განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100118002481013, N1/ბ-1581-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
ვეფხია ლომიძე
სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ----- ც--------.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - თ------ მ---------ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ------–------------------------------------, მცხოვრები: ქ------–------–------------------------;
ადვოკატები - ნ-----–- ჩ---------, დ----- დ------ი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობის მცდელობა).
სასჯელი:
განაჩენთა ერთობლიობით 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და თ------ მ---------ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. სააპელაციო საჩივრის ძირითადი არგუმენტებია:
▪ სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რადგან ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად;
▪ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეების: მ------ ს-----–---–ის, ე-–--- პ----ის, ე-––-- გ-------ის და დაზარალებულის მიერ მიცემული ჩვენებებით არ დადასტურდა, რომ მ----- გ--–-–---–ი დანით დაჭრა თ------ მ---------მა. ერთადერთი მოწმე, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მ----- გ--–-–---–ს დაზიანება მიაყენა სავარაუდოდ თ------ მ---------მა, იყო ზ------ მ---------–---–ი, თუმცა, მისივე განმარტებით, მას არ დაუნახავს მ----- გ--–-–---–ის დაჭრის მომენტი. აღნიშნული მოწმის ჩვენება არის არადამაჯერებელი, ვინაიდან მისი ჩვენებით, საგანი, რომელიც ვიდეოჩანაწერში ხელში უჭირავს თ------ მ---------ს, იყო დანა, თუმცა დაცვის მხარის კითხვაზე განმარტა, რომ ეს საგანი შესაძლოა ყოფილიყო სანთებელა ან სუნამოს ბოთლი;
▪ დაზარალებულმა მ----- გ--–-–---–მა განმარტა, რომ მას გამოძიების ეტაპზე აძალებდნენ თ------ მ---------ისთვის ხელის დადებას და დაჭრაში დადანაშაულებას, რის გამოც მან გამოძიებას არ მისცა ჩვენება;
▪ სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს მოწმეების - მ------ ს-----–---–ის და ე-–--- პ----ის მიერ სააპელაციო სასამართლოში მიცემული ჩვენებები, რადგან აღნიშნული ჩვენებები მიცემულია ზემოქმედების შედეგად, მათ მიმართ საპროცესო შეთანხმების შედეგად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის და მსუბუქი სასჯელის განსაზღვრის სანაცვლოდ;
▪ არ არის დადგენილი თუ როდის მისცეს სწორი ჩვენება მ------ ს-----–---–მა და ე-–--- პ----ემ და როდის იცრუეს. სააპელაციო სასამართლოში ჩვენების მიცემისას ე-–--- პ----ემ განმარტა, რომ თ------ მ---------ის მიერ მ----- გ--–-–---–ისთვის დანის დარტყმის მომენტი არ დაუნახავს. მანვე აღნიშნა, რომ ამ მომენტში იქვე იმყოფებოდა უცხო პირიც. ე-–--- პ----ის განმარტებით მან დაინახა, რომ თ------ მ---------მა ჰაერში მოიქნია ხელი, რის შემდეგაც დაიჭრა მისი მეუღლე. აღსანიშნავია, რომ ხელების ქნევა შესაძლოა ყოფილიყო ჟესტიკულაცია და არა დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ქმედება;
▪ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადგენილა მოტივი, რის გამოც თ------ მ---------ს შესაძლოა ჰქონოდა მ----- გ--–-–---–ის მოკვლის განზრახვა. ასევე არ დადგენილა განზრახვის არსებობის შემთხვევაში, რატომ ვერ იქნა ის სისრულეში მოყვანილი;
▪ თ------ მ---------ი პენიტენციური დაწესებულებიდან იყო ახალი გათავისუფლებული, ამიტომ მ----- გ--–-–---–ის დაჭრის შემდეგ შეეშინდა და დატოვა შემთხვევის ადგილი. შესაბამისად, ის არგუმენტი, რომ წავიდა შემთხვევის ადგილიდან, არ ადასტურებს მის ბრალეულობას;
▪ თ------ მ---------ის მიერ დანის დარტყმის ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც კი, არ დასტურდება მკვლელობის განზრახვა, ხოლო დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი. თ------ მ---------მა სასჯელის მოხდის შემდეგ შეიცვალა ცხოვრების წესი, დაქორწინდა და უნდა ცხოვრების თავიდან დაწყება. მას აქვს მძიმე ეკონომიური მდგომარეობა, ჰყავს ავადმყოფი და და ბებია (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).
ბრალდების მხარის მოთხოვნა - დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, თ------ მ---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 14 თებერვალს, ღამის საათებში, თ---–--–-------------------------------------------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, სამორინე ,,ა-----სთან“ არსებულ ავტოსადგომთან, ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე, თ------ მ---------მა მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით სცადა მ----- გ--–-–---–ის მოკვლა. კერძოდ, მუცლისა და მარჯვენა წინამხრის არეში ამ უკანასკნელს მიაყენა ნაკვეთი ჭრილობები, რომელთაგანაც მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა იყო სიცოცხლისათვის სახიფათო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 ნოემბრის განაჩენით, თ------ მ---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლით. სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 22 თებერვლიდან.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა მ----- გ--–-–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 14 თებერვალს, გამთენიისას, სამორინე ,,ა-----ში“ მიაკითხეს მეგობრებმა ლ-–- რ-------ემ და მ------ ს-----–---–მა და უთხრეს, რომ ქუჩაში ელოდებოდა მეუღლე. სამორინედან გამოსვლის შემდეგ ქუჩაში შეხვდა დიდი ხნის უნახავ თ------ მ---------ს, რომელიც იყო მეგობრებთან ერთად. მათ ერთმანეთს გააცნეს თანმხლები პირები. ამის შემდეგ ტელეფონის გამოსატანად წავიდა ლომბარდში, სადაც გაყოლა თხოვა თ------ მ---------ს, რათა გზად კარგად მოეკითხათ ერთმანეთი. მიდიოდნენ ხელგადახვეულები. მას ქუჩაში კონფლიქტი არავისთან მოსვლია, მაგრამ შეაჩერა მისთვის უცნობმა, მაღალმა, გამხდარმა, ქერა, ცისფერთვალება, წვერიანმა პირმა და ჰკითხა ,,მ-----ი ხარ?“ შემდეგ კი ამოიღო დანა და დაარტყა გაურკვეველი მიზეზით, მაგრამ ვერ იგრძნო დაჭრა. ამ დროს თ------ მ---------ი ხელგადახვეული მიყვებოდა გვერდით, დანარჩენები კი მოდიოდნენ მათ უკან. მას ლ-–- რ-------ემ უთხრა, რომ იყო სისხლიანი, ჩასვა ტაქსში და მიიყვანა საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარეს გადაუდებელი ოპერაცია, რადგან მისთვის მიყენებული დაზიანება იყო სიცოცხლისათვის სახიფათო. დაზარალებულის განმარტებით, თ------ მ---------თან კონფლიქტი ან შელაპარაკება არ მოსვლია. გამოჯანმრთელების შემდეგ სურდა გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა, თუმცა ბრალდების მხარეს არ სურდა სხვა ვერსიის მოსმენა გარდა იმისა, რომ დაჭრა თ------ მ---------მა.
მოწმე ზ------ მ---------–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 14 თებერვალს, მეგობართან ერთად იყო პეკინის გამზირზე მდებარე კლუბში, სადაც გაიცნო მ------ ს-----–---–ი. მათ კლუბიდან გადაინაცვლეს სამორინე ,,ა-----ში“. მ------ ს-----–---–ს ტელეფონზე დაურეკა ე-–--- პ----ემ და უთხრა, რომ მისი მეუღლე ა---------ში აგებდა ფულს. ისინი მივიდნენ ა---------ში, ნახეს მ----- გ--–-–---–ი, უთხრეს, რომ შეეწყვიტა თამაში, რადგან ქუჩაში ელოდებოდა ფეხმძიმე მეუღლე. მ----- გ--–-–---–ს ახლდა მეგობარი, სახელად ლ-–-. გარდერობთან ყოფნისას მ----- გ--–-–---–ს თ------ მ---------მა გაკრა მხარი, რასაც მოჰყვა კონფლიქტი, რაც შემდეგ გაგრძელდა ქუჩაში. თ------ მ---------ს ახლდა ორი ბიჭი. როგორც საუბრიდან მიხვდა, დაპირისპირებული მხარეები იყვნენ ნაცნობები, რადგან ე-–--- პ----ე და თ------ მ---------ი ერთმანეთს მიმართავდნენ სახელებით. გარდა ამისა, ე-–--- პ----ე სახელით „ე-–-----ი“ (ე-––-- გ-------ი) მიმართავდა თ------ მ---------ის თანმხლებ პირს. მ----- გ--–-–---–ის ინიციატივით კონფლიქტის მონაწილეებმა გადაინაცვლეს ა---------ის შესასვლელიდან ხელმარცხნივ. თ------ მ---------ს ე-–-----ი ეუბნებოდა დამშვიდებულიყო. ასევე ეუბნებოდა ,,არ გინდა, არ ქნა, ორსული გოგოა“. მოწმის განმარტებით, თავადაც უკან გაჰყვა ბიჭებს დასამშვიდებლად. მათ გადაინაცვლეს უსახელოს ქუჩისკენ. თ------ მ---------ი მ----- გ--–-–---–ს მიჰყვებოდა ხელგადახვეული, რა დროსაც თ------ მ---------ის მარჯვენა ხელში დაინახა მეტალისებური საგანი, რომელიც ბრჭყვიალებდა და სავარაუდოდ იყო დანა. აღნიშნული საგანი თ------ მ---------მა მ----- გ--–-–---–ს მოუქნია მუცლის მიმართულებით. ამ დროს ე-–--- პ----ემ იყვირა ,,დაჭრაო“, რა დროსაც დაინახა, რომ მ----- გ--–-–---–ს მოსდიოდა სისხლი. მათ გააჩერეს ტაქსი, რომლითაც დაჭრილი გადაიყვანეს საავადმყოფოში, თ------ მ---------ი და მასთან ერთად მყოფი პირები კი გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან. მოწმის განმარტებით, შემთხვევის დროს დანისმაგვარი საგანი სხვა პირის ხელში არ დაუნახავს. მოგვიანებით ჩატარებული ფოტოსურათებით ამოცნობისას მან ამოიცნო თ------ მ---------ი. აღნიშნული პირი ასევე ამოიცნო სასამართლო სხდომის დარბაზში ყოფნისას.
ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 23 თებერვალს, 14:25-14:43 საათზე ჩატარდა ფოტოსურათებით ამოცნობა, რა დროსაც ზ------ მ---------–---–მა მისთვის წარდგენილ ოთხ ფოტოსურათს შორის ამოიცნო თ------ მ---------ის ფოტოსურათი და განმარტა, რომ 2018 წლის 14 თებერვალს, აღნიშნული პირი ნახა სამორინე ა-----ში და სამორინე ა----ის ავტოსადგომზე. ამ პირს მ----- გ--–-–---–თან მოუვიდა შელაპარაკება და დაჭრა იგი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, მოწმე მ------ ს-----–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით ღამის სამ საათზე იმყოფებოდა თბილისში, პეკინის გამზირზე, წვეულებაზე. სპორტის სასახლესთან შეხვდა ე-–--- პ----ეს, რომლის თხოვნით სამორინე ა-----ში შევიდა მ----- გ--–-–---–ის გამოსაყვანად. მას თან ახლდა ლ-–- (რ-------ე) და მამაკაცი, რომელიც იმ დღეს გაიცნო წვეულებაზე, სახელად ზ---- (ზ------ მ---------–---–ი). სამორინედან გამოსვლისას მ----- გ--–-–---–ს შელაპარაკება მოუვიდა სხვა პირებთან. ქუჩაში გასვლისას მ-----მა და მისმა თანმხლებმა ბიჭებმა გვერდით გადაინაცვლეს. თავად ე-–---ს ესაუბრებოდა, რომელიც შუქნიშანთან იდგა. მოგვიანებით დაინახა, რომ მ-----ი იყო სისხლიანი, რომელიც ტაქსით წაიყვანეს საავადმყოფოში.
სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმე მ------ ს-----–---–ს წარედგინა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერი, რა დროსაც მან არაერთხელ განმარტა, რომ იყო მთვრალი და ვიდეოჩანაწერში ასახული მოვლენები არ ახსოვს. ჩანაწერში ამოიცნო საკუთარი თავი, ე-–---, მ----- გ--–-–---–ი და ლ-–- რ-------ე. ჩანაწერში, მიუხედავად მასსა და სხვა პირებს შორის რამდენიმესანტიმეტრიანი დაშორებისა, სხვა მამაკაცები ვერ ამოიცნო და განმარტა, რომ ძირითადად ე-–---ზე ჰქონდა აქცენტი. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოჩანაწერში ჩანს, როგორ მიჰყვება იგი ბიჭებს გვერდით, განმარტა, რომ არ ახსოვს, თუ ვის ესაუბრებოდა მ----- გ--–-–---–ი. ვიდეოჩანაწერში ვერ იცნო ვერც ის პირი, ვინც მ----- გ--–-–---–ს ხელი გადახვია. მოწმემ არ დაადასტურა გამოძიებაში მის გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია, ასევე განმარტა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ისე მოაწერა ხელი, რომ არ წაუკითხავს, ხოლო ამოცნობის დროს, სხვა ფოტოს დაადო ხელი, გამომძიებელმა კი მიუთითა იმ ფოტოზე, ვინც ყავდათ უკვე დაკავებული. მას თ------ მ---------ის სახე არ ახსოვს და არც ის ახსოვს შემთხვევის ადგილზე იყო თუ არა. მას დანის დარტყმა არ დაუნახავს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 სექტემბრის განაჩენი, რომლითაც მ------ ს-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, რასაც დაეთანხმა დაცვის მხარეც, სააპელაციო სასამართლოში კვლავ დაიკითხა მ------ ს-----–---–ი. ჩვენების მიცემისას მ------მა უარყო პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული განმარტებები და აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიცემული ჩვენება არ შეესაბამებოდა რეალობას და ის მთლიანად ეთანხმებოდა გამოძიების პროცესში მიცემულ ჩვენებას და მისი მონაწილეობით შედგენილ საგამოძიებო მოქმედების ოქმის შინაარსს. მისი ჩვენებით, მ----- გ--–-–---–ს ჰქონდა დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა, ამიტომ არ უნდოდა ვინმე დაეკავებინათ. ბრალდების მხარის მხრიდან მის მიმართ ზეწოლას ან ძალდატანებას ადგილი არ ჰქონია, საკუთარი ნებით გამოცხადდა და მისცა აღიარებითი ჩვენება, რადგან სურდა დახმარებოდა სასამართლოს. აღიარების საფუძველზე მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. მოწმის ჩვენებით, 2018 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით ღამის სამ საათზე, მას მისწერა მ----- გ--–-–---–მა, რომელმაც უთხრა, რომ იყო კაზინოში და თხოვა მისულიყო და გამოეყვანა იქიდან, რათა სულ არ წაეგო თანხა. იგი მეგობართან ერთად მივიდა კაზინოსთან. გზის მეორე მხარეს შუქნიშანთან დახვდა მ----- გ--–-–---–ის მეუღლე - ე-–--- პ----ე, რომელიც იმ დროს იყო ფეხმძიმედ. მეგობრებთან ერთად შევიდა კაზინოში და ნახა მ----- გ--–-–---–ი. ის, ლ-–- რ-------ე, ზ------ მ---------–---–ი და მ----- გ--–-–---–ი იდგნენ გასახდელთან და აპირებდნენ კაზინოდან გამოსვლას, რა დროსაც მათთან მივიდა რამდენიმე პირი და გაჩერდნენ მ----- გ--–-–---–ის წინ, რომელთაგან ერთი იყო თ------ მ---------ი, მეორე მისი მეგობარი - ე-–-----ი, სხვა პირებს კი არ იცნობდა. ამ დროს მ----- გ--–-–---–სა და თ------ მ---------ს შორის მოხდა შელაპარაკება. თ------ მ---------მა მ----- გ--–-–---–ს უთხრა გარეთ გასულიყო და იქ გაეგრძელებინათ. ყველანი გავიდნენ კაზინოდან გარეთ. მათთან მივიდა ე-–--- პ----ეც. იგი ესაუბრებოდა ე-–---ს, ბიჭები კი საუბრობდნენ ცალკე, მაგრამ იყვნენ ახლოს. კაზინოდან გამოსვლის შემდეგ, ისინი წავიდნენ კაზინოს უკან მხარეს მდებარე ქუჩაზე, რა დროსაც თ------ მ---------ს მ----- გ--–-–---–ისთვის გადახვეული ჰქონდა მარცხენა ხელი და მიდიოდნენ 2-3 ნაბიჯით წინ, დანარჩენები კი მიჰყვებოდნენ უკან. ამ დროს უკნიდან დაინახა, რომ თ------ მ---------მა მარჯვენა ხელით მუცლის არეში დაარტყა მ----- გ--–-–---–ს. სავარაუდოდ დანა დაინახა ბიჭებთან ახლოს მყოფმა ე-–-----მაც, მაგრამ ყველაფერი მოხდა ისე წამიერად, რომ მათთან მისვლა და გაშველება ვერ მოასწრო. დარტყმის შემდეგ მ----- გ--–-–---–ი ჩაიკეცა და თქვა, რომ იყო დაჭრილი. მათ მიირბინეს მ-----თან. ამ დროს თ------ მ---------ი და მასთან ერთად მყოფი პირები იქ აღარ იყვნენ. მათ დაჭრილი მ----- გ--–-–---–ი ტაქსით გადაიყვანეს საავადმყოფოში.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას, მოწმე ე-–--- პ----ემ განმარტა, რომ დაზარალებული მ----- გ--–-–---–ი არის მისი მეუღლე. 2018 წლის 13-14 თებერვალს, ღამის 2-3 საათზე, მეგობრებთან ერთად იყო პეკინის გამზირზე, სამორინე ა-----სთან ელოდებოდა მეუღლეს, რადგან მისი მეგობრისგან - მ------ ს-----–---–ისგან გაიგო, რომ მ-----ი სამორინეში მიდიოდა. მ-----მა მ------ს მისწერა, რომ სამორინეში გაყოლოდა, რათა ფული ბოლომდე არ წაეგო. მ-----თან ერთად სამორინეში შევიდნენ მ------ ს-----–---–ი, ლ-–- რ-------ე და ზ---- (ზ------ მ---------–---–ი), რომელიც მ------ს ახლდა, თავად კი გარეთ ელოდებოდა. ქუჩაში შეხვდა თ------ მ---------ს, რომელსაც ახლდა ე-–----- (ე-––--) გ-------ი და კიდევ ერთი პირი, რომლებსაც მიესალმა. ის და თ------ მ---------ი ერთად სწავლობდნენ სკოლაში. მისი მეგობარია ე-–-----იც. ქუჩაში ჯერ ლ-–- რ-------ე გამოვიდა. სამორინედან გამოსვლის შემდეგ, მისი მეუღლე, თ------ი, ე-–-----ი და ლ-–- ერთად იდგნენ და საუბრობდნენ. თ------ მ---------ი და მისი მეუღლე მათგან რამდენიმე მეტრის დაშორებით გავიდნენ, რის შემდეგაც დაინახა, რომ მისი მეუღლე იყო დაჭრილი, სისხლი მოსდიოდა. მას დაჭრის მომენტი არ დაუნახავს, რადგან სიბნელე იყო და ის მ------ს ესაუბრებოდა. მას არავის ხელში არავითარი საგანი არ დაუნახავს. ზ----მ ჩასვა ტაქსში, სადაც ისხდნენ მისი მეუღლე, მ------ი და ლ-–-. თ------ მ---------ი და მისი თანმხლები პირები სად წავიდნენ, არ დაუნახავს. მის მეუღლეს ჩაუტარდა ოპერაცია. გამოძიებაში დაკითხვისას განაცხადა, რომ არ დაუნახავს, ვინ დაარტყა მის მეუღლეს დანა. გამომძიებლებმა აჩვენეს ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანდა, რომ მ-----ი და თ------ი ერთად იდგნენ და გამომძიებლისგან გაიგო, რომ მისი მეუღლე თ------იმ დაჭრა. რამდენიმე დღეში კვლავ დაიბარეს გამოძიებაში, უთხრეს რომ მისი წინა ჩვენების საფუძველზე თ------ის ვერ დააკავებდნენ და ახალ ჩვენებაზე მოაწერინეს ხელი ისე, რომ ჩვენება არ წაუკითხავს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მტკიცებულებად მიღებული და გამოკვლეული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის განაჩენი, რომლის მიხედვითაც ე-–--- პ----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. სააპელაციო სასამართლოში ასევე დაიკითხა ე-–--- პ----ეც. მოწმემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მისი მეუღლის კაზინოდან გამოსვლის დროს თავად იდგა გზის მოპირდაპირე მხარეს. ამ დროს გაიგო ხმაური და რაღაც კამათი. გადავიდა გზის მეორე მხარეს, სადაც იდგნენ მ----- გ--–-–---–ი, მ------ ს-----–---–ი, ლ-–- რ-------ე, ე-––-- გ-------ი, თ------ მ---------ი და კიდევ ერთი პირი, რომლის სახელი და გვარი არ იცის. თ------ მ---------ი და მ----- გ--–-–---–ი წავიდნენ ცოტა წინ, თავად კი იდგნენ აქეთ. მან გაიხედა მარჯვენა მხარეს და დაინახა, რომ თ------ მ---------ს, რომელსაც მარცხენა ხელი გადახვეული ჰქონდა მ----- გ--–-–---–ისთვის, ამ უკანასკნელს მოუქნია მარჯვენა ხელი, რის შემდეგაც მისი მეუღლე დაიჭრა. იქ სხვა პირი არ იდგა, ამიტომ მ-----ს დაზიანებას სხვა პირი ვერ მიაყენებდა. მოწმის განმარტებით, მან პირველი ინსტანციის სასამართლოში მისცა ცრუ ჩვენება, რადგან იმ დროს მისი მეუღლე იყო კარგად, ამასთან, თ------ მ---------თან მეგობრობდა და არ უნდოდა ჩვენების მიცემა, შემდეგ კი, ითანამშრომლა და ნებაყოფლობით მისცა აღიარებითი ჩვენება. მის მიერ გამოძიებაში და სააპელაციო სასამართლოში მიცემული ჩვენებები არის სწორი. ის და მ------ ს-----–---–ი არ შეთანხმებულან, რომ წასულიყვნენ და მიეცათ აღიარებითი ჩვენება. როგორც მისთვის არის ცნობილი, მ----- გ--–-–---–მა თქვა, რომ იგი არ დაუჭრია თ------ მ---------ს. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ მან დაინახა, რომ თ------ მ---------მა ხელი მოიქნია ჰაერში, რის შემდეგაც დაიჭრა მ----- გ--–-–---–ი, თუმცა დანა თ------ მ---------ის ხელში ან დანის დარტყმის მომენტი არ დაუნახავს, მხოლოდ მარჯვენა ხელის მოქნევა დაინახა. დაჭრის მომენტში იქ იყო ერთი უცნობი პირიც, რომელიც თავიდანვე ახლდა თ------ მ---------ს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმე ე-––-- გ-------მა განმარტა, რომ 2018 წლის 14 თებერვალს, იმყოფებოდა სამორინე ,,ა-----ში“ მეგობარ თ------ მ---------თან და ზ----სთან ერთად, რომლის გვარიც არ ახსოვს. სამორინეში შესვლამდე ქუჩაში შეხვდა ბავშვობის მეგობარ ე-–--- პ----ეს, რომელიც მოიკითხა. სამორინეს გასახდელთან კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია, გამოსვლისას კი შეხვდნენ ე-–--- პ----ის ქმარს, რომელსაც იცნობდა თ------ მ---------ი. მათ ქუჩაში ისაუბრეს დაახლოებით 4-5 წუთი, რის შემდეგაც დაშორდნენ ერთმანეთს და წავიდნენ სხვადასხვა მიმართულებით. მოწმის განმარტებით, ქუჩაში გაწევ-გამოწევას ადგილი არ ჰქონია და არც დანა დაუნახავს ვინმეს ხელში.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა თ------ მ---------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით ღამის 3 საათზე, ე-–-----, იგივე ე-––-- გ-------თან და ამ უკანასკნელის მიერ გაცნობილ კიდევ ერთ პირთან ერთად, იმყოფებოდა სამორინე ,,ა-----ში“, რა დროსაც იგი ქუჩაში შეხვდა ე-–--- პ----ეს, რომელსაც ახლდნენ გოგონა და ბიჭი. მას ე-–---მ უთხრა, რომ ელოდებოდა მეუღლეს. სამორინეს გასახდელთან კი, შეხვდა მეგობარს - მ----- გ--–-–---–ს, რომელიც 2-3 თვის მანძილზე ნანახი არ ჰყავდა. მათ მოიკითხეს ერთმანეთი და გავიდნენ ქუჩაში, სადაც იდგა ე-–--- პ----ე. მასსა და მ----- გ--–-–---–ს შორის გასახდელთან კონფლიქტი არ მომხდარა. მან მ----- გ--–-–---–ს გააცნო ე-–----- გ-------ი, რომელსაც იცნობდა ე-–--- პ----ეც, მ-----მა კი გააცნო ლ-–- რ-------ე. მ----- გ--–-–---–ი ერთი-ორი წუთით გაესაუბრა მეუღლეს, შემდეგ კი მას თხოვა ტელეფონის გამოსატანად ლომბარდში გაყოლა. ის და მ-----ი მიდიოდნენ ხელგადახვეულები და საუბრობდნენ, რა დროსაც შეხვდათ მათთვის უცნობი პირი, რომელმაც მ----- გ--–-–---–ს ჰკითხა იყო თუ არა მ-----ი, რაზეც ამ უკანასკნელმა თანხმობით უპასუხა. მოულოდნელად უცნობმა პირმა მ----- გ--–-–---–ს მოუქნია დანა და დაარტყა. უცნობს ჰქონდა წვერი და იყო დაახლობით მისი სიმაღლის. დანის დარტყმის შემდეგ სად წავიდა ეს პირი მას არ დაუნახავს. თ------ მ---------მა ასევე განმარტა, რომ იგი არის ნასამართლევი და იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ, ამასთან ცოტა ხნით ადრე გაკეთებული ჰქონდა ოპერაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე შეეშინდა უსიამოვნების და დანის დანახვის შემდეგ სწრაფად გაეცალა იქაურობას. უკან მოხედვისას დაინახა, რომ მ----- გ--–-–---–ი და ლ-–- რ-------ე გარბოდნენ. მან პეკინის გამზირზე გააჩერა ტაქსი და წავიდა ე-–-----თან სახლში, მოგვიანებით კი, მ----- გ--–-–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეიტყო საერთო ნაცნობებისგან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 3 აპრილის ექსპერტის N----------------- დასკვნით:
▪ მ----- გ--–-–---–ის ქურთუკის წინა მარცხენა მხარეს და მარჯვენა სახელოს უკანა მხარეს, ჟილეტის წინა მარცხენა მხარეს, ასევე პერანგის წინა მარცხენა მხარეს და მარჯვენა სახელოს მანჟეტის ზედა ნაწილში არსებული გამჭოლი დაზიანებები, წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად.
▪ მ----- გ--–-–---–ის ქურთუკის, ჟილეტის და პერანგის ზედაპირზე არსებული დაზიანებები გახევის, ნაკერის განარღვევის, ლითონის კნოპების ქვედა (ამობურცული) ნაწილის, ამობურცული ნაწილის ქვედა მხარის და ღილების ამოგლეჯის სახით, წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. აღნიშნული დასკვნის სისწორე სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა რ------------------მა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 20 აპრილის ექსპერტის N----- დასკვნით დადგენილია, რომ მ----- გ--–-–---–ის სისხლი მიეკუთვნება Oαβ/I/ ჯგუფს. მ----- გ--–-–---–ის ქურთუკზე, ჟილეტზე, პერანგზე, შარვალზე, ქვედა საცვალზე და ფეხსაცმელზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომლიც მიეკუთვნება Oαβ/I/ ჯგუფს. აღნიშნული დასკვნის სისწორე სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა ნ----------–------–----–---–მა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 მაისის ექსპერტის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ მ----- გ--–-–---–ი 2018 წლის 14 თებერვლიდან 2018 წლის 19 თებერვლის ჩათვლით ა-–---–----–---–ის სახელობის კლინიკაში გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას დიაგნოზით: მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა წვრილი ნაწლავის, მსხვილი ნაწლავის, წვრილი ნაწლავის ჯორჯლის დაზიანებით. მარჯვენა წინამხრის ღია ჭრილობა. მ----- გ--–-–---–მა 2018 წლის 26 თებერვლიდან 2018 წლის 2 მარტის ჩათვლით შპს ჯ--------------–-ის მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის კლინიკაში განაგრძო სტაციონარული მკურნალობა დიაგნოზით: ნაწლავთა მწვავე შეხორცებითი გაუვალობა. ჭრილობები მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა წვრილი ნაწლავის, მსხვილი ნაწლავის ჯორჯლის დაზიანებით და მარჯვენა წინამხრის ღია ჭრილობა ერთობლიობაში აღებული მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა წვრილი ნაწლავის, მსხვილი ნაწლავის, წვრილი ნაწლავის ჯორჯლის დაზიანებით განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, შესაძლებელია დანით, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, მარჯვენა წინამხრის მიდამოში მდებარე ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების საგნის მოქმედებით - მჭრელი თვისება გააჩნია დანასაც, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან მ----- გ--–-–---–ის სტაციონარში პირველად მოთავსების თარიღს - 2018 წლის 14 თებერვალს. აღნიშნული დასკვნის სისწორე სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა კ--------------–-----–---–მა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ 2018 წლის 14 თებერვალს ღამით, კამერის თვალთახედვის არეშია სამორინე ა----ის მიმდებარე ტერიტორია, კერძოდ, ავტოსადგომი. კადრში ჩანს ხუთი მამაკაცი, რომლებსაც უახლოვდება მეექვსე მამაკაცი და ორი გოგონა. თეთრ ქურთუკიანი გოგონა - მ------ ს-----–---–ი ხელების მოძრაობით ესაუბრება მამაკაცებს. ორი მამაკაცი გამოეყო დანარჩენებს, რომელთაგან ერთი, კერძოდ, მამაკაცი წელზე შემოხვეული მაისურით - თ------ მ---------ი, მარცხენა ხელს ხვევს მუქი ფერის ქურთუკიან მამაკაცს - მ----- გ--–-–---–ს და მიდიან პ----------------ის მიმართულებით. რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ მათ უახლოვდება მამაკაცი, რომელსაც აფარია ქუდი - ლ-–- რ-------ე და ხელების მოძრაობით ესაუბრება მათ. აღნიშნულ პირებს უკან მიყვებიან სხვა მამაკაცები, რომლებსაც უკან მისდევენ გოგონები. ხელგადახვეული მამაკაცები რამენიმე ნაბიჯით უსწრებენ დანარჩენებს. ახალგაზრდა მამაკაცს, წელზე შემოხვეული მაისურით - თ------ მ---------ს, რომელსაც ხელი აქვს გადახვეული მუქი ფერის ქურთუკიან ახალგაზრდაზე - მ----- გ--–-–---–ზე, მარჯვენა ხელში უჭირავს საგანი, რომელიც ელავს. პ----------------თან ჩანს მამაკაცების მკვეთრი მოძრაობები. გოგონები სწრაფად მიემართებიან მათკენ, მამაკაცები გარბიან სხვადასხვა მიმართულებით, ქუდიან ახალგაზრდას - ლ-–- რ-------ეს გამოჰყავს მუქი ფერის ქურთუკიანი მამაკაცი - მ----- გ--–-–---–ი, რომელიც მუცელზე იფარებს ხელს. მამაკაცი წელზე შემოხვეული მაისურით კი გარბის საპირისპირო მიმართულებით.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომლითაც თ------ მ---------ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება (ვრცლად იხ. 2014 წლის 12 თებერვლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმეზე N142აპ-13).
სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ორი სამართლებრივი მოცემულობის გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას შეცდომის გამოსარიცხად, სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის ელემენტი, რომლის (ანუ განზრახვის) მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. (იხ. 2016 წლის 29 სექტემბრის უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N227აპ-16).
პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ასევე აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ ანდა, უკიდურეს შემთხვევაში დამნაშავის მიერ დაზარალებულის სიკვდილის, როგორც შედეგის შეგნებული დაშვება ან ამ უკანასკნელის დადგომისადმი გულგრილი დამოკიდებულება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქმედების განზრახ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის, აუცილებელი არ არის, პირს წინასწარ, რამდენიმე დღით, ან თუნდაც რამდენიმე საათით ადრე ჩამოუყალიბდეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა. რაც შეეხება მოტივის დაუდგენლობას, ასევე არ წარმოადგენს სავალდებულო გარემოებას მკვლელობის ბრალდების დასადასტურებლად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია დანაშაულის მცდელობა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც განზრახი ქმედება უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი, რასაც ედავება ბრალდების მხარე თ------ მ---------ს.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია ის გარემოება, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ დაზარალებული მ----- გ--–-–---–ი, მოწმეები: ე-–--- პ----ე, მ------ ს-----–---–ი, ლ-–- რ-------ე და ზ------ მ---------–---–ი, ასევე მსჯავრდებული თ------ მ---------ი, მოწმე ე-––-- გ-------ი და მათთან ერთად მყოფი დაუდგენელი პირი.
სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2018 წლის 14 თებერვალს, ქ------–-----------------------------------------------------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, სამორინე ,,ა-----სთან“, მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით მუცლის არეში დაჭრეს მ----- გ--–-–---–ი. ექსპერტის დასკვნის თანახმად, მ----- გ--–-–---–ს აღენიშნებოდა მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა წვრილი ნაწლავის, მსხვილი ნაწლავის, წვრილი ნაწლავის ჯორჯლის დაზიანებით და ასევე მარჯვენა წინამხრის ღია ჭრილობა.
ასევე დადგენილია და არც დაცვის მხარე უარყოფს, რომ მ----- გ--–-–---–ის დაჭრის დროს, მ----- გ--–-–---–ის გვერდით იმყოფებოდა თ------ მ---------იც. როგორც დაზარალებულმა, ისე მსჯავრდებულმა განავითარეს ვერსია, რომ მ----- გ--–-–---–ი უმიზეზოდ დაჭრა მათთვის უცნობმა პირმა, რომელმაც დაზარალებულს ჰკითხა იყო თუ არა მ-----ი, მიაყენა დაზიანება და დატოვა შემთხვევის ადგილი. შესაბამისად, სასამართლო შეაფასებს დაზარალებულის, მოწმეების და თავად თ------ მ---------ის ჩვენებებს, საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთად.
დაზარალებულმა სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ შემთხვევის დღეს მას ქუჩაში კონფლიქტი არავისთან მოსვლია. იგი თ------ მ---------თან ერთად, რომელსაც მისთვის გადახვეული ჰქონა ხელი, მიდიოდა ლომბარდისკენ, რა დროსაც მისთვის უცნობმა მაღალმა, გამხდარმა, ქერა, ცისფერთვალება და წვერიანმა პირმა შეაჩერა და ჰკითხა იყო თუ არა მ-----ი, შემდეგ კი გაურკვეველი მიზეზით დაარტყა დანა. ამ დროს მას თ------ მ---------ი ხელგადახვეული მიყვებოდა გვერდით, დანარჩენები კი, მიდიოდნენ მათ უკან. უცხო პირის მიერ მ----- გ--–-–---–ისთვის დანის დარტყმის ფაქტი დაადასტურა ასევე სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას თ------ მ---------მაც და განმარტა, რომ იმ დროს, როდესაც ის და მ-----ი მიდიოდნენ ხელგადახვეულები, მათ შეხვდათ წვერიანი, დაახლოებით მისი სიმაღლის უცნობი პირი, რომელმაც, იმის გარკვევის შემდეგ, რომ მათგან ერთ-ერთი ნამდვილად იყო მ-----ი, მოულოდნელად ამ უკანასკნელს მოუქნია და დაარტყა დანა. გარდა იმ გარემოებისა, რომ ამ უცნობი პირის აღწერისას დაზარალებულის და ბრალდებულის ჩვენებები არაა შესაბამისობაში ერთმანეთთან, ასევე სრულად ეწინააღმდეგება ე-––-- გ-------ის ჩვენებას. აღნიშნული მოწმის განმარტებით, სამორინედან გამოსვლისას მას თ------ მ---------მა გააცნო მ----- გ--–-–---–ი, რომელთანაც ისაუბრეს 4-5 წუთი, შემდეგ კი დაშორდნენ ერთმანეთს და წავიდნენ სხვადასხვა მიმართულებით. ქუჩაში გაწევ-გამოწევას ადგილი არ ჰქონია და არც დანა დაუნახავს ვინმეს ხელში. აღნიშნულმა მოწმემ საერთოდ უარყო მათი თანდასწრებით მ----- გ--–-–---–ის დაჭრის ფაქტი. მოწმის ჩვენება არათუ შეუსაბამოა სხვა მოწმეთა მიერ მიცემულ განმარტებებთან, არამედ წინააღმდეგობაში მოდის გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერთანაც, სადაც ჩანს მხარეებს შორის არსებული კონფლიქტური სიტუაცია, ხელების მკვეთრი მოძრაობებით და დაძაბული საუბრით. ასევე ჩანს, რომ თ------ მ---------ს მ----- გ--–-–---–ისთვის გადახვეული აქვს მარცხენა ხელი, ხოლო მარჯვენა ხელში გაიელვა მეტალისმაგვარმა საგანმა, რის შემდეგაც ჩანაწერში წამებში ჩნდება დაზარალებული, რომელიც მუცელზე იკიდებს ხელს და ფაქტია, რომ არის დაჭრილი.
ექსპერტის დასკვნით დადგენილია, რომ მ----- გ--–-–---–ის ქურთუკის, ჟილეტის და პერანგის ზედაპირზე არსებული დაზიანებები გახევის, ნაკერის განარღვევის, ლითონის კნოპების ქვედა (ამობურცული) ნაწილის, ამობურცული ნაწილის ქვედა მხარის და ღილების ამოგლეჯის სახით, წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად, რაც წინააღმდეგობაშია თ------ მ---------ის და მ----- გ--–-–---–ის ჩვენებებთან, რომ თითქოს უცნობმა პირმა მოულოდნელად, ყოველგვარი გაწევ-გამოწევის გარეშე დაარტყა დანა და გაიქცა შემთხვევის ადგილიდან.
გასათვალისწინებელია სხვა მტკიცებულებებიც. ზ------ მ---------–---–ი არის მოწმე, რომელსაც რაიმე სახის დაინტერესება არ გააჩნია არც მ----- გ--–-–---–ის და არც თ------ მ---------ის მიმართ, მაშინ, როდესაც სხვა პირები დაზარალებულის და მსჯავრდებულის ნაცნობ-მეგობრები არიან. მოწმემ იმ დღეს გაიცნო მ------ ს-----–---–ი და შემდეგ შეესწრო განვითარებულ მოვლენებს, რაც სრულ თანხვედრაშია როგორც ჩანაწერთან, ასევე სააპელაციო სასამართლოში დაკითხული მოწმეების: ე-–--- პ----ის და მ------ ს-----–---–ის ჩვენებებთან. ჩანაწერში ჩანს, რომ ყველა ეს პირი არც თუ ისე დიდი დაშორებით იმყოფებიან ერთმანეთთან და მიყვებიან მ----- გ--–-–---–ს და თ------ მ---------ს. ზ------ მ---------–---–ის ჩვენებით, მან თ------ მ---------ის მარჯვენა ხელში დაინახა მეტალისებური საგანი, რომელიც ბრჭყვიალებდა და სავარაუდოდ იყო დანა, რომელიც მან მუცლის მიმართულებით მოუქნია მ----- გ--–-–---–ს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელს მოსდიოდა სისხლი. მომხდარის დროს მას სხვა პირის ხელში დანა არ დაუნახავს. ის ფაქტი, რომ მოწმემ დარწმუნებით ვერ განმარტა, მის მიერ დანახული საგანი იყო თუ არა დანა, არ წარმოადგენს მოწმის სანდოობაში ეჭვის შეტანის და თ------ მ---------ის და დაზარალებულის ჩვენებების გაზიარების საფუძველს. ფაქტია და ამას არც დაცვის მხარე უარყოფს, რომ თ------ მ---------ს მარცხენა ხელი გადახვეული ჰქონდა მ----- გ--–-–---–ზე, ხოლო მის მარჯვენა ხელში მოელვარე საგანი, რომელიც მოიქნია მ----- გ--–-–---–ის მიმართულებით, წარმოადგენდა მჩხვლეტავ-მჭრელ საგანს, რომლითაც მ----- გ--–-–---–ს მიყენებული აქვს ორი დაზიანება.
პალატა ასევე შეაფასებს ე-–--- პ----ის და მ------ ს-----–---–ის სააპელაციო სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს. როგორც ზემოთ აღინიშნა, ორივე მოწმემ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიაწოდა გამოძიებაში მიცემული ჩვენებისგან განსხვავებული ინფორმაცია, თუმცა, მოწმეებმა სასამართლოშივე ვერ ახსნეს ის წინააღმდეგობები, რაც მათ ჩვენებებსა და საქმის მასალებს, მათ შორის ჩანაწერს შორის არსებობდა. თ------ მ---------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, ორივე პირის მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი თ------ მ---------ის საქმეზე სასამართლოში ცრუ ჩვენების მიცემის გამო. აღნიშნული განაჩენების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოში დაიკითხნენ ე-–--- პ----ე და მ------ ს-----–---–ი. მოწმეთა განმარტებით, მათ დაინახეს თ------ მ---------ის მიერ ხელის მოქნევის მომენტი მ----- გ--–-–---–ის მიმართულებით, ასევე განმარტეს, თუ რამ განაპირობა პირველი ინსტანციის სასამართლოში მათ მიერ არასწორი ჩვენების მიცემა. მ------ ს-----–---–ის ჩვენებით, მან უკნიდან დაინახა, რომ 2-3 ნაბიჯით მის წინ მიმავალმა თ------ მ---------მა, რომელსაც მარცხენა ხელი გადახვეული ჰქონდა მ----- გ--–-–---–ისთვის, ამ უკანასკნელს მარჯვენა ხელით მუცლის არეში დაარტყა ხელში არსებული საგანი. დარტყმის შემდეგ მ----- გ--–-–---–ი ჩაიკეცა და თქვა, რომ იყო დაჭრილი. შემთხვევის დღეს კაზინოდან გამოსვლის შემდეგ ხმაურის და კამათის ფაქტი, სააპელაციო სასამართლოში დაკითხვისას ასევე დაადასტურა ე-–--- პ----ემ და განმარტა, რომ თ------ მ---------ი და მ----- გ--–-–---–ი წავიდნენ ცოტა წინ, რა დროსაც დაინახა, რომ თ------ მ---------მა, რომელსაც მარცხენა ხელი გადახვეული ჰქონდა მ----- გ--–-–---–ისთვის, ამ უკანასკნელს მოუქნია მარჯვენა ხელი, რის შემდეგაც დაიჭრა მ----- გ--–-–---–ი, თუმცა დანა თ------ მ---------ის ხელში ან დანის დარტყმის მომენტი არ დაუნახავს. მოწმემ აღნიშნა, რომ მისი მეუღლის დაჭრის დროს იქ სხვა პირი არ იდგა, ამიტომ მ----- გ--–-–---–ს დაზიანებას სხვა ვერ მიაყენებდა.
პალატა იზიარებს როგორც ე-–--- პ----ის, ისე მ------ ს-----–---–ის მიერ სააპელაციო სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მოწმეთა განმარტებით, არანაირ ზემოქმედებას მათ მიმართ ადგილი არ ჰქონია, რაც დასტურდება კიდეც მათ მიმართ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გამოტანილი განაჩენით. მოწმეთა ჩვენებებით, მათ საკუთარი ნებით გადაწყვიტეს გამოძიებასთან თანამშრომლობა და დანაშაულის აღიარება. შესაბამისად, არ გამოვლენილა რაიმე გარემოება, რომელიც გახდებოდა მათ მიერ სააპელაციო სასამართლოში მიცემულ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ ე-–--- პ----ის და მ------ ს-----–---–ის სააპელაციო სასამართლოში მიცემული ჩვენებები არ ედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს და პირველი ინსტანციის სასამართლოს, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მიღებული აქვს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.
აღსანიშნავია, რომ როგორც ე-–--- პ----ემ, ისე მ------ ს-----–---–მაც აღნიშნეს, რომ დაჭრის მომენტში ადგილზე იყო ერთი უცნობი პირი, რომლის ვინაობაც მათთვის უცნობია, თუმცა ეს პირი თავიდანვე ახლდა თ------ მ---------ს. შესაბამისად დაცვის მხარის ვერსია, რომ თ------ მ---------თან და მ----- გ--–-–---–თან მივიდა უცნობი პირი, რომელმაც დაჭრა მ----- გ--–-–---–ი, მოკლებულია საფუძველს. როგორც მ----- გ--–-–---–მა, ისე თ------ მ---------მა განმარტეს, რომ ეს იყო მათთვის უცნობი პირი და არა ის პირი, რომელიც ახლდა მსჯავრდებულს. რასაკვირველია, პირები, რომლებიც უკან მიყვებოდნენ დაზარალებულს და თ------ მ---------ს, ვერ დაინახავდნენ დანის თუ რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის დარტყმის ფაქტს, რაც, რასაკვირველია, არ მიუთითებს თ------ მ---------ის უდანაშაულობაზე. მოწმეებმა ნათლად განმარტეს, რომ მათ დაინახეს თ------ მ---------ის მიერ ხელის მოქნევის ფაქტი, რის შემდეგაც თ------ მ---------მა თანმხლებ პირებთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი. ის ფაქტი, რომ თ------ მ---------ის მიერ ხელის ქნევა არ იყო ჟესტიკულაციის გამომხატველი ქცევა, როგორც ეს დაცვის მხარემ აღნიშნა, დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. მოწმეთა ჩვენებებით არ დგინდება, რომ მ----- გ--–-–---–ს დაზიანება მიაყენა სხვა პირმა, ხოლო დაზარალებულის, თ------ მ---------ის და ე-––-- გ-------ის ჩვენებებთან დაკავშირებით პალატამ ზემოთ უკვე იმსჯელა და მიიჩნია, რომ ვერ იქნებოდა გაზიარებული, როგორც ერთმანეთთან, ასევე სხვა მტკიცებულებებთან წინააღმდეგობის გამო. დამატებით გასათვალისწინებელია დაზარალებულის პოზიციაც პირველი ინსტანციის სასამართლოში, სადაც მან თ------ მ---------ი მოიკითხა და დაპირდა, რომ ცოტაც მოეთმინა და მალე გამოვიდოდა. დაზარალებულის და პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეების - ე-–--- პ----ის და მ------ ს-----–---–ის ჩვენებების მიზანი სწორედ თ------ მ---------ისთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება იყო, რაც საფუძვლიანად არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლომ, ხოლო ე-–--- პ----ის და მ------ ს-----–---–ის ცრუ ჩვენებების მიცემის ფაქტი დადასტურებულია როგორც განაჩენებით, ისე ამ უკანასკნელ პირთა სააპელაციო სასამართლოში მიცემული ჩვენებებით.
მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე, პალატამ იმსჯელა და მიიჩნია, რომ თ------ მ---------ის ქმედებით განხორციელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლის ობიექტური შემადგენლობა. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ თ------ მ---------ს არ დაუჭრია მ----- გ--–-–---–ი, გამოკვლეული მტკიცებულებების შესწავლით არ დადასტურებულა. მოწმეთა მიერ სასამართლო სხდომაზე დადასტურებული ფაქტები, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტიზის დასკვნები, დაზიანებების ლოკალიზაცია, მეტყველებენ, რომ დაჭრას წინ უძღოდა კაზინოში მომხდარი კონფლიქტი. განვითარებულმა მოვლენებმა კი განსაზღვრა თ------ მ---------ის მიზანმიმართული მოქმედებები, რაც მეტყველებს განზრახვაზე სიცოცხლე მოესპო მ----- გ--–-–---–ისთვის. ექსპერტის დასკვნით დადგენილია დაზიანებების ხარისხი და ლოკალიზაცია. თ------ მ---------ის ქმედება, მ----- გ--–-–---–ისთვის დანის არაერთგზის დარტყმა მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - მსხვერპლისთვის მიყენებულ ორ, მათ შორის სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობასთან. ამ პირობებში მნიშვნელოვანია თ------ მ---------ის ქმედება დარტყმების მიყენების შემდეგ, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. როგორც აღინიშნა, მ----- გ--–-–---–ს ახლდა არაერთი პირი, რომლებიც უკან მიყვებოდნენ დაზარალებულს და მისთვის ხელგადახვეულ თ------ მ---------ს. ამ პირობებში, თ------ მ---------ი, მ----- გ--–-–---–ისთვის დარტყმების მიყენებისთანავე სწრაფად ტოვებს შემთხვევის ადგილს მის თანმხლებ პირებთან ერთად. პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფნის გამო უდანაშაულო თ------ მ---------მა სწრაფად დატოვა ადგილი უსიამოვნების თავიდან ასარიდებლად. გასათვალისწინებელია, რომ შემთხვევა მოხდა ზამთრის პერიოდში. საქმის მასალებით დადგენილია ის ტანსაცმელი, რაც შემთხვევის დროს ეცვა მ----- გ--–-–---–ს. მიუხედავად ტანთცმული პერანგის, ჟილეტის და ქურთუკისა, მჩხვლეტავ-მჭრელმა საგანმა შეაღწია ასევე მუცლის ღრუში და დააზიანა წვრილი ნაწლავი, მსხვილი ნაწლავი, წვრილი ნაწლავის ჯორჯალი. პალატას მიაჩნია, რომ თ------ მ---------მა სწორედ პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად დატოვა შემთხვევის ადგილი და მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება რაიმე დაინტერესების არსებობა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, როგორც ეს თ------ მ---------მა განმარტა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.
როგორც წესი, მტკიცებულებების მოპოვება და წარდგენა ხდება წინასასამართლო სხდომამდე 5 დღით ადრე. სწორედ ამ დროს მთავრდება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება. საქმისწარმოების შემდეგ ეტაპებზე მტკიცებულებების წარდგენას კი სჭირდება გარკვეული წინაპირობების არსებობა, რაც, თავის მხრივ, მტკიცებულებათა წარდგენის სპეციალურ წესს უკავშირდება. ეს სპეციალური წესი მოქმედებს საქმის არსებითი და სააპელაციო წესით განხილვისას.
მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი მოეპოვებინა მტკიცებულება, როგორც ბრალდების მხარე. თუ ბრალდების მხარემ არ ჩაატარა რაიმე საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედება, საქმის მასალების მიხედვით ასევე არ დგინდება, რომ წინასასამართლო სხდომამდე 5 დღით ადრე პერიოდამდე დაცვის მხარემ მიმართა გამოძიებას ან სასამართლოს ასეთი მტკიცებულებების მოპოვების მოთხოვნით. შესაბამისად, მსჯავრდებულის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარემ შეგნებულად არ წარმოადგინა ლომბარდის ვიდეოჩანაწერი და სხვა მტკიცებულება, ვერ იქნება გაზიარებული და მისი უდანაშაულობის დამადასტურებელი არგუმენტი.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებიდან).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
მოცემულ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს თ------ მ---------ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება სასჯელს, რომლის სიმკაცრეზეც ირიბად მიუთითა დაცვის მხარემ, პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნების განსასაზღვრად, სრულყოფილად უნდა შეფასდეს ყველა ის გარემოება, რაც სასჯელის დანიშვნის დროს არის გასათვალისწინებელი და ასევე ნათლად უნდა იქნეს გაანალიზებული საფრთხე ან საფრთხეები, რაც შექმნა დამნაშავის ქმედებამ თუ ქმედებებმა.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ქმედებით გამოწვეული საფრთხეების და სიმძიმის გათვალისწინების შედეგად ადეკვატური, შესაბამისი და თანაზომიერი სასჯელის დაკისრებას. რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას. რესოციალიზაციის მიზანი მჭიდროდაა დაკავშირებული ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანთან და სასჯელი მიაღწევს თუ არა მიზანს, უნდა იქნეს შეფასებული მსჯავრდებულის პიროვნებითაც.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დაენიშნა სასჯელი თ------ მ---------ს, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე ვადით. პალატას მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი, დანაშაულის მოტივის, მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის, ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, თ------ მ---------ის წარსული ცხოვრების, მისი ნასამართლობის, დანაშაულის რეციდივის, გამოსაცდელ ვადაში სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის, წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის ოდენობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ასევე არის სამართლიანი, კანონიერი და დასაბუთებული, რის გამოც განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 ნოემბრის განაჩენი.
თ------ მ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ------ მ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
სასჯელის ვადის ათვლა თ------ მ---------ს დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 22 თებერვლიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
§ მ----- გ--–-–---–ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
§ ორი დისკი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
§ სისხლის ნიმუშები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
ვეფხია ლომიძე