განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110100119003153668
საქმე №1/ბ-807-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
06 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ლერი თედორაძე
ბრალდების მხარე: ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი კ-----------ე;
მსჯავრდებული: მ--–------------–-–---–ი, დაბადებული 1983 წლის 05 იანვარს, პირადი ნომერი: 1----------; საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებს მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ-----------------------------------------------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;120-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია); საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი ორი ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 111;151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ორი ეპიზოდი)
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
აღწერილობითი ნაწილი
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით: მ--–------------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111;120-ე მუხლის 1- ლი ნაწილით (2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 20 მაისის, 19:00 საათის ეპიზოდი), სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 20 მაისის, 23:00 საათიდან, 21 მაისის 01:30 საათამდე ეპიზოდი), სსკ-ის 111;151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 20 მაისის, 19:00 საათის ეპიზოდი), სსკ-ის 111;151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 20 მაისის, 23:00 საათიდან, 21 მაისის 01:30 საათამდე ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 111;120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 20 მაისის, 19:00 საათის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელიდან 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 20 მაისის, 23:00 საათიდან, 21 მაისის 01:30 საათამდე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელიდან 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 20 მაისის, 19:00 საათის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელიდან 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 111;151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 20 მაისის, 23:00 საათიდან, 21 მაისის 01:30 საათამდე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელიდან 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობით; საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, მ--–------------–-–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შათანთქა მეორე, ხოლო უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ მ--–------------–-–---–ს (დანაშაულთა ერთობლიობით), სსკ-ის 111;151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 20 მაისის, 23:00 საათიდან, 21 მაისის 01:30 საათამდე ეპიზოდით), სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელიდან 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი და დამატებითი სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით; მ--–------------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა; მ--–------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 21 მაისიდან; საქართველოს სსკ 65-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდგომ, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, მ--–------------–-–---–ს დაეკისრა მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო სსკ 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალა პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; დადგინდა, რომ საქმეზე დართული საგნები და ნივთები: მ--–------------–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ვიქტორინოსქსის“ ფირმის დანა, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული შავტარიანი საოჯახო ტიპის დანა და ყვითელტარიანი პატარა ზომის დანა, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; ცნობად იქნეს მიღებული, რომ მ--–------------–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, დაბრუნებული აქვს ა--------–-----ს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული სურათები დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია:
2009 წლიდან, ა--------–-----ი, არარეგისტირებულ ქორწინებაში იმყოფება მ--–-------------–-–---–თან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილები - 04.03.2010 წელს დაბადებული მ--------------–-–---–ი, 07.08.2011 წელს დაბადებული ვ------------–-–---–ი და 20.12.2012 წელს დაბადებული გ-----------–-–---–ი. ისინი ერთად ცხოვრობენ ქ.ზ----------–--------–-----–--------------ში მდებარე ბინაში. 2018 წლის 24 დეკემბერს, დილის საათებში, ქ.ზ----------–--------–-----–--------------ში მდებარე ბინაში მ--–-------------–-–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ა--------–-----ს, რის შემდეგაც მის ხელთ არსებული დანით ა--------–-----ს მარცხენა წინამხრის მიდამოში მიაყენა დაზიანება. მ--–-------------–-–---–ის მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად ა--------–-----მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
2019 წლის 20 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ.ზ----------–--------–-----–-------------- ში მდებარე ბინაში, ეჭვიანობის ნიადაგზე, მ--–------------–-–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ა--------–-----ს, რის შემდეგაც მის ხელთ არსებული დანით ორივე ხელის არეში მიაყენა დაზიანება. მ--–-------------–-–---–ის მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად, ა--------–-----მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.
2019 წლის 20 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ.ზ----------–--------–-----–-------------- ში მდებარე ბინაში, ეჭვიანობის ნიადაგზე, მ--–------------–-–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ა--------–-----ს, რის შემდეგაც მ--–-------------–-–---–ი დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა--------–-----ს. აღნიშნული ა--------–-----მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2019 წლის 20 მაისს, დაახლოებით 23:00 საათიდან, 21 მაისის 01:30 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ.ზ----------–--------–-----–--------------ში მდებარე ბინაში, ეჭვიანობის ნიადაგზე, მ--–------------–-–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ა--------–-----ს, რის შემდეგაც ორივე ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახეში, ორივე მხარეს. ასევე, მის ხელთ არსებული დანით, მარცხენა ბეჭის არეში, უკანა მხარეს, სხეულის დაზიანება მიაყენა ანნა ზალიკიანს, რის შემდეგაც დანის პირი გვერდულად დაარტყა თავის არეში, ამავდროულად რამდენჯერმე კისერში მიაბჯინა დანა. მ--–-------------–-–---–ის მხრიდან განხორციელებული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, ა--------–-----მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.
2019 წლის 20 მაისს, დაახლოებით 23:00 საათიდან, 21 მაისის 01:30 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ.ზ----------–--------–-----–--------------ში მდებარე ბინაში, ეჭვიანობის ნიადაგზე, მ--–------------–-–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ა--------–-----ს, რის შემდეგაც მ--–------------–-–---–ი დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა--------–-----ს. აღნიშნული ა--------–-----მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ-----------ემ და მოითხოვა მსჯავრდებულ მ--–------------–-–---–ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ თვით მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ განხორციელებული დანაშაულის ხასიათისა და ინტენსივობის გათვალისწინებით, მ--–------------–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელი არ არის პროპორციული და ადეკვატური მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებებთან, შესაბამისად, ვერ უზრუნველჰყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნების შესრულებას, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
დაცვის მხარეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი:
სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).
სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.
რადგანაც, მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა ეთანხმება განაჩენით დადგენილ გარემოებას, რომ გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ, მოწმეების შ--------------ის და დ----------–--ის ჩვენებებით, დაზარალებულ ა--------–-----ის, მოწმეების: ს-----------------ის, ო-----------–----–--ის, ზ----------–-----ის, მ--------------–-–---–ის, ვ------------–-–---–ის, გ-----------–-–---–ის და ვ-------------–-----ის გამოკითხვის ოქმებითა და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მ--–------------–-–---–მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
განსახილველ შემთხვევაში, პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს მ--–------------–-–---–ისათვის სასჯელის გამკაცრებას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.
სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
მ--–------------–-–---–ი მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულთა ჩადენისათვის, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ერვონული ბიუროს ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, დანაშაულის ჩადენის დროს, მ--–------------–-–---–ი იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის. შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი მსჯავრდებულს.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ, დანაშაულის ძალადობრივი ხასიათის და მისი გავრცელების ხარისხის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ მ--–------------–-–---–ს დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, არ არსებობს მისი გამკაცრების საფუძველი.
ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.
მოცემულ შემთხვევაში, მ--–------------–-–---–ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე დანაშაულების ჩადენაში, მან აღიარა და მოინანია დანაშაული, ამასთან, საქმის არსებითი განხილვის დროს, მსჯავრდებული დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას და უდავოდ მიიჩნია საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, რითაც ხელი შეუწყო მის მიმართ სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, საქმეზე ჩატარებული ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ--–------------–-–---–ი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე, სასჯელის სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მსჯავრდებულ მ--–------------–-–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას და მისთვის დანიშნული სასჯელის ნახევრის პირობით მსჯავრად ჩათვლას და დამატებითი სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგობლო შრომას 400 საათის ოდენობით განსაზღვრას, რაც, კერძო და ზოგადი პრევენციული ხასიათიდან გამომდინარე, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლთან, 50-ე მუხლის მე-5 ნაწილთან, ასევე, 63-ე-64-ე მუხლების მოთხოვნებთან და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ-----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი, მ--–------------–-–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ-----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი, მ--–------------–-–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;
3.მ--–------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 20 მაისის, 19:00 საათის ეპიზოდი), სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 20 მაისის, 23:00 საათიდან, 21 მაისის 01:30 საათამდე ეპიზოდი), სსკ-ის 111;151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 20 მაისის, 19:00 საათის ეპიზოდი), სსკ-ის 111;151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 20 მაისის, 23:00 საათიდან, 21 მაისის 01:30 საათამდე ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 20 მაისის, 19:00 საათის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელიდან 6 (ექვსი) თვე განესაზღვროს რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 20 მაისის, 23:00 საათიდან, 21 მაისის 01:30 საათამდე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელიდან 6 (ექვსი) თვე განესაზღვროს რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 20 მაისის, 19:00 საათის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელიდან 6 (ექვსი) თვე განესაზღვროს რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 20 მაისის, 23:00 საათიდან, 21 მაისის 01:30 საათამდე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელიდან 6 (ექვსი) თვე განესაზღვროს რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობით;
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, მ--–------------–-–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით;
5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შათანთქას მეორე, ხოლო უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, მ--–------------–-–---–ს (დანაშაულთა ერთობლიობით), სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც, სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 6 (ექვსი) თვე განესაზღვროს რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით;
6.მ--–------------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
7.მ--–------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 21 მაისიდან;
8.საქართველოს სსკ 65-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდგომ, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, მ--–------------–-–---–ს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო სსკ 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
9.ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- მ--–------------–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ვიქტორინოსქსის“ ფირმის დანა, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული შავტარიანი საოჯახო ტიპის დანა და ყვითელტარიანი პატარა ზომის დანა - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული სურათები დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
- ცნობად იქნეს მიღებული, რომ მ--–------------–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი - დაბრუნებული აქვს ა--------–-----ს;
10.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე;
11.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ლ.თედორაძე/