განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №120100119002967395
საქმე №1ბ/1439-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
ვახტანგ მრელაშვილი
სხდომის მდივნები ლელა ბახტაძე და გიორგი ჩუბინიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: მ-------------–---–ი.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: გ--–----- მ---------ი, დაბადების თარიღი: 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, მცხოვრები: ნ----–----------------, სოფელი ფ----.
ადვოკატი - ა---------–-----–--–---–ი.
თარჯიმანი: თ------------------ი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
სასჯელი:
დანაშაულთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ--–----- მ---------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა---------–-----–--–---–მა. აპელანტმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილებების შეტანა და გ--–----- მ---------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილზე ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება. აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინა----ნ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ გ--–----- მ---------ის ბრალეულობას. განაჩენში მითითებულია, რომ გ--–----- მ---------მა განზრახ, შურისძიების მოტივით მოკლა ხ-–-- ტ-----------, ვინა----ნ ამ უკანასკნელმა ხუთი თვის წინ სცემა და სხეულის დაზიანება მიაყენა გ--–----- მ---------ს. აღნიშნული მსჯელობა არის არასწორი, ვინა----ნ ადამიანებს შორის ანალოგიური ჩხუბი ხდება ყოველდღე, თუმცა ამის გამო ერთმანეთს არ კლავენ. გარდა ამისა, მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით ხ-–-- ტ-----------ს საქმის განხილვისას, გ--–----- მ---------ს მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა არ მოუთხოვია, რაც გამორიცხავს მისი მხრიდან შურისძიების მოტივის არსებობას. აპელანტს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ 2018 წლის 7 ივლისიდან 3 დეკემბრამდე პერიოდში გ--–----- მ---------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხ-–-- ტ-----------ს ან მისი ახლობლების მიმართ მუქარას ან საქმის გარჩევას. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილ იქნა, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს სწორედ ხ-–-- ტ----------- მიიჭრა გ--–----- მ---------თან საქმის გასარჩევად. ხ-–-- ტ----------- მიდიოდა პრობაციის სამსახურში ხელის მოსაწერად, მაგრამ მან მოულოდნელად შეიცვალა მოძრაობის მიმართულება, წინ დახვდა საბავშვო ბაღში ბავშვის გამოსაყვანად მისულ გ--–----- მ---------ს და დაუწყო მუქარით თავდასხმა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მარშრუტი რაც სახლიდან საბავშვო ბაღში მისასვლელად გაიარა გ--–----- მ---------მა, ფეხით მოსიარულისთვის არის პირდაპირი და უმოკლესი მონაკვეთი, ხოლო ხ-–-- ტ----------მა იმ ადგილამდე მისასვლელად შეიცვალა მოძრაობის მიმართულება და გაიარა კილომეტრზე მეტი მანძილი. ამ ადგილთან აწ გარდაცვლილს არაფერი ესაქმებოდა. სასამართლომ სწორად არ შეაფასა ხსენებულ პირთაგან რომელი იყო თავდამსხმელი. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გასროლის შემდეგ, აფექტში მყოფმა გ--–----- მ---------მა თავად დარეკა 112-ში. ფონოგრაფიული ექსპერტიზის დასკვნით კი, დადგენილია, რომ გ--–----- მ---------ი სწორედ მისი შვილის ბედით იყო შეშფოთებული და კითხულობდა სად იყო ა------- რადგან ხ-–-- ტ----------- მას სწორედ ოჯახის განადგურებით ემუქრებოდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე არაჯეროვნად შეააფასა დანაშაულის ჩადენის დრო, ადგილი და კონფლიქტის მონაწილე მხარეების გადაადგილების მარშრუტი. მოცემულ შემთხვევაში გ--–----- მ---------ი სწორედ ხ-–-- ტ-----------ს თავდასხმის გამო აღმოჩნდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რადგან თავს დაესხა გ--–----- მ---------ს, რომელიც ჯერ კიდევ იმყოფებოდა მძიმე ტრავმის შემდგომ მდგომარეობაში, რის გამოც თავდამსხმელს ვერ გაუწევდა წინააღმდეგობას. მან ასევე იცოდა ხ-–-- ტ-----------ს დაუნდობელი ხასიათის შესახებ, ამიტომ მას ჰქონდა რეალური საფუძველი, რომ დაეცვა არა მარტო საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, არამედ შვილიც. ბრალდების მხარის პოზიციით, გ--–----- მ---------ი მკვლელობის მომენტამდე იარაღს თან არ ატარებდა, კონფლიქტის დროს შევიდა სახლში და თავდასხმელის დაშინების მიზნით გამოიტანა იარაღი. აპელანტის განმარტებით, ერთჯერადი მოქმედება - სახლიდან იარაღის გამოტანა არ იძლევა ქმედების იარაღის განზრახ ტარებად დაკვალიფიცირების შესაძლებლობას, ვინა----ნ ამ ერთჯერადი წუთიერი მოქმედების მიზანი მიმართული იყო მხოლოდ თავდაცვისკენ, რაც გამორიცხავს იარაღის ტარებას. დაცვის მხარე თვლის, რომ ბრალდების მხარეს არ წარუდგენია გ--–----- მ---------ზე თავდასხმისას ხ-–-- ტ-----------ს თანნაქონი დანა, რომლის მოპოვება დაცვის მხარისთვის მტრულად განწყობილ სოფელში შეუძლებელი იყო. გარდა ამისა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გ--–----- მ---------ის მოქმედების დრო ემთხვევა ბავშვის გამოყვანის დროს, შესაბამისად იგი მითითებულ ადგილზე მისული არ ყოფილა დანაშაულის ჩასადენად და არც შეიძლებოდა საბავშვო ბაღის წინ დაეგეგმა ხ-–-- ტ-----------ს მკვლელობა. პირიქით, ეს უკანასკნელი თავის დროზე არ დაისაჯა სათანადოდ გ--–----- მ---------ისთვის მიყენებული დაზიანებებისთვის და მუდმივად განაგრძობდა მის ოჯახზე ზეწოლას, რამაც გ--–----- მ---------ი ჩააყენა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. აპელანტმა ასევე განმარტა, რომ სააპელაციო პალატამ კრიტიკულად უნდა შეაფასოს ყველა ექსპერტიზის დასკვნა, რომლებიც არის წინააღმდეგობრივი და არ იძლევა ობიექტურ სურათს, ვინა----ნ ექსპერტებს არ წარედგინა ყველა მტკიცებულება, კერძოდ მათ არ წარედგინათ 2013 წლის ზაფხულში, გ--–----- მ---------ის ოჯახზე ჯგუფური თავდასხმის სისხლის სამართლის საქმე. ხ-–-- ტ----------- წლების განმვლობაში იყო ჯგუფური დანაშაულის მონაწილე და ისინი მ---------ების ოჯახის წინააღმდეგ მიმართავდნენ უწყვეტ ტერორს რელიგიური, პიროვნული და სხვა მოსაზრებით, რასაც თან ახლდა სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებელ პირთა სრული უმოქმედობა და დამნაშავეთა მფარველობა. აღნიშნული გარემოებები გ--–----- მ---------ს და მისი ოჯახის წევრებს მუდმივად ამყოფებდა შიშის ქვეშ და აიძულებდა მათ საკუთარი ძალებით დაეცვათ თავი. არასწორია ექსპერტების შეფასება, თითქოსდა გ--–----- მ---------ი შემთხვევის დროს არ იმყოფებოდა სულიერი აღელვების მდგომარეობაში და არ მოქმედებდა თავდაცვითი ინსტიქტით. გ--–----- მ---------ი შემთხვევის დროს იყო შეშინებული, რადგან მას ემუქრებოდნენ სახლის გადაწვით და შვილის მოკვლით. მან იარაღი გამოიტანა არა ვინმეს მოსაკლავად, არამედ ხ-–-- ტ-----------ს დასაშინებლად, თუმცა ვერ მოზომა და მისდაუნებურად განხორციელდა იარაღიდან მრავლობითი გასროლა. ის რომ გ--–----- მ---------ზე ნამდვილად ხორციელდებოდა მუქარა, დასტურდება შემდეგ განვითარებული მოვლენებითაც, როდესაც დამნაშავეთა ჯგუფმა ცეცხლი წაუკიდა მ---------ების სახლს და სცადეს მისი ოჯახის ამოწვა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტმა მოითხოვა გ--–----- მ---------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილზე ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება და მისთვის სასჯელის შემცირება. ამასთან ითხოვა, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც ს--–-------------- საოლქო პროკურატურის პოკურორმა მ-------------–---–მა მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს--–-------------- საოლქო პროკურატურის პოკურორმა მ-------------–---–მა. აპელანტმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და გ--–----- მ---------ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება, შემდეგ გარემოებათა გამო: პირველი ინსტანციის სასამართლოზე სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ--–----- მ---------მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება. აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან დანიშნული სასჯელი ვერ იქნება შემაკავებელი ხასიათის და ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სასჯელის მიზნებს. სასამართლომ არ გაითვალისწინა დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიცია, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ასევე ბრალდებულის პიროვნება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტმა მოითხოვა გ--–----- მ---------ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა გ--–----- მ---------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა---------–-----–--–---–მა მხარი დაუჭირეს მათ მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება. ამასთან, მოითხოვეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდების მხარემ მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. ამასთან, მოითხოვა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სასამართლომ დაადგინა:
გ--–----- მ---------მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა. მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 03 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათიდან - 15:00 საათამდე პერიოდში ნ----–-------------–----–-------- სოფელ ფ----ში მდებარე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ--–----- მ---------მა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მისი კუთვნილი T-------------- მოდელის, 9x19 კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ხ-–-- ტ----------ს გულმკერდის და სახის არეში მიაყენა ცეცხლნასროლი ჭრილობები, რის შედეგად ხ-–-- ტ----------- გარდაიცვალა.
2018 წლის 03 დეკემბერს, დღის საათებში გ--–----- მ---------ი ნ----–----------------ს სოფელ ფ----ში გადაადგილდებოდა და მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის სახელზე შენახვის უფლებით რეგისტრირებულ T-------------- მოდელის, T--------------- 9x19 კალიბრის ცეცხლსასროლ იარაღს, რაც იმავე დღეს 14:50 საათზე, ქ--–--------–--------კენ მიმავალ საავტომობილო გზაზე მისი პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
ახალციხის რიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენით გ--–----- მ---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ--–----- მ---------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად გნესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულმა გ--–----- მ---------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ იგი დაკავებულია სოფლის მეურნეობით. ოჯახს აქვს ფერმა და ჰყავს ცხვრის ფარა, რომელიც წაყვანილი ჰყავდათ მარნეულში. პირველ ან ორ დეკემბერს ის და მამამისი - ლ----- მ---------ი ნათესავის დაკრძალვაზე მარნეულიდან ჩავიდნენ სოფელში. შემდეგ კი, უნდა დაბრუნებულიყვნენ უკან. სამ დეკემბერს, იგი სოფლის ცენტრის გავლით წავიდა საბავშვო ბაღიდან ბავშვის გამოსაყვანად. სანამ საზოგადოებრივ ცენტრამდე მივიდოდა შევიდა მაღაზიაში, იქედან გამოსულს კი, შეხვდა ხ-–-- ტ-----------, რომელმაც დაუწყო დაცინვა, რამდენეჯერმე ესროლა სიგარეტის ნამწვი, მიაყენა შეურაცხყოფა და უთხრა, რომ ,,ყოველთვის მე გამცირებდი, შენ დამცირებული ხარ და კიდევ მოხვედი და შემხვდიო“. ეს სიტყვები ხ-–-- ტ----------ს ადრეც არაერთხელ უთქვამს მისთვის. იმ დროს მათ შორის ფიზიკურ შეხებას, ჩხუბს და დარტყმას ადგილი არ ჰქონია. იგი ხ-–-- ტ----------თან იდგა ძალიან ახლოს და შეეხო თუ არა მას არ ახსოვს. ამასთან, ხ-–-- ტ-----------ს სიტყვების გამო იყო ძალიან აღელვებული და ვერ აკონტროლებდა თავს. როგორ მივიდა სახლში და გამოიტანა ცეცხლსასროლი იარაღი - არ ახსოვს. საბავშვო ბაღში წასვლისას, მას ეს იარაღი თან არ ჰქონდა, ინახავდა სახლში. ხ-–-- ტ----------თან შეხვედრის შემდეგ კი, იყო ცუდ მდგომარეობაში, ვერ აკონტროლებდა თავს და ტირილით წავიდა სახლისკენ, სავარაუდოდ ავიდა მეორე სართულზე, რადგან იარაღს ინახავდა იქ. შემდეგ როგორც ახსოვს წავიდა ისევ საბავშვო ბაღში. მას კვლავ შეხვდა ხ-–-- ტ-----------, რომელმაც დაუწყო დაცინვა. ამასთან, ეს უკანასკნელი ხსნიდა და კეცავდა დიდი ზომის დასაკეც დანას და აშინებდა. მას არ სურდა, ესროლა იარაღიდან ხ-–-- ტ-----------სთვის, უბრალოდ უნდოდა შეშინება, თუმცა როგორ და რამდენჯერ ესროლა არ ახსოვს. მას აწ გარდაცვლილმა მიმართა ცუდი სიტყვებით, ახსენებდა 7 ივლისის ფაქტს და ეუბნებოდა, რომ როდესაც მისი დარტყმის შედეგად ძირს ეგდო გათიშული იგი მას ექცეოდა გარყვნილად. გ--–----- მ---------ის განმარტებით, ამ ფაქტის შემდეგ მას და მის ოჯახს სურდათ დაეტოვებინათ სოფელი და წასულიყვნენ. ამ პერიოდის განმავლობაში, ხ-–-- ტ-----------ს მხრიდან მუქარის შესახებ მას პოლიციაში არ განუცხადებია, რადგან მისი სასიკვდილოდ ცემისთვის ამ უკანასკნელს მხოლოდ პირობითი სასჯელი განუსაზღვრეს. ხ-–-- ტ----------- განაგრძობდა მუქარას და ეუბნებოდა, რომ ვინა----ნ მის გამო პირობითი ,,აიკიდა“, მოკლავდა და გადაუწვავდა სახლ-კარს. გ--–----- მ---------მა განმარტა, რომ ხ-–-- ტ-----------სთვის სროლის შემდეგ, თავადვე დარეკა 112-ში, რის შემდეგაც რა მოიმოქმედა - არ ახსოვს. მისივე განმარტებით, მათ შორის კონფლიქტი დაიწყო 2013 წელს, რაც დაკავშირებული იყო იმასთან რომ ისინი იყვნენ მართლმადიდებლები და ეხმარებოდნენ საპატრიარქოს. ამასთან, ადგილი ჰქონდა მამამისის და მათი მწყემსის ცემის ფაქტს. 2018 წლის ივლისში, მასსა და ხ-–-- ტ----------ს შორის მომხდარი კონფლიქტის მიზეზი იყო ის, რომ ეს უკანასკნელი დასცინოდა და ეუბნებოდა დამამცირებელ სიტყვებს. პირველი კონფლიქტის შემდეგ, იგი იწვა თბილისში საავადმყოფოში, შემდეგ კი ორი თვის განმავლობაში სახლში მკურნალობდა. მოგვიანებით, სოფელ ა-------–- ცხვარის საძოვარზე ყოფნისას, ხ-–-- ტ----------მა გაიარა მანქანით და ფანჯრიდან ესროლა ბოთლი და მიმართა უშვერი სიტყვით. მას პოლიციაში ხ-–-- ტ-----------ს ქმედებების შესახებ არ განუცხადებია, რადგან ფიქრობდა, რომ ეს ყველაფერი გაივლიდა, ამასთან, შესაძლებელი იყო, რომ ხ-–-- ტ----------- ამის გამო მხოლოდ დაეჯარიმებინათ, რის გამოც უფრო მტრულად განეწყობოდა მის მიმართ. როდესაც ხ-–-- ტ----------- დააკავეს მისი ცემის გამო, ეს უკანასკნელი ემუქრებოდი სახლ-კარის და ოჯახის განადგურებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
მოწმე ა---- მ---------ის ჩვენებით ირკვევა, რომ გ--–----- მ---------ი არის მისი შვილი. 2018 წლის 3 დეკემბერს დილით, იგი მეზობელთან ერთად წავიდა მაღაზიაში, რა დროსაც დაურეკა მეუღლემ - ლ----- მ---------მა და უთხრა სასწრაფოდ მისულიყო სახლში. მუღლეს ჰქონდა უცნაური ტონი, ამიტომ შეეშინდა და გაიქცა სახლში, სადაც იმყოფებოდა მისი რძალი - ო-–--------------ი, გ--–----- მ---------ი კი წასული იყო ბავშვის საბავშვო ბაღიდან გამოსაყვანად. ის და მისი რძალი ბავშვთან ერთად ჩაიკეტნენ სახლში, რა დროსაც მათთან მივიდა ნ-----------------ი, რომელმაც იკითხა, რატომ იყვნენ ჩაკეტილები. მან ხსენებულ პირს აუხსნა, რომ კარი ჩაკეტეს მეუღლის მითითებით. შემდეგ მათთან მივიდნენ ლ--------------–---- მ---------ები, რომლებმაც უთხრეს, რომ სოფელში იყო არეულობა. ცოტა ხანში საბავშვო ბაღის აღმზრდელმა ჭიშკართან მიიყვანა მისი შვილიშვილი. მათთან ასევე მივიდა პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც უთხრა, სასწრაფოდ დაეტოვებინათ სახლი. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ ხ-–-- ტ----------ს ფეხში ესროლა გ--–----- მ---------მა. ხ-–-- ტ----------- მუდმივად ემუქრებოდა და ჩაგრავდა გ--–----- მ---------ს. მისი აზრით სწორედ ამის გამო მოხდა ეს დანაშაული. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ გ--–----- მ---------ს ჰქონდა იარაღი და მოწმობა, რასაც ინახავდა სეიფში. ლ----- მ---------ს კი, საქონლის დასაცავად ჰქონდა სანადირო თოფი. მან თავად ნახა ზაფხულში ხ-–-- ტ-----------ს მიერ ნაცემი გ--–----- მ---------ი, რომელიც სისხლიანი ეგდო ასფალტზე და იყო კომაში. მას შვილმა უამბო, რომ ხ-–-- ტ----------- ემუქრებოდა, თუმცა მათ მუქარის შესახებ სამართალდამცავი ორგანოსთვის არ მიუმართავთ. მოწმის განმარტებით, მათი ოჯახი 2013 წლიდან ცხოვრობდა შიშით. ზაფხულში ხ-–-- ტ----------ს და გ--–----- მ---------ს შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, ამ უკანასკნელის შვილი საბავშვო ბაღიდან ყოველთვის გამოჰყავდათ ლ----- მ---------ს ან გ--–----- მ---------ს, ო-–--------------ს არ გამოჰყავდა იმიტომ, რომ იყო შეშინებული, ამასთან, დაკავებული იყო ოთხი თვის ბავშვის მოვლით. ამ პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდნენ შიშით, რის გამოც კარი მუდამ ჩაკეტილი ჰქონდათ. შემთხვევის დღეს ლ----- მ---------ი წასული იყო სამძიმარზე, ამიტომ ბავშვის ბაღიდან გამოსაყვანად წავიდა გ--–----- მ---------ი. იმ საღამოს გ--–----- მ---------ი აპირებდა ცხვარში წასვლას. მოწმის განმარტებით, მან ორჯერ ნახა შვილი საპყრობილეში, რა დროსაც ამ უკნასკნელმა უთხრა, რომ ემუქრებოდნენ სახლის გადაწვით.
მოწმე ო-–--------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ გ--–----- მ---------ი არის მისი ქმარი, რომელმაც 2018 წლის 3 დეკემბერს, დაახლოებით დილის 9 საათზე საქონელი წაიყვანა საძოვარზე და ნახევარ საათში დაბრუნდა უკან. დაახლოებით სამის ნახევარზე ან სამ საათზე სახლში მივიდა დედამთილი - ა---- მ---------ი, რომლისთვისაც დაურეკავს ლ----- მ---------ს და უთქვამს სასწრაფოდ მისულიყო სახლში და ჩაეკეტა კარი. ამ დროს გ--–----- მ---------ი წასული იყო შვილის საბავშვო ბაღიდან გამოსაყვანად. ამის შემდეგ მათთან სახლში მივიდნა ნ-----------------ი, რომელმაც თქვა, რომ მოხდა ჩხუბი. მოგვიანებით, კი მათთან მიცვიდნენ ლ--------------–---- მ---------ები, რომლებმაც უთხრეს, რომ გ--–----- მ---------მა და ხ-–-- ტ----------მა იჩხუბეს. მოწმის გამარტებით გ--–----- მ---------ს ჰქონდა იარაღი, თუმცა როდის შეიძინა მისთვის უცნობია. მანვე განმარტა, რომ 2013 წლიდან დაიწყო მათი ოჯახის დევნა, შურდათ მათი ქონებრივი მდგომარეობის და ავიწროვებდნენ. მას გ--–----- მ---------ი ეუბნებოდა, რომ ემუქრებოდნენ. ბოლოს ნათესავის გასვენებისთვის სოფელში ჩასულმა მეუღლემ უთხრა, რომ ჯობდა საქონელი გადაეყვანათ, წაეყვანათ ბავშვებიც და წასულიყვნენ თბილისში ან მარნეულში, ამის მიზეზი კი იყო ის, რომ ზღუდავდნენ და არ აცდიდნენ ცხოვრებას, იყვნენ მუდმივი წნეხის ქვეშ. როგორც გ--–----- მ---------ისგან იცის, სურდათ მათი სახლ-კარის გადაწვა, ამასთან, როდესაც ეს უკანასკნელი იყო ფარაში, მიდიოდნენ უცნობი პირები, რომლებიც ესროდნენ ბოთლებს, აშინებდნენ და ემუქრებოდნენ. იმ დროს, როდესაც მათთან სახლში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, მათთვის უკვე ცნობილი იყო, რომ ხ-–-- ტ----------- იყო გარდაცვლილი. მოწმის განმარტებით, გ--–----- მ---------ი პოლიციაში თავისით მივიდა და ჩაბარდა. მანვე აჩვენა, რომ მათ ოჯახს ჰყავდა ძალიან ბევრი მტერი, რის გამოც სულ შიშში ცხოვრობდნენ.
მოწმე ლ----- მ---------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს დაახლოებით ორ საათზე შვილიშვილის საბავშვო ბაღში ესწრებოდა მშობელთა კრებას, რა დროსაც დაურეკა შვილმა - გ--–----- მ---------მა და უთხრა, რომ რაღაც მოხდა. მან მაშინვე დატოვა მშობელთა კრება და მანქანით წავიდა სახლში. სახლში მისულმა დაინახა, რომ ეზოს ჭიშკარი იყო ღია, ეზოში მყოფ გ--–----- მ---------ს კი, ხელში ეკავა იარაღი და ეზოში დადიოდა დაბნეული. მას შვილმა უთხრა, რომ მოკლა ხ-–-- ტ-----------. მან ჯიბიდან ამოიღო ტელეფონი, რათა დაერეკა 112-ში. აღნიშნულზე გ--–----- მ---------მა უთხრა, რომ მას უკვე დარეკილი ჰქონდა. ასევე სთხოვა, იქედან წაეყვანა, რადგან სახლს გადაუწვავდნენ და ა------ს მოკლავდნენ. მან სცადა გ--–----- მ---------ის დამშვიდება, უთხრა, რომ პოლიციელები მივიდოდნენ და ყველაფერი იქნებოდა კარგად, მაგრამ გ--–----- მ---------ი ვერ წყნარდებოდა. რის გამოც მან შვილი ჩაისვა მანქანაში და წავიდა გ----–- მდებარე პოლიციის განყოფილებაში. გზიდან დაურეკა მეუღლეს - ა---- მ---------ს და უთხრა ჩაეკეტა სახლის კარი და დალოდებოდა პოლიციელების მისვლას. იმ დროს გარდაცვლილის გვამი შემთხვევის ადგილიდან უკვე გადაყვანილი ჰყავდათ, ამიტომ ეშინოდა გარდაცვლილის ნათესავები არ შეხვედროდნენ და მათთვის რამე არ დაეშავებინათ. პოლიციის განყოფილებასთან იდგა პოლიციის ავტომანქანა ,,პიკაპი“. მან გ----- პოლიციის უფროსს სთხოვა წაყოლოდა და გ--–----- მ---------ი ჩაეყვანათ ნ----–------–-. მისი მიზანი იყო გ--–----- მ---------ი ცოცხალი და უვნებელი მიეყვანა პოლიციის განყოფილებაში. ასევე ეშინოდა, რომ სახლში მყოფი შვილიშვილისთვის რამე არ დაეშავებინათ. იგი კვლავ ჩაჯდა ავტომანქანაში და წავიდა ნ----–-----ის მიმართულებით, უკან გახედვისას კი დაინახა, რომ ე------- მას არ გაჰყვა და წავიდა ფ----- მიმართულებით. ის და გ--–----- მ---------ი მივიდნენ სოფელ ა-----------, სადაც გზის მარჯვენა მხარეს იდგა სასწრაფო დახმარების ავტომანქანა და შეკრებილი იყო სოფელ ფ----- მაცხოვრებლები, დაახლოებით 50-100 ადამიანი. მან სწრაფად ჩაუარა მათ და განაგრძო გზა, რა დროსაც შეხვდა პოლიციის ,,პიკაპი“, რომელმაც ფარებით ანიშნა გაჩერებულიყო, აღნიშნული ავტომანქანის საჭესთან იჯდა ნ----–-----ის საგამოძიებო განყოფილების უფროსის მოადგილე. მოწმის განმარტებით, მას გ--–----- მ---------ი ეჯდა გვერდით, ტელეფონი და იარაღი კი იდო მანქანის ,,პანელზე“, ,,ბარდაჩოკის“ ქვეშ მდებარე თაროზე. პოლიციის უფროსმა გ--–----- მ---------ი გადაიყვანა მანქანიდან და ჩასვა ,,პიკაპის“ ავტომანქანაში. შემდეგ ტილოთი აიღო იარაღი და ტელეფონი, ჩაჯდა იმავე ავტომანქანაში და წავიდნენ ნ----–-----ის მიმართულებით. იგი აღნიშნულ ავტომანქანას გაჰყვა უკან. საბოლოოდ გ--–----- მ---------ი მიიყვანეს ა---–---–--–- მდებარე პოლიციაში, რის შემდეგაც იგი აღარ უნახავს. მოწმის განმარტებით, გ--–----- მ---------ს საკუთრებაში ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, შენახვის უფლებით. მას სულ ორჯერ აქვს ნანახი შვილის იარაღი. პირველად - შეძენის შემდეგ და მეორედ - შემთხვევის დღეს. გ--–----- მ---------ი იარაღს არასდროს ატარებდა. მათ ოჯახს ჰყავდა მტრები, რომლებმაც ხ-–-- ტ----------- გამოიყენეს იარაღად. მოწმემ განმარტა, რომ 2013 წელს მან ააშენა ეკლესია, რასაც მოჰყვა დაპირისპირება და ამის გამო შეიძინა მტრები. 2018 წლის 7 ივლისს, სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, გაემართა სასაფლაოსკენ, სადაც დაინახა სისხლის გუბე და მასთან შეკრებილი რამდენიმე ადამიანი. იქვე ეგდო გ--–----- მ---------ი. მას გ--–-----ი ეგონა გარდაცვლილი. როგორც მისთვის ცნობილი გახდა, გ--–----- მ---------ი ცემა ხ-–-- ტ----------მა. რის გამოც ეს უკანასკნელი გაასამართლეს. მისი შვილმა - გ--–----- მ---------მა მიიღო განათლება, არის მდიდარი ადამიანი და აქვს ფერმა. მოწმის განმარტებით, მას საქართველოს დატოვება მოსთხოვეს, რაზეც უარი განაცხადა, ამიტომ გადაუწვეს სახლ-კარი. დღეის მდგომარეობით, ის და მისი პატარა შვილიშვილები არიან დაცვის პროგრამაში ჩართულები.
მოწმე ა----------------–---ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს, ნ----–------–- მდებარე საავადმყოფოში მისულმა შეიტყო, რომ გ--–----- მ---------მა ესროლა ხ-–-- ტ----------ს, რის გამოც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. თავად სროლის ფაქტს არ შესწრებია და არც ამის მიზეზი იცის. მისთვის ცნობილია, რომ ამ ფაქტამდე გ--–----- მ---------მა და ხ-–-- ტ----------მა იჩხუბეს, რის გამოც გ--–----- მ---------ი გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა ჩხუბის მიზეზი არ იცის. მოწმის განმარტებით, გ--–----- მ---------ი არის ნორმალური და შრომისმოყვარე ადამიანი, რომელიც ეხმარებოდა ყველას ვისაც დახმარება სჭირდებოდა.
მოწმე ვ-----–-------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ ხ-–-- ტ----------- იყო მისი ცოლის ძმა, რომელმაც უამბო 2018 წლის ზაფხულში გ--–----- მ---------თან მომხდარი კონფლიქტის შესახებ, კერძოდ უთხრა, რომ ერთხელ მიდიოდა მანქანით, რომლის მინაც ჰქონდა ჩაწეული და რა დროსაც მას დაარტყა გ--–----- მ---------მა. იგი გადმოვიდა ავტომანქანიდან და სცემა გ--–----- მ---------ი. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ხ-–-- ტ----------- გაასამართლეს და მისცეს პირობითი სასჯელი. 2018 წლის 3 დეკემბერს, ის და ხ-–-- ტ----------- იყვნენ ტბაზე. პირველ საათზე დაბრუნდნენ ფ----ში. მან ხ-–-- ტ----------- დატოვა სახლთან და თავადაც წავიდა სახლში. დაახლოებით ორი საათის შემდეგ, მას დ-------------------–---მა უთხრა, რომ ხ-–-- ტ----------ს ესროლა გ--–----- მ---------მა. მან დაურეკა სიმამრს ვ------–-- ტ----------ს და ისინი ერთად წავიდნენ მანქანით. სოფლის ცენტრთან შეკრებილი იყო ბევრი ადამიანი, ადგილზე იყო პოლიციაც. ხ-–-- ტ----------- იყო უკვე გარდაცვლილი. მოწმის განმარტებით, ხ-–-- ტ----------ს კონფლიქტი არავისთან ჰქონია.
მოწმე ვ------–-- ტ-----------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ხ-–-- ტ----------- იყო მისი შვილი. 2018 წლის 3 დეკემბერს ის და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ სახლში, ხ-–-- ტ----------- კი სიძესთან - ვ-----–------------თან ერთად წასული იყო სათევზაოდ. დაახლოებით პირველ საათზე, ხ-–-- ტ----------- დაბრუნდა სახლში, გამოიცვალა და ხელის მოსაწერად წავიდა ნ----–------–- მდებარე პრობაციის ბიუროში. მის შვილს ჰქონდა პირობითი სასჯელი გ--–----- მ---------თან ჩხუბის გამო. მოგვიანებით, მას დაურეკა სიძემ ვ-----–------------მა და უთხრა, რომ გ--–----- მ---------მა ესროლა ხ-–-- ტ----------ს და სასწრაფოდ მისულიყო ნ----–-----ის სამედიცინო ცენტრში, სადაც მისვლისას მისი შვილი უკვე გარდაცვლილი იყო. როგორც მისთვის ცნობილია, ხ-–-- ტ----------- და გ--–----- მ---------ი პირველი ჩხუბის შემდეგ ერთმანეთს არ შეხვედრიან.
მოწმე რ------ ტ-----------ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს, დაახლოებით 14:30-15:00 საათამდე პერიოდში ბრუნდებოდა სოფელში, რა დროსაც გზაში შეხვდა ბევრი მანქანა და ხალხი. იგი დაინტერესდა რა ხდებოდა, ამიტომ გადავიდა და ნახა, რომ წითელ ფორდში ესვენა ხ-–-- ტ----------- და შეიტყო, რომ ამ უკანასკნელს ესროლა გ--–----- მ---------მა. მისთვის ცნობილია, რომ 2018 წლის 3 დეკემბრამდე გ--–----- მ---------სა და ხ-–-- ტ----------ს შორის მოხდა ჩხუბი, კერძოდ, იგი საღამო ხანს მიდიოდა ავტომანქანით, რა დროსაც დაინახა ორი პირი, რომელთაგან ერთი ეგდო ძირს, მეორე კი იყო ჩაკუზული. მიახლოებისას იკითხა რა ხდებოდა, რაზეც ხ-–-- ტ----------მა უთხრა ,,გ--–-----ას ვეჩხუბეო“.
მოწმე ნ------------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს, დილის საათებში იმყოფებოდა ფ----- ცენტრში მდებარე ლიბერთი ბანკში, სადაც შეხვდა ხ-–-- ტ-----------, თუმცა არ ახსოვს ეს უკანასკნელი როდის გავიდა ბანკიდან. მოგვიანებით გაიგო დენთის აფეთქების ხმა. დახლოებით 10 წუთის შემდეგ გავიდა გარეთ და დაინახა, ძირს დაგდებული ხ-–-- ტ-----------, რომელსაც ცხვირზე ჰქონდა რაღაც ნაკაწრივით და ხრიალებდა, სხვა დაზიანებები მას არ შეუნიშნავს. იქვე იყვნენ უ--- და მ----------------–------, რომლებმაც ხ-–-- ტ----------- ჩასვეს მანქანაში. მოგვიანებით გაიგო, რომ ხ-–-- ტ----------ს ესროლა გ--–----- მ---------მა.
მოწმე უ--- ა------–---ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს იმყოფებოდა. მ----------- ა------–---თან ერთად, რა დროსაც ნახეს, რომ ცენტრში შეკრებილი იყო ხალხი. ისინი მივიდნენ ამბის გასაგებად, რა დროსაც ნახეს, რომ ხ-–-- ტ----------- იწვა ზურგზე. მათ იგი ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს საავადმყოფოში. ხ-–-- ტ----------ს დაჭიმული ჰქონდა ხელები და ხრიალებდა, სახეზე კი ჰქონდა ნასროლი. მან დარეკა 112-ში და უთხრა, რომ მიდიოდნენ და დახვედროდნენ გზაზე. მათ გზად შეხვდათ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა ექიმმა თქვა რომ ხ-–-- ტ----------- იყო უკვე გარდაცვლილი. იგი ხ-–-- ტ-----------ს დაჭრის ფაქტს არ შესწრებია, მაგრამ სხვებისგან გაიგო, რომ მას ესროლა გ--–----- მ---------მა. გ--–----- მ---------სა და ხ-–-- ტ----------ს შორის ამ ფაქტამდე არსებულ კონფლიქტის თაობაზე მისთვის უცნობია. მოწმის განმარტებით, გ--–----- მ---------ი არის ნორმალური ადამიანი და იგი იარაღით არასდროს უნახავს.
მოწმე ლ--–-------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი არის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელი. 2018 წლის 3 დეკემბერს, 112-ის სამსახურში შევიდა შეტყობინება, რომლითაც ირკვეოდა, რომ სოფელ ფ----ში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ადამიანი წითელი ფერის ,,ფორდის“ მარკის ავტომანქანით მიჰყავდათ საავადმყოფოში. ისინი გავიდნენ მათ შესახვედრად. გზად შევხვდათ შეტყობინებაში მითითებული ავტომანქანა, რომელსაც ფარებით ანიშნეს გაჩერებულიყვნენ. დაჭრილი პირი იწვა ავტომანქანის უკანა სავარძელზე, რომელიც გასინჯეს, თუმცა სასიცოცხლო მაჩვენებლები არ აღენიშნებოდა. გარდაცვლილს ცხვირთან ჰქონდა ნახვრეტი. აღნიშნულ პირს ეცვა ქურთუკი და თავზე ეფარა კაპიშონი. კაპიშონის გადაწევისას ნახა, რომ იყო სისხლიანი, კერძოდ იყო თავის ქალის ძვლები და რაღაც პატარა საგანი, რომელიც როგორც შემდეგ გაიგო ყოფილა მასრა ან ვაზნა.
მოწმე ე-------------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის დეკემბრის თვიდან მუშაობს გ----- პოლიციის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 2018 წლის 3 დეკემბერს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც განყოფილების სამორიგეო ნაწილში, 112-ის ოპერატორისაგან შევიდა შეტყობინება, რომ სოფელ ფ----ში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა ხ-–-- ტ-----------. მალევე შევიდა მეორე შეტყობინება, რომ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ხ-–-- ტ----------- წითელი ფერის ,,ფორდის“ მარკის ავტომანქანით მიჰყავდათ ნ----–-----ის საავადმყოფოში. იგი ოპერატიულ ჯგუფთან ერთად, შეტყობინების შესვლისთანავე გავიდა განყოფილებიდან და დეტალების გასარკვევად აპირებდა ფ----- მიმართულებით წასვლას, რა დროსაც შენიშნა, ფ----- მხრიდან მომავალი ლ----- მ---------ის თეთრი ფერის ავტომანქანა. დანახვისთანავე გაუჩნდა ეჭვი, რომ აღნიშულს შეიძლება კავშირი ჰქონოდა დაჭრის ფაქტთან. აღნიშნული მანქანა მოდიოდა დიდი სიჩქარით. მან გააჩერა მანქანა და ნახა, რომ მანქანაში ისხდნენ ლ----- მ---------ი და მისი შვილი - გ--–----- მ---------ი. ლ----- მ---------მა უთხრა, რომ შვილი მიჰყავდა ნ----–-----ის პოლიციაში. მას კიდევ უფრო გაუმძაფრდა ეჭვი, რომ შესაძლოა ამ პირებს რამე კავშირი ჰქონდათ მომხდართან, ამიტომ სამსახურებრივი ტელეფონით დაუკავშირდა სამმართველოს უფროსის მოადგილეს და უთხრა, რომ მიღებული შეტყობინებით დაჭრილი იყო ხ-–-- ტ----------- ასევე უთხრა, რომ შესაძლებელი იყო დაჭრის ფაქტთან კავშირი ჰქონოდათ მამა-შვილ ლ----- და გ--–----- მ---------ებს, რომლებიც თეთრი ,,ნივით“ მიდიოდნენ ნ----–-----ის მიმართულებით, გაეჩერებინათ და გაერკვიათ რა ხდებოდა, თავად კი მივიდოდა სოფელ ფ----ში სიტუაციის გასარკვევად. მისვლისას ნახა, რომ სოფელ ფ----ს ცენტრში შეკრებილი იყო ხალხი, რომელთა საუბრიდან გაიგო, რომ გაჩერებასთან, გ--–----- მ---------მა ცეცხლსაროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა ხ-–-- ტ-----------, რის შემდეგაც იგი წითელი ფერის ავტომანქანა ,,ფორდით“ წაიყვანეს ნ----–-----ის საავადმყოფოში. აღნიშნულის შემდეგ მათ გამომძიებლის მოსვლამდე დაიწყეს შემთხვევის ადგილის დაცვა. გამომძიებლის მისვლის შემდეგ კი, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე მისვლისას ხ-–-- ტ----------- იქ არ დახვდა, არც გზაში შეხვედრია წითელი ფერის ,,ფორდის“ მარკის ავტომანქანა. გამომძიებელი რამდენ ხანში მივიდა განყოფილებაში ან ხ-–-- ტ-----------ს ნათესავებიდან ადგილზე იყო თუ არა ვინმე მისული არ ახსოვს, რადგან ადგილზე შეკრებილი იყო ბევრი ადამიანი. ხ-–-- ტ----------ს და გ--–----- მ---------ს ადრე რა ურთიერთობა ჰქონდათ არ იცის, მაგრამ იცის, რომ 2018 წლის ივლისის დასაწყისში გ--–----- მ---------სა და ხ-–-- ტ----------ს შორის მოხდა კონფლიქტი. ამ ფაქტთან დაკავშირებით პასუხისგებაში იქნა მიცემული ხ-–-- ტ-----------, რომელსაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ერთი წელი პირობითი მსჯავრი. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ხსენებულ პირებს შორის კონფლიქტის შესახებ არ სმენია. მოწმის განმარტებით, იგი იცნობდა, როგორც გ--–----- მ---------ს, ასევე ხ-–-- ტ----------ს და არცერთ მათგანზე არ შეუძლია ცუდის თქმა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ გ--–----- მ---------ის ოჯახი სახლიდან გაიყვანა თავად, რადგან სოფლის მოსახლეობა იყო გაბრაზებული და გ--–----- მ---------ის ოჯახს საფრთხე ემუქრებოდა. ოჯახის წევრები გაყვანილ იქნენ წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე. მათი გაყვანიდან დროის მცირე მონაკვეთში გადაწვეს გ--–----- მ---------ის სახლ-კარი.
მოწმე თ-----------–---ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს, ნ----–----------------ს სოფელ ფ----ში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, შს სამინისტროს ს--–-------------- პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში დაიწყო გამოძიება. მოცემულ საქმეზე მან ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, 2019 წლის 28 მარტს გამოითხოვა გ--–----- მ---------ის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომრიდან სსიპ 112-ში განხორციელებული სატელეფონი ზარის აუდიო-ჩანაწერი ერთ ცალ DVD დისკზე, რომელიც დაილუქა სათანადო წესით. აღნიშნული დისკი გახსნა და დაათვალიერა ს--–-------------- პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში.
დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 03 დეკემბერს, 16:25-17:15 სათზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ნ----–----------------ს სოფელ ფ----ში და წარმოადგენს სოფელ ფ----- ტე-------------–--------------------------–----–--–------- წინ გზის სავალ ნაწილთან განთავსებულ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელის მარცხენა მხარეს გრუნტიან მონაკვეთს, ტერიტორიული ორგანოს შენობის გარე ფასადი არის მინის. შენობის შესასვლელი კარიდან მარცხენა მხარეს კედელზე დამონტაჟებულია ლიბერთი ბანკის ბანკომატი, შენობას გარე პერიმეტრზე ვიდეო სათვალთვალო კამერები არ გააჩნია. შენობის წინ, გზის სავალ ნაწილთან განთავსებული მოწითალო ფერის აგურით ნაშენები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელი შენობა, რომელიც გადახურული არის წითელი ფერის თუნუქით, აღნიშნული მოსაცდელი შენობის მარცხენა მხარეს, შენობის კუთხიდან ორ მეტრში გრუნტიან მიწა-ნიადაგზე დაგდებულია მომწვანო-მოყავისფრო ფერის ერთი ცალი მასრა. აღნიშნული მასრიდან 25 (ოცდახუთი) სანტიმეტრში მიწა-ნიადაგზე შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეო სათვალთვალო კამერები დამონტაჟებული არ არის, ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული იქნა ქვის კენჭები და მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, ასევე ამოღებული იქნა ერთი ცალი მასრა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ექსპერტის მიერ გადაღებული იქნა ფოტოსურათები, რაც დაერთო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს.
ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს 14:45 საათზე დაკავებული იქნა გ--–----- მ---------ი. იმავე დღეს 14:50-16:25 საათზე ჩატარდა გ--–----- მ---------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა: ქუდი მუქი ფერის წარწერით ,,NIKE“, შავი ფერის ქურთუკი წარწერით ,,Columbia“, ,,Sportswear Campany“. მუქი ფერის სვიტრი ღია ფერის წერტილებით, მუქი ფერის ჯინსის შარვალი წინ მუხლებზე გახეხილი, რომლის ტოტები შიდა მხარეს სავარაუდოდ დასვრილია ტალახით. შავი ფერის მაღალყელიანი ზამთრის ფეხსაცმელი, რომელიც სავარაუდოდ დასვრილია ტალახით. სიგარეტი ,,AKHTAMAR“, რომელშიც არის 12 ღერი სიგარეტი, ერთი კოლოფი ,,WINSTON XS“, რომელშიც არის 16 ღერი სიგარეტი, ორი ცალი გასაღები, რომელიც ჩამოკიდებულია მეტალის რგოლზე და მოწითალო ფერის ნაჭრის ზონარზე, პისტოლეტი შავი ფერის ლულაზე, რომლის ერთ მხარეს შესრულებულია წარწერა ,,-------------------------------, მეორე მხარეს კი აწერია ,,----------- მასში აღმოჩნდა შავი ფერის მჭიდი და შვიდი ცალი ვაზნა. ასევე ამოღებული იქნა შავი ფერის ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდებით 3-------------------------------, რომელიც იყო გამორთული. პისტოლეტი და მობილური ტელეფონი ავტომანქანის ე.წ. ,,ბარდაჩოკიდან“ ამოიღო თავად დაკავებულმა, რის შემდეგაც ამოღებული იქნა მისგან.
ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს, 17:30-18:40 საათზე, ამოღებული იქნა: ქ.ნ----–-----ა, თ---------–---------------–- მდებარე პროზექტურის შენობის მთავარ შესასვლელთან განთავსებული წითელი ფერის ავტომანქანა ,,ფორდ ტრანზიტი“, სახელმწიფო სანომრე ნიშნებით W------, რომლის წინა ორი კარი არის დახურული, ხოლო მარჯვენა მხარეს გვერდითა კარი არის ღია. სამ ადგილიან სავარძელზე დასვენებულია მამაკაცის გვამი, რომელიც მ----------- ა------–---ის განმარტებით არის ხ-–-- ტ-----------ს გვამი, რომელსაც ფეხები აქვს მოხრილ მდგომარეობაში, ტანით გადაწოლილია სავარძელზე სახით ზემოთ მხარეს, ხოლო თავი უდევს მძღოლის სავარძლის უკანა მხარეს. გვამს აცვია შავი ფერის ფეხსაცმელი, შავი ფერის შარვალი და შავი ქურთუკი, რომელიც არის გახსნილ მდგომარეობაში, შიგნიდან აცვია ასევე სხვა ტანსაცმელი. ექსპერტთან ერთად დათვალიერებული იქნა გვამი, რომელსაც ვიზუალურად ცხვირზე მარჯვენა მხარეს აღენიშნება დაზიანება, მარცხენა ყურზე აქვს მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები და მარცხენა ყურის უკან, ქვედა ნაწილში აღენიშნება დაზიანება. გვამის მარცხენა ყურის გვერდით ქურთუკის ე.წ. ,,კაპიშონზე“ დევს ნახევრად ოვალური ფორმის სპილენძის ფერის მეტალი, ექსპერტ-კრიმინალისტის განმარტებით, აღნიშნული მეტალი არის ტყვიის გულა. დათვალიერების შემდეგ ამოღებული იქნა აღნიშნული ტყვიის გულა, რომელიც დაილუქა სათანადო წესით, ხოლო ხ-–-- ტ-----------ს გვამი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გადასვენებული იქნა ქ.ნ----–-----ის პროზექტურაში. გვამის გადასვენების შემდეგ სავარძლიდან, რომელზეც დასვენებული იყო გვამი ამოღებული იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები და სავარძლის ანაწმენდი.
ნიმუშის აღების ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 03 დეკემბერს, 18:50-19:10 საათზე, ხ-–-- ტ-----------ს გვამიდან ექსპერტის მიერ, სტერილური ბინტების გამოყენებით აღებული იქნა დენთის ანაწმენდის ნიმუში, რომელიც მოთავსდა სპეციალურ შსს პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა სათანადო წესით.
ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს 20:10-20:50 საათზე, ქ.ნ----–-----ა, თ---------–---------------–- მდებარე პროზექტურის შენობაში ექსპერტ დავით მერაბიშვილისგან ამოღებული იქნა ხ-–-- ტ-----------ს ტანსაცმელი, კერძოდ: შინდისფერი მკლავიანი მაისური მკერდზე წარწერით ,,BOSS“, ნაცრისფერი ჟაკეტი ელვა შესაკრავით და შავი ზოლებით, შავი ფერის ქურთუკი ე.წ. ,,კაპიშონით“ და ელვა შესაკრავით, ნაცრისფერი მოკლესახელოებიანი მაისური, შავი ფერის გრძელსახელოებიანი მაისური მკლავებზე ნაცრისფერი ზოლებით, მოყავისფრო, გრძელსახელოებიანი მაისური წარწერით ,,Maxivay Jeans“. მითითებულ ტანსაცმელს წინა და უკანა მხარეს აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები, ხოლო მარცხენა მკლავზე იღლიასთან, იღლიის ქვეშ, მარცხენა მკერდის მხარეს, მარცხენა ფერდის და ზურგის მხარეს აღენიშნება მცირე ზომის ნახვრეტი დაზიანებები, შავი ფერის ნაჭრის შარვალი და შავი ქამარი, შავი ფერის საცვალი, შავი ფერის ტრუსი ნაცრისფერებში გაწყობილი წარწერით ,,BUM“, ორი წყვილი შავი და ნაცრისფერი წინდა, ერთი წყვილი შავი ფერის ფეხსაცმელი - ბათინკი, შავი ფერის ზონრებით.
საინფორმაციო ვებ გვერდი pol.ge-ს დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 04 დეკემბერს დათვალიერდა საინფორმაციო ვებ.გვერდი pol.ge, რომლის დათვალიერებისას შემოწმდა გ--–----- მ---------ის პ/ნ 3---------- მონაცემები, სადაც დაფიქსირებულია, რომ გ--–----- მ---------ის სახელზე რეგისტრირებულია T------------------------–-------------------------------- 9x19 კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღი, A უფლება აქვს შეინახოს საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი, ნებართვით, ნებართვა გაცემულია 30.09.2014 წელს. ასევე დათვალიერდა გ--–----- მ---------ის პ/ნ 3---------- საზღვრის კვეთის მონაცემები, რომელსაც საქართველოდან ბოლო გასვლა უფიქსირდება 2017-10-27 წელს, ხოლო შემოსვლა 2017-10-28 გამშვები პუნქტი ნ----–-----ის გავლით. ოქმს თან ერთვის ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის და გ--–----- მ---------ის საზღვრის კვეთის მონაცემები.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 13 იანვრის ექსპერტის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ:
▪ ექსპერტიზის წინაშე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ობიექტი არის 1 (ერთი) ცალი ,,SAMSUNG-ის“ წარმოების ტელეფონი მოდელი ,,SM-A320F/DS“, (IMEI კოდებით 3----------------------------------------), აღნიშნული მოწყობილობა არის ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში, მითითებულიდან გამომდინარე ტელეფონი ვარგისია დანიშნულებისამებრ ექსპლუატაციისათვის.
▪ტელეფონის და მასში მოთავსებული სიმ ბარათის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მოწყობილობებში 2018 წლის 03 დეკემბრის 10:00 საათიდან 2018 წლის 03 დეკემბრის 18:00 საათამდე პერიოდით დათარიღებული ინფორმაცია ფიქსირდება: 7 (შვიდი) ერთეული განხორციელებული სააბონენტო ზარი, 4 (ოთხი) ერთეული გამოტოვებული სააბონენტო ზარი. ტელეფონში ინსტალირებული საკომუნიკაციო პროგრამა ,,Viber-დან“ განხორციელებული 1 (ერთი) ერთეული ზარი და ამავე პროგრამულ უზრუნველყოფაში მიღებული 2 (ორი) ერთეული ფოტო სურათი. აღნიშნულის ფარგლებში არსებული დეტალური ინფორმაცია ამოღებული და გადატანილი იქნა საქაღალდეში სახელწოდებით ,,phone“, რომელიც შემდგომ ჩაწერილი იქნა ,,Verbatim-ის“ წარმოების დისკზე სერილული ნომრით ,,6281547-REF14556“.
▪ ექსპერტიზის წინაშე გამოსაკვლევად წარმოდგენილ ტელეფონში მოთავსებული იყო 1 (ერთი) ცალი სიმ ბარათი ,,I----------------------------------------------“. მითითებული მოწყობილობის ბიუროს ხელთ არსებული სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფების გამოყენებით სკანირების შედეგად სიმ ბარათის სააბონენტო ნომრის დადგენა ვერ განხორციელდა. ზემოთ აღნიშნული ,,ICCID იდენტიფიკატორის“ მიხედვით სააბონენტო ნომრის ფარგლებში არსებული ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია პროვაიდერისაგან.
▪ შენიშვნა: გამოსაკვლევად წარმოდგენილი ტელეფონის და მასში მოთავსებული სიმ ბარათის - ბიუროს ხელთ არსებული სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფებით დამუშავების შედეგად, მოწყობილობებიდან 2018 წლის 03 დეკემბრის 10:00 საათიდან 2018 წლის 03 დეკემბრის 18:00 საათამდე პერიოდით დათარიღებული შესაძლო წაშლილი ინფორმაციის აღდგენა ვერ განხორციელდა.
ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 18 თებერვალს, 12:25-13:30 საათზე, გაიხსნა და დათვალიერდა სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ამოღებული ინფორმაცია ჩაწერილი ერთ ცალ დისკზე, რომელშიც აღმოჩნდა ერთი ცალი ფაილი წარწერით ,,Phone“. ფაილის გახსნისას მასში აღმოჩნდა სამი ფაილი წარწერებით: ,,SimCard“, ,,Viber“ და ,,Calls“. ფაილში წარწერით ,,SimCard“ განთავსებულია სიმბარათის შესახებ არსებული ინფორმაცია ინგლისურენოვანი ტექსტით, თუმცა სიმბარათის ნომერი მითითებული არ არის. აღნიშნულია სიმბარათის იდენტიფიკატორი 8------------------, პროვაიდერი Belline GE. ფაილში წარწერით ,,Viber“ განთავსებულია ფოტოსურათები, რომელზეც აღბეჭდილია ინფორმაცია, სოციალური ქსელი ,,Viber-ით“ განხორციელებული ზარისა და მიღებული ორი ცალი ფოტოსურათის შესახებ. Excel-ის ფაილში წარწერით ,,Calls“ განთავსებულია ინფორმაცია მობილურ ტელეფონში შემოსული და გასული ზარების შესახებ, კერძოდ: 2018 წლის 03 დეკემბრის 13:19:05 საათზე გასული უპასუხო ზარი აბონენტის ნომერზე +9--------------. 2018 წლის 03 დეკემბრის 14:00:26 საათზე გასული ზარი აბონენტის ნომერზე +9--------------, ზარის ხანგრძლივობა 33 წამი. 2018 წლის 03 დეკემბრის 15:21:12 საათზე გასული ზარი აბონენტის ნომერზე +9--------------, ზარის ხანგრძლივობა 15 წამი. 2018 წლის 03 დეკემბრის 15:30:28 საათზე გასული ზარი აბონენტის ნომერზე +9--------------, ზარის ხანგრძლივობა 34 წამი. 2018 წლის 03 დეკემბრის 15:32:33 საათზე გასული ზარი აბონენტის ნომერზე +9--------------, ზარის ხანგრძლივობა 29 წამი. 2018 წლის 03 დეკემბრის 15:33:20 საათზე გასული ზარი ნომერზე 112 ზარის ხანგრძლივობა 14 წამი. 2018 წლის 03 დეკემბრის 15:41:26 საათზე გასული უპასუხო ზარი აბონენტის ნომერზე +--------------- . 2018 წლის 03 დეკემბრის 15:51:24 საათზე შემოსული უპასუხო ზარი აბონენტის ნომრით +---------------. 2018 წლის 03 დეკემბრის 15:54:07 საათზე შემოსული უპასუხო ზარი აბონენტის ნომრით +---------------. 2018 წლის 03 დეკემბრის 17:08:44 საათზე შემოსული უპასუხო ზარი აბონენტის ნომრით +9--------------. 2018 წლის 03 დეკემბრის 17:19:19 საათზე შემოსული უპასუხო ზარი აბონენტის ნომრით +9--------------. სამივე ფაილში მოთავსებული ინფორმაცია დაიბეჭდა 10 ცალ თაბახის ფურცელზე და დაერთო ოქმს.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებლებმა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 28 თებერვლის ექსპერტის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ:
▪ ხ-–-- ტ-----------ს სიკვდილის მიზეზია მწვავე ზოგადი ანემია გულის, ღვიძლის, ფილტვების გაგლეჯვის შედეგად განვითარებული ცეცხლნასროლი ჭრილობების გამო.
▪ სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია არა ნაკლებ 2-4 საათისა და არა უმეტეს 12-14 საათისა.
▪ ხ-–-- ტ-----------ს გვამს აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობები გულმკერდის არეში ფილტვების, გულისა და ღვიძლის დაზიანებით; ცხვირის არეში რომელიც შედის ქალას ღრუში და იწვევს ქალაფუძის მოტეხილობას და მარცხენა დვრილისებური მორჩის ფრაგმენოვან მოტეხილობას. ასევე აღენიშნებოდა შემავალი ჭრილობა მარცხენა მხრის შუა მესამედის წინა ზედაპირზე და შემხები ჭრილობა მარცხენა მხრის სარტყელის შუა მესამედში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღით, სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან, სროლის თანმხლები ფაქტორების მოქმედების ზონის გარეთ; ყველა დაზიანება სიცოცხლისდროინდელია.
▪ ხ-–-- ტ-----------ს სხეულში ვერ იქნა ნანახი უცხო სხეული.
▪ სისხლის ქიმიური გამოკვლევით მასში ალკოჰოლი, ნარკოტიკები და ფსიქოტროპული ნივთიერებები არ აღმოჩნდა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 11 თებერვლის ექსპერტის N--------- დასკვნით ირკვევა, რომ:
▪ გ--–----- მ---------ი ფსიქიკურად დაავადებული არ არის, ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს გ--–----- მ---------ი ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გ--–----- მ---------ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. გ--–----- მ---------ი რაიმე ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს შეუშლიდა სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. გ--–----- მ---------ს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. გ--–----- მ---------ი იძულებით ან არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. გ--–----- მ---------ს არ აქვს ფსიქიკური ნაკლი.
▪ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს გ--–----- მ---------ი არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში.
▪ გ--–----- მ---------ი დანაშაულის ჩადენის დროს არ იმყოფებოდა სხვა არაპათოპლოგიურ მდგომარეობაში, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ბრალდებულის ცნობიერებაზე და ქცევაზე.
ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 28 მარტს 18:25-19:00 საათზე, გაიხსნა და დათვალიერდა, სს საქმეზე 2019 წლის 28 მარტს შსს სსიპ 112-ის ოპერატიული მართვის სამმართველოდან გამოთხოვილი ინფორმაცია, 2018 წლის 03 დეკემბერს 14:26 საათზე შსს სსიპ „112“-ში მობილური ტელეფონის ნომრიდან 5----------- განხორციელებული ზარისა და საუბრის აუდიო ჩანაწერი, ჩაწერილი ერთ ცალ DVD დისკზე დალუქული სპეცპაკეტში. გახსნის შედეგად მასზე აღმოჩნდა ერთი აუდიო ფაილი წარწერით 5-----------, დათარიღებული 03.12.2018. აუდიოჩანაწერის ხანგრძლივობა არის 11 წამი. ჩანაწერში ისმის 112-ის ოპერატორი ქალის ხმა ქართულად ,,ერთი ერთი ორი გისმენთ“, შეტყობინების ინიციატორი ოპერატორთან ვერბალურ კონტაქტს არ ამყარებს. ყურმილს მიღმა ისმის მამაკაცის ხმამაღალი სომხურენოვანი საუბარი მესამე პირთან: ,,ჩემი ა------ სად არის?“ მესამე პირი რაღაცას პასუხობს (სიტყვები არ ირჩევა), ზარის ინიციატორი მამაკაცი წარმოთქვამს გაურკვეველ მოკლე ბგერებს ,,გიი??“, ოპერატორი ქალი კვლავ იმეორებს ,,ერთი ერთი ორი გისმენთ“, ინიციატორი მამაკაცი სომხურ ენაზე აგრძელებს ,,ხო მოვ..ანი ეგრევე... კარგი ვქენი“, რითიც წყდება სატელეფონო კავშირი.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 04 აპილის ექსპერტის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ:
▪ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით ,,ხ-–-- ტ-----------ს გვამის ორივე ხელიდან აღებული ანაწმენდი“, მოთავსებულ მარჯვენა ხელის ანაწმენდზე და მარცხენა ხელის ანაწმენდზე დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნება.
▪ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გ--–----- მ---------ის: მარჯვენა ხელის ანაწმენდზე, მარცხენა ხელის ანაწმენდზე, სახის მარჯვენა მხრიდან აღებულ ანაწმენდზე, მარჯვენა და მარცხენა ყურიდან და ცხვირის მარჯვენა და მარცხენა ნესტოდან აღებულ სპეც. დანიშნულების ბამბისთავიან ჩხირებზე დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილეკები არ აღინიშნება.
▪ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით ,,ხ-–-- ტ-----------ს ტანსაცმელი“ (----------, მოთავსებულ: ქურთუკის, მოწითალო ფერის სვიტერის და შარვლის ზედაპირებზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები, ჟაკეტის, მოშავო ფერის სვიტერის, გრძელსახელოებიანი მაისურის, მოკლესახელოებიანი მაისურის, გრძელტოტებიანი ქვედა საცვლის, ტრუსის, ორი წყვილი წინდის და წყვილი ფეხსაცმლის ზედაპირზე დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნება.
▪ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გ--–----- მ---------ის: ჯინსის შარვლის ზედაპირზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები: ქურთუკის, სვიტრის, ნაქსოვი ქუდის და წყვილი ფეხსაცმლის ზედაპირებზე დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნება.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 03 აპრილის ექსპერტის N--------- დასკვნით ირკვევა, რომ:
▪ სეროლოგიური და გენეტიკური კვლევის შედეგად სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგენილია, რომ პაკეტში წარწერით: ,,...პისტოლეტი №-------------- მოდელი ,,T-------------- მოთავსებულ იარაღზე (N1-3) და ვაზნებზე (ობ N5) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ N1,3-ის მაჟორული წილი გ--–----- მ---------ის (ობ. N31; პაკეტი წარწერით: ,,... გ--–----- მ---------ისაგან აღებული სისხლის ნიმუშები...“) გენეტიკური პროფილის იდენტურია. ხოლო ობ. N1,3-ის მინორული წილი და ობ. N2,5-ის შერეული გენეტიკური პროფილები იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.
▪ ამავე პაკეტში მოთავსებულ მჭიდზე (ობ. N4) გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. პაკეტში წარწერით: ,,...1 (ერთი) ცალი მასრა...“ მოთავსებულ მეტალის საგანზე (ობ. N6) გეეტიკური იდენტიფიკაციისთვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცეტრაცია არ აღმოჩნდა.
▪ პაკეტში წარწერით: ,,...ა/მანქანა ,,ფორდ ტრანზიტის“ სავარძლიდან ამოღებული ერთი ცალი ტყვიის გულა...“ მოთავსებულ მეტალის საგანზე (სავარაუდოდ ტყვიაზე) არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევები (ობ.N7) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N7-ის გენეტიკური პროფილი ხ-–-- ტ-----------ს (ობ.N30; პაკეტი წარწერით: ,,...ხ-–-- ტ-----------ს გვამიდან აღებული სისხლის ნიმუში...“) გენეტიკური პროფილის იდენტურია.
▪ პაკეტში წარწერით: ,,...ა/მანქანა ,,ფორდ ტრანზიტის“ სახ. №VZW-882 მგზავრის სავარძლიდან ამოღებული წითელი ფერის სისხლისმაგვარი ლაქა-გვერდიდან ანაწმენდის ნიმუშით...“ მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N8) და პაკეტში წარწერით: ,,...ქვის კენჭები მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით...“ მოთავსებულ ქვისმაგვარ ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო მბზინავი ზედაპირის მქონე დაბაშრევები (ობ. N9) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, ობ.N8,9-ის გენეტიკური პროფილი ხ-–-- ტ-----------ს (ობ.N30) გენეტიკური პროფილის იდენტურია.
▪ პაკეტში წარწერით: ,,...ხ-–-- ტ-----------ს გვამის ხელის ფრჩხილებიდან აღებული ნიმუშები 2 პაკეტად...“ მოთავსებული ფრჩხილების ფრაგმენტებიდან გაკეთებული ანაწმენდები (ობ.N10,11) სისხლს არ შეიცავს. ობ.N10,11)-ის გენეტიკური პროფილი ხ-–-- ტ-----------ს (ობ.N30) გენეტიკური პროფილის იდენტურია.
▪ პაკეტში წარწერით: ,,გ--–----- მ---------ის მარჯვენა და მარცხენა ხელების ათივე თითის ფრჩხილებიდან აღებული ანაწმენდები“ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული ბიომასალის (ობ.N12,13) გენეტიკური პროფილი გ--–----- მ---------ის (ობ.N31) გენეტიკური პროფილის იდენტურია.
▪ პაკეტში წარწერით: ,,...ხ-–-- ტ-----------ს ტანსაცმელი...“ მოთავსებულ ქურთუკზე (ობ.N14, 15), მოშავო ფერის (ობ.N16), მოყავისფრო (ობ.N19) და მონაცრისფრო (ობ.N20) მაისურებზე, ქურთუკის სტილის ზედა ჩასაცმელზე (ობ.N17,18) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები და ამავე პაკეტში მოთავსებულ ჯემპრზე არსებული მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები და ამავე პაკეტში მოთავსებულ ჯემპრზე არსებული მოყავისფრო უბნებიდან გაკეთებული ანაწმენდები (ობ.N21,22) წარმოადგენენ ადამიანის სისხლს. ობ. N14-22-ის გენეტიკური პროფილი ხ-–-- ტ-----------ს (ობ.N30) გენეტიკური პროფილის იდენტურია.
▪ პაკეტში მოთავსებულ შავი ფერის ნაჭრის შარვალზე არსებული ღია მოყავისფრო ლაქები (ობ.N23,24) სისხლს არ წარმოადგენს.
▪ ამავე პაკეტში მოთავსებულ ქვედა საცვალზე, ორ წყვილ წინდაზე, შავი ფერის ნაქსოვ, რეიტუზის სტილის შარვალზე და ერთ წყვილ ფეხსაცმელზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღენიშნება.
▪ პაკეტში წარწერით; ,,...გ--–----- მ---------ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი...“ მოთავსებულ ქურთუკზე არსებული ღია მოყავისფრო ლაქები (ობ.25,26), შარვალზე არსებული ღია მოყავისფრო-მოყვითალო ფერის ლაქა (ობ.N27) მარჯვენა ფეხსაცმლის ენის შიდა ზედაპირზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ.N28) და ჯემპრზე არსებული მოყავისფრო-მონაცრისფრო ლაქა (ობ.N29) სისხლს არ წარმოადგენს.
▪ ამავე პაკეტში მოთავსებულ ქუდზე და მარცხენა ფეხსაცმელზე სისხლის საეჭვო ლაქები არ აღენიშნება.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 04 აპრილის ექსპერტის N--------- დასკვნით ირკვევა, რომ:
▪ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გ--–----- მ---------ის: ქურთუკის, ჯინსის შარვლის და მარჯვენა ფეხსაცმლის ზედაპირებზე აღინიშნება მოწითალო-მოვარდისფრო პოლიაკრილის ბოჭკოები, ასევე ქურთუკის და ჯინსის შარვლის ზედაპირებზე აღინიშნება მოშავო-მოყავისფრო პოლიაკრილის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება პაკეტში წარწერით: ,,ხ-–-- ტ-----------ს ტანსაცმელი, მოთავსებული მოწითალო ფერის სვიტერის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.
▪ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით: ,,ხ-–-- ტ-----------ს ტანსაცმელი, მოთავსებულ: ქურთუკის და შარვლის ზედაპირებზე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მოშავო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება გ--–----- მ---------ის ჯინსის შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.
▪ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით: ,,ხ-–-- ტ-----------ს გვამის ხელის ფრჩხილებიდან აღებული ნიმუშები“ (---------- მოთავსებულ: მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების გადანაჭრებში ბოჭკოების მიკრონაწილაკები არ აღინიშნება.
▪ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით: ,,გ--–----- მ---------ის მარჯვენა და მარცხენა ხელების ათივე თითის ფრჩხილებიდან აღებული ანაწმენდები“ მოთავსებულ სპეც.დანიშნულების ბამბისთავიანი ჩხირები ბოჭკოების მოკრონაწილაკების გამოსაკვლევად უვარგისია კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზის გამო.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 11 აპრილის ექსპერტის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ:
▪ გამოსაკვლევი იარაღი წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ უცხოური (თურქული) წარმოების, 9მმ (9x19) კალიბრის ცეცხლსასროლ ირაღთა კატეგორიაში შემავალ ,,---------- მოდელის №-------------- პისტოლეტს. იგი ვარგისია სროლისათვის და მისგან ნაწარმოებია გასროლა (გასროლები) ბოლო გაწმენდის შემდეგ.
▪ 1 (12) გამოსაკვლევი 7 (შვიდი) ვაზნა წარმოადგენს მრავალი ერთეული, შესაბამისი კალიბრის და კონსტრუქციის იარაღისადმი, მათ შორის წარმოდგენილი ,,---------- მოდელის პისტოლეტებისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას - 1908 წლის ნიმუშის ,,P 08“ ე.წ. ,,ლუგერის“ ვაზნებს. ისინი ვარგისი იყო გამოსაყენებლად - სროლისათვის.
▪ 2(13). 5(16). გამოსაკვლევი მასრა და ტყვია წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ, მრავალი ერთეული, შესაბამისი კალიბრისა და კონსტრუქციის იარაღისადმი, მათ შორის წარმოდგენილი ,,---------- მოდელის პისტოლეტებისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალის, 9მმ კალიბრის, 1908 წლის ნიმუშის ,,ლუგერის“ ,,P 08“ ვაზნის შემადგენელ კომპონენტებს.
▪ 3(14). გამოსაკვლევი ტყვია და მასრა ნასროლია წარმოდგენილი ,,---------- მოდელის №-------------- პისტოლეტიდან.
▪ 6(17). გამოსაკვლევად წარმოდგენილ ,,ხ-–-- ტ-----------ს“ ნივთებიდან ქურთუკზე (შესაბამისად ნაცრისფერ ქურთუკზე ჟაკეტი), მოშაო ფერის ჯემპრზე, ნაქსოვ შინდისფერ ჯემპრზე, გრძელსახელოებიან ღია ყავისფერ მაისურზე და მონაცრისფრო მოკლესახელოებიან მაისურზე), კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მონაკვეთებზე არსებული N1 და N4 დაზიანება ცეცხლნასროლი წარმოშობისაა და განვითარებულია სპილენძის შემცველი ჭურვების მოქმედებით, N1 დაზიანების შემთხვევაში ახლო - სროლის დამატებითი ფაქტორების მოქმედების ზონაში დაახლოებით 80 სმ-1 მ, ხოლო N4 დაზიანების შემთხვევაში არაახლო დაახლოებით 1 – 1,5 მ-ის ზემოთ მანძილიდან, ტანსაცმლის მიმართ როგორც წინიდან ასევე უკნიდან სროლისას.
▪ N2, 3 და 5 დაზიანება მორფოლოგიური მახასიათებლებითა და დაზარალებულის №93/05/9-1 დასკვნის მონაცემების მიხედვით წარმოადგენს შემავალ-გამავალ ცეცხლნასროლ დაზიანებებს.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 17 იანვრის ექსპერტის N--------- დასკვნით ირკვევა, რომ გ--–----- მ---------ის სხეულზე ტრამვული დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 17 მაისის ექსპერტის №------ დასკვნით დასტუდება, რომ:
▪ ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად შემოსულ აუდიოგრამებზე მონტაჟის ნიშნები არ აღინიშნება.
▪ ექსპეტრიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი სადავო ჩანაწერი ნათარგმნია სომხური ენიდან ქართულ ენაზე თარჯიმნის მიერ და წარმოდგენილია ცალკე დანართის სახით.
▪ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ჩანაწერების გამოკვლევისას სპექტრული მაქსიმუმების თანხვედრა აშკარაა, რაც გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ სადავო და ეტალონური ფონოგრამები ტექნიკური თვალსაზრისით ერთმანეთის თავსებადია დიქტორისათვის: გ--–----- მ---------ი - ფონოგრამაში: 5--------------------.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნების სისწორე და შინაარსი.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ--–----- მ---------ის ქმედების გადაკვალიფიცირების შესახებ, რადგან დაცვის მხარის პოზიცია არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით.
პალატა აღნიშნავს, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, კერძოდ, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, საჭიროა დადგინდეს დამნაშავის მიერ დაზარალებულის სიკვდილის, როგორც შედეგის შეგნებული დაშვება ან ამ უკანასკნელის დადგომისადმი გულგრილი დამოკიდებულება. ამასთან, ქმედების განზრახ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის, აუცილებელი არ არის, პირს წინასწარ, რამდენიმე დღით, ან თუნდაც რამდენიმე საათით ადრე ჩამოუყალიბდეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა. რაც შეეხება მოტივის დაუდგენლობას, ასევე არ წარმოადგენს სავალდებულო გარემოებას მკველობის ბრალდების დასადასტურებლად.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს, გ--–----- მ---------მა ხ-–-- ტ----------ს ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები. დაცვის მხარე თვლის რომ ხსენემული მსჯავრდებულმა დაზარელებულს მიაყენა, არა მოკვლის განზრახვით, არამედ აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ან ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რადგან მასზე აწ გარდაცვლილი მუდმვად ახორციელებდა მუქარას და დაშინებას.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 თავით დადგენილია მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოებები. კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის დასადგენად ჩაიდინა თუ არა გ--–----- მ---------მა მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, უნდა დადგინდეს არსებობდა თუ არა ასეთი მდგომარეობა და შემდგომ შეფასდეს სახეზეა თუ არა ამ მდგომარეობის ფარგლების გადაცილება. აუცილებელი მოგერიების დროს უნდა დადგინდეს შემდეგი: ხელყოფა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო; ხელყოფა იმავდროულად საფრთხეს უნდა უქმნიდეს სამართლით დაცულ სიკეთეს; ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი; თავდაცვა უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმას (ხელყოფას).
აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის არსებობისათვის აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი რამდენიმე გარემოების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა, როგორც ხელმყოფის საშიშროებასთან, ისე ინტენსივობასთან. ამ გარემოებათა დადგენის გარეშე მდგომარეობა ვერ ჩაითვლება აუცილებელ მოგერიებად.
ქმედების სწორი კვალიფიკაციისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ კრიტერიუმის დადგენას, რომლის არსებობა იწვევს აუცილებელი მოგერიბის გადაცილებას. ამ კრიტერიუმად კანონი თვლის მომგერიებლის მიერ დაცვის აშკარა შეუსაბამობას ხელყოფის ხასიათსა და საშიშროებასთან, როდესაც ხელმყოფს აუცილებლობის გარეშე განზრახ ადგება ზიანი. გარდა ამისა ყურადღება უნდა მიექცეს არამარტო დაცვისა და თავდასხმის საშუალებას, თავდასხმის საშიშროების ხარისხს, რომელიც ემუქრება მომგერიებელს, თავდასხმის თავიდან აცილებისათვის მის ძალას და შესაძლებლობას, არამედ სხვა გარემოებებსაც, რომელთაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მომგერიებლისა და ხელმყოფის ძალის რეალურ შესაძლებლობაზე.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხ-–-- ტ-----------ს სიკვდილის მიზეზია მწვავე ზოგადი ანემია გულის, ღვიძლის, ფილტვების გაგლეჯვის შედეგად განვითარებული ცეცხლნასროლი ჭრილობების გამო. ხ-–-- ტ-----------ს გვამს აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობები გულმკერდის არეში ფილტვების, გულისა და ღვიძლის დაზიანებით; ცხვირის არეში რომელიც შედის ქალას ღრუში და იწვევს ქალაფუძის მოტეხილობას და მარცხენა დვრილისებური მორჩის ფრაგმენოვან მოტეხილობას. ასევე აღენიშნებოდა შემავალი ჭრილობა მარცხენა მხრის შუა მესამედის წინა ზედაპირზე და შემხები ჭრილობა მარცხენა მხრის სარტყელის შუა მესამედში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღით, სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან, სროლის თანმხლები ფაქტორების მოქმედების ზონის გარეთ.
პალატას მიაჩნია, რომ სხვა პირობების არსებობასთან ერთად, აუცილებელი მოგერიების დროს თავდაცვა უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმას. გარდა მოწმეთა ჩვენებისა, უნდა შეფასდეს თავად გ--–----- მ---------ის ბრალდებულის სახით სასამართლოში მიცემული ჩვენებაც. მან აღნიშნა, რომ როდესაც მიდიოდა საბავშვო ბაღში ბავშვის გამოსაყვანად, მას წინ გადაუდგა ხ-–-- ტ-----------, რომლიც მისი და მისი ოჯახის მიმართ მუდმივად ახორციელებდა მუქარას და აყენებდა შეურაცხყოფას. ხ-–-- ტ----------მა კვლავ მიაყენა შეურაცხყოფა, რის გამოც მას შეეშინდა მისი ოჯახისთვის არაფერი დაეშავებინა, ამიტომ აღელვებული დაბრუნდა სახლში, არ ახსოვს როგორ აიღო იარაღი და კვლავ დაბრუნდა საბავშვო ბაღთან. მას კვლავ შეხვდა ხ-–-- ტ----------ი, რომელიც აგრძელებდა მის მიმართ მუქარას და შეურაცხყოფის მიყენებას. მას სურდა მხოლოდ დაეშინებინა აწ გარდაცვლილი, მისი მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, თუმცა არ იცის როგორ განახორციელა მის მიმართ გასროლები. პალატა თვლის, რომ გალუსტ მ---------ის ჩვენება მოკლებულია დამაჯერებლობას და ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს. საგულისხმოა, რომ გარდა თავად გ--–----- მ---------ის ჩვენებისა ზემოსხენებული არ დასტურდება სხვა მტკიცებულებით. ამასთან, აღნიშნული ჩვენების გაზიარების შემთხვევაშიც კი, გ--–----- მ---------ის ქმედება არ წარმოადგენს აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებას, რადგან იარაღი იყო გ--–----- მ---------ის ხელში, ხოლო შემთხვევის ადგილიდან სხვა იარაღი ან ბასრი საგანი ამოღებული არ ყოფილა, რაც დაადასტურებდა, რომ თავად ხ-–-- ტ-----------ც ცდილობდა მსჯავრდებულზე თავდასხმას და რომ ეს თავდასხმა იყო რეალური. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ თავად გ--–----- მ---------ს რაიმე დაზიანება მიღებული არ აქვს. ასევე გაზიარებული არ უნდა მსჯავრდებულის ჩვენება, რომ მან იარაღი წამოიღო შესაშინებლად და შემთხვევით განახორციელა გასროლები, რადგან აღნიშნული წინააღმდეგობაშია ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ ჭრილობების რაოდენობასთან, ლოკალიზაციასთან და ხარისხთან. ჭრილობების მიმართულებები, ხ-–-- ტ-----------ს სხეულზე არსებული დაზიანებები, ლოკალიზაცია და ხარისხი, მეტყველებს განზრახვაზე და არა თავდაცვით მოტივირებულ მოქმედებაზე. შესაბამისად უსაფუძვლოა დაცვის მხარის პოზიცია, რომ თითქოსდა გ--–----- მ---------ი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ გ--–----- მ---------ს არ ჰქონდა ხ-–-- ტ-----------ს მოკვლის განზრახვა, რადგან მან ამ უკანასკნელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე არ მოითხოვა ხ-–-- ტ-----------ს მკაცრად დასჯა. მოცემულ შემთხვევაში პალატა თვლის, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილ იქნა, რომ წარსულში ხ-–-- ტ----------სა და გ--–----- მ---------ს შორის იყო უთანხმოება. ასევე დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს, აღნიშნული პირები შემთხვევით შეხვედნენ ერთმანეთს საზოგადოებრივ ცენტრთან. ამასთან, მათ შორის ხსენებულ დღეს ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, იგი ხ-–-- ტ-----------ს მხრიდან შეურაცხოფის გამო აღელვებული დაბრუნდა სახლში, აიღო იარაღი და კვლავ წავიდა საბავშო ბაღისკენ, სადაც განახორციელა გასროლები ხ-–-- ტ-----------ს მიმართულებით. გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ხ-–-- ტ-----------ს ქმედებით საფრთხე ემუქრებოდა გ--–----- მ---------ის ან მისი ოჯახის წერების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ყოველივე აღნიშნული კი ადასტურებს, რომ გ--–----- მ---------ის ქმედება იყო განზრახი და შურისძიებით მოტივირებული.
პალატა თვლის, რომ ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის პოზიცია გ--–----- მ---------ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირების შესახებ, რადგან გამოკვლეული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს გ--–----- მ---------ი არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში. იგი ასევე არ იმყოფებოდა სხვა არაპათოპლოგიურ მდგომარეობაში, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ბრალდებულის ცნობიერებაზე და ქცევაზე. აღნიშნული გარემოების დადასტურება კი წარმოადგენს ქმედების ზემოაღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირების ერთ-ერთ სავალდებულო პირობას. პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს ექსპერტიზის დასკვნებში და ექსპერტთა ჩვენებებში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა ექსპერტთა მხრიდან. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია და ვერ გახდება მოწმეთა ჩვენებების და წერილობითი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გ--–----- მ---------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით დასჯადია ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება.
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რაც თავისთავად შენახვასაც მოიცავს, გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირი ამას კანონით მინიჭებული უფლების გარეშე ახორციელებს. აღნიშნული ქმედება შესაძლებელია განხორციელდეს ტანსაცმლით, ჩანთით, მანქანით, რომლითაც პირი მოძრაობს და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ნივთი დანაშაულის საგნად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის ვარგისია გამოყენებისათვის და მისი ვარგისიანობა დადასტურებულია ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება საზოგადოებისათვის და ცალკეული პირებისათვის მომეტებული საშიშროების შემცველია, რადგან არსებობს გონივრული ვარაუდი იმისა, რომ მას, ვინც უკანონოდ ატარებს ცეცხლსასროლ იარაღს, აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს გამოიყენოს იგი.
,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონი ასევე განსაზღვრავს იარაღის სახეებს, არეგულირებს იარაღის ბრუნვასთან და მასზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, იარაღის ბრუნვის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,ა‘‘ პუნქტის თანახმად, ტერმინში ,,იარაღი‘‘ იგულისხმება მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, ან სიგნალის მისაწოდებლად. ამავე მუხლის ,,ბ‘‘ პუნქტის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღი არის იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად.
მოცემულ შემთხვევაში ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, დადგენილია, რომ გამოსაკვლევი იარაღი წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ უცხოური (თურქული) წარმოების, 9მმ (9x19) კალიბრის ცეცხლსასროლ ირაღთა კატეგორიაში შემავალ ,,---------- მოდელის N-------------- პისტოლეტს და იგი ვარგისია სროლისათვის.
იარაღის უკანონო ტარების, როგორც თავისთავად ტერმინის არსი კი, გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირს ამის კანონიერი უფლება არ აქვს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ--–----- მ---------მა, შენახვის უფლებით შეძენილი იარაღი, რომელსაც ინახავდა სახლში, შემთხვევის დროს გამოიტანა სახლიდან და წავიდა საბავშვო ბაღის მიმართულებით, სადაც ხ-–-- ტ-----------ს მიმართ განახორციელა რამდენიმე გასროლა, რის შედეგაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.
დაცვის მხარის მოსაზრება, რომ იარაღის სახლიდან ერთჯერადად გამოტნა არ წარმოადგენს დასჯად ქმედებას მოკლებულია საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.
პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გ--–----- მ---------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ--–----- მ---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი (გარდაცვლილის მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ წარსულში განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება), მისი ასაკი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება (მოწმეები ახასიათებენ, როგორც ქველმოქმედს და დადებით პიროვნებას) და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით. პალატა თვლის, რომ გ--–----- მ---------ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ს--–-------------- საოლქო პროკურატურის პროკურორ მ-------------–---–ის და მსჯავრდებულ გ--–----- მ---------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა---------–-----–--–---–ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში ასევე სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ს--–-------------- საოლქო პროკურატურის პროკურორ მ-------------–---–ის და მსჯავრდებულ გ--–----- მ---------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა---------–-----–--–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ--–----- მ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ--–----- მ---------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად გნესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
გ--–----- მ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 03 დეკემბრიდან.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ--–----- მ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
1 ერთი ცალი „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, გ--–----- მ---------ისგან ამოღებული ორი ცალი სიგარეტის კოლოფი და ორი ცალი გასაღები, გ--–----- მ---------ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ხ-–-- ტ-----------ს ტანსაცმელი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
პისტოლეტი, ავტომანქანის სავარძლიდან ამოღებული ერთი ცალი ტყვიის გულა და ერთი ცალი მასრა - შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნოს საქართველოს შსს კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს.
ხ-–-- ტ-----------ს სისხლის ნიმუში, ავტომანქანა „ფორდ ტრანზიტიდან“ ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქა, ხ-–-- ტ-----------ს გვამის ფრჩხილების ნიმუშები, გ--–----- მ---------ის ფრჩხილების ანაწმენდის ნიმუშები, ქვის კენჭების მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით, გ--–----- მ---------ისგან აღებული სისხლის ნიმუში - განადგურდეს.
სსიპ 112-დან მიღებული აუდიოფაილები ერთ ცალ DVD დისკზე, გ--–----- მ---------ის ტელეფონში არსებული ინფორმაცია ერთ ცალ DVD დისკზე, ბილაინიდან გამოთხოვილი დეტალური ინფორმაცია ერთ ცალ CD დისკზე, გ--–----- მ---------ისგან აღებული ხმის ნიმუში ერთ ცალ CD დისკზე - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
ვახტანგ მრელაშვილი