განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100118002516833
საქმე №1/ბ-197-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
სხდომის მდივნის – თეონა ქიმერიძის
სახელმწიფო ბრალმდებლების _ ლ-----------------, ა----------–---–ის
მსჯავრდებულის _ ს------ ჩ-------ის
ადვოკატების _ მ----–-- კ--------ს, ა-–---------- ნ--------ს
თარჯიმნის _ ტატიანა ა---–---ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–--- დ---–-–---–ის, მსჯავრდებულ ს------ ჩ-------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების _ მ----–-- კ--------ს და ა-–---------- ნ--------ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ს------ ჩ-------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–---, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების რუსეთის ფედერაციაში, ქ---------------–---------------------–------------–-, დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;180-ე მუხლის პ------–ი ნაწილითა და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ცხრა ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი:
1.1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს------ ჩ-------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობის, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღების მცდელობა და თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ცხრა ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
1.1.1. 2018 წლის 19 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ--------–-, ა----–-----–-- ქ.№2---ში მდებარე ი----- ბ----–--ის კუთვნილ, „--------------–----ის” ქსელში ჩართული სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე მანიპულაციის შედეგად, ს------ ჩ-------ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ცდილობდა ფულადი თანხის დაუფლებას. მისი დანაშაულებრივი ქმედება აღკვეთილი იქნა ი----- ბ----–--ისა და პოლიციის თანამშრომლების მიერ. ს------ ჩ-------ი 100 ლარიანი კუპიურით, მასზე დაწებებული წებოვანი ლენტით, ცდილობდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე მანიპულაციას და ინტერნეტ ტოტალიზატორ „-----------ს“ №1------ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას. ს------ ჩ-------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა აღნიშნული 100 ლარიანი კუპიურა, მასზე დაწებებული წებოვანი ლენტით, ხოლო საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკის შედეგად 200 ლარიანი კუპიურა, მასზე დაწებებული წებოვანი ლენტით.
ზემოაღნიშნულის გამო ს------ ჩ-------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;180-ე მუხლის პ------–ი ნაწილით.
1.1.2. 2018 წლის 18 მარტს, დაახლოებით 22:07 საათზე და 23:32 საათზე, ქ--------–-, ა----–-----–-- ქ.№2---ში მდებარე ი----- ბ----–--ის კუთვნილ, „--------------–----ის“ ქსელში ჩართული სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე მანიპულაციის შედეგად ს------ ჩ-------ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 1600 ლარს. აღნიშნული თანხა ს------ ჩ-------ის მიერ გადარიცხული იქნა ინტერნეტ ტოტალიზატორ „-----------ს“ №1------ ანგარიშზე, რის შემდეგაც მოახდინა თანხის განაღდება და პირადი მიზნებისთვის გამოყენება. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ი----- ბ--–-----ს მიადგა 1600 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ზემოაღნიშნულის გამო ს------ ჩ-------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.
1.1.3. 2018 წლის 11 მარტს, დაახლოებით 23:24 საათზე და 23:29 საათზე, ქ--------–-, 2----------------–- მდებარე შპს „--–-----------ს“ კუთვნილი, „--------------–----ის“ ქსელში ჩართული სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე მანიპულაციის შედეგად, ს------ ჩ-------ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 500 ლარს. აღნიშნული თანხიდან 300 ლარი ს------ ჩ-------მა გადარიცხა მის გამგებლობაში არსებული ე.წ. ელექტრონული საფულის _ „money movers qiwi“-ის №7---------- ანგარიშზე, ხოლო 200 ლარი მის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე _ 5--------. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად შპს „--–-----------ს“ მიადგა 500 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ზემოაღნიშნულის გამო ს------ ჩ-------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.
1.1.4. 2018 წლის 12 მარტს, დაახლოებით 00:56 საათზე, 21:28 საათზე და 22:56 საათზე, ქ--------–-, 2----------------–- მდებარე შპს „--–-----------ს“ კუთვნილი, „--------------–----ის“ ქსელში ჩართული სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე მანიპულაციის შედეგად, ს------ ჩ-------ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 1500 ლარს. აღნიშნული თანხა ს------ ჩ-------მა გადარიცხა მის გამგებლობაში არსებულ ე.წ. ელექტრონული საფულის _ „money movers qiwi“-ის №7---------- ანგარიშზე. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად შპს „--–-----------ს“ მიადგა 1500 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ზემოაღნიშნულის გამო ს------ ჩ-------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.
1.1.5. 2018 წლის 13 მარტს, დაახლოებით 00:47 საათზე, 01:19 საათზე და 02:13 საათზე, ქ--------–-, 2----------------–- მდებარე შპს „--–-----------ს“ კუთვნილი, „--------------–----ის“ ქსელში ჩართული სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე მანიპულაციის შედეგად, ს------ ჩ-------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 1500 ლარს. აღნიშნული თანხა ს------ ჩ-------მა გადარიცხა მის გამგებლობაში არსებულ ე.წ. ელექტრონული საფულის _ „money movers qiwi“-ის №7---------- ანგარიშზე. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად შპს „--–-----------ს“ მიადგა 1500 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ზემოაღნიშნულის გამო ს------ ჩ-------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.
1.1.6. 2018 წლის 16 მარტს, დაახლოებით 18:50 საათზე, ქ--------–-, ჭ----------------ში მდებარე გ------- ტ----ის კუთვნილი, „--------------–----ის“ ქსელში ჩართული სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე მანიპულაციის შედეგად, ს------ ჩ-------ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 300 ლარს. აღნიშნული თანხა ს------ ჩ-------მა გადარიცხა ინტერნეტ ტოტალიზატორ „-----------ს“ №------- ანგარიშზე, რის შემდეგაც მოახდინა თანხის განაღდება და პირადი მიზნებისათვის გამოყენება. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად გ------- ტ----ეს მიადგა 300 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ზემოაღნიშნულის გამო ს------ ჩ-------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.
1.1.7. 2018 წლის 17 მარტს, დაახლოებით 22:10 საათზე და 23:52 საათზე, ქ--------–-, ჭ----------------ში მდებარე ჟ--–---- ჟ--–--ის კუთვნილი „--------------–----ის“ ქსელში ჩართული სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე მანიპულაციის შედეგად, ს------ ჩ-------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 1900 ლარს. აღნიშნული თანხა ს------ ჩ-------ის მიერ გადარიცხული იქნა ინტერნეტ ტოტალიზატორ „-----------ს“ №1------ ანგარიშზე, რის შემდეგაც მოახდინა თანხის განაღდება და პირადი მიზნებისთვის გამოყენება. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ჟ--–---- ჟ--–--ეს მიადგა 1900 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ზემოაღნიშნულის გამო ს------ ჩ-------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.
1.1.8. 2018 წლის 18 მარტს, დაახლოებით 20:29 საათზე, 20:54 საათზე და 23:55 საათზე, ქ--------–-, გ------–---–---------–- მდებარე ლ---- ბ-----ის კუთვნილი, „--------------–----ის“ ქსელში ჩართული სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე მანიპულაციის შედეგად, ს------ ჩ-------ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 2500 ლარს. აღნიშნული თანხა ს------ ჩ-------ის მიერ გადარიცხული იქნა ინტერნეტ ტოტალიზატორ „-----------ს“ №1------ ანგარიშზე, რის შემდეგაც მოახდინა თანხის განაღდება და პირადი მიზნებისთვის გამოყენება. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ლ---- ბ-----ეს მიადგა 2500 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ზემოაღნიშნულის გამო ს------ ჩ-------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.
1.1.9. 2018 წლის 13 მარტს, დაახლოებით 19:51 საათზე, ქ--------–-, ა----–-----–-- ქ------ში მდებარე ლ--- კ-----–---ს კუთვნილი, „--------------–----ის“ ქსელში ჩართული სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე მანიპულაციის შედეგად, ს------ ჩ-------ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 500 ლარს. აღნიშნული თანხა ს------ ჩ-------მა გადარიცხა მის გამგებლობაში არსებული ე.წ. ელექტრონული საფულის _ „money movers qiwi“-ის №7---------- ანგარიშზე. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ლ--- კ-----–---ს მიადგა 500 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ზემოაღნიშნულის გამო ს------ ჩ-------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.
1.1.10. 2018 წლის 14 მარტს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ--------–-, ა----–-----–-- ქ------ში მდებარე ლ--- კ-----–---ს კუთვნილი, „--------------–----ის“ ქსელში ჩართული სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე მანიპულაციის შედეგად, ს------ ჩ-------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 500 ლარს. აღნიშნული თანხა ს------ ჩ-------მა გადარიცხა მის გამგებლობაში არსებული ე.წ ელექტრონული საფულის _ „money movers qiwi“-ის №7---------- ანგარიშზე. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ლ--- კ-----–---ს მიადგა 500 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ზემოაღნიშნულის გამო ს------ ჩ-------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.
2. პ------–ი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის განაჩენით:
ბრალდებული ს------ ჩ-------ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 12 მარტის, შპს „--–-----------ს“ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ბრალდებული ს------ ჩ-------ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 13 მარტის, შპს „--–-----------ს“ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ბრალდებული ს------ ჩ-------ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 13 მარტის, დაზარალებულ ლ--- კ-----–---ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ბრალდებული ს------ ჩ-------ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 14 მარტის, დაზარალებულ ლ--- კ-----–---ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ს------ ჩ-------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;180-ე მუხლის პ------–ი ნაწილით და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ხუთი (განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში შეცდომითაა მითითებული ოთხი) ეპიზოდის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;180-ე მუხლის პ------–ი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 16 მარტის, დაზარალებულ გ------- ტ----ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის _ ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 18 მარტის, დაზარალებულ ი----- ბ----–--ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 11 მარტის, შპს „--–-----------ს“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 17 მარტის, დაზარალებულ ჟ--–---- ჟ--–--ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 18 მარტის, დაზარალებულ ლ---- ბ-----ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი ნაკლებად მკაცრი და თანაბარი ზომის სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს------ ჩ-------ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ს------ ჩ-------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2018 წლის 10 მაისიდან.
ს------ ჩ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.
იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:
· ს------ ჩ-------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა: ერთი ცალი 10 ლარიანი, ერთი ცალი 50 ლარიანი კუპიურები, ასევე ს------ ჩ-------ის დროებითი საცხოვრებელის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 200 ლარიანი კუპიურა, რომელზეც დამაგრებულია შავი ფერის ნაჭრის ლენტი, საფულე, ცხვირსახოცი, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, ბლოკნოტი, 44 ცალი სიმ ბარათი, ექვსი ცალი სხვადასხვა ბანკის პლასტიკური ბარათები, მწებავი ლენტი, სახაზავი და ეტიკეტები, რომლებიც ინახება ბ--------------–-----------------–ოს პოლიციის პ------– განყოფილებაში _ უნდა დაუბრუნდეს ს------ ჩ-------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
· საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, უნდა მოხდეს ს------ ჩ-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი 100 ლარიანი კუპიურის, როგორც დანაშაულის ჩადენისას გამოყენებული ნივთის _ საპროცესო კონფისკაცია.
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, ქ--------–-, დ----- ა----–-----–-- ქ. №20ა-ში ამოღებული ხელის კვლები, ქაღალდის ნაგლეჯი წარწერით 1------ plani 1---, რომლებიც ინახება ბ--------------–-----------------–ოს პოლიციის პ------– განყოფილებაში _ უნდა განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
· ქ--------–-, ჭ-----------------დან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი DVD დისკზე, შპს „------დან“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი DVD დისკზე, შპს „--–-----------დან“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი DVD დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს _ უნდა დარჩეს საქმეში, საქმის შენახვის ვადით.
3. სააპელაციო საჩივრების არსი:
3.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.
3.1.1. პროკურორმა ა-–--- დ---–-–---–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ს------ ჩ-------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 2018 წლის 12 და 13 მარტს შპს „--–-----------ს“ და 2018 წლის 13 და 14 მარტს ლ--- კ-----–---ს მფლობელობაში არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თანხის დაუფლების ეპიზოდებში და მისთვის მაქსიმალურად მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, ხოლო სხვა ნაწილში განაჩენის უცვლ--–-დ დატოვება, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
2018 წლის 12 მარტს, ღამის საათებში, ს------ ჩ-------მა სამჯერ განახორციელა ქ--------–-, 2----------------–- მდებარე შპს „--–-----------ს“ კუთვნილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე მანიპულაცია და 500-500 ლარი გადარიცხა იმავე ანგარიშზე, რომელზეც 2018 წლის 11 მარტს გადარიცხა თანხები. ბრალდების მხარის მიერ გადარიცხვების დროის მიხედვით გამოთხოვილი იქნა ვიდეოჩანაწერები, რომლებიც გამოკვლეული იქნა სასამართლოში და დადასტურდა, რომ ს------ ჩ-------ი მიდის აპარატთან და ახორციელებს მანიპულაციებს. ვიდეოჩანაწერებში გარკვევით ჩანს მისი მოძრაობები და ის დეტალი, როდესაც ს------ ჩ-------ი მის ხელთ არსებულ კუპიურას უკან იბრუნებს და საფულეში ათავსებს, ანუ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში არ ტოვებს თანხას, ისე ახდენს სასურველ ანგარიშზე მის გადარიცხვას. 2018 წლის 13 მარტს, ს------ ჩ-------მა იმავე სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე კიდევ სამჯერ განახორციელა მანიპულაცია. იგი სამჯერ მივიდა აპარატთან და კვლავ იმავე ანგარიშზე, რომელზეც წინა 2 დღის განმავლობაში რიცხავდა, განახორციელა 500-500 ლარის გადარიცხვა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოკვლეული იქნა ვიდეოჩანაწერები და დადასტურდა, რომ სამივე შემთხვევაში ერთი და იგივე პირი, ს------ ჩ-------ი ახდენს აპარატზე მანუპულაციას და ერთი და იმავე ანგარიშზე რიცხავს ზუსტად ერთი და იმავე ოდენობის თანხებს, ანალოგიურია როგორც ანგარიშის ნომერი, ანუ გადარიცხვის ადრესატი, ასევე თანხების ოდენობა და, რაც მთავარია, ქმედების განმახორციელებელი პირი. ის გარემოება, რომ სამივე შემთხვევაში ერთი და იგივე პიროვნება ახდენს აპარატზე მანუპილაციას, დასტურდება ვიდეოჩანაწერებით, ასევე მოწმე ჯ------- ქ-------ის გამოკითხვის ოქმით, რომელმაც ვიდეოჩანაწერის დათვალიერებაში მიიღო მონაწილეობა და დაადასტურა, რომ აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებში ჩანან როგორც თვითონ, ასევე ს------ ჩ-------ი. ხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით დაიკითხნენ მოწმე დ----- ვ--–---ე და დაზარალებულის წარმომადგენელი ა-------- მ----------ი, რომლებმაც დაადასტურეს ზემოთ მითითებული გარემოებები და განმარტეს, რომ აპარატი იმ დროისათვის როგორც პროგრამულად, ისე ფიზიკურად გამართულ მდგომარეობაში იყო, თუმცა ინკასაციის დროს მასში თანხა არ აღმოჩნდა. ამასთან, მოწმე დ----- ვ--–---ემ თავის ჩვენებაში განმარტა, რომ მან უშუალოდ ნახა ს------ ჩ-------ი, როდესაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე აპირებდა მანიპულაციის განხორციელებას, თუმცა ამ უკანასკნელმა იგრძნო რა მისი ყურადღება, მოსთხოვა დაეტოვებინა მიმდებარე ტერიტორია, ხოლო უარის მიღების შემდეგ აღარ განახორციელა გადარიცხვა და დატოვა იქაურობა. მოწმე დ----- ვ--–---ემ ასევე განმარტა, რომ იგი სწორედ ის პიროვნება იყო, რომელიც მათი სწრაფი ჩარიცხვის აპარატებზე 12-13 მარტს ახდენდა მანიპულაციებს და ასახული იყო ვიდეოჩანაწერზე. დაზარალებულის წარმომადგენლის _ ა-------- მ----------ის ჩვენებით დასტურდება, რომ დაინახა ს------ ჩ-------ი, როდესაც მასთან ტარდებოდა საგამოძიებო ექსპერიმენტი და იგი ადვოკატთან, თარჯიმანთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად ყოველგვარი ზემოქმედების და იძულების გარეშე უთითებდა ქ--------–-, 2----------------–- მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე.
2018 წლის 13 და 14 მარტს, ქ--------–-, ა----–-----–-- ქ------ში მდებარე ლ--- კ-----–---ს კუთვნილი ,------ ტ------–----ის“ ქსელში ჩართული სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან დანაშაულებრივი მანიპულაციის გზით თანხების დაუფლების შემთხვევაშიც იდენტურია როგორც ანგარიშის ნომერი, ასევე თანხის ოდენობა და, რაც მთავარია, დანაშაულის ჩამდენი პირი, რომელიც არის ს------ ჩ-------ი. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია საგამოძიებო ექსპერიმენტებით, რომლებიც ჩატარდა მოწმე ჯ------- ქ-------ესთან და ბრალდებულ ს------ ჩ-------თან, ასევე სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გადარიცხვების ამონაწერებით და დაზარალებულ ლ--- კ-----–---ს ჩვენებით, რომელმაც სასამართლოზე განმარტა, რომ ს------ ჩ-------ი მას ნანახი ჰყავდა ვიდეოჩანაწერებზე, თუ როგორ ახორციელებდა მისი სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე თაღლითურად თანხების გადარიცხვას.
3.1.2. მსჯავრდებულმა ს------ ჩ-------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მ----–-- კ-------მა და ა-–---------- ნ--------მ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით ითხოვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის განაჩენის გაუქმება ს------ ჩ-------ის დამნაშავედ ცნობის ნაწილში და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული მოწმეებისა და დაზარალებულების ჩვენებებს მისცა რეალობისაგან აცდენილი ინტერპრეტაცია. კერძოდ: საქმეზე დაკითხულმა დაზარალებულებმა ჟ--–---- ჟ--–--ემ, ლ---- ბ-----ემ, ი----- ბ----–--ემ, გ------- ტ----ემ, ლ--- კ-----–---მ და სხვებმა სასამართლოს უჩვენეს, რომ ს------ ჩ-------ს არ იცნობდნენ, მისგან არანაირი ინფორმაცია, რომელიც გამოიწვევდა მათ ნდობას ბრალდებულისადმი, არ მიუღიათ. ს------ ჩ-------ს არც კონკრეტული და არც ზოგადი ინფორმაცია, რაც მოატყუებდა მათ და ნდობით განაწყობდა მისდამი, არ გაუვრცელებია. მათ თავიანთი ნებით რაიმე ნივთი, ფულადი სახსრები თუ უფლება ქონებაზე ს------ ჩ-------ისათვის არ გადაუციათ. საქმის არსებითი განხილვისას დაკითხულმა ყველა მოწმემ განმარტა, რომ მათთვის არ არის ცნობილი ს------ ჩ-------ის მიერ დაზარალებულებთან ვერბალური ან არავერბალური კონტაქტის, რაიმე კონკრეტული ან ზოგადი ინფორმაციის მიწოდების შესახებ, რასაც შეეძლო რომელიმე დაზარალებულის მოტყუება და ნდობის გამოწვევა. ყველა მათგანმა დაადასტურა, რომ დაზარალებულების მხრიდან ს------ ჩ-------ისათვის ფულადი სახსრების ნებაყოფლობით გადაცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. დაზარალებულებისა და მოწმეების ჩვენებების ეს ნაწილი გადამწყვეტი და არსებითი მნიშვნელობისაა ბრალდების მხარის მიერ ს------ ჩ-------ისადმი შერაცხული ქმედების სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის. თაღლითობა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისაგან იმით განსხვავდება, რომ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით მოტყუებული და დამნაშავის მიმართ ნდობით აღჭურვილი დაზარალებული თვითონ, საკუთარი ნებით გადასცემს თაღლითს ქონებას ან ქონებაზე უფლებას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, არცერთ დაზარალებულს ს------ ჩ-------ისაგან არ მიუღია არავითარი ინფორმაცია, მის მიმართ ნდობა არ გასჩენია, ს------ ჩ-------ისაგან არ ყოფილა მოტყუებული და ნებაყოფლობით მისთვის ქონება არ გადაუცია, შესაბამისად, არც თაღლითობის შემადგენლობაა სახეზე.
საქმეში არსებული არცერთი საპროცესო დოკუმენტი არ არის რუსულად თარგმნილი, რითაც ბრალდებულს მოესპო საქმის მასალების მისთვის გასაგებ ენაზე გაცნობის კანონით გარანტირებული უფლება. ს------ ჩ-------ი მთელი 9 თვის განმავლობაში იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში, ვინაიდან, დაკავებისას დარღვეული იქნა მისი უფლებები, რაც გამოიხატა მასში, რომ ს------ ჩ-------ის დაკავების ფაქტს შეესწრო ე---------- გ--------, რომელიც პოლიციელებმა ყოველგვარი სათანადო საფუძვლის გარეშე შეიყვანეს დაკავების ოქმში როგორც თარჯიმანი, რომელმაც, თითქოს, უთარგმნა ბრალდებულს დაკავების ოქმი. სინამდვილეში ე---------- გ--------მ არ იცის რუსული ენა, დაკავების ოქმის რუსული თარგმანი არ არსებობს, ამიტომ გაუგებარია, რომელ ენაზე გაეცნო ს------ ჩ-------ი დაკავების ოქმს. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ს------ ჩ-------ს მისთვის გასაგებ ენაზე არ განმარტებია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 174-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები და არ გადასცემია დაკავების ოქმი, რის გამოც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 175-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მოსამართლე ვალდებული იყო დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინა იგი.
ს------ ჩ-------ის როგორც პირადი ჩხრეკა, ასევე სასტუმრო „------------ში“ არსებული მისი საცხოვრებელი ოთახის ჩხრეკა ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით. არცერთი ჩხრეკის ოქმი თარგმნილი არ არის რუსულად და ს------ ჩ-------ს არ ჩაბარებია ამ ოქმების ტექსტის რუსული თარგმანი. ამასთან, ჩხრეკის ოქმებში დაწვრილებით არ არის აღწერილი ამოღებული ნივთები, რითაც დარღვეულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-6 ნაწილის დანაწესი. ჩხრეკის შედეგად ამოღებულ მწებავ ლენტზე და კუპიურებზე ს------ ჩ-------ის ხელის კვალის არსებობა არ დადგენილა, ბრალდების მხარეს არ დაუნიშნავს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზა მათზე ს------ ჩ-------ის ბიოლოგიური მასალის აღმოსაჩენად.
3.2. სააპელაციო პალატის სხდომაზე, საქმის განხილვაში მონაწილე სახელმწიფო ბრალმდებლებმა ლ---- მურვანიძემ და ა----------–---–მა მხარი დაუჭირეს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–--- დ---–-–---–ის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს ს------ ჩ-------ის დამნაშავედ ცნობა ბრალდების ყველა ეპიზოდში, ხოლო მსჯავრდებულმა ს------ ჩ-------მა, ასევე მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მ----–-- კ-------მა და ა-–---------- ნ--------მ ითხოვეს მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული განაჩენის უცვლ--–-დ დატოვების დასაბუთება:
4.1. სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–--- დ---–-–---–ის, ასევე მსჯავრდებულ ს------ ჩ-------ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების _ მ----–-- კ--------ს და ა-–---------- ნ--------ს სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლ--–-დ, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.1.1. 2018 წლის 12-13 მარტს შპს „--–-- კ-------ს“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან და 2018 წლის 13-14 მარტს ლ--- კ-----–---ს კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის თაღლითურად დაუფლების ეპიზოდები.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პ------–ი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას და არგუმენტებს აღნიშნულ ეპიზოდებში ს------ ჩ-------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ს------ ჩ-------ის მიერ 2018 წლის 12 მარტს და 13 მარტს შპს „--–-- კ-------ს“ და 2018 წლის 13 მარტს და 14 მარტს ლ--- კ-----–---ს კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თანხის დაუფლების ფაქტები, კერძოდ:
მოწმე დ----- ვ--–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შპს „--–-----------ში“ თრეიდერად. მის მოვალეობაში შედის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან შემოსული თანხების მეთვალყურეობა. ქ--------–- აღნიშნულ კ-------ას აქვს სწრაფი ჩარიცხვის ათი აპარატი, რომლებიც ჩართულია „------“ ქსელში. 2018 წლის 11 მარტს, 2---------------–- მდებარე აპარატში დაფიქსირდა თანხის დანაკლისი _ გადარიცხვების მიხედვით, უფრო მეტი თანხა უნდა ყოფილიყო მასში. აპარატი გარედან დაზიანებული არ იყო. იმის დასადგენად, ხომ არ ჰქონდა ადგილი პროგრამულ ხარვეზს, მიმართეს „------“, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასეთი ხარვეზი არ ფიქსირდებოდა. თანხის ჩარიცხვის დროის მიხედვით გადაამოწმეს ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომლებშიც ჩანდა მამაკაცი, რომელიც აპარატზე გარკვეული მანიპულაციებით, თითქოსდა, რიცხავდა თანხას აპარატში, მაგრამ ფულის კუპიურას საბოლოოდ მასში არ ათავსებდა. მამაკაცის სახე ვიდეოჩანაწერში კარგად არ ჩანდა. ასეთი მანიპულაციით ამ პირმა 2018 წლის 11 მარტს 200 ლარი ჩარიცხა მობილური ტელეფონის ნომერზე, 300 ლარი კი რომელიღაც რუსულ საიტზე. მისი ეს მოქმედებები გაგრძელდა 12 და 13 მარტსაც, როდესაც 1500-1500 ლარი გადაირიცხა რუსულ საიტზე. აპარატი, რომელზეც თანხის დანაკლისი ფიქსირდებოდა, მათი კ-------ის ოფისის წინ მდებარეობს. აღნიშნული ფაქტებიდან რამდენიმე დღეში, 15-16 მარტს, თანამშრომელთან ერთად იდგა ოფისის გარეთ ქუჩაში, რა დროსაც აპარატთან დაინახა მამაკაცი _ ბრალდებული ს------ ჩ-------ი, რომელიც აპარატთან რაღაცებს აკეთებდა. დააკვირდნენ მას, რადგან ეჭვი შეეპარათ, ხომ არ იყო ის პირი, რომელიც მათ თანხებს ითვისებდა აპარატიდან, მაგრამ ამ უკანასკნელმა, თითქოს, იგრძნო დაკვირვება, მოუბრუნდა მათ, უთხრა ყურადღებას მიფანტავთო და მოსთხოვა მოშორებით გასულიყვნენ. ვინაიდან, მისი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს, იგი წავიდა, ისე, რომ იმ დღეს ჩარიცხვა არ განუხორციელებია.
მოწმე ა-------- მ----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შპს „--–-----------ს“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსად. კ-------ა ქ.ბათუმის ტერიტორიაზე ფლობს „------“ ქსელში ჩართულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს. 2018 წლის 11 მარტს, 2-------- №---ში მდებარე აპარატის ინკასაციისას აღმოაჩინეს 500 ლარის დანაკლისი. ტრანზაქციების ამონაწერებით ირკვეოდა, რომ ამ თანხიდან 300 ლარი ჩარიცხული იყო რომელიღაც რუსულ საიტზე, 200 ლარი კი „---–----ს“ ქსელში ჩართული მობილური ტელეფონის ნომერზე. აპარატი დაზიანებული არ იყო და „-----დან“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, არც პროგრამული ხარვეზი ფიქსირდებოდა. 2018 წლის 12 მარტს და 13 მარტს იმავე რუსულ საიტზე ისევ იყო გადარიცხული 1500-1500 ლარი, თუმცა სწრაფი ჩარიცხვის აპარატში ეს თანხა არ აღმოჩნდა. გადაამოწმეს აპარატთან დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომლებშიც ტრანზაქციების ამონაწერებში დაფიქსირებულ დროს ჩანს ვიღაც პიროვნება, რომელიც დგას აპარატთან, მერე მიდის და ისევ უკან ბრუნდება. ჩანაწერებში არ ჩანს მისი სახე, ამიტომ ჩანაწერი პირის იდენტიფიცირების საშუალებას არ იძლევა, თუმცა საეჭვო ტრანზაქციების დროს სულ ერთი და იგივე ადამიანი მოქმედებს.
დაზარალებულ ლ--- კ-----–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ფლობს „------“ ქსელში ჩართულ ერთ ცალ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს, რომელიც განთავსებულია ქ--------–-, ა----–-----–-- ქ.№2---ში. მობილურ ტელეფონში ჩატვირთული აპლ---ციის მეშვეობით მას ჰქონდა ყოველწუთიერი წვდომა ინფორმაციაზე, თუ სად და რა რაოდენობის თანხა ირიცხებოდა მისი აპარატიდან. 2018 წლის 13 მარტს, ინკასაციისას აღმოაჩინა, რომ გადარიცხული იყო უფრო მეტი თანხა, აპარატში კი აღმოჩნდა 500 ლარით ნაკლები. აღნიშნული თანხა გადარიცხული იყო რუსულ საიტზე, რომლის სახელწოდება, როგორც ახსოვს, იყო „---- მ-------ი“. როდესაც „-----ში“ დარეკა, განუცხადეს, რომ პროგრამულ ხარვეზს ადგილი არ ჰქონდა. მეორე დღეს, 14 მარტს ისევ 500 ლარი ჩამოეჭრა მის ანგარიშს და გადაირიცხა იმავე „---- მ-------ზე“, თუმცა არც ეს თანხა აღმოჩნდა აპარატში. შესაბამისად, აღნიშნულის შედეგად განიცადა 1000 ლარის ზიანი, რომელიც ამ ეტაპზე ანაზღაურებული არაა. დაზარალებულის განმარტებით, ინკასაციას ყოველთვის თვითონ აკეთებდა, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გასაღები მხოლოდ მას ჰქონდა და არასდროს გადაუცია სხვისთვის. ადრე არასდროს დაფიქსირებულა აპარატში თანხის დანაკლისი.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმიდან და მასზე თანდართული ფოტოსურათებიდან ირკვევა, რომ 2018 წლის 21 მარტს, მსჯავრდებულ ს------ ჩ-------ის, მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ-------- მ----–--ის, თარჯიმნის _ თ----- კ----ის და ექსპერტ ე------ ჭ-----–--ის მონაწილეობით, გამომძიებელ თ----- შ----ის მიერ ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ს------ ჩ-------მა მიუთითა ის ადგილები და აჩვენა სწრაფი ჩარიცხვის აპარატები (მათ შორის, ქ--------–-, 2----------------–- განთავსებული შპს „--–-----------ს“ კუთვნილი და ქ--------–-, ა----–-----–-- ქ------ში განთავსებული ლ--- კ-----–---ს კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატები), საიდანაც ახორციელებდა ტრანზაქციებს.
ქ--------–-, 2----------------–- განთავსებული შპს „--–-----------ს“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ამონაწერითა და მისი დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 12 მარტს, დაახლოებით 00:56 საათზე, 21:28 საათზე და 22:56 საათზე, ქ--------–-, 2----------------–- მდებარე შპს „--–-----------ს“ კუთვნილი, „--------------–----ის“ ქსელში ჩართული სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან 500-500, სულ 1500 ლარი გადაირიცხა „----------------”-ის №7---------- ანგარიშზე. 2018 წლის 13 მარტს, დაახლოებით 00:47 საათზე, 01:19 საათზე და 02:13 საათზე, იმავე სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან 500-500, სულ 1500 ლარი ჩაირიცხა „----------------”-ის №7---------- ანგარიშზე.
პ------–ი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ იქნა შპს „--–-----------დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც დაფიქსირებულია ქ--------–-, 2-------- ქ.№----ს მიმდებარე ტერიტორია. კადრში ჩანს პიროვნება, რომელიც მიდის ქვეითად მოსიარულეთა ბილიკზე განთავსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან და ახორციელებს რაღაც ქმედებებს, ასევე ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში ჩანს ორი პიროვნება, რომლებიც მიდიან სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან და რაღაც მოქმედებებს ახორციელებენ, თუმცა აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებზე ასახული ადამიანების სახეების გარჩევა შეუძლებელია.
ქ--------–-, ა----–-----–-- ქ------ში მდებარე ლ--- კ-----–---ს კუთვნილი, „--------------–----ის“ ქსელში ჩართული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ამონაწერითა და მისი დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ--------–-, ა----–-----–-- ქ------ში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან 2018 წლის 13 მარტს, დაახლოებით 19:51 საათზე, 500 ლარი გადაირიცხა „----------------”-ის №7---------- ანგარიშზე. 2018 წლის 14 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, იმავე აპარატიდან 500 ლარი გადაირიცხა „----------------”-ის №7---------- ანგარიშზე.
სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ--------–-, ა----–-----–-- ქ------ში განთავსებულ ლ--- კ-----–---ს კუთვნილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს ვიზუალურად რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა.
სააპელაციო პალატა იზიარებს პ------–ი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ არის საკმარისი 2018 წლის 12 მარტს და 13 მარტს შპს „--–-----------ს“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან, ასევე 2018 წლის 13 მარტს და 14 მარტს ლ--- კ-----–---ს კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის მოტყუებით დაუფლების ეპიზოდებში ს------ ჩ-------ის დამნაშავედ ცნობისათვის, კერძოდ:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 26--ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს” და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ /El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia/ 13.12.2012).
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა ს------ ჩ-------ის მიერ 2018 წლის 12 მარტს და 13 მარტს შპს „--–-----------ს“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან და 2018 წლის 13 მარტს და 14 მარტს ლ--- კ-----–---ს კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტები.
პ------– რიგში, პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია რაიმე სახის ინფორმაცია „----------------”-ის №7---------- ანგარიშთან დაკავშირებით. შესაბამისად, დადგენილი არ არის ვის სახელზეა იგი რეგისტრირებული, ვის ერიცხებოდა თანხები აღნიშნულ ანგარიშზე სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან და ვინ სარგებლობდა ამ თანხებით.
სასამართლოში დაკითხული მოწმეების _ დ----- ვ--–---ის და ა-------- მ----------ის ჩვენებებით დასტურდება ის გარემოება, რომ ქ--------–-, 2----------------–- განთავსებული შპს „--–-----------ს“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან 2018 წლის 12 მარტს და 13 მარტს რუსულ საიტზე გადაირიცხა 1500-1500 ლარი, რაც აპარატში არ აღმოჩნდა, ხოლო დაზარალებულ ლ--- კ-----–---ს ჩვენებით _ ის გარემოება, რომ 2018 წლის 13 მარტს და 14 მარტს, ქ--------–-, ა----–-----–-- ქ------ში განთავსებული მისი კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან რუსულ საიტზე გადაირიცხა 500-500 ლარი, რაც აპარატში არ აღმოჩნდა, მაგრამ არცერთი მათგანი არ არის უშუალოდ დანაშაულის ფაქტის თვითმხილველი და მათი ჩვენებები არ შეიცავს სარწმუნო ინფორმაციას დანაშაულის ჩამდენი პირის შესახებ.
პ------–ი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლი პ------–ი ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნდა მოწმე ჯ------- ქ-------ის გამოკითხვის ოქმი, რომელიც, სააპელაციო პალატის შეფასებით, არ წარმოადგენს დანაშაულის ზემოაღნიშნულ ეპიზოდებში ს------ ჩ-------ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებას, ვინაიდან, მასში არაფერია ნათქვამი ს------ ჩ-------ის მიერ შპს „--–-----------ს“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის დაუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ლ--- კ-----–---ს ეპიზოდს, გამოკითხვისას მოწმემ მიუთითა, რომ 2018 წლის 13 მარტს და 14 მარტს, საღამოს საათებში, იმყოფებოდა დ----- ა----–-----–-- ქუჩაზე, კვლევითი ინსტიტუტის გვერდით არსებულ ავტოსამრეცხაოზე, რა დროსაც ს------ ჩ-------ი გადავიდა გზის მეორე მხარეს, სადაც იდგა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, მაგრამ აღნიშნულ აპარატზე განახორციელა თუ არა მან თანხის ჩარიცხვა, მისთვის უცნობია. მისივე განმარტებით, მისთვის უცნობია თუ რას აკეთებდა ს------ ჩ-------ი სწრაფი ჩარიცხვის აპარატებთან, რამდენჯერმე დააინტერესა და თვითონაც მივიდა აპარატთან, მაგრამ ს------მ უთხრა, რომ გვერდით გასულიყო და არ ეყურებინა. იგივე უნდა ითქვას ჯ------- ქ-------ის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზეც, რომლის თანახმად, ჯ------- ქ-------ემ მიუთითა ქ--------–-, 2-------- №----ში და ა----–-----–-- ქ.№2---ში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატებზე, რომლებთანაც მისი განმარტებით, მიიყვანა ს------ ჩ-------ი, თუმცა მას არ განუმარტავს აღნიშნულ აპარატებთან მისვლის შემდეგ რა მოიმოქმედა ს------ ჩ-------მა და განახორციელა თუ არა რაიმე ტრანზაქცია. ამასთან, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ჯ------- ქ-------ეს არ მიუთითებია კონკრეტული თარიღი, თუ როდის იყო ს------ ჩ-------ი მისული ქ--------–-, 2-------- №----ში განთავსებულ შპს „--–-----------ს“ კუთვნილ აპარატთან. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ს------ ჩ-------ს ბრალად ედებოდა შპს „--–-- კ-------ს“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან 2018 წლის 11 მარტს თანხის მოტყუებით დაუფლებაც (რაშიც იგი ცნობილია კიდეც დამნაშავედ), სააპელაციო პალატა იზიარებს პ------–ი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ შპს „--–-- კ-------ს“ კუთვნილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან ს------ ჩ-------ის მისვლა, რაზეც მიუთითა ჯ------- ქ-------ემ საგამოძიებო ექსპერიმენტისას, შესაძლოა, უკავშირდებოდეს სწორედ 2018 წლის 11 მარტს ჩადენილი თაღლითობის ფაქტს.
რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ კიდევ ერთ მტკიცებულებას _ შპს შპს „--–-----------დან“ გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებს, როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ ჩანაწერებზე ადამიანის სახის გარჩევა და, შესაბამისად, მასზე აღბეჭდილი პირის ამოცნობა შეუძლებელია.
სხვა რაიმე მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა დანაშაულის ამ ეპიზოდებში ს------ ჩ-------ის ბრალეულობა, საქმეში არ არსებობს.
თავად ბრალდებულმა ს------ ჩ-------მა, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას უარყო გამოძიების ეტაპზე მიცემული აღიარებითი ჩვენება, თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და ითხოვა გამართლება, რის გამოც მის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია ქ--------–-, 2-------- №----ში და ა----–-----–-- ქ.№2---ში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატებზე ტრანზაქციების განხორციელებისა და თანხის დაუფლების შესახებ, ვერ იქნება გამოყენებული მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რადგან მასზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის პ------– ნაწილში, რომლის თანახმად, თუ ბრალდებული წინააღმდეგია, სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე მის მიერ გამოძიების დროს მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯარო წაკითხვა და მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება 2018 წლის 12-13 მარტს შპს „--–-----------ს“ და 2018 წლის 13-14 მარტს ლ--- კ-----–---ს კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თანხის დაუფლების ეპიზოდებში ს------ ჩ-------ის მსჯავრდების საფუძველი, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ამდენად, არ არსებობს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–--- დ---–-–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და ს------ ჩ-------ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის საფუძველი.
4.1.2. ს------ ჩ-------ის მიერ ი----- ბ----–--ის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან 2018 წლის 18 მარტს თანხის მოტყუებით დაუფლების და 2018 წლის 19 მარტს თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ეპიზოდები.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას აღნიშნულ ეპიზოდებში ს------ ჩ-------ის ბრალეულობის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმე ჯ------- ქ-------ის გამოკითხვის ოქმით (რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე) დადგენილია, რომ იგი მუშაობს კ-------ა შპს „-------–ში“ ტაქსის მძღოლად. ს------ ჩ-------ი გაიცნო ქ--------–-, 2018 წლის მარტის თვეში, როდესაც მას, როგორც კლიენტს, მოემსახურა თავისი ავტომანქანით. მან უთხრა, რომ ჩამოსული იყო რუსეთის ფედერაციიდან და მოელაპარაკა, რომ ყოველდღე გამოიძახებდა, რაშიც გადაუხდიდა 150 ლარს, რაზეც დათანხმდა. ამის შემდეგ ს------ ჩ-------ი ყოველდღე უკავშირდებოდა და იგი დაჰყავდა სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის, მიჰყავდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატებთან, ელოდებოდა და უკან მოჰყავდა. ს------ ჩ-------ი სამჯერ მიიყვანა ქ--------–-, ჭ-------ის ქუჩაზე, „--–---ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც იგი სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან მიდიოდა. ასევე ორჯერ მიიყვანა ჭ-------ის ქუჩაზე არსებულ „------ კ--------თან“, სადაც ს------ ასევე ჩასარიცხ აპარატთან რაღაცას აკეთებდა, თუმცა რას, არ დაკვირვებია. აღნიშნულ პერიოდში ს------მ უთხრა, რომ ლიმიტირებული ბარათი ჰქონდა და ყოველდღე თანხას ვერ ხსნიდა ბანკომატიდან, რის გამოც თუ დარეგისტრირებული იყო „----------ზე“, თანხას მას ჩაურიცხავდა და მისი მეშვეობით გამოიტანდა. ვინაიდან, თვითონ იმ დროისთვის არ იყო დარეგისტრირებული „----------ზე“, ს------ ჩ-------ს უთხრა თავისი შვილის, ლ---- ქ-------ის „-----------ს“ ანგარიშის სახელწოდება _ „-----–-------“ და კოდი _ 1------, რომელზეც ს------მ ჭ-------ის ქუჩაზე არსებული ჩასარიცხი აპარატიდან ჩაურიცხა ჯერ 500 ლარი და რამდენიმე საათში 300 ლარი, მთლიანობაში 800 ლარი. შემდეგ ერთად წავიდნენ ლანჩხუთში, სადაც მისი შვილი, ლ---- ქ-------ე ცხოვრობს და გამოართვეს მის ანგარიშზე დარიცხული 800 ლარი. ამის შემდეგ თავადაც დარეგისტრირდა „----------ზე“ სახელით „------1---“, ხოლო კოდი იყო 1------. აღნიშნული კოდი და სახელწოდება ს------ ჩ-------მა დაიწერა ქაღალდის ნაგლეჯზე, რომელიც ჯიბეში შეინახა, რადგან ჩასარიცხ აპარატთან როდესაც მივიდოდა, ამ კოდზე ახდენდა თანხის ჩარიცხვას, მაგრამ როგორ აკეთებდა ამას, მისთვის უცნობია. 2018 წლის 13 მარტს და 14 მარტს, საღამოს საათებში, იმყოფებოდა დ----- ა----–-----–-- ქუჩაზე, კვლევითი ინსტიტუტის გვერდით არსებულ ავტოსამრეცხაოზე, რა დროსაც ს------ ჩ-------ი გადავიდა გზის მეორე მხარეს, სადაც იდგა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, მაგრამ აღნიშნულ აპარატზე განახორციელა თუ არა მან თანხის ჩარიცხვა, მისთვის უცნობია. 2018 წლის 18 მარტს, დაახლოებით 22:10 საათზე, ს------ ჩ-------ი მიიყვანა დ----- ა----–-----–-- ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან, რა დროსაც ს------მ მისი „-----------ს“ ანგარიშზე ჩარიცხა 800 ლარი, შემდეგ მივიდნენ ა----–-----–-- ქუჩაზე არსებულ „ლ-------- ბანკის“ ბანკომატთან, საიდანაც მოხსნა 750 ლარი და კვლავ დაბრუნდნენ სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს------ მივიდა ზემოაღნიშნულ ჩასარიცხ აპარატთან და ისევ 800 ლარი ჩარიცხა მის სახელზე გახსნილ „-----------ს“ ანგარიშზე, რომელიც ისევ ა----–-----–-- ქუჩაზე მდებარე „ლ-------- ბანკის“ ბანკომატიდან მოხსნა და წავიდნენ სახლებში. მეორე დღეს, 2018 წლის 19 მარტს, ს------ ჩ-------მა დ----- ა----–-----–-- ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ იმავე ჩასარიცხ აპარატთან მიყვანა სთხოვა, მანქანა ა----–-----–-- ქ.№26-თან გააჩერებინა და წავიდა, მაგრამ საით, არ დაუნახავს. დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ელოდა მას, მაგრამ უკან აღარ დაბრუნებულა, რის გამოც წამოვიდა იქედან და ქ--------–-, დ-----------------------–ის ქ.№6--ში მდებარე სასტუმრო „--------ში“ მივიდა, სადაც ს------ ჩ-------ი ცხოვრობდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ იგი იქაც არ მისულა. მოწმე ჯ------- ქ-------ის განმარტებით, მან „-----------დან“ ორჯერ გამოიტანა თანხა _ 1000 ლარი და 1700 ლარი, რაც მისცა ს------ ჩ-------ს. „ლ-------- ბანკის“ ბანკომატიდან კი ორჯერ გამოიტანა 750-750 ლარი და აღნიშნული თანხაც ს------ს მისცა, რადგან მისი ჩარიცხული იყო. მისმა შვილმა, ლ---- ქ-------ემ „ლ-------- ბანკის“ ბანკომატიდან მოხსნა 780 ლარი ლანჩხუთში და მისცა ს------ს. მისთვის ცნობილია, რომ ს------ ჩ-------მა რუსეთში გადარიცხა ფულადი თანხა, მაგრამ რამდენი და ვის გადაურიცხა, არ იცის. მისთვის უცნობია რას აკეთებდა ს------ ჩ-------ი სწრაფი ჩარიცხვის აპარატებთან, რამდენჯერმე დააინტერესა და თვითონაც მივიდა აპარატთან, მაგრამ ს------მ უთხრა, რომ გვერდით გასულიყო და არ ეყურებინა.
დაზარალებულ ი----- ბ----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ ფლობს სავალუტო ჯიხურებს, ასევე სწრაფი ჩარიცხვის ორ აპარატს, რომლებიც ჩართულია „------“ ქსელში. აპარატები განთავსებულია ქ--------–-, ა----–-----–-- ქუჩაზე. 2018 წლის 18 მარტს ჩაატარა ინკასაცია _ აქვს მეხსიერების ბარათზე ჩაწერილი სპეციალური პროგრამა, რომელსაც აერთებს აპარატზე, შეჰყავს კოდი და გამოდის ჩეკი, რომელზეც ნაჩვენებია წინა კასაციიდან ბოლო ინკასაციამდე აპარატში ჩარიცხული თანხები, ასევე დაწვრილებითი ინფორმაცია ჩარიცხვის დროის, ჩარიცხული კუპიურების და მონეტების ზუსტი რაოდენობის მითითებით. ქვითარში, რომელიც 2018 წლის 18 მარტს განხორციელებული ინკასაციის შედეგად ამოიბეჭდა, ჩარიცხულად ნაჩვენები იყო ბევრად მეტი თანხა, ვიდრე აღმოჩნდა აპარატში. გარეგანი დაზიანება აპარატს არ აღენიშნებოდა. ქვითრის მიხედვით, 800-800 ლარი იყო ჩარიცხული „-----------ს“ ანგარიშზე, სახელწოდებით „--–--- - 1---“. მან ქვითარში მითითებული საათების მიხედვით გადაამოწმა აპარატთან დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერები და ნახა, რომ 2018 წლის 18 მარტს, საღამოს, დაახლოებით 10 საათზე, აპარატთან მიდის ვიღაც მამაკაცი, იღებს პატარა ფურცელს, ქურთუკის ჯიბიდან ორ ცალ კუპიურას და მათი მეშვეობით ახორციელებს კონკრეტულ მანიპულაციას _ კუპიურებს ხან ერთად, ხან ცალკ-ცალკე აცურებს აპარატში, შემდეგ უკან გამოაქვს და ასე იმეორებს რამდენჯერმე. ოპერაციის დასრულების შემდეგ შესაბამის ღილაკზე თითის დაჭერით ითხოვს ქვითარს, რომელსაც იდებს ჯიბეში, ისევე როგორც, იმ ორ ცალ კუპიურას, რომლის მეშვეობითაც ახორციელებდა მანიპულაციებს. ორივე გადარიცხვის დროს ერთი და იგივე მამაკაცი ერთი და იგივე ხერხით ახორციელებს თანხის აპარატში, ვითომდა, ჩარიცხვას. დაზარალებულ ი----- ბ----–--ის განმარტებით, ვიდეო-ჩანაწერების ნახვის შემდეგ მიმართა პოლიციას და მოითხოვა რეაგირება, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. მომხდარის გამო იფიქრა, რომ, შესაძლო იყო, იმ მამაკაცს იგივე განეხორციელებინა მეორე დღესაც, ამიტომ გადაწყვიტა მეგობართან _ ა-–------ ც-–--–--ესთან ერთად ღამის საათებში ედარაჯა აპარატთან. მართლაც, მომდევნო ღამით, 2018 წლის 19 მარტს, ის და ა-–------ ც-–--–--ე აპარატიდან დაახლოებით 60-70 მეტრის მანძილზე გაჩერდნენ ავტომანქანით და აკვირდებოდნენ აპარატთან მიმსვლელებს. 9 საათიდან 11 საათამდე დროის მონაკვეთში დაინახეს აპარატისაკენ მიმავალი მამაკაცი, რომელიც ვიზუალურად და ჩაცმულობით ძალიან ჰგავდა ვიდეოჩანაწერებში ნანახ პიროვნებას, ამიტომ გაჰყვნენ მას უკან. მამაკაცი მივიდა აპარატთან და, ვინაიდან, საკმაოდ ახლოს მიჰყვებოდნენ უკან, კარგად ხედავდნენ მის ხელში კუპიურას, რომელზეც დაწებებული იყო ლენტი. აღნიშნულ კუპიურას ეს პირი ათავსებდა აპარატში, შემდეგ კი ლენტის საშუალებით ქაჩავდა და უკანვე იღებდა. მას მაქსიმალურად მიუახლოვდნენ და დაინახეს ეკრანზე გამოტანილი „-----------ს“ ფანჯარა, რომელზეც მითითებული იყო ე.წ. ნიკ–ნეიმი „--–--- - 1---“. გადაწყვიტეს ხელი შეეშალათ მისთვის და აღარ მიეცათ ოპერაციის დასრულებისა და სასურველ ანგარიშზე კიდევ მეტი თანხის გადარიცხვის საშუალება, რის გამოც მოჰკიდეს ხელი და მოაშორეს აპარატს. ამ დროს ის გახდა აგრესიული და ცდილობდა დასხლტომოდა მათ ხელიდან. დაახლოებით 1-2 წუთს გაგრძელდა კამათი და ხმაური, რაც გაიგონეს მახლობლად ჩავლილმა პოლიციელებმა და მივიდნენ მათთან. როდესაც აუხსნეს რაშიც იყო საქმე, პოლიციის თანამშრომლებმა ჩაატარეს ყველა შესაბამისი მოქმედება. მათ მიერ შეჩერებული პირი აღმოჩნდა ს------ ჩ-------ი. მალე შემთხვევის ადგილზე მივიდა გამომძიებელი ექსპერტებთან და თარჯიმანთან ერთად, რომელიც ყველაფერს უთარგმნიდა ს------ ჩ-------ს. ამ უკანასკნელს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოუღეს ის კუპიურა, რომელსაც მწებავი ლენტი ჰქონდა დამაგრებული. დაზარალებულის განმარტებით, ყოველდღიურად სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ინკასაციას მხოლოდ თვითონ ახდენდა, გასაღები არასდროს გადაუცია სხვისთვის, არასდროს ყოფილა შემთხვევა, პროგრამა დაზიანებულიყო და ამას გამოეწვია თანხის დაკარგვა. ყველა სხვა შემთხვევაში ყველა ჩარიცხვა სახეზე იყო და აპარატი გამართულად ფუნქციონირებდა. მისთვის მიყენებული ზიანი სულ შეადგენს 1600 ლარს, რომელიც ანაზღაურებული არ აქვს.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება მოწმე ა-–------ ც-–--–--ის ჩვენებით.
მოწმის სახით დაკითხული შსს ბ--------------–-----------------–ოს პოლიციის პ------–ი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, მ------ ს-------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 19 მარტს, შუადღის საათებში, განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ქ--------–-, ა----–-----–-- ქ.№2---ში მდებარე, ი----- ბ----–--ის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. საღამოს საათებში, ის და მისი მეწყვილე მ------ შ----ე ახდენდნენ შემოვლას სამოქმედო ტერიტორიაზე, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ იმ ობიექტებს, სადაც განთავსებული იყო სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, მათ შორის, ი----- ბ----–--ის კუთვნილი აპარატი. სწორედ ამ აპარატთან, დაახლოებით ღამის 23 საათზე, დაინახეს სამი პირი, რომლებიც რაღაცას საუბრობდნენ. როდესაც მივიდნენ მათთან, ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა ი----- ბ----–--ე, მეორე ა-–------ ც-–--–--ე, ხოლო მესამე ბრალდებული ს------ ჩ-------ი. მ------ ბ----–--ემ განუმარტათ, რომ მან და ა-–------ ც-–--–--ემ დაინახეს როგორ განახორციელა ს------ ჩ-------მა სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან 100 ლარიანი კუპიურის გამოყენებით, რომელსაც დაწებებული ჰქონდა მწებავი ლენტი, თანხის ვითომ ჩარიცხვა, რა დროსაც რამდენჯერმე შეაცურა და გამოაცურა კუპიურა ლენტის საშუალებით. ეკრანზე გამოტანილი იყო ფანჯარა, სახელწოდებით „--–--- - 1---“. მ------ შ----ემ დარეკა პოლიციის განყოფილებაში და შეატყობინა მომხდარის თაობაზე. დაახლოებით 15-20 წუთში ადგილზე მივიდა გამომძიებელი ე--------- ა------–--- რუსული ენის თარჯიმანთან და ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად. ს------ ჩ-------ს გაეცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო პირადი ჩხრეკის ჩატარების თაობაზე, რაზეც მან წერილობით განაცხადა თანხმობა და ამის შემდეგ ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც მისი შარვლის და ქურთუკის ჯიბეებიდან ამოღებული იქნა საფულე, მობილური ტელეფონი, 10 ლარიანი და 50 ლარიანი კუპიურები და 100 ლარიანი კუპიურა, რომელზეც დაწებებული იყო მწებავი ლენტი. ს------ ჩ-------ს რაიმე პრეტენზია ჩხრეკის მიმდინარეობასთან ან მის შედეგებთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს და ხელი მოაწერა ჩხრეკის ოქმს.
მოწმის სახით დაკითხული შსს ბ--------------–-----------------–ოს პოლიციის პ------–ი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, მ------ შ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 19 მარტს, შუადღის საათებში, საქალაქო სამმართველოს პ------– განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმად, ქ--------–-, ა----–-----–-- ქუჩაზე მდებარე ი----- ბ----–--ის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ხდებოდა თანხის თაღლითურად დაუფლება. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. თანამშრომლებმა ხელმძღვანელობისაგან მიიღეს დავალება, რომ ყურადღება მიექციათ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატებისთვის, განსაკუთრებით ი----- ბ----–--ის კუთვნილი აპარატისთვის, სადაც უკვე დაფიქსირებული იყო თანხის უკანონოდ დაუფლების ფაქტი. იმავე დღეს, დაახლოებით 23 საათზე, როდესაც მ------ ს-------–-–---–თან ერთად ახორციელებდა ტერიტორიის შემოვლას, ი----- ბ----–--ის აპარატის მახლობლად დაინახეს სამი ადამიანი, რომლებიც ხმამაღლა ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და მაშინვე მივიდნენ მათთან. ამ სამი პიროვნებიდან ერთ-ერთი აღმოჩნდა თავად ი----- ბ----–--ე, მეორე ა-–------ ც-–--–--ე, ხოლო მესამე, რომელიც რუსულ ენაზე საუბრობდა _ ს------ ჩ-------ი. ი----- ბ----–--ემ განუმარტათ, რომ სწორედ ეს პირი ეუფლებოდა თაღლითურად ფულს მისი აპარატიდან, რომ მან და ა-–------ ც-–--–--ემ საკუთარი თვალით დაინახეს როგორ ახდენდა ს------ ჩ-------ი აპარატში ვითომ თანხის ჩარიცხვას, კერძოდ, იგი 100 ლარიან კუპიურას, რომელსაც დაწებებული ჰქონდა მწებავი ლენტი, რამდენჯერმე აცურებდა აპარატში და უკან გამოჰქონდა ლენტის საშუალებით. ეკრანზე გამოტანილი იყო ფანჯარა, სახელწოდებით „--–--- - 1---“. იგივე დაადასტურა ა-–------ ც-–--–--ემაც. მ------ შ----ის განმარტებით, მან მაშინვე დარეკა პოლიციის განყოფილებაში და აცნობა მომხდარის შესახებ, ს------ ჩ-------ს კი რუსულად განუმარტა, რომ საჭირო იყო დალოდებოდნენ პოლიციის თანამშრომლების მისვლას. ამ უკანასკნელს უარი არ უთქვამს და პირად საუბარში აღიარა, რომ ნამდვილად უკანონოდ ეუფლებოდა აპარატიდან ფულად თანხას. დაახლოებით 20 წუთში ადგილზე მივიდა გამოძიებელი თარჯიმანთან და ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად. გამომძიებელმა თარჯიმნის მეშვეობით გააცნო ს------ ჩ-------ს დადგენილება პირადი ჩხრეკის ჩატარების თაობაზე, რაზეც მან წერილობით განაცხადა თანხმობა. პირადი ჩხრეკის შედეგად ს------ ჩ-------ის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა 10 ლარიანი კუპიურა, 50 ლარიანი კუპიურა, 100 ლარიანი კუპიურა მასზე დაწებებული მწევავი ლენტით, პატარა ფურცელი, რომელზეც ეწერა ინტერნეტ მისამართი „--–--- - 1---“ და რაღაც ციფრები, სავარაუდოდ კოდი, ხოლო ქურთუკის ჯიბიდან _ საფულე, მობილური ტელეფონი და ცხვირსახოცი.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ-კრიმინალისტის, მ------ მ--------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 19-20 მარტის ღამეს, პოლიციის პ------–ი განყოფილებიდან საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში შესული გამოძახების საფუძველზე, კ------- დ------სთან ერთად გავიდა ქ--------–-, ა----–-----–-- ქ.№---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დახვდნენ გამომძიებელი ე--------- ა------–--- და პოლიციის სხვა თანამშრომლები, ასევე ბრალდებული ს------ ჩ-------ი. გამომძიებელმა აცნობათ, რომ უნდა ჩაეტარებინა ს------ ჩ-------ის პირადი ჩხრეკა და ღამის თორმეტი საათის შემდეგ დაიწყო აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, რომელსაც პოლიციის ორი თანამშრომელი აწარმოებდა, ხოლო გამომძიებელი ადგენდა ოქმს. ჩხრეკაში მონაწილეობდა რუსული ენის მცოდნე თარჯიმანი, რომელიც ყველაფერს უთარგმნიდა ს------ ჩ-------ს. პირადი ჩხრეკისას ამ უკანასკნელისგან ამოღებული იქნა საფულე, მობილური ტელეფონი, 10 ლარიანი და 50 ლარიანი კუპიურები, ასევე 100 ლარიანი კუპიურა ზედ დამაგრებული მწებავი ლენტით, ე.წ. სკოჩით. ექსპერტების მიერ დასურათებული იქნა ჩხრეკის პროცესი და დაილუქა ამოღებული ნივთები. ჩხრეკის ოქმს და ლუქებს ხელი მოაწერა საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილემ, მათ შორის, ს------ ჩ-------მა, რომელსაც რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს და წინააღმდეგობა არ გაუწევია.
მოწმის სახით დაკითხული შსს ბ--------------–-----------------–ოს პოლიციის პ------–ი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, ე--------- ა------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 19 მარტს, განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ქ--------–-, ა----–-----–-- ქუჩაზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. იმავე დღეს, ღამის საათებში, განყოფილებაში ისევ შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმად, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მფლობელ ი----- ბ----–--ეს შეჩერებული ჰყავდა პიროვნება, რომელიც ცდილობდა მისი აპარატიდან თანხის დაუფლებას. შეტყობინების თანახმად, აღნიშნული პირი საუბრობდა რუსულად, რის გამოც გამოიძახა თარჯიმანი და მასთან და ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად გავიდა შეტყობინებაში მითითებულ ადგილზე. აპარატთან შეჩერებული პირი აღმოჩნდა ს------ ჩ-------ი, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც სხვა ნივთებთან ერთად მისგან ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი, 100 ლარიანი კუპიურა, მასზე დაწებებული მწებავი ლენტით, ასევე ფურცლის ნაგლეჯი, წარწერით _ „--–--- 1---“ და კოდით. მოწმის განმარტებით, ჩხრეკის ოქმი შეადგინა ადგილზე, ხოლო ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაასურათეს ჩხრეკის მიმდინარეობა. ს------ ჩ-------ს პრეტენზია არაფერზე გამოუთქვამს და ხელი მოაწერა ჩხრეკის ოქმს.
მოწმის სახით დაკითხული უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ი-----–- წ--–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის მარტის თვეში მონაწილეობა მიიღო ქ--------–-, დ-----------------------–ის ქ.№6--ში მდებარე სასტუმრო „---------ის“ ერთი-ერთი ნომრის ჩხრეკაში, რომელშიც დროებით ცხოვრობდა ს------ ჩ-------ი. ჩხრეკაში ასევე მონაწილეობდნენ თავად ს------ ჩ-------ი, რუსული ენის თარჯიმანი, ექსპერტ-კრიმინალისტები და სასტუმროს მენეჯერი ქალბატონი. ჩხრეკის შედეგად კარადაში მოთავსებული პოლიეთილენის პარკიდან ამოღებული იქნა ბლოკნოტი, სხვადასხვა ჩანაწერებით, 44 ცალი სიმბარათი, 6 ცალი პლასტიკური ბარათი, მწებავი ლენტი, ე.წ. „ლეიკოპლასტი“, ასევე ე.წ. „სკოჩი“, სახაზავი და 200 ლარიანი კუპიურა მასზე დამაგრებული შავი ფერის თხელი ლენტით. ს------ ჩ-------ს თარჯიმანი სრულად უთარგმნიდა საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობას და იგი თავისი თვალით ხედავდა ჩხრეკის პროცესს, რასთან დაკავშირებითაც რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ-კრიმინალისტის, ე------ ჯ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 20 მარტს პოლიციის პ------–ი განყოფილებიდან გამოიძახეს ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად. იგი ა-----– ა---–---თან ერთად მივიდა გამოძახების ადგილას _ სასტუმრო „---------ში“, სადაც დახვდნენ გამომძიებელი ე--------- ა------–---, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, რომლის გვარი არ ახსოვს, თარჯიმანი ქალბატონი, სასტუმროს მენეჯერი ქალბატონი და თავად ს------ ჩ-------ი. ჩხრეკა ჩატარდა სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში, სადაც ეს უკანასკნელი ცხოვრობდა დროებით. ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა 200 ლარიანი კუპიურა, რომელზეც დაწებებული იყო შავი ლენტი, ტელეფონის ბარათები, ბანკის პლასტიკური ბარათები, ე.წ. სტიკერები და „სკოჩი“. ექსპერტების მიერ დასურათებული იქნა ჩხრეკის მიმდინარეობა და დაილუქა ამოღებული ნივთები. ს------ ჩ-------ს თარჯიმნის მიერ ეთარგმნებოდა ყველაფერი და მას ჩხრეკის შედეგებთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა და იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე ა-----– ა---–---მა.
მოწმე ნ-------–- წ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის მარტის თვეში მუშაობდა სასტუმრო „---------ის“ მენეჯერად. მათ სასტუმროში იქირავა ოთახი ს------ ჩ-------მა, რომელიც ნაცნობმა ტაქსის მძღოლმა მიიყვანა. მეოთხე დღეს იგი პოლიციის თანამშრომლებთან და ექსპერტებთან ერთად მივიდა სასტუმროში. როგორც გამომძიებელმა აუხსნა, მის სასტუმრო ნომერში უნდა ჩაეტარებინათ ჩხრეკა, რაზეც თანხმობა განუცხადა და თავადაც ესწრებოდა ჩხრეკის პროცესს. ჩხრეკის შედეგად პოლიციის თანამშრომლებმა სხვა ნივთებთან ერთად ამოიღეს სიმბარათები, შავ ლენტზე დაწებებული 200 ლარიანი კუპიურა და დანისმაგვარი პატარა მჭრელი ნივთი. ჩხრეკას ესწრებოდა თარჯიმანი ქალბატონი, რომელიც ყველაფერს რუსულად უთარგმნიდა ს------ ჩ-------ს, ხოლო ექსპერტ-კრიმინალისტები იღებდნენ სურათებს. ამოღებული ნივთები იქვე დაილუქა პოლიეთილენის პარკებში და ყველა მონაწილემ ხელი მოაწერა ლუქებზე. ს------ ჩ-------ს ბორკილები არ ედო, იგი თავისუფლად მოძრაობდა და რაიმე პრეტენზიას არ გამოთქვამდა.
პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ შსს ბ--------------–-----------------–ოს პოლიციის პ------–ი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, ე--------- ა------–--ის მიერ ს------ ჩ-------ს პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა 2018 წლის 20 მარტს, 00:15 საათზე, ქ--------–-, დ----- ა----–-----–-- ქ.№---ში მდებარე სავაჭრო ცენტრ „---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების _ მ------ შ----ისა და მ------ ს-------–-–---–ის, ექსპერტ-კრიმინალისტების _ მ------ მ--------ს, კ------- დ------ს და თარჯიმნის, ლ--–- გ-------–--ის მონაწილეობით. პირადი ჩხრეკის შედეგად ს------ ჩ-------ის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ერთი 10 ლარიანი კუპიურა; ერთი 50 ლარიანი კუპიურა; ერთი 100 ლარიანი კუპიურა, მასზე დაწებებული გამჭვირვალე მწებავი ლენტით; ქაღალდის ნაგლეჯი, წარწერით _ 1------, „--–----1---“, ხოლო ქურთუკის შიდა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა საფულე, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი და ცხვირსახოცი. ამოღებული ნივთები დაილუქა ექსპერტების მიერ. ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირის მიერ, რომელთა მხრიდან რაიმე შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება არ დაფიქსირებულა.
სასტუმროს ნომრის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ქ--------–-, თ------------–ის ქუჩა №6--ში მდებარე სასტუმრო „---------ში“, ს------ ჩ-------ის დროებით საცხოვრებელ №8 ოთახში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, კარადაში არსებული შავი ფერის პოლიეთილენის პარკიდან ამოღებული იქნა ბლოკნოტი, რომელშიც მოთავსებული იყო 200 ლარიანი კუპიურა, რომელზეც დამაგრებული იყო შავი ფერის ნაჭრის ლენტი, ასევე 44 ცალი ტელეფონის სიმ ბარათი, ექვსი ცალი სხვადასხვა ბანკის პლასტიკური ბარათები, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ორი ცალი პატარა ზომის მწებავი ლენტი, ე.წ. „სკოჩი“, ე.წ, „სანტავიკები“, სახაზავი და ქაღალდის ეტიკეტები. ამოღებული ნივთები დაილუქა ორ პაკეტად. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება არ დაფიქსირებულა. ჩხრეკის ოქმი ხელმოწერილია ჩხრეკაში მონაწილე ყველა პირის მიერ.
ონლაინ კაზინო „-----------დან“ გამოთხოვილი ინფორმაციით დადგენილია, რომ ჯ------- ქ-------ის სახელზე გახსნილი ანგარიშის ნომერია _ 1------, მომხმარებლის ნიკი _ „--–--- - 1---“, ხოლო ლ---- ქ-------ის სახელზე გახსნილი ანგარიშის ნომერია _ 1------, მომხმარებლის სახელი _ „-----–-------“.
ქ--------–-, ა----–-----–-- ქუჩა №2---ში მდებარე ი----- ბ----–--ის კუთვნილი, „--------------–----ის“ ქსელში ჩართული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ჩარიცხვების ამონაწერითა და მისი დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 18 მარტს, დაახლოებით 22:07 საათზე და 23:32 საათზე, ჩარიცხულია 800-800 ლარი, სულ 1600 ლარი „-----------ს“ ანგარიშზე, რომლის ნომერია 1------.
საქმეში წარმოდგენილი, ქ--------–-, ა----–-----–-- ქ.№---ში მდებარე შპს „------ს“ სავალუტო ჯიხურის ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერებითა და მათი დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ აღიშნულ ჩანაწერებზე დაფიქსირებულია ს------ ჩ-------ი, რომელიც 2018 წლის 18 მარტს, დაახლოებით 22:07 საათზე და 23:32 საათზე მიდის ამავე მისამართზე განთავსებულ, ი----- ბ----–--ის კუთვნილ „--------------–----ის“ ქსელში ჩართულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან. იგი აპარატში შეაცურებს კუპიურას, თუმცა არ უშვებს მას ხელს და უკან იღებს. მეორე ხელში ასევე უჭირავს კუპიურა და ამ ორი ცალ კუპიურას მონაცველობით დებს აპარატში, თუმცა არცერთს არ უშვებს ხელს და არ აძლევს აპარატში ბოლომდე შესვლის საშუალებას, იღებს უკან და ამ მანიპულაციას ახორციელებს რამდენჯერმე. საბოლოოდ ორივე კუპიურას ისევ ჯიბეში იდებს, აპარატიდან იღებს ქვითარს და მიდის.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია ბრალდების ამ ეპიზოდებში ს------ ჩ-------ის უდანაშაულობის თაობაზე უსაფუძვლოა, ვინაიდან, სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ჯ------- ქ-------ის გამოკითხვის ოქმი (რომელმაც დაადასტურა, რომ ონლაინ კაზინო „----------ში“ ს------ ჩ-------ის თხოვნით გახსნა ანგარიში, რომელზეც ეს უკანასკნელი რიცხავდა სხვადასხვა ოდენობის თანხებს ქ--------–- მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან, რომლებიც გამოჰქონდა და ს------ ჩ-------ს აძლევდა); ი----- ბ----–--ის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ჩარიცხვების ამონაწერი და ონლაინ კაზინო „-----------დან“ გამოთხოვილი ინფორმაციით (რომლებითაც დადგენილია, რომ 2018 წლის 18 მარტს, დაახლოებით 22:07 საათზე და 23:32 საათზე, ი----- ბ----–--ის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან 1600 ლარი არის გადარიცხული „----------ში“ ჯ------- ქ-------ის ანგარიშზე); დაზარალებულ ი----- ბ----–--ის ჩვენება (რომლითაც დადგენილია, რომ მისი კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან 2018 წლის 18 მარტს, „----------ში“ ჯ------- ქ-------ის ანგარიშზე გადარიცხული 1600 ლარი არ აღმოჩნდა აპარატში, ხოლო 2018 წლის 19 მარტს ამავე აპარატთან წაასწრო ს------ ჩ-------ი, რომელიც ცდილობდა იმავე ანგარიშზე თანხის გადარიცხვას მის ხელთ არსებული კუპიურის გამოყენებით, რომელსაც ათავსებდა აპარატში, შემდეგ კი მასზე დაწებებული ლენტის საშუალებით ქაჩავდა და უკანვე იღებდა); მოწმე ა-–------ ც-–--–--ის ჩვენება (რომელმაც დაადასტურა, რომ დაზარალებულ ი----- ბ----–--ესთან ერთად შეესწრო როგორ ცდილობდა ს------ ჩ-------ი ი----- ბ----–--ის კუთნილი აპარატიდან თანხის გადარიცხვას „----------ში“, მის ხელთ არსებული კუპიურით მანიპულაციის გზით); მოწმეების _ მ------ ს-------–-–---–ის, მ------ შ----ის, მ------ მ--------სა და ე--------- ა------–--ის ჩვენებები (რომლებმაც დაადასტურეს, რომ ქ--------–-, ა----–-----–-- ქუჩა №2---ში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მფლობელ ი----- ბ----–--ეს შეჩერებული ჰყავდა პიროვნება _ ს------ ჩ-------ი, რომელიც ცდილობდა მისი აპარატიდან „-----------ს“ ანგარიშზე თანხის გადარიცხვას); პირადი ჩხრეკის ოქმი (რომლითაც დადგენილია, რომ პირადი ჩხრეკის შედეგად ს------ ჩ-------ისგან ამოღებული იქნა ერთი ცალი 100 ლარიანი კუპიურა, რომელზეც დაწებებული იყო გამჭვირვალე მწებავი ლენტი და ქაღალდის ნაგლეჯი, რომელზეც ეწერა ონლაინ კაზინო „----------ში“ ჯ------- ქ-------ის სახელზე გახსნილი ანგარიშის ნომერი), შპს „------ს“ სავალუტო ჯიხურის ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერები (რომლებზეც ასახულია ს------ ჩ-------ის ქმედებები ი----- ბ----–--ის კუთვნილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან, რა დროსაც მან აღნიშნულ აპარატში რამდენჯერმე შეაცურა კუპიურა, თუმცა არ გაუშვა ხელი, არ მისცა აპარატში ბოლომდე შესვლის საშუალება და უკანვე გამოიღო) საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, საკმარისია ი----- ბ----–--ის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან 2018 წლის 18 მარტს თანხის მოტყუებით დაუფლებისა და 2018 წლის 19 მარტს ასეთის მცდელობის ეპიზოდებში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ს------ ჩ-------ის დამნაშავედ ცნობისათვის.
4.1.3. 2018 წლის 11 მარტს შპს „--–-- კ-------ს“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის მოტყუებით დაუფლების ეპიზოდი.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ს------ ჩ-------ის მიერ 2018 წლის 11 მარტს შპს „--–-- კ-------ს“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან 200 ლარის მოტყუებით დაუფლების ფაქტი, რაშიც იგი დამნაშავედაა ცნობილი გასაჩივრებული განაჩენით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტითაა დადასტურებული ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რის გამოც დაცვის მხარის მოთხოვნა აღნიშნულ ეპიზოდში მისი უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე უსაფუძვლოა, კერძოდ:
მოწმე დ----- ვ--–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შპს „--–-----------ში“ თრეიდერად. ქ--------–- აღნიშნულ კ-------ას აქვს სწრაფი ჩარიცხვის ათი აპარატი, რომლებიც ჩართულია „------“ ქსელში. 2018 წლის 11 მარტს, 2---------------–- მდებარე აპარატში დაფიქსირდა თანხის დანაკლისი, თუმცა აპარატი გარედან დაზიანებული არ იყო. თანხის ჩარიცხვის დროის მიხედვით გადაამოწმეს ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომლებშიც ჩანდა მამაკაცი, რომელიც აპარატზე გარკვეული მანიპულაციებით, თითქოსდა, რიცხავდა თანხას აპარატში, მაგრამ ფულის კუპიურას საბოლოოდ მასში არ ათავსებდა. მამაკაცის სახე ვიდეოჩანაწერში კარგად არ ჩანდა. ასეთი მანიპულაციით ამ პირმა 2018 წლის 11 მარტს 200 ლარი ჩარიცხა მობილური ტელეფონის ნომერზე, 300 ლარი კი რომელიღაც რუსულ საიტზე. რამდენიმე დღის შემდეგ, 15-16 მარტს, თანამშრომელთან ერთად იდგა ოფისის გარეთ ქუჩაში, რა დროსაც აპარატთან დაინახა მამაკაცი _ ბრალდებული ს------ ჩ-------ი, რომელიც აპარატთან რაღაცებს აკეთებდა. დააკვირდნენ მას, რადგან ეჭვი შეეპარათ, ხომ არ იყო ის პირი, რომელიც შპს „--–-----------ს“ თანხების ითვისებდა აპარატიდან, მაგრამ ამ უკანასკნელმა, თითქოს, იგრძნო დაკვირვება, მოუბრუნდა მათ, უთხრა ყურადღებას მიფანტავთო და მოსთხოვა მოშორებით გასულიყვნენ. ვინაიდან, მისი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს, იგი წავიდა, ისე, რომ იმ დღეს ჩარიცხვა არ განუხორციელებია.
მოწმე ა-------- მ----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შპს „--–-----------ს“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსად. კ-------ა ქ.ბათუმის ტერიტორიაზე ფლობს „------“ ქსელში ჩართულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს. 2018 წლის 11 მარტს, 2-------- №---ში მდებარე აპარატის ინკასაციისას აღმოაჩინეს 500 ლარის დანაკლისი. ტრანზაქციების ამონაწერებით ირკვეოდა, რომ ამ თანხიდან 300 ლარი ჩარიცხული იყო რომელიღაც რუსულ საიტზე, 200 ლარი კი „---–----ს“ ქსელში ჩართული მობილური ტელეფონის ნომერზე. აპარატი დაზიანებული არ იყო და „-----დან“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, არც პროგრამული ხარვეზი ფიქსირდებოდა. გადაამოწმეს აპარატთან დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომლებშიც ტრანზაქციების ამონაწერებში დაფიქსირებულ დროს ჩანს ვიღაც პიროვნება, რომელიც დგას აპარატთან, მერე მიდის და ისევ უკან ბრუნდება. ჩანაწერებში არ ჩანს მისი სახე, ამიტომ ჩანაწერი პირის იდენტიფიცირების საშუალებას არ იძლევა, თუმცა საეჭვო ტრანზაქციების დროს სულ ერთი და იგივე ადამიანი მოქმედებს.
მოწმის სახით დაკითხული შსს ბ--------------–-----------------–ოს პოლიციის პ------–ი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, ე--------- ა------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 19 მარტს, ღამის საათებში, განყოფილებაში შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ქ--------–-, ა----–-----–-- ქუჩაზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მფლობელ ი----- ბ----–--ეს შეჩერებული ჰყავდა პიროვნება, რომელიც ცდილობდა მისი აპარატიდან თანხის დაუფლებას. ეს პიროვნება აღმოჩნდა ს------ ჩ-------ი, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც სხვა ნივთებთან ერთად მისგან ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი.
ს------ ჩ-------ის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 20 მარტს, 00:15 საათზე, ქ--------–-, დ----- ა----–-----–-- ქ.№---ში მდებარე სავაჭრო ცენტრ „---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული პირადი ჩხრეკის დროს, სხვა ნივთებთან ერთად, ს------ ჩ-------ის ქურთუკის შიდა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი.
ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა ს------ ჩ-------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები, მათ შორის, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ჩართული იქნა გამომძიებლის მიერ და აღნიშნული ტელეფონიდან განხორციელდა საკონტროლო ზარი ნომერზე _ 5--------, რომელზეც დაფიქსირდა შემავალი ზარი ნომრით _ 5--------,ქ--------–-, 2-------- №----ში განთავსებული შპს „--–---კ-------ს“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ამონაწერით დადგენილია, რომ 2018 წლის 11 მარტს, დაახლოებით 23:29 საათზე, ქ--------–-, 2----------------–- მდებარე შპს „--–-----------ს“ კუთვნილი, „--------------–----ის“ ქსელში ჩართული სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან „---–----ს“ ქსელში ჩართულ ტელეფონის ნომერზე _ 5--------- გადაირიცხა 200 ლარი.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია ბრალდების ამ ეპიზოდში ს------ ჩ-------ის უდანაშაულობის თაობაზე უსაფუძვლოა, ვინაიდან, შპს „--–---კ-------ს“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ამონაწერი, ს------ ჩ-------ის პირადი ჩხრეკის ოქმი და ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი (რომლებითაც უტყუარად დასტურდება, რომ ს------ ჩ-------მა 2018 წლის 11 მარტს, ღამის საათებში, ქ--------–-, 2----------------–- განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან 200 ლარი გადარიცხა „---–----ს“ ქსელში ჩართულ იმ მობილური ტელეფონის ნომერზე, რომელიც მისი პირადი ჩხრეკის დროს იქნა ამოღებული); მოწმის სახით დაკითხული შპს „--–-----------ს“ თანამშრომლების _ დ----- ვ--–---ის და ა-------- მ----------ის ჩვენებები (რომლებმაც დაადასტურეს, რომ აღნიშნული თანხა დანაკლისის სახით ფიქსირდებოდა აპარატში), საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის, შპს „------დან“ გამოთხოვილ ვიდეო-ჩანაწერთან (რომელზეც ასახულია თუ რა მანიპულაციით ახდენდა ს------ ჩ-------ი სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან თანხის დაუფლებას) ერთად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ს------ ჩ-------ის მიერ 2018 წლის 11 მარტს, ღამის საათებში, შპს „--–-----------ს“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან 200 ლარის ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტს.
4.1.4. გ------- ტ----ის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის მოტყუებით დაუფლების ეპიზოდი:
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ------- ტ----ის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის მოტყუებით დაუფლების ეპიზოდში ს------ ჩ-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება უტყუარადაა დადასტურებული გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რის გამოც დაცვის მხარის მოთხოვნა მისი უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე უსაფუძვლოა, კერძოდ:
დაზარალებულ გ------- ტ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ფლობს „------“ ქსელში ჩართულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს. 2018 წლის 16 მარტს, საღამოს საათებში, ქ--------–-, ჭ----------------ში მდებარე აპარატზე ჩაირიცხა 300 ლარი „-----------ს“ ანგარიშის ნომერზე, შესაბამისად, პირად ანგარიშზე დააკლდა ეს თანხა, თუმცა ინკასაციისას აღმოაჩინა, რომ თანხა აპარატში არ იყო. აპარატს რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა და არც პროგრამული ხარვეზი ფიქსირდებოდა. მან ამობეჭდა თანხის ჩარიცხვის ქვითრები, სადაც ასახული იყო ტრანზაქციები და მიმართა პოლიციას, თუმცა ზიანი დღემდე არ ანაზღაურებია.
მოწმე ჯ------- ქ-------ის გამოკითხვის ოქმით (რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე) დადგენილია, რომ იგი მუშაობს კ-------ა შპს „-------–ში“ ტაქსის მძღოლად. ს------ ჩ-------ი გაიცნო ქ--------–-, 2018 წლის მარტის თვეში, როდესაც მას, როგორც კლიენტს, მოემსახურა თავის ავტომანქანით. ამის შემდეგ ს------ ჩ-------ი ყოველდღე უკავშირდებოდა და იგი დაჰყავდა სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის, მიჰყავდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატებთან, ელოდებოდა და უკან მოჰყავდა. აღნიშნულ პერიოდში ს------მ უთხრა, რომ ლიმიტირებული ბარათი ჰქონდა და ყოველდღე თანხას ვერ ხსნიდა ბანკომატიდან, რის გამოც თუ დარეგისტრირებული იყო „----------ზე“, თანხას მას ჩაურიცხავდა. ვინაიდან, თვითონ იმ დროისთვის არ იყო დარეგისტრირებული „----------ზე“, ს------ ჩ-------ს უთხრა თავისი შვილის _ ლ---- ქ-------ის „-----------ს“ ანგარიშის სახელწოდება _ „-----–-------“ და კოდი _ 1------, რომელზეც ს------მ ჭ-------ის ქუჩაზე არსებული ჩასარიცხი აპარატიდან ჩაურიცხა ჯერ 500 ლარი და რამდენიმე საათში 300 ლარი, მთლიანობაში 800 ლარი. შემდეგ ერთად წავიდნენ ლანჩხუთში, სადაც მისი შვილი, ლ---- ქ-------ე ცხოვრობს და გამოართვეს მის ანგარიშზე დარიცხული თანხა.
მოწმე ლ---- ქ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის მარტის თვეში, 16 ან 18 მარტს, ტელეფონზე დაუკავშირდა მამამისი ჯ------- ქ-------ე, რომელმაც უთხრა, რომ მისი „-----------ს“ ანგარიშზე სურდა თანხის ჩარიცხვა და კოდი ჰკითხა. მანაც უკარნახა ანგარიშის ნომერი _ 1------ და ე.წ. ნიკი _ „-----–----------. რამდენიმე საათში ისევ დაუკავშირდა მამამისი და განუცხადა, რომ მის ანგარიშზე ჩარიცხული იყო 800 ლარი და გამოეტანა. მანაც ლანჩხუთში მდებარე „ლ-------- ბანკის“ ბანკომატიდან მოხსნა 780 ლარი. იმავე დღეს ლანჩხუთში ჩააკითხა ჯ------- ქ-------ემ რუსი ეროვნების მამაკაცთან ერთად, რომელიც გაეცნო ს------ ჩ-------ის სახელით. ბანკომატიდან გამოტანილი თანხა გადასცეს ს------ ჩ-------ს, საიდანაც ამ უკანასკნელმა 150 ლარი მას აჩუქა.
ქ--------–-, ჭ-------ის ქუჩა №---–- მდებარე გ------- ტ----ის კუთვნილი, „--------------–----ის“ ქსელში ჩართული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ამონაწერით დადგენილია, რომ 2018 წლის 16 მარტს, დაახლოებით 18:50 საათზე, აღნიშნული აპარატიდან 300 ლარი გადაირიცხა ონლაინ კაზინო „-----------ს“ №------- ანგარიშზე.
ონლაინ კაზინო „-----------დან“ გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, რომ ლ---- ქ-------ის სახელზე გახსნილი ანგარიშის ნომერია _ 1------, მომხმარებლის სახელი _ ბაბილონი 12“. ლ---- ქ-------ის სახელზე გახსნილ „-----------ს“ ანგარიშზე 2018 წლის 16 მარტს, „-----დან“ 18 საათსა და 18 წუთზე ჩაირიცხა ფულადი თანხა 500 ლარის ოდენობით და 18 საათსა და 51 წუთზე _ ფულადი თანხა 300 ლარის ოდენობით.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულ გ------- ტ----ის და მოწმე ლ---- ქ-------ის ჩვენებებით, მოწმე ჯ------- ქ-------ისა გამოკითხვის ოქმით, „--------------–----ის“ ქსელში ჩართული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ამონაწერით და ლ---- ქ-------ის სახელზე გახსნილი ანგარიშის შესახებ ონლაინ კაზინო „-----------დან“ გამოთხოვილი ინფორმაციით, უტყუარად დასტურდება ს------ ჩ-------ის მიერ 2018 წლის 16 მარტს, ღამის საათებში, გ------- ტ----ის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან 300 ლარის ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტი.
4.1.5. ჟ--–---- ჟ--–--ის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის მოტუებით დაუფლების ეპიზოდი.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას აღნიშნულ ეპიზოდში ს------ ჩ-------ის ბრალეულობის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულ ჟ--–---- ჟ--–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ქ.ბათუმის ტერიტორიაზე ფლობს „------“ ქსელში ჩართულ სწრაფი ჩარიცხვის შვიდ აპარატს, რომლებით განხორციელებული ყველა ტრანზაქციის შესახებ ინფორმაციას იღებს მობილურ ტელეფონზე სმს-ის სახით. პირად საბანკო ანგარიშზე წინასწარ ათავსებს თანხას, შესაბამისად, ტრანზაქციის განხორციელებისას მის პირად ანგარიშზე არსებული თანხიდან ხდება გადარიცხვა, მომხმარებლის მიერ ჩარიცხული თანხა კი გროვდება აპარატში. 2018 წლის 17 მარტს, საღამოს საათებში, მობილურ ტელეფონზე მიიღო ინფორმაცია „-----------ს“ ანგარიშზე 900 ლარის ჩარიცხვის შესახებ, რის შემდეგაც დაახლოებით ერთ საათში კიდევ 1000 ლარი გადაირიცხა იმავე ანგარიშზე. ამ დროს უკვე გავრცელებული იყო ხმები ქალაქში განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტებზე, ამიტომ დაეჭვდა ერთბაშად ასეთი დიდი მოცულობის თანხის გადარიცხვის გამო და მეუღლესთან, რ----–-- ა--–--ესთან ერთად წავიდა აპარატის შესამოწმებლად, რა დროსაც აპარატში თანხა არ აღმოჩნდა. რაიმე დაზიანება აპარატს არ ეტყობოდა და არც პროგრამული ხარვეზი ფიქსირდებოდა. ინკასაციას ყოველდღიურად ახორციელებდნენ თვითონ ან მისი მეუღლე. აპარატის გასაღები არასდროს არავისთვის უთხოვებიათ და არც დაუკარგავთ. აღნიშნული ფაქტის შედეგად მიადგა 1900 ლარის ოდენობით ზიანი, რომელიც არ აქვს ანაზღაურებული.
მოწმე რ----–-- ა--–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს სს „-----ში“ ტექნიკოსად და ამოწმებს ქსელში ჩართული სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ტექნიკურ გამართულობას. ყოველ დილით ტექნიკოსების ჯგუფი გადის და ამოწმებს ქალაქში დამონტაჟებულ ყველა აპარატს. „------“ ქსელში ჩართულია მისი მეუღლის, ჟ--–---- ჟ--–--ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიც. მას ჩარიცხული აქვს პირად საბანკო ანგარიშზე გარკვეული ოდენობის თანხა და როდესაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატში მომხმარებელი რიცხავს თანხას, ეს თანხა მისი პირადი ანგარიშიდან ირიცხება შესაბამის ანგარიშზე, სანაცვლოდ კი აპარატში გროვდება მომხმარებლის მიერ ჩარიცხული თანხა, რომელსაც იღებენ და ასწორებენ ანგარიშს. 2018 წლის მარტის თვეში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მფლობელებისთვის ცნობილი გახდა, რომ ვიღაც პიროვნება სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან თაღლითურად ეუფლებოდა ფულს. 2018 წლის 17 მარტს, ქ--------–-, ჭ----------------ში განთავსებული, მისი მეუღლის კუთვნილი აპარატიდან მოხდა 900 ლარის გადარიცხვა „-----------ს“ ანგარიშზე და ცოტა ხანში კიდევ 1000 ლარი ჩაირიცხა იმავე ანგარიშზე. მან და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, იყო თუ არა ჩარიცხული თანხა აპარატში. როდესაც მივიდნენ და გახსნეს აპარატი, იქ თანხა არ აღმოჩნდა. მოწმის განმარტებით, არც მანამდე და არც შემდეგ მსგავსი ფაქტი არასდროს მომხდარა. პროგრამული ხარვეზის არსებობა გამორიცხულია, რადგან აპარატები ყოველდღიურად მოწმდება და ნებისმიერ ხარვეზს პროგრამა თავად აჩვენებს, ხოლო აპარატის გასაღებთან წვდომა მათ გარდა არავის ჰქონია.
მოწმე ჯ------- ქ-------ის გამოკითხვის ოქმით (რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე) დადგენილია, რომ იგი ს------ ჩ-------ის თხოვნით დარეგისტრირდა „-----------ს“ მომხმარებლად, სახელით „--–----1---“, კოდი _ 1------. აღნიშნული სახელწოდება და კოდი ს------ ჩ-------მა დაიწერა ქაღალდის ნაგლეჯზე და შეინახა. ამის შემდეგ იგი ამ ანგარიშზე რიცხავდა თანხას სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან, მაგრამ როგორ აკეთებდა ამას, მისთვის უცნობია.
ს------ ჩ-------ის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 20 მარტს, 00:15 საათზე, ქ--------–-, დ----- ა----–-----–-- ქ.№---ში მდებარე სავაჭრო ცენტრ „---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად მისი შარვლის ჯიბიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი 100 ლარიანი კუპიურა, მასზე დაწებებული გამჭვირვალე მწებავი ლენტით და ქაღალდის ნაგლეჯი, წარწერით _ 1------, „--–----1---“.
ჩხრეკის ოქმში მითითებული გარემოებები სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს ჩხრეკის ჩამტარებელმა დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ე--------- ა------–---მ, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებმა _ მ------ შ----ემ და მ------ ს-------–-–---–მა, ექსპერტმა მ------ მ-------ემ, დაზარალებულმა ი----- ბ----–--ემ და შემთხვევის ადგილზე მასთან ერთად მყოფმა ა-–------ ც-–--–--ემ, რომლებიც უყურებდნენ ჩხრეკის პროცესს და ამასთან, დაინახეს ს------ ჩ-------ის მიერ სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე მანიპულაციის განხორციელებისას აპარატის მონიტორზე გამოტანილი „-----------ს“ ფანჯარა, რომელზეც მითითებული იყო ანგარიშის სახელწოდება _ „--–--- - 1---“.
ონლაინ კაზინო „-----------დან“ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ჯ------- ქ-------ის სახელზე გახსნილი ანგარიშის ნომერია _ 1------, ხოლო მომხმარებლის ნიკი _ „--–--- - 1---“. ჯ------- ქ-------ის სახელზე გახსნილ „-----------ს“ აღნიშნულ ანგარიშზე 2018 წლის 17 მარტს, „-----დან“ გადარიცხულია 900 ლარი და 1000 ლარი, ე.ი. სულ 1900 ლარი.
ქ--------–-, ჭ----------------ში მდებარე ჟ--–---- ჟ--–--ის კუთვნილი, „--------------–----ის“ ქსელში ჩართული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ამონაწერის თანახმად, აღნიშნული აპარატიდან 2018 წლის 17 მარტს, დაახლოებით 22:10 საათზე და 23:52 საათზე, 1900 ლარი გადარიცხული იქნა ონლაინ კაზინო „-----------ს“ №1------ ანგარიშზე.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია ბრალდების ამ ეპიზოდში მსჯავრდებულ ს------ ჩ-------ის უდანაშაულობის თაობაზე უსაფუძვლოა, რადგან მის მიერ 2018 წლის 17 მარტს, ღამის საათებში, ჟ--–---- ჟ--–--ის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან 1900 ლარის ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტი უტყუარად დასტურდება: ჯ------- ქ-------ის გამოკითხვის ოქმით, რომლის თანახმად, იგი ს------ ჩ-------ის თხოვნით დარეგისტრირდა ონლაინ კაზინო „-----------ს“ მომხმარებლად, რომლის ანგარიშის ნომერი და სახელწოდება ფურცელზე ჩაიწერა ს------ ჩ-------მა, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი აღნიშნულ ანგარიშზე რიცხავდა თანხებს; ს------ ჩ-------ის პირადი ჩხრეკის ოქმით, რომლითაც დადგენილია, რომ მისი შარვლის ჯიბიდან ამოღებული იქნა ფურცლის ნაგლეჯი, რომელზეც ჩაწერილი იყო „----------ში“ ჯ------- ქ-------ის სახელზე გახსნილი ანგარიშის ნომერი და სახელწოდება; ჟ--–---- ჟ--–--ის კუთვნილი, „--------------–----ის“ ქსელში ჩართული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ამონაწერით, რომლის თანახმად, აღნიშნული აპარატიდან 2018 წლის 17 მარტს, ღამის საათებში, 1900 ლარი გადარიცხულია ონლაინ კაზინო „----------ში“ ჯ------- ქ-------ის სახელზე გახსნილ ანგარიშზე; ონლაინ კაზინო „-----------დან“ გამოთხოვილი ინფორმაციით, რომლის მიხედვით, ჯ------- ქ-------ის ანგარიშზე 2018 წლის 17 მარტს, „-----დან“ გადარიცხულია 900 ლარი და 1000 ლარი; დაზარალებულ ჟ--–---- ჟ--–--ის და მოწმე რ----–-- ა--–--ის ჩვენებებით, რომლებითაც დადგენილია, რომ 2018 წლის 17 მარტს, ჟ--–---- ჟ--–--ის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან „-----------ს“ ანგარიშზე ჩარიცხული ზემოაღნიშნული 1900 ლარი აპარატში არ აღმოჩნდა.
4.1.6. ლ---- ბ-----ის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის მოტყუებით დაუფლების ეპიზოდი:
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და არგუმენტებს აღნიშნულ ეპიზოდში ს------ ჩ-------ის ბრალეულობის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულ ლ---- ბ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ფლობს სწრაფი ჩარიცხვის ექვს აპარატს. 2018 წლის 18 მარტს ერთ-ერთი აპარატიდან 2500 ლარი გადაირიცხა რომელიღაც ანგარიშზე, თუმცა ეს თანხა აპარატში შეტანილი არ აღმოჩნდა. აპარატი გარედან დაზიანებული არ იყო და არც პროგრამული ხარვეზი ფიქსირდებოდა. მსგავსი დანაკლისი არც მანამდე და არც შემდეგ არ აღმოუჩენია. მისი აპარატების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებდა ნათესავი ა-----– კ----ე, რომელსაც ჰქონდა გასაღები და მხოლოდ ის აწარმოებდა თანხის ინკასაციას.
მოწმე ა-----– კ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ლ---- ბ-----ეს ეხმარებოდა აპარატების ტექნიკური გამართულობის შემოწმებასა და ინკასაციაში. 2018 წლის 18 მარტს, ქ--------–-, გ------–---–---------–- მდებარე აპარატის ინკასაციისას აღმოაჩინა თანხის დანაკლისი. ჩარიცხვების მიხედვით, უფრო მეტი თანხა უნდა ყოფილიყო აპარატში, მაგრამ 2500 ლარი არსად ჩანდა. ჩარიცხვის ქვითრების თანახმად, „-----------ს“ ანგარიშზე, სახელწოდებით _ „--–----1---“ სამ ეტაპად, კერძოდ, ჯერ 900, შემდეგ კი 800-800 ლარი იყო გადარიცხული. მსგავსი რამ ადრე არ მომხდარა, აპარატი დაზიანებული არ იყო და არც პროგრამული ხარვეზი ფიქსირდებოდა. გასაღები მხოლოდ თვითონ ჰქონდა, არ დაუკარგავს და სხვისთვის არ გადაუცია. მომხდარი ფაქტის გამო მან პროგრამის ისტორიიდან ამობეჭდა ქვითრები და მიმართა პოლიციას.
მოწმე ჯ------- ქ-------ის გამოკითხვის ოქმით (რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე) დადგენილია, რომ იგი ს------ ჩ-------ის თხოვნით დარეგისტრირდა „-----------ს“ მომხმარებლად, სახელით „--–----1---“, კოდი - 1------. აღნიშნული სახელწოდება და კოდი ს------ ჩ-------მა დაიწერა ქაღალდის ნაგლეჯზე და შეინახა. ამის შემდეგ იგი ამ ანგარიშზე რიცხავდა თანხას სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან, მაგრამ როგორ აკეთებდა ამას, მისთვის უცნობია.
ს------ ჩ-------ის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 20 მარტს, 00:15 საათზე, ქ--------–-, დ----- ა----–-----–-- ქ.№---ში მდებარე სავაჭრო ცენტრ „---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად მისი შარვლის ჯიბიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი 100 ლარიანი კუპიურა, მასზე დაწებებული გამჭვირვალე მწებავი ლენტით და ქაღალდის ნაგლეჯი, წარწერით _ 1------, „--–----1---“.
ჩხრეკის ოქმში მითითებული გარემოებები სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს ჩხრეკის ჩამტარებელმა დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ე--------- ა------–---მ, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებმა _ მ------ შ----ემ და მ------ ს-------–-–---–მა, ექსპერტმა მ------ მ-------ემ, დაზარალებულმა ი----- ბ----–--ემ და შემთხვევის ადგილზე მასთან ერთად მყოფმა ა-–------ ც-–--–--ემ, რომლებიც უყურებდნენ ჩხრეკის პროცესს და ამასთან, დაინახეს ს------ ჩ-------ის მიერ სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე მანიპულაციის განხორციელებისას აპარატის მონიტორზე გამოტანილი „-----------ს“ ფანჯარა, რომელზეც მითითებული იყო ანგარიშის სახელწოდება _ „--–--- - 1---“.
ონლაინ კაზინო „-----------დან“ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ჯ------- ქ-------ის სახელზე გახსნილი ანგარიშის ნომერია _ 1------, ხოლო მომხმარებლის ნიკი _ „--–--- - 1---“. ჯ------- ქ-------ის სახელზე გახსნილ „-----------ს“ აღნიშნულ ანგარიშზე 2018 წლის 18 მარტს, „-----დან“ გადარიცხულია 800-800 ლარი და 900 ლარი, ე.ი. სულ 2500 ლარი.
ქ--------–-, გ------–---–---------–- მდებარე, ლ---- ბ-----ის კუთვნილი, „--------------–----ის“ ქსელში ჩართული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ამონაწერის თანახმად, აღნიშნული აპარატიდან 2018 წლის 18 მარტს, დაახლოებით 20:29 საათზე, 20:54 საათზე და 23:55 საათზე, 2500 ლარი გადარიცხულია ონლაინ კაზინო „-----------ს“ №1------ ანგარიშზე.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის პოზიცია ბრალდების ამ ეპიზოდში მსჯავრდებულ ს------ ჩ-------ის უდანაშაულობის თაობაზე უსაფუძვლოა, რადგან მის მიერ 2018 წლის 18 მარტს, ღამის საათებში, ლ---- ბ-----ის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან 2500 ლარის ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტი უტყუარად დასტურდება: ჯ------- ქ-------ის გამოკითხვის ოქმით, რომლის თანახმად, იგი ს------ ჩ-------ის თხოვნით დარეგისტრირდა ონლაინ კაზინო „-----------ს“ მომხმარებლად, რომლის ანგარიშის ნომერი და სახელწოდება ფურცელზე ჩაიწერა ს------ ჩ-------მა, რის შემდეგ ეს უკანასკნელი აღნიშნულ ანგარიშზე რიცხავდა თანხებს; ს------ ჩ-------ის პირადი ჩხრეკის ოქმით, რომლითაც დადგენილია, რომ მისი შარვლის ჯიბიდან ამოღებული იქნა ფურცლის ნაგლეჯი, რომელზეც ჩაწერილი იყო „----------ში“ ჯ------- ქ-------ის სახელზე გახსნილი ანგარიშის ნომერი და სახელწოდება; ლ---- ბ-----ის კუთვნილი, „--------------–----ის“ ქსელში ჩართული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ამონაწერით, რომლის თანახმად, აღნიშნული აპარატიდან 2018 წლის 18 მარტს, ღამის საათებში, 2500 ლარი გადარიცხულია ონლაინ კაზინო „----------ში“ ჯ------- ქ-------ის სახელზე გახსნილ ანგარიშზე; ონლაინ კაზინო „-----------დან“ გამოთხოვილი ინფორმაცით, რომლის მიხედვით, ჯ------- ქ-------ის ანგარიშზე 2018 წლის 18 მარტს, „-----დან“ გადარიცხულია 2500 ლარი; დაზარალებულ ლ---- ბ-----ის და მოწმე ა-----– კ----ის ჩვენებებით, რომლებითაც დადგენილია, რომ 2018 წლის 18 მარტს, ლ---- ბ-----ის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან „-----------ს“ ანგარიშზე ჩარიცხული ზემოაღნიშნული 2500 ლარი აპარატში არ აღმოჩნდა.
ამდენად, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პ------–ი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, რომლითაც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოთხოვნა მსჯავრდებულ ს------ ჩ-------ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და მიაჩნია, რომ ბრალდების ზემოაღნიშნულ ეპიზოდებში საქმეში წარმოდგენილია უტყუარი და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებები, რომელთა თანახმად, სახეზეა ს------ ჩ-------ის მხრიდან სხვისი ნივთის, კერძოდ, ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ყველა ნიშანი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის დისპოზიციის თანახმად, როდესაც პირი მოტყუებით ეუფლება სხვის საკუთრებაში არსებულ ნივთს ან მის ქონებრივ უფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გამოკვეთილია თაღლითობის შემადგენლობა. ქმედების თაღლითობად კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, რომ დამნაშავე ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებად იყენებდეს მოტყუებას. სწორედ მოტყუების დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების (სხვის საკუთრებაში არსებული ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების) შესრულების უზრუნველყოფა. თაღლითობის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება _ ხერხი, წინ უსწრებდეს თაღლითის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ან/და გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას ქონების მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირის შეცდომაში შეყვანის მიზნით.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ ს------ ჩ-------ი სარგებლობდა რა „--------------–----ის“ ქსელში ჩართული სწრაფი ჩარიცხვის აპარატების თავისებურებით, მწებავ ლენტზე დამაგრებული ფულის კუპიურის საშუალებით ახდენდა თანხის, თითქოსდა, ჩარიცხვას კონკრეტულ ანგარიშზე, კერძოდ, ათავსებდა მას ჩასარიცხ აპარატში ტრანზაქციის განხორციელების მიზნით, თუმცა სხვა კუპიურის და მწებავი ლენტის გამოყენებით, არ აძლევდა აპარატში ჩავარდნის შესაძლებლობას და უკან აცურებდა. ამგვარი მანიპულაციის გზით ხდებოდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მფლობელების ანგარიშებზე არსებული თანხების გადარიცხვა ს------ ჩ-------ის მიერ მითითებულ ანგარიშზე, საიდანაც მას გამოჰქონდა და ამ გზით ეუფლებოდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მფლობელების კუთვნილ თანხებს, რაც მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მსჯავრდებულმა ს------ ჩ-------მა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ხერხად გამოიყენა სწორედ მოტყუება და, შესაბამისად, ჩაიდინა თაღლითობა (ხუთი ეპიზოდი), რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულებს და თაღლითობის მცდელობა (ერთი ეპიზოდი). ამდენად, აღნიშნული ქმედებებით ს------ ჩ-------მა სრულად განახორციელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (ხუთი ეპიზოდი) და 19;180-ე მუხლის პ------–ი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის ყველა ნიშანი.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ საქმეში არსებული არცერთი საპროცესო დოკუმენტი თარგმნილი არ არის რუსულ ენაზე, რითაც დარღვეულია ბრალდებულის მიერ საქმის მასალების მისთვის გასაგებ ენაზე გაცნობის უფლება. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება ქართულ ენაზე... პროცესის მონაწილეს, რომელმაც არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, იმავე კოდექსით დადგენილი წესით დაენიშნება თარჯიმანი. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო დოკუმენტები დგება სამართალწარმოების ენაზე და სისხლის სამართლის პროცესის ენის არმცოდნე პროცესის მონაწილისათვის ყველა ამ დოკუმენტის თარგმანის გადაცემის ვალდებულებას მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ბრალდებული ს------ ჩ-------ი დაკითხვისა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს უზრუნველყოფილი იყო თარჯიმნის მომსახურეობით და ამ მხრივ მისი უფლებების რაიმე დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
რაც შეეხება აპელანტების მითითებას საქმეში არსებულ სხვა საპროცესო დარღვევებზე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად რაიმე არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევა არ გამოვლენილა.
ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის მითითება, რომ ბრალდების მხარეს არ ჩაუტარებია ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზა ს------ ჩ-------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ მწებავ ლენტზე და კუპიურებზე, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მტკიცებულებების მოპოვება მხარეთა პრეროგატივაა, ისინი თავიანთი შეხედულებისამებრ მოიპოვებენ და წარადგენენ მტკიცებულებებს.
რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ს------ ჩ-------ისთვის დანიშნული სასჯელი სამართლიანია, რადგან მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციულია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის განაჩენი ს------ ჩ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლ--–-დ, ხოლო ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პ------–ი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–--- დ---–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.მსჯავრდებულ ს------ ჩ-------ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების _ მ----–-- კ--------ს და ა-–---------- ნ--------ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
3.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის განაჩენი ს------ ჩ-------ის მიმართ დარჩეს უცვლ--–-დ.
4.ს------ ჩ-------ი ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (შპს „--–-----------ს” 2018 წლის 12 მარტის ეპიზოდი).
5.ს------ ჩ-------ი ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (შპს „--–-----------ს“ 2018 წლის 13 მარტის ეპიზოდი).
6.ს------ ჩ-------ი ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ლ--- კ-----–---ს 2018 წლის 13 მარტის ეპიზოდი).
7.ს------ ჩ-------ი ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ლ--- კ-----–---ს 2018 წლის 14 მარტის ეპიზოდი).
8.ს------ ჩ-------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;180-ე მუხლის პ------–ი ნაწილითა და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების (ხუთი ეპიზოდი) ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;180-ე მუხლის პ------–ი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (დაზარალებულ გ------- ტ----ის 2018 წლის 16 მარტის ეპიზოდი) _ ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (დაზარალებულ ი----- ბ----–--ის 2018 წლის 18 მარტის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (შპს „--–-----------ს“ 2018 წლის 11 მარტის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (დაზარალებულ ჟ--–---- ჟ--–--ის 2018 წლის 17 მარტის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (დაზარალებულ ლ---- ბ-----ის 2018 წლის 18 მარტის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
9.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი ნაკლებად მკაცრი და თანაბარი ზომის სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს------ ჩ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
10.მსჯავრდებულ ს------ ჩ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 10 მაისიდან.
11.ცნობად იქნას მიღებული, რომ ს------ ჩ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.
12.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· ს------ ჩ-------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა _ ერთი ცალი 10 ლარიანი, ერთი ცალი 50 ლარიანი კუპიურები, ასევე ს------ ჩ-------ის დროებითი საცხოვრებელის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 200 ლარიანი კუპიურა, რომელზეც დამაგრებულია შავი ფერის ნაჭრის ლენტი, საფულე, ცხვირსახოცი, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, ბლოკნოტი, 44 ცალი სიმ ბარათი, ექვსი ცალი სხვადასხვა ბანკის პლასტიკური ბარათები, მწებავი ლენტი, სახაზავი და ეტიკეტები, რომლებიც ინახება შსს ბ--------------–-----------------–ოს პოლიციის პ------– განყოფილებაში _ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს ს------ ჩ-------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, ქ--------–-, დ----- ა----–-----–-- ქ------ში ამოღებული ხელის კვლები, ქაღალდის ნაგლეჯი წარწერით _ 1------, plani 1---, რომლებიც ინახება შსს ბ--------------–-----------------–ოს პოლიციის პ------– განყოფილებაში _ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.
· ქ--------–-, ჭ-----------------დან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი DVD დისკზე, შპს „------დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი DVD დისკზე და შპს „--–-----------დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი DVD დისკზე, რომლებიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს _ დარჩეს საქმეში და შენახული იქნეს მისი შენახვის ვადით.
· საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, მოხდეს ს------ ჩ-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი 100 ლარიანი კუპიურის, როგორც დანაშაულის ჩადენისას გამოყენებული ნივთის, საპროცესო კონფისკაცია.
13.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
14.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/