განაჩენი

სისხლის სამართლის 10.12.2019
საქმის ნომერი
330100118002762781
ინსტანცია
თარიღი
10.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100118002762781

საქმე № 1ბ/811-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

სხდომის თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ვახტანგ მრელაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი

 

სხდომის მდივნები - ლელა ბახტაძე, გ------- სვანიძე, ანა გოცირიძე, ნანა გიგიტაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები: გ---------------–--ე, გ-------–------–-–---–ი.

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ც------ გ----------–---–-, დაბადების თარიღი: 1----–-–---------–--ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ვ---------–------------------------------------------------------------.

 

ადვოკატი: მ-----------------ე.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ც------ გ----------–---–-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს---–------------მ. დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ც------ გ----------–---–-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამართლება, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის შემცირება. აპელანტის განმარტებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ ც------ გ----------–---–მა იცოდა, რომ სადარბაზოში იყო ლ-–-----------–-–---–ი და ჰქონდა თუ არა მსჯავრდებულს მისი მოკვლის განზრახვა დანაშაულის დაფარვის მიზნით. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ დაზარალებულ თ----------------ის განმარტებით, მან სადარბაზოში გაიგო ერთი გასროლის ხმა და დაინახა ძირს დაგდებული გ------- ფ------–---–ი. დაზარალებულს არც გამოძიებაში და არც სასამართლო სხდომაზე არ უთქვამს, რომ გასროლამდე ან გასროლის შემდეგ შენიშნა, რომ სადარბაზოში შევიდა სხვა პირი. თავად ლ-–-----------–-–---–მა კი განმარტა, რომ მას სადარბაზოში შესვლისას ც------ გ----------–---–- არ დაუნახავს, დაინახა მხოლოდ თეთრებში ჩაცმული ქალის სილუეტი, რა დროსაც მოხდა გასროლა. ამასთან, იმ გარემოებას, რომ გასროლებს შორის იყო 2-3 წამიანი ინტერვალი ადასტურებენ სხვა მოწმეებიც, მათ შორის ვ-----–- ვ----------იც. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ც------ გ----------–---–ს ორ გასროლაზე მეტი არ განუხორციელებია, მიუხედავად იმისა, რომ მჭიდში კიდევ ჰქონდა ვაზნები. მოწმე მ------ ნ------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მასთან მისულმა ც------ გ----------–---–მა უთხრა, რომ ცუდი რამ გააკეთა, თუმცა არ უთქვამს, რომ ორი კაცი ,,დააგდო". გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ თ----------------ის და სხვა მოწმეთა ჩვენებებით არ დადასტურდა, რომ დაზარალებულს უკანონოდ ჰქონდა აღკვეთილი თავისუფლება და არ ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა. აღნიშნული განზრახვის არსებობის შემთხვევაში, ც------ გ----------–---–- თ----------------ეს არ მისცდემდა წასვლის შესაძლებლობას. გარდა ამისა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ც------ გ----------–---–-ს მიერ ვ-----–- ვ----------ის ფსიქიკური იძულების ფაქტი, რომ ამ უკანასკნელს შეესრულებინა ან არ შეესრულებინა მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისგან თავის შეკავებაც მის უფლებას წარმოადგენდა. გარდა ზემოაღნიშნულისა დაცვის მხარეს არასანდოდ მიაჩნია ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა, რადგან სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები კერძოდ დანაშაული ჩადენილია ფსიქიკურად ჯანმრთელი თუ სულიერად ავადმყოფი პირის მიერ. აპელანტის განმარტებით, თ----------------ე მეუღლეს ახასიათებდა, როგორც აგრესიულ პიროვნებას, რომელთან განქორწინებასაც აპირებდა სექტემბერის თვეში. მიუხედავად იმისა, რომ თ----------------ე ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად, იგი პარალელურად ხვდებოდა ც------ გ----------–---–ს, რომელსაც განაწყობდა გ------- ფ------–---–ის წინააღმდეგ. ბრალდების მხარეს არ გამოუკვლევია რა ურთიერთობა ჰქონდათ ლ-–-----------–-–---–ს და თ----------------ეს და რატომ აშანტაჟებდა იგი თ-----ს, რომ ყველაფრს ეტყოდა გ------- ფ------–---–ს. ბრალდების მხარეს არ დაუდგენია გ------- ფ------–---–ი ც------ გ----------–---–-ს მიმართ ახორციელებდა თუ არა თვალთვალს, ჰქონდა თუ არა ადგილი საქმის გარჩევებს, ატარებდა თუ არა გ------- ფ------–---–ი იარაღს და მოკვლით ემუქრებოდა თუ არა ც------ გ----------–---–ს. ც------ გ----------–---–- იყო საზღვარგარეთ, საქართველოში ჩამოვიდა თ----------------ის დაჟინებული თხოვნით და ისევ აპირებდა საზღვარგარეთ წასვლას. ლ-–-----------–-–---–მა იცრუა როდესაც თქვა, რომ ც------ გ----------–---–-ს არ იცნობდა. მას არ უთქვამს, როგორ აღმოჩნდა კონკრეტულ დროს დანაშაულის ჩადენის ადგილზე. ბრალდების მხარეს კი, არ დაუდგენია, დანაშაული მოხდა სპონტანურად თუ წინასწარი განზრახვით. ამასთან, აპელანტის განმარტებით, ც------ გ----------–---–-ს მიმართ დანიშნული სასჯელი არის ძალიან მკაცრი და უნდა შემცირდეს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტმა მოითხოვა ც------ გ----------–---–-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამართლება, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის შემცირება. ამასთან, მოითხოვა სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად ც------ გ----------–---–-ს შესაბამის დაწესებულებაში მოთავსება მის გამოჯანმრთელებამდე.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იქნა შესაგებელი, რითაც თბილისის პროკურატურის შსს ორგანობში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პოკურორმა გ---------------–--ემ მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ მოტივით რომ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად იქნა დადასტურებული ც------ გ----------–---–-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, თუმცა დაეთანხმა მოთხოვნას ც------ გ----------–---–-ს გამოჯანმრთელებამდე შესაბამის დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე.

 

სასამართლომ დაადგინა:

ც------ გ----------–---–მა ჩაიდინა: განზრაზ მკვლელობა; განზარხ მკვლელობის მცდელობა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით; თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით; ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით; ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება; ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისში, ვ---------–-------------------------------------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში არსებული სეიფიდან ც------ გ----------–---–- ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მამის, თ------ გ----------–---–-ს სახელზე რეგისტრირებულ, მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტს №------- და საბრძოლო მასალას.

 

2018 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 20:40 საათზე, გ------- ფ------–---–ი მეუღლესთან, თ----------------ესთან ერთად იმყოფებოდა თბილისში, ვ---------–------------------------------------------------–-- რა დროსაც ც------ გ----------–---–მა, ზემოაღნიშნული მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც უკანონოდ ატარებდა, პირადი მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ესროლა გ------- ფ------–---–ს. თავის მიდამოში მიყენებული ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად გ------- ფ------–---–ი ადგილზე გარდაიცვალა.

 

მას შემდეგ, რაც ც------ გ----------–---–მა მოკლა გ------- ფ------–---–ი, გასროლის ხმაზე, აღნიშნული სადარბაზოს მიმართულებით გაემართა იმავე კორპუსში მცხოვრები ლ-–-----------–-–---–ი. ც------ გ----------–---–მა, გ------- ფ------–---–ის მკვლელობის დაფარვის მიზნით, დამამძიმებელ გარემოებაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკვლის განზრახვით ესროლა ლ-–-----------–-–---–ს და მიაყენა გულმკერდის ცეცხლნასროლი შემავალი გამჭოლი ჭრილობა, მარცხენა მხრის და ბეჭის სისხლმდენი ჭრილობა. დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად ლ-–-----------–-–---–ის გადარჩენა მოხერხდა.

 

გ------- ფ------–---–ის განზრახ მკვლელობისა და ლ-–-----------–-–---–ის განზრახ მკვლელობის მცდელობის დაფარვის მიზნით, ც------ გ----------–---–მა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება თ----------------ეს, კერძოდ, თმებში მოკიდა ხელი და ძალის გამოყენებით, იძულებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვა ,,ოპელის“ მარკის ავტომობილში, სახელმწიფო ნომრით L------- რომელსაც მართავდა ვ-----–- ვ----------ი. აღნიშნულის შემდეგ, ც------ გ----------–---–მა ვ-----–- ვ----------ზე ფსიქიკური ზემოქმედება მოახდინა, ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებისა და თ----------------ის მიმართ განხორციელებული აგრესიული ქმედების გამო ვ-----–- ვ----------ი შეშინდა, იძულებული გახდა დამორჩილებოდა ც------ გ----------–---–-ს კატეგორიულ მოთხოვნას, ავტომობილი დაეძრა და ამ უკანასკნელის მიერ მითითებული ადგილისაკენ გამგზავრებულიყო. ც------ გ----------–---–-ს მითითების შესაბამისად, ავტომობილის მძღოლმა ის და თ----------------ე მიიყვანა მახათას მთიდან ,,ელიას’’ დასახლებისკენ მიმავალი საავტომობილი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ც------ გ----------–---–- გადმოვიდა ავტომობილიდან და მისი მოთხოვნით თ----------------ემაც დატოვა ავტომობილი. თ----------------ე მისი ნების საწინააღმდეგოდ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე, რის შემდეგაც ც------ გ----------–---–მა მისცა წასვლის უფლება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენით, ც------ გ----------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით - 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ც------ გ----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

ბრალდებულ ც------ გ----------–---–-ს ჩვენებით, ირკვევა, რომ მან 2015 წლის 9 ოქტომბერს სავაჭრო ცენტრ „-------------–-- გაიცნო თ----------------ე, რომელთანაც ჩამოუყალიბდა იდეალური ურთიერთობა. მათ ჭეშმარიტად უყვარდათ ერთმანეთი. თ----- უყვებოდა ოჯახში შექმნილი გაუსაძლისი სიტუაციის შესახებ. ეუბნებოდა როგორ იტანჯებოდნენ ის და მისი არასრუწლოვანი შვილები გ------- ფ------–---–თან გაშორების მიუხედავად, მასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებით. გ------- ფ------–---–მა იცოდა მისი და თ----------------ის ურთიერთობის შესახებ, ამიტომ მათ 2018 წლის თებერვალში და შემდეგ თვეებში რამდენჯერმე ჰქონდათ შეხვედრა და უსიამოვნო საუბარი, თუმცა დეტალებზე საუბარი არ სურს. გ------- ფ------–---–ის მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას, რის გამოც ბოლო 6 თვე სახლიდან გასვლისგანაც კი იკავებდა თავს. მან თავდაცვის მიზნით რამდენჯერმე აიღო მამის კუთვნილი იარაღიც. 2018 წლის 8 აგვისტოს, იგი მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა სახლში. დაახლოებით 16:30 საათზე კი, გავიდა სახლიდან და მეგობრებთან ერთად მიირთვა ლუდი. შემდეგ მოსაკითხად დაურეკა თ----------------ეს, რომელმაც არ უპასუხა. იგი მეგობარმა კუთვნილი ავტომანქანით მიიყვანა და დატოვა თ----------------ის კორპუსთან, რათა გაერკვია სასწრაფო სამედიცინო დახმარება ხომ არ ჰყავდათ მასთან გამოძახებული. მოგვიანებით, იგი ტაქსით კვლავ მივიდა თ----------------ის კორპუსთან, რათა ამ უკანასკნელისთვის სადარბაზოში, წინასწარ შეთანხმებულ სამალავში დაეტოვა ფული, რომელსაც შემდეგ აიღებდა თ----------------ე. მოულოდნელად დაინახა ავტომანქანიდან გადასული გ------- ფ------–---–ი და თ----------------ე, რომლებიც გაემართნენ სადარბაზოსკენ. ამ დროს გ------- ფ------–---–მაც შენიშნა იგი. ცოლ-ქმარი შევიდნენ სადარბაზოში. ამის შემდეგ თავადაც გადავიდა ავტომანქანიდან და უკან გაჰყვა მათ, იმ მიზნით, რომ ფული მოეთავსებინა სამალავში. სადარბაზოში შესულმა დაინახა, რომ მეუღლეები კვლავ პირველ სართულზე იდგნენ ლიფტთან. მის დანახვაზე გ------- ფ------–---–მა დაიწყო კიბეზე ჩასვლა, რის შემდეგაც სცადა მარცხენა ხელში არსებული დანის მისთვის მოქნევა. მან აღნიშნულის საპასუხოდ, ყოველგვარი წინასწარი განზრახვისა და დაგეგმვის გარეშე გაისროლა იარაღიდან, რასაც მოყვა თ----------------ის განწირული კივილი, მეორე გასროლის და ამის შედეგად ლ-–- ქ--------–-–---–ის დაჭრის შესახებ შეიტყო 2019 წლის 25 აგვისტოს, პოლიციის განყოფილებაში. მან გასროლის შემდეგ თ----------------ე გაარიდა სიტუაციას, კერძოდ, ხელი მოჰკიდა, ჩასვა ვ----------ის ავტომანქანაში და წააყვანინა მახათას მთაზე, პატარა მონასტრის ეზოსთან. გზაში თ----------------ეს უყვიროდა იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი მთელი საღამო არ პასუხობდა ტელეფონს. იგი თ-----სთან ერთად ყოველგვარი ძალადობის გარეშე მივიდა სასაფლაოს ტერიტორიაზე. მას თ----------------ე მხოლოდ იმას ეუბნებოდა, რომ ვერ იჯერებდა მომხდარს. ც------ გ----------–---–მა განმარტა, რომ თ----------------ე დროებით დატოვა სასაფლაოზე და წავიდა მისთვის ტანსაცმლის მოსატანად, რადგან თ----- წვიმაში დასველდა. უკან დაბრუნებულმა თ----------------ეს შესთავაზა წასვლა და პოლიციისთვის მომხდარის შესახებ შეტყობინება. მან დანაშაულის იარაღი ტაქსიდან გადააგდო მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

დაზარალებულ თ----------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2013 წლის 19 თებერვლიდან ქორწინებაში იმყოფბოდა აწ გარდაცვლილ გ------- ფ------–---–თან, რომელთანაც ჰყავს ორი ქალიშვილი. თავიდან მეუღლეებს ჰქოდათ კარგი ურთიერთობა თუმცა მოგვიანებით, სხვადასხვა მიზეზების გამო მათი ქორწინება ატარებდა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს და მათი ერთ სახლში ცხოვრება მხოლოდ ბავშვის მკურნალობის და სიცოცხლის გადარჩენით იყო გამოწვეული. იგი მეუღლის მხრიდან განიცდიდა მუდმივ ფსიქოლოგიურ ძალადობას და სტრესს. ამ პერიოდში მის ცხოვრებაში გამოჩნდა ც------ გ----------–---–-, რომელიც როგორც კლიენტი გაიცნო იმ მაღაზიაში სადაც თავად მუშაობდა. მათ შორის ჩამოყალიბდა სასიყვარულო ურთიერთობა, რაც გაგრძელდა დაახლოებით ორი წელი, თუმცა მათი ქორწინების შეწყვეტის მიზეზი ეს არ გამხდარა. მისი და ც------ს ურთიერთობის შესახებ გ------- ფ------–---–მა გარდაცვალებამდე არაფერი იცოდა. მათი ურთიერთობის პერიოდში, ც------ გ----------–---–მა დაკარგა სამსახური, დაუგროვდა ვალები, რომლის გადასახდელად თანხას თხოვდა მას. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნულის გამო იგი სხვადასხვა ნაცნობებისგან სესხულობდა თანხებს, რომელსაც შემდეგ თავადვე ისტუმრებდა. მას და ც------ გ----------–---–ს აერიათ ურთიერთობა და სურდა მასთან დაშორება. 2018 წლის 8 აგვისტოს, გ------- ფ------–---–მა შესთავაზა მეგობრის წვეულებაზე გაყოლა, რაზეც უარი უთხრა, რადგან იყო შეუძლოდ. ამასთან, არ სურდა საზოგადოებაში ისევ გამოჩენილიყო როგორც გ------- ფ------–---–ის მეუღლე, რადგან უახლოეს პერიოდში ოფიციალურად აპირებდნენ განქორწინებას. უარის მიუხედავად, იგი მუღლეს მაინც წაყვა რესტორანში, რა დროსაც მას გამუდმებით ურეკავდა ც------ გ----------–---–-. ვინაიდან შეიქმნა უხერხული სიტუაცია, მან მოიმიზეზა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და გადაწყვიტა სახლში წასვლა. იგი სახლში წაიყვანა გ------- ფ------–---–მა, რომელიც ისევ უნდა დაბრუნებულიყო უკან. დაახლოებით 20:00 საათისათვის მივიდნენ კორპუსთან. გ------- ფ------–---–მა ავტომანქანა გააჩერა ეზოს შიდა მხარეს. ისინი სადარბაზოში შესვლის შემდეგ, გაჩერდნენ ლიფტთან. თავად იდგა სახით სადარბაზოს შესასვლელისკენ, მისი მეუღლე კი მის პირდაპირ, ზურგით სადარბაზოს შესასვლელიდან. მან მოულოდნელად გაიგო ფეხის ხმა და დაინახა სადარბაზოში იმავე მხრიდან შემოსული ც------ გ----------–---–-, რომელსაც ხელში ეკავა იარაღი. ეს უკანასკნელი გაჩერდა გ------- ფ------–---–ის უკან და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, მიბჯენით ერთხელ ესროლა თავში. გ------- ფ------–---–ი იმწამსვე დაეცა ძირს. მას შეეშინდა, რომ მისთვისაც არ ესროლა ც------ გ----------–---–ს, ამიტომ თავდაცვის მიზნით ხელი ჰკრა მას. იგი მომხდარის გამო იყო შოკირებული, ამიტომ განვითარებული მოვლენები ახსოვს ბუნდოვნად, კერძოდ ახსოვს, რომ მას ც------ გ----------–---–მა თმაში მოკიდა ხელი და მისი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით, მუხლებით გაახოხა და გაათრია სადარბაზოდან, რა დროსაც ფეხზე არ ეცვა ფეხსაცმელი. ჩასვა ავტომანქანაში და წაიყვანა გაურკვეველი მიმართულებით. საბოლოოდ, მივიდნენ ე.წ. „კუკიის სასაფლაოზე“. იგი შეიარაღებული ც------ გ----------–---–-ს მოთხოვნით გადავიდა ავტომანქანიდან და საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უსიტყვოდ გაჰყვა მას. კითხვაზე, რატომ ჩაიდინა დანაშაული ან რატომ არ მოკლა ისიც, ც------ გ----------–---–მა უპასუხა, „შენ როგორ მოგკლავდი, ხომ იცი როგორც მიყვარხარო“. ამის შემდეგ იგი ც------ გ----------–---–მა დატოვა იქვე და წავიდა. მან მიღებული სტრესის გამო დაკარგა გონება, მოგვიანებით კი გამოაფხიზლა ც------ გ----------–---–-ს ხმამ, რომელსაც მისთვის მიტანილი ჰქონდა ტანსაცმელი, რათა არ გაცივებულიყო. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ მან ც------ გ----------–---–ს უთხრა, რომ ძალიან ცუდად გრძნობდა თავს და წავიდოდა, რისი უფლებაც ც------მ მისცა. იმ დღის შემდეგ მათ ერთმანეთი აღარ უნახავთ. გზად მას გამოეკიდნენ ძაღლები, რის გამოც გაიქცა და დაეცა. აღნიშნულის გამო მიიღო დაზიანებები. მან როგორღაც მიაღწია დასახლებულ პუნქტამდე და პირველივე შემხვედრს სთხოვა დაერეკა პოლიციაში და გამოეძახა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. მომდევნო დღეებში შეიტყო, რომ 2018 წლის 8 აგვისტოს ც------ გ----------–---–ს ლ-–-----------–-–---–იც დაუჭრია იარაღით.

 

მოწმე ვ-----–- ვ----------ის ჩვენებით ირკვევა, რომ დაახლოებით ხუთი წელია, რაც კუთვნილი, მუქი მწვანე ფერის „ოპელ ასტრას“ მარკის ავტომანქანით ტაქსაობს. ტაქსის მძღოლების ე.წ. „ბირჟა“ კი, მდებარეობს თბილისში, ვ---------–-------------------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს ც------ გ----------–---–-ც, რომელსაც იცნობს უბნიდან. იგი ხშირად დაჰყავდა ტაქსით სამსახურში. 2018 წლის 8 აგვისტოს, შებინდებისას იგი ორ მეგობარ ტაქსის მძღოლთან ერთად იდგა საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე თონესთან და თამაშობდა ნარდს, რა დროსაც შემოესმა საკუთარი ავტომანქანის სიგნალი და დაინახა, რომ მანქანაში იჯდა ც------ გ----------–---–-, რომელმაც თხოვა ვ---------–----------–---------------–------------------–-------–------------------ მიყვანა. აღნიშნული კორპუსი მისთვის იყო ნაცნობი, რადგან იქ ც------ გ----------–---–-ს თხოვნით არაერთხელ მიუყვანია დაზარალებული თ----------------ე და თანხაც მას გადაუხდია. კორპუსის შიდა ეზოში მათ შეხვდათ დიდი, შავი ფერის ჯიპი. იგი აღნიშნულ ჯიპს ც------ გ----------–---–-ს მითითებით გაჰყვა უკან, შემდეგ კი გაჩერდა ამ მანქანის უკან, დაახლოებით 10 მეტრში. შავი ჯიპიდან გოგო და ბიჭი გადმოვიდნენ ერთდროულად, როგორც შემდეგ გაირკვა იყვნენ თ----------------ე და მისი მეუღლე გ------- ფ------–---–ი, რომლებიც გაემართნენ სადარბაზოსკენ. 2-3 წამში ტაქსიდან გადავიდა ც------ გ----------–---–-ც, რომელმაც უთხრა, რომ მალე დაბრუნდებოდა და არ წასულიყო. ც------ გ----------–---–-ს სადარბაზოში შესვლიდან მალევე გაიგო ზედიზედ ორი გასროლის ხმა, თუმცა ყურადღება არ მიუქცევია, რადგან იფიქრა, რომ ბავშვები თამაშობდნენ. გასროლებიდან დაახლოებით 10 წამში კი, სადარბაზოდან გამოვიდნენ თ----------------ე და ც------ გ----------–---–-, რომელსაც ერთი ხელი წავლებული ჰქონდა გოგონასთვის თმაში, მეორე ხელში კი ეკავა იარაღი. ც------ გ----------–---–მა თ----------------ეს მოთხოვა ჩამჯდარიყო მანქანაში, რის შემდეგაც თ----- ჩაჯდა თავისი ნებით. ამის შემდეგ კი, ც------ გ----------–---–მა მას მოსთხოვა დაეძრა მანქანა და სიტუაციიდან „მომტყდარიყო“. მოწმემ ასევე განმარტა, რომ შექმნილმა ვითარებამ, კერძოდ, იარაღიდან გასროლებმა, თ----------------ის მიმართ განხორციელებულმა იძულებამ, შეიარაღებული და აგრესიული ც------ს დანახვამ აიძულა დამორჩილებოდა და კუთვნილი ავტომანქანით, საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ მომსახურებოდა ც------ გ----------–---–ს. მგზავრობისას ც------ გ----------–---–- ეჩხუბებოდა თ----------------ეს და მოითხოვდა ეთქვა, რატომ იყო იმ ბიჭთან ერთად და რატომ იჯდა მის მანქანაში. თ----------------ე კი ეუბნებოდა, რომ სასაუბროდ იყვნენ გასულები და თხოვდა ისიც არ მოეკლა, რაზეც ც------ გ----------–---–მა უპასუხა, რომ ამის სურვილის ქონის შემთხვევაში, მასაც იქვე მოკლავდა. მან თ----------------ე და ც------ გ----------–---–- ამ უკანასკნელის მითითებით აიყვანა მახათას მთაზე მშენებარე ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რის შემდეგაც ც------ გ----------–---–მა გოგონა გადაიყვანა მანქანიდან, მას კი დართო წასვლის უფლება. ამასთან, გააფრთხილა, რომ მათი შეხვედრის შესახებ არაფერი ეთქვა. მოწმის განმარტებით, მოგვიანებით მან პოლიციის განყოფილებაში შეიტყო, რომ ერთი მამაკაცი იყო დაჭრილი, მეორე კი გარდაცვლილი.

 

მოწმე ა----- ნ-----–-–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ გარდაცვლილი გ------- ფ------–---–ი იყო მისი შვილი, თ----------------ე კი - რძალი. მისთვის თ----------------ის და ც------ გ----------–---–-ს ურთიერთობის შესახებ ცნობილი არ იყო, რადგან მის შვილს და რძალს ჰქონდათ იდეალური ოჯახი. მათ შორის ჩხუბს და ხმამაღალ საუბარს ადგილი არ ჰქონია. ბავშვები კი იზრდებოდნენ მშვიდ და ჰარმონიულ გარემოში. გ------- ფ------–---–ი პატივს სცემდა და საჩუქრებით ანებივრებდა მეუღლეს. ისინი არასდროს დაშორებიან ერთმანეთს და არც ცალ-ცალკე უცხოვრიათ. იყო შემთხვევები, როცა თ----------------ე იყო აფორიაქებული. ვარაუდობს, რომ ეს სწორედ ის პერიოდები იყო, როცა ეს უკანასკნელი დაკავებული იყო ც------ გ----------–---–-სთვის თანხების შეგროვებით. შვილის გარდაცვალების შემდეგ მან ნაცნობ-მეგობრებისგან შეიტყო, რომ თ----------------ეს არაერთი მათგანისგან ჰქონდა ნასესხები გარკვეული თანხები. 2018 წლის 8 აგვისტოს, გ------- ფ------–---–ი და თ----------------ე წავიდნენ გ-------ს მეგობრის წვეულებაზე, თავად კი დარჩა შვილიშვილებთან. წასვლიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ, ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა აივანზე, რა დროსაც მოესმა სროლის ხმა. აღნიშნულის გამო მან შვილიშვილები შეიყვანა სახლში, თავად კი დაბრუნდა აივანზე, საიდანაც დაინახა ავტომანქანიდან გადმოსული მეზობელი ბიჭი და მისი მეუღლე. ეს ბიჭი გაემართა სადარბაზოსკენ, რა დროსაც კვლავ გაიგო მეორე გასროლის ხმა. მან იფიქრა, რომ სწორედ ამ მეზობელს დახვდა ვიღაც სადარბაზოში და ესროლა. ამის შემდეგ ეზოში შეიკრიბა ხალხი და პოლიციის თანამშრომლები, რა დროსაც გაიგო შვილის მეგობრის ხმა, რომელიც ყვიროდა „ძმაკაცი მოგვიკლესო“. მან შვილს და რძალს მიწერა მოკლე ტექსტური შეტყობინება და ურჩია რესტორნიდან მალე არ დაბრუნებულიყვნენ, რათა არ შესწრებოდნენ კორპუსთან შექმნილ მძიმე სიტუაციას. მას შეტყობინებაზე პასუხი არ მიუღია. იგი გვიან ღამემდე ელოდებოდა შვილის სახლში დაბრუნებას. მეორე დღეს კი, შეიტყო რომ მისი შვილი მოუკლავთ.

 

დაზარალებულის უფლებამონაცვლის გ------- ფ------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი არის აწგარდაცვლილი გ------- ფ------–---–ის შვილი პირველი ქორწინებიდან. მამამისს და თ----------------ეს ჰქონდათ იდეალური ურთიერთობა, ცხოვრობდნენ ყოველგვარი კონფლიქტებისა და პრობლემების გარეშე. 2018 წლის 8 აგვისტოს მან დაურეკა მამას, თუმცა ამ უკანასკნელმა არ უპასუხა. ამის შემდეგ გადაურეკა ბებიას, რომელმაც იმ დროს მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა. ბებიამ უთხრა, რომ მათ ეზოში იყო ძალიან ბევრი პოლიციელი. მან მოგვიანებით მეგობრებისაგან შეიტყო, რომ მამამისი მოუკლავთ.

 

მოწმე ნ-------–--------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ აწგარდაცვლილი გ------- ფ------–---–ი იყო მისი ძმა. გ------- ფ------–---–ს და თ----------------ეს ჰქონდათ არაჩვეულებრივი ურთიერთობა. თანაცხოვრების პერიოდში მათ კამათიც არ ჰქონიათ, მით უფრო არ დაშორებულან. 2018 წლის 8 აგვისტოს, საღამოს საათებში იგი სტუმრად იმყოფებოდა უფროსი ძმის ოჯახში, რა დროსაც დედისგან მიიღო შეტყობინება, რომ მათ სადარბაზოში იყო გასროლა და თხოვდა მოეკითხა გ-------ს და თ-----ს ამბავი. მცდელობის მიუხედავად მან ვერ შეძლო ძმასთან და რძალთან დაკავშირება, რადგან ტელეფონს არცერთი მათგანი არ პასუხობდა. მას რამდენჯერმე დაუკავშირდა ძმისშვილი - გ------- ფ------–---–იც, რომელიც კითხულობდა მამის ადგილსამყოფელს. იგი მივიდა ძმის საცხოვრებელ სახლთან, რომლის ეზოშიც დახვდა ბევრი პოლიციის თანამშრომელი და შეიტყო, რომ მისი ძმა ცოცხალი აღარ იყო. მოწემ ასევე განმარტა, რომ მან მოგვიანებით შეიტყო, რომ საღამოს სახლში დაბრუნებულ გ------- ფ------–---–სა და თ----------------ეს, სადარბაზოსთან დახვდა ამ უკანასკნელის შეყვარებული ც------ გ----------–---–-, რომლსაც მოუკლავს გ------- ფ------–---–ი.

 

მოწმე გ------- ნ--------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 8 აგვისტოს, 19:00 საათზე, რესტორან „ქართულ სახლში“ მის მიერ გამართულ წვეულებაზე დაპატიჟა მეგობრები და ნათესავები, დაახლოებით 20-25 ადამიანი. რესტორანში გ------- ფ------–---–ის ავტომანქანით მივიდნენ, გ------- ფ------–---–ი და მისი მეუღლე თ----------------ე, ასევე გ-------------–--ე და მისი მეუღლე. სუფრაზე თ----------------ესა და გ------- ფ------–---–ს შორის ხმამაღალ ან დაძაბულ საუბარს ადგილი არ ჰქონია, თუმცა მეგობრებმა შენიშნეს, რომ თ----- ხშირად ტოვებდა სუფრას, იყო აღელვებული და ამბობდა, რომ გული აწუხებდა. დაახლოებით 20:30 საათისთვის, გ-------მ გადაწყვიტა თ-----ს სახლში წაყვანა, მაგრამ მეგობრებს არ დაემშვიდობა, რადგნ უკან აპირებდა დაბრუნებას. წასვლიდან 40-45 წუთში მათ დაურეკეს გ------- ფ------–---–ს, თუმცა იგი ტელეფონს არ პასუხობდა. მოგვიანებით მათ შეიტყვეს, რომ გ------- ფ------–---–ი მოუკლავს თ----------------ის შეყვარებულს. მოწმემ გ------- ფ------–---–ი დაახასიათა უაღრესად დადებით პიროვნებად და განმარტა, რომ გ------- ფ-------–---–- და თ----------------ეს ჰქონდათ იდეალური ურთიერთობა, მათ შორის კონფლიქტისა და პრობლემების არსებობის შესახებ არაფერი სმენიათ.

 

ანალოგიური ჩვენებები მისცეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ-------------–--ემ და დ--------------მა. ამასთან, დ--------------მა დამატებით განმარტა, რომ გ------- ფ------–---–ს იარაღი არასდროს უტარებია და არც კონფლიქტი ჰქონია ვინმესთან.

 

დაზარალებულ ლ-–-----------–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ აწგარდაცვლილი გ------- ფ------–---–ი იყო მისი მეგობარი და მეზობელი. 2018 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 20-21 საათისთვის, მეუღლესთან ერთად დაბრუნდა სახლში. მანქანა გააჩერა მოშორებით და გაემართა მაღაზიისკენ, რა დროსაც გაიგო სადარბაზოდან გასროლის ხმა. მან აღნიშნულს არ მიაქცია ყურადღება, რადგან გავდა ე.წ. საბავშვო „ასაფეთექებელის“ ხმას, თუმცა მალევე გაიგო ქალის წამოკივლება, რის გამოც გაემართა სადარბაზოსკენ. სადარბაზოში შევლისთანავე ლიფტის წინ, კიბის უჯრედზე დაინახა ღია ფერის ტანსაცმლიანი გოგონას და ორი მამაკაცის სილუეტი, რომელთაგან ერთი ეგდო ძირს. მან ვერ მოასწრო სილუეტების აღქმა, რადგან ლავიწის ძვალსა და აორტას შორის სწრაფად და მოულოდნელად მოხვდა ტყვია და ძლიერმა დარტყმამ გადააგდო უკან. მან სადარბაზოსთან მყოფ მეუღლეს უთხრა, რომ გარიდებოდა სიტუაციას, თავად კი, დაჭრილი, დახმარების სათხოვნელად როგორღაც შევიდა სადარბაზოს გვერდით მდებარე აფთიაქში. ამის შემდეგ ადგილზე მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და იგი გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია. მანვე განმარტა, რომ ც------ გ----------–---–ს არ იცნობს, გ------- ფ------–---–ი კი იყო არაჩვეულებრივი და უკონფლიქტო ადამიანი.

 

მოწმე მ------ ნ------ის ჩვენებით ირკვევა, რომ ც------ გ----------–---–- არის მისი ახლობელი და მეგობარი. 2018 წლის 8 აგვისტოს, წვიმიან დღეს, სვანეთის უბანში მდებარე მის საცხოვრებელ ბინაში სტუმრად მივიდა აღელვებული ც------ გ----------–---–-, რომელსაც ტანსაცმელი ჰქონდა სულ სველი და უთხრა, რომ ერთ პიროვნებას ესროლა და „დააგდო“, ასევე ესროლა მეორესაც, თუმცა არ იცოდა მას რა მოუვიდა. იგი გააოგნა აღნიშნულმა და ჰკითხა, მომხდარის შემდეგ რატომ მივიდა მასთან სახლში. მან ც------ გ----------–---–ს მისცა გამოსაცვლელი ტანსაცმელი და 10 ლარი გზის ფულად. ც------ გ----------–---–მა ასევე წაიღო შ------- ნ------ის ხალათი, მისივე განმარტებით თ----------. დილით გაღვიძებისას ნახა, რომ ტახტზე ეძინა ც------ გ----------–---–ს, რომელიც გვიან ღამით დაბრუნებულა მის სახლში. მან გააღვიძა ც------ გ----------–---–- და მოთხოვა სახლის დატოვება. ც------ს წასვლის შემდეგ კი, მან ტელევიზიით შეიტყო, რომ ვარკეთილში მომხდარა მკვლელობა, რაც დაუკავშირა ც------ გ----------–---–-ს მიერ წინა ღამით მოყოლილ ამბავს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მას ც------ გ----------–---–თან მუდმივად ჰქონდა კონფლიქტი თ----------------ის გამო, ვინაიდან არ სურდა ურთიერთობა ჰქონოდა შვილებიან ქალთან. მას ც------ გ----------–---–-ს მშობლებიც თხოვდნენ ამ თემაზე მასთან დალაპარაკებას.

 

მოწმე შ------- ნ------ის ჩვენებით იკვევა, რომ ც------ გ----------–---–- არის მისი ოჯახის ახლობელი, რომლიც, 2018 წლის 9 აგვისტოს 02:00 საათზე მივიდა მათთან. მოკითხვის შემდეგ, ეს უკანასკნელი მ------ ნ------ესთან დასალაპარაკებლად გავიდა ცალკე ოთახში. ამის შემდეგ მას ც------ გ----------–---–- აღარ უნახავს, მხოლოდ ფანჯრიდან დაინახა, როგორ ეწეოდა სიგარეტს აივანზე. მოგვიანებით კი, გაიგო, რომ ც------ გ----------–---–ს იმ ღამით წაუღია მისი ხალათი. მისთვის ცნობილი იყო, ც------ გ----------–---–ს და თ----------------ეს ჰქონდათ ურთიერთობა. ასევე იცოდა, რომ ეს უკანასკნელი ქმარს იყო გაშორებული, თუმცა მაინც ერთად ცხოვრობდნენ. მისთვის ასევე ცნობილია, რომ ც------ გ----------–---–ს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო, ჰქონდა ფინანსური პრობლემები და ვალები.

 

მოწმე ნ------------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობს თბილისში, ვ---------–---------------------------–------------–------------------ აფთიაქში. 2018 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათამდე პერიოდში, გაიგო გასროლების ხმა და დაინახა მათი აფთიაქისკენ მიმავალი ლ-–-----------–-–---–ი, რომელსაც იცნობს როგორც მათ მომხმარებელს. მამაკაცმა მათ უთხრა, რომ დაჭრეს და ესაჭიროებოდა დახმარება. ლ-–-----------–-–---–ს გულის არედან მოდიოდა სისხლი. მას ადგილზე გაუწიეს პირველადი სამედიცინო დახმარება. ლ-–-----------–-–---–ს ახლდა მეუღლე, რომელიც იყო ძალიან აღელვებული და ყვიროდა, რომ სადარბაზოში იყო მეორე დაჭრილი პირი, რომელსაც ასევე სჭირდებოდა დახმარება. მან მოგვიანებით შეიტყო, რომ გარდაცვილი იყო იმავე კორპუსში მცხოვრები გ------- ფ------–---–ი, რომელსაც ახასიათებს დადებითად.

 

მოწმე ს-------------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობს თბილისში, ვ---------–---------------------------–------------–------------------ აფთიაქში. 2018 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათამდე პერიოდში იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც გაიგო მცირე ინტერვალით განხორციელებული ორი გასროლა. გასროლებიდან მალევე მათ აფთიაქში შევიდა ლ-–-----------–-–---–ი, რომელიც დაჭრილი იყო მხარში და მოსდიოდა სისხლი. მას მალევე უკან შეჰყვა აღელვებულ მდგომარეობაში მყოფი მეუღლე. მოწმემ განმარტა, რომ სადარბაზო, სადაც მოხდა მკვლელობა, არის მათი აფთიაქის გარე სამეთვალყურეო კამერის ხედვის არეში.

 

მოწმე თ------ გ----------–---–-ს ჩვენებით დასტურდება, რომ ც------ გ----------–---–- არის მისი შვილი, რომელიც ბოლოს ნახა 2019 წლის 8 აგვისტოს დილით, სამსახურში წასვლამდე. იგი ოჯხთან ერთად ცხოვრობს თბილისში, ვ---------–--------------------------------------------------–-- მოწმის გამარტებით, იგი 1----–-–---------–--------–-----------------------------------------------------–---------–------------–------–--------- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის ვეტერანი. მის სახელზე შენახვის უფლებით რეგისტრირებულია რამდენიმე სანადირო და ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის, მოცემული დანაშაულის ჩადნის იარაღი „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, ორი მჭიდით, თითოეულში 4-4 ვაზნით. აღნიშნული „მაკაროვიდან“ გასროლილი მასრები ინახება შსს-ს კართოტეკაში. მოწმის განმარტებით, იგი იარაღებს ინახავდა სპეციალურ რკინის საცავში, ე.წ. სეიფში, გასაღებს კი მალავდა სხვადასხვა, მხოლოდ მისთვის ცნობილ ადგილზე. იგი კვირაში 2-3-ჯერ ამოწმებდა იარაღებს და პერიოდულად წმენდდა. 2018 წლის 8 აგვისტოს იმყოფებოდა დასთან სართიჭალაში, რა დროსაც დაუკავშირდნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები, რომლებმაც თხოვეს პოლიციაში გამოცხადება. იგი მივიდა განყოფილებაში, სადაც გამოკითხეს მის სახელზე რეგისტრირებული და მის მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ, რაზეც განუმარტა, რომ მასზე ირიცხებოდა „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი და რამდენიმე სანადირო თოფი. 9 აგვისტოს, დაახლოებით 05:00 საათზე, იგი პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მივიდა მის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც აღმოაჩინა, რომ სეიფი, რომელიც ბოლოს ნახა 8 აგვისტოს დილით, სამსახურში წასვლამდე იყო გახსნილი. იქედან კი წაღებული იყო „მაკაროვის“ იარაღი ორივე მჭიდით. მოწმემ განმარტა, რომ იგი გ------- ფ------–---–ს და თ----------------ეს არ იცნობდა. მისთვის ც------ გ----------–---–-ს და თ----------------ის ურთიერთობის შესახებ ცნობილია მხოლოდ ზედაპირულად. შვილი პირად ცხოვრებაზე მასთან არ საუბრობდა. ც------ გ----------–---–-ს მეგობრებისგან იცის, რომ ბოლო პერიოდში ამ უკანსკნელს ჰქონდა პრობლემები.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 25 სექტემბრის ექსპერტის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ:

▪ მოქალაქე გ------- ფ------–---–ის სიკვდილის მიზეზია თავის ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა, შემავალი თავის ქალას ღრუში, ქალა-სარქველის და ქალას ფუძის ძვლების მოტეხილობით, თავის ტვინის მთლიანობის დარღვევით.

▪ გ------- ფ------–---–ის გვამზე აღინიშნებოდა თავის მიდამოს ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა, შემავალი ხვრელით მარცხენა თვალბუდის მიდამოში, თვალბუდის ზედა კიდეზე, მარცხენა წარბის გარეთა კიდის პროექციაზე, ტერფის ძირიდან 171 სმ დაშორებით, შემავალი თავის ქალას ღრუში, კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების დაზიანებით, ქალას სარქველისა და ქალას ფუძის ძვლების მოტეხილობით, თავის ტვინის ნივთიერების მთლიანობის დარღვევით, ჭრილობის არხის მიმართულებით წინიდან უკან, მარცხნიდან მარჯვნივ, ოდნავ ზემოდან ქვემოთ, ჭრილობის არხის სიგრძით 16სმ. ჭრილობის არხის ბოლოს, თავის რბილი საფარის ქვეშ მარჯვნივ, კეფის მიდამოში, დვრილისებური მორჩის მიმდებარედ, ტერფის ძირიდან 168 სმ დაშორებით მეტალის უცხო სხეული (ტყვია). სისხლნაჟღენთი მარცხენა თვალბუდის არეში, სისხლჩაქცევა მარცხენა თვალის ლორწოვანზე. დაზიანება სიცოცხლისდროინდელია, განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭურვის გასროლის შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და იმყოფება მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. სროლა ნაწარმოებია მიბჯენით. სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევის მომენტამდე გასულია დაახლოებით 6-საათი.

▪ ქიმიური-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ, გ------- ფ------–---–ის გვამიდან აღებულ სისხლში აღმოჩნდა 0,18% ეთილის სპირტი. არ აღმოჩნდა მეთილის და იზოპროპილის სპირტები. სისხლში და შინაგან ორგანოებში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და საძილე საშუალებები: ოპიატები, ბუპრენოფინი, მეტადონი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, კოკაინი, ბენზოდიაზეპინისა და ბარბიტურის მჟავას ნაწარმები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ციკლოპიროლონის ნაწარმებიდან - ზოპიკლონი, იმიდაზოპირიდინის ნაწარმებიდან ზოლპიდემი, პირაზოლოპირიმიდინის ნაწარმებიდან - ზალეპლონი.

▪ შინაგან ორგანოებში არ აღმოჩნდა ციანწყალბადმჟავა და მისი მარილები, ფორმალინი, ფენოლი, კრეზოლი, ქლოროფირმი, ქლორალჰიდრატი, დიქლორეთანი, ოთხქლორნახშირბადი, ფოსფორორგანული და ქლოროორგანული პესტიციდები, დარიხშანი, სინდიყი.

 

დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: თ----------------–---- და ც--------------------

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპრტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 10 აგვისტოს ექსპერტის N------ დასკვნით, სისხლის სამართლის N------------ საქმეზე ექსპერტიზაზე წარდგენილი:

▪ 2 (ორი) ცალი მასრა წარმოადგენს მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის (ПМ), სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის (АПС). აგრეთვე შემდეგი პისტოლეტებისათვის: PA-63, P-64, PK-59 და სხვა პისტოლეტებისათვის განკუთვნილი ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნების (საბრძოლო მასალის) შემადგენელ ნაწილს. აღნიშნული მასრები ვარგისია იდენტიფიკაციისათვის. ორივე (2) მასრა გასროლილია ერთი და იგივე 9 მმ კალიბრის მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტში (ПМ) ან სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატურ პისტოლეტში.

▪ 2 (ორი) ცალი 9 მმ კალიბრის მასრა გასროლილია 9 მმ კალიბრის მაკაროვის კონსტრუქციის №------ პისტოლეტში.

 

დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ---------–------მ.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპრტიზის ეროვნული ბიუროს სამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 ოქტომბრის ექსპრტის N--------- დასკვნით ირკვევა, რომ:

▪ ც------ გ----------–---–- ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ც------ გ----------–---–ს რაიმე ფსიქიკური აშლილობა არ აღენიშნებოდა და შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ც------ გ----------–---–ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ც------ გ----------–---–ს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, ც------ გ----------–---–- დაავადებული არ არის. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ც------ გ----------–---–- იძულებით მკურნალობას ან არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.

▪ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის მომენტში ც------ გ----------–---–- არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში.

▪ ც------ გ----------–---–- დანაშაულის ჩადენის დროს არ იმყოფებოდა სხვა არაპათოლოგიურ ემოციურ მდგომარეობაში, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ბრალდებულის ცნობიერებასა და ქცევაზე.

 

დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა თ------------–-----–---–-ა და მ-------------–---–მა.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპრტიზის ეროვნული ბიუროს სამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 08 ნოემბრის ექსპრტის N--------- დასკვნით დსტურდება, რომ:

▪ თ----------------ე ფსიქიკურად დაავადებული არ არის. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით თ----------------ეს შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები და მისცეს ჩვენება. თ----------------ეს შეუძლია საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში მონაწილეობა. მას ფსიქიკური ნაკლი არ აქვს.

▪ მომხდარი ინციდენტის შედეგად თ----- ბ---------ემ გადაიტანა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა თ------------–-----–---–-ა და მ-------------–---–მა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპრტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 7 დეკემბრის ექსპერტის N------ დასკვნით ირკვევა, რომ:

▪ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ტყვია არის 1951 წლის ნიმუშის, 9X18მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი, განკუთვნილი მაკაროვის სისტემის პისტოლეტებისათვის, სტეჩკინის სისტემის ავტომატური პისტოლეტებისათვის და სხვა. წარმოდგენილი ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისათვის.

▪.ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ტყვია გაასროლილია 9 მმ კალიბრის მაკაროვის სისტემის №------- პისტოლეტის ლულიდან.

 

დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კ--------------------მ.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპრტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 07 დეკემბრის ექსპრტის N--------- დასკვნით დსტურდება, რომ:

▪ „--–---–----–---–--------------------------------–-------- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N---------- და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით, მოქ. თ----------------ე სტაციონარულ მკურნალობას იტარებდა 09.08.18წ-10.08.18წ. დიაგნოზით: ქალა ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით შუბლის არეში აღენიშნებოდა კანქვეშა ჰემატომა, ზედა და ქვედა კიდურებზე მრავლობითი ექსკორიაციები.

▪ 01.11.18წ. №---------- წერილის საფუძველზე გამოძიების მიერ წარმოდგენილი კტ კვლევის CD დისკი შესწავლილ იქნა სამედიცინო კორპორაცია „-------- რადიოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელის ნ-----–----------–---–ის მიერ, რომლის დასკვნის თანახმად „არსებულ კტ გამოსახულებებზე ფიქსირდება კანქვეშა- სუბაპონევროზული ჰემატომა შუბლის არეში. დაზიანების ხანდაზმულობა მითითებულ თარიღთან (08.08.18) წინააღმდეგობაში არ არის“ (29.11.18წ. ბიუროს რეგისტრაციის №------------

▪ აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. დაზიანებანი - თავის ტვინის შერყევის და შუბლის მიდამოში არსებული ჰემატომის სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 8 აგვისტოს. ექსკორიაციების ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში დაზიანებათა მორფოლოგიური სურათის არარსებობის გამო.

 

დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ---------------–---–მა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპრტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 27 დეკემბრის ექსპერტის N--------- დასკვნით ირკვევა, რომ:

▪ სისხლის სამართლის N------------ საქმეზე, გ------- ფ------–---–ის განზრახ მკვლელობის, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით ლ-–-----------–-–---–ის მკვლელობის მცდელობის, მისაკუთრების მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტი, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტი, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების და თ----------------ის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ც------ გ----------–---–-სგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.

 

დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ----------------ემ.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან“. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის რიგი მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამოკვლეული სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულლი ბიუროს 2019 წლის 2 დკემბრის ექსპერტის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ:

▪ ც------ გ----------–---–- ბრალად შერაცხული მართლსაწინაღმდეგო ქმედების ჩადენამდე და ჩადენის დროს ფსიქიკურდ დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეურაცხდობა). შემდგომში - იზოლაციის პირობებში, ც------ გ----------–---–ს განუვითარდა და ამჟამადაც უგრძელდება ფსიქიკის დროებითი აშლილობა - ისტერიული ფსიქოზი (კოდი - F44; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით. ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ც------ გ----------–---–ს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. ამჟამად ც------ გ----------–---–- დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იგი საჭიროებს არანებაყოფლობით სტაცონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას (რეკომენდებულია კად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; ხონი-ქუტირი), არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით.

 

დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ------------მა, რომლმაც დამატებით განმარტა, რომ ც------ გ----------–---–ს აქვს თუ არა ფსიქიკური ნაკლი ეს კითხვა ექსპერტების წინაშე დასმული არ ყოფილა, ამიტომ მათ ამ საკითხზე არ უმსჯელიათ. მათ პასუხი გასცეს მხოლოდ იმ კითხვებს, რაც მათ წინაშე იყო დასმული. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ის დიაგნოზი, რაც მათ დაუსვეს ც------ გ----------–---–ს, ითვლება ფსიქიკურ ნაკლად, რაც ნიშნავს იმას, რომ მას ამ ეტაპზე არ შეუძლია საკუთარი თავის დაცვის განხორციელება და იგი თავისი ფსიქიკური მდგომარეობით საჭიროებს არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას. მოწმემ განმარტა, რომ ფიზიოლოგიური აფექტის დადგენა არ არის მისი კომპეტენცია, ამიტომ ც------ გ----------–---–- დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა თუ არა აფექტის მდგომარეობაში ამის თქმა არ შეუძლია. აღნიშნული მდგომარეობა ვითარდება ძლიერ სტრესზე, რაც შეიძლება დაეწყოს უეცრად და გაგრძელდეს რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე, თუმცა ეს გენეტიკასთან არანაირ კავშირში არ არის. მას გამოსკვლევ პირთან ჰქონდა რამდენიმე დღიანი ურთიერთობა, რა დროსაც მან სრულად გადასცა ანამნეზური მონაცემები, თავისი განცდები. ამჟამინდელი მდგომაროების შესახებ მისი კაპრიზები თუ პრეტენზიები, ამიტომ არ გახდა დამატებით დედის დაკითხვა საჭირო. მოწმის განმარტებით, ზოგადად შერაცხადობა/შეურაცხადობა განისაზღვრება და განიხილება ჩადენილ ქმედებასთან მიმართებაში. შესაბამისად, პირი შეურაცხადად ითვლება მაშინ, როდესაც მას აღენიშნება ქრონიკული ფსიქიკური დაავდება, ჭკუასუსტობა ან სხვა დროებითი ფსიქიკური აშლილობა. იმჟამად აღნიშნულთაგან არცერთი არ იქნა დადგენილი. მწვავე ფსიქოპატიური სიმპტომატიკა არ იქნა წარმოდგენილი, შესაბამისად ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ ექსპერტს გაეცა დასკვნა, რომ ც------ გ----------–---–- დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შერაცხად მდგომარეობაში.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით კი მხოლოდ სასჯელის ნაწილში.

 

შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ც------ გ----------–---–-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იმსჯელებს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის შესახებ.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ც------ გ----------–---–-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, კერძოდ, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, საჭიროა დადგინდეს დამნაშავის მიერ დაზარალებულის სიკვდილის, როგორც შედეგის შეგნებული დაშვება ან ამ უკანასკნელის დადგომისადმი გულგრილი დამოკიდებულება. ქმედების განზრახ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის, აუცილებელი არ არის, პირს წინასწარ, რამდენიმე დღით, ან თუნდაც რამდენიმე საათით ადრე ჩამოუყალიბდეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა. ამასთან, ბრალად წარდგენილი ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს, ის, რომ დანაშაული ჩადენილია სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს განზრახ მკვლელობის მცდელობას მაკვალიფიცირებელი გარემოების არსებობისას, კერძოდ, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით. პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ც------ გ----------–---–-ს მოქმედება, კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა ლ-–-----------–-–---–ის მიმართულებით მიზნად ისახავდა დანაშაულებრივ ფაქტთან მყისიერ შემხებლობაში მყოფი, გ------- ფ------–---–ის მკვლელობის თვითმხილველი მოწმის ლ-–-----------–-–---–ის სიცოცხლის მოსპობას. თუმცა ც------ გ----------–---–მა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო. კერძოდ, სადარბაზოს შესასვლელთან მდგომმა ლ-–-----------–-–---–მა, დაზიანების მიუხედავად, მოახერხა ქუჩაში გამოსვლა და აფთიაქში შესვლა, სადაც ითხოვა დახმარება და დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხდა მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება. პალატას ლ-–-----------–-–---–ის მიმართულებით გასროლის განხორციელების მიზნის (დანაშაულის დაფარვა) მხედველობაში მიღებით ლოგიკურად მიაჩნია, რომ ც------ გ----------–---–- განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მსხვერპლს ქუჩაში აღარ გაჰყოლია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სახეზეა პირის მიერ განხორციელებული განზრახი ქმედების მცდელობა.

 

ც------ გ----------–---–ის მხრიდან ლ-–- ქ--------–-–---–ის მოკვლის განზრახვას და აგრეთვე მაკვალიფიცირებელ გარემოებას - სხვა დანაშაულის დაფარვის მიზანს ადასტურებს დაზარალებულ ლ-–- ქ--------–-–---–ის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ სადარბაზოში შესულმა დაინახა რა ძირს დაგდებული მამაკაცის გვამი, იმწამიერად განხორციელდა მისი მიმართულებით გასროლა. პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით შეუძლებელია იმის დადგენა თუ ვინ განახორციელა გასროლა ლ-–-----------–-–---–ის მიმართულებით, ვინაიდან დადგენილია რომ გ------- ფ------–---–ის მიმართ გასროლა განახორციელა ც------ გ----------–---–მა, ამ დროს სადარბაზოში იმყოფებოდნენ მხოლოდ თ----------------ე და ც------ გ----------–---–-. აღსანიშნავია, რომ მეორე გასროლა ხორციელდება პირველი გასროლიდან რამდენიმე წამში, ამასთან არც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით არც ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით არ დასტურდება შემთხვევის დროს სხვა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ფაქტი. ამასთან, მოწმე ვ-----–- ვ----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ სწორედ ც------ გ----------–---–ს ეკავა ხელში ცეცხლსასროლი იარაღი სადარბაზოდან გამოსვლისას. გარდა ამისა ყურადსაღებია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ლ-–-----------–-–---–ს აღენიშნებოდა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება - გულმკერდის ცეცხლნასროლი შემავალი გამჭოლი ჭრილობა, მარცხენა მხრის და ბეჭის სისხლმდენი ჭრლობა, მარცხენა ბეჭის ძვლის კიდის მოტეხილობა, მარცხნივ მე-2 ნეკნის მოტეხილობა, ფილტვის დაჟეჟილობა, მარცხენამხრივი პნევმოთორაქსი. დაზაიანებათა ლოკალიზაცია და მიმართულება, დაზარალებულის და ც------ გ----------–---–-ს განლაგება, კერძოდ ის, რომ ეს უკანასკნელი დაახლოებით 10 კიბით მაღლაა ვიდრე სადარბაზოს კარი, სადაც იდგა ლ-–-----------–-–---–ი, მათ შორის მანძილი და სხვა გარემოებები გამორიცხავს შემთხვევითობას და ადასტურებს ც------ გ----------–---–ის განზრახვას, გ------- ფ------–---–ის მკვლელობის დაფარვის მიზნით მოეკლა ლ-–-----------–-–---–ი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით კრიმინალიზებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთა. ამ დანაშაულის დაცვის ობიექტია ადამიანის ხელშეუვალობა და მისი თავისუფალი გადაადგილების უფლება, ხოლო ფაკულტატურ ობიექტს წარმოადგენს სიცოცხლე და ჯანმრთელობა. თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობას ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს და დამთავრებულია თავისუფლების აღკვეთის მომენტიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ც------ გ----------–---–მა თ----------------ეს შეუზღუდა თავისუფალი გადაადგილების უფლება, კერძოდ იგი სადარბაზოდან გამოიყვანა თმაში ხელჩავლებული, რა დროსაც მეორე ხელში ეკავა იარაღი, მართალია თ----------------ე მანქანაში ჩაჯდა ძალდატანების გარეშე, მაგრამ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მას თან არ ჰქონდა ჩანთა და პირადი ნივთები, მათ შორის ფეხსაცმელი დარჩა შემთხვევის ადგილზე. დაზარალებულის ჩვენებით ასევე დასტურდება, რომ იგი ც------ გ----------–---–მა გაათრია სადარბაზოდან და წაიყვანა მახათას მთაზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მათ შორის მახათას მთაზე ყოფნის პერიოდში მას ც------ გ----------–---–მა აღუკვეთა თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში, ც------ გ----------–---–მა აღნიშნული განახორციელა იმ მიზნით, რომ თ----------------ე იყო მის მირ ჩადენილი დანაშაულების ერთადერთი თვითმხილველლი მოწმე და იგი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით შეეცადა დაეფარა გ------- ფ------–---–ის მკვლელობისა და ლ-–-----------–-–---–ის მკვლელობის მცდელობის ფაქტი. ის, რომ თ----------------ეს ც------ გ----------–---–-ს ქმდებებით მიადა როგორც ფიზიკური, ისე მორალური ზიანი დაზარალებულის ჩვენების გარდა დადაგენილია სამედიცინო და ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დასჯადია იძულება, ესე იგი ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორცილებაც ან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს. ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი სურვილისამებრ. ობიექტური მხრივ იძულება გამოიხატება მოქმედებაში - ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ, პირის ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. დანაშაულის ობიექტური მხარე ვლინდება პირის ფსიქიკურ იძულებაში. ფსიქიკური იძულება იგივე მუქარაა. მუქარა შეიძლება იყოს ნებისმიერი შინაარსის. შესაძლებელია იგი მიმართული იყოს როგორც უშუალოდ იმ პირისადმი, ვისგანაც ითხოვენ გარკვეული ქმედების შესრულებას, ისე მისი ახლობლისადმიც, ვისი ბედითაც დაინტერესებულია დაზარალებული. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივს ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არა აქვს, იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას, ხოლო მიზანს ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა აქვს. ფსიქიკური იძულების მიზანია სხვა პირს ჩაადენინოს რაიმე ქმედება, ან საკუთარ თავზე განაცდევინოს მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ქმედება. მიაღწია თუ არა მიზანს დამნაშავემ, ამას ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს.

 

მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის, დაზარალებულ თ----------------ის და მოწმე ვ-----–- ვ----------ის ჩვენებებით დადგენილ იქნა, რომ იარაღიდან გასროლის შემდეგ, ც------ გ----------–---–მა იარაღით ხელში, თ----------------ეს ძალის გამოყენებით აღუკვეთა თავისუფლება და მიიყვანა ვ-----–- ვ----------ის ავტომანქანასთან. ავტომანქანაში ჩასხდომის შემდგომ, ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით და აგრესიულობით, ც------ გ----------–---–მა ფსიქიკური ზემოქმედება განახორციელა ვ-----–- ვ----------ზე, რამაც ეს უკანასკნელი აიძულა მისი ნების საწინააღმდეგოდ დამორჩილებოდა ც------ გ----------–---–-ს მითითებას, დაეძრა ავტომანქანა და დაეტოვებინა შემთხვევის ადგილი. თავად ბრალდებულის ჩვენებით, მან მძღოლს უთხრა, რომ „მომტყდარიყო“ ადგილიდან. ვ-----–- ვ----------მა ისინი მიიყვანა მახათას მთაზე, მშენებარე ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე. მართალია ც------ გ----------–---–- პირადად მას სიტყვიერად არ დამუქრებია, თუმცა შექმნილმა სიტუაციამ, ცეცხლსასროლმა იარაღმა და მისი მხრიდან თ----------------ის მიმართ განხორციელებულმა აგრესიამ შეუზღუდა ქმედების თავისუფლება და ფსიქიკური იძულების შედეგად, იძულებული გახდა ნების საწინააღმდეგოდ შეესრულებინა ც------ გ----------–---–-ს მოთხოვნა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას დადასტურებულად მიაჩნია, ც------ გ----------–---–-ს მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა და მიაჩნია, რომ არ არსებობს საფუძველი გაზიარებულ იქნეს დაცვის მხარის პოზიცია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ც------ გ----------–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ც------ გ----------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა წარდგენილი ბრალდების ნაწილის აღიარება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი გარემოებები:

· დანაშაულების ხასიათი - რამდენიმე მძიმე კატეგორიის, მათ შორის ძალადობრივი დანაშაულებიდან, განსაკუთრებით აღსანიშნავია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მეორე ადმიანის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა მაშინ, როდესაც ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება დაცულია კანონით. სიცოცხლის უფლება არის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციაში განსაზღვრულ უფლებათა და თავისუფლებათაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ღირებულება დემოკრატიული საზოგადოებისათვის. კონვენციის მე-2 მუხლი სახელმწიფოებს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, რაც გულისხმობს სიცოცხლის დაცვას და ავალდებულებს ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებს წარმართონ ადეკვატური და ჯეროვანი გამოძიება ფატალური შემთხვევების არსებობისას. ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება ქმედითი გამოძიების ჩატარებაზე გარდა გამოძიების ეტაპისა, მოიცავს სასამართლო განხილვის სტადიასაც, კერძოდ, მთლიანად სამართალწარმოების შედეგად უნდა შესრულდეს კანონის მეშვეობით სიცოცხლის უფლების დაცვის პოზიტიური ვალდებულება, ხოლო ეროვნულმა სასამართლომ არ უნდა დაუშვას, რომ სიცოცხლის მოსპობა დაუსჯელი დარჩეს.

· დანაშაულის მოტივი - სასჯელის დამძიმების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მოცემულ შემთხვევაში დადგენილი დანაშაულის მოტივი - შურისძიება (გ------- ფ------–---–ის განზრახ მკვლელობის ნაწილში) და სხვა დანაშაულის დაფარვა (ლ-–- ფ------–---–ის განზრახ მკვლელობისა და თ----- ბ---------ის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ნაწილში), კერძოდ, ც------ გ----------–---–-ს მიერ უმძიმესი დანაშაულების ჩადენის საფუძველი გახდა შურისძიება და მცდარი წარმოდგენა, რომ გადაერჩინა თ----------------ე მოძალადე მეუღლისაგან. აღნიშნული კი არ იძლევა მისი ქმედებების შემსუბუქების ან გამართლების საფუძველს.

· ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება - ც------ გ----------–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების თანმიმდევრობა და გეგმაზომიერება, 2018 წლის 8 აგვისტოს განვითარებული მოვლენების ჯაჭვი, საბოლოო მიზნის მისაღწევად მთელი რიგი ძალადობრივი დანაშაულების განხორციელებისათვის მზაობა და მათი განხორციელება ნათლად მიუთითებს, რომ ც------ გ----------–---–-ს ნება 6 სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისას იყო მტკიცე და ურყევი, რამაც გავლენა უნდა მოახდინოს სასჯელის ზომაზე დამძიმების თვალსაზრისით. ამდენად, სახეზეა ც------ გ----------–---–-ს მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს გასათვალისწინებელი არაერთი დამამძიმებელი გარემოება, ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ მართალია მსჯავრდებული არ უარყოფს გ------- ფ------–---–ის მკვლელობის ფაქტს, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას არ საუბრობს მომხდარის გამო სინანულზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად, ც------ გ----------–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი - 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების ხასიათისა და სიმძიმის, დაზარალებულებისათვის მიყენებული ფიზიკური და მორალური ზიანის, გარდაცვლილის ოჯახისათვის გამოწვეული გამოუსწორებელი ზიანის, აგრეთვე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ც------ გ----------–---–-ს საზოგადოებისგან მხოლოდ სასჯელის მაქსიმალური ვადით იზოლირება შეამცირებს საზოგადოებისათვის იგივე პირის მიერ ზიანის მიყენების რისკს და უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ც------ გ----------–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ს---–-----------ის სააპელაციო საჩივარი, რაც დაცვის მხარის მიერ დაზუსტდა საქმის განხილვისას - არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხი გახდა, სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და დანიშნული სასჯელი ც------ გ----------–---–მა უნდა მოიხადოს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიულ სტაციონარული დახმარების შესაბამის სამედიცინო სამკურნალო დაწესებულებაში- აკად. ბ.ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ხონი - ქუტირში, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა ც------ გ----------–---–მა უნდა განაგრძოს პენიტენციურ დაწესებულებაში, საერთო წესით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ც------ გ----------–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ს---–-----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

ც------ გ----------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით - 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ც------ გ----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

 

დანიშნული სასჯელი ც------ გ----------–---–მა მოიხადოს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიულ სტაციონარული დახმარების შესაბამის სამედიცინო სამკურნალო დაწესებულებაში - აკად. ბ.ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ხონი - ქუტირში, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა ც------ გ----------–---–მა განაგრძოს პენიტენციურ დაწესებულებაში, საერთო წესით.

 

ც------ გ----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 25 აგვისტოდან.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ც------ გ----------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ:

 

1 (ერთი) ცალი დისკი, რომელზეც განთავსებულია შემთხვევის ადგილის და გვამის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, 1 (ერთი) ცალი დისკი, რომელზეც განთავსებულია ადგილმდებარეობის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, 1 (ერთი) ცალი დისკი, რომელზეც განთავსებულია ავტომანქანის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, 1 (ერთი) ცალი დისკი, რომელზეც განთავსებულია ვ-----–- ვ----------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტოსურათები, 1 (ერთი) ცალი დისკი, რომელზეც განთავსებულია მოწმე ვ-----–- ვ----------ის გამოკითხვის მიმდინარეობის ამსახველი აუდიო-ვიდეო მასალა, მეხსიერების ბარათები, შპს „------------ ფილიალიდან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი განთავსებული 1 (ერთ) ცალ მეხსიერების ბარათზე, ინდ. მეწარმე „--------–-------- საბანკეტო დარბაზიდან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი განთავსებული 1 (ერთ) ცალ მეხსიერების ბარათზე, შპს „-------------- აფთიაქიდან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი განთავსებული 1 (ერთ) ცალ მეხსიერების ბარათზე, 1 (ერთი) ერთეული მეხსიერების ბარათი, რომელზეც განთავსებულია: მოწმე ვ-----–- ვ----------ის გამოკითხვის მიმდინარეობის ამსახველი აუდიო-ვიდეო მასალის ასლი, შპს „------------ ფილიალიდან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერის ასლი, ინდ. მეწარმე „--------–-------- საბანკეტო დარბაზიდან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერის ასლი, შპს „-------------- აფთიაქიდან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერის ასლი და „112“-დან გამოთხოვილი აუდიოჩანაწერის ასლი, 1 (ერთი) ცალი დისკი, რომელზეც ასახულია ინფორმაცია ლ-–-----------–-–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (კომპიუტერული ტომოგრაფიის დისკი), თ----------------ის „ფეისბუქის“ მიმოწერის ამსახველი 1 (ერთი) ცალი ლაზერული დისკი, 1 (ერთი) ცალი ლაზერული დისკი სსიპ ,,112-დან“ გამოთხოვილი აუდიოჩანაწერებით, შპს „მაგთიკომიდან“ გამოთხოვილი ლაზერული დისკი, რომელზეც განთავსებულია დეტალური ნუსხა, შპს „ჯეოსელიდან“ (სს „სილქნეტიდან“) გამოთხოვილი ლაზერული დისკი, რომელზეც განთავსებულია დეტალური ნუსხა, ლაზერული დისკი, რომელზეც განთავსებულია თ----------------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტოსურათები, 1 (ერთი) ცალი ლაზერული დისკი, რომელზეც განთავსებულია ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა, 1 (ერთი) ცალი დისკი, რომელზეც ასახულია ინფორმაცია თ----------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (კომპიუტერული ტომოგრაფიის დისკი), კომპიუტერული ექსპერტიზის N--------- დასკვნის დანართი - 19 (ცხრამეტი) ცალი ლაზერული დისკი, მეხსიერების ბარათი, რომელზეც ჩაწერილია კომპიუტერული ექსპერტიზის შედეგად აღდგენილი მასალა - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

შემთხვევის ადგილის და გვამის დათვალიერებისას აღებული სუნის ნიმუშები, განთავსებული ხუთ ქილაში, ლიფტის ღილაკიდან აღებული ანაწმენდი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდის ნიმუშები, ავტომანქანიდან ამოღებული 12 (თორმეტი) ცალი ანაწმენდი, თითის კვლები დაქტილოფირზე ოთხი ერთეული, „ოპელის“ მარკის ავტომობილის, სახელმწიფო ნომერი: L------ დათვალიერებისას ამოღებული მიკრონაწილაკები 8 (რვა) ფირზე, ავტომობილის სალონიდან აღებული ანაწმენდის ნიმუშები 13 ჩხირზე, ქსოვილის ამონაჭრები მოწითალო ლაქებით, ავტომანქანის გარე სახელურებიდან აღებული ანაწმენდები 4 (ოთხ) ჩხირზე, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები ავტომანქანის სალონიდან, 1 (ერთი) ცალი თმის ღერი, სიგარეტის ნამწვები, ხელის კვალი 1 (ერთ) ცალ დაქტილოფირზე, თ----------------ისგან აღებული ანაბეჭდები, ფრჩხილის, ანაწმენდის, ნერწყვის და ნაცხის ნიმუშები, ლ-–-----------–-–---–ის ნერწყვის ნიმუში, გარდაცვლილ გ------- ფ------–---–ის ანაწმენდები, თმების და ფრჩხილის ნიმუშები, გ------- ფ------–---–ის დაქტილობარათი, ც------ გ----------–---–-ს სუნის ნიმუში, ც------ გ----------–---–-ს ნერწყვის და ანაბეჭდების ნიმუშები, შემთხვევის ადგილისა და გვამის დათვალიერებისას ამოღებული ორი ცალი მასრა, ტყვიის გულა - განადგურდეს.

 

შემთხვევის ადგილის, გვამის და ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული: სიგარეტის კოლოფი წარწერით ,,პარლამენტი“, რომელშიც იდო 9 (ცხრა) ღერი სიგარეტი და მწვანე ფერის სანთებელა, 10 თეთრიანი მონეტა, მაჯის საათი, პრეპარატ „კორსიზის“ ფირფიტა, ხელჩანთა მასში არსებული ნივთებით (პარფიუმერია და სავარცხელი), პოლიეთილენის პარკები წარწერით „ლეისი“ (Lays) (ორი ობიექტი), ქალის ერთი წყვილი ფეხსაცმელი, სიგარეტ ,,მარლბოროს“ კოლოფი, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილიდან, სახელმწიფო ნომრით: S-------- ამოღებული: საფულე, რომელშიც მოთავსებული იყო თანხა: 7 (შვიდი) ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, 1 (ერთი) ცალი 1 აშშ დოლარიანი კუპიურა, 2 (ორი)ცალი 100 ლარიანი კუპიურა, 1 (ერთი) ცალი 50 ლარიანი კუპიურა, გ------- ფ------–---–ის სახელზე გაცემული მართვის მოწმობა, პირადობის მოწმობა, ასევე სხვადასხვა დასახელების პლასტიკური ბარათები ჯამში 12 ერთეული, 1 (ერთი) ცალი სიმბარათი გადაჭრილ მდომარეობაში; 1 (ერთი) ცალი 5 ლარიანი კუპიურა, ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, „სოკარის“ პლასტიკური ბარათი, მინდობილობა, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით: S--------, 2 (ორი) ცალი გასაღებების ასხმა, 1 (ერთი) ცალი გასაღები, 6 (ექვსი) ცალი პულტ-გასაღები და აღნიშნული ავტომობილის პულტიანი გასაღები, „აიფონის“ და „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონბი, ც------ გ----------–---–-ს სახლის ჩხრეკისას ამოღებული 5 (ხუთი) ერთეული თოფი, ასევე 5 (ხუთი) ერთეული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა, 227 (ორასოცდაშვიდი) ერთეული თოფის დაუმუხტავი ვაზნები და 66 (სამოცდაექვსი) ვაზნა, ადგილმდებარეობის დათვალიერების შედეგად ამოღებული მოთეთრო ფერის მაისური მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით, მოთეთრო ფერის შარვალი ქამრით (შარვალს აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები), შავი ფერის თვლიანი საყურე სამაგრთან ერთად, „ოპელის“ მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით L------- გ------- ფ------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული: კომპიუტერის პროცესორი, პერსონალური კომპიუტერი ე.წ. ,,ლეპტოპი“, პლანშეტი „აიპედი“ და ელექტროსადენი (დამტენი), ალადაშვილის სახელობის კლინიკიდან ამოღებული ხალათი, ლ-–-----------–-–---–ის ტანსაცმელი, კერძოდ ჯინსის შარვალი, ქამარი, პერანგი, ფეხსაცმელი, გარდაცვლილ გ------- ფ------–---–ის ტანსაცმელი, პირადი ნივთები - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.

 

მ------ ნ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული 3 (სამი) ერთეული სათესი ,,კანაფის“ მცენარის ბედი გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

 

მოსამართლეები: ვახტანგ მრელაშვილი

 

გოჩა ჯეირანაშვილი