განაჩენი

სისხლის სამართლის 30.12.2019
საქმის ნომერი
330100119003198852
ინსტანცია
თარიღი
30.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003198852

№1ბ/1952-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული: ა-–---------- ც------ე, დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----------------------–-----------------------–ში.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა).

 

სასჯელი:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 5350 ლარის ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, საბოლოოდ ჯარიმა - 1 000 ლარის ოდენობით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, სახელმწიფო ბრალმდებელმა, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ირაკლი ყვავაძემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ა-–---------- ც------ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება, შემდეგ გარემოებათა გამო: პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ არ გაითვალისწინა ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივი ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება დანაშაულის სპეციფიკური ხასიათი და განუსაზღვრა აშკარად მსუბუქი სასჯელი. ა-–---------- ც------ის მიმართ დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა ქმედების ხასიათთან, მსჯავრდებულის მიერ მართალია ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მაგრამ საყურადღებოა, რომ როგორც ფაქტებით დასტურდება მსჯავრდებულის ქმედებას ჰქონდა სისტემატური ხასიათი. შესაბამისად მის მიმართ შეფარებული სასჯელის ნაწილში, სასამართლო ზედმეტად ლმობიერი აღმოჩნდა. შესაბამისად, ბრალდების მხარე, სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ა-–---------- ც------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სასამართლომ დაადგინა:

ა-–---------- ც------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 04 აგვისტოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კრწანისის მე–3 ოცეულის პატრულ–ინსპექტორ დ----- ტ-------–---–ის მიერ ა-–---------- ც------ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №0-----, რომლითაც ა-–---------- ც------ეს აეკრძალა მეუღლესთან თ----- ხ-------სთან მის საცხოვრებელ მისამართთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც თ----- ხ------- შესაძლოა იმყოფებოდეს, ასევე ნებისმიერ სახის კომუნიკაცია ტელეფონის სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მიუხედავად აღნიშნულისა ა-–---------- ც------ემ 2019 წლის 5 აგვისტოს დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, 5 აგვისტოს გამთენიისას ა-–---------- ც------ე რამდენჯერმე მივიდა თ---–--------------–-----------------------–ში თ----- ხ-------ს საცხოვრებელი სახლის მისამართზე და მისთვის კარის გაღების მიზნით ხელები და ფეხები ურტყა შესასვლელ კარს, იმავდროულად მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ნოემბრის განაჩენით, ა-–---------- ც------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – ჯარიმა 5 350 (ხუთი ათას სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის შესაბამისად, ა-–---------- ც------ეს, 2019 წლის 11 აგვისტოდან - 2019 წლის 05 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ დაენიშნა ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ა-–---------- ც------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ა-–---------- ც------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების: დ-------- წ------–-–---–ის, შ--–-- მ-----–---–ის, თ----- ხ-------ს, ქ------- ხ-------ს გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, N0----- შემაკავებელი ორდერით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და თავად ა-–---------- ც------ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, მსჯავრდებულ ა-–---------- ც------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა-–---------- ც------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ა-–---------- ც------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა - ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენაა.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ა-–---------- ც------ეს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციის და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ა-–---------- ც------ეს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა, იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ამავდროულად საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა-–---------- ც------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი და გააჩნია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც სასჯელის სახის და ზომის დანიშვნისას ასევე მნიშვნელოვანია. ა-–---------- ც------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების, დანაშაულის ჩადენის მოტივის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მსჯავრდებულის ასაკის, პიროვნების და წარსული ცხოვრების, პირადი და ეკონომიკური პირობების და ქმედების შემდგომი ყოფა-ქცევის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, არ არსებობს ა-–---------- ც------ის მიმართ გამოყენებული სასჯელის სახის სხვა სასჯელით შეცვლის აუცილებლობა და ჯარიმა, მოცემულ შემთხვევაში სრულიად საკმარისია მსჯავრდებულზე ზემოქმედების მოსახდენად, რომ მას გაუჩნდეს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ა-–---------- ც------ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის, ძვალი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი ყვავაძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი ყვავაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ნოემბრის განაჩენი ა-–---------- ც------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ა-–---------- ც------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – ჯარიმა 5 350 (ხუთი ათას სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის შესაბამისად, ა-–---------- ც------ეს, 2019 წლის 11 აგვისტოდან - 2019 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

მსჯავრდებულ ა-–---------- ც------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ჯორბენაძე