განაჩენი

სისხლის სამართლის 16.01.2020
საქმის ნომერი
330100117001917143
ინსტანცია
თარიღი
16.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001917143

საქმე №1ბ/658-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 იანვარი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

ბესიკ ბუგიანიშვილი

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორების - გ-------–---–------ის, მ---------------–---–ის,ადვოკატების - შ--–---------–---–ის, ი--------------ის,მსჯავრდებულ - რ-------------–---ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ რ-------------–---ის ადვოკატების შ--–---------–---–ის და ი--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

რ-------------–---ის მიმართ - დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------–----–----–-----------------–---------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენით:

 

რ-------------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა რ-------------–---ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ-------------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ რ-------------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლის საწყისად განესაზღვრა მისი დაკავების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების თარიღი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენით დაადგინა, რომ:

 

რ-------------–---მა ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის განაჩენით, რ-------------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით; ასევე, ერთი წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

 

2014 წლის 11 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ რ-------------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახით, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სამი წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი რ-------------–---ი 2017 წლის 9 მარტს, დღის საათებში, ქ. თბილისში, 26 მაისის მოედანი N1-ში მდებარე სასტუმრო „ჰ---–----------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა დ------------–------ის კუთვნილ 120 ლარად ღირებულ „DOOGEE“-ის ფირმის მობილურ ტელეფონს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ რ-------------–---ის ადვოკატებმა შ--–---------–---–მა და ი--------------ემ, რომლებმაც მოითხოვეს განაჩენში ცვლილების შეტანა და რ-------------–---ის მიერ ჩადენილი ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აპელანტების მითითებით, განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა, არ ემყარება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს და ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებს. ძარცვის კვალიფიკაციით რ-------------–---ის ბრალეულობა დასტურდება მხოლოდ დაზარალებულ დ------------–------ის ჩვენებით, რომლის შინაარსიც თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებთან შედარებით, არ არის დამაჯერებელი და თანმიმდევრული. ვიდეოჩანაწერში, სადაც აღწერილია 2017 წლის 09 მარტს პეკინის ქუჩაზე სასტუმრო „ჰ---–----------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები, არ ჩანს, რომ რ-------------–---ი აშკარად და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვით ეუფლება დ------------–------ის მობილურ ტელეფონს. როგორც სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა - ჯ---–----------–---–-------------–----–-–---–------------------------–----------------------მ განმარტეს, რ-------------–---ის მიერ დ------------–------ისათვის ტელეფონის გამორთმევა გამოწვეული იყო მხოლოდ იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელს არ დაერეკა თავისი მეგობრებისთვის ან პოლიციისთვის და რ-------------–---ს მობილური ტელეფონის მისაკუთრების არანაირი განზრახვა არ ჰქონია. მოწმეთა ჩვენებებით და რ-------------–---ის მიერ გ-------------------–ის მიმართ განხორციელებული სატელეფონო ზარებით უდავოდ დადგენილია, რომ რ-------------–---ს ჰქონდა დ------------–------ისათვის ტელეფონის დაბრუნების სურვილი და მცდელობა, რისი სისრულეში მოყვანაც არ მოხერხდა ამ უკანასკნელის სახლში არყოფნის გამო. დამცველების განმარტებით, სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ 2017 წლის 10 მარტს რ-------------–---ი ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, რა დროსაც წარადგინა თანნაქონი გალსტიანის მობილური ტელეფონი, რაც მისი მხრიდან ძარცვის განზრახვის არსებობის შემთხვევაში, არ მოხდებოდა და იგი დაუფლებულ ტელეფონს პოლიციაში მისვლამდე გაანადგურებდა. აპელანტების განმარტებით, რ-------------–---ის მიერ დ------------–------ისათვის მობილური ტელეფონის გამორთმევა გამოწვეული იყო მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ეს უკანასკნელი არ დაკავშირებოდა მეგობარს ან პოლიციას, რაც მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 150 მუხლით (იძულება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებზე, რ-------------–---მა თავისი ქმედებით აიძულა დაზარალებული, არ დაერეკა მობილური ტელეფონიდან.

 

სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა რ-------------–---მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

 

პროკურორმა გ-------–---–------ემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივარს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ რიგში პალატა გააანალიზებს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც წარდგენილი და გამოკვლეული იქნა პირველი ინსტანციის სასართლო სხდომაზე, მიმოიხილავს და შეაფასებს მათ და იმსჯელებს, თუ რატომ არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა დ------------–------მა განმარტა, რომ ცხოვრობს ნუცუბიძის პირველ პლატოზე. შემთხვევის დღეს თავისი მანქანით იმყოფებოდა მეზობელ უბანში, სადაც ნახა ნაცნობები - რ-------------–---ი და გ-------------ა, რომლებმაც სთხოვეს ავტომანქანით ლომბარდში წაყვანა. იგი დათანხმდა და გ-------------ა მასთან მყოფ პირებთან ერთად წაიყვანა პეკინის გამზირზე მდებარე ლომბარდში. თავად იჯდა საჭესთან, გვერდით ეჯდა რ-------------–---ი, უკან - გ-------------ა და სხვა ბიჭები, სულ იყვნენ ხუთნი. გზაში ვიღაც უკაკუნებდა მხარზე, ვერ მიხვდა ვინ იყო, ხელი ეშლებოდა საჭის მართვაში და სიტუაცია რომ არ დაძაბულიყო, პეკინის ქუჩაზე, სასტუმრო „ჰ---–----------ს“ წინ გააჩერა ავტომანქანა. მან (დ------------–------მა) მგზავრებს მოუწოდა გადასულიყვნენ, რის გამოც გ-------------ასთან და რ-------------–---თან მოუვიდა ჩხუბი. შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთი, რა დროსაც ჯიბიდან ამოიღო ტელეფონი მეგობრებთან დასარეკად, მაგრამ რ-------------–---მა, რომელსაც ალბათ შეეშინდა პოლიციაში არ დაერეკა, წაართვა ტელეფონი. ამის შემდეგ გადაწყვიტა გარიდებოდა ბ------–---ს და მასთან მყოფ პირებს, გააჩერა ტაქსი და წავიდა. როდესაც უკან დაბრუნდა, აღნიშნული პირები იქ აღარ დახვდნენ. ტელეფონის დაბრუნების მიზნით დარეკა თავისივე მობილურზე რ-------------–---თან. სატელეფონო საუბრისას კამათი მოუვიდა გ-------------ასთან, რომელმაც უთხრა, რომ შეხვედროდა უბანში. მართლაც მივიდა ვ-–----–----–ას მეორე კვარტალში, სადაც დახვდნენ გ-------------ა, რ-------------–---ი და კიდევ რამოდენიმე ბიჭი. ბ------–----------------მ კვლავ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, მიქავამ ქვა ჩაარტყა თავში. ტელეფონი არ დაუბრუნეს, რის შემდეგაც მომხდარის თაობაზე განაცხადა პოლიციაში. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ მის მობილურ ტელეფონში მოთავსებული იყო მაგთის ორი სიმბარათი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა გ---------------მ, ვ--–----------–---–-----------------–-–---–--------------------–---–-----------------------–---–------------------------ამ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ჯ---–----------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 9 მარტს, დაახლოებით 4 საათზე თავად, დ------------–------ი, გ--------–----–-–---–ი, გ-------------ა, ვინმე ლ----ი და რ-------------–---ი იმყოფებოდნენ ამ უკანასკნელის კორპუსთან. გ-------------ას გადასახდელი ჰქონდა ლომბარდის პროცენტი და დ------------–------მა მანქანით წაიყვანა ისინი პეკინის ქუჩაზე. როდესაც სასტუმრო „ჰ---–----------ს“ გვერდით იმყოფებოდნენ, ავტომანქანაში მყოფ პირებს შორის მოხდა შეკამათება. ამ დროს მუსიკა იყო ხმამაღლა ჩართული, რის გამოც ვერ გაიგო რაზე შელაპარაკდნენ. მგზავრები გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და დ------------–------ს, რ-------------–---სა და გ-------------ას შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, თუმცა გააშველეს. დ------------–------მა ამოიღო მობილური ტელეფონი და რეკავდა, თუმცა ტელეფონი რ-------------–---მა გამოართვა, რათა სადმე არ დაერეკა. დ------------–------მა რ-------------–---ს სთხოვა ტელეფონის დაბრუნება, რაზეც ბ------–---მა უთხრა, რომ ჯერ მანქანაში ჩამჯდარიყო, დაწყნარებულიყო და მერე მისცემდა, დ-------- არ ჩაჯდა და წავიდა. ადგილზე დარჩენილი პირები კი ტაქსით ერთად წავიდნენ ვ-–----–----–ას გამზირზე. თავად და რ-------------–---ი ავიდნენ სახლებში. მასთან ყოფნის პერიოდში რ-------------–---ს დ--------სთვის ტელეფონი არ დაუბრუნებია და არც კარტა ამოუღია ტელეფონიდან; მოწმის განმარტებით, ავტომანქანაში საუბარი არ ყოფილა ტელეფონის არდაბრუნებაზე; რომ ნახავდა, დაუბრუნებდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--------–----–-–---–მა განმარტა, რომ არის რ-------------–---ის მეგობარი. შემთხვევის დღეს ვ-–----–----–ას მეორე მიკრორაიონიდან დ------------–------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით თვითონ, ჯ---–----------–---–ი, გიორგი - იგივე პელე, რ-------------–---ი და კიდევ ერთი პირი წავიდნენ პეკინის გამზირზე. მანქანაში მუსიკა იყო ხმამაღლა ჩართული და ვერ გაიგო, თუ რა გახდა მგზავრებს შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი. სასტუმრო „ჰ---–-----------ან“ ჩამოვიდნენ მანქანიდან, მას ტელეფონზე დაურეკეს და სალაპარაკოდ გვერდით გავიდა, ამიტომ არ იცის, რაზე კამათობდნენ. დ------------–------ი სადღაც აპირებდა დარეკვას, რ-------------–---ს არ უნდოდა რომ დაერეკა და წაართვა ტელეფონი. დ--------მ გასაღები წაიღო და გაიქცა, ხოლო ადგილზე მყოფი სხვა პირები დაბრუნდნენ უბანში, რა დროსაც რ-------------–---ი მალევე წავიდა. შემდეგ დ------------–------ი მივიდა მათთან და ამ უკანასკნელმა და გ-------------ამ კვლავ იჩხუბეს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ვაჟა ფშაველას გამზირზე ჩხუბის დასრულებისა და დ--------ს წასვლის შემდეგ, ეზოში ჩავიდა რ-------------–---ი და იკითხა - რა მოხდა, რატომ წავიდა დ--------ო. რ-------------–---ს გამოსაჩენ ადგილას არ ჰქონდა ტელეფონი, თუმცა შეიძლება თან ჰქონდა. რეზოს იმავე საღამოს უნდოდა დ--------სთვის ტელეფონის დაბრუნება, მაგრამ ვერ უკავშირდებოდა, ამიტომ დაურეკა დ--------ს მეზობელ გიორგის და სთხოვა, რომ ასულიყო და ენახა - დიმა სახლში იყო თუ არა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-------------------–მა განმარტა, რომ არის ბრალდებულ რ-------------–---ის მეგობარი და დაზარალებულ დ------------–------ის მეზობელი. ზუსტად თარიღი არ ახსოვს, იყო დილა ან შუადღე, როდესაც მას ეძინა და გააღვიძა რ-------------–---ის ზარმა. მან უთხრა, რომ გალსტიანის ტელეფონი ქონდა და უნდოდა დაბრუნება. თეთრაული ავიდა დ------------–------თან, რომელიც არ დახვდა სახლში. თუ რატომ ჰქონდა რ-------------–---ს გალსტიანის ტელეფონი, მისთვის უცნობია.

 

რ-------------–---მა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დაზარალებული დ------------–------ი გაიცნო მეგობრის - გ-------------------–ის მხრიდან და ჰქონდათ რამდენიმე დღის ურთიერთობა. შემთხვევის დღეს დ------------–------ის მანქანით წავიდნენ პეკინის ქუჩაზე, სადაც გ-------------ას ლომბარდში ქონდა საქმე. გზაში დ------------–------ს თითს ადებდა ზურგზე, რის გამოც გ--–-------ა გააჩერა მანქანა, მოსთხოვა გადასულიყო და ფეხით წასულიყო. მანქანიდან ყველა გადმოვიდა, რის შემდეგაც მიქავასთან ერთად შეეკამათა დ------------–------ს, სხვები კი აშველებდნენ. დ------------–------მა ამოიღო ტელეფონი და რეკავდა. იფიქრა, რომ დაზარალებული პოლიციაში ან მეგობართან რეკავდა და სიტუაცია რომ არ გამძაფრებულიყო, გამოართვა ტელეფონი. ამის შემდეგ დ------------–------ი გადავიდა გზის მეორე მხარეს, ტაქსი გააჩერა და წავიდა. თავად და მასთან მყოფი პირები ტაქსით დაბრუნდნენ უბანში. მოგვიანებით დაუკავშირდა დ------------–------ი და შეთანხმდნენ შეხვედრაზე. იგი (რ-------------–---ი) ნახევარი საათით ავიდა სახლში და რომ ჩამოვიდა, ტელეფონიც თან ქონდა, რათა დაებრუნებინა მესაკუთრისათვის, თუმცა ადგილზე მისულს დ------------–------ი უკვე წასული დახვდა, ვინაიდან მასსა და მიქავას შორის კვლავ კონფლიქტი მომხდარა. საღამოს დაურეკა გ-------------------–ს, რომელიც ყურმილს არ იღებდა, თუმცა დილით მოახერხა მართან დაკავშირება, რა დროსაც უთხრა, რომ ქონდა დიმას ტელეფონი, უნდოდა დაბრუნება და ენახა, იყო თუ არა სახლში. თ---------–-ა ნახევარ საათში დაურეკა და აცნობა, რომ დ-------- სახლში არ იყო. რ-------------–---ის განმარტებით, ტელეფონის გამოყენების მიზანი არ ქონია და გადაწყვიტა იგი თ---------–-----ის მიეცა, რადგან დ------------–------ი მისი მეზობელი იყო და ის გადასცემდა. რ-------------–---მა სიმბარათთან დაკავშირებით განმარტა, რომ ბარათი ტელეფონიდან მას არ ამოუღია. დილით სანამ სახლიდან გამოვიდოდა, მეუღლეს ტელეფონი გაუფუჭდა და თავისი სიმბარათი ჩაუდია ტელეფონში ფეისბუქის პაროლის შესაცვლელად, რის შესახებაც მისთვის ცნობილი არ იყო.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებულ იქნა მოწმე რ-------------–---ის მიერ წარმოდგენილი დ------------–------ის კუთვნილი „დ----ს“ ფირმის შავი ფერის მობილური ტელეფონი, გვერდებზე ვერცხლისფერი კანტით, მას რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება, არის სენსორული, უკანა მხარეს აღენიშნება მოთეთრო ფერის წარწერები და აქვს „დ----ს“ ფირმის გამომსახველი წარწერა, ხოლო ქვედა მხარეს ინგლისურენოვანი წარწერა C------. ტელეფონს აქვს ორი იმეი კოდი 3-------------- და 3--------------. მისი გახსნისას ტელეფონში არ აღმოჩნდა სიმ ბარათი, მასში მოთავსებულია შავი ფერის წარწერებიანი ელემენტი, იმეი კოდები ასახულია ტელეფონის შიდა მხარეს ელემენტის განთავსების ადგილის ქვემოთ. მობილური ტელეფონი დათვალიერების შედეგ დაილუქა მოწმე რ-------------–---ის თანდასწრებით N2------ ლუქით, რომელზეც გაკეთდა ხელმოწერები და დაესვა თარიღი.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, მოწმე დ------------–------ის მითითებით მივიდნენ ქ. თბილისში, 26 მაისის მოედანი N1-ში მდებარე სასტუმრო „ჰ---–----------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე პეკინის ქუჩის მხრიდან, სადაც სასტუმროს შენობის გვერდით მოქალაქეთა სავალ გზაზე მოწმე დ------------–------მა მიუთითა ადგილი და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ ადგილას მიაყენეს მას ფიზიკური შეურაცხყოფა რ-------------–---მა და გ-------------ამ და გასტაცეს კუთვნილი მობილური ტელეფონი. აღნიშნულის შემდეგ მოწმე დ------------–------ის მითითებით, მივიდნენ ქ. თბილისში ვ-–----–----–ას გამზირი, მ-------------–------ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების ზოლში ხეებს შორის, სადაც დ------------–------მა მიუთითა ადგილზე და განმარტა, რომ აღნიშნულ ადგილას რ-------------–---მა და გ-------------ამ მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანება.

 

პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, დ------------–------მა წარდგენილ პირთაგან სიმაღლით, აღნაგობით, სახის მოყვანილობით მთლიანი ვიზუალით და იერით ამოიცნო რ-------------–---ი - პირი, რომელმაც 2017 წლის 09 მარტს სასტუმრო „ჰ---–----------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და გასტაცა კუთვნილი მობილური ტელეფონი.

 

ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა დ------------–------მა ამოსაცნობი ნივთების წარდგენის შემდეგ ამოიცნო მისი კუთვნილი DOOGEE ფირმის, შავი ფერის სენსორიანი ეკრანის მობილური ტელეფონი, რომელიც 2017 წლის 09 მარტს, ქ-------–--------------------ე მდებარე სასტუმრო „ჰ---–----------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხელიდან გასტაცა რ-------------–---მა. ამომცნობმა ამოსაცნობი ნივთი ამოიცნო ვერცხლისფერი კანტით, ტელეფონს მარცხენა მხარეს ვერცხლისფერ კანტზე, მაღლა შუაზე და დაბლა მხარეს ხმარების ცვეთებით მიღებული დაზიანებებით, ასევე ვიზუალურად.

 

სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის N400/ს თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მობილური ტელეფონის, „DOOGEE“, MODEL X5 MAX Pro, IMEI 1. 3--------------; IMEI 2: 3--------------, საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით, შეადგენს 120,0 (ასოცი) ლარს. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა თ-----------ა.

 

შპს ,,მაგთიკომიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ნომერი 5----------- 2017 წლის 08 მარტის 13:30 საათიდან 2017 წლის 10 მარტის 21:00 საათამდე შპს ,,მაგთიკომის“ ქსელში ჩართული არ ყოფილა. ამავე ამონაწერით დგინდება, რომ რ-------------–---ის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომრიდან - 5-----------, გ-------------------–ის სარგებლობაში არსებულ მობილური ტელეფონის ნომერზე - 5----------- 2017 წლის 9 მარტს განხორციელებულია 6 ზარი.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გ--------–----–-–---–ის მონაწილეობით დათვალიერდა კომპიუტერული დისკი, კადრის მარცხენა მაღლითა კუთხეში აწერია 20------------------. კადრში ჩანს ფეხით მოსიარულეთა ბილიკი და საავტომობილო გზა, ასევე შენობის კედლები. აღნიშნულზე გ--------–----–-–---–მა განაცხადა, რომ არის ის ადგილი, სადაც 2017 წლის 09 მარტს იმყოფებოდნენ, კერძოდ, პეკინის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ჰ---–----------ს“ წინა ტერიტორია. 15:52:38 საათზე კადრში ჩანს მუქი ფერის ავტომანქანა, რომელიც ჩერდება გზის ნაპირას. აღნიშნულზე მოწმე გ--------–----–-–---–მა განაცხადა, რომ მანქანა არის დ------------–------ის, რომლითაც მივიდნენ სასტუმრო „ჰ---–----------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, დ------------–------ი, ჯ---–----------–---–ი, რ-------------–---ი, გ------------, ლატარა, რომლის სახელი და გვარი არ იცის და თვითონ. 15:52:50 ავტომანქანიდან გადმოდის პიროვნება და ისევ ჯდება უკან ავტომანქანაში, რომელზედაც მოწმე გ--------–----–-–---–მა განაცხადა, რომ არის დ------------–------ი. 15:53:24 საათზე ავტომობილიდან გადმოდის სამი პიროვნება, გ--------–----–-–---–ის განმარტებით თვითონ, ლატარა და ჯ---–----------–---–ი. აღნიშნულის შემდეგ ავტომანქანიდან გადმოდის კიდევ სამი პიროვნება და 15:53:49 საათზე ერთ-ერთი პიროვნება ხელს უქნევს სახის არეში მეორეს. აღნიშნულზე მოწმე გ--------–----–-–---–მა განმარტა, რომ მანქანიდან გადმოვიდნენ რ-------------–---ი, გ------------ და დ------------–------ი, რა დროსაც დ------------–------ს ხელი მოუქნია გ------------მ. შემდეგ ჩანს კადრში გ------------ს რ-------------–---ის და დ------------–------ის კამათი, რის შემდეგაც ერთ-ერთ პიროვნებას გაყავს მეორე პიროვნება მანქანისკენ და სვავს მანქანაში, შემდეგ ბრუნდება ერთ-ერთი პიროვნება და 15:55:16 საათზე მიდის პიროვნებასთან, რომელსაც მარჯვენა ხელით ართმევს ხელიდან ნივთს. მოწმე გ--------–----–-–---–მა განმარტა, რომ აღნიშნული პიროვნება არის რ-------------–---ი, რომელმაც გ------------ ჩასვა ავტომანქანაში, ხოლო თვითონ მივიდა დ------------–------თან და მარჯვენა ხელის მოქნევის დროს დ------------–------ს ხელიდან გამოართვა მობილური ტელეფონი. ამის შემდეგ აგრძელებენ კამათს, 15:55:28 საათზე გადადიან სავალი გზის მხარეს და გადიან კადრიდან; 15:55:59 საათზე ისევ შემოდიან კადრში პიროვნებები, შემდეგ კეტავენ ავტომობილის კარებს და მოდიან ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე კამერის მხარეს. გ--------–----–-–---–მა განმარტა, რომ აღნიშნული პიროვნებები არიან თვითონ, ჯ---–----------–---–ი, რ-------------–---ი, გ------------ და ლატარა, ხოლო დ------------–------ი გადავიდა გზის მეორე მხარეს და წავიდა. 15:56:14 საათზე კადრში ჩანს პიროვნება, რომლიც მოდის ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე იხრება დაბლა და ისწორებს ფეხსაცმელს. აღნიშნულ პიროვნებაზე მოწმე გ--------–----–-–---–მა განმარტა, რომ არის რ-------------–---ი. შემდეგ 15:56:26 საათზე ჩანს პიროვნება, რომელზეც მოწმე გ--------–----–-–---–მა განმარტა, რომ არის რ-------------–---ი და მარცხენა ხელში უკავია მობილური ტელეფონი, რომელიც 2017 წლის 09 მარტს, პეკინის ქუჩაზე სასტუმრო „ჰ---–----------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე წაართვა დ------------–------ს. ამის შემდეგ გადიან კადრიდან, 15:57:01 საათზე ისევ ბრუნდებიან ავტომანქანით, კვლავ გადიან კადრიდან და 16:00 საათზე სრულდება ჩანაწერი.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დაზარალებულ დ------------–------ის მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა კომპიუტერული დისკი, კადრის მარცხენა მაღლითა კუთხეში აწერია 2017.03.09. კადრში ჩანს ფეხით მოსიარულეთა ბილიკი და საავტომობილო გზა ასევე შენობის კედლები. აღნიშნულზე დაზარალებულმა დ------------–------მა განაცხადა, რომ არის ის ადგილი, სადაც 2017 წლის 09 მარტს იმყოფებოდნენ, კერძოდ პეკინის ქუჩაზე სასტუმრო „ჰ---–----------ს“ წინა მხარე, როდესაც მობილური ტელეფონი წაართვა რ-------------–---მა. 15.52.38 საათზე კადრში ჩანს მუქი ფერის ავტომანქანა, რომელიც ჩერდება გზის ნაპირას. აღნიშნულზე დაზარალებულმა დ------------–------მა განაცხადა, რომ მანქანა არის თავისი კუთვნილი, რომლითაც მივიდნენ სასტუმრო „ჰ---–----------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თვითონ რ-------------–---ი, გ------------, ხოლო დანარჩენი სამი პიროვნებების სახელი და გვარი არ იცის. 15:52:50 საათზე ავტომანქანიდან გადმოდის პიროვნება და ისევ ჯდება უკან ავტომანქანაში, რომელზეც დაზარალებულმა დ------------–------მა განაცხადა, რომ აღნიშნული პიროვნება არის თვითონ. 15:53:24 საათზე ავტომობილიდან გადმოდიან სამი პიროვნება, შემდეგ ავტომანქანიდან გადმოდის კიდევ სამი პიროვნება და 15:53:49 საათზე ერთ-ერთი პიროვნება ხელს უქნევს სახის არეში მეორეს. აღნიშნულზე დაზარალებულმა დ------------–------მა განმარტა, რომ მანქანიდან გადმოვიდა რ-------------–---ი, გ------------ და თვითონ და კიდევ მათთან თანმხლები სამი პიროვნება, რა დროსაც გ------------მ ხელი მოუქნია სახის არეში. შემდეგ ჩანს კადრში გ------------ს, რ-------------–---ის და დ------------–------ის კამათი, რის შემდეგაც ერთ-ერთ პიროვნებას გაყავს მეორე პიროვნება მანქანისკენ და სვავს მანქანაში, შემდეგ ბრუნდება და 15:55:16 საათზე მიდის პიროვნებასთან, რომელსაც მარჯვენა ხელით ართმევს ხელიდან ნივთს. დაზარალებულმა დ------------–------მა განმარტა, რომ აღნიშნული პიროვნება არის რ-------------–---ი, რომელმაც გ------------ ჩასვა ავტომანქანაში, ხოლო თვითონ მივიდა მასთან და მარჯვენა ხელის მოქნევის დროს ხელიდან გამოსტაცა მობილური ტელეფონი. ამის შემდეგ აგრძელებენ კამათს, 15:55:28 საათზე გადიან სავალი გზის მხარეს და გადიან კადრიდან. დ------------–------ის განმარტებით, თვითონ მიყვება რ-------------–---ს და სთხოვს ტელეფონის დაბრუნებას, რის შემდეგაც გადის მეორე მხარეს და მიდის ტაქსით. 15:55:59 საათზე ისევ შემოდიან კადრში პიროვნებები, კეტავენ ავტომობილის კარებს და მიდიან ფეხით მოსიარულე ბილიკზე კამერის მხარეს. როგორც დაზარალებულმა დ------------–------მა განმარტა, აღნიშნული პიროვნებები არიან რ-------------–---ი, გ------------ და მათი თანმხლები სამი პიროვნება. 15:56:14 საათზე კადრში ჩანს პიროვნება, რომელიც მოდის ფეხით მოსიარულე ბილიკზე, იხრება დაბლა და ისწორებს ფეხსაცმელს. მასზე დ------------–------მა განმარტა, რომ არის რ-------------–---ი. 15:56:26 საათზე ჩანს პიროვნება, რომელსაც მარცხენა ხელში უჭირავს მობილური ტელეფონი. დ------------–------ის მითითებით, იგი არის რ-------------–---ი და უკავია მობილური ტელეფონი, რომელიც 2017 წლის 09 მარტს პეკინის ქუჩაზე სასტუმრო „ჰ---–----------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გასტაცა. ამის შემდეგ გადიან კადრიდან, 15:57:01-ზე ისევ ბრუნდებიან ავტომანქანასთან, 15:57:57-ზე მიდიან და გადიან კადრიდან. 16:00 საათზე სრულდება ვიდეო კადრი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის განაჩენით, რ-------------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. ასევე ერთი წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

 

2014 წლის 11 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, რ-------------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახით, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სამი წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

სასჯელაღსრულების დაწესებულების ცნობა N0------ თანახმად, რ-------------–---ი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა 2014 წლის 03 სექტემბრიდან - 2016 წლის 5 ოქტომბრამდე.

 

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებები გახლავთ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული და გამოკვლეული მტკიცებულებები, რომელთა შეფასების საფუძველზე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ რ-------------–---ის ბრალეულობასთან დაკავშირებით. განაჩენის გამოტანისას სასამართლო ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რომლებიც იცავენ პიროვნებას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების შემთხვევაში დამნაშავედ გამოცხადებისაგან. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების, მათ შორის მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას და ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, რადგან ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. შესაბამისად, თითოეული მტკიცებულება, მათი ურთიერთთავსებადობის განსაზღვრის მიზნით, უნდა შემოწმდეს საქმეში არსებულ სხვა პირდაპირ თუ ირიბ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რაც განაპირობებს დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოტანას.

 

მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ მსჯავრდებულ რ-------------–---ის მიერ ჩადენილია ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. შესაბამისად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის ვერსია რ-------------–---ის მიერ იძულების ჩადენასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობიდან. სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი აღნიშნული დასკვნების დასაბუთებისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე და იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით კრიმინალიზებულია ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ძარცვა მიეკუთვნება დანაშაულის მატერიალურ შემადგენლობას და იგი დამთავრებულია ქონების ფაქტობრივი დაუფლების მომენტიდან, რის შედეგადაც პირს ეძლევა შესაძლებლობა, თავისი შეხედულებით გამოიყენოს სხვისი ქონება. სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება ნიშნავს პირის მიერ მესაკუთრისათვის ან მფლობელისათვის ხელმიუწვდომელ (უცნობ) ადგილას ნივთის გადატანის (გადაადგილების) ან სხვა ნებისმიერი გზით მისი ფლობის, სარგებლობის და განკარგვის პრაქტიკული შესაძლებლობის მართლსაწინააღმდეგოდ წართმევასა და მოპოვებას. ნივთის აშკარად დაუფლებას ადგილი აქვს მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირის თანდასწრებით, როდესაც დამნაშავეს შეგნებული აქვს მისი ქმედების აშკარა ხასიათი. ამასთან, აუცილებელია, ქმედების სუბიექტური მხარე, ანუ პირის სურვილი - მისაკუთრების მიზნით დაეუფლოს სხვის ქონებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთანალიზიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ რ-------------–---ი მოქმედებდა განზრახ და მისი ქმედებები უშუალოდ მიმართული იყო მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაზარალებულის კუთვნილი ნივთის დაუფლებისაკენ. სააპელაციო პალატის შეფასებით სახეზეა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი: ა) სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება; ბ) ქმედების აშკარა ფორმით განხორციელება და გ) მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ:

 

დაზარალებულმა დ------------–------მა თავის ჩვენებაში დეტალურად და დამაჯერებლად აღწერა შემთხვევის დღეს, გ-------------ასთან და რ-------------–---თან მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, რ-------------–---ის მიერ მისთვის მობილური ტელეფონის აშკარად წართმევის დეტალები. მან აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც განერიდა კონფლიქტს და სცადა მეგობრებთან დარეკვა, რ-------------–---მა წაართვა მობილური ტელეფონი. აღნიშნული გარემოება, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, უტყუარად დგინდება შემთხვევის ადგილზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებით. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმების თანახმად, კადრში აშკარად ფიქსირდება, რომ გ-------------ას, რ-------------–---ის და დ------------–------ის კამათის შემდეგ, ერთ-ერთ პიროვნებას გაყავს მეორე პიროვნება მანქანისკენ და სვავს მანქანაში, შემდეგ ბრუნდება და მიდის მეორე პიროვნებასთან, რომელსაც მარჯვენა ხელით ართმევს ხელიდან ნივთს. აღნიშნულზე დაზარალებულმა დ------------–------მა და მოწმე გ--------–----–-–---–მა განმარტეს, რომ რ-------------–---მა გ-------------ა ჩასვა ავტომანქანაში, ხოლო თვითონ მივიდა დ------------–------თან და მარჯვენა ხელის მოქნევის დროს, ხელიდან გამოსტაცა მობილური ტელეფონი. ეს ფაქტი სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას არ უარყვეს შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა - გ--------–----–-–---–მა, ჯ---–----------–---–მა და თავად მსჯავრდებულმა რ-------------–---მაც.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულ დ------------–------ის მიერ მისი კუთვნილი მობილური ტელეფონისა და მსჯავრდებულ რ-------------–---ის ამოცნობის ოქმებზე, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე, რომელთა თანახმად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სრულ შესაბამისობაშია დაზარალებულის ჩვენებასთან, მეტ დამაჯერებლობას სძენს და კიდევ უფრო განამტკიცებს მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. მოწმეთა ჩვენებებისა და საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების ურთიერთანალიზის საფუძველზე უტყუარად დგინდება, რომ რ-------------–---ი შემთხვევის დროს აშკარად დაეუფლა სხვის - დ------------–------ის კუთვნილ მობილურ ტელეფონს.

 

რაც შეეხება მისთვის ბარალად წარდეგნილი დანაშაულის შემადგენლობის მესამე სავალდებულო ნიშანს - ქმედების ჩადენას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას, რომ რ-------------–---ს მსგავსი მიზანი არ ჰქონია და მან ჩაიდინა არა ძარცვა, არამედ იძულება, კერძოდ, თითქოს მობილურის წართმევით აიძულა დ------------–------ი, არ განეხორციელებინა სატელეფონო ზარი. პალატა მიიჩნევს, რომ რ-------------–---ის მიერ ჩადენილი ქმედებიდან ამგვარი დასკვნების გამოტანა იმთავითვე მცდარია. მოცემულ შემთხვევაში არსებითად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნივთის დაუფლების მომენტი, არამედ დამნაშავის ქცევა მის შემდგომაც. სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას შემთხვევის ადგილზე მყოფმა მოწმეებმა და თავად დაზარალებულმაც განმარტეს, რომ თითქოს რ-------------–---ს შეეშინდა, რომ დ------------–------ს არ დაერეკა პოლიციაში ან ვინმე მეგობართან და ამის გამო წაართვა ტელეფონი. პალატა ვერ გაიზიარებს ასეთი სახის განმარტებას და მიიჩნევს, რომ კითხვას - თუ რა მიზანი ამოძარვებდა მსჯავრდებულს კონკრეტული ქმედების ჩადენისას, პასუხი ვერ გაეცემა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, მით უფრო მაშინ, როდესაც რ-------------–---ი მოქმედებდა დამოუკიდებლად და მასთან ერთად მყოფი მეგობრებისათვის წინასწარ არ შეუთანხმებია მისი ქმედების დეტალები. პირის განზრახვა, რათქმაუნდა, ერთმნიშვნელოვნად ვერ იქნება დადასტურებული შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების ამსახველი ვიდეოჩანაწერითაც. დასკვნის საფუძველს, რომ რ-------------–---ი სწორედ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა დ------------–------ის კუთვნილ მობილურ ტელეფონს, სააპელაციო პალატას აძლევს დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებების, ვიდეოჩანაწერების და ქმედების შემდგომ განვითარებული მოვლენების ერთობლივი ანალიზი.

 

მოცემულ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ ტელეფონის წართმევისთანავე დ------------–------მა მოსთხოვა რ-------------–---ს, დაებრუნებინა მისი კუთვნილი ნივთი, თუმცა ამ უკანასკნელმა არ დაუბრუნა. შემთხვევის ადგილზე დაზარალებულის მიერ ტელეფონის მოთხოვნის ფაქტს ადასტურებს მოწმე ჯ---–----------–---–იც, თუმცა მტკიცებულებებით უდავოდ დადგენილი გარემოებაა, რომ რ-------------–---ს დ------------–------ისთვის სასტუმრო „ჰ---–----------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის დროს ტელეფონი არ დაუბრუნებია. ასევე, დაზარალებულმა ნ----–--- განმარტა, რომ მოგვიანებით სწორედ ტელეფონის დაბრუნების მიზნით დაურეკა რ-------------–---ს და ამ მიზნით მივიდა კიდეც ვ-–----–----–ას მე-2 კვარტალში, რ-------------–---ის მიერ მითითებულ ადგილას, თუმცა ტელეფონი არც ამჯერად დაუბრუნდა. ვინაიდან დ------------–------ის ჩვენება ერთობლიობაში არის თანმიმდევრული და დამაჯერებელი, ასევე სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებეთან დაკავშირებით, გამყარებულია არაერთი მტკიცებულებით, სააპელაციო პალატას არც იმ ნაწილში გააჩნია ეჭვის შეტანის საფუძველი, როდესაც იგი უთითებს, რომ ვ-–----–----–ას მე-2 კავრტალში მისვლისას მას ადგილზე დახვდა როგორც გ-------------ა, ისე რ-------------–---ი. მოწმე ჯ---–----------–---–ი ამ ფაქტს არ შესწრებია, გ--------–----–-–---–მა კი ვერ შეძლო კონკრეტულად მიეთითებინა, რა დროს ავიდა ბ------–---ი სახლში და ამ უკანასკნელმა ნახა თუ არა მის საცხოვრებელ კოპრუსთან მისული დ------------–------ი, რომელსაც დაპირისპირება მოუვიდა გ-------------ასთან. დაზარალებულს არ უარყვია, რომ კონფლიქტი ძირითადად წარიმართა მასა და გ-------------ას შორის, თუმცა მან ნ----–--- დაადასტურა, რომ ამ დროს რ-------------–---იც იქ იმყოფებოდა და მისთვის მობილური ტელეფონი არ დაუბრუნებია.

 

იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ დაზარალებული წართმევისთანავე ითხოვდა ტელეფონის დაბრუნებას, თუმცა მიიღო უარი; ასევე, მოგვიანებით ამ მიზნით შეხვდა რ-------------–---ს, რომელმაც კვლავ არ დაუბრუნა მას კუთვნილი ნივთი; უფრო მეტიც, ტელეფონიდან ამოიღო ორივე სიმბარათი და განაგრძობდა მის ფლობას, პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ რ-------------–---ი სწორედ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა დ------------–------ის მობილურ ტელეფონს.

 

საფუძველსმოკლებულია დაცვის მხარის მითითება იმის თაობაზე, რომ თითქოს რ-------------–---ს ჰქონდა არაერთი მცდელობა, მობილური ტელეფონი დაებრუნებინა დ------------–------ისათვის, ხოლო ტელეფონიდან სიმბარათი ამოიღო მეუღლემ მისგან დამოუკიდებლად. მობილური ტელეფონის დაბრუნების მცდელობის დასადასტურებლად საკმარის და უტყუარ მტკიცებულებებს არ წარმოადგენს გ-------------------–ის, რ-------------–---ის, ჯ---–----------–---–ის და გ--------–----–-–---–ის ჩვენებები, ასევე ბ------–---სა და თეთრაულს შორის განხორციელებული სატელეფონო ზარები. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ რ-------------–---ი და გ-------------------–ი არიან მეგობრები და მათ შორის დღის განმავლობაში თუნდაც რამდენჯერმე სატელეფონო კავშირის განხორციელება არ მიუთითებს, რომ მათი დაკავშირების მიზანი იყო კონკრეტულად ერთი - მოცემული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხის მოგვარება. მით უფრო, შპს „მაგთიკომის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რ-------------–---ის მობილური ტელეფონის ნომრიდან გ-------------------–ის მობილური ტელეფონის ნომერზე კომუნიკაცია შემთხვევამდეც არაერთხელაა განხორციელებული. კერძოდ, წარმოდგენილი მონაცემებით დასტურდება, რომ ისინი ერთმანეთს დაუკავშირდნენ 2017 წლის 8 მარტს და ასევე 9 მარტს დღის განამვლობაში არაერთხელ. რაც შეეხება 10 მარტს, მათ შორის სატელეფონო კომუნიკაცია არ შემდგარა, თუმცა მსჯავრდებული რ-------------–---ი განმარტავს, რომ გ-------------------–თან დაკავშირება მან მოახერხა მხოლოდ შემთხვევის მეორე დღეს, ანუ 10 მარტს. მისი განმარტებით, სურვილი ჰქონდა გ-------------------–ის მეშვეობით დაებრუნებინა მობილური ტელეფონი დ------------–------ისათვის, ამ მიზნით ურეკავდა, თუმცა 9 მარტს - შემთხვევის საღამოს, გ-------------------–მა არ უპასუხა და 10 მარტს ესაუბრა მას. ასევე, მოწმე გ-------------------–ს არ ახსოვს საუბრის კონკრეტული თარიღი, თუმცა უთითებს, რომ რ-------------–---თან საღამოს საათებში არ ულაპარაკია, ის დაუკავშირდა დილით, ან შუადღით, როდესაც მძინარე გააღვიძა და უთხრა - ენახა, იმყოფებოდა თუ არა სახლში დ------------–------ი. ამდენად, აშკარაა, რომ გ-------------------–იც არ საუბრობს შემთხვევის საღამოს რ-------------–---თან სატელეფონო კავშირზე და მათი ჩვენებები ეწინააღმდეგება შპს „მაგთიკომის“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, მოკლებულია დამაჯერებლობას და ემსახურება მხოლოდ მსჯავრდებულისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები რ-------------–---ის მიერ იძულების ჩადენასთან დაკავშირებით. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია; ისინი რელ----ტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის; ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის და 11 ნოემბრის განაჩენებით და სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის თანახმად სახეზეა რ-------------–---ისათვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანიც. ამდენად, დაცვის მხარის დაუსაბუთებელი ვერსია ვერ გახდება მსჯავრდებულის მიმართ კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი, მაშინ, როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარდგენილია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს რ-------------–---ის მიერ ძარცვის ჩადენას, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

რაც შეეხება სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულ რ-------------–---ის მიმართ დანიშნული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მინიმალური სასჯელი; ამასთან, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას გამოყენებულია სასჯელთა სრულად შთანთქმის პრინციპი და ამ კუთხით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ რ-------------–---ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენი.

 

რ-------------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს რ-------------–---ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ-------------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ რ-------------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 12 მარტიდან.

 

რ-------------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და ასევე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის განჩინებით, რ-------------–---ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს ფულადი თანხის უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა - სოსო გირკელიძის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ფართზე, 400,00 კვ.მ, მდებარე ოზ----------------–----–----------------–-------------------------------------------------------------------------------------, 6000 ლარის ღირებულების პროპორციულ წილზე.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- ავტომანქანის დათვალიერების შედეგად ამოღებული თითის ანაბეჭდები ერთ პაკეტად, რომელიც ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკესაბურთალოს სამმართველოს მეხუთე განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

- მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეხუთე განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მირების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

- რ-------------–---ის პირადობის მოწმობა, რომლიც ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეხუთე განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

- 01(ერთი) ცალი დისკი მასზე არსებული ვიდეოჩანაწერით, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

- შპს „მობიტელის“ მიერ გადმოცემული დისკი, მასზე არსებული ამონაწერით, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. კაპანაძე

 

მოსამართლეები: კ. მაჭავარიანი

 

ბ. ბუგიანიშვილი