განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100119003067959
საქმე №1/ბ-834-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი, 2019 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- დ------ს ძე კ-------–---ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ქობულეთი, კ. ლესელიძის შესახვევი N23; ფაქტობრივად მცხოვრები: დ. ა----–-----–ის გამზ. 116, ბინა 12;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1 2019 წლის 04 იანვარს, ღამის საათებში, გ------- კ-------–---მა გლუვლულიანი სანადირო თოფიდან გასროლით განზრახ დააზიანა ქ. ქობულეთში, 9-------–---------ში მდებარე მ----–------ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის კარის მინა - პაკეტი და კედელი, ქ. ქობულეთში, 9-------–---------ში მდებარე დ------–--------–--ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის კარის მინა - პაკეტი, ქ. ქობულეთში, 9-------–---------ში მდებარე ი----------–----ის მაღაზიის ვიტრაჟის მინა - პაკეტები, ქ. ქობულეთში, თ---------–---ს ქ. N6-ში მდებარე შპს ,,ა---–------------------------–--’’ (ე-----–-----–-)-ს ოფისის მინა - პაკეტი და კედელი, ქ. ქობულეთში, თ---------–---ს ქ. N8-ში მდებარე ლ--–-----------ს მაღაზიის კარის მინა და ქ. ქობულეთში, თ---------–---ს ქ. N8-ის მიმდებარედ გაჩერებული ს---------------ის კუთვნილი ავტომანქანა ,,OPEL ZAFIRA’’, სახელმწიფო ნომრით X--------- რითაც დაზარალებულებს მიადგათ მნიშვნელოვანი ზიანი.
1.2. 2019 წლის 10 აპრილს, ქ. ქობულეთში, ა----–-----–-ს გამზირი N116, ბინა N12-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ------- კ-------–---მა თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, დედას - ც-–---- კ-------–---ს ხელის მკერდის არეში დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2019 წლის 09 მაისს, ღამის საათებში, ქ. ქობულეთში, ა----–-----–-ს გამზირი N116, ბინა N12-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ------- კ-------–---მა თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, დედას - ც-–---- კ-------–---ს ხელის სახის არეში დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 ოქტომბრის განაჩენით:
გ------- კ-------–---ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის10 აპრილის და 09 მაისის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში.
გ------- კ-------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდა გ------- კ-------–---ის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 01 წლითა და 06 თვით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით და ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი პ----- ც-–--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 ოქტომბრის განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება: გ------- კ-------–---ი დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათის განესაზღვროს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი.
აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ------- კ-------–---ის მიმართ წარდგენილი ბრალდებას - სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი); გარდა ამისა, გასაჩივრებული განაჩენი გ------- კანტალიანის მიმართ სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის ნაწილში არის უსამართლო, სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა სასჯელის მიზნებთან.
ბრალდების მხარის მიერ შედგენილ საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, გ------- კ-------–---ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობის თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ:
დაზარალებულმა ც-–---- კ-------–---მა უარი განაცხადა სასამართლოში მისი ოჯახის წევრის - გ------- კ-------–---ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე;
გ------- კ-------–---ის განმარტებით, მას დედის - ც-–---- კ-------–---ის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია და ამ ნაწილში თავი დამნაშავედ არ ცნო.
მოწმე ზ------ ი------ის ჩვენებით ირკვევა, რომ აღნიშნულ სს საქმეზე მას ჩატარებული აქვს შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, გამოკითხული ჰყავს მოწმეები, გაგზავნილი აქვს წერილები პრობაციის და სააღსრულებო ბიუროებში, საიდანაც გამოთხოვილი იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია. გამოცემული აქვს შემაკავებელი ორდერი, სადაც მსხვერპლი მიუთითებდა ოჯახში ძალადობის ფაქტზე. გამოკითხული იქნა მსხვერპლი - ც-–---- კ-------–---ი, რომელმაც აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა ძალადობას გ------- კ-------–---ის მხრიდან და მოითხოვა აღნიშნულზე რეაგირება. შესაბამისად, აღნიშნულიდან გამომდინარე შედგა შემაკავებელი ორდერი.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებზე:
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა ც-–---- კ-------–---მა ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - გ------- კ-------–---ის წინააღმდეგ.
პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია გ------- კ-------–---ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის თაობაზე.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ 2019 წლის 10 აპრილს და 09 მაისს, გ------- კ-------–---მა იძალადა დედაზე, ც-–---- კ-------–---ზე.
რაც შეეხება საქმეზე დაკითხულ მოწმე პოლიციის თანამშრომლებს, პალატა აღნიშნავს, რომ ისინი კონფლიქტის თვითმხილველები არ არიან, მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რაც გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).
ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გ------- კ-------–---ის ბრალდების (სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ორივე ეპიზოდი) დადასტურება, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაამართლა გ------- კ-------–---ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 10 აპრილის და 09 მაისის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში.
საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული, გარდა მსჯავრდებულ გ------- კ-------–---ის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით (დაზარალებულთა ჩვენებებით, სასაქონლო ექსპერტიზის N---- დასკვნით და სხვა მტკიცებულებებით), რაც შეეხება ამ კვალიფიკაციით დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ, რაც დასტურდებათ მათ მიერ წარმოდგენილი განცხადებებით, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია მსჯავრდებულ გ------- კ-------–---ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კოდექსის 269-ე, 270-ე მუხლებით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
გ------- კ-------–---ი ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 10 აპრილის და 9 მაისის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და გამართლდეს.
გ------- კ-------–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს გ------- კ-------–---ის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 03 (სამი) წლით თ---------–---ს აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე თ---------–---ს აღკვეთისა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- კ-------–---ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თ---------–---ს აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გ------- კ-------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 13 მაისიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები: აღებული ანაწმენდები, ნერწყვის ნიმუში, უცხო მეტალი, პლასტმასის დეტალი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
- საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული სანადირო გლუვლულიანი თოფი, გადაეცეს შსს შეიარაღების სამსახურს.
- გ------- კ-------–---ის ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ანდა მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე