განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100119002873906
საქმე №1ბ/1756-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
9 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ--------------–--ე;
დაცვის მხარე:
გამართლებული - ი----------------- (დაბადებული - 1----–-–---------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–----------–---------–-------–--);
ადვოკატი - ა-------------ე;
დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები - ძაეცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისთვის.
თარჯიმანი - ა---------–--------ი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2019 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით 23:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის ს------–--------–------–--ში ი----------------მა უკანონოდ შეაღწია ქ---------------ის საცხოვრებელ სახლში, ეზოში გამოსულ ქ---------------ს ხელები შეუბოჭა, სამზარეულოში შეიყვანა და მოსთხოვა ფულადი თანხის მიცემა. ამის შემდეგ ქ---------------მა სახლში მყოფ მეუღლეს ა---–-----------ს მოატანინა ფული 150 ლარის ოდენობით და გადასცა ი----------------ს, რომელიც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
2. სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ი-----------------ს მიერ 2019 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით 23:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის ს------–--------–------–--ში მცხოვრები ქ---------------ის სახლში უკანონოდ შესვლის და მისი კუთვნილი ფულადი თანხის აშკარად დაუფლებისფაქტი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენით: ი----------------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ - მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ--------------–--ე.
პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი შემოიტანა გამართლებული ინ---------------ის ადვოკატმა ა-------------ემ.
2. მხარეთა პოზიციები:
ბრალდების მხარის პოზიციით: ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენი უნდა შიცვალოს გამამტყუნებელი განაჩენით, ვინაიდან სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული გამოძიების პროცესში შეკრებილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები და მათი ობიექტურად შეფასების შემთხვევაში სასამართლოს უნდა გაეზიარებინა ბრალდების მხარის პოზიცია და დამნაშავედ ეცნო ი----------------- წარდგენილი ბრალდებაში. სასამართლო სუბიექტურ შეფასებას აძლევს დაზარალებულის, მოწმეების და ბრალდებულის ჩვენებებს, სცილდება საქმეში არსებულ ფაქტებს, გარემოებებს და მოწმეთა ჩვენებებს. სასამართლო გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას აპელირებს ქიმიურ, გენეტიკურ და ოდოროლოგიურ ექსპერტიზების დასკვნებზე. თუმცა, მხოლოდ მათზე დაყრდნობით დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმეების ჩვენებების უარყოფა საფუძველს მოკლებულია. მით უფრო, რომ სასამართლოც ადასტურებს მათ მიერ მიცემულ ჩვენებას, სადაც ქ---------------მა და მისი ოჯახის წევრებმა შეიცნეს მძარცველში მათი მეზობელი ი-----------------.
დაცვის მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, რადგან არის კანონიერი და დასაბუთებული.
3. მტკიცებულებების ერთობლიობა:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულმა დაცვის მხარემ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი, კერძოდ: მოწმეების მ----–---------------------–-------------–-----------------------------------------------------–---------------------------------------------------–--ის, ზ---------------–---–----------–---–--–--–---–ის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები საქმის არსებითი განხილვისას სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
ამდენად, სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს მტკიცებულების (მათ შორის უდავო) შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, იძლევა თუ ფაქტების ცალსახად დადგენის შესაძლებლობას ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.
დაზარალებულმა ქ---------------მა განმარტა, რომ ცხოვრობს მარნეულის რაიონის ს------–--------–------–--ში ოჯახთან ერთად. ბრალდებული ინ---------------ი მისი თნასოფლელია და მასთნ აქვს კარგი ურთიერთობა, არც მასთან და არც მის ახლობლებთან მას კონფლიქტი არ ჰქონია. 2019 წლის 23 თებერვალს დაახოებით თერთმეტ საათზე მასთნ ჩაქრა ელ. ენერგია, ოთახიდან სამზარეულოში გამოვიდა, ფანარი აიღო და მრიცხველთან მისვლა დააპირა, რა დროსაც იგრძნო, სხვა ადამიანი იმყოფებოდა მასთან ერთად. კარის გაღებისას ხელში ჩაარტყეს და ფანარი გაუვარდა, ეს ადამიანი ინ---------------ი იყო. მას ნიღაბი ეკეთა, თვალის ადგილები ამოჭრილი ჰქონდა. იგი აღნაგობით და ხმით მიამსგავსა ი----------------ს. იდნოი მასთან ხშირად დადიოდა და ეხმარებოდა გარკვეული სამუშაოების შესრულებაში. ხელები შეუკრა და ეუბნებოდა, რომ გაჩუმებულიყო. ი----------------- ფულს თხოვდა, უპასუხა, რომ ფული არ ჰქონდა. მისი მეუღლე სახლში იყო, ფულის მიცემა არ უნდოდა, მაგრამ მან უთხრა, რომ ფული გადაეცა ვინაიდან ცუდად იყო, როგორც კი ინდოის გადასცა ფული იგი გაიქცა. აღნიშნულის შემდეგ იგი მივიდა პოლიციის განყოფილებაში და განაცხადა მომხდარის შესახებ, პოლიციას განუცხადა, რომ მას ეჭვი ი----------------ზე პქონდა. ქ---------------მა სასამართლოს სთხოვა ი-----------------ს მიმართ შეღავათების გამოყენება.
მოწმე ა---–-----------ამ განმარტა, რომ იგი ცხოვრობს მარნეულის რაიონის ს------–--------–------–--ში. ქ---------------ი არის მისი მეუღლე. ი----------------ს იცნობს, იგი მათი ნათესავი და მეზობელია, იდნოი მათ ეხმარებოდა სახლის სამუშაოებში, მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. 2019 წლის 23 თებერვალს ღამის საათებში, სახლში, როდესაც ელ.ენერგია არ იყო, მათ სახლში შევიდა პირი, როლელმაც მის მეუღლეს ჩაკიდა ხელი და ფულს თხოვდა, უთხრეს, რომ ფული არ ჰქონდათ მაგრამ იგი მაინც ითხოვდა ფულს, საბოლოოდ მას 150 ლარი მისცეს. 4 ცალი ოცლარიანი, 1 ცალი 50 ლარიანი და 2 ცალი 10 ლარიანი კუპიურა. ფულის გამორთმევის შემდეგ ის გაიქცა. მისმა მეუღლემ ქა--------------მა იცნო ის პირი და თქვა, რომ იგი ი----------------- იყო.
მოწმე მ------------------მ განმარტა, რომ ცხოვრობს მარნეულის რაიონის ს------–--------–------–--ში, ი----------------ს იცნობს, იგი მათი თანასოფლელია, მათთან სახლში ხშირად დადიოდა და გარკვეული სახის სამუშაოებს ასრულებდა. 2019 წლის 23 თებერვალს ი----------------- მისული იყო მათთან სახლში და მის მამას ქ---------------ს ფულს სთხოვდა. იდნოიმ შუქი ჩააქრო და ისე შევიდა მათ სახლში. მას იდნოი არ უნახავს რადგან უგონო მდგომარეობაში იყო და როცა გონს მოვიდა იქ არავინ აღარ იყო.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის სამმართველოს ალგეთის განყოფილების დეტექტივის თანაშამწე გამომძიებელმა თ------------------–---–მა და კინოლოგმა ნ-----–-----------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და მართებულობა.
ბრალდებულმა ი----------------მა თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ დაზარალებულსა და მის ოჯახს კარგად იცნობს, ვინაიდან იგი გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ ეხმარებიდა მათ სასოფლო სამეურნეო საქმიანობის შესრულებაში. 2019 წლის 23 თებერვალს იგი იმყოფებოდა თავის ძმებთან ერთად და მას კანონსაწინააღმდეგი არაფერი ჩაუდენია. ის ფაქტი, თუ რატომ მიუთითა ქ---------------მა მასზე როგორც მძარცველზე განმარტა, რომ ქ---------------ი არის ასაკოვანი და მას უჭურს ადამიანების აღქმა.
ი-----------------ს საცხოვრებელი სახლის და სახლის ეზოში მდებარე შენობების ჩხრეკის ოქმის შესაბამისად, 2019 წლის 24 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის სამმართველოს ალგეთის განყოფილების დეტექტივის თანაშამწე გამომძიებელ თ------------------–---–ის მიერ ჩატარდა მარნეულის რაიონის სოფელ მ------------–--ში მდებარე ი-----------------ს საცხოვრებელი სახლის და სახლის ეზოში მდებარე შენობების ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოღებულა.
2019 წლის 24 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის სამმართველოს ალგეთის განყოფილების დეტექტივის თანაშამწე გამომძიებელ თ------------------–---–ის მიერ, წყნარ, მშვიდ გარემოში, ბუნებრივი განათების პირობებში ამოღებული იქნა ი-----------------ს ტანსაცმელი.
2019 წლის 24 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის სამმართველოს ალგეთის განყოფილების გამომძიებელ ბესიკ ჯანხთელის მიერ, ალგეთის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, წყნარ, მშვიდ გარემოში, ბუნებრივი განათების პირობებში ამოღებული იქნა ქ---------------ის ტანსაცმელი.
ნიმუშის აღების ოქმის შესაბამისად, 2019 წლის 24 თებერვალს, ექსპერტ - ნ----------------–---–ის მიერ ბიოლოგიური ჩხირებით, ი-----------------ს პირის ღრუდან აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში. ნერწყვის ნიმუში შეიფუთა და დაილუქა სპეციალურ პაკეტებში FCI 433721.
ბრალდებულის დაკავებისა ოქმის მიხედვით, 2019 წლის 24 თებერვალს, 14:35 საათზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის სამმართველოს ალგეთის განყოფილების დეტექტივის თანაშამწე გამომძიებელ თ------------------–---–ის მიერ, წყნარ, მშვიდ გარემოში, წიმააღმდეგობის გაწევის გარეშე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დაკავებულ იქნა ი-----------------.
დათვალიერების ოქმის მიხედვით, 2019 წლის 24 თებერვალს, უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელ ბ----------------–ის მიერ, ბინის მფლობელ ქ---------------ის, ეასპერტების მ-------------–-----------------------–---–ის, კინოლოგ ნ-----–-----------–---–ის და თარჯიმან ნ-----–---–--–-–---–ის მონაწილეობით, დათვალიერდა მარნეული, ს------–--------–------–--ში მდებარე ქ---------------ის საცხოვრებელ სახლი და მიმდებარე ტერიტორია. დათვალიერებისას ამოღებული იქნა გამჭვირვალე კოლგოტი, სუნის ნიმუში და ჩამრთველიანი მრიცხველიდან ანაწმენდები. ანაწმენდები, სუნის ნიმუში და კოლგოტი დაილუქა კანონის შესაბამისად.
ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 25 თებერვლს, ექსპერტ ი-----–--–-------ს მიერ ი-----------------სგან, აღებულ იქნა სუნის ნიმუში, რაც შემდგომ მოთავსდა 0.5 ლ. ტევადობის მინის ქილაში და დაილუქა კინოლოგიის სამსახურის N46/30 ლუქით. ქილა მოთავსდა პოლიეთილენის პარკში, რომელზეც გაკეთდა ხელმოწერები, საქმის ნომერი და დათარიღდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 21 მარტის N----- ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად სისხლის სამართლის N------------- საქმეზე წარმოდგენილ ი-----------------სა და ქ---------------ის ტანსაცმლის ზედაპირზე ურთიერთგარდამავალი ბოჭოს ნაწილაკები არ აღმოჩნდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 18 მარტის N-------- ოდოროგიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად სისხლის სამართლის N------------- საქმეზე, მარნეულის რაიონის ს------–--------–------–--ში მცხოვრებ, ქ---------------ზე განხორციელებული ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები არაიდენტურია ი-----------------საგან აღებული სუნის კვლის ნიმუშის.
სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ბიოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: „...4 ც. ბიოლოგიური ჩხირი ანაწმენდებით..." მოთავსებული კონვერტში, წარწერით: ,,2 ც ბიოლოგიური ჩხირი ანაწმენდით დენის მრიცხველის ყუთის ზედაპირიდან მოტავსებული სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე (ობ.N1) გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმჩნდა; პაკეტში, კონვერტში, წარწერით: ,,2 ც ბიოლოგიური ჩხირი ანაწმენდით დენის მრიცხველის ჩამრთველის ზედაპირიდან" მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული ბიომასალის (ობ.N2) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობით სქესის პირს. -პაკეტში წარწერით: ,,...კოლგოტის ონაჭერი.." მოთავსებულ ქსოვილის ფრაგმენტზე არსებულ ბიომასალას (ობ.N3) შერეულ გენეტიკურ პროფილში არ ვლინდება ი-----------------ს (ობ. N4; პაკეტი, წარწერით: ,,..ი-----------------ს ნერწყვის ნიმუში.." გენეტიკური პროფილის ალელები.
გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაიკითხა გამომძიებელი თ------------------–---–ი, კინოლოგი ნ-----–-----------–---–ი, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ/მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე/კანონთან შესაბამისობა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია, სააპელაციო პალატა მათ სიღმისეულად არ მიმოიხილავს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია, შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია.იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს პირველ რიგში იმ გარემოებაზე, რომ შემთხვევის ადგილზე, უშუალოდ დანაშაულის ჩადენის დროს, სხდომაზე დაკითხულ პირთაგან იმყოფებოდა მხოლოდ დაზარალებული ქ-----–-----------, რომლის ჩვენებაც წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას დანაშაულის ფაქტთან მიმართებით. დაზარალებული კი ჩვენებაში მიუთითებს, რომ ბრალდებული არის მისი მეზობელის და თანასოფლელი, რომელსაც უხმობს ხოლმე მაშინ, როდესაც დახმარება სჭირდება. მძარცვველში მან ამოიცნო ი-----------------, რომელსაც ეკეთა ნიღაბი, ბრალდებული კი მან ამოიცნო ხმით და აღნაგობით. შემთხვევის დროს დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში, ასევე იმყოფებოდ დაზარალებულის მეუღლე ა---–-----------ა და შვილი მ------------------. სასამართლო პროცესზე ა---–-----------ამ განმატა, რომ მისმა მეუღლემ ამიცნო ის პირი და თქვა, რომ იგი ი------------------ იყო, ხოლო შვილმა მ------------------მ სასასამართლოს სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მას ი----------------- არ უნახავს, რადგან უგონო მდგომარებაში იყო და როცა გონს მოვიდა იქ არავინ არ იყო.
ამდენად, სააპელაციო პალატამ შეაფასა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ჭრილში და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი და მათი ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო უტყუარობის მაღალ სტანდარტს.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ბიოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნაზე, რომლის თანახმად, გენეტიკური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: „...4 ც. ბიოლოგიური ჩხირი ანაწმენდებით..." მოთავსებული კონვერტში, წარწერით: ,,2 ც ბიოლოგიური ჩხირი ანაწმენდით დენის მრიცხველის ყუთის ზედაპირიდან მოთავსებული სპეცდანისნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე (ობ.N1) გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმჩნდა; პაკეტში, კონვერტში, წარწერით: ,,2 ც ბიოლოგიური ჩხირი ანაწმენდით დენის მრიცხველის ჩამრთველის ზედაპირიდან" მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული ბიომასალის (ობ.N2) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობით სქესის პირს. პაკეტში წარწერით: ,,...კოლგოტის ონაჭერი.." მოთავსებულ ქსოვილის ფრაგმენტზე არსებულ ბიომასალას (ობ.N3) შერეულ გენეტიკურ პროფილში არ ვლინდება ი-----------------ს (ობ. N4; პაკეტი, წარწერით: ,,..ი-----------------ს ნერწყვის ნიმუში..") გენეტიკური პროფილის ალელები.
აღნიშნული დასკვნა მნიშვნელოვანია სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ მოწმეთა ჩვენების იმ მონაკვეთთან მიმართებით, რომლის თანახმადაც, მოწმეებმა ივარაუდეს, რომ სინათლე მრიცხველიდან გამორთო ი----------------მა, ასევე პირი რომელსაც თავზე ჩამოცმული ჰქონდა კოლგოტის ნაჭერი იყო ი-----------------.
შესაბამისად მოწმეების ქ---------------ის, ა---–-----------ას და მ------------------ს ჩვენებებით მოყვანილი ფაქტები არ დასტურდება შესაბამისი ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით.
საქმეზე ჩატარებული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 18 მარტის N-------- ოდოროგიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად სისხლის სამართლის N------------- საქმეზე, მარნეულის რაიონის ს------–--------–------–--ში მცხოვრებ, ქ---------------ზე განხორციელებული ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები არაიდენტურია ი-----------------საგან აღებული სუნის კვლის ნიმუშის. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაზარალებულ ქ---------------ის სცხოვრებელ ბინაში ი-----------------ის სუნის კვალის არ არსებობა საეჭვო და სადაო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს. რითაც ივარაუდება, რომ ი----------------- დაზარალებულ ქ---------------ის სახლში არ იმყოფებოდა.
ასევე საგულისხმოა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 21 მარტის N----- ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც სისხლის სამართლის N------------- საქმეზე წარმოდგენილ ი-----------------სა და ქ---------------ის ტანსაცმლის ზედაპირზე ურთიერთგარდამავალი ბოჭოს ნაწილაკები არ აღმოჩნდა. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებით მძარცველს გაკავებული ყავდა ქ---------------ი და მასთან ჰქონდა უშუალო კომტაქტი.
აღსანიშნავია, რომ ი-----------------ს სახლში და დამხმარე შენობებში ჩატარებული ჩხრეკის ოქმის თანახმად, თულადი თანხა 150 ლარის ოდენობით არ ყოფილა ამოღებული.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77.). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება(იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15.). მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §68).
ამდენად, სააპელაციო პალატამ შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა გაბათილებული ეჭვი იმის შესახებ, რომ 2019 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით 23:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის ს------–--------–------–--ში ი----------------მა უკანონოდ შეაღწია ქ---------------ის საცხოვრებელ სახლში, ეზოში გამოსულ ქ---------------ს ხელები შეუბოჭა, სამზარეულოში შეიყვანა და მოსთხოვა ფულადი თანხის მიცემა. ამის შემდეგ ქ---------------მა სახლში მყოფ მეუღლეს ა---–-----------ს მოატანინა ფული 150 ლარის ოდენობით და გადასცა ი----------------ს, რომელიც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, ყოველგვარი ეჭვი კი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.).
სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან/და გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი, ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი უნდა იყოს იმდენად მაღალი, რომ არ იწვევდეს რაიმე სახის გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ტოვებდეს კითხვის ნიშნებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
ამდენად, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა, უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ ი----------------მა უკანონოდ შეაღწია ქ---------------ის საცხოვრებელ სახლში, ქ---------------ს ხელები შეუბოჭა, სამზარეულოში შეიყვანა და გასტაცა 150 ლარის ოდენობით თანხა, ი----------------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 სექტემბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და უნდა დარჩეს უცვლელი.
5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის საფუძველზე უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუში, ელექტრო მრიცხველიდან აღებული ანაწმენდები, შემთხვევის ადგილიდან 20 მეტრში, მიტოვებული შენობის ეზოდან ამოღებული კოლგოტის ნაჭერი, ი-----------------სგან აღებული ნერწყვის და სუნის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; ი-----------------ს ტანსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - ი----------------ს; ქ---------------ის ტანსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - ქ---------------ს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ--------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენი ა------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
ი----------------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;
ი-----------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია;
გამართლებულ ი----------------ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ;
სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუში, ელექტრო მრიცხველიდან აღებული ანაწმენდები, შემთხვევის ადგილიდან 20 მეტრში მიტოვებული შენობის ეზოდან ამოღებული კოლგოტის ნაჭერი, ი-----------------სგან აღებული ნერწყვის და სუნის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;
ი-----------------ს ტანსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - ი----------------ს;
ქ---------------ის ტანსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - ქ---------------ს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი