განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.11.2019
საქმის ნომერი
330210019002868115
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
08.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210019002868115

საქმე №2ბ/7141-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

08 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე, მომხსენებელი - რევაზ ნადარაია

მოსამართლეები - მერაბ ლომიძე, გოგიტა თოთოსაშვილი

სხდომის მდივანი - ბეჟან ნემსაძე

 

აპელანტი - თ------ ჯ---ა

წარმომადგენელი - ნ-------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ს----------–-----------–--ის, მ-–-------ის, კ---–--------ა და ს-------ის ს----------ო

წარმომადგენელი - მ------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს--------–---------ი“

წარმომადგენელი - ა-–-----------------–--–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

დავის საგანი - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. მოსარჩელე თ------ ჯ---ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ს----------–-----------–--ის, მ-–-------ის, კ---–--------ა და ს-------ის ს----------ოს და შპს „ს--------–---------ის“ მიმართ, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

 

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით თ------ ჯ---ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება თ------ ჯ---ამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

5. აპელანტის - თ------ ჯ---ას სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

 

5.1. აპელანტის - თ------ ჯ---ას განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება 3.2.1. კერძოდ, სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელის მიმართ რაიმე სახის იძულებას (ძალადობას ან მუქარას) უტყუარად დაადასტურებდა, რამაც მის მიერ განცხადების დაწერა განაპირობა. სასამართლოს საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლა-შეფასების გზით არ შეექმნა რწმენა თ------ ჯ---ას ნებაზე ზეგავლენის მოხდენასთან დაკავშირებით, ვინაიდან სასამართლომ მიუთითა, რომ არ დასტურდებოდა უშუალოდ ვინ განახორციელა მასზე იძულება და რა ფორმით. სასამართლოს განმარტებით, შეცილების უფლებას წარმოშობს მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო იძულება და აღნიშნულად ვერ განიხილება ყველა სახის მუქარა.

 

თ------ ჯ---ა შპს „ს--------–---------ის“ დ-----------ად დაინიშნა 2----–-–-ს 7 მარტს, ხოლო იმავე წლის 7 მაისს, ს----------–-----------–--ის, მ-–-------ის, კ---–--------ა და ს-------ის ს----------ოს, როგორც საწარმოს პარტნიორსა და თ------ ჯ---ას, როგორც დ-----------ს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #-, რომლითაც დარეგულირდა მხარეთა უფლება-მოვალეობები. 2----–-–-ს 6 ივლისს კი, ცვლილება შევიდა მოქმედ სახელშეკრულებო ურთიერთობაში და დ-----------ის შრომითი ანაზღაურება განისაზღვრება ყოველთვიურად 4 750 ლარის ოდენობით. თ------ ჯ---ამ 01.10.2----–-–-ს №--------- წერილით მიმართა ს----------–-----------–--ის, მ-–-------ის, კ---–--------ა და ს-------ის მ--------ს - ბატონ მ-----–-------–---–ს, რითაც მას მოახსენა შპს „ს--------–---------ში“ არსებული საგანგაშო მდგომარეობა, დაკავშირებული შპს „ს--------–---------სა“ და კანადურ კომპანის შორის 2016 წლის 4 ოქტომბერს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებასთან. ამავე წერილით, თ------ ჯ---ა ფაქტობრივად ამხელდა სხვადასხვა დაინტერესებულ პირებს კორუფციულ საქმიანობაში. 2----–-–-ს 8 ნოემბერს კი შპს „ს--------–---------ის“ დ-----------მა თ------ ჯ---ამ განცხადებით მიმართა ს----------–-----------–--ის, მ-–-------ის, კ---–--------ა და ს-------ის მ--------ს და ითხოვა 08.11.2----–-–-დან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება. აპელანტის - თ------ ჯ---ას განმარტებით, განცხადება საკმაოდ მწირია და გარდა თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნისა, მასში არა არის მითითებული სხვა არაფერი. კერძოდ, არ არის მითითებული, რატომ ითხოვს თანამდებობიდან გათავისუფლებას, რა გარემოებები „აიძულებს“ მას, დატოვოს თანამდებობა საკმაოდ სოლიდური ანაზღაურებით, დანიშვნიდან სულ რამდენიმე თვეში. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ განცხადებას უკრიტიკოდ დაეთანხმა ჯერ მ--------ის მ--------–ე და შემდეგ მ--------ი. სასამართლო კი აღნიშნულ გადაწყვეტილებას ამართლებს კერძო-სამართლებრივი ურთიერთობითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

აპელანტის - თ------ ჯ---ას განმარტებით, ცხადია სახელმწიფო კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში გამოდის, როგორც კერძო სამართლის სუბიექტი, თუმცა მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ შპს ,,ს--------–---------ი“ 100%-ანი წილობრივი მონაცემებით დაფუძნებულია სახელმწიფოს მიერ და იგი განკარგულების საფუძველზე, მართვის უფლებით გადაეცა საქართველოს ს-------ისა და ა---–---------------------ა ს----------ოს, მისი არსებობის ვადით. ამრიგად, პარტნიორი ამ შემთხვევაში არის სახელმწიფო, ხოლო პარტნიორის წარმომადგენლობის უფლებამოსილებით სარგებლობს მ--------ი. სახეზეა კერძო სამართლის სუბიექტი დაფუძნებული არა რომელიმე ფიზიკური პირის, ან სხვა კერძო სამართლის სუბიექტის მიერ, არამედ, დაფუძნებული სახელმწიფოს მიერ. სწორედ ამ მიზეზის გამო, დ-----------ის თანამდებობაზე დანიშვნა ან გათავისუფლება განსხვავებით კერძო პირების მიერ დაფუძნებული საწარმოს დ-----------ისა, უნდა მოხდეს განსაკუთრებული გულისხმიერებითა და პასუხიმგებლობით. მ--------ი ამ შემთხვევაში, ერთის მხრივ წარმოადგენს სახელმწიფოს, იცავს მის ინტერესს, მეორეს მხრივ კი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გააწყვეტილება, უნდა აკმაყოფილებდეს მაღალ სტანდარტებს. მიუხედავად ესოდენ დიდი პასუხისმგებლობისა, არც მ--------ის მ--------–ე და არც მ--------ი არ დაინტერესდა დ-----------ის განცხადების (სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ) ნამდვილი მიზეზით. არ დაინტერესდნენ, რატომ დატოვა თანამდებობა სულ რამდენიმე თვის წინ დანიშნულმა დ-----------მა. მეტიც, თანამდებობა დატოვა იმ პირმა, რომელმაც სულ რაღაც ერთი თვით ადრე მიმართა მ--------ს მოხსენებითი წერილით კომპანიაში შექმნილი საგანგაშო ვითარების შესახებ. თ------ ჯ---ას მუშაობის მიმართ მ--------ს და მის მ--------–ეს, როგორც თავად მოწმის სახით დაკითხულმა შ--–-ა გ------–--ემ განაცხადა, არ ჰქონიათ პრეტენზია (იხ. 2019 წლის 17 ივნისის სხდომის ოქმი) და ამ ვითარებაში, უფლებამოსილმა პირმა არ გაარკვია, რამ გამოიწვია თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაში იმსჯელა პირადი განცხადების საფუძველზე პირთა გათავისუფლების გაზრდილ ტენდენციაზე. სასამართლომ პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლება მიიჩნია მანკიერ პრაქტიკად. შესაბამისად, სასამართლომ მოსთხოვა მოპასუხეებს, რომ პირის გათავისუფლების თაობაზე პირადი განცხადების დაწერის შემთხვევაში, გამოიკვლიონ სამსახურიდან წასვლის მიზეზი. მართალია განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე არის კერძო სამართლის სუბიექტი, მაგრამ, იმ თავისებურებიდან გამომდინარე, რომ მოპასუხე ს----------ო წარმოადგენს სახელმწიფოს, პირველ რიგში სახელმწიფოს ინტერესიდან გამომდინარე, მას უნდა გამოეკვლია რამ გამოიწვია თანამდებობის დატოვების სურვილი და ფიზიკური პირის მიერ გამოვლენილი ნება შეეესაბამებოდა თუ არა მის ნამდვილ ნებას. ის ვალდებული იყო გამოეკვლია თანამდებობის დატოვების ნამდვილი მიზეზი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონია. მეტიც, განცხადების დაწერიდან 4 დღეში მ--------ის მ--------–ემ რეზოლუცია დაადო განცხადებას და მიმართა მ--------ს. მიმართვიდან, სულ რამდენიმე დღეში, მანამ სანამ მ--------ი მიიღებდა გადაწყვეტილებას, ანუ იმ პერიოდში, როცა თ------ ჯ---ა კვლავ ინარჩუნებდა დაკავებულ თანამდებობას და მისი განცხადების ბედი ჯერ კიდევ უცნობი იყო, შპს „ს--------–---------ის“ ამჟამინდელმა დ-----------მა თ-------ე ტ--–--–-–---–მა განცხადებით მიმართა ს----------ოს და მოითხოვა ს----------ოს მართვაში არსებული შპს „ს--------–---------ის“ დ-----------ის თანამდებობაზე მიღება. სწორედ, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები, ლოგიკურად ბადებს ეჭვს, რომ თ------ ჯ---ას მიერ გამოვლენილი ნება არ იყო ნამდვილი. ეჭვს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ თ-------ე ტ--–--–-–---–სა და მ--------ის მ--------–ეს შორის არის მრავალწლიანი, მეგობრული ურთიერთობა. ნება რომ არანამდვილია, პირდაპირ ადასტურებს 2----–-–-ს 26 ნოემბრისა და 2----–-–-ს 2----------ის წერილები. ორივე წერილით თ------ ჯ---ა მიმართავდა ს----------–-----------–--ის, მ-–-------ის, კ---–--------ა და ს-------ის მ--------ს და ორივე შემთხვევაში აღნიშნავდა, რომ 2----–-–-ს 8 ნოემბერის განცხადება არ წარმოადგენდა მის ნამდვილ ნებას. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ არც ერთ წერილზე პასუხი არ გაცემულა მ--------ის მხრიდან, ხოლო მოწმის სახით დაკითხულმა მ--------ის მ--------–ემ, შ--–-ა გ------–--ემ საერთოდ უარყო ზემოაღნიშნულ წერილებში ნების ნაკლზე მითითების ფაქტი. ყველა ჩამოთვლილი ერთად კი ადასტურებს მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების ჩანაფიქრს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან.

 

რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ ვინ განახორციელა იძულება თ------ ჯ---აზე და რა გზით. ამის თაობაზე მან პირდაპირ განაცხადა სასამართლო სხდომაზე. კერძოდ, თ------ ჯ---ამ და მისმა წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, რომ მოსარჩელისგან თანამდებობის დატოვებას მოითხოვდა ს----------–-----------–--ის, მ-–-------ის, კ---–--------ა და ს-------ის მ--------ის მ--------–ე (იხ.2019 წლის 3 ივნისის სხდომის ოქმი). მ--------ის მ--------–ე იძულების განხორციელების დროს, როგორც თვითონ ამბობდა, ახმოვანებდა მ--------ის ნებას. იძულების ხასიათის შესაფასებლად, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რატომ ითხოვდა მ--------ის მ--------–ე მოსარჩელისგან თანადებობის დატოვებას. სწორედ, მოთხოვნის საფუძველი ხდის თანამდებობის დატოვების მოთხოვნას ისეთი სახის იძულებად, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალურის საფრთხე ემუქრება.

 

საქმის განხილვის დროს თ------ ჯ---ას მხრიდან არაერთხელ იქნა ნახსენები კანადური კომპანია „B-------------------”-სა და შპს „ს--------–---------ს“ შორის 2016 წლის 4 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებასთან დაკავშირებით მისი 01.10.2----–-–-ს №-----.2-- წერილი, სადაც იგი ამხელდა სხვადასხვა დაინტერესებულ პირებს კორუფციულ საქმიანობაში. სწორედ ეს წერილი, უფრო კონკრეტულად კი, მასში ასახული ფაქტების გახმაურება თ------ ჯ---ას მხრიდან, გახდა თანამდებობის დატოვების შესახებ 2----–-–-ს 8 ნოემბრის განცხადების დაწერის საფუძველი. 2016 წლის 4 ოქტომბრის ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება გამოიხატებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების, დაახლოებით ათობით მილიონი დოლარის, არასწორად გახარჯვაში. ცხადია, ასეთ ვითარებაში, როცა საუბარი იყო სახელწიფო ბიუჯეტიდან თანხების არასწორ გახარჯვაზე და ამ ფაქტების გახმაურებას ერიდებოდა ს----------ო, მაღალი თანამდებობის პირისგან თანამდებობის დატოვების მოთხოვნამ აპელანტს - თ------ ჯ---ას აფიქრებინა, რომ მის პიროვნებას ემუქრებოდა რეალური საფრთხე. მისი მხრიდან ამგვარი შიში საფუძველს მოკლებული არაა, თუ გათვალისწინებული იქნება ბოლო წლებში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, კერძოდ, სახელმწიფოს მხრიდან მუქარის გამოყენებით ქონების დათმობის, სამსახურიდან გათავისუფლების, უკანონო პატიმრობას და სხვა შემთხვევები.

 

სასამართლომ ნების კანონიერების კვლევისას განმარტა 2----–-–-ს 26 და 2----------ის წერილები და აღნიშნა, რომ ,,წერილის ფარგლებში მოცემულია განმარტება, სადაც პირი მიუთითებს რომ მისთვის ცნობილი იყო მ--------ის უარყოფითი დამოკიდებულება, რაც მხარეს სავარაუდოდ მიაჩნია მისი გათავისუფლების საფუძვლად. ამავდროულად, საყურადღებოა 2----–-–-ს 2----------ის წერილი, რომლის ფარგლებშიც თ------ ჯ---ა ს----------ოს სთხოვს ან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაუქმებას, ან/და მის გათავისუფლებას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს დ-----------ის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობას. ამასთანავე, იმ შემთხვევაშიც, თუ თ------ ჯ---ას თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად მიჩნეული იქნებოდა მ--------ის უარყოფითი დამოკიდებულება, აღნიშნული ვერ მიიჩნეოდა იძულებად, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს გარიგების ბათილობას“.

 

2----–-–-ს 26 ნოემბრის წერილში თ------ ჯ---ამ მიუთითა შპს „ს--------–---------სა“ და უცხოურ კომპანიას შორის არსებულ ხელშეკრულებაზე და აღნიშნა, რომ ამ ხელშეკრულების შესწავლისას გამოიკვეთა სახელმწიფო საბიუჯეტო სოლიდური თანხების (ათობით მილიონი აშშ დოლარის) მითვისების მცდელობის ფაქტი, ხოლო 2017 წლის დეკემბერში კომპანიის მიერ კანონდარღვევით განხორციელდა მშენებარე ობიექტის ნაწილობრივი მიღება-ჩაბარების აქტი და რომ ამ საქმეზე იკვეთებოდა როგოც მოქმედი, ისე ყოფილი მ-----–------–--------------------------------ბის დაინტერესება. ამიტომ, შესაძლოა მ--------ს თ------ ჯ---აზე მიეწოდა არასწორი ინფორმაცია, რადგან, მისთვის სავსებით გაუგებარი იყო ერთი თვის განმავლობაში დაჟინებული მოთხოვნა თანამდებობის დატოვების თაობაზე. ამრიგად, აღნიშნული წერილით დასტურდება, რომ თ------ ჯ---ას მიერ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერამდე ერთი თვის მანძილზე, მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა, რათა დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა. ზეწოლა ხორციელდებოდა მაღალი თანამდებობის პირის მიერ, რომელიც ცდილობდა დაერწმუნებინა მოსარჩელე რომ იგი ახმოვანებდა მ--------ის ნებას. უშულოდ მ--------ის ნება იყო თუ არა მოსარჩელის მიერ თანამდებობის დატოვების მოთხოვნა, იცოდა თუ არა მან ამ ფაქტის ტაობაზე, ეს უცნობი იყო თ------ ჯ---ასათვის, რადგან მ--------თან აუდიენცია ვერ შედგა დღემდე.

 

რაც შეეხება 2----–-–-ს 2----------ის წერილს, თ------ ჯ---ა ს----------ოს ნამდვილად სთხოვდა ან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაუქმებას, ან/და მის გათავისუფლებას, თუმცა, აღნიშნული ადასტურებს არა მისი 2----–-–-ს 26 ნოემბრის განცხადების ნამდვილობას, არამედ, თ------ ჯ---ას კეთილნსინდისიერებას. კერძოდ, წერილში აღნიშნულია რომ ,,2----–-–-ს 8 ნოემბერს იძულებული იყო მიემართა საზოგადოების წილის მმართველისთვის განცხადებით დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“. ამავე წერილის დასასრულს, თ------ ჯ---ა ნამდვილად სთხოვს მ--------ს ან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაუქმებას, რათა მას აღუდგეს სრული უფლებამოსილება, ან ბრძანების გამოცემას მისი გათავისუფლების თაობაზე, რათა დაინიშნოს ახალი დ-----------ი, რომელიც დაუყოვნებლივ შეუდგება დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. ასეთი ალტერნატიული მოთხოვნა განპირობებულია იმ პრობლემებით, რაც როგორც ამავე წერილშია მითითებული, იკვეთება შპს „ს--------–---------ში“. სწორედ, „შექმნილი ჩიხური მდომარეობიდან გამოსვლის და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“ ითხოვდა თ------ ჯ---ა სწრაფად საკითხის გადაწყვეტას და დ-----------ის თანამდებობაზე მის ან სხვა პირის დანიშვნას. საკითხისადმი ასეთი მიდგომა კიდევ ერთხელ ადასტურებს აპელანტის მაღალ პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებას და არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განიმარტოს, როგორც მის მიერ თანამდებობის დატოვების ნამდვილი ნების კიდევ ერთხელ დადასტურება.

 

აპელანტის - თ------ ჯ---ას განმარტებით, მითითებული წერილებით დასტურდება, 2----–-–-ს 8 ნოემბრის განცხადების ნების ნაკლი და მათი მიჩნევა ნების ,,გადათქმად,, აბსურდია. პირველ რიგში უცნაურია, რომ სასამართლოს შეუძლია ამ წერილებში ეჭვის შეტანა და მათი „ნების გადათქმად“ მონათვლა და არ შეუძლია 2----–-–-ს 8 ნოემბრის განცხადებაში ნების ნაკლის აღმოჩენა. სასამართლომ არასწორად იმსჯელა და ფაქტების არასწორი ინტერპრეტირება მოახდინა, რაც მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

 

მოწმე - შ--–-ა გ------–--ემ დაადასტურა, რომ თ------ ჯ---ას მიერ დ-----------ის უფლებამოსილების განხორციელების დროს, ს----------ოს მის მიმართ არ ჰქონია არანაირი პრეტენზია. ამრიგად, მათივე სიტყვებიდან გამომდინარე, მოპასუხეს არ ჰქონია საფუძველი მოეხდინა დ-----------ის ცვილება, რადგან, მის მიმართ პრეტენზია არ ყოფილა. შესაბამისად, 2019 წლის 8 ნოემბრის განცხადება მოწმის მტკიცებით, ყოფილა მოსარჩელის ნების გამოხატულება. თუმცა, ნების მწირედ და მოულოდნელად გამოხატვის მიუხედავად, მაღალი თანამდებობის პირი არ დაინტერესებულა რატომ ტოვებდა საკმაოდ მაღალ პოზიციაზე მდგომი პირი თანამდებობას, რა მდგომარეობა იყო იმ საწარმოში, რომლის დ-----------ი იყო განმცხადებელი და საკითხის შეუსწავლელად დააკმაყოფილა მოთხოვნა. მით უფრო იმ პირობებში, როცა თანამდებობიდან გათავისუფლებამდე, დ-----------ი არაერთხელ მიმართავდა მ--------ს მასზე სავარაუდო იძულების განხორციელების შესახებ განცხადებით. მოწმედ დაკითხული პირი შ--–-ა გ------–--ე კი, ვერ პოულობს ასეთ განცხადებას 2----–-–-ს 2----------ის წერილში (იხ. 2019 წლის 17 ივნისის სხდომის ოქმი) და კითხულობს მხოლოდ იმ ნაწილს, სადაც მოსარჩელე ითხოვს ან მის გათავისუფლებას და სხვის დანიშვნას, ან მის აღდგენას დ-----------ის თანამდებობაზე. რაც შეეხება 2----–-–-ს 26 ნოემბრის წერილს, აღნიშნულს საერთოდ არ მიაქცია ყურადღება არც მ--------მა და არც მისმა მ--------–ემ. მოწმე ცდილობდა დარწმუნებას, რომ განცხადება დაიწერა იძულების გარეშე და პროცედურა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, დაცული იყო. ცხადია, ასეთ ვითარებაში შეუძლებელია მოწმის ჩვენება ცალსახად იყოს გაზიარებული და 2----–-–-ს 8 ნოემბრის განცხადება შეირაცხოს ნების გამოვლენად.

 

5.2. აპელანტის - თ------ ჯ---ას განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, ხოლო, სსკ-ის 85-ე მუხლის თანახმად, გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი.

 

სახელმწიფოს მონაწილეობით დადებული გარიგებების მიმართ, თუკი მოსარჩელე კონკრეტულ ფაქტებზე მითითებით აცხადებს, რომ მასზე განხორციელდა იძულება (ფიზიკური ან ფსიქოლოგიური), პრეზუმირებულია, რომ იძულება განხორციელდა და სახელმწიფოს უბრუნდება მტკიცების ტვირთი, რომ იძულებას ადგილი არ ჰქონია. მანვე უნდა დაამტკიცოს, რატომ არის შეუძლებელი ამგვარი პრეზუმფციის დაშვება, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარიგების შინაარსის დეტალურ კვლევასა და გაანალიზებას მოითხოვს. სწორედ ამგვარ მყარ პრეზუმფციებს ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეში „გუსინსკი რუსეთის წინააღმდეგ“, „ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ“, „გალსთიანი სასომხეთის წინააღმდეგ“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.05.2017 წლის გადაწყვეტილება, საქმეზე ას-212-201-2017).

 

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი - თ------ ჯ---ა საცილოდ ხდის 2----–-–-ს 22 ნოემბრის შეთანხმებასა და მის საფუძველზე გამოცემულ გათავისუფლების ბრძანებას და აღნიშნავს, რომ მისი მხრიდან ნების გამოვლენა განხორციელდა იძულების საფუძველზე. ამჟამად, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება ამტკიცოს, რომ მას არ გამოუყენებია იძულება საწარმოს დ-----------ზე, რომ მას დაეწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.

 

საქმეში წარმოდგენილი ფაქტები ცალსახად ადასტურებენ, რომ 2----–-–-ს განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რასაც მოყვა სადავო 2----–-–-ს 22 ნოემბრის შეთანხმება, იძულებით დადებული გარიგებებია და თ------ ჯ---ას ნამდვილი ნება სამსახურის დატოვება არ იყო. იგი იძულებული იყო დაეტოვებინა თანამდებობა მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან მასზე განხორციელებული იძულების შემდეგ. კერძოდ, აპელანტი - თ------ ჯ---ა არაერთხელ იქნა დაბარებული საქართველოს გ------–--ის, მ-–-------ის, კ---–--------ა და ს-------ის მ--------ის მ--------–ე შ--–-ა გ------–--ესთან, რომელმაც ნათლად განუმარტა, რომ თავად მ--------ი - ბატონი მ-----– ბ-----–---–ი მოითხოვდა, რომ მას თანამდებობა ნებაყოფლობით დაეტოვებინა. იქვე დაუსახა ის უარყოფითი შედეგები, რაც მოჰყვებოდა თ------ ჯ---ას მიერ თანამდებობის შენარჩუნებას. აღნიშნულის საფუძველზე, თ------ ჯ---ამ გააცნობიერა, რომ მას საფრთხე ელოდებოდა, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების იძულებას ვერ გაუმკლავდებოდა და 2018 წლის 08 ნოემბერს დაწერა განცხადება დ-----------ის თანამდებობის დატოვების თაობაზე.

 

აპელანტს - თ------ ჯ---ას მიაჩნია, რომ ს----------–-----------–--ის, მ-–-------ის, კ---–--------ა და ს-------ის ს----------ოს ევალებოდა, მიეთითებინა ისეთ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც გააქარწყლებდნენ გარიგების იძულებისა და მუქარის საფუძველზე დადების ვარაუდს. თუმცა, აღნიშნულმა ს----------ომ ამ ვარაუდის გაქარწყლება ვერ შეძლო. შესაბამისად, დამტკიცებულად უნდა ჩაითვალოს, რომ მოსარჩელემ განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე დაწერა მასზე განხორციელებული იძულების შედეგად და რომ გარიგება არ ასახავს მის ნამდვილ ნებას.

 

აპელანტის მითითებით, მართალია შპს „ს--------–---------ის“ 100%-იანი წილის პარტნიორს აქვს უფლება მოახდინოს საწარმოს დ-----------ის ცვლილება ნებისმიერ დროს, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, თ------ ჯ---ას თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა არა პარტნიორის ნების საფუძველზე, არამედ, მასზე განხორციელებული იძულების საფუძველზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ს----------–-----------–--ის, მ-–-------ის, კ---–--------ა და ს-------ის ს----------ო, რომლის მხრიდანაც განხორციელდა არამართლზომიერი ქმედება, ვალდებულია აღადგინოს თ------ ჯ---ა შპს „ს--------–---------ის“ დ-----------ის თანამდებობაზე და აუნაზღაუროს იძულებითი განაცდურით მიყენებული ზიანი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

6. შპს „ს--------–---------ი“ 1999 წლის 22 ოქტომბერს სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული მეწარმე სუბიექტია, რომლის ამჟამინდელი დ-----------ი არის თ-------ე ტ--–--–-–---–ი (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ტომი I, ს.ფ. 39-40).

 

7. საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–--------------------------–-ბით შპს „ს--------–---------ის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი - მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, გადაეცა საქართველოს ს-------ისა და ა---–---------------------ა ს----------ოს, მისი არსებობის ვადით (15.03.2013 წლის განკარგულება; 25.03.2013 წლის მართვის ხელშეკრულება; ტომი I, ს.ფ. 95-102).

 

8. შპს „ს--------–---------ის“ წესდების მე-6 პუნქტის შესაბამისად, საწარმოს ხელმძღვანელი ორგანოებია პარტნიორთა კრება და დ-----------ი, ხოლო მე-7 პუნქტის თანახმად, მართვის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა კრება (წესდება; ტომი I, ს.ფ. 105-112).

 

9. შპს „ს--------–---------ის“ წესდების 5.1 პუნქტით რეგულირებულია საწარმოს პარტნიორის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხები, რომლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისადაც, საწარმოს პარტნიორთა კომპეტენციას მიეკუთვნება პარტნიორთა კრების წინაშე დ-----------ის დაკავებული თანამდებობიდან გამოწვევის საკითხის დასმა (წესდება; ტომი I, ს.ფ. 105-112).

 

10. შპს „ს--------–---------ის“ წესდების 7.7 პუნქტით განსაზღვრულია პარტნიორთა კრების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები, რომლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას დ-----------ის დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით (წესდება; ტომი I, ს.ფ. 105-112).

 

11. შპს „ს--------–---------ის“ მე-8 პუნქტის თანახმად, საწარმოს მიმდინარე ხელმძღვანელობას ახორციელებს დ-----------ი, რომელიც ამავდროულად მესამე პირებთან ურთიერთობებში წარმოადგენს საწარმოს და დ-----------ის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებები განისაზღვრება პარტნიორთა კრების მიერ დამტკიცებული შინაგანაწესით. აღნიშნული წესდების მე-9 პუნქტის თანახმად კი, დ-----------ის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (წესდება; ტომი I, ს.ფ. 105-112).

 

12. თ------ ჯ---ა 2017 წლიდან დასაქმებული იყო ს----------–-----------–--ის, მ-–-------ის, კ---–--------ა და ს-------ის ს----------ოში ერთ-ერთი აპარატის უფროსად, ხოლო მ--------ის 2----–-–-ს 7 მაისს ბრძანებით დაინიშნა შპს „ს--------–---------ის“ დ-----------ად (შრომითი ხელშეკრულება; ტომი I, ს.ფ. 20-26; ს.ფ. 229).

 

13. 2----–-–-ს 07 მაისის ბრძანების საფუძველზე 2----–-–-ს 7 მაისს საქართველოს კ---–--------ა და ს-------ის ს----------ოს, როგორც საწარმოს პარტნიორსა და თ------ ჯ---ას, როგორც დ-----------ს შორის დაიდო ,,შრომითი ხელშეკრულება’’ N-, რომლითაც დარეგულირდა მხარეთა უფლება-მოვალეობები (შრომითი ხელშეკრულება; ტომი I, ს.ფ. 20-26).

 

14. შრომითი ხელშეკრულებით დეტალურად განისაზღვრა დ-----------ის მოვალეობები, მათ შორის 2.1 პუნქტის ,,მ.ე’’ ქვეპუნქტით დ-----------ს ევალებოდა შესაბამისი ბიზნეს-გეგმის, პროექტებისა და წინადადებების მომზადება საზოგადოების მართვის გაუმჯობესების მიზნით (შრომითი ხელშეკრულება; ტომი I, ს.ფ. 20-26).

 

15. ამავე ხელშეკრულებით, (2.2. პუნქტის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტები) დ-----------ს მიენიჭა უფლება შრომის კანონმდებლობის სრული დაცვით საწარმოში დასაქმებულ პირებთან გაეფორმებინა შრომითი ხელშეკრულებები, გაენაწილებინა მათი ფუნქციები, განესაზღვრა შრომითი შინაგანაწესი და მიეცა მათთვის შრომის ანაზღაურება. ამავდროულად, საზოგადოების სახელით გამოსულიყო მესამე პირებთან ურთიერთობაში, დაედო გარიგებები და გაეცა აღნიშნულ და სხვა საკითხებზე მინდობილობები (შრომითი ხელშეკრულება; ტომი I, ს.ფ. 20-26).

 

16. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი განისაზღვრა მე-9 პუნქტით, რომლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია პარტნიორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დ-----------ის პირადი განცხადება (შრომითი ხელშეკრულება; ტომი I, ს.ფ. 20-26).

 

17. 2----–-–-ს 6 ივლისს საქართველოს კ---–--------ა და ს-------ის ს----------ოსა და შპს ,,ს--------–---------ის’’ დ-----------ს თ------ ჯ---ას შორის დაიდო შეთანხმება N–--, რომლითაც ცვლილება შევიდა მხარეთა შორის მოქმედ სახელშეკრულებო ურთიერთობაში და დ-----------ის შრომითი ანაზღაურება განისაზღვრა ყოველთვიურად 4 750 ლარის ოდენობით (06.07.2018წ. შეთანხმება).

 

18. 2----–-–-ს 8 ნოემბერს შპს ,,ს--------–---------ის’’ დ-----------მა თ------ ჯ---ამ განცხადებით მიმართა ს----------–-----------–--ის, მ-–-------ის, კ---–--------ა და ს-------ის მ--------ს და მოითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება 08.11.2----–-–-დან (08.11.2----–-–-ს განცხადება; ტომი I, ს.ფ. 84).

 

19. მითითებულ განცხადებასთან დაკავშირებით, 2----–-–-ს 12 ნოემბრის მ--------ის მ--------–ის მ--------------------ის შესაბამისად, ს----------ომ გამოთქვა თანხმობა თ------ ჯ---ას გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ამავე დროს, განცხადების მიღებიდან უკვე გასული დღეების გათვალისწინებითა და საწარმოს საქმიანობის შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული თ------ ჯ---ას თანამდებობიდან გათავისუფლება შესაბამისი ბრძანების მიღების დღიდან (12.11.2----–-–-ს მ--------------------ი; ტომი I, ს.ფ. 88).

 

20. 2----–-–-ს 22 ნოემბერს ს----------–-----------–--ის, მ-–-------ის, კ---–--------ა და ს-------ის ს----------ოსა და შპს „ს--------–---------ის“ დ-----------ს თ------ ჯ---ას შორის დაიდო შეთანხმება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, რომელშიც მიეთითა, რომ თ------ ჯ---ას 2----–-–-ს 8 ნოემბრის პირადი განცხადების და საქართვლოს გ------–--ის, მ-–-------ის, კ---–--------ა და ს-------ის მ--------ის მ--------–ის შ--–-ა გ------–--ის 2----–-–-ს 12 ნოემბრის მ--------------------ის საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეწყვეტილიყო ს----------ოსა და თ------ ჯ---ას შორის 2----–-–-ს 7 მაისს გაფორმებული N- შრომითი ხელშეკრულება და მხარეები გათავისუფლდნენ აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისაგან (22.11.2----–-–-ს შეთანხმება; ტომი I, ს.ფ. 29).

 

21. თ------ ჯ---ას მიერ გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადების წარდგენის შემდგომ, 2----–-–-ს 19 ნოემბერს შპს ,,ს--------–---------ის’’ ამჟამინდელმა დ-----------მა - თ-------ე ტ--–--–-–---–მა განცხადებით მიმართა ს----------ოს და მოითხოვა ს----------ოს მართვაში არსებული შპს ,,ს--------–---------ის’’ დ-----------ის თანამდებობაზე მიღება (19.11.2----–-–-ს განცხადება; ტომი I, ს.ფ. 87).

 

22. 2----–-–-ს 26 ნოემბერს ზემოთ მოხმობილ განცხადებასთან დაკავშირებით მ--------ის მ--------–ემ შეადგინა მ--------------------ი მ--------ის სახელზე, რომლითაც შპს „ს--------–---------ის“ დ-----------ის თანამდებობაზე წარდგენილი იქნა თ-------ე ტ--–--–-–---–ის კანდიდატურა (26.11.2----–-–-ს მ--------------------ი; ტომი I, ს.ფ. 89).

 

23. შეთანხმების საფუძველზე, 2----–-–-ს 11 დეკემბერს ს----------–-----------–--ის, მ-–-------ის, კ---–--------ა და ს-------ის მ--------მა გამოსცა ბ---------------, რომლითაც თ------ ჯ---ა გათავისუფლდა შპს ,,ს--------–---------ის’’ დ-----------ის თანამდებობიდან და მის ნაცვლად თანამდებობაზე დაინიშნა თ-------ე ტ--–--–-–---–ი (11.12.2----–-–-ს ბრძანება; ტომი I, ს.ფ. 27-28).

 

24. 2----–-–-ს 4 დეკემბერს ს----------–-----------–--ის, მ-–-------ის, კ---–--------ა და ს-------ის ს----------ოსა და თ-------ე ტ--–--–-–---–ს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შეთანხმდა შპს ,,ს--------–---------ის’’ დ-----------ად თ-------ე ტ--–--–-–---–ის დანიშვნისა და მისი უფლება-მოვალეობების საკითხი (04.12.2----–-–-ს შრომითი ხელშეკრულება; ტომი I, ს.ფ. 191-197).

 

25. თ------ ჯ---ამ, მისი გათავისუფლების ბრძანების გამოცემამდე და მის ნაცვლად თ-------ე ტ--–--–-–---–ის დანიშვნამდე 2----–-–-ს 26 ნოემბერს წერილობითი განცხადებით მიმართა ს----------–-----------–--ის, მ-–-------ის, კ---–--------ა და ს-------ის მ--------ს და ამცნო, რომ მართალია იგი 2----–-–-ს 8 ნოემბერს განცხადებით წარსდგა თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენდა მის ნამდვილ ნებას და მოითხოვა მ--------ის მხრიდან გათავისუფლების ბრძანების გამოცემამდე შესწავლილიყო წერილში მითითებული გარემოებები. აღნიშნულ წერილობით განცხადებაში თ------ ჯ---ა ასევე აღნიშნავს, რომ განხორციელდა ს----------ოების რესტრუქტურიზაცია და 2----–-–-ს მაისში ის დაინიშნა შპს „ს--------–---------ის“ დ-----------ად, რათა უშუალოდ ეკონტროლებინა უცხოური კომპანია „B-------------------”-თან ურთიერთობა, რათა თავიდან აცილებული ყოფილიყო შემდგომი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება, რასაც ის შეძლებისდაგვარად თავს ართმევდა. თ------ ჯ---ას მაგალითისთვის მოჰყავს 2017 წლის დეკემბერში მოცემული კომპანიის მიერ მშენებარე ობიექტის კანონდარღვევით განხორციელებული ნაწილობრივი მიღება-ჩაბარების აქტი, რაც მოგვიანებით განხორციელდა ს----------ოს მხრიდანაც. აღნიშნულზე მან მ--------ს მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია 2----–-–-ს 07 სექტემბრის N--------- წერილით. ამასთან, თ------ ჯ---ა განმარტავს, რომ ხსენებულ საქმეზე მუშაობის პერიოდში, იკვეთებოდა როგორც ყოფილი, ისე მოქმედი მ-----–------–--------------------------------ბის დაინტერესება თუ შესაძლო თანამონაწილეობა. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ მ--------ს მასზე და მის საქმიანობაზე მიეწოდებოდა არასწორი ინფორმაცია, ვინაიდან თ------ ჯ---ასათვის სავსებით გაუგებარი იყო ბოლო ერთი თვის მანძილზე მ--------ის დაჟინებული მოთხოვნა, ყოველგვარი მიზეზისა და საფუძვლის გარეშე დაეტოვებინა შპს „ს--------–---------ის“ დ-----------ის თანამდებობა (26.11.2----–-–-ს განცხადება; ტომი I, ს.ფ. 30-31).

 

26. 2----–-–-ს 27 ნოემბერს თ------ ჯ---ამ დამატებით მიმართა ს----------–-----------–--ის, კ---–--------ა და ს-------ის მ--------ს და დეტალურად განუმარტა, 2016 წლის 4 ოქტომბრის N---------–-–------–-------ის შესახებ ხელშეკრულებასთან მიმართებით არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი პრობლემები. მიწერილობის ფარგლებში, მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებასთან მიმართებით რიგი სადავო საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, აუცილებლობას წარმოადგენს დაუყოვნებლივ გაუქმდეს მხარეთა შორის 2----–-–-ს 22 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რათა აღდგეს დ-----------ის სრული უფლებამოსილება ან გამოიცეს ბრძანება მისი გათავისუფლების თაობაზე და დაინიშნოს ახალი დ-----------ი, რომელიც დაუყოვნებლივ შეუდგება დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. თ------ ჯ---ა აღნიშნულ წერილში ასევე აღნიშნავს, რომ ვინაიდან იგი გათავისუფლებულია შპს „ს--------–---------ის“ დ-----------ის თანამდებობიდან, ხოლო ახალი დ-----------ი დანიშნული არ არის, ვერ ხერხდება კომპანიის ყოველდღიური საქმისწარმოება, იჯარის და სხვა მომსახურების ხელშეკრულებების გაფორმება და ფულადი ვალდებულებების შესრულება. ამის გამო, კომპანია ყოველდღიურად განიცდის ზარალს და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ვერ ხერხდება იურიდიული კომპანიის შერჩევა და მასთან ხელშეკრულების გაფორმება. აღნიშნული თავის მხრივ გამოიწვევს იმას, რომ საზოგადოებამ შესაძლოა დროის სიმცირის გამო, ვერ მოასწროს საბანკო გარანტიების თავის სასარგებლოდ გამოყენება. საბანკო გარანტიებით ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა შეადგენს დაახლოებით ერთ მილიონ აშშ დოლარზე მეტს შპს „ს--------–---------ის“ ნაწილში, ხოლო ს----------ოს ნაწილში - აღემატება 500 000 აშშ დოლარს (27.11.2----–-–-ს განცხადება; ტომი I, ს.ფ. 32-34).

 

27. თ-------ე ტ--–--–-–---–მა, როგორც შპს „ს--------–---------ის“ დ-----------მა განცხადებით მიმართა ს-------------------------------–---------ოს საწარმოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით, რაზეც მარეგისტრირებელმა ორგანომ 05.12.2----–-–-ს გადაწყვეტილებით დაუდგინა ხარვეზი და განუმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობისა და შპს ,,ს--------–---------ის’’ რეგისტრირებული წესდების თანახმად, საზოგადოების დ-----------ის თანამდებობიდან გათავისუფლება და ახალი დ-----------ის დანიშვნა განეკუთვნება პარტნიორთა კრების კომპეტენციას. მოცემულ შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი გადაწყვეტილება (კრების ოქმი) შპს ,,ს--------–---------ის’’ რეგისტრირებული დ-----------ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ახალ დ-----------ად თ-------ე ტ--–--–-–---–ის დანიშვნის თაობაზე. ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უნდა იქნეს უფლებამოსილი ორგანოს, გ------–--ის ს----------ოს (მ--------ის) შესაბამისი ადმ--------აციული სამართლებრივი აქტის - ბრძანება შპს „ს--------–---------ის“ დ-----------ის გათავისუფლების და ახალი დ-----------ის დანიშვნის თაობაზე (05.12.2----–-–-ს გადაწყვეტილება; ტომი I, ს.ფ. 20-26).

 

28. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თ------ ჯ---ას მიმართ, რაიმე სახის იძულებას (ძალადობას ან მუქარას) ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან საქმეში არ არის აღნიშნულის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები და დამატებით განმარტავს შემდეგს:

 

29. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

30. პალატა განმარტავს, რომ მარტოოდენ ნების არსებობა არ იწვევს გარიგების დადებას, აუცილებელია, რომ ნება გამოვლენილ იქნას. გარდა ამისა, ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. აღსანიშნავია, რომ ნება შინაგანი სუბიექტური კატეგორიაა და იგი სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგისადმი მიმართული ნება იურიდიულად ქმედითი ხდება მისი გამოვლენის შემდეგ. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს, მაგალითად, პირის იძულება, მოტყუება და ა.შ. ასეთ შემთხვევებში, ნების გამომვლენი დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანმდევი შედეგებისაგან.

 

31. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან.

 

32. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი.

 

33. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 86-ე მუხლის დანაწესის თანახმად, გარიგების ბათილად ცნობას საფუძვლად უნდა დაედოს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება და ამასთან, მითითებული ნორმის მეორე ნაწილი მიუთითებს, რომ იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გამოცდილებანი უნდა იქნეს მიღებული. კანონი ასევე ითვალისწინებს, რომ შესაძლებელია, ხელშეკრულების იძულებით დადების ფაქტი განპირობებული იყოს გარიგების მხარის ახლობლის ან ოჯახის წევრის მიმართ არსებული საფრთხის გამო.

 

34. კანონმდებელი 85-ე მუხლში დაუშვებელი ზემოქმედების ხერხებად ძალადობასა და მუქარას აღიარებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, მუქარა (ფსიქიკური იძულება) წარმოადგენს სამომავლო საფრთხის შესახებ შეტყობინებას, რომლის რეალიზებასაც დამმუქრებელი საკუთარ ნება-სურვილზე დამოკიდებულად წარმოაჩენს, რათა ამგვარად მუქარის ადრესატის ნების ჩამოყალიბებაზე ზეგავლენა მოახდინოს და შესაბამისი გარიგების დადებაზე დაიყოლიოს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის განჩინება საქმეზე Nას-132-124-2015).

 

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ როდესაც მხარის მიერ იძულების მოტივით გარიგების ბათილად ცნობაა მოთხოვნილი, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს, ის თუ რამდენად განხორციელდა იძულება, განხორციელებულ იძულებასა და სადავო გარიგების დადებას შორის არსებობს თუ არა მიზეზობრივი კავშირი და იძულების ფაქტი რა ფაქტობრივი გარემოებებით ან/და მტკიცებულებებით დასტურდება.

 

36. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის - თ------ ჯ---ას ძირითად შედავებას სააპელაციო საჩივარში წარმოადგენს ის გარემოება, რომ მის მიერ 2----–-–-ს 08 ნოემბერს დაწერილი განცხადება შპს „ს--------–---------ის“ დ-----------ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, მოკლებული იყო მის ნამდვილ ნებას და აღნიშნული განცხადება დაწერა ზეწოლის შედეგად, მისი ნების საწინააღმდეგოდ. აპელანტი ასევე სადავოდ ხდის 2----–-–-ს 22 ნოემბრის შეთანხმებას შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე და ს----------–-----------–--ის, მ-–-------ის, კ---–--------ა და ს-------ის მ--------ის 2----–-–-ს 11 დეკემბრის ბრძანებას, რომლითაც თ------ ჯ---ა გათავისუფლდა შპს „ს--------–---------ის“ დ-----------ის თანამდებობიდან. თ------ ჯ---ა აღნიშნავს, რომ მისი მხრიდან ნების გამოვლენა მოხდა იძულების საფუძველზე და შესაბამისი იურიდიული შედეგი არ უნდა მოყვეს.

 

37. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

40. შესაბამისად, მხარემ, რომელიც აპელირებს გარიგების იძულებით დადებაზე, განსახილველ შემთხვევაში თ------ ჯ---ამ, უნდა ამტკიცოს კიდეც მისი არსებობის ფაქტი. პალატა აღნიშნავს, რომ იძულების განხორციელების მტკიცების მიზნებისათვის მან უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომელიც ასახავს ფაქტებს, რომლითაც დასტურდება ნების გამოვლენამდე არსებული ის გარემოებები, რაზეც აპელანტი უთითებს, ასევე, ნების გამოვლენის პროცესი და მისი თანმდევი შედეგები.

 

41. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს - თ------ ჯ---ას არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რასაც აფუძნებს სარჩელსა და სააპელაციო საჩივარს. მან ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას და ვერც სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე ვერ წარმოადგინა რელევანტური მტკიცებულებები, რომლებიც მის მიერ გამოვლენილი ნების არანამდვილობას და მასზე განხორციელებულ იძულების ფაქტს დაადასტურებდა. ზემოაღნიშნულ ნორმათა თანახმად, თ------ ჯ---ა ვალდებულია მიუთითოს მის მიმართ იძულების განხორციელების შედეგად ნების გამოვლენის კონკრეტული ფაქტები და წარმოადგინოს მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

42. აპელანტი - თ------ ჯ---ა სააპელაციო საჩივარში აპელირებს 2----–-–-ს 26 ნოემბრის და 2----–-–-ს 2----------ის წერილებზე, რომლითაც მან მიმართა ს----------–-----------–--ის, მ-–-------ის, კ---–--------ა და ს-------ის მ--------ს. 2----–-–-ს 26 ნოემბრის წერილში აპელანტი ითხოვდა უშუალოდ მ--------თან შეხვედრას. აღნიშნულ წერილობით განცხადებაში თ------ ჯ---ა ასევე აღნიშნავს, რომ განხორციელდა ს----------ოების რესტრუქტურიზაცია და 2----–-–-ს მაისში ის დაინიშნა შპს „ს--------–---------ის“ დ-----------ად, რათა უშუალოდ ეკონტროლებინა უცხოური კომპანია „B-------------------”-თან ურთიერთობა, რათა თავიდან აცილებული ყოფილიყო შემდგომი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება, რასაც ის შეძლებისდაგვარად თავს ართმევდა. თ------ ჯ---ას მაგალითისთვის მოჰყავს 2017 წლის დეკემბერში მოცემული კომპანიის მიერ მშენებარე ობიექტის კანონდარღვევით განხორციელებული ნაწილობრივი მიღება-ჩაბარების აქტი, რაც მოგვიანებით განხორციელდა ს----------ოს მხრიდანაც. აღნიშნულზე მან მ--------ს მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია 2----–-–-ს 07 სექტემბრის N--------- წერილით. ამასთან, თ------ ჯ---ა განმარტავს, რომ ხსენებულ საქმეზე მუშაობის პერიოდში, იკვეთებოდა როგორც ყოფილი, ისე მოქმედი მ-----–------–--------------------------------ბის დაინტერესება თუ შესაძლო თანამონაწილეობა. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ მ--------ს მასზე და მის საქმიანობაზე მიეწოდებოდა არასწორი ინფორმაცია, ვინაიდან თ------ ჯ---ასათვის სავსებით გაუგებარი იყო ბოლო ერთი თვის მანძილზე მ--------ის დაჟინებული მოთხოვნა, ყოველგვარი მიზეზისა და საფუძვლის გარეშე დაეტოვებინა შპს „ს--------–---------ის“ დ-----------ის თანამდებობა. ხოლო 2----–-–-ს 2----------ის წერილით თ------ ჯ---ამ აღწერა შპს „ს--------–---------ში“ არსებული ვითარება და მიმართა მ--------ს, რომ აუცილებლობას წარმოადგენდა დაუყოვნებლივ გაუქმებულიყო მხარეთა შორის 2----–-–-ს 22 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ან გამოცემულიყო ბრძანება მისი გათავისუფლების თაობაზე და დანიშნულიყო ახალი დ-----------ი. აღნიშნული გარემოება კი ადასტურებს მისი მხრიდან გამოვლენილი ნების ნამდვილობას.

 

43. თ------ ჯ---ა ასევე უთითებს, რომ მან თანამდებობის დატოვების შესახებ მ--------ს განცხადებით მიმართა სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების, დაახლოებით ათობით მილიონი აშშ დოლარის არასწორად გახარჯვის ფაქტის გამოაშკარავებიდან დაახლოებით ერთ თვეში. მისი განმარტებით, იგი იმიტომ გაათავისუფლეს თანამდებობიდან, რომ არ გამჟღავნებულიყო ის პრობლემა, რაც არსებობდა ს----------ოში 2016 წლის 04 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების არასწორად გახარჯვის სახით. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ 2019 წლის 08 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე თ------ ჯ---ამ არ უარყო ის გარემოება, რომ დაახლოებით წელიწადზე მეტია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს მოკვლევას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და საქმე მოკვლევის ეტაპზეა ანტიკორუფციულ სამსახურში (08.11.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:20:45 სთ). შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც შესაბამის სამსახურში ზემოაღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს მოკვლევა, პალატისთვის გაუგებარია აპელანტის შედავება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ არ გამოაშკარავებულიყო სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების არასწორი გახარჯვის ფაქტი. მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ მითითებული გარემოება უკვე გამოვლენილი იყო და მიმდინარეობდა მოკვლევა.

 

44. პალატა, თ------ ჯ---ას მითითებას იმის თაობაზე, რომ მის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვდა ს----------–-----------–--ის, მ-–-------ის, კ---–--------ა და ს-------ის მ--------ის მ--------–ე, რომელიც ახმოვანებდა მ--------ის ნებას, რაც მან აღიქვა მუქარად და იძულებად, ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

45. პირველი ინსტანციის სასამართლოში 2019 წლის 17 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა ს----------–-----------–--ის, მ-–-------ის, კ---–--------ა და ს-------ის მ--------ის მ--------–ე - შ--–-ა გ------–--ე. მისი განმარტებით, თ------ ჯ---ას მიმართ არანაირ იძულებას ადგილი არ ჰქონია. ს----------ოს იძულება არ სჭირდებოდა, ვინაიდან თ------ ჯ---ასთან გაფორმებული იყო დავალების ხელშეკრულება და კანონმდებლობა სრულ თავისუფლებას აძლევდა, ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, ნებისმიერ დროს გაეთავისუფლებინათ დასაქმებული თანამდებობიდან. შ--–-ა გ------–--ემ აღნიშნა, რომ მათ შორის არასდროს არ ყოფილა კომუნიკაციის პრობლემა. შ--–-ა გ------–--ისა და თ------ ჯ---ას ბოლო შეხვედრის დროს ისაუბრეს მენეჯმენტის შესაძლო ცვლილებებზე და შეთანხმდნენ პრინციპებზე. თ------ ჯ---ა თვითონ ითხოვდა, რომ დროულად დანიშნულიყო ახალი დ-----------ი, ვინაიდან საწარმოს ფუნქციონირება იყო შეჩერებული. არანაირი შეთანხმება არ ყოფილა თ------ ჯ---ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. გათავისუფლებამდე მათ ისაუბრეს მხოლოდ იმაზე, რომ შესაძლოა მომხდარიყო ცვლილება მენეჯმენტის კუთხით და მომხდარიყო ზოგიერთი ხელმძღვანელი პირის სამსახურიდან გათავისუფლება. თვითონ თ------ ჯ---ამ განაცხადა, რომ დაწერდა განცხადებას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მოწმემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მათ შორის კონფილქტი არასდროს არ ყოფილა, ხოლო რაც შეეხება სამსახურიდან გათავისუფლებას, ს----------ოს ნებისმიერ დროს შეეძლო მისი თანამდებობიდან გათავისუფლება. ს----------ო არის კოლექტიური ორგანო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან თვითონ მ--------ი და მისი მ--------–ეები. მოწმის განმარტებით, მათ ყოველკვირეულად აქვთ თათბირი და ერთ-ერთ თათბირზე გადაწყდა, რომ გარკვეული საწარმოების მენეჯმენტში განხორციელდებოდა ცვლილებები. არამარტო შპს „ს--------–---------ში“, არამედ ბევრ ორგანიზაციაში მოხდა საკადრო ცვლილებები. ს----------ო არის ცოცხალი ორგანიზმი, ამიტომ პერიოდულად საჭიროა მენეჯმენტში ცვლილება. ზოგადად, თუ ადამიანი წერს განცხადებას და სურს თანამდებობის დატოვება, ს----------ო იღებს გადაწყვეტილებას მხოლოდ იმაზე დააკმაყოფილოს თუ არა განცხადება. თ------ ჯ---ას შემთხვევაში კი, მოხდა მისი განცხადების დაკმაყოფილება.

 

46. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ჩვენებით და ასევე საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ს----------–-----------–--ის, მ-–-------ის, კ---–--------ა და ს-------ის მ--------ის მ--------–ის მხრიდან მასზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი. 2----–-–-ს 22 ნოემბრის შეთანხმება, რომ წარმოადგენდა თ------ ჯ---ას ნამდვილ ნებას, ადასტურებს სწორედ თ------ ჯ---ას 2----–-–-ს 2----------ის წერილი მ--------ისადმი, რომლითაც იგი ითხოვდა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემას. ამდენად, თ------ ჯ---ა მის აპელირებას იმის თაობაზე, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შეთანხმება მან გააფორმა იძულების საფუძველზე, წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში ვერ ადასტურებს. მის მიერ წარმოდგენილი ზეპირი ინფორმაცია არასაკმარისია იძულების არსებობის შესაფასებლად.

 

47. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლი აწესებს იძულების მკაცრ სტანდარტს და იძულებაში მოიაზრება ძალადობა ან მუქარა, ხოლო ამავე კოდექსის 86-ე მუხლი შედარებით ლოიალურია და გარიგების ბათილობის საფუძვლად მითითებულია ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. განსახილველ შემთხვევაში კი, აპელანტის მიერ მითითებული გარემოებებისა და აღნიშნული მოწმის ჩვენების გაანალიზების შედეგად, პალატას არ შეექმნა რწმენა, რომ ადგილი ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-86 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევას. თ------ ჯ---ას მიმართ იძულების განხორციელების ფაქტი დადასტურებული არ არის. კონკრეტული ქმედების იძულებად კვალიფიკაციისათვის უნდა იკვეთებოდეს, რომ სადავო გარიგების მონაწილე მხარეს არ სურდა ხელშეკრულების დადება და კონკრეტულმა ძალადობამ, მუქარამ, თუნდაც მუქარის შემცველმა ქმედებამ ისეთი ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინა მასზე, რომ იძულებული გახდა დაედო გარიგება. იძულების ფაქტი შეფასებისა და გამოკვლევის საგანია და იგი უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში, არ არის დადასტურებული თ------ ჯ---ას მიმართ ძალადობის, მუქარის ან მუქარის შემცველი რაიმე ქმედების არსებობა, რამაც ის აიძულა მიეღო მისი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 86-ე მუხლით გათვალისწინებულ იძულებას, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება, ასეთი ტიპის იძულების ფაქტიც ვერ იქნა დადასტურებული. თ------ ჯ---ა სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2----–-–-ს 08 ნოემბრის განცხადების დაწერამდე დაახლოებით ერთი თვის მანძილზე მის მიმართ ხორციელდებოდა ზეწოლა, რათა მას დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა. მისი მითითებით ეს ზეწოლა გამოიხატებოდა იმაში, რომ მას მ--------ის სახელით, მ--------ის მ--------–ე დაჟინებით სთხოვდა გადადგომას, რაც მან აღიქვა ზეწოლად და მიიღო თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება, თუმცა როგორც უკვე დადგინდა, მტკიცებულებათა წარმოუდგენლობის გამო, არ დადასტურდა ასეთი ფაქტის არსებობაც, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 86-ე მუხლზე დაყრდნობით გახდებოდა გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი. მარტოოდენ პირის მტკიცება, რომ გარიგების დადება განხორციელდა იძულებით და ამ საფუძვლით ხელშეკრულების ბათილად მიჩნევა, პალატას მართებულად არ მიაჩნია.

 

48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ თ------ ჯ---ას მიერ ნების გამოვლენა მასზე განხორციელებული იძულების შედეგი იყო, აპელანტს ეკისრებოდა, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი სადავო ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება. აპელანტმა ვერ მიუთითა ფაქტები, რომელზე დაყრდნობითაც პალატა სადავო - 2----–-–-ს 22 ნოემბრის შეთანხმებაზე, როგორც იძულებით დადებულ გარიგებაზე, იმსჯელებდა. ამასთანავე, პალატა მიუთითებს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს მკაფიო და კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ პოზიციებს, თუ რატომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და თ------ ჯ---ას სარჩელი დაკმაყოფილდეს. აპელანტის მიერ ზოგადი და ზეპირსიტყვიერი განმარტებები სათანადო მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის სამართლებრივ საფუძველს სააპელაციო საჩივრის დასაკმაყოფილებლად.

 

49. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობს იმის თაობაზე, რომ ამავდროულად არ არსებობს თ------ ჯ---ას დ-----------ის თანამდებობაზე აღდგენის სხვა სამართლებრივი საფუძველიც, ვინაიდან თ------ ჯ---ასა და შპს „ს--------–---------ის“ პარტნიორს - სახელმწიფოს შორის არსებობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის და სამოქალაქო კოდექსით რეგულირებული კერძო-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

50. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება მოიცავს მსჯელობას ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება (საქმე Nას-918-884-2016), სადაც მითითებულია შემდეგი:

 

51. „საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ ანალოგიურ შემთხვევაში, მხარეთა შორის ურთიერთობა წესრიგდება “მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და სსკ-ის შესაბამისი ნორმებით, კერძოდ: „საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ საწარმოს დ-----------თან იდება სასამსახურო ხელშეკრულება და შესაბამისად, განსახილველ დავაზე მსჯელობისას, მეწარმეთა კანონის ნორმებთან ერთად, გამოყენებული უნდა იქნეს არა შრომითი ურთიერთობების, არამედ დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები“; „დავალების ხელშეკრულება ის სამართლებრივი საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც პირს შეუძლია მიანდოს თავის რწმუნებულს იურიდიული მომსახურების გაწევა, პარტნიორთა კრებაზე მონაწილეობის მიღება, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება და ა.შ., ამ ხელშეკრულების საგანია რწმუნებულის მიერ ერთი ან რამდენიმე მოქმედების შესრულება. მარწმუნებელმა შეიძლება დაავალოს რწმუნებულს როგორც იურიდიული, ისე ფაქტობრივი მოქმედების შესრულება, ვინაიდან, თავად დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელ მუხლში არ არის დაკონკრეტებული რწმუნებულის მიერ შესასრულებელი მოქმედების ხასიათი, ამიტომ ასეთი ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ყველა იმ მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ სამართლებრივ შედეგს“; „დავალების ხელშეკრულების ფარგლებში, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო (სსკ-ის 710-ე მუხლის პირველი ნაწილი)“ – [იხ. სუსგ # ას- 655-611-2017, 11.07.2017წ; შდრ. სუსგ -ები: #ას-895-845-2015, 29.01.2016 წ; # ას-560-535-2016, 02.09.2016წ.].

 

52. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში განმარტებულია რა არის საწარმოს დ-----------თან დადებული ხელშეკრულების სასამსახურო ხელშეკრულებად დაკვალიფიცირების საფუძველი. აღნიშნულია, რომ სწორედ დ-----------ის კეთილსინდისიერებასა და სამეწარმეო უნარ-ჩვევებზეა დამოკიდებული საწარმოს განვითარება და შესაბამისად, პარტნიორთა სამეწარმეო წარმატებები. ამიტომ დ-----------ისათვის საწარმოს მართვისა და ქონების განკარგვის უფლების მინიჭების რისკის საკომპენსაციოდ პარტნიორებს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ უფლება ნებისმიერ დროს გაათავისუფლონ დ-----------ი და ამ შემთხვევაზე საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნები არ შეიძლება გავრცელდეს. საქართველოს შრომის კოდექსით მოწესრიგებულია საწარმოს დ-----------სა და მის მიერ დაქირავებულ მუშაკს შორის ურთიერთობა, რომელიც ჩვეულებრივ შრომით-სამართლებრივი ხასიათის ურთიერთობაა, ხოლო დ-----------ის საქმიანობა არის სამეწარმეო ხასიათის ურთიერთობა.

 

53. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დ-----------ებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. მე-3 პუნქტის მიხედვით კი, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

54. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით. ამავე კანონის მე-9 მუხლის 71 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის რეგისტრაცია წყდება, თუ მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა უფლებამოსილი პირის განცხადება რეგისტრირებული პირის გათავისუფლების თაობაზე.

 

55. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დ-----------ების დანიშვნის და გამოწვევის, მათთან ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტის, აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პარტნიორთა კრება.

 

56. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის თანახმად, დ-----------ის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით.

 

57. შპს „ს--------–---------ის“ წესდების მე-6 პუნქტის შესაბამისად, საწარმოს ხელმძღვანელი ორგანოებია პარტნიორთა კრება და დ-----------ი, ხოლო მე-7 პუნქტის თანახმად, მართვის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა კრება (წესდება). ამავე წესდების 7.7 პუნქტით განსაზღვრულია პარტნიორთა კრების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები, რომლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას დ-----------ის დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით (წესდება).

 

58. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-71 პუნქტი აზუსტებს დ-----------ის უფლებამოსილების შეწყვეტის პირობებს, რომლებიც უკავშირდება ამ ნების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციას და შრომის კოდექსის 38-ე მუხლზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-72 ნაწილში მითითება არ განაპირობებს მასთან დადებული სახელშეკრულებო შეთანხმების შრომით-სამართლებრივ ხელშეკრულებად მიჩნევას, არამედ, იგი ე.წ სასამსახურო ხელშეკრულებაა, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და სავსებით განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებისაგან (საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე _ მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე _ გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მის ლეგალურ დეფინიციას იძლევა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი და შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას), შესაბამისად, საწარმოს დ-----------თან დადებული ვალდებულებით-სამართლებრივი აქტის შეწყვეტის მარეგულირებელი ნორმა სამოქალაქო კოდექსში უნდა იქნას მოძიებული. სასამართლოს აზრით, მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების სამოქალაქო მხარე ყველაზე ახლოს დავალების ხელშეკრულებასთან დგას, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. საკაციო პალატა განმარტავს, რომ დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. საგულისხმოა, რომ დავალების ხელშეკრულების ვადასთან მიმართებით სამოქალაქო კოდექსი რაიმე მოწესრიგებას არ ითვალისწინებს, არამედ, მისი განსაზღვრა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, ამასთანავე, 710-ე მუხლის ძალით, დავალება შეიძლება იყოს სასყიდლიანი, ხოლო, ამავე კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ სამეწარმეო იურიდიულ პირს შეუძლია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან. თავის მხრივ, 720-ე მუხლი დავალების ხელშეკრულების შეწყვეტის სპეციალური ნორმაა და ზოგადი და სპეციალური ნორმების კონკურენციის საკითხის გადაწყვეტის წესიდან გამომდინარე (სკ-ის 2.2. მუხლი), ამავე კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებაზე საუბარი მსგავს სიტუაციაში დაუშვებელია. ამასთანავე, 720-ე მუხლის კონტექსტში, როდესაც მარწმუნებელი საწარმო დაქირავებულ დ-----------თან წყვეტს სამართლებრივ ურთიერთობას, ამ დროს გამოვლენილი ნების ცალმხრივობა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, შეიძლება მხოლოდ „კანონით დადგენილ წესთან და აკრძალვებთან“ შესაბამისობაში შემოწმდეს (იხ.საქმე №ას-319-302-2017 წ; 28.07.2017 წ).

 

59. განსახილველ შემთხვევაში, თ------ ჯ---ა 2017 წლიდან დასაქმებული იყო ს----------–-----------–--ის, მ-–-------ის, კ---–--------ა და ს-------ის ს----------ოში ერთ-ერთი აპარატის უფროსად, ხოლო 2----–-–-ს 7 მაისს მ--------ის ბრძანებით დაინიშნა შპს „ს--------–---------ის“ დ-----------ად. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე 2----–-–-ს 7 მაისს საქართველოს კ---–--------ა და ს-------ის ს----------ოს, როგორც საწარმოს პარტნიორსა და თ------ ჯ---ას, როგორც დ-----------ს შორის დაიდო ,,შრომითი ხელშეკრულება’’ N-, რომლითაც დარეგულირდა მხარეთა უფლება-მოვალეობები. ზემოაღნიშნულ ნორმათა და დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის გათვალისწინებით, პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებობს არა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა, არამედ „სასამსახურე ხელშეკრულება“, რომელიც შინაარსობრივად იდენტურია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ დავალების ხელშეკრულებასთან.

 

60. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.

 

61. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია.

 

62. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი სასამართლო პრაქტიკისა და მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ ს----------–-----------–--ის, მ-–-------ის, კ---–--------ა და ს-------ის ს----------ო უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა ხელშეკრულება აპელანტთან. შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ მოცემულ შემთხვევაში, შპს „ს--------–---------ის“ დ-----------ის თანამდებობიდან თ------ ჯ---ას გათავისუფლების, ს----------–-----------–--ის, მ-–-------ის, კ---–--------ა და ს-------ის მ--------ის 2----–-–-ს 11 დეკემბრის N----- ბრძანების ბათილად ცნობისა და თ------ ჯ---ას თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

63. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან მხარეთა შორის არ არის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა და იმ პირობებში, როდესაც სადავო გარიგებები სასამართლოს მიერ ცნობილი არ ყოფილა ბათილად, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობის მისი ცალკე განხილვის სამართლებრივი საფუძველი.

 

64. სააპელაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან პალატამ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

65. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

66. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

67. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე. ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

68. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

69. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. შესაბამისად, აპელანტის - თ------ ჯ---ას მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ------ ჯ---ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება.

 

3. აპელანტის - თ------ ჯ---ას მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: რევაზ ნადარაია

 

მოსამართლეები: მერაბ ლომიძე

 

გოგიტა თოთოსაშვილი