განაჩენი

სისხლის სამართლის 24.12.2019
საქმის ნომერი
330100118002386352
ინსტანცია
თარიღი
24.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100118002386352

საქმე №1ბ/118-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 დეკემბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

ვახტანგ მრელაშვილი

 

სხდომის მდივნები ლელა ბახტაძე და გიორგი ჩუბინიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები: თ-------------- დ----------------–---–-.

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ს--- ჩ-----–---ი, დაბადების თარიღი: 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის მქონე, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებუ;ლი, მცხოვრები: თ---–---------------–---------------------.

 

ადვოკატები - ლ-------------–---–---------–----------–-–---–---–-----------–-------------------------.

 

თარჯიმნები - მ-------------–-----------------------.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი.

 

სასჯელი:

 

დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს--- ჩ-----–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა შ-----------–--ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ს--- ჩ-----–---ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელებმა თავად ჩაიდინეს დანაშაული და ნარკოტიკი ჩაუდეს ს--- ჩ-----–---ს. 2018 წლის 12 მარტის პატაკში გამომძიებელ ი-----–- ნ---------ეს მითითებული აქვს ს--- ჩ-----–---ის პირადი მონაცემები და საცხოვრებელი მისამართი, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას, ი-----–- ნ---------ემ განმარტა, რომ ვინ ამობეჭდა ბაზიდან ს--- ჩ-----–---ის პირადი მონაცემები მისთვის უცნობია. მანვე განმარტა, რომ ოპერატიული ინფორმაციის მიღებისას არ იმყოფებოდა სამსახურში. ინფორმაციის მიღების შემდეგ დაბრუნდა სამსახურში და შეადგინა პატაკი. ამის შემდეგ მოხდა მისი გამოკითხვა. საქამის მასალებით ინფორმაცია ს--- ჩ-----–---ის პიროვნების შესახებ ბრალდების მხარემ მოიპოვა 2018 წლის 13 მარტს. ამ ინფორმაციის მოპოვებამდე ს--- ჩ-----–---ის პიროვნების დადგენა კი ბადებს ეჭვს. მოწმე კ------------- გ-------ემ განმარტა, რომ მან მონაწილეობა მიიღო ს--- ჩ-----–---ის დაკავებასა და პირად ჩხრეკაში, თუმცა ამოღებულ ნივთებთან დაკავშირებით გასცა არადამაჯერებელი პასუხები. მანვე განმარტა, რომ ინფორმაციაში მითითებულ ადგილზე მისასავლელად დასჭირდათ 30 წუთზე ნაკლები დრო, თუმცა არ ახსოვს თარჯიმანი ადგილზე იმყოფებოდა თუ შემდეგ მივიდა. კ------------- გ-------ემ ასევე განმარტა, რომ არ ახსოვს როგორ იყო ნარკოტიკული საშუალებები შეფუთული, თუმცა გამოცდილებიდან გამომდინარე შეფუთვა უნდა ყოფილიყო მრგვალი ფორმის. მოწმე ზ------ რ----–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მან მანქანით გაუარა თარჯიმან მ-----------–----ეს და წაიყვანა ინფორმაციაში მითითებულ ადგილზე, სადაც დახვდათ ს--- ჩ-----–---ი. პოლიციელების მეორე ჯგუფი კი, ადგილზე მივიდა ს--- ჩ-----–---ის დაკავების შემდეგ. მოწმე გ------------------ემ კი განმარტა, რომ ი-----–- ნ---------ის გამოკითხვის შემდეგ გავიდა ინფორმაციაში მითითებულ ადგილზე, რა დროსაც მასთან ერთად იყვნენ კ------------- გ-------ე და ზ------ რ----–---–ი, თარჯიმანი კი მიიყვანა პოლიციის მეორე ეკიპაჟმა. ს--- ჩ-----–---ის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმები შეადგინა თავად. ს--- ჩ-----–---ისგან ამოღებული იქნა ორი მობილური ტელეფონი, რომელთა ფერები არ ახსოვს. დაცვის მხარის პოზიციით, გ------------------ეს ს--- ჩ-----–---ისგან ამოღებული ნივთები და ფულადი თანხა არ აღუწერია დეტალურად, რითაც დაარღვია საპროცესო ნორმათა მოთხოვნები. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მას არ ახსოვს ვინ შეადგინა თარჯიმნის გაფრთხილების ოქმი, რომელზეც განთავსებულია მისი ხელმოწერა. ასევე არ ახსოვს დაკავების შემდეგ რა მარშრუტით გაემართნენ პოლიციის შენობისკენ. თარჯიმან მ-----------–----ის განმარტებით, მას 2018 წლის 12 მარტს დაურეკეს სამსახურიდან და უთხრეს, რომ უნდა გასულიყო დაკავების ადგილზე. დაახლოებით 15 წუთში მას მიაკითხეს პოლიციელებმა და წაიყვანეს, თუმცა კონკრეტულად ვინ გაუარა სახლში და წაიყვანა არ ახსოვს. დაახლოებით 15 წუთში მივიდნენ ფონიჭალაში, სადაც ჩატარდა ს--- ჩ-----–---ის პირადი ჩხრეკა, რომელსაც ესწრებოდა 3-4 პოლიციელი, მაგრამ მასთან ერთად მანქანაში მყოფი პირებიც ესწრებოდნენ თუ არა ჩხრეკას არ ახსოვს. პირველი ინსტანციის სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია მოწმე კ-------------–---–ის ჩვენებაზე, რომელმაც მოცემულ საქმეზე დაიწყო გამოძიება და გამოკითხა ინფორმაციის მიმღები პირი, ასევე დანიშნა ექსპერტიზები. კ-------------–---–მა განმარტა, რომ ს--- ჩ-----–---ის პირადი მონაცემები მას არ მოუპოვებია და არც ი-----–- ნ---------ეს წარუდგენია, შესაბამისად გაუგებარია საიდან მოხვდა აღნიშნული დოკუმენტები სისხლის სამართლის საქმეში. მოწმის განმარტებით იგი იყო საგამოძიებო ჯგუფის წევრი, თუმცა ინფორმაცია ამ ჯგუფის შექმნის შესახებ სისხლის სამართლის საქმეში განთავსებული არ არის. გამომძიებელმა ნ---------------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მის მიერ გამოკითხული იქნა ს--- ჩ-----–---ი, რომელმაც გამოიყენა დუმილის უფლება და მას რაიმე პრეტენზია არ განუცხადებია. გამომძიებელმა ასევე განმარტა, რომ არ ახსოვს რა ნივთები იქნა ს--- ჩ-----–---ისგან ამოღებული და არ იცის როგორ მოხდა ტელეფონების ჩართვა, კერძოდ, ჩართული გადასცეს თუ გამორთული. ასევე არ ახსოვს რომელ საათზე გავიდა ს--- ჩ-----–---ის დასაკავებლად და რა დრო დასჭირდა დაკავების ადგილზე მისასვლელად. კითხვაზე, თუ რატომ არ მოიძიეს მტკიცებულებები და რატომ არ ჩატარდა გენეტიკური კვლევები, გამომძიებელმა განმარტა, რომ აღნიშნული არ ჩათვალა საჭიროდ. ნ---------------–---–ის ჩვენებით, ყველა დოკუმენტი შედგენილია დაკავების ადგილზე, თუმცა ბრალდებულის განმარტებით დაკავებისა და ჩხრეკის ოქმები შედგენილ იქნა პოლიციის განყოფილებაში. აპელანტის განმარტებით, როგორც მისთვის ს--- ჩ-----–---ისგან არის ცნობილი, მას გამომძიებელმა შესთავაზა ეღიარებინა დანაშაული და ეთქვა, რომ ნარკოტიკული საშუალება იპოვა. იგი მიხვდა, რომ მათთან სამართალს ვერ იპოვიდა, ამიტომ აირჩია დუმილის უფლება. აპელანტს ასევე მიაჩნია, რომ მოწმე პოლიციელთა ჩვენებები წინააღმდეგობაშია როგორც ერთმანეთთან ასევე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. ს--- ჩ-----–---ის ჩვენებით, შემთხვევის დღეს იგი პოლიციელებს არ შეუჩერებიათ, მათ იგი დააკავეს. პოლიციის თანამშრომლებმა ჯიბეში უკნიდან ჩაუყვეს ხელი, რის გამოც პოლიციის თანამშრომლებს გაუწია წინააღმდეგობა. ამის გამო კი, დაადეს ხელბორკილები. ის პოლიციელები რომლებსაც პირველი შეხება ჰქონდათ ს--- ჩ-----–---თან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ ფიგურირებენ. პირადი ჩხრეკის დაწყების წინ ს--- ჩ-----–---ი ითხოვდა მოწმეთა დასწრებას, რაზეც პოლიციელებმა უთხრეს, რომ მოწმეები იყვნენ თავად. ს--- ჩ-----–---ის განმარტებით, იგი გადაადგილდებოდა ტაქსით, დაკავების მომენტში კი ტაქსიდან მაღაზიაში იყო გადასული. მისი დაკავება მოხდა სანამ ტაქსში ჩაჯდებოდა, თუმცა პოლიციის თანამშრომლებს აღნიშნული ტაქსი არ დაუთვალიერებიათ და არც მძღოლის ვინაობა დაუდგენიათ, პირიქით უთხრეს, რომ წასულიყო დაკავების ადგილიდან. მანვე განმარტა, რომ დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ელოდნენ თარჯიმანს, ამ ხნის მანძილზე მისთვის არ განუმარტავთ ჰქონდა თუ არა რაიმე სახის შენიშვნის გაკეთების უფლება. პოლიციის შენობაში გადაყვანის შემდეგ კი, კაბინეტში დახვდა ქალბატონი ნ---------------–---–ი და თარჯიმანი, რომლებმაც უთხრეს რომელ დოკუმენტზე რა ადგილას უნდა მოეწერა ხელი, რაზეც მან განუცხადა რომ დაელოდებოდა ადვოკატს. მას თარჯიმანმა უთხრა, რომ ხელმოწერები იმისთვის იყო საჭირო, რომ მისი ნივთები არ დაკარგულიყო, ან რამე არ დამატებოდა მათ, ფაქტიურად მას მოტყუებით მოაწერინეს ხელი ოქმებზე. დაკავებისას დარღვეულ იქნა ს--- ჩ-----–---ის დაცვის უფლება, ვინაიდან იგი ითხოვდა ადვოკატს, რაც ბალდების მხარის მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული. ს--- ჩ-----–---ის განმარტებით, პირველი დაკავების შემდეგ, 2017 წლის დეკემბრიდან, ბრალდების მხარე მასზე ახორციელდებოდა ზეწოლას და მოითხოვდა ეთანამშრომლა გამოძიებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რაც მოხდებოდა დაებრალებინა საკუთარი თავისთვის. აპელატის განმარტებით, ს--- ჩ-----–---მა დეტალურად აღწერა 2017 წლის 6 დეკემბერს, მისი გათავისუფლების შემდეგ განვითარებული მოვლენები, რაც დაადასტურა მისმა მეუღლემ ე------ ჩ-----–---ამაც. აღნიშნულთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, თუმცა ამ დრომდე რაიმე საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა. დაცვის მხარის მიერ წარდგენილ იქნა ყველა ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება ს--- ჩ-----–---ის კუთვნილი მობილური ტელეფონების უკანონო დათვალიერების ფაქტი. მოწმე ე------ ჩ-----–---მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ს--- ჩ-----–---ის დაკავების შემდეგ ჩაირთო ამ უკანასკნელის მობილური ტელეფონი, საიდანაც მის მობილურზე შევიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება ,,ხაზზე ვარ“. აღნიშნულს ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნაც. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მის საკუთრებაში არსებული მობილური ტელეფონის ნომრიდან 5--------- რომლითაც სარგებლობს მისი შვილი 2018 წლის 19 მარტს 22:23 საათიდან 22:24 საათამდე პერიოდში გაგზავნილია ელ.მიმოწერები ნომერზრე 5-------- რომელიც შემდეგ წაკითხული იქნა. ყოველივე ზემოაღნიშნული ასევე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ--------------–---–მა. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით უგულებელყოფილ იქნა ის ფაქტი, რომ პოლიეთილენის პარკზე, რომელშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება არ გამოვლინდა ს--- ჩ-----–---ის გენეტიკური პროფილი. ექსპერტმა ნ--------–----ემ განმარტა, რომ ობიექტზე აღინიშნება გენეტიკური პროფილი, რომელიც მიეკუთვნება მდედრობით სქესს რაც ადასტურებს, რომ ბრალდებულს ნარკოტიკებთან არანაირი შეხება არ ჰქონია. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ------–---–-----მა განმარტა, რომ პაკეტს ჰქონდა ცოტა მოგრძო ფორმა. ამასთან, დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ ლუქზე რომ არ ყოფილიყო ხელმოწერები, ან რომ ვერ წაეკითხა, ამის შესახებ აუცილებლად მიუთითებდა დასკვნაში. შემდეგ კი, მოსამართლის კითხვაზე განმარტა, რომ ლუქზე არის ხელმოწერები, თუმცა შესაძლოა გაეპარა შეცდომა. ექსპერტმა პ-------–--–---–--ემ აღნიშნა, რომ კვლევისას არსებობს ცდომილების შესაძლებლობა, თუმცა ასეთის არსებობის შემთხვევაში ადგილი ექნებოდა უმნიშვნელო შეცდომას, რომელიც რაოდენობაზე არსებით გავლენას ვერ მოახდენდა. დაცვის მხარის შეკითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ მისი გადამოწმება არ ჩათვალა საჭიროდ და არ გადაუმოწმებია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტს მიაჩნია, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნები არ უნდა იქნას გაზიარებული. ამასთან, დაცვის მხარის გამარტებით, დაკავების შემდეგ ს--- ჩ-----–---ი გადაყვანილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, რითაც დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 174-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად დამკავებელმა დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა მიიყვანოს პოლიციის უახლოეს დაწესებულებაში. მოცემულ შემთხვევაში კი ს--- ჩ-----–---ი არ მიუყვანით არც რუსთავის გზატკეცილზე არსებულ პოლიციის განყოფილებაში და არც კრწანისის განყოფილებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტმა მოითხოვა ს--- ჩ-----–---ის მიმართ მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

ს--- ჩ-----–---მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ. მანვე ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ნასამართლევმა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა ს--- ჩ-----–---მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 2,3805 გრამი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘.

 

2018 წლის 12 მარტს საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, თბილისში, რ------------------–--–------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ს--- ჩ-----–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 2,3805 გრამი ,,ჰეროინის‘‘ შემცველი ნივთიერება, ფხვნილისა და გრანულების სახით.

 

იმავე დღეს ს--- ჩ-----–---ს, ნარკოლოგიური ექსპერტიზის შედეგად, დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარების ფაქტი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენით ს--- ჩ-----–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ს--- ჩ-----–---ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ს--- ჩ-----–---ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 6 დეკემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის, 11 (თერთმეტი) თვის და 27 (ოცდაშვილი) დღის ვადით და ს--- ჩ-----–---ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

ს--- ჩ-----–---ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლით ჩამოერთვა საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ბრალდებულმა ს--- ჩ-----–---მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ როდესაც იგი პირველად დააკავეს, გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება და გაათავისუფლეს დაკავებიდან, შემდეგ კი შესთავაზეს თანამშრომლობა და ინფორმატორობა, რასაც იგი არ დათანხმდა. 2018 წლის 12 მარტს იგი თბილისიდან ფონიჭალაში გადაადგილდებოდა ტაქსით, რა დროსაც 5 წუთით შევიდა მარკეტში. მარკეტიდან გამოსვლის შემდეგ, ტაქსამდე დაახლოებით 8 მეტრში, ერთმა პოლიციელმა უკნიდან სტაცა ხელი ხელში, ხოლო მეორემ ხელი მოკიდა მეორე ხელში. მათ განუმარტეს, რომ იყვნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. ამ დროს უკნიდან მიუახლოვდა კიდევ ორი თანამშრომელი, როგორც ახსოვს, ერთი იყო გ------------------ე, მეორე კი - კ-------------, რომლის გვარიც არ ახსოვს. აღნიშნული პირები ჩაენაცვლნენ თავდაპირველად შემჩერებელ პოლიციელებს და ჰკითხეს, ხომ არ ჰქონდა რაიმე კანონსაწინააღმდეგო, რაზეც უპასუხა, რომ არ ჰქოდა. ამის შემდეგ უთხრეს, რომ უნდა ჩაეტარებინათ მისი პირადი ჩხრეკა. ერთ-ერთმა პოლიციელმა უკანა მხრიდან ორივე ხელი შეუცურა ჯიბეებისკენ და უნდოდა მისთვის ქურთუკის ჯიბეში ხელის ჩაყოფა, მაგრამ იგი ჩაიმუხლა და ხელი მიიდო სხეულზე. მან მოითხოვა ჩხრეკას დასწრებოდნენ მოწმეები, რაზეც პოლიციელებმა უპასუხეს, რომ მოწმეები იყვნენ თავად. ფეხზე წამოდგომის შემდეგ მას დაადეს ხელბორკილი, შემდეგ გაუთავისუფლეს მარჯვენა ხელი და უთხრეს, რომ თავად ამოეღო, რაც ჰქონდა ჯიბეში. მან ხელი ჩაიყო ქურთუკის მარჯვენა ჯიბეში, სადაც სიგარეტ ,,კენტის‘‘ თხელი კოლოფის ნაცვლად აღმოაჩნდა მასიური ნივთი, რომელიც მისი არ იყო, ამიტომ გადააგდო. ამის შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა გამომძიებელი ქალი და ორი პოლიციელი, რომლებიც გაემართნენ მისკენ, ერთ-ერთი იყო სასამართლოში დაკითხული გამომძიებელი სახელად ზ------ი, რომელმაც ხელთათმანიანი ხელით აიღო მის მიერ გადაგდებული კოლოფი და ისევ ჩაუდო ჯიბეში. ამის შემდეგ, დაახლოებით 50 წუთი იყვნენ და ელოდნენ თარჯიმანს, მისი მისვლის შემდეგ კი წაუკითხეს ბრალდება. შემდეგ ერთ-ერთმა პოლიციელმა ხელთათმანიანი ხელით მისი ჯიბიდან ამოიღო სიგარეტის კოლოფი, რომელშიც იდო რამდენიმე ღერი სიგარეტი და ორი პოლიეთილენის პაკეტი შიგთავსით, რასაც გადაუღეს ფოტო. შემდეგ ნარკოტიკული ნივთიერებები დადეს მანქანის ,,კაპოტზე“ და მასაც გადაუღეს ფოტოსურათები. ამის შემდეგ, ხელბორკილებით ჩასვეს ავტომანქანაში და გადაიყვანეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, აიყვანეს კაბინეტში გამომძიებლ ნ---------, რომელმაც მიაწოდა დოკუმენტი და უთხრა, რომ მასში ეწერა ის ნივთები, რაც მას ჰქონდა და მოეწერა ხელი. მან მოითხოვა ადვოკატი. საუბარში ჩაერთო თარჯიმანი და უთხრა, რომ ადვოკატის მისვლას შეიძლება ერთი დღე დასჭირვებოდა, დოკუმენტზე კი ხელმოწერა უნდა გაკეთებულიყო უსაფრთხოების მიზნით, რომ არაფერი დაკარგულიყო, ან ამ ნივთებს შორის არ აღმოჩენილიყო სხვა ნივთი, რასაც დათანხმდა და რამდენიმე დოკუმენტს, რომლებიც უთარგმნა თარჯიმანმა მოაწერა ხელი. მას ასევე ხელი მოაწერინეს მაგიდაზე არსებულ თეთრ ე.წ. სტიკერიან პაკეტზე. ეს ყველაფერი საიდან ჰქონდა, მისთვის შეკითხვა არავის დაუსვამს. შემდეგ წაიყვანეს ნარკოლოგიურ ექსპერტიზაზე, სადაც ლაბორატორიული გამოკვლევით დადგინდა მეტადონის და ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. იგი მეტადონის მოხმარებას არ უარყოფს, თუმცა სხვა ნარკოტიკული ნივთიერება მას არ მოუხმარია. ამის შემდეგ იგი გადაიყვანეს იზოლატორში. მეორე დღეს კი გამომძიებელმა უთხრა, თუ აღიარებდა, რომ ნარკოტიკული საშუალება იყო მისი, 3-4 წელზე გაუფორმებდნენ საპროცესო შეთანხმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შეიძლება 8-12 წელი მიესაჯათ, რაზეც მან განუცხადა უარი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

გამომძიებელ ი-----–- ნ---------ის 2018 წლის 12 მარტის პატაკით ირკვევა, რომ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ს--- ნ-----–--------- ჩ-----–---ი, დ---------------–--–-, მცხოვრები: თ---–---------------–----------------------ში არის ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხარებელი და სისტემატურად ეწევა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვას. ამავე ინფორმაციის თანახმად, იგი უნდა იმყოფებოდეს თბ--–--–------------–-----------------------–--–------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე და თან უნდა ინახავდეს ნარკოტიკულ საშუალებებს.

 

მოწმე ი-----–- ნ---------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნ------------------------------------–-------------------–-------------------------–------------------–-------–----–-----------–---------------–------------------–---------------––-–------–-----------------------–--–-----–-------------------–-------------–---–- დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. 2018 წლის 12 მარტს, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ს--- ჩ-----–---ი იყო ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელი და იმყოფებოდა ფ-------–-–-----------------------–--–----------------- მიმდებარედ და მას თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალებები. ინფორმაციის მიღებისას იგი იმყოფებოდა სამსახურთან ახლოს, რის შემდეგაც შებრუნდა სამსახურში და აღნიშნულის თაობაზე პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას. ამის შემდეგ, იგი დაკითხა გამომძიებელმა, ხოლო ოპერატიული ჯგუფები გავიდნენ ადგილზე. მას სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. მის მიერ დადგენილ იქნა ინფორმაციაში მითითებული პიროვნება, კერძოდ ბაზაში ნახა მისი მონაცემები, თუმცა სისხლის სამართლის საქმეში განთავსებული ინფორმაცია პიროვნების შესახებ მისი ამობეჭდილია თუ არა არ ახსოვს. მოწმის განმარტებით, ინფორმატორს სამოქალაქო რეესტრთან აქვს თუ არა წვდომა არ იცის. მას ინფორმატორმა სახელის და გვარის გარდა მიაწოდა საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ დაედგინა აღნიშნული პიროვნება. იმ დროს, როდესაც ოპერატიული ჯგუფები გავიდნენ მითითებულ ადგილზე მისი დაკითხვა დასრულებული იყო თუ არა არ ახსოვს, მაგრამ ახსოვს, რომ პატაკის დაწერიდან მალევე გავიდნენ. რა რაოდენობის ნარკოტიკი უნდა ჰქონოდა ს--- ჩ-----–---ს როგორც ახსოვს ინფორმატორს არ მიუთითებია.

 

საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნ------------------------------------–-------------------–-------------------------–------------------–-------–----–----------–---------------–------------------–---------------––-–------–-----------------------–--–-----–-------------------–-------------–---- დეტექტივ-გამომძიებელ, მოწმე კ-------------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ მან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება, რასაც საფუძვლად დაედო დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით ი-----–- ნ---------ის მიერ შედგენილი პატაკი. მან გამოკითხა ი-----–- ნ---------ე და დანიშნა ნარკოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზები. ზემოხსენებულ პატაკში მითითებული იყო, რომ ნარკოტიკული საშუალებების მომხარებელი ს--- ჩ-----–---ი უნდა ყოფილიყო რ------------------–--–-------- მიმდებარე ტერიტორიაზე და თან უნდა ჰქონოდა უკანონოდ შენახული ნაკოტიკული საშუალებები. აღნიშნულის თაობაზე ი-----–- ნ---------ემ პატაკით აცნობა ხელმძღანელობას. მოწმის განმარტებით, ი-----–- ნ---------ე არის პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც აქვს თავისი კავშირები და წვდომა გარკვეულ ბაზებთან, რომლის საშუალებითაც შეუძლია დაადგინოს პიროვნების საიდენტიფიკაციო მონაცემები. მას არ გასჩენია კითხვა, თუ საიდან იცოდა ი-----–- ნ---------ემ ს--- ჩ-----–---ის პირადი ნომერი. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ აღნიშნული საქმის გამოძიებას აწარმოებდა ქაბატონი ნ---------------–---–ი და შესაძლოა მის მიერ იქნა საქმეში განთავსებული ინფორმაცია პიროვნების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტის მოგვიანებით მოძიება და მისი ფომა N1-ის შემდეგ ჩადება შესაძლებელია. მოწმის განმარტებით, ი-----–- ნ---------ეს ეს დოკუმენტები მისთვის არ წარუდგენია და საქმეში მას არ ჩაუკერებია. მისივე განმარტებით, ს--- ჩ-----–---ისგან ამოღებული ნივთები წარუდგინეს ნ---------------–---–ს, მაგრამ ექსპერტიზაზე გადააგზავნა თავად, რადგან იგი იყო საგამოძიებო ჯგუფის წევრი, რისთვისაც საკმარისია პროკურორის სიტყვიერი დავალებაც. მოწმემ განმარტა, რომ ბაზიდან პირადი ინფორმაციის გამოთხოვისას ფიქსირდება თუ არა გამოთხოვის დრო მისთვის ცნობილი არ არის. ს--- ჩ-----–---ისგან ამოღებული იყო ორ შეკვრად დაფასოებული ნივთიერება, რაც დალუქული იყო ერთ ფუთად. მან აღნიშნულ ნივთიერებებზე დანიშნა ექსპერტიზა.

 

საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნ-----------------------------------–-------------------–-------------------------–------------------–-------–----–----------–---------------–------------------–---------------––-–------–-----------------------–--–-----–-------------------–-------------–---- გამომძიებელ, მოწმე გ------------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ ი-----–- ნ---------ის მიერ მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ს--- ჩ-----–---ს, რომელიც იმყოფებოდა რ------------------–--–-----–- მდებარე სუპერმარკეტთან თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულის საფუძველზე ისინი გავიდნენ მითითებულ ადგილზე. მასთან ერთად ეკიპაჟში იყვნენ კ------------- გ-------ე და ზ------ რ----–---–ი. მათ მისვლიდან რამდენიმე წუთში, შენიშნეს ს--- ჩ-----–---ი, რომელსაც განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და გააცნეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩხრეკის ჩატარების თაობაზე. მას აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს და ყველაფერს მოაწერა ხელი. მოწმის განმარტებით, მათ ჩხრეკა ჩაატარეს ადგილზე, რა დროსაც ს--- ჩ-----–---ს ჯიბიდან ამოუღეს ორ ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მოთავსებული ჰქონდა სიგარეტის კოლოფში. როგორც შემდეგ გაირკვა აღნიშნული აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘. ჩხრეკისას ასევე, ამოიღეს ს--- ჩ-----–---ის პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონები. ამოღებული ნივთები მათ დალუქეს ცალ-ცალკე, კერძოდ ნარკოტიკული საშუალებები ცალკე და პირადი ნივთები ცალკე, თუმცა არ ახსოვს დალუქვამდე მობილური ტელეფონები გათიშა თუ არა. მოწმის განმარტებით, ჩხრეკას ატარებდნენ კ------------- გ-------ე და ზ------ რ----–---–ი, ოქმი კი შეადგინა თავად. მათი მისვლიდან მალევე, მეორე ეკიპაჟთან ერთად მივიდა თარჯიმანი, რომელიც ასევე ესწრებოდა ჩხრეკას.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე კ------------- გ-------ემ, რომელმაც განმარტა, რომ მან ზ------ რ----–---–თან ერთად მონაწილეობა მიიღო ს--- ჩ-----–---ის პირად ჩხრეკაში, რასაც ასევე ესწრებოდა თარჯიმანი. ჩხრეკისას ს--- ჩ-----–---ის ქურთუკის ჯიბიდან ამოღებულ იქნა სიგარეტ ,,პარლამენტის‘‘ კოლოფი, რომელშიც მოთავსებული იყო ყვითელი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში ორ ცალად დაფასოებული ნივთიერება. მოწმეთა განმარტებით, ს--- ჩ-----–---ს ჩხრეკისას წინააღმდეგობა არ გაუწევია და არც პრეტენზია გამოუთქვამს. ჩხრეკის დასრულების შემდეგ ს--- ჩ-----–---მა ხელი მოაწერა ჩხრეკის ოქმს.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე ზ------ რ----–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ს--- ჩ-----–---მა ადგილზე განაცხადა, რომ მისგან ამოღებული ნივთიერება იყო ნარკოტიკული საშუალება და ეკუთვნოდა მას.

 

მოწმე მ-----------–----ის ჩვენებით დასტუდება, რომ 2018 წლის მარტში, საღამოს საათებში, მას დაურეკა მენეჯერმა და უთხრა, რომ ორთაჭალის ტერიტორიაზე სჭირდებოდათ თარჯიმნის მომსახურება. მას მანქანით გაუარეს სახლში და წაიყვანეს შემთხვევის ადგილზე. მისვლიდან დაახლოებით 5 წუთში მოხდა ს--- ჩ-----–---ის შეჩერება. მოწმის განმარტებით, ასეთ დროს სამართალდამცავები ყოველთვის იცავენ თარჯიმნის უსაფრთხოებას, ამიტომ ს--- ჩ-----–---ის დაკავების მომენტში ის იმყოფებოდა მანქანაში. სიტუაციის დამშვიდების შემდეგ კი, გადავიდა მანქანიდან, რის შემდეგაც დაკავებულს ზუსტად და სრულად უთარგმნა ყველაფერი. პირველად გადაუთარგმნა დადგენილება პირადი ჩხრეკის შესახებ, რაც ს--- ჩ-----–---მა დაადასტურა ხელმოწერით, შემდეგ უთარგმნა ჩხრეკის ოქმი და მასში მითითებული ამოღებული ნივთები. მოწმემ ასევე განმარტა, რომ როგორც მას ახსოვს ამოღებული მართლსაწინააღმდეგო ნივთი იყო ორ შეკვრად დაფასოებული. აღნიშნული ნივთები დაილუქა ადგილზე მათ თვალწინ. მის მიერ ბოლოს ნათარგმნი იქნა დაკავების ოქმი.

 

მოწმე ნ---------------–---–მა ჩვენების მიცემისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და განმარტა, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ი-----–- ნ---------ის პატაკი დანაშაულის შესახებ. რის შემდეგაც ს--- ჩ-----–---ისგან ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალებები და პირადი ნივთები, რაც გადაგზავნილი იყო ექსპერტიზის ჩასატარებლად, ამჟამად კი, დალუქულ მდგომარეობაში ინახება მასთან. მას ნივთიერი მტკიცებულების გახსნა და დათვალიერება არ მოუხდენია, შესაბამისად მისთვის ცნობილი არ არის, ტელეფონები ადგილზე ჩართულ მდგომარეობაში დალუქეს თუ გამორთული.

 

პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 12 მარტს, 18:25-18:40 საათზე, ჩატარდა ს--- ჩ-----–---ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ტყავის ქურთუკის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ,,პარლამენტის‘‘ ფირმის სიგარეტის კოლოფი, რომელშიც მოთავსებული იყო ყვითელი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში დაფასოებული, ორი შეკვრა გაურკვეველი ნივთიერება. ასევე, ამოღებულ იქნა ს--- ჩ-----–---ის პირადი ნივთები, მათ შორის, ,,სამსუნგისა‘‘ და ,,ნოკიას‘‘ ფირმის მობილური ტელეფონები, სიმბარათებთან ერთად.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 13 მარტის ექსპერტის N-------------- დასკვნით დასტურდება, რომ ს--- ჩ-----–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული, ყვითელი ფერის თავმოლღობილ, პოლიმერული მასალის პაკეტებში მოთავსებული, მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილისა და გრანულების სახით, საერთო წონით 3,914 გრამი, წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ წონაა 2,3805 გრამი.

 

დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნ------–---–-----მა და პ-------–--–---–--ემ, რომლებმაც დამატებით განმარტეს, რომ გამომძიებლის დადგენილებასთან ერთად, ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო ორი შეკვრა ნივთიერება. ლუქების მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ნივთიერებები მოთავსებული იყო ყვითელ პოლიეთილენის ნაჭერში და იდო სიგარეტ ,,პარლამენტის‘‘ კოლოფში. ვიზუალური დათვალიერების შემდეგ პ-------–--–---–--ის მიერ მოხდა ნივთიერებების ინსტრუმენტული გამოკვლევა. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ნივთიერება წარმოადგენს ჰეროინის ნარევს, რომელშიც ჰეროინის წონაა 2,3805 გრამი. პ-------–--–---–--ემ ასევე განმარტა, რომ ყველა აპარატს შესაძლოა ჰქონდეს მინიმალური ცდომილება - პლიუს-მინუს 0,02%, რაც მოცემულ შემთხვევაში არ ცვლის არაფერს. უშუალოდ ნივთიერებაში კი, შეცდომა გამორიცხულია.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 6 დეკემბრის N--------- განაჩენით, ს--- ჩ-----–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისთვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 (ოთხი) წელი. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, ჩამოერთვა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაცვის მხარის მოწმის ე------ ჩ-----–---ას ჩვენებით ირკვევა, რომ ს--- ჩ-----–---ი არის მისი მეუღლე. ს--- ჩ-----–---ის წინა ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, დაკავების შემდეგ გამართულ სასამართლო სხდომაზე მის გვერდით მჯდომმა პოლიციის თანამშრომელმა, სახელად ე--------, უთხრა, რომ ბევრი ილაპარაკეს ს--- ჩ-----–---თან და თუ ისე მოიქცევა, როგორც უთხრეს, იქ აღარასდროს მოხვდება. მას შემდეგ რაც გაათავისუფლეს ს--- ჩ-----–---ი, გზაში დაურეკა ე-------- და უთხრა, სასწრაფოდ მისულიყო მასთან. მან აუხსნა, რომ მეუღლე იყო შეუძლოდ, რაზეც ე-------- უთხრა, რომ ხვალ იქნებოდა უკვე გვიან. მან მოაბრუნა მანქანა და ს--- ჩ-----–---ი მიიყვანა მითითებულ ადგილზე. მეუღლე ავიდა ე----------, თავად კი, ელოდებოდა მანქანაში, ამიტომ არ იცის, კონკრეტულად სად და ვისთან იყო ასული ს---. ამის შემდეგ ედგარი რეკავდა ხშირად და კითხულობდა, რა ხდებოდა, როგორ იყო მათი საქმე და ხომ ახსოვდა მათი შეთანხმების და ს--- ჩ-----–---ის თავისუფლების შესახებ. თან ეუბნებოდა, რომ რჩებოდა ცოტა დრო. ბოლოს ს--- ჩ-----–---ი დააკავეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, რაშიც ეს უკანასკნელი არის უდანაშაულო. 2018 წლის 14 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას ს--- ჩ-----–---მა განაცხადა აღნიშნული ზარების და მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მუქარების შესახებ. შემდეგ დღეს - 15 მარტს კი, სამი საათიდან ოთხ საათამდე პერიოდში, მისი მეუღლის ტელეფონიდან, რომელიც ჩართული იყო ,,ჯეოსელის‘‘ ქსელში და რომლის ნომერიც არ ახსოვს, მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება ,,ხაზზე ვარ‘‘. მისთვის ცნობილი იყო, რომ ს--- ჩ-----–---ის ტელეფონი იყო გამორთული, რადგან 12 მარტს, სანამ მისი დაკავების შესახებ შეიტყობდა ურეკავდა მეუღლეს, რომელსაც ტელეფონი ჰქონდა გათიშული. მოწმის განმარტებით, ს--- ჩ-----–---ს ჰქონდა ორი ტელეფონი ,,სამსუნგის‘‘ და ,,ნოკიას‘‘ ფირმის. მან ნახა, რომ ბავშვს, რომელმაც იცოდა, რომ მამა ვითომდა იყო საბერძნეთში, მისთვის მიწერილი ჰქონდა ,,მომენატრე‘‘ და რამდენიმე ე.წ. ,,სმაილი‘‘. ,,Viber-ში‘‘ გამოჩნდა, რომ ეს შეტყობინებები იყო ნანახი. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ტელეფონის ნომრებია: 5--------------------------- ხოლო მისი ნომერია 5------------

 

სსიპ ლევან სამხარულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 25 აპრილის ექსპერტის N--------- დასკვნით ირკვევა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მობილური ტელეფონიდან და მასში მოთავსებული სიმბარათიდან ამოღებული ინფორმაცია, კერძოდ: 2018 წლის 15 მარტის 15:02 საათით დათარიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინება ამოღებული იქნა ბიუროს ხელთ არსებული სპეციალური პროგრამების გამოყენებით.

 

სსიპ ლევან სამხარულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 ივლისის ექსპერტის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზის წინაშე გამოსაკვლევად წარდგენილ ტელეფონში არსებული საკომუნიკაციო პროგრამა ,,Viber-ის‘‘ დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მითითებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში რეგისტრირებულია მომხარებელი სააბონენტო ნომრით +----------------- აღნიშნული მომხმარებლიდან 2018 წლის 19 მარტის 22:23 საათიდან 22:24 საათამდე დროის პერიოდში გაგზავნილია ელ.მიმოწერები, ამავე საკომუნიკაციო პროგრამულ უზრუნველყოფაში რეგისტრირებულ მომხმარებელთან სააბონენტო ნომრით 5------------ რაც ამოღებულ იქნა ექსპერტიზის მიერ.

 

აღნიშნული დასკვნების სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ--------------–---–მა და განმარტა, რომ მოსამართლის განჩინებების საფუძველზე, მის მიერ ჩატარდა სამი ექსპერტიზა. პირველად, ადვოკატის მიერ წარდგენილი ერთი ცალი ,,სამსუნგის‘‘ ფირმის ტელეფონიდან ამოიღო 2018 წლის 15 მარტს 15:02:47 საათზე, ტელეფონოს ნომერზე 5----------- მიღებული ერთი მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელშიც ფიქსირდება ე.წ. SMS მდივანი ,,ხაზზე ვარ‘‘, რაც, წარდგენილ ნივთმტკიცებასთან ერთად, დაერთო 2018 წლის 25 აპრილს გაცემულ დასკვნას. 2018 წლის 19 ივლისს, გაცემული დასკვნით, ,,სამსუნგის‘‘ ფირმის ტელეფონში, საკომუნიკაციო პროგრამა ,,Viber-ის‘‘ დათვალიერების შედეგად, დადგინდა, რომ ამ პროგრამაში რეგისტრირებულია მომხმარებელი სააბონენტო ნომრით +----------------- აღნიშნული მომხმარებლიდან 2018 წლის 19 მარტს 22:23 საათიდან 22:24 საათამდე გაგზავნილ იქნა ელ.მიმოწერა ამავე საკომუნიკაციო პროგრამაში რეგისტრირებულ მომხმარებელთან 5------------ მოწმის განმარტებით, შეტყობინება მიღებისთანავე გამოისახება ეკრანზე და როდესაც ხდება მისი გახსნა, მაშინ ეწერება პარამეტრი, რომ ნანახია. თუ არ მოხდა კონკრეტული შეტყობინების გახსნა, მაშინ მითითებული პარამეტრის დაფიქსირება არ ხდება. მოწმემ ასევე განმარტა, რომ, ადვოკატის მიერ დანიშნული ექსპერტიზის საფუძველზე, მას გამომძიბელ ნ---------------–---–ის მიერ, წარედგინა ,,ნოკიასა‘‘ და ,,სამსუნგის‘‘ ფირმის მობილური ტელეფონები. ,,ნოკიას‘‘ ფირმის ტელეფონი იყო ფარნიანი და შესაბამისად, მასში ,,Viber-ის‘‘ მიმოწერები არ ფიქსირდებოდა. ასევე, არ დაფიქსირდა მიმოწერები ,,სამსუნგის‘‘ ფირმის მობილურ ტელეფონში ჩატვირთულ პროგრამა ,,Viber-ში‘‘. მოწმის განმარტებით, ,,Viber-ს‘‘ აქვს ფუნქცია, რითაც ერთი ტელეფონიდან პროგრამის მეორეში გადატანაა არის შესაძლებელი. ამასთან, ,,Viber-ში‘‘ მიღებული შეტყობინების ნებისმიერ აქტიურ მოწყობილობაში გახსნის შემთხვევაში ფიქსირდება, რომ შეტყობინება წაკითხულია. მოწმის განმარტებით, თუ ორი კომპიუტერული მოწყობილობიდან ერთ-ერთში მოხდა ,,Viber-ით‘‘ მიღებული შეტყობინების გახსნა, მეორეშიც ანალოგიურად დაფიქსირდება, რომ შეტყობინება არის წაკითხული.

 

სსიპ ლევან სამხარულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 სექტემბრის ექსპერტის N--------- დასკვნით ირკვევა, რომ გენეტიკური კვლევით დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: ,,... ნარკ. საშ. ჰეროინის შემცველი ნივთი...‘‘ მოთავსებულ მოყვითალო ფერის პოლიეთილენის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს. პროფილის მინორულ წილში ს--- ჩ-----–---ის გენეტიკური თანამონაწილება არ ვლინდება.

 

აღნიშნული დასკვნების სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ--------–----ემ, რომელმაც განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ იქნა დალუქული პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო საკვლევი ობიექტი. ექსპერტის წინაშე დასმული იყო კითხვა, ს--- ჩ-----–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ნივთმტკიცებებზე - ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ფუთის ზედაპირზე იყო თუ არა კვლევისათვის საკმარისი ადამიანის ბიოლოგიური მასალა, დადებით შემთხვევაში კი, განეკუთვნებოდა თუ არა იგი ს--- ჩ-----–---ს. გამოკვლევით დადგინდა, რომ პოლიეთილენის ფრაგმენტზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი იყო შერეული, მაჟორული წილი ეკუთვნოდა მდედრობითი სქესის პირს, ხოლო პროფილის მინორულ წილში ს--- ჩ-----–---ის გენეტიკური თანამონაწილება არ ვლინდებოდა. მოწმის განმარტებით, გენეტიკური მასალის ზედაპირზე შენარჩუნებისთვის მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა ფაქტორებს, კონტაქტს, გარემოპირობებს, მასალის ზედაპირს. ამასთან, შეუძლებელია განისაზღვროს, რამდენ ხნიანი კონტაქტია საჭირო გენეტიკური მასალის ზედაპირზე დარჩენისათვის.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 12 მარტის გამოკვლევის N------ დასკვნით დასტურდება, რომ ს--- ჩ-----–---ს, ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, დაუდგინდა მეტადონისა და ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-–-------------მ, რომელმაც განმარტა, რომ ფსოქონევროლოგიური სტატუსის შემოწმების შედეგად ს--- ჩ-----–---ი კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, ხოლო ლაბორატორიული კვლევით დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებისა და მეტადონის მოხმარება. მოწმის განმარტებით, ოპიუმის ჯგუფის მოხმარება შეიძლება დადგინდეს უშუალოდ ოპიუმის, კოდეინის, ასევე ჰეროინის, ე.წ. ,,სირეცის“, მოხმარების შედეგად. კვლევა ტარდება იმუნოქრომტესტით, რომლის ცდომილება შესაძლოა იყოს ძალიან მცირე, თუმცა უთანხმოების შეთხვევაში პირს აქვს უფლება, გაასაჩივროს იგი, თუმცა პრაქტიკაში არ ყოფილა, რომ კვლევისას მომხდარიყო შეცდომა. ოპიუმის ჯგუფის პრეპარატის მიღების შედეგად ბიომასალა შარდში რჩება მოხმარებიდან 7 დღის განმავლობაში. მოწმის განმარტებით, კოდეინის შემადგენლობა არის გარკვეულ პრეპარატებში, თუმცა საქართველოში მათი გაყიდვა აკრძალულია და აფთიაქებში არ იყიდება, გაიცემა მხოლოდ სპეციალური რეცეპტით, კონკრეტულ სპეციალურ აფთიაქებში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის N--------- დადგენილებით ს--- ჩ-----–---ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად (ნარკოტიკული საშუალება ოპიუმის ჯგუფის, ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა), მეტადონის მოხმარების ფაქტზე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ს--- ჩ-----–---ის გამართლების თაობაზე, რომ თითქოსდა მას დანაშაული არ ჩაუდენია. პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით და ემსახურება ს--- ჩ-----–---ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.

 

პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი დასჯად ქმედებად მიიჩნევს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენას და შენახვას. ამ დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში.

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ და შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, კერძოდ, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და ა.შ. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისთვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა‘‘ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ი-----–- ნ---------ემ დაადასტურა, რომ მის მირ მიღებული ინფორმაციით ს--- ჩ-----–---ს თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალებები, რის შესახებაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას. აღნიშნულის შემდეგ შეიქმნა ოპერატიული ჯგუფები, რომლებიც გავიდნენ ინფორმაციაში მითითებულ მისამართზე. მითითებულ ადგილზე გასვლის, ს--- ჩ-----–---ის დაკავების და პირადი ჩხრეკის ფაქტი დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა გ------------------ემ, ზ------ რ----–---–მა და კ------------- გ-------ემ, რომლებმაც დეტალურად აღწერეს ადგილზე განვითარებული მოვლენები. აღნიშნულმა მოწმეებმა განმარტეს, რომ პირადი ჩხრეკისას ს--- ჩ-----–---ისგან პირად ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა ორ ცალად დაფასოებული ნივთიერება. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, ს--- ჩ-----–---ის მიერ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ ოდენობაა 2,3805 გრამი.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება - ,,ჰეროინი“ 1 გრამზე მეტი ოდენობით ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად, შესაბამისად ს--- ჩ-----–---ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობა ბევრად აღემატება დადგენილ ზღვარს, რისი გათვალისწინებითაც პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - გასაკუთრებით დიდი ოდენობა.

 

პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ს--- ჩ-----–---ის პირადი ჩხრეკის ოქმი შედგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, შემდეგ გარემოებათა გამო: ჩხრეკის ოქმში დეტალურად არის აღწერილი, თუ საიდან რა ნივთი იქნა ამოღებული, ასევე მითითებულია იმ პოლიეთილენის ნაჭრის ფერი, რომელშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალებები და მათი რაოდენობა. მითითებულია, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები მოთავსებული იყო სიგარეტ ,,პარლამენტის‘‘ კოლოფში, თუმცა სიგარეტის მარკის და მობილური ტელეფონების ფერის და სიმბარათების ნომრების მითითება მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენს აუცილებლობას.

 

ამასთან, პალატას ს--- ჩ-----–---ის წარსული ნასამართლობიდან გამომდინარე არასარწმუნოდ მიაჩნია მისივე განმარტება, რომ არ მიეცა საშუალება ჩხრეკას დასწრებოდნენ მოწმეები, თუმცა ჩხრეკის ოქმზე შენიშვნა არ დაუფიქსიებია, რადგან ამის შესახებ არაფერი იცოდა.

 

პალატა ასევე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას, იმასთან დაკავშირებით, რომ შეტყობინების მიღებიდან ადგილზე მისვლამდე გავიდა დიდი დრო და შეუძლებელია ამ ხნის განმავლობაში ინფორმაციაში მითითებული პირი დალოდებოდა მათ მისვლას. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე გ------------------ემ განმარტა, რომ ისინი ოპერატიულად მივიდნენ ადგილზე, სადაც იმყოფებოდა ს--- ჩ-----–---ი. აღნიშნულს ასევე ადასტურებს ის გაემოება, რომ ი-----–- ნ---------ის გამოკითხვის ოქმის დასრულების და ს--- ჩ-----–---ის პირადი ჩხრეკის ოქმის დაწყების დროში სხვაობა არ სცდება გონივრულ ფარგლებს. ამასთან, ს--- ჩ-----–---ის განმარტება, რომ იგი იყო ტაქსით და მხოლოდ 5 წუთით შეიარა სუპერმარკეტში არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით. გარდა ამისა, ს--- ჩ-----–---ის განმარტება, რომ დაახლოებით 50 წუთი ელოდნენ ადგილზე თარჯიმნის მისვლას, წინააღმდეგობაშია სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებთან, მათ შორის თავად თარჯიმან მ-----------–----ის ჩვენებასთან, რომელმაც განმარტა, რომ ს--- ჩ-----–---ის დაკავებისას იმყოფებოდა ადგილზე, თუმცა უსაფრთხოების მიზნით დაკავებამდე არ გადასულა ავტომანქანიდან. აღნიშნული მოწმის განმარტებით, მან დეტალურად გააცნო ს--- ჩ-----–---ს ჩხრეკის ოქმის შინაარსი. მანვე დაადასტურა, ამოღებული ნივთების ადგილზე დალუქვის და საგამოძიებო მოქმედებების ოქმების ადგილზე შედგენის ფაქტი. შესაბამისად, არ უნდა იქნეს გაზიარებული დაცვის მხარის განმარტება, რომ ოქმები შედგენილი იქნა განყოფილებაში მისვლის შემდეგ.

 

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ს--- ჩ-----–---ს წინა სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე თხოვდნენ პოლიციის ორგანოებთან თანამშრომლობას, რასაც არ დათანხმდა. აღნიშნულის გამო კი, მას პოლიციის თანამშრომლებმა ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალებები. დაცვის მხარის მოსაზრებით, პოლიციის თანამშრომლებმა ჩართეს ს--- ჩ-----–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონები, რომლებშიც დაფიქსირებული იყო ვინმე ე-------- მხრიდან ს--- ჩ-----–---თან განხორციელებული სატელეფონო ზარები. მათივე განმარტებით, აღნიშნული ტელეფონების ჩართვა დასტურდება ს--- ჩ-----–---ის მეუღლის მობილურ ტელეფონზე დაფიქსირებული შეტყობინებით ,,ხაზზე ვარ‘‘, ასევე იმ გარემოებით, რომ ს--- ჩ-----–---ის შვილის მიერ მამისთვის ,,Viber-ის‘‘ საშუალებით გაგზავნილი შეტყობინებები იქნა წაკითხული. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და განმარტავს, რომ დაცვის მხარეს სასამართლოში არ წარუდგენია კომპიუტერული ექსპერტიზის ის დასკვნა, რომლის საფუძველზეც გამოკვლეული იქნებოდა ს--- ჩ-----–---ისგან ამოღებულ მობილურ ტელეფონებში არსებული შეტყობინებები, რომელთა არსებობა ექსპერტიზის ჩამტარებელი პირის, მოწმე დ--------------–---–ის განმარტებით, მითითებულ ტელეფონებში არ დაფიქსირებულა. ს--- ჩ-----–---ის მობილურ ტელეფონში არსებულ ,,Viber-ის‘‘ პროგრამაში დაფიქსირებული შეტყობინებების წაკითხვასთან დაკავშირებით კი მოწმემ განმარტა, რომ ამისთვის აუცილებელი არ იყო მიღებული შეტყობინებების გახსნა მომხდარიყო ს--- ჩ-----–---ის ტელეფონის მეშვეობით, ვინაიდან ,,Viber-ის‘‘ მეშვეობით მიღებული შეტყობინების ნებისმიერ აქტიურ კომპიუტერულ მოწყობილობაში გახსნის შემთხვევაში ფიქსირდება მისი წაკითხვა. მოცემულ შემთხვევაში კი, არ არის უარყოფილი, აღნიშნული შეტყობინებების სხვა მოწყობილობაში გახსნის შესაძლებლობა, შესაბამისად უტყუარად იმის მტკიცება, რომ შეტყობინება წაიკითხა პოლიციის თანამშრომელმა მოკლებულია საფუძველს.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის ჩვენებაზე, თითქოს, მან იგრძნო პოლიციელის მხრიდან ხელის გაცურება, რის თავიდან ასაცილებლადაც ჩაიმუხლა, ხელი მიიდო სხეულზე, რომ ვერ ჩაეყო ჯიბეში და უკან გასწია, შემდეგ უთხრეს, რომ ცალ ხელს გაუთავისუფლებდნენ და ამოეღო ჯიბეში, რაც ჰქონდა, რის შემდეგაც ს--- ჩ-----–---მა ჩაიყო ხელი ქურთუკის მარჯვენა ჯიბეში და ამოიღო სიგარეტის კოლოფი, რომელიც მისი არ იყო, რაც გადააგდო. აღნიშნული განცხადება, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება გამოკვლეულ მტკიცებულებებს, წინააღმდეგობაშია თავად ბრალდებულის მიერ გაცხადებულ გარემოებებთან. კერძოდ, გაუგებარია, თუკი პოლიციელმა ვერ ჩაუყო ს--- ჩ-----–---ს ჯიბეში ხელი, როგორ მოხვდა მასში მისთვის უცხო სიგარეტის კოლოფი, რომელშიც, სიგარეტის ღერებთან ერთად, ორ პაკეტად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება აღმოჩნდა.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოყვითალო ფერის პოლიეთილენის ფრაგმენტზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია. მაჟორული წილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს, მინორულ წილში კი ს--- ჩ-----–---ის გენეტიკური თანამონაწილება არ ვლინდება. მოცემულ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ დაცვის მხარის მიერ ექსპერტიზაზე წარდგენილ იქნა მხოლოდ ის პოლიეთილენის ნაჭრები, რომელშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალებები და არ მომხდარა იმ სიგარეტის კოლოფის წარდგენა, რომელშიც, მოთავსებული იყო მითითებული პოლიეთილენის ნაჭრები. ამასთან, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა განმარტა, რომ საკვლევ ობიექტზე ბიომასალის შენარჩუნება დამოკიდებულია მის დაბინძურება/არდაბინძურებაზე, სხვა ფაქტორებთან ერთად, გასათვალისწინებელია შეხების, კონტაქტის ინტენსივობა და ბიომასალა, რამდენად არის დეგრადირებული და კატეგორიულად თქმა იმისა, თუ რამდენხნიანი კონტაქტითაა შესაძლებელი ბიომასალის ობიეტზე დარჩენა/არდარჩენა, შეუძლებელია. ის, რომ ს--- ჩ-----–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების გარეკანზე (პოლიეთილენის ნაჭერზე) არ გამოვლინდა მისი გენეტიკური პროფილი, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ს--- ჩ-----–---ის წარდგენილ ბრალდებაში გამართლების საფუძვლად.

 

პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს მოწმე პოლიციის თანამშრომელთა და თარჯიმნის ჩვენებებში, ასევე დაკავების და ჩხრეკის ოქმების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა მოწმეების და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან. დაცვის მხარეს კი არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც პალატას გაუჩენდა მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მაისის #96აპ-17 გადაწყვეტილებაში მითითებულია: ,,... იმ პირობებში, როდესაც არსებობს: მოწმე პოლიციელების - რ. დ-ს, ლ. ჯ-ს, ა. რ-სა და თ. კ-ს თანმიმდევრული, თანხვდენილი ჩვენებები, რომელთა ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია; ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელიც შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა; საქმეზე საპროცესო მოქმედებები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და პოლიციელთა მხრიდან გ. ვ-ს მიმართ რაიმე ინტერესი არ იკვეთება; მხოლოდ ბიოლოგიური (გენეტიკური) და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, მით უფრო, იმ მოცემულობით, როდესაც ექსპერტები განმარტავენ, თუ რა შემთხვევაში და რა ალბათობით არის შესაძლებელი, რომ გამოსაკვლევ ობიექტზე დარჩეს კვალი და რომელი გარემოებები გამორიცხავს კვალის დარჩენის შესაძლებლობას, არ წარმოადგენს უპირობოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს‘‘. ამავე სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის #262აპ-17 გადაწყვეტილებით, მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ბრალდებულის გენეტიკური პროფილის აღმოუჩენლობა ნივთზე ადასტურებს მის უდანაშაულობას, დაუსაბუთებელია. მეტიც, თუკი სასამართლოები მსგავს პოზიციას განამტკიცებენ, ამით შესაძლოა, წახალისდეს კრიმინალი იმ თვალსაზრისით, რომ ისეთი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა და ა.შ., ისეთი საშუალებით (მაგ. ხელთათმანებით), რომლის გამოყენების შემთხვევაშიც ნივთზე არ დარჩება პირის გენეტიკური პროფილი, უპირობოდ იქნება გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, რაც მიუღებელია.

 

ამავე გადაწყვეტილებაში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ „განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე და მიუთითებს, რომ არავითარი ეჭვის შეტანის საფუძველი მათი ჩვენებების სანდოობაში არ გააჩნია, ვინაიდან პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. არანაირი წინააღმდეგობა მათ ჩვენებებს შორის არ არსებობს. ამასთან, მათი ჩვენებები გამყარებულია გ. ვ-ს პირადი ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა გ. ვ-ს პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოვლენილა. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“.

 

მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია და ვერ გახდება პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

 

ამასთან, პალატა თვლის, რომ შესაძლოა მოწმეთა ჩვენებებში არის გარკვეული ხასიათის ცდომილებები, თუმცა არა იმ შინაარსის, რაც პალატას მათი ჩვენებების გაზაირებაზე უარის თქმის საფუძველს მისცემდა. მოწმეთა ჩვენებებში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგანთან დაკავშირებით, არ არის არსებით წინააღმდეგობაში ერთმანეთთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებიდან სასამართლოში ჩვენებების მიცემამდე გავიდა რამდენიმე თვე, რის გამოც სრულიად შესაძლებელია მოწმეებს არ ახსოვდეთ გარკვეული დეტალები, თუმცა აღსანიშნავია, რომ მათ დეტალურად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერეს ადგილზე განვითარებული მოვლენები.

 

პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას“.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 6 დეკემბრის განაჩენით ს--- ჩ-----–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. დანაშაულის ჩადენის დროს, კერძოდ 2018 წლის 12 მარტს ს--- ჩ-----–---ს ზემოაღნიშნული განაჩენით დადგენილი ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა. შესაბამისად სახეზეა მის მიამრთ ბრალად წარდგენილი ქმედების მაკვალიფიცირებელი გარემოება - არაერთგზისობა.

 

პალატა ასევე განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, რომელიც ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ქმედების ჩამდენი პირის ფიზიკური და ზნეობრივი ჯანმრთელობა. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ ა) ნარკოტიკული საშუალების მოხმარება იყოს უკანონო, კერძოდ, იგი მოხმარებული უნდა იყოს სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის - ამ შემთხვევაში ექიმის დანიშნულების გარეშე და ბ) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი უნდა იყოს განმეორებითი - აღნიშნული ქმედებისათვის პირს ერთხელ უკვე დაკისრებული უნდა ჰქონდეს ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და მიაჩნია, რომ ს--- ჩ-----–---ის მიმართ წარდგენილი ბრალდების ფორმულირების ის ნაწილი, სადაც მითითებულია, რომ ს--- ჩ-----–---ს დაუდგინდა მეტადონის უკანონოდ მოხმარების ფაქტი არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის ცენტრის‘‘ გენერალური დირექტორის - ლ-–-----–--ის 2018 წლის 22 მარტის წერილით ირკვევა, რომ ს--- ჩ-----–---ი იმყოფებოდა აღნიშნული ცენტრის თერაპიის სახელმწიფო პროგრამაში და 2018 წლის 12 მარტს მიიღო მისი კუთვნილი სამკურნალო პრეპარატი - მეთდონის ჰიდროქლორიდის 1% ხსნარი.

 

ამასთან, პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, რომ ს--- ჩ-----–---ს მეტადონის გარდა სხვა ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონდა მოხმარებული, ვინაიდან აღნიშნული წინააღმდეგობაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 12 მარტის გამოკვლევის N------ დასკვნით, ს--- ჩ-----–---ს დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. ამასთან, ექსპერტმა ე-–-------------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის მოხმარების შემდეგ გამოკვლევისას პირს აღენიშნება ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის N--------- დადგენილებით ს--- ჩ-----–---ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება ოპიუმის ჯგუფის, ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა), მეტადონის მოხმარების ფაქტზე) და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ამდენად, სახეზეა დანაშაულის - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარების შემადგენლობისთვის საჭირო ყველა ნიშანი.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (მაგალითისთვის იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ. 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).

 

პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი სასამართლოებს ავალდებულებს დაასაბუთონ გადაწყვეტილებები, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება იმდაგვარად იქნეს გაგებული, რომ იგი ითხოვს დეტალურ პასუხს ყველა არგუმენტზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე: KRASULYA v. RUSSIA, N12365/03 , პარ. 50). მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა თვლის, რომ იმსჯელა დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე.

 

სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ს--- ჩ-----–---ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 05 დეკემბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. მსჯავრდება ემყარება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა სტანდარტს, დანიშნული სასჯელი კი სამართლიანია. რისი გათვალისწინებითაც პალატა თვლის, რომ დაცვის მხარის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ზემოაღნიშნული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ს--- ჩ-----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ს--- ჩ-----–---ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ს--- ჩ-----–---ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 6 დეკემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის, 11 (თერთმეტი) თვის და 27 (ოცდაშვილი) დღის ვადით და საბოლოოდ, ს--- ჩ-----–---ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

ს--- ჩ-----–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 მარტიდან.

 

ს--- ჩ-----–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ს--- ჩ-----–---ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

ს--- ჩ-----–---ს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ს--- ჩ-----–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘ და მსჯავრდებულისგან აღებული ნერწყვის ნიმუში განადგურდეს, ხოლო პირადი ნივთები დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

 

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

 

ვახტანგ მრელაშვილი