განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.11.2019
საქმის ნომერი
240210119002419287
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
08.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 240210119002419287

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-964 08 ნოემბერი 2019 წელი

ქ. ქუთაისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით

 

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

მოსამართლე: სიმონ ჩხაიძე

ირმა პერანიძე

 

სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე): ო---- ც----------

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): ა-–---------- ჯ-------

წარმომადგენელი: რ------ მ-----–--

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): ლ---- ჯ--------ე

წარმომადგენელი: ზ------ ხ----------

მოწინააღმდეგე მხარე: საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. ო---- ც----------მ სარჩელით მიმართა ს----ის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე მხარეებად ა-–---------- ჯ-------, ლ---- ჯ--------ე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიუთითა და ითხოვა 2018 წლის 26 ოქტომბერს, ლ---- ჯ--------ისა და ა-–---------- ჯ-------ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; ს/კ 4----------- უძრავი ქონების რეგისტრაციის საფუძვლად გამოყენებული დოკუმენტების: N54/9151 საარქივო ცნობისა და N2012037201-03 საარქივო ცნობის ბათილად ცნობა, ამ დოკუმენტების საფუძველზე მიღებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ს----ის სამსახურის N8-------------- (08.04.2016) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, (რომლითაც სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ა-–---------- ჯ------- აღირიცხა) და სადავო უძრავი ქონების, მდებარე ს----ის რაიონის სოფელ ნ-----–----ში, N 4-----------, მესაკუთრედ ცნობა.

2. მოსარჩელის განმარტებით: ლ---- ჯ--------ემ და ა-–---------- ჯ-------მ 2017 წლის 26 ოქტომბერს მოჩვენებით, ნების გამოვლენის გარეშე, დადეს ნასყიდობის ხელშეკრულება. ლ---- ჯ--------ე იყო ა-–---------- ჯ-------ს სასიძო და ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში მის შვილზე იქორწინა. ლ---- ჯ--------ე და ა-–---------- ჯ------- გარკვეული პერიოდი ერთად მუშაობდნენ საჰაერო ნავიგაციაში. მათ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, მოგვიანებით ოჯახის წევრები გახდნენ. ისინი შეთანხმებულად მოქმედებდნენ. რეალურად ლ---- ჯ--------ეს ა-–---------- ჯ-------საგან სადაო ქონება არ უყიდია, ნასყიდობის საფასური არ გადაუხდია, ეს ქმედება მათ განახორციელეს სასამართლოსათვის თვალის ასახვევად. ლ---- ჯ--------ემ იცოდა, რომ ქონება, რომელსაც თავის სახელზე ირეგისტრირებდა - სადავო იყო. ლ---- ჯ--------ისათვის ასევე ცნობილი იყო, რომ ა-–---------- ჯ-------ს სახელზე არსებული რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით, ო----ი ც----------ს სასარჩელო განცხადების გამო, სასამართლოში მიმდინარეობდა საქმისწარმოება N3/33 ადმინისტრაციულ საქმეზე, სადაც მესამე პირად ჩართული იყო თავად ა-–---------- ჯ-------. საჯარო რეესტრში ქონების რეგისტრაციით ლ---- ჯ--------ეს საკუთრების უფლება სადაო ქონებაზე არ წარმოშობია, რადგან ამ რეგისტრაციას საფუძვლად დაედო არანამდვილი ნების საფუძველზე დადებული ხელშეკრულება. ლ---- ჯ--------ე არ არის კეთილსინდისიერი შემძენი.

3. მოსარჩელის განმარტებით, მან სადავო ქონება 1987 წელს, 5 000 მანეთად შეიძინა მოქალაქე თ---------- გ-------–--საგან, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნული ქონება 1986 წელს მემკვიდრეობით მიიღო ბებიისაგან. სამკვიდრო მოწმობა რეგისტრირებული იყო რეესტრში. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, თ---------–--მ, როგორც მემკვიდრემ და მესაკუთრემ მოახდინა სადავო ქონების გასხვისება მოსარჩელეზე. იმხანად მოქმედი რეგულაციები უძრავი ქონების შეძენისთვის წერილობით ფორმას არ ითვალისწინებდა, რის გამოც მან ზეპირი შეთანხმებით შეიძინა სადავო ქონება. 2012 წლის 25 ოქტომბერს გამყიდველმა დაწერა ხელწერილი, რომელიც ადასტურებს სადავო ქონების ო----ი ც----------ზე - 1987 წელს მიყიდვის ფაქტს და ეს ხელწერილი დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ.

4. მოსარჩელის მითითებით, სადავო ქონების (მდებარე ს----ი, სოფელი ნ-----–----ი, ს/კ 4----------- სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 2554.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, შენობა ნეგებობის ჩამონათვალი 1 გაშენების ფართობი 188.87კვ.მ.) ერთადერთი და კანონიერი მესაკუთრე არის თავად მოსარჩელე. 1986 წლის 25 აპრილს, სახალხო დეპუტატთა აღმასკომის მიერ, თ---------- გ-------–--ს სახელზე გაცემულ ცნობაში N316 აღნიშნულია, რომ აწ.გარდაცვლილი ფ-–-- გ-------–-- (თ---------- გ-------–--ს მამკვიდრებელი), გარდაცვალებამდე ცხოვრობდა ც----------------- სოფელ ნ-----–----ში, მას საკუთრების უფლებით გააჩნდა საცხოვრებელი სახლი, რომლის ფართი შეადგენდა 30 კვ.მ-ს. სწორედ ეს სახლი შეიძინა ო---- ც----------მ თ---------- გ-------–--საგან, რომელიც დაანგრია და მის მიერ აშენებული იქნა ორ სართულიანი, 188.87 კვ.მ. ფართის მქონე, საცხოვრებელი სახლი. ამავე საცხოვრებელი სახლის ა-–---------- ჯ-------ს სახელზე აღრიცხვით კი შეილახა ო---- ც----------ს საკუთრების უფლება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მას ნივთზე მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა 1987 წლიდან თ---------- გ-------–--სთან დადებული ზეპირი გარიგების საფუძველზე, რომლის ნამდვილობაც დადასტურებულია 2012 წლის 25 ოქტომბრის ხელწერილით. შესაბამისად, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მას, როგორც მართლზომიერ მფლობელს უნდა აღუდგეს სადაო ქონებაზე საკუთრების უფლება.

 

მოპასუხის ა-–---------- ჯ-------ს პოზიცია:

 

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ლ---- ჯ--------ესა და ა-–---------- ჯ-------ს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შესახებ. ნასყიდობის საგანი იყო საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, მდებარე ს----ის რაონის, სოფელ ნ-----–----ში. მითითებული ქონება შეფასებული იქნა 8000 აშშ დოლარად, რაც ლ---- ჯ--------ემ გადაიხადა სრულად. თანხის გადაცემას ესწრებოდნენ ნ-----–---- ხ--------, ლ---- ა-------ი, რის შემდეგაც ისინი ერთად გამოცხადნენ იუსტიციის სახლში ქალაქ ფ----ში, სადაც რეესტრის თანამშრომელმა ხელშეკრულების მხარეებს განუმარტა გარიგების არსი და შედეგები და უძრავი ქონება აღირიცხა ლ---- ჯ--------ის სახელზე. შესაბამისად, უდავოა, რომ ლ---- ჯ--------ე არის ქონების კეთილსინდისიერი შემძენი, ნების გამოვლენაში თვალთმაქცობას ადგილი არ ქონია, ვინაიდან გამყიდველმა მიიღო ნასყიდობის საგნის ღირებულება, მყიდველმა კი - ნაყიდი ქონება, აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს არ ცვლის, ის, რომ ლ---- ჯ--------ე იყო ქონების გამსხვისებლის მომავალი სიძე.

6. „სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს მიწის მართვის დეპარტამენტმა ა-–---------- ჯ-------ს სახელზე გასცა საკუთრების ორი მოწმობა 0.253 ჰა. ფართობზე და 0.23 ჰა ფართობზე. ს----ის არქივში დაცული დოკუმენტის თანახმად, ს----ის რაიონის, სოფელ ნ-----–----ში სადავო კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია ა-–----------. ნ-----–----ის საკრებულოს 2001 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიის თანახმად, ა-–----------ს სახელზე არსებული მიწის ფართობი შეადგენს 0.25 ა-ს (რიგითი N582; საფუძველი საარქივო ცნობა აა2023029537-04, 06.08.2013). ვინაიდან საქართველოში, მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილების საფუძველზე ხდებოდა კომლისათვის ფართის შევსება ზღვრულ ნორმამდე, ნ-----–----ის საკრებულომ ა-–----------ს სახელზე დამატებით გასცა 0.23 ჰა მიწის ნაკვეთი. რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას იმის თაობაზე, რომ N588 მიღება ჩაბარების აქტი ეკუთვნის თ---------- გ-------–--ს, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება, ამასთან აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე დავის უფლება აქვს თ---------- გ-------–--ს და არა ო---- ც----------ს.

7. მოპასუხემ განმარტა, რომ 2016 წლის 24 ოქტომბერს, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრების დაზუსტება და ყოველგვარი რეგისტრაცია განხორციელდა კანონშესაბამისად, რის გამოც არ არსებობს რეგისტრაციის გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

მოპასუხე ლ---- ჯ--------ის პოზიცია:

 

8. მოპასუხე ლ---- ჯ--------ემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა. მოპასუხის განმარტებით ნამდვილია მასსა და ა-–---------- ჯ-------ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ამასთან ხელშეკრულების გაფორმებამდე მის მიერ გადამოწმებული იქნა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, და მხოლოდ ამის შემდგომ მოხდა ხელშეკრულების გაფორმება.

9. მოპასუხე ლ---- ჯ--------ემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.

 

მოპასუხე სსიპ საჯარო რესტრის ეროვნული სააგენტოს პოზიცია:

 

10. 2002 წლის 26 ნოემბერს, ა-–---------- ჯ-------ს სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ს----ის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნ-----–----ში მდებარე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 2530.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი 4-----------. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 ოქტომბრის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ა-–---------- ჯ-------ს განცხადება და დაზუსტდა მიწის ნაკვეთი და საზღვრები. 2016 წლის 08 აპრილს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორების მიზნით, მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეთხოვა გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი დოკუმენტის, ა-–---------- ჯ-------ს კომლის შემადგენლობისა და ქონების ფლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. პარალელურად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, 2016 წლის 28 მარტის N73860 წერილით გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან, ა-–---------- კ----–------ ჯ-------ს კომლის შემადგენლობის შესახებ. ასევე ინფორმაცია ა-–---------- კ----–------ ჯ-------ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობის შესახებ რეფორმის პერიოდისათვის - 1992-1999წწ. ს----ი, სოფელ ნ-----–----ის საკომლო წიგნში დაცული ინფორმაციის თანახმად დადგენილი იქნა, რომ კომლის უფროსად და ერთადერთ მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო ა-–---------- ჯ-------, კომლზე რიცხულ ქონებას კი წარმოადგენდა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 0.25 ჰა მიწის ნავეთი, საგადასახადო სიის რიგითი N582. ამის შემდგომ, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, 2016 წლის 08 აპრილს მიღებულ იქნა N8--------------- გადაწყვეტილება საკუთრების რეგისტრაციის შესახებ, რომელიც შეესაბამება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს და არ არსებობს მითითებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

11. სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ო----ი ც----------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

 

სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

12. 2017 წლის 26 ოქტომბერს, ქალაქ ფ----ში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ა-–---------- ჯ-------სა და ლ---- ჯ--------ეს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგანს წარმოდგენდა ს----ის რაიონის, სოფელ ნ-----–----ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი 4-----------.

13. 2017 წლის 31 ოქტომბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით, სადავო უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდით 4-----------) მესაკუთრეა ლ---- ჯ--------ე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 26/10/2017.

14. 2016 წლის 08 აპრილს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდით 4-----------,) მესაკუთრეა ა-–---------- ჯ-------. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია საარქივო ცნობა N54/9157, დამოწმების თარიღი: 28/03/2016, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი; საარქივო ცნობა NAA2012037201-03, დამოწმების თარიღი: 17/10/2012, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი, ტერიტორიული ორგანო სენაკის არქივი.

15. 2016 წლის 08 აპრილს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით, სენაკის რაიონის, სოფელ ნ-----–----ში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის N54/9157 წერილისა და განცხადების საფუძველზე, რეგისტრაცია გაუქმდა უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით 4-----------.

16. 2012 წლის 25 ოქტომბერს, ნოტარიუს დ----- ფ----------ის მიერ დამოწმებული N1-------- აქტის მიხედვით, თ---------- გ-------–--, დაბადებული 1953 წლის 28 ივლისს, პ/ნ 6---------- ადასტურებს, რომ 1987 წელს საკარმიდამო მიწის ნაკვეთი მიყიდა 5000 მანეთად (რუბლად) ს----ის რაიონის, სოფელ ნ-----–----ში მცხოვრებ ო---- ც----------ს, დაბ.: 01.06.1948წ. ,პ/ნ 3----------.

17. ნოტარიუსის შ-------------ის მიერ, 1986 წლის 06 მაისს დამოწმებულ იქნა სამკვიდრო მოწმობა (რეესტრის N2600), რომლითაც დადგენილი იქნა, რომ ფ-–-- გ-------–--ს მემკვიდრედ ცნობილ იქნა შვილისშვილი თ---------- გ-------–--. სამკვიდრო ქონებას, რომელზედაც გაცემული იქნა მოწმობა შეადგენს: საცხოვრებელი სახლი 30 კვ.მ სამოთახიანი, რომელიც განთავსებულია 30 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, მდებარე ც---------------ი, სოფ. ნ-----–----ი.

18. 2013 წლის 20 აგვისტოს AA2013032061-05 სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ს----ის არქივის მიერ გაცემული საარქივო ცნობის მიხედვით, ს----ის რეგიონულ არქივში, დაცული სოფელ ნ-----–----ის საკრებულოს 1997 წლის 20 მარტის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N588-ის თანახმად, მოქალაქე თ---------- ა-–----------ს ძე გ-------–--ს სარგებლობაში გამოყოფილია მიწის ფართობი, სულ 0,25 ჰა. ერთ ნაკვეთად.

19. 2013 წლის 12 აგვისტოს, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის, ს----ის არქივის მიერ გაცემული AA2013030326-03 საარქივო ცნობის მიხედვით, ს----ის არქივში დაცული სოფელ ნ-----–----ის სასოფლო საბჭოს 1973-1975 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია შ--–-------------------–- გ-------–--. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება მიწის ფართი 0,25ჰა.

20. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაცემული N54/9157 წერილით სასამართლომ დაადგინა, რომ სენაკის რეგიონალურ არქივში დაცული ნ-----–----ის საკრებულოს 2001-2005წწ. საკომლო წიგნში კომლის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ჩაწერილია ა-–---------- (მამის სახელი მითითებული არ არის) ჯ-------. მონაცემი პირად საკუთრებაში რიცხული მიწის ფართობის შესახებ აღნიშნულ საკომლო წიგნში შეტანილი არ არის. ნ-----–----ის საკრებულოს 1999 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიის ჩანაწერებით, თ---------- გ-------–--ს (ხაზგადასმულია, გადაწერილია ა-–---------- (მამის სახელი მითითებული არ არის) ჯ-------) ერიცხება 025 ჰა (დოკუმენტში ასეა) მიწის ფართობი საგადასახადო სიის რიგითი N582.

21. 2018 წლის 17 აპრილს, საარქივო ცნობის თანახმად, სამეგრელოს რეგიონალურ არქივში დაცულ ს----ის რაიონის სოფელ ნ-----–----ის საკრებულოს 1999 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიით, თ----------ი გ-------–--ს (ხაზგადასმულია, მიწერილია ა-–---------- ჯ-------) ერიცხება მიწის ფართი 025 (დოკუმენტში ასეა) ჰა. სას. სამ. სავარგული - 023 (დოკუმენტში ასეა). სახნავი და მრავალწლიანი ნარგავი 023. დასარიცხი გადასახადი ლარში - სულ 6.50, აქედან სას. სას. სამეურნეო დანიშნულების მიწა -6.50 (სიის რიგითი N582). ს----ის რაიონის სოფელ ნ-----–----ის საკრებულოს 2000 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში თ----------ი ა-–----------ს ძე გ-------–-- არ აღმოჩნდა.

22. 2018 წლის 09 ნოემბრის № 240210118002419287 (2-407- 2018) საოქმო განჩინებით, თ---------- გ-------–--ს ეცნობა, რომ ს----ის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს N2/407-2018 სამოქალაქო საქმე, ო---- ც----------ს სარჩელის გამო მოპასუხეების ლ---- ჯ--------ის, ა-–---------- ჯ-------ს, საქართველოს იუსტიციის სამინიტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნით, სადაც თ---------- გ-------–-- მიჩნეული იქნა მესამე პირად, რომელსაც უფლება აქვს განაცხადოს დამოუკიდებელი მოთხოვნა დავის საგანზე. საქმეზე მესამე პირად ჩაბმის თაობაზე თანხმობის მისაღებად განჩინების ასლი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თ---------- გ-------–--ს, პ/ნ 6---------- და მხარეებს.

23. 2018 წლის 19 ნოემბერს თ---------- გ-------–--ს მიერ ნოტარიულად დამოწმებული (რეესტრი N181413093) განცხადებით დადგენილი იქნა, რომ N240210118002419287 2/407-2018 საქმეზე თ---------- გ-------–--მ, პ/ნ 6----------, უარი განაცხადა დავის საგანზე არსებულ საქმეში მესამე პირად ჩაბმაზე.

24. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1964 წლის რედაქციაზე; „სასოფლო-სამეურნეო დანიშულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძანებულებაზე; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსზე;

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

25. დასახელებული გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრით იქნა გასაჩივრებული მოსარჩელე ო---- ც----------ს მიერ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა.

26. აპელანტმა განმარტა, რომ მან, 1987 წელს, 5000 მანეთად მოქალაქე თ---------- გ-------–--საგან შეიძინა სადავო უძრავი ქონება, რომელიც მას 1986 წელს ბებიისაგან მემკვიდრეობით ქონდა მიღებული. კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა რეგისტრირებულია რეესტრში. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, თ---------- გ-------–--მ, როგორც ქონების მესაკუთრემ მოახდინა ამ ქონების გაყიდვა ო---- ც----------ზე. 2012 წლის 25 ოქტომბერს, თ---------- გ-------–--მ დაწერა ხელწერილი, რომელიც ადასტურებს სადავო სახლის (უძრავი ქოენბის) ო---- ც----------ზე 1987 წელს მიყიდვის ფაქტს. ამასთან ქონება, რომელიც მან გ-------–--საგან შეიძინა წარმოადგენდა 30კვ.მ. ფართის მქონე შენობა ნაგებობას და მიწის ნაკვეთს, მოსარჩელემ დაანგრია აღნიშნული შენობა და მის ნაცვლად ააშენა ორ სართულიანი საცხოვრებელი სახლი, აღნიშნული საცხოვრებელი სახლი, მიწის ნაკვეთთან ერთად წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას. მართალია სასამართლომ დაადგინა, რომ - ა-–---------- ჯ-------ს სახელზე საკუთრების მოწმობის გაცემას საფუძვლად დაედო N588 მიღება ჩაბარების აქტი, მაშინ, როდესაც აღნიშნული N588 მიღება - ჩაბარების აქტი რეალურად ეკუთვნოდა თ---------- გ-------–--ს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც არ დააკმაყოფილა სარჩელი, ამასთან ო---- ც---------- მიიჩნია არასათანადო მოსარჩელედ. სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან, ის უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ო---- ც----------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლი:

 

27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

28. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

29. 2013 წლის 12 აგვისტოს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის,ს----ის არქივის მიერ გაცემული AA2013030326-03 საარქივო ცნობის მიხედვით, ს----ის არქივში დაცული სოფელ ნ-----–----ის სასოფლო საბჭოს 1973-1975 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია შ--–-------------------–- გ-------–--. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება მიწის ფართი 0,25ჰა. (ტ.1. ს.ფ. 32-34).

30. საქმეში, ს.ფ. 58-ზე განთავსებულია ნ-----–----ის სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მიერ, 1986 წლის 05 მაისს გაცემული ცნობა. ცნობის მიხედვით დგინდება, რომ ფ-–-- ს----------------------–-- გარდაცვალებამდე ცხოვრობდა ც----------------- სოფელ ნ-----–----ში, მის ქონებას გარდაცვალების დღიდან ფლობდა და განაგებდა თავისი აწ. გარდაცვლილი შვილი ა-–---------- გ-------–--, ხოლო ამ უკანასკნელის გარდაცვალების დღიდან ქონებას ფლობდა და განაგებდა შვილი თ---------- გ-------–--. აწ. გარდაცვლილი ფ-–-- გ-------–-- ითვლებოდა კომლის ერთადერთ წევრად. (ტ.1. ს.ფ.58).

31. საქართველოს ნოტარიუსის შ-------------ის მიერ, 1986 წლის 06 მაისს დამოწმებულ იქნა სამკვიდრო მოწმობა (რეესტრის N2600), რომლითაც დასტურდება, რომ ფ-–-- გ-------–--ს მემკვიდრედ ცნობილ იქნა შვილისშვილი თ---------- გ-------–--. სამკვიდრო ქონება, რომელზედაც გაცემულია მოწმობა შეადგენს: საცხოვრებელი სახლი 30 კვ.მ. სამოთახიანი,რომელიც განთავსებულია 30 კვ.მ.მიწის ნაკვეთზე, მდებარე ც---------------ი, სოფ. ნ-----–----ი.(ტ.1. ს.ფ. 55-57).

32. 2013 წლის 20 აგვისტოს AA2013032061-05 სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის სენაკის არქივის მიერ გაცემული საარქივო ცნობის მიხედვით, ს----ის რეგიონულ არქივში, დაცული სოფელ ნ-----–----ის საკრებულოს 1997 წლის 20 მარტის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N588 აქტის თანახმად, მოქალაქე თ----------ი ა-–----------ს ძე გ-------–--ს სარგებლობაში გამოყოფილია მიწის ფართობი, სულ 0,25 ჰა.ერთ ნაკვეთად.

33. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ, 2016 წლის 28 მარტს გაცემული N54/9157 წერილით დასტურდება, რომ სენაკის რეგიონალურ არქივში დაცული ნ-----–----ის საკრებულოს 2001-2005წწ. საკომლო წიგნში კომლის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ჩაწერილია ა-–---------- (მამის სახელი მითითებული არ არის) ჯ-------. მონაცემი პირად საკუთრებაში რიცხული მიწის ფართობის შესახებ აღნიშნულ საკომლო წიგნში შეტანილი არ არის. ნ-----–----ის სასოფლო საბჭოს და საკრებულოს 1986-1990 (ცვლილებები ნაწარმოებია 1996 წლამდე) წწ. და 1996-2000წწ. საკომლო წიგნებში და 1996-1997წწ. მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების დოკუმენტებში ჩანაწერი ა-–---------- კ----–------ ჯ-------ს კომლის შემადგენლობისა და მასზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ არ აღმოჩნდა. ნ-----–----ის საკრებულოს 1999 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიის ჩანაწერებით, თ---------- გ-------–--ს (ხაზგადასმულია, გადაწერილია ა-–---------- (მამის სახელიმითითებული არ არის) ჯ-------) ერიცხება 025 ჰა (დოკუმენტში ასეა) მიწის ფართობი.საგადასახადო სიის რიგითი N582.(ტ.1. ს.ფ.36).

34. მითითებული ცნობის შინაარსიდან ვლინდება, რომ საკომლო წიგნში, თ---------- გ-------–--ს სახელზე არსებულ ჩანაწერში, 1999 წელს განხორციელებული ცვლილებით თ---------- გ-------–-- ჩანაცვლებული იქნა ა-–---------- ჯ-------თი. სააპელაციო პალატა მითითებული ჩანაცვლების კანონიერებისა და მისი საფუძვლის კვლევას ვერ შეუდგება, რადგან აღნიშნული მოთხოვნის დაყენების უფლების მქონე პირს წარმოადგენს თ---------- გ-------–-- და არა ო---- ც----------.

35. დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელეს შეთავაზა რომ ის, როგორც არასათანადო მოსარჩელე შეცვლილიყო სათანადო მოსარჩელე თ---------- გ-------–--თი, სასამართლოს აღნიშნულ შეთავაზებას ო---- ც---------- არ დაეთანხმა.

36. დადგენილია, რომ 2018 წლის 09 ნოემბრის № 240210118002419287 (2-407- 2018) საოქმო განჩინებით, თ---------- გ-------–--ს ეცნობა, რომ სენაკის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს N2/407-2018 სამოქალაქო საქმე, ო---- ც----------ს სარჩელის გამო მოპასუხეების ლ---- ჯ--------ის, ა-–---------- ჯ-------ს, საქართველოს იუსტიციის სამინიტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნით, სადაც თ---------- გ-------–-- მიჩნეულია მესამე პირად, რომელსაც უფლება აქვს განაცხადოს დამოუკიდებელი მოთხოვნა დავის საგანზე. საქმეზე მესამე პირად ჩაბმის თაობაზე თანხმობის მისაღებად განჩინების ასლი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თ---------- გ-------–--ს, პ/ნ 6---------- და მხარეებს. განემარტა თ---------- გ-------–--ს, რომ მას სამოქალაქო კოდექსის 84-ე მუხლის მესამე ნაწილით უფლება აქვს საქმეში ჩაებას მესამე პირად დავის საგანზე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, ან უარი განაცხადოს მესამე პირად ჩაბმაზე, რის შესახებაც სასამართლოს უნდა აცნობოს განჩინების ჩაბარებიდან სამი დღის ვადაში.

37. დადგენილია, რომ 2018 წლის 19 ნოემბერს, თ---------- გ-------–--მ უარი განაცხადა არსებულ საქმეში მესამე პირად ჩაბმაზე.

38. პალატა განმარტავს, რომ სადავო ქონებაზე უფლება არა მოსარჩელეს, არამედ თავად თ---------- გ-------–--ს გააჩნია და მოთხოვნის უფლების მქონე პირიც სწორედ ის არის, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა საქმეში ჩართვაზე.

39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, სასამართლო, რომელიც საქმის განხილვის დროს დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება აქვს, შეუძლია მოსარჩელის თანხმობით საქმის შეუწყვეტლად შეცვალოს თავდაპირველი მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით. თუ ასეთი თანხმობის მიუხედავად, სათანადო მოსარჩელე არ არის თანახმა შეცვალოს არასათანადო მოსარჩელე, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს იმ მოტივით, რომ არასათანადო მხარემ უარი თქვა მის მიერ აღძრულ სარჩელზე. თუ არასათანადო მოსარჩელე არ არის თანახმა შეიცვალოს სათანადო მოსარჩელით, ეს უკანასკნელი შეიძლება ჩაებას საქმეში მესამე პირად, რომელიც განაცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე, რის შესახებაც სასამართლო აცნობებს ამ პირს. თუ ეს პირი თანახმაა ჩაებას საქმეში მესამე პირად, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის არასათანადო მოსარჩელეს სარჩელზე მისი დაუსაბუთებლობის გამო, ხოლო მესამე პირად საქმეში ჩაბმული სათანადო მოსარჩელის მიმართ სარჩელს დააკმაყოფილებს საერთო საფუძველზე. თუ მესამე პირად საქმეში ჩასაბმელად ნავარაუდები სათანადო მოსარჩელე უარს იტყვის ჩაებას ამ საქმეში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის არასათანადო მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

40. ამავე კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

41. შესაბამისად სააპელაციო პალატა თვლის, რომ ო---- ც----------, როგორც არასათანადო მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი იდავოს ა-–---------- ჯ-------ს სახელზე გაცემული საარქივო ცნობებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის კანონიერებაზე.

42. მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებას დაურთო თ---------- გ-------–--ს სანოტარო წესით დამოწმებული 2012 წლის 25 ოქტომბრის წერილი, სადაც წერია, რომ „მე თ---------- გ-------–--, დაბადებული 1953 წლის 28 ივლისს, ქ. ც------, პირადობის ნომერი 6----------, ვადასტურებ, რომ 1987 წელს მივყიდე საკარმიდამო მიწის ნაკვეთი 5 000 მანეთად (რუბლად) სენაკის რაიონის სოფელ ნ-----–----ში, ო---- ც----------ს, დაბადებულს ქ. ც------, დაბადების თარიღი 01.06.1948 წელი, პ/ნ 3----------“. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ხელწერილი მიჩნეული უნდა იქნეს უძრავი ქონების ნასყიდობის წერილობით ხელშეკრულებად და 2012 წელს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოხდეს მისი სადაო ქონებაზე მესაკუთრედ აღიარება.

43. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ პოზიციას და აღნიშნავს, რომ 2012 წლის 25 ოქტომბრის მდგომარეობით, სადავო ქონება სარეგისტრაციო მონაცემებით უკვე ირიცხებოდა არა თ---------- გ-------–--ს სახელზე, არამედ - ა-–---------- ჯ-------ს სახელზე. აღნიშნული გარემოება გამორიცხავს 2012 წლის 25 ოქტომბერს, თ---------- გ-------–--ს მხრიდან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობას.

44. რაც შეეხება მოსარჩელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადავო ქონებაზე მას საკუთრების უფლება წარმოიეშვა 1987 წელს თ---------- გ-------–--სთან გაფორმებული ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსრ 1964 წლის სამოქალაქო კოდექსის 239-ე მუხლის თანახმად, სოფელში მდებარე საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დადებული უნდა იყოს წერილობითი ფორმით და რეგისტრირებული უნდა იქნეს სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოში. საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვა დადებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან. ამ წესით დარღვევით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება იწვევს ნასყიდობის ბათილობას.

45. დღეს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად უძრავი ნივთის ნასყიდობისთვის აუცილებელია წერილობითო ფორმის დაცვას, ხოლო საკუთრების უფლების წარმოშობისთვის ამ გარიგების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

46. აღნიშნული წესები მოსარჩელე ო---- ც----------ს მიერ დაცული არ არის, რაც გამორიცხავს მოსარჩელის პოზიციის გაზიარებას და სადავო უძრავ ქონებაზე, ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე - საკუთრების უფლების წარმოშობას.

47. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ა-–---------- ჯ-------სა და ლ---- ჯ--------ესა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით, სააპელაციო პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ დაუდასტურებელი ო---- ც----------ს სამართლებრივი შემხებლობა სადავო უძრავ ქონებასთან, რაც გამორიცხავს მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილებას, ამასთან დაუდასტურებელია სადავო გარიგების მოჩვენებითი და თვალმაქცური ხასიათი.

48. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად: ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

49. გარიგება იმ შემთხვევაში ჩაითვლება მოჩვენებით დადებულად, როცა გარიგების მხარეებს არ სურთ ამ გარიგებით გათვალისწინებული იურიდიული შედეგის დადგომა. მოჩვენებითი გარიგება მოკლებულია ნამდვილობას და მხარეთა მიერ გამოიყენება კანონსაწინააღმდეგო მიზნების დასაფარად და მისაღწევად. მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი და გარიგების არც ერთ მხარეს არ სურს ამ გარიგების შესრულება.

50. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში;

51. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.

52. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება ერთადერთ მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებლის გარდა არსებობს სხვა თანამესაკუთრეც.

53. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად: ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე.

54. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა-–---------- ჯ-------სა და ლ---- ჯ--------ეს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და სადაო უძრავი ქონება აღირიცხა მყიდველთა სახელზე კანონით დადგენილი წესით.

55. კონკრეტულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ გარიგება, რომელიც დაიდო სადაო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით არის ნამდვილი, იგი არ არის ბათილი გარიგება და იგი სრულიად კანონშესაბამისად დადეს მხარეებმა ურთიერთშორის.

56. არსებული ფაქტობრივი რეალობის პირობებში, არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რაც მოსარჩელის მოთხოვნებს კანონშესაბამის ხასიათს შესძენდა – საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

57. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ო---- ც----------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელემწიფო ბაჟის გადახდისაგან.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-5 და მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

თავმჯდომარე: მოსამართლეები: თამარ სვანიძე სიმონ ჩხაიძე ირმა პერანიძე