განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100119003123435, №1ბ/32-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე
სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე;
მსჯავრდებული - ა-–---------- თ----------ის ძე ნ----–---–ი - დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------------------–--–---–-----------------------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასჯელი:
თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ ა-–---------- ნ----–---–ის მიმართ გამოიყენა შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელი. საქმეში არაერთი მოწმის ჩვენებითა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ქმედება იყო მაღალი საფრთხის შემცველი და არსებობს დანაშაულებრივი ქმედებების გაგრძელების საშიშროება. მსგავსი ტიპის დანაშაულებში, ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმის განუხორციელებლობის გამო, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი).
დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სასამართლომ დაადგინა:
ა-–---------- ნ----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 16 ივნისს, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ა-–---------- ნ----–---–ი ქალაქ თ---–--–---------–--–---–----------------------------ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, სამზარეულოს დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს - დას, თ----- გ-----ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენით, ა-–---------- ნ----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად დამატებით დაეკისრა მოვალეობა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის თაობაზე.
ა-–---------- ნ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 16 ივნისიდან 22 ნოემბრის ჩათვლით და განაჩენის გამოცხადებისას გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ა-–---------- ნ----–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.
ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებები (დაზარალებულ თ----- გ-----ის და მოწმეების - ს---------–-----ს, მ-------------------ის და დ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმები, ა-–---------- ნ----–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ექსპერტიზის N-----–- დასკვნა, სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები) ადასტურებენ მსჯავრდებულ ა-–---------- ნ----–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე იძლევა შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივარი განხილული და გადაწყვეტილი იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.
სასჯელის დასაბუთება:
პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ა------–------ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია), რომლის სანქციის ფარგლებშიც დაენიშნა სასჯელი ა-–---------- ნ----–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს, სადაც სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი, მიზანი, ხასიათი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და ბრალდებულის პიროვნება. სასამართლოს შემამსუბუქებელ გარემოებად მიჩნეული აქვს ბრალდებულის აღიარება და მტკიცებულებების უდავოდ ცნობა, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო დამამძიმებელ გარემოებად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის თანახმად - დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ. სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ა-–---------- ნ----–---–ი დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში. რაც შეეხება დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლას, ამ ნაწილში პალატას ასევე დასაბუთებულად და კანონიერად მიაჩნია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და სააპელაციო საჩივარში დანაშაულის ხასიათზე მითითება ვერ გახდება უპირობოდ პირობითი მსჯავრის გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და პიროვნების გათვალისწინებით ა-–---------- ნ----–---–ს განესაზღვრა სანქციით გათვალისწინებული მაქსიმუმი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაზეც გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. მას ბრალად წარდგენილი ჰქონდა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, რაც აღიარა, არ იყო ნასამართლობის მქონე. აღნიშნული გარემოებები საკმარისი იყო დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლისთვის. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევით ა-–---------- ნ----–---–მა ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა არ გულისხმობს მის უსამართლობას, ისევე როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მაქსიმუმის განსაზღვრა ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას. საქმის მასალების მიხედვით, ა-–---------- ნ----–---–ს ესაჭიროება მკურნალობა და არა პენიტენციურ დაწესებულებაში 12 თვის გატარება. მოცემულ შემთხვევაში, ა-–---------- ნ----–---–მა პატიმრობაში დაჰყო 2019 წლის 16 ივნისიდან განაჩენის გამოცხადებამდე - 5 თვეზე მეტ ხანს. ასევე გასათვალისწინებელია ა-–---------- ნ----–---–ის პატიმრობიდან გათავისუფლებიდან სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვამდე არსებული პერიოდი. ა-–---------- ნ----–---–ი გათავისუფლდა 2019 წლის 22 ნოემბერს განაჩენის გამოცხადების შემდეგ. გათავისუფლების შემდეგ არ წარმოდგენილა ინფორმაცია პირობის დარღვევის შესახებ. პალატა იმედოვნებს, რომ დანიშნული პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა, დამატებით დაკისრებულ ვალდებულებასთან და პატიმრობაში გატარებულ დროსთან ერთად, იქნება შემაკავებელი ხასიათის და დამაფიქრებელი ა-–---------- ნ----–---–ისთვის - უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ოჯახური დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ ა------–------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენი ა-–---------- ნ----–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ა------–------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ა-–---------- ნ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმდა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ა-–---------- ნ----–---–ი განაჩენის გამოცხადებისას გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ა-–---------- ნ----–---–ს სასჯელის ვადის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 16 ივნისიდან 2019 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ა-–---------- ნ----–---–ს დამატებით დაეკისროს მოვალეობა, გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი.
პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულ ა-–---------- ნ----–---–ის ყოფაქცევის კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულებები:
§ ერთი ცალი ლაზერული დისკი (ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს ნივთმტკიცებათა საცავში) - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
§ ცივი იარაღი - დანა, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე