განაჩენი

სისხლის სამართლის 17.12.2019
საქმის ნომერი
020100117002184381
ინსტანცია
თარიღი
17.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020100117002184381

საქმე №1/ბ-548-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

17 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემადგენლობით

 

თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე

მოსამართლეები: მაკა გორგოძე

ლერი თედორაძე

 

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - მ-------- წ--------–ის

მსჯავრდებულების - ზ------ ყ-------ს, ზ------ ჯ---------ს, ა-----– მ--–----ს, რ-----ი შ---------ს და ა-–---------ე თ-----–---–ის;

ადვოკატების - ნ---- ბ-----ს, გ------ი მ----–------–---–ის, გ------ი ლ---–---–ის მონაწილეობით

მსჯავრდებულ - გ------ი ე----–-–---–ის მონაწილეობის გარეშე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ------ ბ------ის ძე ყ-------ს, მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პ/ნ 4----------; საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული, ქ. ფოთი, გ-------ს ქუჩა №--, ბინა N-, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ფოთი, ლ---------ის ქუჩა №--ში რეგისტრირებული

ზ------ ა---ის ძე ჯ---------ს მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პ/ნ 4----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, უმაღლესი განათლების მქონე, მცხოვრები: ქ. ფოთი, დ----–--ს ქუჩა №--, რეგისტრირებული: ქ.ფოთი, პ-----ის ქუჩა №-.

ა-----– გ------ის ძე მ--–----ს მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული: ქ.თბილისი, ს---------იის ქუჩა №---, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ფოთი, დ-----------–-----–ის ქუჩა №--

რ-----ი შალვას ძე შ---------ს მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პ/ნ 4----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, უმაღლესი განათლების მქონე, მცხოვრები: ქ. ფოთი, კ-–----–---–ის ქუჩა №-.

გ------ი გ------ის ძე ე----–-–---–ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, უმაღლესი განათლების მქონე, მცხოვრები: ქ.თბილისი, ბ-------ის ქუჩა №--.

ა-–---------ე თ-----–---–ის მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, უმაღლესი განათლების მქონე, მცხოვრები: ქ.თბილისი, მ--------------ას ქუჩა № 8----.

 

აღწერილობით ნაწილი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ------ ყ-------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ სხვისთვის გამორჩენის მისღების მიზნით, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ასევე მითვისების დახმარება, ე.ი. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი ნივთის დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში დახმარება, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

ზ------ ყ-------, 2014 წლის 01 ოქტომბრიდან 2016 წლის პირველ მაისამდე მუშაობდა თვითმმართველი ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრა-სტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის N7/13 დადგენილებით დამტკიცებული ქ.ფოთის მერიის დებულებით, ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 სექტემბრის N8/32 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის N10/45 დადგენილებით დამტკიცებული ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულებით ზ------ ყ-------ს, ევალებოდა უზრუნველეყო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული სამშენებლო სამუშაოების შესრულების კონტროლი და მონიტორინგი, შესყიდული სამშენებლო სამუშაოების მუშა პროექტების სანებართვო პირობებში მოცემული ეტაპების შესაბამისად შესრულებული სამუშაოების საზედამხედველო აქტებისა და ოქმების მომზადება, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი.

აღნიშნულიდან, გამომდინარე, მას უნდა განეხორციელებინა კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში, თვითმმართველი ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,E---------------------------’’-ს შორის 2015 წლის 17 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე, რაც ასევე განსაზღვრული იყო ამავე ხელშეკრულების 6.6 პუნქტით. აღნიშნული ხელშეკრულებით, მასში ცვლილების შეტანის შესახებ N-8/1, 68/2, 68/3, 68/4, 68/5, 68/6, 68/7 შეთანხმებებითა და მათზე დართული ხარჯთაღრიცხვებით, ქ.ფოთის მერიის მიერ, შესყიდული იქნა ქ.ფოთში, რუსთაველის რკალსა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტროტუარების ბაზალტის ბორდიურებითა და ხელოვნური გრანიტის ფილებით მოწყობის სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულება განისაზღვრა 1503664.61ლარით. სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, შპს ,,E---------------------------’’-ის დირექტორმა გ------ი ე----–-–---–მა, ფინანსური სარგებლის გაზრდის მიზნით, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული გრანიტის ფილების ნაცვლად, ქ.ფოთში, რუსთაველის რკალსა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურად ამ სამუშაოებისათვის დაქირავებულ მუშა-ხელს დააგებინა ნაკლები ღირებულებისა და დაბალი ხარისხის მქონე, ბეტონის ფილები. ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას კი წარუდგინა ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის სამუშაოების ამსახველი შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები(ფორმა N2) და მიღება-ჩაბარების აქტები.

ზ------ ყ-------მ, რომლისთვისაც ცნობილი იყო, ზემოაღნიშნული გარემოებების შესახებ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დახმარება გაუწია შპს ,,E---------------------------’’-ის დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, კერძოდ, ხელმოწერით დაადასტურა შპს ,,E---------------------------’’-ის მიერ წარდგენილი ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის სამუშაოების ამსახველი შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები-ფორმა N2 და ფორმა N3 (დათარიღებული 30.06.15, 27.07.15, 25.08.15,24.09.15, 23.12.15, 15.02.16, 07.03.16, 31.03.16, 21.04.16 წწ), როემლთა საფუძველზეც, შპს ,,E---------------------------’’-ის საბანკო ანგარიშზე 2015 წლის 11 მაისიდან 2016 წლის 09 ნოემბრამდე პერიოდში, ავანსად ჩარიცხული თანხის გათვალისწინებით, ქ.ფოთის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სრულად გადაირიცხა გ.ე----–-–---–ის მიერ მოთხოვნილი თანხა 1503513.92 ლარი, საიდანაც გ------ი ე----–-–---–მა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ქ.ფოთის ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა 713284.95 ლარი.

ზ------ ყ-------, 2014 წლის 01 ოქტომბრიდან 2016 წლის პირველ მაისამდე მუშაობდა თვითმმართველი ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური უფროსის თანამდებობაზე და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის N7/13 დადგენილებით დამტკიცებული ქ.ფოთის მერიის დებულებით, ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 სექტემბრის N8/32 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის N10/45 დადგენილებით დამტკიცებული ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულებით ზ------ ყ-------ს ევალებოდა უზრუნველეყო ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული სამშენებლო სამუშაოების შესრულების კონტროლი და მონიტორინგი, შესყიდული სამშენებლო სამუშაოების მუშა პროექტების სანებართვო პირობებში მოცემული ეტაპების შესაბამისად შესრულებული სამუშაოების საზედამხედველო აქტებისა და ოქმების მომზადება, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი.

აღნიშნულიდან გამომდინარე მას უნდა განეხორციელებინა კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში, თვითმმართველი ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,E---------------------------’’-ს შორის 2015 წლის 17 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე, რაც ასევე განსაზღვრული იყო ამავე ხელშეკრულების 6.6 პუნქტით. აღნიშნული ხელშეკრულებით, მასში ცვლილების შეტანის შესახებ N-8/1, 68/2, 68/3, 68/4, 68/5, 68/6, 68/7 შეთანხმებებითა და მათზე დართული ხარჯთაღრიცხვებით ქ. ფოთის მერიის მიერ შესყიდული იქნა ქ. ფოთში, რუსთაველის რკალსა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტროტუარების ბაზალტის ბორდიურებითა და ხელოვნური გრანიტის ფილებით მოწყობის სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულება განისაზღვრა 1503664.61ლარით.

სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას შპს ,,E---------------------------’’-ის დირე- ქტორმა გ------ი ე----–-–---–მა ფინანსური სარგებლის გაზრდის მიზნით, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ხელოვნური გრანიტის ფილების ნაცვლად, ქ.ფოთში, რუსთაველის რკალსა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურად ამ სამუშაოებისათვის დაქირავებულ მუშა-ხელს დააგებინა ნაკლები ღირებულებისა და დაბალი ხარისხის მქონე ბეტონის ფილები. ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას კი წარუდგინა ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის სამუშაოების ამსახველი შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები (ფორმა N2) და მიღება-ჩაბარების აქტები.

ზ------ ყ-------მ, რომლისთვისაც ცნობილი იყო ზემოაღნიშნული გარემოებების შესახებ, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, შპს ,,E---------------------------’’- ისთვის გამორჩენის მისაღებად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბორო- ტად გამოყენებით, ხელმოწერით დაადასტურა შპს ,,E---------------------------’’-ის მიერ წარდგენილი ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის სამუშაოების ამსახველი, შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები-ფორმა N2 და ფორმა N3 (დათარიღებული 30.06.15, 27.07.15, 25.08.15,24.09.15, 23.12.15, 15.02.16, 07.03.16, 31.03.16, 21.04.16 წწ), რომელთა საფუძველზეც, შპს ,,E---------------------------’’- ის საბანკო ანგარიშზე 2015 წლის 11 მაისიდან 2016 წლის 09 ნოემბრამდე პერიოდში, ავანსად ჩარიცხული თანხის გათვალისწინებით, ქ. ფოთის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სრულად გადაირიცხა გ------ი ე----–-–---–ის მიერ მოთხოვნილი თანხა 1503513.92 ლარი, საიდანაც გ------ი ე----–-–---–მა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, ქ.ფოთის ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა 713284.95 ლარი, შესაბამისად ზ------ ყ-------ს ქმედებით, არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ------ ჯ---------ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ სხვისთვის გამორჩენის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ასევე ჩაიდინა მითვისების დახმარება, ე.ი. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი ნივთის დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში დახმარება, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში.

 

ზ------ ჯ---------, 2014 წლის 01 ოქტომბრიდან 2016 წლის 01 მაისამდე მუშაობდა ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მშენებლობის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად. ხოლო 2016 წლის 01 მაისიდან მუშაობდა ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და წარმოადგენს საჯარო მოხელეს.

ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის N7/13 დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფოთის მერიის დებულებით, ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 სექტემბრის N8/32 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის N10/45 დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულებითა და 2016 წლის 27 აპრილის N7/16 დადგენილებით დამტკიცებული ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების შესაბამისად, ზ------ ჯ---------ს ევალებოდა უზრუნველეყო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული სამშენებლო სამუშაოების შესრულების კონტროლი და მონიტორინგი, შესყიდული სამშენებლო სამუშაოების მუშა პროექტების სანებართვო პირობებში მოცემული ეტაპების შესაბამისად შესრულებული სამუშაოების საზედამხედველო აქტებისა და ოქმების მომზადება, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი. აღნიშნულიდან, გამომდინარე, მას უნდა განეხორციელებინა კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში, თვითმმართველი ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,E---------------------------’’-ს შორის 2015 წლის 17 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე, რაც ასევე განსაზღვრული იყო ამავე ხელშეკრულების 6.6 პუნქტით. აღნიშნული ხელშეკრულებით, მასში ცვლილების შეტანის შესახებ N-8/1, 68/2, 68/3, 68/4, 68/5,68/6, 68/7 შეთანხმებებითა და მათზე დართული ხარჯთაღრიცხვებით, ქ.ფოთის მერიის მიერ, შესყიდული იქნა ქ.ფოთში, რუსთაველის რკალსა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტროტუარების ბაზალტის ბორდიურებითა და ხელოვნური გრანიტის ფილებით მოწყობის სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულება განისაზღვრა 1503664.61ლარით.

 

სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, შპს ,,E---------------------------’’-ის დირექტორმა გ------ი ე----–-–---–მა, ფინანსური სარგებლის გაზრდის მიზნით, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ხელოვნური გრანიტის ფილების ნაცვლად, ქ. ფოთში, რუსთაველის რკალსა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურად ამ სამუშაოებისათვის დაქირავებულ მუშა-ხელს დააგებინა ნაკლები ღირებულებისა და დაბალი ხარისხის მქონე, ბეტონის ფილები. ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას კი წარუდგინა ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის სამუშაოების ამსახველი შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები (ფორმა N2, N3) და მიღება-ჩაბარების აქტები.

ზ------ ჯ---------მ, რომლისთვისაც ცნობილი იყო, ზემოაღნიშნული გარემოებების შესახებ, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, შპს ,,E---------------------------’’- ისთვის გამორჩენის მისაღებად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ხელმოწერით დაადასტურა შპს ,,E---------------------------’’-ის მიერ წარდგენილი ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის სამუშაოების ამსახველი შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები-ფორმა N2 და ფორმა N3 (დათარიღებული 18.07.2016, 25.08.2016,10.10.2016,) რის საფუძველზეც, შპს ,,E---------------------------’’-ის საბანკო ანგარიშზე 2015 წლის 11 მაისიდან 2016 წლის 09 ნოემბრამდე პერიოდში, ავანსად ჩარიცხული თანხის გათვალისწინებით, ქ. ფოთის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სრულად გადაირიცხა გ. ე----–-–---–ის მიერ მოთხოვნილი თანხა 1503513.92 ლარი, საიდანაც გ------ი ე----–-–---–მა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლ-საწინააღმდეგოდ მიითვისა, ქ.ფოთის ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა 713284.95 ლარი, შესაბამისად ზ------ ჯ---------ს ქმედებით, არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

ზ------ ჯ---------, 2014 წლის 01 ოქტომბრიდან 2016 წლის 01 მაისამდე მუშაობდა ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მშენებლობის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად. ხოლო 2016 წლის 01 მაისიდან დღემდე მუშაობს ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის თანამდებობაზე და წარმოადგენს საჯარო მოხელეს. ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის N7/13 დადგენილებით დამტკიცებული ქ.ფოთის მერიის დებულებით, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 სექტემბრის N8/32 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის N10/45 დადგენილებით დამტკიცებული ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულებითა და 2016 წლის 27 აპრილის N7/16 დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების შესაბამისად, ზ------ ჯ---------ს ევალებოდა უზრუნველყო ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული სამშენებლო სამუშაოების შესრულების კონტროლი და მონიტორინგი, შესყიდული სამშენებლო სამუშაოების მუშა პროექტების სანებართვო პირობებში მოცემული ეტაპების შესაბამისად შესრულებული სამუშაოების საზედამხედველო აქტებისა და ოქმების მომზადება, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი.

აღნიშნულიდან, გამომდინარე, მას უნდა განეხორციელებინა კონტროლი კომპეტენცი-ის ფარგლებში, თვითმმართველი ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,E---------------------------’’-ს შორის 2015 წლის 17 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულე- ბაზე, რაც ასევე განსაზღვრული იყო ამავე ხელშეკრულების 6.6 პუნქტით. აღნიშნული ხელშეკრულებით, მასში ცვლილების შეტანის შესახებ N-8/1, 68/2, 68/3, 68/4, 68/5, 68/6, 68/7 შეთანხმებებითა და მათზე დართული ხარჯთაღრიცხვებით, ქ. ფოთის მერიის მიერ, შესყიდული იქნა ქ. ფოთში, რუსთაველის რკალსა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტროტუარების ბაზალტის ბორდიურებითა და ხელოვნური გრანიტის ფილებით მოწყობის სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულება განისაზღვრა 1503664.61ლარით.

სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას შპს ,,E---------------------------’’-ის დირექტორმა გ------ი ე----–-–---–მა, ფინანსური სარგებლის გაზრდის მიზნით, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული გრანიტის ფილების ნაცვლად, ქ.ფოთში, რუსთაველის რკალსა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურად ამ სამუშაოებისათვის დაქირავებულ მუშა-ხელს დააგებინა ნაკლები ღირებულებისა და დაბალი ხარისხის მქონე, ბეტონის ფილები. ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას კი წარუდგინა ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის სამუშაოების ამსახველი შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები(ფორმა N2, ფორმა N3) და მიღება-ჩაბარების აქტები.

ზ------ ჯ---------მ, რომლისთვისაც ცნობილი იყო, ზემოაღნიშნული გარემოებების შესახებ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დახმარება გაუწია შპს ,,E---------------------------’’-ის დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, კერძოდ, ხელმოწერით დაადასტურა შპს ,,E---------------------------’’-ის მიერ წარდგენილი ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის სამუშაოების ამსახველი შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები-ფორმა N2 და ფორმა N3 (დათარიღებული 18.07.2016, 25.08.2016,10.10.2016), რის საფუძველზეც, შპს ,,E---------------------------’’-ის საბანკო ანგარიშზე 2015 წლის 11 მაისიდან 2016 წლის 09 ნოემბრამდე პერიოდში, ავანსად ჩარიცხული თანხის გათვალისწინებით, ქ. ფოთის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სრულად გადაირიცხა გ. ე----–-–---–ის მიერ მოთხოვნილი თანხა 1503513.92 ლარი, საიდანაც გ------ი ე----–-–---–მა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, ქ.ფოთის ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა 713284.95 ლარი.

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა-----– მ--–----ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ასევე ჩაიდინა მითვისების დახმარება, ე.ი. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი ნივთის დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში დახმარება, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

ა-----– მ--–----, 2014 წლის 23 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 მაისამდე მუშაობდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლად. ხოლო 2016 წლის 01 მაისიდან 2017 წლის 01 იანვრამდე ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მოვალეობის შემსრულებლად და წარმოადგენს საჯარო მოხელეს. ა-----– მ--–---- ცალკეულ შემთხევებში ასევე ასრულებდა ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობას.

ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის N7/13 დადგენილებით დამტკიცებული ქ.ფოთის მერიის დებულებით, ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 სექტემბრის N8/32 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის N10/45 დადგენილებით დამტკიცებული ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულებითა და 2016 წლის 27 აპრილის N7/16 დადგენილებით დამტკიცებული ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების შესაბამისად, ა-----– მ--–----ს, ევალებოდა უზრუნველეყო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული სამშენებლო სამუშაოების შესრულების კონტროლი და მონიტორინგი, შესყიდული სამშენებლო სამუშაოების მუშა პროექტების სანებართვო პირობებში მოცემული ეტაპების შესაბამისად შესრულებული სამუშაოების საზედამხედველო აქტებისა და ოქმების მომზადება, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი.

აღნიშნულიდან, გამომდინარე, მას უნდა განეხორციელებინა კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში, თვითმმართველი ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,E---------------------------’’-ს შორის 2015 წლის 17 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე, რაც ასევე განსაზღვრული იყო ამავე ხელშეკრულების 6.6 პუნქტით. აღნიშნული ხელშეკრულებით, მასში ცვლილების შეტანის შესახებ N-8/1, 68/2, 68/3, 68/4, 68/5, 68/6, 68/7 შეთანხმებებითა და მათზე დართული ხარჯთაღრიცხვებით, ქ. ფოთის მერიის მიერ შესყიდული იქნა ქ. ფოთში, რუსთაველის რკალსა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტროტუარების ბაზალტის ბორდიურებითა და ხელოვნური გრანიტის ფილებით მოწყობის სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულება განისაზღვრა 1503664.61 ლარით.

სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, შპს ,,E---------------------------’’-ის დირექტორმა გ------ი ე----–-–---–მა, ფინანსური სარგებლის გაზრდის მიზნით, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ხელოვნური გრანიტის ფილების ნაცვლად, ქ. ფოთში, რუსთაველის რკალსა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურად ამ სამუშაოებისათვის დაქირავებულ მუშა-ხელს დააგებინა ნაკლები ღირებულებისა და დაბალი ხარისხის მქონე, ბეტონის ფილები. ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას კი წარუდგინა ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის სამუშაოების ამსახველი შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები(ფორმა N2, N3) და მიღება-ჩაბარების აქტები.

ა-----– მ--–----მ, რომლისთვისაც ცნობილი იყო, ზემოაღნიშნული გარემოებების შესახებ, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, შპს ,,E---------------------------’’- ისთვის გამორჩენის მისაღებად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ხელმოწერით დაადასტურა 2015 წლის 28 ოქტომბრით დათარიღებული შპს ,,E-----------------------------’’-ის მიერ წარდგენილი ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის სამუშაოების ამსახველი შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები(ფორმა N2 და ფორმა N3), რის საფუძველზეც, შპს ,,E---------------------------’’-ის საბანკო ანგარიშზე 2015 წლის 11 მაისიდან 2016 წლის 09 ნოემბრამდე პერიოდში, ავანსად ჩარიცხული თანხის გათვალისწინებით, ქ.ფოთის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სრულად გადაირიცხა გ. ე----–-–---–ის მიერ მოთხოვნილი თანხა 1503513.92 ლარი, საიდანაც გ------ი ე----–-–---–მა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, ქ.ფოთის ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა 713284.95 ლარი, შესაბამისად ა-----– მ--–----ს ქმედებით, არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

ა-----– მ--–----, 2014 წლის 23 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 მაისამდე მუშაობდა ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლად. ხოლო 2016 წლის 01 მაისიდან 2017 წლის 01 იანვრამდე- ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მოვალეობის შემსრულებლად და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. ა-----– მ--–---- ცალკეულ შემთხვევებში ასევე ასრულებდა ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობას.

ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის N7/13 დადგენილებით დამტკიცებული ქ.ფოთის მერიის დებულებით, ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 სექტემბრის N8/32 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის N10/45 დადგენილებით დამტკიცებული ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულებითა და 2016 წლის 27 აპრილის N7/16 დადგენილებით დამტკიცებული ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების შესაბამისად, ა-----– მ--–----ს, ევალებოდა უზრუნველეყო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული სამშენებლო სამუშაოების შესრულების კონტროლი და მონიტორინგი, შესყიდული სამშენებლო სამუშაოების მუშა პროექტების სანებართვო პირობებში მოცემული ეტაპების შესაბამისად შესრულებული სამუშაოების საზედამხედველო აქტებისა და ოქმების მომზადება, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი.

აღნიშნულიდან გამომდინარე მას უნდა განეხორციელებინა კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში თვითმმართველი ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,E---------------------------’’-ს შორის 2015 წლის 17 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე, რაც ასევე განსაზღვრული იყო ამავე ხელშეკრულების 6.6 პუნქტით. აღნიშნული ხელშეკრულებით, მასში ცვლილების შეტანის შესახებ N-8/1, 68/2, 68/3, 68/4, 68/5, 68/6, 68/7 შეთანხმებებითა და მათზე დართული ხარჯთაღრიცხვებით, ქ.ფოთის მერიის მიერ, შესყიდული იქნა ქ. ფოთში, რუსთაველის რკალსა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტროტუარების ბაზალტის ბორდიურებითა და ხელოვნური გრანიტის ფილებით მოწყობის სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულება განისაზღვრა 1503664.61ლარით.

სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, შპს ,,E---------------------------’’-ის დირექტორმა გ------ი ე----–-–---–მა, ფინანსური სარგებლის გაზრდის მიზნით, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული გრანიტის ფილების ნაცვლად, ქ.ფოთში, რუსთაველის რკალსა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურად ამ სამუშაოებისათვის დაქირავებულ მუშა-ხელს დააგებინა ნაკლები ღირებულებისა და დაბალი ხარისხის მქონე, ბეტონის ფილები ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას კი წარუდგინა ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის სამუშაოების ამსახველი შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები(ფორმა N2, ფორმა N3) და მიღება-ჩაბარების აქტები.

ა-----– მ--–----მ, რომლისთვისაც ცნობილი იყო, ზემოაღნიშნული გარემოებების შესახებ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დახმარება გაუწია შპს ,,E---------------------------’’-ის დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, კერძოდ, ხელმოწერით დაადასტურა შპს ,,E---------------------------’’-ის მიერ წარდგენილი ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის სამუშაოების ამსახველი, 2015 წლის 28 ოქტომბრით დათარიღებული შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები (ფორმა N2 და ფორმა N3), რის საფუძველზეც, შპს ,,E---------------------------’’-ის საბანკო ანგარიშზე 2015 წლის 11 მაისიდან 2016 წლის 09 ნოემბრამდე პერიოდში, ავანსად ჩარიცხული თანხის გათვალისწინებით, ქ. ფოთის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სრულად გადაირიცხა გ------ი ე----–-–---–ის მიერ მოთხოვნილი თანხა 1503513.92 ლარი, საიდანაც გ------ი ე----–-–---–მა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინა-აღმდეგოდ მიითვისა, ქ. ფოთის ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა 713284.95 ლარი.

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ-----ი შ---------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ სხვისთვის გამორჩენის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ასევე ჩაიდინა მითვისების დახმარება, ე.ი. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი ნივთის დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში დახმარება, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

რ-----ი შ---------, 2014 წლის 23 ოქტომბრიდან 2016 წლის 01 მაისამდე მუშაობდა ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მშენებლობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. ხოლო 2016 წლის მაისიდან ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის, მშენებლობის განყოფილების მთავარ სპეციალისტად და წარმოადგენს საჯარო მოხელეს. ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის N7/13 დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფოთის მერიის დებულებით, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 სექტემბრის N8/32 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის N10/45 დადგენილებით დამტკიცებული ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულებითა და 2016 წლის 27 აპრილის N7/16 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულებით და ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 აპრილის ბრძანების შესაბამისად, რ-----ი შ---------ს ევალებოდა განეხორციელებინა კონტროლი თვითმმართველი ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,E---------------------------’’-ს შორის 2015 წლის 17 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე. აღნიშნული ხელშეკრულებით, მასში ცვლილების შეტანის შესახებ N-8/1, 68/2, 68/3, 68/4, 68/5, 68/6, 68/7 შეთანხმებებითა და მათზე დართული ხარჯთაღრიცხვებით, ქ.ფოთის მერიის მიერ შესყიდული იქნა ქ.ფოთში, რუსთაველის რკალსა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტროტუარების ბაზალტის ბორდიურებითა და ხელოვნური გრანიტის ფილებით მოწყობის სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულება განისაზღვრა 1503664.61ლარით.

სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, შპს ,,E---------------------------’’-ის დირექტორმა გ------ი ე----–-–---–მა, ფინანსური სარგებლის გაზრდის მიზნით, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ხელოვნური გრანიტის ფილების ნაცვლად, ქ.ფოთში, რუსთაველის რკალსა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურად ამ სამუშაოებისათვის დაქირავებულ მუშა-ხელს დააგებინა ნაკლები ღირებულებისა და დაბალი ხარისხის მქონე ბეტონის ფილები. ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას კი წარუდგინა ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის სამუშაოების ამსახველი შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები (ფორმა N2, N3) და მიღება-ჩაბარების აქტები.

რ-----ი შ---------მ რომლისთვისაც ცნობილი იყო ზემოაღნიშნული გარემოებების შესახებ, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, შპს ,,E---------------------------’’- ისთვის გამორჩენის მისაღებად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ხელმოწერით დაადასტურა შპს ,,Engineering Services Company’’-ის მიერ წარდგენილი ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის სამუშაოების ამსახველი შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები-ფორმა N2 (დათარიღებული-30.06.15, 27.07.15, 25.08.15,24.09.15, 28.10.2015, 23.12.15, 15.02.16, 07.03.16, 31.03.16, 21.04.16, 18.07.2016, 25.08.2016,10.10.2016 წწ), რის საფუძველზეც, შპს ,,E---------------------------’’-ის საბანკო ანგარიშზე 2015 წლის 11 მაისიდან 2016 წლის 09 ნოემბრამდე პერიოდში, ავანსად ჩარიცხული თანხის გათვალისწინებით, ქ.ფოთის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სრულად გადაირიცხა გ------ი ე----–-–---–ის მიერ მოთხოვნილი თანხა 1503513.92 ლარი, საიდანაც გ------ი ე----–-–---–მა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინა-აღმდეგოდ მიითვისა, ქ.ფოთის ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა 713284.95 ლარი, შესაბამისად რ-----ი შ---------ს ქმედებით, არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

რ-----ი შ---------, 2014 წლის 23 ოქტომბრიდან 2016 წლის 01 მაისამდე მუშაობდა ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მშენებლობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, ხოლო 2016 წლის მაისიდან ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის, მშენებლობის განყოფილების მთავარ სპეციალისტად და წარმოადგენს საჯარო მოხელეს. ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის N7/13 დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფოთის მერიის დებულებით, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 სექტემბრის N8/32 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის N10/45 დადგენილებით დამტკიცებული ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულებითა და 2016 წლის 27 აპრილის N7/16 დადგენილებით დამტკიცებული ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულებით და ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 აპრილის ბრძანების შესაბამისად, რ-----ი შ---------ს ევალებოდა განეხორციელებინა კონტროლი თვითმმართველი ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,E---------------------------’’-ს შორის 2015 წლის 17 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე. აღნიშნული ხელშეკრულებით, მასში ცვლილების შეტანის შესახებ N-8/1, 68/2, 68/3, 68/4, 68/5, 68/6, 68/7 შეთანხმებებითა და მათზე დართული ხარჯთაღრიცხვებით, ქ.ფოთის მერიის მიერ შესყიდული იქნა ქ.ფოთში, რუსთაველის რკალსა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტროტუარების ბაზალტის ბორდიურებითა და ხელოვნური გრანიტის ფილებით მოწყობის სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულება განისაზღვრა 1503664.61ლარით.

სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, შპს ,,E---------------------------’’-ის დირექტორმა გ------ი ე----–-–---–მა, ფინანსური სარგებლის გაზრდის მიზნით, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული გრანიტის ფილების ნაცვლად, ქ.ფოთში, რუსთაველის რკალსა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურად ამ სამუშაოებისათვის დაქირავებულ მუშა-ხელს დააგებინა ნაკლები ღირებულებისა და დაბალი ხარისხის მქონე ბეტონის ფილები. ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას კი წარუდგინა ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის სამუშაოების ამსახველი შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები(ფორმა N2) და მიღება-ჩაბარების აქტები.

რ-----ი შ---------მ, რომლისთვისაც ცნობილი იყო, ზემოაღნიშნული გარემოებების შესახებ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დახმარება გაუწია შპს ,,E---------------------------’’-ის დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, კერძოდ, ხელმოწერით დაადასტურა შპს ,,E---------------------------’’-ის მიერ წარდგენილი ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის სამუშაოების ამსახველი შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები-ფორმა N2 (დათარიღებული-30.06.15, 27.07.15, 25.08.15,24.09.15, 28.10.2015, 23.12.15, 15.02.16,07.03.16, 31.03.16, 21.04.16, 18.07.2016, 25.08.2016,10.10.2016 წწ), რის საფუძველზეც, შპს ,,E---------------------------’’-ის საბანკო ანგარიშზე 2015 წლის 11 მაისიდან 2016 წლის 09 ნოემბრამდე პერიოდში, ავანსად ჩარიცხული თანხის გათვალისწინებით, ქ.ფოთის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სრულად გადაირიცხა გ.ე----–-–---–ის მიერ მოთხოვნილი თანხა 1503513.92 ლარი, საიდანაც გ------ი ე----–-–---–მა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინა-აღმდეგოდ მიითვისა, ქ.ფოთის ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა 713284.95 ლარი.

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ------ი ე----–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა მითვისება ე.ი სამსახურებრივიმდ გომარეობის გამოყენებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება დიდი ოდენობით, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, ასევე ჩაიდინა ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის 17 აპრილს შპს ,,E---------------------------’’-ს და ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით, მასში ცვლილების შეტანის შესახებ N-8/1, 68/2, 68/3, 68/4, 68/5, 68/6, 68/7 შეთანხმებებითა და მათზე დართული ხარჯთაღრიცხვებით, ქ. ფოთის მერიის მიერ, შესყიდული იქნა ქ. ფოთში, რუსთაველის რკალსა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტროტუარების ბაზალტის ბორდიურებითა და ხელოვნური გრანიტის ფილებით მოწყობის სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულება განისაზღვრა1503664.61ლარით. სამუშაოების დაწყებამდე, შპს ,,E---------------------------’’-ს საბანკო ანგარიშზე, 2015 წლის 11 და 19 მაისს, ორი ტრანზაქციით, ქ.ფოთის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადაირიცხა საავანსო თანხა 400 000 ლარი.

სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას შპს ,,E---------------------------’’-ის დირექტორმა გ------ი ე----–-–---–მა ფინანსური სარგებლის გაზრდის მიზნით, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული გრანიტის ფილების ნაცვლად, ქ.ფოთში, რუსთაველის რკალსა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურად ამ სამუშაოებისათვის დაქირავებულ მუშა-ხელს დააგებინა ნაკლები ღირებულებისა და დაბალი ხარისხის მქონე, ბეტონის ფილები. ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას კი წარუდგინა ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის სამუშაოების ამსახველი შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები (ფორმა N2, ფორმაN3) და მიღება-ჩაბარების აქტები.

გ------ი ე----–-–---–ის მიერ წარდგენილი შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტების საფუძველზე, შპს ,,E---------------------------’’-ის საბანკო ანგარიშზე 2015 წლის 11 მაისიდან 2016 წლის 09 ნოემბრამდე პერიოდში, ავანსად ჩარიცხული თანხის გათვალისწინებით, ქ. ფოთის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სრულად გადაირიცხა მის მიერ მოთხოვნილი თანხა 1503513.92 ლარი, რითაც ის მოექცა გ------ი ე----–-–---–ის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში. აღნიშნული თანხიდან, გ------ი ე----–-–---–მა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, ქ.ფოთის ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა 713284.95 ლარი.

2015 წლის 17 აპრილს შპს ,,E---------------------------’’-ს და ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით, მასში ცვლილების შეტანის შესახებ N-8/1, 68/2, 68/3, 68/4, 68/5, 68/6, 68/7 შეთანხმებებითა და მათზე დართული ხარჯთაღრიცხვებით, ქ.ფოთის მერიის მიერ, შესყიდული იქნა ქ.ფოთში, რუსთაველის რკალსა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტროტუარების ბაზალტის ბორდიურებითა და ხელოვნური გრანიტის ფილებით მოწყობის სამუშაოები.

სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, შპს ,,E---------------------------’’-ის დირექტორმა გ------ი ე----–-–---–მა, ფინანსური სარგებლის გაზრდის მიზნით, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული გრანიტის ფილების ნაცვლად, ქ.ფოთში, რუსთაველის რკალსა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურად ამ სამუშაოებისათვის დაქირავებულ მუშა-ხელს დააგებინა ნაკლები ღირებულებისა და დაბალი ხარისხის მქონე, ბეტონის ფილები.

იმ მიზნით, რომ სრულად მიეღო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებითა და ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული თანხა, გ------ი ე----–-–---–მა 2015 წლის 27 ივლისიდან 2016 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდში, გამოყენების მიზნით დაამზადა ყალბი საანგარიშსწორებო ბარათები-შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები-ფორმა N2 და ფორმა N3-(დათარიღებული-27.07.15,25.08.15,24.09.15, 28.10.2015, 23.12.15, 15.02.16, 07.03.16, 31.03.16, 21.04.16, 18.07.2016,25.08.2016, 10.10.2016 წწ), რომლებშიც შეიტანა ყალბი მონაცემები შესრულებული სამუშაოების დასახელებისა და ღირებულების შესახებ, კერძოდ მიუთითა, რომ მის მიერ დაგებული იქნა ხელოვნური გრანიტის ფილები. აღნიშნული ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტები-შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები, გ------ი ე----–-–---–მა გამოიყენა ქ.ფოთის მერიასთან ანგარიშსწორებისათვის. კერძოდ წარადგინა ისინი ქ.ფოთის მერიაში, რის საფუძველზეც შპს ,,E---------------------------’’-ის საბანკო ანგარიშზე 2015 წლის 11 მაისიდან 2016 წლის 09 ნოემბრამდე პერიოდში, ავანსად ჩარიცხული თანხის გათვალისწინებით, ქ.ფოთის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სრულად გადაირიცხა მის მიერ მოთხოვნილი თანხა 1503513.92 ლარი.

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა-–---------ე თ-----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის 17 აპრილს შპს ,,E---------------------------’’-ს და ქ.ფოთის მუნიციპალი- ტეტის მერიას შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით, მასში ცვლილების შეტანის შესახებ N-8/1, 68/2, 68/3, 68/4, 68/5, 68/6, 68/7 შეთანხმებებითა და მათზე დართული ხარჯთაღრიცხვებით, ქ.ფოთის მერიის მიერ შესყიდული იქნა ქ.ფოთში, რუსთაველის რკალსა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტროტუარების ბაზალტის ბორდიურებითა და ხელოვნური გრანიტის ფილებით მოწყობის სამუშაოები.

სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას შპს ,,E---------------------------’’-ის დირექტორმა გ------ი ე----–-–---–მა, ფინანსური სარგებლის გაზრდის მიზნით, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული გრანიტის ფილების ნაცვლად, ქ.ფოთში, რუსთაველის რკალსა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურად ამ სამუშაოებისათვის დაქირავებულ მუშა-ხელს დააგებინა ნაკლები ღირებულებისა და დაბალი ხარისხის მქონე, ბეტონის ფილები.

იმ მიზნით, რომ შპს ,,E---------------------------’’-ს სრულად მიეღო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებითა და ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული თანხა, ა-–---------ე თ-----–---–მა, როგორც ზემოაღნიშნული ფირმის წარმომადგე- ნელმა, 2015 წლის 30 ივნისს, გამოყენების მიზნით დაამზადა ყალბი საანგარიშსწორებო ბარათი-შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტი (ფორმა N2 და ფორმა N3)- რომლებშიც შეიტანა ყალბი მონაცემები შესრულებული სამუშაოების დასახელებისა და ღირებულების შესახებ, კერძოდ მიუთითა, რომ შპს ,,E---------------------------’’-ს მის მიერ დაგებული იქნა ხელოვნური გრანიტის ფილები. აღნიშნული ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტები-შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები (ფორმა N2,ფორმა N3), ა-–---------ე თ-----–---–მა გამოიყენა ქ.ფოთის მერიასთან ანგარიშსწორებისათვის. კერძოდ წარადგინა ისინი ქ. ფოთის მერიაში, რის საფუძველზეც შპს ,,E---------------------------’’-ის 2015 წლის 07 ივლისს საბანკო ანგარიშზე გადაერიცხა შესრულებულ სამუშაოთა აქტებით -ფორმა N2 და ფორმა N3 გათვალისწინებული თანხა 93751.12 ლარის ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 09 ივლისის განაჩენით ზ------ ყ------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 24.182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და 24.182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

ზ------ ყ-------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ზ------ ყ------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ზ------ ჯ--------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 24.182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და 24.182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

ზ------ ჯ---------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ზ------ ჯ--------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ა-----– მ--–---- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 24.182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და 24.182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

ა-----– მ--–----ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ა-----– მ--–---- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

რ-----ი შ--------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 24.182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და 24.182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

რ-----ი შ---------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

რ-----ი შ--------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

გ------ი ე----–-–---–ს ბრალდებიდან ამოირიცხა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაზე მითითება.

გ------ი ე----–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 20 000 (ოცი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გ------ი ე----–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 20 000 (ოცი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ა-–---------ე თ-----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 09 ივლისის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა: მსჯავრდებულ რ-----ი შ---------ს, მსჯავრდებულ ზ------ ყ-------ს, მსჯავრდებულ ზ------ ჯ---------ს და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ---- ბ-----ს მიერ, რომლებმაც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 09 ივლისის განაჩენის გაუქმება და რ.შ---------ს ზ.ყ-------ს და ზ.ჯ---------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა მოითხოვეს.

აპელანტი მხარის მოსაზრებით რ-----ი შ---------ს, ზ------ ყ-------ს და ზ------ ჯ---------ს მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი ბრალდებულთათვის წაყენებული ბრალის დაუდასტურებლობის და უსაფუძვლობის გამო, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 24-182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით და სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდება. ასევე, არ დასტურდება სსკ-ის 342-ე მუხლის პირველის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა. არც განზრახი დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი არ არსებობს.

აპელანტები ასევე მიიჩნევენ, რომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ რ-----ი შ---------ს, ზ------ ყ-------ს და ზ------ ჯ---------ს ქმედებებში არ არის სსკ-ის 342-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. აღნიშნული ქმედება გამოიხატება სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობაში. კერძოდ, კი განაჩენით მათ ხელი მოაწერეს აქტებს ისე, რომ არ შეუმოწმებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული მასალისა და ხარისხის შესაბამისად შესრულდა თუ არა კომპანიის მიერ სამუშაოები, რითაც რეალური ზიანი მიადგა ქალაქ ფოთის მერიას და დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

უდავოა, რომ მოცულობები შესრულებული სამუშაოების იყო სწორი, რაც ექსპერტებმაც დაადასტურეს, ხოლო მასალის ხარისხს რას შეეხება, მისი ვიზუალურად განსაზღვრა, იყო თუ არა ხელოვნური გრანიტი, შეუძლებელია, რაც ასევე დაადასტურეს ექსპერტებმა.

სამედგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის - მ-------- წ--------–ის მიერ, რომელმაც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 09 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა მოითხოვა, კერძოდ: 1) გ------ი ე----–-–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ისეთი სასჯელის განსაზღვრა, რომელიც თავისუფლების აღკვეთასთან იქნება დაკავშირებული, ასევე ამავე დანაშაულისათვის გ.ე----–-–---–ის მიმართ სავალდებულო წესით დასანიშნი დამატებითი სასჯელის - თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის გამოყენება, ხოლო სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა. 2) რ-----ი შ---------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 24.182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ისეთი სასჯელების განსაძღვრა, რომელიც თავისუფლების აღკვეთასთან იქნება დაკავშირებული. 3) ა-----– მ--–----ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 24.182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ისეთი სასჯელების განსაძღვრა, რომელიც თავისუფლების აღკვეთასთან იქნება დაკავშირებული. 4) ზ------ ჯ---------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 24.182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ისეთი სასჯელების განსაძღვრა, რომელიც თავისუფლების აღკვეთასთან იქნება დაკავშირებული. 5) ზ------ ყ-------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 24.182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ისეთი სასჯელების განსაძღვრა, რომელიც თავისუფლების აღკვეთასთან იქნება დაკავშირებული. 6) ა-–---------ე თ-----–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 09 ივლისის განაჩენი არ შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-4 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს, რადგან: არ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებს. არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და ემყარება მცდარ დასკვნებს. ასევე უსამართლოა, ვინაიდან მსჯავრდებულებისათვის დაკისრებული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ რ-----ი შ---------ს, ა-----– მ--–----ს, ზ------ ჯ---------ს და ზ------ ყ-------ს, თითოეულ მათგანს გაცნობიერებული ჰქონდა მათ მიერ ფორმა №2-ის ხელმოწერით დადასტურების შემთხვევაში, თანხა შპს „E--------------------------”-ის ანგარიშზე გადაირიცხებოდა სხვა, ალტერნატიული გზით გადამოწმების გარეშე. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ისიც, რომ საქმის განხილვისას არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რომელიც ობიექტურად დაასაბუთებდა საჯარო მოხელეების სამსახურეობრივი უფლებამოსილებისადმი დაუდევარ დამოკიდებულებას. საქმის სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით ცალსახად დადგინდა ის, რომ ა-----– მ--–----მ, ზ------ ჯ---------მ, ზ------ ყ-------მ და რ-----ი შ---------მ განზრახ არ შეამოწმეს თუ რას წარმოადგენდა მიმწოდებელი კომპანიის მიერ ფაქტობრივად დაგებული ფილები, როცა ეს მათი ვალდებულება იყო.

მსჯავრდებულ ა-----– მ--–----ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ------ი მ----–------–---–ის მიერ, რომლებმაც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 09 ივლისის განაჩენის გაუქმება და ა.მ--–----ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა მოითხოვეს.

სააპელაციო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოწვეულმა მოწმეებმა, ყველამ გამონაკლისის გარეშე დაადასტურეს, რომ შეუძლებელი იყო (მითუმეტეს არა სპეციალისტისთვის) ვიზუალურად გარჩევა დაგებული ფილები წარმოადგენდა თუ არა ხელოვნურ გრანიტს. ეპიზოდზე, რომლის ხელმოწერასაც ედავებიან ა-----– მ--–----ს, საუბარი არის ტროტუარის 200 მეტრიან მონაკვეთზე. აღსანიშნავია, რომ ტროტუარების დაგება ხორციელდებოდა თითქმის 2 წლის განმავლობაში. აღნიშნულ ხელმოწერამდე უკვე დაგებული იყო 1000 მეტრზე მეტი მონაკვეთი, რომლის ხარისხიც როგორც აღმოჩნდა, მისაღები და შესაბამისად შეთანხმებული იყო ა-----– მ--–----ს ზემდგომ პირებთან. (იხ. მშენებლობის სამსახურის ზ------ ყ-------ს განმარტება შესავალ სიტყვაში, მოწმე ი-----–--------–--ს დაკითხვა, ასევე,დადასტურებული გახლდათ მშენებლობის უშუალო ტექნიკური ზედამხედველის, რ-----ი შ---------ს ხელმოწერით, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებდა მამუკა ყ-------ს 2015 წლის 17 აპრილის ბრძანებით), შესაბამისად, მას არ ჰქონდა არანაირი შესაძლებლობა ეჭვი შეეტანა ზემდგომი პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში და არც იურიდიული შესაძლებლობა, უფლებამოსილება გააჩნდა რევიზირება მოეხდინა ხარისხთან დაკავშირებული გადაწყვეტილებისა. (აღნიშნული კომპეტენციით, მასზე დაკისრებული მოვალეობით, რომ ყველა ცალკეულ პარტიაზე მოეთხოვა ცალკე საექსპერტო დასკვნა.)

მსჯავრდებულების გ------ი ე----–-–---–ის, ა-–---------ე თ-----–---–ის და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ------ი ლ---–---–ის მიერ, რომლებმაც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 09 ივლისის განაჩენის გაუქმება და გ.ე----–-–---–ისა და ალ.თ-----–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა მოითხოვეს. აპელანტ მხარეს ზემოაღნიშნული განაჩენი უკანონოდ და დაუსაბუთებელად მიაჩნია, ასევე თვლის, რომ გამამტყუნებელი განაჩენის სამოტივაციო ნაწილში მითითებული მსჯელობა და არგუმენტაცია არის მცდარი და არ შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობას, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად გამოტანილ იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

მხარეებს სააპელაციო საჩივრებზე შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ მ-------- წ--------–ს, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– ასევე აპელანტებს: მსჯავრდებულებს - ზ------ ყ-------ს, ზ------ ჯ---------ს, ა-----– მ--–----ს, რ-----ი შ---------ს, გ------ი ე----–-–---–ის, ა-–---------ე თ-----–---–ის და მათი ინტერესების დამცველ ადვოკატებს - ნ---- ბ-----ს, გ------ი მ----–------–---–ს და გ------ი ლ---–---–ს, რომლებიც პროკურორის სააპელაციო საცივარს არ დაეთანხმნენ და ტავიანთი სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილება მოითხოვეს.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენელი გ------ი ა-–--–---ს მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 17 აპრილს გაფორმდა ხელშეკრულება ფოთის მერსა და შპს ,,E---------------------------’’-ს დირექტორს შორის ქ.ფოთში რუსთაველის რკალის და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეთა ტროტუარის ხელოვნური გრანიტის ფილებით მოწყობის შესახებ, ხელოვნური გრანიტის მაგივრად დაგებული იქნა ბეტონის ფილები, ქ.ფოთის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სრულად გადაირიცხა თანხა 1503513 ლარი და ფოთის მერია ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შეადგენს 713284 ლარს.

მოწმის სახით დაკითხული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის - ი-–---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მოიპოვა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 2015 წლის თებერვლის თვეში გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული შპს „E---------------------------“-ი ხელოვნური გრანიტის ნაცვლად აგებდა ბეტონის ფილებს, შეისწავლა მომწოდებელი ორგანიზაციების ,,სერვის+“-ის და ინდმეწარმე მ--–------------ის საქმიანობა, რომლებიც მუშაობდნენ ქვიშა და ბეტონზე, მათ ოფიციალური დოკუმენტებით და ელექტრონული ზედნადებებით სხვა მასალების შეძენა არ უფიქსირდებოდათ, პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას და დაურთო შეგროვებული დოკუმენტები.

მოწმე ი-----–--------–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2014-2017 წლებში იყო ქალაქ ფოთის მერი. რუსთაველის რკალის და იუსტიციის სახლის მიმდებარედ ტროტუარის კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით შპს ,,E---------------------------“-ისთან გაფორმებულ ხელშეკრულებას მან მოაწერა ხელი, რის საფუძველზეც ხელოვნური გრანიტის ფილები უნდა დაეგოთ. სამუშაოების შესრულებას ზედამხედველო-ბდა ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური. მათი საქმიანობა ხორციელდებოდა შესაბამისი დებულებით, ამ სამსახურს უნდა შეემოწმებინა შესრულებული სამუშაოს ხარისხი, მოცულობა და შემდეგ შეედგინა აქტები, რის საფუძველზეც ფინანსური სამსახური რიცხავდა შესრულებული სამუშაოს ღირებულებას. მოწმის განმარტებით ბრალდებულებთან ერთად არაერთი პროექტი განახორციელა და ენდობოდა მათ, ამ სამსახურის უფროსი იყო ზ------ ჯ---------, რ-----ი შ--------- კი ფოთში ცნობილი იყო როგორც კარგი მშენებელი, სამსახურის უფროსის არ ყოფნისას მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა ა-----– მ--–----, რადგან ბიუროკრატიული ციკლი არ უნდა შეჩერებულიყო, პასუხისმგებელი სამსახურის უფროსი ზ------ ყ------- იყო, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კი ზ------ ჯ---------ც, რ-----ი შ--------- და ა-----– მ--–----ც, რომელიც იყო უფროსის მოადგილე და მისი არ ყოფნის დროს ასრულებდა მოვალეობას. ვიზუალურად ჩანდა, რომ სამუშაო შესრულებული იყო, მან არ იცოდა, რომ ხელოვნური გრანიტის ნაცვლად სხვა ფილა იქნა დაგებული და მიღება- ჩაბარების აქტს მოაწერა ხელი.

მოწმე ნ------–----------ს ჩვენებით დადგენილია, რომ გ------ი ე----–-–---–ის თხოვნით და მინდობილობით, ექსპერტის მონაწილეობით ქ.ფოთში რუსთაველის რკალზე შიდა წრეზე დაგებული ხუთი ცალი ფილის და გარე წრეზე ასევე ხუთი ცალი ფილის ამოღებას დაესწრო. ამოღებული ნიმუშები იყო სრულყოფილი, დაზიანების გარეშე, რომელიც დაილუქა და ამოღების ოქმს სხვებთან ერთად მოაწერა ხელი.

მოწმე ნ-----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მონაწილეობდა ქ.ფოთში მოპირკეთების სამუშაოების ღია ტენდერში, მისმა ფირმამ დაიანგარიშა შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება, ტყიბულის საამქროდან უნდა შემოეტანათ ხელოვნური გრანიტი, რომლის ნამდვილობა ლაბორატორიას უნდა შეემოწმებინა, შპს „E---------------------------“-მ დაბალი ფასი დადო და გაიმარჯვა ტენდერში, შემდეგ გაიგო, რომ ხელოვნური გრანიტის ნაცვლად სამუშაოების შესასრულებლად გამოყენებული იყო ბეტონის ფილა.

მოწმის სახით დაკითხული ტექნიკური უნივერისტეტის ლაბორატორიის თანამშრომლის - ნ--------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის აპრილის და ივნისის თვეში ორ ეტაპად გამოსაკვლევად წარმოადგინეს მყარი მასალის ნიმუშები, რომლებიც შემოწმდა ვიზუალურად გამადიდებელი შუშით და ჩაუტარდა ლაბორატორიუ-ლი კვლევა მჟავიანობის გამოყენებით, მიკროსკოპის და რენტგენოფონური (ლაზერი) ანალიზით. ამ კვლევის შედეგად ვერ იქნა მიღებული გრანიტისათვის დამახასიათებელი სტრუქტურა. ხელოვნური გრანიტი არის სხვადასხვა ზომის ბუნებრივი გრანიტის შეკავშირება-შეწებების გზით მიღებული და მათ ერთი და იგივე შემადგენლობა გააჩნია, ეს არის ინფუზიური და არა ვულკანური გზით წარმოშობილი მინერალი, ხოლო გამოსაკვლევი მასალა წარმოადგენდა ქვიშაქვების, კირქვების და სხვა ქანების შეწებებით მიღებულ ბეტონის მასალას, რომელსაც საერთო არაფერი გააჩნია ხელოვნურ გრანიტთან.

მოწმე მ--–--------------–--ის ჩვენებით, რომელიც არის ინჟინერ-მშენებელი და ტექნოლოგი დადგენილია, რომ ექსპერტიზის ჩატარების მიზნით წარედგინა ფილა, რომელზეც პეტროგრაფიული კვლევის შედეგად დადგენილი იყო, რომ არ წარმოადგენდა ხელოვნურ გრანიტს. მან ფილა დაჭრა 50 მმ-ის კუბებად და ჩაუტარა გამოკვლევა მისი სიმტკიცის და წყალშთანთქმის გასარკვევად, ყველა ფილის წყალშთანთქმა აღემატებოდა დადგენილ სტანდარტს, რაც ნიშნავს იმას, რომ ზამთარში ის გაიყინება და გაიბზარება, ასევე 10 ფილიდან 9 ფილის სიმკვრივე არ აკმაყოფილებდა დადგენილ სტანდარტს და საბოლოოდ დაასკვნა, რომ წარმოდგენილი იყო ბეტონის ფილა, რომელსაც ჰქონდა მაღალი წყალშთანთქმა, დაბალი სიმკვრივე და სიმტკიცე, იგი არ აკმაყოფილებდა 17/608-91 სახელმწიფო სტანდარტს და ტექნოლოგიურ მოთხოვნებს.

მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის ი------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ გამომძიებელ გ-------–------–--ს დადგენილების საფუძველზე ჩატარდა ორი ექსპერტიზა. ქ.ფოთში რუსთაველის რკალის და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილ- მოწყობის სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 790228.97 ლარს, სხვაობა იყო 713284,94 ლარი, შესრულებულ სამუშაოთა აქტებში ეწერა ხელოვნური გრანიტის ფილა, რომელზეც ექსპერტმა მ--–--------------–--ემ დაადგინა, რომ არ იყო გრანიტის ფილა, ხოლო მის მიერ ჩატარებული საინჟინრო ტექნიკური კვლევის ჩასატარებლად სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლის მონაწილეობით ამოიღეს 10 ფილის ნიმუში და ლაბორატორიული გამოკვლევით დადგინდა, რომ არცერთი მათგანი არ აკმაყოფილებდა гост 17608-91-ის მოთხოვნას, რადგან ტენდერის მიხედვით გათვალისწინებული ხელოვნური გრანიტის ფილის ნაცვლად რეალურად გამოყენებული იყო მოზაიკის ბეტონის ფილა, იყო სხვაობა წონაში და უხარისხოდ იყო შესრულებული, ტენდერით გათვალისწინებულ და ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოს შორის სხვაობა იყო 713284,95 ლარი.

მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის ს----------–--ის ჩვენებით, რომელიც მონაწილეობდა კომისიური ექსპერტიზის ჩატარებაში მიღებულ იქნა დასკვნა, რომლის თანახმადაც შესრულებული სამუშაოების აქტების-ფორმა N2-ის მიხედვით ფოთის მერიის მიერ შპს ,,E---------------------------’’-ის ანგარიშზე სრულად გადაირიცხა ხელშეკრულებით გაფორმებული თანხა 1 503 513.92 ლარი. სამუშაოების ფაქტობრივი შესრულება იყო 790 228.97, ხოლო 290618 ლარი წარმოადგენდა ხელოვნური გრანიტის ფილის ნაცვლად მოზაიკის ფილით ტროტუარის მოწყობის სამუშაოების ღირებულებას, სხვაობამ შეადგინა 713 284.95 ლარი და რადგან სამუშაო უხარისხოდ იყო შესრულებული 290 618 ლარი არ არის ჩათვლილი 713 284.95 ლარში, ასევე ბიუჯეტთან ანგარისწორების საკითხზე პასუხი არ გააჩნია, აღნიშნულის გაანგარიშება შემდეგ უნდა მოხდეს, ზიანის თანხა უნდა დაადგინოს სასამართლომ.

მოწმე გ-------–------–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე ჩაატარა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, ქ.ფოთის მერიიდან სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოიღო ყველა დოკუმენტაცია, რომელიც შეეხებოდა ქ. ფოთში რუსთაველის რკალის და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოებს, ამოიღო საბუღალტრო დოკუმენტაცია შპს „E---------------------------“-დან, დანიშნა საბუღალტრო-საინჟინრო ექსპერტიზა, ექსპერტების მონაწილეობით ამოიღო დაგებული ფილები და მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე მოხდა ამ პირების მიმართ ბრალდების წარდგენა.

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით დადგენილია, რომ შპს „E---------------------------”- ის მიერ ქ.ფოთში, რუსთაველის რკალზე სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ხელოვნური გრანიტის ფილების ნაცვლად დაგებულია ბეტონის ფილები, მიუხედავად აღნიშნულისა შპს „E---------------------------”-ის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციისთვის წარდგენილ იქნა ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის სამუშაოების ამსახველი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტები. მოთხოვნილი თანხა 363 403,25 ლარი ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ სრულად იქნა გაცემული. ამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2016 წლის 14 ნოემბერს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2016 წლის 15 ნოემბრის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს გამომძიებელ გ------ი ჯ---–--ს მიერ დათვალიერდა ინტერნეტ საიტ spa.ge-დან ამობეჭდილი დოკუმენტები ქალაქ ფოთში, რუსთაველის რკალის და ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის შესახებ განჩინების საფუძველზე 2016 წლის 06 დეკემბრის ამოღების ოქმით დადასტურებულია, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და საბუღალტრო სამსახურის უფროსის ნ-----------–---–ისგან ამოღებულია შპს „E---------------------------”-ისთან დაკავშირებით ხელშეკრულებები დანართებით, შესრულებულ სამუშაოთა აქტები ფორმა N2, ფორმა N3, თანხების მოთხოვნასთან და თანხების გადარიცხვასთან დაკავშირებული დოკუმენტები, მიღება - ჩაბარების აქტები, სამუშაოების ხარჯთაღრიცხვები და ყველა დოკუმენტაცია, რაც დაკავშირებულია ამ საზოგადოების მიერ ფოთის რკალის მოწყობასთან დაკავშირებით.

2015 წლის 17 აპრილის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N-8 ხელშეკრულებით დადასტურებულია, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ი-----–--------–--ს და შპს „E---------------------------”-ის წარმომადგენელ ა-–---------ე თ-----–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულება ქალაქ ფოთში რუსთაველის რკალის ტროტუარის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით, სამუშაოების საერთო ღირებულებამ შეადგინა 1,369,997,00 ლარი დღგ-ის ჩათვლით, რომლის ხარჯთაღრიცხვამ შეადგინა 1369996,98 ლარი.

2013 წლის 07 ნოემბრის სანოტარო აქტით დადასტურებულია, რომ შპს „E---------------------------”-ის დირექტორმა გ------ი ე----–-–---–მა უფლებამოსილება მიანიჭა ა-–---------ე თ-----–---–ს იყოს შპს „E---------------------------”-ის სრულუფლებიანი წარმომადგენელი.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის N10/40 განკარგულებით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს მიეცა თანხმობა დაედო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (მრავალწლიანი) რუსთაველის რკალის ტროტუარის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „E----------------------------”-ისთან.

2015 წლის 17 აპრილის N-8 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 2015 წლის 11 ივნისის N-8/1 შეთანხმებით დადასტურებულია, რომ ცვლილებები შევიდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და შპს „E---------------------------”-ის შორის 2015 წლის 17 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულებაში და ხარჯთაღრიცხვაში. სამუშაოების საერთო ღირებულება განისაზღვრა 1506089,97 ლარით დღგ-ს ჩათვლით, რასაც ხელს აწერს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ვიცე მერი ლევან ჩოჩია, შპს „E---------------------------”-ის წარმომადგენელი ა-–---------ე თ-----–---–ი, დამოწმებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყო-ბის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროს მამუკა ყ-------ს მიერ.

ქალაქ ფოთში იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიის დამატებითი სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით დანართი 1-ით დადასტურებულია, რომ სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 136092.97 ლარი, საიდანაც გრანიტის ფილის ღირებულება მითითებულია 29235.30 ლარი, რასაც ხელს აწერს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ვიცე მერი ლევან ჩოჩია, შპს „E---------------------------”-ის წარმომადგენელი ა-–---------ე თ-----–---–ი, დამოწმებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროს მამუკა ყ-------ს მიერ.

2015 წლის 17 აპრილის N-8 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 2015 წლის 29 ივნისის N-8/2 შეთანხმებით დადასტურებულია, რომ ცვლილებები შევიდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და შპს „E---------------------------”-ის შორის 2015 წლის 17 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულებაში და ხელშეკრულებას დაემატა 5.5 პუნქტი, რომლის თანახმად მიმწოდებლის მიერ ეტაპობრივად მოწოდებული სამუშაოს მოცულობის და ღირებულების შესაბამისად, წინასწარი ანგარიშსწორების საფუძველზე მიღებული ავანსის თანხა დაკავებულ იქნას პროპორციულად არანაკლებ 30%-ისა, რასაც ხელს აწერს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ი-----–--------–--, შპს „E---------------------------”-ის წარმომადგენელი ალ. თ-----–---–ი, დამოწმებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროს მამუკა ყ-------ს მიერ.

2015 წლის 17 აპრილის N-8 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 2015 წლის 24 აგვისტოს N-8/3 შეთანხმებით დადასტურებულია, რომ ცვლილებები შევიდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და შპს „E---------------------------”-ის შორის 2015 წლის 17 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულებაში და ხარჯთაღრიცხვაში, სამუშაოების საერთო ღირებულება განისაზღვრა 1503869,84 ლარით დღგ-ს ჩათვლით, რასაც ხელს აწერს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ი-----–--------–-- და შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი, დამოწმებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროს მამუკა ყ-------ს მიერ.

ქალაქ ფოთში რუსთაველის რკალის ტროტუარების კეთილმოწყობის ხარჯთაღრი- ცხვით დადასტურებულია, რომ სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 1367776.87 ლარი, საიდანაც გრანიტის ფილის ღირებულება მითითებულია 114992.18 ლარი, რასაც ხელს აწერს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ი-----–--------–-- და შპს „Engineering services company”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი, დამოწმებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროს მამუკა ყ-------ს მიერ.

2015 წლის 17 აპრილის N-8 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 2015 წლის 11 დეკემბრის N-8/4 შეთანხმებით დადასტურებულია, რომ ცვლილებები შევიდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და შპს „E---------------------------”-ის შორის 2015 წლის 17 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულებაში და ხელშეკრულებით გათვალისწი- ნებული შესყიდვის ობიექტის ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ჩამოყალიბდა თანახმად დანართი N1-ისა, რასაც ხელს აწერს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ი-----–--------–-- და შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი.

ქალაქ ფოთში რუსთაველის რკალის ტროტუარის კეთილმოწყობის სამუშაოების კორექტირებული დანართი N1-ით დადასტურებულია, რომ ხარჯთაღრიცხვამ შეადგინა 1367776.86 ლარი, საიდანაც გრანიტის ფილის ღირებულება მითითებულია 114992.18 ლარი, რასაც ხელს აწერს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ი-----–--------–-- და შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი, დამოწმებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროს მამუკა ყ-------ს მიერ.

ქალაქ ფოთში რუსთაველის რკალის ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვით დადასტურებულია, რომ მთლიანობაში სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 1367776,86 ლარი, საიდანაც გრანიტის ფილის ღირებულება მითითებულია 114992.18 ლარი, რასაც ხელს აწერს შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი.

2015 წლის 17 აპრილის N-8 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 2016 წლის 12 თებერვლის N-8/5 შეთანხმებით დადასტურებულია, რომ ცვლილებები შევიდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და შპს „E---------------------------”-ის შორის 2015 წლის 17 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულებაში და ხელშეკრულებით გათვალისწი- ნებული შესყიდვის ობიექტის ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ჩამოყალიბდა თანახმად დანართი N1-ისა, რუსთაველის რკალის ტროტუარების რეაბილიტაციის ხარჯთაღრიცხვა შეადგენს 1367571,64 ლარს, ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 1503664,61 ლარით დღგ-ს ჩათვლით, რასაც ხელს აწერს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია და შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი.

ქალაქ ფოთში რუსთაველის რკალის ტროტუარების რეაბილიტაციის კეთილმოწყობის სამუშაოების კორექტირებული ხარჯთაღრიცხვით დადასტურებულია, რომ სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 1367571,64 ლარი, საიდანაც გრანიტის ფილის ღირებულება მითითებულია 161302,59 ლარი, რასაც ხელს აწერს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ი-----–--------–-- და შპს „E--------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი, დამოწმებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროს მამუკა ყ-------ს მიერ.

ქალაქ ფოთში რუსთაველის რკალის ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვით დადასტურებულია, რომ სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 1367571,64 ლარი, საიდანაც გრანიტის ფილის ღირებულება მითითებულია 161302,59 ლარი, რასაც ხელს აწერს შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი.

ქალაქ ფოთში რუსთაველის რკალის ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვით დადასტურებულია, რომ სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 1367571,64 ლარი, საიდანაც გრანიტის ფილის ღირებულება მითითებულია 161302,59 ლარი, რასაც ხელს აწერს შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი.

2015 წლის 17 აპრილის N-8 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 2016 წლის 15 ივლისის N-8/6 შეთანხმებით დადასტურებულია, რომ ცვლილებები შევიდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და შპს „E---------------------------”-ის შორის 2015 წლის 17 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულებაში და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ხარჯთაღრიცხვა დანართი 1 (რუსთაველის რკალის ტროტუარის რეაბილიტაციის კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა) ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის ღირებულება შეადგენს 1367542,90 ლარს. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 1503635,87 ლარით, დღგ-ს ჩათვლით, რასაც ხელს აწერს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ი-----–--------–-- და შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი.

ქალაქ ფოთში რუსთაველის რკალის ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოების კორექტირებული ხარჯთაღრიცხვით დადასტურებულია, რომ სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 1 367 542,90 ლარი, საიდანაც გრანიტის ფილის ღირებულება მითითებულია 204774,21 ლარი, რასაც ხელს აწერს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ი-----–--------–--, შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი, დამოწმებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის სამსახურის უფროსის ზ------ ჯ---------ს მიერ.

ქალაქ ფოთში რუსთაველის რკალის ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოების კორექტირებული ხარჯთაღრიცხვით დადასტურებულია, რომ სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 1 367 542,90 ლარი, საიდანაც გრანიტის ფილის ღირებულება მითითებულია 204774,21 ლარი.

2015 წლის 17 აპრილის N-8 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 2016 წლის 30 სექტემბრის N-8/7 შეთანხმებით დადასტურებულია, რომ ცვლილებები შევიდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და შპს „E---------------------------”-ის შორის 2015 წლის 17 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულებაში და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ხარჯთაღრიცხვა დანართი 1 (რუსთაველის რკალის ტროტუარის რეაბილიტაციის კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა) ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის ღირებულება შეადგენს 1367542,90 ლარს. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 1503635,87 ლარით, დღგ-ს ჩათვლით, რასაც ხელს აწერს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ი-----–--------–-- და შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი.

ქალაქ ფოთში რუსთაველის რკალის ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვით დადასტურებულია, რომ სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 1 367 542,90 ლარი, საიდანაც გრანიტის ფილის ღირებულება მითითებულია 338 563,41 ლარი, რასაც ხელს აწერს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ი-----–--------–-- და შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი, დამოწმებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის სამსახურის უფროს ზ------ ჯ---------ს მიერ.

ქალაქ ფოთში იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიის დამატებითი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვით დადასტურებულია, რომ სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 136 092,97 ლარი, საიდანაც გრანიტის ფილის ღირებულება მითითებულია 29235,30 ლარი, რასაც ხელს აწერს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ი-----–--------–-- და შპს „Engineering services company”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი, დამოწმებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის სამსახურის უფროს ზ------ ჯ---------ს მიერ.

ქალაქ ფოთში რუსთაველის რკალის ტროტუარების კეთილმოწყობის ხარჯთ- აღრიცხვით დადასტურებულია, რომ სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 1 367 542, 90 ლარი, საიდანაც გრანიტის ფილის ღირებულება მითითებულია 338 563,41 ლარი, რასაც ხელს აწერს შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი.

2015 წლის 08 მაისის N30 ვალდებულების დოკუმენტით და 2015 წლის 11 მაისის N00020 საგადასახადო მოთხოვნით დადასტურებულია თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერიის მიერ შპს „E---------------------------”-ისთვის სს „კორსტანდარტ ბანკი“-ს მეშვეობით 300 000 (სამასი ათასი) ლარის გადარიცხვა, ხოლო N00022 საგადასახადო მოთხოვნით დადასტურებულია 2015 წლის 19 მაისს 100 000 (ასი ათასი) ლარის გადარიცხვა სს „კორსტანდარტ ბანკი“-ს მეშვეობით, რითაც ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადაზღვევო კომპანია უნისონის მიერ საბანკო გარანტიის საფუძველზე გაცემული ავანსის თანხა 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი შემსყიდველის მიერ სრულად გადაირიცხა შპს „E---------------------------”- ის სახელზე.

2015 წლის 19 მაისის N33 ვალდებულების დოკუმენტით და 2015 წლის 03 ივნისის საგადასახადო ანგარიშფაქტურით N ეა-044579739 დადასტურებულია შპს „E---------------------------”-ისთვის 133 930.17 ლარის ღირებულების საქონლის შეძენა, რომლის თანხამ შეადგინა 20430.03 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

2015 წლის 30 ივნისის ფორმა N3-ით დადასტურებულია ქალაქ ფოთში რუსთაველის რკალის ტროტუარის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა, რომლის ღირებულება დღგ-ს ჩათვლით წარმოადგენს 93751,12 ლარს, რასაც ხელს აწერს მიმწოდებელი შპს „E----------------------------”-ის დირექტორის მინდობილი პირი, ა-–---------ე თ-----–---–ი და შემსყიდველი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი - მამუკა ყ-------.

2015 წლის 30 ივნისის შესრულებული სამუშაოს აქტით, ფორმა N2-ით, დადასტურებულია 133930.17 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულება, საიდანაც გრანიტის ფილის ღირებულება შეადგენს 29235.30 ლარს, რასაც ხელს აწერეს მიმწოდებელი შპს „E---------------------------”-ის დირექტორის მინდობილი პირი, ა-–---------ე თ-----–---–ი და შემსყიდველი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მამუკა ყ-------, შეამოწმა მთავარმა სპეციალისტმა - რ-----ი შ---------მ.

2016 წლის 29 ნოემბრის N52 ვალდებულების დოკუმენტით და 2015 წლის 07 ივლისის N00042 საგადასახადო მოთხოვნით დადასტურებულია თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერიის მიერ შპს „E---------------------------”- ისთვის სს „ტერა ბანკი“-ს მეშვეობით 93,751,12 ლარის გადარიცხვა.

2015 წლის 03 ივლისის საგადასახადო ანგარიშფაქტურით Nეა-04 4953452 დადასტურებულია შპს „E---------------------------”-ისთვის 105129.82 ლარის ღირებულების საქონლის შეძენა, რომლის თანხამ შეადგინა 16036.75 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

2015 წლის 27 ივლისის ფორმა N3-ით, დადასტურებულია ქალაქ ფოთში, რუსთაველის რკალის ტროტუარის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა, რომლის ღირებულება დღგ-ს ჩათვლით წარმოადგენს 73590,87 ლარს, რასაც ხელს აწერს შემსყიდველი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მამუკა ყ------- და მიმწოდებელი შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი.

2015 წლის 27 ივლისის შესრულებული სამუშაოს აქტით, ფორმა N2-ით, დადასტურებულია 105129.82 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულება, საიდანაც გრანიტის ფილის ღირებულება შეადგენს 27116.80 ლარს, რასაც ხელს აწერეს შემსყიდველი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მამუკა ყ------- და მიმწოდებელი შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი, შეამოწმა მთავარმა სპეციალისტმა რ-----ი შ---------მ.

2016 წლის 29 ნოემბრის N57 ვალდებულების დოკუმენტით (ს.ფ 337, ტ1) და 2015 წლის 10 აგვისტოს N00048 საგადასახადო მოთხოვნით, დადასტურებულია თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერიის მიერ შპს „E---------------------------”- ისთვის სს „ტერა ბანკი“-ს მეშვეობით 73,590.87 ლარის გადარიცხვა.

2015 წლის 03 აგვისტოს საგადასახადო ანგარიშფაქტურით N ეა-04 5473221 დადასტურებულია შპს „E---------------------------”-ისთვის 255908.63 ლარის ღირებულების საქონლის შეძენა, რომლის თანხამ შეადგინა 39036.91 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

2015 წლის 25 აგვისტოს ფორმა N3-ით, დადასტურებულია ქალაქ ფოთში, რუსთაველის რკალის ტროტუარის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა, რომლის ღირებულება დღგ-ს ჩათვლით წარმოადგენს 179136,05 ლარს, რასაც ხელს აწერს შემსყიდველი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მამუკა ყ------- და მიმწოდებელი შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი.

2015 წლის 25 აგვისტოს შესრულებული სამუშაოს აქტით, ფორმა N2-ით, დადასტურებულია 255 908,63 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულება, საიდანაც ხელოვნური გრანიტის ფილის მოწყობის ღირებულება შეადგენს 32548,11 ლარს, რასაც ხელს აწერეს შემსყიდველი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მამუკა ყ------- და მიმწოდებელი შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი, შეამოწმა მთავარმა სპეციალისტმა რ-----ი შ---------მ.

2016 წლის 29 ნოემბრის N-4 ვალდებულების დოკუმენტით და 2015 წლის 01 სექტემბრის N00054 საგადასახადო მოთხოვნით დადასტურებულია თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერიის მიერ შპს „E---------------------------”- ისთვის სს „ტერაბანკი“-ს მეშვეობით 179,136.05 ლარის გადარიცხვა.

2015 წლის 03 აგვისტოს საგადასახადო ანგარიშფაქტურით N ეა-04 5986233 დადასტურებულია შპს „E---------------------------”-ისთვის 183466.49 ლარის ღირებულების საქონლის შეძენა, რომლის თანხამ შეადგინა 27986.41 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

2015 წლის 25 აგვისტოს ფორმა N3-ით დადასტურებულია ქალაქ ფოთში, რუსთაველის რკალის ტროტუარის კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულება, რომლის ღირებულება დღგ-ს ჩათვლით წარმოადგენს 128426,54 ლარს, რასაც ხელს აწერს შემსყიდველი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მამუკა ყ------- და მიმწოდებელი შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი.

2015 წლის 24 სექტემბრის შესრულებული სამუშაოს აქტით, ფორმა N2-ით, დადასტურებულია 183466,49 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულება, საიდანაც გრანიტის ფილის ღირებულება შეადგენს 29235,30 ლარს, რასაც ხელს აწერს შემსყიდველი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მამუკა ყ------- და მიმწოდებელი შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი, შეამოწმა მთავარმა სპეციალისტმა რ-----ი შ---------მ.

2016 წლის 29 ნოემბრის N-9 ვალდებულების დოკუმენტით (ს.ფ 355, ტ1) და 2015 წლის 30 სექტემბრის N00063 საგადასახადო მოთხოვნით, დადასტურებულია თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერიის მიერ შპს „E---------------------------”- ისთვის სს „ტერა ბანკი“-ს მეშვეობით 128,426,54 ლარის გადარიცხვა (ს.ფ 356, ტ1)

2015 წლის 03 ოქტომბრის საგადასახადო ანგარიშფაქტურით N ეა-04 6599010 დადასტურებულია შპს „E---------------------------”-ისთვის 100324,54 ლარის ღირებულების საქონლის შეძენა, რომლის თანხამ შეადგინა 15303.74 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

2015 წლის 28 ოქტომბრის N-44 შუალედური შესრულების აქტით დადასტურებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ი-----–--------–--ს და შპს „E---------------------------”-ის მიერ 2015 წლის 27 აპრილის N-8 ხელშეკრულების შესაბამისად ქ.ფოთში რუსთაველის რკალის კეთილმოწყობის შუალედური შესრულების სამუშაოების 100324,54 ლარის სამუშაოს შესრულება დღგ-ს ჩათვლით, რასაც ხელს აწერენ მიმღები, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ი-----–--------–--, ჩამბარებელი შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი და მაკონტროლებელი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყო-ბის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ა-----– მ--–----.

2015 წლის 28 ოქტომბრის ფორმა N3-ით, დადასტურებულია ქალაქ ფოთში, რუსთაველის რკალის ტროტუარის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა, რომლის ღირებულება დღგ-ს ჩათვლით წარმოადგენს 25095,42 ლარს, რასაც ხელს აწერს შემსყიდველი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ა-----– მ--–---- და მიმწოდებელი შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი.

2015 წლის 28 ოქტომბერს შესრულებული სამუშაოს აქტით, ფორმა N2-ით, დადასტურებულია 100324,54 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულება, საიდანაც გრანიტის ფილის ღირებულება შეადგენს 11439,90 ლარს, რასაც ხელს აწერენ შემსყიდველი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ა-----– მ--–----, მიმწოდებელი შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი, შეამოწმა მთავარმა სპეციალისტმა რ-----ი შ---------მ.

2016 წლის 29 ნოემბრის N75 ვალდებულების დოკუმენტით და 2015 წლის 30 ოქტომბრის N00069 საგადასახადო მოთხოვნით დადასტურებულია თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერიის მიერ შპს „E---------------------------”- ისთვის სს „ტერა ბანკი“-ს მეშვეობით 25,095.42 ლარის გადარიცხვა.

2015 წლის 03 დეკემბრის საგადასახადო ანგარიშფაქტურით N ეა-04 7686862 დადასტურებულია შპს „E---------------------------”-ისთვის 121240.35 ლარის ღირებულების საქონლის შეძენა, რომლის თანხამ შეადგინა 18494.29 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

2015 წლის 23 დეკემბრის N811 შუალედური შესრულების აქტით დადასტურებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ი-----–--------–--ს და შპს „E---------------------------”-ის მიერ 2015 წლის 27 აპრილის N-8 ხელშეკრულების შესაბამისად ქ.ფოთში რუსთაველის რკალის კეთილმოწყობის შუალედური შესრულების სამუშაოების 121240,35 ლარის სამუშაოს შესრულება დღგ-ს ჩათვლით, რასაც ხელს აწერენ მიმღები, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ი-----–--------–--, ჩამბარებელი შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი და მაკონტროლებელი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყო-ბის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მამუკა ყ-------.

2015 წლის 23 დეკემბრის ფორმა N3-ით, დადასტურებულია ქალაქ ფოთში, რუსთაველის რკალის ტროტუარის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა რომლის ღირებულება დღგ-ს ჩათვლით წარმოადგენს 400 000 ლარს, რასაც ხელს აწერს შემსყიდველი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტქრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მამუკა ყ------- და მიმწოდებელი შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი.

2015 წლის 23 დეკემბრის შესრულებული სამუშაოს აქტით, ფორმა N2-ით, დადასტურებულია 121240,35 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულება, საიდანაც ხელოვნური გრანიტის ფილის მოწყობის ღირებულება შეადგენს 32040,45 ლარს, რასაც ხელს აწერენ შემსყიდველი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მამუკა ყ-------, მიმწოდებელი შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი, შეამოწმა მთავარმა სპეციალისტმა რ-----ი შ---------მ.

2016 წლის 03 თებერვლის საგადასახადო ანგარიშფაქტურით N ეა-04 8637829 დადასტურებულია შპს „E---------------------------”-ისთვის 187477.55 ლარის ღირებულების საქონლის შეძენა, რომლის თანხამ შეადგინა 28598.27 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

2016 წლის 15 თებერვლის N81 შუალედური შესრულების აქტით დადასტურებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ი-----–--------–--ს და შპს „E---------------------------”-ის მიერ 2015 წლის 27 აპრილის N-8 ხელშეკრულების შესაბამისად ქ. ფოთში რუსთაველის რკალის კეთილმოწყობის შუალედური შესრულების სამუშაოების 187477,55 ლარის სამუშაოს შესრულება დღგ-ს ჩათვლით, რასაც ხელს აწერენ მიმღები, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ი-----–--------–--, ჩამბარებელი შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი და მაკონტროლებელი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მამუკა ყ-------.

2016 წლის 15 თებერვლის ფორმა N3-ით, დადასტურებულია ქალაქ ფოთში, რუსთაველის რკალის ტროტუარის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა, რომლის ღირებულება დღგ-ს ჩათვლით წარმოადგენს 187 477,55 ლარს, რასაც ხელს აწერს შემსყიდველი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მამუკა ყ------- და მიმწოდებელი შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი.

2016 წლის 15 თებერვლის შესრულებული სამუშაოს აქტით, ფორმა N2-ით, დადასტურებულია 187477,55 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულება, საიდანაც ხელოვნური გრანიტის ფილის მოწყობის ღირებულება შეადგენს 46315,55 ლარს, რასაც ხელს აწერენ შემსყიდველი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მამუკა ყ-------, მიმწოდებელი შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი, შეამოწმა მთავარმა სპეციალისტმა რ-----ი შ---------.

2016 წლის 29 ნოემბრის N5 ვალდებულების დოკუმენტით და 2016 წლის 29 თებერვლის N00006 საგადასახადო მოთხოვნით, დადასტურებულია თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერიის მიერ შპს „E---------------------------”- ისთვის სს „ტერა ბანკი“-ს მეშვეობით 187,477,55 ლარის გადარიცხვა.

2016 წლის 03 მარტის საგადასახადო ანგარიშფაქტურით N ეა-04 9011744 დადასტურებულია შპს „E---------------------------”-ისთვის 139351.7 ლარის ღირებულების საქონლის შეძენა, რომლის თანხამ შეადგინა 21257.04 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

2016 წლის 15 თებერვლის N81 შუალედური შესრულების აქტით დადასტურებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ი-----–--------–--ს და შპს „E---------------------------”-ის მიერ 2015 წლის 27 აპრილის N-8 ხელშეკრულების შესაბამისად ქ. ფოთში რუსთაველის რკალის კეთილმოწყობის შუალედური შესრულების სამუშაოების 139351,70 ლარის სამუშაოს შესრულება დღგ-ს ჩათვლით, რასაც ხელს აწერენ მიმღები, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ი-----–--------–--, ჩამბარებელი შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი და მაკონტროლებელი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მამუკა ყ-------.

2016 წლის 07 მარტის ფორმა N3-ით, დადასტურებულია ქალაქ ფოთში, რუსთაველის რკალის ტროტუარის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება, რომლის ღირებულება დღგ-ს ჩათვლით წარმოადგენს 139351,70 ლარს, რასაც ხელს აწერს შემსყიდველი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მამუკა ყ------- და მიმწოდებელი შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი.

2016 წლის 07 მარტის შესრულებული სამუშაოს აქტით, ფორმა N2-ით, დადასტურე- ბულია 139351,70 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულება, საიდანაც გრანიტის ფილის ღირებულება შეადგენს 9914,58 ლარს, რასაც ხელს აწერენ შემსყიდველი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მამუკა ყ-------, მიმწოდებელი შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი, შეამოწმა მთავარმა სპეციალისტმა რ-----ი შ---------მ.

2016 წლის 29 ნოემბრის N10 ვალდებულების დოკუმენტით და 2016 წლის 15 მარტის N00011 საგადასახადო მოთხოვნით, დადასტურებულია თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერიის მიერ შპს „E---------------------------”- ისთვის სს „ტერა ბანკი“-ს მეშვეობით 132,384,00 ლარის გადარიცხვა.

2016 წლის 29 ნოემბრის N21 ვალდებულების დოკუმენტით და 2016 წლის 05 აპრილის N00019 საგადასახადო მოთხოვნით, დადასტურებულია თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერიის მიერ შპს „E---------------------------”- ისთვის სს „ტერა ბანკი“-ს მეშვეობით 6,967,70 ლარის გადარიცხვა.

2016 წლის 03 მარტის საგადასახადო ანგარიშფაქტურით N ეა-04 9427267 დადასტურებულია შპს „E---------------------------”-ისთვის 97556.68 ლარის ღირებულების საქონლის შეძენა, რომლის თანხამ შეადგინა 14881.53 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

2016 წლის 31 მარტის N172 შუალედური შესრულების აქტით დადასტურებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ი-----–--------–--ს და შპს „E---------------------------”-ის მიერ 2015 წლის 27 აპრილის N-8 ხელშეკრულების შესაბამისად ქ. ფოთში რუსთაველის რკალის კეთილმოწყობის შუალედური შესრულების სამუშაოების 97556,68 ლარის სამუშაოს შესრულება დღგ-ს ჩათვლით, რასაც ხელს აწერენ მიმღები, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ჩოჩია, ჩამბარებელი შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი და მაკონტროლებელი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური უფროსი მამუკა ყ-------.

2016 წლის 31 მარტის ფორმა N3-ით, დადასტურებულია ქალაქ ფოთში, რუსთაველის რკალის ტროტუარის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება, რომლის ღირებულება დღგ-ს ჩათვლით წარმოადგენს 97556,68 ლარს, რასაც ხელს აწერს შემსყიდველი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მამუკა ყ------- და მიმწოდებელი შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი.

2016 წლის 31 მარტის შესრულებული სამუშაოს აქტით, ფორმა N2-ით, დადასტურებულია 97556,68 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულება, საიდანაც გრანიტის ფილის ღირებულება შეადგენს 8897,70 ლარს, რასაც ხელს აწერენ შემსყიდველი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ისფრასტუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მამუკა ყ-------, მიმწოდებელი შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი, შეამოწმა მთავარმა სპეციალისტმა რ-----ი შ---------მ.

2016 წლის 29 ნოემბრის N30 ვალდებულების დოკუმენტით და 2016 წლის 12 აპრილის N00024 საგადასახადო მოთხოვნით, დადასტურებულია თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერიის მიერ შპს „E---------------------------”- ისთვის სს „ტერა ბანკი“-ს მეშვეობით 92,680,00 ლარის გადარიცხვა.

2016 წლის 29 ნოემბრის N31 ვალდებულების დოკუმენტით (ს.ფ 330, ტ1) და 2016 წლის 12 აპრილის N00025 საგადასახადო მოთხოვნით, დადასტურებულია თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერიის მიერ შპს „E---------------------------”- ისთვის სს „ტერაბანკი“-ს მეშვეობით 4,876,68 ლარის გადარიცხვა.

2016 წლის 03 მარტის საგადასახადო ანგარიშფაქტურით N ეა-04 9819277 დადასტურე- ბულია შპს „E---------------------------”-ისთვის 31163.92 ლარის ღირებულების საქონლის შეძენა, რომლის თანხამ შეადგინა 4753,82 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

2016 წლის 21 აპრილის N214 შუალედური შესრულების აქტით დადასტურებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ი-----–--------–--ს და შპს „E---------------------------”-ის მიერ 2015 წლის 27 აპრილის N-8 ხელშეკრულების შესაბამისად ქ.ფოთში რუსთაველის რკალის კეთილმოწყობის შუალედური შესრულების სამუშაოების 31163,92 ლარის სამუშაოს შესრულება დღგ-ს ჩათვლით, რასაც ხელს აწერენ მიმღები, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუკავა, ჩამბარებელი შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი და მაკონტროლებელი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მამუკა ყ-------.

2016 წლის 21 აპრილის ფორმა N3-ით დადასტურებულია ქალაქ ფოთში, რუსთაველის რკალის ტროტუარის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით შესრულებული სამუშაოები, რომლის ღირებულება დღგ-ს ჩათვლით წარმოადგენს 31163,92 ლარს, რასაც ხელს აწერს შემსყიდველი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მამუკა ყ------- და მიმწოდებელი შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი.

2016 წლის 21 აპრილის შესრულებული სამუშაოს აქტით, ფორმა N2-ით, დადასტურე- ბულია 31163,94 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულება, საიდანაც ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის ღირებულება შეადგენს 31163,94 ლარს, რასაც ხელს აწერენ შემსყიდველი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მამუკა ყ-------, მიმწოდებელი შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი, შეამოწმა მთავარმა სპეციალისტმა რ-----ი შ---------მ.

2016 წლის 29 ნოემბრის N34 ვალდებულების დოკუმენტით და 2016 წლის 26 აპრილის N00028 საგადასახადო მოთხოვნით, დადასტურებულია თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერიის მიერ შპს „E---------------------------”- ისთვის სს „ტერა ბანკი“-ს მეშვეობით 29,606.45 ლარის გადარიცხვა.

2016 წლის 29 ნოემბრის N48 ვალდებულების დოკუმენტით და 2016 წლის 17 ივნისის N00038 საგადასახადო მოთხოვნით, დადასტურებულია თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერიის მიერ შპს „E---------------------------”- ისთვის სს „ტერა ბანკი“-ს მეშვეობით 1,557,47 ლარის გადარიცხვა.

2016 წლის 03 ივლისის საგადასახადო ანგარიშფაქტურით N ეა-13 1618448 დადასტურებულია შპს „E---------------------------”-ისთვის 60994.8 ლარის ღირებულების საქონლის შეძენა, რომლის თანხამ დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 9304.29 ლარი.

2016 წლის 18 ივლისის N436 შუალედური შესრულების აქტით დადასტურებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ი-----–--------–--ს და შპს „E---------------------------”-ის მიერ 2015 წლის 27 აპრილის N-8 ხელშეკრულების შესაბამისად ქ.ფოთში რუსთაველის რკალის კეთილმოწყობის შუალედური შესრულების სამუშაოების 60994,80 ლარის სამუშაოს შესრულება დღგ-ს ჩათვლით, რასაც ხელს აწერენ მიმღები, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუკავა, ჩამბარებელი შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი და მაკონტროლებელი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ზ------ ჯ---------.

2016 წლის 18 ივლისის ფორმა N3-ით, დადასტურებულია ქალაქ ფოთში, რუსთაველის რკალის ტროტუარის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა, რომლის ღირებულება დღგ-ს ჩათვლით წარმოადგენს 60994,80 ლარს, რასაც ხელს აწერს შემსყიდველი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ზ------ ჯ--------- და მიმწოდებელი შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი.

2016 წლის 17 აპრილის შესრულებული სამუშაოს აქტით, ფორმა N2-ით, დადასტურებულია 60994,80 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულება, საიდანაც ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის ღირებულება შეადგენს 31014,84 ლარს, რასაც ხელს აწერენ შემსყიდველი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ზ------ ჯ---------, მიმწოდებელი შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი, შეამოწმა მთავარმა სპეციალისტმა რ-----ი შ---------მ.

2016 წლის 29 ნოემბრის N-1 ვალდებულების დოკუმენტით და 2016 წლის 29 ივლისის N00049 საგადასახადო მოთხოვნით დადასტურებულია თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერიის მიერ შპს „E---------------------------”- ისთვის სს „ტერა ბანკი“-ს მეშვეობით 57,946.00 ლარის გადარიცხვა.

2016 წლის 29 ნოემბრის N-2 ვალდებულების დოკუმენტით და 2016 წლის 29 ივლისის N00050 საგადასახადო მოთხოვნით დადასტურებულია თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერიის მიერ შპს „E---------------------------”- ისთვის სს „ტერა ბანკი“-ს მეშვეობით 3,048.80 ლარის გადარიცხვა.

2016 წლის 03 აგვისტოს საგადასახადო ანგარიშფაქტურით N ეა-13 2358065 დადასტურებულია შპს „E---------------------------”-ისთვის 67692.81 ლარის ღირებულების საქონლის შეძენა, რომლის თანხამ დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 10326.02 ლარი.

2016 წლის 25 აგვისტოს N511 შუალედური შესრულების აქტით დადასტურებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ი-----–--------–--ს და შპს „E---------------------------”-ის მიერ 2015 წლის 27 აპრილის N-8 ხელშეკრულების შესაბამისად ქ.ფოთში რუსთაველის რკალის კეთილმოწყობის შუალედური შესრულების სამუშაოების 67692,81 ლარის სამუშაოს შესრულება დღგ-ს ჩათვლით, რასაც ხელს აწერენ მიმღები, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუკავა, ჩამბარებელი შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი და მაკონტროლებელი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი - ზ------ ჯ---------

2016 წლის 18 ივლისის ფორმა N3-ით, დადასტურებულია ქალაქ ფოთში, რუსთაველის რკალის ტროტუარის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება, რომლის ღირებულება დღგ-ს ჩათვლით წარმოადგენს 67692.81 ლარს, რასაც ხელს აწერს შემსყიდველი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ზ------ ჯ--------- და მიმწოდებელი შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი.

2016 წლის 25 აგვისტოს შესრულებული სამუშაოს აქტით, ფორმა N2-ით, დადასტურებულია 67 692,81 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულება, საიდანაც ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის ღირებულება შეადგენს 23,474,92 ლარს, რასაც ხელს აწერენ შემსყიდველი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ზ------ ჯ---------, მიმწოდებელი შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი, შეამოწმა მთავარმა სპეციალისტმა რ-----ი შ---------მ.

2016 წლის 29 ნოემბრის N-9 ვალდებულების დოკუმენტით და 2016 წლის 09 სექტემბრის N00065 საგადასახადო მოთხოვნით, დადასტურებულია თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერიის მიერ შპს „E---------------------------”- ისთვის სს „ტერა ბანკი“-ს მეშვეობით 64,309,00 ლარის გადარიცხვა.

2016 წლის 29 ნოემბრის N70 ვალდებულების დოკუმენტით და 2016 წლის 09 სექტემბრის N00066 საგადასახადო მოთხოვნით, დადასტურებულია თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერიის მიერ შპს „E---------------------------”- ისთვის სს „ტერა ბანკი“-ს მეშვეობით 3,383,81 ლარის გადარიცხვა.

2016 წლის 03 ოქტომბრის საგადასახადო ანგარიშფაქტურით Nეა-13 3400362 დადასტურებულია შპს „E---------------------------”-ისთვის 19276.46 ლარის ღირებულების საქონლის შეძენა, რომლის თანხამ დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 2940.48 ლარი.

2016 წლის 10 ოქტომბრის ფორმა N3-ით დადასტურებულია ქალაქ ფოთში, რუსთაველის რკალის ტროტუარის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება, რომლის ღირებულება დღგ-ს ჩათვლით წარმოადგენს 19276,46 ლარს, რასაც ხელს აწერს შემსყიდველი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ზ------ ჯ--------- და მიმწოდებელი შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი.

2016 წლის 10 ოქტომბრის შესრულებული სამუშაოს აქტით, ფორმა N2-ით, დადასტურებულია 19,276,46 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულება, საიდანაც ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის ღირებულება შეადგენს 1 452,12 ლარს, რასაც ხელს აწერენ შემსყიდველი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ისფრასტუქტურის და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ზ------ ჯ---------, მიმწოდებელი შპს „E---------------------------”-ის დირექტორი გ------ი ე----–-–---–ი, შეამოწმა მთავარმა სპეციალისტმა რ-----ი შ---------მ.

2016 წლის 29 ნოემბრის N76 ვალდებულების დოკუმენტით და 2016 წლის 31 ოქტომბრის N00072 საგადასახადო მოთხოვნით დადასტურებულია თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერიის მიერ შპს „E---------------------------”- ისთვის სს „ტერა ბანკი“-ს მეშვეობით 11,382,00 ლარის გადარიცხვა.

2016 წლის 29 ნოემბრის N80 ვალდებულების დოკუმენტით და 2016 წლის 09 ნოემბრის N00076 საგადასახადო მოთხოვნით დადასტურებულია თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერიის მიერ შპს „E---------------------------”- ისთვის სს „ტერა ბანკი“-ს მეშვეობით 7,894,46 ლარის გადარიცხვა.

შპს „E---------------------------”-ის დირექტორ გ------ი ე----–-–---–ისგან ამოღებულ დოკუმენტებს მხარეთა თანხმობით საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ იქნა არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული.

„დამკვეთ“ შპს „E---------------------------”-ის წარმომადგენელ ა-–---------ე თ-----–---–ს და „შემსრულებელ“ შპს „შარა-გზამშენი პირველის“ დირექტორს გულადი ბერაიას შორის 2015 წლის 12 ივნისის N2/02 ხელშეკრულებით;

2015 წლის 29 ივნისის შესრულებული სამუშაოს აქტით.

2016 წლის 30 ივნისის N2/73 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 22 ივლისის N2/4 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 31 აგვისტოს N2/85 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 30 ივნისის N2/76 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 30 სექტემბრის N2/101 მიღება-ჩაბარების აქტით.

„დამკვეთ“ შპს „E---------------------------”-ის დირექტორ გ------ი ე----–-–---–ს და „შემსრულებელ“ შპს „ნ.ლ სტუდიას“ დირექტორ ზურა კირკიტაძეს შორის დადებული 2015 წლის 12 მაისის N1/02 ხელშეკრულებით.

2015 წლის 30 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტით.

2015 წლის 30 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტით.

2015 წლის 30 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტით.

2015 წლის 30 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 31 მარტის N2/57 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 30 აპრილს N2/65 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 31 მაისის N2/66 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 30 ივნისს N2/81 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 30 სექტემბრის N2/99 მიღება-ჩაბარების აქტით.

„დამკვეთ“ შპს ,,E---------------------------’’-ს დირექტორ გ------ი ე----–-–---–ს და „შემსრულებელ“ მცირე მეწარმე მანუჩარ ჩიქობავას შორის დადებული 2015 წლის 01 ივლისის N4.02 ხელშეკრულებით.

2016 წლის 30 ივლისის N2/10 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 31 აგვისტოს N2/11 მიღება-ჩაბარების აქტით.

2015 წლის 30 სექტემბრის N2/22 მიღება-ჩაბარების აქტით.

2015 წლის 30 ნოემბრის N2/36 მიღება-ჩაბარების აქტით.

2015 წლის 31 დეკემბრის N2/44 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 31 იანვრის N1/6 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 29 თებერვლის N2/47 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 31 მარტის N2/53 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 30 აპრილის N2/61 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 31 მაისის N2/69 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 30 ივნისის N2/72 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 31 ივლისის N2/83 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 31 აგვისტოს N2/88 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 30 სექტემბრის N2/95 მიღება-ჩაბარების აქტით.

2015 წლის 30 სექტემბრის N2/18 მიღება-ჩაბარების აქტით.

2015 წლის 31 ოქტომბრის N2/39 მიღება-ჩაბარების აქტით.

2015 წლის 30 ნოემბრის N2/39 მიღება-ჩაბარების აქტით.

2015 წლის 31 დეკემბრის N2/47 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 31 იანვრის N1/7 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 29 თებერვლის N2/48 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 31 მარტის N2/54 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 30 აპრილის N2/63 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 31 მაისის N2/71 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 30 ივნისის N2/75 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 31 ივლისის N2/84 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 31 აგვისტოს N2/84 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 30 სექტემბრის N2/97 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 31 ოქტომბრის N2/105 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 30 სექტემბრის N2/103 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 30 ივნისის N2/74 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 31 აგვისტოს N2/87 მიღება-ჩაბარების აქტით.

2015 წლის 30 სექტემბრის N2/24 მიღება-ჩაბარების აქტით.

2015 წლის 31 ოქტომბრის N2/36 მიღება-ჩაბარების აქტით.

2015 წლის 31 აგვისტოს N2/3 მიღება-ჩაბარების აქტით.

2015 წლის 30 ივლისის N2/2 მიღება-ჩაბარების აქტით.

2015 წლის 30 ივნისის N2/1 მიღება-ჩაბარების აქტით.

2015 წლის 30 ნოემბრის N2/35 მიღება-ჩაბარების აქტით.

2015 წლის 31 დეკემბრის N2/45 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 31 იანვრის N1/3 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 29 თებერვლის N2/44 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 31 მარტის N2/48 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 30 აპრილის N2/61 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 31 მაისის N2/68 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 30 ივნისის N2/77 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 31 აგვისტოს N2/86 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 30 სექტემბრის N2/94 მიღება-ჩაბარების აქტით.

2015 წლის 31 ოქტომბრის N2/35 მიღება-ჩაბარების აქტით.

2015 წლის 31 აგვისტოს N2/7 მიღება-ჩაბარების აქტით.

2015 წლის 30 ივლისის N2/6 მიღება-ჩაბარების აქტით.

2015 წლის 30 ივნისის N2/5 მიღება-ჩაბარების აქტით.

2015 წლის 30 სექტემბრის N2/25 მიღება-ჩაბარების აქტით.

2015 წლის 30 ნოემბრის N2/34 მიღება-ჩაბარების აქტით.

2015 წლის 31 დეკემბრის N2/46 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 31 იანვრის N1/2 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 29 თებერვლის N2/43 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 31 მარტის N2/47 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 30 აპრილის N2/60 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 31 მაისის N2/67 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 30 ივნისის N2/78 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 31 აგვისტოს N2/86 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 30 სექტემბრის N2/92 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 31 მაისის N2/74 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 30 ივნისის N2/79 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 31 აგვისტოს N2/89 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 30 სექტემბრის N2/100 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 31 მაისის N2/70 მიღება-ჩაბარების აქტით.

2015 წლის 30 სექტემბრის N2/23 მიღება-ჩაბარების აქტით.

2015 წლის 30 ნოემბრის N2/38 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 30 აპრილის N2/62 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 30 სექტემბრის N2/96 მიღება-ჩაბარების აქტით.

2015 წლის 31 ოქტომბრის N2/38 მიღება-ჩაბარების აქტით.

2015 წლის 20 მაისის №4.01 ხელშეკრულებით ფინანსურ დირექტორ ა-–---------ე თ-----–---–ს და დამკვეთ ინდივიდუალურ მეწარმე ზაზა მიქიაშვილს (შემსრულებელი) შორის დადებული სამშენებლო მოედნის დასუფთავებისა და მომზადების შესახებ ხელშეკრულებით.

2015 წლის 01 ივნისის №4.01 ხელშეკრულებით, შპს ,,E---------------------------’’-ს დირექტორ გ------ი ე----–-–---–ს და დამკვეთ მცირე მეწარმე ზაზა მიქიაშვილს (შემსრულებელი) შორის დადებული სამშენებლო მოედნის დასუფთავებისა და მომზადების შესახებ ხელშეკრულებით.

2015 წლის 31 აგვისტოს N2/9 მიღება-ჩაბარების აქტით.

2015 წლის 30 ივლისის N2/8 მიღება-ჩაბარების აქტით.

2015 წლის 30 ივნისის N2/8 მიღება-ჩაბარების აქტით.

2015 წლის 31 ოქტომბრის N2/34 მიღება-ჩაბარების აქტით.

2015 წლის 30 სექტემბერს N2/21 მიღება-ჩაბარების აქტით.

2016 წლის 31 მარტის N2/52 მიღება-ჩაბარების აქტით.

2015 წლის 30 ივნისის N2/12 მიღება-ჩაბარების აქტით.

2015 წლის 31 ივლისის N2/13 მიღება-ჩაბარების აქტით.

2015 წლის 15 მაისის №1 ხელშეკრულებით შპს „პიკ კონსტრაქშენის“ (გამქირავებელი) დირექტორ ა-–---------ე შარაბიძეს და შპს ,,E---------------------------’’-ს (დამქირავებელი) დირექტორ გ------ი ე----–-–---–ის მინდობილ პირს ა-–---------ე თ-----–---–ს შორის დადებული იჯარის ხელშეკრულები.

2016 წლის 25 ივლისის ხელშეკრულებით, ინდივიდუალურ მეწარმე ირმა ჯანელიძეს და შპს „E---------------------------“-ის დირექტორ გ------ი ე----–-–---–ს (დამკვეთი) შორის დადებული საქონლის მიწოდების შესახებ ხელშეკრულებით.

2015 წლის 10 აგვისტოს ხელშეკრულებით შპს „E----------------“ (გამქირავებელი) დირექტორ გიორდი ე----–-–---–ს და შპს „E---------------------------“-ის (დამქირავებელი) ფინანსურ დირექტორ ა-–---------ე თ-----–---–ს შორის დადებული იჯარის ხელშეკრულებით.

2015 წლის 13 აგვისტოს ხელშეკრულებით შპს „E----------------“ (გამქირავებელი) დირექტორ გ------ი ე----–-–---–ს და შპს „E---------------------------“-ის (დამქირავებელი) ფინანსურ დირექტორ ა-–---------ე თ-----–---–ს შორის დადებული იჯარის ხელშეკრულებით.

2015 წლის 20 მაისის შპს „რიონი“-ს და შპს „E---------------------------“-ის დირექტორ გ------ი ე----–-–---–ის მინდობილ პირ ა-–---------ე თ-----–---–ს (დამკვეთი) შორის დადებული საქონლის მიწოდების შესახებ ხელშეკრულებით.

2015 წლის 01 აგვისტოს შპს „სოხუმი“ -ს დირექტორ ენვერ ბერიძესა (მიმწოდებელი) და შპს „E---------------------------“-ის დირექტორ გ------ი ე----–-–---–ს (დამკვეთი) შორის დადებული საქონლის მიწოდების შესახებ ხელშეკრულებით.

2015 წლის 22 მაისის ინდივიდუალურ მეწარმე მ--–------------ეს (მიმწოდებელი) და შპს „E---------------------------“-ის წარმომადგენელ ა-–---------ე თ-----–---–ს (დამკვეთი) შორის დადებული საქონლის მიწოდების შესახებ ხელშეკრულებით (ს.ფ.277-278 ტ.2)

2016 წლის 01 აგვისტოს შპს „E---------------------------“-ის დირექტორ გ------ი ე----–-–---–ს (დამკვეთი) და ოთარ ჭელიძეს (შემსრულებელი) შორის დადებული №9/05 სატრანსპორტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით.

2015 წლის 10 მაისის შპს „E---------------------------“-ის დირექტორ გ------ი ე----–-–---–ს (მყიდველი) და შპს „ალისა“-ს დირექტორ ავთანდილ კაკულიას (გამყიდველი) შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით.

2015 წლის 10 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტით.

2015 წლის 10 მაისის შპს „სისტემა+“-ის ს/კ 404476376 დირექტორ კახა ხოშტარიას (მიმწოდებელი) და შპს ,,E---------------------------’’-ს დირექტორის გ------ი ე----–-–---–ს (დამკვეთი) შორის საქონლის მიწოდების და მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით.

2015 წლის 18 ივნისის შპს „უნიგრუპი“-ს (შპს ლუკოილ ჯორჯიას“-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში) დირექტორ გ------ი პირველს (გამყიდველი) და შპს ,,Engineering Services Company’’-ს დირექტორ გ------ი ე----–-–---–ს შორის დადებული საწვავის შესყიდვის ხელშეკრულებით.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გეოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის 2017 წლის 10 ივლისის N19/17 საგამოცდო ოქმით დადასტურებულია, რომ ტროტუარის ფილის თითოეული გამოკვლეული ნიმუში წარმოადგენს სხვადასხვა შედგენილობის დანალექს (კირქვა, ქვიშაქვა) და ვულკანოგენური (ანდეზიტი, პორფირიტი, დიაბაზი) ტიპის ქანების გამოყენებით მიღებულ, ხელოვნურად შეცემენტებულ ფილას და ამ ფილების დასამზადებლად გამოყენებული მასალა არ წარმოადგენს ხელოვნური ან ბუნებრივი გრანიტის ქვას.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 01 ოქტომბრის N-23 ბრძანებით დადასტურებულია, რომ თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის მშენებლობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის რ-----ი შ---------ს დანიშვნის ბრძანებაში შეტანილია ცვლილება და მისი თანამდებობრივი დასახელება ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის მშენებლობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 28 დეკემბრის N1021 ბრძანებით დადასტურებულია, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა ა-----– მ--–----.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 28 აპრილის N329 ბრძანებით დადასტურებულია, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა ზ------ ჯ---------.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 აპრილის N7/16 დადგენილებით დამტკიცდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულება, რითაც განისაზღვრა სამსახურის სტრუქტურა, სამსახურის ფუნქციები, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების განყოფილებების ფუნქციები და სამსახურის ქონება.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის N10/45 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დადგენილებით დადასტურებულია, რომ სამსახურის მშენებლობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული სამშენებლო სამუშაოების შესრულების კონტროლსა და მონიტორინგს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 მაისის საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე განჩინების საფუძველზე 2017 წლის 19 მაისის ფილების ნიმუშის აღების ოქმით დადასტურებულია, რომ ქალაქ ფოთის რუსთაველის რკალის და იუსტიციის სახლის წინ მოწყობილი ქვაფენილიდან აღებულია შპს „E---------------------------”-ის მიერ SPA 150005174 ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობისას დაგებული 10 ცალი ფილის ნიმუში.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 31 ივლისის N004094417 სამშენებლო-ტექნიკური და საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ შპს „E---------------------------“- ის მიერ ქალაქ ფოთში რუსთაველის რკალის ტროტუარის კეთილმოწყობის სამუშაოები დათვალიერდა ვიზუალურად, ჩატარდა საკონტროლო აზომვები, აზომილ იქნა ხილული სამუშაოები, მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით კორექტირებულია შესრულებული სამუშაოების აქტები (ფორმა N2) და ექსპერტიზით გაანგარიშებული მონაცემებით ქალაქ ფოთში რუსთაველის რკალის ტროტუარის კეთილმოწყობის სამუშაოებზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 790228,97 ლარს. სხვაობა შეადგენს (790228,97-1503513,92) -713284,95 ლარით ნაკლებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გეოლოგიისა და მინერალური ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის ლაბორატორიული შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ტროტუარები ნაცვლად ხელოვნური გრანიტის ფილებისა, მოწყობილია ბეტონის ფილებით, აღნიშნულის გამო განსაზღვრულია ტროტუარის ბეტონის ფილებით მოწყობილი შესრულებული სამუშაოების ღირებულება, რაც მიმდინარე ნორმატიული ფასებით შეადგენს 290618 ლარს, ამასთან გამოკვლევებით მიღებული შედეგების თანახმად ტროტუარის ბეტონის ფილები ვერ აკმაყოფილებს гост 17608-91-ის მიერ წაყენებულ მოთხოვნებს, აღნიშნულის გამო ტროტუარის ბეტონის ფილებით მოწყობილი სამუშაოების ღირებულება 290618 ლარი წარმოადგენს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ღირებულებას.

ქალაქ ფოთში რუსთაველის რკალის ტროტუარის კეთილმოწყობის სამუშაოებზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის გარეშე შეადგენს 790228,97 ლარს და უხარისხო ტროტუარის ბეტონის ფილებით მოწყობილი შესრულებული სამუშაოების ღირებულება 290618 ლარს. ქალაქ ფოთის მერიის მიერ შემსრულებელზე შპს „E---------------------------“-ზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება 1503513,92 ლარის ოდენობით ჩარიცხულია სრულად, შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა N2) საფუძველზე, მოქმედი წესების დაცვით.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ფილა ჩატარებული ტექნიკური ექსპერტიზების თანახმად წარმოადგენს ტროტუარის ბეტონის ფილას და არ წარმოადგენს ხელოვნური გრანიტის ფილას.

ქალაქ ფოთში რუსთაველის რკალის ტროტუარის კეთილმოწყობის სამუშაოებზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის გარეშე შეადგენს 790228,97 ლარს და უხარისხო ტროტუარის ბეტონის ფილებით მოწყობილი შესრულებული სამუშაოების ღირებულება 290618 ლარს.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 აპრილის N7/19 დადგენილებით დამტკიცდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულება, რითაც განისაზღვრა სამსახურის სტრუქტურა, სამსახურის ფუნქციები, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების განყოფილებების ფუნქციები და სამსახურის ქონება.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 01 ოქტომბრის N-37 ბრძანებით დადასტურებულია, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის, მშენებლობის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ზ------ ჯ---------.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 23 ოქტომბრის N705 ბრძანებით დადასტურებულია, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ზოგიერთი საჯარო მოხელის დანიშვნის ბრძანებაში შევიდა ცვლილებები და ზ------ ჯ---------ს დანიშვნის ბრძანებაში შეტანილია ცვლილება და მისი თანამდებობრივი დასახელება ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურის და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მშენებლობის განყოფილების უფროსის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 23 ოქტომბრის N707 ბრძანებით დადასტურებულია, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მამუკა ყ-------ს დანიშვნის ბრძანებაში შევიდა ცვლილებები და მისი თანამდებობრივი დასახელება ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 23 ოქტომბრის N710 ბრძანებით დადასტურებულია, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანაშემწის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ა-----– მ--–----.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 28 აპრილის N312 ბრძანებით დადასტურებულია, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მამუკა ყ------- გათავისუფლდა თანამდებობიდან.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 28 აპრილის N313 ბრძანებით დადასტურებულია, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის, მშენებლობის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზ------ ჯ--------- გათავისუფლდა თანამდებობიდან და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 28 აპრილის N329 ბრძანებით დაინიშნა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 28 აპრილის N327 ბრძანებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი საჯარო მოხელის დანიშვნის ცვლილების შეტანის და ზოგიერთი საჯარო მოხელის გადაყვანის შესახებ დადასტურებულია, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის, მშენებლობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის რ-----ი შ---------ს დანიშვნის ბრძანებაში შეტანილია ცვლილება და მისი თანამდებობრივი დასახელება ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის, მშენებლობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი რ-----ი შ---------, ამავე ბრძანებით დასტურდება, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის ა-----– მ--–----ს თანამდებობრივი დასახელება ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ა-----– მ--–----.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 28 აპრილის N341 ბრძანებით დადასტურებულია, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანაშემწე ა-----– მ--–----ს დაეკისრა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციუ-ლი ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 28 დეკემბრის N1021 ბრძანებით დადასტურებულია, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თანაშემწე ა-----– მ--–----ს დაეკისრა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 02 ოქტომბრის N30/263704 წერილიდან ირკვევა, რომ ზ------ ბ------ის ძე ყ-------ს პ/ნ 4---------- მიმართ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფოთის სამსახურის მიერ რეგისტრირებულია სახელის შეცვლის აქტის ჩანაწერი, რომლის თანახმად მოქალაქე მამუკა ყ-------მ პ/ნ 4---------- (დაბადებული 0--------- წელს, ფოთში) 2016 წლის 15 თებერვალს შეიცვალა სახელი -„ზ------ი“-თ.

სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ გ------ი ე----–-–---–ს არ ჩაუდენია სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში. ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის აპელირებას, რომ გ.ე----–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება.

პალატა განმარტავს, რომ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია და შესაბამისად მითვისების ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები.

ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედებაში, რაც მიზნად ისახავს სასაქონლო მატერიალური ფასეულობის თავის სასარგებლოდ უკანონო დაუფლებას, მაგრამ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულისგან განსხვავებით მითვისებისათვ-ის დამახასიათებელია, რომ დამნაშავეს, მისი სამსახურებრივი ან სხვა უფლებამოსილები-დან გამომდინარე, ქონება გააჩნია მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში.

საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ გ------ი ე----–-–---–მა წარდგენილი შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ქ.ფოთის ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი თანხა.

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ 2017 წლის 31 ივლისის სამშენებლო-ტექნიკური და საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ფოთში რუსთაველის რკალის და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებაა 790228,97 ლარი და სხვაობა შეადგენს 713,284,99 ლარს ნაკლებობით, აღნიშნული თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება აქვს წარდგენილი გ------ი ე----–-–---–ს, ამასთან სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა, როდესაც დადასტურებულად მიიჩნია, რომ შპს ,,E---------------------------’’-ის მიერ ქალაქ ფოთში რუსთაველის რკალის და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მოხდა არა ხელოვნური გრანიტით, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის და ექსპერტთა ჩვენებების საფუძველზე წარმოადგენდა ბუნებრივი გრანიტისაგან მიღებულ მასალას, არამედ ბეტონის ფილით, რითაც დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, გ------ი ე----–-–---–მა კეთილსინდისიერად და ჯეროვნად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და თავისი ქმედებით მატერიალური ზიანი მიაყენა ქალაქ ფოთის მერიას, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხა, რომელიც იყო მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით არა მართლზომიერად მიისაკუთრა. ასევე საბუღალტრო ექსპერტიზის ჩატარების გზით დადასტურებულია, რომ ქ.ფოთის მერიამ სრულად გადაურიცხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა შპს ,,E---------------------------’’-ს, თუმცა აღნიშნულ დასკვნას ცალკე არ არის მითითებული ბეტონის ფილის ღირებულება-როგორც ერთეულის, ისე საერთო რაოდენობის ღირებულების სახით, ექსპერტიზის დასკვნას არ ერთვის მასში მითითებული დანართი N4 და N-, რაც სავარაუდოდ წარმოადგენს ბუღალტრულ დაანგარიშებას, რისი გაცნობითაც სასამართლოსთვის თვალნათელი იქნებოდა თუ რის საფუძველზე დაადგინა ექსპერტმა აღნიშნული სხვაობის არსებობა, ამასთან ექსპერტ ს----------–--ის სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებითაც ვერ იქნა დადგენილი რეალურად რა თანხაში გამოიხატა სხვაობა ხელოვნური გრანიტის და ბეტონის გრანიტის ღირებულებებს შორის, რაც წარმოადგენს იმ ზიანს, რომელიც ფაქტობრივად მიადგა შპს ,,E---------------------------’’-ის დირექტორის ქმედების შედეგად ქალაქ ფოთის მერიას, მან ასევე უარყო თანხის დაანგარიშებასთან დაკავშირებით დანართის შედგენა. აღნიშნული თანხის განსაზაზღვრავად კი საჭიროა სპეციალური ცოდნა, რისი შესაძლებლობაც სასამართლოს არ გააჩნდა და იგი მხოლოდ საბუღალტრო ექსპერტიზის კომპეტენციას წარმოადგენს, ანუ არ არის დადგენილი 713 284,95 ლარში შედის თუ არა ფილების მოწყობამდე შესრულებული სამუშაოები, ბეტონის ფილის ღირებულება, მისი დაგება, მუშა-ხელის შრომის ანაზღაურება, დამატებითი ღირებულების გადასახადი და გაწეული სხვა ხარჯების შესახებ.

შესაბამისად პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ ქ.ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხა, რომელიც საჭირო იყო ხელოვნური გრანიტის დასაგებად, სრულად უნდა ჩაითვალოს მსჯავრდებულის მითვისებულ თანხად, მიუხედავად იმისა თუ რა თანხას დაეუფლა გ------ი ე----–-–---–ი. სააპელაციო სასამართლოს შეხედულებით აღნიშნული სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შემადგენლობას მითვისების ნაწილში ქმნის ის თანხა, რომელსაც პირი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა, რის გამოც აუცილებელია საქმის განმხილველმა სასამართლომ ზუსტად დაადგინოს მითვისებული თანხის ოდენობა და სწორედ აღნიშნული თანხის გათვალისწინებით მისცეს ქმედებას სწორი კვალიფიკაცია, საქმის მასალებით კი უტყუარად დადასტურებული ვერ იქნა თუ რა რაოდენობის თანხა მიითვისა გ.ე----–-–---–მა.

გ------ი ე----–-–---–ი ასევე მსჯავრდებულია ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებაში გამოყენების მიზნით და გამოყენებაში.

საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლით გათვალისწინებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ობიექტია ის საზოგადოებრივი ურთიერთობები, რომელიც აწესრიგებს საგადასახადო დოკუმენტების ბრუნვაში გაშვებას და გამოყენებას.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ საგადასახადო დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, მოცემულ შემთხვევაში გ------ი ე----–-–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ქ.ფოთში, რუსთაველის რკალსა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელოვნური გრანიტის ნაცვლად ნაკლები ღირებულებისა და დაბალი ხარისხის მქონე ბეტონის ფილების მოწყობის სამუშაოების ამსახველი შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტების ფორმა N2 და ფორმა N3-ის დამზადებას და გამოყენებას.

საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტური მხარეც ხასიათდება პირდაპირი განზრახვით, პირს შეგნებული აქვს მისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, რომ ამზადებს ყალბ საგადასახადო დოკუმენტს და სურს მისი გამოყენება.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს არსებული მტკიცებულებებით დადასტურებუ-ლად მიაჩნია, რომ გ------ი ე----–-–---–მა ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში და მანვე ჩაიდინა ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პალატა სრულად იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ გ------ი ე----–-–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების, სამართლებრივი შეფასებისას და მისთვის სასჯელის - ჯარიმის შეფარდების დროს ასევე უნდა განესაზღვრა საქმიანობის უფლების ჩამორთმევაც, რადგან სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ბრალდება იმავდროულად სავალდებულო წესით ცალსახად და უალტერნატივოდ ითვალისწინებდა საქმიანობის უფლების სამ წლამდე ჩამორთმევას. შესაბამისად გ.ე----–-–---–ს სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში უნდა აეკრძალოს სამეწარმოო საქმიანობის უფლება.

პალატას, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა-–---------ე თ-----–---–მა ჩაიდინა ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, შესაბამისად მისი ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვინაიდან ხსენებული მუხლით გათვალისწინებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ობიექტია ის საზოგადოებრივი ურთიერთობები, რომელიც აწესრიგებს საგადასახადო დოკუმენტების ბრუნვაში გაშვებას და გამოყენებას. დანაშაულის ობიექტური მხარე მოცემულ შემთხვევაშიც გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ საგადასახადო დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში.

განსახილველ შემთხვევაში ა-–---------ე თ-----–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ქ.ფოთში, რუსთაველის რკალსა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელოვნური გრანიტის ნაცვლად ნაკლები ღირებულებისა და დაბალი ხარისხის მქონე ბეტონის ფილების მოწყობის სამუშაოების ამსახველი შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტების ფორმა N2 და ფორმა N3-ის დამზადებას და გამოყენებას, რის შედეგადაც შპს ,,E---------------------------’’-ის საბანკო ანგარიშზე გადაირიცხა მის მიერ ხელმოწერილი ყალბი აქტებით გათვალისწინებული თანხა.

ზ------ ყ-------ს, ზ------ ჯ---------ს, ა-----– მ--–----ს და რ-----ი შ---------ს ბრალდების მხარე ედავება, რომ მათ ჩაიდინეს მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ სხვისთვის გამორჩენის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია და მითვისების დახმარება, ე.ი. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი ნივთის დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში დახმარება, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში.

სააპელაციო პალატას, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიაჩნია, რომ მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება გამოიხატება ისეთ ქმედებაში, რომელიც მისი სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარეობს და დაკავებული თანამდებობის საფუძველზე მის უფლებამოვალეობათა განხორციელებას-თან არის დაკავშირებული, ანუ მოხელე მოქმედებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში სხვისთვის უკანონო უპირატესობის მინიჭების მიზნით და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ.

აღნიშნული დანაშაული მიეკუთვნება განზრახ დანაშაულთა კატეგორიას, რა დროსაც მოხელეს თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან და ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაცნობიერებული და შესაბამისად გათვალისწინებული ჰქონდა შესყიდვაში მონაწილე პირის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და შედეგი.

საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლების და მმართველობის ორგანოების ნორმალურ საქმიანობას და წარმოადგენს გაუფრთხილებელ დანაშაულს. რომელიც გამოიხატება მოხელის მიერ თავის სამსახურეობრივ მოვალეობის შეუსრულებლობაში, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია, იგი დამთავრებულად ითვლება სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის დარღვევის მომენტიდან. ამასთან უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი მოხელის მიერ ჩადენილ გულგრილობას და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ ზ------ ყ-------ს, ზ------ ჯ---------ს, ა-----– მ--–----ს და რ-----ი შ---------ს მიერ სამსახურეობრივ მოვალეობის შეუსრულებლობას შედეგად მატერიალური ზიანი და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის დარღვევა მოყვა.

სამსახურებრივი გულგრილობა გამოიხატება გაუფრთხილებლობაში, რა დროსაც პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც. გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.

სააპელაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ------ ყ-------, ზ------ ჯ---------, ა-----–ი მ--–---- და რ-----ი შ--------- მუშაობდნენ ქალაქ ფოთის მერიაში და ასრულებდნენ საჯარო მოსამსახურეთა ფუნქციას, დაკავებული თანამდებობის შესაბამისად ეწეოდნენ ანაზღაურებად საქმიანობას, შესაბამისად ისინი წარმოადგენდნენ საჯარო მოხელეებს. იმავდროულად ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით და ქალაქის მუნიციპალიტეტის მერის დებულებით ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის ურბანული განვითარების არქიტექტურის და ადმინისტრაციული სამსახურის დებულებით მათ ევალებოდათ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული სამშენებლო სამუშაოების შესრულების კონტროლი და მონიტორინგი, მათ შორის 2015 წლის 17 აპრილის N-8 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება. მათ არ შეასრულეს თავიანთი მოვალეობა, რასაც შედეგად მოჰყვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელოვნური გრანიტის ფილების ნაცვლად ქ. ფოთში რუსთაველის რკალის და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიის ბეტონის ფილებით მოპირკეთება, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია მატერიალური ზიანის მიყენება, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ სასამართლომ ზუსტად განსაზღვროს ზემოთაღნიშნულ საჯარო მოხელეთა მიერ თავიანთი მოვალეობის შეუსრულებლობა გამოწვეული არ ყოფილა განზრახი ბრალეული ქმედების შედეგად და მათ მიზანს და ინტერესს არ წარმოადგენდა შპს ,,E---------------------------’’-ის დირექტორისთვის ხელისშეწყობა მატერიალური გამორჩენის მიღების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის დარღვევის მიზნით.

პალატის შეხედულებით დადგენილია, რომ საქმეზე ზ------ ყ-------ს, ზ------ ჯ---------ს, ა-----– მ--–----ს და რ-----ი შ---------ს მხრიდან ადგილი ჰქონდა მხოლოდ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენას, რაც გამოიხატება მათი მხრიდან თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობაში. მათ ხელი ისე მოაწერეს სამუშაოთა შესრულების აქტებს, რომ არ შეამოწმეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მასალისა და ხარისხის შესაბამისად შესრულდა თუ არა შპს ,,E---------------------------’’-ის მიერ სამუშაოები, რითაც რეალური ზიანი მიადგა შემსყიდველ ქ. ფოთის მერიას და დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი, ამასთან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ისეთი გარემოება, რის მიხედვით არ ჰქონდათ შესაძლებლობა კეთილსინდისიერად, პირნათლად და ჯეროვნად შეესრულებინათ მათზე დაკისრებული მოვალეობა და გამოირიცხებოდა მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. შესაბამისად ზ------ ყ-------ს, ზ------ ჯ---------ს, ა-----– მ--–----ს და რ-----ი შ---------ს ქმედებას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ზ------ ყ-------ს, ზ------ ჯ---------ს, ა-----– მ--–----ს და რ-----ი შ---------ს ასევე ბრალი ედებოდათ, რომ ჩაიდინეს მითვისების დახმარება, ე.ი. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი ნივთის დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში დახმარება, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში. ვინაიდან ზემოთაღნიშნულ მოხელეთა მხრიდან გამოირიცხა განზრახი დანაშაულის ჩადენა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 23-ე მუხლის შესაბამისად დანაშაულის თანამონაწილეობა ნიშნავს ორი ან მეტი პირის განზრახ ერთობლივ მონაწილეობას განზრახი დანაშაულის ჩადენაში, შესაბამისად სახეზე არ არის მსჯავრდებულების ზ------ ყ-------ს, ზ------ ჯ---------ს, ა-----– მ--–----ს და რ-----ი შ---------ს მხრიდან საქართველოს სსკ-ის 24.182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და ამ ეპიზოდში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

ზ------ ყ-------ს, ზ------ ჯ---------ს, ა-----– მ--–----ს, რ-----ი შ---------ს, ა-–---------ე თ-----–---–ის და მათ შორის გ------ი ე----–-–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულების მიმართ სასჯელების განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულთა პიროვნებები, მათი წარსული ცხოვრება, მათ მიერ ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმე, მსჯავრდებულთა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მათ სასჯელები, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, 1978 წლის 18 იანვარი, განაცხადი N 5310/71, § 161).

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი დასაბუთებულია თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამასთან, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრებში ცვლილებების შეტანისა და მათი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სამედგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის - მ-------- წერეთლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

მსჯავრდებულ რ-----ი შ---------სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ---- ბ-----ს, მსჯავრდებულ ზ------ ყ-------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ---- ბ-----ს, მსჯავრდებულ ზ------ ჯ---------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ---- ბ-----ს, მსჯავრდებულ ა-----– მ--–----ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ------ი მ----–------–---–ის, მსჯავრდებულების გ------ი ე----–-–---–ის, ა-–---------ე თ-----–---–ის და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ------ი ლ---–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 09 ივლისის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება:

გ------ი ე----–-–---–ს ბრალდებიდან ამოირიცხოს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულზე მითითება.

გ------ი ე----–-–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 20 000 (ოცი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საქმიანობის უფლება.

საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გ------ი ე----–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 20 000 (ოცი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საქმიანობის უფლება.

გ------ი ე----–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 15 000 ლარი დაუბრუნდეს გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

ზ------ ყ------- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 24.182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და 24.182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

ზ------ ყ-------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ზ------ ყ------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ზ------ ყ-------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით შეტანილი (ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინება №12/1462-2017) რ-----ი შ---------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე ქ.ფოთი, მდინარე რიონის ნაბადის კალაპოტის მარცხენა ნაპირის გასწვრივ (საკადასტრო კოდი 04.01.16.086), გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

ზ------ ჯ--------- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 24.182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და 24.182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

ასევე გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 ნოემბრის განჩინება ზ------ ჯ---------ს მიმართ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსის თანამდებობი-დან გადაყენების თაობაზე.

ზ------ ჯ---------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ზ------ ჯ--------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ზ------ ჯ---------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით შეტანილი (ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2017 წლის 09 ნოემბრის განჩინება №12/1435-2017) ნ-------------ის (პ/ნ4----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე ქ.ფოთი, მალთაყვის ქუჩა N25, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 603.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 0-----------), გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

ა-----– მ--–---- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 24.182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და 24.182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

ასევე გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 ნოემბრის განჩინება ა-----– მ--–----ს მიმართ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

ა-----– მ--–----ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ა-----– მ--–---- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ა-----– მ--–----ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით შეტანილი (ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2017 წლის 03 ნოემბრის განჩინება №12/1411-2017) გ---- მ--–----ს (პ/ნ4----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე ქ. ფოთი, მდინარე რიონის ნაბადის კალაპოტის მარცხენა ნაპირის გასწვრივ, სასოფლო სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 601.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 04.01.02.960), გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

რ-----ი შ--------- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 24.182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და 24.182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

ასევე გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 ნოემბრის განჩინება რ-----ი შ---------ს მიმართ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის მშენებლობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გადაყენების თაობაძე.

რ-----ი შ---------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ცნობილი იქნას დამნაშავედ რ-----ი შ--------- (პირადი ნომერი 4----------) საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

რ-----ი შ---------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი (ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინება №12/1463-2017) რ-----ი შ---------ს (პ/ნ4----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე ქ.ფოთი, მდინარე რიონის ნაბადის კალაპოტის მარცხენა ნაპირის გასწვრივ (საკადასტრო კოდი 04.01.16.086), გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

ა-–---------ე თ-----–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ა-–---------ე თ-----–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 10 000 ლარი დაუბრუნდეს გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე

მოსამართლეები: მაკა გორგოძე

ლერი თედორაძე