განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002949418
საქმე №1ბ/1721-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მაკა გველესიანი
სხდომის მდივანი მერი ლაბარტყავა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ნ----------–ი
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: გ------- მ------–---–ი, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------------------------------ში.
ადვოკატი: ნ--------–-–---–ი
წარდგენილი ბრალდების მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2019 წლის 10 მარტის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ინაწილი (2019 წლის 10 მარტის და 2019 წლის 11 მარტის ეპიზოდები), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
განაჩენის მიხედვით - საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვისა და 12 (თორმეტი) დღის ვადით.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ნ----------–მა. სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ვინაიდან მიაჩია, რომ გასაჩივრებული განაჩენი როგორც კვალიფიკაციის, ასევე სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი. აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ გ------- მ------–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალთან მიმართებით მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ხ----- ნ------ემ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც ქმნიდა სასამართლოსთვის მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილ ბრალის ყველა ეპიზოდში დადასტურებისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ გ------- მ------–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, კერძოდ, მოწმის სახით დაიკითხნენ პატრულ-ინსპექტორები: ვ----– ფ------–---–ი და კ------- ჭ-----ე, რომლებიც მყისიერად მივიდნენ გამოძახების ადგილზე და აღწერეს თუ რა ინფორმაცია მიიღეს დანაშაულის შესახებ. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ დაზარალებული ხ----- ნ------ე დახვდათ განერვიულებული, აღელვებული და მოითხოვა შემაკავებელი ორდერის გამოწერა მისი მეუღლის მიმართ. მეორე გამოძახების დროსაც საპატრულო პოლიცია გამოცხადდა იმავე შემადგენლობით. მათ მიიღეს ინფორმაცია, როგორც 2019 წლის 10 მარტს, ასევე 2019 წლის 11 მარტს მომხდარ ძალადობისა და მუქარის შესახებ. აღნიშნული ჩვენებებთან ერთად შემთხვევის ადგილზე დაზარალებულის ემოციური მდგომარეობა, შემაკავებელ ორდერში და შემაკავებელი ორდერის ოქმში აღნიშნული ინფორმაცია, ასევე ექსპერტ-ფსიქოლოგთან გასაუბრებისას დაზარალებულის განმარტებებით უტყუარად დასტურდება გ------- მ------–---–ის მიერ ხ----- ნ------ის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფისა და მუქარის განხორციელების ფაქტი. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას იმის შესახებ, რომ გ------- მ------–---–ის ქმედებით ხ----- ნ------ე არ განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას, ბრალდების მხარე ხსნის იმ გარემოებით, რომ საექსპერტო გამოკვლევისას გ------- მ------–---–ი დაკავებული იყო და შემთხვევიდან გასული იყო გარკვეული დრო, შესაბამისად, დაზარალებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობა აღარ იყო ისე მძაფრი და იგი აღარ იყო იმდენად აღელვებული, როგორც შემთხვევის ადგილზე, თუმცა საექსპერტო გამოკვლევის ფორმატში, ექსპერტისთვის მიწოდებული ინფორმაცია იძლევა საკმარის საფუძველს იმის დასადგენად, რომ გ------- მ------–---–ი ხ----- ნ------ეს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ძალადობდა მასზე. ბრალდების მხარე ასევე არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას გ------- მ------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე გადაკავალიფიცირების თაობაზე, ვინაიდან მიაჩია, რომ გ------- მ------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება სრულად მოიცავს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს. აპელანტს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ 2019 წლის 11 მარტს, გ------- მ------–---–მა ფიზიკური ძალადობა განახორციელა ხ----- ნ------ის მიმართ, მაგრამ აღნიშნული ქმედება რომ განხორციელდა ხ----- ნ------ის შვილისა და გ------- მ------–---–ის გერის - ლ-----------–---–ის თანდასწრებით სასამართლომ არ გაიზიარა. აღნიშნული კი დასტურდება შემთხვევის ადგილზე გამოცხადებული პატრულ-ინსპექტორების ჩვენებებით, რომლებსაც არასრულწლოვანი დახვდათ შემთხვევის ადგილზე და განაცხადა, რომ არა თვითონ გ------- მ------–---–ი მოკლავდა დედამისს. ხ----- ნ------ემ თავად წარადგინა განცხადებით ლ-----------–---–ის დამტვრელი მობილური ტელეფონი, რომელიც კონფლიქტის დროს დამტვრია გ------- მ------–---–მა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა ცალსახად და უტყუარად მიუთითებს, რომ 2019 წლის 11 მარტს გ------- მ------–---–ის მიერ ხ----- ნ------ის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას ესწრებოდა ხ----- ნ------ის არასრულწლოვანი შვილი -ლ-----------–---–ი, რომელიც ჩართულიც კი იყო კონფლიქტში და იცავდა დედამისს, რა დროსაც გ------- მ------–---–მა დაუმტვრია მას მობილური ტელეფონი. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სათანადოდ არ გაითვალისწინა გ------- მ------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორცილების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება (დამოკიდებულება ნარკოტიკულ საშაულებებზე, რის გამოც გადიოდა მკურნალობას ,,მეთადონის“ ჩანაცვლებით პროგრამაში, რაც დაზარალებულის განმარტებით, წარომადგენდა ძალადობის მაპროვოცირებელ გარემოებას). აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ ფაქტიურად მინიმალური სასჯელის გამოყენება არ ემსახურება საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს-სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ზემოაღნიშნულ გარემოებაზე მითითებით, ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ გ------- მ------–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 10 მარტის ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,151ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 10 მარტის და 2019 წლის 11 მარტის ეპიზოდები), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 11 მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და შესაბამისი მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ, მსჯავრდებულ გ------- მ------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ--------–-–---–მა, წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა მსჯავრდებულ გ------- მ------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, აპელანტმა ნ----------–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა გ------- მ------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ--------–-–---–მა, მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
წარდგენილი ბრალდება:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ------- მ------–---–ს ბრალი წარედგინა მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მას ასევე ბრალი წარედგინა მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; გ------- მ------–---–ს ბრალდება წარედგინა მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; მას ასევე წარედინა ბრალდება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; მას ასევე ბრალი წარედინა მასში, რომ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა; რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლიდან ხ----- ნ------ე ქორწინებაში იმყოფება გ------- მ------–---–თან, რომელიც თანაცხოვრების განმავლობაში სისტემატურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებს, რაც იწვევსა ხ----- ნ------ის ტანჯვას.
2019 წლის 10 მარტს, საღამოს საათებში, ოჯახური კონფლიქტის დროს, გ------- მ------–---–მა თავის მეუღლეს, ხ----- ნ------ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: გაშლილი ხელი გაარტყა სახის არეში, ხელის კვრით მიაგდო სავარძელთან და ხელები მოუჭირა კისრის არეში, რა დროსაც ემუქრებოდა დახრჩობით. გაუჩნდა რა აღნიშნული მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხ----- ნ------ემ გამოიძახა საპატრულო პოლიცია, მაგრამ დამალა ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტი და განაცხადა მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, ხოლო გ------- მ------–---–ის, როგორც მოძალადის მიმართ შედგა შემაკავებელი ორდერი. გ------- მ------–---–ის მიერ განხორციელებულმა ძალადობამ და მუქარამ გამოიწვია ხ----- ნ------ის ფიზიკური ტკივილი, ჯანმრთელობის დაზიანება და მორალური ზიანი.
2019 წლის 11 მარტს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერის საფუძველზე, გ------- მ------–---–ს, როგორც მოძალადეს, აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი თავისი მეუღლე - ხ----- ნ------ე ცხოვრობს, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან ხ----- ნ------ესთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მხვერპლი იმყოფება, ასევე აეკრძალა მსხვერპლ - ხ----- ნ------ესთან, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ტელეფონით, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად ამისა, გ------- მ------–---–მა არ შეასრულა მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 11 მარტსვე, დაახლოებით 04:30 საათზე, მივიდა ქ------–--–---------------------------------ში, სადაც თავის მეუღლეს ხ----- ნ------ეს, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილის - 16 წლის ლ-----------–---–ის თანდასწრებით, კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და განახორციელა მასზე ფიზიკური ძალადობა. კერძოდ, გ------- მ------–---–ი აგინებდა ხ----- ნ------ეს უცენზურო სიტყვებით და მოუჭირა ხელები კისრის არეში, რა დროსაც თან ემუქრებოდა, რომ სანამ ვინმე უშველიდა, დაახრჩობდა. არასრულწლოვანი ლ-----------–---–ი ხედავდა რა ყოევლივე აღნიშნულს, ცდილობდა დედამისის დაცვას გ------- მ------–---–ისგან, რომელიც ამ დროს კვალავ აგრძელებდა რა ძალადობას, რამდენჯერმე დაარტყა ხელი ხ----- ნ------ეს სხეულის სხვადასხვა ადგილეზე. ხ----- ნ------ე იყო შეშინებული მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობისა და მუქარის გამო, გაუჩნდა აღნიშნული მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ცდილობდა საპატრულო პოლიციის გამოძახებას, რის საშუალებაც გ------- მ------–---–ი არ აძლევდა, ტელეფონის წართმევისა და დამტვრევის გზით. მიუხედავად ამისა, ხ----- ნ------ემ შეძლო „112“-ზე ზარის განხორციელება და გამოძახების საფუძველზე შემთხვევის ადგილზე მისულ პატრულ-ინსპექტორების მიერ გ------- მ------–---–ი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. გ------- მ------–---–ის მიერ განხორციელებულმა ძალადობამ და მუქარამ გამოიწვია ხ----- ნ------ის ფიზიკური ტკივილი, ჯანმრთელობის დაზიანება და ტანჯვა, რითაც მას მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.
სასამართლომ დაადგინა:
გ------- მ------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მან ასევე ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 11 მარტის N0----- შემაკავებელი ორდერის საფუძველზე, გ------- მ------–---–ს, როგორც მოძალადეს, 30 დღის ვადით, აეკრძალა მეუღლესთან - ხ----- ნ------ესთან, მის საცხოვრებელთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც ეს უკანასკნელი იმყოფება, მასვე აეკრძალა ხ----- ნ------ესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ტელეფონით, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. გ------- მ------–---–მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და იმავე დღეს, დაახლოებით 04:30 საათზე, ქ------–--–---------------------------------ში ხ----- ნ------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, კისრის არეში მოუჭირა ხელები, რამაც ხ----- ნ------ეს ფიზიკური ტკივილი მიაყენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენით გ------- მ------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 10 მარტის ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 10 მარტის და 2019 წლის 11 მარტის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებაში;
გ------- მ------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე·
გ------- მ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)თვისა და 12(თორმეტი) დღის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1- ლი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- მ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვისა და 12 (თორმეტი) დღის ვადით, მსჯავრდებულ გ------- მ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 11 მარტიდან და 2019 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გ------- მ------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორების ვ----– ფ------–---–ის და კ------- ჭ-----ის მოწმის სახით მიცემული ჩვენებებით დადგენილია, მათ 2019 წლის 10 მარტს, ღამის საათებში, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრიდან მიიღეს შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის, კერძოდ, მეუღლის მხრიდან განხორციელებული, სიცოცხლის მოსპობის მუქარის შესახებ. მოცემული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდნენ თ---–--–------------------------------ში, სადაც დახვდათ აღელვებული ქალბატონი, ხ----- ნ------ე, რომელმაც განაცხადა, რომ მეუღლემ, გ------- მ------–---–მა კამათის დროს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. გ------- მ------–---–ი სიტყვიერად მათი თანდასწრებითაც შეურაცხყოფდა მეუღლეს. 2019 წლის 10 მარტს, ღამის საათებში, ხ----- ნ------ის და გ------- მ------–---–ის საცხოვრებელ სახლში გამოცხადებისას, კ------- ჭ-----ის მიერ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც გ------- მ------–---–ს 30 დღის ვადით აეკრძალა მეუღლესთან მიახლოვება და კომუნიკაცია. შემაკავებელ ორდერს გაეცნენ მხარეები და საკუთარი ხელმოწერითაც დაადასტურეს იგი. აღნიშნულის შემდეგ მათ დატოვეს ხ----- ნ------ის და გ------- მ------–---–ის ბინა და განაგრძეს სამოქმედო ტერიტორიაზე პატრულირება. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული უარყოფდა მეუღლის მხრიდან რაიმე სახის ფიზიკურ ძალადობას, მათ გაუჩნდათ ეჭვი, რომ მსხვერპლი მისი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს მალავდა. მათი ეჭვი რამდენიმე საათის შემდეგ, ძალადობის მორიგი ფაქტის გამო, დაზარალებულისა და გ------- მ------–---–ის ბინაში ხელმეორე გამოცხადებისას დადასტურდა, რა დროსაც ხ----- ნ------ემ აღიარა, რომ მეუღლის მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით დამალა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. რამდენიმე საათში, გამთენიისას კვლავ მიიღეს შეტყობინება იმავე მისამართზე განხორციელებული ოჯახური ძალადობის შესახებ. ხ----- ნ------ის და გ------- მ------–---–ის ბინაში დაბრუნებულებს ადგილზე დახვდათ გ------- მ------–---–ი, ხ----- ნ------ე და ამ უკანასკნელის ვაჟი - ლ-----------–---–ი. ხ----- ნ------ემ, რომელსაც ყელზე სიწითლე ეტყობოდა, ძალიან აღელვებული იყო და მისი მეუღლის დაკავებას ითხოვდა - „დააკავეთ, მაინცდამაინც უნდა მომკლასო?!“ დაზარალებულისგან შეიტყვეს, რომ აკრძალვის მიუხედავად, გ------- მ------–---–ი შინ დაბრუნდა და ბინაში შემოსვლისთანავე, მისი არასრულწლოვანი შვილის - ლ-----------–---–ის თანდასწრებით, ყელზე წაუჭირა ხელები და ახრჩობდა, ხოლო როცა „112“-ში დარეკვა სცადა, - მობილური ტელეფონი დაუმტვრია. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გ------- მ------–---–ი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.
შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელ კ---- მ---------ის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 10 მარტს მომხდარი ინციდენტის თაობაზე, დაზარალებულმა ხ----- ნ------ემ განუმარტა, რომ ოჯახური კონფლიქტისას მეუღლემ, გ------- მ------–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ხ----- ნ------ის მოთხოვნის საფუძველე, პატრულ-ინსპექტორის მიერ გ------- მ------–---–ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი. მოგვიანებით, დაკითხვისას, დაზარალებულმა აღიარა, რომ 2019 წლის 10 მარტს მეუღლის მხრიდან, გარდა სიტყვიერი შეურაცხყოფისა, ადგილი ჰქონდა მის ფიზიკურ შეურაცხყოფასაც, თუმცა, გარკვეული მოსაზრებების გამო, აღნიშნული სამართალდამცველებს დაუმალა. მან დაადასტურა, რომ ქ-------–--–---------------------------------ში 2019 წლის 11 მარტს მომხდარი ინციდენტის თაობაზე დაზარალებულმა ხ----- ნ------ემ განუცხადა, რომ მეუღლემ, გ------- მ------–---–მა ფიზიკურად იძალადა მასზე, ყელზე მოუჭირა ხელები და დაემუქრა მოკვლით, გარდა ამისა, დაუმტვრია მობილური ტელეფონი. დაზარალებულ ხ----- ნ------ეს ყელზე მართლაც ეტყობოდა ძალადობის კვალი, ნაკაწრი.
სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ხ----- ნ------ე, მეუღლის - გ------- მ------–---–ის მხრიდან მასზე განხორციელებული ქმედებების გამო არ განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსი ექიმის გ------- გ------–---–ის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 11 მარტს, ქ-------–--–---------------------------------ში პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა ხ----- ნ------ეს, რომელიც უჩიოდა ძლიერ თავის ტკივილს და ნერვიულობის ნიადაგზე საერთო სისუსტეს. ხ----- ნ------ეს ყელზე ექსკორიაცია (ნაკაწრი) ეტყობოდა, რასაც მეუღლის მიერ მისი ფიზიკური შეურაცხყოფით ხსნიდა.
2019 წლის 10 მარტის N0----- შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ იგი გამოცემული იქნა პატრულ-ინსპექტორ კ------- ჭ-----ის მიერ, 30 დღის ვადით. შემაკავებელი ორდერის საფუძველზე გ------- მ------–---–ს აეკრძალა მეუღლესთან მიახლოვება და კომუნიკაცია. შემაკავებელ ორდერზე არსებული ხელმოწერით დასტურდება, რომ გ------- მ------–---–ი გაეცნო მას და გაფრთხილებული იქნა ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის N6-- სამედიცინო ბარათიდან ირკვევა, რომ ხ----- ნ------ეს სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა 11.03.2019 წ, 04:31 სთ-ზე. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სქემაზე გამოსახულია კისრის მიდამოში ნაკაწრი. 11.03.2019 წ. მოქ. ხ----- ნ------ეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები კისრის მიდამოში ორი სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს -2019 წლის 11 მარტს.
დაზარალებულმა ხ----- ნ------ემ (გ------- მ------–---–ის მეუღლე) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით (კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
არასრულწლოვანმა მოწმემ ლ-----------–---–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით (კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 10 მარტის ეპიზოდი), ამავე კოდექსის 111,151ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 10 მარტის და 2019 წლის 11 მარტის ეპიზოდები) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 11 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული ბრალდებათა ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ------- მ------–---–ის საქართველოს 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალსიწინებული დანაშაულის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად და შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იმსჯელებს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 10 მარტის ეპიზოდი), ამავე კოდექსის 111,151ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 10 მარტის და 2019 წლის 11 მარტის ეპიზოდები) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 11 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებების შემადგენლობის შესახებ. პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ქმედებაში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება), შედეგსა (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. „სისტემატური შეურაცხყოფა“ არის სისტემატურად სხვისი პატივისა და ღირსების დაკნინება სიტყვიერი ძალადობის მეშვეობით (გინება, სალანძღავი სიტყვებით ჩხუბი), განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. ძალადობის „სისტემატურობა“ დროის ახლო მონაკვეთში მის არაერთგზისობას გულისხმობს და მისი განსაზღვრისას არსებითია არა მოქმედების გამეორების მექანიკური ჯამი, არამედ შინაგანი კავშირი - განმეორების ტენდენცია. სუბიექტური მხრივ, განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო ბრალის ფორმის მიხედვით, იგი განზრახი დანაშაულია. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ან/და გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. დანაშაულის შემადგენლობისთვის ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში ქმედების განხორციელებასთან ერთად სავალდებულოა, რომ იმას, ვისზეც იძალადეს, განიცადოს ფიზკური ტკივილი.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით დასჯადია - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება: სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. დანაშაულის შემადგენლობისთვის მუქარის განხორციელებასთან ერთად სავალდებულოა, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული კატეგორიის დანაშაულთა სპეციფიკიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლე ობიექტურად ვერ იარსებებს. მოცემულ შემთხვევაშიც 2019 წლის 10 მარტის სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე პირების - გ------- მ------–---–ის და ხ----- ნ------ის გარდა კონფლიქტს სხვა პირი არ შესწრებია, ხოლო 2019 წლის 11 მარტის კონფლიქტის მონაწილე პირების _ გ------- მ------–---–ის, ხ----- ნ------ის გარდა კონფლიქტს სავარაუდოდ შეესწრო არასრულწოვანი ლ-----------–---–ი. შესაბამისად, 2019 წლის 10 მარტის სავარაუდო კონფლიქტის ფაქტის უტყუარად დადასტურება შეუძლიათ მხოლოდ დაზარალებულს და გ------- მ------–---–ს, ხოლო 2019 წლის 11 მარტის სავარაუდო კონფლიქტის მათ გარდა შეუძლია- ლ-----------–---–ს. განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებულმა და არასრულწლოვანმა მოწმემ ლ-----------–---–მა გამოიყენეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის - გ------- მ------–---–ის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. გ------- მ------–---–ს სასამართლოსთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია ბრალად წარდგენილ ქმედებებთან დაკავშირებით. ასეთ ვითარებაში, როდესაც სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე პირები უარს აცხადებენ ჩვენების მიცემაზე, ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივარში გ------- მ------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 10 მარტის ეპიზოდი)და ამავე კოდექსის 111,151ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 10 მარტის და 2019 წლის 11 მარტის ეპიზოდები), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 11 მარტის ეპიზოდი) დამადასტურებელ მტკიცებულებებად მოიშველია მოწმეების - ვ----– ფ------–---–ის და კ------- ჭ-----ის ჩვენებები, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და ამდენად, არის ირიბი ხასიათის, რადგან მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები ეფუძნება დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. მათი ჩვენებები, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება გ------- მ------–---–სა და ხ----- ნ------ეს შორის, თანაცხოვრების პერიოდში, კონფლიქტური ურთიერთობის არსებობა და გ------- მ------–---–ის მხრიდან დაზარალებულის მიმართ სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტები. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ გ------- მ------–---–ის მიერ მისი მეუღლის ფიზიკური შეურაცხყოფის ჩადენის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტების დასადასტურებლად სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ირიბი ჩვენებები, რომლებიც, მათი ბუნებიდან გამომდინარე, ვერ აკმაყოფილებს საპროცესო კანონით დადგენილ უტყუარობის კრიტერიუმს, რადგან არ არის გამყარებული სხვა, სანდოობის უფრო მაღალი ხარისხის პირდაპირი მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად იძლევა იმ ფაქტის დადგენის შესაძლებლობას, რომ 2019 წლის 10 მარტს გ------- მ------–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ხ----- ნ------ეს. აღნიშნულს მოწმობს შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ პატრულ-ინსპექტორთა ჩვენებები, რომელთა თანახმადაც ისინი, ფაქტობრივად, თავად იყვნენ ჯერ ისევ მიმდინარე ოჯახური კონფლიქტის შემსწრენი, რა დროსაც გ------- მ------–---–ი ხ----- ნ------ეს კვლავ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამდენად, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგინდა 2019 წლის 10 მარტს გ------- მ------–---–ის მიერ ხ----- ნ------ის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი. რაც შეეხება ამგვარი შეურაცხყოფის სისტემატურობასა და ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტს, ისინი საქმის არსებითი განხილვის შედეგად დადასტურებული ვერ იქნა. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ხ----- ნ------ის მიმართ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების თარიღად მითითებულია 13.03.2019 წელი (გ------- მ------–---–ი კი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით 11.03.2019 წელს). დასკვნის თანხამდ კი, ხ----- ნ------ე მეუღლის - გ------- მ------–---–ის მხრიდან მასზე განხორციელებული ქმედებების გამო არ განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მოყვანილ არგუმენტაციას, რომ ხ----- ნ------ის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე იმოქმედა შემთხვევიდან ექსპერტიზის ჩატარებამდე გასულმა დროის ფაქტორმა (ამასთან, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს რაიმე სახის ინფორმაციას), ვინაიდან გ------- მ------–---–ის დაკავებიდან მხოლოდ 2 დღე იყო გასული ექსპერტიზის ჩატარებამდე, ეს კი არ არის დიდი დრო, რომელსაც შესაძლოა ემოქმედა ხ----- ნ------ის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, მის მიერ ტანჯვის განცდის შემთხვევაში. აღნიშნული, ცხადია, საფუძველს აცლის გ------- მ------–---–ისათვის წარდგენილ ბრალდებას, რომლის თანახმადაც თანაცხოვრების პერიოდში ეს უკანასკნელი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა მეუღლეს, რასაც სისტემატური ხასიათი ჰქონდა. პალატა ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს 2019 წლის 10 მარტს ხ----- ნ------ის ფიზიკური შეურაცხყოფისა და მუქარისათვის გ------- მ------–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს. ის გარემოებები, რომ გ------- მ------–---–მა მეუღლეს „გაშლილი ხელი გაარტყა სახის არეში, ხელის კვრით მიაგდო სავარძელთან და ხელები მოუჭირა კისრის არეში, რა დროსაც ემუქრებოდა დახრჩობით“, საქმეზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. სასამართლო სხდომაზე დაკითხული სამართალდამცველების ჩვენებებით დადგინდა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს მის მიმართ განხორციელებული მუქარის, პირადად მათ კი - მეუღლის მიერ მისი ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ თავად ხ----- ნ------ემ აცნობა, მაგრამ ზემოაღნიშნული ჩვენებები ირიბი ხასიათისა, რომლებიც, მათი ბუნებიდან გამომდინარე, ვერ აკმაყოფილებს საპროცესო კანონით დადგენილ უტყუარობის კრიტერიუმს. ზემოხსენებული მტკიცებულებით ასევე არ დგინდება გაუჩნდა თუ არა ხ----- ნ------ეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამასთან, მოწმე, რომელსაც შეეძლო სასამართლოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, არის თავად დაზარალებული ხ----- ნ------ე, რომელმაც სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და მისი მეუღლის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება. შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს არსებობდა თუ არა მუქრა და მისი შემადგენლობის ყველა ნიშანი, კერძოდ, გ------- მ------–---–ის მხრიდან სავარაუდოდ განხორციელდა თუ არა მუქარა და აღნიშნული აღიქვა თუ არა ხ----- ნ------ემ რეალურად და გაუჩნდა თუ არა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. შესაბამისად, გამოკველული მტკიცებულებებით არ დასტურდება ამ ნაწილში გ------- მ------–---–ის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალსიწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.
პალატის შეფასებით, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, მოცემულ შემთხვევაში, გ------- მ------–---–ის მიერ მისი მეუღლის - ხ----- ნ------ის სიტყვიერი შეურაცხყოფის მხოლოდ ერთი ფაქტი დადგინდა, რაც არ იძლევა არც საქართველოს სსკ-ის 1261 და არც სხვა მუხლით გ------- მ------–---–ის ქმედების დაკვალიფიცირების შესაძლებლობას. საქმეში არ მოიპოვება სხვა რაიმე დამატებითი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ------- მ------–---–ის მიერ ხ----- ნ------ის მიმართ განხორციელებული მუქარის (2019 წლის 10 მარტისა და 2019 წლის 11 მარტის ეპიზოდები), ფიზიკური ძალადობის, ან სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტებს (2019 წლის 10 მარტის ეპიზოდი). მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება გ------- მ------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 10 მარტის ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,151ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 10 მარტის და 2019 წლის 11 მარტის ეპიზოდები), ჩადენა, ვინაიდან, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც ვერ გახდება პირის მსჯავრდების საფუძველი.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა გ------- მ------–---–ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 10 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით კი, არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს. საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და შესაბამისად სწორედ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ გ------- მ------–---–ის ქმედებებს.
სააპელაციო პალატა შეფასებას აძლევს სისხლის სამართლის საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებებს მიიჩნევს, გ------- მ------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ, ასევე საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ-ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთიმეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს, რომ გ------- მ------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ესე იგი ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 11 მარტის ეპიზოდი). მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიაჩნევს, რომ ბრალდების მხარემ 2019 წლის 11 მარტის ეპიზოდთან დაკავშირები წარომადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ, შეტყობინების საფუძველზე შემთხვევის ადგილზე გამოცხადებული პატრულ-ინსპექტორების, გამომძიებლის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმის ჩვენებები, სამედიცინო ექპერტიზის დასკვნა. აღნიშნული მტკიცებულებები ინციდენტის შესახებ დაზარალებულის მიერ გაცხადებული ფაქტების გარდა, შეიცავს ინფორმაციას ხ----- ნ------ის ფსიქო-ემოციური და ფიზიკური მდგომარეობის შესახებ, რომელიც, მოწმეთა შეფასებით, ცალსახად მიუთითებდა მცირე ხნით ადრე მასზე განხორციელბულ ძალადობაზე (იყო აღელვებული, სინანულს გამოთქვამდა მოძალადე მეუღლის „დანდობის“ გამო, ყელზე სიწითლე ეტყობოდა). აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები თანხვედრაშია არამხოლოდ ერთმანეთთან, არამედ საქმეზე გამოკვლეულ სხვა, ობიექტურ მტკიცებულებასთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლის თანახმადაც ინციდენტის დღეს ხ----- ნ------ეს კისრის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებები, ორი სისხლნაჟღენთის სახით და მათი ხანდაზმულობა შეესაბამებოდა შემთხვევის თარიღს. მოცემულ შემთხვევაში უტყუარ და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა საფუძველზე, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ გ------- მ------–---–ის მიერ მეუღლის - ხ----- ნ------ის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად მისთვის ტკივილის მიყენების ფაქტები ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა სრულად, ხოლო რაც შეეხება ძალადობრივი ქმედების განხორციელებას არასრულწლოვანი პირის თანდასწრებით, აღნიშნული საქმის სასამართლო განხილვის შედეგად ზ/აღნიშნული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებული ვერ იქნა (ვინაიდან კონფლიქტის მონაწილე პირებმა: გ------- მ------–---–მა, დაზარალებულმა ხ----- ნ------ემ და სავარაუდო მონაწილე პირმა, არასრულწლოვანმა მოწმემ ლ-----------–---–მა აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაცია არ მიაწოდეს სასამართლოს), სხვა პირის განმარტება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც არ არის ამ ფაქტის თვითმხილველი, არარელევანტურია და ირიბი ხასიათისაა.
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ------- მ------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 11 მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ------- მ------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გაჩნია.
გ------- მ------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება (მისი წარსულში დამოკიდებულება ნარკოტიკულ სშუალებებზე) და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - თავისუფლების აღკვეთა, მინიმალურთან მიახლოებული ვადით, ხოლო სსკ-ის 111,3811 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის -ჯარიმის სახით.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. მოცემულ შემთხვევაში ითვალისწინებს გ------- მ------–---–ის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, გ------- მ------–---–ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, ასევე იმ გარემოებას, რომ გ------- მ------–---–ის არ არის ნასამართლევი. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, გ------- მ------–---–ის მიმართ ამ შემთხვევაში შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ------- მ------–---–ის მიმართ სასჯელის ისეთი სახე და ზომის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად პალატას მიაჩნია დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახით შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმუმთან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და გ------- მ------–---–ის სათანადო ქცევას.
ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ------- მ------–---–ის მიმართ, დანაშაულთა ერთობლიობით, დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ნ----------–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენი, მსჯავრდებულ გ------- მ------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ნ----------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ------- მ------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 10 მარტის ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 10 მარტის და 2019 წლის 11 მარტის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებაში;
გ------- მ------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე·
გ------- მ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვისა და 12 (თორმეტი) დღის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1- ლი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- მ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვისა და 12 (თორმეტი) დღის ვადით;
მსჯავრდებულ გ------- მ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 11 მარტიდან 2019 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით;
ცნობად იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებული გ------- მ------–---–ი გათავისუფლებულია სხდომის დარბაზიდან.
ნივთიერი მტკიცებულება: ელექტრონული დისკები-დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით. მობილური ტელეფონი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გველესიანი