განაჩენი

სისხლის სამართლის 24.12.2019
საქმის ნომერი
190140019002808560
ინსტანცია
თარიღი
24.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190140019002808560

საქმე №1ბ/1798-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილმა

 

სოფიკო კაპანაძის მდივნობით,პროკურორ - თ-----------------ას,მსჯავრდებულების - ო---------------ის, ნ---------------ის,ადვოკატების - დ-----------------ის, გ----------------–---–ის, ვ-–----------–--ის,თარჯიმან - ე-–------------ის,მონაწილეობით,მსჯავრდებულ ო---------------ის ადვოკატების, გ----------------–---–ის და დ-----------------ის, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ-----------------ასა და მსჯავრდებულ ნ---------------ის ადვოკატ ვ-–----------–--ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ო---------------ის მიმართ - დაბადებული - 1----–-–--------------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლეობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გ----------------------------–-----------–---------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ , ,,გ” და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

ნ---------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–----------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლეობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გარდაბნის რაიონი, სოფელი ყ--------–---ი, მე-6 ქუჩა 17-ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ , ,,გ” და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. ო---------------ისა და ნ---------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი:

2018 წლის 20, 21 და 22 ნოემბერს, ღამის საათებში, გარდაბნის რაიონის სოფელ ყ--------–---ში მცხოვრებმა ო---------------მა მეზობელთან, ნ---------------თან ერთად, წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, ერთიანი მიზნით და საერთო განზრახვით, უკანონოდ შეაღწია სოფელ ყ--------–---ში მდებარე ა---–---------ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ა---–---------ის კუთვნილ ფულად თანხას 6000 ლარს და 7000 აშშ დოლარს 18 340 ლარის ექვივალენტის ოდენობით, 3500 აშშ დოლარის ექვივალენტად - 9170 ლარად ღირებულ მასიური ოქროს ყვავილის ორნამენტებიან ყელსაბამს, სხვადასხვა ღირებულების ოქროს 6 ცალ ბეჭედს და ერთ წყვილ ოქროს საყურეებს, „ნექსთის“ და „პანასონიკის“ ფირმის პლაზმურ ტელევიზორებს, „არისტონის“ ფირმის სარეცხ მანქანას, „კანდის“ ფირმის ჭურჭლის სარეცხ მანქანას, სხვადასხვა დასახელების საოჯახო, საყოფაცხოვრებო და პირად ნივთებს, რის შედეგადაც ა---–---------ს მიაყენა სულ 72 495 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

2. სასამათლომ დაადგინა:

 

ნ---------------მა ჩაიდინა დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე დანაშაული.

 

ნ---------------ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოხატა შემდეგში:

 

2018 წლის ნოემბრის თვეში, გარდაბნის რაიონის სოფელ ყ--------–---ში მცხოვრებმა, ნ---------------ის ნაცნობმა ო---------------მა, ბინაში უკანონო შეღწევის გზით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, გაქურდა ა---–---------ის საცხოვრებელი სახლი და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სხვადასხვა დასახელების საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთებს, ფულად თანხას და ოქროს სამკაულებს, რის შედეგადაც ა---–---------ს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. ა---–---------ის საცხოვრებელი სახლიდან დაუფლებული ნივთების ნაწილი ო---------------ისაგან შეიძინა და ასევე სახლში ინახავდა ნ---------------ი, რომელმაც დანაშაულის ჩადენიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიტყო, რომ ო---------------მა ჩაიდინა ქურდობა და მისგან შეიძინა სწორედ ის ნივთები, რომლებიც ა---–---------ის სახლიდან იყო მოპარული. მიუხედავად იმისა, რომ მან ნივთები ო---------------ს უკან დაუბრუნა, არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს მძიმე დანაშაულის შესახებ.

 

ო---------------მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც გამოიწვია დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის ნოემბრის თვეში, ორჯერ (ზედიზედ), ღამის საათებში, გარდაბნის რაიონის სოფელ ყ--------–---ში მცხოვრებმა ო---------------მა დაუდგენელ პირთან ერთად, წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, ერთიანი მიზნით და საერთო განზრახვით, უკანონოდ შეაღწია სოფელ ყ--------–---ში მდებარე ა---–---------ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ა---–---------ის კუთვნილ ფულად თანხას 6000 ლარს და 7000 აშშ დოლარს 18 340 ლარის ექვივალენტის ოდენობით, 3500 აშშ დოლარის ექვივალენტად - 9170 ლარად ღირებულ მასიური ოქროს ყვავილის ორნამენტებიან ყელსაბამს, სხვადასხვა ღირებულების ოქროს 6 ცალ ბეჭედს და ერთ წყვილ ოქროს საყურეებს, „ნექსთის“ და „პანასონიკის“ ფირმის პლაზმურ ტელევიზორებს, „არისტონის“ ფირმის სარეცხ მანქანას, „კანდის“ ფირმის ჭურჭლის სარეცხ მანქანას, სხვადასხვა დასახელების საოჯახო, საყოფაცხოვრებო და პირად ნივთებს, რის შედეგადაც ა---–---------ს მიაყენა სულ 72 495 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 სექტემბრის განაჩენით:

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ-----------------ას შუამდგომლობა, ბრალდებულ ო---------------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

ო---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, ,,გ” და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

 

ნ----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“, ,,გ” და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილზე.

 

ნ---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 376-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 სექტემბრის უარი ო---------------ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ო---------------ის ადვოკატებმა - გ----------------–---–მა და დ-----------------მა.

 

მსჯავრდებულ ო---------------ის ადვოკატების - გ----------------–---–ის და დ-----------------ის საჩივარს დაეთანხმა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორი თ------------------.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 სექტემბრის განაჩენი ნ---------------ის მიმართ გაასაჩივრა როგორც ბრალდების მხარემ - თ-----------------ამ, ასევე დაცვის მხარემ - მსჯავრდებულ ნ---------------ის ადვოკატმა ვ-–----------–--ემ.

 

მსჯავრდებულ ო---------------ის ადვოკატებმა - გ----------------–---–მა და დ-----------------მა უარი განაცხადეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 სექტემბრის განაჩენზე მათი სააპელაციო საჩივრის განხილვაზე.

 

4. მხარეთა პოზიციები:

 

პროკურორ თ-----------------ას პოზიციით ცვლილება უნდა შევიდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 სექტემბრის განაჩენში და ნ---------------ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი აღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებში.

მსჯავრდებულ ნ---------------ის და მისი ადვოკატის ვ-–----------–--ის პოზიციით, ძალაში უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 სექტემბრის განაჩენი ნ---------------ის მსჯავრდების ნაწილში და ითხოვა სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ნახევარი ჩაუთვალოს პირობით მსჯავრად.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა იმსჯელებს აპელანტების საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

ბრალდებულმა ო---------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და ასევე დანაშაულის ჩადენაში ამხილა ნ---------------ი. მისი განმარტებით, ნ---------------ს წინასწარ შეუთანხმდა, რომ ა---–---------ის სახლი გაექურდათ. შეთანხმების მიხედვით მას ნივთები უნდა გამოეტანა სახლიდან, ხოლო ნ----ს მანქანით უნდა წაეღო. ეზოში ღობიდან გადახტა, სახლის კარი კი ღია იყო. ბინაში ორჯერ იყო შესული, სავარაუდოდ 22 და 23 ნოემბერს, ზუსტი რიცხვები არ ახსოვს, მაგრამ გამორიცხავს, რომ სამჯერ იქურდა. ერთ დღეს დიდი ზომის ნივთები გამოიტანა, ხოლო მეორე დღეს თეთრეული და სხვა საოჯახო თუ პირადი ნივთები წამოიღო. სარეცხის მანქანა აბაზანიდან გაიტანა, რომელიც ეზოში ცალკე მდებარეობს და მანქანაში ჩასადებად ნ----ი მიეხმარა. ნ----ი გარეთ ელოდებოდა და მისი მანქანით მიიტანეს ნივთები მის სახლში. როდესაც ნივთები გამოჰქონდა სახლიდან, ეზოში კართან ალაგებდა და ბოლოს ურეკავდა ნ----ს, რომ მოსულიყო. იგი სახლში არ შესულა. ადასტურებს, რომ ა---–---------ის სახლიდან მოიპარა ტელევიზორები, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, სარეცხის მანქანა, ფულადი თანხა, ოქროს ნაკეთობები, ალკოჰოლური სასმელები, თეთრეული, ჭურჭელი. სამკაული ლომბარდში დააგირავა, თანხა კი ერთმანეთში გაინაწილეს. მისმა ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ ქურდობის შესახებ და როდესაც მამამისმა შეიტყო, თვითონ მიიყვანა პოლიციაში.

 

2018 წლის 10 დეკემბერს მოწმე ო---------------ისაგან მიღებული ჩვენების/გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელშიც ო---------------თან ერთად მონაწილეობდნენ ექსპერტი ა-–-----------–-–---–ი, გამომძიებლები გ---------------, გ--–----–----–---–ი და თარჯიმანი ნ-----------–---–ი. ო---------------ის მითითებით გაემართნენ გარდაბნის რაიონის სოფელ ყ--------–-ში, ა---–---------ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ო---------------მა მიუთითა კარი, საიდანაც მან და ნ---------------მა ა---–---------ის სახლიდან მოპარული ნივთები გაზიდეს. შემდგომ ო---------------მა მიუთითა სახლის პირველ სართულზე, ე.წ „სარდაფის“ ჩასასვლელი კარებისაკენ და განმარტა, რომ აღნიშნული კარიდან შევიდნენ ის და ნ----ი სახლის პირველ სართულზე, კარადიდან მან და ნ----მა მოიპარეს კარაქი, ასევე კერხელი, მეორე სართულის ოთახიდან კედლიდან ჩამოხსნეს ტელევიზორები და მოიპარეს, მესამე სართულზე მდებარე საწოლის ქვემოთ ლეიბის ქვეშ მან და ნ----მა ნახეს ორი ცალი ოქროს ნივთი და ფულადი თანხა, ამავე სართულზე მდებარე მეორე საძინებელი ოთახიდან მან და ნ----მა მოიპარეს წვრილმანი ნივთები, ასევე ვიდეორესივერი. ამის შემდგომ ო-----ის მითითებით გაემართნენ ნასილ საფაროვის სახლში, სადაც მიუთითა ადგილი სადაც ა---–---------ის სახლიდან მოპარული ნივთებს ის და ნ----ი ინახავდნენ. შემდგომ ო---------------მა მიუთითა გარდაბნის რაიონის სოფელ ფოლადაანთკარისაკენ და განმარტა, რომ მან და ნ----მა აბილ მეხტიების სახლიდან მოპარული ნივთები გადაიტანეს მანქანით ფოლადაანთკარში მიდვრებში. საგამოძიებო ექსპერიმენტი მოწმის მითითებით გაგრძელდა ქ.რუსთვში, „ა-–-------------ს“ ლომბარდში, სადაც მოპარული ყელსაბამი ჩააბარა, ქ.თბილისში ვაგზლის მოედანზე ოქროს ბირჟაზე ჩააბარა ოქროს ოთხი ცალი ნივთი.

 

ბრალდებულმა ნ---------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ ა---–---------ის სახლიდან მოპარული ნივთები ო---------------ისგან შეიძინა, მან უთხრა, რომ სახლიდან ყიდდა ვიღაც საოჯახო ნივთებს და შეეძლო ფული ნელ-ნელა მიეცა, თითო ნივთში 2-3 ლარი რჩებოდა. ო-----ი არწმუნებდა, რომ ისინი მოპარული არ იყო. მან შეიძინა ტელევიზორი, სარეცხის მანქანა, მტვერსასრუტი და სხვადასხვა საოჯახო ნივთები, რაშიც სულ გადაუხადა 3830 ლარი. ფულს ეტაპობრივად აძლევდა, ხან სამსახურში, ხან სახლში. ო-----ი ერთი კვირის მანძილზე მიდიოდა მასთან. შემდეგ შეიტყო, რომ სოფელში ა---–---------ის ბინა გაქურდეს და ამბობდნენ, რომ ისეთი ნივთები იყო წაღებული, რაც მან ო-----ისგან შეიძინა. ამან დააეჭვა და როდესაც გაირკვა, რომ სახლში ნაქურდალი ნივთები ედო, ყველაფერი უკან მიუტანა ო-----ს და ფულის დაბრუნება მოსთხოვა.

 

დაზარალებულმა ა---–---------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ა---------------სგან შეიტყო მისი ბინის ქურდობის შესახებ. მას თავისი ტელეფონი გაუფუჭდა და სახლში სხვა ტელეფონის ასაღებად მივიდა. როდესაც სახლში შევიდა, ნახა, რომ არც ტელეფონი და არც ტელევიზორები ოთახში არ იდო და დაურეკა, ვინმეს ხომ არ აჩუქა. მან ურჩია, რომ ხელი არაფრისთვის ეხლო და დაერეკა პოლიციაში. იმ პერიოდისთვის იგი რუსეთში იმყოფებოდა და მეორე დღესვე ჩამოვიდა საქართველოში. სახლიდან ძალიან ბევრი ნივთი იყო წაღებული, დიდი ხანია რაც საქართველოში მუდმივად არ ცხოვრობს და ზუსტად არ ახსოვს რა ნივთები ჰქონდა, თუმცა ეთანხმება გამოძიებით დადგენილი ზიანის ოდენობას და აღნიშნავს, რომ ღირებულება იმისდა მიხედვით მიუთითა, რაც ჰქონდა გადახდილი. წაღებული იყო ტელევიზორები, ჭურჭელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ოქროული, ფული, თეთრეული. ნივთების ნაწილი დაუბრუნეს, ასევე მონაწილეობა მიიღო მათ ამოცნობაშიც. ო---------------თან პრეტენზია არ აქვს.

 

მოწმე ა---------------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ა---–---------ი მისი მამაა, იგი ბებიასთან იმყოფებოდა და მამის სახლში ტელეფონის ასაღებად მივიდა. სახლის კარი ღია იყო და ოთახები არეული დახვდა. არ იდო ტელევიზორები, იცოდა, რომ სახლში ფულს ინახავდნენ და ისიც არ დახვდა, ვერც ოქროს სამკაულებს მიაგნო. ამის შემდეგ წავიდა ბიძასთან და მამამისს იქიდან დაურეკა, ასევე დარეკა პოლიციაში. მათ მოსვლამდე ნახა, რომ ვიდეო-კამერების რესივერი იყო წაღებული. სახლის გასაღები ჰქონდა მას და მის დედინაცვალს. დედინაცვალი იმ პერიოდში საქართველოში არ იმყოფებოდა. სახლს აქვს ერთი შესასვლელი, ჯერ სარდაფში ჩადიხარ და იქიდან ადიხარ მეორე სართულზე. თვითონ ეზოს ჭიშკარი გააღო, ხოლო სახლში შესასვლელი კარები ღია იყო.

 

მოწმე ე--------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მისი შვილის ო---------------ის გადმოცემით, მან გაქურდა ა---–---------ის ბინა ნ---------------თან ერთად. მან არაფერი იცის ნივთების შენახვის შესახებ და არც სახლში მიუტანია ო-----ს რაიმე ნაქურდალი ნივთი.

 

მოწმე შ----------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ო---------------ი მისი შვილია და მისგანვე შეიტყო, რომ ნ---------------თან ერთად გაქურდა ა---–---------ის სახლი და აჩვენა ის ადგილი, სადაც ნაქურდალ ნივთებს ინახავდა.

 

2018 წლის 4 დეკემბერს ჩატარებულ იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი მოწმე შ----------------ის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით, რა დროსაც ამოღებულ იქნა „პანასონიკის“ ფირმის ტელევიზორი, NEXT-ის ფირმის შავი ფერის ტელევიზორი, ხორცის გასატარებელი მანქანა, ქვაბების ნაკრები, წვენის საწური აპარატი და მტვერსასრუტი, ერთი ცალი მიკროტალღური ღუმელი EFBA-ს ფირმის, სამი ყუთი თეთრეული, SONY-ს ფირმის DVD, ქვაბების კრებული „როიალი” და ქვაბების კრებული წარწერით „ZC“, “CANDY”-ის ფირმის სარეცხი მანქანა, WOULINEX-ის ფირმის მრგვალი ფორმის მიკროტალღური ღუმელი და გადასაფარებელი საბანი, პირსახოცი, “ARISTON”-ის ფირმის სარეცხი მანქანა.

 

2018 წლის 04 დეკემბერს 16:36-20:40 დროის შუალედში, გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩიანის პოლიციის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის - გ----------------–---–ის დადგენილების საფუძველზე, სოფელ ფოლადაანთკარში არსებულ მინდვრებიდან (რკინიგზის ლიანდაგის მახლობლად) მოწმე შ----------------ის მონაწილეობით ამოღებული იქნა ა---–---------ის სახლიდან მოპარული 25 სახეობის საყოფაცხოვრებო ნივთები;

 

მოწმე ო----- მ------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ო---------------ისგან 40 ლარად შეიძინა კერხერის ფირმის სარეცხი აპარატი.

 

მოწმე ა-----------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ნ---- ს---------ა დაურეკა და სთხოვა თავისი მანქანით მისულიყო მასთან. მისი გადმოცემით მან ო---------------ისაგან იყიდა ნივთები, რაშიც ფული გადაუხადა და მის მანქანზე დატვირთა. შემდეგ ნ----მა უთხრა რომ ეს ნივთები ო-----ს ნაქურდალი ჰქონდა.

 

დაცვის მხარის მოწმე აიდინ საფაროვმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ნ---------------ი მისი შვილია. მასთან ერთად იმყოფებოდა როდესაც პოლიციაში წაიყვანეს და დანაშაულის აღიარებას სთხოვდნენ. მან მოგვიანებით შეიტყო, რომ ნ----მა ო-----ისგან საოჯახო ნივთები შეიძინა და უსაყვედურა. ყველა ის ნივთი რაც მან იყიდა, სახლში ისედაც ჰქონდათ, თუმცა სარეცხის მანქანაში რძალი ბავშვის ტანსაცმელს რეცხავდა და ახალიც დასჭირდათ. ა/მანქანა მის სახელზეა რეგისტრირებული და ნ----ი მას თითქმის არ მართავს, მან მანქანის ტარება კარგად არ იცის.

 

დაცვის მხარის მოწმე თ-----------------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ნ---------------ი მისი მეუღლეა. იგი თავად შეესწრო 7-8 საათის განმავლობაში როგორ ცდილობდნენ პოლიციის თანამშრომლები ნ---------------ს ეღიარებინა დანაშაული. მისთვის ცნობილია, რომ მეუღლეს ჰქონდა გარკვეული დანაზოგი და იყიდა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე მოწმე მ------------------მ. მან დაადასტურა, რომ ნ---------------მა შეიძინა გარკვეული საოჯახო ნივთები და შემდეგ შეიტყო, რომ ისინი მოპარული იყო.

 

მტკიცებულებები საქმეზე ჩატარებულ საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით:

 

ჩატარებული საგამოძიებო/ საპროცესო მოქმედებების ირგვლივ დაიკითხნენ გამომძიებლები: გ--–----–----–---–ი, დ-----------------–---–----–--–----------------------------------------------–---–ი, გ---------------, რ-----–------–---–--------–-----------–---–ი, ა-–-----------–-–---–ი, ნ--------------------–-----–----–----ე.

 

2018 წლის 25 ნოემბერს დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მდებარე გარდაბნის რაიონის სოფელი ყ--------–---ი, რა დროსაც ამოღებული იქნა 6 ქილაში მოთავსებული სუნის ნიმუში, ერთი ცალი სანთებელა, ანაწმენდები 4 ცალ ბიოლოგიურ ჩხირებზე, კარის საკეტი, ხელის კვლები, ერთი ცალი ბოთლი, ერთი ბოქლომი.

 

მოწმე დ-----------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ როგორც ექსპერტ-კრიმინალისტმა მონაწილეობა მიიღო 2018 წლის ნოემბრის თვეში ყ--------–-ში მომხდარ ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში გადაიღო სურათები, სახლის სხვადასხვა ადგილებიდან ამოიღო დაქტილოფირები ხელის კვლებით. ასევე - შესასვლელი კარის საკეტები სახელურებით და ბოქლომი.

 

2018 წლის 10 დეკემბერს 16:58 - 17:20 დროის შუალედში, ო---------------ის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას და ასევე მისი მოწმის სახით მიცემული ჩვენების საფუძველზე, გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ნ---------–---–ის მიერ, ქ.----------–--------------------------ში არსებულ შპს ,,ა-–-------------ს“ ლომბარდიდან, ამოღებული იქნა ოქროს ყელსაბამი, N----- ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი და გადაცემის ორდერი;

 

2018 წლის 10 დეკემბერს 18:39 - 19:15 დროის შუალედში, ო---------------ის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მის მიერ მითითებული ფაქტის საფუძველზე, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ გ----------------–---–ის მიერ ქ.-----–--–--------–----------------ში მდებარე ,,ო-----------–-დან“ ამოღებული იქნა ოქროს ნივთების შესყიდვის აქტი;

 

2018 წლის 8 დეკემბრის ნივთის ამოცნობის ოქმის მიხედვით: ა---–---------ს ამოსაცნობად წარედგინა „n---“-ის ტელევიზორები. ამომცნობმა პირმა საგანი ამოიცნო შემდეგი ნიშნით: იგი არის “n---”-ის ფირმის, მარჯვენა ქვედა ადგილას ნაკაწრით. იგივე ფირმის დისტანციური მართვის პულტი მწვანე და წითელი ელემენტებით და ელემენტების ჩასადები ადგილას არ აქვს ხუფი. ამოცნობის შემდეგ ტელევიზორი მოთავსდა თეთრი ფერის ტომარაში და დაილუქა გაჩიანის პოლიციის ლუქით პაკეტებისათვის, მასზე გაკეთდა ხელმოწერები დაისვა თარიღი და საქმის ნომერი.

 

2018 წლის 8 დეკემბრის ნივთის ამოცნობის ოქმის მიხედვით: ა---–---------ს წარედგინა “panasonic“-ის ტელვიზორები. ამომცნობმა პირმა საგანი ამოიცნო შემდეგი ნიშნით: ტელევიზორს ეკრანის ქვედა მხარეს ოდნავ მარჯვნივ აქვს დაახლოებით 2-3 სანტიმეტრ სიგრძეზე ჰორიზონტალური ნახაზი და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული ნივთი მოპარეს მისი საცხოვრებელი სახლიდან. ამოცნობის შემდეგ აღნიშნული ტელევიზორი მოთავსდა თეთრი ფერის ტომარაში და დაილუქა გაჩიანის პოლიციის განყოფილების ლუქით პაკეტებისათვის. მასზე გაკეთდა ხელმოწერები, დაისვა თარიღი და საქმის ნომერი.

 

2018 წლის 8 დეკემბრის ნივთის ამოცნობის ოქმის მიხედვით: ა---–---------ს წარედგინა „SCARLETT“-ის ფირმის ფენები. ამომცნობმა პირმა საგანი ამოიცნო შემდეგი ნიშნით: ფენი არის SCARLETT ის ფირმის, ზედა მხარეს აქვს ნაკაწრები გამოყენებისგან. ამოცნობის შემდეგ ფენი მოთავსდა პარკში და დაილუქა გაჩიანის პოლიციის ლუქით პაკეტებისათვის. მასზე გაკეთდა ხელმოწერები დაისვა თარიღი და საქმის ნომერი.

 

2018 წლის 8 დეკემბრის ნივთის ამოცნობის ოქმის მიხედვით: ა---–---------ს წარედგინა “ARISTON”-ის ფირმის სარეცხი მანქანები. ამომცნობმა პირმა საგანი ამოიცნო შემდეგი ნიშნით: ა---–----------მა განმარტა, რომ N1 ნივთი ამოიცნო იმით, რომ სარეცხის მანქანას ზედა მხარეს ეტიკეტი შუა ნაწილში აქვს წაშლილი და არაფერი იკითხება.

 

2018 წლის 10 დეკემბრის ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმის მიხედვით: ა---–---------ს წარედგინა ოქროს ყელსაბამი. ამომცნობმა პირმა, ა---–---------მა, ნივთი ამოიცნო საკეტით, რომელსაც ოდნავ აქვს საკეტი შეღუნული და ასევე არ იკეტება კარგად თუ არ დაახმარა ხელი. ამოცნობის შემდეგ ოქროს ყელსაბამი მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა.

 

2018 წლის 11 დეკემბერს ო---------------ისაგან აღებულ იქნა სუნის ნიმუშები, ხოლო 14 დეკემბერს - ნ---------------ისგან. ნიმუშები შემდგომში გაიგზავნა ექსპერტიზის ჩასატარებლად. ნიმუშების აღების პროცედურა დაადასტურა მოწმე ნ-----–-----------–---–მა. 2018 წლის 26 ნოემბრის ნიმუშის აღების ოქმის მიხედვით, მოწმეების ა---------------საგან, ნა------------------აგან, ა---–---------ისაგან აღებული იქნა ხელის კვლების ნიმუშები.

 

2018 წლის 14 დეკემბრის ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმის მიხედვით, ექსპერტ-კრიმინალისტმა მ-------------–--ემ ნ---------------ისგან აიღო ნერწყვის ნიმუში, რომელიც მოთავსდა ერთ ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე, აღნიშნული მოთავსდა მუყაოს პაკეტში და დაილუქა შესაბამისი წესით. მოწმე მ-------------–--ემ დაადასტურა მის მიერ ნიმუშის აღება.

 

2019 წლის 16 იანვრის ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით: გარდაბნის რაიონის სოფელ ყ--------–---ში ა---–---------ის საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ო---------------ისაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის, ხოლო არაიდენტურია ნ---------------ისაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის ირგვლივ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე მ----------------ე.

 

2019 წლის 8 იანვრის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით: პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის კვალი N7 იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხული 7-------- წელს დაბადებული ო----- შ------ს ძე მ--------ის მარცხენა ხელის ცერი თითის ანაბეჭდის ნიმუშის. პიროვნების ოდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის კვალი N1, N3, N4, N5, N6 არ არის იდენტური დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში რიცხული 7-------- წელს დაბადებული ო----- შ------ს ძე მ--------ის ხელის ანაბეჭდების მინუშისა.

 

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის ირგვლივ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე რ------–--–-------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვის სისწორე.

 

2018 წლის 4 დეკემბრის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით: გამოკვლევაზე წარმოდგენილი კვალი N1, N2, N3, N4, N5, N6, N7 პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. აღნიშნული ხელის კვლები მაქსიმალური ზომებით 22X35მმ, 31X41მმ, 21X44მმ, 37X44მმ, 42X50მმ და 72X88მმ, პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისია. პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის კვალი N2 იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხული 19.03.1952 წელს დაბადებული ნა----------------------–-----------ს მარცხენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის. პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის კვალი N1, 3, 4, 5, 6 და 7 არ არის იდენტური დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში რიცხული 1--------- წელს დაბადებული მ------------------------, 10.08.1997 წელს დაბადებული აი---------–--------–----------- და 19.03.1952 წელს დაბადებული ნა----------------------–-----------ს ხელის ანაბეჭდების. პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის კვალი N1, 3,4, 5, 6 და 7-ის იდენტური ხელის კვლები და ანაბეჭდების ნიმუშები დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის ირგვლივ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე ნუკრი კორტავა.

 

მოწმე გ---–----------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ო---------------ს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზისათვის აუღო ანაბეჭდები, შემდეგ მოხდა კრიმინალისტიკის ერთიან ბაზაში გადაგზავნა ამ ანაბეჭდების.

 

მოწმე ლ-----–----–----ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებისა და 2018 წლის 9 ნოემბრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით: „ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საკიდე ბოქლომის ჩამკეტ რიგელზე აღინიშნება დაზიანება ტეხის სახით. აღნიშნული დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საკიდე ბოქლომი გახსნილია ჩამკეტი რკალის ამოგლეჯით მისთვის განკუთვნილი ბუდიდან, საკიდე ბოქლომში რაიმე უცხო საგანი აღმოჩენილი ვერ იქნა.“ ასევე ლ-–--–----–----ის მიერ იქნა გაცემული 2018 წლის 28 თებერვლის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა: „ექსპერტიზაზე წარმოდგენილ საკეტებს რაიმე სახის დაზიანება, გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღინიშნება. ექსპერტიზაზე წარმოდგენი საკეტები გახსნილია თავისი ან ანალოგიურად დამზადებული გასაღებით. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი N2 ქაღალდის პაკეტში მოთავსებული გასაღები განკუთვნილია N2 ქაღალდის პაკეტში მოთავსებული საკეტისათვის“.

 

მტკიცებულებები ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით:

 

2019 წლის 15 იანვრის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთების საბაზრო ღირებულებათა ჯამი შეადგენს 4605 ლარს. აღნიშნული ექსპერტიზის ირგვლივ დაიკითხნენ ექსპერტები: ე-–----–--–--–---–------------------------------------------–---–-.

 

მოწმე ელენე შალვაშვილმა დამატებით განმარტა, რომ გამოსაკვლევად წარედგინა 11 ფუთა და ყველა ობიექტი იყო დალუქული. ნივთების ნაწილი იყო ახალი, ხოლო ნაწილი ექსპლუატაციაში იყო მიცემული. ღირებულება მათი მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრა. ტექნიკის ნაწილი შეამოწმეს მუშა მდგომარეობაში იყო თუ არა, რაც შეეხება სარეცხის მანქანას, იგი სპეციფიკურ შემოწმებას საჭიროებდა და მისი მდგომარეობა შეაფასეს გამომძიებლის წერილის მიხედვით.

 

მოწმე ნანა ქარდავამ განმარტა, რომ საკვლევი ობიექტები წარმოდგენილ იქნა პოლიციის განყოფილებაში, ვინაიდან რაოდენობრივად იყო ძალიან ბევრი. სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო და საოჯახო ნივთების ფასი განისაზღვრა ბაზარზე არსებული ფასების მიხედვით. ზოგადად ნივთის ფასის დადგენისას ხელმძღვანელობს ინტერნეტში საიტებზე მითითებული ფასებით და პირდაპირი გამოკითხვით. გაითვალისწინება ნივთის მდგომარეობა, ექსპლუატაციის ხარისხი. თუ ნივთს აქვს დაზიანება, წერს ნივთის აღწერილობით ნაწილში. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე რობიზონ ბარნაბიშვილმა.

 

2018 წლის 10 ნოემბერს შპს „ა-–------------სა“ და ო---------------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება N G------------ რომლის მიხედვითაც ო---------------მა ოქროს ნივთის (სინჯი: 500; მასა: ოქრო 19.90, შეფასება 975. 1000 ლარი) დაგირავების სანაცვლოდ გამსესხებლისგან (შ.პ.ს. „ა-–-------------“) მიიღო სესხი 1 000 ლარის ოდენობით.

 

მოწმე ნ----------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს შპს ა-–------------ში ფინანსურ მენეჯერად, რომელიც ახორციელებს სალომბარდე მომსახურებას. მის ფუნქციაში შედის ფინანსებისა და მიღებული საქონლის კონტროლი. შპს „ა-–-------------დან“ ამოღებულ იქნა ოქროს ძეწკვი 19 და 9 გრამი 583 სინჯის. ამ ნივთის დალომბარდება მოხდა 2018 წლის 4 ნოემბერს, ხოლო ამოღება მოხდა 10 დეკემბერს. ეს ნივთი მიიღო ოპერატორმა, ნივთის ჩაბარების შემდეგ მოხდა ხელშეკრულების შედგენა და ნივთს ინახავენ საცავში. ამ შემთხვევაში მათთან დაგირავდა გრეხილი ფორმის ოქროს ცეპი. ნივთი მათთან მიიტანა ო---------------მა და ხელშეკრულებაც მასთან დაიდო. მას გადაუხადეს 1000 ლარი.

 

მოწმე თ----------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს ე.წ. ოქროს ბირჟაზე და როგორც ახსოვს ო---------------ისგან იყიდა მამაკაცის ოქროს ბეჭედი, ცეპი და კულონი. ნივთებში მას გადაუხადა 600 ლარი. ნივთების შეძენისას ადგენს შესყიდვის აქტს, რომელიც ამ შემთხვევაში ამოღებულია გამომძიებლის მიერ.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას ნ---------------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა, რომ ნ---------------ის მიერ ო---------------თან ერთად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი ჩვენება, რომელიც ეკუთვნის ო---------------ს და მასთან დაკავშირებული ირიბი ჩვენებები, რომელიც ასევე ო---------------ის ოჯახის წევრს ეკუთვნის. სასამართლო გარკვეულწილად ეთანხმება ბრალდების მხარეს, რომ ნ---------------თან დაკავშირებით მხოლოდ იმიტომ არ აღმოჩნდა სუნის და ხელის კვლები, რომ იგი ა---–---------ის ბინაში არც კი შესულა და ო---------------ს გარეთ ელოდებოდა, თუმცა ამ ფორმით ო---------------მა ჩვენება მისცა მხოლოდ სასამართლოში, მაშინ როდესაც საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის დროს მრავლობით რიცხვში საუბრობს და ყველა მოქმედებაზე უთითებს, რომ ა---–---------ის ბინაში ნ---------------თან ერთად შევიდა და ნივთები მასთან ერთად მოიპარა. შესაბამისად ჩნდება ეჭვი, რომ სასამართლოში ო---------------ის ამგვარი ჩვენება ნ---------------ის თითის კვლების და სუნის კვალის არქონითაა გამოწვეული. სასამართლო ასევე გვერდს ვერ აუვლის იმ ფაქტს, რომ ნ---------------ის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ფაქტობრივად არის ო---------------ის სისხლის სამართლის საქმის ასლები განსხვავებული ბრალდების შესახებ დადგენილებით და მის მიმართ გამოძიების წარმოების პროცესშიც ბრალდების მხარე სრულად დაეყრდნო ო---------------ის ჩვენებას. რაც შეეხება შ----------------ის და ე--------------ის ჩვენებებს, ისინი მხოლოდ უთითებენ ო---------------ის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას და ამ მხრივ არც ეს ჩვენებები შეიცავს რაიმე სახის მონაცემებს, რომელიც დამატებით გარემოებებზე მიუთითებდა სასამართლოს. ცხადია შეფასებას საჭიროებს ნ---------------ის სახლში ა---–---------ის კუთვნილი ნივთების აღმოჩენის საკითხი, თუმცა მხოლოდ ის ფაქტი, რომ მის სახლში ნაქურდალი ნივთები ინახებოდა, გარდა ო---------------ის ჩვენებისა, სხვა მტკიცებულებით არ დგინდება, რომ ისინი ნ---------------მა მოიპარა და ასევე სხვა მტკიცებულებებით არ გამოირიცხება, რომ მან ისინი არ შეიძინა და არ გადაუხადა ო-----ს მ--------ს ფული.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს ო---------------ის ჩვენების შეფასებისას პირველი ინსტანციის სასამართლოს აქცენტებს მტკიცებულების მნიშვნელობაზე და მის გავლენაზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და დამატებით აღნიშნავს, რომ სრულად იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომელიც მიიჩნევს, რომ მოწმის მიერ იმუნიტეტის სანაცვლოდ მიცემული ჩვენების მტკიცებულებად დაშვება და გამოყენება ბრალდებულის მიმართ სამართალწარმოებას ავტომატურად უსამართლოდ არ აქცევს. სასამართლო ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ამოწმებს, რამდენად ეფუძნებოდა ბრალდებულის მსჯავრდება იმ მტკიცებულებას, რომელთან მიმართებაშიც ბრალდებულმა ვერ შეძლო, ან საკმარისად ვერ შეძლო დაცვის უფლებების განხორციელება; იყო თუ არა პროცესი შეჯიბრებითი და შეეძლო თუ არა ბრალდებულს ეროვნულ დონეზე მტკიცებულების დაშვებისა თუ გამოყენების გასაჩივრება, მის გამოკვლევაში მონაწილეობა, შეკითხვის დასმა და თავისი ვერსიის სასამართლოსთვის წარდგენა, ანუ საბოლოო ჯამში, იყო თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1999 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Erdem v. Germany, 2004 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე Verhoek v. Netherlands). ამდენად, ო---------------ი გარდა იმისა, რომ ნ---------------ის საქმეზე არის მოწმე, იმავდორულად არის ბრალდებული ამავე საქმეზე და მათი საქმეები გამოძიების ეტაპზე მხოლოდ იმ მიზნით გამოეყო ცალკე წარმოებად, რომ ნ---------------თან მიმართებაში ბრალდების მხარეს დამატებით მოეპოვებინა მტკიცებულებები, რაც რეალურად ვერ მოხერხდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ არ არის სრულყოფილი და ცხადი მტკიცებულებების ერთობლიობა, სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ო---------------ის როგორც ბრალდებულის პოზიციაზე, რომელთანაც ბრალდების მხარემ დადო საპროცესო შეთანხმება მისთვის მისაღები სასჯელის პირობით. ცხადია სასამართლო არ აკნინებს პირის თანამშრომლობის როლს გამოძიების პროცესში, პირიქით, ხშირ შემთხვევაში თანამშრომლობა ხელს უწყობს მნიშვნელოვანი სიკეთის დაცვას სამართალწარმოებაში, თუმცა როდესაც თანამშრომლობა საკუთარი ინტერესების უპირატესობითა და სხვა პირის დანაშაულის ჩადენაში მხილებით ხორციელდება, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ თანამონაწილის მიმართ არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასეთ შემთხვევაში პირის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები უნდა არსებობდეს მამხილებელი ჩვენების გარეშეც, რადგან სასამართლოს შეფასებით თანამშრომლობის შედეგად პირის მხილება დანაშაულის ჩადენაში მის მიმართ მხოლოდ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის არის საკმარისი. გონივრული ეჭვს მიღმა არის სტანდარტი, როდესაც უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი საეჭვო გარემოებები და ფაქტი, რომელიც ვერ დგინდება შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, შეუძლებელია შეფასდეს ბრალდებულის საზიანოდ.

 

გარდა ამისა, სააპელაციო პალატა იშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელი მტკიცებულების საკმარისობის საკითხთან მიმართებით, რომლის თანახმად მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, ნ---------------ი არც თავად უარყოფდა და სააპელაციო პალატასაც ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ნ---------------მა იცოდა ო---------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ და არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოს, რომლის ქმედების კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

სააპელაციო პალატა იმსჯელებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 სექტემბრის განაჩენში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი (მათ შორის უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის იმის მიერ ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე დანაშაული. ეს დანაშაული გამოიხატება დამნაშავის პასიურ ქცევაში (უმოქმედობაში), რომელიც არ აწვდის სათანადო ორგანოებს დანაშაულის აღსაკვეთად ან გამოძიების ეფექტურად წარმოებისათვის აუცილებელ ინფორმაციას. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა ნამდვილად იცოდეს: 1) მზადდება ან/და ჩადენილია დანაშაული; 2) დანაშაული, რომლის მომზადების ან/და ჩადენის თაობაზე უტყუარ ინფორმაციას ფლობს დანაშაულის სუბიექტი უნდა მიეკუთვნებოდეს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ მძიმე კატეგორიას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77.). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება(იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15.).

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

სააპელაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ამდენად, ვინაიდან უტყუარად დადასტურდა, რომ ნ---------------მა ჩაიდინა დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე დანაშაული, მისთვის წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“, ,,გ” და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილზე და იგი სწორედ ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნ---------------ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ნ---------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ნ---------------ს პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით არ დადგენილა.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნის დროს ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის მიერ ბრალის აღიარებას, ასევე ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), დამნაშავის წარსულ ცხოვრებას (სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები ნ---------------ის უარყოფითად დახასიათების შესაძლებლობას არ იძლევა), პირადი და ეკონომიკური პირობებს (ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი) და მიაჩნია, რომ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნების შესრულებას.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა სასამართლოს დისკრეციაა. მოცემულ შემთხვევაში ნ---------------ის მიმართ გამოყენებული იქნა მინიმუმთან მიახლოვებული მსუბუქი სასჯელი, რომლის ნაწილის პირობითად ჩათვლა იქნებოდა სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას.

 

3.საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

ადვოკატის უშუალო მონაწილეობითა და მსჯავრდებულ ო---------------ის წინასწარი თანხმობით მსჯავრდებულსა და რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ-----------------ას შორის, გაფორმდა საპროცესო შეთანხმების ოქმი, რასაც ეთანხმება ზემდგომი პროკურორი.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, არ დამტკიცდა მსჯავრდებულ ო---------------ის წინასწარი თანხმობით მსჯავრდებულსა და რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ-----------------ას შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

პროკურორმა თ-----------------ამ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულ ო---------------ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას დაზუსტებული პირობებით მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა თ-----------------ამ, მსჯავრდებულმა ო---------------მა, ასევე მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ----------------–---–მა. საპროცესო შეთანხმება დაზუსტებული პირობებით შეთანხმებულია ზემდგომ პროკურორთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის მსჯავრდებულის წერილობითი განცხადება (რომელსაც ხელს აწერს მსჯავრდებული და მისი ადვოკატი), სადაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა მსჯავრდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა მსჯავრდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მსჯავრდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქმის მასალებისა და მსჯავრდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია და წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები. ამასთან, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ:

§ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე;

§ საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს;

§ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს;

§ მსჯავრდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა;

§ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება;

§ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს;

§ მსჯავრდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ;

§ მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ის საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის;

§ მსჯავრდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებები: ა) დაცვის უფლება; ბ) საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; გ) სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება;

§ მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს;

§ საპროცესო შეთანხმებაში ასახულია მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა;

§ მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობს საქმის მასალებს;

§ მსჯავრდებული აცნობიერებს მისთვის კანონით მინიჭებულ გარანტიას, რომლის მიხედვითაც მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას;

§ მსჯავრდებულს გაცნობიერებული აქვს ნებისმიერ დროს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება, რომ უარის თქმას არ სჭირდება ადვოკატის თანხმობა, ხოლო განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია;

§ მსჯავრდებული აცნობიერებს მის უფლებას საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში მის მიერ მიცემული ჩვენების მის საწინააღმდეგოდ გამოყენების დაუშვებლობის შესახებ;

§ მხარეები აცნობიერებენ მათ უფლებას სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები.

 

სააპელაციო პალატამ აგრეთვე გამოიკვლია, რომ მსჯავრდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება მსჯავრდებულს ასევე არ უზღუდავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით მინიჭებულ უფლებებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნაცვლიშვილისა და ტოგონიძის საქმეზე (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Natsvlishvili and Togonidze v. Georgia, პარ. 90) აღნიშნა, რომ ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისაგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (აგრეთვე იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Slavcho Kostov v. Bulgaria, პარ. 17; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ruciński v. Poland, პარ. 12.) და რომ ამ პროცესში არაფერია შეუსაბამო კონვენციის მოთხოვნებთან. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საპროცესო შეთანხმება, მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში, გარდა სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისა და სასამართლოებისა და მხარეთა გადატვირთულობის შემცირებისა, შესაძლოა აგრეთვე იყოს მსუბუქი სასჯელების გამოყენებისა და, შესაბამისად, პატიმართა რაოდენობის შემცირების კარგი შესაძლებლობა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მითითებულ საქმეში (პარ. 91) მიიჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით სისხლის სამართალწარმოების შემცირება ხდება, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება დარღვევად ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად (აგრეთვე იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Scoppola v. Italy (no. 2), პარ. 135). იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Scoppola v. Italy (no. 2), პარ. 135-136; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1993 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Poitrimol v. France, პარ. 31; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე Hermi v. Italy, პარ. 73).

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საპროცესო შეთანხმებისთვის აუცილებელია შემდეგი პირობების დაკმაყოფილება: ა) ბრალდებული სრულად უნდა აცნობიერებდეს საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს და სამართლებრივ შედეგებს და მისი თანხმობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უნდა იყოს ჭეშმარიტად ნებაყოფლობითი; ბ) სასამართლომ ჯეროვნად უნდა შეამოწმოს და გამოიკვლიოს საპროცესო შეთანხმების პირობები და იმ გარემოს სამართლიანობა, რომელშიც მხარეები მათზე შეთანხმდნენ. ამასთან, მნიშვნელოვანია სასამართლოს მიერ აღნიშნული გარემოებების ღია სასამართლო სხდომაზე გარკვევა (იხ.: დასახელებული გადაწყვეტილება - ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ, პარ. 91, 92, 95).

 

იმ გარემოებების გასარკვევად მსჯავრდებული რეალურად აცნობიერებდა თუ არა ზემოჩამოთვლილ უფლებებს, გარანტიებსა და პირობებს სააპელაციო პალატა უშუალოდ დარწმუნდა მსჯავრდებულთან საკონტროლო შეკითხვების დასმის შედეგად. სააპელაციო პალატას აღნიშნული ვალდებულება არ ატარებდა ამ უფლებების განმარტებისა და თანხმობის მიღების ფორმალურ ხასიათს. მსჯავრდებულმა საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ დასმულ ყველა შეკითხვასა და დამატებით კითხვებზე ადეკვატური და დამაჯერებელი პასუხი გასცა. სააპელაციო პალატამ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე ადვოკატის მონაწილეობით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინთინ სტურუას შუამდგომლობა დაზუსტებული პირობებით, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

დაკმაყოფილდეს პროკურორ თ-----------------ას შუამდგომლობა - საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე;

 

დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულ ო---------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

 

ცვლილება შევიდეს რუსთავის საქალაქო სასასმართლოს 2019 წლის 3 სექტემბრის განაჩენში;

 

ო---------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის და 5 დღის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 5 დღის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7000 ლარის ოდენობით.

 

ო---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 10 დეკემბრიდან.

 

მსჯავრდებულ ო---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

პროკურორ თ-----------------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ნ---------------ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ-–----------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ცვლილება შევიდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2019 წლის 3 სექტემბრის განაჩენში მსჯავრდებულ ნ---------------ის მიმართ.

 

ნ---------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“, ,,გ” და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილზე.

 

ნ---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 376-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად

განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

ნ---------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 21 იანვრიდან.

 

ნ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქმეზე დართული ნივთები და საგნები:

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ

 

ოქროს ცეპის მიღება-ჩაბარების აქტი, ხელშეკრულება, სალაროს გასავლის ორდერი, მიღება ჩაბარების აქტი (დართულია სისხლის სამართლის საქმეზე), ოქროს შესყიდვის აქტი (დართულია სისხლის სამართლის საქმეზე) - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

კარის საკეტები დალუქული N FCI426259 ფუთაში (გაგზავნილია საექსპერტო ვლევისთვის), ერთი ცალი ბოქლომი დალუქული NFCD718711 ფუთაში (ინახება გაჩიანის პოლიციის განყოფილებაში), ოქროს ცეპი დალუქული საექსპერტო ლუქით N201874776 ინახება გაჩიანის პოლიციის განყოფილებაში, panasonic-ის ტელევიზორი, n----ის ტელევიზორი, SCARLETT-ის ფირმის ფენი, KALIBR-ის ფირმის წყლის ტუმბო, ARISTON-ის სარეცხის მანქანა, CANDY ჭურჭ. სარეცხი მანქანა, KENWOOD-ის ბლენდერი, SINBO-ს მტვერსასრუტი, EFBA-ს მიკროტალღური ღუმელი, SONY-ს დვდ, OMEGA-ს ხორცის საკეპი მანქანა, WOULINEX-მიკროტალღ. ღუმელი, დიპლომატი, მასში დანები, ცისფერი ქვაბები 20 სმ, ცისფერი 24 სმ ქვაბების კრებული, ცისფერი 28 სმ. ქვაბები, წითელი 28 სმ. ტაფების კრებული, ტაფების და ქვაბების კრებული, ქვებები ყვავილების ორნამენტებით, ორი ვარდისფერი გადასაფარებელი, NOBLE-ს საწოლის გადასაფარებელი, ყვავილებიანი გადასაფ. 5 ც, ROYAL-ის ჭურჭლის კრებული, თეთრეულის კრებული, WHIRLPOOL-ის მიკროტ. ღუმელი (25-ივე ნივთი ინახება გაჩიანის პოლიციის განყოფილებაში), დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

 

6 ქილა სუნის ნიმუში მოთავსებული N FCI545186 ფუთაში ინახება გაჩიანის პოლიციის განყოფილებაში, ერთი ცალი სანთებელა დალუქული N FCI368004 ფუთაში (გაგზავნილია საექსპერტო კვლევისთვის - ბიოლოგიურზე), ანაწმენდები 4 ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე დალუქული NFCI368060 ფუთაში (გაგზავნილია საექსპერტო კვლევისთვის - ბიოლოგიურზე), ხელის კვლები დაქტილოფირზე დალუქული NFCD759291 ფუთაში (ინახება გაჩიანის პოლიციის შენობაში), ერთი ცალი ბოთლი დალუქული NFCI426260 ფუთაში (გაგზავნილია საექსპერტო კვლევისთვის-ბიოლოგიურზე), ო---------------ის სუნის ნიმუში ინახება გაჩიანის პოლიციის განყოფილებაში), ნ---------------ის სუნის ნიმუში ინახება გაჩიანის პოლიციის განყოფილებაში, ნ---------------ის ნერწყვის ნიმუში. დალუქული FCI413917 ფუთაში. (გაგზავნილია საექსპერტო კვლევისთვის- ბიოლოგიურზე), განადურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს, პირობების დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.

 

მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი