განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002734367
საქმე №1ბ/1288-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ-------------–---–ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ი------–------------ (საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, დაბადებული 1----–-–------------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------------–---–-------------ში);
ადვოკატები - დ-----------------------------;
დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - თაღლითობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით, დიდი ოდენობით;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოს მოქალაქე ი------–------------სთვის ცნობილი გახდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს და საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირებს: ა-----------------------------------------------–--------------------------------–--–-–---------------------------ს სურდათ შენგენის ქვეყნებში გამგზავრება. ი------–------------მ განიზრახა, დანაშაულებრივად გამოეყენებინა აღნიშნული გარემოება და თაღლითური გზით დაუფლებოდა ხსენებულ პირთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას. ამ მიზნით, მან ა-----------------------------------------------–--------------------------------–--–-–---------------------------ს შესთავაზა, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ, პირადი კავშირების გამოყენების გზით, ვითომდა უზრუნველყოფდა ქალაქ თბილისში მდებარე ლიეტუვას რესპუბლიკის საელჩოს მიერ მათთვის ლიეტუვას რესპუბლიკის ტურისტული ვიზების გაცემას.
ი------–------------მ მათ მისცა ვიზების აღების სრული გარანტია, წინააღმდეგ შემთხვევაში (რაც ი------–------------ს განმარტებით, თითქოსდა პრაქტიკულად გამორიცხული იყო) დაპირდა მათ თანხების უკან დაბრუნებას. ა----------------------------------------------–--------------------------------–--–-–-------------------------ი შევიდნენ შეცდომაში და დასთანხმდნენ ი------–------------ს შემოთავაზებას.
შედეგად, ლიეტუვის რესპუბლიკის ტურისტული ვიზების გაცემის უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის მაისამდე დროის პერიოდში, ა--------------იმ ი------–------------ს გადასცა 1500 ევრო და 13500 აშშ დოლარი (არანაკლებ 37331,25 ლარის ექვივალენტი თანხა, დანაშაულის ჩადენის პერიოდში ლარის მინიმალური ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში); მ------------------ა ი------–------------ს გადასცა 5500 ევრო (არანაკლებ 15967,6 ლარის ექვივალენტი თანხა, დანაშაულის ჩადენის პერიოდში ლარის მინიმალური ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით ევროსთან მიმართებაში); ჰ-------–-------მა ი------–------------ს გადასცა 3700 ევრო და 1000 აშშ დოლარი (არანაკლებ 13184,54 ლარის ექვივალენტი თანხა, დანაშაულის ჩადენის პერიოდში ლარის მინიმალური ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში); ზ--------------------–--–-–იმ ი------–------------ს გადასცა 12 120 ევრო (არანაკლებ 35186,784 ლარის ექვივალენტი თანხა, დანაშაულის ჩადენის პერიოდში ლარის მინიმალური ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით ევროსთან მიმართებაში); მ-------------------- ი------–------------ს გადასცა 15620 ევრო და 1061 ლარი (არანაკლებ 46927,568 ლარის ექვივალენტი თანხა, დანაშაულის ჩადენის პერიოდში ლარის მინიმალური ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით ევროსთან მიმართებაში).
საერთო ჯამში 38 440 ევროს, 14 500 აშშ დოლარისა და 1061 ლარის (არანაკლებ 148597,742 ლარის ექვივალენტი თანხა, დანაშაულის ჩადენის პერიოდისთვის ლარის მინიმალური ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში) მოტყუებით დაუფლების შემდგომ, ი------–------------მ დანაშაულებრივი განზრახვისამებრ ბუნებრივია უგულვებელყო დაზარალებულთათვის მიცემული შესასრულებლად ობიექტურად შეუძლებელი პირობა და მითითებული დიდი ოდენობით თანხები მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
შესაბამისად, ი------–------------ს მიერ ჩადენილი აღნიშნული დანაშაულის შედეგად დაზარალებულმა: ა--------------იმ, მ------------------ა, ჰ-------–-------მა, ზ--------------------–--–-–იმ და მ-------------------- დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი განიცადეს.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის განაჩენით, ი------–------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 20 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2018 წლის 9 ოქტომბრიდან - 2019 წლის 28 ივნისის ჩათვლით, ი------–------------ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 7 000 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც დაცვის მხარემ - მსჯავრდებულ ი------–------------ს ადვოკატმა დ-----------ემ, ასევე ბრალდების მხარემ - თბილისის პროკურატურის შსს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ბ---------–---–მა.
3. მხარეთა პოზიციები:
დაცვის მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან 1) 2018 წლის 20 ივლისის ა--------------ისა და ი------–------------ს შეხვედრის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ არ წარმოდგენილა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა იმის დასტურად, წარმოადგენს თუ არა აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი ერთ მთლიანს, ხომ არ აღენიშნება მას მონტაჟისა და ზემოქმედების კვალი, ხომ არა აქვს ადგილი ხმისა და ვიდეო გამოსახულების დადებას და ა.შ. 2) ა--------------ის და ი------–------------ს შორის შედგენილი ხელწერილი შეიცავს მხოლოდ ციფრებს (13500) და მასში არ არის მითითებული თანხის გადაცემის მიზნობრიობის შესახებ, რის გამოც იგი დაუშვებელი მტკიცებულებაა და ასევე, მოწამლული ხის ნაყოფის პრინციპით გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნაც ვერ შეიძენს იურიდიულ ძალას. ასევე პროცედურული დარღვევებითაა მოპოვებული 2018 წლის 26 იანვრის საგადასახადო დავალებები, 2018 წლის 28 მარტის, 10 აპრილისა და 10 მაისის შემოსავლის ორდერები, რადგან აღნიშნული დოკუმენტები საქმეში მოთავსებულია დაზარალებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენის გზით. 3) უკანონოდაა მოპოვებული ასევე ეროვნული ბანკიდან ანგარიშებზე თანხის მოძრაობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ვინაიდან სასამართლოს განჩინება გაიცა 2018 წლის 22 ოქტომბერს, რომლის ვადა განისაზღვრა 30 დღით, საგამოძიებო მოქმედება კი ჩატარდა 2019 წლის 9 იანვარს. 4) დაცვის მხარემ ასევე გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისის განჩინება, რითაც არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა მოწმე აი–----------ის მოწმეთა სიიდან ამორიცხვის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობსდა ეჭვი იმის თაობაზე, რომ იგი ესწრებოდა და უსმენდა დაზარალებულ მუ----------------ის დაკითხვას.
ბრალდების მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის განაჩენი არის უსამართლო, ვინაიდან განაჩენში აღნიშნულია, თითქოს სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, აგრეთვე ბრალდებულის პიროვნება. აღნიშნული ჩანაწერი განაჩენში მოხვედრილია მხოლოდ ტრაფარეტულად, რეალური შინაარსის გარეშე და მოსამართლეს არათუ ყველა, არამედ თითქმის არცერთი ზემოაღნიშნული ფაქტორი არ გაუთვალისწინებია. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი სამართლიან განაჩენს დაადგენდა, თუმცა სასამართლოს ამაში ხელი შეუშალა სამართლებრივად არარელევანტურმა ფაქტორმა და უსაფუძვლო სენტიმენტებმა. აბსოლუტურად გაუგებარია და ხსენებული უსამართლო გადაწყვეტილება ვერ ახსნის, თუ როგორ უზრუნველყოფს ჯარიმა დიდი ოდენობით თაღლითობის ჩამდენი ი------–------------ს რესოციალიზაციას, ან დანაშაულის კერძო პრევენციას, ან დანაშაულის ზოგად პრევენციას, ან სამართლიანობის აღდგენას. ი------–------------ს მიმართ გამოტანილი განაჩენი ახალი დანაშაულის პრევენციას კი არ ემსახურება, პირიქით - მსგავსი დანაშაულის წახალისებასა და სტიმულირებას ახდენს. შეუსაბამოდ ლმობიერი სასჯელი აუცილებლად იქნება მოტივატორი მსგავსი დანაშაულის ჩადენისა არამხოლოდ ი------–------------სთვის, ნებისმიერი გარეშე პირისთვისაც. აბსოლუტურად არაგონივრული იყო ი------–------------ს მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ იგი არც დანაშაულს აღიარებდა. მოსამართლის მხრიდან მარტივი იყო იმის სწორად გაანალიზება, თუ რატომ დარიცხა სასამართლო განხილვების უკანასკნელ ეტაპზე ი------–------------მ დაზარალებულთა ანგარიშებზე მიზერული თანხები: ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ დაცვის მხარის მცდელობა სასამართლო შეცდომაში შეეყვანა, რომ თითქოს ი------–------------ ზიანის ანაზღაურებას მოახდენს. ნათელია, რომ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, ობიექტური მხარის, ამ კატეგორიის დანაშაულთაგან მომდინარე საფრთხის, დაზარალებულების მიმართ დამდგარი დიდი ოდენობის ზიანისა და მათი ბრალდებულთან შეურიგებელი პოზიციის გათვალისწინებით, ბრალდებულის პოსტ-კრიმინალური ქცევის, აგრეთვე სახელმწიფო-საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, ი------–------------ს მიმართ სამართლიანი სასჯელი აუცილებლად დაკავშირებული უნდა იყოს თავისუფლების რეალურ აღკვეთასთან.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა იმსჯელებს აპელანტების საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ იზიარებს ან არ იზიარებს მათ.
4. მტკიცებულებების ერთობლიობა:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
ამდენად, სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს ბრალდების მხარის მტკიცებულების შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, იძლევა თუ ფაქტების ცალსახად დადგენის შესაძლებლობას ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.
დაზარალებულმა ზ--------------------–--–-–მა განმარტა, რომ მისი მეუღლე პოლონეთში წავიდა სამუშაოდ და მას და მის ორ შვილსაც უნდოდათ მასთან წასვლა, თუმცა საკონსულოდან ორჯერ მიიღეს უარი. მისი მეუღლის მეგობარმა - ო-------------------------მა უთხრა, რომ იცნობდა ქალბატონს სახელად ი---ს, რომელიც დაეხმარებოდა ვიზის მიღებაში. ო---------------------------მა მის მეუღლეს გადასცა ი------–------------ს ტელეფონის ნო-----. მისი მეუღლე დაუკავშირდა ი------–------------ს, რომელსაც რუსთაველის მეტროსთან შეხვდნენ კაფეში. მისი მეუღლე მარტო იყო, ხოლო ი---ს ახლდა მეუღლე - ჯ------ი. მისი მეუღლე ესაუბრა ი------–------------ს, რომელმაც განუმარტა, რომ ერთ ადამიანზე 4000 ევროს სანაცვლოდ დაუმზადებდა ვიზებს, ვინაიდან სამნი იყვნენ, ჯამში მოსთხოვა 12 000 ევროს გადაცემა. 2017 წლის ოქტომბრის თვეში მეუღლესთან ერთად შეხვდა ი---ს „ჰ----–---ის“ სასტუმროში, რომელსაც „ბეს“ სახით გადასცეს 900 ევრო და პასპორტების ასლები. ი------–------------ს განმარტებით, მას საელჩოში ჰყავდა ნაცნობები, რომელთათვის უნდა ეჩვენებინა პასპორტები და თუ ყველაფერი რიგზე იქნებოდა, ლიეტუვის ვიზები დაუმზადდებოდათ უახლოეს პერიოდში. პასპორტების გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ საკონსულოდან სამჯერ ჰქონდათ უარი მიღებული, რის გამოც დაბლოკილი ჰქონდათ პასპორტები და ახალწლამდე ვერ გააკეთებდა ვიზებს. თავდაპირველად არ უნდოდათ თანხის წინასწარ გადაცემა, თუმცა ი---მ ისინი დაარწმუნა, რომ თანხა უნდა ეჩვენებინა საელჩოს თანამშრომლებისთვის. მისი მეუღლე 2017 წელს წავიდა პოლონეთში, ბინადრობის მოწმობა აიღო და თავისუფლად შეეძლო ჩამოსვლა-წასვლა. აღნიშნულ პერიოდში უნდოდათ პოლონეთის საელჩოსთვის მიემართათ, რის თაობაზეც ესაუბრა ი---ს, რომელმაც განუმარტა, რომ პასპორტები დაბლოკილი იყო და თუ კიდევ მიმართავდა, პასპორტები გაუქმდებოდა. აღნიშნულის გამო პოლონეთის საელჩოსთვის არ მიუმართავს. ამის შემდეგ დაუკავშირდა ი---, რომელმაც უთხრა, რომ კეთდებოდა ესტონეთის ვიზები და მიმართავდა ესტონეთის საელჩოს. ვინაიდან ესტონეთის ვიზაც აწყობდა, დათანხმდა მის წინადადებას. თავად საელჩოში არ ყოფილა, ი------–------------ს განმარტებით, მისი სახელით უნდა მიემართა ესტონეთის საელჩოსთვის, იქ ჰყავდა ნაცნობები, რომლებიც მოაგვარებდნენ ვიზის საკითხს და მისი მისვლა არ იყო საჭირო, საჭიროების შემთხვევაში გააგებინებდა მას. ი---ს განმარტებით, საელჩოში დაცვის თანამშრომლებიდან დაწყებული, ყველასთვის თანხა ჰქონდა გადასახდელი და გადაცემული თანხიდან მას ძალიან ცოტა რჩებოდა. შესაბამისად, თანხა უნდა ეჩვენებინა წინასწარ საელჩოს თანამშრომლებისთვის, ხოლო შემდეგ შეინახავდა დედასთან სეიფში, თუკი გაკეთდებოდა ვიზები, თანხას გადასცემდა საელჩოს თანამშრომლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუბრუნებდა უკან. მასთან იყვნენ სახლში ო----- და ი---, რომელსაც გადასცა 120 ევრო, თანხა ჰქონდა სს „თ----------ის“ ანგარიშზე, რომელიც გადაურიცხა ო-------------------------ს, რომელმაც გამოიტანა ბანკიდან 12 000 ევრო და ბანკის შენობაში გადასცეს ი---ს. ი---ს განმარტებით, 15 დღეში უნდა მიეღო ვიზა, თუმცა ვიზა არ მიუღია. შემდეგ ატყუებდა და სხვადასხვა თარიღებს უსახელებდა. ბოლოს უთხრა, რომ 9 თებერვალს ვიზა მზად იქნებოდა, თუმცა ვიზა არ გამზადებულა და მოატყუა. ბოლოს რაღაც პერიოდი ტელეფონზე არ პასუხობდა, რის გამოც ძალიან ნერვიულობდა და შეტყობინებებს სწერდა. შემდეგ ო-------------------------ი ი---ს მეუღლეს დაუკავშირდა და მოსთხოვა პასპორტების უკან დაბრუნება, რომელიც ეუბნებოდა, რომ პასპორტები საელჩოს თანამშრომლებს ჰქონდათ და ცოტა დრო მიეცა. შემდეგ ო----- დაუკავშირდა ჯ------ ა-----–ს, რომელმაც პასპორტები სახლში მიუტანა. ი---ს თანხის დაბრუნებას სთხოვდა, თუმცა არ უბრუნებდა და პირდებოდა, რომ ვიზებს აიღებდნენ. ბოლოს ი---მ განუმარტა, რომ თანხა მოპარეს სეიფიდან. მისმა მეუღლემ უთხრა, რომ უჩივლებდა, რაზეც უპასუხა, რომ მოიხდიდა სასჯელს და გამოვიდოდა, ხოლო თანხას ვერ მიიღებდა. ი---მ ბოლოს უთხრა, რომ თანხას აუნაზღაურებდა, თუნდაც საკუთარი ხელფასიდან. მოწმის განმარტებით, ი---ს გარანტია რომ არ მიეცა ვიზის დამზადებაზე და მისთვის ცნობილი რომ არ ყოფილიყო იმის თაობაზე, რომ თანხა არ ინახებოდა ი---სთან, საერთოდ არ მისცემდა თანხას. მათ თანხა გადასცეს ი---ს, ვინაიდან ი---ს ენდობოდნენ. მოწმის ჩვენებით, მათ ი------–------------სთან ტელეფონში არსებულ მიმოწერებს გადაუღეს ფოტოები, რომელიც ნოტარიულად დაამოწმეს და წარუდგინეს ადვოკატს.
დაზარალებულმა მუ----------------მა განმარტა, რომ 2018 წლის 3 მარტს ჩამოვიდა საქართველოში. ი------–------------ს შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მისი მეგობრისგან „ა------სგან“, რომლის გვარიც არ იცის. ი---ს დაუკავშირდა ტელეფონის ნო----ზე +9--------------- და შეთანხმდნენ შეხვედრაზე. 2018 წლის მარტის თვეში შეხვდნენ მის კუთვნილ ოფისში მარჯანიშვილის და აღმაშენებლის ქუჩის კვეთაზე, რა დროსაც ი---მ უთხრა, რომ მას ნაცნობები ჰყავდა ლიეტუვას საელჩოში, ყველას უკეთებდა ვიზებს, პრობლემა არასოდეს შექმნილა და მათაც გაუკეთებდა ვიზას. ი---მ აჩვენა უკვე დამზადებული სხვა პირების ვიზები, რითაც დარწმუნდა, რომ ვიზას ისიც მიიღებდა. შეპირდა, რომ ააღებინებდა ლიეტუვას ვიზას მას, მის მეუღლეს და ბავშვს, რის სანაცვლოდ უნდა გადაეხადათ 15 620 ევრო. საბოლოოდ, აპრილის თვეში გადაუხადა 9120 ევრო, რომელიც ჩაურიცხა ანგარიშზე. პირველ ცდაზე ვიზის მიღებაზე უარი მოუვიდათ საელჩოდან, რის გამოც განმეორებით მიმართვისა და ბინადრობის მოწმობის მისაღებად არსებული ხარჯებისათვის ი---მ გამოართვა 1000 ლარი, რომელიც გადასცა ორ ნაწილად, პირველად 851 ლარი და მეორედ დაახლოებით 209 ლარი, ზუსტად არ ახსოვს. 6500 ევრო გადასცა მის მეუღლესთან ერთად ვაგზლის ტერიტორიაზე ი---ს კუთვნილ „ბ---“ მარკის ავტომანქანაში, ხოლო 9120 ევრო გადარიცხა ი---ს ანგარიშზე. ი---ს განმარტებით, ვიზა დაახლოებით ერთ თვეში უნდა ყოფილიყო მზად, თუმცა ვერ დამზადდა. ი---ს განმარტებით, უნდა მიემართა განმეორებით ორ კვირაში. გასაურებაზე საკონსულოში არ ყოფილა. საკონსულოში საერთოდ ნამყოფი არ არის. ვიზის საკითხების მოსაგვარებლად ი---ს სახელზე მინდობილობა ჰქონდა გაცემული. ი------–------------ს განმარტებით, ფული მასთან იქნებოდა და თუ ვიზა არ გაკეთდებოდა, თანხას სრულად დაუბრუნებდა. ივნისის თვეში ი------–------------ს მოსთხოვა თანხის უკან დაბრუნება, თუმცა ი---ს განმარტებით, შესაძლებელი იყო განმეორებით მიმართვა, ვინაიდან ეს არ იყო საბოლოო გადაწყვეტილება. 6 აგვისტოს მოსთხოვა თანხის დაბრუნება, რაზეც ი---მ განუმარტა, რომ მისი გასაკეთებელი რაც იყო, გააკეთა და თანხას არ დაუბრუნებდა. სექტემბრის თვეში ი--- დაემუქრა, რომ თუკი ფულს ისევ მოსთხოვდა, მას დაიჭერდნენ. მოწმის განმარტებით, ი---ს გარანტია რომ არ მიეცა ვიზის დამზადებაზე, ი------–------------ს თანხას არ გადასცემდა.
დაზარალებულმა მ-----------------ის განმარტა, რომ ი------–------------ გაიცნო 2017 წლის 17-18 ოქტომბერს შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა ა--------------ი. ი---ს ესაუბრა იმის თაობაზე, რომ უნდოდა ევროპაში წასვლა და სჭირდებოდა ვიზის მიღება. ი--- შეპირდა, რომ დაუმზადებდა ვიზას. ი---ს განმარტებით, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ შეეძლო ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის, ლიეტუვის რესპუბლიკის ვიზის დამზადება. ვიზის მიღების საშუალებებზე არ უსაუბრია, თუმცა პირობა მისცა, რომ თანხის 5500 ევროს გადახდის შემთხვევაში 100%-იანი გარანტიით ვიზას მიიღებდა, რის გამოც გადასცა მოთხოვნილი თანხა. მოწმის ჩვენებით, მას ა--------------ის ოჯახთან ერთად უნდოდა წასვლა, შესაბამისად მას მოსთხოვა 13 500 ევრო, რომელიც მთლი---დ გადაუხადა. იგი თანხის ნაწილის - 1500 ევროს გადაცემას ესწრებოდა. აღნიშნული შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ 25 ოქტომბერს ა--------------ისთან ერთად მივიდა ი------–------------ს ოფისში, სადაც გადასცა 1000 ევრო. 12 თებერვალს ჰ-------–-------თან ერთად გადასცეს 3800 ევრო. 13 თებერვალს თავისუფლების მოედანზე ა--------------ისთან ერთად გადასცა 700 ევრო, ხოლო მის მიერ ი------–------------სთვის 3800 ევროს გადაცემას არავინ ესწრებოდა. ლიეტუვის საკონსულოში იყო გასაუბრებაზე ჰ-------–-------თან ერთად, რომელსაც ი--- დაპირდა, რომ ვიზას გაუკეთებდა. ჰ-------–-------მა მისი თანდასწრებით ი---ს გადაუხადა 3700 ევრო. ჰ-------–-------ისგან გადმოცემით იცის, რომ ჯამში ი---ს გადაუხადა 4000 ევრო. როდესაც მან ი------–------------ს გადასცა 3800 ევრო, თანხის გადაცემიდან 10 წუთის შემდეგ ჰ-------–-------იც მივიდა. ი---მ მის მიერ გადახდილი თანხა სად წაიღო, არ იცის, მაგრამ მისი განმარტებით, სს „თ----------ში“ ჰქონდა ანგარიში გახსნილი, სადაც უნდა შეეტანა თანხა. ი--- შეპირდა, რომ ერთ კვირაში გაივლიდა გასაუბრებას და ვიზა დაუმზადდებოდა, თუმცა ვიზა ვერ მიიღო, რის გამოც დაუკავშირდა და მოსთხოვა თანხის და საბუთების უკან დაბრუნება. ბოლოს ი---ს ესაუბრა 2018 წლის თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში, ზუსტად არ ახსოვს. ი------–------------ს ტელეფონი ჩართული ჰქონდა, ზარი გადიოდა, მაგრამ მის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. მან არაერთხელ მიაკითხა ი---ს ოფისში და რომ ვერ ნახა იგი, მიმართა ადვოკატს. ი------–------------ს პასპორტი არ დაუბრუნებია, მარტის თვეში დაუბრუნა ი---ს მეგობარმა. მისთვის ცნობილი რომ ყოფილიყო, რომ ი------–------------ თანხას ანგარიშზე არ შეიტანდა და დახარჯავდა, საერთოდ არ გადასცემდა მას თანხას.
დაზარალებულმა ჰ-------–-------მა განმარტა, რომ საქართველოში ჩამოვიდა 2016 წლის 30 აგვისტოს საქმიანობის წამოწყების მიზნით. ი------–------------ს იცნობს 2017 წლის ნოემბრის თვიდან. გაიცნო მეგობრის ა--------------ის მეშვეობით, რომელმაც მისცა ტელეფონის ნო-----, დაუკავშირდა და შეუთანხმდა შეხვედრაზე. შეხვედრაზე მივიდა მარტო საბურთალოზე მდებარე ოფისში. მან ი------–------------ს უთხრა, რომ უნდოდა შენგენის ვიზის დამზადება. ი---მ აჩვენა ფოტოები და განუმარტა, რომ აღნიშნულ პირებს თავად დაეხმარა ვიზების დამზადებაში და შეპირდა, რომ მასაც დაუმზადებდა საჭირო დოკუმენტებს, რომლებსაც წარადგენდა ლიეტუვის საკონსულოში, სადაც ჩაურტყამდნენ ვიზას. ი---მ ვიზის დამზადების სანაცვლოდ მოსთხოვა 4500 ევროს გადაცემა. თავდაპირველად უნდა გადაეცა 1000 აშშ დოლარი, რომელიც მაშინდელი კურსით შეადგენდა 800 ევროს, ხოლო საკონსულოდან გამოსვლის შემდეგ 3700 ევრო უნდა გადაეცა. 2018 წლის 12 თებერვალს მ-----------------თან და ი---სთან ერთად მივიდა საკონსულოში, სადაც დატოვეს დოკუმენტაცია, თუმცა გასაუბრებაზე არ შესულან. ვინაიდან შეთანხმებული იყვნენ, რომ საკონსულოდან გამოსვლის შემდეგ ი---სთვის უნდა მიეცა თანხა, ორთაჭალაში ავტოსადგურთან მისასვლელ გზაზე ვალუტის ჯიხურთან გადასცა 3700 ევრო, რომელსაც ესწრებოდა მ-----------------ი. ი---ს განმარტებით, 16 თებერვალს ვიზას მიიღებდა პასპორტთან ერთად, თუ ვერ გააკეთებდა ვიზას, თანხას დაუბრუნებდა უკან. თუ არ დაუბრუნებდა თანხას, კანონიერი გზებისთვის შეეძლოთ მიემართათ და სასამართლოში ეჩივლათ. 16 თებერვალს ვერც ვიზა მიიღო და ვერც პასპორტი. საკონსულოდან ი---მ აიღო მისი პასპორტი. ი---ს შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ ვიზის გაცემაზე უარი უთხრეს და განმეორებით მიმართვის შემთხვევაში გაკეთდებოდა აუცილებლად. 4-5 რიცხვში ი---მ დაუბრუნა პასპორტი, თუმცა ვიზა არ იყო ჩარტყმული. ამის შემდეგ ი--- მის ზარებს არ პასუხობდა, ხოლო შემდეგ „ვოთსაპით“ საუბრობდნენ. მისწერა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ მის მიერ გადაცემული 1000 აშშ დოლარი და 3700 ევრო დაებრუნებინა უკან, თუმცა ი---მ პასუხი არ მისწერა. მოწმის განმარტებით, მას რომ სცოდნოდა, რომ ვიზას ვერ მიიღებდა, ი---ს თანხას არ გადასცემდა. ი---სთვის გადაცემული თანხიდან 300 აშშ დოლარი იყო დოკუმენტების ხარჯი, ხოლო დანარჩენი თანხა ვიზის გაუცემლობის შემთხვევაში ი------–------------ს უკან უნდა დაებრუნებინა.
დაზარალებულმა ა--------------იმ განმარტა, რომ უნდოდა მის შვილს ესწავლა ევროპაში, რისთვისაც სჭირდებოდა ვიზის აღება. მეგობარისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ ი------–------------ს შეეძლო ვიზის დამზადება. აღნიშნული მიზნით დაუკავშირდა ი------–------------ს მობილური ტელეფონის ნო----ზე 5----------- და შეთანხმდნენ შეხვედრაზე. 2017 წლის ნოემბრის თვეში მივიდა მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე ოფისში მ-----------------თან ერთად, სადაც გაიცნო ი------–------------. ი------–------------ს განუმარტა, რომ ვიზების დამზადება უნდოდა მისთვის, მეუღლისთვის და შვილისთვის. ი------–------------მ მოსთხოვა პასპორტების ასლები და განუმარტა, რომ ასლებს საელჩოს თანამშრომლებს გადაუგზავნიდა და გაარკვევდა შესაძლებელი იყო თუ არა ვიზის გაკეთება, ხოლო დადებით შემთხვევაში თითო ვიზის ღირებულება იქნებოდა 4 500 ევრო. ი---ს განმარტებით, ფულს შეინახავდა თავად და თუკი ვერ გააკეთებდა ვიზებს, დაუბრუნებდა უკან. მ-----------------ი მარტო აპირებდა წასვლას, რომელსაც უკვე სამჯერ უთხრეს უარი ვიზის გაცემაზე. შესაბამისად, მას ი------–------------მ ვიზის სანაცვლოდ მოსთხოვა 5 500 ევრო. ერთი კვირის შემდეგ ი------–------------ს შეხვდა მ-----------------თან ერთად მის ოფისში, რომელიც შეპირდა, რომ გაუკეთებდა ვიზებს. ი---ს განმარტებით, ვიზის ასაღებად პროცედურები რომ დაეწყო, თავდაპირველად საჭირო იყო 1500 ევრო. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში არ დაიწყებდა პროცედურებს. ნოემბრის თვეში ი---ს შეხვდა მ-----------------თან ერთად, რომელსაც გადასცა მოთხოვნილი თანხა. შეთანხმდნენ, რომ დარჩენილ თანხას გადაიხდიდა საკონსულოდან გამოსვლის შემდეგ. ი---სთან ერთად შევიდნენ ლიეტუვის საკონსულოში, ხოლო საკონსულოდან გამოსვლის შემდეგ ი---მ განუმარტა, რომ თანხა 13 500 აშშ დოლარი მისთვის უნდა გადაეცა. მან მითითებული თანხა გამოიტანა ბანკიდან და მანქანაში გადასცა ი------–------------ს. აღნიშნულის თაობაზე შეადგინეს ხელწერილი, რომელიც მოგვიანებით წარუდგინა გამომძიებელს. შეთანხმებულ თანხას ცოტა აკლდა, თუმცა შეთანხმდნენ, რომ მოგვიანებით გადასცემდა. დაახლოებით ერთი კვირის თუ 10 დღის შემდეგ ი---მ მათ უთხრა, რომ მოუვიდათ დადებითი პასუხი ვიზის მიღებაზე, ხოლო მ-----------------ს უარი უთხრეს ვიზის გაცემაზე. მათ საელოჩოდან ოფიციალური პასუხი არ მოსვლიათ, აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ ი---სგან. ი------–------------ს განმარტებით, ერთ კვირაში, 10 დღეში, მაქსიმუმ ერთ თვეში მიიღებდნენ ვიზებს, თუმცა სამი თვე გავიდა და ვიზები ვერ მიიღეს. ი------–------------ს დაუკავშირდა და დაინტერესდა, რატომ არ იყო მზად ვიზები, რომელმაც განუმარტა, რომ საკონსულოს თანამშრომლები იყვნენ შვებულებაში, დასასვენებლად იყვნენ წასული, ასევე ბავშვი ჰყავდა ავად და ამიტომ დაგვიანდა ვიზების დამზადება. მან ი------–------------ს მოსთხოვა მისი კუთვნილი თანხის უკან დაბრუნება. ი---მ განუმარტა, რომ თანხა მასთან უნდა ყოფილიყო და დაემუქრა, რომ თუ კიდევ მოსთხოვდა თანხას, მათ პასპორტებს ჩააბარებდა თურქეთის საკონსულოს. ი------–------------ს განუმარტა, რომ არ უნდოდა სასამართლოსთვის მიემართა და სთხოვა ფული დაებრუნებინა უკან. ი--- პირდებოდა, რომ თანხას დაუბრუნებდა, თუმცა თვეების განმავლობაში თანხას არ უბრუნებდა, რის გამოც განცხადებით მიმართა საგამოძიებო ორგანოებს. მოწმის ჩვენებით, იგი ვიზის გაკეთებას არ დაელოდა და თანხა წინასწარ იმიტომ გადასცა, რომ ი------–------------ მას არწმუნებდა, რომ ვიზის დამზადებამდე თანხა გარანტიის სახით მასთან უნდა ყოფილიყო. მან მონაწილეობა მიიღო ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში, რა დროსაც ი---ს ესაუბრა მისი და მისი მეგობრის მიერ გადაცემულ თანხაზე. მისმა მეგობარმა მ------------------ა გამოართვა პასპორტი ი---ს და დაუბრუნა უკან. მოწმის ჩვენებით, იგი მ-----------------ის მიერ რუსთაველის გამზირზე ი------–------------სათვის თანხის 1000 ევროს და 800 ევროს გადაცემას ესწრებოდა. მოწმის განმარებით, მისთვის მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული და ითხოვს მიყენებული ზიანის 13 500 აშშ დოლარის და 1500 ევროს დაბრუნებას.
მოწმე ფ--------------------მ განმარტა, რომ ა--------------ი არის მისი მეუღლე. მათ სურდათ ევროპაში გამგზავრება, რისთვისაც სჭირდებოდათ შენგენის ვიზები მისთვის, მეუღლისთვის და შვილისთვის. 2017 წლის ოქტომბერ-ნოემბერის თვეში მეგობრის - მ-----------------ის მეშვეობით მისმა მეუღლემ ვიზის აღების მიზნით გაიცნო ი------–------------. მისი მეუღლე პირველად შეხვდა მ-----------------თან ერთად ი---ს, რომელიც შეპირდა, რომ ერთ ადამიანზე 4500 ევროდ გაუკეთებდა ვიზებს, თანხა მასთან იქნებოდა და თუკი ვერ დაუმზადებდა ვიზებს, თანხას დაუბრუნებდა უკან. 22 ოქტომბერს მისმა მეუღლემ მ-----------------თან ერთად 1500 ევრო გადასცა ი------–------------ს. ი---ს განმარტებით, მან მიმართა საკონსულოს ვიზების მიღების მიზნით. საკონსულოს შენობაში იყვნენ შესული, სადაც თითის ანაბეჭდები აიღეს და საბუთები დატოვეს, თუმცა კონსულს არ შეხვედრიან და არც გასაუბრება გაუვლიათ. როდესაც გამოვიდნენ საკონსულოდან, ი---მ მოსთხოვა თანხის გადაცემა, რომელსაც ჰკითხა ვიზას თუ ვერ აიღებდნენ, რა გარანტია იყო, რომ თანხას დაუბრუნებდა, რაზეც ი---მ უპასუხა, რომ თანხა იქნებოდა მასთან და ეს იქნებოდა მათი გარანტია, შეეძლოთ მისულიყვნენ ოფისში და თანხას დაუბრუნებდა უკან. აღნიშნულის შემდეგ მისმა მეუღლემ ბანკიდან გამოიტანა თანხა 13 500 აშშ დოლარი, რომელიც მისი თანდასწრებით მანქანაში გადასცა ი---ს. ი---ს განმარტებით, ერთ კვირაში - 10 დღეში ვიზები მზად იქნებოდა, დაუკავშირდებოდა და გააგებინებდა პასუხს, თუმცა ი--- არ დაკავშირებია. მათ ვიზები არ მიუღიათ. მის მეუღლეს ჰქონდა ი------–------------ს საკონტაქტო ნო-----, რომელზეც დაუკავშირდა და მოსთხოვა თანხის უკან დაბრუნება. ი--- არწმუნებდა, რომ თანხა მასთან ინახებოდა, დაახლოებით 5-6 თვე გაგრძელდა აღნიშნული საუბრები, ხოლო შემდეგ ი------–------------ აღარ პასუხობდა ტელეფონს, რის გამოც გადაწყვიტეს მიემართათ საგამოძიებო ორგანოებისთვის.
მოწმე ო--------–--–-–იმ განმარტა, რომ 2017 წლის ოქტომბრის დასაწყისში გაიცნო ი------–------------. ვინაიდან ვიზის მიღებაზე უარი მიიღო გერმანიის და პოლონეთის საელჩოებიდან, ეძებდა გზებს, რომლითაც შეძლებდა ვიზის მიღებას. ო-------------------------ისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ ი------–------------ ვიზის საკითხებს აგვარებდა. საქართველოში იყო ჩამოსული და ი---ს ტელეფონით დაუკავშირდა. შეთანხმდნენ შეხვედრაზე, რომელსაც რუსთაველის მეტროსთან შეხვდა მარტო, ი---ს თან ახლდა მეუღლე. ი------–------------მ განუმარტა, რომ ჰყავდა მეგობრები, რომლებიც დაეხმარებოდნენ და მოაგვარებდა ვიზის საკითხს, რისთვისაც საჭირო იყო ერთ პირზე 5000 ევროს გადახდა. ვინაიდან მას ვიზები სჭირდებოდა ცოლ-შვილისთვისაც, შეთანხმდნენ 12 000 ევროს გადახდაზე. ი---მ პირველივე შეხვედრაზე მოითხოვა სრული თანხის გადაცემა და განუმარტა, რომ თანხა უნდა ეჩვენებინა საკონსულოში მომუშავე 10 პირისთვის, როგორც „ბეს“ თანხა. აღნიშნულზე უპასუხა, რომ თანხის ნახევარს გადასცემდა, ხოლო მეორე ნახევარს გადასცემდა ვიზის მიღების შემდეგ, რასაც იგი არ დაეთანხმა და უთხრა, რომ ჰქონდა მსგავსი შემთხვევა და კლიენტმა თანხა არ გადაუხადა, ამიტომ ითხოვდა თანხას წინასწარ. იგი დათანხმდა ი---ს შეთავაზებას. 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს „ჰ----–---ის“ სასტუმროსთან მეუღლესთან ერთად ი---ს მისივე ავტომობილში გადასცა 900 ევრო ავანსის სახით, რათა დაეწყო დოკუმენტების მომზადება. ი---მ განუმარტა, რომ გერმანიის საელჩოში ჰყავდა მეგობრები, რომელთაგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ვიზის გაცემაზე მას ეთქვა უარი, რის გამოც უნდა დალოდებოდა იანვრის თვემდე. 21 იანვარს ი---მ განუმარტა, რომ თანხა სჭირდებოდა სრულად, ვინაიდან უნდა გაეკეთებინა მიმართვა საკონსულოზე. 21 იანვარს მისი მეუღლე ო-------------------------თან ერთად მივიდა სს „თ----------ში“, გამოიტანა თანხა და გადასცა ი---ს. ისინი ელოდებოდნენ ვიზას, თუმცა ი------–------------მ მოატყუა და ვიზა არ მიუღიათ. ი--- მათ ატყუებდა, რომ ერთ კვირაში დაიბარებდნენ გასაუბრებაზე, თუმცა შემდეგ ეუბნებოდა, რომ გასაუბრება გადაიდო. მიხვდა, რომ ი------–------------ მას ატყუებდა და მოსთხოვა თანხის უკან დაბრუნება. ი---მ განუმარტა, რომ სანამ საქმე გაკეთდებოდა, თანხა „ბეს“ სახით მასთან იქნებოდა. ი---ს სთხოვდა თანხის დაბრუნებას, ხოლო დაუბრუნებლობის შემთხვევაში უთხრა, რომ უჩივლებდა სასამართლოში. ი---მ განუმარტა, რომ თანხა მოპარეს და ვერ დაუბრუნებდა, ხოლო თუკი იჩივლებდნენ, ციხეში მოხვდებოდნენ. მოწმის განმარტებით, გამოძიებაში დაიკითხა მოწმის სახით, რის შემდეგ ტელეფონიდან „ვოთსაფის“ მიმოწერა ამოიღო და გადასცა ადვოკატს.
მოწმე ა-–----------მა განმარტა, რომ 2018 წლის მარტში ჩამოვიდა საქართველოში. 2018 წლის მარტის ბოლოს ქმართან და ორ ქალიშვილთან ერთად მივიდნენ ი------–------------სთან შესახვედრად. მისი მეუღლე ი---ს გაესაუბრა ლიეტუვის ვიზასთან დაკავშირებით. ი---მ აუხსნა, რომ ვიზის დასამზადებლად უნდა გადაეცათ ფულადი თანხა და პასპორტები. ერთ ადამიანზე ვიზის დამზადება ღირდა 4500 ევრო, თუმცა შეპირდა, რომ 1000 ევროს ფასდაკლებით გაუკეთებდა ვიზებს. ამ მიზნით მათ ი---ს გადასცეს როგორც პასპორტები, ისე თანხა 6 500 ევროს ოდენობით. მოწმის ჩვენებით, ი------–------------ს ვიზები როგორ უნდა დაემზადებინა, მან არ იცის, თუმცა იგი მათ შეპირდა, რომ ლიეტუვის ვიზებს დაუმზადებდა. ი---მ განუმარტა, რომ ვიზებს ამზადებდა ოფიციალურად, ბევრი ადამიანისთვის ჰქონდა ვიზა დამზადებული და არანაირი პრობლემა არ შექმნილა. შესაბამისად, მათაც ვიზას აუცილებლად დაუმზადებდა, რის გამოც ენდნენ მას. ი---მ თანხის ნაწილი მოითხოვა წინასწარ, ხოლო მეორე ნაწილი ვიზის გაკეთების შემდეგ, თუმცა ი---მ მის მეუღლეს უთხრა, რომ მისთვის გადაეცა მთლიანი თანხა, რომელიც მასთან იქნებოდა, არავის გადასცემდა, უბრალოდ ის ადამიანები, ვინც ვიზას აკეთებდნენ, უნდოდა დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ თანხა ჰქონდათ. შესაბამისად, მათთვის უნდა ეჩვენებინა თანხა. ი---მ განუმარტა, რომ თუ ვიზას ვერ გააკეთებდა, თანხას დაუბრუნებდა უკან, თუმცა არწმუნებდა, რომ ვიზას აუცილებლად დაუმზადებდა. ისინი ი---ს ენდნენ და გადასცეს მას თანხა. მისი მეუღლის მიერ პირველად გადახდილი იქნა 6500 ევრო, რომლის გადაცემას ესწრებოდა, შემდეგ მისმა მეუღლემ 9000 ევროზე მეტი ბანკიდან გადაურიცხა, შემდეგ კი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად გამოართვა 900 ლარამდე თანხა. ჯამში ი---ს დაახლოებით 15 620 ევრო და 1000 ლარი გადასცეს. ი------–------------ს მათთვის ბინადრობის მოწმობა არ გაუკეთებია, თუმცა რატომ არ გააკეთა, მათთვის არ აუხსნია. მოწმის ჩვენებით, ი------–------------მ მათ მიერ გადაცემული ფულადი თანხა სად წაიღო, არ იცის, ი---ს არანაირი ახსნა-განმარტება არ მიუცია თანხასთან დაკავშირებით, რასაც ამბობდა ის იყო, რომ ვიზას აუცილებლად დაუმზადებდა, უბრალოდ უნდა დალოდებოდნენ. ი---მ გადაცემული თანხიდან დაუბრუნა 1000 ევრო.
დაზარალებულმა ა----–--–---–---–მა განმარტა, რომ მუშაობს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს მე-2 განყოფილებაში გამომძიებლის პოზიციაზე. 2018 წლის 8 ივნისს მის მიერ დაწყებული იქნა გამოძიება ი------–------------ს მიერ თურქეთის მოქალაქეების მიმართ შესაძლო თაღლითობის განხორციელების ფაქტზე. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თურქეთის მოქალაქეების: ა--------------ის, ჰ-------–-------ის, მ-----------------ის განცხადება, რომლებსაც ი------–------------ შეპირდა ლიეტუვის რესპუბლიკის ვიზების დამზადებას, გარკვეული თანხის სანაცვლოდ. მის მიერ გამოკითხული იქნა განცხადებაში მითითებული პირები, გამოთხოვილი იქნა საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტიდან ინფორმაცია საზღვრის კვეთის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ი------–------------ს შესახებ ინფორმაცია, ასევე გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია სახელმწიფო სერისების განვითარების სააგენტოდან. მის მიერ გამოკითხული იქნნენ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: ა--------------ი, ჰ-------–-------ი, მ-----------------ი, ზ---------–--–-–ი და მუ----------------ი, რომლებიც შემდგომში ცნობილი იქნენ დაზარალებულებად. მოწმის სახით გამოიკითხნენ ა-–----------ი, ო--------–--–-–ი, ო-------------------------ი, ჯ------ ა-----–ი. ი------–------------სთან ჩატარებული იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ა--------------იმ. აღნიშნულთან დაკავშირებით ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მიერ შედგენილი და გადაცემული იქნა კრებსი, ი------–------------ს და დაზარალებულების მიერ მითითებული ნომრების კავშირების დადგენის მიზნით გამომძიებელ ზ-------–----–---–ის მიერ შპს „ჯ------–-დან“ გამოთხოვილი იქნა დეტალური ამონაწერი შემავალ-გამავალი ზარების შესახებ. ი------–------------საგან აღებული იქნა ხელწერის ნიმუშები, რომელზეც დაინიშნა გრაფიკული ექსპერტიზა და გაცემული იქნა დასკვნა. დაზარალებულების მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ითარგმნა ქართულ ენაზე. სასამართლოს მიმართეს შუამდგომლობით ი------–------------ს დაკავების თაობაზე, რომელიც დაკმაყოფილდა და მის მიერ ი------–------------ დაკავებულ იქნა. საქართველოში მოქმედი კო----ციული ბანკებიდან გამოთხოვილი იქნა ი------–------------ს საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები, რომლითაც დადგინდა, რომ მის ანგარიშებზე თანხების მოძრაობა ფიქსირდებოდა. ი------–------------ს გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და დაცვის მხარეს გაუცვალა მტკიცებულებები.
გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ--------------ემ და განმარტა, რომ გამომძიებლის მიერ წარდგენილი იქნა ნიმუშები და დასმული იყო შეკითხვა: ა--------------ის მიერ ფურცელზე არსებული ჩანაწერი ციფრების და უცხოენოვანი ჩანაწერის სახით შესრულებულია თუ არა ი------–------------ს მიერ? ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ცალხაზიანი ე.წ. „ბლოკნოტის“ ფურცელზე არსებული ხელნაწერი ტექსტი და ციფრობრივი ჩანაწერები შესრულებულია ი------–------------ს მიერ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის თანახმად, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ იქნა წაკითხული მოწმე ო-------------------------ის 2018 წლის 22 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმი. მის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ საქართველოში ჩამოდის პერიოდულად, ვინაიდან აქვს კერძო ბიზნესი. საქართველოში ცხოვრობს მისი მეგობრის ომ-------–----–ის ოჯახი, კერძოდ: მეუღლე ზ--------------------–----–- და მისი ვაჟები. ომ-------–----–ი იმყოფება ამჟამად პოლონეთში. ვინაიდან ზ--------------------–----–- ორჯერ იყო შესული პოლონეთის საელჩოში ვიზის მისაღებად და ორივეჯერ ეთქვა უარი, გადაწყვიტეს, რომ შესულიყვნენ გერმანიის საელჩოში ვიზის მისაღებად. ვინაიდან ორივე ქვეყანა არის შენგენის ქვეყნების შემადგენლობაში, უპრობლებოდ შეეძლოთ გადასვლა პოლონეთში გერმანიიდან. გერმანიის საელჩოში ვიზის მისაღებად გასაუბრებაზე შევიდა ზ------ მუნთეჰა ბილგიჩლთან და მის ორ შვილთან ერთად. გასაუბრების შემდეგ პასუხის მოლოდინში იმყოფებოდნენ გერმანიის საელჩოს მოსაცდელ დარბაზში, სადაც თურქულ ენაზე გამოელაპარაკა მისთვის უცნობი ქალბატონი, რომელიც გაეცნო ი------–------------ს სახელით, რომელიც დაბადებული იყო 1----–-–------------------ს, ცხოვრობდა საქართველოში, ეროვნებით იყო აზერბაიჯანელი, თუმცა კარგად იცოდა თურქული ენა და ესაუბრებოდა თურქულ ენაზე. ი---მ უთხრა, რომ მისი საქმიანობის სფერო იყო ბინადრობის მოწმობის და სხვადასხვა ქვეყნების ვიზის მიღებაში დახმარებოდა მოქალაქეებს. ი------–------------მ განუმარტა, რომ აკეთებდა შენგენის ქვეყნის ვიზებს, კერძოდ: ლიეტუვას რესპუბლიკის. ლიეტუვას საელჩოში მას ჰყავდა ნაცნობები და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ყოველთვის იღებდა შენგენის ვიზას მისი კლიენტებისთვის, პრობლემა არასდროს იქმნებოდა. ვიზის აღების სანაცვლოდ კი, ამ თავისი ნაცნობი საელჩოს თანამშრომლებისათვის ფულის გადაცემა იყო საჭირო, რომ გარანტირებულად მიეღოთ ლიეტუვაში გამგზავრების ტურისტული ვიზა. ჩააწერინა მისი საკონტაქტო ნო----- 5-----------. ვინაიდან ზ--------------------–----–- აპირებდა როგორმე წასულიყო პოლონეთში მეუღლესთან, გადაწვიტა მიეღო ი------–------------ს შეთავაზება. როგორც მისთვის არის ცნობილი, ომ-------–----–ი შეხვდა ი------–------------ს ერთ-ერთ კაფეში ლიეტუვას ვიზის მიღებასთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ შორის გაიმართა მოლაპარაკება თანხასთან დაკავშირებით. ი------–------------ს თან ახლდა მისი მეგობარი მამაკაცი ჯ------ ა-----–ი. ვინაიდან ზ--------------------–----–- ორ შვილთან ერთად აპირებდა ლიეტუვას რესპუბლიკაში გამგზავრებას, ი------–------------მ ერთ ადამიანზე მოითხოვა 4000 ევროს გადახდა. საერთო ჯამში კი მათ უნდა გადაეხადათ 12 000 ევრო. თავდაპირველად ი------–------------ს მათ ხელზე „ბეს“ სახით გადასცეს 900 ევრო და პასპორტის ასლები იმ მიზნით, რომ ლიეტუვას საელჩოში მის ნაცნობებს გადაამოწმებინებდა ვიზის გაცემასთან დაკავშირებით ხომ არ იქნებოდა რაიმე პრობლემა. ი------–------------სთან მოლაპარაკებისამებრ, დანარჩენ თანხას მას გადასცემდნენ საელჩოში გასაუბრებაზე შესვლამდე, ვინაიდან მისი განმარტებით გასაუბრების გამართვამდე თანხა უნდა გადაეცა საელჩოს თანამშრომელისათვის, რათა დადებითი გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული საელჩოში. როგორც თავად ი------–------------მ აღნიშნა, ეს თანხა მას სჭირდებოდა საელჩოს თანამშრომლისთვის გადასაცემად, რათა აუცილებლად დადებითი პასუხი მიეღოთ შენგენის ქვეყანაში - ლიეტუვაში გამგზავრებაზე. ი------–------------ იღებდა ვალდებულებას, რომ ზემოთ ხსენებულ თანხას, მისი მინიმალური ხარჯების გარდა, უკან დააბრუნებდა, თუ მის მიერ აღებულ ვალდებულებას ვერ შეასრულებდა. 2017 წლის ნოემბრის თვეში საელჩოში გადაამოწმეს ზ--------------------–--–-–ის და მისი შვილების მონაცემები და ვინაიდან რამოდენიმეჯერ იყო იგი სხვადასხვა საელჩოში გასაუბრებაზე შესული და ყველაზე ჰქონდა უარი, ამის გამო, მისი თქმით, ზ--------------------–--–-–ი უნდა დალოდებოდა ახალი წლის შემდგომ პერიოდს, ვინაიდან ამ დროს უქმდებოდა წინა წლის მონაცემები. 2018 წლის იანვრის თვეში ი------–------------მ ზ--------------------–----–-ს უთხრა, რომ ლიეტუვას საელჩოში ვეღარ ხერხდებოდა ვიზის აღება, ამიტომ იგი მისი და მისი შვილების სახელის და გვარის გამოყენებით შევიდოდა ესტონეთის საელჩოში და მიიღებდა ესტონეთის ვიზას, რომელიც ასევე შედის შენგენის ქვეყნებში. მან საბუთების მოწესრიგების და ესტონეთის საელჩოში წარდგენის მიზნით ზ--------------------–----–-ს მოსთხოვა 120 ევრო, რომელიც გადასცა მის საცხოვრებელ სახლში პასპორტებთან ერთად. იმავე დღესვე ი------–------------მ ზ--------------------–----–-ს სასწრაფოდ მოსთხოვა დანარჩენი თანხა, რომელიც მისი განმარტებით უნდა გადაეცა ესტონეთის საელჩოში თანამშრომლისათვის, რათა გასაუბრებაზე ყოფილიყო დადებითი პასუხი. ვინაიდან კარგად იცის ინგლისური ენა და ინგლისური ენის საშუალებით ადვილი იყო ბანკის თანამშრომლებთან კონტაქტი, ზ--------------------–--–-–იმ პირად ანგარიშზე 2018 წლის 26 იანვარს გადაურიცხა ფულადი თანხა 6000 ევროს და 5 671 ევროს ოდენობით. იმავე დღესვე გამოიტანა აღნიშნული თანხა სს „თ----------იდან“, თან ახლდა ზ--------------------–----–-, რომელსაც გადასცა მისი კუთვნილი თანხა, რომელმაც მისი თანდასწრებით ი------–------------ს ხელზე გადასცა 11 100 ევრო, რომელიც ელოდებოდა იქვე ბანკში. საერთო ჯამში ი------–------------ს ზ--------------------–--–-–იმ ვიზის მისაღებად გადასცა 12 120 ევრო. აღნიშნულის შემდეგ ი------–------------ს მიერ ხდებოდა მხოლოდ დაპირება იმისა, რომ ზ--------------------–--–-–ი აუცილებლად მიიღებდა ესტონეთის ვიზას, თუმცა მისი დაპირება იყო მხოლოდ ტყუილი. ბოლო პერიოდში კი ზ--------------------–--–-–ი საერთოდ ვეღარ უკავშირდებოდა ი------–------------ს, რის გამოც სთხოვა დახმარება. დაუკავშირდა ი------–------------ს მეგობარ მამაკაცს ჯ------ ა-----–ს და მოსთხოვე მათთვის პასპორტების გადაცემა. ი--- ალავერდოვამ ჯ------ ა-----–თან ერთად, როგორც მისთვის არის ცნობილი, 2018 წლის აპრილის ბოლოს - მაისის დასაწყისში დაუბრუნა მას პასპორტები, ხოლო თანხის დაბრუნებას შეპირდა უახლოეს მომავალში, თუმცა მას დღემდე არ დაუბრუნებია ზ--------------------–----–-სათვის მისი კუთვნილი თანხა.
2018 წლის 20 ივნისის ანგარიშიდან ამონაწერით დასტურდება, რომ ანგარიშის მფლობელია ა--------------ი, რომელმაც 2018 წლის 22 იანვარს ანგარიშიდან გაიტანა 13 510.00 აშშ დოლარი.
2018 წლის 20 ივლისის ფარული აუდიოჩანაწერის/ვიდეოჩანაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების კრებსითი ჩანაწერით დადგენილია, რომ საუბრობენ ა--------------ი და ი------–------------. „1500 ევრო მოგეცი ხომ ქალბატონი ი---?“. „კი“. „მერე რამდენი მოგეცი?“. „13 500 აშშ დოლარი“. „მ------მა 1500 ევრო მოგცათ?“. „მ------ი სადღაც წავიდა. თქვა, ქალბატონ ი---ს დავურეკე, ცოტა ის მოხდა ჩვენს შორისო. 1 500 ევრო მოუცია“. „მაგან გამაგიჟა“. „მე დამირეკა, მერე ის ვქენი“. „მაგ ბიჭმა გამაგიჟა. არ ვიცი, რას ვუზავდი. მე გემალები? მოვედი, შეგხვდი, როგორც ნორმალური ადამიანი. თითქოს მაფიას ელაპარაკება. ვუთხარი, თვითონ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ, არ ვიცი, რა გავაკეთო-მეთქი“. „ისიც ცუდ მდგომარეობაშია. მატერიალური პრობლემები აქვს. 1500 ევრო მ------ ბეიმ მოგცათ, მერე .../?/ რუსთაველზე 3 ათას , ../?//გაუგებრად ამბობს/ 700 ევრო მოგცა, 5 500 ევრო გამოვიდა მისგან, ხომ?“. „კი, მისი 5 500 იყო. ვიცი ყველაფერი. ერთი კაცი იყო, ძაღლობა გაგვიკეთა“. „თქვენ ხომ საკონსულოში წამიყვანეთ?!“ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. „მითხარით, იქ კაცი მყავსო, საქმეს გააკეთებსო. მე რომ ფული მოგეცი 13 500 ევრო, ჩემთან იყოსო, მითხარით. ახლა ეს ფული თქვენ გაქვთ?“. „არა, ნეტავ მე მქონდეს! სად არის?“. „მე რომ ფული გამომართვი../არ ასრულებს აზრს/ მე ხომ თქვენ მოგეცით ფული?!“ „ჩვენ საერთო სალარო გვაქვს, ვისთან ერთადაც ვმუშაობ. მაგალითად, მე შენთან ვმუშაობ, საკონსულოში ვაკეთებთ. საერთო სალაროში ვდებთ და ზემოდან სახელს ვაწერთ. ჯერ პრობლემა არ გვქონია. სახელებს და ფულს ვდებთ და მორჩა. საქმე რომ გაკეთდება, ვაძლევთ, აიღე საკონსულოს ფული“. „ჩვენს საქმეს საკონსულო აკეთებს?“ „ჩვენს საქმეს, კი“. „შენ გყავს იქ კაცი?“ „კი, რა თქმა უნდა. იქ ჩვენი კაცი გვყვავს. მან აიღო, წაიღო ფული“. „მე გენდეთ, ქალბატონო ი---. ახლა ძალიან დაზარალებულ მდგომარეობაში ვართ. დამერწმუნეთ, მე ჩემს ამხანაგს კი ვეხმარები, მაგრამ თვითონ სახლის ქირას ვერ ვიხდი. სამსახურიდანაც წამოვედი. ვიფიქრე, მას მაინც დავეხმარები-მეთქი. მე მაშინ გენდეთ. ანუ, ჩვენი ფული, არ ვიცი როგორ გააკეთებთ, ქალბატონო ი---“. „მე თქვენ კვირას უნდა შეგხვედროდით. თქვენთან შეხვედრა და დალაპარაკება მინდოდა. პირდაპირ საკონსულოში შევედით, დავუძახეთ, ველაპარაკეთ, ავუხსენით მდგომარეობა. მე რა? ამდენი ფული კაცმა აიღო, ბოლოს კარგი“ .../ათიფი აწყვეტინებს/ „მაგრამ ფული თქვენ მოგეცით. 500 დოლარი“ .../ი--- აწყვეტინებს/ „კი, პრობლემა არ არის“. „ბანკიდან/?/ რომ გამოვედით, ფული მიგეცით“. „მე ვუთხარი საკონსულოში, ვიცი, 13 500 ევრო მიგაქვს, 500 კაცისთვის მიგქონდა, დავუშვათ, 250-ს მე მაძლევდი. 250 ევროსთვის ახლა 20 ათასი ევრო რატომ უნდა გადავიხადო-მეთქი? მან აიღო, აიღო, წაიღო. თქვენ ის გამიკეთეთ მეთქი. ახლა არ მინდა. მე კლეინტებს მოვიყვან. არიან კლიენტები. კლიენტებს მოვიყვან და თითოეული კლიენტიდან 1500 ევრო მომეცით და ხალხის ვალს გავისტუმრებ-მეთქი. ჩვენ ამაზე შევთანხმდით. ალაჰის წყალობით ყველაფერი მოგვარდა“. „მე თქვენ მეგობრად ჩავთვალეთ, ქალბატონო ი---. ჩვენ თქვენთვის ცუდი არაფერი გაგვიკეთებია, გენდეთ“. „ვიცი“. „დამერწმინეთ, დაზარალებული ვარ. ოჯახები გვყვავს. ჩემი სამშობლო რომ იყოს, ვიტყოდი, საქმე გავაკეთე და ვიზარალე-მეთქი. წავიდოდი, სადმე ვიმუშავებდი. აქ სამუშაოს შოვნა ძალიან ძნელია“. „600 ლარს ვიხდი ქირას. ერთი დღეც რომ გადავაცილო, იცი, ქართველები გარეთ გამომაგდებენ. ბოლოს 1500 ევრო მიგეცით თქვენ?“ „კი, ვიცი“. „მერე რამდენი ლირა მოგეცით?“ „13 ათას 500 თუ 13. რამდენიც მომეცით, ყველაფერი მიწერია“. „დოლარი?“ „რომელ რიცხვში მომეცით. კი, დოლარი მომეცით“. „მ------ ბეიც მირეკავს, არ მინდა, შევაწუხოო“. „5500, მთლი---დ 13 ათასი გამოვიდა. 1500 მომცა. მერე 700 მომცა, მერე“ ../ათიფი აწყვეტინებს/ „საკონსულოში დიალოგი გაქვთ?“ „კი, ველაპარაკეთ. სიმართლეს გეტყვი, გავჩერდით, არაფერს არ ვაკეთებდით იმიტომ, რომ პრობლემები შეიქმნა. მე მათ ვუყვირე, მათ მე მიყვირეს. თქვეს, მორჩა, არ ვაკეთებო. მერე მე მეუღლესთან ერთად წავედი, კაცს დავუძახეთ, ვუთხარით, ჩვენ რაში ვარ დამნაშავე, თქო. ყველას ვიცნობთ, ყველასთან მივდივარ-მოვდივარ. 250 ევროსთვის მე 20 ათასი ევრო .../არ ასრულებს აზრს კარგი, იმ კაცმა იაღო, წავიდა, ჯანდაბაში წაუღია, არ მინდა. ვერ ვპოულობ. რომც ვიპოვო, რას ვიზავ? ხომ არ დავახრჩობ? ხომ არ მოვკლავ? ვუთხარი, საშუალება მომეცით, ხალხს ვალი დავუბრუნო-მეთქი. კლიენტები მყავს. არ მინდა, მთლი---დ არ წავიღებ, მაგრამ ყოველი კლიენტიდან 1500 ევროს ავიღებ, რომ ვალი გავისტუმრო-მეთქი. 1500 ევროს, ათიფ აბი, შენ მოგცემ, 1500 ევროს, მაგალითად, მ------ს მივცემ, ნაწილ-ნაწილ დავუბრუნებ, რომ ვალი აღარ მქონდეს-მეთქი. საბოლო ჯამში, ვალი მაქვს“. „გასაგებია“. „ქალბატონო ი---, საკონსულოში ერთად წავედით. ჩვენ გენდეთ. საბუთბი ყველაფერი გამაკეთეთ“. „ყველაფერი გავაკეთე“. „მითხარით, იქ ჩემი კაცი მყავსო, საქმეს აკეთებსო“. თანხმობის ნიშნად თავს აქნევს. „მითხარით, ფული წანასწარ მომეცით, რომ ყველაფერი კარგად გამოვიდესო“. „კი“. „ჩვენ ფული მოგეცით“. „კი. ეგ ჩემი ვალია, ათიფ აბი. ყოველი კაციდან მე თქვენ ფულს მოგცემთ. ახლა არის რამოდენიმე ადამიანი. მათ საქმეს მოვაგვარებ, რომ ასეთი გაუგებრობა მეტი აღარ მოხდეს. ახლა აღარც მოხდება. პირდაპირ საკონსულოში მივდივარ“. „ანუ, თქვენ გვპირდებით, ქალბატონო ი---. კატა კედელთან რომ მოამწყვდიო, ვეფხვად გადაიქცევა. ჩვენ განათლებული ხალხი ვართ, ჩვენ თქვენთვის ცუდი არ გაგავიკეთებია, მაგრამ დამერწმინეთ, ბოლო წერტილამდე მივედი. დამიჯერეთ, სამშობლოში დასაბრუნებელი ფულიც კი არ დამრჩება. გთხოვთ, ჩვენ თქვენთვის ცუდი არაფერი გგავიკეთებია“. „ათიფ აბი, ახლა მე თქვენ რომ გითხრათ, 13 500 ევროს ახლავე მოგიტანთ-მეთქი, ტყუილი იქნება. ყველა კლიენტიდან ფულს გადაგიხდით. ისე, რომ იქაც დაიფაროს ფული, რომ იქ არ მითხრას, უფულოდ საქმეს არ გაგიკეთებო. მანაც აიღოს ფული და მეც ჩემს კლიენტს ფული გადავიხადო. ასე გავაკეთოთ. ალაჰს მადლობა, ორი დღის წინ გავაკეთეთ, გუშინ თქვენც მომწერეთ. მეც გითხარით, კვირას შევხვდეთ ერთმანეთს-მეთქი“. „ჩვენ კარგად დავიწყეთ ურთიერთობა და არ მინდა, ცუდად დავასრულოთ“. „რა თქმა უნდა“. „ანუ, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ჩვენი ფული აიღეთ“. „ათი აბი, გეფიცები, თქვენ ხომ იცით ჩვენი ოფისი?“ „კი“. „ოიფისი დავხურე. ფული ვერ გადავიხადე. ორი თვის ფული ვერ გადავიხადე. ქალმა ერთი თვე მაცადა, მეორე თვეს კი მითხრა, კარგად იყავიო. ახლა ოფისი არ მაქვს. ხალხს გარეთ ვხვდები. კლიენტს ვეუბნები, „ფრესკოში“ მოდი, იქ მოდი, აქ მოდი. ასე ვხვდები ხალხს. რა ვქნა?! ახლა ეგეც არ მინდა იმიტომ, რომ იქ ტყუილად ფულის გადახდას, მოვაგროვებ ფულს და კლიენტს გადავუხდი. მე საქმეს ვაკეთებ და ასეთი რამ არ მინდა. არ მინდა, ხალხმა თქვას, ი---მ ფული აიღო და არ მოგვცა, ჩვენი ვიზებიც ვერ გააკეთაო“. „ჰ--------- და მ------ ბეიმაც თქვეს. ჰ-------–-------მაც თქვა. მათი ფული რამდენი გაქვთ?“. „მისი 4 ათას ./არ ასრულებს ზუსტად არ ვიცი, არ მახსოვს“. „ევრო იყო?“ „კი“. „რამდენი იყო?“ „ის წავიდა?“. „ვერ ვხედავ. არ ვიცი. მ------ ბეიმ თქვა, თუ წავიდა, მე მას ძალიან ../?/ მასთან ერთად წაიყვანეთ? ორივე ერთად გაიყვანეთ?“ „კი. ო---- აბიმ თქვა, ჰ-------–-------ი რომც არ იყოს, ან მე ვიქნები, ან გეტყვი, ვის უნდა მისცეო“. „4 ათას რამდენი მოგცათ?“ „ყველაფერი რვეულში მიწერია. 4500 იქნება“. „ამხანაგები ვართ და არ თქვას, მ------ თ--------მა მითხრა და არ თქვას, მე ფული აიღე და მისი ფული“ .../ი--- აწყვეტინებს/ „მე არავის დავივიწყებ. თქვენთან , მ------თან, ჰ-------–-------თან, ყველასთან კარგად ვარ“. „არც ჩვენ გვინდა თქვენთვის ცუდის გაკეთება, ქალბატონო ი---. ჩვენ აქ უცხო მხარეში ვართ. არ ვიცი, ჩვენ თქვენთვის ცუდი არაფერი გაგვიკეთებია. სხვები მოდიან, ჩვენ მათ ვეცნობით, გინდა თუ არა, ჩვენ აქ ამხანაგები გვყვავს ისე, როგორც თქვენ გყავთ. დამიჯერეთ, ბოლო წერტილამდე მივედით. თვეში 500 დოლარს ვიხდი“. „ნელ-ნელა გადაგიხდით. თქვენც დაწყნარდებით, მეც. არ ინერვიულოთ. თანაც მე აქ ვარ, სად გავიქცევი?!“ „საბუთები თქვენ ერთად მიიტანეთ, ხომ? საკონსულოში ერთად წახვედით და ბიჭის ყველაფერი თქვენ თვითონ ჩააბარეთ იქ, ხომ?“. „კი“. „თქვენი კაცი იქ იყო?“ „ის კაცი წავიდა. საკონსულოში კი“. „ანუ, თქვენს საქმეს აკეთებდა“. „მას შევეხვეწეთ, რომ წასულიყო და ამ თვის ბოლომდე“ ../ათიფი აწყვეტინებს/ „ის აკეთებდა საქმეს?“ „კი. ამ თვის ბოლომდე უნდა წასულიყო. ჩვენ მას შევეხვეწეთ, რომ ერთი წელი გაეგრძელებინა. მანაც დაწერა, ლიტვიდან თანხმობა მოვიდა და ერთი წლით გავუგრძელეთ. ხვეწნა-ხვეწნით მე ვალებში ჩავვარდები. ასე როგორ შეიძლება?!“ „კარგი, ქალბატონო ი---, გეხვეწებით, ვერ ვმუშაობთ, სხვებს ვთხოვთ ფულს. როგორც მეგობარს, ისე გთხოვთ ჩვენი საქმის მოგვარებას. ი-კი, ნელ-ნელა, რასაც გავაკეთებ, ყველაფერს, სამი კაცი ხართ, სამად იმას ვიზავ“.
2018 წლის 15 ნოემბრის გრაფიკული ექსპერტიზის N-------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ცალხაზიანი ე.წ. „ბლოკნოტის“ ფურცელზე (ფურცლის ზედა მხარეს აღინიშნება ნაბეჭდი ტექსტი: „Subject. Year. Month. Date“, ხოლო ქვედა მხარეს - „LOTUS CORPORATE“) არსებული ხელნაწერი შესრულებულია ი------–------------ს მიერ.
2018 წლის 26 იანვრის საგადასახადო დავალებით დადგენილია, რომ ზ--------------------–--–-–იმ 6000 ევრო გადაურიცხა ო-------------------------ს.
2018 წლის 26 იანვრის საგადასახადო დავალებით დადგენილია, რომ ზ--------------------–--–-–იმ 5671 ევრო გადაურიცხა ო-------------------------ს.
2018 წლის 28 მარტის სალაროს შემოსავლის ორდერით დასტურდება, რომ მ------------------მა შპს „ე---------------------ს“ ანგარიშზე შეიტანა 851 ლარი.
2018 წლის 10 აპრილის სალაროს შემოსავლის ორდერით დასტურდება, რომ მ------------------მა შპს „ი--- ტ-------------ს“ ანგარიშზე შეიტანა 9120 ევრო.
2018 წლის 10 მაისის სალაროს შემოსავლის ორდერით დასტურდება, რომ მ------------------მა შპს „ი--- ტ-------------ს“ ანგარიშზე შეიტანა 210 ლარი.
2018 წლის 10 აპრილს გაცემული მინდობილობით დადგენილია, რომ მუ----------------მა და ა-–----------მა ი------–------------ს სახელზე გასცეს მინდოლობა, რომლის საფუძველზეც მუ----------------ი და ა-–----------ი, უფლებას აძლევს ქალბატონ ი------–------------ს იყოს მათი წარმომადგენელი ქ. თბილისში ლიტვის საკონსულოში, მათი და მათი მცირეწლოვანი შვილების: მ---------------ის და მ--–-----------ის, პასპორტების ჩაბარებასა და ვიზების აღებასთან დაკავშირებით, რისთვისაც მას მიანიჭეს უფლებამოსილება წარადგინოს, მიიღოს, ხელი მოაწეროს ყველა საჭირო დოკუმენტს და შეასრულოს აღნიშნული დავალების შესასრულებლად საჭირო ყველა სხვა, კანონით ნებადართული მოქმედება.
ამდენად, სააპელაციო პალატამ შეაფასა მტკიცებულებები მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:
დაზარალებულ ზ--------------------–--–-–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მისი მეუღლე იმყოფებოდა პოლონეთში და მასაც უნდოდა შვილებთან ერთად შენგენის ვიზის აღება. ო-------------------------ისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ ი------–------------ დაეხმარებოდა ვიზის აღებაში. დაუკავშირდა ი---ს, შეხვდა და შეთახმდნენ, რომ 12 000 ევროს სანაცვლოდ დაუმზადებდა ლიეტუვას საელჩოში ვიზებს. ოქტომბრის თვეში მეუღლესთან ერთად შეხვდა ი---ს, რომელსაც გადასცეს 900 ევრო და პასპორტების ასლები. ი------–------------ს განმარტებით, მას ჰყავდა ახლობლები საელჩოში, რომელთათვისაც უნდა ეჩვენებინა პასპორტები და თანხა, რის გამოც წინასწარ მოითხოვა თანხის გადაცემა. ი---მ უთხრა, რომ ვინაიდან უკვე სამჯერ ჰქონდათ მიღებული უარი ვიზის მიღებაზე, უნდა დალოდებოდნენ ახალ წელს, ხოლო შემდეგ დაარწმუნა, რომ დაუმზადებდა ესტონეთის ვიზებს და მიმართავდა ესტონეთის საელჩოს. ი---მ დაარწმუნა, რომ ჰყავდა ნაცნობები საელჩოში, რომლებიც მოაგვარებდნენ ვიზის საკითხს და მისი მისვლა არ იყო საჭირო. ი---მ დაარწმუნა, რომ მათ მიერ გადაცემული თანხა იქნებოდა მასთან, თუკი გაკეთდებოდა ვიზები, თანხას გადასცემდა საელჩოს თანამშრომლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუბრუნებდა უკან. მან თანხა გადაურიცხა ო-------------------------ს, რომელმაც გამოიტანა ბანკიდან ეს თანხა და გადასცა ი---ს. მათ ვიზები არ მიუღიათ, რის გამოც სთხოვდნენ ი------–------------ს თანხის უკან დაბრუნებას, თუმცა ი---მ მათ თანხა არ დაუბრუნა.
დაზარალებულ ზ--------------------–--–-–ის ჩვენების უტყუარობა და მის ჩვენებაში დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა მისმა მეუღლემ ო--------–--–-–იმ და განმარტა, რომ ო-------------------------ისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ ი------–------------ ამზადებდა ვიზებს, რომელსაც შეხვდა მეუღლესთან ერთად. ი---მ განუმარტა, რომ ჰყავდა მეგობრები, რომლებიც დაეხმარებოდნენ ვიზის დამზადებაში, რისთვისაც ერთ ადამიანზე უნდა გადახადა 5000 ევრო, ანუ ჯამში 12000 ევრო. პირველივე შეხვედრაზე მოსთხოვა თანხის გადაცემა და განუმარტა, რომ თანხა უნდა ეჩვენებინა საკონსულოში მომუშავე პირებისთვის. შეთანხმდნენ, რომ თანხის ნაწილს გადასცემდა წინასწარ. 2018 წლის ოქტომბრის თვეში მეუღლესთან ერთად გადასცა 900 ევრო. 21 იანვარს მისი მეუღლე ო-------------------------თან ერთად მივიდა ბანკში, გამოიტანეს თანხა და მოთხოვნილი თანხა გადასცეს ი------–------------ს. ი---მ უთხრა, რომ ერთ კვირაში დაიბარებდნენ გასაუბრებაზე, თუმცა შემდეგ ატყუებდა, რომ გასაუბრება გადაიდო. ი---ს სთხოვდა თანხის დაბრუნებას, რომელმაც განუმარტა, რომ თანხა დაკარგა და ვერ დაუბრუნებდა.
აღნიშნული გარემოებები დადასტურდა მოწმე ო-------------------------ის ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ გერმანიის საელჩოში გაიცნო ი------–------------, რომელმაც შესთავაზა ზ--------------------–--–-–ის და მისი შვილებისათვის ვიზების დამზადება, რაზეც დათანხმდნენ. ი---ს განმარტებით, მას ჰყავდა ნაცნობები ლიეტუვას საელჩოში, რომლებისთვისაც ფულის - 12000 ევროს გადაცემა იყო საჭირო, რათა გარანტირებულად მიეღოთ ვიზა. თავდაპირველად ზ------მა ბეს სახით გადასცა 900 ევრო, ხოლო შეთანხმებისამებრ დანარჩენი თანხა უნდა გადაეცა საელჩოში გასაუბრებაზე შესვლამდე. ი---მ აიღო ვალდებულება, რომ აღნიშნული თანხა, მინიმალური ხარჯების გარდა, უარის შემთხვევაში დაუბრუნდებოდა უკან. 2018 წლის იანვრის თვეში ი---მ განუმარტა, რომ ვერ ხერხდებოდა ლიეტუვას ვიზის მიღება და გაუკეთებდა ესტონეთის ვიზას, რის სანაცვლოდ საბუთების მოსაწესრიგებლად გამოართვა 120 ევრო. ი---მ იმავე დღეს მოსთხოვა დარჩენილი თანხაც, რომელიც ვითომდა უნდა გადაეცა ესტონეთის საელჩოს თანამშრომლებისთვის. ზ------მა მის პირად ანგარიშზე 2018 წლის 26 იანვარს ორ ეტაპად გადაურიცხა 6000 ევრო და 5671 ევრო, რომელიც იმავე დღეს გამოიტანა ბანკიდან და ზ------ ბ--–--–-–იმ 11 100 ევრო მისი თანდასწრებით ხელზე გადასცა ი---ს. საბოლოო ჯამში ზ------ ბ--–--–-–იმ ი------–------------ს გადასცა 12 200 ევრო, თუმცა ვიზა ვერ მიიღო და არც თანხა დაბრუნებია უკან. ზ--------------------–--–-–ის მიერ ო-------------------------ისათვის თანხის ორ ეტაპად გადარიცხვის ფაქტი დადასტურდა საქმეზე გამოკვლეული საგადასახადო დავალებებით.
დაზარალებულ მუ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ვიზის მიღებასთან დაკავშირებით შეხვდა ი------–------------ს, რომელმაც აჩვენა სხვა პირების ფოტოები, რომლებსაც ვითომდა დაუმზადა ვიზები და დაარწმუნა, რომ პრობლემა არ შეიქმნებოდა და ლიეტუვას ვიზას დაუმზადებდა მას, მის მეუღლეს და ბავშვს 15 620 ევროს სანაცვლოდ. ი------–------------ს 9120 ევრო ჩაურიცხა ანგარიშზე, თუმცა უარი მოუვიდათ ვიზის გაცემაზე, რის გამოც განმეორებით მიმართვის და ბინადრობის მოპოვების ხარჯებისთვის ი------–------------მ დამატებით გამოართვა 1000 ლარი. 6500 ევრო ი------–------------ს გადასცა მეუღლესთან ერთად. ი---ს სახელზე გასცეს მინდობილობა, რომ მას ეწარმოებინა ვიზის მიღებასთან დაკავშირებით ყველა მოქმედება. ი--- მათ არწმუნებდა, რომ მათ მიერ გადაცემული თანხა იქნებოდა მასთან და ვიზის მიღებაზე უარის შემთხვევაში, თანხას დაუბრუნებდა უკან. როდესაც მათ ი------–------------ს მოსთხოვეს თანხის დაბრუნება, მან თანხის დაბრუნებაზე უარი განაცხადა.
აღნიშნული გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ა-–----------მა, რომელმაც განმარტა, რომ ი------–------------მ მათ განუმარტა, რომ თანხა იქნებოდა მასთან, უბრალოდ აჩვენებდა საკონსულოს თანამშრომლებს, რომ თანხა ჰქონდათ. თუკი ვიზას ვერ გააკეთებდა, თანხას დაუბრუნებდა უკან. მისმა მეუღლემ თავდაპირველად გადასცა 6500 ევრო, ხოლო 9120 ევრო ჩაურიცხა ანგარიშზე. ი---მ ბინადრობის მოპოვების ხარჯებისთვის გამოართვა 900 ლარი. ჯამში ი---ს გადასცეს 15620 ევრო და 1000 ლარი. შპს „ე---------------------ს“ ანგარიშზე მუ----------------ის მიერ თანხის სამ ეტაპად ჩარიცხვის ფაქტი დადასტურდა საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერებით.
დაზარალებულ ა--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ვიზის დამზადების მოტივით მივიდა ი------–------------სთან მ-----------------თან ერთად. ი---მ მოსთხოვა პასპორტების ასლები და განუმარტა, რომ გააგზავნიდა საელჩოში და გაარკვევდა შესაძლებელი იყო თუ არა ვიზების დამზადება. დადებით შემთხვევაში ერთი ადამიანის ვიზის ღირებულება იყო 4500 ევრო. ი---ს განმარტებით, თანხას შეინახავდა მასთან და თუკი ვერ გააკეთებდა ვიზებს, თანხას დაუბრუნებდა უკან. მ-----------------ს მოსთხოვა 5500 ევრო. ერთი კვირის შემდეგ მ-----------------თან ერთად შეხვდა ი------–------------ს, რომელმაც დაუდასტურა, რომ აკეთებდა ვიზებს და თავდაპირველად საჭირო იყო 1500 ევრო, რომელიც გადასცა მას. შეთანხმდნენ, რომ დარჩენილ თანხას გადაუხდიდა საკონსულოდან გამოსვლის შემდეგ. ი---სთან ერთად შევიდნენ ლიეტუვის საკონსულოში, საიდანაც გამოსვლის შემდეგ ი---მ მოსთხოვა თანხა, რომელიც გამოიტანა ბანკიდან და გადასცა 13 500 აშშ დოლარი. აღნიშნულის თაობაზე შეადგინეს ხელწერილი. 10 დღეში ვიზა უნდა ყოფილიყო მზად, თუმცა ვიზა არ გამზადებულა, ხოლო ი------–------------ ატყუებდა, რომ საკონსულოს თანამშრომლები დასასვენებლად იყვნენ წასული და ამიტომ დაგვიანდა ვიზის დამზადება. ჯამში ი------–------------ს ქმედებით, ა--------------ის მიადგა 13500 აშშ დოლარის და 1500 ევროს ზიანი, რომლის ანაზღაურებას ითხოვს. მოწმის ჩვენებით და საქმეში წარმოდგენილი ფრული ვიდეოჩანაწერით ირკვევა, რომ მან მონაწილეობა მიიღო ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში, სადაც ი------–------------მ აღიარა, რომ მას და მის მეგობრებს ვიზების მიღების სანაცვლოდ გამოართვა ფულადი თანხები. მოწმის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ იგი ესწრებოდა მ-----------------ის მიერ ი------–------------სათვის 1000 და 800 ევროს გადაცემას.
აღნიშნული გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ფ--------------------მ და განმარტა, რომ მისმა მეუღლემ მისი თანდასწირებით ი------–------------ს გადასცა 13 500 აშშ დოლარი. ი--- შეპირდა, რომ 10 დღეში იქნებოდა ვიზები მზად, თუმცა ვიზები მათ არ მიუღიათ და ი--- არ პასუხობდა მათ სატელეფონო ზარებს. 13 500 აშშ დოლარის ბანკიდან გამოტანის ფაქტი დადასტურდა 2018 წლის 22 იანვრის საბანკო ამონაწერით.
აღნიშნული გარემოება დაადასტურა დაზარალებულმა მ------------------ა და განმარტა, რომ ი------–------------ს თავად გადასცა 1000 ევრო, რასაც ესწრებოდა ა--------------ი, ხოლო ა--------------იმ გადასცა 13 500 აშშ დოლარი. თავად ესწრებოდა ა--------------ის მიერ 1500 ევროს გადაცემას. 13 თებერვალს ა--------------ისთან ერთად კვლავ გადასცა 700 ევრო. ასევე გადასცა 3800 ევრო, რომლის გადაცემას არავინ ესწრებოდა. იგი ასევე ესწრებოდა ჰ-------–-------ის მიერ ი------–------------სთვის 3700 ევროს გადაცემას. ი--- შეპირდა, რომ თანხას შეინახავდა ბანკში, ხოლო ერთ კვირაში დაიბარებდნენ გასაუბრებაზე და გადაეცემოდა ვიზა, თუმცა ვიზა ვერ მიიღეს. იგი ი------–------------ს სთხოვდა თანხის დაბრუნებას, რომელსაც მის მიერ გადაცემული თანხა არ დაუბრუნებია.
დაზარალებულ ჰ-------–-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ი------–------------ გააცნო ა--------------იმ. დაუკავშირდა ი------–------------ს და სთხოვა ვიზის მიღებაში დახმარება, ი---მ აჩვენა იმ პირების ფოტოები, რომლებსაც ვითომდა თავად დაუმზადა ვიზები და შეპირდა, რომ მასაც დაეხმარებოდა ვიზის მიღებაში 4500 ევროს სანაცვლოდ. შეთანხმდნენ, რომ თავდაპირველად გადასცემდა 800 ევროს, ხოლო საკონსულოდან გამოსვლის შემდეგ 3700 ევროს. 2018 წლის 12 თებერვალს მივიდნენ საკონსულოში, სადაც დატოვეს დოკუმენტაცია, თუმცა გასაუბრებაზე არ გასულან. საკონსულოდან გამოსვლის შემდეგ მ------ თ--------ის თანდასწრებით ი------–------------ს გადასცა 3700 ევრო. ი---ს განმარტებით, მას 16 თებერვალს უნდა მიეღო ვიზა, თუმცა არ მიუღია. ი---მ უთხრა, რომ ვიზა ვერ გააკეთა, თუმცა განმეორებით ცდიდა და აუცილებლად გააკეთებდა. ამის შემდეგ კი ი------–------------ მის ზარებს არ პასუხობდა.
დაზარალებულ ა--------------ის მიერ ი------–------------სათვის გადაცემულ თანხაზე შედგენილ ხელწერილზე დაინიშნა გრაფიკული ექსპერტიზა. გრაფიკული ექსპერტიზის N-------- დასკვნით და ექსპერტის თ--------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ მითითებულ ხელწერილზე არსებული ციფრობრივი ჩანაწერი და ხელნაწერი ტექსტი შესრულებულია ი------–------------ს მიერ.
2018 წლის 20 ივლისს ა--------------ისა და ი------–------------ს შორის შემდგარი ფარული ვიდეო ჩანაწერით დადასტურდა ი------–------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება და დაზარალებულთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე ის გარემოება, რომ ი------–------------ დაზარალებულებს დაპირდა გარკვეული ფულადი თანხის გადახდის სანაცვლოდ ლიეტუვას რესპუბლიკის ტურისტული ვიზების გაცემას საელჩოში მყოფი მისი ახლობლების მეშვეობით. ასევე დადასტურდა ის გარემოება, რომ ა--------------იმ ი------–------------ს გადასცა 1500 ევრო და 13 500 აშშ დოლარი, ხოლო მ------------------ა გადასცა 5500 ევრო.
ამდენად, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ი------–------------ს განზრახული ჰქონდა სხვისი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება, რის გამოც დაზარალებულებს ატყუებდა, რომ თითქოსდა თბილისში მდებარე ლიეტუვას რესპუბლიკის საელჩოში ჰყავდა ნაცნობები, რომლებიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეძლებდნენ მათთვის ვიზების დამზადებას, რის გამოც მოიპოვა რა დაზარალებულთა ნდობა, გამოართვა მათ ფულადი თანხები და განკარგა პირადი საჭიროებისამებრ, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
სააპელაციო პალატამ იმსჯელა დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტებზე და ვერ გაიზიარებს მათ, შემდეგ გარემოებათა გამო: 1) დაცვის მხარის მტკიცებით ა--------------ისა და ი------–------------ს შეხვედრის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ არ წარმოდგენილა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა იმის დასტურად, წარმოადგენს თუ არა აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი ერთ მთლიანს, ხომ არ აღენიშნება მას მონტაჟისა და ზემოქმედების კვალი, ხომ არა აქვს ადგილი ხმისა და ვიდეო გამოსახულების დადებას და ა.შ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს ეკრძალება ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა დამოუკიდებლად მოპოვება და გამოკვლევა. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარემ თავად არ უარყო ი------–------------სა და ა--------------ის შეხვედრის ფაქტი. დადგენილია ის გარემოებაც, რომ დაცვის მხარისათვის გადაცემული იყო როგორც ფარული ვიდეო ჩანაწერის ამსახველი დისკი, ისე საქმეში წარმოდგენილი კრებსითი ჩანაწერი და მათი შინაარსი დაცვის მხარისათვის, მათ შორის, ბრალდებულისათვის ერთმნიშვნელოვნად ცნობილი იყო. იმ შემთხვევაში, თუკი დაცვის მხარისთვის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი ვერ აკმაყოფილებდა უტყუარობის სტანდარტს და დაცვის მხარის აზრით მასში ასახული ინფორმაცია არ ასახავდა რეალურად მომხდარი შეხვედრისას განვითარებულ მოვლენებს და საუბრის შინაარსს, დაცვის მხარეს თავად შეეძლო ჩაეტარებინა ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნა წარმოედგინა სასამართლოში, თუმცა დაცვის მხარეს ეს არ გაუკეთებია. ამდენად, როდესაც დაცვის მხარე სააპელაციო პალატას სთავაზობს მოვლენების მისეულ ვერსიას, სასამართლოს უჩნდება ლეგიტიმური მოლოდინი რომ მხარე, როგორც მინიმუმ შეეცდება ამ ვერსიის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულების წარმოდგენას, რაც არამც და არამც არ იქნებოდა მტკიცების ტვირთის შეცვლა. 2) სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ა--------------ის და ი------–------------ს შორის შედგენილი ხელწერილი შეიცავს მხოლოდ ციფრებს (13500) და მასში არ არის მითითებული თანხის გადაცემის მიზნობრიობის შესახებ, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს გაზიარებული. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულ ხელწერილზე დაყრდონით ჩატარებული გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ხელწერილს ხელს აწერს ი------–------------. რაც შეეხება ხელწერილში მითითებული თანხის გადაცემის მიზნობრიობას, დაზარალებულის ჩვენებით დადგინდა, რომ მან ხელწერილში მითითებული თანხა გადასცა ი------–------------ს ვიზების მიღების სანაცვლოდ. აღნიშნული გარემოება დადასტურდა ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით და გამოკვლეული ფარული ვიდეოჩანაწერით. 3) დაცვის მხარის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ უკანონოდაა მოპოვებული ასევე ეროვნული ბანკიდან ანგარიშებზე თანხის მოძრაობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ვინაიდან 2018 წლის 22 ოქტომბერს სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, რომლის ვადა განისაზღვრა 30 დღით, საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა მხოლოდ 2019 წლის 9 იანვარს, მაშინ, როდესაც უტყუარად არის დადგენილი, რომ საგამოძიებო მოქმედება ნამდვილად დაიწყო (გამომძიებელმა მიმართა ბანკს განჩინების აღსრულების მოთხოვნით) განჩინებით განსაზღვრული ვადის დაცვით, ვინაიდან განჩინებაში მითითებულია, რომ იგი ძალადაკარგულია, თუ საგამოძიებო მოქმედება არ დაიწყება 30 დღის ვადაში, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. 4) რაც შეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებას დაცვის მხარის შუამდგომლობაზე მოწმე აი–----------ის ბრალდების მხარის მოწმეთა სიიდან ამორიცხვის თაობაზე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული მუ----------------ი დაიკითხა დისტანციურად, ამდენად, სასამართლოს არ ჰქონდა შესაძლებლობა პირადად გაეკონტროლებინა, თუ ვინ იმყოფებოდა მის მახლობლად დაკითხვის მიმდინარეობისას, თუმცა სააპელაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა რაიმე ისეთი გარემოება, რაც ეჭვს გააჩენდა დაზარალებულ მუ----------------ის და მოწმე აი–----------ის გულწრფელობასთან დაკავშირებით, რომლებმაც ცალსახად დაადასტურეს, რომ აი–----------ს მეუღლის ჩვენება არ მოუსმენია.
5. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის განაჩენი გასაჩივრებულია როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მიერ, მათ შორის ი------–------------ს მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია თაღლითობისათვის, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებისთვის, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჩადენილი დიდი ოდენობით. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სახეზე იყოს შემდეგი ელემენტები: ა) ნივთი, რომლის დაუფლებაც ხდება უნდა ეკუთვნოდეს სხვას და არა დანაშაულის ჩამდენ პირს; ბ) დამნაშავე მოტყუების გზით ეუფლება სხვის კუთვნილ მოძრავ ნივთს, რომელსაც მოტყუებული პირი თავისი ნებით გადასცემს დამნაშავეს ან თავისი ნებით უთმობს უფლებას ნივთზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მარტის #2104აპ-07 განჩინება). მოტყუება ეს არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. მოტყუება შეიძლება გამოიხატოს როგორც აქტიურ ქმედებაში, ისე პასიურში. მოტყუების ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქო სამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ოქტომბრის N83აპ-13 განაჩენი); და გ) დანაშაულის ჩამდენს უნდა ამოძრავებდეს აღნიშნული ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის მიხედვით სსკ-ის 25-ე თავში (სადაც შედის 180-ე მუხლიც) დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10000 ლარის ზევით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის შინაარსთან მიმართებით განმარტა, რომ როდესაც კანონმდებელი საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ცნებების განმარტებისას შესაბამისი სისხლისსამართლებრივი ნორმებით გათვალისწინებულ ძირითად შემადგენლობებში უთითებს სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისა თუ მისაკუთრების მიზანზე, ძალიან მაღალი ალბათობითაა სავარაუდო, რომ ამ შემთხვევაში იგი ქმედების კვალიფიკაციისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს იმ გარემოებას – ეს სხვისი ნივთი ერთ ადამიანს ეკუთვნის, თუ ორს ან მეტს. აქ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ნივთზე (ფული, ქონება), რომელსაც ეუფლება და ისაკუთრებს დამნაშავე, ამ უკანასკნელს არავითარი უფლება არ გააჩნია. ამიტომ ერთიანი განზრახვითა და მიზნით ჩადენილი ქმედების დიდი ოდენობით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს დაუფლებული და მისაკუთრებული, თუ საამისოდ გამიზნული ნივთის (ფულის, ქონების) საერთო ღირებულებას და არა უშუალოდ ცალკეული, კონკრეტული დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის მოცულობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის #236აპ-12 განაჩენი). თაღლითობის სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვის არსებობაში გამოიხატება. დამნაშავემ იცის, რომ მოტყუებით ეუფლება სხვის ქონებას.
ამდენად, ვინაიდან უტყუარად დადგენილია, რომ ი------–------------ ნდობის ბოროტად გამოყენებით, მოტყუებით დაეუფლა ა--------------ის, მ-----------------ის, ჰ-------–-------ის, ზ--------------------–--–-–ისა და მუსთაფა თარჰანის თანხებს, სულ ჯამში 38 440 ევროს, 14 500 აშშ დოლარისა და 1061 ლარის (არანაკლებ 148597,742 ლარის ექვივალენტი თანხა, დანაშაულის ჩადენის პერიოდისთვის ლარის მინიმალური ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში) და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. სახეზეა დანაშაულის - დიდი ოდენობით თაღლითობის შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისი გათვალისწინებით ი------–------------ ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ი------–------------ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი ისჯება - ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
ამდენად, სააპელაციო პალატამ იმსჯელა და შეაფასა მსჯავრდებულის პიროვნება და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნებოდა პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფდა მის მიზნებს და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის 28 ივნისის განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მსუბუქი და უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (ანგარება/სხვისი ქონების დაუფლება), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის დანაშაული), მსჯავრდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას (სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები ი------–------------ს პიროვნების ან/და წარსული ცხოვრების უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა), მსჯავრდებულის მისწრაფებას აანაზღაუროს მიყენებული ზიანი (რაც დაზარალებულებისთვის კონკრეტული თანხების რეალურად დაბრუნებაში გამოიხატა), მის ოჯახურ პირობებს (მისი შვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რომელსაც დაესვა დიაგნოზი განვითარების ეტაპების დაყოვნება - R 620, რომელსაც აღენიშნება ფსიქოტრავმატიზაციის მაღალი ხარისხი, რაც გამოწვეულია დედასთან ურთიერთობის დეფიციტით; ფსიქოტრავმატიზაციის შემცირების და კომპენსაციის მიზნით თემურ გასანოვი საჭიროებს ხანგრძლივ ფსიქოთერაპიულ კურსს) და სრულად იზირებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ დედისა და შვილის მჭიდრო ფსიქოემოციური მიჯაჭვულობისა და ბრალდებულის შვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ი------–------------ს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან და საზოგადოებისაგან მის იზოლაციასთან. საყურადღებოა, რომ სამართლიანობის აღდგენა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ცალსახად დაკავშირებულია დაზარალებულების სამართლიან დაკმაყოფილებასთან, ი------–------------ს მისწრაფების გათვალისწინებით აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, მისი თავისუფლებაში ყოფნის პირობებში მეტად რეალურია, ვიდრე მისთვის თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში. ამასთან, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულების რაოდენობის და მიყენებული ზიანის ოდენობის (რომელიც გაცილებით აღემატება კანონმდებლის მიერ დადგენილი დიდი ოდენობის ნიშნულს) გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ი------–------------სთვის დაკისრებული ჯარიმის თანხა არის არაგონივრულად ლმობიერი, შესაბამისად, ბრალდების მხარის მოთხოვნა, სასჯელის დამძიმების ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და ი------–------------ს მიმართ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა უნდა გაიზარდოს და განესაზღვროს 40000 ლარის ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2018 წლის 9 ოქტომბრიდან - 2019 წლის 28 ივნისის ჩათვლით, ი------–------------ს დანიშნული სასჯელი უნდა შეუმცირდეს და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 14000 ლარის ოდენობით, რაც იქნება ზომიერად მკაცრი სასჯელი და ხელს შეუწყობს სასჯელი მიზნების რეალურად შესრულებას.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეო-აუდიო ჩანაწერი, დაფიქსირებული „Verbatim“-ის ფირმის „DVD-R“ ფორმატის კომპაქტდისკზე, ი------–------------ს სარგებლობაში არსებულ მობილური ტელეფონის ნო----ზე (+9--------------) შემავალ-გამავალი ზარებისა და გზავნილების დეტალური ნუსხა, დაფიქსირებული „Verbatim“-ის ფირმის „CD-R“ ფორმატის კომპაქტდისკზე, ბრალდებულ ი------–------------ს ხელნაწერი დოკუმენტი (დაზარალებულ ა--------------ისგან ფულადი თანხის მიღების თაობაზე), ი------–------------ს ხელწერის ნიმუშები, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი------–------------ს ადვოკატის დ-----------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის პროკურატურის შსს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ბ---------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის განაჩენში;
ი------–------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 40000 ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2018 წლის 9 ოქტომბრიდან - 2019 წლის 28 ივნისის ჩათვლით, ი------–------------ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 14000 ლარის ოდენობით.
ი------–------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;
ნივთიერი მტკიცებულება:
ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეო-აუდიო ჩანაწერი, დაფიქსირებული „Verbatim“-ის ფირმის „DVD-R“ ფორმატის კომპაქტდისკზე, ი------–------------ს სარგებლობაში არსებულ მობილური ტელეფონის ნო----ზე (+9--------------) შემავალ-გამავალი ზარებისა და გზავნილების დეტალური ნუსხა, დაფიქსირებული „Verbatim“-ის ფირმის „CD-R“ ფორმატის კომპაქტდისკზე, ბრალდებულ ი------–------------ს ხელნაწერი დოკუმენტი (დაზარალებულ ა--------------ისგან ფულადი თანხის მიღების თაობაზე), ი------–------------ს ხელწერის ნიმუშები, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი