განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.07.2019
საქმის ნომერი
330210015001103113
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330-1001500110-113

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/6874-16

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური

მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი - გვანცა კომბეგაშვილი, ელენე ომანიძე

 

I. აპელანტები/მოწინააღმდეგე მხარეები - საქართველოს ი------–-ის სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეროვნული ბ---ი

წარმომადგენელი - დ-----------–---–-- (ს----------–--- ი------–-ის სამინისტრო), გ---------------–---–- (სსიპ სახელმწიფო ს------ების განვითარების სააგენტო), ი-------------------- (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო), გ--------------–---–- (ს----------–--- ეროვნული ბ---ი)

 

II. აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ა-----------ი’’

წარმომადგენელი - გ----------------, დ------------------

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

I აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

II აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ა-----------ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ს----------–--- ი------–-ის სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ს------ების განვითარების სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ს----------–--- ეროვნული ბ---ს შპს ”ა-----------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 233 094.80 ლარის ანაზღაურება; შპს ”ა-----------ს” უარი ეთქვა ზიანის 96 519.93 ლარის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრებაზე.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2--- წლის 0- თებერვალს ერთი მხრივ ს----------–--- ი------–-ის სამინისტროს, სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ს----------–--- ეროვნულ ბ---სა და მეორე მხრივ შპს ”ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს” შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისის ს---------- ქ.№2-ში მდებარე”ი------–-ის ს---–-ს” სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები.

 

2.2. 2--- წლის 0- თებერვალის ხელშეკრულების მე-7 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების შესრულების კონტროლი, რომლის 7.2 პუნქტის თანახმად, ინსპექტირება უნდა განეხორცილებინა შემსყიდველს №1, 2, 3-ს ერთობლივად, ქ. თბილისის” ი------–-ის ს---–-ს” სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველის მიერ წარმოდგენილი დასკვნების საფუძველზე. ამავე მუხლის 7.3. პუნქტით განისაზღვრა შემსყიდველის შესაბამისი წარმომადგენლის (წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტი) უფლებამოსილებები.

 

2.3. ამავე ხელშეკრულების 1.10 პუნქტის თანახმად, განისაზღვრა ”სამუშაოების ზედამხედველი” - ქ. თბილისი, ”ი------–-ის ს---–-ს” სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველი, რომელსაც ნიშნავს შემსყიდველი.

 

2.4. ხელშეკრულების მე-8 მუხლით განისაზღვრა სამუშაოების მიღება-ჩაბარების წესი, რომლის 8.1 პუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოების მიღება წარმოებს მიღება- ჩაბარების აქტის სახით. მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება წერილობითი ფორმით. მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლის/წარმომადგენლების ხელის მოწერით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფორმა №2-ისა და ექსპერტის დასკვნის საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2--- წლის 0- თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება ( ტ.2.ს.ფ ს.ფ 33-50)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

2.5. 2--- წლის 09 მარტს მხარეებს შორის შედგა შეთანხმება №1, 2--- წლის 12 დეკემბერს - შეთანხმება №2, 2012 წლის 17 იანვარს - შეთანხმება №3, 2012 წლის 19 აპრილს -შეთანხმება №4, 2012 წლის 19 ივლისს - შეთანხმება №5, 2012 წლის 24 სექტემბერს - შეთანხმება №6, 2013 წლის 30 სექტემბერს - შეთანხმება №7, რომლითაც 2--- წლის 0- თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში შეტანილი იქნა ცვლილებები, გარდა 2012 წლის 24 სექტემბრის №6 შეთანხმებისა, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ ახალ საკითხებთან დაკავშირებით.

 

შეთანხმება №5-ის მე-2 პუნქტით ცვლილება შევიდა ხელშეკრულების 8.1 პუნქტში და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: შესრულებული სამუშაოს მიღება წარმოებს მიღება- ჩაბარების აქტის სახით. მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება წერილობითი ფორმით. მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლის/წარმომადგენლების ხელის მოწერით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფორმა №2-ისა და ექსპერტის ან/და კონსულტანტის დასკვნის საფუძველზე.

 

2012 წლის 24 სექტემბრის №6 შეთანხმების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2--- წლის 3 თებერვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების პროცესში ამ შეთანხმების დანართ №1-ით განსაზღვრულმა მიმწოდებლებმა განახორციელეს გარკვეული ქმედებები აღნიშნული სამუშაოების სრულყოფილად შესასრულებლად, რომლის შედეგადაც მიმწოდებელსა და ამ შეთანხმების დანართ №1- ით განსაზღვრულ მიმწოდებლებს შორის (მათ შორის ”ა-----------ი”) წარმოიშვა ფინანსური დავალიანება ამ შეთანხმების დანართი №1-ით განსაზღვრული ოდენობით, რომლის თანახმადაც შპს ”ა-----------ის” მიმართ ვალდებულებამ შეადგინა 3 115 659, 79 ლარი. ამავე შეთანხმებით მხარეებმა დაადასტურეს, რომ დამფინანსებელს (ს----------–--- ეროვნულ ბ---ს) ჰქონდა შესაძლებლობა განეხორციელებინა შესაბამისი ანგარიშსწორება მის ხელთ არსებული სს”თი ბისი ბ---ის” მიერ 2--- წლის 8 აპრილს გაცემული №-------------- საავანსო საბ---ო გარანტიის პირობების შესაბამისად დაბრუნებული 9 262 843.77 აშშ დოლარიდან.

 

ამავე შეთანხმების თანახმად, მიმწოდებელი მიმართავს თხოვნით და რთავს ნებას დამფინანსებელს, ხოლო დამფინანსებელი იღებს ვალდებულებას შემსყიდველის წერილის საფუძველზე განახორციელოს ამ შეთანხმების დანართი №1-ით განსაზღვრული მიმწოდებლისათვის წერილში მითითებული თანხების ანგარიშსწორება, მაგრამ არაუმეტეს დანართ №1-ში აღნიშნული თანხებისა, სს”თ------- ბ---ის” მიერ გაცემული საავანსო საბ---ო გარანტიის პირობების შესაბამისად დამფინანსებლისათვის დაბრუნებული 9 262,843,77 აშშ დოლარიდან.

 

დადგენილია, რომ იმავე შეთანხმებით მოპასუხეებმა უარი თქვეს შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს” მიერ ვადაგადაცილებით გამოწვეულ პირგასამტეხლოზე.

 

დადგენილია, რომ იმავე შეთანხმებით მიმწოდებელმა უარი თქვა (დაადასტურა, რომ არ გააჩნდა) შემსყიდველისა და დამფინანსებლის მიმართ რაიმე სახის პრეტენზიასა ან მოთხოვნაზე სასამართლოსა თუ არბიტრაჟში გამომდინარე ძირითადი ხელშეკრულებიდან.

 

დადგენილია, რომ ამავე შეთანხმებით ასევე განისაზღვრა, რომ მიმწოდებელთან (მათ შორის შპს ”ა-----------თან”) ურთიერთობაში ს----------–--- ი------–-ის სამინისტრო მოქმედებდა როგორც სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ს----------–--- ეროვნულ ბანკის წარმომადგენელი.

 

2013 წლის 30 სექტემბერს შეთანხმება №7-ით ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 31 დეკემბრით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2--- წლის 09 მარტის შეთანხმება №1 (ტ.2.ს.ფ. 52-53 )

- 2--- წლის 12 დეკემბრის შეთანხმება №2 (ტ.2. ს.ფ.54- 56 )

-2012 წლის 17 იანვრის შეთანხმება №3 (ტ.2.ს.ფ. 58-60 )

-2012 წლის 19 აპრილს შეთანხმება №4 (ტ.2.ს.ფ.61-68 )

-2012 წლის 19 ივლისის შეთანხმება №5 (ტ.2ს.ფ. 69-71 )

- 2012 წლის 24 სექტემბერს შეთანხმება №6, ( ტ.2.ს.ფ72-78)

- 2013 წლის 30 სექტემბერს შეთანხმება №7 (ტ.2.ს.ფ.79-82)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

2.6. 2012 წლის 17 სექტემბერს, 2012 წლის 24 სექტემბრის №6 შეთანხმების გაფორმებამდე, ს----------–--- ი------–-ის სამინისტრომ მიმართა ს----------–--- ეროვნულ ბანკს და მოსთხოვა შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს” მიერ წარმოდგენილი საავანსო გარანტიის გამოთხოვა.

 

დადგენილია, რომ აღნიშნული გარანტიის შესაბამისად გამოთხოვილი თანხით მოპასუხეებმა იკისრეს შეთანხმება №6-ის დანართ №1-ში მითითებულ პირებთან ანგარიშსწორების ვალდებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ს----------–--- ი------–-ის სამინისტროს 17.09.2012 წლის წერილი №01/23/09-5380 (ტ.2.ს.ფ.92-93)

- 2012 წლის 24 სექტემბრის №6 შეთანხმება( ტ.2.ს.ფ72-78)

 

2.7. შპს ”ა-----------ი” შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------სთან” გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად წარმოადგენდა ქვე-კონტრქტორს, რომელმაც შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------სთან” გაფორმებული ხელშეკრულებებით იკისრა ძირითადი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილის შესრულება.

კერძოდ:

 

1. №----------- ხელშეკრულებით შპს ”ა-----------ს” უნდა შეესრულებინა ხალიჩების მოწყობის სამუშაოები, რომლის ღირებულება ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად განისაზღვრა 86 295 ლარით. სამუშაოების შესრულების ადგილად განისაზღვრა თბილისის ახალი ი------–-ის ს---–-ს სამშენებლო ობიექტი. ამავე ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები უნდა ჩაბარებულიყო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

 

მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული იქნა მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის საფუძველზეც შპს ”ა-----------მა” გადასცა, ხოლო შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------მ” მიიღო 62 863,41 ლარის და 23 431.58 ლარის სამუშაოები.

 

2. შპს ”ა-----------სა” და შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს” შორის გაფორმებული № 2---------- ხელშეკრულების თანახმად შპს ”ა-----------ს” უნდა შეესრულებინა ინტერიერის გადასატიხრი სისტემის მოწყობის სამუშაოები. სამუშაოების შესრულების ადგილად განისაზღვრა თბილისის ახალი ი------–-ის ს---–-ს სამშენებლო ობიექტი. ამავე ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები უნდა ჩაბარებულიყო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

 

მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული იქნა მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის საფუძველზეც შპს ”ა-----------მა” გადასცა, ხოლო შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------მ” მიიღო 1 144 296 ლარის და 210 704 ლარის სამუშაოები.

 

მითითებული №----------- და № 2---------- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შპს”ა-----------ის” წინაშე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობამ (დავალიანების სადავო თანხა) შეადგინა 23 431,50 ლარი და 210 704 ლარი, ჯამში 233 094,8 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ხელშეკრულება №----------- (ტ.1.ს.ფ.31-36 )

-ხელშეკრულება №2---------- (ტ.1ს.ფ. 46-51 )

-მიღება- ჩაბარების აქტები (ტ.1.ს.ფ. 37-38,53-54)

- №------------------------------ ანგარიშფაქტურებით. (ტ.1.ს.ფ.56- 59 )

 

2.8. დადგენილია, რომ 2012 წლის 24 სექტემბრის №6 შეთანხმების საფუძველზე 2012 წლის 8 ოქტომბერს ს----------–--- ეროვნულმა ბანკმა შპს”ა-----------ს” გადაუხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ნაწილი 2 880 968 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ს----------–--- ი------–-ის სამინისტროს 08-------- წლის წერილი №4----, დანართი

№ 1 (ტ. 2. ს.ფ.98-100 )

- 08-------- წლის საგადასახადო დავალება №2 (ტ.1.ს.ფ.25)

-მხარეთა ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი)

 

2.9. დადგენილია, რომ შპს ”ა-----------ის” მიერ და შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------სათვის” შესრულებულ სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტები და შესრულებული სამუშაოების აქტები დამოწმებულია თ---–------------–--- ს---–-ს მშენებლობის ზედამხედველობის მიზნით მოპასუხეების მიერ დაქირავებული კ-------ის სი-ემ-სის მიერ, რომელიც ასევე წარმოადგენდა კონსულტანტს ძირითადი ხელშეკრულების 8.1 პუნქტის მიზნებისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2--- წლის 0- თებერვლის ხელშეკრულება ( ტ.2.ს.ფ ს.ფ 33-50)

- -2012 წლის 24 სექტემბრის შეთანხმება №6( ტ.2.ს.ფ72-78)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ,სხდომის ოქმი)

- ლევან სამხარაულის სახელობის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (ტ.1. ს.ფ. 73-78)

 

2.10. დადგენილია, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–---------------- საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოთა აქტების (ფორმა №2-ების) მიხედვით ექსპერტის მიერ ქ. თ---–------------–--- ს---––- შპს”ა-----------ის” წარმომადგენლის მითითებით ჩატარებული აზომვებით მიღებული შედეგების მიხედვით შედგენილ ცხრილში მოცემულია შპს ”ა-----------ის” მიერ ქ. თ---–------------–--- ს---––- ფაქტიურად შესრულებული ყველა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სახეები და მოცულობები. ცხრილში ყვითელ ფონზე შეტანილია იმ სამუშაოთა მოცულობები, რომლებიც არ ემთხვევა წარმოდგენილ შესაბამის სამუშაოთა მოცულობებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს

2----–-–---------------- საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა (ტ.1. ს.ფ. 68-72 )

 

2.11. დადგენილია, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–------------------- საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თ---–------------–--- ს---––- შპს ”ა-----------ის” მიერ შესრულებული ტიხრების მოწყობის სამუშაოების ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 210 704,00 ლარს, ხოლო ხალიჩების დაგების სამუშაობის ღირებულება შეადგენს 22 390,8 ლარს, ნაცვლად წარმოდგენილ ფორმა №2-ში მოცემული 23 431,58 ლარისა. სხვაობა ნაკლებობით შეადგენს 1040,8 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს

2013 წლის 23 ოქტომბრის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა (ტ.1. ს.ფ. 73-76 )

-

2.12. დადგენილია, რომ შპს ”ა-----------ი” ვალდებულების შესრულების შემდეგ არაერთხელ მიმართავდა როგორც ს----------–--- ი------–-ის სამინისტროს, ასევე შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს” შესრულებული სამუშაოების დარჩენილი თანხის ასანაზღაურებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ელექტრონული ფოსტით მიმოწერა (ტ.1. ს.ფ. 232-239)

- შპს”ა-----------ის” და ს----------–--- იუსტიციის სამინისტროს წერილები (ტ.1. ს.ფ.81-

89)

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.13. ს----------–--- ი------–-ის სამინისტროს 2014 წლის 07 აგვისტოს წერილის თანამხად შპს ”ა-----------ის” გენერალურ დირექტორს ეცნობა, იმისათვის, რომ განხორციელებულიყო დარჩენილი თანხის 233 094.80 ლარის ანაზღაურება, აუცილებელი იყო შპს ”ა-----------ის” მიერ წარდგენილიყო მათ მიერ შესრულებული სრული სამუშაოების ექსპერტიზის დასკვნა. რომლის საფუძველზეც ს----------–--- ი------–-ის სამინისტრო განახორციელებდა შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------სთან” მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას ექსპერტის მიერ დადგენილი ღირებულების სამუშაოებზე და შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს” მიერ ანგარიშსწორებისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემდეგ, ს----------–--- ეროვნული ბ---ი განახორციელებდა შეთანხმება № 6-ის შესაბამისად დარჩენილი თანხის შპს ”ა-----------თან” ანგარიშსწორებას.

 

2.14. შპს ”ა-----------ის” წერილის თანახმად, 2012 წლის 19 დეკემბერს შესრულებული სამუშაო დადასტურებულია და მიღებულია როგორც შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს” მიერ ასევე მშენებლობის მმართველის C--------------ის მიერ. აღნიშნულ სამუშაოებზე ასევე მომზადებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა. (ტ.1.ს.ფ.73-76)

 

2.15. შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს” მიერ ს----------–--- ი------–-ის მინისტრის მოადგილის სახელზე მომზადებული წერილით წარედგინა მიღება- ჩაბარების აქტები და ინვოისები წერილის დანართში მითითებული ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ სამუშაობის დასადასტურებლად.

 

- შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს” დირექტორის წერილი და დანართი (ტ.1. ს.ფ.149-153)

 

2.16. დადგენილია, რომ შპს ”ა-----------ი” ელექტრონული მიმოწერის დამადასტურებელი მტკიცებულებების თანახმად, მიმართავს რა, შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს” სთხოვს 2012 წლის 19 დეკემბერს შესრულებლი სამუშაოს დადასტურებას ი------–-ის სამინისტროსათვის მიმართვის მიზნით. რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ელექტრონული ფოსტით მიმოწერის ამონაბეჭდი (ტ.1.ს.ფ.232-239)

 

2.17. დადგენილია, რომ შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს” წარმომადგენელი ელეტრონული ფოსტით გამოგზავნილი წერილით ”თ---–------------–--- ს---–-ს” პროექტის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით ატყობინებს შპს ”ა-----------ის” დირექტორს და ბუღალტერს, რომ თანხა №6 შეთანხმების შესაბამისად გადახდილი უნდა ყოფილიყო ეროვნული ბ---ის მიერ გასულ წელს. ამავე წერილის თანახმად, წერილის გამომგზავნი ატყობინებს წერილის მიმღებს, რომ ბუღალტერი დაუკავშირდეს ი------–-ის სამინისტროს და ეროვნულ ბ---ს, რადგან მათ არ გააჩნიათ გადახდის ვალდებულება №6 შეთანხმებიდან გამომდინარე ბოლო გადახდასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ელექტრონული ფოსტით მიმოწერის ამონაბეჭდი (ტ.2. ს.ფ.318)

- აღსრულების ეროვნული ბიუროს ოქმი ფაქტების კონსტანტაციის შესახებ

№F 1------- (ტ.2.ს.ფ.305-317)

 

2.18. 2016 წლის 5 მაისის შპს აუდიტორული და საკონსულტაციო კ-------ა”ბ---- აუდიტ ს------ის” აუდიტორული დასკვნის თანახმად, სასესხო ვალდებულების ძირითადი თანხის 233 094,80 ლარის 2012 წლის 31 დეკემბერს დაფარვის შემთხვევაში შპს ”ა-----------ის” დანახარჯების /ზარალის/ ოდენობა შემცირდება 96 519,93 ლარით. შესაბამისად სასესხო ვალდებულების ძირითადი თანხის 233 094,80 ლარის ვადამდე გადაუხდელობა იწვევს დანახარჯების /ზარალის/ ზრდას კ-------ისათვის 96 519,93 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 5 მაისის შპს აუდიტორული და საკონსულტაციო კ-------ა”ბ---- აუდიტ ს------ის” აუდოტორული დასკვნა (ტ.3. ს.ფ. 10-14 )

- სს ”ს----------–--- ბ---სა” და შპს ”ა-----------ს” შორის გაფორმებული 0-.05 2013 წლის სესხის ხელშეკრულება (ტ.3.ს.ფ. 15-18)

- სს ”ს----------–--- ბ---სა” და შპს ”ა-----------ს” შორის გაფორმებული 29.07 2013 წლის სესხის ხელშეკრულება (ტ.3.ს.ფ.19-22)

- სს ”პ------------- ბ---სა” და შპს ”ა-----------ს” შორის გაფორმებული 26.1.2013 წლის,11.04.2014 წლის, 15.04.2014 წლის, 01.07.2014 წლის, 31.10.2014 წლის, 21.11.2014 წლის,26.11.2014 წლის, 0-.0-.2015 წლის, 27.07.2015 წლის, 24.0-.2015 წლის, 20.08.2015 წლის,27.08.2015 წლის, 0-.0-.2016 წლის სესხის ხელშეკრულებები (ტ.3.ს.ფ. 23-53)

- სს ” ბ---ი რ-------–--ასა” ” და შპს ”ა-----------ს” შორის გაფორმებული 01.0-.2012 წლის ხელშეკრულება(ტ.3.ს.ფ.54-57)

 

2.19. პირველ ეტაპზე თანხის გადახდისას მოპასუხეებისათვის უკვე ცნობილი იყო შპს ”ა-----------ის” მიერ აღნიშნულ გადახდასთან დაკავშირებული შესრულებული სამუშაოს მოცულობა და დარჩენილი გადასახდელი თანხები არ მოიცავდა 235 135.59 ლარის ღირებულებას C ბლოკის სამუშაოებისათვის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შპს ”ა-----------ის” საბოლოო ინვოისი ლარში (ტ.2.ს.ფ. 301)

 

2.20. ს----------–--- ი------–-ის სამინისტროს 2012 წლის 08 ოქტომბრის წერილით ეთხოვა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს წარედგინა 2--- წლის 0- თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე 2012 წლის 08 ოქტომბერს მხარეებს შორის 10,141,610.92 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი №5. აღნიშნულ მიღება-ჩაბარების აქტს ახლავს შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს” საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერენ „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს”, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს და შპს”ს------” წარმომადგენლები

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ს----------–--- ი------–-ის სამინისტროს წერილი, დანართი 1(ტ.2.ს.ფ.98-100)

- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ტ.2.ს.ფ.101)

- მიღება-ჩაბრების აქტი №5(ტ.2.ს.ფ.10-)

 

2.21. შპს ,,ო-----–-ს” მიერ ს----------–--- ი------–-ის სამინისტროს წარედგინა წერილი, რომლითაც მოითხოვა შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება, მართალია წერილი შეიცავს მითითებას შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს” 2012 წლის 08 ოქტომბრის წერილზე, თუმცა ს----------–--- ი------–-ის სამინისტროს მიერ შპს ”ო-----–თან” 2--- წლის 0- თებერვლის ხელშეკრულების ფარგლებში წარმოებულ მასალებში ასეთი წერილი არ იძებნება. მოპასუხის განმარტებით ასეთ წერილად მათ მიერ მიჩნეულ იქნა მიღება-ჩაბარების აქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შპს ო-----–-ს წერილი 07.10.2013 (ტ.2.ს.ფ.150

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი)

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.22. სასამართლომ მიუთითა ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1.1 პუნქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 2--- წლის 0- თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ს----------–--- ი------–-ის სამინისტრო, სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტო წარმოადგენდნენ შემსყიდველ მხარეებს, ხოლო ს----------–--- ეროვნული ბ---ი დამფინანსებელს. ამავე ხელშეკრულების კონტრაქტორ მხარეს წარმოადგენდა შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------.”

 

სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1.7 პუნქტით ასევე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ შპს ”ა-----------ი” ძირითადი ხელშეკრულების შესრულების მიზნებიდან გამომდინარე წარმოადგენდა შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს” ქვეკონტრაქტორს, რომელსაც უნდა შეესრულებინა სამუშაოების ნაწილი.

 

2--- წლის 0- თებერვლის ხელშეკრულების შემადგენელ 2012 წლის 24 სექტემბრის №6 შეთანხმებით მხარეები შეთახმდნენ, რომ 2--- წლის 3 თებერვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების პროცესში ამ შეთანხმების დანართ №1- ით განსაზღვრულმა მიმწოდებლებმა განახორციელეს გარკვეული ქმედებები აღნიშნული სამუშაოების სრულყოფილად შესასრულებლად, რომლის შედეგადაც მიმწოდებელსა და ამ შეთანხმების დანართ №1-ით განსაზღვრულ მიმწოდებლებს შორის (მათ შორის ”ა-----------ი”) წარმოიშვა ფინანსური დავალიანება ამ შეთანხმების დანართი №1-ით განსაზღვრული ოდენობით, რომლის თანახმადაც შპს ”ა-----------ის” მიმართ ვალდებულებამ შეადგინა 3 115 659, 79 ლარი. ამავე შეთანხმებით მხარეებმა დაადასტურეს, რომ დამფინანსებელს (ს----------–--- ეროვნულ ბ---ს) ჰქონდა შესაძლებლობა განეხორციელებინა შესაბამისი ანგარიშსწორება მის ხელთ არსებული სს ”თ----- ბ---ის” მიერ 2--- წლის 8 აპრილს გაცემული №-------------- საავანსო საბ---ო გარანტიის პირობების შესაბამისად დაბრუნებული 9 262 843.77 აშშ დოლარიდან.

 

დადგენილია, რომ ამავე შეთანხმებით ასევე განისაზღვრა, რომ მიმწოდებელთან (მათ შორის შპს ”ა-----------თან”) ურთიერთობაში ს----------–--- ი------–-ის სამინისტრო მოქმედებდა როგორც სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ს----------–--- ეროვნულ ბ---ის წარმომადგენელი.

 

ამდენად, ძირითადი სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხეები წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

2.23. სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1.1 პუნქტით ასევე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 2--- წლის 0- თებერვლის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისის ს---------- ქ.№2-ში მდებარე ი------–-ის ს---–-ს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. ამავე ხელშეკრულების დანართი №1-ით განისაზღვრა სამუშაოთა მიმწოდებლები, მათ შორის შპს ”ა-----------ი”.

 

სასამართლომ მიუთითა ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

ამავე კოდექსის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას.

 

გადაწყვეტილების 3.1.8 პუნქტით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 24 სექტემბრის №6 შეთანხმების საფუძველზე 2012 წლის 8 ოქტომბერს ს----------–--- ეროვნულმა ბ---მა შპს ”ა-----------ს” გადაუხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ნაწილი 2 880 968 ლარი.

 

ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებსა და შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს” შორის არსებობდა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. თავის მხრივ მოსარჩელესა, როგორც ქვეკონტრაქტორს შორის და შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს” შორის ასევე წარმოიშვა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც უკავშირდებოდა ძირითადი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილის შესრულებას.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, როგორც ძირითადი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მხარეებს ასევე ძირითადი ხელშეკრულების შესრულების მიზნით ქვეკონტრაქტორებს შორის გაფორმმებული ხელშეკრულებების საფუძველზე შორის წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

2.24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავოს წარმოადგენს სწორედ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს ”ა-----------ი” არ წარმოადგენს ძირითადი ხელშეკრულების კონტრაქტორს და შესაბამისად მოპასუხეებს მის მიმართ არანაირი ვალდებულება არ გააჩნიათ.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1.8 პუნქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 2012 წლის №6 შეთანხმების საფუძველზე, რომელიც ძირითადი ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს 2012 წლის 08 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შპს ”ა-----------ს” გადაუხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ნაწილი 2 880 968 ლარი. სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1.7. პუნქტით ასევე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ №----------- და №2---------- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შპს”ა-----------ის” წინაშე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობამ შეადგინა 23 431.80 ლარი და 210 704 ლარი, ჯამში 233 094.8 ლარი.

 

დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით მნიშვნელოვანია დადგინდეს: 1. რა სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა მხარეებს შორის და 2. აკისრიათ თუ არა მოპასუხეებს არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელის მიმართ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება და რა მოცულობით.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1.5 პუნქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 2012 წლის 24 სექტემბერს ერთის მხრივ მოპასუხეებსა და მეორეს მხრივ შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს” შორის რიგი საკითხების მოწესრიგების მიზნით გაფორმდა №6 შეთანხმება, რომელიც ძირითადი ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. აღნიშნული შეთანხმებით მოპასუხეებმა დაადასტურეს, რომ შეთანხმების დანართში მითითებულმა პირებმა, მათ შორის შპს”ა-----------მა” განახორციელეს გარკვეული ქმედებები ზემოაღნიშნულ მხარეებს შორის 2--- წლის 3 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულყოფილად შესასრულებლად, რომლის შედეგადაც მიმწოდებელსა (შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს”) და შეთანხმების დანართი №1-ით განსაზღვრულ მიმწოდებლებს შორის (მათ შორის შპს”ა-----------ი”) წარმოიშვა ფინანსური დავალიანება დანართი №1-ით განსაზღვრული ოდენობით, კერძოდ: შპს”ა-----------ის” მიმართ ვალდებულებამ შეადგინა 3 115 659,79 ლარი.

 

სასამართლომ ასევე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ იმავე შეთანხმებით მხარეებმა ასევე დაადასტურეს, რომ დამფინანსებელს (ს----------–--- ეროვნულ ბ---ს) ჰქონდა შესაძლებლობა განეხორციელებინა შესაბამისი ანგარიშსწორება მის ხელთ არსებული სს ”თ-------” ბ---ის მიერ 2--- წლის 8 აპრილს გაცემული №1-------------- საავანსო საბ---ო გარანტიის პირობების შესაბამისად დაბრუნებული 9 262 843.77 აშშ დოლარიდან.

 

შესაბამისად მითითებული შეთანხმებით მოპასუხეებმა აიღეს ვალდებულება განეხორციელებინათ შეთანხმების დანართ №1-ით განსაზღვრული პირებისათვის თანხის გადახდა.

 

სასამართლოს მოსაზრებით, 2012 წლის 24 სექტემბრის №6 შეთანხმებით მხარეებს შორის რიგი საკითხები დარეგულირდა რა ახლებურად, მოპასუხეებმა შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს” დავალიანება შპს ”ა-----------ის” მიმართ გადაიკისრეს დანართ №1-ში მითითებულ ფარგლებში. აღნიშნული ურთიერთობა კი სასამართლოს მოსაზრებით, უნდა შეფასდეს ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 204-ე მუხლით რეგულირებულ სამართლებრივ ურთიერთობად, რომლის თანახმადაც, თუ ვალის გადაკისრების შესახებ შეთანხმდნენ მესამე პირი და მოვალე, მაშინ ვალის გადაკისრების ნამდვილობა დამოკიდებულია მოთხოვნის მფლობელის თანხმობაზე. ამავე კოდექსის 205-ე მუხლის თანახმად, ახალ მოვალეს შეუძლია მოთხოვნის მფლობელის წინააღმდეგ წამოაყენოს ყველა ის შესაგებელი, რომელიც გამომდინარეობს მოთხოვნის მფლობელსა და თავდაპირველ მოვალეს შორის არსებული ურთიერთობიდან. მას არა აქვს უფლება გაქვითოს ის მოთხოვნები, რომლებიც თავდაპირველ მოვალეს ეკუთვნოდა. ”შემთხვევას, როდესაც თავდაპირველი მოვალის ადგილს იკავებს მესამე პირი, ეწოდება ვალის გადაკისრება, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ორი გზით: მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის შეთანხმებით (სკ 20--ე მუხლი) და მოვალესა და მესამე პირს შორის შეთანხმებით (სკ204-ე მუხლი). ამ უკანასკნელ შემთხვევაში ვალის გადაკისრების ნამდვილობა დამოკიდებულია მოთხოვნის მფლობელის თანხმობაზე”. (სუსგ 27.01.2015 წლის საქმე№ას-944-906-2014)

 

”ზოგადად ქართული სამართალი იცნობს სინგულარულ სამართალმემკვიდრეობას (ე.ი. მემკვიდრეობას ცალკეულ ვალდებულებებში ცოცხალ პირთა შორის გარიგების საფუძველზე) არა მარტო მოთხოვნებისა და უფლებების, არამედ ვალების მიმართაც. ახალმა მოვალემ შეიძლება დაიკავოს ძველი მოვალის ადგილი ამ უკანასკნელია ვალის კისრებით, სახელდობრ, სამოქალაქო კოდექსი ადგენს პრივატული ვალის გადაკისრებას. პრივატული ვალის გადაკისრების შედეგად ახალი მოვალე იკავებს ძველი მოვალის ადგილს ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში.

 

იმისდა მიხედვით, თუ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის რომელი მხარის მიერ იდება ვალის გადაკისრების ხელშეკრულება, განასხვავებენ:

 

1. ვალის გადაკისრების ხელშეკრულებას კრედიტორსა და ახალ მოვალეს შორის (სამოქალქო კოდექსის 20--ე მუხლის პირველი ნაწილი) და 2. ვალის გადაკისრების ხელშეკრულებას ძველ და ახალ მოვალეებს შორის (სამოქალაქო კოდექსის 204-ე მუხლი).

 

თუ პრივატული ვალის გადაკისრების ხელშეკრულება იდება ძველ და ახალ მოვალეებს შორის, ასეთი გარიგების სამართლებრივი ძალა მერყევ მდგომარეობაშია, ვინაიდან დამოკიდებულია კრედიტორის თანხმობაზე (სამოქალაქო კოდექის 204-ე მუხლი). კრედიტორის თანხმობა შეიძლება განხორციელდეს როგორც წინასწარ ისე შემდგომ (მოწონება). ამასთან, მისი განცხადება ნებისმიერი ფორმით შესაძლებელია, როგორც ძველ ისე ახალი მოვალისათვის ( სამოქალქო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილი).” (სუსგ 04.11.2015 წ საქმე №ას-528-501-2015)

 

მოცემული სამართლებრივი შეფასებისათვის სასამართლო უთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ვალის გადაკისრება განხორციელდა სწორედ მოვალესა (შპს

„ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს”) და მესამე პირს-შემსყიდველებს, დამფინანსებელს (მოპასუხეები) შორის შეთანხმებით, რომლის ნამდვილობა დამოკიდებული იყო მხოლოდ კრედიტორის შპს ”ა-----------ის” თანხმობაზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს” დავალიანების თანხა შპს”ა-----------ის” მიმართ მოპასუხეებმა გადაიკისრეს დანართი №1-ში მითითებულ ფარგლებში, რომელიც შეადგენდა 3 115, 659.79 ლარს. სასამართლო გადაწყვეტილების 3.1.8 პუნქტით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გაანალიზების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ პირველ ეტაპზე შესრულებული სამუშაოების პროპორციული თანხა მოპასუხეებმა გადაუხადეს შპს”ა-----------ს”. უდავოა, რომ თანხა

2 880 968 ლარის შესრულებული სამუშაოს სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------სა” და შპს ”ა-----------ს” შორის გაფორმებული ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები და ინვოისები და აღნიშნული თანხის მოპასუხეებისაგან მიღებით შპს”ა-----------მა”, როგორც კრედიტორმა მოიწონა ვალის გადაკისრება (მოწონება შემდგომ ახალი მოვალისათვის).

 

სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული თანხის მიღებით შპს ”ა-----------მა” მოიწონა ვალის გადაკისრება №6 შეთანხმების საფუძველზე 3 115, 659.79 ლარის ფარგლებში, საიდანაც გადასახდელი დარჩა 234 135.59 ლარის ღირებულების სამუშაოები, რომელიც დასტურდება, როგორც მიღება-ჩაბარების აქტებით, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.7 პუნქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ პირველ ეტაპზე თანხის გადახდისას მოპასუხეებისათვის უკვე ცნობილი იყო, რომ შპს ”ა-----------ის” მიერ აღნიშნულ გადახდასთან დაკავშირებული შესრულებული სამუშაოს მოცულობა და დარჩენილი გადასახდელი თანხები არ მოიცავდა 235 135.59 ლარის ღირებულებას (რომელიც შემდგომ დაკორექტირდა ესპერტიზის დასკვნით) C ბლოკის სამუშაოებისათვის.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.5 პუნქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს” წარმომადგენელი ელეტრონული ფოსტით გამოგზავნილი წერილით ”თ---–------------–--- ს---–-ს” პროექტის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით ატყობინებს შპს ”ა-----------ის” დირექტორს და ბუღალტერს, რომ თანხა №6 შეთანხმების შესაბამისად გადახდილი უნდა ყოფილიყო ეროვნული ბ---ის მიერ გასულ წელს. ამავე წერილის თანახმად, წერილის გამომგზავნი ატყობინებს წერილის მიმღებს, რომ ბუღალტერი დაუკავშირდეს ი------–-ის სამინისტროს და ეროვნულ ბ---ს, რადგან მათ არ გააჩნიათ გადახდის ვალდებულება №6 შეთანხმებიდან გამომდინარე ბოლო გადახდასთან დაკავშირებით.

 

აღნიშნული ელექტრონული წერილი დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ძირითადი მოვალე გავიდა სამართლებრივი ურთიერთობიდან და ვალი გადააკისრა მოპასუხეებს.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1.11 პუნქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ მოსარჩელე სადავო თანხის ასანაზღაურებლად მიმართავდა როგორც ს----------–--- ი------–-ის სამინისტროს, ასევე შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს”, რასაც შედეგი არ მოჰყოლია.

 

2.25. სასამართლომ მიიჩნია, რა სადავო ურთიერთობა ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 204-ე მუხლის თანახმად, ვალის გადაკისრებად, შესაბამისად სასამართლომ იმსჯელა საკითხზე, აკისრიათ თუ არა მოპასუხეებს არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელის მიმართ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება და რა მოცულობით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ვალის გადაკისრების მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად, შემსყიდველებს შეეძლოთ შპს ”ა-----------ისათვის” წაეყენებინათ მხოლოდ ის შესაგებელი, რომელიც გამომდინარეობდა შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------სა” და შპს ”ა-----------ს” შორის ურთიერთობიდან, რაც მათ არ განუხორციელებიათ. ის შესაგებელი კი რომელსაც მოპასუხეები უყენებენ შპს ”ა-----------ს” თანხის გადახდის ვალდებულების გასაქარწყლებლად, კერძოდ მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმება შემსყიდველებსა და შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს” შორის, ძირითადი ხელშეკრულებოთ გათვალისწინებული წინაპირობები არ წარმოადგენს იმ შესაგებელს, რომელიც მოპასუხეებს შეუძლიათ წარუდგინონ შპს”ა-----------ს”.

 

მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის საკითხი, რომ თანხის გადახდის ვალდებულება გააჩნიათ მოსარჩელის მიმართ, მხოლოდ გარკვეული პროცედურული საკითხების დაცვის შემთხვევაში.

 

დადგენილია, რომ ს----------–--- ი------–-ის სამინიტროსათვის მიმართვის პასუხად შპს”ა-----------ს” წარედგინა მოთხოვნა თანხის გადასახდელად მოპასუხეებისათვის ღირებულებითი ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის თაობაზე სრულ სამუშაოებზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ 2--- წლის 0- თებერვლის ძირითადი ხელშეკრულება შუალედური და საბოლოო გადახდისათვის ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის საჭიროების განსხვავებულ დათქმას არ შეიცავს.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1.5 პუნქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ შეთანხმება №5-ის მე-2 პუნქტით ცვლილება შევიდა ხელშეკრულების 8.1 პუნქტში და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: შესრულებული სამუშაოს მიღება წარმოებს მიღება-ჩაბარების აქტის სახით. მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება წერილობითი ფორმით. მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლის /წარმომადგენლების ხელის მოწერით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფორმა №2- ისა და ექსპერტის ან/ და კონსულტანტის დასკვნის საფუძველზე.

 

მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის საკითხი, რომ შპს ”ა-----------ის” მიერ შესრულებულ სამუშაოებზე არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, ასევე არსებობს კონსულტანტის შპს ”ს------” დასკვნა, რაც სრულ შესაბამისობაშია ძირითადი ხელშეკრულების მე-8 მუხლთან და №5-ე შეთანხმებით გათვალისწინებულ ცვლილებებთან, რაც წარმოადგენს სამუშაოების მიღების წინაპირობას. უდავოდ დადგენილია, რომ 2 880 968 ლარის ღირებულების სამუშაოები მიღებული და ანაზღაურებულია.

 

ამდენად, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, მოპასუხეთა მხრიდან, თანხის გადახდის პირობად, მოსარჩელისათვის შესრულებულ სრულ სამუშაოებზე ღირებულებითი ექსპერტიზის დასკვნის მოთხოვნა.

 

სასამართლომ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ სამუშაოები შესრულებულია სრულად და მიღებულია შემსყიდველის მიერ, რომელსაც რაიმე პრეტენზია 2012 წლის 19 დეკემბრის შემდეგ მოსარჩელისათვის შესრულებული სამუშაოს მიღების პროცედურებთან დაკავშირებით პრეტენზია არ წარუდგენია მოსარჩელისათვის და უარი არ განუცხადებიათ სამუშაოების მიღებაზე. ამდენად, ამ ეტაპზე რაიმე პრეტენზიის წაყენება მოსარჩელისათვის სამუშაოების მიღების პროცედურებსა და წინაპირობებთან დაკავშირებით მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს.

 

2.26. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა პოზიცია, თითქოს თანხის გადასახდელად მათ ესაჭიროებოდათ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------სთან”. მართალია, ძირითადი ხელშეკრულების მე-8 მუხლი (შეთანხმება 5) ითვალისწინებს სამუშაოს მიღება-ჩაბარების წესს და ს----------–--- ი------–-ის სამინისტროს 2014 წლის 07 აგვისტოს წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ შესრულებული სამუშაოს ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შემდეგ ს----------–--- ი------–-ის სამინისტრო განახორციელებდა შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------სთან” მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას, მაგრამ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, მოპასუხეთა მხრიდან, თანხის გადახდის პირობად, მოსარჩელისათვის შესრულებულ სრულ სამუშაოებზე ღირებულებითი ექსპერტიზის დასკვნის მოთხოვნა, შესაბამისად ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია მითითებული არგუმენტით თანხის გადაუხდელობა.

 

სასამართლოს მოსაზრებით, მიღება_ჩაბარების აქტის შეუდგენლობა იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლება საფუძვლად დადებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლად მჩნევას იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ხელშეკრულებით აუცილებელია მიღება-ჩაბარების აქტის არსებობა (იხ.სუსგ საქმე№ას-306-293-2015).

 

2.27. სასამართლომ არ გაიზიარა თანხის გადახდაზე უარის თქმის არგუმენტად მოპასუხეების მიერ 2012 წლის 24 სექტემბრის №6 შეთანხმებაზე მითითებით, რომლის თანახმადაც მიმწოდებელი რთავს ნებას დამფინანსებელს, ხოლო დამფინანსებელი იღებს ვალდებულებას შემსყიდველის წერილის საფუძველზე განახორციელოს ამ შეთანხმების დანართი №1-ით განსაზღვრული მიმწოდებლებისათვის წერილში მითითებული თანხების ანგარიშსწორება, მაგრამ არაუმეტეს დანართ №1-ში აღნიშნული თანხებისა.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს იუტიციის სამინისტროს 2014 წლის 07 აგვისტოს წერილზე, რომელიც რაიმე მოთხოვნას შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------საგან” (მიმწოდებელი) წერილობითო თხოვნით მიმართვის თაობაზე არ შეიცავს. ამასთან, შპს ”ა-----------ის” წარმომადგენლის მიერ შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------სთან” ელექტრონული მიმოწერით ცალსახად დასტურდება, რომ თანხის გადახდის ვალდებულება გადაკისრებულია №6 შეთანხმებით მოპასუხეებზე, შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს” დამატებითი სახელშეკრულებო ვალდებულებების გარეშე. სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1.5 პუნქტით დადგენილად მიიჩნია, რომ №6 შეთანხმებით მოპასუხეებმა უარი თქვეს შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს” მიერ ვადაგადაცილებით გამოწვეულ პირგასამტეხლოზე. იმავე შეთანხმებით მიმწოდებელმა უარი განაცხადა (დაადასტურა რომ არ გააჩნდა) შემსყიდველისა და დამფინანსებლის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია ან მოთხოვნა სასამართლოსა თუ არბიტრაჟში გამომდინარე ძირითადი ხელშეკრულებიდან.

 

მითითებული შეთანხმება სასამართლოს მოსაზრებით გარკვეულ ანგარიშს წარმოადგენს მხარეებისა ერთმანეთის მიმართ, რომელთაც ძირითადი ხელშეკრულების ფარგლებში პრეტენზიების წაყენებაზე უარი განაცხადეს არსებულ თუ სამომავლო მოთხოვნაზე. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თანხის გადახდის შემთხვევაში შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს” შეიძლება პრეტენზიები გაუჩნდეს მოპასუხეთა მიმართ.

 

სასამართლომ მიუთითა შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს” 2014 წლის 22 აპრილის ელექტრონულ წერილზე, რომლითაც მისი წარმომადგენელი ადასტურებს, რომ სადავო თანხა შეთანხმება №6-ის შესაბამისად ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა ყოფილიყო მოპასუხეების მიერ გადახდილი. შესაბამისად შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კომპანს” შეთანხნება №6-ის მოთხოვნათა გათვალისწინებით არ მიუჩნევია საჭიროდ დამატებით მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება ან მისი მხრიდან რაიმე მოქმედების განხორციელება, მათ შორის დამფინანსებლისათვის ”ნების დართვა”.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ შპს

”ა-----------ის” მიერ შესრულებულია 233 094,80 ლარის ღირებულების სამუშაოები, სამუშაოების შესრულება დადასტურებულია შპს „ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს” მიერ მხარეთა შორის ხელმოწერით 2012 წლის 19 დეკემბრის მიღება- ჩაბარების აქტებით. შესაბამისად უდავოდ დასტურდება შპს„ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს” დავალიანების თანხის ოდენობა შპს ”ა-----------თან” მიმართებაში და აღნიშნული ვალდებულების გადაკისრება მოპასუხეებზე.

 

მოპასუხეების მხრიდან საწინააღმდეგოს დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა, შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე 10--ე მუხლით, რომლის თანახმადაც მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავე კოდექსის 10--ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებისადმი პატივისცემით მოპყრობას. მხარეს გარდა ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა.

 

2.28. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება სადავო თანხის დროულად გადაუხდელობის გამო შპს ”ა-----------ის” მიმართ გადასახდელი საპროცენტო სარგებლის ოდენობით ზიანის დადგომის ფაქტთან დაკავშირებით.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.6 პუნქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 2016 წლის 5 მაისის შპს აუდიტორული და საკონსულტაციო კ-------ა ”ბ---- აუდიტ ს------ის” აუდიტორული დასკვნის თანახმად, სასესხო ვალდებულების ძირითადი თანხის 233 094,80 ლარის 2012 წლის 31 დეკემბერს დაფარვის შემთხვევაში შპს ”ა-----------ის” დანახარჯების /ზარალის/ ოდენობა შემცირდებოდა 96 519,93 ლარით. შესაბამისად, სასესხო ვალდებულების ძირითადი თანხის 233 094,80 ლარის ვადამდე გადაუხდელობა იწვევს დანახარჯების /ზარალის/ ზრდას კ-------ისათვის 96 519,93 ლარით.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1.8 პუნქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 2012 წლის 08 ოქტომბერს ს----------–--- ეროვნულმა ბ---მა შპს ”ა-----------ს” გადაუხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ნაწილი 2 880 968 ლარი, რითაც შპს ”ა-----------მა” მიიღო სოლიდური აქტივი.

 

სასამართლომ საქმეზე წარმოდგენილი საკრედიტო ხელშეკრულებებით დადგენილად მიიჩნია, რომ სესხის ნაწილი მოსარჩელეს აღებული აქვს მოპასუხეების მიმართ მოთხოვნის წარმოშობამდე, ნაწილი მოთხოვნის წარმოშობის შემდეგ.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ საკმაოდ სოლიდური აქტივი მიიღო სადავო პერიოდში მაინც უფიქსირდება სასესხო ვალდებულებები სხვადასხვა ბ---ებთან. ამდენად გარანტია იმისა, რომ სადავო თანხის მოპასუხეების მხრიდან ასევე დროულად გადახდის შემდეგ, მოსარჩელე არ აიღებდა სასესხო ვალდებულებებს, ან გადახდილი საპროცენტო სარგებელი შემცირდებოდა აღნიშნულის კვალობაზე სასამართლომ ვერ მიიჩნია ზიანის ანაზღაურების დამაჯერებელ არგუმენტად.

 

ამდენად, სასამართლომ მოსაჩელის მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია, რის გამოც მოსარჩელეს ამ ნაწილში უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული იქნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, რომელიც ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

3.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1.1. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს დასკვნას 24.09.2012 წლის შეთანხმებით ვალის გადაკისრების შესახებ და განმარტავს, რომ მითითებულ შეთანხმებაში მხარეებს არსად უხსენებიათ, რომ შპს ,,ა-----------ის’’ მიმართ შესასრულებელ ვალდებულებას გადაიკისრებდნენ ან დანართში მითითებულ დავალიანებას ადასტურებდნენ. აპელანტის განმარტებით ხსენებული დოკუმენტით დადგინდა თეორიული მაქსიმუმი, რომელის გადახდაც განხორციელდებოდა ხელშეკრულებით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როდესაც სახეზეა ვალის გადაკისრება თავდაპირველი მოვალე გადის სამართალ ურთიერთობიდან და მის მიმართ არანაირი მოთხოვნის უფლება აღარ გააჩნია მოთხოვნის მფლობელს. აპელანტის მითითებით საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარეებს შორის სადავო შეთანხმების გაფორმების შემდეგ შპს ,,ა-----------ს’’ შპს ,,ჰ--------- ლ-------- კ-------სთან’’ კვლავ ჰქონდა მიმოწერა ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.

 

3.1.2. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს დასკვნას, რომ ს----------–--- ი------–-ის სამინისტროს 04.08.2014 წლის წერილში თანხის გადახდის ერთადერთ წინაპირობად მითითებულია მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის ვალდებულების შესახებ, აპელანტის განმარტებით იმ გარემოების გათვალისწინებით წერილი წარმოადგენდა მხარისთვის მიცემულ განმარტებას, სადაც დეტალურად იყო გაწერილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდისთვის შეთანხმებული წინაპირობების შესახებ, ამასთან ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის ვალდებულება წარმოადგენდა ამ პირობათაგან ერთ-ერთ ვალდებულებას, წერილში მასზეც იქნა მითითებული.

 

3.1.3. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს დასკვნას ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით სამუშაოს მიღება - ჩაბარების წესის დაუცველობის პირობებში თანხის გადახდის ვალდებულების დადგენის შესახებ და განმარტავს, რომ ამ ვალდებულების ამოქმედებისთვის სახეზე უნდა ყოფილიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინაპირობების ერთობლიობა, რაშიც გადამწყვეტ მოვლენას წარმოადგენდა პროცესში შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ ჩართულობა. აპელანტის აზრით იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს ამ უკანასკნელის უარი სადავო თანხის მოთხოვნაზე უარის თქმასთან დაკავშირებით მოპასუხეებისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის გადახდის ვალდებულების დაკისრების პირობებში რჩება შესაძლებლობა შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------მ’’ მათ წარუდგინოს პრეტენზია მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული იქნა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, რომელიც ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

3.2. ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.2.1. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს დასკვნას მოპასუხეების სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევის შესახებ. აპელანტის განმარტებით შეთანხების თანახმად,,ჰ--------- ჯ-------- ლ--------ი’’ წარმოადგენს მიმწოდებელს, მოპასუხეები გარდა ეროვნული ბანკისა დამფინანსებელს. შესაბამისად, ეროვნული ბანკი, ისევე როგორც სხვა მოპასუხეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ არიან მოსარჩელესთან და მათ არ შეიძლება დაეკისროთ სარჩელზე პასუხისმგებლობა. მოსარჩელე სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა ,,ჰ--------- ლ-------- ჯ--------სთან’’, რომელიც მოცემულ საქმეზე წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს.

 

3.2.2. აპელანტის აზრით სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 20--ე და 204-ე მუხლები და შესაბამისად არასწორად მიიჩნია, რომ #6 შეთანხმება წარმოადგენდა ვალის გადაკისრებას. აპელანტის მითითებით აღნიშნული შეთანხმება არ აკმაყოფილებს დასახელებული მუხლებით გათვალისწინებულ აუცილებელ პირობებს: კერძოდ, სახეზე არ არის მოთხოვნის მფლობელის თანხმობა ვალის გადაკისრებაზე, ამასთან, ადგილი არ აქვს თავდაპირველი მოვალის გასვლას სახელშეკრულებო ურთიერთობიდან.

 

3.2.3. აპელანტის მითითებით სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლი, აღნიშნულთან დაკავშირებით აპელანტი განმარტავს, რომ ხელშეკრულების მიხედვით საქართველოს ეროვნული ბანკი არ წარმოადგენს სოლიდარულ მოვალეს, რადგან არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ სავალდებულო პირობას - მთლიანი ვალდებულების შესრულებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

 

სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, რომელიც ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

3.3. ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.3.1. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს დასკვნას, რომ მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმება #6 წარმოადგენს ვალის გადაკისრების შესახებ გარიგებას. აპელანტის განმარტებით როგორც 0-.0-.2--- წლის ხელშეკრულებით, ასევე მხარეებს შორის გაფორმებული #6 შეთანხმებით ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ და მოპასუხეებს შორის, შესაბამისად, სწორედ შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------’’ იყო ის სუბიექტი, რომელსაც ჰქონდა უფლებამოსილება/ვალდებულება კონკრეტული სახის ურთიერთობა ჰქონოდა მის ხელშემკვრელ მხარესთან, ანუ მოპასუხეებთან.

 

3.3.2. აპელანტის მითითებით 0-.0-.2--- წლის ხელშეკრულების თანახმად იმისათვის რომ შემსყიდველ მხარეს მიეღო მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოები, მიმწოდებელი შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------’’ ვალდებული იყო შემსყიდველისთვის წარედგინა მიღება - ჩაბარების აქტი, ფორმა #- და ექსპერტიზის დასკვნა. ამ ხელშეკრულების საფუძველზე მხარეებს შორის მოგვიანებით გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე კი მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე დამფინანსებლის ვალდებულებას წარმოადგენდა მიმწოდებლის მიერ მითითებული ოდენობის თანხების ანაზღაურება შეთანხმების დანართში მითითებული ოდენობის ფარგლებში.

 

აპელანტის განმარტებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 24.09.2012 წელს შპს ,,ა-----------ისთვის’’ თანხის გადახდა განხორციელდა შპს ,,ჰ-------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ უშუალო მონაწილეობით, ისე როგორც ეს გათვალისწინებული მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით და შეთანხმებით. ამასთან, იმისთვის, რომ განხორციელებულიყო საბოლოო ანგარიშსწორება ი------–-ის სამინისტროს მხრიდან შპს ,,ა-----------ს’’ არაერთხელ განემარტა, რომ მის ვალდებულებას წარმოადგენდა შესრულებული სამუშაოს სრულ მოცულობაზე ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა, რის საფუძველზეც შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------სთან’’ გაფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტი და მოხდებოდა დარჩენილი ანაზღაურების გაცემა. აპელანტის მითითებით გათვალისწინებით იმისა, რომ შესრულებული სამუშაოს სრულ მოცულობაზე წარდგენილი არ ყოფილა ექსპერტიზის დასკვნა, რაც საფუძველი გახდებოდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა სასამართლოს არ უნდა მიეჩნია დადგენილად რომ სახეზე იყო ანაზღაურებაზე მოპასუხეთა ვალდებულება, თანაც არა ხელშემკვრელი მხარის, არამედ მისი ქვეკონტრაქტორის წინაშე.

 

სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული იქნა საქართველოს იუსტიციის სამინსიტროს მიერ, რომელიც ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

3.4. ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.4.1. აპელანტის განმარტებით მოსარჩელე მხარე არ წარმოადგენს მოპასუხე მხარეებთან სამართალურთიერთობაში მყოფ პირს, შესაბამისად, მათ მოსარჩელის სასარგებლოდ არ შეიძლება დაეკისროთ თანხის გადახდის ვალდებულება. აპელანტის განმარტებით შპს ,,ა-----------ი’’ სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა არა უშუალოდ მოპასუხეებთან, არამედ მათთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------სთან’’, აპელანტის აზრით ამ გარემოების გათვალისწინებით შპს ,,ა-----------ის’’ სარჩელზე პასუხისმგებელ სუბიექტს სწორედ შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------’’ წარმოადგენს.

 

3.4.2. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს #6 შეთანხმების შინაარსზე და განმარტავს, რომ ამ შეთანხმების მიხედვით მიმწოდებლის ამ შემთხვევაში შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დამფინანსებელი - ეროვნული ბ---ი იღებდა ვალდებულებას აენაზღაურებინა მიმწოდებლის მიერ მითითებული თანხები შეთანხმების დანართი #1-ით განსაზღვრულ ფარგლებში. აპელანტის განმარტებით შეთანხმება #6-ით არ განსაზღვრულა მოპასუხეებსა და შპს ,,ა-----------ს’’ შორის რაიმე სახის სამართალურთიერთობა, ამ შეთანხმებით მოწესრიგდა შპს ,,ა-----------ს’’ და შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ შორის არსებული ურთიერთობა. კერძოდ, შეთანხმების თანახმად მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე ქვეკონტრაქტორის თანხის გადახდის წინაპირობად განისაზღვრა ქვეკონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოებს შესრულება, ამ შესრულების დადასტურება, შესრულების ი------–-ის სამინისტროს წინაშე შესრულებულად აღიარება და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება. აპელანტის მითითებით სწორედ ამ პირობების დაცვით 08.10.2012 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შპს ,,ჰ-------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე შპს ,,ა-----------ს’’ გადაუხადა შესრულებული სამუშაოების ღირებულების ნაწილი 2 880 968 ლარის ოდენობით. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სარჩელით მოთხოვნილი და სადავოდ გამხდარი თანხის მიღების მიზნით შპს ,,ა-----------მა’’ არაერთხელ მიმართა შპს ,,ჰ-------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ შეესრულებინა შეთანხმება #6-ით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, დაედასტურებინა ი------–-ის სამინისტროს წინაშე მის მიერ შესრულებული სამუშაო, რათა შექმნილიყო ანაზღაურების გაცემის საფუძველი.

 

3.4.3. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს დასკვნას 24.06.2012 წლის #6 შეთანხმების ვალის გადაკისრების შესახებ ხელშეკრულებად მიჩნევის შესახებ და განმარტავს, რომ აღნიშნული შეთანხმება არ აკმაყოფილებს ვალის გადაკისრების სამართალ ურთიერთობის წარმოშობილად მიჩნევისთვის კანონით გათვალისწინებულ წინაპირობებს. კერძოდ, კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს მოდავე მხარეების მხრიდან გამოხატული ნება, შპს ,,ა-----------ის’’ მიმართ შპს ,,ჰ-------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ ვალდებულების შესრულების ან/და შპს ,,ა-----------ის’’ მიერ ვალდებულების მოპასუხეთა მხრიდან მიღებაზე დათანხმების შესახებ.

 

3.4.4. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს დასკვნას ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ მოცულობითი და მრავალ ეტაპიანი სამუშაოების განხორციელების პირობებში მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ რაოდენობრივ, არამედ თანხობრივ მონაცემებს დასკვნაში, რასაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნა არ შეიცავდა. შესაბამისად, მოსარჩელის მხრიდან შესრულებული იყო ხელშეკრულებით ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული წინაპირობების ნაწილი, რაც არამცდარამც არ ქმნიდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებული სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული იქნა შპს ,,ა-----------ის’’ მიერ, რომელიც ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

3.5. ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.5.1. შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი არ იზიარებს სასამართლოს დასკვნას ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და განმარტავს, რომ მიუხედავად ეროვნული ბანკის მხრიდან შესრულებული სამუშაოების ღირებულების ნაწილობრივი ანაზღაურებისა, კომპანიას მაინც უფიქსირდებოდა სასესხო ვალდებულებები, სადავო თანხის მიღების შემთხვევაში კი მას აღარ მოუწევდა ამ თანხის მოცულობით სესხით სარგებლობა და შესაბამისი პროცენტის გადახდა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში 96 519,93 ლარს შეადგენდა. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო თანხის მიუღებლობის გამო ითხოვს მხოლოდ იმ ზიანს, რომელიც სრულად იყო სავარაუდო მოპასუხეებისთვის.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

4.1.1.1. 2--- წლის 0- თებერვალს ერთი მხრივ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემსყიდველი), სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემსყიდველი), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემსყიდველი) და საქართველოს ეროვნულ ბანკს (დამფინანსებელი) და მეორე მხრივ შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ (მიმწოდებელი) შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების საგანს ქ. თბილისში ს---------- ქ. #--ში მდებარე ი------–-ის ს---–-ს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოება წარმოადგენდა.

 

ხელშეკრულების მე-8 მუხლით განისაზღვრა, რომ შესრულებული სამუშაოების მიღება მიღება-ჩაბარების აქტის სახით მოხდებოდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიღება-ჩაბარების აქტი წერილობით ფორმით გაფორმდებოდა მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლის/წარმომადგენლების ხელის მოწერით, მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ფორმა #--ის და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე.

 

ზემოაღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მასში ცვლილებების შეტანის მიზნით ამ ხელშეკრულების მხარეებს შორის 2--- წლის 12 დეკემბრის #- შეთანხმება, 2012 წლის 17 იანვარს შეთანხმება №3, 2012 წლის 19 აპრილს შეთანხმება №4, 2012 წლის 19 ივლისს შეთანხმება №5, 2012 წლის 24 სექტემბერს შეთანხმება №6, 2013 წლის 30 სექტემბერს შეთანხმება №7 გაფორმდა.

 

2012 წლის 19 ივლისის შეთანხმება #5-ის მე-2 პუნქტით შეიცვალა ხელშეკრულების 8.1. პუნქტი და შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: ,,8.1. შესრულებული სამუშაოს მიღება წარმოებს მიღება-ჩაბარების აქტის სახით. მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება წერილობით ფორმით, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლის/წარმომადგენლების ხელის მოწერით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფორმა #--სა და ექსპერტის ან/და კონსულტანტის დასკვნის საფუძველზე.’’

 

2012 წლის #6 შეთანხმებაში მხარეთა ნება ჩამოყალიბებულია შემდეგი შინაარსით: მიხედვით ვინაიდან მხარები თანხმდებიან 2--- წლის 0- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების პროცესში ამ შეთანხმების დანართი #1-ით განსაზღვრულმა მიმწოდებლებმა განახორციელეს გარკვეული ქმედებები აღნიშნული სამუშაოების სრულყოფილად შესასრულებლად, რომლის შედეგადაც მიმწოდებელსა და ამ შეთანხმების დანართი #1-ით განსაზღვრულ მიმწოდებლებს შორის წარმოიშვა ფინანსური დავალიანება ამ შეთანხმების დანართი #1-ით განსაზღვრული ოდენობით. ვინაიდან მიმწოდებლის სურვილია უმოკლეს დროში მოახდინოს ამ შეთანხმების დანართი #1-ით განსაზღვრულ მიმწოდებლებთან არსებული ფინანსური დავალიანების დაფარვა, ხოლო დამფინანსებელს აქვს შესაძლებლობა განახორციელოს შესაბამისი ანგარიშსწორება მის ხელთ არსებული სს ,,თ----- ბ---ის’’ მიერ 2--- წლის 08 აპრილს გაცემული №-------------- საავანსო საბ---ო გარანტიის პირობების შესაბამისად დაბრუნებული 9 262 843.77 აშშ დოლარიდან;

ვინაიდან მხარეებს შორის 2--- წლის 0- თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად სს ,,თ----- ბ---ის’’ მიერ დამფინანსებლისთვის დაბრუნებული იქნა 9 262 843.77 აშშ დოლარი 2--- წლის 08 აპრილს გაცემული №-------------- საავანსო საბ---ო გარანტიის პირობების შესაბამისად, რასთან დაკავშირებით მიმწოდებელს არ გააჩნია არანაირი პრეტენზია.

მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:

1. მიმწოდებელი მიმართავს თხოვნით და რთავს ნებას დამფინანსებელს, ხოლო დამფინანსებელი იღებს ვალდებულებას შემსყიდველის წერილის საფუძველზე განახორციელოს ამ შეთანხმების დანართი #1-ით განსაზღვრული მიმწოდებლებისთვის წერილში მითითებული თანხების ანგარიშსწორება, მაგრამ არაუმეტეს დანართ #1-ში აღნიშნული თანხებისა, სს ,,თ----- ბ---ის’’ მიერ 2--- წლის 08 აპრილს გაცემული №-------------- საავანსო საბ---ო პირობების შესაბამისად დამფინანსებლისთვის დაბრუნებული 9 262 843.77 აშშ დოლარიდან.

 

3. შეთანხმება #6-ით მიმწოდებელი ადასტურებს, რომ მას შემსყიდველის და დამფინანსებლის მიმართ არ გააჩნია რაიმე სახის პრეტენზია ან რაიმე სახის მოთხოვნის უფლება სასამართლოსა თუ არბიტრაჟში ან სხვაგვარად, რაც მოიცავს ნებისმიერი სახის პირდაპირი თუ არაპირდაპირი, ამჟამინდელი თუ მომავალი ფულადი თუ არაფულადი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, რომელიც გამომდინარეობს ან დაკავშირებულია მხარეებს შორის 2--- წლის 0- თებერვალს გაფორმებულ ხელშეკრულებასთან ან მის ყველა ცვლილებასთან, მათ შორის 2012 წლის 19 აპრილს გაფორმებულ შეთანხმება #4-თან. მყიდველი უარს ამბობს ყველა მოთხოვნაზე, რომელიც მას აქვს ან შეიძლება ჰქონდეს დამფინანსებლის ან შემსყიდველის მიმართ, რომელიც გამომდინარეობს ან დაკავშირებულია მხარეებს შორის 2--- წლის 0- თებერვალს გაფორმებულ ხელშეკრულებასთან.

 

4.1.1.2. ერთი მხრივ შპს ,,ა-----------ს’’ და მეორე მხრივ შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- ჯ--------ს’’ შორის ნასყიდობის ხელშეკრულება #-5-07/12/0- გაფორმდა. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად შპს ,,ა-----------ს’’ თბილისის ახალი ი------–-ის ს---–-ს სამშენებლო ობიექტზე ხალიჩების მოწყობის სამუშაოები უნდა შეესრულებინა. ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო სამუშაოების მიღების წესიც, კერძოდ, სამუშაოების ჩაბარება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე უნდა განხორციელებულიყო. შპს ,,ა-----------ს’’ და შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ--------ს’’ შორის გაფორმებული #2---------- ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ა-----------ს’’ თბილისის ახალი ი------–-ის ს---–-ს სამშენებლო ობიექტზე ინტერიერის გადასატიხრი სისტემის მოწყობის სამუშაოები უნდა შეესრულებინა. სამუშაოების ჩაბარება ამ შემთხვევაშიც მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დადგინდა.

 

4.1.2. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შპს ,,ა-----------ის’’ სასარგებლოდ 233 094.80 ლარის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არსებობს.

 

4.1.2.1. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები. სარჩელის საფუძველი არის იმ ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,ა-----------ის’’ სასარჩელო მოთხოვნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შესრულებული სამუშაოების ღირებულების სახით 233 094.80 ლარის დაკისრება წარმოადგენს. მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მხარე მის სასარგებლოდ მოვალის ვადამოსული ვალდებულების, კერძოდ, სამუშაოების შესრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალის მოპასუხეების მიერ გადაკისრების შესახებ უთითებს. შესაბამისად, შპს ,,ა-----------ის’’ მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს წარმოადგენდა იმ ფაქტების დადასტურება, რომ მოპასუხეებმა მოსარჩელის მოვალესთან გაფორმებული გარიგებით მოსარჩელის სასარგებლოდ მათ შორის 233 094.80 ლარის გადახდის ვალდებულება გადაიკისრეს, ვალდებულების შესრულების ვადა დადგა, თუმცა მოპასუხე მხარეებმა გადაკისრებული ვალის გადახდის ვალდებულება არ შეასრულეს.

 

4.1.2.2. სასამართლო განმარტავს, რომ მისი უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სახეზეა ვალის გადაკისრების სამართლებრივი საფუძვლიდან წარმოშობილი ურთიერთობა.

 

4.1.2..3. სააპელაციო სასამართლოს აზრით მოსარჩელის მოსაზრება მასზედ, რომ სადავო ურთიერთობა ვალის გადაკისრების ნორმებიდან გამომდინარე უნდა დარეგულირდეს გასაზიარებელია.

 

სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლის თანხმად მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს. თავდაპირველ მოვალეს უფლება აქვს არ დაეთანხმოს მოთხოვნის მფლობელისა და მესამე პირის ამ შეთანხმებას და თვითონ გადაიხადოს ვალი.

 

ამავე კოდექსის 204-ე მუხლის მიხედვით თუ ვალის გადაკისრებაზე მესამე პირი და მოვალე შეთანხმდნენ, მისი გადაკისრების ნამდვილობა მოთხოვნის მფლობელის თანხმობაზეა დამოკიდებული.

 

ამდენად, თუ ვალის გადაკისრების ხელშეკრულება იდება კრედიტორსა და ახალ მოვალეს შორის, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა არ არის დამოკიდებული სხვა პირის, მათ შორის, ძველი მოვალის თანხმობაზე. თუმცა, სსკ-ი ძველ მოვალეს შესაძლებლობას აძლევს, არ დაეთანხმოს კრედიტორსა და ახალ მოვალეს შორის დადებულ ხელშეკრულებას (სსკ-ის 203-ე მუხლის მეორე ნაწილი). მას არ ერთმევა უფლება, თავად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე თავისუფალია ვალდებულებისაგან. იმ შემთხვევაში თუ პრივატული ვალის გადაკისრების ხელშეკრულება იდება ძველ და ახალ მოვალეებს შორის, ასეთი გარიგების სამართლებრივი ძალა მერყევ მდგომარეობაშია და დამოკიდებულია კრედიტორის თანხმობაზე (სსკ-ის 204-ე მუხლი). ვალის გადაკისრების ამ სახის კრედიტორის თანხმობაზე დამოკიდებულება განპირობებულია კანონის მიერ ამ უკანასკნელის ინტერესების დაცვით. თუ მოთხოვნის დათმობის ნამდვილობისათვის მოვალის თანხმობას კანონი არ ითხოვს იმ მოსაზრებით, რომ მოვალისათვის, როგორც წესი, მნიშვნელობა არა აქვს, თუ ვის მიმართ შეასრულებს ვალდებულებას, ვალის გადაკისრების დროს კრედიტორი დაინტერესებულია მოვალის გადახდისუნარიანობით; კრედიტორი მოვალესთან ამყარებს ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობას სწორედ იმის გამო, რომ სჯერა მისი გადახდისუნარიანობის. ამ უკანასკნელის მხრიდან იმის შესაძლებლობა, რომ შეცვალოს თავისი თავი სხვა პირით კრედიტორის თანხმობის გარეშე, ამ რწმენას აცლის ყოველგვარ საფუძველს.

 

მოცემულ შემთხვევაში გათვალისწინებით იმისა, რომ შპს ,,ა-----------ი’’ შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ სერვისების განვითრების სააგენტოს და საქართველოს ეროვნულ ბანკს ედავება, ამასთან, უდავოა, რომ თავად მოდავე მხარეებს შორის გარიგება გაფორმებული არ ყოფილა, მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა იმ გარემოების დაადასტურება, რომ მასსა და შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლომიტედ კ-------ს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მის სასარგებლოდ შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ ვადამოსული ვალის გადაკისრების შესახებ შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------’’ და მოპასუხეე მხარეები შეთანხმდნენ, რაზეც თანხმობა იქნა გაცხადებული მოსარჩელის მიერ. მოსარჩელე მხარე აღნიშნული გარემოების სამტკიცებლად 2012 წლის 24 სექტემბერს ერთი მხრივ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს ეროვნულ ბანკს და მეორე მხრივ შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ შორის გაფორმებულ შეთანხმება #6-ზე უთითებს და განმარტავს, რომ სადავო თანხა მოპასუხე მხარეებმა მოსარჩელის სასარგებლოდ სწორედ აღნიშნული შეთანხმებით გადაიკისრეს, მოსარჩელე მხარე ყურადღებას იმ გარემოებაზეც ამახვილებს, რომ შეთანხმება #6-ის დანართი #1-ში მის სასარგებლოდ მითითებული თანხა უკვე არსებულ, დადასტურებულ ვალს წარმოადგენდა, რომლის ნაწილიც მან საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიიღო, რითაც ამ უკანასკნელისგან მოვალის ვალდებულების შესრულება მოიწონა.

 

მართალია მოპასუხე მხარეები სადავოდ არ ხდიან 2012 წლის 24 სექტემბერს მათსა და შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------სთან’’ #6 შეთანხმების გაფორმების და ამ შეთანხმების დანართი #1-ით გათვალისწინებული პირების, მათ შორის მოსარჩელის მიმართ ამავე დანართში მითითებული თანხის გადახდის ვალდებულების აღების ფაქტს, თუმცა განმარტავენ, რომ დანართში მითითებული პირების მიმართ სამუშაოების ღირებულების გადახდის ვალდებულება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოეშობოდათ თუ სამუშაოების შესრულება მათსა და შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ შორის 2012 წლის 0- თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებით და 2012 წლის 24 სექტემბრის #6 შეთანხმებით გათვალისწინებული წესით დადასტურდებოდა, გარდა ამისა, მოპასუხეების განმარტებით 2012 წლის 24 სექტემბრის შეთანხმების დანართში მითითებული სამუშაოების ღირებულება წარმოადგენდა არა უკვე შესრულებული სამუშაოების საფუძველზე წარმოშობილ დავალიანებას, არამედ იმ შესაძლო მაქსიმუმს, რომლის ფარგლებშიც დანართში მითითებულ პირებს მათსა და შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა შეესრულებინათ. მოპასუხე მხარეები სადავოდ ხდიან 2012 წლის 24 სექტემბრის შეთანხმების ვალის გადაკისრების შესახებ გარიგებად კვალიფიკაციასაც და განმარტავენ, რომ მათსა და შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ შორის გაფორმებული შეთანხმება, რომლითაც მათ შპს ა-----------ის’’ და შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ სხვა ქვეკონტრაქტორების მიმართ შესრულებული სამუშაოების პროპორციულად ანაზღაურების ვალდებულება იკისრეს არ აკმაყოფილებს ვალის გადაკისრების შესახებ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, სახეზე არ არის მოთხოვნის მფლობელის (შპს ,,ა----------ის’’) თანხმობა შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ ვალის მათთვის გადაკისრებაზე, ამასთან, არც შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------’’ გასულა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან.

 

4.2.1.4. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმისათვის რათა, შპს ,,ა-----------ს’’ სასარჩელო მოთხოვნას წარმატების პერსპექტივა ჰქონდეს აუცილებელია, რომ მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებდნენ ნორმის დისპოზიციით გათვალისწინებულ პირობებს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო სამართალურთიერთობის ვალის გადაკისრების შესახებ ნორმებით დაკვალიფიცირების წინაპირობები არსებობს, რადგან მოსარჩელის მიერ დასახელებული/მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 204-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

 

ამ მიმართებით სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 204-ე მუხლის დანაწესზე, რომლის მიხედვითაც ვალის გადაკისრება შესაძლებელია მოვალესა და მესამე პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მოითხოვს კრედიტორის თანხმობას. ამდენად, ამ მუხლით გათვალისწინებული წესით მოვალესა და მესამე პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებული ხდება კრედიტორის თანხმობაზე. ამ შემთხვევაში იგულისხმება კრედიტორის მოწონება 101-ე მუხლის მიხედვით, რომელსაც უკუქცევითი ძალა აქვს. როგორც წესი, ასეთი შემდგომი თანხმობა (მოწონება) საჭიროა, როდესაც არ არსებობს კრედიტორის წინასწარი თანხმობა მე-100 მუხლის მიხედვით. კრედიტორის თანხმობა არის მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა, რომელიც 99-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შეიძლება განხორციელდეს როგორც მოვალის, ისე მესამე პირის მიმართ. გასათვალისწინებელია, რომ კრედიტორის თანხმობა არ საჭიროებს განსაკუთრებული ფორმის დაცვას და შესაძლებელია მისი კონკლუდენტურად გამოხატვაც. თანხმობის გაცემისათვის ვადა დადგენილი არ არის.

 

მხედველობაშია მისაღები ასევე საკასაციო პალატის 2008 წლის 14 მაისის განჩინება საქმეზე ას-828-1143-07, რომლითაც პალატამ გაიზიარა რა ქვედგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ სახეზე იყო მესამე პირთან (სამოქალაქო კოდექსის 204-ე მუხლის მიზნებისთვის) კერძოდ კი საბ---ო დაწესებულებაში არსებულ ანგარიშებზე თანხების ჩარიცხვის და მიღების ფაქტი, აღნიშნული მოქმედებები კონკლუდენტურ მოქმედებად შეფასდა, რადგანაც მიჩნეული იქნა, რომ მხარემ თავისი ამ მოქმედებებით (მესამე პირთან, კერძოდ, ბ---ში არსებულ ანგარიშებზე თანხების ჩარიცხვა და მიღება) დაადასტურა საბ---ო დაწესებულებასთან (ახალ მოვალესთან) არსებული სამართლებრივი ურთიერთობა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხე მხარეებმა 2012 წლის 24 სექტემბერს შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------სთან’’ გაფორმებული #6 შეთანხმებით მოსარჩელის სასარგებლოდ ამ შეთანხმების დანართი #1-ში მის სასარგებლოდ მითითებული ოდენობის ვალის გადახდის ვალდებულება იკისრეს, რაც მოწონებული იქნა მოთხოვნის მფლობელის შპს ,,ა-----------ის’’ მიერ. აღნიშნული გარემოების დადასტურებულად მიჩნევის მიზნებისთვის პალატა ყურადღებას მიაპყრობს 2012 წლის 24 სექტემბერს ერთი მხრივ ს----------–--- ი------–-ის სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ს------ების განვითრების სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ს----------–--- ეროვნულ ბ---ს და მეორე მხრივ შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ შორის გაფორმებული #6 შეთანხმების პირველი აბზაცის პირველ პუნქტზე, სადაც შეთანხმებაზე ხელმომწერი მხარეთა ნება ჩამოყალიბებულია შემდეგი შინაარსით:

- ვინაიდან მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების პროცესში ამ შეთანხმების დანართი #1-ით განსაზღვრულმა მიმწოდებლებმა განახორციელეს გარკვეული ქმედეები აღნიშნული სამუშაოების სრულყოფილად შესასრულებლად, რომლის შედეგადაც მიმწოდებელსა და ამ შეთანხმების დანართი #1-ით განსაზღვრულ მიმწოდებლებს შორის წარმოიშვა ფინანსური დავალიანება ამ შეთანხმებით განსაზღვრული ოდენობით.

- ვინაიდან მიმწოდებლის სურვილია უმოკლეს დროში მოახდინოს ამ შეთანხმების დანართი #1-ით განსაზღვრულ მიმწოდებლებთან არსებული ფინანსური დავალიანების დაფარვა, ხოლო დამფინანასბელს აქვს შესაძლებლობა განახორციელოს შესაბამისის ანგარიშსწორება მის ხელთ არსებული საბანკო გარანტიის პირობების შესაბამისად...

- ვინაიდან მხარეებს შორის 2012 წლის 0- თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების თანახმად ბანკის მიერ დამფინანსებლისთვის დაბრუნებული იქნა 9 262 843.77 აშშ დოლარი საავანსო საბანკო პირობების შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:

,,მიმწოდებელი მიმართავს თხოვნით და რთავს ნებას დამფინანსბელს, ხოლო დამფინანსებელი იღებს ვალდებულებას შემსყიდველის წერილის საფუძველზე განახორციელოს ამ შეთანხმების დანართი #1-ით განსაზღვრული მიმწოდებლებისთვის წერილში მითითებული თანხმების ანგარიშსწორება, მაგრამ არაუმეტეს დანართ #1-ში არსებული თანხმებისა...’’

 

საგულისხმოა აღინიშნოს, რომ მოპასუხე მხარეებს და შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ შორის ზემოაღნიშნული შეთანხმების გაფორმებამდე ამ შეთანხმების დანართი #1-ით გათვალისწინებული პირების მიერ შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------სთან’’ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად შესრულებული სამუშოების ღირებულება შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ის’’ მიერ უნაზღაურდებოდათ; უდავოა, რომ შეთანხმება #6-ის გაფორმების შემდეგ შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ ვალდებულება მისი კონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების შესახებ ს----------–--- ეროვნულმა ბ---მა იკისრა და ამ შეთახმების გაფორმების შემდეგ დანართი #1-ში მითითებული კონტრაქტორების მიმართ ანაზღაურების გაცემა შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ ვალდებულებას არც ერთ ეტაპზე აღარ წარმოადგენდა. მართალია მოპასუხე მხარეები არ იზიარებენ მოსარჩელის მოსაზრებას, რომ სადავო სამართალურთიერთობა ვალის გადაკისრების შესახებ ნორმებიდან გამომდინარეობს, ე.ი. რომ მან 2012 წლის 24 სექტემბერს შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------სთან’’ გაფორმებული #6 შეთანხმებით მოსარჩელის მიმართ შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ ფინანსური დავალიანება გადაიკისრა, რასაც მოსარჩელე მხარეც დაეთანხმა, თუმცა იმ მოცემულობაში, როდესაც უდავოა, რომ აღნიშნული შეთანხმების გაფორმების შემდეგ მოპასუხე მხარეების კონტრაქტორი კ-------ა - შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლიმიოტედ კ-------’’ მათგან ანაზღაურებას ვეღარ მიიღებდა და ამ უკანასკნელის ქვეკონტრაქტორების, მათ შორის მოსარჩელის მიმართ ანაზღაურების გაცემა საქართველოს ეროვნულმა ბანკის ვალდებულებად განისაღვრა, უფრო მეტიც, ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა და 2012 წლის 08 ოქტომბერს მოსარჩელეს მხარეს შესრულებული სამუშაოების ღირებულების სახით 2 880 968 ლარი ჩაურიცხა, რასაც მოსარჩელე მხარე დაეთანხმა, რამეთუ მას შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ ვალდებულების საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესრულების მიმართ პრეტენზია არ გამოუთქვამს, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ გასაზიარებელია მოსარჩელის მოსაზრება, რომ სადავო ურთიერთობა ვალის გადაკისრების ნორმებიდან გამომდინარე უნდა დარეგულირდეს, რადგან მოსარჩელის მიერ დასახელებული ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ვალის გადაკისრების შესახებ საკანონმდებლო ნორმის, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 204-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რომლის მიხედვითაც როგორც არერთხელ აღინიშნა ვალის გადაკისრება შესაძლებელია მოვალესა და მესამე პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე თუ ამ ხელშეკრულებას კრედიტორი მოიწონებს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში განხორციელდა კიდეც. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აპელანტების მსჯელობის გაზიარების შემთხვევაში გაუგებარი ხდება შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ გვერდის ავლით ამ უკანასკნელის კონტრაქტორების მიმართ, რომლებიც საბოლოოდ სამუშაოს მოპასუხე მხარეების სასარგებლოდ ასრულებდნენ, მოპასუხე მხარემ რატომ იკისრა შესრულების სანაცვლო ანაზღაურების გადახდის ვალდებულება და 2012 წლის 24 სექტემბრის შეთანხმება #6-ის პირველი აბზაცის პირველი და მეორე პუნქტებში რატომ გამოტახეს მხარეებმა ნება შემდეგი შინაარსით: ,,ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების პროცესში ამ შეთანხმების დანართი #1-ით განსაზღვრულმა მიმწოდებლებმა განახორციელეს გარკვეული ქმედეები აღნიშნული სამუშაოების სრულყოფილად შესასრულებლად, რომლის შედეგადაც მიმწოდებელსა და ამ შეთანხმების დანართი #1-ით განსაზღვრულ მიმწოდებლებს შორის წარმოიშვა ფინანსური დავალიანება ამ შეთანხმებით განსაზღვრული ოდენობით.’’ მიმწოდებლის სურვილია უმოკლეს დროში მოახდინოს ამ შეთანხმების დანართი #1-ით განსაზღვრულ მიმწოდებლებთან არსებული ფინანსური დავალიანების დაფარვა, ხოლო დამფინანასბელს აქვს შესაძლებლობა განახორციელოს შესაბამისის ანგარიშსწორება მის ხელთ არსებული საბ---ო გარანტიის პირობების შესაბამისად...

 

აპელანტების პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სადავო შეთანხმება ვალის გადაკისრებისთვის კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება სამოქალაქო კოდექსის 204-ე მუხლით გათვალისწინებულ დისპოციაზე, რომლის მიხედვითაც კანონმდებელი მოვალეს და მესამე პირს შორის დადებული ვალის გადაკისრების შესახებ გარიგების ნამდვილობას კრედიტორის მიერ მოვალის ან მესამე პირის მიმართ გარიგებაზე თანხმობის ნების გამოვლენას უკავშირებს. საგულისმოა აღინიშნოს, რომ ნორმა კრედიტორის მიერ თანხმობის გაცემისათვის რაიმე ვადას არ ითვალისწინებს, კრედიტორის თანხმობისთვის გათვალისწინებული არ არის არც განსაკუთრებული ფორმის დაცვა და როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა თანხმობა შეიძლება კონკლუდენტურადაც დადასტურდეს. სადავოდ გამხდარი საკითხის შემოწმების მიზნით, კერძოდ, იმ გარემოების დასადგენად დაეთანხმა თუ არა მოსარჩელე მხარე მოპასუხე მხარეებს და შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ შორის 2012 წლის 24 სექტემბრის შეთანმებას, პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ უდავო გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც 2012 წლის 24 სექტემბრის შეთანხმება #6-ის საფუძველზე ს----------–--- ეროვნულმა ბ---მა შპს ,,ა-----------ის’’ მიმართ 2 880 968 ლარის ოდენობის შესრულება განახორციელა, რითაც მან მოსარჩელის მიმართ მოვალის შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ ვალდებულება შეასრულა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ შპს ,,ა-----------მა’’ ს----------–--- ეროვნული ბ---ის შესრულება მიიღო და აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია არც ერთ ეტაპზე არ განუცხადებია. ამასთან, გარდა იმისა, რომ შპს ,,ა-----------მა’’ შეთანხმება #6-ის გაფორმების შემდეგ ს----------–--- ეროვნული ბ---ისგან შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ მიმართ არსებული მოთხოვნის ნაწილის შესრულება მიიღო, ამ უკანასკნელმა დარჩენილი მოთხოვნის ნაწილის ანაზღაურების მოთხოვნით სწორედ მოპასუხე მხარეს მიმართა. ანუ მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა რა მოპასუხე მხარეებს და შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ შორის #6 შეთანხმების გაფორმების შესახებ, მან მიიღო ამ გარიგების მონაწილის, ახალი მოვალისგან შესრულება და მეტიც, დარჩენილი ნაწილის ანაზღაურების მოთხოვნით სწორედ ამ უკანასკნელს მიმართა. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ძველ და ახალ მოვალეს შორის გაფორმებული ვალის გადაკისრების შესახებ გარიგების კონკლუდენტური ქმედებით დათანხმება, რაც საფუძველს აცლის აპელანტის მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს ვალის გადაკისრების შესახებ გარიგების ნამდვილობისთვის კანონით გათვალისწინებული პირობა - კრედიტორის თანხმობა.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების ვერც იმ მსჯელობას, რომ 2012 წლის 24 სექტემბრის შეთანხმების გაფორმების შემდეგ შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------’’ სახელშეკრულებო ურთიერთობაში დარჩა, აღნიშნული კი კრედიტორებთან ურთიერთობაში მოპასუხეების მიერ მისი ჩანაცვლების და შესაბამისად, მისი ვალის გადაკისრების შესაძლებლობას გამორიცხავს. აღსანიშნავია, რომ მოპასუხე აპელანტები 2--- წლის 0- თებერვლის სახელშეკრულებო ურთიერთობაში შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ დარჩენის დასადასტურებლად ამ შეთანხმების გაფორმების შემდეგ შეთანხმება #6-ის დანართი #1-ით გათვალისწინებული ერთ-ერთი მიმწოდებლის (შპს ო-----–-) მიმართ ვალდებულების შესრულების მოთხოვნით შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ მხრიდან მათთან კომუნიკაციაზე და 2013 წლის 30 სექტემბერს შეთანხმება #7-ის გაფორმების შესახებ უთითებს. სახელშეკრულებო ურთიერთობაში შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ დარჩენის დასტურად მოპასუხე აპელანტები შპს ,,ო-----–-ს’’ 07.10.2013 წლის წერილზე უთითებენ. აღნიშნული დოკუმენტით ირკვევა, რომ ამ უკანასკნელმა ს----------–--- ი------–-ის სამინისტროს შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით 2013 წლის 07 ოქტომბერს მიმართა და მოთხოვნის დადასტურების მიზნით წერილში დასახელებული შემდეგი დოკუმენტები: ექსპერტიზის დასკვნა, შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ 2012 წლის 08 ოქტომბრის წერილი, სასაქონლო ზედნადები და მიღება-ჩაბარების აქტები წარუდგინა. მართალია აპელანტები სახელშეკრულებო ურთიერთობაში შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ დარჩენის დასტურად 2013 წელს შპს ,,ო-----–-ს’’ მიერ ანაზღაურების მიღების მოთხოვნით სამინისტროსთან კომუნიკაციაზე უთითებენ, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ წერილით მხოლოდ და მხოლოდ ს----------–--- ი------–-ის სამინისტროსთან შპს ,,ო-----–-ს’’ კომუნიკაციის ფაქტი დასტურდება, რადგან თავად აღნიშნული წერილიდან და საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებიდანაც ირკვევა, რომ შპს ,,ო-----–მა’’ სამინისტროს თავად მიმართა და სამინისტროს შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ არა მისთვის მიმართვის პერიოდის (07.10.2013წ.), არამედ 2012 წლის 08 ოქტომბრით დათარიღებული წერილი წარუდგინა. აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას, რომ შპს ,,ო-----–-ს’’ წერილით ხელშეკრულებაში ძველი მოვალის დარჩენის ფაქტი დასტურდება.

 

რაც შეეხება 2013 წლის 07 სექტემბერის #7 შეთანხმებას, პალატის მოსაზრებით იმ გარემოების დადგენის მიზნით შეთანხმება #7-ის გაფორმება გამორიცხვას თუ არა 2012 წლის 24 სექტემბრის დანართი #1-ში მითითებული პირების მიმართ დანართით გათვალისწინებული ოდენობის ვალის აპელანტების მიერ გადაკისრებას, მნიშვნელოვანია იმის დადგენა რა დანიშნულება ჰქონდა მხარეებს შორის #7 შეთანხმების გაფორმებას. 2013 წლის 07 სექტემბრის #7 შეთანხმებით ირკვევა, რომ ცვლილება შევიდა ხელშეკრულების 14.2 პუნქტში და მიმწოდებლის მიერ წარდგენილი 880 000 აშშ დოლარის ოდენობის საბ---ო გარანტიის მოქმედების ვადა 2013 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით განისაზღვრა, რომლის მოქმედებისთვისაც ხელშეკრულებაში #7 შეთანხმებით ცვლილების შეტანამდე სამუშაოების დასრულების შემდეგ გათვალისწინებული იყო 12 თვიანი ვადა. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტებს და შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ შორის გაფორმებული #7 შეთანხმების შინაარსის, საიდანაც ირკვევა, რომ შეთანხმების გაფორმების ერთადერთ მიზანს ერთ-ერთი საბ---ო გარანტიის მოქმედების ახალი ვადის დადგენა წარმოადგენდა, საფუძველს ვერ შეურყევს 2012 წლის 24 სექტემბრის შეთანხმებას, საიდანაც ირკვევა, რომ მოპასუხე აპელანტმა შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ კრედიტორების მიმართ, მათ მიერ შესრულებული გარკვეული ქმედებების საფუძველზე დანართი #1-ით გათვალისწინებული ოდენობის ფინანსური დავალიანების გასტუმრების ვალდებულება იკისრეს, მეტიც, მოპასუხე აპელანტებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ 2012 წლის 24 სექტემბრის შეთანხმების შემდეგ, შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------სთან’’ თუნდაც კიდევ ერთი შეთანხმების გაფორმების პირობებში შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------’’ ანაზღაურებასთან მიმართებით ურთიერთობაში აღარ შესულა, კერძოდ, 2012 წლის 24 სექტემბრის შეთანხმების შემდეგ მას ს----------–--- ეროვნული ბ---ისაგან შესრულებული სამუშაოების ღირებულების ან/და სამუშაოებისთვის შესრულებისთვის ავანსის მიღების და კრედიტორებისთვის (მისი კონტრაქტორები) ანაზღაურების გადახდის უფლება აღარ მოუპოვებია. უფრო მეტიც, შეთანხმება #6-ის მეორე აბზაცის მე-3 პუნქტით ირკვევა, რომ შემსრულებელმა მოპასუხე აპელანტების მიმართ 2--- წლის 0- თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე იმჟამინდელი თუ მომავალი ფულადი თუ არაფულადი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების არქონა დაადასტურა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც 2013 წლის 07 სექტემბრის შეთანხმებით მხარეებმა უკვე წარდგენილი გარანტიის მოქმედების ვადა დააზუსტეს, მხარეებს არ გამოუვლენიათ ნება 2012 წლის 24 სექტემბრის შეთანხმებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების სხვაგვარად მოწესრიგებაზე, რომლითაც როგორც აღინიშნა წარმოჩინდა შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ უფლება-მოვალეობების გადაკისრება და დადასტურება იმ ფაქტისა, რომ მას მოპასუხე აპელანტების მიმართ 2012 წლის 0- თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნის უფლება არ გააჩნდა, უფრო მეტიც, შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------მ’’ მოსარჩელისთვის გაგზავნილ წერილში, გარკვევით მიუთითა, რომ მოსარჩელეს სადავო თანხა მოპასუხეებისგან ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა მიეღო, რაც კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ თავად შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------სთვისაც’’ კარგად იყო ცნობილი, რომ დანართი #1-ით განსაზღვრული თანხა მოსარჩელეს მისი ჩართულობის გარეშე საქართველოს ეროვნული ბანკისგან უნდა მიეღო, პალატა ვერ გაზიარებს აპელანტების მსჯელობას, რომ შეთანხმების #1 დანართით გათვალისწინებული ფინანსური დავალიანების ანაღაურების მიზნებისთვის შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------’’ გარიგების მონაწილე მხარედ დარჩა.

 

4.2.1.5. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2012 წლის 24 ოქტომბერს ერთი მხრივ მოპასუხე აპელანტებს და მეორე მხრივ შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ შორის შეთანხმება #6-ით მოპასუხე აპელანტებმა მოსარჩელის მიმართ 3 115 659.79 ლარის გადახდის ვალდებულება იკისრეს, რაც მოსარჩელის მიერ შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------სთან’’ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოების ღირებულების სახით წარმოშობილ ფინანსურ დავალიანებას წარმოადგენდა.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ პირობის ბუნდოვანების დროს, გარიგების განმარტება სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად ხდება, ანუ ყურადღება ექცევა არა მხოლოდ ჩანაწერის სიტყვა-სიტყვით არამედ, მის შინაარსობრივ მნიშვნელობას, რა დროსაც მხარეთა ნების განმარტება ლოგიკურ საწყისებზე ხდება. მხარეთა ნების განმარტებისთვის, კერძოდ, 2012 წლის 24 სექტემბრის #6 შეთანხმებით მოპასუხე აპელანტებმა მოსარჩელის სასარგებლოდ ამ შეთანხმების დანართი #1-ში მითითებული თანხის, როგორც უკვე შესრულებული ან და შესრულების პროცესში არსებული სამუშაოების ღირებულების გადახდის ვალდებულება იკისრეს, თუ დანართში მითითებული თანხა მოსარჩელის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების ზედა ზღვარს წარმოადგენდა სააპელაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნული შეთანხმება მთლიანობაში შეაფასოს, რათა საბოლოოდ შესაძლებელი გახდეს ამ შეთანხმების ზუსტი დანიშნულების დადგენა.

 

სააპელაციო სასამართლო უპირველეს ყოვლისა ყურადღებას ამახვილებს 2012 წლის 24 სექტემბრის #6 შეთანხმების პირველი აბზაცის შინაარსზე, რომელშიც მხარეთა ნება ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად:

1. ,,ვინაიდან მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების პროცესში ამ შეთანხმების დანართი #1-ით განსაზღვრულმა მიმწოდებლებმა განახორციელეს გარკვეული ქმედეები აღნიშნული სამუშაოების სრულყოფილად შესასრულებლად, რომლის შედეგადაც მიმწოდებელსა და ამ შეთანხმების დანართი #1-ით განსაზღვრულ მიმწოდებლებს შორის წარმოიშვა ფინანსური დავალიანება ამ შეთანხმებით განსაზღვრული ოდენობით.

 

2. ვინაიდან მიმწოდებლის სურვილია უმოკლეს დროში მოახდინოს ამ შეთანხმების დანართი #1-ით განსაზღვრულ მიმწოდებლებთან არსებული ფინანსური დავალიანების დაფარვა, ხოლო დამფინანასებელს აქვს შესაძლებლობა განახორციელოს შესაბამისის ანგარიშსწორება მის ხელთ არსებული საავანსო საბ---ო გარანტიის პირობების შესაბამისად დაბრუნებული 90262 843.77 აშშ დოლარიდან...

3. ვინაიდან მხარეებს შორის 2012 წლის 0- თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად სს თ----- ბ---ის მიერ დამფინანსებლისთვის დაბრუნებული იქნა 9 262 843.77 აშშ დოლარი საავანსო საბ---ო პირობების შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:

,,მიმწოდებელი მიმართავს თხოვნით და რთავს ნებას დამფინანსბელს, ხოლო დამფინანსებელი იღებს ვალდებულებას შემსყიდველის წერილის საფუძველზე განახორციელოს ამ შეთანხმების დანართი #1-ით განსაზღვრული მიმწოდებლებისთვის წერილში მითითებული თანხების ანგარიშსწორება, მაგრამ არაუმეტეს დანართ #1-ში არსებული თანხმებისა სს ,,თ----- ბ---ის’’ მიერ 2--- წლის 08 თებერვალს გაცემული საავანსო საბ---ო გარანტიის პირობების შესაბამისად დამფინანსებლისთვის დაბრუნებული 9 262 843.77 აშშ დოლარიდან.

 

სააპელაციო პალატა 2012 წლის 24 სექტემბრის #6 შეთანხმების, როგორც სიტყვა-სიტყვითი ასევე, ლოგიკური განმარტების შედეგად მიიჩნევს, რომ შეთანხმების დანართი #1-ით შპს ,,ა-----------ის’’ სასარგებლოდ გათვალისწიებული სამუშაოების ღირებულება 3 115 659.79 ლარის ოდენობით ამ უკანასკნელის მიერ მასსა და შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ შორის გაფორმებული გარიგებების საფუძველზე განხორცილებული სამუშაოების ღირებულებას წარმოადგენდა, რომლის გადახდის ვალდებულება შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ უკვე წარმოშობილი ჰქონდა. ამ მიმართებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს მხარეების მიერ შეთანხმების პირველი აბზაცის პირველ და მეორე პუნქტებში გამოვლენილი ნება, რომლის მიხედვითაც შეთანხმების დანართი #1-ით განსაზღვრულ თანხას ამავე დანართში მითითებული პირების მიმართ მხარეები სამუშაოების შესრულების შედეგად წარმოშობილ ,,ფინანსურ დავალიანებას’’ უწოდებენ. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ამ შეთანხმებით მხარეებმა მანამდე მოქმედი ანგარიშსწორების წესი შეცვალეს და შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------’’ მის კონტრაქტორებთან ს----------–--- ეროვნულმა ბ---მა ჩაანაცვლა, იმავდროულად მხარეებმა განსაზღვრეს დანართი #1-ით გათვალისწინებული ფინანსური დავალიანების გადახდის კონკრეტული წყაროც, რა დროსაც დადგინდა, რომ ს----------–--- ეროვნული ბ---ი დანართი #1-ით განსაზღვრულ თანხას გამოთხოვილი საავანსო საბ---ო გარანტიიდან დაფარავდა. შეთანხმების პირველი აბზაცის, ასევე შეთანხმების იმ შინაარსის, სადაც შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------მ’’ მოპასუხეების მიმართ მოთხოვნის არ არსებობის ფაქტი დაადასტურა, როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე ლოგიკური ახსნა-განმარტების შედეგად, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ შეთანხმების მეორე აბზაცის პირველი პუნქტის პირველი წინადადება ,,მიმწოდებელი მიმართავს თხოვნით და რთავს ნებას დამფინანსებელს’’ შეთანხმების გაფორმების ეტაპზე მიმწოდებლის მიერ ნების გამოვლენას (დამფინანსებლისთვის მიმართვად) წარმოადგენდა, რომლის ფარგლებშიც მან შეთანხმების დანართი #1-ში მითითებული პირების მიმართ მასში მითითებული ოდენობის ფინანსური დავალიანების ანგარიშსწორება მოითხოვა და რომლის საფუძველზეც საბოლოოდ ვალის გადაკისრების შესახებ გარიგება შედგა. პალატა კიდევ ერთხელ ხაზგასმით შენიშნავს, რომ აღნიშნული დასკვნის საფუძველია შეთანხმება #6-ის პირველი და მეორე აბზაცების ერთობლიობაში შეფასება, სადაც მხარეებმა დეტალურად გაწერეს როგორც დავალიანების წარმოშობის საფუძველი (სამუშაოს სრულყოფილად შესრულებისთვის განხორციელებული ქმედებები) და ოდენობა (დანართი #1-ით განსაზღვრული ოდენობა, ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ დანართით შპს ,,ა-----------ის დავალიანების ოდენობა განსაზღვრულია 3 115 659.79 ლარის ოდენობით) , ასევე დავალიანების გადახდის წყაროს საკითხიც (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სს ,,თ----- ბ---იდან’’ გამოთხოვილი საავანსო საბანკო გარანტიიდან მიღებული 9 262 843.77 აშშ დოლარი) და შეთანხმებაში (პირველი აბზაცი) დანართით განსაზღვრულ თანხას მხარეებმა მიმწოდებელსა და დანართი #1-ით განსაზღვრულ მიმწოდებლებს შორის წარმოშობილი ფინანსური დავალიანება უწოდეს. ზემოაღნიშნულის საფუძველზე კი მხარეებმა გამოთქვეს მზაობა (დამფინანსებლითვის მიმართვის გზით) ფინანსური დავალიანების გასტუმრების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პაატა ვერ გაიზიარებს მოპასუხე აპელანტების მითითებას მასზედ, რომ 2012 წლის 24 სექტემბრის #6 შეთანხმების დანართით გათვალისწინებული თანხა შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების მაქსიმუმს წარმოადგენდა, რომლის ფარგლებშიც დანართში მითითებულ პირებს სამუშაოები უნდა შეესრულებინათ და თანხის ანაზღაურების სავალდებულო წინაპირობა მიმწოდებლის მიერ დამფინანსებლისთვის მიმართვა და ამ უკანასკნელის მხრიდან შემსყიდველის წერილის საფუძველზე ანაზღაურების გაცემა წარმოადგენდა. აპელანტების მსჯელობის გაზიარების შემთხვევაში გაუგებარი რჩება რატომ მიუთითეს შეთანხმება #6-ში მხარეებმა, რომ დანართი #1-ში მითითებული თანხა დანართში მითითებული მიმწოდებლებსა და შპს ,,ჰ--------- ჯ--------ლ-------- კომოპანის’’ შორის წარმოშობილ ფინანსურ დავალიანებას წარმოადგენდა და რატომ არ მოხდა შეთანხმებაში, თუნდაც, ზოგადი ხასიათით მინიშნება, რომ დანართი #1-ით განსაზღვრული თანხა დანართში მითითებული პირების მიერ მომავალში შესასრულებული სამუშაოების ღირებულების ზედა ზღვარს წარმოადგენდა. უფრო მეტიც, ის ფაქტი, რომ 2012 წლის #6 შეთანხმების გაფორმებიდან მცირე დროში, კერძოდ, 2012 წლის 08 ოქტომბერს ს----------–--- ეროვნულმა ბ---მა შპს ,,ა-----------ს’’ შესრულებული სამუშაოების ღირებულების სახით დანართი #1-ით განსაზღვრული თანხის თითქმის 93 % ჩაურიცხა ამყარებს სასამართლოს შინაგან რწმენას მასზედ, რომ შეთანხმება #6-ში მითითებული ,,ფინანსური დავალიანება’’, რაც განსაზღვრული იყო შეთანხმების დანართი #1-ის შესაბამისად, შპს ,,ა-----------სა’’ და შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ი------–-ის ს---––- შესრულებული სამუშაოების ღირებულებას წარმოადგენდა.

 

პალატა აქვე შენიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხე აპელანტებმა 2012 წლის 24 სექტემბრის შეთანხმებით მოსარჩელის სასარგებლოდ შეთანხმების დანართი #1-ით განსაზღვრული თანხის გადახდის ვალდებულება იკისრეს, უდავო გარემოებაა, რომ ამ შეთანხმების ს----------–--- ეროვნულმა ბ---მა 2012 წლის 08 ოქტომბერს შპს ,,ა----------ს’’ 2 880 968 ლარის ოდენობის თანხა გადაუხადა, საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ და შპს ,,ა----------ს’’ შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებით (ტ.1.ს.ფ. 38, 54) ირკვევა, რომ შპს ,,ა----------მა’’ თბილისის ახალ ი------–-ის ს---––- 23 431,58 ლარის ღირებულების ხალიჩების მონტაჟის და 210704 ლარის ტიხრების მიწოდება და მონტაჟის სამუშაოები განახორციელა, საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დასტურდება, რომ სადავო თანხის ღირებულების სამუშაოების შესრულების დადასტურების მიზნით შედგენილი შესრულებული სამუშაოების აქტები დადასტურებულია, როგორც ჩინური კ-------ა ჰ---------ის, ასევე მშენებლობის მმართველის C--------------ის მიერ, უფრო მეტიც, თავად აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია თ---–------------–--- ს---––- შპს ,,ა-----------ის’’ მიერ 210 704 ლარის და 22 390,8 ლარის სამუშაოების შესრულების ფაქტი, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ სახეზეა შპს ,,ა-----------ის’’ სასარგებლოდ მოპასუხეებისთვის 233 094.80 ლარის, როგორც სამუშაოს შესრულების შედეგად წარმოშობილი და მოპასუხეების მიერ 2012 წლის 24 სექტემბრის შეთანხმებით გადაკისრებული ვალის გადახდის დაკისრების საფუძველი.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხე აპელანტების მსჯელობას, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის ანაზღაურების ვალდებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში დადგებოდა, თუ სამუშაოების შესრულების ფაქტი 2012 წლის 0- თებერვლის ხელშეკრულებით და 2012 წლის 24 სექტემბრის შეთანხმებით გათვალისწინებული წესით დადასტურდებოდა. კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტების გარდა მისთვის დამატებით წარდგენილი იქნებოდა თ---–------------–--- ს---––- მოსარჩელის მიერ შესრულებული სრული სამუშაოების ღირებულებითი ექსპერტიზა და შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ მოთხოვნა მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურების გაცემის შესახებ. წინამდებარე განჩინებით პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ აპელანტებს მოსარჩელის მიმართ თანხის გადახდის ვალდებულება 2012 წლის #6 შეთანხმების საფუძველზე წარმოეშვათ, რომლითაც მოპასუხე აპელანტებმა მოსარჩელის მიმართ შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ ვადამოსული ფინანსური დავალიანების გადახდის ვალდებულება იკისრეს, მხედველობაშია მისაღები, რომ მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებს შორის გარიგება გაფორმებული არ ყოფილა, შესაბამისად, ანაზღაურების მიღების სანაცვლოდ მას მოპასუხეების კონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის სასარგებლოდ შესრულებული სრული სამუშაოს ღირებულებითი ექსპერტიზის დასკვნით დადასტურების ვალდებულება არ უკისრია, უფრო მეტიც, სრული სამუშაოს ღირებულებითი ექსპერტიზის წარდგენის ვალდებულება გათვალისწინებული არ ყოფილა არც მოპასუხე მხარეებსა და შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. შესაბამისად, იმ დროს, როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის ვალდებულება მის მიერ შესრულებული სრული სამუშაოს ღირებულიბითი ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა, მხარისთვის მსგავსი ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის დავალდებულების დაკისრება, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც სრული სამუშაოს ღირებულებითი ექსპერტიზის დასკვნით დადასტურების ვალდებულება გათვალისწინებული არ ყოფილა არც მოპასუხეებს და შპს ,,ჰ-------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ შორის გაფორმებული 2012 წლის 0- თებერვლის ხელშეკრულებით და რაც მნიშვნელოვანია საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელის მიერ მოპასუხეების კონტრაქტორთან გაფორმებული გარიგებების საფუძველზე სადავო თანხის ღირებულების სამუშაოების შესრულების ფაქტი. რაც შეეხება შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ მიმართვას, წინამდებარე განჩინებით პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2012 წლის 24 სექტემბრის შეთანხმების მეორე აბზაცის პირველი პუნქტის პირველი წინადადება: ,,მიმწოდებელი მიმართავს თხოვნით და რთავს ნებას დამფინანსებელს’’ შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ მიერ მოპასუხეების მიმართ შეთანხმების გაფორმების მიზნით მიმართვას გულისხმობდა. რაც შეხება აპელანტების მითითებას მასზედ, რომ 2012 წლის 08 ოქტომბერს მოსარჩელე მხარეს თანხა სწორედ შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს მიმართვის საფუძველზე ჩაერიცხა, პალატა შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ აღნიშნულ წერილს დანართი #1-ით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების სავალდებულო პირობად ვერ მიიჩნევს. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა შენიშნავს, რომ მართალია, 2012 წლის 08 ოქტომბერს შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------მ’’ სამინისტროს წერილით მიმართა, თუმცა აღნიშნულის შემდეგ შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------მ’’ მოსარჩელისთვის გაგზავნილ წერილში გარკვევით აღნიშნა, რომ შპს ,,ა-----------ს’’ ანაზღაურება ს----------–--- ეროვნული ბ---ისგან უნდა მიეღო, საგულისხმოა აღინიშნოს, რომ იმ პირობებში როდესაც შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლიმტედ კ-------მ’’ ანაზღაურების მიღების მოთხოვნასთან დაკავშირებით მოსარჩელეს ს----------–--- ეროვნული ბ---ისთვის მიმართვაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ ანაზღაურება მოსარჩელეს ს----------–--- ეროვნული ბ---ისგან ჯერ კიდევ ერთი წლის წინ უნდა მიეღო, თანხის გაცემის ვადის დადგომის და ეროვნული ბ---ის მიერ მისი გადახდის ვალდებულების მითითებასთან ერთად მას თანხის გაცემის ვალდებულების დადგომის წინაპირობად სამინისტროსთვის მისი მიმართვის ვალდებულების და ამ ვალდებულების შესრულების შესახებ არ მიუთითებია. უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ო-----–-ს’’ წერილიდან ირკვევა, რომ ამ უკანასკნელმა სამინისტროს 2013 წლის 07 ოქტომბერს მიმართა და შესრულებული სამუშაოებისთვის ანაზღაურების გაცემა მოითხოვა, ხაზგასმით უნა აღინიშნოს, რომ შპს ,,ო-----–ს’’ 2013 წლის 07 ოქტომბერს სამინისტროსთვის შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ--------ის’’ იმავე პერიოდის მოთხოვნა, რომლითაც ის თანხის გაცემის წინაპირობის არსებობას დაადასტურებდა არ წარუდგენია. ამდენად, არც შეთანხმებით და არც საქმის სხვა მასალებიდან არ დგინდება, რომ შეთანხმების დანართი #1-ით გათვალისწინებული ფინანსური დავალიანების ანაზღაურებისთვის სავალდებულო წინაპირობას, შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ სამინისტროსთვის მიმართვა წარმოადგენდა.

 

მოპასუხე აპელანტების იმ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ მათთვის მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის გადახდის დაკისრებით სადავო თანხასთან მიმართებით არ გამოირიცხება შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ მოთხოვნის უფლება, პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის გადახდის დაკისრების საფუძველზე, კერძოდ მოპასუხე აპელანტებს და შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ შორის ვალის გადაკისრების შესახებ გარიგებაზე, სადაც შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------მ’’ დაადასტურა, რომ 2012 წლის 0- თბერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არ გააჩნდა იმჟამინდელი თუ სამომავლო მოთხოვნის უფლება. უფრო მეტიც, აპელანტების არგუმენტთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას მიაპყრობს მათსავე განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც 2012 წლის 24 სექტემბრის შეთანხმებით შეიცვალა ანაზღაურებასთან მიმართებით მანამდე არსებული ანაზღაურების წესი და დადგინდა, რომ შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს’’ ნაცვლად ამ უკანასკნელის ფულადი ვალდებულება მისი კონტრაქტორების მიმართ საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა შეესრულებინა. მოპასუხე აპელანტების არგუმენტს აქარწყლებს საქმეში წარმოდგენილი შპს ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------ს 2014 წლის 22 აპრილის წერილიც, რომლითაც მან მოსარჩელის დირექტორს განუმარტა, რომ შეთანხმება #6-ის შესაბამისად ანაზღაურება ეროვნული ბ---ისგან უნდა მიეღო. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებები ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ 2012 წლის 24 სექტემბრის შეთანხმების გაფორმების შემდეგ მხარეები მათ შორის შპს ,,ჰ--------- ჯ-------- ლ-------- კ-------’’ სრულად აცნობიერებდა იმ გარემოებას, რომ მოპასუხე აპელანტების მიმართ თანხის მოთხოვნაზე უფლებამოსილ პირს თვითონ აღარ წარმოადგენდა და მის კონტრაქტორების მიმართ არსებული ფინანსური დავალიანება ეროვნული ბ---ის მიერ აუნაზღაურდებოდათ.

 

4.1.3. რაც შეეხება შეგებებული სააპელაციო საჩივრის პრეტენზიას მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით, პალატა მიიჩნევს, რომ პრეტენზია ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Totalreparation-ის პრინციპი). ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა, ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.

 

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია.

 

ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.

 

მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ დადგენილია მოპასუხე აპელანტების მხრიდან ვალდებულების დარღვევა, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების აბსტრაქტული წინაპირობების არსებობა სადავო არ არის, თუმცა, წარმოდგენილი სარჩელი არ შეიცავს საკმარის მტკიცებას. სააპელაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, მხარეები განსაზღვრავენ დავის საგანს, ხოლო ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი მოსარჩელემ საბ---ო დაწესებულებაში მიმდინარე ვალდებულების დაფარვის შეუძლებლობას დაუკავშირა. აღნიშნული გარემოების დადასტურების მიზნით კი აუდიტორული და საკონსულტაციო კოპანია შპს ,,ბ---- აუდიტ ს------ის’’ აუდიტორული დასკვნა წარმოადგინა. აღნიშნული დასკვნით ირკვევა, რომ შპს ,,ა-----------მა’’ აუდიტორულ კ-------ას საბ---ო დაწესებულებაში მიმდინარე ვალდებულების 233 094.8 ლარის ოდენობით 2012 წლის 31 დეკემბერს გადაუხდელობის გამო დამდგარი ზიანის გამოთვლა დაავალა. დასკვნის კვლევითი ნაწილით დგინდება, რომ საკვლევი გარემოების დადგენის მიზნით აუდიტორმა წარდგენილი საკრედიტო ხელშეკრულებები და ამავე ხელშეკრულებების დამატებითი საკრედიტო ხელშეკრულებები შეისწავლა. დასკვნით ნაწილში კი მიუთითა, რომ 2012 წლის 31 დეკემბერს სასესხო ვალდებულების ძირითადი თანხის 233 094.8 ლარით დაფარვის შემთხვევაში შპს ,,ა-----------ის’’ დანახარჯების/ზარალის ოდენობა 96 519.93 ლარით შემცირდებოდა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მართალია, საქმეში წარმოდგენილი საკრედიტო ხელშეკრულებებით ირკვევა, რომ მაგალითად: 2012 წლის 01 თებერვალს სს ,,ბ---ი რ-------–--ასთან გაფორმებული’’ ხელშეკრულებით მოსარჩელეს 1 100 000 ლარიანი საკრედიტო ხაზი გაეხსნა, 2013 წლის 0- მაისის სს ,,ს----------–--- ბ---თან’’ გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით, 900 000 ლარიანი საკრედიტო ხაზი გაეხსნა, 2013 წლის 19 ნოემბერს საბ---ო დაწესებულებას (სს პ------------- ბ---ი) საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით კვლავ მიმართა, რა დროსაც 650000 ლარიანი საკრედიტო ხაზი გაეხსნა, ანუ საქმის მასალებით მართალია დადასტურებულია საკრედიტო ხელშეკრულებების გაფორმების ფაქტი, თუმცა საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ იქმნება დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი მასზედ, რომ მოსარჩელე მხარე თანხის დროულად მიღების შემთხვევაში საბ---ო დაწესებულების მიმართ არსებულ ვალდებულებას დაფარავდა. აღნიშნულ დასკვნას ამყარებს იმ გარემოების მხედველობაში მიღებაც, რომ შპს ,,ა-----------მა’’ 2012 წლის 08 ოქტომბერს ს----------–--- ეროვნული ბ---ისგან შესრულებული სამუშაოების ღირებულების სახით საკმაოდ სოლიდური ანაზღაურება 2 880 968 ლარი მიიღო, საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელემ აღნიშნული თანხა (ნაწილი) სს ,,ბ---ი რ-------–--ასთან’’ გაფორმებული სარგებლიანი კრედიტის (წლიური 13%) დაფარვისკენ მიმართა, ანუ დადასტურებული არ ყოფილა ის ფაქტი, რომ მოსარჩელის პრიორიტეტს სარგებლიანი კრედიტის გასტუმრება წარმოადგენდა. შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნასთან მიმართებით გაზიარებული ვერ იქნება ვერც ის არგუმენტი, რომ იმ შემთხვევაში თუ მხარე სადავო თანხას დროულად მიიღებდა მას კრედიტის აღება აღარ მოუწევდა. ამ მიმართებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი საკრედიტო ხელშეკრულებებიდან ირკვევა მოსარჩელე მხარემ 2012 წლის 01 თებერვლის შემდეგ (საკრედიტო ხელშეკრულება სს ბ---ი რ-------–--ასთან) კრედიტის აღების მოთხოვნით საბ---ო დაწესებულებას 2013 წლის 0- მაისს მიმართა, ანუ ბ---ს კრედიტის მიღების მოთხოვნით სადავო თანხაზე მოთხოვნის წარმოშობიდან რამდენიმე თვეში მიმართა, არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტსაც, რომ მოსარჩელე მხარე მეწარმე სუბიექტია, რომელიც სამშენებლო/სარემონტო სფეროში ახორციელებს თავის საქმიანობას, დასახელებული გარემოებების ურთიერთ შეჯერების შედეგად პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია, მოსარჩელის განმარტება, რომ იმ შემთხვევაში თუ 2012 წლის 31 დეკემბერს სადავო თანხას მიიღებდა 2013 წლის მაისში კრედიტის აღება არ დასჭირდებოდა, ანუ, გათვალისწინებით იმისა, რომ მხარე სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, აქტიური მეწარმე სუბიექტია არ იძლევა პრეზუმირების საფუძველს, რომ თანხის დროულად მიღების შემთხვევაში მას კრედიტის აღება აღარ დასჭირდებოდა.

 

ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურება, რაც ამ ნაწილში სარჩელის, შესაბამისად შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი და შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფლდა სსსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივარზე და შეგებეულ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულებისა და კანონით განსაზღვრული პროცენტული ცენზის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ეროვნულ ბანკს, სსიპ სახელმწიფო სერცვისების განვითრების სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულს სააგნეტოს მათი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გათვალისწინებით შპს ,,ა-----------ის’’, როგორც მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გაწეული არასასამართლო ხარჯის ნაწილის, კერძოდ, საადვოკატო მომსახურებისთვის გადახდილი 6649.77 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეროვნული ბანკის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. შპს ,,ა-----------ის’’ შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

3. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეროვნულ ბანკს შპს ,,ა-----------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ნაწილის 6649.77 ლარის გადახდა;

 

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /

 

მოსამართლეები: /ნათია გუჯაბიძე /

 

/გოდერძი გიორგიშვილი /