განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100119003108946
საქმე №1/ბ-738-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
22 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ლერი თედორაძე
ბრალდების მხარე: ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ--------------–--ე
მსჯავრდებული: ა-–----------------------ე, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6---------9, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ------------------------------------;
ადვოკატი: გ-------–---------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
აღწერილობითი ნაწილი
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა-–----------------------ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 ოქტომბრის განაჩენით: ა-–----------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ა-–----------------------ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, ალექსანდრე სანადირაძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
ა-–----------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა.
ა-–----------------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 02 ივლისიდან.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-–----------------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 02 ივლისს, ღამის საათებში, ქუთაისში, ი----------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ა-–----------------------ემ არასრულწლოვანი შვილის, რ----–--------------ის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე ფ----------------ეს. კერძოდ, ხელებს ურტყამდა სახისა და თავის არეში. ა-–----------------------ის ქმედებით ფ-----------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა-–----------------------ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ-------–---------ემ, რომლებმაც ითხოვეს ა-–----------------------ისათვის უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მსჯავრდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, გამოძიების დაწყების ეტაპიდანვე ითანამშრომლა გამოძიებასთან, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და არის ოჯახში შემოსავლის ერთ-ერთი და მთავარი წყარო, რისი გათვალისწინებითაც, აპელანტების მოსაზრებით, სასამართლოს შეეძლო ა-–----------------------ის მიმართ გამოეყენებინა უფრო მსუბუქი სახის სასჯელი.
სამოტივაციო ნაწილი:
სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).
სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და, მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და, რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.
რადგანაც, მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ალექსანდრე სანადირაძის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი გარდა დაზარალებულ ფ----------------ის ჩვენებისა და თავად ბრალდებულ ა-–----------------------ის აღიარებისა, საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: შეტყობინებით დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, მოწმეების: გ---------–------ს, რ----–--------------ის გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით თანდართულ მასალებთან ერთად და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ა-–----------------------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ა-–----------------------ისთვის უფრო მსუბუქი სასაჯელის დანიშვნას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სრულყოფილად შეაფასა და გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები და ა-–----------------------ეს დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 აგვისტოს განაჩენით ა-–----------------------ე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის; აღნიშნული დანაშაულისათვის იგი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებული არ ყოფილა და არც ნასამართლობა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული.
შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ა-–----------------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ 2019 წლის 02 ივლისს განხორციელებული ძალადობა არ ყოფილა მის მიერ ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის პირველი ფაქტი, რასაც ადასტურებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 აგვისტოს განაჩენი, რომლითაც ა-–----------------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად 1 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით, მაგრამ დანიშნულმა პირობითმა მსჯავრმა ვერ უზრუნველყო სასჯელის იმ მიზნების მიღწევა, რომელიც გულისხმობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას და ა-–----------------------ემ გამოსაცდელი ვადის პერიოდში კვლავ ძალადობრივი სახის დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ.
ამდენად, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია ა-–----------------------ისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემცირება, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა დანაშაულის რეციდივი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ორასიდან ოთხას საათამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.
სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნასამართლობისა და მით უმეტეს, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსგავსი განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს ისეთ სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც ამცირებს დამნაშავის მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენების შანსს.
მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ა-–----------------------ემ აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, მაგრამ პალატა ითვალისწინებს რა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ძალადობრივ ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, მსჯავრდებულ ა-–----------------------ის მიერ ჩადენილი ქმედებიდან და მისი პიროვნებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონლად მიიჩნევს მისთვის უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნას, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში, მიღწეული ვერ იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები, როგორიცაა: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტებს, რომ ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და არჩენს ოჯახს, აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა ა-–----------------------ის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ასევე დამამძიმებელი გარემოებები და სწორედ ამ გარემოებების შესაბამისად დაუნიშნა მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის დათქმის გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის სანქციით დაწესებული მინიმალური სასჯელი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას გამოიყენა სასჯელის ნაწილობრივი შეკრების პრინციპი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის და ხელს შეუწყობს მის რესოციალიზაციას.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ა-–----------------------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-------–---------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 ოქტომბრის განაჩენი, ა-–----------------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ ა-–----------------------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-------–---------ის, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 ოქტომბრის ივნისის განაჩენი, ა-–----------------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;
3.ა-–----------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ა-–----------------------ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ა-–----------------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა;
5.ა-–----------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;
6.ა-–----------------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 02 ივლისიდან;
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე;
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ლ.თედორაძე/