განაჩენი

სისხლის სამართლის 27.12.2019
საქმის ნომერი
330100119002934942
ინსტანცია
თარიღი
27.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002934942

საქმე №1ბ/1350-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი

სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ-------------–----ე;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ლ-----------–-–---–ი (დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ჭ----------------–----–--------------–---------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თბ--–-------------------------------------------–-----------------------------);

 

ადვოკატი - ია თოდუა;

 

დანაშაულის კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, დიდი ოდენობით (ი/მ ,,ს--–-------------–---–ის“ ეპიზოდი); 2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, დიდი ოდენობით (შპს ,,დ----------------–--------ის“ ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2019 წლის 9 თებერვალს, დღის საათებში, ქ.------–--–------------–-------------ში ლ-----------–-–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ი/მ ,,ს--–-------------–---–ის“ კუთვნილ 250 ცალ 25 000 ლარად ღირებულ ლითონის კონსტრუქციის სამშენებლო დგარს.

 

2019 წლის 2 მარტს, დღის საათებში, ქ. თბილისში, დ--------------------–--–-------------ში ლ-----------–-–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა შპს ,,დ----------------–--------ის“ კუთვნილ 370 კვ.მ მეტრის მოცულობის ხარაჩოებს, აღნიშნული ქმედებით შპს ,,დ----------------–--------ს“ 13 000 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 9 თებერვალს, დღის საათებში, ქ.------–--–------------–-------------ში ლ-----------–-–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ი/მ ,,ს--–-------------–---–ის“ კუთვნილ 250 ცალ 25 000 ლარად ღირებულ ლითონის კონსტრუქციის სამშენებლო დგარს.

 

ლ-----------–-–---–მა შპს ,,დ----------------–--------ის“ ეპიზოდში ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ ლ-----------–-–---–მა შპს ,,დ----------------–--------ის“ ეპიზოდში ჩაიდინა თაღლითობა დიდი ოდენობით. კერძოდ, სასამართლომ დადგენილად არ სცნო ის ფაქტი, რომ ლ-----------–-–---–ის მიერ თაღლითურად დაუფლებული ხარაჩოების ღირებულება შეადგენდა 13 000 ლარს.

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განაჩენით:

 

ლ-----------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ი/მ ,,ს--–-------------–---–ის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

ლ-----------–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

ლ-----------–-–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე (შპს ,,დ----------------–--------ის“ ეპიზოდი).

ლ-----------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (შპს ,,დ----------------–--------ის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

ლ-----------–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ლ-----------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ლ-----------–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის განაჩენით დანიშნული - მოუხდელი სასჯელი 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ-----------–-–---–ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ - მსჯავრდებულმა ლ-----------–--–-–---–მა და მისმა ადვოკატმა ია თოდუამ.

 

2. მხარეთა პოზიციები:

 

დაცვის მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განაჩენი უნდა შეიცვალოს და ლ-----------–-–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტიდან (ი/მ ,,ს--–-------------–---–ის“ ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. ლ-----------–-–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტიდან (შპს ,,დ----------------–--------ი“ ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ლ-----------–-–---–ის მიერ თაღლითობის ჩადენას მაკვლიფიცირებელი ნიშნით დიდი ოდენობით (ი/მ “ს--–-------------–---–ის” ეპიზოდი) შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ შპს “ს--–-------------–---–ის” ეპიზოდში ბრალდებულმა ლ-----------–-–---–მა ჩაიდინა თაღლითობა დიდი ოდენობით. სსკ-ის 25-ე თავში დიდ ოდენობათ ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. შპს “ს--–-------------–---–ის” ეპიზოდში ვერ დასტურდება უტყუარად, რომ ს--–------------–---–ისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანი აღემატება 10 000 ლარს. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების თანახმად, 2011 წლის 23 დეკემბერს ი/მ “ა-----–---------–---–მა“ (მყიდველი) შპს “წ--–-----------------------–------ისაგან” გამყიდველი შეიძინა კედლის საბჯენი (მეტალის) 500 ცალი - თითოეული 53 ლარად. ხელშეკრულების თანხამ შეადგენდა 26 500 ლარი, ბრალდება კი ლ-----------–-–---–ს ედავება 250 ცალი ლითონის კონსტუქციის სამშენებლო დგარის თაღლითურად დაუფლების ფაქტს. მხედველობაშია ასევე მისაღები ის გარემოება, რომ სამშენებლო დგარების შეძენა მყიდველის მიერ განხორციელდა 2011 წელს, ასევე, წარმოდგენილი ტკიცებულებების თანახმად, ი/მ “ს--–-------------–---–ის” მიერ ხორციელდებოდა სამშენებლო დგარების გაქირავება, რაც ასევე, დასტურდება შესაბამისი ქირავნობის ხელშეკრულებით. ის გარემოება, რომ ხელშეკრულების დადებისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ თითო ცალი დგარის დაკარგვისას ან დააზიანების შემთხვევაში ლ-----------–-–---–ი აანაზღაურებდა 100 ლარის ოდენობით ზიანს, არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 250 ცალი სამშენებლო დგარის ღირებულება შეადგენს 25 000 ათას ლარს, აღნიშნული წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირების სფეროს. ბრალდების მხარეს არ ჩაუტარებია შესაბამისი სასაქონლო ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდებოდა დანაშაულის ჩადენის დროს ნივთის საბაზრო ღირებულება, ექსპლუატაციაში ყოფნისა და ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მაშინ როდესაც აღნიშნული დგარები მყიდველის მიერ შეძენილია 2011 წელს. შესაბამისად, ლ-----------–-–---–ის ქმედება ი/მ ს--–-------------–---–ის ეპიზოდში საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლისდ მესამე ნაწილის “გ” ქ/პ-ით წარდგენილი ბრალდების ნაწილში უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ვინაიდან, ბრალდება ემყარება ვარაუდს.

 

ბრალდების მხარის პოზიციით: დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განაჩენი არის კანონიერი და სამართლიანია, დანიშნული სასჯელი უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).).

 

3. მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).

 

მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შეაფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და განმარტავს, იძლევა თუ არა ეს მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ფაქტების დადგენის შესაძლებლობას.

 

ი/მ ,,ს--–-------------–---–ის“ ეპიზოდი

 

დაზარალებულმა ს--–-------------–---–მა განაცხადა, რომ მისმა წარმომადგენელმა ნ------–--------–---–მა ლ-----------–-–---–ს ხელშეკრულების საფუძველზე მიაქირავა 250 ცალი სამშენებლო დგარი. ხელშეკრულების თანახმად, სამშენებლო დგარების დაკარგვის შემთხვევაში ლ-----------–-–---–ს უნდა აენაზღაურებინა 25 000 ლარი. ს--–-------------–---–მა განაცხადა, რომ ლ-----------–-–---–მა არ დააბრუნა სამშენებლო დგარები, რითაც მან განიცადა 25 000 ლარის ოდენობის ზიანი. სამშენებლო დგარები მამამისმა ა-----–---------–---–მა შეიძინა 2012 წელს, ხოლო 2015 წელს სამშენებლო დგარები მის სახელზე გადააფორმა. მან ასევე აღნიშნა, რომ 2012 წელს ა-----–---------–---–მა პატარა ზომის სამშენებლო დგარში გადაიხადა 34 აშშ დოლარი, ხოლო დიდი ზომის სამშენებლო დგარში 45 აშშ დოლარი. ს--–-------------–---–ის განმარტებით, სამშენებლო დგარები იყო მუშა მდგომარეობაში.

 

ი/მ ,,ს--–-------------–---–ის” წარმომადგენელმა მოწმე ნ------–--------–---–მა დაადასტურა, რომ 2019 წლის 9 თებერვალს ლ-----------–-–---–მა მეგობართან ერთად დაათვალიერა სამშენებლო დგარები, რის შემდეგაც დატვირთა სატვირთო ა/მანქანა და წაიღო 250 ცალი სამშენებლო დგარი. ნ------–--------–---–ს ლ-----------–-–---–მა განუცხადა, რომ თანხას რამდენიმე დღეში გადაურიცხავდა საბანკო ანგარიშზე, მაგრამ ლ-----------–-–---–ს არც თანხა ჩაურიცხავს საბანკო ანგარიშზე და არც სამშენებლო დგარები დააბრუნა. ნ------–--------–---–მა მოიძია მძღოლი ბ------–------–---–ი, რომლის ა/მანქანითაც განხორციელდა სამშენებლო დგარების გადატანა. ის და ბ------–------–---–ი მისული იყვნენ მუხიანის დასახლებაში, სადაც ბ------–------–---–ის განმარტებით, ლ-----------–-–---–ის მითითებით მიიტანა სამშენებლო დგარები და ჩამოტვირთა, მაგრამ იმ ადგილას საერთოდ არ წარმოებდა სამშენებლო სამუშაოები. ნ------–--------–---–ის განმარტებით, ხელშეკრულების თანახმად, ერთი ცალი სამშენებლო დგარის დაკარგვის შემთხვევაში, ლ-----------–-–---–ს უნდა აენაზღაურებინა 100 ლარი, შესაბამისად 250 ცალ სამშენებლო დგარზე ლ-----------–-–---–მა უნდა აანაზღაუროს 25 000 ლარი. სამშენებლო დგარები თავდაპირველად შეიძინეს 28 500 ლარად.

 

ბრალდებულმა ლ-----------–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ სცნო დამნაშავედ. ბრალდებულმა დაადასტურა ნ------–--------–---–თან ხელშეკრულების საფუძველზე სამშენებლო დგარების ქირავნობის და შემდგომ მისი გაყიდვის ფაქტი, მაგრამ უარყო ის ფაქტი, რომ ნ------–--------–---–ისგან წაღებული სამშენებლო დგარების ღირებულება შეადგენდა 25 000 ლარს. ბრალდებულის განმარტებით, მათი ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 7 500 ლარს.

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 31 მარტს ქ-------–-------------–----------ში მდებარე ი/მ ,,ს--–-------------–---–ის’’ ოფისში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება ამოღება და ნ------–--------–---–ისგან ამოღებულ იქნა 2019 წლის 9 თებერვლის ქირავნობის ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი.

 

ამოღების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ჯ-------------–--მ.

 

ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების თანახმად, 2011 წლის 23 დეკემბერს ი/მ ,,ა-----–---------–---–მა“ (მყიდველი) შპს ,,წ--–----------------------–-------სგან“ (გამყიდველი) შეიძინა კედლის საბჯენი (მეტალის) – 500 ცალი - 53 ლარი. ხელშეკრულების თანხა შეადგენდა 26 500 ლარს.

 

ქირავნობის ხელშეკრულების თანახმად, 2019 წლის 9 თებერვალს ი/მ ,,ს--–-------------–---–სა“ (გამქირავებელი) და ლ-----------–-–---–ს (დამქირავებელი) შორის დაიდო ხელშეკრულება იმის თაობაზე, რომ გამქირავებელმა გადასცა, ხოლო დამქირავებელმა მიიღო სარგებლობაში 250 (ორასორმოცდაათი) ცალი სამშენებლო დგარი, ზომით 5.5 მეტრიანი 200 (ორასი) ცალი და ზომით 4.5 მეტრიანი 50 (ორმოცდაათი) ცალი. დამქირავებელს ქირავნობის საგნით სარგებლობისთვის გამქირავებლისთვის უნდა გადაეხადა ქირა, 1 თვის განმავლობაში ქირის ოდენობა შეადგენდა 1000 (ათასი) ლარს. ქირავნობის საგნის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში დამქირავებელი აანაზღაურებდა თითოეული დაზიანებული ან დაკარგული საგნის ღირებულებას 100 (ასი) ლარის ოდენობით. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს დამქირავებელმა ლ-----------–-–---–მა და გამქირავებელმა ს--–-------------–---–მა.

 

მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ი/მ ,,ს--–-------------–---–სა“ (გამქირავებელი) და ლ-----------–-–---–ს შორის (დამქირავებელი) დადებული ხელშეკრულების თანახმად, გამქირავებელმა გადასცა, ხოლო დამქირავებელმა ჩაიბარა დროებით სარგებლობაში 250 (ორასორმოცდაათი) ცალი სამშენებლო დგარი, ზომით 5.5 მეტრიანი 200 (ორასი) ცალი და 50 (ორმოცდაათი) ცალი ზომით 4.5 მეტრიანი და ადასტურებს, რომ საქონელი არის კარგ მდგომარეობაში და შეესაბამება დამქირავებლის ინტერესებს, ყველა მოთხოვნასა და პირობებს.

 

ამდენად, სააპელაციო პალატამ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და აპელანტის საკვანძო არგუმენტები იმის თაობაზე, რომ ლ-----------–-–---–ს დიდი ოდენობით დანაშაული არ ჩაუდენია და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა, რომ ლ-----------–-–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, კერძოდ:

 

დაზარალებულ ს--–-------------–---–ის, მოწმე ნ------–--------–---–ის ჩვენებებით, ბრალდებულ ლ-----------–-–---–ის აღიარებითი ჩვენებით, ამოღების ოქმით, ქირავნობის ხელშეკრულებით და მიღება-ჩაბარების აქტით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 9 თებერვალს ი/მ ,,ს--–-------------–---–სა“ და ლ-----------–-–---–ს შორის დაიდო 250 (ორასორმოცდაათი) ცალი სამშენებლო დგარის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ი/მ ,,ს--–-------------–---–მა’’ ლ-----------–-–---–ს გადასცა და ამ უკანასკნელმა დროებით სარგებლობაში ჩაიბარა 250 (ორასორმოცდაათი) ცალი სამშენებლო დგარი. ჩაბარებისას საქონელი იყო კარგ მდგომარეობაში და შეესაბამებოდა დამქირავებლის ინტერესებს, ყველა მოთხოვნასა და პირობებს, მაგრამ ლ-----------–-–---–ს არც ქირავნობის თანხა ჩაურიცხავს საბანკო ანგარიშზე და არც სამშენებლო დგარები დაუბრუნებია. შემოწმებულ იქნა ის ადგილი, სადაც ჩამოიტვირთა სამშენებლო დგარები და მაგრამ იმ ადგილას საერთოდ არ წარმოებდა სამშენებლო სამუშაოები.

 

ლ-----------–-–---–მა 2019 წლის 9 თებერვალს ი/მ ,,ს--–-------------–---–თან’’ დადებული ქირავნობის ხელშეკრულება გამოიყენა იმ მიზნით, რომ მოტყუებით, ანგარების მოტივით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ი/მ ,,ს--–-------------–---–ის“ კუთვნილ 250 ცალ ლითონის კონსტრუქციის სამშენებლო დგარს, რაც მოიყვანა სისრულეში, როდესაც მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დაეუფლა შპს ,,ს--–-------------–---–ის’’ კუთვნილ ნივთს, რომელიც გაასხვისა და მატერიალური ზიანი მიაყენა ი/მ ,,ს--–-------------–---–ს’’.

 

ამდენად, უტყუარად დადგენილია, რომ 2019 წლის 09 თებერვალს, დღის საათებში, ქ.------–--–------------–-------------ში ლ-----------–-–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ი/მ ,,ს--–-------------–---–ის“ კუთვნილ 250 ცალ 25 000 ლარად ღირებულ ლითონის კონსტრუქციის სამშენებლო დგარს, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

ქმედება ჩადენილი დიდი ოდენობით

 

დაზარალებულ ს--–-------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ როდესაც ლ-----------–-–---–ს მიაქირავა 250 ცალი ლითონის კონსტრუქციის სამშენებლო დგარი, შესაბამისი ხელშეკრულების დადებისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ თითო ცალი დგარის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ლ-----------–-–---–ი აანაზღაურებდა 100 ლარის ოდენობით ზიანს. ლ-----------–-–---–ის ქმედების შედეგად შპს ,,ს--–-------------–---–მა’’ განიცადა 25 000 ლარის ოდენობის ზიანი.

 

ანალოგიურ ფაქტს ადასტურებს მოწმე ნ------–--------–---–ი.

 

ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების თანახმად, 2011 წლის 23 დეკემბერს ი/მ ,,ა-----–---------–---–მა“ (მყიდველი) შპს ,,წ--–----------------------–-------სგან“ (გამყიდველი) შეიძინა კედლის საბჯენი (მეტალის) – 500 ცალი - თითოეული 53 ლარად. ხელშეკრულების თანხა შეადგენდა 26 500 ლარს.

 

ქირავნობის ხელშეკრულების თანახმად, ქირავნობის საგნის - 250 (ორასორმოცდაათი) ცალი სამშენებლო დგარის - დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში დამქირავებელი აანაზღაურებდა თითოეული დაზიანებული ან დაკარგული საგნის ღირებულებას 100 (ასი) ლარის ოდენობით. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს დამქირავებელმა ლ-----------–-–---–მა და გამქირავებელმა ს--–-------------–---–მა.

 

მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ი/მ ,,ს--–-------------–---–სა“ (გამქირავებელი) და ლ-----------–-–---–ს (დამქირავებელი) შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, გამქირავებელმა გადასცა, ხოლო დამქირავებელმა ჩაიბარა დროებით სარგებლობაში 250 (ორასორმოცდაათი) ცალი სამშენებლო დგარი. საქონელი არის კარგ მდგომარეობაში და შეესაბამება დამქირავებლის ინტერესებს, ყველა მოთხოვნასა და პირობებს.

 

სააპელაციო პალატამ შეაფასა რა წარმოდგენილი მტკიცებულებები დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტი, რომ ლ-----------–-–---–მა მიღება-ჩაბარების აქტში აღნიშნა, რომ საქონელი იყო კარგ მდგომარეობაში და შეესაბამებოდა დამქირავებლის ინტერესებს, ყველა მოთხოვნასა და პირობებს; ქირავნობის ხელშეკრულების დადებისას გამოხატა ნება, რომ სამშენებლო დგარების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში აანაზღაურებდა თითოეული დაზიანებული ან დაკარგული საგნის ღირებულებას 100 (ასი) ლარის ოდენობით, (250 ცალ ლითონის კონსტრუქციის სამშენებლო დგარის დაკარგვის შემთხვევაში ღირებულება შეადგენდა 25 000 ლარს); იმის გათვალიწინებით, რომ საქმეზე ვერ ჩატარდებოდა სასაქონლო ექსპერტიზა ნივთის არ არსებობის გამო, სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს დაზარალებულის ჩვენებას, რომ ლ-----------–-–---–ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ი/მ ,,ს--–-------------–---–მა’’ განიცადა 25 000 ლარის ოდენობის ზიანი. რისი გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ლ-----------–-–---–ს (ი/მ ,,ს--–-------------–---–ის ეპიზოდში“) დიდი ოდენობით დანაშაული არ ჩაუდენია, ვინაიდან ბრალდების მხარეს შესაბამისი სასაქონლო ექსპერტიზა არ ჩაუტარებია

 

შპს ,,დ----------------–--------ის“ ეპიზოდი

 

დაზარალებულმა გ---–-----–-----მა განაცხადა, რომ არის შპს ,,დ----------------–--------ის“ დირექტორი და წარმომადგენელი. მისი განმარტებით, კომპანია აქირავებს სამშენებლო ხარაჩოებს და ერთ-ერთი დამქირავებელი იყო ლ-----------–-–---–ი, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება, რის შემდეგაც ლ-----------–-–---–მა ა/მანქანით წაიღო 370 კვ.მ. სამშენებლო ხარაჩოები და უკან არ დააბრუნა, ასევე არ აანაზღაურა არც ქირის საფასური და არც ზიანი. გ---–-----–-----ის განცხადებით, სამშენებლო ხარაჩოები იყო მუშა მდგომარეობაში. კომპანიამ სამშენებლო ხარაჩოები შეიძინა 2011 წელს, რომელშიც გადაიხადა 15 900 ლარი, კომპანიას მიადგა 13 000 ლარის ზიანი.

 

მოწმე თ---------------ემ განაცხადა, რომ გ---–-----–-----ი არის მისი რძალი და თავად აქტიურად არის ჩართული კომპანიის საქმიანობაში. შპს ,,დ----------------–--------ისგან“ ლ-----------–-–---–მა იქირავა 370 კვ.მ სამშენებლო ხარაჩო. მას დაუკავშირდა ლ-----------–-–---–ი, რომელმაც განუცხადა, რომ სურდა სამშენებლო ხარაჩოების ქირაობა დაახლოებით თვენახევრით, ლ-----------–-–---–ს სამშენებლო ხარაჩოები უნდა წაეღო კასპის მუნიციპალიტეტში. ლ-----------–-–---–მა დაათვალიერა ხარაჩოები და გადაწყვიტა მისი ქირავნობა, მათ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რის შემდეგაც ლ-----------–-–---–მა დატვირთა ა/მანქანაზე 370 კვ.მ სამშენებლო ხარაჩო და წაიღო. იმავე დღეს თ---------------ეს დაუკავშირდა მისი ახლობელი თ-------------------–-–---–ი, რომელმაც განუცხადა, რომ ყიდულობდა სამშენებლო ხარაჩოებს ერთ კვ.მ. 8 ლარად, რომლებსაც სარემონტო სამუშაოების შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, მიყიდდა თ---------------ეს. მას ასევე თ-------------------–-–---–მა გაუგზავნა სამშენებლო ხარაჩოს ფოტოსურათები, რომლებშიც თ---------------ემ სპეციალური ნიშნით ამოიცნო თავისი ხარაჩოები. თ---------------ე თ----------------ესთან და თ-------------------–-–---–თან ერთად მივიდა სამშენებლო ხარაჩოების სანახავად ავჭალაში, სადაც განთავსებული იყო კომპანია ,,დ----------------–--------ის“ სამშენებლო ხარაჩოები. თ---------------ემ ნახა, რომ ლ-----------–-–---–ი ყიდდა მის გაქირავებულ ხარაჩოებს. მასთან საუბარში ლ-----------–-–---–მა აღნიშნა, რომ სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ფული, რის გამოც ყიდდა სამშენებლო ხარაჩოებს.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე თ----------------ემ.

 

მოწმე ი-----–-------------–---–მა განმარტა, რომ ლ-----------–-–---–მა შესთავაზა გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დახმარებოდა სამშენებლო ხარაჩოების დატვირთვაში. ის და ლ-----------–-–---–ი იმყოფებოდნენ ორთაჭალაში, სადაც ლ-----------–-–---–ი შეუთანხმდა გამქირავებლებს სამშენებლო ხარაჩოების თაობაზე. მან მიიღო მონაწილეობა სამშენებლო ხარაჩოების ა/მანქანაში დატვირთვაში. შემდეგ სამშენებლო ხარაჩოები მიიტანეს ავჭალაში ერთ-ერთ ეზოში, სადაც განათავსეს. ლ-----------–-–---–მა მას უთხრა, რომ სურდა ნაქირავები სამშენებლო ხარაჩოების რეალიზაცია და თხოვა მასში დახმარებოდა. ი-----–-------------–---–მა ლ-----------–-–---–ს უარი განუცხადა, შემდეგ კი მივიდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც განაცხადა მომხდარი ფაქტის თაობაზე.

 

მოწმე თ----–---------–---–მა დაადასტურა, რომ მის კუთვნილ ეზოში ლ-----------–-–---–მა დაუკითხავად მიიტანა სამშენებლო ხარაჩოები. მან ასევე დაადასტურა, რომ მის ეზოში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ამოიღეს სამშენებლო ხარაჩოები.

 

მოწმეებმა (გამომძიებლები) დ---------–-–-------------------–------------–-------–----ემ და ჯ-------------–--მ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 2 მარტს საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ქ. თ---–--–-----------------------------------------------ში, თ----–---------–---–ის კუთვნილი კერძო ტერიტორიიდან ამოღებული იქნა სამშენებლო ხარაჩოები, კერძოდ: 75 ცალი რკინის ფეხი, 148 ცალი დიდი გამკრავი რკინა, 73 ცალი რკინის მოკლე გამკრავი, 5 ცალი რკინის დასადები ე.წ. ,,პადონი’’, 5 ცალი გრძელი ფიცარი და 7 ცალი კოჭი ხის მოყავისფრო ფერის. ხარაჩოები იყო დაშლილ მდგომარეობაში, მისი გაბარიტების გამო ვერ მოხერხდა დალუქვა. ამოღებული ხარაჩოების დატვირთული იქნა ა/მანქანაზე და გადატანილი იქნა ქ. თბილისი, ო--------–--------------------–-----------6-ში, ხელწერილით გამოძიების დასრულებამდე შესანახად გადაეცა თ---------------ეს.

 

ამოღების ოქმის სისწორე დაადასტურეს მოწმეებმა თ----–---------–---–მა, თ---------------ემ, თ----------------ემ, ლ-----------–-–---–მა, გამომძიებლებმა გ------------–---------------–-------–----ემ.

 

ბრალდებულმა ლ-----------–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ სცნო დამნაშავედ. მან დაადასტურა თ---------------ისგან სამშენებლო დგარების ქირაობის და შემდეგ გაყიდვის მცდელობის ფაქტი. ბრალდებული არ დაეთანხმა იმ ფაქტს, რომ სამშენებლო დგარების ღირებულება შეადგენდა 13 000 ლარს.

 

ლ-----------–-–---–ის ბრალდებას ასევე ადასტურებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები. კერძოდ: მოწმეების თ-------------------–-–---–ის და ბ------–------–---–ის ჩვენებები, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, რომელიც შეეხება სამშენებლო დგარების ამოღების ფოტოილუსტრაციის დათვალიერებას; მითითებული მტკიცებულებები სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

სააპელაციო პალატამ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულერბები დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტი, რომ შპს ,,დ----------------–--------ის“ დირექტორის და წარმომადგენელის დაზარალებულ გ---–-----–-----ის, მოწმეების თ---------------ის, თ----------------ის, ი-----–-------------–---–ის, თ----–---------–---–ის ჩვენებებით, ბრალდებულ ლ-----------–-–---–ის აღიარებითი ჩვენებით, თ----–---------–---–ის კუთვნილი კერძო ტერიტორიიდან სამშენებლო ხარაჩოების ამოღების ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 2 მარტს, ლ-----------–-–---–მა შპს ,,დ----------------–--------სგან’’ იქირავა 370 კვ.მ. სამშენებლო ხარაჩო, რომელიც მიიტანა და დააწყო ავჭალაში, დ--------------------–--–-------------ში მდებარე თ----–---------–---–ის კუთვნილ ეზოში, საიდანაც ხარაჩოები იქნა ამოღებული.

 

მოწმეების თ---------------ის, თ----------------ის, თ-------------------–-–---–ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ლ-----------–-–---–მა განიზრახა მის მიერ დაქირავებული შპს ,,დ----------------–--------ის’’ კუთვნილი სამშენებლო ხარაჩოების გაყიდვა და ამ მიზნით, მისთვის მოულოდნელად, შეხვდა იმ პირს, რომელმაც მას მიაქირავა აღნიშნული ხარაჩოები, რის შემდგომაც მას არ მიეცა შესაძლებლობა დანაშაულებრივად დაუფლებული ხარაჩოების გასხვისების.

 

ლ-----------–-–---–მა შემდგომში გასხვისების განზრახვით, 2019 წლის 2 მარტს შპს ,,დ----------------–--------სგან’’ მოტყუებით, ანგარების მოტივით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იქირავა 370 კვ.მ. სამშენებლო ხარაჩო.

 

ამდენად, უტყუარად დადასტურებულია, რომ 2019 წლის 2 მარტს, დღის საათებში, ქ. თბილისში, დ--------------------–--–-------------ში ლ-----------–-–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა შპს ,,დ----------------–--------ის“ კუთვნილ 370 კვ.მ მეტრის მოცულობის ხარაჩოებს.

 

დანაშაული ჩადენილი დიდი ოდენობით

 

დაზარალებულის წარმომადგენელმა გ---–-----–-----მა განაცხადა, რომ შპს ,,დ----------------–--------მა“ 2011 წელს შეიძინა სამშენებლო ხარაჩოები, რომელშიც გადაიხადა 15 900 ლარი. აღნიშნული პერიოდიდან კომპანია სამშენებლო დგარებს აქირავებდა სხვადასხვა ორგანიზაციებზე თუ პირებზე. გ---–-----–-----ის განცხადებით, კომპანიას ლ-----------–-–---–ის ქმედებით მიადგა 13 000 ლარის მატერიალური ზიანი.

 

ანალოგიური ჩვენება მისაც სასამართლოს მოწმე თ---------------ემ.

 

სააპელაციო პალატამ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, აპელანტის საკვანძო არგუმენტები და მთლიანად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას, რომელმაც არ მიიჩნია სარწმუნოდ დაზარალებულის წარმომადგენლის გ---–-----–-----ის ჩვენება 370 კვ.მ სამშენებლო ხარაჩოს ღირებულების 13 000 ლარად განსაზღვრის თაობაზე. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნულ ეპიზოდში ბრალდების მხარემ შეძლო ამოეღო დანაშაულებრივად დაუფლებული ნივთი, მაგრამ მასზე არ ჩატარებულა სასაქონლო ექსპერტიზა, რაც გამოძიების ჩატარების არასრულყოფილებაზე მიუთითებს; საგულისხმოა ის ფაქტი, რომ დაზარალებულის ჩვენებით, ხარაჩოები შეძენილია 2011 წელს და მას შემდეგ კომპანია სამშენებლო დგარებს აქირავებდა სხვადასხვა ორგანიზაციებზე თუ პირებზე, რაც მოწმობს, რომ შეძენის შემდეგ ხარაჩოების გამოყენება ხდებოდა ხშირად, აღნიშნულით საეჭვო ხდება ხარაჩოების მდგომარეობა ლ-----------–-–---–ის მიერ მისი დაქირავებისას და ღირებულება, რამდენად შეესაბამებოდა დაზარალებულის მიერ განსაზღვრულს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამგვარ საეჭვო მოცემულობაში მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება არ არის საკმარისი ნივთის ღირებულების განსასაზღვრად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომელმაც უტყუარად დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბრალდებულ ლ-----------–-–---–ს დიდი ოდენობით დანაშაული არ ჩაუდენია, არამედ ჩაიდინა თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განაჩენი გასაჩივრებულია მათ შორის ლ-----------–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციის ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია თაღლითობისათვის, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებისთვის, დიდი ოდენობით. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სახეზე იყოს შემდეგი ელემენტები: ა) ნივთი, რომლის დაუფლებაც ხდება უნდა ეკუთვნოდეს სხვას და არა დანაშაულის ჩამდენ პირს; ბ) დამნაშავე მოტყუების გზით ეუფლება სხვის კუთვნილ მოძრავ ნივთს, რომელსაც მოტყუებული პირი თავისი ნებით გადასცემს დამნაშავეს ან თავისი ნებით უთმობს უფლებას ნივთზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მარტის #2104აპ-07 განჩინება). მოტყუება ეს არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. მოტყუება შეიძლება გამოიხატოს როგორც აქტიურ ქმედებაში, ისე პასიურში. მოტყუების ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქო სამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ოქტომბრის N83აპ-13 განაჩენი); და გ) დანაშაულის ჩამდენს უნდა ამოძრავებდეს აღნიშნული ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვის არსებობაში გამოიხატება. დამნაშავემ იცის, რომ მოტყუებით ეუფლება სხვის ქონებას. ამასთან, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებებია - რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და დიდი ოდენობით.

 

ასევე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის მიხედვით სსკ-ის 25-ე თავში (სადაც შედის 180-ე მუხლიც) მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით, ხოლო დიდ ოდენობად - 10000 ლარის ზევით.

 

ამდენად, ვინაიდან უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წლის 9 თებერვალს, დღის საათებში, ქ.თბილისში, მ--------–-------------ში ლ-----------–-–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ი/მ ,,ს--–-------------–---–ის“ კუთვნილ 250 ცალ 25 000 ლარად ღირებულ ლითონის კონსტრუქციის სამშენებლო დგარს. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ლ-----------–-–---–ის ქმედებაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

ამასთან, ვინაიდან უტყუარად ვერ დადასტურდა ლ-----------–-–---–ის მიერ შპს ,,დ----------------–--------ის“ ეპიზოდში თაღლითურად დაუფლებული ხარაჩოების ღირებულება შეადგენდა 13 000 ლარს, თუმცა უტყუარად დადგინდა, რომ 2019 წლის 2 მარტს, დღის საათებში, ქ.თბილისში, დ--------------------–--–-------------ში ლ-----------–-–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა შპს ,,დ----------------–--------ის“ კუთვნილ 370 კვ.მ მეტრის მოცულობის ხარაჩოებს, რითაც შპს ,,დ----------------–--------ს“ მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიადგა. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ლ-----------–-–---–ის ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე და იგი სწორედ ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ლ-----------–-–---–ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომთბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილი ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდანშვიდ წლამდე, ხოლო მე-3 ნაწილი - ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის განაჩენით ლ-----------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქ/პ და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 03 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, ჩაეთვალა პირობით, იმავე ხუთი წლის გამოსაცდელი ვადით. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს საფუძველს ლ-----------–-–---–ს სასჯელი შეეფარდოს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის განსაზღვრის წესით.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (სხვისი ქონების დაუფლება) ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (დამნაშავის მყარ სურვილს რეალობის განზრახ დამახინჯებით ჩაედინა არაერთი დანაშაული), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის დანაშაულები), მის პიროვნებას (დანაშაულები ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის ქვეშ, გამოსაცდელი ვადის დინებისას) და მიიჩნევს, რომ ლ-----------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ი/მ ,,ს--–-------------–---–ის“ ეპიზოდი) უნდა განესაზღვროს 7 (შვიდი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (შპს ,,დ----------------–--------ის“ ეპიზოდი) - 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად:

 

სამშენებლო დგარები, რომელიც ინახება თ---------------ესთან - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეებს.

 

სამშენებლო დგარების ამოღების ფოტოილუსტრაცია 01 დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს - შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული - აირის პისტოლეტი ბალონით, სამი ცალი მობილური ტელეფონი და პირადი ნივთები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ლ-----------–-–---–ის და მისი ადვოკატის ია თოდუას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განაჩენი;

 

ლ-----------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ი/მ ,,ს--–-------------–---–ის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

ლ-----------–-–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე (შპს ,,დ----------------–--------ის“ ეპიზოდი);

 

ლ-----------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (შპს ,,დ----------------–--------ის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ლ-----------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ლ-----------–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ-----------–-–---–ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით;

 

ლ-----------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმებულია;

 

ლ-----------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 03 მარტიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

- სამშენებლო დგარები, რომელიც ინახება თ---------------ესთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს;

- სამშენებლო დგარების ამოღების ფოტოილუსტრაცია 01 დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

- ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული - აირის პისტოლეტი ბალონით, სამი ცალი მობილური ტელეფონი და პირადი ნივთები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი