმარტების (რომ პ-----–--------ს მიერ შემთხვევის ადგილიდან პირველად წასვლა განპირობებული იყო რ---------------–--სთვის სხეულზე ხელების მოსმის გამო) საპირისპიროს აცხადებს ბრალდებული ვ-–---------ე. მისი თქმით, პ-----–--------ს წასვლის მიზეზი იყო მათთვის სავარაუდო ნარკოტიკული საშუალების შეთავაზება. გ---–-----------ის განმარტებით, საფულის გახსნის დროს, მათთან ყვირილით მივიდა უცხოელი, რომელიც რ---------------–--სკენ გაემართა დასარტყმელად. აღნიშნული ფაქტის საპირისპიროს აცხადებდნენ როგორც დაზარალებული, ისე ბრალდებულები, კერძოდ, სამივე მათგანი მიუთითებდა, რომ დარტყმის განმახორციელებელი იყო რ---------------–--. ჩვენების მიცემისას მოწმე კატეგორიულად ადასტურებდა შემთხვევის ადგილზე ყოფნას, თუმცა აღნიშნული ფაქტი ბრალდებულთა გარდა, სხვა პირს არ დაუდასტურებია (მათ შორის, საქმეზე ობიექტური რეალობის დადგენით დაინტერესებულ პირებს - პოლიციის თანამშრომლებს. უფრო მეტიც, მათი ჩვენებით გამოირიცხება გ---–-----------ის შემთხვევის ადგილზე ყოფნა).

 

ასევე საყურადღებოა ბრალდებულების - ვ-–---------ისა და რ---------------–--ს სასამართლო განხილვის დროს მიცემულ ჩვენებებს შორის არსებულ წინააღმდეგობები. კერძოდ: ვ-–---------ის ჩვენებით, სკვერში ყოფნის დროს მათთან მისულმა პ-----–--------მ მათ შესთავაზა ნარკოტიკული საშუალება, რაზეც გაღიზიანებულმა რ---------------–--მ მოუწოდა შემთხვევის ადგილის დატოვებისკენ, რასაც დამორჩილდა დაზარალებული. რ---------------–--ს განმარტებით კი, მას შემდეგ, რაც პ-----–--------მ მათ შესთავაზა სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება მას მოუწოდა არა შემთხვევის ადგილის დატოვებისკენ, არამედ მისი შენახვისკენ. ამის შემდეგ მათ ლუდის დალევა განაგრძეს ერთად. ვ-–---------ის განმარტებით, მისთვის უცნობი იყო რ---------------–--სა და პ-----–--------ს შორის დაწყებული კონფლიქტის დეტალები, ვინაიდან გ---–-----------ესთან ერთად იდგა მოშორებით, ხოლო ერთად ყოფნის დროს პ-----–--------ს მხრიდან რ---------------–--ს მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება არ შეუნიშნავს, მაშინ როდესაც მასთან მყოფი გ---–-----------ე, დეტალურად საუბრობს აღნიშნულ ფაქტზე. ვ-–---------ის თქმით, საფულე იპოვა სკვერში ყოფნის დროს, სადაც დაზარალებული პ-----–--------ც მოძრაობდა. აღნიშნული პასუხით, მან არ გამორიცხა საფულის პ-----–--------სთვის კუთვნილება, თუმცა მიუხედავად მისი განმარტებისა (აპირებდა ნაპოვნი ნივთის მესაკუთრის მოძიებას), მას არც უცდია დაზარალებულისთვის ეკითხა ამის თაობაზე.

 

ამდენად, ბრალდებულებისა და გ---–-----------ის ჩვენებები შეიცავს არაერთ არსებით წინააღმდეგობას და მთლიანობაში ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის მაღალ სტანდარტს, რომელიც გააჩენდა გონივრულ ეჭვებს დაზარალებულ პ-----–--------ს ჩვენებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, პოლიციელების ჩვენებებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით დადგენილ უტყუარ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ, რ---------------–-- და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი ვ-–---------ე აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შეეცადნენ დაუფლებოდნენ პ-----–--------ს კუთვნილ საფულეს, რა დროსაც დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ვ-–---------ემ შებოჭა პ-----–--------, ხოლო რ---------------–--მ ხელებისა და ფეხების დარტყმით, მას სახისა და მუხლის არეში მიაყენა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რის შემდეგ სცადეს მიმალვა, თუმცა ისინი პოლიციელებმა შეაჩერეს, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

მოცემულ შემთხვევაშითბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივნისის განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ რ---------------–--ს და ვ-–---------ის მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის. აღნიშნული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტი არის ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში, დამდგარ შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება სიცოცხლისთვის სახიფათო შედეგს არ უნდა იწვევდეს და მისთვის დამახასიათებელია: ა) ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა ან ბ) საერთო შრომისუნარიანობის მყარი, არანაკლებ ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვა. ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს სამედიცინო ექსპერტი. ბრალის ფორმის მიხედვით აღნიშნული დანაშაული განზრახია და შეიძლება ჩადენილ იქნეს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით კრიმინალიზებულია ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, რომელიც ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სსკ-ით განმტკიცებულ საკუთრების ხელშეუვალობის უფლებას. მისი ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება. ძარცვის აშკარა ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ სხვისი ქონების ანგარებით დაუფლება ხდება თვალნათლივ. ამასთან, დამნაშავეს ცხადია გააზრებული უნდა ჰქონდეს მისი დანაშაულებრივი ქმედების მნიშვნელობა და მის მისაღწევად წინააღმდეგობის გადასალახად ძალადობის ხერხის გამოყენების შესაძლებლობა, რაც შეიძლება გამოიხატოს, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ზემოქმედებაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

 

ამდენად, ვინაიდან უტყუარად დადასტურდა, რომ რ---------------–-- და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი ვ-–---------ე აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შეეცადნენ დაუფლებოდნენ პ-----–--------ს კუთვნილ საფულეს, რა დროსაც ძარცვის ჩადენის გაადვილების მიზნით მიაყენეს ამ უკანასკნელს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რის შემდეგ შეეცადნენ მიმალვას, თუმცა ისინი შეაჩერეს პოლიციელებმა, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ვ-–---------ის ქმედებაში სახეზეა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ჩადენილი სხვა დანაშაულის (ძარცვის) ჩადენის გაადვილების მიზნით, ჯგუფურად) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა შეეძლო, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის), გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

რ---------------–--ს ქმედებაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ჩადენილი სხვა დანაშაულის (ძარცვის) ჩადენის გაადვილების მიზნით, ჯგუფურად) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა შეეძლო, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვ-–---------ის და რ---------------–--ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივნისის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილი - თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს მსჯავრდებულთა პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომელიც სასჯელების დანიშვნისას ითვალისწინებს ვ-–---------ისა და რ---------------–--ს მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია მომეტებული საშიშროების მატარებელი ძალადობრივი ხასიათის დანაშაულთა ერთობლიობა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (რ---------------–-- თავს საჯარო სივრცეში დაესხა დაზარალებულს, ხოლო ვ-–---------ემ სცადა მისი შეკავება და მისთვის საფულის ამოცლა), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (ბრალდებულთა მტკიცე სურვილს ჩაედინათ დანაშაული), დამდგარ შედეგს (ბრალდებულთა ქმედებით პ-----–--------ს მიადგა ჯანმრთელების ნაკლებად მძიმე დაზიანება; ობიექტურად ხელშემშლელი მიზეზის გამო, რ---------------–--მ და ვ-–---------ემ ვერ მოახერხეს საკუთარი განზრახვის (ძარცვის) სისრულეში მოყვანა), ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (სხვის საკუთრების დაუფლებას), ოჯახურ მდგომარეობას (რ---------------–--ს ჰყავს მცირეწლოვანი შვილები, ხოლო ვ-–---------ე არის დასაოჯახებელი), აგრეთვე ვ-–---------ის პიროვნებას (მან დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში) და მიიჩნია, რომ ბრალდებულთა რესოციალიზაციისათვის, ზემოთ ხსენებული პრინციპებიდან გამომდინარე, ვ-–---------ეს და რ---------------–--ს თითოეული დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა მინიმალური სანქციის ზემოთ. ამასთან, ვ-–---------ის შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის განსაზღვრისას, მხედველობაში იქნა მიღებული დანაშაულის რეციდივი, რისი გათვალისწინებითაც მას სასჯელი დაენიშნება საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

ამასთან, ვინაიდან სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი. ასევე, ვ-–---------ისთვის საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მან განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, რისი გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მის მიმართ უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

6. ნივთმტკიცებების ბედის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ: ვ-–---------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული საფულე, ფულადი თანხა და პლასტიკური ბარათი, აგრეთვე რ---------------–--ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან/და მათი ნდობით აღჭურვილ პირებს; 2 ცალი ელექტრონული დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ვ-–---------ის ადვოკატ თ--------------ს და მსჯავრდებულ რ---------------–--ს ადვოკატ ბ--------------–--ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივნისის განაჩენი;

 

ვ-–---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით;

 

ვ-–---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 6 თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ვ-–---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 6 თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 11 თვის და 28 დღის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ-–---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 6 თვის ვადით;

 

ვ-–---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 15 სექტემბრიდან.

 

მსჯავრდებულ ვ-–---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა გაუქმებულია;

 

რ---------------–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 6 თვის ვადით;

 

რ---------------–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის და 6 თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ---------------–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის და 6 თვის ვადით.

 

რ---------------–--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 15 სექტემბრიდან;

 

მსჯავრდებულ რ---------------–--ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ვ-–---------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული საფულე, ფულადი თანხა და პლასტიკური ბარათი, აგრეთვე რ---------------–--ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან/და მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;

 

2 ცალი ელექტრონული დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი